შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის’წერა(3)


გუშინ, 18:24
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 632

-ცოლად გამომყვები ,ნინა?-მუხლზე დაეშვა ,ხელი ჩაკიდა ,თავი დახარა და მტევანზე ტუჩები შეახო -გემუდარები ნინა
ყველა მათ უყურებდა , უამრავ ფოტოსა და ვიდეოს იღებდნენ .ნინა კი მდუმარედ დაჰყურებდა მზერაარეულ ბიჭს
-დამთანხმდი ნინა … -შუბლით იყო დაყრდნობილი გოგოს ხელს და ჩუმად ლაპარაკობდა
-იმ ღამის შემდეგ ფიქტიური ვეღარ გამოვა ჩვენი ქორწინება … თავიდან მე სულ სხვა შემოთავაზება-ისე დაიხარა მხოლოდ მათ რომ გაეგო ერთმანეთის საუბარი
-მჭირდები ,როგორც შენ გინდა ისე იყოს … სიცოცხლის ბოლომდე არ გიღალატებ -ფეხზე იდგა,თვალებში უყურებდა და სიტყვებს ისე ამბობდა არც უფიქრდებოდა -ჯვარი დავიქწეროთ,დღესვე - მანძილი საბოოოდ გააქრო და ყველას დასანახად აკოცა. ისე კოცნიდა თითქოს ამ კოცნას უნდა დაერწმუნებინა ნინა .
-სანდრო მოკვდა ?- ლამის ამოიტირა სუნთქვაშეკრულმა , თავი მხარზე დაადო ისე თითქოს ბედნიერება ალაპარაკებდა -ამიტომ? ჩემი სანდრო ?
-არა … არა ნინა -თითები თავზე გადაუსვა და ამჯერად ლოყაზე აკოცა
-აბა?
-სალომე მოიტაცა … მწერს სანდრო თუ არ ისუნთქებს ისიც მოკვდებაო -თავი მისი სახისკენ ჰქონდა დახრილი ტუჩების მოძრაობა რომ ვერ გაერჩიათ
-თანახმა ვარ - ხმამაღლა თქვა და კამერებთან მუშაობა დაიწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ლაივ რეჟიმში გავრცელდა კადრები ჯვრისწერიდან.
“ნინა ხომერიკს საკუთარი დიზაინით მოწყობილ სივრცეში სთხოვეს ხელი”
“ორმა წყვილმა დაიწერა ჯვარი “
“ფიქრობდა,რომ სხვებისთვის ემზადებოდა და საკუთარ ქორწილში აღმოჩნდა …”
უამრავი კომენტარი,მილოცვა და რომანტიზმის მწვერვალზე აყვანილი ლუკა ხაჭვანი . ეს იყო ის შედეგი რაც ძლივს მარტო დარჩენილებმა მიიღეს
-სად ჰყავს …როგორ ვიპოვო სად წაიყვანა
-დამშვიდდი ,დაჯექი და მე გავარკვევ
-სალომეს რომ რამე მოუვიდეს …სალომეს რომ
-ლუკა დაჯექი და დამაცადე -ხმას აუწია ,ხელი ჩაკიდა და ინერციით დასვა საწოლზე - გამარჯობა , მათე საყვარელო ვიცი შენ ასრულებ ბიძაჩემის ყველა შავ საქმეს და მინდა გითხრა რომ მიწიდან ამოგთხრი თუ არ მეტყვი სალომე ხაჭვანი სად არის
-გათხოვება როგორ გაბედე მაგ მკვლელზე …სანდროს სიყვარული ეს არის?სანდროს გიკლავდა და შენ
-გინდა ის ვიდეო გავრცელდეს როგორ უწ.ვ ერთ ჩვენ ნაცნობ ქალბატონს ? ვითომ გიცნობენ ფეხებსშორის თავჩარგულს? ნეტავ ქმარი უფრო გაბრაზდება თუ შენი საძმო ენის მუშაობაში რომ გაწაფული ხარ
-რას ბოდავ გოგო
-გინდა ვიდეო ჩაგიგდო?
-ბიძაშენს დაელაპარაკე და გამოუშვებს მე რომ ასე გავუშვა
-მე მივალ და წამოვიყვან …
-სოფელში ჰყავს მთაში…ასვლას დასჭირდება ერთი დღე
-მასთან ვინ არის
-მოსე დატოვა, ხომ იცი არაფერს ავნებს
-ჩამიგდე ლოკაცია ან სახელი ადგილის
-რომ თქვა მე გითხარი ,მომკლავს და იმ გოგოს არაფერი დაუშავდება . ის ნაბ.ჭვარი უნდა დაიტანჯოს და
-ჩემ ქმარზე როგორ ლაპარაკობ !- ისე შეუღრინა ლუკამაც გახედა ზურგით მდგომს -როდის იყო იმაზე მეტს ვამბობდი ვიდრე საჭირო იყო
-მოსემ თუ სხვაგან არ წაიყვანა . მოსე იცნობს მაგ გოგოს ,არაფერს დაუშავებს ,პირიქით რომ დაუშავდეს ვინმეს ავნებს
-რა შუაშია ის ყაჩაღი მოსე ჩემ სალომესთან ხოარ შეიშალეთ ყველანი
-სიმართლეს გეუბნები და ბავშვობიდან არ მოგწონს , მეჩხუბები კიდე … გითიშავ . მოგწერე უკვე ლოკაცია და სახლის ფოტოც
-რომ დაგირეკავ მიპასუხე იცოდე
-არის ბოს
-კარგი ნუ იცი ეს გაბრაზებები
-შენ მუქარები ნუ იცი და მართალი გითხარი,სანდროს უღალატე ვიღაც კაცის გამო და იმენა არ ველოდით მაგას შენგან არავინ …სანდრიკა თუ დაგვიბრუნდა შენ ნამდვილად აღარ გეყოლება ძმა მისი სახით და მე კიდე თუ დამაშანტაჟებ გამიქრება შენი სიყვარული და პატივისცემა
-რომ არ გავავრცელებდი იმ ვიდეოს არ იცოდი?
-საერთოდ საიდან გაქ ვიდეო
-სხვების ცოლებს გაეშვი იდიოტო ოდესმე
-შენ ეყოლები ქმარს ქალიშვილი და იჩქლიჩეთ ორგაზმისთვის ჩემ საწოლს შეეშვი რა … მიშას კიდე ნუ გადაიმტერებ გონება გამოიყენე
-კიდე რამდენი რამე უნდა განვსაზღვრო რომ არავის ვაწყენინო,არავინ დაზარალდეს , არავინ დავკარგო … სანდრო გამოფხილდება ვიცი და მე ჩავაგდებ თავიდან კომაში . წავედი და მოგწერ გზიდან , მიყვარხარ ჩემებურად - ფანჯრის რაფას იყო დაყრდნობილი და შუბლით მინას მიბჯენილი - ნახევარი საქართველო გვაქ გადასავლელი სადღაც ჯანდაბაში ჰყავს მოსეს
-მოსე ვინღაა რა ხალხთან გაქვს კონტაქტი და სიყვარული საერთოდ
-რა იყო შენ არავის ფეხებსშორის ყოფილხარ?
-არავინ გამიტაცებია მითუმეტეს გოგო
-მყავს ასეთი ნაცნობებიც რა ვქნა?შენ ჩამოგითვალო საახლობლო სანათესაო ?
-არავისთან რომ არ მაქვს კონტაქტი იმიტომ ვარ ახლა ამ მდგომარეობაში
- იდიოტი ხარ და იმიტომ …ვითომ სუფთად იცხოვრე ყველა ჩამოიშორე და ხომ ხედავ მაინც შენ ხარ ბრალდებული როგორ ბინძურ საქმეში და ცოლის შერთვა მოგიხდა საქმის მოსაგვარებლად. ძმაკაცები რომ გყოლოდა ისეთი
- ცოლი სჯობს ისეთი სამყაროს რომ ძრავს და ამ ცოლს შენ …
-ამ ცოლს შენ რა … სალომე არ იყოს გარეული შენზე თანხმობის მთქმელის დედაც - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტელეფონს დაავლო ხელი- მე ისეც მივდივარ და შენ რამე მოიფიქრე რომ წამოხვიდე ქორწილიდან.
-წავიდეთ და მერე გზიდან მივწერ
-გასაღები მე მაქვს წამოდი…სიარული საერთოდ შეგიძლია? ისეთი ფერი გაქვს
-მართლა თოჯინასავით ნუ მომექცევი ფემინური არ ვარ
-არც მიფიქრია უბრალოდ კაცსაც შეუძლია იყოს სუსტი და ქალსაც ძლიერი
-ვიცოდი ისეც და ახლა გხედავ ,ვხედავ შენ სულს ამ ლამაზ სხეულში -წინ მიდიოდა რომ თქვა და ნინაც დაეწია
-უკაცრავად მე ის არავარ შენ გემოვნებაში რომ ვერ ჯდება ? აბა ლამაზი
-გარეგნობა რა შუაშია ნინა გემოვნებასთან… მე ნორმალურები მომწონდა და არა ისეთო ვინც ყაჩაღებს უგვარებს , ორას კაცს მართავს,არ ძინავს , არ ჩერდება,არ ისვენებს , შეუძლია იჩხუბოს ხელითაც მათ შორის და მგონი მოკლავ კიდეც თუ გაგიჟდი …
-რაც გეზარებოდა ის გეძალებოდაო ჩემი იმერელი ბებია მეუბნებოდა რამეს რომ დავიზარებდი და ამოვიჩემებდი ,ისე დაგმართნია შენც …შენთვის აუტანელი შეგრჩა ცოლად. ხასიათის არ მოწონებას ჩემი სახე არ მოგწონებოდა და შავი თმა ის სჯობდა შეგრძნების დონეზე - უთხრა სულჩამქრალმა , მზერა მოარიდა და საკუთარი მანქანისკენ დაიძრა - ამით წავიდეთ ,შენი მანქანა იმ გზებისთვის არ არის
-ყველასი გესმის და ჩემი არ ასე არ მე
-გაჩუმდი !- ხელით ანიშნა გვერდით მჯდომმა ახსნა რომ სცადა -თამთა ერთი წუთით-საჭესთან იჯდა და სოფლიდან გადიოდა უკვე თანაშემწეს რომ დაურეკა -არაფერი მკითხო საქმეს მიხედე. მე და ჩემი ქმარი გავდივართ,გვეჩქარება განმარტოება ხო და იცინე რამდენიც გინდა ოღონდ ყველაფერი უვნებლად დააბრუნე უკან და ქომეთიანების ქორწილის მზადება დაიწყე. ახალი ამანათებიც გახსენი ,თუ რაიმე დეფექტურია დროულად დაურიგე. ორი დედოფალი ჩანიშნული მყავს ხვალისთვის , ხომ გახსოვს … შეხვდი,ყველაფერი დეტალურად ჩაინიშნე და ახალ დეკორაციებს გაჩვენებთ ნინა-თქო უთხარი. კიდევ რაღაც მინდოდა - ჩქარა მიდიოდა და ჩქარა საუბრობდა - ხელფასები დაურიგე მძღოლებს და დამხმარეებს ჩემ უჯრაშია საკმარისი თუ არ იქნება მომწერე და გადმოგირიცხავ . შეიძლება არ იყოს მობილურის კონტაქტი და დედაჩემმა ან მამაჩემმა თუ გამიხსენა გადაეცი ქმართანაა ისე გაგაგებინათ ახალი ამბავი როგორც თქვენ ეკონტაქტებით-თქო … ვიცი ასე რომ ვერ ეტყვი და რამე მოიფიქრე სხვა სიტყვათა წყობით. შენი იმედი მაქვს ,რომ დავბრუნდები შვებულებაში გაგიშვებ და პრემიასაც მოგცემ ხომ იცი. მადლობა ,ყველაფრისთვის
-კარგია ვინმეს იმედი რომ გაქვს და საქმეს ანდობ
-ასე უბრალოდ არ ვენდობი,მე ვასწავლე ყველაფერი და ანაზღაურებაც ისეთი აქვს სხვასთან არ წავა . მხოლოდ მაშინ გავუშვებ დამოუკიდებლად რომ გადაწყვეტს მუშაობას …გაშვებაც შემიძლია მოკლედ ,ეგოისტი არ ვარ არ ინერვიულო
-ერთადერთი რაზეც ახლა ვნერვიულობ სალომეა
-მეც მიყვარს სალომე … ხომ არ გავიწყდება
-რომ არ გიყვარდეს ვიცი არც დამთანხმდებოდი … ორჯერ არ აკეთებ შეთქვაზებას და რაზეც ჩემნაირ მწარე უარს გეუბნებიან იმას მითუმეტეს არ დათანხმდებოდი ჩემი ლამაზი თვალების გამო
-მოსეს ვიცნობ … ზოგადად ფაქტია საშინელი ,როცა იცი შენი და სადღაც შენთვის უცნობ ადგილასაა ,მაგრამ მოსე ქალს არაფერს დაუშავება და თან იცნობსო
-საიდან უნდა იცნობდეს
-არ ვიცი ,მაგდამ უცნობთან ყოფნის შიშიც არ ექნება
-ასე ჩამოუჯდება და ეჭორავება ეს ვიღაც მოსე?
-დასვენება იქნება სალომესთვის ,სუფთა ჰაერზე გასეირნება და ოჯახური პრობლემებისგან შორს ყოფნა. მოსე ისეთი ქარიზმატულია იმის გეშინოდეს მეორე ქორწილი არ ახარო დედაშენს და გული არ გაუსკდეს … ახლაც გაგიჟებული იქნება მე რომ ვეყოლები რძლად
-სალომე არ გაჰყვება
-ვიხუმრე
-არ ხუმრობ და ახლა უფრო მეტად ვდარდობ
-სალომეს არაფერს ავნებს , ვიცი
-კიდევ რომელუ ბანდიტის ფსიქოლოგია იცი
-ვინც სანდროსთან მეგობრობს ყველასი
-როგორ უძლებ ასე თითქოს სანდრო არ გენაღვლებოდეს
-ვმუშაობ და არ ვფიქრობ… სანდრო გაიღვიძებს.ბავშვობიდან ასეთი სუსტი და ფაქიზი იყო დედამისი ფაიფურივით უფრთხილდებოდა და მაინც სულ ავად იყო ,სულ გაციებული . მე წვიმაში მდგომსაც არ გამომხედავდა დედაჩემი , ბიცოლა გამოვარდებოდა ქოლგით და თბილი ქურთუკით .მათთან თუ ვრჩებოდი კომბოსტოსავით მფუთავდა მეც … სანდრო ახლა ისვენებს უბრალოდ. მიხვდება როგორი არასწორი გზით მიდიოდა და დაუბრუნდება სწორ ცხოვრებას და დედას … მე დამიბრუნდება იმიტომ რომ მისნაირი სხვა არავინ არსებობს და არც იარსებებს. ერთადერთია ვისაც ზუსტად ასეთი ვუყვარვარ და ვისთან მისვლა და უბრალოდ ჩახუტება შემიძლია ,ვინც სანაცვლოდ არაფერს ელის ჩემგან და ვინც ჩემ გამოყენებას არ ცდილობს . ვიცი გადარჩება და ვიცი შენ არაფერ შუაში ხარ ,პირიქით შენი დამსახურებაა რომ სუნთქავს. ამაში ეჭვი რომ შემპარვოდა მიშას მსგავსად მუქარას არ დაგიწყებდი ,ისე მოგკლავდი ექსპერტიზაც ვერ დაადგენდა სიკვდილის მიზეზს
-რომ ვერ გადარჩეს არ გიფიქრია? მე ხშირად ვფიქრობ და
-არ იფიქრო !
-როგორ
-საქმე არ გაქვს ამის ბრალია ამდენს რომ ფიქრობ
-საქმე და სხვა ფიქრი როგორ არ მაქვს ნინა
-ენთუზიაზმით არასდროს გიმუშავია …შენ რა არ აკეთო ის იცი რა გინდა რომ აკეთო ის არ იცი. ვისთან არ უნდა იყო ის იცი, ვისთან გინდა ეგ არა … შენი თავი არ იცი
-რატომ შეგიყვარდი
-სიყვარულიც არ იცი თორემ არ გეგონებოდა რომ მიყვარხარ … გამოყენებადი ხარ უბრალოდ ,ჩემთან ვალშიც ხარ და რა იცი რაში გამომადგები
-ზოგჯერ ისეთს იტყვი გააგიჟებ ადამიანს
-ბოლოს ყველა მაინც იმაზე ფიქრობს ვინ როგორ გამოიყენოს … სიტყვა გამოყენებაა შეფუთული შემდეგ დახმარებად, ნაცნობობად , ხელის გაწვდებად ,გვერდით დგომად
-კარგი შენი შეხედულებების მსხვრევის დრო არ მაქვს ახლა და არც ენერგია შენნაირ ჯიუტს რაიმე ვუმტკიცო
-თითქოს არ მიყენებდე
-საშინელი სიტყვაა
-სიმართლე ხომაა , თქვი რა გიტყდება …
-გიყენებ ხო ,კმაყოფილი ხარ ახლა?
-ჯერ არ … დიდი გზაა წინ და მალე დაღამდება
-იმ მოსეს ნომერი არ გაქვს ?
-შენი აზრით არ დავურეკე ? გათიშულია …არ იჭერს ალბათ
-გინდა საჭესთან დავჯდე?
-ნასვამი ხარ და მე სიკვდილი ჯერ არ მინდა.უამრავი რამ მაქვს სანახავი და შესაგრძნობი
………..
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო? - ხის კარი ჭრიალით გაიღო და საწოლზე მჯდომი გოგონა გამოჩნდა
-სად წამომიყვანე
-დასასვენებლად… შემებრალე იმ დაძაბულობისთვის რაც შენ ოჯახშია - ხელში დანა ეჭირა და ხორცს ჭრიდა - იმედია ვეგანი არ ხარ ხომ?
-გატაცება დასჯადია და ჩემ ძმას ახლა არ სჭირდება ნერვიულობა
-შენი არაკაცი ძმა არც ახსენო გთხოვ თორემ ავტომატურად ვბრაზდები
-ჩემი ძმა არაა დამნაშავე
-ხო ყველას თავისი ძმა უყვარს და უფროსი ძმა საერთოდ გმირი ჰგონია ,მაგრამ
-უკან დამაბრუნე მოსე
-დაგაბრუნებ …ღამეა უკვე და ახლა მაინც ვერ წავალთ.ხვალ დილით გავიდეთ
-ჩემი მობილური სად არის … ან ასე როგორ გავითიშე
-წივილ-კივილს ატეხდიი,გეგონებოდა ცოლად მირთავსო …სიხარულისგან გაგიჟდებოდი და წვენში დამაძინებელი ჩაგიყარე -ისე უთხრა თითქოს არაფერ განსაკუთრებულს არ ამბობდა და ძვლიან ნაწილზე დანა ძლიერად დაარტყა
-გაგიჟდიი? ჯერ ეს ერთი შენი ცოლობა ვის რად უნდა და მერე მეორეც შენ რა ავადმყოფი ხარ? არა რომ ხარ კი ვიცი,მაგრამ ამდენად? ჩემი მობილური მომეცი ლუკას უნდა დავურეკო
-აქედან ვერ დარეკავ … მობილურის გარეშე მოგიხდება ცხოვრება . ხახვს ჭამ თუ არ გიყვარს
-ვერ ვიტან ხახვს ღმერთო ჩემო რა დროს ხახვია
-აი რა გატირ-გაყვირებს? დაფიქრდი ერთ წუთს , მთაში ხარ ,ირგვლივ ყველაფერი ულამაზესია,გადაღლილ გონებას დაასვენებს,ყველაფერს დაგათვალიერებინებ . საფეთხე არ გემუქრება და იმედია იცი რომ არაფერს დაგიშავებ . არ სჯობს ჩემთან იყო და სიტუაციით იკაიფო ვიდრე ვინმე სხვასთან ჯურღმულში?
-ჩემი ძმაა აქ პრობლემა და დედა .ლუკა თუ არ ილია მოგკლავს რომ გამოვა
-როდის გამოვა შემახსენე ? შენი პატარა ხულიგანი ძმა?
-6თვე დარჩა
-ო იქამდე ცოლადაც შეგირთავ - უდარდელად უთხრა ისევ და ბუხარში ჩამწვარ ნაკვერჩხლებზე შამფურები დაალაგა
-როდის გადაწყვიტე
-პირველად როდის გნახე?
-ერთი წლის წინ უნივერსიტეტის ეზოში რომელშიც რას აკეთებდი დღემდე არ ვიცი…
- დაიცა შენ არ იცი მე პირველად როდის დაგინახე?
-სხვა დროს გავიცანით ერთმანეთი?
-როგორღაც შენ სულ გძინავს … მძინარე მზეთუნახავი ხარ ,მაგრამ გაღვიძებამდე არ მიკოცნია ტეხავს გოგო რომ არ გკოცნის
-ამხელა კაცი რეებს ბოდავ
-ემოციურად გაუწონასწორებელი თუ იყავი არ მეგონა … ასეთი ისტერიულიც არ ჩანდი
-აქედან წამიყვანე ! - ხელში პირველი რაც მოხვდა ის ესროლა,მაგრამ ააცილა
-დრო გვექნება მიზანი რომ გამოასწორო,გავარჯიშებ
-მოსე!
-გეყოფა ნუ ცდი ჩემ მოთმინებას ,ისეც ლეკვად ვარ გადაქცეული მაქსიმალურად რომ შეგიქმნა კომფორტი მაშინ როცა შენ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე თუ სანდრო მოკვდება
-მიშას კაცი როდის გახდი? შენ რა ასე დაქირავებული ხელის ბიჭი ხარ რომელიც შავ საქმეებს ასრულებს?იმიტომ ეშინიათ შენი?
-შენ რომ არ გეშინია ვხედავ და ნამსხვრევები მაქვს ასაკრეფი
-მიშა რამდენს გიხდის
-ნუ მაწყენინებ
-მოტაცებაზე უფასოდ მიდიხარ? ქველმოქმედი დამნაშავე ხარ?
-ასეთი მწარე ენა გაქვს ? კიდევ რამდენი რამ არ მცოდნია შენზე
-იმ მიშას დაურეკე და უთხარი რომ ჩემი ძმა მოკლავს
-რომელი შენი ძმა ციხეში მჯდომი თუ ის წმინდანი ლუკა
-უკაცრავად ყველანი შენნაირები ვერ ვართ,არიან კაცები რომლებიც ქუჩაში არ დგანან და ისე ცდილობენ ნორმალურ ცხოვრებას
-ნორმალურ ცხოვრებას ნარკოტიკებთან ერთად, ვაჭრობა პარალელურად ხო ეს აშკარად სჯობს ჩემ ცხოვრებას
-ჩემ ძმას ნუ აბრალებ სისულელეებს ის არც მოიხმარს და მითუმეტეს არ ყიდის . ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მიშამ გადაწვა და სხვათააორის ბებიის დანატოვარი ემოციებიც გააყოლა იმ ცეცხლს ახლა კი საერთოდ არ ვიცი როგორ ვიცხოვრებთ .გასაუბრებაზე ვიყავი,მუშაობა უნდა დამეწყო და მე ახლა აქ ვარ
-იპოვნი სამსახურს, ახლა სიცოცხლეა პრიორიტეტული და თუ ვერ აზროვნებ გეტყვი ,რომ მე ვარ შენი გარანტი
-აჰ მომიტაცე რომ დამიცვა ? ფარი ხარ თუ იარაღი ჩემი მიმართულებით მომართული
-ამ პატარა გოგოს ამხელა ხმა საიდან გაქვს ?
-შეუძლებელია შენთან საუბრის გაგრძელება…კიდევ კარგი ნამდვილად არ მომწონდი თორემ არ ვიცი რა მეშველებოდა ახლა იმედგაცრუებისგან გავგიჟდებოდი
-გულს მტკენ …გარეთ არ გახვიდე სიცივეა და მე მომზადებული არ ვიყავი ისე წამოგიყვანე ტანსაცმელს ვერ გიყიდდი .გაიყინები
-ჯანდაბაა -კარი რომ გააღო და გავიდა შემდეგ მიხვდა ,რომ ყველა სიკეთესთან ერთად წვიმდა კიდეც. შიოდა,სციოდა და პირი უშრებოდა. მოსე კი გაშლილ სუფრასთან ელოდა აღარც სიტყვას ძრავდა და არც საკვებისთვის დაუკარებია თითი სალომეს მისვლამდე .
-როდის წამიყვან
-როცა სანდრო გაიღვიძებს
-თუ სანდრო არ გაიღვიძებს?
-მოვიფიქრებ როგორ არ შეგეხოს შენი ძმის მხრებზე აკიდებული ცოდვა
-მე რომ არ მომწონხარ და სხვა მიყვარს?
-გიყვარდეს …მთავარი ჩემი გრძნობაა

მადლობა თითოეული სიტყვისთვის
გელოდებით



№1 სტუმარი Anuka

ოპააააა მოსე და სალომეც საოცრებაააა❤️❤️❤️❤️ რაუნდა იყოს ამ
ისყორიაში ისეთი რაც არ მომეწონება საინტერესოა.. ისეთი ისტორიააა შენებურიი😍😍😍😍 მინდა რომ დაუსრულებლად ვიკითხო ეს ისტორია და არ მყოფნის❤️❤️❤️❤️ ველოდები მოუთმენლად მომდევნო თავს❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Anuka
ოპააააა მოსე და სალომეც საოცრებაააა❤️❤️❤️❤️ რაუნდა იყოს ამ
ისყორიაში ისეთი რაც არ მომეწონება საინტერესოა.. ისეთი ისტორიააა შენებურიი😍😍😍😍 მინდა რომ დაუსრულებლად ვიკითხო ეს ისტორია და არ მყოფნის❤️❤️❤️❤️ ველოდები მოუთმენლად მომდევნო თავს❤️❤️❤️

კი ნამდვილად ჩემებუეი გამოდის 15 წლის მარიამი რომ წერდა ისეთი

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკი

როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა,როგორც ყოველთვის საუკეთესოა

 


№4 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ნინას და თავის ქმარს არ შეუყვარდებათ ერთმანეთი
არც სალომეს შეუყვარდება მოსე, (მოსეს კი) როცა ასე ენამწარეობით, სარკაზმით და ერთმანეთის გამოყენებით იწყება ცხოვრება, იქ სიყვარულის ადგილი აღარ რჩება. მე ესე მგონია, რეალურად ეგრეცაა
საინტერესო კია ნამდვილად, ავტორს ვთხოვ ხშირად დადოს ხოლმე

 


№5 სტუმარი TeT

მოუთმენლად
ველი მოვლენების განვითარებას ))
მადლობა მარიამ რომ გაგვიხსენე, ერთადერთი ავტორი ხარ ვისაც მივყვები
ცალ-ცალკე ვკითხულობ თავებს, ვიცი არ დაგვიგვიანებ და დაასრულებ კიდეც <3
ცალკე სიამოვნებაა თავიდან ხელახლა წაკითხვა
წაკითხვა..
<3

 


№6 სტუმარი

ისეთი ისტორიაა, რო არ გინდა დასრულდეს.არ იქნება მარტივი ხაჭვანის და ნინას სიყვარული, მაგრამ საყვარელი წყვილი იქნება. სალომეც და მოსეც მათ შორის არის ურთიერთობა და ქიმია...

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

სიამოვნებაა შენი ისტორიები, მჯერა ესეც სულ'არეული დაგვტოვებს, რომ გე'ფერება ისეთია

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაკი
როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა,როგორც ყოველთვის საუკეთესოა

მადლობაა

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სტუმარი
ნინას და თავის ქმარს არ შეუყვარდებათ ერთმანეთი
არც სალომეს შეუყვარდება მოსე, (მოსეს კი) როცა ასე ენამწარეობით, სარკაზმით და ერთმანეთის გამოყენებით იწყება ცხოვრება, იქ სიყვარულის ადგილი აღარ რჩება. მე ესე მგონია, რეალურად ეგრეცაა
საინტერესო კია ნამდვილად, ავტორს ვთხოვ ხშირად დადოს ხოლმე

მე რეალურ ისტორიებს არ ვწერ და არც რეალურად როგორ მოიქცეოდნენ ისე ვერ ვავითარებ

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

TeT
მოუთმენლად
ველი მოვლენების განვითარებას ))
მადლობა მარიამ რომ გაგვიხსენე, ერთადერთი ავტორი ხარ ვისაც მივყვები
ცალ-ცალკე ვკითხულობ თავებს, ვიცი არ დაგვიგვიანებ და დაასრულებ კიდეც <3
ცალკე სიამოვნებაა თავიდან ხელახლა წაკითხვა
წაკითხვა..
<3

დიდი იმედი მაქვს რომ ამჯერადაც გამომივა და დავასრულებ

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ისეთი ისტორიაა, რო არ გინდა დასრულდეს.არ იქნება მარტივი ხაჭვანის და ნინას სიყვარული, მაგრამ საყვარელი წყვილი იქნება. სალომეც და მოსეც მათ შორის არის ურთიერთობა და ქიმია...

ვნახოთ რა გამოვა

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ქეთი
სიამოვნებაა შენი ისტორიები, მჯერა ესეც სულ'არეული დაგვტოვებს, რომ გე'ფერება ისეთია

იმედია
მადლობა ამ ნდობისთვის

 


№13 სტუმარი სტუმარი დარინა

მეც მოვედიიი იმისეთი გიჟური ზაფხული მაქვს სულს რომ ვღაფავ და მაგისთვის ზუსტად შენი გამოჩენა წამალია, როგორი ნოსტალგია შემომაწვა ვერც კი წარმოიდგენ შენი გამოჩენის წამიდან ამ საიტზე შენთან ერთად გავიზარდე შენთან ერთად განვიცადე უამრავი ემოცია და ეს დაბრუნება ისეთი კარგი და ნოსტალგიურია, როგორ მომნატრებია შენი ძველებური მე, აი ისეთი მსუბუქად რომ წერდი და ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდი, რა კარგია რომ დაბრუნდი მარიამ, რომელი მომწონს ჯერ არ ვიცი :დდდ ლუკას რომ ჩაგრავს ნინა მეცინებაა :დდდ ამ მომენტში ფემინურიც ვერ ვარ მაინც ლუკასკენ გადავიხარე :დდ
მიხარიხარ მარიამ და ბედნიერი ვარ რომ ჩვენთან ხარ ❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

შემდეგ თავს .ოუთმენლად დაველოდები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent