ბედის’წერა
სულ’არეულობის ახალი სტადიიდან დაგიბრუნდით. მსუბუქი ,ბანალური ისტორია უნდა გამოვიდეს ჩემებური და იმედია გამომყვებით . ერთად გადავიტანოთ ცხოვრებისეული მუქი და ნათელი ფერები კითხვისას მიღებული სიმშვიდით.ცოტა ხნით განვტვირთოთ გონება,დავაუზოთ ჩვენი ცხოვრება და გავაგრძელოთ პერსონაჟების ტყავით … ………. სიმღერის ხმა გარეთაც აღწევდა. ხმაურისა და ფიქრებისგან თავატკიებული აივანზე გავიდა . სიგარეტს ეწეოდა და შგნით მყოფებს აკვირდებოდა. უამრავ ფიქრსა და პრობლემას შორის ერთი ჰყავდა მაშველ რგოლად,საყვარელი გოგო რომელიც სკოლიდან მოყოლებული გვერდით ჰყავდა. დაქალებთან მოცეკვავეს ბიჭის პრობლემები არც ეხებოდა, ხმამაღლა იცინოდა მთვრალი კაცების მოძრაობაზე და აგრძელებდა სხეულის მოხდენილ რხევას . არ შეუნიშნავს როგორ უყურებდა კარგად ნაცნობი ,მაგრამ უმნიშვნელო გოგო შესაბამისად იცის ვერ გაიგო როგორ დაურეკეს და ამ ზარის შემდეგ რა სიჩქარით დაიძრა მისკენ , მხოლოდ შეხება იგრძნო მკლავების მხრებზე და წითლად შეფერილი ტუჩების ტუჩებზე . მოშორებაც ვერ მოახერხა ისე დაიწყო გოგომ ჩურჩული -ამყევი თუ არ გინდა გოგოხიამ ამოგწყვიტოთ -ნინა ? - კაცის ხმა გაიგეს და გოგოც მაშინვე შებრუნდა ,ზურგით მიეყრდნო ბიჭის გულ-მკერდს და ხელზე ხელი მოუჭირა -მიშა ძიაა როგორ ხარ? ლიაკო კი ვნახე ,გამახარა თქვენმა დაბრუნებამ …მამამ მითხრა დროებით ჩამოვიდნენო -სახლში რომ ვიყავით არ დაგვხვდი … -ხოო … მე და ლუკა გასულები ვიყავით . გაიცანი ჩემი საქმრო , ლუკა ხაჭვანი ეს კი ბიძაჩემია მიშა გოგოხია -მეამიტი გამომეტყველება მიიღო და სახეგაბადრულმა გააცნო კაცები ერთმანეთს. -დედაშენს არ უთქვამს ხაჭვანების რძალი თუ ხდებოდი … საერთოდ არ უთქვამს დაქორწინებას თუ აპირებდი -იმიტომ რომ არც მათ იციან ჯერ ახლა უბრალოდ წამომცდა თანაც შენ ცოტა ხნით ხარ და იქნებ ქორწილისთვის ვერც ჩამოხვიდე -საუბარს არ წყვეტდდა და ფრჩხილებს მთელი ძალით აჭერდა ბიჭის ხელისგულს -დიდი ხანია ერთად ხართ? -სკოლიდან ვიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ შეყვარებულები ცოტა ხნის წინ გავხდით…მეგობრები გველოდებიან წავედით . ხვალ შემოგივლით- რომ მიხვდა სიტუაციაზე კონტროლს კარგავდა ბიჭი თან გაიყოლა - დედაჩემის დეიდაშვილია ,ძმაა ერთად გაიზარდნენ. ბებიამ გაზარდა და ჩემ ქმარს თითს არ დააკარებს რაც არ უნდა გქონდეს ჩადენილი. ყველამ უნდა დაიჯეროს - ცარიელ ოთახში შეკეტა და ისევ საუბარი განაგრძო -ნინა ან საიდან გაჩნდი ან რა იცი რა ხდება ან რა მოიგონე საერთოდ.შეიშალე? მუჯირს არ მიჰყვებოდი ცოლად შარშან? გადაირიე საბოლოოდ ? -ჩემი სახელი თუ იცოდი არ მეგონა -უცებ გაჩერდა და მზერა გაუსწორა - ან მუჯირის ამბავი -სულ ჩემ დასთან იყავი … ეს ამბები მანაც არ იცის და შენ ვინ მოგიყვა - არც უნდა გაიგოს … მის გამო უნდა დამიჯერო . მიშა ყველას გაანადგურებს - შენი ბიძაშვილი კომაშია…მის ამ მდგომარეობამდე მიყვანას მედავებიან და შენ რას აკეთებ ამ დროს -მჯერა რომ შენ არაფერ შუაში ხარ ან თუ ხარ იმსახურებდა - მიშას ჩემთან აქვს საქმე …არ ჩაერიო -და ახლა რა ვთქვა მოგატყუე-თქო?უკვე დედაჩემსაც ეცოდინება -საცოლე მყავს ,რომელიც გეცოდინება როგორც მიყვარს და მას ვერაფრის გამო ვერ დავკარგავ . ქალის ხარჯზე გადარჩენა ჩემი საქმე რომ არ არის -რა დროს შენი ძველბიჭობაა ახლა ან რა დროს ანაა … მიშა გაგანადგურებთ -შენ რა ხეირი გექნება ამ საქმიდან…ნინისთანაც აღარ მეგობრობ. რა ხდება ძველი სიყვარულის გადარჩენა გადაწყვიტე?- ცივი წყლის გადავლებას ჰგავდა მისი სიტყვები და ირონიული ტონი -მე და შენ ერთმანეთსაც არ ვიცნობთ რა სიყვარული … მე ვინც მიყვარდა იცის მთელმა ქალაქმა. შენთვის ვამბობ , მაგრამ თუ გინდა სიკვდილს ევედრებოდე ნება შენია - იქამდე თუ უკან არ იხევდა ახლა კარი გამოგლიჯა და გაეცალა. ლუკა ხაჭვანი მისთვის ამოკვიატება იყო რომელიც ვერაფრით გადაფარა . მიდიოდა და ხედავდა წყვილს შორის დატრიალებულ ქარიშხალს. არ ესმოდა ანას რას პასუხობდა ,მაგრამ გოგონამ სილა რომ გააწნა და დემონსტრაციულად დატოვა მანქანის გაყვანამდრ დაინახა. სკოლის ეზოში თამაშობდნენ დაჭერობანას სალი ხაჭვანი , ნინა ხომერიკი , ნუცა ფაჟავა და კიდევ რამდენიმე გოგონა გულაჩქარებული ,აჟიტირებული გარბოდა და უკან ადევნებულ მდევრებს უყურებდა ვიღაცას რომ შეასკდა მთელი ძალით. ეს უკანასკნელი იმდენად მყარად იდგა დაცემის საშუალება არ მისცა პატარა ლოყებწითელა გოგოს და არც თავად შერყეულა . -სალომე ფრთხილად იყავი არ დაეცე და რამე ნორმალური ითამაშე - უმცროს დას მისცა შენიშვნა , არც შეიმჩნია ხომერიკი ისე გაეცალა დინჯი ნაბიჯებით. ეს დღე იყო პირველი როცა ნინამ შენიშნა და მას შემდეგ სულ უყურებდა , მუდამ იცოდა სად იყო , როგორც იყო, რას აკეთებდა ან რა ელოდა . სალომესთან მეგობრობდა, დაქალები არ ერქვათ მაგრამ საერთო წრე ჰყავდათ და ხშირად იკვეთებოდა მათი გზები . უფროს ხაჭვანსაც ხვდებოდა ,მაგრამ დიალოგიც კი არ ჰქონიათ ისეთი ლუკას მეხსიერებაში რომ დარჩენილიყო. არასდროს უცდია მისთვის თავის მოწონება, საკუთარ თავსაც ვერ პატიობდა ამ აუხსნელ გრძნობას. ფანი რომ შორიდან ეტრფის საყვარელ მსახიობს თუ მომღერალს ამ პოზიციაში იყო სულ ახლა კი მიდიოდა ქალაქის ხმაურიან ქუჩაში და ისევ გრძნობდა ხაჭვანის ტუჩების შეხებას. გაუაზრებელი ემოციები გვიან აღიქვა ტვინმა და ყველაფერმა ერთად სუნთქვა შეუკრა , იმდენად ცუდად გახდა მანქანის გაჩერება მოუხდა . წყლის ბოთლს ძლივე მოხსნა თავი და რამდენიმე ყლუპი გადაყლაპა -რამე უნდა ვუშველო…როგორმე დავარწმუნო . სხვა გზა არ არის - უცებ გაუნათდდა გამჭრიახი გონება და კონტაქტებს შორის საჭიროზე დარეკა -ჰელიუ დაკარგულო - როგორ ხარ ქეთო? - მე კარგად და თავად ? მეგონა ქვეყნიდან წახვედი და გადაიკარგე სადღაც კუნძულზე - აგვისტოში წავალ ჯერ არ … ახლა მინდა ცხელი ინფორმაცია მოგაწოდო შენი ყვითელი ჟურნალისთვის -რა ხდება ? როდის დაიწყე ჭორების გავრცელება? -არავინ არასდროს უნდა გაიგოს რომ მე მოგაწოდე ინფორმაცია - რა თქმა უნდა ოღონდ თუ არ მომეწონა არ დავწერ ხომ იცი -ვიდეო მტკიცებულება არსებობს და თუ მოიპოვებ ფოტოებსაც დაამზადებ - სიმართლე არაა იმდენად მნიშვნელოვანი რამდენადაც ამბავი რა გამოვა აქედან -ნინა ხაჟომია ქორწინდება … მოგწონს? -სერიოზულად? ვისზე ?,როდის ? მე ახლა უნდა ვიგებდე? -ლუკა ხაჭვანზე … -უკაცრავად? ჩვენი სალის ძმა ლუკა ხაჭვანი იგულისხმე თუ ვინმე ბიძაშვილი ჰყავს -ზუსტად ეგ - ანას როდის დაშორდა -შეგიძლია დაწერო რომ მე დავაშორე … როგორც იქნება უფრო ხმაურიანი ისე შეფუთე . ხვალ საღამოს რომ ყველამ იცოდეს და ყველა პლათფორმაზე შემხვდეს.შეძლებ? -რას შვები გოგოს კაცს ახევ ნინა?ლუკა როდის შეგიყვარდა არ შემშალო -ვიდეოები ნახე კახიანების ქორწილიდან. აივანზე კამერაა . დაურეკე საბას და მოაგვარე -დარწმუნებული ხარ?შემიძლია ეს საუბარი დავივიწყო და -ქეთო მოიქეცი ისე როგორც იქცევი ხოლმე … რაც შეიძლება მწარედ და ხმაურიანად -იმედია არ მომკლავენ ხომ? უცნაური წყვილი იქნებით …ვერ ვიაზრებ არასდროს დამიკავშირებიხართ -მუშაობა დაიწყე ქეთო … დროებით.მადლობას აუცილებლად გადაგიხდი - იცოდე სტატიის შემდეგ პრეტენზიები არ იყოს -არ იქნება … მთავარია შედეგი -მაშ დროებით . მთელი ღამე გაათენა . არც ლუკა ხაჭვანს ეძინა სულ გადაავიწყა შეყვარებულთან ომი ციხიდან მოსულმა ამბავმა , მისი უმცროსი ძმა დაჭრეს. საავადმყოფოში გაქცეულს კიდევ ერთო ამბავი დაემატა ,დედას სტენოკარდული შეტევა ჰქონდა , კაფე-ბარში ცეცხლი გაჩნდაო კლინიკის დერეფანში მჯდომს დაურეკეს . ჩიხში მომწყვდეულივით გრძნობდა თავს და ხვდებოდა აქედან დაიწყებოდა ყველაფერი -სუნთქვა გიჭირს? ჯერ სად ხარ …სიკვდილს ინატრებ .ტყვიას გადაგარჩინა ნინამ , მსროლელს ზუსტად შენი ხერხემალი ჰქონდა მიზანში , მაგრამ ტყუილებით ვეღარ გიშველის . შენი შეყვარებული მომიკითხე -შეყვარებული არ მყავს ნინას გარდა - თავადაც ვერ მიხვდა ანას დაცვის ინსტიქტი ჰქონდა თუ რატომ უთხრა ეს სიტყვები ასე მტკიცედ - შენ კი სიმართლე რომ დადგინდება თუ კაცობა გეყოფა მოხვალ და პატიებას თხოვ მთელ ჩემ ოჯახს. მადლობა უთხარი ღმერთს რომ ჩემი ძმა სუნთქავს თორემ ნამდვილად ჩავიდენდი დანაშაულს -ჩემი შვილიც სუნთქავს , აპარატზე მიერთებულია ათი დღეა და დედამისი მუხლმოდრეკილი ლოცულობს ათი დღეა. ჩემმა ერთადერთმა შვილმა თვალები რომ ვერ გაახილოს შენი ყველა საყვარელი ადამიანი დახუჭავს თვალებს და შენ ყველას მიაცილებ სასაფლაომდე -მე არ მიმიცია წამალი … იქ არ ვყოფილვარ იმ დროს ცუდად რომ გახდა და ვინც გეუბნება მაგ ტყუილებს სჯობს ის დაადანაშაულო. რაც შეეხბასაყვარელ ხალხს , ყველაზე მეტად ნინა მიყვარს და მაშინ შენი დისშვილით დაიწყე შურისძიება - ისევ მოატყუა და ისე გაუთიშა გონებაში აზრადაც არ გაუვლია მეორე დღეს ნინასთან ერთად თუ დაასრულებდა . ძმის სანახავადაც ვერ შედიოდა .ექთანი გოგონას დამსახურებით ვიდეო ნახა რომელშიც ხელში დაჭრილს სიცოცხლისთვის საშიში არაფერი სჭირდა ,ნაცემიც იყო და გული ტკიოდა უმცროსი ძმის ამ მდგომარეობაში ნახვის გამო. შემდეგი ზარი მამისგან იყო ,მამისგან რომელიც სამყაროში ყველაზე მეტად ეჯავრებოდა -როგორ არიან -ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაჭერილი ჩემი ოქროსმედალოსანი ძმა თუ ქმრისგან გაუბედურებული,ნაადრევად დაბერებული დედაჩემი -შენ გამო ხდება ყველაფერი და ახლაც მე მადანაშაულებ? ბიჭს დოზა მიეცი , საწამლავი აღმოჩნდა და მერე მარტო დატოვე …მე ძმაკაცებს მაინც არ ვტოვებდი გასაჭირში. რაც ხდება და მოხდება ყველაფერი შენ თავს და არაკაცურ ქცევას დააბრალე -როგორ მიბედავ …გგონია დამნაშავე ვარ და ფრთები გაშალე ? ცხოვრებაში ერთხელ შენ გამო არ ვიტანჯებით და გგონია მაგარი ხარ? გიხარია ?გაგისწორდა მეც რომ პრობლემები მაქვს ? დიდხანს ნუ გაიხარებ მე დავდგები ფეხზე და ისევ მივხედავ ოჯახს ისე როგორც ბავშვობიდან ! შენ კი ჩემ ნომერზე აღარ დარეკო -თქო მილიარდჯერ გითხარი მა -მა - კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადავიდა. დედის ნახვის უფლება მისცეს და მამასთან დიალოგს ნამდვილად აღარ განაგრძობდა მითუმეტეს გამხნევების ნაცვლად შხამს აწვეთებდა . სამყაროში მარტოდ დარჩენილს ჰგავდა ,არავის ეჯერა და ყველამ ზურგი აქცია . დედაც მხოლოდ უმცროს შვილზე დარდობდა ,ზერელე პასუხებს სცემდა სალომე საერთოდ არ იყო ქვეყანაში და მისი დაბრუნების დრო რომ ახლოვდებოდა სულაც არ ახარებდა ეს ფაქტი. მიშას შურისძიების ობიექტი დაემატებოდა ,გაცვლითი პროგრამა პრაღაში კი მეტხანს ვერ გაგრძელდებოდა . უცებ გაახსენდა თარიღი და საათს დახედა , აეროპორტში უნდა დახვედროდა მაგრამ კლინიკიდან ერთადერთ შემოსავლის წყაროსთან მიდიოდა ,რომლის დაწვის კადრებიც სოციალურ ქსელებშიც იდო უკვე . ბევრი დარდობდა საყვარელი ადგილის გამო ვიღაცებიც ლანძღავდნენ და ნარკოტიკებს ახსენებდნენ . აშკარა იყო მიშა მუშაობდა ამ საკითხზეც თორემ რა უნდოდა ნარკოტიკს კაფეში სადაც ყავისა და ნამცხვრის დასალევად დადიოდნენ შეყვარებული წყვილები ან დაქალები ფოტოების გადასაღებად . -სად ხარ ლუკა? - სალომეს ხმა იყო შემდეგი რომელიც გაიგო და დაინახა კიდეც მისი გადაღლილი სახე ვიდეოქოლის საშუალებით -ტაქსით უნდა წახვიდე სახლში პატარავ ,გამოსვლას ვერ მოვასწრებ მაინც …მაპატიე -მეგონა დამხვდებოდით მაინც და თქვენთვის აშკარად სულერთი ვარ … - სალომე გთხოვ ჩემო სიცოცხლე ნუ მელაპარაკები ასე … ვერც კი წარმოიდგენ ახლა როგორ მდგომარეობაში ვარ . ფული ხომ გაქვს , ტაქსიში ჩაჯექი სახლში დაბრუნდი და დაიძინე - არ დავიკარგები გმადლობთ - გოგონამ თავად გაუთიშა და მანქანაც გააჩერა ადგილის წინ რომელიც ბებიისგან ჰქონდა ანდერძით მიღებული. ძველისძველ იერს ვეღარაფერი დაუბრუნებდა იქაურობას, აღარც ვინტაჟური ნივთები იყო და კვამლიტ გამურულ კედლებში დიდხანს ვერც დააბრუნებდა მომხმარებელს. ძმის დასახმარებლად აყვანილი ადვოკატი ისეც იმდენი დაუჯდა სესხი ჰქონდა უკვე , გირაოზე მუშაობდა და კიდევ ათასი ხარჯი, რომელსაც ვეღარ აუდიოდა . იდგა და უყურებდა გაშავებულ კედლებს , იატაკზე წყლის გუბე იდგა და იქაურობას სურათებიდან თუ აღიდგენდა ისე ვერ. ცუდად გახდა რომ გაახსენდა როგორ შექმნა ბებიამ იქაურობა,როგორ ეფერებოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ნივთი.ყველაფერი ქალის შემოქმედების ნაყოფი , საკუთარი ხელით არჩეული და მიტანილი იყო.მხოლოდ სამზარეულოს კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდა და სხვა არაფერს ახლა კი იქაურობამ სული დაკარგა. პოლიციელები , შეკითხვები,გამოძიება და ხანხრის გაჩენის დაუდგენელი მიზეზი. დაზღვევა ? დაზღვევა გაახსენეს , დაფარავდა ხარჯებს ,მაგრამ ვინ გააცოცხლებდა დაფერფლილ ნახატებს, სუფრებს,სკამებსა და მაგიდებს . დილის ოთხ საათზე დატოვა ყვითელი ლენტებით გადაღობილი სივრცე და სახლისაკენ დაიძრა . სალომე დივანზე მძინარე დაუხვდა ,კარის ხმაზე რომ შეფხიზლდა და დამფრთხალი წამოდგა -მოხვედი ? როგორ არიან … დედას როდის გამოწერენ ,რა ჯანდაბა ხდებს ლუკა -პატარავ ,ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა ,მაგრამ არაუშავს… მომენატრე-გულში ჩაიკრა უმცროსი და ,თავზე რამდენჯერმე აკოცა -კაფე ? ვიდეოები ვნახე ათასი ვინმე მწერს …ყველაფერი განადგურებულია -მივხედავ ხვალიდან … ღმერთი განსაცდელს რომ გვივლენს რაღაც იქაც უნდა ვეძებოთ ხსნა .განვაახლებ ყველაფერს ,ერთი ეპოქა დასრუდა მე მეორე სიცოცხლეს შევძენ - ეხვეოდა და მის მხარზე თავჩამოდებული ისვენებდა -მაპატიე როგორც გელაპარაკე … ტუტუცი ბავშვივით გამომივიდა -ერთი ჩაისუნთქა და ატირდა - ყველა უბედურება იმ ამბის შემდეგაა , ღმერთი გვსჯის თუ იმ ბიჭის ოჯახი ლუკა -არავინ გვსჯის … შენ უბრალოდ თავს გაუფრთხილდი კარგი? ზედმეტად სახლიდან თუ არ გახვალ და დედასაც მიეხმარები ცოტა ხნით სანამ ყველაფერი დასტაბილურდება - მეც საფრთხეში ვარ? შურისძიება უნდა იმ კაცს? -არ დაპანიკდე უბრალოდ ყურადღება გამოჩინე ,გთხოვ -კარგი გასაგებია შენ არ ინერვიულო ჩემზე …პრობლემად არ გექცევი . დედას ნახვა მინდა -კარგადაა ,ხვალ გამოწერენ და ერთად წავიდეთ გამოსაყვანად… ნიკას რამდენიმე დღე დატოვებენ -ყველაფერი როგორ ერთდროულად ხდება -ჩაივლის და ისევ მშვიდად ვიცხოვრებთ- საძინებელში შესულს უყურებდა შემდეგ კი ანასთან მიწერა სცადა,მაგრამ აღმოაჩინა რომ გოგოს დაბლოკილი ჰქონდა მისი ნიმერიც და ყველა სოციალური ქსელიც. გაბრაზდა , მისგან მსგავსი უნდობლობა ვერ აიტანა ამდენი გასაჭირის დროსაც რომ არ ედგა გვერდით ეს ცალკე ნაწილი იყო გულისტკენის . როგორ გათენდა ვერც გაიგო , საწოლზე ტანსაცმლიანად დამხობილს დაეძინა. ტელეფონზე ხმა ჰქონდა გათიშული და შესული ზარები ვერც გაიგო სანამ სალომე არ შეუვარდ აოთახში -ანას როდის დაშორდი და ნინასთან რა გინდა -რა გაყვირებს გოგო …ვინ ნინა -ვინ ნინა?შენც ყველასნაირი ხარ? ანას სახელზე იფიცებ ამდენი წელია და ახლა ეს რა ფოტოებია ეს რა არის საერთოდ -ტელეფონი ეჭირა ხელში სადაც ნინას და ლუკას ფოტო ჩანდა -ყველგან თქვენ ხართ ყველგან კოცნის ვიდეოა და ყველა განიხილავს რა მოხდა . ნინას ლანძღავენ შენც და საერთოდ საგიჟეთია -მომეცი -მობილური გამოგლიჯა და სათაური წაიკითხა -“ცნობილი დიზაინერი ნინა ხომერიკი სასიყვარულო სამკუთხედშია. ვინ არის ლუკა ხაჭვანი და რატომ თქვა პრინციპებზე უარი ნინა ხომერიკმა …” -დედას შევ.ცი ნინას ნომერი გაქვს ?ან მეგობრებში გყავს? -ქალს კოცნი და ნომერი არ გაქვს? -სალომე -ნომერიც მაქვს და სოც ქსელებშიც მყავს -ნომერი მომეცი დროზე ნახე -ზეპირად ვიცი 593 13 13 13 -როგორი ავადმყოფიცაა ისეთი ნომერი აქვს…-თან იცვამდა და თან ტელეფონს დაჰყურებდა -დედასთან წადი გამოიყვანე -მანქანის გასაღები მისცა კარი ცხვირწინ მოუხურა და უპასუხა -გისმენთ-ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს მისი ნომერი არ იცოდა და ვერ ხვდებოდა ვინ ურეკავდა -რა საგიჟეთი მოაწყვე გოგო … -ბოდიშს გიხდით ვინ ბრძანდებით? -ვინ დაიჯერებს იმ ვნებიანი კოცნის შემდეგ მარტო თუ გძინავს და ჩემთან ერთად არა … -დიდი ხანია არავისთან მიძინია …არ მიყვარს როცა საწოლს ვინმეს ვუზიარებ -კუბოსაც არავის გაუზიარებ რომ მოგკლავენ ჩემ გამო … -ანა ამდენად ავია და ასე უყვარხარ რომ თავიდან მომიშორებს?რამ გაგახსენა ჩემი თავი ამ დილაადრიან -ჩვენმა სურათებმა მთელმა ქვეყანამ რომ ნახა და ბ.ზად შეგრაცხა შენ მე მოღალატე ს.რად -ნუ ყვირი გთხოვ თავი მისკდება და ვერაფერი გავიგე -ნუ თამაშობ ბატ ტასიკოს ვიცი რომ ყველაფერი ნანახი გაქვს და ძაანაც გინდა სიმართლე იყოს ,მაგრამ არ ვაპირებ შენთან ყოფნას არც ფიქტიურად არც ფაქტობრივადვ. არასდროს იჯექი ჩემ გემოვნებაში და არც ძალით არც ნებით ჩემი ქალი შენ არ იქნები სულ რო დამბრიდონ -ტყვიის წინ რომ დადგები და შემევედრები უარა რომ გეტყვი უგულო არ გეგონო …იცოდე შენ სიტყვებს გავიხსენებ მთელი ცხოვრება ! -იმ დღეს მოვკვდე ქალზე რომ ვიქნები დამოკიდებული და პუტანკასავით გავიყიდები თუნდაც სიკვდილ სიცოცხლის საკითხი იყოს … გავკარი ეგეთ მოგვარებულ საქმეს გოგო -ეგ ხასიათი მოგიღებს ბოლოს … ქალის შესაძლებლობების დაიგნორება და კაცური ძალის აღიარება. წადი შენიც თუ ვერ მოგვარდები … - გამწარებულმა ჩაისუნთქა ბოლო სიტყვები კბილებსშორის გამოსცრა და გაუთიშა . ერთი საათიც არ სძინებია ისე წამოდგა საწოლიდან და თანაშემწეს დაურეკა-აიღე ის შეკვეთა სადღაც მთაში რომ აპირებდა ბიჭი ნიშნობას და ჯვრისწერას… უთხარი ქორწილის დიზაინს უფასოდ გაგიკეთებს რადგან უცხო დიზაინის კეთების განწყობა აქვს-თქო ,თვითონ წამოგყვება და ნახავს ყველაფერს სანამ დაგეგმავს-თქო -ლუკასთან არ ხარ ანუ და აბა ის კოცნა? - შენ ჩემი დაქალი ხარ თუ თანაშემწე -ანუ გაცეცხლებული ხარ…დღესვე ჩავლაგდეთ? -დაურეკე და თანვე დაიწყე… თანხაზე არ გაუჭედო . რამდენიც აწვს იმდენად გავყვეთ -გავიგე-შეჩვეული იყო ნინას მწარე სიტყვებს. ყველაზე უკეთ იცნობდა ალბათ თავის უფროსს და რეაქციაც არ ჰქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ გზაში იყო თამთასთან ერთად და თავისთვის უცნობ გზას მიუყვებოდა .საერთოდ არ უყვარდა ხეტიალი და თავგადასავლები , მისი გონება სულ სხვა მხრივ იყო გადატვირთული და სიამოვნებაც სხვგვარი ჰქონდა ,მაგრამ გარემომ ისე აღაფრთოვანა სურათების გადაღება დაიწყო. -მოვედით …მეპის მიხედვით ეს სახლია -დაურეკე გამოვიდეს -მანქანიდან გადავიდა და ირგვლივ მიმოიხედა -გამარჯობა …სწრაფად გივლიათ ჯერ არ გელოდით -ზურგს უკან ხმა ესმოდა იქამდე სანამ წინ გადაშლილ ხედს უყურებდა -ნინა კარგი მძღოლია …ულამაზესია აქაურობა -ამიტომ ვერ ველევი -აქ გინდა წამოგყვეს ის გოგო ? -ბიჭისკენ მიბრუნდა და ფოტო გადაუღო იქაურობის ფონზე მდგომს , მოლოდინით თვალებგაბრწყინებილს -აქ მუდმივად არ ვცხოვრობ … აქაურობა ულამაზესია მიყვარს და მინდა ეს ცერემონია განსხვავებული იყოს არა სადღაც რესტორანში უამრავი უცნობის თვალწინ და უდიდესი ვარდების თაიგულით ხელში რომელიც საერთოდ კარგავს ეფექტს -მე ვიცი რასაც გავაკეთებ … შენ რიცხვი იცი? -ჩემი დაბადებია დღე -ბანალურია ! დაბადების დღეს დაელოდე მოგილოცოს ჩვეულებრივად გაატარე ,უფრო ვერ იფიქრებს რომ ხელს სთხოვ და მეორე დღეს დავგეგმოთ ცერემონია … -გადაუწყვიტა და საბარგული გახსნა - საით წავიღო ბარგი. მე და ჩემ რამდენიმე თანამშრომელს ადგილი დაგვჭირდება სადაც დავრჩებით იმ დროისთვის . სანამ თქვენ დაბადების დღეს აღნიშნავყ ჩვენ ვიმუშავებთ არჩეულ ლოკაციაზე და არ უნდა დაგვინახოს თორემ შენთან სახლში თუ დავუხვდით ჩაიშლება სიურპრიზი -მეგობართან დაგტოვებთ თან ტაძართანაც უფრო ახლოს მისი სახლია … იქ არავინ ცხოვრობს და გასაღები მე მაქვს ყველანი მოთავსდდებით -მაშ წავედით იქ დროს არ დავკარგავ რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ კიდევ უფრო მაღლა აღმოჩნდა და ეზოში საიდანაც ტაძარიც ჩანდა . -რა ლამაზია აქაურობა … -ერთხანს იდგა და სახლს უყურებდა საოცრად მოეწონა აგურისა და ხის აივნების კომბინაცია -ორი წლის წინ განაახლა და იმიტომ გამოიყურება ასე კარგად…მობრძანდით - სახლში შეჰყვა ბიჭს და ბოლოს აირჩია საძინებელი რომლის აივანიც უყურებდა მთელ სოფელს . მთელი ღამე მუშაობდნენ , აარჩიეს ყველაფერი და ბოლოს თამთასთვის სრულიად გასაოცრად გააჟღერა -შეგიძლია თამთა წაიყვანო ? მე აქ მინდა დავრჩე თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნება სახლის პატრონი. თუ საჭიროა ქირას გადავუხდი -თქვენც მოგეწონათ ხომ აქაურობა -სულ მინდოდა ასეთ სოფელში მარტო დასვენება და ეს სამი დღე მგონი უნდა გამოვიყენო,ღმერთმა შანსი მომცა -თქვენ მე ეს ამბავი მომაგვარებინეთ და ყოველ წელს დაისვენეთ თუ გგნებავთ -ხშირად მომბეზრდება … ამ ერთხელ კი მჭირდება - მაღლა ცისკენ გაიხედა და მერე თვალები დახუჭა . სიო კანზე სასიამოვნოდ ეხებოდა, სურნელიც აღიქვა სრულიად განსხვავებული არცერთ ქალაქს და დასასვენებელ ადგილს ჰგავდა. მეორე დღეს მარტო დარჩა უცნობ სახლში და საერთოდ არ გრძნობდა თავს უცხოდ. მეზობლები იმდენად შორს იყვნენ თითქოს მთელი სოფელი მის განკარგულებაში იყო. იმ ორ დღეში სამყაროს მოსწყდა,ყველაფერი შემოიარა და უამრავი ფოტოც გადაიღო .არავისთან კონტაქტობდა თამთას გარდა . ყველაფერი მას მიანდო და გონება დაუთმო ფილმებს,წიგნებს , სეირნობას. ღამით უძილობა ჰქონდა და ხშრად ერთ სრულ სერიალს ასრულებდა იქ კი მეორე ღამესვე ღრმა ძილით ეძინა . ტყეში სეირნობას შეჰყვა, ველური ყვავილების კრეფისას გაწვიმდა და სახლში სულ მთლად სველი დაბრუნდა. ისეთი ჭექა-ქუხილი იყო, ისე უცებ წამოვიდა კოკისპურული წვიმა ხმაც კი აღარაფრის ესმოდა . შუქიც ჩაქრა და დარჩა ასე სველი თმითა და სხეულით ნათურის სუსტი სინათლის ქვეშ რომელიც აშკარად იმუხტებოდა და სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის ჰქონდა სახლის მფლობელს. სააბაზანოსკენ საცვლებისამარა დაიძრა ,ტელეფონის ფანრით იკვლევდა გზას კიბისაკენ უცებ რომ დალანდა მაღალი სილუეტი -ნინა? - კიბის შუაში მდგომ კაცში ლუკა ხაჭვანი რომ ამოიცნო ისედაც გაყინულს სულ დაეხშო გონება -აქ რა ჯანდაბა გინდა - მიხვდა რომ ჩანდა და შუქი პირდაპირ სველ კაცს მიანათა -დავბრმავდი გოგო -მთვრალი ხარ ? აქ რა გინდა -მე კი არა შენ რა გინდა -საფეხურები აიარა და უკანდახეულს მიჰყვა იქამდე სანამ არ მიუახლოვდა -ჩემ სახლში გადმოხვედი ნინა? უკვე ცოლი ხარ და თან ჩემ საყვარელ ადგილას ? -ტელეფონი როდის გაუვარდა ვერ გეტყვით, შუქი სულ აღარ იყო ,მაგრამ ხედავდა ,გრძნობდა -შენი სახლია?მე არ ვიცოდი … ხომ ხვდები რომ არ ვიცოდი და წყეული დამთხვევაა -სასიამოვნო დამთხვევაა…ნიშანია .გეძებდი და იქ გიპოვნე სადაც არ გელოდი,ჩემთან - სველ თმახე გაყინული თითები შეახო და სახიდან ყურს უკან გადაუწია -სად დალიე ამდენი…გონზე არ ხარ -გულისცემა აუჩქარა მისმა სიახლოვემ .ამაზე აქამდე არც ეფიწრა,რამდენად იზიდავდა ხაჭვანი მთლიანად -მეგობრის დაბადების დღეზე -ხვალ არ არის? -მეგობრები 12-ზე მასთან ვხვდებით და დანარჩენები აღნიშნავენ მერე -ლოყაზე ეფერებოდა,შემდეგ ტუჩებზე შეახო თითები …თავადაც არ იცოდა ასე რატომ იქცეოდა ,ეშმაკი ამოძრავებდა თითქოს - არ უთქვამს ის დიზაინერი თუ შენ იყავი,მისი გოგოს საყვარელი ,სათაყვანებელი დიზაინერი -მე კი ვიფიქრე შენ გაუწიე რეკომენდაცია -მეე? არა !საერთოდ არ ვიცი რას აკეთებ ასეთს ასეთი პოპულარული რომ ხარ … -ჩაიცინა და სულ გააგიჟა ნინა - გეძებდი და შენ სად დამემალე ნინა? -რატომ მეძებდი -რატომ კანკალებ ,გცივა? -თითქოს ახლა დაინახა ნახევრად შიშველი რომ იყო , ოთახიდან გამოსული სუსტი სინათლე კარგად ვერ კვეთდდა ქალის სხეულს -გაგყინა აქაურმა ცივმა წვიმამ? - თითები ყელზე გადაიტანა და შემდეგ მკერდზე -გათოშილხარ ნინა -ხელი ! -რა ხელი -მომაშორე … -ახლა რომ გაკოცო ? -მე არ ვარ ის ქალი ვინც მოგწონს …შენ გემოვნებაში არ ვჯდები,დაგავიწყდა ?-ხელზე მოუჭირა თითები და უკან გაიწია -სწორია ,საერთოდ არ ხარ ჩემ გემოვნებაში …არასდროს , მხოლოდ მინდიხარ - თქვა თუ არა მაშინვე აუწვა ლოყა ნინას მოქნეულმა მტევანმა -თავხედო! -გაბრაზებული უფრო ლამაზი ხარ ,უფრო მიზიდავ -ხელი წამში შემოხვია და თითქმის ჩურჩულით უთხრა ტუჩებთან იქამდე სანამ აკოცებდა მერე კი იქამდე იჭერდა სანამ თავად არ შემოხვია მკლავები და კოცნაში არ აჰყვა. სიტყვა აღარ დაუძრავს ისე მოიშორა სველი ტანსაცმელი , ხელში აიყვანა ქალი და მასთან ერთად განაგრძო გზა საძინებლამდე. წვიმის ნოტებს ორის ღრმა სუნთქვა და ქალის ჩუმი პერიოდული კვნესა ერთვოდა. დილას მზე ისე ამოვიდა და გაათბო ყველაფერი თითქოს წინა ღამეს ყველაფერი არ წალეკა წვიმამ გელოდებით მჭირდებით ისევ ისე როგორც ყოველთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




