შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის’წერა (2)


დღეს, 14:06
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 122

გამოფხიზლებულს ქალი საწოლში არ დაუხვდა , გარედან ესმოდა მისი ხმა
-ყველაფერი გადმოალაგეთ პერიოდულად. აქ ბეტონზე დაალაგეთ , დღეს იდეალური ამინდია უბრალოდ დრო სჭირდება სანამ გაშრება … მეორე სატვირთო სად არის ?
-საცობშია,მაგრამ მოვა დროულად
-დენის წყარო გვჭირდება
-სახლიდან გამოვიყვანოთ …ყვავილები ისე გაამზადეთ როგორც შევთანხმდით? სკამები რომელშია - სატვირთოს კარი გააღო, შეიხედა მაგრამ ვერ დაინახა კარგად და ორ წუთში ზედ ავიდა .რამდენიმე ადამიანი იყო მის ირგვლივ და გუნდურად მუშაობდნენ. ლუკას მზერა ზურგს წვავდა,მაგრამ მისკენ არ გაუხედავს
-სანდრო დამძიმდა … მიშა გაგიჟებულია ლუკა. ყველგან დაგეძებს იცოდე ძმაო - ვოისი მოისმინა და ისვე გახედა ეკლესიის ეზოში შესულ ქალს -ან უნდა თქვა ნარკოტიკი ანას ძმისგან რომ იყიდა ან გადაიხიზნო სადმე . იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს და გაიღვიძოს სანდრიკამ -არაფერი უპასუხა სალომეს დაურეკა მხოლოდ
-სად ხარ პატარავ?
-სახლში დედასთან ერთად …წნევა აქვს წამალი დავალევინე და ველოდები როდის დაუწევს. აქ საშინელება ხდება ,ყველა ჩვენზე საუბრობს . მაღაზიაში ნაცნობი უნახავს და გაგიჟებული მოვიდა
-ყველაფერს მოვაგვარებ …შენ სახლში დარჩი კარგი?
-ცოტა ხნით უნდა გავიდე სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრება მაქვს
-ტაქსით წადი და იქედან პირდაპირ სახლში დაბრუნდი კარგი?
-კარგი არ ინერვიულო
-მიყვარხარ
-მეც

ჩაიცვა და იქვე მზერა შეავლო ნინას ნივთებს .სარკესთან დალაგებულ თავისმოვლის დაშუალებებს და კარადაში ტანსაცმელს რომელიც ნახევრად ჩაელაგებინა. ყველაფერი ისე კოხტად ჰქონდა დალაგებილი ერთი ნაკეციც არ ჰქონდა სამოსს. ოთახში მისი სუნი იდგა , იმ წამს გაიაზრა და არ მოეწონა ის სასიამოვნო შეგრძნება რაც განიცადა.
სახლიდან ისე გავიდა ნინა არ უნახავს , მეგობრის დაბადების დღე უნდა აღენიშნა, სტუმრების მეორე ნაწილს დახვდა და მასპინძელთან წაიყვანა. ისე გავიდა დღე მეგობრების გარემოცვაში
-მთელი სტაფი შენთან რჩება ამ ღამით …შევასახლე ამდენი ხალხი
-მთავარია ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდა,მაგრამ რომ გეთქვა ვინ იყო დიზაინერი უკეთესი იქნებოდა
-მეგონა თავად გეტყოდა …რა ხდება თქვენს შორის არ მეტყვი?
-არაფერი
-ანას რას უპირებ
-დამშორდა ,ყველაფერი დაასრულა
-ნინა ადრეც მოგწონდა ხო?
-რა სისულელეა
-სალომესთან ერთად იყვნენ ეგ და ფაჟავა სულ…სკოლაში იყვნენ კოტეს რომ გაუჭედე
-არ მახსოვს რას იხსენებ
-სალოს უნდა ვუთხრა გამაცნოს მაგრად მომწონსო და შენ დაარტყი
-ისე ლაპარაკობდა როგორც ბ..ზზე გოგო რომ მოგწონს მის ძუძ.ებზე და ტრ.კზე არ უნდა ილაპარაკო ძმაკაცებთან და უხამსი სიტყვებით არ შეამკო
-აბა არ მახსოვსო?
-გამახსენდა ახლა და ისევ ისე დავარტყამდი ვისზეც არ უნდა ელაპარაკა …ნინა რა შუაშია
-ანუ არ მოგწონს
-შენ დარწმუნებული ხარ რომ ქორწინება გინდა და თან მასთან?
-მიყვარს
-სხვადასხვანაირები ხართ არც ოჯახები გავს არც ცხოვრების წესი
-ვუყვარვარ და მიყვარს სხვა ყველაფერს გადავიტანთ
-მეჯვარე მე ვარ თუ თაბუკაშვილი
-ჯერ დამთანხმდეს და მერე შენ
-დაგთანხმდება …
-მიდიხარ? - კიბისკენ დაძრულს ჰკითხა და მანაც ხელი დაუქნია
-ხვალამდე
წავიდა,მაგრამ სახლში არ შესულა.მანქანა ჭიშკართან გააჩერა და უყურებდა საკუთარ საძინებელში ანთებულ შუქს. ხმაც ესმოდა ეზოში შეკრებილები საუბრობდნენ
-ხვალ დილიდან ვიწყებთ დაიშალეთ და დილას წუწუნი არ დაიწყოთ… ლუდის ქილები მანდ არ დატოვო გიგიაძე -აივანზე იდგა და ქვემოთ მყოფებს ზემოდან დაჰყურებდა - თამთა რას აკეთებ შენ მანდ? ეზო მოაწესრიგეთ და ისე დაიძინეთ ხვალ დრო არ იქნება.ბარგიც დღესვე ჩაალაგეთ ხვალ როგორც კი სატვირთოებს დავტვირთავთ წავალთ
-არის ბოს
-შაკუნა შენ ტვინს ერთი ქილაც რომ ჰყოფნის აღარ გახსოვდა?
-ბოს თქვენ რატომ არ სვამთ გავიგებდი ერთი რამდენი გჭირდებათ მე რომ დამცინით
-ნინას ვერცერთი დაათრობთ არც გაბედო გამოწვევა
-თბილისში რომ დავბრუნდებით დავსხდეთ და ვინც ბოლოს გაითიშება ის მიიღებს თვის მთელ შემოსავალს …გაწყობს შიმშილი ?
-თქვენი ხელფასი მაწყობს ბოს
-დამათვრე და გადმოგირიცხავ ახლა კი დაიძინეთ - აივნის მოაჯირს მიეყრდნო და ხმას აღარ იღებდა ,რამდენიმე წუთის შემდეგ ზედ შემოჯდა ,ზურგით კედელს მიეყრდნო ფეხები წინ გაშალა და რაღაცის ჭამა დაიწყო.
ნინა სახლში როდის შევიდა არ დაუნახავს .სავარძელი უკან გადასწია და ჩაეძინა იქამდე სანამ კარი არ გაიღო და მის გვერდით ხომერიკი არ მოთავსდდა .
-ვინმემ რომ გაიგოს წუხელ რაც მოხდა … შენს ანას ისე დაველაპარაკები ცხოვრებაში აღარც გამოიხედავს შენკენ
-ანა და მე დავსრულდით
-რა საცოდაობაა ამდენი წლის შემდეგ ასე რომ შორდები კაცს რომელიც ბოლომდე იხმარე და ახლა ერთ კოცნას არ პატიობ … მეტს არც ველოდი
-შენ მაპატიებ სხვას რომ ვაკოცო?
-შენ ჩემი არ ხარ … ვის პატიობ და რას გააჩნია . დაშორების დროსაც უნდა გამოხატავდე პატივისცემას ადამიანი
-შენ არ ეტყვი დაქალებს როგორი ვარ საწოლში?
-მთვრალი კაცი არ ფასდება …ფხიზელზე თუ იქნები იგივე ტემპერამენტით და სურვილს აღმიძრავ ვნახოთ რეკლამას გაგიკეთებ თუ არ
-იმ ს.რს რატომ დაშორდი … იქნებ ჩემზე უკეთესი იყო თუ ვერ გაცდუნა
-ვერთობოდი და მერე თავი ამოწურა
-საშინელი ქალი ხარ
-გმადლობთ - სავარძელს მიეყრდნო და ირგვლივ მიმოიხედა - აქაურობაზე სალომეს არაფერი უთქვამს
- ხუთი წლის წინ დაგვიტოვა მამიდამ
-ულამაზესი ხედია და საოცარი სიმშვიდე
-არ ვიცოდი მშვიდი უინტერესო სოფლები თუ მოგწონდა
-შენ აქ გამოიქეცი?
-არ გავრბივარ
-სანდრო დამძიმდა …
-გადარჩება
-რომ ვერ გადარჩეს ბიძაშვილის გლოვაც მომიწევს და შენიც სიმართლეს თუ არ იტყვი
- ვთქვი რომ მე არ ვარ დამნაშავე
-არ გითქვამს ვინ არის
-არ ვიცი
-იცი და შენი ქურდული მენტალიტეტის გამო მოკვდები
-ისევ ინთები - უყურებდა და მისი არეული სახე ახალისებდა - ცეცხლი გიკიდია -აწითლებულ ლოყაზე შეეხო და ნინამ ხელი კრა
- ისევ ხომ არ გინდები შემთხვევით
-როგორი ცინიკური იყავი ყოველთვის
-შენ კი იდიოტი - ახლოს მისწია სახე და თვალებში უყურებდა
-მთვრალს არაფერი მახსოვს ხოლმე … თუ დაღლილიც ვარ მითუმეტეს -ცხვირის წვერი ლოყაზე შეახო და იქვე აკოცა - მაგრამ გუშინ ღამეს რაც მოხდა ყველა დეტალი ზეპირად მახსოვს …
-გონებიდან ამოშალე - თითი შუბლზე მიადო და თავი უკან გააწევინა
-ახალი მოგონებით ჩავანაცვლებ
-აქამდე რაც არ გიღალატია შენი ანასთვის ახლა ერთად გინდა აინაზღაურო?
-ვინ თქვა რომ არ მიღალატია
-ღალატობდი?მაშინ დაშორების ღირსი ადრეც ყოფილხარ
-არ მითქვამს რომ ვღალატობდი მე გკითხე შენ რა იცი
-კომოლექსიანი ხარ…ცდილობ სულ სანიმუშო იყო.თავს არ მისცემდი ღალატის უფლებას
-შენ რის უფლებას არ აძლევ თავს
-კაცის მონობის
-დედოფალი იყავი
-და შენ იქნები მონა?-თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და მერე გულ მკერდზე გადმოიტანა
-ეგ გინდა?
-ეგეთი ასობით მყავს … მე მეფე მჭირდება რომელიც შენ არ ხარ -მანქანიდან გადავიდა და შემდეგ დაიხარა-შეგიძლია შემოხვიდე და რომელიმე ოთახში დაიძინო . ჩვენ ექვსიდან ვიწყებთ მუშაობას

დილას რომ გაიღვიძა სახლი ცარიელი იყო. სტუმრებს ბარგიც მანქანებში ჰქონდათ და სახლიც იდეალურ მდგომარეობაში იყო. ნინა ეზოში არ ჩანდა დანარჩენები მუშაობდნენ. თავადაც მოწესრიგდა , ჩაიცვა და მანქანებიც გამოჩნდნენ
დრონიც დაფრინავდა ცაში, ზღაპრული გარემო იყო, სამეგობრო და წყვილი რომელთაც წინ ცხოვრების გრძელი გზა ელოდა. უყურებდა როგორ თხოვა ხელი მეგობარმა შეყვარებულს და ინსტიქტურად დახედა მობილურს ვიდეო გახსნა საიდანაც ბნელ ოთახში დაბმული სალომე უყურებდა
-სანდრო სუნთქვას შეწყვეტს და მასთან ერთად გაჩერდება შენი დის გულიც.
მზერა დაებინდა ,წონასწორობა დაერღვა .ყველასგან მოშორებით იდგა ხელზე ხელის შეხება რომ იგრძნო
-ლუკა …კარგად ხარ? -ნინა იდგა მის წინ - გინდა წყალს მოგიტან ,ჩამოჯექი და
-ცოლად გამომყვები ,ნინა?-მუხლზე დაეშვა ,ხელი ჩაკიდა ,თავი დახარა და მტევანზე ტუჩები შეახო -გემუდარები ნინა
ყველა მათ უყურებდა , უამრავ ფოტოსა და ვიდეოს იღებდნენ .ნინა კი მდუმარედ დაჰყურებდა მზერაარეულ ბიჭს

უღრმესი მადლობა ყველას ემოციების გაზიარებისთვის .
ვიცი რომ პატარაა თავია მაგრამ დაგვიანებას ატვირთვა ვარჩიე
გელით



№1 სტუმარი სტუმარი ასმათი

ძალიან საინტერესოა, დიდი ინტრიგა ,👏👏👏👏 ბრავო

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ვაი სად გაწყდააააა,ველოდები შემდეგს ❤️

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ასმათი
ძალიან საინტერესოა, დიდი ინტრიგა ,👏👏👏👏 ბრავო

მადლობა

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეო
ვაი სად გაწყდააააა,ველოდები შემდეგს ❤️

ვეცდები მალე იყოს შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent