შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადი (1)


გუშინ, 19:43
ავტორი salome007
ნანახია 0

[justify]მთელი ძალით გავრბოდი, ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს. ტყე ისეთი სიჩუმით იყო
გაჟღენთილი, ამავდროულად ისეთი ბნელი, თითქოს სიცოცხლემ არსებობა
შეწყვიტა, მხოლოდ პერიოდულად ფეხქვეშ ტოტების ტკაცუნი მახსენებდა, რომ
ცოცხალი ვიყავი და ნამდვილად ტყის სიღრმეს მივუყვებოდი.
უცებ სინათლე გამოჩნდა!
-მთვარეა?
არა ეს სინათლე მიწიდან ამოდიოდა, ტყის სიღრმეში მხოლოდ ერთ ადგილს
ანათებდა. ვერ გავჩერდი ფეხები არ მემორჩილებოდა, ვგრძნობდი როგორ
მისერავდა ტყის სიცივით გაჟღენთილი მიწა, ქვები და წიწვები ფეხის გულებზე,
როგორ ცდილობდა კანის გახვრეტას და მისისხლიანებდა ფეხებს, მაგრამ
ტკივილს ვერ ვგრძნობდი. სინათლისკენ გაუჩერებლად მივრბოდი და მაშინ,
როცა მივუახლოვდი იქ ჩემი ძმა იდგა, ხელებგაშლილი, ღიმილიანი სახით
მელოდებოდა.
-ძმაო!
მისკენ გავიწიე მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ როგორც კი ხელით შევეხე გაქრა,
გაქრა ჩემი ძმაც და სინათლეც. ტყეს ისევ ძველი ცივი და ჩუმი ელფერი
დაუბრუნდა.
მუხლებზე დავემხე ხელები საფეთქლებზე დავილაგე და ყვირილი დავიწყე.
-გამეღვიძა
სუნთქვა გახშირებული მქონდა, ოფლში ვცურავდი, თითები კი
ნერვიულობისგან მთლიანად გაყინული. საათს დავხედე 8 ხდებოდა, გარეთ ჩემი
სიზმრის შესაფერისი ამინდი დამხვდა ცივი და წვიმიანი. წამოვჯექი ვიცოდი
ვეღარ დავიძინებდი. ეს სიზმარი ხომ ჩემი ხშირი სტუმარი იყო, ვერასდროს
ვახერხებდი ძილის შებრუნებას.
ჩემი სახლი მთის გორაკზე იდგა, გარედან თითქმის ჩვეულებრივ ნაგებობას
გავდა, არა შიგნითაც ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თუ
დააკვირდებოდი აქ რაღაც იყო სხვანაირი, აი აურას რომ ეძახიან ხოლმე, ძვლივს
ვიპოვე შესაფერისი სიტყვა -მძიმე აურა.! სახლის ყველაზე ცივი ადგილი
სამზარეულო იყო. ქვით მოპირკეთებული, ნაცრისფერი, ალაგ ალაგ სიძველისგან
შავი ლაქები ეტყობოდა. იატაკი ისეთი ცივი იყო, თითქოს ყინულზე დადიოდი.
ერთი რკინის მაგიდა და მისივე მსგავსი რკინის სკამი იდგა, რომელზეც ოდესღაც
ტყავისმაგვარი ზედაპირი გადაეკრათ, ახლა კი მისგან მხოლოდ ნარჩენებიღა იყო
შემორჩენილი. სახლის დანარჩენი ნაწილი ხისგან იყო, მაგრამ სიმყუდროვის
განცდა არც მანდ გაგიჩნდებოდა სახლის „აურა“ ბევრად ძლიერი იყო.

დერეფანი ვიწრო და ჭრიალა, თითქოს სახლს უნდოდა ცოდნოდა რა დროს სად
გადაადგილდებოდი.
წვიმა საშინლად არ მიყვარდა, ჩემ აფორიაქებულ სულს უფრო ამძიმებდა.
ღვინის დალევა გადავწყვიტე, მიყვარდა დალევა, უფრო სწორედ შემიყვარდა, არა
ლოთი არ ვარ, მაგრამ მჭირდება სასმელი ხანდახან ჩემი სულის
შესამსუბუქებლად. ისე ძალიან მძიმეა...
კუჭმაც წრიალი დამიწყო. განა შეიძლება ერთი კვირა ერთი შეფუთვა მაკარონის
ამარა იყო? მაღაზიაში წასვლა გადავწყვიტე, რაც არც ისე კომფორტული საქმეა, 2
კილომეტრის გზაზეა სახლიდან ყველაზე ახლო მაღაზია, ისიც ნახევრად ცარიელი
თაროებით, ნახევარი კი ძველ პროდუქტებს ჰქონდა დაკავებული.
-გამარჯობა იზა დეიდა (იზაბელი ჰქვია, მაგრამ მე შემოკლებით იზას ვეძახი
ხოლმე)
-გამარჯობა ელენა სად დაიკარგე?
ღიმილიანი სახით შემომხედა წამიერად და ისევ საქმეს დაუბრუნდა
-იციი რაღაც უნდა გთხოვოთ
გაჭირვებით ამოვთქვი, სახეზე სიწითლე შემომეპარა და ადგილზე მოუსვენრობა
დამეწყო. იზაბელა, რომელიც ფურცლებს ჩაკირკიტებდა ოდნავ თავი წამოსწია,
სათვალიდან ამოიხედა და ოხვრით მომმართა
-ისევ შვილო? ძალიან ბევრი ვალი დაგიგროვდა
-კარგი იზა დეიდა რაა, ხომ იცით ვალს დაგიბრუნებთ!? ერთი ბოთლი ღვინო
გამატანეთ მეტი არაფერი მინდა
-ნორმალური რამე მაინც გინდოდეს
ისეთი მავედრებელი თვალებით ვუყურებდი იზაბელამ ვერაფერი თქვა, თან
ვალს მართლა ყოველთვის ვაბრუნებდი და განა შეეძლო მაგაზე შეპასუხება?
მაღაზიის კიდეში, სადაც თაროებზე რამდენიმე ბოთლი იდო ერთ-ერთი აიღო,
ნაჭრით მტვერი გაწმინდა და გამომიწოდა.
-მადლობა იზა დეიდა, თვის ბოლოს შემოგიტანთ, უბრალოდ ხომ იცით მცირე
შემოსავალი მაქვს და თვის ბოლომდე თავის გატანა მიჭირს.
კარებთან მისული დამეწია და გამაჩერა, უკან შევბრუნდი, მან კი ნახევარი თავი
ყველი და ერთი მთლიანი პური გამომიწოდა.
-ესეც წაიღე შიმშილით ხომ არ უნდა მოკვდე ელენა?
-მადლობა, დაგიბრუნებთ აუცილებლად
-არ მინდა შვილო, თავს მიხედე, მხოლოდ ამას ჩავწერ ვალების რვეულში
და ხელი ღვინისკენ მიმართა
-რას ამბობთ ყველაფერს დავაბრუნებ
-განა პური და ყველი დასამადლებელია ადამიანისთვის?

მისი მზრუნველობა ძალიან მესიამოვნა, მშვიდობიანი დღე ვუსურვე და
მაღაზიიდან გამოვედი. მთელი გზა ჩემ ცხოვრებაზე ვფიქრობდი, რა დრო
დაგიდგა ელენა, უცხო ადამიანი, რომელსაც კვირაში ერთხელ ორი წუთით
ნახულობ, ყველაზე ახლო ადამიანია.
ფიქრებდი გართული ისე მივედი სახლთან ვერც გავიგე. კარების წინ ფურცელი
ეგდო, არა უფრო ფურცლის ნაგლეჯი.
ნელნელა დავიხარე მის ასაღებად. წერილში კი ეწერა:
შენი ძმა შენი ცოდვებისთვის ისჯება
შენ ის თქვი რაც შენმა ძმამ ვერ გაბედა
გ.ჩ
ცრემლები სახეზე ჩამოგორდა
-რა გავაკეთე? რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს
გ.ჩ... გაუჩინარებული ქალი??სული ამიფორიაქდა, გულის ბაგაბუგი ყურებში მესმოდა, შიშის და
გაურკვევლობის შეგრძნებები ერთმანეთს რიტმულად ენაცვლებოდა. ფურცელი
ხელის გულში მოვიქციე და მთელი ძალით ვუჭერდი თითებს, თითქოს მთელი
ბრაზის გადატანა ამ ფურცელზე მინდოდა. ინსტიქტურად ტყეს მოვავლე თვალი.
ყველა ხის უკან, ყველა ტოტის მიღმა მეგონა, რომ ვიღაც იდგა და
მითვალთვალებდა. ტყისთვის დამახასიათებელი ჩუმი ხმაური ჩემთვის მტრის
ხმად გადაიქცა. სახლს შემოვუარე დავრწმუნდი, რომ იქ არავინ იყო და შიგნით
შევედი.
ბუხარი ავანთე, ჭიქაში ღვინო ჩამოვასხი, ახლა იმაზე მეტად მჭირდებოდა
დალევა, ვიდრე მანამდე წარმოვიდგენდი. ვუსმენდი ბუხრის გიზგიზს და
ვუყურებდი როგორ ტოვებდა ღვინო პატარ-პატარა გზებს შუშის შიგნით.
ისევ იმ დღის მოგონება დავიწყე, ალბათ იმის იმედით რომ რამე
გამახსენდებოდა. ყოველ წუთს, ყოველ წამს ვფიქრობდი, ვცდილობდი
დეტალებში ჩაძიებას, რომ რამე ახალი გამეხსენებინა, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩემი
ტვინი ჯიუტად უარს მეუბნებოდა.

ოჯახში მე, დედა და ჩემი ძმა -ლეონი ვცხოვრობდით. მამა ადრეულ ასაკში
დავკარგე, თუმცა ბიძა ხშირად მოდიოდა ჩვენთან და ფაქტიურად მამობა
გაგვიწია მე და ლეონს. ტკბილი ბავშვობა მქონდა. მე, ჩემი ძმა და ჩემი
ბიძაშვილები საუკეთესო ურთიერთობით გამოვირჩეოდით, მიუხედავად იმისა
რომ, ოთხივე დაძმა ვიყავით ყოველთვის და არც ბიძა და არც დედა
ერთმანეთისგან არ გვარჩევდა, მე და ლეონი მაინც სხვა საფეხურზე ვგრძნობდით
თავს. საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. ვერ ვიტანდი მას რამეზე, რომ

ეჩხუბებოდნენ ან სჯიდნენ, მერჩივნა მისი დანაუშაული ჩემ თავზე ამეღო და
ასეც ვიქცეოდი, ლეონიც ესე იყო ყოველთვის იბრალებდა მე თუ რამეს
დავაშავებდი და საბოლოოდ ორივე დასჯილები გამოვდიოდით, მაგრამ არა
საკუთარი, არამედ ერთმანეთის შეცდომების გამო.
ჩვენ იმის გარდა, რომ საერთო სისხლი გვქონდა და საერთო ხორცი, სული რაღაც
უწყვეტი, უხილავი ძაფით იყო გადაბმული. ჩვენს შორის 4 წელია სხვაობა მე 26-
ის ვარ, ლეონი 30-ის.
2022 წელი დგებოდა. მახსოვს საახალწლო სამზადისში ვიყავით. დედა
საცივისთვის მოხარშულ ინდაურის დაჭრას ცდილობდა, თან პერიოდულად
თითებზე სულს იბერავდა, ლეონი კი დასცინოდა, -ცოტახანი გაგრილებას რომ
დაელოდო ახალი წელი აღარ მოვაო?
დედამ თვალები დააწვრილა, თან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა
-ახალი წელი რომ დადგება მერე ხომ კარგად გინდა საცივიც და გოჭიცო.
მე მათ კინკლაობაზე ვხალისობდი, თან ნიგოზსს ვჭრიდი. სწორედ ამ დროს
ჩვენი მეზობელი ლაურა შემოვიდა. ოო დიდი ოხერი ვინმე იყო, სადმე რამე თუ
ხდებოდა პირველი მას უნდა გაეგო, თან სასჯელსაც უცებ მოუფიქრებდა ხოლმე.
მისი ქმარი დასცინოდა მემგონი ყოფილი ჯაშუში მყავს ცოლად და ვერ გამიგიაო.
-მოდი ლაურა მოდი
თბილად შემოიპატიჟა დედამ. თვალებით მანიშნა სხვა სკამზე გადავმჯდარიყავი
და ადგილი დამეთმო.
სწორედ ამ დღეს გავიგე ახალგაზრდა ქალის დაკარგვის ამბავი. ლაურას
გადმოცემით გვერდზე სოფელში ცხოვრობდა, თუმცა მას და მის დეიდას კარგად
იცნობდა. ეს საწყალი გოგო დეიდამ გაზარდა მშობლები ავარიაში დაეღუპა და
მხოლოდ ერთმანეთი დარჩათ ამ უბედურებსო, ასე ახასიათებდა ლაურა.
-მშრომელი ხალხია აქ ბაზარში ჩამოდის ხოლმე და ყველს აბარებს
უცებ გაჩუმდა საფეთქელზე თითები მიიდო და მთელი მონდომებით ცდილობდა
სახელის გახსენებას.
-რა ქვია კაცო
ხელი გაიშვირა დედასკენ, ალბათ იმის იმედით რომ შეახსენებდა, ბოლოს რომ
მიხვდა აზრი არ ჰქონდა -დეიდაო დააყოლა და გააგრძელა.
რამდენჯერმე ემილიაც თან ყავდა, არ ვიცი სად უნდა გამქრალიყო ეს გოგო,
ლამაზიც არის და ტანადიც, შეიძლება გათხოვდა კიდეც და გამოჩნდეს ერთ ორ
დღეშიო.
ათანსნაირი ვერსია ჩამოაყალიბა, ხან ჩხუბობდა რომ გაიპარა სად იპარებოდაო,
თან ღელავდა იმედია მშვიდობა აქვსო.
დღეები გადიოდა ემილია კი არსად ჩანდა. პოლიციასთან ერთად ორივე სოფელი
ძებნაში ჩაერთო, თუმცა ემილია ისე გაქრა თითქოს არც არასდროს უცხოვრია.

ამ ამბიდან უკვე საკმაო დრო იყო გასული, ნელნელა ყველამ მიივიწყა კიდეც,
მათ შორის მეც.
ერთ საღამოს ჩემ ძმასთან შევედი ოთახში, მომწყინდა სახლში ჯდომა და
ვიფიქრე სადმე გავისეირნებდით, თუმცა იქ არ დამხვდა. ოთახს თვალი მოვავლე,
სადაც საშინელი არეულობა იყო, ძირს დაყრილი ტანსაცმელი და აქა იქ
უმისამართოდ მიმოფანტული წვრილმანი ნივთები. მაინც არაფერს ვაკეთებდი
და ვიფიქრე ცოტა ოთახს მოვაწესრიგებთქო. ძირს დაგდებულ შარვალს
დავწვდი, საიდანაც სურათი გადმოვარდა. გამიკვირდა ვის სურათს ატარებდა
ჯიბით, რომ შევხედე თვალებს არ დავუჯერე, რამდენიმე წამი ან შეიძლება წუთი
გაოგნებული ვუყურებდი, რომ მივხვდი არ ვცდებოდი თვალები დამებინდა,
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ეს არ შეიძლება რეალური ყოფილიყო. მის ჯიბეში
ემილიას სურათი ვნახე. ტირილი მინდოდა, ყვირილიც, მაგრამ ქარიშხალი ჩუმად,
უხმოდ ტრიალებდა ჩემს გულში.
დღეები გადიოდა, მე კი ჩემს თავში ჩავიკეტე არც გარეთ გამოვდიოდი,
ლაპარაკსაც თავს ვარიდებდი, თითქოს წინასწარ გამოვიგლოვე ის რაც
მომავალში ელოდა ჩემს ოჯახს..
დღეებს კვირები მისდევდა, მე კი ისევ ჩუმად ვიყავი ჩემს დამალულ სურათთან
ერთად. ახლა კი ვნანობ, ნეტა მაშინვე დავლაპარაკებოდი, მაგრამ რა ვქნა
გამბედაობა არ მეყო. ძალიან მძიმეა სიმართლის დანახვა, როდესაც შენთვის
საყვარელ ადამიანს არასწორ გზაზე ხედავ, როცა იცი რომ მთელი ცხოვრება უნდა
აგოს პასუხი.. ასეთ დროს გრძნობები ხშირად ფარავენ იმას, რასაც გონება
ხედავს.
ერთ საღამოს მობილურზე შეტყობინება მომივიდა:
გინდა გაიგო შენი ძმა რა საქმეებშია გარეული? დარწმუნებული ხარ, რომ
სიმართლეს გაუძლებ?
სანამ პასუხს გავაგზავნიდი მეორე შეტყობინებაც მოვიდა:
დღეს, შუაღამეს ორ საათზე სასაფლაოზე გელოდები, მარტო! არავის არაფერი
უთხრა, მხოლოდ შენ. გზა რომელსაც დღეს აირჩევ შენ ცხოვრებას გადაწყვიტავს.
თუ მოხვალ უკან დასახევი აღარ გექნება, არჩევანს არ დაგიტოვებს, ხოლო თუ
არ მოხვალ წყვდიადში ჩაიძირები.
-არჩევანი უკვე არ დამიტოვე -ჩავილაპარაკე ჩემთვის.
ბევრი აღარ მიფიქრია წავსულიყავი თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ
შიშისმომგვრელი და ავისმომასწავებელი შეგრძნებები მოქონდა ამ წერილებს.
საათს თვალს არ ვაშორებდი. როგორც კი ისრებმა პირველი აჩვენა წამოვდექი,
სარკეში ჩავიხედე რამდენიმე წუთს ჩემ თავს ვუყურებდი, მინდოდა საკუთარი თავი გამემხნევებინა, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ვემშვიდობებოდი სარკიდან
მომზირალ ელენას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent