შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა იცის...(დასრულებული)


27-08-2026, 15:50
ავტორი MariamBaidauri
ნანახია 2

პროლოგი

ზოგიერთი თვალების დავიწყება შეუძლებელია.  ისინი არ ითხოვენ, რომ გაიხსენონ. ისინი უბრალოდ რჩებიან. არიან თვალები, რომლებიც ბედნიერებას ატარებენ, თვალები, რომლებიც იმედს ინახავენ და თვალები, რომლებსაც ჩუმად უყვართ, რადგან იციან, რომ სიყვარული აკრძალული და შეუძლებელია. იქნებ სიყვარული ყოველთვის ასეთი იყო, არა დაპირებები, არა იდეალური დასასრული, უბრალოდ ორი სული, რომლებიც ერთმანეთს პოულობენ სამყაროში, რომელიც გამუდმებით ცდილობს მათ დაშორებას. ერთმანეთის თვალებში ხედავენ წარსულის ტკივილს და ცდილობენ სულების განკურნებას. თუმცა ზოგჯერ ბოროტება იმდენად ძლიერი და დამანგრეველია არ აძლევს ორ სულს სიმშვიდის მოპოვების საშუალებას, წინააღმდეგობებს ერთმანეთს აგურივით აწყობს და დიდ, გაუალ კედლებს აშენებს.  ბოროტებას სიბნელე ახლავს, მაგრამ სიბნელეში ყოველთვის შეძლებ იმედის მსგავსი, მოციმციმე თვალების დანახვას...


თავი 1.
2025წ/14 თებერვალი.

მესტიის გზაზე იყო, თოვლის გამო მთელ გზებზე გამწმენდი მანქანები მოძრაობდნენ. ბევრი ავტოკატასტროფაც მოხდა, მაგრამ მარიამი რის მარიამი იყო, სვანეთში გათხოვილი დაქალი არ მოენახულებინა.

ხომ იცოდა რომ სადღაც მაინც გაიჭედებოდა ასეთ ამინდში და ვერ გააგრძელებდა გზას, მაგრამ მეგობრისა და სვანეთის მონატრება ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა.

არც დედას მოუსმინა, კარებამდე რომ სდია, მია და ირაკლი ერთ კვირაში ისედაც უკან მოდიანო შენ სადღა უნდა იბოდიალოვო.

სწორედ ამიტომ იყო რომ ჯერ კიდევ სვანეთში მიმავალი რომელიღაცა სოფლის გზაზე იყო გაჭედილი.

მალევე მეგობრისგან ზარიც შემოუვიდა და მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მაინც ბედნიერმა გადაუსვა მობილურის სენსორს თითი.

"-მარიამო სად ხარ? რა ვერ ამოაღწიე?- გაისმა ქალბატონი ფსიქოლოგის ხმა მეორე მხრიდან.
-ამოვალ მიუ მალე, სადღაც გზაზე ვარ გაჭედილი და გაწმენდას ველოდები.- უპასუხა მეორე მარიამმაც და ისევ გზას გახედა, რომელიც რატომღაც ჯიუტად არ მიიწევდა წინ და ახალი გაწმენდილი, ხელახლა იფარებოდა თოვლით.
-მესტიამდე ამოდი და მერე მე და იარაკლი მოგაკითხავთ.
- მანდამდე ამოვიდე მშვიდობით და რაღა მომკლავს. მგონი საწვავიც მითავდება, მესტიამდე წესით მეყოფა.-ამოიწუწუნა გოგომ.
-კარგი მიდი და რო რამე დარეკე, ზოგგან ტელეფონი არ იჭერს და ეცადე მალ-მალე ჩამიგდო ლოკაცია, რო სადმე გაიჭედო მოგაგნეფთ მაინც.-მეგობარმაც დააწყნარა მისი სიტყვებით და ზარიც დაარულდა"

***
თოვაც გაძლიერდა, საწვავიც გაუთავდა, ისევ რომელიღაცა სოფლის გზაზე იყო გაჭედილი და გათბობასაც ვეღარ რთავდა მანქანაში.

ერთადერთ იმედად მიასთვის ჩაგდებული ლოკაცია რჩებოდა, რომლის გაგზავნაც ტელეფონის საბოლოოდ გათიშვამდე მოასწრო.

მისი გააანგარიშებით 2 საათი მაინც იქნებოდა გასული, რაც გაჩერებული იყო, გარეთაც უკვე საკმაოდ ბნელოდა მანქანის ფარები რომ დაინახა შორს, ვარსკვლავებივით მოციმციმე.

იფიქრა მეჩვენებაო, სამაგიეროდ მანქანის დამუხრუჭება და ფანჯარაზე კაკუნი რომ გაიგო დარწმუნდა რომ ჰალუცინაცია აღარ იყო.

ეგონა მარიამი და იკა იქნებიანო, ამიტომ უპრობლემოდ გააღო კარები და ისედაც გაყინული მანქანიდან ნამდვილ ანტარქტიდაზე ამოყო თავი.

წამიერად შეცბა ნაცნობი სხეულების ნაცვლად, სრულიად უცნობი რომ დალანდა.

კაცმა როგორცკი გოგოს თვალებში გამკრთალი შიში დალანდა, ხმის ამოღებაც ინება.

-მარიამი შენ ხარ ხომ?- გაისმა მძიმე ბარიტონი და გოგოს მისი მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები შეანათა.

ისედაც არეული, კიდევ უფრო მეტად დააბნია ამ ჩახლეჩილმა ხმამ და გაურკვეველი ფერის თვალებმა.

-კიი?!- კითხვას უფრო ჰგავდა მისი პასუხი.
ერთი ნაბიჯით უკანაც კი დაიხია როცა კაცმა მისკენ, უფრო სწორედ მისი ჩანთისაკენ წაიღი ხელი, რომელიც მანქანიდან გადმოსვლისას გადმოიყოლა.

-მიამ და ირაკლიმ გამომიშვეს, თვითონ ვერ შეძლეს ჩამოსვლა.- ამ სიტყვების შემდეგაც რომ ვერ შეატყო გოგოს ნდობის მარცვალიც კი, ჯინსის უკანა ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა, სადღაც დარეკა და პასუხის შემდეგ მარიამს გაუწოდა.
მანაც თვალისმოუშორებლად გამოართვა და ყურზე მიიდო, საუბრის გასაგებად.

"-ღმერთო მარი ცოცხალი ხაარ, შემაშინე! გამოყევი დემნას, ირაკლის მეგობარია, მშვიდობით ამოგიყვანს-მიაყარა ერთიანად განერვიულებულმა გოგომ.
-კარგი"- მხოლოდ ეს ამოთქვა წარბებშეკრულმა, მობილური გათიშა და მფლობელს გაუწოდა. თვითონაც არ იცოდა ვიზე იყო გაბრაზებული. ეს ქალბატონი არ იყო დილაადრიან რომ წამოხტა სვანეთში მივდივარო?!

-დარწმუნდი რომ შენს მოტაცებას არ ვაპირებ?- ხმაში ირონიის გაგებისას უფრო მეტად შეკრა წარბები და კაცსაც სიბრაზით სავსე, შავი თვალები შეანათა.- წამოდი დაჯექი, კანკალეფ.
-და მანქანა აქ დავტოვო?-თავის მანქანას გახედა გოგომ საწყალი თვალებით, თითქოს ლითონის გროვას კი არა, შვილს ტოვებდა უკაცრიელ, დათოვლილ გზაზე.
-დილით ვინმესგამოვუშვებთ და ამოგიყვანენ. წამოდი კანკალეფ და მე აქ დგომა სულაც არ მეხალისევა.- ამოიბურდღუნა კაცმა.

გაღიზიანებული მარიამიც უსიტყვოდ მიჰყვა შავ, უზარმაზარ სილუეტს, სიბნელის გამო მხოლოდ მისი თვალების და განიერი მხრების შემჩნევა რომ მოახერხა. თან გულში ლანძღავდა თითქოს ვინმენ დააძალა აქ ჩამოსვლა, რომ გავყინულიყავი წარბიც არ შეეხრებოდაო. თავისივე აზრებზე მოეშალა ნერვები, ამ მთის კაცს ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი რატომ უნდა აწუხებდესო.

კაცმა კარი გამოუღო და ისიც გაბრაზებული მოთავსდა მძღოლის გვერდით. კარების დაკეტვის ხმა რომ მოესმა მხოლოდ შემდეგ შეფხიზლდა და ინება გახედვა.

-დემნა ვიბლიანი, დამავიწყდა გაგცნობოდი.- ამოილაპარაკა ზემოთხსენებულმა დემნამ ისე რომ გვერდით არც გაუხედავს და ძრავი აამუშავა.

-მარიამ ჯაფარიძე.- უპასუხა მანაც.
ბიჭმა წამიერად გამოხედა და ისევ გზას გაუშტერა თვალი. თავი გააქნია თითქოს იქიდან აზრების ამოგდება სურდა. მალევე დაძრა მანქანაც და სოფელ ბეჩოსაკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

უკუნითი იყო. ღრუბლებით შემოსილ ცას ვარსკვლავთა სხივი დაეხშო დედამიწისთვის.

ორი სხეული მდუმარედ იჯდა მანქანაში და ისე იქცეოდნენ თითქოს შეჯიბრი ჰქონოდათ ვინ დაარღვევდა პირველი ამ სიჩუმეს, რომელიც აშკარად არცერთს არ აწუხებდა.

***
ზოგჯერ ადამიანების იმედი იმ ყვავილებს ემსგავსება გაზაფხულზე რომ აფეთქდებიანი და ახალი დასაწყისის იმედს იძლევა.
ვინიცის იქნებ ერთმა ასეთმა იმედმა სრულიად შეცვალოს შენი ცხოვრება.

***
დილით ხვეულთმიანი გოგო ძმრის საშინელმა და მძაფრმა სუნმა გამოაღვიძა. თავი ბალიშიდან ძლივს წამოსწია, თვალები მძიმედ დაახამხამა და გარემო მოათვალიერა. მალევე შენიშნა სავარძელში მიძინებული მეგობარიც, უხერხულად რომ იყო მიწოლილი და გათენებული ღამეც სახეზე ეწერა. გამომშრალი ტუჩები ერთმანეთს ძლივს დააშორა და ღრმად ამოისუნთქა. შავთმიანიც მალევე შეირხა და თვალების გახელისთანავე პირველი მზერა ხუჭუჭათმიანს მიაპყრო.

-ვაიმე ქაბატო როგორ გამანერვიულეე. დემნამ რომ მანქანიდან გადმოგიყვანა ვიფიქრე რამე სერიოზული მოგივიდაა.- სწრაფად მიაყარა მიამ და გოგოს შუბლზე ხელი მიადო ტემპერატურის შესამოწმებლად.
-ვინ დემნამ გადმომიყვანა გოგო, ან სად ვართ.
-სიცხე გქონდა და ჩაგეძინა. მანქანიდან დემნამ გადმოგიყვანა, გონზე არ იყავი.-საწოლთან ჩამოუჯდა გოგო.-ბეჩოში ვართ იკას ბებოს სახლში.
-აუუ ძმრის სუნათ ვყარვაარ, ბანაობა მინდაა.- ამოიწუწუნა მარიამმაც.
-დაიცადე ჯერ მოდი აზრზეე.
-აუ დედაჩემი გადაირეოდა რომ არ ვუპასუხებდი…- შუბლზე ხელი შემოირტყა ხუჭუჭამ.
-დაწყნარდი, ველაპარაკე მე და იცის რომ აქ ხარ.-დაამშვიდა მიამაც.
-აუ ავდგები რა… რაღაცნაირათ ვარ.
-კარგი ჰო, მიდი დაიბანე და ჩამოდი დაბლა ვჭამოთ.
-იკას ბებო სახლშია? სირცხვილია გოგო რომელი საათიაა.
-სახლშია ჰოო, ადექი მიდი არაა მასეთი ქალიი, ძაან საყვარელიაა, თან იცის რომ სიცხე გქონდა
-კარგი, მიდი შენ ჩადი და მეც ჩამოვალ.

შემართებით წამოხტა. მალევე დაიბანა და თბილი ტანსაცმლით აღიჭურვა სვანეთის სიცივის წინააღმდეგ. კარი გააღო და დერეფანში ამოყო თავი. მარცხენა მხარეს კიბეებს დაუყვა, ხმებს მიჰყვა და სამზარეულოშიც ამოყო თავი.
პატარა ტანის ფუმფულა, ჭაღარაშეპარული ქალი სამზარეულოს მაგიდასთან იდგა და ცომს ზელდა. მიაც რაღაცას აცხობდა და საოცრება სუნები გოგოს კუჭზე უკვე სიმფონიების დაკვრას იწყებდა.
-გამარჯობათ.- გაღიმებულმა ამოილაპარაკა ხუჭუჭამ.
წამშივე დაიმსახურა შავთმიანისა და მოხუცის მზერაც. ქალმა ტკბილად გაუღიმა და სამზარეულოს სკამთან ჩამოსვა გოგო, წინ კი აუარებელი საკვები გადმოულაგა, ავად იყავი და ცოტა ფერზე მოხვალო.
ქალბატონი ნანა მართლაც აღმოჩნდა ის ფუმფულა ბებია, ფილმებში რომ ხვდება შვილიშვილებს ხელებგაშლილი.
.სოფლის ხიბლიც ხომ სწორედ ესაა, საყვარელი ჭაღარაშეპარული მოხუცი ცხელ-ცხელ  ყაჭაპურებს რომ დაგიცხობს და ათასი სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით აგავსებს.

შუადღემდე გოგოები სამზარეულოს არ მოშორებიან. მია ტკბილეულს აკეთებდა მარიამი კი ნანას ეხმარებოდა კუპდარის გაკეთებაში და თან სწავლობდა. ყოველ შემთხვევავში ცდილობდა მაინც.

კუბდარის ცხობისას ნანას დემნას შესახებ მხოლოდ საქებარი სიტყვები დასცდა, მარიამი კი გულში ფიქრობდა ალბათ ეს კაცი მხოლოდ უცხოებთან არის ასეთი ირონიულიო.

ირაკლი შუადღეს დაბრუნდა როგორც გაირკვა მისი ბავშვობის მეგობარ დემნასთან ერთად, რომელიც აგრეთვე მეზობელი იყო და ხშირად სტუმრობდა ამ შესანიშნავ სოფელსა და კუთხეს.

-ოოხ… იკადრეთ აბრძანება ქალბატონო მარიამ?- სამზარეულოს კარი შემოგლიჯა ირაკლიმ და თოვლის ფერთხვა დაიწყო.
-ეს კიდევ ვერ დასერიოზულდა…- თვალების ბრიალით გადახედა ხუჭუჭამ, მიას.- მე მეგონა აქაური გარემო მაინც დაგასერიოზულებდა მაგრამ არაა, შენი საშველი არარის!- ფეხზე წამოდგა მარიამი და ირაკლის მოეხვია.- სად ბრძანდებოდი ამ დილაადრიან?
-შენი შვილი ამოგიყვანე რომ მიატოვე სადღაც, გადამთიელ გზაზე.
დემნა უსიტყვოდ შემოვიდა სახლში  და მაგიდასთან მოთავსდა. მარიამის გარდა არცერთ იქ მყოფს არ გამოჰპარვია მისი ხასიათის ცვლილება. არა, სერიოზული აქამდეც იყო მაგრამ ახლა ოთახში ისეთ აურას ატრიალებდა ადამიანს იქიდან გაქცევის სურვილს გაუჩენდა.

ზედმეტი საუბრის გარეშე ისაუზმეს. მარიამისთვის სამოთხე იყო ეს სიმშვიდე, შეშის ტკაცატკუცი ბუხარში, გარეთ ნელი ბარდნა და ათასი გემრიელობის სურნელი. ერთადერთ დისკომფორტს მისთვის ეს მთის კაცი წარმოადგენდა, ჩაბნელებული და დაბინდული მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებით რომ გამოხედავდა ხოლმე წამიერად, შემდეგ კი ისევ მის თეფშს უბრუნდებოდა. რომ სცოდნოდა ამ საჭმლის კეთებაში მარიამმაც მიიღო მონაწილეობა, ალბათ პირსაც არ დააკარებდა.

როცა საუზმობას მორჩნენ და გოგოებიც უსიტყვოდ დაეხმარნენ ნანას სუფრის ალაგებაში, ქალმა ბიჭები სულ ჯაჯღანით წამოაყენა, ადექით სტუმარს ანახეთ ჩვენი მხარეო.
გოგოები გახარებულები წამოცვივდნენ და თბილი ტანსაცმლისთვის მათ ოთახებს მიაშურეს.  უკან უკვე ჩაცმულ-დახურულები დაბრუნდნენ. იმდენი ტანსაცმელი ეცვათ მოძრაობაც კი უჭირდათ, მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ წლების შემდეგ სვანეთში ერთად ყოფნის შანსი რომ ეძლეოდათ. ოთახში მხოლოდ ირაკლი დახვდათ.  ნანა ცხოველების დასაპურებლად გასულიყო, დემნა კი არსად ჩანდა. მიამ რომ მოიკითხა სადააო, ირაკლის თქმით ვინმე ლანას სანახავდ იყო წასული. მარიამმა გონებაში მისი ვარაუდები გამოთქვა თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გოგო მაგრამ მისი აზრები მასთანვე დატოვა.

თითქმის ყველაფერი მოიარეს მანქანითა თუ ფეხით. ირაკლიმ მშვენივრად შეითავსა გიდის მოვალეობა და გოგოებს რაც იცოდა ყველაფერი მოუყვა ბეჩოზე.  თურმე ბეჩო 13 სოფელს აერთიანებდა და ისინი ახლა ერთ-ერთ მათგანში, მაზერში იმყოფებოდნენ. თითქმის ყველა ადგილიდან მოჩანდა გადათეთრებული უშბა, ალბათ მარიამს რომ შანსი მისცემოდა 360°-ით გადაუღებდა ფოტოებს.

ბევრი იარეს, თითქმის ყველა ტაძარი თუ კოშკი მოიარეს ბეჩოში.
დაბინდება რომ დაიწყო ერთხმად გადაწყვიტეს სადმე სავახშმოდ შესვლა. პატარა კაფესაც მიადგნენ და სამივემ ერთად შეაბიჯეს შიგნით.

ირაკლიმ მაგიდებს მოავლო თვალი და ნაცნობი სახეები რომ დალანდა ხელებგაშლილი გაემართა მათკენ.
მაგიდასთან დემნა მოთავსებულიყო ვიღაც ქერა ქალთან ერთად.  უღიმოდა და პარალელურად რაღაცაზე ესაუბრებოდა.

მარიამმა მანამდეც დაუშვა ის აზრი რომ ამ კაცს შესაძლო შეყვარებული ჰქავდა მაგრამ მაინც გაქვავდა, მაინც გაუჩნდა ისეთი შეგრძნება თითქოს მუცელში მუშტი მოხვდა და გულმა წამში ასი დარტყმა გააკეთა.

გვერძე მია ამოუდგა გაღიმებული მაგრამ მეგობრის სახის დანახვისას ღიმილი გაუქრა და ხუჭუჭას მზერას გააყოლა თვალი.

ჯერ დემნას გახედა, მარიამს რომ ბურღავდა თვალებით, შემდეგ კი მზერა კვლავ მეგობარს დაუბრუნა.
როცა მიხვდა რომ გოგო აღარ გაინძრეოდა, ისევ თავად იყოჩაღა და ხელმკლავი გამოსდო.

მაგიდასთან დასხდნენ. გაიცნეს დემნას შეყვარებული ლანა, ქერა, საკმაოდ ლამაზი მაგრამ მაინც გამაღიზიანებელი გაურკვეველი მიზეზებით მარიამისთვის.  ვახშამი მოუტანეს. დემნამ და ირაკლიმ დალევაც დაიწყეს.
ლანა და მიაც ჭამდნენ, ხანდახან თუ დაუსვავდნენ ერთმანეთს შეკითხვას მოვალეობის მოხდის მიზნით.

მარიამი მდუმარედ იჯდა. არც ირაკლის ნამთვრალებ ხუმრობებზე ეცინებოდა და დილის შემდეგ ნაშიმშილარს არც ლუკმა გადასდიოდა ყელში.
მხოლოდ წითელ ღვინოს თუ მოწრუპავდა, მაგიდას თვალს მოავლებდა შემდეგ კი ისევ მის ჯერ კიდევ სავსე თეფშს აშტერდებოდა.

დემნა და ირაკლი წამოდგნენ და მოსაწევად გავიდნენ გარეთ. სუფრასთან მხოლოდ ქალები დარჩნენ. ისევ მიამ გადაწყვიტა ამ უხერხული სიჩუმის გაფანტვა.

-ლანა შენ აქ ცხოვრობ ალბათ ხომ?- მიმართა ლანას რომელსაც ტელეფონში ჩაერგო თავი და ვიღაცას შეტყობინებას შეტყობინებაზე უგზავნიდა. მხოლოდ მიას კითხვაზე ინება და თავი ამოსწია.
- არა რა აქ. კიდევ კარგი აქ არ ვცხოვრობ თორემ ალბათ გავაფრენდი ხალხთან უკონტაქტობის გამო. თბილისში ვცხოვრობ. კურსელებმა  გადავწყვიტეთ ამოსვლა, ვიცოდი ჩემი დემუშაც რომ აქ იყო და ბარემ შევუვლითქო.-კიდევ ათასი წვრილმანი მოუყვა მიას რომელიც თავ-ბედს იწყევლიდა საერთოდ რატომ დავუსვი კითხვაო.

აი მარიამი სულ სხვაგან დაფრინავდა გონებით მანამ მობილურზე მისი უფროსი ძმის,  გიორგის ზარი არ შემოვიდა.
ბოდიშის მოხდით დატოვა სუფრა და ხმაურის გამო რესტორანი დატოვა.

-გისმენ  გიო.- ზედმეტად ბენიერმა უპასუხა გოგომ და მოსაწევად გამოსული დემნას და ირაკლის მზერაც დაიმსახურა, რომლებმაც ჯერ გოგოს გადახედეს შემდეგ კი ერთმანეთს რაც მარიამს არ გამოპარვია. ირაკლი მალევე შებრუნდა რესტორანში. აი დემნამ კი ახალი სიგარეტი მოიმარჯვა და გრძელი ნაპასებით მოწევა დაიწყო ისე რომ გოგონას ზურგს თვალს არ აშორებდა.
- მე რომ არ დაგირეკო შენ არ გახსენდები ხომ?- “საყვედურიანი” ხმით უთხრა გიორგი დას.
მარიამის ზურგს ვიღაცის ინტენსიური მზერა წვავდა მაგრამ მაინც ჯიუტად არ აშორებდა თვალს თოვლიან, ათას ვარსკვლავად აციმციმებულ სვანეთს.
-ხომ გელაპარაკე გუშინწინ. რასშვები როგორ ხარ?- ჩაიხითხითა გოგომ და ისე გასცა ძმას პასუხი.
- რასვშვები კიარა სად გაქვს ტელეფონი რომ გირეკავ ორი დღეა?- სიმკაცრე გაურია გიორგიმ ხმაში.
- აუ სვანეთში ამოვედი და ხომ იცი არ იჭერს აქეთ ტელეფონი.- თავდაცვაზე გადავიდა გოგოც.
დემნას მზერას ისევ გრძნობდა და ესეც ისე მოქმედებდა თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა. მისთვის რომ გეკითხათ ახლა თოვლში სიამოვნებით გაწვებოდა ამ ცეცხლის ჩასაქრობად.

არა, რას აშტერდებოდა?! ამ კაცს არ ელოდებოდა შეყვარებული შიგნით?! დამდგარიყო და იმისთვის ეყურებინა რამდენიც სურდა!

-სვანეთში სად?- შესამჩნევად დაეძაბა ხმა გიორგის. ესეც არ გამორჩენია მარიამს და უკვე იმაზე ფიქრს იწყებდა რომ თავად სჭირდა რაღაც და ხალხს აიძულებდა მის გარშემო მკაცრი და უხეში ყოფილიყო.

-ხომ მოგიყევი მია რომ აქეთ გათხოვდა. იკას ბებოსთან იყვნენ ამოსულები და მეც ამოვედი, რა მოხდა ისეთი?-  გაკვირვება გაერია ხმაში გოგოს.

-მანდეთ, სად მანდეთ? სად ხარ სვანეთში ტერიტორიულად?- კითხვებს არ წყვეტდა გიორგი.

-ბეჩოში, მაზერი ჰქვია ამ სოფელს.- უპასუხა გოგომაც და სითბოთი იგრძნო რომ ვიღაცის სხეული მიუახლოვდა. წამიერად გაუსწორა თვალი დემნას, შემდეგ კი წამში მიბრუნდა და ისევ გარემოს დაუწყო ყურება.
- მალე აპირებ მანდედან წამოსვლას?- ანერვიულება არ შეეტყო ხმაშიგ გიორგის, მაგრამ მარიამს მისი ტონი მაინც ეუცნაურა.
-ალბათ კიდევ ხუთი დღე გავჩერდები, მერე ესენიც მოდიან და ერთად წამოვალთ.- გმირულად შეიკავა, უკვე მის გვერდით მდგარი კაცისაკენ გახედვის სურვილი და საუბარი განაგრძო.- რამე მოხდა?- მაინც ვერ მოისვენა და იკითხა.
- არა არაფერი. ახლა სად ხარ?
- მე, მია, იკა და იკას მეგობრები რესტორანში ვართ.- უპასუხა და მაინც გახედა წამიერად დემნას. კაცს თვალები ჩაბნელებოდა, ახლა არც ლურჯი იყო და არც ნაცრისფერი. გუგები შესამჩნევად ჩაშავებოდა და ბრაზის მეტს არაფერს ასხივებდა. მარიამმა იფიქრა ნეტავ შავი თვალები ხომ არ აქვს და სხვა ფერის სიცხის გამო ხომ არ მომეჩვენაო.
- ვინ მეგობრები?- განაგრძო გიორგიმ დის დაკითხვა. რა საჭირო იყო ამდენი კითხვები?!
- მეზობლები.- უპასუხა მარიამმა. იმას ხომ არ ეტყოდა ერთ-ერთი გვერდით მიდგას და ვერ გელაპარაკებიო?! მითუმეტეს ორი დღის გაცნობილი ადამიანი შესამჩნევად ბოჭავდა მის გარშემო ყოფნით ყოველთვის ლაღ და მხიარულ მარიამს.- უნდა წავიდე გიო, კიდევ დაგირეკავ.- სწრაფად გაუთიშა მობილური და უკან შებრუნება დააპირა ბიჭმა რომ წაავლო მკლავში ხელი და პირისპირ დაიყენა. გოგონამ გაოგნებული თვალებით ახედა.
- აქ არ უნდა იყო.- თქვა დემნამ. ყბა შესამჩნევად დასჭიმვოდა და ხმაც ისეთი ჰქონდა, მისი გაგებისას მაშინვე დაეხორკლა სხეული და თმა ყალყზე დაუდგა. ალბათ ყველას გინახავთ ისეთი ფილმები სერიული მკვლელები რომ მათ მსხვერპლს ესაუბრებიან. სწორედ ამ მსხვერპლად გრძნობდა თავს მარიამი იმ წამს.
ხუჭუჭამ შიში, გაოცება და ინტერესი გულში ჩაიკლა. კითხვანარევი თვალებით ახედა, ამით მიახვედრა რომ საუბარი გაეგრძელებინა და მეტი აეხსნა  მაგრამ აღელვებულ ქალს ხელი შეუშვა, წამიერად ისევ შეათვარიელა და მისი მზერით კიდევ უფრო აანერვიულა. შემდეგ კი უსიტყოდ  შებრუნდა.
მხოლოდ კარის დაკეტვის ხმამ მოიყვანა მარიამი გონს. ისევ იმ ადგილს აშტერდებოდა სადაც ეს ველური, მთის კაცი იდგა და თავისი მკაცრი, მაგრამ მარიამისთვის დანახვის წამიდან ძალიან ლამაზი თვალებით ბურღავდა.

გაიფიქრა ალბათ გულზე არ ვეხატები და ასე ამიტომ იქცევაო.
ისიც მალევე გაუყვა იმ გზას სადაც დემნა გაუჩინარდა.
შიგნით შესულმა ფეხზე წამომდგარი შეყვარებულები დაინახა. დემნას ლანასთვის წელზე მოეხვია ხელი და ირაკლის ემშვიდობებოდა.

ისევ მოხვდა მუცელში მუშტი. ისევ გააკეთა მისმა გულმა წამში ასი დარტყმა, ისევ შეეკვრა სუნთქვა და მის ფილტვებს გასაქანი მხოლოდ მაშინ მისცა როცა წყვილმა გვერძე ისე ჩაუარა თითქოს იმ ადგილას არავინ მდგარა.

***

იმავე ღამით დემნამ იმ ადამიანს დაურეკა რომლის ხმის გაგებაც სძულდა და ალბათ არც არასდროს დაურეკავდა ამის საჭიროება რომ არ ყოფილიყო.
როგოცკი მოკლე ზარი დასრულდა, თავის ოთახს მიაშურა.
მხოლოდ სიბნელეში, ოთახში მარტო დარჩენილმა, თავს უფლება მისცა გრძნობები გაეშიშვლებინდა და იმ ადამიანზე  ეფიქრა რომელიც სძულდა, ამ სიძულვილთან ერთად კი ათას დამაბნეველ გრძობას უჩენდა.
მაინც ფიქრობდა შოკოლადისფერ, ნუშისებრი ფორმის თვალებსა და ამავე ფერის ხუჭუჭა თმაზე.
ყველანაირ აზრს ისევ სიძულვილს უპირისპირებდა და ასე ახშობდა რეალურ გრძნობებს.
ალბათ მთელ ღამეს ამ ფიქრებში გაატარებდა დაღლილობას მისი რომ არ გაეტანა და თვალების დახუჭვა არ ეიძულებინა.

დემნასაგან განსხვავებით, მარიამმა მთელი ღამე თეთრად გაათენა, მხოლოდ გამთენიისას მოხუჭა თვალი, ისიც იმიტომ რომ გაანალიზა, ამდენი ფიქრით ტვინი გადამეწვებაო.
ყველაფერზე დაფიქრდა, ყველაფერი გაანალიზა, არ გამოტოვა არცერთი დეტალიდ დემნასა და მისი პირველი შეხვედრიდან მაგრამ მაინც ვერ გაარკვია რატომ მოუწოდებდა ეს კაცი აქედან წასვლისაკენ.

თავი 2.

2025წ/16 თებერვალი.

“ გიორგი ჯაფარიძე ჩამოვიდა სვანეთში”- მეხივით გავარდა მთელს ბეჩოში ახალი ამბავი.
ყველას დიდსა თუ პატარას თვალი ვიბლიანებსა და ჯაფარიძეზე ეჭირათ.
გიორგი დილაადრიან მიადგა დადვანების სახლს.
ეზოში ნანა დაუხვდა, ახალგაზრდები არსად ჩანდნენ.
ნანასაც კარგად ახსოვდა ეს კაცი, წლების წინ რომ ტელევიზორში ნახა და მისი განაჩენიც ბედნიერმა და  თვალცრემლიანმა მოისმინა.

წამშივე გაუხდა ქალს მტრული სახე და წელშიც კი გაიმართა, ისე ახედა მაღალ და მასიურ სხეულს. უკვე ხმის ამოღებას აპირებდა, მარიამი რომ გამოქანდა სახლიდან და მონატრებულ ძმას მოეხვია.
-ესე უცებ როგორ მომაგენიი…- არ მოშორებია ძმას ისე ამოილაპარაკა და ჩახუტება მტკივნეულიც კი გახადა.
-ჩანთები აიღე და წავიდეთ- მხოლოდ ოთხი სიტყვით შემოიფარგლა და დას მოშორდა.
ნანა პირველ რიგში საკუთარ თავზე გაბრაზდა ამ გოგოს გვარითა და წარმომავლობით რომ არ დაინტერესდა, ისე შეუშვა სახლში.

უთქმელად შებრუნდა ნანა ოთახში, უკან კი მარიამის ჩანთით დაბრუნდა. გოგოს ფეხებთან დაუგდო, უკან გაბრუნდა და კარიც საკმაოდ ხმაურიანად დაკეტა.

მარიამი გაოგნებული ჩანდა ქალის ხასიათის ასეთი ცვლილებით. გიორგიმ კითხვის დასმაც არ აცადა ისე დაავლო ჩანთას ხელი, მანქანისკენ დაიძრა და დაც გაიყოლა.
უხმოდ ჩაჯდა ორივე გიორგის მანქანაში.
-ჩემ მანქანას აქ ვერ დავტოვებ.- ხვდებოდა რომ ახლა კითხვების დასმა უადგილო იყო ძმის სახიდან გამომდინარე მაგრამ თავადაც არ იცოდა რამდენხანს იჯდებოდა ჩუმად და გიორგის იმ კითხვებით არ შეაწუხებდა ყოველ წამს რომ ემატებოდა ტვინში.
-ვინმეს გამოვუშვებ და ჩამოიყვანენ.- წამშივე აამუშავა მანქანის ძრავი. ჩქარობდა გიორგი აქაურობის დატოვებას. არა, საკუთარ თავზე არც ფიქრობდა, უბრალოდ მისი დის გარიდება უნდოდა ამ არეულობიდან.

მესტიამდე მარიამმა გმირულად გაძლო მდუმარედ, მაგრამ უკვე გაგიჟებას იყო და როცა კითხვის დასმა დააპირა სწორედ ამ დროს გადაუჭრა გზა შავი ფერის მანქანამ, რომელიც წამშივე იცნო და გუმანით მიხვდა რომ წინ იმაზე დიდი არეულობა ელოდა ვიდრე მის თავში იყო.
ყველაფერი ერთიანად აირია, დემნა მანქანიდან გადავიდა, გიორგიმაც შეიხსნა ღვედი და კარი გააღო. გოგომ არ იცოდა გარედან შემოსული სიცივისაგან გააკანაკალა თუ ნერვიულობისაგან. მიამაც სწორედ ეს წამი შეარჩია დასარეკად. მარიამმა სწრაფად მიაყარა რომ გიორგისთან ერთად იყო და დაურეკავდა. ზესტად ხუთ წამიანი ზარის დასრულების შემდეგ მანქანიდან გადახტა და პირისპირ მდგარი, მტრულად განწყობილი კაცებისკენ დაიძრა.
-მანქანაში დაჯექი!- პირველად გაიგო ძმის ასეთი ტონი და ბრძანებითი კილო. თვალებიც კი აუცრემლიანა ასეთმა უხეშმა ტონმა.
მხოლოდ წამიერად სტყორცნა მზერა სვანის მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებს და უკან მანქანაში დაბრუნდა.
საუკუნედ მოეჩვენა მარიამს ის რამდენიმე წუთი.
მანქანიდან ადევნებდა თვალს მის დადარდიანებულ მაგრამ მაინც  ამაყად მდგარ ძმას. დემნას დაჭიმულ ყბებს, მომუშტულ ხელებსა და ჩაშავებულ თვალებს.
წამიერად ორივემ მას გამოხედა, შემდეგ რამდენიმე სიტყვაც ითქვა და გიორგი ისევ მანქანაში დაბრუნდა.
მანამ დემნა მის მანქანას მიაშურებდა, ვერ მოითმინა და მაინც გამოხედა მარიამს. კაცის თვალებში მარიამმა თითქოს შეძლო უსიტყვო დამშვიდობების ამოკითხვა მაგრამ ისევ თავი დაიდანაშაულა არარსებული რაღაცეების დანახვაში.
დემნას მანქანას გვერდით ჩაუარეს და ქალაქის გზას დაადგნენ. მარიამმა მიას შეტყობინება გაუგზავნა და მოკლედ უთხრა რომ შემდეგ დაელაპარაკებოდა. ტელეფონი ფეხებზე მოათავს და ძმას გახედა უსიტყვო კითხვით.
-ცოტა მერე კარგი?! ახლა ვერ…- ისევ საქარე მინას გაუშტერა კაცმა თვალი.

2014წ/ 25 ივნისი.

ბორკილები დაადეს ხელებზე გიორგი ჯაფარიძეს.
ყველა საინფორმაციო არხი აშუქებდა მის სასამართლოს. მიესაჯა ათ წლიანი დაუმსახურებელი პატიმრობა გიორგის.
თვალი მოავლო სასამართლო დარბაზს. დალანდა მტრულად მომზირალი, ასევე დაუმსახურებელი მზერები.
მხოლოდ ორი ადამიანი ციმციმებდა იმ წამს დარბაზში მისთვის.

დედა, რომელმაც იცოდა, როგორი შვილი გაზარდა, რისი გამკეთებელი იყო და წამითაც არ ეპარებოდა მისი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი.

შენიშნა დედის კალთას ამოფარებული ათი წლის მარიამიც, აცრემლებული და დაბნეული მზერით რომ უყურებდა.
მხოლოდ ორი წუთი მისცეს მათთან დასამშვიდობებლად. მხოლოდ ასოცი წამი მისცეს მის ცხოვრებაში დარჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან დასამშვიდობებლად.
ხანგრძლივად მოეხვია დედას. ქალმაც მოხვია შვილს ხელები და აგრძნობინა რომ მისით მაინც ამაყი იყო, მაინც არ ეპარებოდა მის უდანაშაულობაში ეჭვი და ერთადერთ სიმართლეს მისთვის მისი შვილის უდანაშაულო თვალები წარმოადგენდა.
მოეხვია პატარა დასაც, ჩუმად რომ ატირდა. თავადაც ხვდებოდა რომ მის ძმას, მის კერპს კიდევ დიდახანს ვეღარ ნახავდა ახლოს. აღარ დაიცავდა მისი გიო, მისი სუპერგმირი ბოროტი სამყაროსაგან.

-არ შეიძლება არ წაგიყვანონ?- ცრემლიანი ხმით ამოიჩურჩულა ბავშვმა.
- დედას მიხედე კარგი?- კიდევ ერთხელ მოეხვია დას და კოცნა დაუტოვა შებლზე.- მალე დავბრუნდები.- პატარა მარიამისთვის ეს “მალე” ერთ დღეს უდრიდა. ყოველდღე ელოდა როდის შემოაღებდა მისი ძმა სახლის კარს და კვლავ მოეხვეოდა.
ძალიან დიდხან გაიწელა ლოდინი, მხოლოდ ათი წლის შემდეგ შეძლო თავისი ძმის კვლავ ხილვა, მისი სითბოსა და დამცველობის კვლავ შეგრძნება.
დატოვა სასამართლო დარბაზი გიორგი ჯაფარიძემ.

მანქანაში რომ სვავდნენ კიდევ ერთხელ გამოხედა მარტოდ მდგარ დედას და დას. იგრძნო დედის იმედიანი, ცრემლნარევი მზერა.  თავი ჩახარა, თითქოს მართლაც დამნაშავე ყოფილიყო.
მარტო დატოვა მომდევნო ათი წლით,   ორი ყველაზე საყვარელი  და მნიშვნელოვანი ადამიანი.

2025წ/16 თებერვალი.

თბილისში რომ შევიდნენ მხოლოდ მაშინ შეძლო მარიამმა თავისუფლად ჩასუნთქვა.
თითქოს ძმისგან წამოსულ აურას დაემძიმებინა ჰაერი და  ფილტვებში გადასვლა წამლავდა.

კორპუსის ძირას გააჩერა გიორგიმ მანქანა. უხმოდ გადმოვიდნენ და სახლშიც სიტყვის უთქმელად შევიდნენ.
ემძიმებოდა გიორგის იმ დიალოგის დაწყება რომელიც გარდაუალი იყო.
სავარძელზე რომ დაჯდა და მარიამიც წინ ჩამოუჯდა მიხვდა წინ რთული საუბარი ელოდათ.

-ათი წლის წინ…- მძიმედ ამოისუნთქა და ამბის პაუზებით მოყოლა დაიწყო.
ეძნელებოდა ამ ამბავზე საუბარი. სცხვენოდა იმის, რაშიც მისი ბრალი მხოლოდ დაგვიანება იყო.- ათი წლის წინ ციხეში რომ წავედი, ის გოგო… ის გოგო დემნას ბიძაშვილი იყო.- ფანჯარაში გახედვით გაექცა მისი დის ამღვრეულ თვალებს. - ხუთი წუთი გესმის?! ხუთი წუთი დავიგვიანე მხოლოდ!- კაცს ხმა შეეცვალა. მარიამს გააჟრჟოლა გიორგის ასეთი ხმის პირველად მოსმენისაგან. კარგა ხანს იჯდა მდუმარედ. ამბის თხრობის გაგრძელებას არ ჩქარობდა.
მარიამისთვის სრულიად მოულოდნელად მისი ძმა წამოდგა და შურდულივით გავარდა სახლიდან. ყველაფრის აღქმის შემდეგ მზერა დაუბინდა ცრემლებმა.
ისევ მარტო დატოვა, როცა გვერდით ძალიან სჭირდებოდა ვინმე , ვინმეს  საუბარი უნდოდა. ის ერთადერთი ადამიანიც, ათი წლის წინ რომ მასთან იყო, ახლა მისი შვილების კარგი მომავლისათვის სამუშაოდ წასულიყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ქარბორბალა ტრიალებდა მისი შვილების სულში.

მოენატრა ის დროს, ყველა რომ ერთად იყვნენ. ერთად რომ ვახშმობდნენ და მთელი დღის განმავლობაში გადახდენილ ამბებს უზიარებდნენ ერთამანეთს.

როგორცკი გაიფიქრებდა, მარტო აღარ ვარ და ყველაფერი კარგად იქნებაო, ცხოვრება ხელმეორედ ანარცხებდა მიწაზე და რეალობაში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.

ახლაც მარტო იყო. კედლებს იმ თბილი მოგონებების გაცრეცილი ფერი დაჰკრავდა. უფრო აუჩუყდა გული და მის შიგნიდან ამოსული ცხოველური ღრიალის დასამალად ბალიშში ჩარგო თავი.

მხოლოდ ხუთი წუთი დაუთმო მისი საშინელი ცხოვრებისათვის გლოვას.
შემდეგ წამოდგა, პირი დაიბანა და ჩანთების ამოლაგებას შეუდგა.
იკმარა ის მცირედი ახსნა, ძლივს რომ გაიმეტა მისმა ძმამ.
უკვე მიეჩვია ამ ცხოვრების ამაოებას და მიხვდა რომ ცრემლების ღვრას აზრი არ ჰქონდა და თუნდაც მისი ცრემლებისგან საკუთარი ოკეიანე შეექმნა, ამით ვერაფერს შეცვლიდა. ისევ თავად უნდა ებრძოლა თუ ბედნიერი ცხოვრება სურდა. ხანდახან იმაზეც ფიქრობდა ალბათ რამე შევცოდე და ღმერთი ამის გამო მსჯისო.

სახლის დალაგება დაიწყო, თითქოს  უნდოდა ოთახებში მაინც გაექრო  არეულობა. ვერაფერს უხერხებდა იმ აურზაურს სულში რომ გასჯდომოდაუკვე წლებია მოსვენებას არ აძლევდა.

თითქოს დამშვიდდა კიდეც მაგრამ აჩქალებულ პულსს ვერაფერი მოუხერხა. კარადა გამოაღო და დამამაშვიდებლები მუჭში მოიქცია.
მზერა ისევ აუმღვრია ვინ იცის მერამდენედ, საკუთარ თავთან დადებული პირობის დარღვევამ.
კიდევ ერთხელ დადო პირობა რომ წამლების დალევას შეეშვებოდა და მის პრობლემებს პირისპირ დაუხვდებოდა. დალია აბები, საძინებელს მიაშურა და მოქმედებას დაელოდა.

ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო და უკვე იმდენი რამ ჰქონდა გამოვლილი ყოველ დილით იმ ფიქრით იღვიძებდა ახალი რაღა უნდა მოხდესო. ბედისწერა მაინც არ წყვეტდა მის გაოცებას და ახალ-ახალ პრობლემებს უმატებდა.

ორი ღამე იყო გასულ რაც ნორმალურად არ სძინებია. ორი ღამე იყო მას შემდეგ გასული რაც სულში მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები შეუჩნდა და მოსვენება დააკარგვიანა.

არ იცოდა დაღლილობამ ქნა თავისი თუ დამამაშვიდებლებმა. ფაქტია ბალიშზე თავის დადების თანავე გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.

პირველი ღამე იყო დემნსათან შეხვედრის შემდეგ, როცა მაშინვე ჩაეძინა.

***
მუხლამდე თოვლში იდგა, მოძრაობა ისე უჭირდა თითქოს ფეხები მიჰყინვოდა მიწაზე.
მის პირდაპირ სვანეთის ხედი გადაშლილიყო. ის, გიორგისთან საუბრისას რომ თვალს უშტერებდა დემნას მზერისაგან თავის დასაღწევად.
ახლა დასახლება ვარსკვლავებივით კი არ ციმციმებდა, მთლიანად ცეცხლში გახვეულიყო.

წამში სრულიად გაურკვეველ ადგილას აღმოჩნდა.
ტყეში იყო. საშინლად ბნელოდა და მხოლოდ თოვლზე მოკიაფე მთვარე ანათებდა გარემოს. მარცხნივ ბუჩქი შეირხა და მარიამმა მალევე ცხოველის ღრენაც გაიგო. მიხვდა კარგი არაფერი ელოდა და ამ ნადირსაც მისი სისხლი სწყუროდა. დაინახა მოელვარე თვალები, იმ ცეცხლს გავდა წამის წინ რომ მთელ სვანეთს ეკიდა. ცხოველი უკანა თათებზე გადაიწია და უკვე მარიამზე თავდასხმას აპირებდა როცა…

გოგო პულსაჩქარებული წამოხტა საწოლში. მთლიან სხეულზე ოფლი ასხავდა და თმა ყალყზე დასდგომოდა. მაშინვე საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე მოთავსებულ ჭიქას დაავლო ხელი და ისე ჩაცალა თითქოს მთელი საჰარა ფეხით გაევლო.
სუნთქვის დამშვიდება ამაოდ სცადა. ფეხზე წამოდგა და იმის შესამოწმებლად გავიდა, დაბრუნდა თუ არა გუშინდელი დიალოგის შემდეგ გიორგი სახლში.
ოთახი სრულიად ცარიელი დაუხვდა.  ისე იყო იქაურობა მილაგებული ეჭვსაც კი შეიტანდით აქ თუ ადამიანები ცხოვრობდნენ.
მაშინვე უკან გაბრუნდა და ტელეფონს დაუწყო ძებნა. სავარძელზე მიგდებული, სრულიად გათიშული იპოვა. მაშინვე ჩანთას დაავლო ხელი და იქიდან დამტენი ამოიღო.
როდესაც მობილური საბოლოოდ ჩაირთო, პირველი რაც შემოუვიდა მისი ძმის გამოგზავნილი შეტყობინება იყო, რომელშიც ატყობინებდა რომ სამსახურში წასულიყო და არ ედარდა.
ინტერნეტთან წვვდომის დამყარების შემდეგ კი ტელეფონი ნამდვილად “აფეთქდა”.  უამრავი შეტყობინება და ზარი იყო დედისგან შემოსული. შეტყობინებების რაოდენობაში არც მია ჩამორჩებოდა. კიდევ იყო რამდენიმე მესიჯი “მეგობრებისაგან”. პირველ რიგში მაშინვე დედამისთან დარეკა. იცოდა რომ თუ მალე არ გასცემდა პასუხს სადაც არ უნდა ყოფილიყო მაინც მიაგნებდა დედამისი, მისი მცველი ბოლო ათი წლის განმავლობაში.

ერთი ზარის გასვლაც არ იყო დასრულებული,ქალმა მაშინვე უპასუხა.
-არა სად გაქვთ ტელეფონები რომ გირეკავთ მთელი დღეა?! ჩემი გაგიჟება და სიკვდილი გინდათ შენ და შენ ძმას?- მაშინვე დაესხა თავს შვილს. მარიამმა ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულობისა და დანაშაულის გრძნობისაგან. გაბრაზდა საკუთარ თავზე ასე უყურადღებოდ რომ მოიქცა და სრულიად დაავიწყდა დედისთვის თუნდაც ერთი წინადადების გაგზავნა.
- გიომ ჩამომიყვანა გუშინ სვანეთიდან და დამეძინა…- დაიწყო თავჩახრილმა ახსნა და ქალმა ტელეფონის მეორე მხარესაც კი იგრძნო შვილის დარდი და მწუხარება ამიტომ ცოტა მზერა მოულბა.- მერე ტელეფონი გამეთიშა. არც შემიმჩნევია ისე დამეძინა და…- ბოლოს მაინც ტირილი აუვარდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა სუსტი იმ ადამიანის თვალში მთელი ცხოვრება მის კალთაზე ტირილში რომ გაატარა. შვილი რომ ასეთი დაინახა ქალმა მაშინვე გულზე მოხვდა. ზარი გათიშა და უფროსის კაბინეტს მიაშურა სამსახურიდან განსათავისუფლებლად.

ზუსტად ოცი წუთის შემდეგ სახლში შევიდა და სავარძელზე მოკუნტულ თვალცრემლიან შვილს მოეხვია. იცოდა რომ ხშირად ჰქონდა მარიამს მსგავსი ამოხეთქვები იმ ამბების შემდეგ მაგრამ ბოლო დროს თოთქოს ისე მალ-მალე აღარ ემართებოდა შეტევები და ბენიერი იყო მისი შვილის მდგომარეობით.

ახლა კი მიხვდა რომ მისი გოგოს ასეთი მდგომარეობა უმიზეზოდ სულაც არ იყო გამოწვეული.

მარიამისთვის დედამისი ყოველთვის იყო ის ადამიანი რომელსაც გულს გადაუშლიდა და მისი პრობლემებით შეაწუხებდა. არ უყვარდა უცხო ხალხთან გახსნა და მისი ისტორიების გაზიარება. ერჩივნა იმ ერთადერთს მინდობოდა რომელზეც დანამდვილებით იცოდა რომ არასდროს დააღალატებდა და მის საიდუმლოებს ყოველთვის მასთან შეინახავდა.

რთულ პერიოდში დედა ყოველთვის ხდებოდა მისი დაქალი თამო რომელიც თავთან დაუჯდებოდა და მის ამბებს განუკითხავად მოისმენდა. მხოლოდ რჩევებს მისცემდა შვილს, დაამშვიდებდა და ჭკუას დაარიგებდა.

ახლაც ასე მოხდა. როგორც კი ქალმა სამსახურის ფორმა გამოიცვალა და საშინაო ტანსაცმელი ჩაიცვა, მაშინვე დაუჯდა ქალიშვილს თავთან და თმებზე მოფერება დაუწყო.
მარიამმაც არ დააყოვნა და მისი მთელი სამი დღის განმავლობაში მომხდარი ამბები მოუყვა.

დემნას გვარის ხსენება ქალს  გულზე ცუდად მოხვდა და ანერვიულება დაეტყო, მაგრამ მაინც დაიმშვიდა თავი.
იცოდა მისი გაზრდილი შვილები ცუდს რომ არაფერს ჩაიდენდნენ. ისიც იცოდა გიორგი რომ მართალი იყო და არანაირი ცოდვა არ ჰქონდა მის შვილს ჩადენილი.
აფორიაქებული სული დაიმშვიდა მიძინებულ ქალიშვილს თავზე აკოცა და თბილი პლედიც დააფარა. ცოტა ხანს უყურა განადგურებულ და ემოცირად გადაღლილ შვილს ნაღვლიანი მზერით. ღმერთს შეავედრა ორივე შვილის მომავალი და პირჯვარი გადაიწერა. უფლის იმედით გულდამშვიდებულმა სამზარეულოს მიაშურა, შვილებისათვის ვახშმის მოსამზადებლად.

***
იმ ამბების შემდეგ დიდი დრო გავიდა. მარიამი მაქსიმალურად ცდილობდა უნივეივერსიტეტის შემდეგ თავი სხვადასხვა საქმით დაეტვირთა. მხოლოდ ძილის წინ აძლევდა სვანზე ფიქრის უფლებას საკუთარ თავს. შემდეგ ახსენდებოდა მისი შეყვარებულის ამბავი. მათი მტრობა, მაგრამ მაინც, მტრობაზე მეტად დემნას სხვისადმი გრძნობები უღრნიდა სულს. უნივერსიტეტიდან დათხოვის შემდეგაც არ დაუსვენია და მუხლჩაუხრელად მუშაობდა მეგობართან ერთად.
მარიამს და მიას პატარაობიდან ოცნებათ ჰქონდათ, სადმე, მშვიდ ქუჩაზე პატარა, ვარდისფერი კაფე გაეხსნათ.
სასურველი ფართიც მალევე ნახეს. ოჯახისა და მეგობრების დახმარებით ყოველ დღე წინ მიიწევდნენ და მათი ოცნებაც თანდათან ხორცს ისხავდა.

ირაკლიც ხშირად სტუმრობდა გოგოებს მუშაობისას, თითქოს იცოდა როდის იყო გიორგი დასახმარებლად მისული და თავის არიდებას ცდილობდა. სვანეთის ამბებზე ერთი გადაკვრითი სიტყვაც კი არ გაუმეტებია. მარიამი ყოველ წამს ელოდა მისგან რაიმეს თქმას. იქნებ ასე მაინც გაეგო დემნას შესახებ რაიმე. გათენებული ღამეები და სოციალურ ქსელებში ძრომიალი არ აღმოჩნდა საკმარისი დემნას პიროვნების საპოვნელად და მისი ამბების გასაგებად.
მარიამის ბოლო იმედს ირაკლი წარმოადგენდა, რომელიც მისთვის საინტერესო ამბებზე თევზივით დუმდა.

ამასობაში 6 მაისიც დადგა. მარიამს 21 წელი შეუსრულდა. რომ არა მიას ენთუზიაზმი, მთელს დღეს კაფის დეკორაციებით გაფორმებაში გაატარებდა.  საღამოს მეგობარმა ძლივს მოსწყვიტა მათ კაფეს და პატარა ბარს მიაშურეს.
ადგილზე მისულს დედა და მისი მამიდაშვილი ლიკა დახვდათ. მთელი მისი ბავშვობა იყო ლიკა. ერთადერთი ადამიანი იყო მამის მხრიდან რომელთანაც კონტაქტს ინარჩუნებდა და ალბათ არც არასდროს გაწყვეტდა. 

ბედნიერი საღამო გამოდგა მარიამისთვის ის დღე დაღლილობის მიუხედავად მაინც რომ იცინოდა და მზესავით კაშკაშებდა. ბევრი ისაუბრეს გოგოებმა. თამო ნაღვლიანი თვალებით შეჰყურებდა შვილს და იაზრებდა, რამხელა გაზრდილიყო მისი გოგო სულიერადაც და ფიზიკურადაც.
ყველამ გაიხსენა მარიამის ბავშვობიდან პატარ- პატარა მონაკვეთები,  მისი ანცი ბავშვობა და სახალისო ისტორიები.
თორმეტს წუთები აკლდა, სასიამოვნოდ გაბრუებულებმა რომ მიაშურეს სახლებს.

2025წ/ 17 ივნისი.

ბუღი ასდიოდა მთელ თბილისს დილიდან. თაკარა მზე გამოსულიყო და ყველაფერს დაწვით ემუქრებოდა.
დილაადრიან გაიღვიძა ხუჭუჭა თმიანმა. თხელი სარაფანი მოირგო და ფეხით დაუყვა ძველი თბილისის ქვაფენილს.
ორი ქუჩის შემდეგ მიადგა მათ ვარდისფერ კაფეს. კარის გაღების თანავე მუშაობას შეუდგა. დეკორაციები ჩამოუვიდათ ჭერისთვის. ნახევარი დღე ყვავილების ჭერზე დამაგრებაში გალია და მაინც, მეოთხედიც კი არ შეუვსია. ალბათ იქ დააღამებდა მიას რომ არ “შეეგლიჯა” კარი და გულაჩქარებული ბარში არსებულ ონკანს არ მივარდნოდა. მაშინვე ჩამოასხა წყალი და ორი ჭიქა თვალის დახამხამებაში გამოცალა.
სიცხისაგან აწითლებულმა და სირბილისაგან დაღლილმა მხოლოდ სულის მოთქმის შემდეგ შენიშნა ჭერის დეკორაცია. მაღლიდან გამჭირვალე ძაფებით უამრავი ფერისა თუ სახეობის ყვავილი ეშვებოდა და დანახვისას გაფიქრებინებდათ თითქოს ჯადოსნურ სამყაროში ამოყავით თავი.
მია თვალცრემლიანი უყურებდა ჯერ ყვავილებს შემდეგ კი ყურებამდე გაღიმებულ მეგობარს.
-მგონი არის ისეთი როგორიც გინდოდა. არა?- იკითხა გოგოს რეაქციით ბედნიერმა მარიამმა.
- უკეთესიც კია.- მაშინვე უპასუხა მიამ. მეგობარს გვერდულად მოეხვია და მათ შემოქმედებას ბედნიერმა მოავლო თვალი.
-ხალხი გადაირევა ამ სილამაზეს რომ ნახავს.
-ჩვენი მიზანიც ეს არაა?- სიცილით იკითხა მარიმ.
- სექტემბერში აქ ნამდვილი აურზაური დატრიალდება.- ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა შავ თმიანმა.
- მთავარია ჩვენი ოცნება ავიხდინოთ. არეულობა ყოველთვის დროებითი და დალაგებადია.- უპასუხა გაბრწყინებულმა ხუჭუჭამ. 

-შენ რა დილიდან აქ ხარ?- გაიკვირვა მიამ.
-კიი?- არა, ამ გოგომ ვერ მოიშალა პასუხების კითხვებად გადაქცევა.
- ხოდა ახლა წაბრძანდები სახლში, დაისვენებ, გაიპრანჭები და საღამოს გამოგივლით, რესტორანში მივდივართ.
- აბა არ ვღნიშნავო?
- ირაკლის “არ ვღნიშნავ” არ იცი რას ნიშნავს? შეიკრიბება მთელი მაგის სამეგობრო და გაიშლება ქორწილის სუფრა. მიდი რა გთხოოვ არ დაიზარო. ნორმალურად არავის არ ვიცნობ და ვისთან გავერთო  მთელი საღამო?- ლეკვის თვალებით ახედა მარიამს.
- კარგი ხო, მოვალ აბა რას ვიზავ.  თან ვაჟბატონს ერთი წელი მოემატა და იქნებ აღარ ვისმინო მაგის გველური კომენტარები.- გაიცინა მარიამმა.

კაფე მალევე დაკეტეს და მათ სახლებს მიაშურეს მოსამზადებლად.

შვიდს წუთები აკლდა თეთრ, სადა, უმკლავო ტოპსა და ამავე ფერის ქვედაბოლოში გამოწყობილმა რომ ჩაიარა სადარბაზოს კიბეები. საჩუქრის სიმძიმეს, მაღალქუსლიანი ოქროსფერი ფეხსაცმელიც ემატებოდა და გოგო გულში ლოცულობდა მშვიდობით ჩაეღწია პირველ სართულამდე.

გარეთ გასულმა მაშინვე იცნო ირაკლის სადარბაზოსთან მდგარი შავი “CLS”.
უკანა კარი  გამოაღო. ჯერ საჩუქარი მოათავსა შემდეგ კი თავად მიუჯდა მიას უკან. 

ულამაზესი იყო მია შავ უკან გადაწეულ თმასა და წითელ, გრძელ კაბაში.
სილამაზით არც ირაკლი ჩამორჩებოდა, თუმცა მასზე სიმაპტიური უფრო ითქმოდა.
-გილოცავ იკაა, ჭკუა მოგმატებოდეს.- თავისებურად მიულოცა მარიამმა და შეძლებისდაგვარად მოეხვია კიდეც. შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა და კომპლიმენტებით აავსო.
ირაკლიმ და მიამაც ერთხმად აღნიშნეს რომ თეთრი ფერი ძალიან უხდებოდა და ირაკლის თქმით “ხუჭუჭა კუკლას” გავდა.
გოგომ ძლივს აიღო საკმაოდ დიდი ზომის ყუთი და წყვილს შორის მოათავსა შემდეგ კი მათი რეაქციის მოლოდინში თვალებ აციმციმებული მიაჩერდა. დარწმუნებული იყო რომ ირაკლის ძალიან მოეწონებოდა მისი საჩუქარი. ყუთის გახსნის შემდეგ წყვილმა ჯერ ერთმანეთს ახედა შემდეგ კი უკან მჯდომ ხუჭუჭას გადმოხედეს გაბადრული სახეებით.
ყუთში საკმაოდ დიდი ზომის ტელესკოპი იყო მოთავსებული, გვერდით კი მიას და ირაკლის ჩუმად გადაღებული სურათების ალბომი ჩაედო მარიამს. ასტრონომია და ვარსკვლავები ერთ-ერთი იყო იმ ბევრი საერთო ინტერესიდან რაც იკას და მიას გააჩნდათ. მარისაც დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია და ფაქტიურად ცოლ-ქმარს ერთად გაუკეთა საჩუქარი. მთელი გზა აღფრთოვანებულები იყვნენ საჩუქრით.
საუბარში დრო მალე გავიდა და რესტორანსაც მიადგნენ.

მიას და ირაკლის გვერდით მოთავსდა მარიამი. ისედაც მეტს არავის იცნობდა და დისკომფორტის შეგრძნება წუთითაც არ ტოვებდა.
ყველა ადგილი შეივსო, მხოლოდ მის მოპირდაპირედ დარჩა ორი თავისუფალი ადგილი. დალევა და გართობა უკვე დაწყებული ჰქონდათ, უკვე კარგადაც შეზარხოშებულიყვნენ, კარი რომ გაიღო და წყვილი გამოჩნდა.

მარიამს წამსვე აემღვრა მზერა და ალკოჰოლმაც კი ვერ შეძლო მისი გაყინული სხეულის გათბობა. წამში გამოარჩია ათას სურნელში არეული  დემნას  ნაძვისა და კიდევ რაღაცის სუნი, მხოლოდ სვანეთში რომ იდგა ისეთი.  კაცი დინჯად მოაბიჯებდა ლანასთან ერთად და მარიამს მოეჩვენა თითქოს ზუსტად მასზე გაუშტერდა თვალი.

წყვილი მის მოპირდაპირედ მოთავსდა.  ამდენ უცხო ხალხში მყოფი მარიამი უარესად დაძაბა მის პირდაპირ მოთავსებულმა კაცმა თვალებით რომ სწვავდა გოგოს.  მხოლოდ ირაკლის სადღეგრძელო დალია და მეტად ალკოჰოლს აღარც გაჰკარებია. სამაგიეროდ დანარჩენები არ ერიდებოდნენ ამ გამაბრუებელ და მაცდუნებელი სითხის მიღებას.

დემნა არცერთ სადღეგრძელოს არ აკლდებოდა.  ყოველთვის დინჯად მყოფს ვერც ალკოჰოლი ურევდა თავგზას. მომენტებში ლანას თუ ეტყოდა რაიმეს და გოგოც წამშივე აკისკისდებოდა.

არ იცოდა მარიამმა რა სჭირდა მხოლოდ გულის ტკივილსა და იმედგაცრუებას გრძნობდა სრულიად გაურკვეველი მიზეზით.
თუმცა ვის ატყუებდა? თავადაც და მის მოპირდაპირედ მჯდომმაც ძალიან კარგად იცოდნენ მათი გრძნობები მაგრამ საკუთარ თავთან აღიარება და ნაბიჯის გადადგმა არცერთს სურდა. მხოლოდ ორი დღით ნახა მარიამმა სვანეთში და მესამედ ახლა ხვდებოდა, რატომ გრძნობდა თავს ასე მასზე ფიქრისას?  იმ ერთ ჭიქა საფერავს აბრალებდა მის აშლილ გრძნობებს და მის წინ არხეინად მჯდომი წყვილის ყურებაც აუტანელი ხდებოდა მისთვის.

ცეკვა რომ შესთავაზეს, ნორმალურად არც შეუხედავს ისე დასთანხმდა და საცეკვაო მოედნისაკენ გაჰყვა. ახლა მხოლოდ დემნასგან მოშორება და მისგან შორს, თავისუფლად სუნთქვა სურდა.

მისგან მოშორებითაც ვერ შეძლო ნორმალურად ჟანგბადის მიწოდება ფილტვებისათვის. წამიერადაც კი არ მოშორებია დემნას მწველი მზერა, ასე ერთი შეხედვით რომ აშიშვლებდა ყველა გრძნობას. მხოლოდ ცეკვისას გაცნობილი ირაკლის ერთ-ერთი მეგობრის ლაშას ხუმრობები ახალისებდა და წამიერად მაინც ავიწყებდა სუფრასთან მოთავსებულ კაცს, კორიდაზე გასავარდნი ხარივით რომ იყურებოდა. არა რა უნდოდა?  რას დაწვა გოგო თავისი თვალებით, ნუთუ ამდენად ეზიზღებოდა?

კიდევ რამდენიმე ცეკვა ეცეკვა ლაშას. კარგათაც გაიცნო და მეგობრობის აღთქმაც დადეს. რამდენიმე ჭიქა საფერავიც მიამატა იმ ერთადერთ ჭიქას, ისედაც რომ საკმარისად აურია თავგზა. ზედმეტი ჩახუთულობისაგან განსათავისუფლებლად, რესტორნის ტერასას მიაშურა სუფთა ჰაერით რომ აევსო ფილტვები.

სიმთვრალეს დააბრალა უკან გაყოლილი, სწრაფი ნაბიჯების ხმის ვერ შემჩნევა, თითქმის მთელი მომავლის  დანგრევა რომ შეეძლო.

***
ყველაფერი წამში აირია. გაბრუებული ვერც მიხვდა როდის მიიმწყვდია საზარელმა ცხოველმა კუთხეში. ხელების ფათური რომ დაუწყო მარიამმა მაშინვე ჩიტივით გაიფრთხიალა და წინააღმდეგობის გაწევისას ძლიერად მიარტყა თავი კედელს. ფილმის კადრს ემსგავსებოდა მისი ცხოვრება, უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა გაშმაგებული სხეული რომ ვიღაცამ მოაშორა. გოგო საწყლად ჩაცურდა კედელთან და იქვე მოიბუზა. მხოლოდ დარტყმის და გინების ხმები ესმოდა. დაბინდული მზერის მიღმა ვეღარაფერს არჩევდა.

ვერ დაინახა როგორ მოაშორეს დემნას გაგიჟებული სხეული იმ არარაობისას, წამის წინ რომ გულისამრევად ეხვეოდა. წამიერად ყველაფერი გაჩუმდა.
დემნას ხელის შეხებაზე შეკრთა და უარესად მოიბუზა. ყოველთვის ამაყად და თავაწეული მოსიარულე მარიამ ჯაფარიძე წამში დაემგვანა პატარა, უსუსურ ბავშვს.

ნაზად მოხვიად დემნამ ქალის ათრთოლებულ და აფორიაქებულ მხრებს ხელი, გარეთ გაიყვანა, მის მანქანაში მოათავსა. საგულდაგულოდ დათვარიელებისა და კეფაზე არსებული კოპის შემოწმების შემდეგ თავადვე შეუკრა ღვედი. ვერც გაიგო მარიამმა ისე აღმოჩნდა სვანის მანქანაში, თავად მანქანის მფლობელი კი გაუჩინარდა. წუთი არ იყო გასული უკან რომ  პატარა ხელჩანთით დაბრუნდა. საჭესთან მოთავსებულმა ჩანთა ფეხებზე დაადო და გოგოს აქვითინებულ სხეულს მოავლო თვალი.

მარიამმა მწარედ გინება რომ გაიგო მხოლოდ მაშინ ამოსწია თავი. იმ წამს დემნამ გოგოს თვალებში შიშთან ერთად გაკვირვებაც შენიშნა მისი ბილწსიტყვაობის გამო. ასეთ სიტვაციაში რომ არ ყოფილიყვნენ მის სახეზე აუცილებლად გაეღიმებოდა კაცს.  თმააბურდული წითელი ცხვირითა და ტირილისაგან დასიებული თვალებით მომლოდინე მზერით უყურებდა, ელოდა როდის ეტყოდა კაცი რამეს ამდენი ხნის შემდეგ. მათი ბოლო საუბრისას ხომ წასვლა სთხოვა, ახლა ისევ თავად რატომ ზრუნავდა მის მტერზე?!
-მისამართი მითხარი, სად მიგიყვანო.- წამში გააჟრჟოლა მარიამს მის ხმაზე. პირველად განიცდიდა ასეთ ემოციებს ვინმესთან ყოფნისას და იმდენად უცხო იყო მისთვის ეს ყველაფერი უფრო და უფრო იბნეოდა.
- არ მინდა ირაკლის ვეტყვი და წამიყვანს.- წამში დაიმშვიდა ნანერვიულები ხმა და კარის გაღება დააპირა, წკაპუნის ხმა რომ გაიგო, აშკარად არ გაუშვებდა სვანი ასე მარტივად.
-გამიღე კარი და წავალ!- სიმკაცრე შეერია ხუჭუჭას ხმას.
- მითხარი მისამართი. მთვრალია ირაკლი და ვერ წაგიყვანს.
- არც შენ ხარ ფხიზელი!- მიახალა გოგომ. იცოდა, არ იყო ისეთ სიტუაციაში ახლა სიამაყისთვისაც რომ დაეთმო დრო. მაგრამ რა ექნა? ასეთი იყო. ყოველთვის ჯიუტი და პირდაპირი. ალბათ ეს იყო მისი ის თვისება წამში რომ ადამიანს ნდობას აღუძრავდა მის მიმართ. ყოველთვის იმას ამბობდა და აკეთებდა რასაც ფიქრობდა.

- მთვრალი ნამდვილად არ ვარ და მოვახერხებ როგორმე მშვიდობით ჩავაბარო შენს ძმას შენი თავი.- ირონიულად ჩაილაპარაკა. მარიამს მაშინვე გაახსენდა ვინ იჯდა მის გვერდით. მისი ძმის ხსენებისას სისხლმა ტვინში აასხა და მთლიან სახეზე წამოწითლდა.
- გამიღე მეთქი კარი, ჩემით წავალ!- მაინც არ დანებდა გოგო.- გიჟდებოდა დემნას უგულო დამოკიდებულებაზე. სულ აღარ ახსოვდა წამის წინ მომხდარი და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ეს ბრძოლა მოეგო რომელიც კაცმა არ იცის როდის და რომელმა დაიწყო.

სულ გადავიდა ჭკუიდან დემნამ რომ სიტყვის უთქმელად დაძრა მანქანა და მთავარ გზაზე გავიდა. როგორ არ იტრიალა, ღვედიც კი შეიხსნა და მთელი სხეულით მიბრუნდა კაცისკენ. სალანძღავი სიტყვები რომ გამოელია ახლა წყევლაზე გადავიდა და ერთ მომენტში მოხუცი ქალივით რომ მიაწყევლა დემნამ იკადრა და აღშფოთებული მზერით დაასაჩუქრა. ნუ ხვანცალებო ერთი უთხრა და მარიამიც რომ მიხვდა აზრი აღარ ჰქონდა, წამში მიჩუმდა. სავარძელს მიეყრდნო და გაბრაზების გამოსახატად ხელების მკერდზე გადაჯვარედინებაც არ დავიწყნია.

ნახევარი საათის შემდეგ პირდაღებული უყურებდა მის სადარბაზოს. ჯერ კორპუსს ახედა და შემდეგ დემნას ესროლა გაოცებული და გაბრაზებული სახე ერთდროულად. კაცმა თვალები აატრიალა და რომ მიხვდა მარიამი შოკური მდგომარეობის გამო კარგა ხანს არ გადავიდოდა თავად გადმობრძანდა და კარიც კი გაუღო ქალბატონს. მარიამი უხმოდ გადავიდა მანქანიდან. წელში რომ გასწორდა მხოლოდ მაშინ გაუსწორა თვალი დემნას მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებს. კაცის თვალებში არანაირი გრძნობა არ იკითხებოდა. თავად კი ისედაც არეული იმდენ გრძნობას ასხივებდა, თითქოს სრულიად შიშვლდებოდა მის წინ.

კაცმა პირველმა გაწყვიტა მზერით კონტაქტი და მანქანაში მოთავსდა.
მარიამი გონს მხოლოდ საბურავების ხმამ მოიყვანა. ისევ იმ ადგილს აშტერდებოდა სადაც წამის წინ დემნა იდგა.
თავი გააქნია უაზრო ფიქრების გასაფანტად ამდენი ემოციისაგან დაღლილმა. სადარბაზოს რომ აუყვა მხოლოდ მაშინ გაიაზრა რამდენად უტაქტოდ მოიქცა და საკუთარ თავზე გაბრაზდა ერთი მადლობაც რომ არ გაიმეტა დემნას მისამართით, უკვე მეორედ გადარჩენისთვის.

უსიამოვნოდ გააჟრჟოლა რესტორანში მომხდარის გახსენებისას.  სახლში შესულმა თავი საძინებელს შეაფარა დედა და ძმა რომ არ გაენერვიულებინა და ბალიშზე თავის დადებისთანავე ამდენი ემოციებისგან გადაღლილს წამში ჩაეძინა.

***
მთელი საღამო თვალი ვერ მოსწყვიტა ამ ლამაზ და საყვარელი არსებას. თოჯინას გავდა თეთრ სამოსსა და ხუჭუჭა თმაში.
მისი არჩეული ქალი უმშვენებდა გვერდს მაგრამ იმ წამს საერთოდ ვერ ფიქრობდა გვერდით მჯდომზე და მხოლოდ წინ მოთავსებულ არსებაზე გაურბოდა ალკოჰოლისაგან ამღვრეული თვალებიც და ფიქრებიც.
არაკაცობად მიაჩნდა ერთ ქალთან ყოფნა და მეორესთვის ყურება, მაგრამ რა ექნა? საკუთარ თავს ვერ ერეოდა და სხვანაირად არ შეეძლო.

ძარღვები ებერებოდა და სისხლი აწვებოდა სხვასთან მომღიმარს და მოცეკვავეს რომ ხედავდა თუნდაც ეს სხვა მისი მეგობარი ყოფილიყო.
სუფრასთან დაბრუნებულსაც არ აშორებდა თვალს და ხვდებოდა გოგოც რომ განზრახ არიდებდა მზერას.

ფეხზე რომ წამოდგა და გასასვლელისაკენ წავიდა, მაშინვე შენიშნა მისთვის ადევნებული უცხო სხეული და თავადაც წამში მიჰყვა უკან რაღაც უსიამოვნოს მოლოდინით.

ვერაფერს ვერ იაზრებდა იმ წამს. თვალებზე ბინდ გადაკრულს, ადამიანის მოკვლაც კი შეეძლო დაუცველი ქალის შეხებისათვის. ნარკომნებზე უარესებად სწორედ მის ნაირ არარაობა, მოძლადე არსებებს თვლიდა და რომ არა წლების მანძილზე ნაწრთობი თვითკონტროლის უნარი, ალბათ მისნაირები უკვე ბევრი ეყოლებოდა იმქვეყნად გაგზავნილი.

ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ის კონტროლიც დაკარგა და მხოლოდ სრულიად უცხო ხალხის  იძულებით მოშორებამ გადაარჩინა მკვლელად გახდომისაგან. უგულოდ შეუშვა გონებადაკარგულ, დასისხლიანებულ ხორცის ნაჭერს ხელი და იმ ადამიანს მიუბრუნდა, იმ წუთას მკვლელად გახდომაზეც რომ არ იტყოდა უარს მის გამო.
რომ შეეხო და ისედაც დაპატარავებული სხეული შეკრთომის შემდეგ უარესად რომ მოიბუზა, ლამის  უკან მიბრუნდა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.  გონება ებინდებოდა მისი მომტირალი და მოცახცახე სხეულის დანახვისას.

სრულიად არ უმუშავებდა ტვინი ქალის სიახლოვისაგან გონებადაკარგულს, მის მანქანაში რომ მოათავსა და მარიამის წინააღმდეგობისა და მცდელობების მიხედავად, უკვე დიდი ხნის გარკვეულ მისამართზე წაიყვანა. მარიამთან ყოფნამ თითქოს ისევ უდარდელი პატარა ბიჭი გახადა და ქალის გაბრძოლებებს სრულიად უგულვებელყოფდა, მეტიც, გულში ეღიმებოდა კიდეც მის ენთუზიაზმზე მაგრამ სახეზე არაფერს იმჩნევდა.
მხოლოდ მაშინ ვერ გააკონტროლა სახე მარიმ ეთი კარგად რომ მიაწყევლა.
იცოდა რაც ხდებოდა ამ პატარა გოგოს არეულ ტვინში, თავად რომ იყო ყველა ერულობის მიზეზი და ისედაც გაგიჟებულს, საფიქრალს საფიქრალზე უმატებდა.

მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა საღ აზრს, მარიამი რომ სადარბაზოსთან დატოვა და მათ შორის მანძილი საგრძნობლად გაიზარდა.
მხოლოდ შემდეგ გაახსენდა ლანა, რომელთანაც საერთოდ არ ჩათვალა თავი ვალდებულად წამოსვლის შეახებ გაეფრთხილებინა.
რესტორანში რომ მივიდა და სრულიად მხიარული გოგო ვიღაც ბიჭთან მომღიმარი დალანდა, მიხვდა ლანას საერთოდ არ შეემჩნია კაცის გაუჩინარება. გაიაზრა, აქ უნდა დაესრულებინა.  არ უნდოდა ცხოვრებში ისეთი ქალი რომელიც არ შეიყვარებდა, არ იქნებოდა მისი ერთგული.
თითქოს იმ წამს გაიაზრა იმ გრძნობის უბრალოება,  “სიყვარულს” რომ უწოდებდა ამდენი ხნის განმავლობაში.

ლანა რომ სახლამდე მიიყვანა მანქანიდან გადაყვა და ზედმეტი ყოყმანის გარეშე ამცნო დაშორების შესახებ.  ყველაფერი წყნარად აუხსნა მაგრამ ქალმა რომ არ გაიგო და წივილი განაგრძო მხოლოდ დაემშვიდობა და მანქანაში მოთავსდა. იცოდა რომ ერთმანეთი არ უყვარდათ, და თუნდაც მხოლოდ ლანას ყვარებოდა, ვერ გაუკეთებდა ქალს ასეთ რამეს და მასთან მყოფი სხვა ქალზე ვერ იფიქრებდა.
პირველ რიგში საკუთარ თავთან შერცხვებოდა და სხვას ვერ მოსთხოვდა იმას, რასაც თავადაც არ აკეთებდა სწორად.

გაბრუებული, საწოლზე რომ მიწვა, კიდევ ერთხელ გადავიდა იმ გვერძე, ბოლო თვეების მანძილზე მისი მობილურის ეკრანი რომ არ დაუტოვებია.
კიდევ ერთხელ დააკვირდა მარიამის ფოტოებს, სილამაზეს და სიწმინდეს ერთდროულად რომ ასხივებდა.
მაინც გაიხსენა მათ შორის აღმართული ბარიერების მიზეზები. მაინც ყველანაირად უარყო მათი გრძნობები.
მობილური ლოგინზე დააგდო. სახეზე ხელები ჩამოისვა და ერთი ღრმად ამოიზმუვლა. შემდეგ კი ამდენი ფიქრისაგან ატკივებული თავის წამლად, ისევ ძილი მოევლინა.

2025წ/19 აგვისტო.

ჯერ მზეც არ იყო ამოწვერილი თვალები რომ გაახილა.
ზაფხულის სიცხის მიუხედავად მაინც უსიამოვნოდ გააკანკალა. დიდი ხანია ამ გრძნობას აღარ გაუღვიძებია, რატომღაც ახლა ისევ მარტოდ იგრძნო თავი.
სიბნელის გამო ხელით სცადა ქმრის მოძებნა და ცივი  საწოლი რომ მოხვდა ხელზე ირაკლის თბილი სხეულის ნაცვლად, ელდანაცემი წამოხტა. მაშინვე მთელი საძინებელი გაანათა და ქმრის მომცინარ სახეს რომ გადააწყდა, წამშივე გაუქრა სულში არსებული არეულობა. ირაკლიმ ბოდიშის მომხდელი მზერით გამოხედა და ჩანთაში რაღაცის ჩატენვა მთელი ძალისხმევით განაგრძო.
-რატომ გაიღვიძა ჩემმა მიუსიმ? ვინ დაგიფრთხოთ ანგელოზები ქალბატონო დადვანო?- ცოლს მიუახლოვდა და ხელში აყვანილი წაიყვანა აბაზანისკენ. სარკის წინ დასვა და ყელში კოცნებით აავსო.
-მოწესრიგდი და გავიდეთ უკვე, გავუაროთ იმ ქალბატონსაც.- ბოლო კოცნაც დაუტოვა და ისევ საძინებელს მიაშურა ჩანთების ჩასალაგებლად.
-რა? ვის გავუაროთ? ან სად წავიდეთ?-  თვალები გაუფართოვდა მიას. სარკეზე არსებულ პატარა საათს დახედა, დილის ხუთ საათს უჩვენებდა.
- გავუაროთ თქვენს ტყუპისცალს. წავიდეთ “ბახმაროს თასზე” ბახმაროში.- გაუღიმა ირაკლიმ და ახლა მიას ჩანთებში მოათავსა სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული სამოსი.
- დოღზე მივდივართ?- წამშივე გაუბრწყინდა თვალები ქალს.
ასეთი კაცი იყო ირაკლი დადვანი.
უთქმელად იცოდა მისი ცოლის პატარა, გულში დამალული სურვილებიც კი და როგორც კი დრო უჩნდებოდა, მაშინვე საყვარელი ქალის გაბედნიერების გზებს ეძებდა.
ქმრისკენ გაიქცა მია და კისერზე მოეხვია.
-შენ ხარ ჩემი ცხოვრების სასწაული.-ლოყაზე აკოცა და გაგუდვამდე მოეხვია კაცს.
-ჩვენ კი წავალთ მაგრამ მარიამს რომ ლიკა ყავს აქ? უარს მეტყვის. ხომ არ დატოვებს გოგოს?-ირაკლის ახედა ჩაფიქრებული მზერით.
-წამოვიდეს მერე ლიკაც. ეგ მარუსას მამიდაშვილი არაა?- თავზე აკოცა გოგოს და სააბაზანოში დააბრუნა. იცოდა მისი ამბავი და ბახმაროში ღამით ჩასვლა ნამდვილად არ სურდა.
-კარგი დავურეკავ მაშინ და ვეტყვი რომ მოემზადონ. მარიამი ისედაც ადრე იღვიძებს  და შეიძლება უკვე ღვიძავს კიდეც.- წამში მოიმარჯა ტელეფონი მაგრამ სანამ ზარს განახორციელებდა ხმამაღლა წამოიკივლა.- ირაკლიიიი…
- რა იყო გოგო რა გულს მიხეთქავ!- მაშინვე მივარდა ცოლს.
- ჩემოდანიც კი არ ჩამილაგებია, ასე უცებ სად წამოვიდეე?
-ჩაგილაგე უკვე ყველაფერი ნუ დარდობ. დაურეკე შენ გოგოებს არ დამაღამოთ თბილისში.- შუბლზე აკოცა გოგოს და ისევ ოთახიდან-ოთახში ბორიალს მოჰყვა.
-ვგიჟდები შენზეე…- საკუთარი არჩევნით კმაყოფილმა და უბედნიერესმა გოგომ, ახლა უკვე გულდამშვიდებულმა დაურეკა მეგობარს და  მარიამიც წამში გააბედნიერდა.

***
მართლაც ეღვიძა მარიამს მიას ზარი რომ შეუვიდა მობილურზე. ბედნიერი დათანხმდა მეგობრის შემოთავაზებას და ლიკას გაღვიძების ოპერაციასაც შეუდგა.
ქალბატონი არ ჩქარობდა გამოფხიზლებას მაგრამ რომ გაიგო სადაც მიდოდნენ წამში შეიკეტა სააბაზანოში.
ბოლო დროს სულ არეული დადიოდა მარიამი.
გამუდმებით ფიქრობდა დემნასთან ბოლო შეხვედრაზე და ყველა მომენტს ფილმის გაფუჭებული კასეტასავით ატრიალებდა. უხაროდა კიდეც მსგავსი გასვლები რომ ავიწყებდა ცოტა ხნით მაინც კაცის არსებობას მაგრამ ბოლომდე   ვერც გულიდან და ვერც სულიდან ვერ ირეცხავდა მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებს.

პირველ რიგში თავის ფოტოაპარატს დაავლო ხელი, ყველა მოგზაურობის განუყრელ თანამგზავრად რომ ექცია, შემდეგ კი სპორტულ ჩანთაში ჩაილაგა რამდენიმე ხელი სამოსი და ლიკას ქარბორბალასავით ბრუნვას გამხიარულებულმა დაუწყო ყურება.
მალევე დაურეკა მიამაც მოვედითო.
დედას შეაკითხა ოთახში და ფრთხილად შეაღვიძა გასაფრთხილებლად.
ატყობდა ქალი შვილს ბოლო დღეების მანძილზე ხასიათის ცვლილებას და ბედნიერი იყო გასართობი რომ გამოუჩნდა. გოგოები რომ გააცილა, ახლა აივნიდან გადახედა ბავშვებს. პირჯვარი გადასახა ოთხივეს და მხოლოდ შემდეგ დაბრუნდა საძინებელში დამშვიდებული.

***
ირაკლი მთელი გზა არ იშურებდს გესლიან კომენტარებს მარიამის მისამართით. ამ ორს შორის მაშინვე დაიწყო მეტოქეობა, როგორც კი მიას ცხოვრებაში ირაკლი გამოჩნდა და ახლა თითქოს მის სიყვარულში ეცილებოდნენ ერთმანეთს. გულის სიღრმეში ირაკლისაც უყვარდა მარიამი, როგორც მისი მეუღლის კარგი მეგობარი და მისი პატარა და. მარიამის მადლობელი იყო მის ცოლს რომ ყველა მომეტში გვერდში უდგა, როცა თავად არც იყო მის ცხოვრებაში.
მარის კი ზუსტად მიასთვის შესაფერისად მიაჩნდა დადვანი, კარგ მეგობრადაც თვლიდა დ მისი იმედიც ყოველთვის ჰქონდა.
არცერთი არ აპირებდა დაზავებას და ამ ორის კინკლაობა მთელი გზა ართობდა მიას და ლიკას. რამდენჯერმე შეჩერდნენ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ავზის შესავსებად. ორჯერ გააჩერებინა მანქანა მარიამმა ლამაზ მდელოებთან და ფოტოაპარატ მომარჯვებულმა წყვილი მინდვრებში არბენინა ლამაზი სურათებისთვის.

ვერაფერი შეედრებოდა მისი ფოტოაპარატით აღბეჭდილი, ორი ადამიანის გაბრწყინებულ თვალებს, სიყვარულით რომ შესციცინებდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ამიტომ დაატარებდა მარიამი აქეთ-იქით მის ფოტოაპარატს. უყვარდა ისეთი ფოტოები რომელზეც ადამიანის სული ჩანდა. სოციალური ქსელები კი ნამდვილად განიცდიდია მსგავსი ფოტოების დეფიციტს.  რამდენიმე ლამაზი ფოტო ლიკასაცა გადაუღო ყვავილების მინდორში, გოგომ მაშინვე გასთორა და ახლა მარიამს დაუწყო დევნა მისივე ფოტოაპარატით. ირაკლის რომ მათი პოზიორობა ყელში ამოუვიდა, დოღზე დაგვიანება მოიმიზეზა და მართლაც სამივე ქალი წამში ავტომობილში გაჩნდა.

ნამდვილი ჯოჯოხეთი კი მაშინ დაიწყო როცა დოღის ადგილს მიუახლოვდნენ.
მართლაც იფიქრებდით რომ ისევ თბილისში არსებულ რომელიმე საცობში იდგნენ, იმდენი მანქანა იდგა გზაზე.
მთელი საქართველოდან მიიჩქაროდა ხალხი ამ შესანიშნავი ღონისძიების საკუთარი თვალით სანახავად.
თითქმის ერთი საათი მოუნდენენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას.
იკა, მია და ლიკა რომ საჭმელად წავიდნენ  გარშემო არსებული საკვების დახლებთან, მარიამმა ფოტოების გადაღება გადაწყვიტა ხალხისთვის და აქეთ-იქით ბოდიალს მოჰყვა.

ბევრი, სრულიად უცხო ადამიანი მოხვდა მის ობიექტივში. წამით თითქოს დემნას ლამაზი თვალებიც დაიჭირა და მაშინვე ამოყო ფოტოაპარატიდან თავი, მაგრა იმ ადგილას არავინ დაუხვდა. იფიქრა,
ალბათ ამდენმა ფიქრმა გამაგიჟა და უკვე მოლანდებებიც დამეწყოვო. მიამ რომ დაურეკა იწყება დოღი სად დაიკარგეო მაშინვე მათკენ გაიქცა. ოთხივე ჩამწკრივდნენ და დოღის სანახავად მოემზადნენ. მარიამის თვალებს არ გამოჰპარვია ლიკას და მიას მისკენ მომართული მზერა და მათი ჩურჩული. წარბები რომ ზემოთ გაექცა და ისე შეხედა გოგოებს, უარესი ფხუკუნი აუტყდათ. არაფერიო მიამ ანიშნა და სანახაობის დაწყებას დაელოდნენ.

წამში აუვიდა ბუღი მთელ ბახმაროს.
უბრალო ღონისძიება კიარა ნამდვილი ორთაბრძოლა იყო გამართული. თვალიც კი ვერ მოჰკრა ვერცერთმა ცხენებს ნორმალურად, ისეთი სისწრაფით ჩაუქროლეს. 
მარიამი რომ წესებში გაერკვა და გაიგო რომ გამარჯვებული რამდენიმე წრის შემდეგ გამოვლინდებოდა, ისევ ხალხისთვის ფოტოების გადაღება ამჯობინა და მასას შეერია, მაინც ვერაფერს ვხედავო.

“გამარჯვებულია დემნა ვიბლიანი!”- წამში ამოყო თავი ფოტოაპარატიდან როგორც კი გარშემო არსებულ ყველა დინამიკში მისთვის საინტერესო პიროვნების სახელი და გვარი მოისმინა. ნამდვიალად აღარ გავდა მოჩვენებას კაცის ასე თამამად გაჟღერებული სახელი. იქნებ სხვა იყო? მაგრამ ბევრი დემნა ვიბლიანი არსებობს?

სრულიად შესაძლებელი იყო რომ ცხენების მოყვარულ დემნას შეჯიბრშიც მიეღო მონაწილეობა. მარიამი მაინც გაოცებული ჩანდა და ყველაფრის დასაზუსტებლად იქით გაემართა სადაც მეგობრები ეგულებოდა. ადგილზე მისულს არავინ რომ არ დახვდა, მაშინვე ლიკას დაურეკა. გოგომაც მიასწავლა რომელ მხარეს იყვნენ.

ამდენი ხნის შემდეგ ისევ უნდა ენახა?
მერე სულ ვეღარ ამოირეცხავდა გონებიდან და ალბათ მასზე ფიქრისგან ტვინი გადაეწვებოდა.

არც შემცდარა. ირაკლი გამარჯვებას ულოცავდა სვანს. მიაც ბედნიერი ჩანდა და დემნას გვერდით მდგარ, შავ ფაშატს ეფერებოდა. ლიკაც იქცე იყო და სრულიად უცხო კაცს ეკამათებოდა რაღაცაზე. მალევე ლაშაც დაინახა. გულწრფელად გაუხარდა მისი დანახვა, ირაკლის დაბადების დღის შემდეგ აღარსად შეხვედრილა.

ყველამ იცოდა დემნასა და მარიამს შორის არსებული დაძაბულობისა  შესახებ, მაგრამ  მათი მეგობრები ორივეს ძალიან კარგად იცნობდნენ იმისთვის რომ ის ქიმია და გრძნობები ვერ შეემჩნიათ, ორივე რომ ერთი მზერითაც კი ააშკარავებდა.

-ვა, ვა შენც აქ ხარ გოგოო?-ძალიან ახლობლურად მიმართა ლაშამ მეორედ ნახვის კვალობაზე და მარიამისკენ წავიდა მოსახვევად.
წამში ყველას მზერა მარიამზე გადავიდა მაგრამ გოგომ მხოლოდ იმ ერთის აღიქვა მძაფრად. მაშინვე დაეხორკლა სხეული და მზერა მოარიდა ვიბლიანს.
-როგორ ხარ ლაშა?-მოიკითხა მარიამმა და ჩახუტებაზე ჩახუტებითვე უპასუხა.
-რავიცი, მოვწყდი ქალაქის არეულობას და გამოვიხიზნე მთაში. თან დემნას გამარჯვებას ხომ არ გამოვტოვებდი?-გაუღიმა და ხელგადახვეული წაიყვანა ერთად მდგარი მეგობრებისაკენ. - აღიარე, ხომ მაგრად მოიგო?- ჰკითხა გაწითლებულ გოგოს, რომელმაც არ იცოდა სიცხისგან გადაჭარხლდა, ამდენი ხალხის მზერისგან თუ მხოლოდ იმ ერთად’ერთის.
- არ ვიცი, არ დამინახავს.-იმართლა თავი.-გილოცავ მოგებას.- მხოლოდ ორი სიტყვით მიმართა და კაცის ინტენსიურ მზერას რომ ვეღარ გაუძლო თავად მოარიდა თვალები და მიასკენ დაიძრა.
-რა ლამაზი ცხენიაა…-მაშინვე მიეხუტა კუნაპეტი ღამის მსგავს ცხენს და მოფერება დაუწყო ხუჭუჭამ.
-კიი.-დაეთნხმა ლიკა.
-და თან სიმპატიურიც.- განაგრძო მიამ.- პატრონს გავს.-ჩაიქირქილა და მას და ლიკას რომ სიცილი აუტყდათ, მარიამს ნერვები მოეშალა და მიხვდა რასაც უნამიოკებდა ეს ორი.
-სუ წავალ იცოდეთ.- დაებღვირა მარიამი.-შენ რომ ხარხარებ ერთი, ვინ იყო ის კაცი, წეღან რო საქმეებს ურჩევდი?- ჰკითხა და თან ორივე ცხენს მოაშორა სურათები უნდა გადავუღოვო.
-ტიტე ავალიანი.- უპასუხა ლიკამ და უკვე იცოდა რა რეაქციაც ექნებოდა მარიამს.
-რაო?- წამში ამოყო თავი მარიამმა კამერიდან.-მოიცა, ესაა ის შენი უფროსი, ჭკუა რომ გეკეტება და არ აღიარებ?
-გაჩუმდი გოგო!- თვალები დაუბრიალა ლიკამ.- აქვეა, არ გაიგოს.-მაშინვე გაექცა მზერა ბიჭებთან მოლაპარაკე ტიტესკენ.
-უკაცრავად? რამე გამოვტოვე?- ყურები ცქვიტა მიამ.
- ამას წინათ რო გიყვებოდი ისაა.-ჩაიქირქილა ხუჭუჭამ და ყველაფრის გადაღება განაგრძო რაც ელამაზებოდა. მხოლოდ იმ მხარეს გახედვას ვერ ბედავდა, სადაც მისი შფოთვების მიზეზი ეგულებოდა.
-მია უთხარი ირაკლის სად ვრჩებით რა… ძალიან ცხელა და ცოტა დავისვენოთ.- საწყლად შეხედა მარიამმა და ისევ კამერას მიუბრუნდა. აშკარად ცდილობდა დემნასთან მზერითაც კი არ გადაკვეთილიყო, მაგრამ ძალიან უნიჭოდ გამოსდიოდა რადგან ყველა ორგანო მისკენ გახედვას  სთხოვდა.
-ოჰ, როდიდან იყო ერთი ირაკლისთან ლაპარაკს ერიდებოდი.- გაიცინა მიამ, მაგრამ მაინც დაიძრა ქმრისკენ.

რომ მიიხედ-მოიხედა, სურათების გადაღებაში გართულმა აღმოაჩინა რომ ლიკაც სადღაც წასულიყო, მიაც ირაკლისთან დიალოგით იყო დაკავებული და თავად სრულიად მარტო დარჩენილიყო შავ ფაშატთან. ცხენს მოეფერა და მანაც სიამოვნებისაგან ფრუტუნი დაიწყო.
-რა ლამაზი ხარ შენ… რა გქვია?- თან ეფერებოდა და თან ელაპარაკებოდა გოგო.
-არ იცის მაგან ლაპარაკი.-მოესმა ირონიული და კარგად ნაცნობი ხმა.- ბუცეფალი ჰქვია.
- ისე როგორც მაკედონელის ცხენს?- არც შეუხედავს ისე განაგრძო ცხოველის ფერება.
-ალბათ. - ცხენს პატრონიც მიუახლოვდა და ფაფარის ვარცხნა დაუწყო. იმ წამს მარიამს მოძრაობაც კი გაუჭირდა ისე მიალურსმა ყველა გრძნობამ მიწას.
აგვისტო იყო, მზეა აჭრდა და მარიამს მაინც ყინავდა სვანის თვალები.
-ძმა როგორ გყავს?- ირონიით შენიღბა ყველა მისი გრძნობაც, სურვილიც და ქალისადმი ლტოლვაც.
წამში ჩაუდგა მარიამს თვალებში ის ცეცხლი აქამდე რომ არცერთხელ შეუმჩნევია დემნას.
-ჩემ ძმასთან რა პრობლემები გაქვს?- პირდაპირ შეანათა კაცს მისი აალებული შავი თვალები.
-არ მოგიყვა შენმა ძმამ არაფერი?- გაკვირვება დაეტყო ხმაში. მარიამის კითხვას არ გამოუწვევია ეს ემოცია. ქალის ასეთი გარდასახვით იყო გაოცებული სვანი, ცოტაც და კლანჭებით რომ გაგლეჯდა კაცს, ისეთი მზერა ჰქონდა.
- ჩემმა ძმამ ყველაფერი მომიყვა და ვიცი რომ დამნაშავე არაა. შენც თუ შეიგნებ და გაითავისებ ამ ფაქტს ისევ შენთვის აჯობებს.- წარმოდგენა არ ჰქონდა მარიამს საიდან იპოვა თავში იმდენი ძალა რომ მზერა ასე ამაყად გაესწორებინა და ეს სიტყვები ხმის კანკალის გარეშე წარმოეთქვა. მაშინვე სისხლმა აასხა ტვინში, როგორც კი მისი ძმა ირონიულად მოიხსნიეს. მისი ოჯახისადმი დაუმსახურებელად თქმულ სიტყვას არავის შეარჩენდა.
-უდანაშაულოა არა?!- ხელი შეუშვა დემნამ ცხენს და ქალს პირდაპირ, ზედმეტად ახლოსაც კი დაუდგა. ისიც გაჯიუტდა და უკან ერთი ნაბიჯითაც კი არ დაიხია.  -მაგიტომ გაატარა ციხეში ათი წელი?- ახლა თავად შეაგება მარიამის ცეცხლოვანს მისი გაყინული თვალები.
-ჩემ ძმას პირადი მიზეზები ჰქონდა რატომ ჩაჯდა ციხეში უდანაშაულო და მე ამის შენთან განხილვას არ ვაპირებ! თუ ასეთი დაინტერესებული ხარ თავად ჰკითხე და თუ მოინდომა თავადვე აგიხსნის!- ეშმაკი არ ასვენებდა ჯაფარიძეს და კაცის წყობილებიდან გამოყვანას უფრო და უფრო ცდილობდა.
გარდაუალი ომისაგან ცოლ-ქმრის მიახლოებამ დაიხსნა ორივე.
-მარ, სასტუმრო ვერ დაუჯავშნია ირაკლის იმდენი ხალხია ჩამოსული და დემნასთან მოგვიწევს დარჩენა.- ამაზე სუმთლად გადაირია მარიამი. ახლა ამ ირონიის მეფის სახლშიც უნდა გაეთია ღამე?!
-მე არავისთან არ ვაპირებ დარჩენას! ამასთან მითუმეტეს!- გაჯიუტდა ხუჭუჭა.
- მთლად უკეთესი. მკვლელის დაც არ დარჩება ჩემს სახლში და თავისუფლად შევძლებ სუნთქვას.- ნაგანიდან გასროლილ ტყვიას გავდა დემნას სიტყვები.
ქალს რომ თვალი გაუსწორა და ამღვრეული მზერა შენიშნა მაშინ გაიაზრა, გულთან ზედმეტად ახლოს რომ გაარტყა.
მე წავედიო, თვალებში ალჩამქრალმა ამოილაპარაკა ქალმა და უკან არც მოუხედავს ისე გაერია ხალხში. ნეტავ თავად იცოდა სად მიდიოდა?!

***
-მარი…მარი მოიცა რა…-უკან აედევნენ ლიკა და მია მარიამს, რომ შეატყვეს გაჩერებას არ აპირებდა ორივემ აქეთ-იქიდან ხელი წაავლო და ისე დააკავეს.
არცერთს არ გამოჰპარვია ხუჭუჭას თვალებში ჩამდგარი ცრემლები, წუთი-წუთზე რომ გადმოკვეთდნენ ჯებირებს.
-ხომ იცი რომ მაგის თქმა არ უნდოდა, უბრალოდ გაღიზიანდა…- დემნას გამართლება სცადა მიამ.
-ხო არა?! და მაგ სიტყვების მერე, იმის სახლში გავჩერდე?!- თავიდან აენთო ჯაფარიძე.- გარეთ დავიძინებ და მაგ სახლში არ დავრჩები!
-ნუ გასვანდი ახლა! სად უნდა წახვიდე? ვერ ხედავ? საგიჟეთია, ვერაფერს იპოვნი.- ლიკამაც სცადა მარიამის დაყოლიება.
- არ მაინტერესებს მე იქ წამომსვლელი არ ვარ. წადით თქვენ. ვიპოვი რამეს, თუ არა და წავალ თბილისში.
-რითი წახვალ გოგო არ გამაფრენინო.- სულ გადაირია ლიკა.
-წადით თქვენ რა…-დაღლილმა ამოილაპარა მარიამმა.- დაგირეკავთ. არ ჩაიშხამოთ ჩემ გულიზე დასვენება.

ჯაფარიძემ მაინც თავისი გაიტანა და მეგობრები რის ვაი-ვაგლახით გაუშვა უკან. იმ სვანის გამო მათაც არ ჩააშხამებდა დღეს. თავად ქალბატონმა გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო ბოდიალი.

ისევ ხალხს შეერია. ხან ვის გადაუღო სურათი, ხან ვის. კიდევ ერთ ბედნიერ ფოტოს უღებდა სრულიად უცხო წყვილს ნაცნობი ხმა რომ მოესმა.

-ყველას ნახვას ვიფიქრებდი აქ და შენსას ვერ. რა ქარმა გადმოგაგდო ქალბატონო?- ხელგაშლილი წამოვიდა მარიამისაკენ ლუკა.
-ლუკაა…- მაშინვე მისკენ გაიქცა გოგო და მოეხვია.- როგორ ხარ? შენ რა გინდა აქ?
-რავიცი გავნიავდეთო და წამოვედით ბავშვები, აბა მთელი ზაფხული თბილისში ხომ არ ამოვიხუთებით?- გაიცინა ბიჭმა.
-ჩემი ძმაც აქაა?- გარემოს თვალი მოავლო გოგომ.
-არაა, სამსახურში პრობლემააო და დარჩა. შენ რა გინდა აქ?
-მეც გასანიავებლად წამოვედი.- გაიცინა გოგომ.- ერთი დღით ხართ?
-კი საღამოს მივდივართ უკვე, შენი ძმა მეტი დასვენების უფლებას არ გვაძლევს.- გაუცინა და ხელგადახვეულმა წაიყვანა ბავშვების ჯგუფისკენ. შორიდან ყველას იცნობდა მარიამი და მათთან კონტაქტში შესვლაც არ გასჭირვებია. ლუკა გიორგის ბავშვობის მეგობარი და მისი ძმადნაფიცი იყო. მარიამს მეორე ძმასავით ყავდა და მისთვის არასდროს არაფრის თხოვნა არ ერიდებოდა.
-ლუკა, რაღაც მინდა გთხოვო.- დაიწყო ხუჭუჭამ.
-მიდი გოგო რა გინდა აბა.
-საღამოს ხომ მიდიხართ და თუ ადგილი გაქვთ გამოგყვებით რა…- მაინც მოერიდა გოგოს.
- წაგიყვან აბა რას ვიზავ. თუ ვერ დაეტიეთ კიდე ჩავაგდებ რომელიმეს საბარგულში.-გაიცინა კაცმა.- კონცერტი იქნება და წავიდეთ. არ ვაპირებ მე მაინც დალევას. შენ რითი ჩამოხვედი აქამდე?
- მეგობრებს გამოვყევი…
- მერე სად არიან? დაგტოვეს კაცო?
-გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები კარგი?- თხოვნით სავსე თვალებით ახედა კაცს.
-კარგი, იცოდე ვიმახსოვრებ.
-აქვე ვიქნები ფოტოებს გადავიღებ და დამირეკე რო რამე კარგი?-ძველ გასართობს დაბრუნება ამჯობინა ხუჭუჭამ.
-კაი, ჭკვიანათ იცოდე.- ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა გოგოს და ისევ მეგობრებს შეერია.
მარიამმა გოგოებს შეტყობინება გაუგზავნა რომ ყველაფერი მოაგვარა და საღამოს თბილიში ბრუნდებოდა, შემდეგ კი ისევ ფოტოაპარატის ჩხაკუნი განაგრძო.

***
-ბიჭო სულ გამოშტერდი? რანაირად ელაპარაკე გოგოს?- მაშინვე შეუტია ირაკლიმ დემნას.
-არც გაა*რაკო რა…- ძლივს გასაგონად ამოიბურდღუნა სვანმა და მზერა ისევ იმ მხარეს გაუშტერა სადაც წამის წინ ჯაფარიძე გაქანდა.
- რა ხდება, რა იქნენ გოგოები?- საუბარში ჩაერთო ტიტეც.
-შენ ძმაკაცს ჰკითხე.- განრისხებული მზერა ესროლა  ვიბლიანს და გვერძე გავიდა მიას დავურეკავო.
- რა გააფუჭე ვიბლიანი?
- ვკამათობდით და იმ ალქაჯმა გამომიყვანა წყობიდან!- განრისხებულმა ამოილაპარაკა მაგრამ გულის სიღრმეში თვითონაც იცოდა რომ არ იყო მართალი და ქალს რაც არ უნდა ეთქვა, თავად მაინც  უნდა გაჩერებულიყო.
- ეგ ალქაჯი არ იყო, დანახვის წამიდან თვალი რომ ვერ მოსწყვიტე?- წარბი აუწია ტიტემ და მეგობრის სახეზე გაეცინა.
-შენღა მაკლდი ავალიანი.- ისევ წარბები შეყარა სვანმა.- რაო სადააო?- ჰკითხა უკან დაბრუნებულ ირაკლის.
- არ გამოგვყვა და ჩვენ უკან მოვდივართო.-  წარბ შეკრული მზერა არ მოუშორებია დემნასთვის.
-ჯიუტი თხა!- ჩაილაპარაკა თავისთვის მაგრამ ტიტეს ჩაფხუკუნება რომ გაიგო, მიხვდა არც ისე ხმადაბლა უთქვია.- ძმობას გაფიცებ ნუ მებღვირები კორიდაზე გასავარდნი ხარივით ვიღაც გოგოს გულიზე რა.- მობეზრებული თვალებით გახედა ირაკლის, თითქოს თავად არც კი ადარდებდა იმ “ჯიუტი თხის” ბედი.
- უხ დავიქანცეთ- ერთმანეთზე “პადრუჩკ” გაყრილი, სიცხისაგან გაღვითქული ლიკა და მია მოადგნენ ბიჭებს.
- ორი ნაბიჯის გადადგმაში რომ იღლები მაგიტომ აურიე ის საბუთებიც ერთმანეთში. ამის ნაირები ჩამიძირავენ კომპანიას.- ირონიულად გადახედა ტიტემ ლიკას.
-მე არაფერი არ ამირევიათქო გითხარით უკვე.- განძრახ გამოკვეთა საუბრისას “თ” ასო.
- თქვენ ორნი ერთმანეთს იცნობთ?- საუბარში ჩაეჭრა ირაკლი, კიდევ ერთი პოტენციური კამათი რომ აეცილებინა თავიდან და ცოლს ზურგიდან დაუდგა მზის დასაჩრდილად.
- ჩემი უფროსია.- მობეზრებით ამოილაპარაკა ლიკამ და და მიას გახედა, ამ საუბრიდან დამიხსენიო.
- აუ ძალიან დავიღალე და არ წავიდეთ სახლში საღამომდე რომ დავისვენოთ? ენერგია მჭირდება კონცერტისთვის.- ახედა ზურგს უკან მდგომ იკას.
- წავიდეთ კიი დავიწვი უკვე.- დაეთანხმა დემნაც და ცხენის აღვირს ხელი წაავლო რომ თან წაეყვანა. დანარჩენებიც პატარა ბავშვებივით აედევნნე სახლის პატრონს.

***
უკვე ბინდი ჩამოწოლილიყო ბახმაროში ხალხში მოსიარულე რომ დალანდა. ულამაზესი იყო თეთრ სარაფანში და მისი ფოტოაპარატით წიგნიდან გადმოსულ პერსონაჟს ემგვანებოდა. დიდხანს ფიქრობდა როგორ წამოეწყო დიალოგი. საბოლოოდ ისევ ფოტოს გადაღების მომენტში ობიექტივში რომ წინ მდგომი დემნაა დააფიქრსირა მაშინვე ამოყო თავი და შეცბუნებული მიაშტერდა. სასიამოვნოდ აგრილებულიყო და უკანა ფონზე მშვიდი მელოდიებიც ჟღერდა.
-ბოდიში, უხეშად გამომივიდა წეღან.- თვალებში ჩახედა ქალს და არ გაუჭირდა მის სხეულზე არსებული ეკლების შემჩნევა.
მარიამმა მალევე მოარიდა მზერა და გვერდი ისე აუარა თითქოს არც არავინ ყოფილა. ამან დემნა წამში გააცეცხლა და ქალს უკან მიჰყვა. ისევ ისე წაავლო მაჯაში ხელი როგორც სვანეთში, წინ დაუდგა.
-მეტკინა!- ხელზე ანიშნა მარიამმა, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ სტკიოდა. დემნამ მაინც შეუშვა ხელი და თვალებში ჩააშტერდა.
-ბოდიშს იშვიათად ვიხიდ და რომ ვამბობ გაიგე! შენ გამომიყვანე წყობილებიდან და შედეგებიც მოიმკე.- ისევ არ მოუშორებია მზერა და უკვე ღიზიანდებოდა იმდენად არაფრის მთქმელი თვალებით უყურებდა ქალი.
-კარგი.- მხოლოდ ერთი სიტყვა ამოილაპარაკა ქალმა და მაშინვე მოშორდა. უკვე დაიღალა ყველას ხასიათებთან შეთანხმებით და აღარ უნდოდა მათთვის კარგი მომენტების გაფუჭების უფლებაც მიეცა. მია და იარკლი დალანდა ხალხში მშვიდ მუსიკაზე მოცეკვავე. თვალები აუცრემლიანდა მათი დანახვისას იმდენად ესაყვარლა. მაშინვე მოაქცია კამერის ობიექტივში და სწორი კუთხის შერჩევის შემდეგ მათი სიყვარულით აციმციმებული თვალების დაფიქსირებაც არ გასჭირვებია. კიდევ გადაიღო რამდენიმე უცნობი და ახლა ლიკას და ტიტეს დრო მოვიდა. ლიკას ლუდის ბოთლი ეჭირა, ისე გადაეჯვარიდებინა ხელები მკერდზე და კაცს უბღვერდა. ტიტეს კი მის წინ დოინჯ შემორტყმული დამდგარიყო და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. მათაც გადაუღო ფოტოები, ლიკას ნერვებზე მომავალში აუცილებლად დაუკრავდა.



“შემდეგი სიმღერა ეძღვნება ყველას, ვისაც უყვარს…”- გაისმა მიკროფონში და მარიამის გულიც, სულიც და თვალებიც წამში სცენისკენ გაიქცა. “Flowers in My barin”- ის რემიქსი ისმოდა ყველგან. სრულიად უცხო ჯგუფი მღეროდა მაგრამ იმ წამს მხოლოდ ის მუსიკა ანაღვლებდა ამდენ ფერს რომ უტოვებდა სულში. ვერც გაიგო ისე მიჰყვა მუსიკის ჰანგებს. როგორ გაუშვა ყელზე დაკიდულ ფოტოაპარატს ხელი და მუსიკას შეერწყა… უნდოდა იმ წამში ეცხოვრა, ყოველთვის ისე ეგრძნო თავი როგორც ამ მუსიკის მოსმენა აგრძნობინებდა. სიმღერას  ცივი და სასიამოვნო ნიავი მოჰქონდა, ეს ნიავი აგრილებდა მარიამის, დემნას მზერისაგან დამწვარ სხეულს.

All my life I'll miss this  moment
Days like flowers in my brain
( მზე…მზე ჰორიზონტზე…)

ქარი არხევდა ქალის ხუჭუჭებს და თეთრ სარაფანს… ისე ელამაზებოდა იმ წამს დემნას ალბათ ყველაფერს მისცემდა რომ წამით მაინც შეხებოდა.

I'll miss you when your gone…
(ზღვა…ზღვა… ჰორიზონტს კვეთს)
like flowers in my brain, like flowers…
(მზე… მზე ჰორიზონტზეე…)


ეს მუსიკა იყო თავად ის სიყვარული ამ ორმა ადამიანმა რომ არც იცოდა საერთოდ თუ არსებობდა.  წამში დაფარა დემნამ მათ შორის არსებული მანძილი. იმ წამს იმდენად ცოცხალი იყო არც იცოდა აქამდე თუ უცხოვრია. გრძნობდა სიმღერას… გრძნობდა მარიამის მზერას… მის მოცახცახე სხეულს, სამყაროს… ყველაფერს.

(მზე… მზე ჰორიზონტზეე…)
(ზღვა…ზღვა… ჰორიზონტს კვეთს)
(ვერავინ ვერავის იპოვის, აქ ცაა)
(ვერავინ ვერავის იპოვის, აქ ზღვაა)

კულმინაციას აღწევდა სიმღერა. რამდენი რამ დარჩებოდა მათ შორის უთქმელი და გაურკევეველი მაგრამ მაინც. ვერც გაიაზრა ისე გაიწია ქალის ბაგეებისკენ. როგორ მოიქცია მკლავებს შორის მოცახცახე სხეული. ვერ ხვდებოდა მუსიკამ დაათრო, იმ რამდენიმე ჭიქამ მანამდე რომ დალია თუ ქალის სილამაზემ.
ყველა’ფერი იყო ერთად იმ წამს მარიამი მისთვის. ერთადერთი რაზეც ფიქრი შეეძლო ის ქალი იყო. მხოლოდ მას შეეძლო ამ ემოციების გაღვიძება მასში. 
მუსიკის ბოლო ნოტთან ერთად შეწყვით კოცნა. მხოლოდ წამით მიეყრდნო აფორიაქებულ ქალს შუბლით შუბლზე, შემდეგ კი ისე გაქრა როგორც ის მელოდია წამის წინ რომ ორივეში საოცარ ემოციებს აღძრავდა.

***
“არ უნდა მეორდებოდნენ ადამიანები ჩვენში ათასჯერ, იმიტომ, რომ ათასჯერ დამმარხეს და მაინც მახსოვხარ

You are like “Flowers in my brain” ”

***
მაარიამმა რომ გვერდით ჩაუქროლა მაშინვე მოეშვა უფროსთან კამათს და გაგიჟებულ გოგოს დაედევნა.

-ხეპრე! ვირი! პირუტყვი! ტყიდან გამოვარდნილი! მოზვერი! მართლა სვანი!- ჭკუიდან გადასვლამდე ცოტაღა აკლდა ჯაფარიძეს და სულმთლად აჭარხლებული იმ მიმართულებით მიდიოდა სადაც ლუკა ეგულებოდა, პარალელურად კი ვიბლიანს ლანძღავდა.

-ვის ლანძღავ გოგო რამ გაგაგიჟა, გაჩერდი ორ წამს ამომხდა სული.- ხელზე დაქაჩა მეგობარი და ქაქანით ზედ ჩამოეყრდნო სულის მოსათქმელად.
-ვის ვლანძღავ და იმ სვანს, ეგ ტყიდან გამოვარდნილი უნახავი!- ადგილს ვერ პოულობდა მარიამი ბრაზისგან.
- რა გააკეთა ეგრე რო ლანძღავ გოგო რა არის.- ახლა მიაც შეუერთდა მათ დიალოგს.
- ადგა და მაკოცა!- დაიყვირა გოგომ.- იმბიცილი! უნახავი!- კიდევ ერთხელ შეამკო დემნა და ღრმად ამოისუნთქა დასამშვიდებლად.
- არა მორჩა, წავედი მე. კიდევ რომ სადმე დავინახო გავგლიჯავ შუაზე.- სწრაფად მიაყარა და გოგოები პირდაღებულები დატოვა.

მთელი გზა გულში ბრაზობდა და ბოღმას ანთხევდა. ვერც გაიგო როგორ ჩავიდნენ თბილისში.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ლუკამ რომ გადმოსძახა აღარ გადადიხარო. მაშინვე ჩახტა მანქანიდან და ლუკასაც გულთბილად დაემშვიდობა. მეგობარმა შეატყო ხასიათის ცვლილება და მაშინვე დაუდო პირობა რომ დიდხანს ისაუბრებდნენ ამასთან დაკავშირებით. 

სწრაფად აირბინა სახლისაკენ მიმავალი კიბეები და დედის მოსიყვარულების შემდეგ ოთახში შეიკეტა. გაგიჟებას იყო იმდენი ემოცია და ფერი ირეოდა მის სულში. დამღლელი დღე ჰქონდა.  
გზამაც იმოქმედა, დემნასთან ჩხუბმაც და მისმა მოულოდნელმა მოქმედებამაც, გოგოს რომ პირველი კოცნა მოპარა. ჯერ წადიო, მერე უხეშად ექცეოდა, ბოდიშიც მოუხადა და ბოლოს აკოცა კიდეც.
გიჟია ეს კაცი?!
გოგოებს მისწერა ჩემოდანი არსად მიმიტოვოთო და გადარეული ფიქრებისგან შვება ისევ ძილში იპოვა.

***
სულ გადავიდა ჭკუიდან?! როდიდან გახდა ასეთი მოუთმენელი და თავშეუკავებელი?! მარიამი რომ დატოვა და სახლისკენ დაიძრა, მთელი გზა საკუთარი თავის გაკიცხვა არ შეუწყვიტავს.

გოგოსთან ჯერ ჩხუბობდა შემდეგ კი კოცნიდა, მერე გაურკვევლობაში ტოვებდა. როდის აერია ასე თავგზა?
უნდა დალაპარაკებოდა. არ ეკადრებოდა ვინმესთან ასეთი თავშეუკავებლობა და გაურკვევლობა.

გამართლებასაც ვერ უძებნიდა საკუთარ თავს. მაგრამ იმ წუთას იმდენად იმოქმედა მუსიკამ და მარიამმა, ქალის არ შეხება ჯოჯოხეთში საკუთარი ფეხით შებიჯებას უდრიდა მისთვის. გონებაში ყველაფერი კარგად რომ გადახარშა ერთადერთ დამნაშავედ მაინც მარიამი, მისი ვანილის სურნელი და შოკოლადისფერი თვალები მიიჩნია.

***
ყველა ერთად შევიდნენ სახლში. ლიკა განზრახ ერიდებოდა მის აუტანელ უფროსს და ცოლ-ქმარს მურმანის ეკალივით დასდევდა. მიაც მიუხვდა მიზეზს და უარესად უშლიდა გოგოს ნერვებს მისი გამოხედვებით.
წყვილი ერთად ჩამოჯდა დივანზე და მიაც მაშინვე მიეკრა მეუღლეს. ზაფხულის მიუხედავად მთაში მაინც საკმაოდ ციოდა.  ლიკას სხვა გზა აღარ დარჩა და ტიტეს გვერდით მოთავსდა.
-სად გაიქცა თქვენი დაქალი?- საუბრის წამოწყება სცადა კაცმა და ლიკას ისე შეხედა თითქოს  პასუხის მოსმენა მხოლოდ მისგან სურდა.
-არსადაც არ გაქცეულა, უბრალოდ შენი ძმაკაცის გვერდით სუნთქვა არ უნდოდა.- მაშინვე დაიცვა ბიძაშვილი ლიკამ.- და საერთოდაც რა შენი საქმეა?- წამში გაღიზიანდა გოგო. მთელი დღით შეკრული თმა ჩამოიშალა და თითებით ვარცხნა დაიწყო.
- რატომ ღიზიანდები? არ შეიძლება ვიკითხო?- გაეცინ ტიტეს და ქალი მთლიანად აათვალიერა. არც იმის შემჩნევა გასჭირვებია როგორ დაეძაბა წამში სხეული.
- არ შეიძლება!- შეეპასუხა და ტელეფონში ჩაძვრა კაცისგან თავის დასაღწევად.
- ხვალ რომელზე მივდივართ?- იკითხა მიამ.
-რაც შეიძლება ადრე რომ საცობში არ მოვყვეთ.- თავზე აკოცა ირაკლიმ ცოლს და უფრო კომფორტულად მიიხუტა.
-აუ ღამით ნუ წამომაგდებთ რა, თუ ვისვენებთ დავისვენოთ, ადრე გაღვიძება თბილისშიც მეყოფა.- დაიწუწუნა ლიკამ.
-სამსახურის გრაფიკით უკმაყოფილო ბრძანდები?- ირონიულად ჰკითხა ტიტემ.
-კი, მანიაკი უფროსი მყავს. რომ ვაგვიანებ, ერთი საათი მარტო ლანძღვას უნდება.- არც ლიკამ დააკლო ირონია. მია და იკა კი ხალისობდნენ და ერთმანეთს სასაცილო სახეებს უცვლიდნენ.
- როდის ერთხელი გამილანძღიხარ?- წარბები შეყარა და წამში დასერიოზულდა კაცი.
- როდის არ? დღეები გაინტერესებს, საათები თუ ორივე ერთად?- კითხვა შეუბრუნა ლიკამ.
ერთი ამოიხვნეშა კაცმა თავი გააქნია და საძინებელს მიაშურა. აშკარად თავადაც დაღლილი იყო მუდმივი მუშაობით და წესრიგის დაცვით.

2025წ/19 აგვისტო.

“შატილში მივდივარ ზაფხულის ბოლომდე.”- მეორე დღეს დილაადრიან გოგოების ჩათში ჩაწერა მარიამმა. მესიჯის ნახვის შემდეგ ლიკამ მაშინვე დარეკა ბიძაშვილთან და უთხრა რომ მათ გარეშე ფეხი არ მოეცვალა. ლიკაზე აკრული მიას ქვითინის გარჩევაც არ გასჭირვებია მარიამს და გოგომ რომ უთხრა  გნახავთ და მერე მოგიყვებითო ლამის კედლებზე გავიდა მათ მოსვლამდე.

ტაქსი როგორცკი შეჩერდა მისი კორპუსის წინ და იქიდან გადმოსული მია და ლიკა შენიშნა მიხვდა კარგი არაფერი მომხდარიყო ბახმაროში. ირაკლიც რომ არსად ჩანდა?

კიბეებზევე მიეგება გოგოებს და ჩანთების ატანაში დაეხმარა.
თამუნასაც უკვე ეღვიძა და შვილის გაცილებას აპირებდა გრძელ გზაზე, გოგოები რომ ერთდროულად შემოლაგდნენ მისაღებში. თბილი მოკითხვის შემდეგ გვერდით ჩამოუჯდა გოგოებს, მია საკუთარი შვილივით მიიხუტა მკერდზე და თავზე დასამშვიდებლად მოფერება დაუწყო.

-აღარ იტყვით რა მოხდა?- ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა მარიამი.
-გუშინ შენ ხო წამოხვედი და მერე ხო ავედით სახლში…- სლუკუნით და ცრემლების მშრალებით დაიწყო ამბის მოყოლა მიამ.- ჰოდა მერე დავსხედით, რომ ვილაპარაკეთ ბიჭები გავიდნენ და…- ისევ ცრემლების შეიმშრალა.- ირაკლის ტელეფონმა წკაპუნი დაიწყო და მერე საერთოდ ზარი შემოვიდა. რომ ვეძახე და არ გაიგო ავდექი და ვუპასუხე.- ცრემლების ახალი ტალღა გადმოუშვა მიამ.- ვიღაც გოგო იყო და წიკვინებდა ეს ბავშვი შენიცაა, ნება იბოძე და მიხედეო.- ახლა უკვე ხმით დაიწყო ტირილი.- ირაკლის რომ ვკითხე სულ გაგიჟდა ვინ რა გითხრაო…რატომ უპასუხეო…  მე კიდე ვეღარ გავჩერდი და დილით წამოვედით… არც კი გამომყვა რომ რამე აეხსნა…- უარესად მიეკრო ქალს.
- გოგო იქნებ ან ნომერი შეეშალათ, ან არ ვიცი, ელაპარაკე ირაკლის?- შოკში იყო მარიამი. არ სჯეროდა ირაკლის ასეთი ტყუილი. იცოდა მართლა უყვარდა მია. იქნებ არ უყვარდა და უბრალოდ თვალებმა მოატყუა?
- ჩხუბი დავიწყე და მერე ისეთი თვალებით მიყურებდა… აშკარად მატყუებდა ამდენი ხანი, და მეც სულელმა დავუჯერე!- საკუთარი თავის დადანაშაულებაზე გადავიდა ქალი.
- დაელაპარაკე შვილო იქნებ რა მოხდა?- საუბარში ჩერთო თამუნაც.
- ხო მია, რამე არასწორად ხომ არ გაიგე?- ლიკაც დაეთანხმა.

მარიამი სულმთლად ჭკუიდან გადაყავდა მეგობრის ასეთ მდგომარეობაში ხილვას. ბოლომდე არ ეჯერებოდა მაგრამ მაინც სიამოვნებით გაგლეჯდა ირაკლის შუაზეა მიას ცრემლებისთვის. რვა თვეს გაგრძელდა მხოლოდ მიას დამსახურებული ბედნიერება, მთელი ცხოვრება რომ ნატრული იყო?

-მეც მოვდივარ შენთან ერთად შატილში!- თამუნას მკერდს მოშორდა მია და ცრემლები შეიმშრალა.- მე იმ სახლში მიმსვლელი არ ვარ. ჰაერზე დავისვენებ მაინც.
- იქნებ მაინც დალაპარაკებოდი და მერე…- გადარწმუნება სცადა მარიამმა.
- არა! - გააწყვეტინა მაშინვე მიამ.- გადავწყვიტე უკვე. ლაპარაკი რომ სდომოდა იქვე ამიხსნიდა ყველაფერს ან გამაჩერებდა და არ გამომიშვებდა.
-ორი კვირის შვებულება კიდევ დამრჩა. მეც წამოვალ, თქვენ გარეშე რაღა ვაკეთო აქ.- ლიკამაც წამში მიიღო გადაწყვეტილება.

სამივე მოთავსდა მარიამის მანქანაში და გეზი შატილისკენ აიღეს.

***
-ბიჭო შენ სულ გამოშტერდი? გოგო ეგრე როგორ გაუშვი!- გადარევას იყო დემნა და ძმაკაცის გაკიცხვას თავს არ ანებებდა.
- ირაკლი ამოიღე ხმა! ნუ ზიხარ ეგრე თორე წამოვიდა მუშტი სიფათში!- თავზე დაადგა ტიტეც.
- ხომ გეუბნებოდი უთხარითქო! ეხლა რაღა აზრი აქვს ატირე გოგო და არც აუხსენი არაფერი.- არწივივით დასტრიალებდა დემნა ირაკლის, როგორც მსხვერპლს.
- რომ დამშვიდდება დაველაპარაკები. ეხლა აზრი არ აქვს, მაინც არ მომისმენს.- ამოილაპარაკა დადარდიანებულმა ირაკლიმ. მხოლოდ გარეგნულად ინარჩუნებდა სიმშვიდეს თორემ გულში ნამდვილი შტორმი დაწყებულიყო. არ შეეძლო მიას ერთი ცრემლის დანახვაც კი. ის უფრო აგიჟებდა ამ ცრემლების მიზეზიც რომ თავად იყო.
- ადექი წავიდეთ დაელაპარაკე რას ზიხარ აქ!- მხარში ხელი წაავლო დემნამ და ძალით წამოაყენა.
- ხო ესე ჯდომით რას უშველი გამოადგი ფეხი!- შეუტია ტიტემაც და კარისკენ დაიძრა.
სულ რაღაც სამ წუთში სამივე დედაქალაქის გზას დასდგომოდა.

***
მარიამის კორპუსის წინ გაჩერდა ირაკლის მანქანა. იცნობდა თავის ცოლს და იცოდა ამ მდგომარეობაში სახლში რომ არ წავიდოდა და პირდაპირ მეგობარს მიაკითხავდა. არ შეიმჩნია მის უკან გაჩერებული დემნას მანქანა ისე აირბიან საფეხურებზე. კარზე ერთხელ დარეკა ზარი და მოთმინება რომ გამოელი ახლა კაკუნზე გადავიდა.
თამუნამ გაუღო კარი და ბიჭსაც მაშინვე იმედი მიეცა რომ პასუხის ღირსს მაინც გახდიდნენ.

-გამარჯობა თამუნა დეიდა, როგორ ბრძანდებით?- სულმოუთქმელად ამოილაპარაკა და ქალის უკან გააპარა თვალი მიას დანახვის იმედით.
- რა მიჭირს შვილო, შენ როგორ ხარ?- გაუღიმა ქალმა და ბიჭი შიგნით შეიპატიჟა.
-ახლა არ ვიცი, მაგრამ მიას რომ ვნახავ კარგად გავხდები. სად არის, მარიამის ოთახშია?- თვალი მოავლო გარემოს ირაკლიმ.
- არ არიან აქ ირაკლი.
- აბა სად არიან თამუნა დეიდა? გავგიჟდები რომ არ ვნახო და დაველაპარაკო.
- შენ ის მითხარი რაც გავიგე სიმართლეა?- დარდით სავსე თვალებით შეხედა თამუნამ კაცს. მიხვდა ირაკლი მია რომ უკვე იყო აქ ნამყოფი და ქალისთვის ყველაფრის მოყოლაც მოესწრო.
- უკვე მეც აღარ ვიცი რა სიმართლეა და რა არა. ერთი თვის უკან მომადგა ეს გოგო თვეების ბავშვთან ერთად შენი შვილიაო. მია არ იყო სახლში კიდევ კარგი. ეხლა მაგასაც ვეღარ ვიგებ რა სჯობდა, მაშინ გაეგო თუ ახლა თავად რომ გაიგო ის.- სახეზე ხელები ჩამოისვა ირაკლიმ.- სად წავიდა თამუნა დეიდა? ჩემი ბოლო იმედი ხართ… მაინც ვიპოვი მაგრამ მეშინია, მერე გვიანი არ იყოს.
- დილაადრიან ჩამოვიდნენ. მარიამი შატილში მიდოდა და თან გაყვნენ. ალბათ მალე ჩავლენ კიდეც. არც იყო გათენებული რომ გავიდნენ. ჩემი გოგოც ვერაა რაღაც ამ ბოლო დროს…
- ეჰ მარიამის ცხოვრებაშიც შტორმი დაიწყება ალბათ… დაელაპარაკეთ თქვენც იქნებ უშველოს. წავალ მე…-ფეხზე წამოდგა და ქალს მოეხვია.
- დაელაპარაკე მიას, არ აწყენინო, ვიცი რომ გიყვარს და გულს განზრახ არ ატკენდი.

კიბეებზე დაეშვა ირაკლი. მანქანაზე მიყრდნობილი დემნა და ტიტე რომ დაინახა მაშინვე მიიჭრა მათთან და ტიტეს ხელიდან სიგარეტი გამოსტაცა.
-რაო? დაგადეს იკუნა?-ირონიას არ ეშვებოდა დემნა.
-ნუ ა*რაკებ რა…- მთელი ფილტვები აივსო ნიკოტინით და შემდეგ ჰაერში გაუშვა.- არ არიან აქ. შენ მარიამს ხელი დაუვლია და გახიზნულან გოგოები მთაში.- კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა.
- როდიდან გახდა ერთი ჩემი მარიამი.- გაღიზიანდა მაშინვე.- ან სად მთაში გაიხიზნნენ, დილას არ ჩამოვიდნენ ისედაც ბახმაროდან?
-ხოდა გამარჯობა შენი. თამუნამ მარიამი მიდიოდა დილით შატილში და გაყვნენო. რა მოძებნის ახლა მაგათ…- წამიც არ დასჭირდა დემნას გასააზრებლად რატომ გაიქცა მარიამი თბილისიდან შორს და საკუთარ თავზე უფრო გაბრაზდა ასე რომ დატოვა გოგო წინა საღამოს.
- აქ დავტოვებ მანქანას და მეც მოვდივარ.- წამში გადაწყვიტა სვანმა და მისი მანქანის საბარგულიდან  გადმოიღო სპორტული ჩანთა.
-შენ რაღა დაგკარგვია?- გაუკვირდა ირაკლის.
- იმ ჯიუტ თხასთან მაქვს სალაპარაკო, თან მარტო ხომ არ მოძებნი გაქცეულ ცოლს.
- აბა მე რაღა ვაკეთო, ნახევარი სამსახური შვებულებაშია. წამოვალ ჰაერზე მეც.- ვითომ არაფერიო ამოილაპარაკა ტიტემ.
-მთელი სამსახური კიარა ლიკაა შვებულებაში და იმისთვის მოდიხარ შატილში, აღიარე.- მისი მდგომარეობის მიუხედავად მაინც გაეცინა ირაკლის.
-ლიკაც შატილშია?-გაიკვირვა ტიტემ უნიჭო მსახიობივით, თითქოს არ იცოდა ისიც რომ გაყვებოდა მეგბრებს.
-სადაც ის ორი  გაიქცა, ეს აქ ხომ არ დარჩებოდა?-გაეცინა დემნას და ტაში შემოჰკრა ჩასხედით დიდი გზა გვაქვს გასავლელიო.

***

მცხეთას არ იყვნენ გაცდენილები მარიამმა რომ წუწუნი დაიწყო ყავა მინდა და რამე სასუსნაოებიც ვიყიდოთო. პირველივე ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდნენ სანამ საწვავის ავზი გაავსო, იქვე არსებულ მაღაზიაში ერთი ყავა მისთვის, ერთი ჩაი მიასთვის  და ერთი ნატურალური წვენიც ლიკასთვის იყიდა. ტკბილეულიც გააყოლა ხელს, ლიკასთვის  ბარნი, მიასთვის “ბუენო” და თავისთვის რამდენიმე “პროტეინბარი” აიღო. სამეგობროში ყველას განსხვავებული გემოვნება ჰქონდა და ამის გამო კარგა ხანს იბოდიალა მაღაზიაში ყველაფრის საპოვნელად. ამ ბოდიალში ორი დიდი პარკიც გაავსო. მანქანაში მოთავსების შემდეგ პროდუქტები უკან მჯდომ მიას გადააწოდა. გოგო საწყლად იყო მიწოლილი სავარძლებზე და ტირილისგან დასიებული თვალებით გზას მიშტერებოდა. მაინც გაუხარდა მარიამის მიტანილი ჩაი და ტკბილეულობა რომ დაინახა და მადიანად დაიწყო ჭამა. ლიკა ათას ფოტოებს იღებდა მარიამის ფოტოაპარატით. სურათებში კარგად ჩანდა მარიამის დაღლილი და მიას გაბუსხული სახეები. ქალბატონს არც ხევსურეთის ხედების დაფიქსირება დავიწყებია.
შიმშილმა თავისი ქნა და ხუჭუჭამ როგორც კი აბრას მოჰკრა თვალი სადაც ლამაზი ასოებით ეწერეა “ხევსურული გემო” მაშინვე იქით გადაუხვია გზას. კვების ობიექტთან გაჩერდნენ და მარიამმა ხინკალი და მწვადი შეუკვეთა. მიას სულ ძალით ჩატენა პირში მისი საყვარელი მწვადი. ლიკას დიდად ხვეწნა არც დასჭირვებია  სათაყვანებელი ხინკლის ჭამაზე. დანაყრებულებმა განაგრძეს გზა. მარიმ ამჯერად დავითის ჯვარზე გააჩერა მანქანა და გოგოები მანქანიდან ჯაჯაღანით გადმოიყვანა, ეგღა გვაკლია კაცების გულზე ხასიათი გავიფუჭოთო. რამდენიმე სალანძღავი სიტყვაც ისროლა სვანი სამეულის მისამართით, და გოგოებს ათასნაირი ფოტოები გადაუღო.
ტიტეს რაღას ერჩოდა?! არა, არა, მაგან ლიკას ხომ მოუშალა ნერვები? ეგეც კარგი გასალანძღია!

შუადღის სამზე რის ვაი-ვაგლახით ჩააღწიეს შატილში. ქალბატონი მარუსა სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო შვილიშვილი რომ ესტუმრა მეგობრებთან ერთად. გოგოებს ათასნაირი მურაბა, კამპოტი და ხილი დაულაგა წინ. წამში ქორწილის სუფრაც გაშალა. გოგოებს მოფერება და მოსიყვარულება დაუწყო. მაშინვე გადაწყდა რომ საღამოს ხინკალს გააკეთებდნენ, შემდეგ კი შვილიშვილი დაქალებთან ერთად სოფლის დასათვარიელებლად გაუშვა.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით რომ გოგოებმა თითქმის მთელ შატილს შემოუარეს. მარიამი უკვე მეასედ უღებდა მის სოფელში არსებულ ერთიდაიმავე ადგილებს ფოტოებს. გოგოები ხან სად წაიყვანა ხან სად მაგრამ მცდელობების მიუხედავად მია ხასიათზე მაინც ვერ მოიყვანა და ვერც დარდი გააქრო მისი თვალებში. ამდენი სიარულისაგან დაღლილები სახლში რომ მივიდნენ წვიმის წამოსვლამაცა არ დააყოვნა. მარიამს გაუხარდა კიდეც. იცოდა გივი პაპა რომ ბუხარს დაანთებდა, მისთვის კი ეს გარემო არაფერი არ იყო თუ არა ბავშვობის ნოსტალგია.

როგორც ხევსურ ქალს შეეფერებოდა ისე გამოეწყო მარიამი გრძელ, ჭრელ ქვედაბოლოსა და უბრალო მაისურში. თავზე ლამაზი ყვავილებიანი თავსაბურავის მოკვრაც არ დავიწყებია.
კარგა ხანს ეჭიდავა ხუჭუჭა ხინკლის ცომს, როგორც ხევსური მაინც არ გატყდა და გმირულად გაიმარჯვა ცომთან ბრძოლაში. სასურველი ცომის მოზელვის შემდეგ ფარშიც გააკეთა და ხინკლის მოხვევა დაიწყო. ქალბატონს ძალიან ლამაზები გამოსდიოდა და ხინკლებს წამში ახვევდა, ბავშვობიდან იყო მიჩვეული და ახლა რატომ გაუჭირდებოდა?
მიას ხასიათი ცოტათი მაინც გამოსწორდა ლიკას ხინკლების დანახვისას. სინამდვილეში ყვავილები უფრო ეთქმოდა ვიდრე ხინკალი.  უკვე სუფრის გაშლას იწყებდნენ კარზე კაკუნი რომ გაისმა და ყველას მზერა იქით გაიქცა.

***
-არა ერთი რას მორბოდნენ აქ, დაილია ბარში გასაქცევი ადგილები?!-ამოიხვნეშა დემნამ მას შემდეგ რაც უღელტეხილზე ირაკლიმ ადგილი გაუცვალა დასასვენებლად მაგრამ თავადც მალე დაიღალა სვანეთის გზებზე დაგროვებული გამოცდილების მიუხედავად.
-ან ეს წვიმაც ჩვენ ჩამოსვლას ელოდებოდა?- აჰყვა ტიტეც და მობილურით კონტაქტის დაჭერა უშედეგოდ სცადა.
-ირაკლი დაურეკე მარიამს, გითხრას სადა არიან.- ამოიბურდღუნა დემნამ.
-ტელეფონი არც იჭერს და რომც დაიჭიროს რასამბობს მეტყვის. ეგ თავის დაქალს “დააპადეშკებს”.- წარბები შეკრა და გზას დაუწყო დაკვირვებით თვალიერება რომ მარიამის ინსტაგრამზე ატვირთული ფოტოებიდან მიახლოებით მაინც მიეგნოთ გოგოებისთვის.

-ეე ბიჭო, აი ვიღაც კაცი და ჰკითხეთ იქნება იცნობდნენ მარიამს.- საწვიმარში გამოწყობილი მწყემსისკენ ანიშნა ტიტემ. კაცი აშკარად ჩქარობდა დაღამებამდე ცხოველების დაბინავებას.

-გამარჯობა. მარიამ ჯაფარიძეს ვეძებთ აქ ცხოვრობს სადღაც და ხომ ვერ მიგვასწავლით სახლს?- ფანჯარა ჩამოსწია დემნამ და კაცს კითხვა დაუსვა.
-რატომ ეძებთ?- წარბები შეკრა კაცმა და მთის ხალხისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით გადახედა ბიჭებს.
-ჩვენი მეგობარია, დაგვპატიჟა და ტელეფონი რომ ვერ იჭერს ვერ დავუკავშირდით. იცნობთ თქვენ?- წამში მოიფიქრა ტიტემ. იმას ხომ არ ეტყოდა აქ გვემლებიან და ჩამოვაკითხეთო? ნამდვილად ახანჯლავდნენ და გოგოებამდე არ მიუშვებდნენ შატილელები.
-როგორ არ ვიცნობ კაცო, გივის შვილიშვილია. ასე გაუყევით გზას და მესამე სახლია მარცხნივ.- ხელით აჩვენა მიმართულება ბიჭებს და მათაც მადლობის მოხდის შემდეგ სწრაფად დაძრეს მანქანა.
-ესაა მესამე სახლი.- ანიშნა ორსართულიან ქვით აშენებულ სახლზე ტიტემ.
ერთდროულად გადმოლაგდნენ მანქანიდან სამივე. კართან ირაკლი მივიდა, ბიჭებიც უკან ამოუდგნენ.
-დააკაკუნე ბიჭო, რა იყო, კიარ დაგხვრიტავენ.-გაეცინა დემნას. ირაკლიმაც ღრმად ჩაისუნთქა და დააკაკუნა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მიას ხელის სათხოვნელად მივიდნენ.
-გამარჯობათ!- გამჭოლი მზერა მოავლო ახალგაზრდებს გივიმ.-ვის ეძებთ?
- მია ჩუბინიძეს.- უპასუხა ირაკლიმ.- ჩემი ცოლია.
წამში წამოიშალნენ სახლში მყოფი გოგოები ფეხზე და ერთი მეორეს მიყოლებით გამოლაგდნენ გარეთ.
-მია შვილო, შენი ქმარია ეს ბიჭი?-ჰკითხა გივიმ.
-კი.- წამში აემღვრა გოგოსაც მზერა ირაკლის დანახვისას.
მარიამმა ჯერ დემნას მერე კი ტიტეს გადახედა და ლიკას “ამათ რაღა უნდათ” მზერით გადახედა.
მარუსაც გამოვიდა, სტუმრებს ხელგაშლილი შეეგება და შინ შეიპატიჟა. რა იცოდა ცოტა ხანში რამხელა არეულობა დატრიელდებოდა.

***
გოგოები აქეთ-იქით დაბორიალობდნენ და სუფრას შლიდნენ. მია განზრახ დასდევდა მარიამს, სუფრის გაშლაში მოგეხმარებიო, სინამდვილეში კი მხოლოდ ირაკლისგან თავის არიდებას ცდილობდა.
მარუსა ბებოს ინიციატივით ცოლ-ქმარი ერთად მოთავსდა. მარიამი და ლიკა ერთმანეთს არ მოშორებიან და გვერდიგვერდ დაჯდნენ წინ კი დემნა და ტიტე დაუსკუპდათ.

გივიმაც გამოიჩინა სტუმართმოყვარეობა და მაშინვე გამოარბენინა მარნიდან მისი საფირმო საფერავი.
მიას მთელი სხეული უთრთოდა ნერვიულობისგან, ირაკლის კი ცოლის ასეთ მდგომარეობაში ნახვა მთელ შიგნეულობას უწვავდა.

პირველი სადღეგრძელოც ითქვა და ვახშმობაც დაიწყეს. ტიტე კი მწარე კომენტარების სროლას არ ეშვებოდა და სუფრასთან მჯდომი ახალგაზრდების რეაქციებზე გულიანადაც ეცინებოდა.
-დაილოცოს მარიამ შენი ხელები, ბედნიერი იქნება შენი ქმარი ასეთ საჭმელებს რომ დაახვედრებ სახლში.- ერთი კომენტარი მარიამსაც ესროლა და მაგიდის ქვეშ დემნას წაარტყა ფეხი, კაცმა კი აშკარა უკმაყოფილებით გადმოხედა.
-ლიკა, შენ არ იცი ხინკლის მოხვევა? თუ მხოლოდ კლავიატურაზე წკაპუნი გვეხერხება?- ახლა ლიკა “დაგესლა”.
გოგოს იმ წამს სულ არ ანაღვლებდა წინ რომ უფროსი ეჯდა და საკმაოდ თამამადაც უბრიალებდა თვალებს.

მიამ ყურადღების გადასატანად ჭამა დაიწყო და ცოტა მწვადი გადაიღო თეფშე.
ირაკლი მაშინვე დასწვდა პურს და უხეში ნაწილისგან განცალკევების შემდეგ, რბილი ნაწილი გოგოს თეფშზე მოათავსა.
-არ გეყოფა მარტო ეგ.- უთხრა ცოლს და ვითომც არაფერიო გივის მომდევნო სადღეგრძელოს მოსმენა განაგრძო. მიამაც არაფერი შეიმჩნია, მაგრამ გულში მაინც გაჰკრა ტკივილმა ქმრის ზრუნვის გამო.

მარიამს მათი შემხედვარე ეცინებოდა და გვრიტებს თვალს არ აშორებდა. არ იცოდა, მათ ვერ წყვეტდა მზერას თუ დემნას მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებს გაურბოდა, გოგოს შავ ირისებს რომ არ აშორებდა მზერას.
-მარიამ, არ დაგვათვალიერებინებ აქაურობას?- მიმართა დემნამ ხუჭუჭას როცა ყველა დანაყრდნენ. გოგოს წამით გულის ცემაც კი გაუჩერდა. მათი “ნაცნობობის” განმავლობაში პირველად მიმართა კაცმა სახელით.
- ამ… ხო- მთვარეულივით წამოდგა და სუფრის ალაგაება დაიწყო. გოგოებიც მაშინვე წამოიშალნენ  დასახმარებლად.  სამივე სამზარეულოში შეყოვნდა და სანამ მარიამი ჭურჭელს რეცხავდა არცერთს ფეხი იქიდან არ მოუცვლია.
-მარუს, ნანულიმ ბავშვი გამოგზავნა თავის ქმრის დაბადებისდღეზე გვეძახის და არ გამოდის რომ არ გადავიდეთ მე და გივი. მიხედე ბავშვებს და როგორც გვეკადრება ისე უმასპინძლე კარგი? გაისეირნეთ და ანახე ყველაფერი.- სამზარეულოში ქოთქოთით შემოვიდა მარუსა ბებო.
-კაი ბე, მივალაგებ და გავდივართ ისედაც, გაერთეთ თქვენ.- ქალი რომ გაისტუმრეს გულის მოოხება დაიწყეს.

-შატილის ხევების დათვალიერების მეტი არაფრის ღირსები არ არიან ეგენი! სიამოვნებით დავაგორებდი სამივეს!- ამოიბურდღუნა მარიმ და თეფშის გაპრიალებას უფრო დიდი ძალისხმევით შეუდგა.

-არა ერთი ის რაღას მოსდევდა? მე ერთი კვირა ვირივით მამუშავა შვებულების გულიზე და თვითონ რა ჰარიჰარალოზე დანავარდობს ერთი?- არანაკლებ გაღიზიანებული ჩანდა ლიკაც.

-იცოდეთ არცერთი არ მომშორდეთ. მე ირაკლის ვერ დაველაპარაკები და უნდა ვიტირო მერე პატა ბავშვივით.
-მაგის დანაშაული არ დამვიწყებია! პირდაპირ პაპაჩემის ორლულიანი უნდა დავაჭედო! მეტი არ მინდა კიდევ გაწყენინოს!- ახლა ჭურჭლის მშრალება დაიწყო ხუჭუჭამ. ცოტაც და ხელში შემოეფშხვნებოდა.- ის ხისთავიანიც რო ამოვიდა? გეგონება მოვუკლავდით ძმაკაცს. ეგ არ იყო რომ იძახდა მკვლელის დასთან ერთ ჭერქვეშ ვერ ვისუნთქებო?!- ცოტაც და სამივეს დანით გაუვარდებოდა.

-მოვიხადე მაგისთვის უკვე ბოდიში. წყალი დამალევინე.- სამზარეულში შემოვიდა დემნა და მარიამს წინ დაუდგა. გოგომა არც შეიმჩნია უხერხულობა და ბიჭს წყალი მიაწოდა, ისიც უხმოდ გაბრუნდა მისაღებში.
-სვანი ვირი!- კიდევ ერთხელ შეამკო ვიბლიანი, გოგოებს კი მის აჭარხლებულ სახეზე სიცილი აუტყდათ.

ყველაფერი რომ მოითავეს ექვსივე ერთად გავიდა ეზოში. უკვე კარგად იყო შებინდებული მაგრამ კოშკებს ხომ მაინც ნახავდნენ?
ბიჭები რომ მანქანისკენ დაიძრნენ მიამ უხმოდ “უჯიკა” მარიამს.
-ირაკლი ფეხით გავიაროთ რა, ახლა მანქანაში დამხუთე.- მაშინვე მიაყარა ხუჭუჭამ და სოფლის შარაზე დაეშვა. მიამაც წამში გამოსდო ხელმკლავი და მეგობარს არ მოშორებია. ლიკა კი მარიამის ფოტოაპარატით ხელში უკან მიჰყვა და წუთში  ათასი სურათით გაავსო.
ბიჭებმა ერთმანეთს შეწუხებული სახეებით გადახედეს და გოგოებს გაყვნენ. აშკარად არ იქნებოდა ამ სამის მუშკეტერის დაშორება მარტივი.

-ყველამ ჩვენებს მივხედოთ რა…- ამოიოხრა ირაკლიმ და მანამ დაიძრა მიასკენ სანამ ბიჭები სიტყვა “ჩვენებს” გააპროტესტებდნენ.

-უნდა დაგელაპარაკო.- მაჯაში წავლო ცოლს ხელი და მიაც წამში გაიყინა.
-დაელაპარაკე გოგო როდემდე იქნებით ესე.- ირაკლის გააყოლა მეგობარი და ახლა დანარჩენებს მიუბრუნდა მარი.  მის სოფელში იყო და დიდ გულზე  მოსულიყო გოგო.- გამოადგით თქვენკიდე ფეხები. დაღამდა!
- აშკარად ამ სტუმართმაყვარეობას არ გულისხმობდა ბებიაშენი.- “მწარე” კომენტარი გააკეთა დემნამ.
-ისინი სადღა წავიდნენ…- გარემოს თვალი მოავლო ლიკამ.
- მოიტაცეს შენი დაქალი. რა იყო, შენც ხომ არ გინდა?- გაუღიმა ტიტემ საპასუხოდ კი გოგოსგან თვალების ატრიალება მიიღო.
გმირულად აიგნორებდა მარიამი დემნას არსებობას და “წყვილის” კინკლაობის პარალელურად აპარატს აჩხაკუნებდა.
-წამოდი აბა შენ ერთი.- ხელი წაავლო დემნამ, მისი იგნორით გადარეულმა და ერთ-ერთი კოშკისკენ “გაათრია”.
-რა ჯანდაბა გინდა, გამიშვი ხელი!- წამში გაცეცხლა ჯაფარიძე.
-როდემდე უნდა მაიგნორებდე?- დოინჯი შემოირტყა კაცმა.
-უკაცრავად?- “შენ ხომ არ გარეკე” სახე ესროლა მარიამმა სვანს.- მე დაგეტაკე ხამივით და მერე მე გავიქეცი?- ის ცეცხლოვანი მზერა ესროლა, კაცი რომ ჭკუიდან გადაყავდა.
-არსადაც არ გავქცეულვარ. არასწორი იყო და გრძნობებს ავყევი უბრალოდ.
- და მაგიტომ წახვედი?
-მაგიტომ წავედი!
-გრძნობებს აყევი?
-გრძნობებს ავყევი!
-კარგი.
-კარგი.
-გაირკვა ყველაფერი, წადი სადაც გინდა, ხომ ვერ სუნთქავ ჩემთან ერთად.- ისევ ირონიას მოუხმო ჯაფარიძემ. რა იცოდა კაცი რომ ყველაზე თავისუფლად მის გვერდით სუნთქავდა.
-მესამედ ვამბობ და ბოლოა! ჩემი სიტყვების გამო ბოდიში უკვე მოვიხადე. ნუ ამომადინე ყელში ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები.
-ჰოდა ამის შემდეგ ბრაზი აკონტროლე!-მაინც არ შეარჩინა სიტყვა და იქით წავიდა, სადაც ლიკა ეგულებოდა.
-თხა!- ამოილაპარაკა სვანმა და თავადაც უკან მიჰყვა.

პატარა ბავშვებს გავდნენ ტიტე და ლიკა, სათამაშოს რომ ვერ იყოფდნენ. ტიტეს ლიკას რეაქციები ართობდა აი ქალი კი ცოტა ხანში მართლაც დაახრჩობდა კაცს.
-კარგი ახლა, ნუ ჯიუტობ წამოდ გავისეირნოთ რა. აჰა დაიფანტნენ ყველა, ჩვენ აქ ხომ არ ვიდგებით?!
- არა მეთქი ადამიანო, მოვა მარიამი და წავალთ ერთად, დაოკდი.- გახედა კაცს და ისევ იმ მხარეს გაბრუნდა სადაც მარიამი გაუჩინარდა წამის წინ.
- აშკარად თანამშრომლის ამპულაში უფრო მომწონხარ, მაშინ მაინც მისრულებ სურვილებს.- გაეცინ ტიტეს და გოგოსგან გაბრაზებული მზერაც დაიმსახურა.
-ლიკა გოგო რა ქარმა გადმოგაგდო?- ხელგაშლილი გამოემართა მათკენ, მარიამის ბავშვობის მეგობარი.-როგორ ხარ?
-კარგად ნიკა შენ?- ამ გამაღიზიანებელი თაყვანისმცემელის დანახვაც კი გაუხარდა ლიკას რადგან წამით მაინც დაეხსნა თავი ტიტესგან. ბიჭს წამიერად გადაეხვია და მალევე დაიხია უკან.
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები?!-გაეცინა ბიჭს. ტიტეს კი წამიც არ დასჯირდა ბიჭის თვალით გასაზომად და შესაფასებლად.- არ გამაცნობ?- ტიტესკენ ანიშნა თავით ლიკას.
-ამ… ჩემი უფროსი…
-ტიტე ავალიანი.-გააწყვეტინა გოგოს და თავად გაიწვდინა ხელი მისასალმებლად.
-ნიკა წიკლაური.- ხელი ჩამოართვა და მთლიანად აათვარიელა კაცი.-აქეთ ხარ ეს დღეები? გნახავდი კიდევ.-ისევ ლიკას მიუბრუნდა.
-არ ვიცი ზუსტად…- უხერხულად გაიღიმა გოგომ.
-კარგი აბა და შეგეხმიანები.- მალევე დაემშვიდობა.
-კარგი კარგად.- ბიჭს თვალი გააყოლა და მერე ტიტეს შეავლო თვალი.
- შეგეხმიანება თურმე.-შეუბღვირა გოგოს და მიმავალ კაცს გახედა.
-ტიტე რა გინდა?!
-არაფერი კაცო რა უნდა მინდოდეს?! მიდი გავისეირნოთ რა…-ისევ თავისი გააგრძელა.
-აი მოდიან ისინიც და ერთად წავიდეთ.- ჯერ მარიამი და დემნა დაინახა მერე ირაკლი და მია. ტიტეს კი ყველა გეგმა წყალში ჩაეყარა.

***
-მია ნუ გარბიხარ, დამელაპარაკე.-უკან მიჰყვა დაღმართზე დაშვებულ გოგოს ირაკლი.
-ბახმაროში რომ ვიყავით მაშინ გეთქვა რისი თქმაც გინდოდა.- გაბრაზდა მია.
-გოგო მეც ვერ გამიგია რა ხდება და შენთვის რა მეთქვა? ვიღაც გოგო მომადგა ბავშვით და არ ვიცი ჩემი შვილი თუათქო?-გადაირია ირაკლი.
- რასქვია არ იცი, სულ გარეკე? ცოლად რომ მოგყავდი მაშინ რატომ არ ფიქრობდი შვილი რომ გყავდა?- მოღალატე ცრემლები ვეღარ შეიკავა და წამში დაენამა ღაწვები.
-მია არ მიღალატია შენთვის ყველაფერს გეფიცები რაც გამაჩნია. მეთვითონაც არ ვიცი რა ხდება. მართლა ვაპირებდი თქმას, უბრალოდ გაურკვევლობაში ყოფნა არ მინდოდა.-გული მოუკვდა კაცს ცოლის ცრემლების დანახვისას და თავი ვეღარ შეიკავა, წამში აიკრა ქალის მოცახცახე სხეული მისაზე.
-რა გავაკეთო რომ აღარ იტირო? ნახე სულ გაფითრდი, ცხვირიც გაგიწითლდა, ნუღა ტირი რა…- შეეხვეწა ირაკლი.
-თუ მართლა შენი შვილია დამშორდები და ბავშვს მიხედავ.
-მია…
-ირაკლი მორჩა! მე ჩემი გითხარი.- ცრემლები შეიმშრალა გოგომ და სიძნელის მიუხედავად მაინც მოშორდა კაცის სხეულს.

***

თოვლი, სვანეთი, ცეცხლი.
ისევ ის დაწყევლილი ტყე. საშინელი სიბნელე.  ისევ ის გულისგამაწვრილებელი ღრენა…
მთლიანად ოფლში დაცვარულს გაეღვიძა ჯაფარიძეს. დიდი ხანია სიზმრებს ვეღარ იმახსოვრებდა, ან დამახსოვრება არ უნდოდა და ყველანაირად ცდილობდა დავიწყებას. ეს ერთი სიზმარი იყო, რომელსაც თავიდან ვერ იგდებდა და ვერც გვერდს უვლიდა.

ალიონი იდგა შატილში. ცას ლაჟვარდისფერი შერეოდა. ჰორიზონტზე მაინც ჩანდა ცისკრის ვარსკვლავი. ექვსის წუთებს უჩვენებდა საათი.
ბრთხილად წამოდგა მეგობრები რომ არ გაეღვიძებინა. აჩქარებული გული და გახურებული სხეული ცივი წყლით დაიმშვიდა. სადა მაისური და გრძელი ქვედაბოლო მოირგო ჩექმებთან ერთად.
დიდი ხანია ცხენზე არ მჯდარა და რატომღაც ეს დღე იდიალურ მომენტად მიაჩნდა საყვარელ საქმესთან დასაბრუნებლად.

არეული ნაბიჯებით გაუყვა სოფლის შარა გზას . იცოდა მისი დიდი ხნის მეგობარი  უკვე კარგა ხნის გაღვიძებული იქნებოდა.
ტყესთან ახლოს მდგარ ფერმაში შევიდა და პირდაპირ თავლისკენ დაიძრა. საყვარელი მოხუცი რომ ვერსად იპოვა საყვარელი ცხენისკენ მიაშურა. გაუხარდა ცხენი რომ ფეხზე მდგომი შეეგება მონატრებულ გოგოს.
-შენც ვერ დაიძინე ლუნა?-თეთრ ფაშატს მიუახლოვდა გოგო და  ფერება დაუწყო. მალევე შეკაზმა და მდინარის პირა ბილიკსაც გაუყვა. სიამოვნებდა მდინარიდან წამოსული სიგრილე და ტანზე დაყრილი ტაო. თითქოს მხოლოდ მთაში გრძნობდა სიმშვიდეს და თავისუფლებას. ყოველთვის ახრჩობდა თბილისი, ალბათ მოგონებებიც უხუთავდა სულს და ამიტომ არ შეეძლო დიდხანს გაჩერება. მუდამ სადღაც ისწრაფოდა და რატომღაც ეს სადღაც არასდროს არ იყო ბარში.
ფიქრებში იყო წასული უკნიდან ფლოქვების ხმა რომ მოესმა. მაშინვე იცნო ვიბლიანი და წამში მოერია ბრაზი. ხომ უთხრა წადიო? რაღას გამოჰყვა? ან მის სახლში ღამე რატომ გაათია?!

-დემნა რა გინდა?- წამში მოქაჩა აღვირი და ერთ ადგილას შედგა.
-არ შეიძლება სეირნობა?- ვითომც არაფერიო გაიკვირვა კაცმა და ცხენი წინ წაიყვანა. შეუმჩნევლად გაეღიმა კიდეც ქალი რომ უკან მიჰყვა.
- არა, არ შეიძლება! ხომ თქვი შენ გვერდით ვერ ვსუნთქავო? მერე მაკოცე! ახლა კი აქ ხარ და გაურკვევლად იქცევი. რა გინდა?-  ჯაფარიძე უკვე ყველანაირად დაღლილი იყო. მოსვენებაც დაჰკარგვოდა და აზროვნების უნარიც.
-სულ ასეთი არასტუმართმოყვარე ხარ?- უდარდელად გადახედა კაცმა და გარემოს თვალიერება დაიწყო. ერთი იყო კავკასიონი, ერთი იყო მთაც მაგრამ დემნას მაინც მისი მთები ერჩივნა შატილის პირქუშ ბუნებას. ყოველი მთა ისე ათვალიერებდა უცხო კუთხის შვილს, თითქოს რაღაც უბედურებას უქადდა.
- თემა ნუ გადაგაქვს!- გამოსცრა ქალმა.- არ მაქვს შენი ნერვები.- წამში მოექუფრა სახე. ცხენის აღვირი მოქაჩა და უკან, თავლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. ეუცნაურა დემნას მისი ხასიათის ცვლილება. ვეღარ ხედავდა ქალის თვალებში იმ ცეცხლს, კაცთან კამათის დროს რომ წამში ინთებოდა. თავადაც მოაბრუნა ცხენი, მაგრამ ნელა გაჰყვა უკან და დისტანცია
შეინარჩუნა. არ უნდოდა ქალის განერვიულება და მითუმეტეს მისი გულის ტკენა. სინდისი არ ასვენებდა ვიბლიანს მის გულში არსებული “უსახელო” გრძნობის გამო. ვერ შეიყვარებდა იმ გოგოს, რომლის ძმასაც დაუფიქრებლად მოკლავდა მის სინდისს რომ არ ეარსება.

***

ლიკა რომ სამზარეულოში დაიგულა წამში შევიდა ოთახში, სადაც ცოლი ეგულებოდა. ქურდივით შეიპარა და ძველი ხის კარიც საკმაოდ ჩუმად დახურა. ოდნავ გაეღო ბაგე მიას და ბალიშს მიხუტებოდა. პატარა ბავშვს გავდა იმ წუთას ქალი. არ ეთმობოდა ირაკლის დასაკარგად. არ შეეძლო მისი გაშვება და ისე დასრულება, თითქოს  აქამდე არც არაფერს უარსებია. იცოდა, ყველაფერს გააკეთებდა და მაინც არ დათმობდა საყვარელ ქალს. ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და ხელი გაიწვდინა ცოლის მოსაფერებლად. მაინც ვერ შეეხო და სწრაფად დაიხია უკან. იცოდა არ ჰქონდა უფლება, არა მაშინ როცა მისი სიმართლე ეჭქვეშ იყო. თვალებით მიეალერსა მსოფლიოში ყველაზე სასურველს და ისევე ჩუმად დატოვა ოთახი, როგორც შემოვიდა.

მიამ მაინც  ვერ გაუძლო და მოღალატე ცრემლებმაც სწრაფად გაიკვლიეს გზა თეთრ ღაწვებზე.
არ უნდოდა დასრულებულიყო. ვერ დასრულდებოდა ეს ზღაპარი ასე სწრაფად. ვერ დასრულდებოდა დიდი ხნის ნანატრი ბედნიერება ასე სწრაფად.

***
-მეც გამიკეთე რა…- გაზქურასთან მდგარი ლიკა რომ დაინახა ტიტემ მაშინვე სამზარეულოში შეიჭრა და კარგი დაქალივით დაუსკუპდა მაგიდასთან.
-აქ არ მაქვს ვალდებულებები. სამსახურში გერევა მგონი.- უდარდელად ამოილაპარაკა გოგომ.
-გთხოვე სხვათაშორის. მითხარი სად რა დევს და თავად გავიკეთებ.- წამოდგა  და წამში აესვეტა გოგოს გვერდით.
- დაეტიე სადაც ხარ, გავაკეთებ.- უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და ერთი ჭიქა ყავაც დაამატა.
- როდის მოდიხარ თბილისში?-იკითხა კაცმა და დიალოგის გაგრძელება სცადა.
- შენთან ერთად არსად არ მოვდივარ. მარიამს გამოვყვები.- მაინც “აჩუქა” კაცს ის მზერა, დანახვის წამიდან რომ ნატრობდა.
-ნუ იგესლები დილიდან.- გაიცინა და ბრთხილად გამოართვა ჭიქა ქალს.- არ შეგირიგდებიო?- დრამატული სახით შეხედა იმწუთას შემოსულ ირაკლის.
- საერთოდ არაა სასაცილო.- დახლს მიეყრდნო ლიკა და ავალიანს შეუბღვირა.
- რა არა გოგო, აი დაფიქრდი, ქალო მოადგა ერთი წლის ბავშვით და ეუბნება შენი შვილიაო, ეს ამ ერთი წლის მანძილზე არაფრის აზრზე არაა და ახლა საით გაიქცეს აღარ იცის.- სიტუაციის მიუხედავად მაინც ჩაიფხუკუნა ტიტემ, მაგრამ წამში გაჩუმდა მთვარეულივით შესული მია რომ დაინახა.
- მოიცა კაცო, ბავშვი თუ ერთი წლისაა აქამდე სად იყო?-გაიკვირვა ლიკამ და ირაკლის გახედა,  რომელიც სამზარეულოსთან მოტრიალე ცოლს მიშტერებოდა და გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი გაეწყვიტა.
- მეც მაგას არ ვეუბნები? ვერაა რაღაც აქ ისე.- ამოთქვა ტიტემ და ახლა მათ კრებას შეერთებულ მარიამს შეხედა წუთში რომ დემნაც მოყვა უკან.- დავიმშვიდეთ გრძნობები ველად გაჭრით?- “წყვილს” გადახედა და ლიკას თვალების ატრიალებაზე გაეცინა.
- ვჭამოთ და გავიდეთ რა… განახებთ ყველაფერს ნორმალურად, გუშინ დიდი ვერაფერი მოვასწარით.

უჩუმრისპირად ისაუზმეს. გივის და მარუსას უკვირდათ ახალგაზრდების ასეთი სიჩუმე მაგრამ ლიკა და ტიტე მაინც არ ისვენებდნენ და ერთმანეთს ხან რაზე კბენდნენ ხან რაზე.
მარიამის ინიციატივით ისევ ფეხით გაიარეს გზა. შატილის კოშკები მოაინახულეს, ყველგან სათითაოდ შევიდნენ და მარიამმა გიდის როლიც კარგად მოირგო. მზემ რომ საკმაოდ დააცხუნა ახლა არღუნის ხეობისკებ დაიძრნენ. სხვა რა უნდა გაგეკეთებინა სოფელში თუ არა მდინარეზე გაგრილება?

დიდხანს არც იქ დაყოვნდნენ, აშკარად ყველა უხასიათოდ იყო და ვერც შატილის ბუნება მოქმედებდა დადებითად. ალბათ კავკასიონის ხიბლი ამაში იყო. ადამიანს მის შესაფერის გრძნობებს და  მკაცრ ხასიათს  უღვიძებდა.

ყველანი დაღლილები ჩამოსხდნენ მისაღებში მარიამი გოგოებს შორის მოთავსდა და წამში აეკრო ორივეს. დილაადრიან გაღვიძებულს მორფეოსიც მალე ესტუმრა და მის სამყაროში წაიყვანა.

თვალს არ აშორებდა დემნა ქალს, ძილშიც რომ შფოთავდა და ხშირი წარბები მკაცრად შეეკრე.
მია და ირაკლი უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს და შორიდან ისე გეგონებოდათ თითქოს აზრებს ცვლიდნენ. ორივეს  უჩვეულოდ ნაღვლიანი მზერა ჰქონდა. ვინც ერთად ყოფნის პერიოდში იცნობდა, იტყოდნენ რომ სრულიად უცნობ ადამიანებს უყურებდნენ. ერთმანეთის პოვნა იმდენად აბედნიერებდთ რომ ყველაფერზე თანახმა იყვნენ, ოღონდაც არ დაშორებულიყვნენ. ტიტეს სამსახურიდან  დაურეკეს და ლიკაც გაიყოლა, შენი დახმარება მჭირდებაო. არც ავალიანი იყო, ის აურა რომ გაეფანტა ოთახიდან.
სამივე მარიამის სრუტუნმა და შეხტომამ გამოაფხიზლა.
-მარი…- შეანჯღრია გოგო მიამ და ხუჭუჭამაც წამში გაახილა თვალები.- რა მოგივიდა გოგო?
- არაფერი ვერ მეძინა და ალბათ… წავალ დავიძინებ ჩემს ოთახში.- ცრემლები შეიმშრალა და სწრაფად გაიქცა ოთახისკენ.
- რა სჭირს?- იკითხა დემნამ იმ მხარისთვის თვალის მოუცილებლდა, სადაც მარიამი გაუჩინარდა, თითქოს კედლის მიღმა შეძლებდა დანახვას, როგორ იყო ქალი.
- არ ვიცი… დაველაპარაკები, გადაიღალა ალბათ.- ამოილაპარაკა მიამ და ისიც ოთახში შეიკეტა.
- დღეს წავიდეთ.- თქვა ირაკლიმ.
-მერე მია?- იკითხა ვიბლიანმა.
-წამოვა ეგეც. ოღონდ შენ და ტიტე მარიამს გამოყვებით. იქნებ გზაში მაინც დაველაპარაკო. მართლა რომ გამშორდეს გავაფრენ.
-აქამდე რატომ არ იფიქრე?- ამოილაპარაკა დემნამ და აივნისკენ დაიძრა მოსაწევად.
-დემნა ორი წლის წინ ვხვდებოდი იმ გოგოს. მაშინ მიას არც ვიცნობდი. არც ვიცოდი ორსულად თუ იყო.
- კარგი გავარკვევ რაშია საქმე. არ ინერვიულო და ეცადე რძალი არ გაგექცეს.- გაეცინა და კაცსაც გაუწოდა სიგარეტი. იმ წუთას შავთვალებას გარდა ვერავიზე და ვერაფერზე ფიქრობდა. არ შეეძლი იმ ცრემლების დანახვა. იქნებ მისი ბრალი იყო მარიამის ეს მდგომარეობა? თავში გაჩენილმა აზრმა არ მოასვენა და მიხვდა რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ორივესთვის, მარიამის დატოვება და არ დაწყებული ურთიერთობის დასრულება იყო.

***
-რა საქმე გვაქვს?- ინტერესით მიაშტერდა ლიკა გვერდით მდგარ მწვანეთვალებას.
-არაფერი რა საქმე უნდა გვქონდეს? თბილისში არ გვეყოფა მუშაობა?- გაიცინა ტიტემ.
-მომატყუე?- თვალები დააწვრილა გოგომ.
-ცოტათი. აბა ისე არ მომყვები სასეირნოდ და.- ხელი წაავლო და პატარა ბავშვივით წაიყვანა იქვე მდგარი ცხენისკენ.
- შანსი არაა!- ხელები გაასავსავა ლიკამ და უკან დახევა სცადა.
-კი, კი, როგორ არა.- წელზე მოხვია ქალს ხელები და წამში დასვა ცხენზე.
- სულ გადაირიე?- ჩამოხტომა სცადა ლიკამ მაგრამ, იმ წუთას ისეთ სიმაღლეზე იგრძნო თავი, შიშისგან წამში იქცა ქანდაკებად.
- გამომყოლოდი ნებით და გავისეირნებდით წყნარად.- უკან დაჯდა და ერთი ხელი აღვირს ხოლო მეორე ლიკას მოხვია რომ არ გადავარდნილიყო.
ცხენი როგორცკი დაიძრა მაშინვე ჩააფრინდა ლიკა კაცის ხელებს და თვალები დახუჭა.
-გააჩერე!
-ჯერ ეხლა დავიძარით რა იყო.
-ტიტე გააჩერე მეთქი!
- ოო, მიიხედ-მოიხედე, ნახე რა სულამაზეა, ნუ კივიხარ რა…- გაეცინა კაცს. ცხენს ფეხები ჰკრა და წამში გააქროლა.
- ტიტე გეხვეწები გააჩერე. მეშინია.- ამოიყვირა გოგომ და კაცმაც წამში გააჩერა ცხენი.
- რა იყო? რა მოგივიდა?- ახლაღა იგრძნო როგორ ცახცახებდა ქალი.- ლიკა, რა გჭირს გოგო შემომხედე.- წამში ჩამოხტა და ქალიც ჩამოსვა.
-ლიკათქო.- სახეზე მოხვია ხელები და აწყლიანებულ თვალებში ჩააშტერდა.- რა ხდება? ეგრე გეშინია?
- ფეხით წავიდეთ რა…- ამოიტირა გოგომ და წამში გაზარდა კაცთან დისტანცია.
- კარგი. არ მეტყვი რა მოგივიდა?- გაოცებული იყო ავალიანი. პირველად ხედავდა ადამიანის ასეთ შიშს ცხენის მიმართ.
-არა.- სწრაფად შეიმშრალა ცრემლები გოგომ და ტიტეს მეორე მხრიდან ამოუდგა რომ ცხენისგან დისტანცია დაეცვა.
- მაინც არ გამოგვივიდა გასერინება.- დანანებით ამოილაპარაკა კაცმა და ქალის დამშვიდებულ სხეულს შეავლო თვალი. ახლა აღარც ცახცახებდა და არც ცრემლები ჩამოსდიოდა.
- გეთხოვა ნორმალურად და გამოგყვებოდი.- წამში დაიბრუნა ქალმა ჩვეული ტონი.
- არაო და.- მაინც გაეცინა კაცს.
დაგეგმილი პაემანიც ჩაეშალა და ქალიც აატირა. ყველაფრის მიუხედავად, იმ სიჩუმითაც ბედნიერი იყო არცერთი რომ არ არღვევდა სახლისაკენ მიმავალ გზაზე.

***
-ხომ გითხარი ჩემი დისგან თავი შორს დაიჭირეთქო?- ძმის გაგიჟებული ხმა რომ გაიგო, წამში გამოფხიზლდა და მისაღებისკენ გაიქცა.
- მე არაფერს დაგპირებივარ!-გაიგო დემნას ყინულივით ცივი ხმა და წამში მოძებნა მისი თვალები.
-ვიბლიანი შენ დაიწყე ეს მტრობა და ნუ მაიძულებ მე დავასრულო.- გიორგის ხელში იარაღი რომ შენიშნა წამით იფიქრა ისევ სიზმარში ვარო.
-დაწყნარდი გიორგი.- ირაკლი იჭერდა მხრით კაცს.
-გიო…- დის მისუსტებული ხმა რომ გაიგო უარესად აალდა მასში არსებული ბრაზი .
- მარიამ ამას აქ რა უნდა?!- მაინც ვერ გააკონტროლა ტონი.
-მე…- ამოილუღლუღა გოგომ.
-რა შენ? რა შენ მარიამ? ეს კაცი არ არის შენ ძმას რომ მკვლელის სახელს აკერებს? არ გამაგიჟო გოგო! ეს როგორ შემოუშვი სახლში?!- ენაზეც კი ცეცხლი მოჰკიდებოდა უფროს ჯაფარიძეს და ვერც იაზრებდა როგორ სწვავდა მისი სიტყვებით მარიამს.
- ნუ უყვირი!-დაიგრგვინა ვიბლიანმა. გიჟდებოდა მარიამის ჩამქრალი თვალების დანახვისას. ასე როგორ გაილია ერთ ღამეში? რა მოუვიდა?- დაგემტკიცებინა შენი სიმართლე თავის დროზე! მაგრამ არა! შენ რა გააკეთე? ციხეში ჩაჯექი და მკვლელის დამალვას ხელი შეუწყე შენი სი*ული საქციელით.- ახლა აღარც ცენზურა ადარდებდა და აღარც ის, გიორგის ხელში არსებულ იარაღს რომ ნებისმიერ წუთას შეეძლო შუბლის გახვრეტა.

დაკარგულ ბავშვს გავდა მარიამი, ქუჩაში რომ მშობლებს დარჩებათ და არ იცის საით წავიდეს.
-რა მკვლელის დამალვა გიორგი?- ძმას გახედა.-ამიხსნის ვინმე რა ხდება? დადე ეგ იარაღი უკვე.-მოთმინება ეწურებოდა და გრძნობდა როგორ ვერ სუნთქავდა, როგორ უფერულდებოდა გარშემო ყველაფერი და ერთმანეთში ირეოდა.

***
წამლების სუნმა მოიყვანა გონს. მთელი ცხოვრება ფიქრობდა რომ რთული ბავშვობის შემდეგ  საბოლოოდ მოშორდა ამ საძულველ ადგილს. მისთვის საავადმყოფო ასოცირდებოდა არა გამოჯანმრთელების გზას, არამედ ტკივილს, საყვარელი ადამიანების დაკარგვას, გაუფერულებულ ოცნებებს და მოკვეთილ ფრთებს. რამდენი ხნის წინ იყო ეს ადგილი მისი სახლი? უკვე აღარც ახსოვდა. ახლა კი ისევ უკან ბრუნდებოდა და ფიქრობდა რომ იგივე გზას გაივლიდა. თვალის გახელის გარეშე დაიწყო გლოვა მისი მდგომარეობის გამო. არ შეეძლო უკან დაბრუნება. არ შეეძლი საკუთარი თავისთვის სისუსტის გამოვლენის უფლება მიეცა. მერამდენედ უღალატა სხეულმა? უკვე დაიღალა. ვეღარ სუნთქავდა და ხსნაც არსაიდან ჩანდა.
-მარი? გონს მოხვედი?-მაშინვე მიიჭრა დასთან გიორგი.
-გიო… რა მჭირს?-ამოიტირა და ძმას აეკრა.- ისევ იგივე გზას არ გავივლი ჰო?- გიორგის სიჩუმეზე უარესად ატირდა გოგო. გული დაეღალა და სუნთქვაც გაუჭირდა.
-ერთხელ გამოვიდა მარი. ახლაც გადავიტანთ კარგი? კარგად გახდები.

***
-რა მოუვიდა, რა სჭირს გამაგებინეთ.- ბოლთას სცემდა საავადმყოფოს კალიდორში დემნა. ახლა მათი მტრობაც კი აღარ ახსოვდა. ერთადერთ საფიქრალს მარიამი წარმოადგენდა და ცოტა ხანში კედლებსაც დაანგრევდა. წლებთან ერთად ნაშენები მოთმინების და თავშეკავების კედლები წამში ჩამოენგრა გოგოს უსულო სხეულის დანახვისას.
- დემნა დაწყნარდი კარგი?- არანაკლებ განერვიულებული მია აქეთ აწყნარებდა გაგიჟებამდე მისულ კაცს.
-მია რა სჭირს შენ მაინც გამაგებინე!- ამოიყვირა კაცმა.
-ანორექსიისკენ მიდრეკილება ჰქონდა. ახლაც იგივე მდგომარეობა აქვს მგონი. ვერ ვიგებ რა მოუვიდა. ამდენი ხანი კარგად იყო…- სლუკუნი დაიწყო მიამ და წამითაც არ გაუპროტესტებია ქმრის მოხვეული ხელები რომ იგრძნო მხრებზე. მეორე მხარეს ლიკა იჯდა და ტიტე წამოსდგომოდა თავს წყლის ბოთლით.
-ჩემ გამო დაემართა? რომ ინერვიულა მაგიტომ? მითხარი რამე მია…- ბოლთას სცემდა დემნა.- მითხარი რომ ჩემ გამოა და გეფიცები საერთოდ გავქრები. თავლითაც ვეღარ მნახავს.- ისეთი განერვიულებული იყო კაცი ალბათ ცოტა ხანში მარიამს მიუწვენდნენ გვერდით.
-ისედაც გაქრები ჩემი დის ცხოვრებიდან ვიბლიანი.- მეხის გავარდნას გავდა გიორგის ხმა.
-გიორგი არაა მაგის დრო!- წამოდგა ლიკა.- რა მოუვიდა გითხრეს?
- არა, ანალიზის პასუხებს ელოდებიან და მერე გვეტყვიან ყველაფერს ზუსტად.- ამოიოხრა კაცმა და დემნას მტრული მზერა მოავლო.- საჭმელს არ ჭამდა? ან რამეზე ინერვიულა?- მოთმინება დაეკარგა უფროს ჯაფარიძესაც.
-ხასიათი კი შეეცვალა ბოლო დროს მაგრამ… მეგონა რომ დაიღალა, მთელი ზაფხულიც მუშაობდა და…-ამოილუღლუღა გოგომ.
-და რა მია?- თვალები გაუსწორა გიორგიმ და გოგოს მზერა რომ დემნასკენ გაექცა წამში მოაწვა სისხლი. იგრძნო როგორ დაუმძიმდა სუნთქვა და სისხლმა ქაოსურად დაიწყო ძარღვებში მოძრაობა.
- გამოდი შენ გარეთ.- ხელი დაჰკრა დემნას და გასასვლელისკენ დაიძრა. დემნაც უსიტყვოდ მიჰყვა უკან.
- ტიტე გაყევი, არაფერი დაუშაონ ერთმანეთს.- შეეხვეწა ლიკა.
-არ იქნება არაფერი. დაწყნარდი შენც, სულ გაფითრდი.
-შეიძლება რომ ვნახოთ?- ერთმანეთს გახედეს გოგოებმა.
-ალბათ კი, წამოდი შევიდეთ.- ხელი მოხვია ირაკლიმ ცოლს და მარიამის პალატისკენ დაიძრნენ.

***
-ჩემი დისგან რა გინდა?- სიგარეტს გაუკიდა გიორგიმ და კვამლისგან ამღვრეული თვალებით გახედა დემნას,რომელსაც უკვე ერთი ღერი დაესრულებინა და მეორეს მოწევას იწყებდა. იშვიათად ეწეოდა გიორგი და ალბათ ნერვიულობის ბრალი იყო ასეთი თავშეუკავებლობა.
-ეგ რო ვიცოდე…- ამოილაპარაკა ვიბლიანმა და მაინც ვერ გაუსწორა ჯაფარიძეს თვალი. იცოდა არ იყო მართალი და არ შეეფერებოდა ეს გაურკვევლობა.
-გიყვარს?- პირდაპირ აჯახა კაცმა, დემნას კი უსიამოვნოდ დაუარა სხეულში ამ ერთი სიტყვისგან გამოწვეულმა გრძნობამ. უყვარდა კი?!
- არ ვიცი გიორგი. რა პასუხს ელოდები ჩემგან?- დაღლილმა ამოილაპარაკა. საშინლად არ უნდოდა ეს დიალოგი. ყველაზე მეტად ახლა პალატაში მწოლიარე ხუჭუჭას ნახვა სურდა, მეგობრები რომ ეხვეოდნენ გარშემო.
- სიმართლეს! არ დასრულდება ეს ამბავი კარგად და შენც იცი. გახსოვს რით დასრულდა ვიბლიანების ქალი რომ შემიყვარდა?- ძალიან არ უნდოდა ახლა საყვარელი ქალის ხსენება და მათი ამბის გახსენება მაგრამ ბოლო დროს შეჩენილ დარდს ვერაფერს უხერხებდა.
- მარიამი ლილე არაა და  მე შენ არ ვარ. შენგან განსხვავებით საყვარელ ქალს დავიცავ!- ხმა გაუმკაცრდა დემნას. არ უყვარდა ისეთი კითხვები რაზეც პასუხი არ ქონდა და არც ისეთი დიალოგები, სადაც პირადი ცხოვრების განხილვა უწევდა.
-საყვარელ ქალს დაიცავ? გიყვარს მარიამი!- ვერ მიხვდა დემნა რატომ უთხრა გიორგიმ ასე გადაჭრით იმ კითხვის პასუხი თავადაც რომ ვერ გაერკვია.- ხომ ნახე რაც მოუვიდა? რაც შენ შეგხვდა მას შემდეგ ასეა. ხვდები რომ მთლიანად თუ არა, ცოტა მაინც შენც გაქვს ბრალი მის მდგომარეობაში?
-ვიცი. გავქრები ისედაც.- ძალიან  უნდოდა დარჩენა მაგრამ, ვერ შეძლებდა იმ ბრძოლების მარიამთან ერთად მოგებას, რომელშიც ვერ გაეგო ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე. - ვიცი რომ ისევ ეძებ რაღაც ხელჩასაჭიდს. ვიცი რომ უდანაშაულო ხარ. მერჩივნა ხელი შენთვის დამედო და არ მეფიქრა რომ მკვლელი გარეთ ცოცხალი და საღსალამათია. არის რამე?
-არაფერი. მაინც ვიპოვი. არ შერჩებათ ლილეს სისხლი და ჩვენი უბედურება. მაშინ საქმეს კვიციანი იძიებდა. ახლა პენსიაზეა და ქოხისგან კარგი სასახლეც აუშენებია.
- აიღებდა ფულს.- მესამე ღერის მოწევა დაიწყო დემნამ. 

მაინც რა არარაობები ვართ ადამიანები. მხოლოდ საკუთარი ხორცის გადარჩენაზე ვდარდობთ. არ ვფიქრობთ რა მოჰყვება ჩვენს საქციელს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ ფული საიდან ვიშოვოთ, ან სხვისგან სარგებელი როგორ ვნახოთ. არ გვანაღლებს როგორი გზითაა ფული ნაშოვნი. ალბათ ყველა გაურბის მის სინდისს მსგავსი საქციელის დროს, საკუთარ თავთანაც არ აღიარებენ სიმართლეს და თავს იმით იმშვიდებენ რომ სხვა გზა არ ქონდათ. ასეთები ვართ ადამიანები. ეგოისტები!

-სვანეთში მივდივარ. სამ დღეში ჩამოვალ. გამაგებინე რამეს თუ გაარკვევ.
- არ ნახავ?-გაუკვირდა გიორგის.
-საკმარისი ზიანი და არეულობა მოვუტანე. ორივესთვის ასე სჯობია.- ჩამწვარი ღერიც მოისროლა და თავის მანქანისკენ დაიძრა. საჭეს თავი ჩამოადო და იმ ფანჯარას ახედა, სადაც შავთვალება ეგულებოდა. ერთი ღრმად ამოისუნთქა და დატოვა საავადმყოფოს ეზო.

ნუთუ მართლა დასრულდა?!

***
დაინახა როგორ დატოვა დემნას “G-class”-მა საავადმყოფო. უსიამოვნო ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში. ფანჯრისთვის თვალი არ მოუცილებია ამღვრეული მზერის დასამალად. რატომ სტკიოდა მისი წასვლა ასე. საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა. ორივე ერთიმეორეზე ჯიუტი იყო. არც აქამდე არ აკლდათ ბარიერები მაგრამ ორივემ იცოდა როგორ იგებოდა რკინის კედელი მათ შორის და უფრო და უფრო სქელდებოდა. რამეს თუ არ მოიმოქმედებდნენ მართლა დასრულდებოდა ყველაფერი.

მარიამს ზედმეტად ბევრი ბრძოლა ჰქონდა გამოვლილი იმისთვის რომ კიდევ ერთი დაეწყო. დემნა უბრალოდ არფერს მოიმოქმედებდა. არ უნდოდა უდანაშაულო ადამიანები დაეზიანებინა.
-ქალბატონო საჭმელს რატომ არ ჭამდი?-პალატის კარი შემოაღო გიორგიმ და ბავშვებიც დაემშვიდობნენ მეტს აღარ დაგღლით და საღამოს დაგირეკავთო.
- არ მშიოდა.- ისევ თვალი არ მოუშორებია ფანჯრისთვის.- სად არის?-ზედმეტი კითხვების გარეშე მიხვდა გიორგი, ვინც იგულისხმა მისმა დამ.
-სვანეთში წავიდა.- უპასუხა კაცმა. გოგოს სახე ხელით მოაბრუნებინა და ამღვრეულ თვალებში ჩახედა.-მარიამ გიყვარს?- იგრძნო როგორ შეკრთა ქალის სხეული.
-არ ვიცი…- ყოყმანით ამოთქვა.
-იმანაც ეგ მითხრა.- ჩაეცინა კაცს დის გაფართოებული თვალების დანახვისას. იცოდა უკვე გვიანი იყო რამის გასაკეთებლად. ვეღარფერს გახდებოდა და აზრიც არ ქონდა.- შენ კი ქალბატონო ვერაფერს გახდები თუ დასუსტდები.
-რას უნდა გავხდე გორგი? შენ რა ჰკითხე ვუყვარდი თუ არა? გადაირიე?-გაღიზიანდა უმცროსი ჯაფარიძე.
-სიმშვიდე.
-გიორგი!
-მოისვენე! მოვა ანალიზების პასუხები და წავალთ სახლში.- დას ლოყებზე უჩქმიტა და შუბლზე აკოცა.
- არ მინდა ანალიზების პასუხები. ეხლავე წავიდეთ.- წამოდგომა სცადა გოგომ მაგრამ დასუსტებულმა ორგანიზმმა ისევ უღალატა და ხელახლა გადმოსცვივდა ცრემლები.
-დაწყნარდი მარიამ. გამოკეთდები, აი ნახავ.
- და მერე ისევ იგივე იქნება. მერე ისევ წამლებით გავიჭყიპები და ასე.- ცოტაც და ცრემლებით დატბორავდა პალატას.
- დაწყნარდითქო გოგო. თუ გინდა მოვიტაცებ იმ სვანს ნაბდით და მე მოგიყვან, რა იყო. მართლა იმის გამო ხარ ასე?- შეხედა დას და გოგომ რომ თვალი მოარიდა, მიხვდა სხვა რაღაც ხდებოდა და მკვლელის ძებნაში საკუთარი და  დაავიწყდა.
-დემნას ბრალი არაა…-სლუკუნებდა მარიამი.
-აბა?
-მამამ დამირეკა.- წამში დაეძაბა კაცს სხეული და მარიამის გახშირებული სუნთქვაც იგრძნო.
-რა თქვა?- მაინც იკითხა.
-მალე გამოვალო.
- ახლოსაც არ დაგინახო გაკარებული!- წამში აფეთქდა გიორგი.
- გიო ჩემ გამო ქნა გესმის? ჩემ გამოა ციხეში! რა გავაკეთო? ჩემ გამო მოკლა კაცი! რომ დამეჯერებინა არაფერი იქნებოდა! იქ რომ არ წავსულიყავი…- თვალები ეხუჭებოდა გოგოს და ნელ-ნელა ითიშებოდა. მაშინვე გაიქცა გიორგი ექიმის მოსაყვანად.

რა ხდებოდა? სიცოცხლეშივე გადიოდნენ ჯოჯოხეთს.
კავკასიონი წარბშეკრული დაჰყურებდა მის შვილებს. მხოლოდ მან იცოდა სიმართლე. მხოლოდ მან იცოდა მომავალში რა იქნებოდა. ხვდებოდა რომ სისხლის დაღვრის გარეშე, სიმართლე ვერ გაირკვეოდა.
მხოლოდ კავკასიონმა იცოდა რას უქადდა განგება მის შვილებს.

***
ცხოვრებაში ყველას ჩვენი საკუთარი ბრძოლა გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, დროს და ადგილს. უკან ვიტოვებთ წარუმატებელ დღეებს და დაღვრილ ცრემლებს. ფეხზე ვდგებით ყველაფრის მიუხედავად. ვცდილობთ მომავალში ის მამოძრავებელი, სულ პატარა სინათლე ვიპოვოთ, რომელიც მიზანს მოგვცემს, ფეხზე წამოგვაყენებს და უკეთესი მომავლის იმედს ჩაგვისახავს.

ამ სინათლის მარცვალს ეძებდა მარიამი, როდესაც პალატის ჭერს მიშტერებოდა. ხსნა არსაიდან ჩანდა. ისევ თავად უნდა გამკლავებოდა ყველაფერს. ამჯერად მაინც არ გაიქცეოდა. არ გაბრუვდებოდა წამლებით და ტკივილს არ ჩაახშობდა. ახლა ცივი გონებით უნდა ეაზროვნა. აღარ ჰქონდა ცრემლების ღვრის დრო. უკვე საკმარისად იტირა. საკუთარი მომავლისთვის უნდა ებრძოლა და იცოდა მარტო ვერაფერს გახდებოდა. ერთადერთ მშველელად ის ერთად’ერთი,  ჯიუტი, ვირი და ხისთავიანი სვანი ევლინებოდა. სწორედ ამიტომ მოიხსნა ვენაში ჩამაგრებული კათეტერი, საავადმყოფოდან გაიპარა და ეზოში მდგარ საკუთარ მანქანაში მოთავსდა. დაიძრა შორეული კავკასიონისკენ, ასე რომ ეძახდა და ხელგაშლილი ელოდა გოგოს. იცოდა ამ ბრძოლაში მაინც გაიმარჯვებდა რადგან პრობლემებს მარტო აღარ დაუპირისპირდებოდა.

2025წ/21 აგვისტო.

უცნაურად გაეღიმი, ის ადგილი რომ დაინახა, საიდანაც პირველად დემნამ გაყინული წაიყვანა. გზამ ენერგია მთლიანად გამოაცალა ისედაც დასუსტებულს მაგრამ ქალი როგორც კი სვანეთს უახლოვდებოდა, უცნაურად ედებოდა გულში იმედის ალი.

ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებდა ამ გაუგებრობას და ბედნიერ ცხოვრებას დაიწყებდა, ყოველ შემთხვევაში ეცდებოდა მაინც. მთელი სხეული დამუხტული ჰქონდა და თითქოს თითოეულ მოლეკულას გრძნობდა, ნაცნობი ადგილების დანახვისას.

არ იცოდა სად უნდა ეპოვა ვიბლიანი, სწორედ  ამიტომ მიაშურა იმ ადგილს, სადანაც თვეების წინ ზედმეტი ახსნის გარეშე გამოაგდეს.
მანქანიდანვე მოავლო კარგად ნაცნობ ეზოს თვალი და ნანა რომ ვერსად დალანდა, მხოლოდ შემდეგ გადავიდა. კარის წინ აისვეტა და რამდენჯერმე რბილად დააკაკუნა.
-გამარჯობა ნანა ბებო… ქალბატონო ნანა…როგორ ბრძანდებით?  მე…- დაიბნა გოგო ზღურბლზე მოხუცის დანახვისას. აშკარად გაოცება ჩასდგომოდა თვალებში გოგოს აქ ხილვით.- იცით, მე დემნას ვეძებ და… შეგიძლიათ უბრალოდ მისი სახლი მიმასწავლოთ?- მძიმედ გადაყლაპა ნერწვი, წინადადების დასრულების შემდეგ და ქალის პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეიკრა.
- გამარჯობა მარიამ, მოდი შემოდი სახლში, ცოტა ვისაუბროთ.- შინ შეიპატიჟა აწურული გოგო.
-მე… დრო არ მაქვს და…
-მოდი, მოდი.- ხელი ჩაავლო და სამზარეულოსკენ გააქანა გოგო.- რა არის, საჭმელს საერთოდ  არ ჭამდი?!- გაუწყრა და მაშინვე ნაირ ნაირი  კერძების გადმოლაგებას მოჰყვა, სუფრაზე არც მარიამის საყვარელი კუპდარის მოთავსება დავიწყნია.- გაკვირვებული ჩანხარ…- მაგიდასთან მოთავსებულ ხუჭუჭას თვალი გაუსწორა, რომელიც აშკარა გაოცებით აკვირდებოდა ქალის მოქმედებებს და ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-მე… ჩვენი ბოლო შეხვედრა არც ისე კარგად დასრულდა და მეგონა…
-გეგონა გაგაგდებდი?-გაეცინა ქალს.
-რაღაც მასეთი.-გაუღიმა მარიამმაც.
-მაშინ არ ვიცოდი რა ხდებოდა, მეგონა შენი ძმა იყო დამნაშავე ჩვენი გოგოს გარდაცვალებაში.- ცრემლი მოადგა ქალს.- მერე დემნამ ყველაფერი მომიყვა და მივხვდი რომ არაფერ შუაში იყავით, არც შენ და არც გიორგი.
-დემნამ გითხრათ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა?- გაუკვირდა გოგოს.
-კი, რატომ გიკვირს?-თბილად გაუღიმა ქალმა და რომ შეატყო გოგო ჭამას არ აპირებდა, თავად გადაუღო თეფშზე ყველაფერი, რაც ახსოვდა, რომ გოგოს უყვარდა.
-იცით, რაც გავიცანი ყოველთვის აგრესულად მექცევა და სულ იმას მიმეორებს რომ მკვლელის და ვარ.- ნერვიულად ჩაეცინა და მოწოლილი ცრემლების დამალვა ჭამით სცადა.
-ალბათ გიორგი მართლა დამნაშავეა ლილეს მკვლელი რომ ამდენ ხანს დაუსჯელია მაგრამ, შენი ძმა მკვლელი ნამდვილად არაა და ეს დემნამაც იცის. ხანდახან უხეშია მაგრამ ახლოს თუ გაიცნობ სულ სხვა ადამიანს  დაინახავ.-ხელი მოჰკიდა აცრემლებულ გოგოს.
-ლილე ვინ არის?-იკითხა ხუჭუჭამ და მოღალატე ცრემლი ხელის გულით შეიმშრალა.
-როგორ, არ იცი?- გაიკვირვა ნანამ.
-არა, მე, პატარა ვიყავი და მაშინ გიორგის წასვლა რთულად აღვიქვი, მარტო ის მახსოვს იმ პერიოდიდან რომ გიორგის მკვლელობას აბრალებდნენ. მეტი არაფერი მახსოვს…- აღარ უნდოდა რომ ეტირა და საათების უჭმელმა მართლაც ჩაკბიჩა კუპდარი და უგემურად ღეჭვა დაიწყო. ნამდვილად არ უნდოდა სვანეთში გონება დაეკარგა, ისე რომ გარშემო არავინ ყოლოდა.
-მოდი ჭამას რომ დაასრულებ დემნას სახლის გზას გასწავლი, ყველაფერს თვითონ მოგიყვება.- თავზე ხელი გადაუსვა გოგოს და ერთ ადგილს გაუშტერა თვალი, აშკარად აღარ იყო იმ ადგილას და ფიქრებით ძალიან შორს წასულიყო…

***
“მარიააამ!!!! სად წახვედი?! გიორგიც არაფერს ამბობს!!! არ გამაგიჟო!”- იწერებოდა მია.
“თმას ღერა-ღერა დაგაპუტავს, გვიპასუხეე!!!”- აგრძელებდა ლიკა.

კიდევ ბევრი მუქარის წერილი შედიოდა მარიამის მობილურზე, მაგრამ ახლა დემნას სახლის ძებნით იყო დაკავებული, რომელიც სოფლისგან მოშორებით, ტყესთან ახლოს იყო, როგორც ნანამ მიასწავლა გზა.

-მეტი უკაცრიელი ადგილი ვერ ნახა?!- ნერვები მოეშალა მარიამს. უკვე კარგა ხანია სოფელს გამოსცდა და სახლებიც ნელ-ნელა გაქრა. ბინდდებოდა და ცა ლამაზად იფერებოდა ვარდისფერსა და იისფერში.
კიდევ ხუთი წუთიც იარა და დიდი სამ სართულიანი სახლი დაინახა. მთლიანად წითელი აგურის იყო სახლი. თავზე მთლიანად შავი სახურავი დაეფარებინათ და იმავე ფერის მოაჯირებით შეემკოთ მესამე სართულის აივანი. არც მცენარეების ნაკლებობას განიცდიდა და აშკარად ეტყობოდა რომ კარგად უვლიდნენ.

-სახლიც ამას ქვია…-ამოილაპარაკა გაოცებულმა მარიამმა. ასეთი ადგილები მხოლოდ ფილმებში თუ ჰქონდა ნანახი.
მანქანა იქვე გააჩერა.  გვერდითა სავარძელზე მიგდებულ, თხელ, კრემისფერ ჟაკეტს დაავლო ხელი და სწრაფად გადახტა მანქანიდან.
სახლის მასიური კარი მთლიანად გაეღოთ. სტუმარს პირდაპირ ხეივანში უწევდა გავლა სახლამდ მისასვლელად.
სიცოცხლის ნიშანი რომ ვერსად იპოვა და სახლში აშკარად არავინ ჩანდა ყველა იმედიგ გადაეწურა. გააფრთხილა ნანამ დემნას ბებო და პაპა მაინც იქნებიან სახლშიო მაგრამ ისინიც არსად ჩანდნენ.  უკვე გამობრუნებას აპირებდა სახლის უკანა მხრიდან ცხენების ხმა რომ გაიგო. ფეხაკრეფით გაყვა ბგერებს და პატარა რანჩოსაც მიადგა. შორიდანვე შენიშნა საყვარლად მოფუსფუსე მოხუცები და ღიმილით მიუახლოვდა.
-დედა, მანჩო, შენც ხედავ ამ ანგელოზივით ბავშვს?- ცოლს გადახედა ქალმა ხუჭუჭას დანახვისას.
მართლაც უჩვეულოდ ლამაზი იყო მარიამი თეთრ სარაფანსა და კრემისფერ ფეხსაცმელში გამოწყობილი. წელამდე სიგრძის  ხუჭუჭებიც დაუდევრად დაჰყროდა მხრებზე და ანგელოზს თუ არა, წიგნიდან გადმოსულ პერსონაჟს აუცილებლად მოგაგონებდათ.
-გამარჯობა.- გაუღიმა მომღიმარ ცოლ-ქმარს.- მე მარიამი ვარ.-ხელი ჩამოართვა ორივეს.- დემნას ვეძებ და ნანა ბებომ მითხრა რომ აქ ვიპოვიდი.- უფრო მიუახლოვდა რანჩოს და ცხენები თვალებგაბრწყინებულმა შეათვალიერა.

-გაიგე მანჩო? ჩვენ ბიჭს ეძებს.- გაეცინა კაცს.
- წამოდი შვილო ის დიდხანს არ გამოჩნდება, შეიძლება დაღამებამდე არც მოვიდეს, დაისვენე შენ.- ხელი მოჰკიდა ქალმა და სახლისკენ გაუძღვა.
-მადლოაბ, დავისვენე უკვე ნანასთან- თბილად გაუღიმა გოგომ.- დაახლოებით თუ მიმასწავლით სად შევძლებ პოვნას, იქნებ ვნახო და დაველაპარაკო?- თვალები მიანათა საყვარელ ცოლ-ქმარს.
-არა ბები, ახლა სად იპოვი ბნელდება, ტყეში იქნება სადმე და მოვა.- უშედეგოდ სცადა გოგოს სახლისკენ წაყვანა.
- დამიჯერეთ ვიპოვი. უბრალოდ დაახლოებით მითხარით სადაა.
-ცხენზე ჯდომა შეგიძლია შვილო?- ახლობლურად მიმართა ვაჟამ, მარიამმა კი იმ წამს სახლში იგრძნო თავი და ის დრო გაახსენდა, როცა ოჯახი სრული შემადგენლობით ყავდა, სანამ ყველაფერი აირეოდა…
- დიახ, შემიძლია.
- ამ ბილიკს ხედავ?-ეზოს გარეთ არსებულ, ტყეში შემავალ მოკლე ბილიკზე მიუთითა კაცმა.- ამ გზას გაყევი, ბილიკიდან არ გადახვიდე ოღონდ. სადმე ახლო-მახლო იქნება.-ლამაზი, ჟღალი ფაშატი მიუყვანა გოგოს.- დინა ჭკვიანი გოგოა, არ გაგაწვალებს.- ცხენზე ანიშნა და თბილად გაუღიმა.
-დიდი მადლობა.- გაუღიმა მოხუცებს თბილათ და ცხენზე მოთავსების შემდეგ ბილიკს გაუყვა.
- სად გაუშვი ბავშვი? არაფერი მოიწიოს!- გაუწყრა მანჩო ქმარს.
-რა უნდა მოიწიოს. იპოვის იმ არანორმალურს და მოვლენ. აბა როდემდე უნდა იბოდიალოს ტყეში.- ხელი მოხვია ცოლს და დაღლილი ფანჩატურისკენ წაიყვანა.

***
-ღმერთო, ერთხელ მაინც გამიადვილე რამე…- ამოიტირა გოგომ დემნას კვალს რომ ვერსად მიაგნო და უკვე კარგადაც შებინდდა.

-მარიამ? აქ რა გინდა?- წამიერად შეხტა, უკნიდან რომ ხმა გაიგო. დემნა აშკარად ცდილობდა გაეგო ხომ არ ელანდებოდა გოგო.
-მე კიარა შენ რა გინდა? სულ გადაირიე? ამ ღამე ტყეში რას დამატარებ, ან შენ რას დაწრწიხარ!- გაბრაზდა გოგო და ჟაკეტი უფრო მეტად მოიხვია მხრებზე. აგვისტოს მიუხედავად სვანეთში უკვე გრილოდა.
- ვინ გითხრა იარე ტყეშიო.-მიუახლოვდა ქალს. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა მარიამის რეალურობაში დასარწმუნებლად.
-აბა ვერ გიპოვე და… თან პაპაშენმა კარგა ხანს არ მოვაო, როდემდე მეცადა?!- გაიკვირვა გოგო.- აუ წავიდეთ რა…- გარემოს თვალი მოავლო და საბოლოო მზერა დემნას თვალებზე გააჩერა. უცნაურად ელავდა კაცის თვალები იმ საღამოს და გოგოს სულს უფორიაქებდა.
- გცივა თუ გეშინია?- გაეცინა კაცს და ბილიკზე წინ წავიდა.
- არაფრისაც არ მეშინია, გავიყინე უბრალოდ.-ყელი მოიღერა ქალმა.
-შენ საავადმყოფოში არ უნდა იყო?- ჯერ კიდევ შოკში იყო დემნა და ეგონა ამდენი ფიქრით ჰალუცინაციები დაეწყო.
- ეხლა ავადმყოფები მიდიან ჯანმრთელი ხალხის სანახავად. ახალი მოდაა.- ხაზი გაუსვა დემნას უსიტყვოდა წამოსვლას და ახლა თავად გაიჭრა წინ ჯაფარიძე.
- რამ ჩამოგიყვანა ამშიშორეზე? არ მითხრა მომენატრეო.- ტვინი აამუშავა ვიბლიანმა და ირონიას მოუხმო.
- კი, დავიწვი პირდაპირ მონატრებით! ვიფიქრე ის მომსველელი არაა და მე მივადგები ფიალით ხელშითქო. მაგრამ რად გინდა, არ დამხვდი აივანზე და…- არც მარიამი ჩამორჩა.
- ნუ იკბინები. გამომართვი ეს ჟაკეტი, გალურჯდი უკვე და ცხვირი გაგიწითლდა.- დასცინა და თავის შავი მოსაცმელი მიაწოდა.
- ისე ჩანს თითქოს არაფერზე ზიხარ.- გაეცინა მარიამს და ბუცეფალის კონტურს მოავლო თვალი, ტყის სიბნელეს რომ ერწყმოდა.
- კარგი, სერიოზულად ახლა, რისთვის ჩამოხვედი?- შეხედა დემნამ და უკვე სახლსაც მიუახლოვდნენ.
- ჯერ ყველაფერს მომიყვები და მერე ყველაფრის მოგვარებაში დამეხმარები!- მტკიცედ განაცხადა ჯაფარიძემ.
-კარგი ერთი. კიდევ?- ცხენიდან ჩამოხტა დემნა და ახლა მარიამისკენ დაიძრა. გოგოს წელზე ხელები შეუცურა და სწრაფი მოძრაობით ჩამოსვა.
- მეტი არაფერი. თავადაც შევძლებდი.- გაუცინა და მომლოდინედ მიაჩერდა. დემნას გოგოს ღიმილზე გული აუჩქარდა.

-ზეგ მოვდივარ მე თბილისში.- უთხრა კაცმა და სახლისკენ დაიძრა. -წამო, გათბი.
- აუ ახლა შენ რა დაგელოდება…- ამოიწუწუნა და მოულოდნელად სიცილი აუტყდა.
- რა იყო.- გაეცინა დემნასაც.
- არაფერი უბრალოდ…- უარესი ხარხარი აუტყდა.- აქამდე ერთმანეთს ვჭამდით და დღეს პირველი ნორმალური დიალოგი გამოგვივიდა.- კიდევ ერთხელ გაეცინა გოგოს.
- ჰო, ალბათ.
-კარგი ახლა. სერიოზულად მომიყევი რა…- თვალებით შეეხვეწა კაცს.
- რა გაინტერესებს მაინც?- ამოიოხრა და ეზოში დაკიდულ ჰამაკში გაწვა.- მოდი, არ ვიკბინები.- გვერდით ჩაიწია და ჯაფარიძეს ადგილი დაუთმო.
-მაშინდელი ამბები… ყველაფერი.- ცოტახნის ყოყმანის შემდეგ მაინც მოთავსდა კაცის გვერდით.
-საერთოდ არაფერი გახსოვს?
-არა?
-რამდენი წლის იყავი?-მოულოდნელი კითხვა დასვა კაცმა.
-ათის. შენ?
-თვრამეტის.- გახედა ქალს და სიგარეტს წაუკიდა. იცოდა მშვიდად ვერ გაიხსენებდა იმ ამბავს და თითქოს შვებას ნიკოტინით პოულობდა.
- რა ბებერი ხარ.- მაინც დასცინა გოგომ და კაცს გადახედა.-მომიყევი რა… შენ მაინც, გთხოვ…- მუდარით სავსე თვალებით შეხედა კაცს. უარს როგორ ეტყოდა?
- შენ ძმას დიდი ხანია ვიცნობ. თერთმეტი წელი თითქმის. ლილე უყვარდა. ჩემი და უყვარდა და იმასაც უყვარდა გიორგი.- ამოიოხრა კაცმა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
- და გყავდა?- გაუკვირდა მარიამს, კიდევ უფრო გაკვირვებული იმით იყო რომ მის ძმას შეყვარებული ჰყავდა.
- მამიდაშვილი იყო. მაგრამ მაინც და. ერთად გავიზარდეთ… პატარები იყვნენ ორივე. ოფიციალურად იყვნენ შეყვარებულები. გიორგი თითქმის ყოველ კვირა ჩამოდიოდა და ლილეს ნახულობდა, ესეც უბედნიერესი იყო. მაგრამ…
-მაგრამ?- ჩაეკითხა გოგო.
-მაგრამ ყველა კარგ ამბავს ყავს ბოროტი პეროსნაჟი. იმ დღეს ლილეს დაბადების დღე იყო…

2014წ/ 23 ივნისი.

გალიაში დამწყვდეული ჩიტივით უცემდა იმ დღეს გიორგის გული.
უცნაურად ბედნიერი იყო, ბოლო-ბოლო საყვარელი ქალისთვის ხელი უნდა ეთხოვა.

მოატყუა ლილე ჩამოსვლას ვერ შევძლებო და გოგოც მოწყენილი შლიდა მისი დაბადებისდ დღის სუფრას.
სახლიდან გასვლამდე დას და დედას აკოცა. ქალს მოეხვია და ღიმილით უთრა მალე რძალს მოგიყვანო. თამუნას ნაჩუქარი ბეჭედი საგულდაგულოდ შეინახა მოსაცმლის ჯიბეში და ყვავილების მაღაზიისკენ დაიძრა.
თეთრი ვარდები შეარჩია, ლილეს მსგავსად წმინდა და ნაზი.
გული წამში ათას დარტყმას აკეთებდა. უკვე ღამის ათს გადაცდენილიყო სოფელში რომ შევიდა. დაინახა განათებული ეზო და უკვე შეზარხოშებული, მოცეკვავე ახალგაზრდები. გაღიმებული გადავიდა მაინქანიდან, მაგრამ საყვარელი ქალი ვერსად იპოვა.
-სიძე ბატონს ვახლავარ.- კარგად შემთვრალი დემნა გადაეხვია გიორგის.- აკი არ ჩამოვალო?
- სურპრიზს ხომ არ გავაფუჭებდი.- გაეცინა კაცს.- სადაა შენი მამიდაშვილი?
- ნინის გავაცილებ და მოვალო. იქით წავიდა.- ხელით ანიშნა გზისკენ.
-ვის გაუგონია იუბილარის წასვლა დაბადებისდღიდან…- ჩაიბურდღუნა გიორგიმ.-წავალ მოვძებნი. ყვავილები იქვე დატოვა და გზაზე დაეშვა.

ნახევარი მანძილი ჰქონდა გავლილი გზაზე მწოლიარე, თეთრ, ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი ლილე რომ დაინახა. მალევე აღიქვა თვალმა თეთრ ნაჭრზე არსებული სისხლიც. წამში გაიქცა და ქალის უსულო სხეულის გვერდით ჩაიკეცა.
-ლილე! ლილე, ჩემო სიცოცხლე… შემომხედე გთხოვ, თვალები გაახილე!- გოგოს სახე ხელებში მოიქცია გიორგიმ.- ჩემო ფერია გაიღვიძე…- უშედეგოდ ანჯღრევდა გოგოს და დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა.
აფექტში მყოფმა ვერც შენიშნა, ჩრდილში მიმამალული ეშმაკი, უკნიდან რომ მიეპარა და იმავე იარაღით გათიშა, რომლითაც საყვარელი ქალი მოუკლა.

მერე იყო უსულო ლილეს გვერდით გაღვიძება. პოლიცია. მთელი სვანეთის შეკრება.  იარაღზე არსებული გიორგის ანაბეჭდები. გარდაცვლილი ლილე და ერთადერთი ეჭვმიტანილი, გიორგი ჯაფარიძე.

***
ვერ გაიგო მარიამმა როდის დაიწყო მის სახეზე მარილიანმა სითხემ დენა. წამში დაეწყო კანკალი და სლუკუნი.
მიხვდა დემნა, პანიკური შეტევა ეწყებოდა და ზედმეტი ფიქრის გარეშე მიიკრა ქალის სხეული.
ვიბლიანის მკლავებში ჩაეძინა ჯაფარიძეს. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩაეძინა ასე მარტივად და უცნაურად მშვიდად.
ხელში აყვანილი მიიყვანა სვანმა ხუჭუჭა ოთახამდე და ლოგინში თბილად მოათავსა.
ცოტა ხანს უყურა ქალის მოდუნებულ და მშვიდ სხეულს დემნამ, თვალებით მიეალერსა და უკანმოუხედავად დატოვა ოთახი. იცოდა გოგოს უშფოთველი ძილი მხოლოდ დროებითი იყო…

***
ღრჭიალით გაჩერდა იუსტიციის სახლის წინ დადვანის მანქანა და გარეთ მჯდარი ცოლი რომ დაინახა, ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა. მაშინვე გამოიქცა, როგორცკი მიას შეტყობინება ნახა და გზაში რამდენიმე ავარიული მდგომარეობაც შექმნა თვალებზე ბინდ გადაკრულმა.

-მია ჩემი გაგიჟება გინდა?- მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მკლავში ხელი წაავლო გოგოს და თვალებში ჩააშტერდა.- რას ნიშნავს შენი საქციელი?
- იმას რომ შენთან დაშორება მინდა და გამიშვი ხელი.- აცრემლებული თვალებით ხელზე ანიშნა, სადაც აუცილებლად დარჩებოდა მოჭერისგან სიწითლე.
ირაკლი რომ მიხვდა, ძალიან უჭერდა წამში უშვა ხელი.
-ბოდიში, არ მინდოდა. წამოდი სახლში ვილაპარაკოთ. მანქანისკენ დაიძრა კაცი და ნაბიჯების ხმა რომ ვერ გაიგო უკან მიბრუნდა.- სერიოზულად მია? ჩემი გაგიჟება გინდა?!
-ირაკლი მორჩი უკვე! ადრე თუ გვიან მაინც დაგშორდები! ბავშვს მამის გარეშე ჩემი მიზეზით არ დავტოვებ.- მკაცრად განაცხადა გოგომ და აწყლიანებული თვალები დადვანისას გაუსწორა.
- არარის გოგო ჩემი ბავშვი, ნუ გადაგყევარ ჭკუიდან!
- მაშინ დამიმტკიცე!- დაუყვირა გოგომ და გამვლელების მზერა დააიგნორა. უკვე აღარავის აზრი აღარ ადარდებდა როცა ამდენი ხნის ნანატრ ცხოვრებას ხელიდან სტაცებდნენ.
- მია ბავშვს არ მაჩვენებს და რა გავეკთო? ხვალამდე მომეცი დრო და დაგიმტკიცებ რომ შენთვის არ მიღალატია!- მტკიცე იყო დადვანი.
- ხვალ საღამომდე თუ  სიმართლე არ მეცოდინება, ზეგ დილით მოვალთ და ზედმეტი საუბრის გარეშე დავშორდებით.- აკანკალებული ხმით ამოილაპარაკა გოგომ და კაცს სიტყვის თქმაც არ აცადა, ისე მოსცილდა იქაურობას.

როდის მივიდნენ აქამდე? მხოლოდ ქმრის იმედი და რწმენა ჰქონდა, მაგრამ ახლა  ეს რწმენაც შერყეული იყო. იცოდა მარიამი არასდროს მიატოვებდა მაგრამ ირაკლის გვერდშიდგომა სხვანაირად სჭირდებოდა. თითოქს სასუნთქი გზები და მამოძრავებელი წერტილი იყო დადვანი მიასთვის.

არეულმა შეაღო ვარდისფერი კაფის კარი. აქამდე ყოველთვის მოზღვავებულ ბედნიერებას გრძნობდა ამ სილამაზის დანახვისას, ახლა კი ესეც არ შველოდა. სახლში ვერ წავიდოდა… მარიამი კი სვანეთში იყო. იცოდა თამუნა თბილად მიიღებდა გოგოს მაგრამ მაინც ეუხერხულებოდა.

ოჯახთან კონტაქტი კარგახნის  გაწყვეტილი ჰქონდა. როგორც კი ოჯახის წინააღმდეგობა იგრძნო, წამში დათმო საყვარელი კაცის გამო ოჯახი. არა, მაინც როგორ შეიძლებოდა არ მოგწონებოდა ირაკლი დადვანი?
როგორც შემდეგ გაირკვა მიას ბედი მის “ოჯახს” უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და საკმაოდ მდიდარ ადამიანსაც აყოლებდნენ ცოლად.
როგორც კი გოგომ ეს შეიტყო იმავე ღამეს გაიპარა ირაკლისთან ერთად. სწორედ ამიტომ იყო თვებიის წინ, სვანეთში რომ დაადგა  ახლადშეუღლებულ წყვილს მარიამი.

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მის ცხოვრებაში ხომ ახალი სულაც არ იყო, ცაში აფრენილის მიწაზე დანარცხება.
ალბათ მთელ დღეს ტირილში გაატარებდა ლიკას რომ არ შემოეღო კარი.

-დააყენა პალიასტომი! როდემდე უნდა ღვარო ცრემლები?!- გვერდით მიუჯდა და თავი ააწევინა ამდენი ტირილისგან თვალებ დასიებულ გოგოს.
- ხვალ თუ სიმართლეს არ მეტყვის დავშორდებით.- კიდევ ერთხელ ამოისრუტუნა მიამ და მეგობარს მიეხუტა.
-ჯერ ხომ არ იცი ზუსტად არაფერი, ნუ ტირიხარ რა. თან მე მჯერა რომ ირაკლის არ უღალატია!- მტკიცედ განაცხადა ლიკამ.- ის მართლა თხა სადღა გაიქცა! ჯერ ჩამოვიდეს! მაგას ვანახებ მე როგორ უნდა სვანეთში ჩვენ გარეშე წასვლა!
-მოდიან ხვალ ისედაც.- თქვა შედარებით დამშვიდებულმა მიამ.
- აუ მიუსი ხო უხდებიან ერთმანეთს? ეს თხა კი არ აღიარებს,მაგრამ მიამტვრევს ვიბლიანი მაგ რქებსაც.- გაეკრიჭა გოგო.
-კი, მართლა ძალიან უხდებიან. ეგენი მაინც იყვნენ ბედნიერები. რას დალევ?
- რამე ცივს და გემრიელს. დაიბუგა თბილისი, გარეთ გახედვაც არ მინდა. მალევე ორივე ბარის უკან გაუჩინარდა და მაცივრიდან ყველაფერი გადმოალაგეს რაც კი ცივი იყო. ჯერ არ გაეხსნათ კაფე მაგრამ მათ სამყოფ საკვებს ყოველთვის ამზადებდნენ.

***
-ტიტე გავაფრენ გეფიცები!- დაკაკუნების გარეშე შეუგლიჯა ირაკლიმ ავალიანს კაბინეტის კარი.
- მეც, ლიკას მონატრებით.- საბუთებიდან თავის ამოყოფის გარეშე ამოილაპარაკა და გაიღიმა.- შენ რაღატომ?- როგორც იქნა დახურა ის დასაწვავი პორთფოლიე, ასე რომ აღიზიანებდა ირაკლის.
-მია მშორდება.- ამოიღრინა კაცმა.
- აბა რა გეგონა. კიდევაც დიდხანს გაგიძლო.
- ავალიანი! შენზე ვიყრი ახლა ყველა ჯავრს. იმასაც ახლა მოუნდა სვანეთში წასვლა რა!- მაგიდას ხელი დასცხო ირაკლიმ.
- კარგი ჰო სერიოზულად. რით შემიძლია დაგეხმაროთ?- მაგიდის მეორე მხრიდან სერიოზული, მაგრამ მაინც ირონია შერეული სახით გადმოხედა კაცს.
- სიფათს გაგილამაზებდი სიამოვნებით!
- კარგი ახლა. ვერ გამიმეტებ! მერე ვიღას მოვეწონები?- გაიკრიჭა ტიტე.- კარგი ხო ახლა მართლა სერიოზულდა, რა ხდება?
- ხვალ საღამომდე თუ მიას არ დავუმტკიცე რომ ბავშვი ჩემი არაა გამშორდება. ის კიდევ ბავშვს არ მაჩვენებს.
-ეუჰ…- შუბლში ხელი იტკიცა ტიტემ.- ეგ ცოტა დროა, მაგრამ ვიზავთ რამეს. აბა მართლა ოჯახი ხომ არ დაგენგრევა?!
- რა გავაკეთო?- ხელებში თავი ჩარგო დადვანმა და კეფა დაიზილა.
-იჯექი და იმკითხავე! რა უნდა ქნა ბიჭო, წამოდი ვიპოვოთ ის ბავშვი და “დნმ”-ს ანალიზი გავაკეთოთ!
- დამეხმარები?- ქვემოდან ახედა უკვე ფეხზე მდგომ ტიტეს, რომელიც მაგიდას აწესრიგებდა.
- ახლა მე გაგალამაზებ! რისთვის ვართ ძმები?!  წამო, წამო დაღამდა და მაგ ტესტს ოცდაოთხი საათი მაინც უნდა.

ორივემ ერთად დატივა კომპანია, ირაკლი კი უკვე დარწმუნებული იყო რომ საყვარელ ქალს აუცილებლად დაიბრუნებდა.

***
სადარბაზოს კიბეები უხმოდ აიარეს.
-ზუსტად იცი რომ ესაა?- ეჭვის თვალით გადახედა ირაკლიმ ტიტეს.
-კი ეს მისამართია.- დარწმუნებით უთხრა კაცმა და მობილურზე მოსულ შეტყობინებას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.- მიდი ახლა რაღას ელოდები!- თვალები დაუბრიალა დადვანს. მანაც არ დააყოვნა და კარზე რამდენჯერმე დააბრახუნა. მალევე გაისმა კარს იქით ფეხის ხმა, მაგრამ რატომღაც გაღებას არავინ არ ჩქარობდა.
- ნატო გააღე კარები! ვიცი რომ მანდ ხარ!- უარესი ბრახუნი ატეხა კარზე და ქალმაც ინება კარის გაღება. ფერები გადაუვიდა კაცების დანახვისას და თითქოს წამში დაპატარავდა.
- არ შეგვიპატიჟებ?- ირონიულად გაიღიმა ტიტემ და ქალის პასუხს არც დალოდებია ისე შეიჭრა სახლში.
- რა გინდათ? რისთვის მოხვედით?- ხმის კანკალით იკითხა ქალმა.
- შენი ტყუილის გამოსააშკარავებლად.- მტკიცედ მიუგო ირაკლიმ და ისიც სახლში შევიდა.
- მე არაფერი მომიტყუებია! რაც გითხარი ყველაფერი სიმართლეა, ბავშვი შენია.
- რა სიმართლეა და რა ტყული მაგას დეენემის ტესტით გავიგებთ.- უკან ბავშვის თმით დაბრუნდა ტიტე და პაკეტში მოათავსა.
- არ გაქვთ ამის უფლება!- წამოიყვირა ქალმა.
- რატომ ნერვიულობ?- გაუცინა ტიტემ და ირაკლის თვალით ანიშნა წავედითო.- ცოდოა ეს ბავშვი შენნაირი დედის ხელში.- დანანებით ამოილაპარაკა  ავალიანმა და საძინებლის კართან ატუზულ პატარა ბიჭს სევდიანი თვალებით შეხედა.
- იცოდე თუ იტყუები და ჩემი ცოლის ცრემლების მიზეზი შენი ტყუილებია… - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ირაკლიმ და ნატოსკენ დაიძრა.
- ირაკლი ბავშვია აქ. წამოდი!- მხარში ხელი წაავლო ტიტემ და სახლიდან გაიყვანა გაცეცხლებული დადვანი.

მალევე მივიდნენ ირაკლის ნაცნობთან დეენემის ტესტის შესამოწმებლად. სიჩქარესაც ვეღარ აკონტროლებდა დადვანი, ისე ჰქონდა მოთმინების ყველა ძარღვი გაწყვეტილი.
-ბაჩო შენი იმედი მაქვს!- მხარზე ხელი დაადო ირაკლიმ კაცს.
- ვეცდები მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთო. წადით თქვენ და გამოგიგზავნი პასუხს.- დამაიმედებლად შეხედა კაცმა.
- იყოს, აქ დავიცდით.- სკამზე მოთავსდა ირაკლი.
ერთი საათის გასვლის შემდეგ დერეფანში ერთიდაიმავე ადგილს ტკეპნიდა. გასაკვირიც კი იყო იატაკი როგორ არ ცვდებოდა.
-დადვანი დამეხვა თავბრუ!- ამოიღრინა ტიტემ. მალევე მის ჯიბეში  მობილური აზმუვლდა.- ოჰ, გავახსენდით ბატონს.- ამოილაპარაკ დემნას სახელის დანახვისას.- გისმენ.
- მოვიდა პასუხი?- გაისმა დემნას დაღლილი ხმა.
- არა ჯერ. შენ რასშვები?
- მარიამს ვეძებ.
- რასქვია ეძებ?- გაეცინა კაცს. - სადაა?
- ცხენით ტყეში. დამღალა! მთელი დღე აქ იყო და ახლა გაქრა!- ამოიღმუვლა სვანმა.
- წადი იპოვე გოგო, მგლებმა არ მოგტაცონ.- გაეცინა ტიტეს და დემნას მრავალფეროვანი გინების შემდეგ მალევე გათიშა ტელეფონი.- ირაკლი შემერყა ტვინი!- ნერვიულად მოთამაშე ფეხზე ხელი დასცხო დადვანს.
- რაო? რა თქვა?
- პასუხები აინტერესებდა. მარიამი გაპარვია და ვერ პოულობს.- უკვე ხარხარი უტყდებოდა სიტუაციის წარმოდგენისას.
თეთრად დაათენდა ორივეს საავადმყოფოში.
- ესეც შენი პასუხები. არვიცი რამდენადაა ის რასაც ელი…- ლაბორატორიიდან გამოვიდა ბაჩო და კონვერტი გაუწოდა კაცს.

ახლა ირაკლის და მიას მომავალი მხოლოდ ამ თეთრ კონვერტში მოთავსებულ პასუხზე იყო დამოკიდებული.

2025წ/22 აგვისტო.

უჩვეულოდ ადრე გაეღვიძა. დიდი ხანია ასე მშვიდად არ სძინები. იმ დილით იგრძნო რომ მართლა ცოცხალი იყო. ბოლომდე უვსებდა სვანეთის ცივი ჰაერი ფილტვებს. პატარა ოთახში დაეტოვებინა დემნას. გაუხარდა ჰამაკში გასაყინვად რომ არ გაიმეტა და გაღვიძების გარეშე მიიყვანა ოთახამდე.
ენერგიულად წამოდგა ლოგინიდან. დილის სუსხმა თავისი გაიტანა და წამში დაეხორკლა გოგოს ოქროსფერი კანი. თვალი მოავლო ზეთისხილისფრად მოწყობილ ოთახს. ყველაფერი ძალიან გემოვნებიანად იყო შერჩეული. მარიამს იმ წამსვე შეუყვარდა ეს სახლი და იფიქრა, რა იქნება ასეთი მეც მქონდეს სვანეთშიო.
სახლის მაცხოვრებლებს ისევ ეძინათ. ერიდებოდა სხვის სახლში ბოდიალი, მაგრამ მეტად რომ ვეღარ მოისვენა ეზოში გავიდა.

ცხენების ჭიხვინზე თვალები აუციმციმდა და მაშინვე იქით გაემართა. უამრავი ჯიშის ცხენს გამოეყო თავი სადგომებიდან და ჯაფარიძეც ყველას ბედნიერი ეფერებოდა. მალევე დაინახა ყველაზე გამორჩეული ფაშატი, ბუცეფალი რომელიც რატომღაც მის პატრონთან ერთად მუდმივად სტუმრობდა ქალის სიზმრებს. ბრთხილად მიუახლოვდა, ცხოველი რომ არ დაებრთხო და მორიდებით შეახო ხელი თვალებს შორის არსებულს სივრცეში. ცხენმა მაშინვე მოწონების ნიშნად დაიფრუტუნა და გოგოსაც გაეღიმა.

-არ გინდა მე და შენ გავისეირნოთ?- გაუღიმა ცხენს და კარი გაუღო.- მგონი დემნას არ ეწყინება.

წამში მოექცა ცხენის ზურგზე და სოფლის შარაზე დაეშვა. უცნაურად ბედნიერი იყო, უცნაურად უცემდა გული და უცნაურ თავისუფლებას გრძნობდა. იქნებ ამ კუთხეზე ბავშვობიდან უმიზეზოდ არც იყო შეყვარებული, იქნებ მხოლოდ ამ კუთხეში ელოდა ნათელი მომავალი და სიმშვიდე, ის სიმშვიდე მთელი ცხოვრება რომ უშედეგოდ ეძებდა.

უკვე მზეც კარგად ამოწვერილიყო კავკასიონზე, უკან რომ მობრუნდა. პატარა ბილიკზე მინავარდობდნენ და ცხენიც ბედნიერი ფრუტუნებდა. სასიამოვნოდ გრილოდა სვანეთში. ბალახებზე ჯერ კიდევ შემორჩენილიყო დილის ნამი და ჰაერში ბალახის სუნი ტრიალებდა. გარემოს თვალიერებით იყო გართული და ვერც კი შენიშნა წინიდან მომავალი მხედარი. კაცი რომ წინ გადაუდგა და ცხენმაც სვლა შეწყვიტა მხოლოდ მაშინ მოეგო გონს ჯაფარიძე.
-გამარჯობა.- გაუღიმა უცნობს ქალმა მაგრამ კაცისგან ისეთი აურა იგრძნო, მაშინვე გული შეეკუმშა.
-ხოჩა ლადეღუ ჯარ ლუხთავე.- კაცის ხმის გაგებისას თავბედი იწყევლა მარიამმა, რას მოვდიოდიო.
- გამარჯობა ბექნუ!- მესამე მხედარიც მოადგა, და მარიამს წამში დაუმშვიდდა აფორიაქებული სული ვიბლიანის დანახვაზე.-მაგუარდ ხარი?
- ხოჩამდ, სი მაგუარდ?- წამში მოაშორა კაცმა მარიამს მზერა და დემნას შეხედა.- ვინაა ეს ლამაზმანი?- ისევ ქალს მიუბრუნდა და მთლიანად აათვალიერა. უსიამოვნოდ დაეძაბა მარიამს სხეული.
- მიშგუ ხუხუ.- სვანურად უპასუხა დემნამ და მარიამს თავით ანიშნა წამოდიო.-კარგად იყავი ბექნუ.- ზურგი აქცია ვიბლიანმა და ქალიც უხმოდ მიჰყვა უკან.

წამებს ითვლიდა დემნა, სადამდე გაძლებდა მარიამი მდუმარედ და გაეღიმა კიდეც, ორ წუთზე მეტხანს რომ ვერ გასტანა ქალის დუმილმა.
-რატომ უთხარი რომ შენი ცოლი ვარ?- გაგულისებულმა გადახედა გვერდით მიმავალ კაცს მარიამმა.
- აბა იმის ცოლობა გინდოდა?- გაოცებულმა გამოხედა დემნამ და გოგომაც წამში გააქნია თავი უარყოფის ნიშნად.- სვანური საიდან იცი?- არც უცდია ხმაში გაკვირვებისა და ინტერესის დამალვა.
-ბავშვობაში ვსწავლობდი.- თავმომწონედ გაუღიმა ჯაფარიძემ.- შენ აქ რა გინდა?
- დილით გავიღვიძე და არ დამხვდი. ტელეფონი სახლში დატოვე. ცხენი ადგილზე არ იყო და აბა რა უნდა მეფიქრა?! მიკვირს წამში რომ არ გადმოგაგდო და საღსალამათი ხარ.- გაკვირვებულმა შეხედა ბედნიერად მონავარდე მის ცხენს.
-რატომ უნდა გადმოვეგდე?- გაიოცა გოგომ.
- ჩემ გარდა არავინ არ მოსწონს და არავის იკარებს.
- მე მოვეწონე!- ღიმილით განაცხადა ქალმა.
-შენ მოეწონე.- ღიმილითვე დაეთანხმა კაცი და ორივემ ერთად გაიარა სახლში შემავალი ხეივანი.

-სად დადიხართ  ამ დილაადრიან? - მოჩვენებითი სიმკაცრით დაუხვდა ბავშვებს მანანა.
- კარგი რა მანჩო, გეგონება პირველად გავედი.- ცხენიდან ჩამოხტა და წამში მოეხვია ქალს. - გილოცავ დაბადებისდღეს გოგო, დიდხანს უნდა მყავდე!
-ვაიმე! გილოცავთ დაბადების დღეს.- მარიამიც მოეხვია ქალს.
-მადლობა, მადლობა.- გაუცინა ქალმა.- წამოდით ვისაუზმოთ და მერე მესტიაში გამეგზავნეთ. საღამოს ქალები მომივლენ და გავამზადებ რაღაცეებს.
- იცით მე უნდა წავიდე და…- დაიწყო მარიამმა.
- აპ, აპ დღეს შენ აქედან ვინ გაგიშვებს გოგო.- სამზარეულოში შევიდა ვაჟაც.
- არა, მართლა უნდა წავიდე… ჩემები ინერვიულებენ… ისედაც…-თავისი გააგრძელა მარიამმა.
-გაჩუმდი, მაინც არ გაგიშვებენ. დაურეკე შენებს და უთხარი რომ კიდევ ერთი დღე რჩები.- უჩურჩულა დემნამ.
-მეც და შენც ჩემი ძმა სისხლს აგვიღებს.- ჩაიბურდღუნა გოგომ.
-ეცოდინება ისედაც აქ რომ ხარ.- ყველანაირი ნერვიულობის გარეშე ჩაილაპარაკა ვიბლიანმა და სუფრას მიუჯდა.
სვანი იმდენს ჭამდა მარიამი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა და ვერ იგებდა ამდენი საჭმელი სად ეტეოდა. დემნა კი ილუკმებოდა მადიანად მაგრამ გოგო პირს ვერაფერს ადებდა მიუხედავად იმისა რომ მანჩომ უამრავი რამ შესთავაზა.
- ასე არაფერი გამოვა, სულ გაფითრებული ხარ, რამე ხომ უნდა ჭამო.- აქოთქოთდა მანანა.

დემნამაც აწია თეფშიდან თავი და გოგოს თეფშზე რაც სუფრაზე იდო ცოტ-ცოტა ყველაფერი დაულაგა.
-ჭამე.- უთხრა და სანამ გოგომ პირველი ლუკმა არ ჩაიდო პირში თვალი არ მოუშორებია.

-დაასრულე?- ცოტახანში წამოდგა დემნა და მარიამს დააცქერდა. მანჩო და ვაჟა ცხოველების დასაპურებლად გასულიყვნენ და სამზარეულოში მხოლოდ ახალგაზრდებიღა ისხდნენ. გოგოს აშკარად მეტის ჭამა აღარ შეეძლო და  თეფშზე უაზროდ ატრიალებდა ჩანგალს. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გოგომ.
-ეგ გეყოფა?- წარბი აუწია ვიბლიანმა.
-რავი, მყოფნის ხოლმე.- გაეკრიჭა გოგო და სუფრის ალაგება დაიწყო.
- გაანებე თავი, მანჩო იზავს.- ხელი გააშვებინა თეფშებზე დემნამ.
-ესე ხოარ დავტოვებ?- გაიკვირვა გოგომ და თავის გააგრძელა. დასარეცხი ჭურჭელი ონკანში მოათავსა და რეცხვა დაიწყო. დემნაც უჩუმრისპირად ამოუდგა გვერდით და ყვავილებიანი ტილოთი უკვე სუფთა ჭურჭლის გამშრალება დაიწყო.

-დემნა არ გცხვენია? სტუმარს უნდა ალაგებინებდე?- გაკიცხა ქალმა შვილიშვილი.
- არ მოეშვა და.- მხრები აიჩეჩა კაცმა,  მე რა შუაში ვარო და ბოლო პრიალა თეფშიც მოათავსა კარადაში.
- სიას მოგცემთ და გამეგზავნეთ მესტიაში.- მალევე ჩამოუწერა რაც უნდოდა ყველაფერი და ახალგაზრდებიც დემნას მანქანაში მოთავსდნენ.

-ნახე აბა ერთი რა უნდა.- სია მიაწოდა გოგოს და თვითონ გზაზე კონცენტრირდა ვიბლიანი.

-ხორცი, კიტრი, პამიდორი, თევზი ნებისმიერიო, წვენები, რაღაც სუნელები წერია და მწვანილები. აქ არაა ახლოში მაღაზია?- თავი ამოყო სიიდან გოგომ.
- არის მაგრამ ყველაფერს ვერ იყიდი.
მალევე გაჩერდნენ მესტიის ცენტრში და მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული დაიწყეს. ბევრი პარკები დაუგროვდა დემნას სატარებლად და მარიამმაც რომ აღარ მოასვენა ორი ყველაზე პატარა მასაც დააჭერინა.
-აუ დემნა იმ მაღაზიაში შევირბენ და მოვალ რა.- ქუჩის გადაღმა არსებულ ფერად მაღაზიაზე ანიშნა გოგომ.
- იქ რაღა გინდა.- უკვე დაღლილმა გადახედა.
- მანანა ბებოს რამეს ვუყიდი.
- არ გინდა არაფერი, გამოადგი ფეხი.
- აუუ, შენ წადი და წამოვალ თუ ეგრე დაიღალე ვახ!- ზურგი აქცია და მაღაზიისკენ გაიქცა. დემნამ ერთი ამოიოხრა უკმაყოფილების ნიშნად და უკან მიჰყვა.

ფერად-ფერად შარფებს უტრიალებდა მარიამი. ყველაზე მეტად მუქი ლურჯი ფერის მოეწონა, ზედ ძველი ქართული ასოები ჰქონდა ამოქარგული.
-ეს მოეწონება?- წინ აუფრიალა შარფი დემნას.
- კი, ალბათი. დროზე რა…- ამოიხვნეშა ვიბლიანმა.
- ნუ წუწუნებ!- თვალები დაუკვესა ჯაფარიძემ და შარფთან ერთად ხელნაკეთ ჩანთასაც დაავლო ხელი.
- მარიამ არ არის ამდენი რამე საჭირო.- უკმაყოფილო სახით მიჰყვა სალაროსკენ მიმავალ ქალს დემნა.
-გაჩუმდი! შენ კი არ გყიდულობ.- დაეჯღანა და საფულე მოიმარჯვა.

მისი საჩუქრებით ბედნიერი მარიამი თვალებ გაბრწყინებული მოთავსდა მანქანაში.
-ირაკლისთან ხომ არ გილაპარაკია? მიას ვურეკავდი, მაგრამ ჩემ ნომერს მიღება არ აქვს აქ.
- კი, დნმ-ს ტესტს ელოდებოდნენ გუშინ ღამე. სანამ მკითხავ, პასუხი არ ვიცი.- წარბშეკრულ ქალს გადახედა დემნამ.
- დაურეკე მერე! რასქვია არ იცი. მგონი რა დღეშია მია…-ამოიოხრა ჯაფარიძემ.
- დაგარეკინებ გინდა?- მობილური გაუწოდა გოგოს.
- ვაიმე კი!- წამში სწვდა და მეგობრის ნომერი აკრიფა. - გამორთული აქვს…- გაოცებულმა გადახედა კაცს.- ცხოვრებაში პირველად გამორთო ტელეფონი.
- ირაკლისთან დარეკე.- წარბები შეკრა დემნამ.
-ამასაც გათიშული აქვს. ლიკას დავურეკავ.-ბოლი იმედს მიმართა მარიამმა. პირველივე ზარზე უპასუხა გოგომაც.-ლიკა მია შენთანაა?
- არა, არც მია და არც იკა არ ჩანს მთელი დღეა. ყველგან ვნახეთ მე და ტიტემ.
- სადღა წავიდნენ გამაგიჟებენ ეგენი მე!- ამოიოხრა ჯაფარიძემ.
-ტიტემ ირაკლიმ პასუხი რომ ნახა არც დამელოდა ისე გაიქცაო, ალბათ ცუდი არაფერია?!-კითხვას უფრო გავდა ლიკას სიტყვები.
-რომ დაშორებულიყვნენ გავიგებდით ჰო?- მაინც იკითხა მარიამმა.
- კი, გაბიგებდით. არ ჩანან და ალბათ შერიგდნენ. ეს ტელეფონების გამორთვა რაღაა…- ამოიბურდღუნა ლიკამ.- შენ სადღა ხარ? ჩარჩი მანდ?
-ხვალ ჩამოვალ დღეს დემნას ბებომ არ გამომიშვა.
-ოჰ…-სანამ ლიკა წინადადების დასრულებას მოასწრებდა მანამ გაუთიშა გოგომ, რომ დემნას ისეთი რამ არ გაეგო რაც უხერხულდ სიტუაციაში ჩააყენებდა.

მალევე მივიდნენ სახლშიც. მარიამი მთელი დღე მანანას ეხმარებოდა ნაირ-ნაირი კერძების მომზადებაში. საღამოს სუფრის გაშლაც უშველა და ყველაფერს რომ მორჩნენ მაყალთან მდგარ დემნას ჩამოუდგა.
-აუ რაკარგი სუნი ააქვს.- თვალებანთებულმა შეხედა შამფურზე აცმულ მწვადებს.
- ეს მაინც ჭამე, დილით რაც ჭამე ეგ რას გეყოფა.- წყრომით ჩაილაპარაკა ვიბლიანმა.
- წამლებსაც ვსვავ და მყოფნის. მწვადის რა გითხრა მაგრამ რომ მორჩები ეგ პური ცოტა მომეცი.- გაუცინა და მწვადების შამფურიდან გასაცლელი პურისკენ ანიშნა.
- შანსი არ არის. ეს მე მინდა.- გაეცინა დემნასაც საყვარელ საჭმელში ჯაფარიძე რომ შეეცილა.
- პატარას გაიმეტებ.- უარესად გაუფართოვდა ღიმილი გოგოს.
- პატარას ოღონთ.- თითი დაუქნია და მწვადების გადმოლაგება დაიწყო.

მალევე სტუმრებმაც მოიყარეს თავი და  ქალებმაც ვერ დამალეს უცხო სახის ადმი გაჩენილი ინტერესი. მანჩო კი ყველას ჩურჩულით ეუბნებოდა ჩემი სარძლოაო და გულში ეღიმებოდა.
მარიამი მთელი საღამო დემნას არ მოშორებია. არაკამფორტულად გრძნობდა თავს ამდენი უცხო ადამიანის გარემოცვაში. უკვე შუა ღამე გადასულიყო ეზოში რომ გამოვიდნენ და ჰამაკში ჩასხდნენ.

-უცნაურია…- დაიწყო გოგომ.- ცხოვრებაში ყველაფერი ირევა… აქ კი თითქოს არაფერი ხდება… უცნაური სიმშვიდეა.
-სიმშვიდეა უცნაური?- გაუკვირდა კაცს.
- სიმშვიდე, აქაურობა, შენ, ყველაფერი. ჩვენი პირველი შეხვედრა რომ მახსენდება სულ მეცინება.- გაუღიმა გოგომ და კაციც მის ღიმილში დაიკარგა.
- რატომ?
-გეზიზღებოდი და ჩემი დანახვა არ გინდოდა. ორი დღეა ასე ვთვათ… დავმეგობრდით…
- არ მეზიზღებოდი!- სასწრაფოდ გააპროტესტა კაცმა.
- კარგი ახლა.- გაეცინა გოგოს.- ნორმალურად არც მიცნობდი და აქედან მაგდებდი.
- მიზეზები მქონდა.- სწორი წარბები შეყარა ვიბლიანმა.
-კარგი ჰო, რა სახე გაქვს. - გაეცინა გოგოს.

უჩვეულო ბედნიერებას ასხივებდა ჯაფარიძე იმ ღამეს. თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდნენ და თავს ნამდვილ სახლში გრძნობდა. მშვიდად იყო და იცოდა აქ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა.
დემნასთან ერთად ეზოდან ისმენდა ქალების ახალგაზრდობის ამბებს და ეღიმებოდა. კაცის სამი ზომით დიდი ქურთუკი ჰქონდა მოსხმული და დემნას ცივ სურნელს ხარბად ისუნთქავდა.  სიცივის  მიუხედავად მაინც იგრძნობოდა ზაფხულის ხიბლი. უშბადან მონაბერი ჰაერი დანავარდობდა მინდვრებზე. ნელა უვლიდა ჰამაკში მოთავსებულ წყვილს და მისი შვილების ბედნიერებით ხარობდა. ჭრიჭინების გამაბრუებელი ხმა ისმოდა გარშემო. საიდანღაც მგლის ყმუილიც გაისმა და ვარკვლავიც მოწყდა ცას. ორივემ იცოდა, ეს ყველაფერი ახალი და უფრო ნათელი მომავლის დასაწყისი იყო.

***

სიცარიელის და სიცივის შეგრძნებამ გააღვიძა. რამდენი ხანია რაც ქმრის გვერდით არ სძინებია. ყოველთვის გაყინულ სხეულს ქმრის სიყვარულით ითბობდა.  ახლა ვეღარც მის სითბოს და ვეღარც სიყვარულს გრძნობდა. გააცნობიერა რომ მარჯვენა მხარე ქმრისთვის ქონდა დატოვებული და გული შეეკუმშა.
მაინც წამოდგა და კიდევ ერთი დამღლელი დღისთვის მოემზადა.
გადატვირთული იყო ემოციურად მაგრამ საყვარელი საქმის მიტოვება არ შეეძლო.
ძველი თბილისის მოკირწყლულ ქუჩას დაუყვა და კაფის წინ, მანქანაზე მიყრდნობილი ირაკლი რომ დაინახა, კიდევ ერთხელ იგრძნო ძაფების მოჭერა გულზე. დააიგნორა და ისე მივიდა კაფის გასაღებად.
-ეხლა უკვე აღარც მელაპარაკები?-სათვალეები თავზე აიწია და ისე მიუახლოვდა გოგოს.
- იუსტიციაში წასაყვანად მომაკითხე?- წელში გასწორდა და ირონიულად შეხედა დადვანს.
- არ გიხდება.- გამომეტყველებაზე ანიშნა გოგოს.- იუსტიცია აღარ მიხსენო!
- რაღაც სიმართლის დამამტკიცებელს, ვერაფერს ვერ ვხედა.- ხელები დემონსტრაციულად გაშალა და აქეთ-იქით მიმოიხედა.
წამში აუფრიალა ბიჭმა თეთრი ფურცელი ცხვირწინ. გოგომ ერთი ეჭვნარევი მზერა ესროლა, მაგრამ მანც გამოართვა და ფურცელში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავი ჩარგო.
სწრაფად დაათვალიერა ყველაფერი და მარჯვენა, დაბლა კუთხეში არსებული პასუხი რომ წაიკითხა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე აფრინდა, მაგრამ ირაკლისთან არაფერი შეიმჩნია და მაინც სერიოზული სახე შეინარჩუნდა. ასე არ აპატიებდა მის ნერვიულობას და მარტო გატარებულ დღეებს.

უგულო სახით გაუწოდა ფურცელი და ბიჭის გაკვირვებით სავსე თვალებს რომ წააწყდა გულში ჩაიხითხითა. ახლა დადვანის წამების დრო იყო.
-და?- უემოციო სახით მდგომს მიაშტერდა ირაკლი.
-და რა?
- არაფერს იტყვი?- გაოცდა ბიჭი.
- რას ელოდები?- ტონი შეცვალა მიამ და ბიჭის ნერვებზე არფასავით დაკვრა დაიწყო.
-აი მაგალითად “ბოდიში ირაკლი რომ შენში ეჭვი შემეპარა” რაღაც ასეთს ველოდი.- ახლა ირაკლიმ გაშალა ხელები და წინ მდგომ ქალს მიაშტერდა.
-ეგ იმას არ ცვლის რომ მანერვიული. თან ეჭვი ხომ შეგეპარა შენი ბავშვი იყო თუ არა?- შავი წარბი აწკიპა მიამ.
- ღმერთო! მია ხომ გაიგე რომ არაა ჩემი, რა საჭიროა ეს ამბავი?
- რა საჭიროა არა? ხოდა გშორდები! წავიდეთ იუსტიციაში, ხელი გავაწეროთ და დავიშალოთ. არ ვაპირებ რამდენი შენი წარსულიდან ქალი გამოჩნდება იმდენი ჩუმად ვიჯდე!- ეტკინა ქმრის გულგრილობა მიას.
- დაშორება გინდა არა?- გაეკრიჭა ირაკლი და ქალმა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა, რას ფიქრობდა კაცი იმ წამს.
-კი, მინდა!- დაიყვირა გოგომ.
-დაჯექი მანქანაში, წავიდეთ და გავაწეროთ ხელი.- მანქანისკენ დაიძრა კაცი. მიას კი ათასი ფერები გადაუვიდა და დიდი ბრძოლა მოუხდა ცრემლების დასამალად. მაინც მოთავსდა ჯერჯერობით, ისევ მისი ქმრის გვერდით. ახლა დაშორდებოდნენ და მერე რას იზავდა?! ყველაფერი დათმო საყვარელი ადამიანის გულისთვის, ოჯახზეც კი თქვა უარი და ახლა სრულიად მარტო რჩებოდა. გვერდით გაბრუნდა ცრემლების დასამალად და გადღაბნილი თბილისის პეიზაჟს გაუშტერა თვალი.

ეტკინა ირაკლის კიდევ ერთხელ დაღვრილი ცოლის ცრემლები, მაგრამ არ შეიმჩნია და გზაზე კონცენტრირდა.

-ირაკლი ეს იუსტიციის გზა არაა.- ცრემლები შეიმშრალა და ხმა დაიმშვიდა გოგომ. მაშინვე წამოიწია სკამზე და გარემოს თვალი მოავლო. ქალაქიდან გადიოდნენ.- ირაკლი!- კიდევ ერთხელ ამოიყვირა გოგომ, ბიჭისგან ყურადღება რომ ვერ დაიმსახურა.
-ირაკლიიი- ხმა დაიწვრილა ბიჭმა და გოგოს გააჯავრა.
-გააჩერე მანქანა! სად მიგყევარ!- ღვედი შეიხსნა და ფეხების ბაკუნი დაიწყო.
- გიტაცებ მიუსიი…- გაიკრიჭა დადვანი და ცოლისკენ გადაიხარა, ღვედის შესაკრელად.- ნუ ხვანცალებ და დაიძინე , დიდი გზაა. თუ გინდა უკან გადაძვერი.
-ირაკლი დაგახრჩობ! რას მიტაცებ, სულ გადაირიე?- ხმას აუწია გოგომ მაგრამ მაინც გაუხარდა მართლა რომ არ შორდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც.
- დაწყნარდი რა. თუ გინდა გზას უყურე თუ გინდა დაიძინე, ჯერ მაინც არ ჩავალთ.
- სად მიგყევარ ეგ მაინც გამაგებინე!
-სვანეთში.- მეტად ხმა აღარცერთს არ ამოუღია. მიამ ფეხები სიდენიაზე აკეცა და ქმარს ზურგი აქცია. ახლა უკვე დანამდვილებით იცოდა რომ არ დაშორდებოდნენ მაგრამ ირაკლის წამების გზას ხელიდან არ გაუშვებდა.

***
სწრაფად გადაავლო ყველა მის კომპანიაში მომუშავის საბუთებს თვალი და სასურველსაც მალე მიაგნო. ლიკა ჟღენტის სახლის მისამართი ამოიკითხა და მაშინვე იქით გაქანდა.  კორპუსი კი იცოდა მაგრამ სართული ნამდვილად არა. პირველივე კარზე დააკაკუნა და შუა ხნის ფუმფულა ქალმაც აათვალიერა უცხო, საკმაოდ კარგი აღნაგობის კაცი.
-ვის ეძებთ?- თვალები დააწვრილა ქალმა.
- გამარჯობა, ლიკა ჟღენტი რომელ სართულზე ცხოვრობს?- მომხიბვლელად გაიღიმა ტიტემ.
-მესამეზე, მარჯვნივ პირველი კარი.
- მადლობა.- კიდევ ერთხელ გაიღიმა და ლიფტი არც გამოუძახებია ისე აირბინა კიბეებზე.
მოურიდებლად დაააბრახუნა კარზე რამდენჯერმე. რატომ არ ფიქრობდა იქნებ სახლში ლიკას გარდა კიდევ ცხოვრობდა ვინმე?! ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ მეორე მხრიდან ფეხის ხმა მოესმა და კარის გაღებას ჰოლივუდის ღიმილით დაელოდა.
-გამარჯობა!- ომახიანად მიესალმა კარზე მიყუდებულ,  ალუბლებიან პიჟამოებში გამოწყობილ გაბურძგნულ გოგოს.- არ მითხრა რომ მე გაგაღვიძე.- შეიცხადა და ყველანაირი ნებართვის გარეშე შეაბიჯა სახლში.- საყვარელი სახლია.- გარემოს თვალი მოავლო და შეფასებაც არ დავიწყნია ისე დასკუპდა დივანზე.
- უკვე სახლშიც მივარდები? რა გინდა ამ დილაადრიან?- თვალების ფშვნეტით ბარით გამოყოფილ ბარში შევიდა გოგო.
-შუადღეა უკვე.- თვალები ააფახუნა ტიტემ.
- და აქ რა გინდა?- წარბი აუწია გოგომ და წყალი მოსვა.
- მიას და ირაკლის ვერ ვპოულობთ და მომეხმარე. ისინი სვანეთში არიან და მარტო ძებნისთვის არ გეცოდები?-ლეკვის თვალებით ახედა ლიკას.
-ამას ხო მიზეზები არ ელევა.-ჩაიბურდღუნა გოგომ.
-რამე მითხარი?
- ყავას დალევთქო?!
-კი, უშაქროს.
- მადუღარა აქაა, წყალი ონკანიდან მოდის, ყავა პირველ თაროზეა.- თითით ანიშნა კარადისკენ.- რას მომშტეტებიხარ, არ გავემზადო თუ პიჟამოებით გაძებნინო დაკარგული ცხვრები?- წარბები შეკრა გოგომ.
- აა, ჰო, გაემზადე და…- ამოიბურდღუნა ტიტემ. მეტი აღარაფერი უთქვამს ლიკას, სწრაფად გამოიცვალა და თმაც დაივარცხნა. მისაღებში გასულს ვაჟბატონი ისევ მდივანზე დახვდა ტელეფონით ხელში.
-წავიდეთ?- ფეხის ხმაზე ამოიხედა და მთლიანად აათვალიერა ლიმნისფერ სარაფანში გამოწყობილი ქალი. მხოლოდ თავი დაუქნია ლიკამ და სახლიდან გასვლისას კარი ჩაკეტა.
ტიტეს გვერდით მოკალათდა და ღვედის შეკვრის შემდეგ კითხვის ნიშნიანი თვალები მიანათა.
-რა?- გაიკვირვა ბიჭმა.
-რა რა, წადი ახლა ირაკლის სახლში იქნებ იქ არიან.-შეუბღვირა და მინას გაუშტერა თვალი.
-შენ სულ ეგეთ ხასიათზე ხარ თუ რომ გაღვიძებენ მარტო მაში?- გაეცინა ტიტეს და ძრავი აამუშავა.
-წადი რა…- მობეზრებულმა თქვა და ხმა აღარც ამოუღია წყვილის სახლამდე.

დიდი ხნის ბრახუნის შემდეგ უკუკავშირი რომ ვერ მიიღეს ახლა ირაკლის აგარაკისკენ წავიდნენ.
-არც აქ არიან…- ამოთქვა უკვე დაქანცულმა ლიკამ ბრახუნს რომ მორჩა და მიას ნომერზე გაშვებული ზარიც გათიშა, მაინც მხოლოდ ავტომოპასუხის ხმას ისმენდა.
- კარგი, წამოდი  გამოჩდებიან.- დაღლა რომ შეატყო მისი გაღიზიანების სურვილიც დაკარგა. ორივე დაქანცული ჩაეშვა მანქანის სიდენიაზე და ტიტემაც მალე დაძრა მანქანა. ლიკა ისე იყო დაღლილი გზასაც არ აქცევდა ყურადღებას და მხოლოდ გაჩერების შეგრძნებისას მოავლო თვალი გარემოს.
-სადღა მიდიხარ?- ბენზინგასამართ სადგურს მოავლო თვალი.
-მალე მოვალ.- ავზი უკვე ივსებოდა მაგრამ ტიტე არსად ჩანდა. მალევე შენიშნა და მანქანაში მოთავსების შემდეგ სავსე პარკიც დაუდეს ფეხებზე, რომელიც სასიამოვნო სიგრილეს უშვებდა.
-ნაყინია, ჭამე.- ღვედი შეიკრა და გვერდით მჯდომს გაუღიმა. ლიკასაც ისე ცხელოდა არც დაფიქრებულა, მაშინვე დაავლო ვანილის ნაყინს ხელი.
მანქანა ახლა ბოტანიკურთან გაჩერდა. რა ვერ დაიღალა ეს კაცი?!
-არ მგონია მია და იკა აქ იმალებოდნენ.-ირონიულად ჩაილაპარაკა გოგომ.
-წამოდი რა, გავისეირნოთ.- კარი გამოუღო ტიტემ და მის გადმოსვლას დაელოდა. დიდად აღარც გაჯიუტებულა, მეოთხე წელის სრულდებოდა ლიკას თბილისში გადმოსვლიდან მაგრამ ბოტანიკური მაინც არ ჰქონდა ნანახი და სურვილის ასრულებასაც ვერ აბავდა თავს. კარგა ხანს იარეს და ბოლოს ლიკაც დაიღალა. სიცხემაც თავისი ქნა და ჩრდილში მდგარ სკამზე ჩამოჯდნენ ერთი-მეორეზე დაქანცულები.
- ტიტე რა გინდა? ვხვდები რომ მართლა ირაკლის და მიას საძებნელად არ წამომიყვანე.
- პაემანზე წამომყევი.- თავხედურად გაუღიმა ბიჭმა და უარესად გახალისდა გოგოსგან ხვნეშა რომ მიიღო.
-კარგი.- მისდა მოულოდნელად დაეთანხმა გოგო და ტიტესაც წამში გაებადრა სახე. სიმართლე ვთქვათ ლიკასაც მოსწონდა კაცი მაგრამ მის ცხოვრებაში შეშვებას არ ჩქარობდა. ერთი პაემნით რა დაშავდებოდა?!
- მოიცა სერიოზულად?- აშკარადა გაკვირცებული იყო ავალიანი.
-კიი.- გაეცინა გოგოს მის სახეზე.
- ვაა…- აღშფოთებისგან ამოთქვა კაცმა.- კარგი მაშინ შაბათს…
-არავითარი შაბათი!- სწრაფად გააწყვეტინა გოგომ.- დღეს შვებულება ისედაც მიმთავრდება და ხვალ სამსახურის შემდეგ წავიდეთ.
- კარგი. ანუ პაემანზე მომყვები?- მაინც გადაამოწმა კაცმა. ამდენ ხანს ეხვეწებოდა და ასეთმა მოულოდნელმა თანხმობამ ნამდვილად შოკში ჩააგდო.
-კი ტიტე, გამოგყვები.- სიცილი აუტყდა ლიკას.
-ცოლად?- წარბები აუთამაშა.
-გადავიფიქრებ ახლა!- დაემუქრა გოგო.
- კარგი, დაგტოვო ახლა სახლში თორემ მართლა გადაიფიქრებ.- გაიცინა და ორივე გასასვლელისკენ დაიძრა.
ლიკას სახლთან რომ გაჩერდნენ უკვე შებინდებული იყო. ქალს მანქანაში ღრმად ეძინა.
ტიტემ მანქანას მოუარა და სწრაფად აიტაცა ქალის მჩატე სხეული. კარებთან მისულმა მალევე მოიძია ხალიჩის ქვეშ დაგდებული გასაღები და ლიკა საძინებლამდე მიიყვანა. ბრთხილად დააწვინა, ფეხსაცმელი გახადა და თხელი ადიელა გადააფარა. ყოველი შემთხვევისთვის პატარა ჭიამააის ლამფა აუნთო, რომ არ შეშინებოდა და ოთახი უხმაუროდ დატოვა.

***

ღრჭიალით გაიღო მაღალი, ჟანგმოდებული კარი. როგორც კი ზღურბლს გადმოსცდა მაშინვე იგრძნო თავისუფლება და დანაშაული. ერთიანად მოაწვა ყველა ემოცია ყელში. ორმა ნაცნობმა დატოვა მასთან ერთად ციხე. ორივეს დახვდა ოჯახის ერთი წევრი მაინც და ორივე ბედნიერი გასცილდა ტერიტორიას. თვითონ არავინ ყავდა. უფრო სწორედ ვინც ყავდა დაკარგა.

ყველაზე მეტად მისი შვილი სტკიოდა. მისი ობლად დარჩენილი შვილი, მამა რომ გმირად მიაჩნდა და ბოლოს ყველაზე დიდი იმედგაცრუება გახდა.
არ იცოდა სად წასულიყო.
ბოლოს მაინც საფლავების გზას გაუყვა.

ფოტოდან ურცხვად უღიმოდა ახლაგაზრდა ქალი. საფლავის ქვაზეც კი ძალიან ლამაზი ჩანდა. ამ სილამაზით მოტყუვდა თავად. ვერ შენიშნა ცოლის შეცვლილი გრძნობები, გადასხვაფერებული ემოციები და გაციებული გული.

ფილმის კადრებივით გაურბინა 24 წლის წინანდელმა ამბავმა თვალწინ. ნაღველი და ბრაზი იგრძნო. ვერ შეძლო ემოციების მოთოკვა და ისევ მოაწვა სისხლი ძარღვებში. იმ დღესავით დაებინდა თვალები და ყურები სისხლის ჩხრიალის ხმამ აუვსო.

უკანმოუხედავად დატოვა სასაფლაო, თითქოს უკან აჩრდილები მოსდევდნენ წარსულის ცოდვებთან ერთად.

***
ადრიანად გააღვიძა მარიამი და ჩანთების საბარგულში ერთი-მეორის მიყოლებით ჩალაგება დაიწყო. უამრავ რაღაცას ატანდა მანანა თან. პირველად ტოვებდა დემნა გაურკვეველი დროით სვანეთს.
მარიამის გამოსვლას  ელოდა, რომელსაც საგრძნობლად გაუგრძელდა მანანასთან დამშვიდობება.

ვაჟა გამოვიდა სახლიდან უცნაური სახის მიმიკით და გაუჭირდა დემნას გარჩევა, რაზე ფიქრობდა კაცი იმ წუთას.
-დემნა, რაღაც უნდა გითხრა.- აფორიაქებული ჩანდა კაცი.
-რა ხდება?- გუმანით მიხვდა კარგს რომ არაფერს ეტყოდა. მთელი სხეული დაეჭიმა პასუხის მოლოდინში და კუნთების ტკივილიც კი იგრძნო.

-ზურაბი გამოვიდა ციხიდან.

ზარების რეკვასავით განმეორდა კაცის სახელი დემნას გონებაში.
ზურაბი, ზურაბ ვიბლიანი, კაცი რომელიც 5 წლის შემდეგ აღარ უნახავს. კაცი რომლის ხმაც 24 წელი არ გაუგია. კაცი რომელმაც ბავშვობა წაართვა. მამამისი.

დიდი ხანია სიტყვა “მამას” მნიშვნელობა დაეკარგა მისთვის. გაუფერულებულიყო ყველა ემოცია და დარჩენილიყო მხოლოდ ბრაზი. მწარე გემოს ტოვებდა პირში ეს სიტყვა მისთვის და ყველას უკრძალავდა იმ კაცისთვის მისი “მამის” დაძახებას.

სახლიდან გამოსული მარიამი რომ დაინახა უხმოდ მოთავსდა საჭესთან და გოგოს დაელოდა. მარიამიც მოთავსდა მის მანქანაში და ბიჭმაც გაზის პედალს ბოლომდე დაადგა ფეხი. გაოცებული მიჰყვა უკან გოგოც.

საშინელი გზა იყო და თუ არ შეანელებდნენ ორივეს ხევში გადაჩეხვა არ ასცდებოდა, მაგრამ, მაინც ჯიუტად მიჰყვებოდა ჯაფარიძე კაცის მანქანას და რომ მიხვდა გაჩერებას არ აპირებდა, სწრაფად გაუსწრო და გზა გადაუღობა.
რამდენიმე წამი დასჭირდა დემნას სიტუაციის აღსაქმელად და სწრაფად დააჭირა მუხრუჭს ფეხი.

კორიდაზე გასავარდნი ხარივით სუნთქავდა და თითები საჭეზე მოჭერისგან მთლიანად გათეთრებოდა.

მალევე დაინახა მანქანიდან გადმოსული ხუჭუჭა და გააფთრებული მზერით გადავიდა.

-შენ გოგო სულ გააფრინე?- ხმის ტემბრი ვერ გააკონტროლა, ისე იღრიალა და მთებში ექოდ რომ გავრცელდა სიტყვები მხოლოდ მაშინ გაიაზრა ზედმეტი რომ მოუვიდა.
- მე კი არა შენ გააფრინე მგონი, ნორმალური ხარ საერთოდ?- აქეთ შეუტია გოგომ. ცეცხლი უელავდა იმ წუთას თვალებში ჯაფარიძეს.-რა დაგემართა?!
- არაფერი. დაჯექი წავიდეთ.- მანქანისკენ უხმოდ გაბრუნდა მარიამმა რომ  წაავლო მკლავში ხელი.
-დემნა! არ ხარ კარგად, ჩემი მანქანით წავიდეთ და ჩამოგიყვანოს ვინმემ.- მკაცრად შეხედა ქალმა. აშკარა იყო შეკამათებას აზრი არ ჰქონდა.

შავ ზურგჩანთას დაავლო ხელი და გოგოს მანქანაში, მძღოლის გვერდით მოთავსდა.
უხმოდ იმგზავრა ორივემ თბილისამდე. მხოლოდ წამიერად თუ გადმოხედავდა ხოლმე  ვიბლიანს, რომელიც ფიქრებით სადღაც შორს იყო და ინტერესის მიუხედავად თავს იკავებდა. 

თბილისში რომ შევიდნენ უკვე საღამო იყო. საწვავის გამო გააჩერა გოგომ მანქანა და დემნას გადახედა მანქანიდან გადასვლამდე. ხვდებოდა კაცის სულში დატრიალებულ არეულობას, მაგრამ, დახმარების სურვილის მიუხედავად მაინც სიჩუმეს ამჯობინებდა.
მათი ურთიერთობის განხილვა უნდოდა მაგრამ ახლა ამის დრო არ ჰქონდათ. სწრაფად დაიარა მაღაზიის დახლები, ორ წყალს და რამდენიმე მის საყვარელ, ნუშიან შოკოლადს დაავლო ხელი.
მანქანაში დაბრუნების შემდეგ უხმოდ გაუწოდა კაცს მისი წილი ტკბილეული და წყალი. დემნამაც პატარა ღიმილით გამოართვა და მადლობის ნიშნად უხმოდ დაუქნია თავი.

-სად დაგტოვო?- მანქანის დაძვირის შემდეგ იკითხა გოგომ.
-სადმე გაჩერებაზე.- ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი.
- სად მიდიხარ, მიგიყვან.
-არაა საჭირო, მარიამ.- სწრაფად იუარა დემნამ.
- ნუ მეპრანჭები და მითხარი მისამართი.
-კოჯორში.- ოდნავ აეპრიხა ტუჩის კუთხეები, მაგრამ, მალევე მოექუფრა მზერა.

კოჯორში რომ შევიდნენ, მალევე მიაგნო სიმწვანეში ჩაფლულ, ნაცრისფერ, ორსართულიან სახლს, დიდი ფანჯრებით და ეზოთი.

მდუმარედ იჯდა ორივე მანქანაში და ერთმანეთს ელოდებოდნენ დიალოგის დასაწყებად. ტელეფონი რომ წრიპინს აღარ მორჩა, გოგომ ხმა გამოურთო და თავად წამოიწყო საუბარი.
-ვხვდები რომ ცუდად ხარ და ჩემთვის არ გცალია. თუ გინდა შეგიძლია დამელაპარაკო. რომ მოიცლი და დალაგდები დამირეკე კარგი? ან მანამდეც… თუ რამე დაგჭირდა.

ცოტა ხანს უყურა დემნამ თავისი უცნაური ფრის თვალებით, ჯერ კიდევ რომ ვერ გაეგო მარიამს, ცისფერი იყო თუ ნაცრისფერი. კაცის მზერის ქვეშ, წამში დაეძაბა ქალს სხეული და სიწითლემ გადაჰკრა.
სრულიად მოულოდნელად გადაიხარა ვიბლიანი მისკენ, წამიერად შეახო მისი ტუჩები ქალისას და უკან მალევე დაიხია.
-დაგირეკავ.- გრძელ კულულებზე ჩამოუსვა ხელი, ცოტა ხნით კიდევ შეავლო თვალი, თითქოს მზერით დაემშვიდობა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან.

მარიამს რამდენიმე წამი დასჭირდა აზრზე მოსასვლელად და სიტუაციის გასააზრებლად. შემდეგ კი თავი გააქნია, თითქოს აზრები გაფანტა და გულაჩქარებულმა დაძრა მანქანა.

სახლში მისულს ძილის გარდა არაფერი უნდოდა. იმდენი ემოცია და ფერი ირეოდა იმ წამს, ალბათ მალე გადაიწვებოდა.
ჩუმად აპირებდა გაპარვას დედა და ლიკა რომ დაუხვდა მისაღებში სოკოებივით დამსხდრები. ორივეს თვალებში ინტერესის  ჭინკები დახტოდნენ. მარიამიც კომფორტულ სამოსში გამოწყობის შემდეგ მიუჯდა გვერდით და ორივეს მოუყვა გასული ორი დღის ამბები.

- რა ხდება თქვენს შორის?- ერთი და იმავე კითხვა აწუხებდათ ლიკას და თამუნას.
არ იცოდა. არაფერი არ იცოდა. ძალიან იყო არეული და დემნას ქცევები უარესად ურევდა თავგზას.

მხოლოდ თვალები ხედავდნენ და ამჩნევდნენ ყველაფერს
ალბათ მხოლოდ თვალებმა იცოდა რა ხდებოდა ამ ორ ადამიანს შორის…

***
სვანეთის ქვიან გზაზე რომ გადავიდნენ და მანქანამ რყევა დაიწყო, მხოლოდ მაშინ ინება ქალბატონმა თვალების გახელა. ნამძინარევმა მოავლო გარემოს თვალი და რამდენიმე წუთი დასჭირდა სიტუაციის აღსაქმელად.

გვერდით მჯდომი არხეინად მართავდა მანქანას და მუსიკის რიტმს აყოლილი საჭეზე ათამაშებდა თითებს.
მთელი საღამო ირაკლი სახლში დაბორიალობდა. ხან რა გააკეთა ხან რა. უკვე კარგად დაბნელებულიყო მაყალი რომ დაანთო. რამდენიმე შამფურზე აცმული ხორცით გამოვიდა კოტეჯის წინ მდებარე პატარა ტერასაზე და ხორცის შეწვა დაიწყო. ვერაფერს იტყვი, ჭკვიანია. ცოლის გული ვერა, მგრამ კუჭი ნამდვილად მოიგო. იცოდა როგორც გიჟდებოდა მია მწვადზე და რით მიიტყუებდა ახლოს თუ არა მწვადით.

მისმა გეგმამ ნამდვილად გაამართლა და სასწაულ სუნზე გოგოს კუჭიც მალევე ამღერდა.
ყველაფერს მაინც სიჯიუტემ აჯობა და მანქანიდან არაფრის დიდებით არ გადადგა ფეხი.

ირაკლი მაინც თვალებდაწვრილებული უყურებდა ცოლს და მისი მოთმინებით გაკვირვებულიც კი ჩანდა. ბოლოს ისევ თავად მივიდა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ხელში აყვანილი მიიყვანა სახლამდე მოფრთხიალე სხეული.

-ჭამე ახლა! გადავარდი ხო ხედავ, რა ფერი გადევს.- ლოყაზე მიეფერა გოგოს.
-ნეტა ვის გამო.- ცხვირი აიბზუა და თვალები აატრიალა გოგომ.
ბიჭმა თვითონ დაუდო რამდენიმე ნაჭერი მწვადი და პური. მიაც მეტად აღარ გაჯიუტებულა, უკვე ვარსკვლავები უციმციმებდა თვალებში უჭმელობისგან.

კარგად დანაყრების შემდეგ ორივე დიდი ხნით დუმდა, თითქოს სიჩუმობანას თამაშობდნენ. მია გარემოს უყურებდა, ირაკლი მიას.

-მიუსი...-მაინც ბიჭმა ამოიღო ხმა.
-ჰმ...- ამოიზმუვლა გოგომ, ისე რომ თავიც არ მოუბრუნებია.
- შემომხედე მაინც. როდემდე უნდა ვიყოთ ასე?!
-მანამ ჭკუას არ ისწავლი!-შეუბღვირა გოგომ და ისევ ცას გაუშტერა მზერა. ლამაზი იყო იმ ღამე სვანეთის ცა, ყოველთვის ლამაზი, მაგრამ იმ ღამეს უჩვეულოდ. მთავრის შუქი მიას უფრო ათეთრებდა და ფერმკრთალი კანით ქალთევზას მოგაგონებდათ. თვალს ვერ აშორებდა ირაკლი, თითქოს სხვაგან რომ გაეხედა მთვარის შუქთან ერთად აორთქლდებოდა.
-მია, ხომ დაგიმტკიცე ყველაფერი. ნუ მისცემ შენ სიჯიუტეს უფლებას ეს ურთიერთობა დაანგრიოს და ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს რომელიც ორივეს გაგვანადგურებს.-ირაკლის სიტყვებს გოგოს დუმილი მოჰყვა. მაინც აემღვრა მზერა, ვერ დაიტია ის სიყვარული რასაც ირაკლის მიმართ გრძნობდა და ცრემლების სახით გამოაღწია გარეთ.
- მეორედ ასეთი რამე თუ კიდევ მოხდება მართლა გაგშორდები!- დაემუქრა და ტანზე აეკრა ქმარს. წამში გაუთბა დიდი ხნის გაყინული სხეული და ისევ სრულყოფილად იგრძნო თავი.
- აღარ მოხდება!- შუბლზე აკოცა თავლებამღვრეულ ცოლს. ორივემ სვანეთის მთების წინაშე დადო ფიცი. ყველაფერი გაქრებოდა მაგრამ სვანეთის მთები პირობას არ დაივიწყებდნენ.

ცოლის ბაგეებისკენ წაიწია, ეშმაკის მანქანად მოვლენილმა მობილურმა რომ დაიწყო მაგიდაზე რეკვა.
ყურადღება არ მიაქცია ირაკლიმ მაგრამ მია გაჯიუტდა იქნებ რა ხდება, უპასუხეო.
-ირაკლი... ჩამოდი, მჭირდები...

***
მთელი დღე მუშაობაში გაატარა. უკვე ყველაფერი აღიზიანებდა და ლამის იყო ყოველ ნახევარ საათში "შემოვარდნილ" ტიტეზე ეყარა ჯავრი.
ჭკუაზე არ იყო ბედნიერებისგან ავალიანი. შუა დღით ჩვეულებისამებრ რომ შეგლიჯა ლიკას კაბინეტის ოთახი იგივე კითხვით "-ხომ არ გადაიფიქრე"-ო, გოგომ მუქარით გაისტუმრა მართლა აღარ წამოგყვებიო, ტიტემაც დანებების ნიშნად ხელები აწია, ვაი და მართლა არ გადაიფიქროსო, საღამომდე აღარც შეუწუხებია.
უკვე 7 საათს გადასცდენოდა მოწიწებით რომ დაუკაკუნა გოგოს კარებზე და ვარდით ხელში ჩამოუდგა სამუშაო მაგიდასთან.
-წამოდი გოგო, რაღამდენ ხანს უნდა იჯდე, გადმოქცვივდა თვალები.- გაუცინა ბიჭმა და წითელი ვარდიც პატრა ბავშვივით აჟიტირებულმა გაუწოდა.
- იცოდე მშია და ნორმალური საჭმელი მაჭამე, "ფოე-ფოეების" თავი არ მაქვს.
გადაღლილმა და წარბშეკრულმა აკრიფა მაგიდიდან ნოუთბუქი, მობილური, რამდენიმე დოკუმენტი და ჩანთა.
ლიფტში ჯელტმენურად გაატარა გოგო და მანქანის კარებიც გამოუღო.
-გამოპრანჭულს გელოდებოდი.- გაეცინა ტიტეს და გოგოს დაღლილ სხეულს მოავლო თვალი.
-ნუ მომაჩეჩებდი ყველაფერს მე და დამრჩებოდა დრო გასაპრანჭად, სხვებიც მუშაობენ ჩემს გარდა.- შეუბღვირა გოგომ და ისევ ნოუთბუქის კლავიატურაზე აათამაშა თითები.
-შენნაირად არცერთი აკეთებს საქმეს.- მხრები აიჩეჩა ბიჭმა და რომელიღაცა, ლიკასთვის უცნობ ქუჩაზე გადაუხვია. მთელი თბილის ზეპირად იცოდა, თავიდან იმდენჯერ იკარგებოდა, ახლა კი საერთოდ არ ეცნობოდა ეს ქუჩა.
- სად მივდივართ?- როგორც იქნა ეკრანს თვალი მოაშორა და ინტერესიანი მზერით გადახედა ბიჭს.
- შენ არ თქვი ნორმალური საჭმელი მინდაო? მაცადე და მივალთ.- გზაზე კონცენტრირდა ბიჭი და ნავიგატორში რაღაცის ძებნა დაიწყო.
სრულიად უცნობი ქუჩებით იარა ტიტემ თბილისის საშინელი საცობებისთვის თავის ასარიდებლად.
მალევე გააჩერდნენ ერთ-ერთი სახინკლის წინ. კაცი მანქანიდან ჩამოხტა, გოგოს კარები გაუღო და ხელიც კი გაუწოდა. ეცინებოდა ლიკას მის მონდომებაზე თუმცა რას შეიტყობდა.
-ხინკალი უნდა ვჭამოთ?- გულწრფელად გაეცინა გოგოს.
- ხო გიყვარს?
-შენ რა იცი რა მიყვარს?- ცალი წარბი აუწია გოგომ.
-გიყურებდი... შატილში.-გაუღიმა კაცმა.- არ შევიდეთ?
-შევიდეთ ჰო.- ბურდღუნით მიჰყვა რესტორნისკენ წასულს.

გარეთ, ხის დაბალ მაგიდასთან მოთავსდნენ ერთმანეთის პირისპირ და მიმტანიც მალევე მოვიდა.

-რას შეუკვეთავთ?
-ორმოცი ხინკალი, ლუდი და ლიკა შენ რას დალევ?
-წვენი რამე...
-კარგით ოც წუთში იქნება.-მალევე დატოვა მიმტანმაც და ლიკას ხარხარი აუტყდა.
-ორმოცი ხინკალი? მაგდენის ჭამას როგორ აპირებ?-ხარხარებდა გოგო.
-რა იყო, მინიმუმ ათს შევჭამ.
ხინკალიც მალევე მოიტანეს და სამსახურში მოშიებულებიც კარგად დანაყრდნენ.
ტიტე თხუთმეტ ხინკალზე ავიდა, ლიკა ექვსზე.
-აღარ შემიძლია, გავსკდები მალე.- მუცელზე ხელი დაიტყაპუნა ბიჭმა.
-არც მე.
-წავიდეთ?
-კი რა...

ანგარიში მოითხოვეს და დიდი "ომის" შემდეგ, საბოლოოდ მაინც ავალიანმა გადაიხადა.

-სად მიგიყვანო?- სავარძელზე მისვენებულ გოგოს გადახედა. თვალები ეხუჭებოდა უკვე დაღლილობისგან.
-მარისთან ვრჩები, იცი მისამართი?
-მახსოვს კი.
-კორპუსში არა სახლში მივდივარ.- ჯიპიესში შეუყვანა მისამართი და მინას მიეყრდნო დაღლილი თავით.

ქალაქის ლამპიონები ერთმანეთს მისდევდა და სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადღაბნილ პეიზაჟს ქმნიდა. ბეტონის მასიური შენობები მალევე შეცვალა ძველი თბილისის პატარა, ფერად-ფერადმა სახლებმა. უკვე მარიამის ქუჩაზე უნდა აეხვიათ ლიკამ რომ გააჩერა.
-აქედან ფეხით ავალ რა... გავივლი ცოტას.- გაუღიმა და კარი გამოაღო. ტიტემ მანქანა ჩააქრო და ისიც გადაყვა.
-აგაცილებ.- გვერდით ამოუდგა და წინ უბიძგა გოგოს.

გაჭირვებით მიკაკუნობდა ჟღენტების ქალბატონი მოკირწყლულ აღმართზე და თავს რის ვაი ვაგლახით იკავებდა, ტიტეს რომ არ დაყრდნობოდა. კაცს მის შემხედვარეს ეცინებოდა და მის მოთმინებას ამოწმებდა. ბოლოს გოგოს რომ ტანჯვა დაეტყო სახეზე მოულოდნელად აიტაცა ხელში და სხეულზე მიიკრა.
-რა იყო, ვეღარ ადიხარ?
- სულ იმ შენი ხინკლების ბრალია, დამამძიმა.- არ შეიტყო აჩქარებული პულსი გოგომ.
-ხინკლების თუ შენი კაკუნების?
-არაფერიც, დავიღალე უბრალოდ თორემ თითქმის ყოველ დღე ამ გზას გავდივარ ამ ქუსლიანებით.
-კი, როგორ არა.-გაეცინა ბიჭს და კერძო, პატარა სახლის წინ ჩამოსვა გოგო.

-მარიამი კორპუსში არ ცხოვრობს?- გაუკვირდა და განათებულ სახლს თვალი მოავლო.
წითელი იყო, კედლებზე მწვანე ფოთლები შემოხვეოდა, პატარა ეზოში იმდენი ყვავილები იდგა, სამოთხე გეგონებოდათ და პატარა ლამპიონები ყველაფერს უფრო ჯადოსნურს ხდიდა.
-იქ თამუნასთან და გიორგისთან რჩება ხოლმე, მარტო არ უნდა ყოფნა. მე როცა ვარ აქ რჩება, კაფესთან და უნივერსიტეტთან უფრო ახლოს არის.
-სწავლობს კიდევ?- გაუკვირდა ბიჭს.
-კი, ამის გარდა ერთი წელიც დარჩა.
-რაზე სწავლობს?
-თვითმფრინავების ინჟინერია.
-ვა, მაგარია.
-ხო, უნდა შევიდე თორემ იყურება უკვე.- მეორე სართულის პატარა აივნიდან მომზირალი გოგოსკენ ანიშნა.
-აღარ ამოუშვებ?- აივანზე მიყრდნობილმა, მაღლიდან გადახედა მოლაპარაკე წყვილს.
-ამოვალ ხო.- თვალები დაუბრიალა გოგოს და მარიამიც სიცილით შებრუნდა სახლში.-მადლობა ყველაფრისთვის, კარგი დღე იყო მართლა.- პირველად გაუღიმა ბიჭს ასე თბილად და გულწრფელად.
ავალიანის გულის ფეთქვამ მაშინვე მიაღწია უკიდურეს სიჩქარეს.
-შენ კიდევ არ მომყვებოდი. ხომ წავიდეთ კიდე?- უკვე შემდეგი პაემნის დაგეგმვა დაიწყო და ჟღენტსაც სიცილი აუტყდა.
-ეს თანხმობაა?
-არ ვიცი ვნახოთ.- გაუღიმა და სწრაფად მიაკრო მისი ტუჩები კაცის ლოყას. უცებ შეირბინა სახლში და ადგილზე დატოვა გაქვავებული ბიჭი.
-რას გააძეგლე ის უბედური.- ხარხარით შეეგება სახლში შესულ ლიკას ჯაფარიძე.- რაო, აგიხსნა სიყვარული?
- ოოო მაცადე დავისვენო და მოგიყვები ხო.- პირდაპირ აბაზანაში შეიკეტა გოგო.

ავალიანი ორი წუთის შემდეგ მოვიდა აზრზე და დემნას სახლისკენ აიღო გეზი. ისეთი აჟიტირებული იყო, ახლა მხოლოდ ემოციებისგან დაცლა უნდოდა.

-დემუუშ პაემანზე ვიყავიი- კარებიდანვე დაიწყო ყვირილი.- გილოცავ, შენ და შენი სატრფო ერთ სფეროში ხართ.- როგორც კი მისაღების ზღურბლს გადასცდა, მაშინვე ჩამოერეცხა ბედნიერება.

მდივანზე იყო მიწოლილი ვიბლიანი, იატაკზე ათასნაირი ალკოჰოლური სასმლის ბოთლები ეყარა. მარცხენა ხელიდან სისხლი წვეთავდა და საფერფლეც სავსე იყო სიგარეტის ნამწვებით. ჰაერში ყოველი ატომი უარყოფითად იყო დამუხტული და ტიტეც კი ვეღარ უძლებდა ამ დაძაბულ ატმოსფეროს.
-რა მოხდა?- ჩუმად ამოილაპარაკა კაცმა და მის განადგურებულ, ბავშვობის მეგობარს მიუახლოვდა.
- ზურაბი გამოვიდა ციხიდან.

ყველაფერი ნათელი გახდა ტიტესთვის. ისევ დაბრუნდნენ მეგობრის ცხოვრებაში ის ჩრდილები რომლებსაც წლები გაურბოდა. აღარაფერი არ იქნებოდა ძველებურად.

და ვინ იცის, იქნებ ამ ჩრდილებს დემნასთან ერთად სხვებიც ჩაეყლაპა.

***
„ყველაზე საშიში მოგონებები ისაა, რომლებიც მაშინ გეწევა, როცა გგონია, უკვე გაექეცი."

2025წ/17 ოქტომბერი.

შემოდგომა შეპარვოდა თბილისს.
ქარი უმისამართოდ აფრიალებდა მოცეკვავე, ფერად-ფერად ფოთლებს. შემოდგომის მოსვლასთან ერთად ხალხის გუნებაც შეცვლილიყო. ყოველ საღამოს ყველა თბილი კერისკენ ისწრაფოდა. თბილისის ძველი ქუჩები და აივნები შემოდგომის თანმხლებ სიმშვიდეში გახვეულიყო. წელიწადის ამ დროს ქალაქი თითქოს უფრო ჩუმი, მაგრამ გულწრფელი იყო.

აივანზე მოთავსებულიყო თბილი პლედში გახვეული ჯაფარიძე. ხელში ყურადღების გადასატანად წიგნს ატრიალებდა, მხოლოდ ღმერთმა იცის მერამდენე გვერდი გადაფურცლა სიტყვების აღქმის გარეშე. ზერელედ აყოლებდა თვალს უმისამართოდ გაბნეულ ასოებს, გონებით კი ძალიან შორს იყო.
შეეტყო ბოლო დროის მდგომარეობა ჩაცვენილ უპეებზე და ჩამომხმარ სხეულზე. უკვე ყველა შეშინებულიყო მისი მდგომარეობით მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. ვეღარც ითვლიდა ბოლოს რამდენი დღის უკან ნახა დემნა. რამდენი დღის უკან აკოცა და პირობაც მისცა რომ დაურეკავდა.

ბოლო ორი კვირა თითქოს ყველა იმედი ჩაკვდა მარიამში. ის თვალებში მოციმციმე პატარა იმედიც ჩაქრა, დემნას გამოჩენის რომ ისევ სჯეროდა. ირაკლისგან თუ გაიგებდა გაკვრით მის ამბებს. უარესად უკვდებოდა გული როცა ყველასთან ჰქონდა კონტაქტი მის გარდა. ყელში მწარედ უჭერდა ყოველი ცრემლი კაცზე ფიქრისას.
კიდევ ერთ საღამოს ლევდა ერთსადაიმავე ფიქრებში გართული გოგოებმა რომ გამოგლიჯეს აივნის კარი და სიცივისგან მობუზულს, თავზე წამოადგნენ გაცეცხლებულები.

-როდემდე აპირებ ე
ასე ჯდომას?- წიგნი გამოგლიჯა ხელიდან მიამ და იქვე, სავარძელზე მიაგდო.
-იყავი ეგრე და ელოდე იმ ვირს როდის გაახსენდები.- თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ლიკა. არ შეეძლო ბიძაშვილის ასეთ მდგომარეობაში ატანა. - ადექი და გახალისდი ცოტა, მარტო ეგ კიარ დადის სიმპატიური დედამიწაზე!- პლედი გადააძრო, ორივემ მკლავებში წაავლო ხელი და ოთახში გაიყვანეს.
ლიკა რასაც ქვია თავით შეძვრა კარადაში და სასურველ კაბას რომ მიაგნო თვალები აუციმციმდა. მიამაც სწრაფად ამოალაგა ყველა კოსმეტიკური საშუალება და მარიამი სარკის წინ დაისვა.
-რას მიპირებთ?- გაეცინა გოგოს და ქარბორბალასავით მოტრიალე მეგობრებს შეავლო თვალი.
-ბარში წავიდეთ რა, დავიხუთე სახლში უკვე.- წუწუნი და წითელი კაბის გაუთოვება დაიწყო ლიკამ.
-რატო?! აღარ გაქვთ "დეითები" შენ და სიძეს?
-იჩხუბეს და არ ელაპარაკება ქალბატონი.- თვალებზე ჩრდილების წასმა დაუწყო მიამ.
-რატო?- თავი ინსტიქტურად მიაბრუნა ლიკასკენ და ლაინერიც ზედმეტად შორს გაიწელა.
-მარიამ დაყენდი! ნახე რას დაემგვანე.- გაუწყრა მია.
- დებილი ძმაკაცი რომ ყავს და არაფერს ეუბნება იმიტომ!
-ჩემ გულისთვის ეჩხუბე გოგო?!- თვალები ჭყიტა ხუჭუჭამ.
-მთლად შენ გამოც არა მარა ჰო. მაღიზიანებს ბოლო დროს.- წარბშეკრულმა გადაკიდე აწ უკვე გაუთოვებული კაბა სკამზე და ქუსლიანებიც გადმოულაგა.- მიდი ჩაიცვი დაბლა გელოდებით ჩვენ.

ხუთი წუთი აკვირდებოდა სარკეში არსებულ მის გამოსახულებას.
ლამაზი იყო, მაგრამ არა ისეთი როგორც ადრე. თვალებიდან ის სხივი გაჰქრობოდა, ყოველთვის ბედნიერებისას რომ წამში ჩნდებოდა და გალაქტიკასავით აბრჭყვიალებდა გოგოს შავ თვალებს. კიდევ ერთხელ შეავლო უსულო, დაცარიელებული მზერა საკუთარ ანარეკლს. უღიმღამოდ წამოკრიფა მაგიდიდან მობილური და ჩანთა.

ვერც მეგობრებთან ყოფნამ უშველა, ვერც ხმამაღალმა მუსიკამ მოიყვანა ხასიათზე. გადაჭარბებული ალკოჰოლის დოზამ უარესად აუშალა გრძნობებს საღერღერი.
მხოლოდ ბართან იდგა და სასმელს სვავდა, მეგობრების ხვეწნას აიგნორებდა და შორიდან უყურებდა გოგოების ცეკვას.

გარშემო ყველაფერმა მალევე დაიწყო ტრიალი, განათებაც მოციმციმე ვარსკვლავები გახდა, ბოლოს მხოლოდ ვარსკვლავების ფონზე გამოჩენილი დემნას გამოსახულების გარჩევა შეძლო.

მეორე დილას მისაღების მდივანზე გაეღვიძა, მარტოს, დემნას სურნელში გახვეულს.

***
-როდემდე უნდა ტანჯო ან ის გოგო, ან შენი თავი?!- უკვე ადგილს ვეღარ პოულობდა ირაკლი და ქორივით დასტრიალებდა მდივანზე მიწოლილ დემნას თავს.
- ოო შენღა მაკლდი რა! ვერ ხედავ მეთვითონ რა დღეში ვარ?! ეგეც შარში გავხვიო?!- საკუთარ სხეულზე ანიშნა დემნამ, რომელზეც ბინტი იყო გადაკრული და ადგილ-ადგილ სისხლის წვეთებიც ჟონავდა.
- ვინ გეუბნება შარში გახვიეო. ნუღა ტანჯავ მაინც. დაელაპარაკე და უთხარი რომ მორჩა ყველაფერი. როდემდე უნდა გელოდოს?!
- არაა ეგრე მარტივი.- ამოიოხრა და ხელებში ჩარგო თავი. დღე არ გასულა რომ შორიდან არ ენახა. ხედავდა მის მდგომარეობას მაგრამ ეგოისტობა და სიყვარულის გრძნობა არ აძლევდა საშუალებას ბოლომდე დაეთმო. იცოდა რამდრნად სტკენდა გულს მაგრამ არ შეეძლო, ვერ დაივიწყებდა ისე, თითქოს არაფერი ყოფილა. ყველა გზას მაინც მარიამთან მიჰყავდა, როგორც არ უნდა ეცადა თავის არიდება, ბედისწერა ბოლოს მაინც მასთან აბრუნებდა.

-აბა როგორ არის?- კრებას შემოუერთდა ავალიანი.- მე და ლიკამაც ვიჩხუბეთ. აჭრილი იყო და შენი მოსახვედრიც მე მომხვდა.
-შენ და ლიკა რაღა შუაში ხართ?- გულწრფელად გაუკვირდა დემნას.
-მე რომ შენ არ "გიიასნებ" მაგის დაქალს რა "პონტში" სტკენ გულს მაგიტო.- ამოიოხრა და მაგიდაზე დალაგებული ლუდის ბოთლებიდან ერთ-ერთს დაავლო ხელი.- გაიგე ვინ მოგიგზავნა ისინი?
- არა, თორღვას დავურეკე, მოვა მალე, ავუხსნი სიტუაციას, გაარკვევს ვინ იყვნენ.- დაბარებულივით გაისმა კარზე ზარი. ირაკლი გავიდა გასაღებად და ზღურბლზე მდგარ ბაბლუანს ხელი ჩამოართვა.
-როგორ გიკითხოთ ბატონოჩემო, შეელიეთ სვანეთს?!-ღიმილით გამოეგება ავალიანი კაცს.
-ნწ, ვერ. მივდივარ დღესვე უკან.- ასევე ღიმილით შეხვდა ბავშვობის მეგობარს და ხელი ჩამოართვა.- სადაა დემნა?
-აქეთ ვარ მოდი.-მისაღებიდან გამოსძახა ვიბლიანმა.
- რა ხდება, კიდე შარს ეძებ შენ?- ხელი ჩამოართვა და პირდაპირ ჩამოუჯდა.
-მე კიარ ვეძებ თვითონ მპოულობს. სად ხარ ამდენი ხანი როდის მითხარი ხუთ წუთში მანდ ვარო.
-ნუ მახსენებ. გოგოს დავარტყი ლამის, გზაზე გადამირბინა.- ხელი აიქნია, უმნიშვნელოაო ანიშნა და ლაპარაკისკენ მოუწოდა.- რა ხდება შენს თავს ვიბლიანი? ის გამოსულა ციხიდან გავიგე.
-სვანეთში იყო?- მტრული გაუხდა წამში მზერა.
-არა. არ ჩამოესვლება მაგას. ვინ შეარჩენს მამიდაჩემის სისხლს, ისედაც გაგიჟებასაა დათო აქვე რომ არ დააკლას. რა მოგივიდა შენ?- დაბინტული ტანისკენ ანიშნა.
-ვიღაცეები მომიგზავნეს, ვინ არ ვიცი. იმის ხალხი მგონია.
-სადღა იპოვიდა მაგ ხალხს, ახალი გამოსულია ციხიდან.- გაუკვირდა ირაკლის.
-ექნება ფული, ფულით კიდე ვის ვერ ნახავ.
-გამირკვევ ვისი ხალხია?
-არაა პრობლემა გავიგებთ.-სწრაფად გაგზავნა შეტყობინება თორღვამ.
-კიდევ ერთი...
-გისმენ.
-ერთ ადამიანს მინდა რომ ყურადღება მიაქციო.
-ვის?- გიორგის დას.
-გიყვარს?- წარბები აქაჩა ბაბლუანმა. პასუხად დემნას ხანგრძლივი დუმილი მიიღო და ისევ თავად განაგრძო.
-გიორგი იყო ამას წინათ სვანეთში. გავაფრთხილე ნუღარაფერს იძიებს, შარში გაეხვევა, არ მომისმინა.- ამოიოხრა თორღვამ.
-აბა რა ქნას? დაუსჯელი დატოვოს ისინი? ეგრე იარონ ლილეს მკვლელებმა? უსიტყვოდ რომ ჩაჯდა ციხეში მაგით გაუშვა მკვლელები და ახლა იძიოს!- წამში აფეთქდა დემნა.
-დაწყნარდი.-წარბები შეკრა კაცმა.- წავედი, სვანეთში მივდივარ ისევ, როგორცკი რამეს გავიგებ შეგატყობინებ. იმ გოგოსაც გავუგზავნი სანდო ხალხს.
-არ შეამჩნიოს რომ დაჰყვებიან, შეეშინდება.
-კარგი, წავედი, კარგად იყავით, რო რამე დარეკეთ.- ხელი ჩამოართვა ბიჭებს და კარი გაიხურა თორღვა ბაბლუანმა.

***
მეორე დღესვე გაჩნდა მარიამის სახლიდან არც ისე შორს შავი მანქანა. შეუმჩნევლად დაჰყვებოდა გოგოს უნივერსიტეტში, კაფეში და სახლის გზაზეც. უფრო მშვიდად იყო დემნა, თორღვას მიჩენილი ხალხი რომ დაჰყვებოდა ჯაფარიძეს.
დემნას ვარაუდიც გამართლდა და სამიდღის შემდეგ დანამდვილებით იცოდა რომ მამამისის მიგზავნილმა ხალხმა დაჭრა.
გაცეცხლებული ეძებდა ყველგან "მამამისს". თითქოს ამ სიტყვას ყველანაირი აზრი და ემოცია დაეკარგა მისთვის. გაუფერულებულიყო და გაცრეცილიყო სიტყვის შინაარსი, რომელიც სინამდვილეში არასდროს იცოდა. ყოველ საღამოს მაინც მიდიოდა მარიამის სახლთან. შორიდან უყურებდა ჩაფიქრებულს, აივანზე მობუზულს. სახლში დაბრუნებული კი ისევ იმავე ადამიანზე ფიქრობდა რომელიც წუთის წინ რომ დატოვა.

2025წ/29 ოქტომბერი.

გვიანი საღამო იყო ბოლო ლექცია რომ დაუსრულდა. ნახაზები ტუბუსში მოათავსა და აუდიტორია დატოვა. გარეთ უკვე კარგად ჩამობნელებულიყო და ცაც ისე მოქუფრულიყო აშკარად წვიმას აპირებდა. ფეხით გაუყვა გზას უახლოეს გაჩერებამდე, ისე იღლებოდა მანქანის მართვის თავიც აღარ ქონდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამჯობინებდა მგზავრობას. გაჩერებასთან მისულმა ტაბლოს რომ ახედა ისედაც დაღლილს ხასიათიც გაუფუჭდა. კიდევ ნახევარი საათი მოუწევდა აქ ჯდომა.

ათი წუთი იყო გასული ფეხებთან სწრაფად და საკმაოდ ხმაურიანად რომ დაატორმუზა კარგად ნაცნობმა მანქანამ. მარიამთან ერთად იქ მყოფების ყურადღებაც მიიქცია მანქანიდან გადმოსულმა კაცმა. გოგოს მკლავში ხელი წაავლო და მანქანისკენ წაყვანა დაუპირა, წინააღმდეგობა რომ იგრძნო.
-მარიამ, ჩაჯექი მანქანაში.- ყინულივით გასციებოდა ხმა დემნას. აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, თითქოს ვინმე კონკრეტულს ეძებდა.
-უკაცრავად, გიცნობთ?!- ირონია ჩაისხა ხმაში გოგომ და მონატრებისაგან გამოწვეული ემოციების გადაფარვა სარკაზმით სცადა.
-არაა ახლა შენი ბუტიაობის დრო.- წარბები შეჭმუხნა და ისე დააცქერდა ერთი თავით დაბალს.
-ბოდიში?! მე ვიბუტები?!- წამში აფეთქდა მარიამი, ისე მოეშალა ნერვები უკვე აღარც იქ მყოფი ხალხის აზრი აინტერესებდა და არც მათი რიაქცია გოგოს აწეულ ხმაზე.
დემნამ ერთი ამოიოხრა გოგო წამში აიტაცა ხელში, მგზავრის ადგილას ჩასვა და სანამ ქალი რამეს მოასწრებდა კარიც ჩაკეტა.
მალევე შემოურბინა მანქანას და მძღოლის ადგილას მოთავსდა.
ისევე სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს როგორც გამოჩნდა და ხალხის ინტერესიანი მზერა გაიყოლა.
-შენ სულ გადაირიე?! რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს?!- გაგიჟებას ცოტაღა აკლდა ჯაფარიძეს.
-ხმას დაუწიე! არაა ახლა მაგის დრო!
-აბა რისი დროა? თითქმის ორი თვე გავიდა და არ ჩანხარ, ეხლა გამოჩნდი, არაფერს მიხსნი და კიდევ მეუბნევი რომ ამის დრო არაა?! სულ გაგიჟდი შენ?!- ადგილს ვერ პოულობდა ქალი, თითქოს მონატრებაც და სიყვარულიც ერთიანად გადაფარა ბრაზმა, რომლის დასაგროვებლად საკმაო დრო ჰქონდა.- გამიჩერე ეხლავე მანქნა!
-ღვედი შეიკარი, მივალთ სადაცაა.- სიმშვიდეს ინარჩუნებდა დემნა და უკანა ხედვის სარკიდან ყოველ წამს ამოწმებდა გზას. გაცეცხლებული ქალი კი ვერაფერს ამჩნევდა.
-არსადაც არ გამოგყვები! არაა ეს ჩემი...- წინადადების დასრულება ვერ მოასწრო მარიამმა მკვეთრი დამუხრუჭების გამო. წამში აერია გონება და დაებინდა მხედველობა.
-ხომ გითხარი ღვედი შეიკარითქო!- იფეთქა კაცმა. დაბინდული მზერიდან მაინც დაინახა როგორ ამოიღო სათავსოდან დემნამ იარაღი და მანქანა სწრაფად დატოვა. თავის ტკივილის გამო წყვეტილად ესმოდა შორიდან მომავალი ხმები.

-როგორ გაზრდილხარ ჩემო ბიჭო, როგორ დავაჟკაცებულხარ.- მარიამს სიცივემ დაუარა ხერხემალში. ხმა რაღაცნაირად მიამგვანა დემნასას მაგრამ, მაინც განსხვავდებოდა და დემნას ხმისგან განსხვავებით, ქალში შიშსა და ზიზღს იწვევდა. მიხვდა ვის გამოც აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში.
-გეყოფა ეს ფარსი! მითხარი რა გინდა და წადი.- გაისმა დემნას გამყინავი ხმაც.
-ასე უნდა დახვდე ამდენიწლის შემდეგ მამაშენს?! იარაღით ხელში?!- არ წყვეტდა დემნას პროვოცირებას ზურაბი.
-მორჩი და თქვი რისთვის მოხვედი.- სიმშვიდეს ინარჩუნებდა დემნა. ფიქრებით ორ ფრონტზე იყო. ერთით მარიამთან რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა და არ იცოდა რა მდგომარეობაში იყო მისი საყვარელი ქალი, მეორეთი კი იმ კაცთან რომელმაც ბავშვობა წაართვა და ახლა, ძლივს დალაგებული ცხოვრების, კვლავ არევას ცდილობდა.
-მოკითხვა დამაბარეს შენთან, შემოგითვალეს წარსულში ქექვას მორჩეს თორემ კარგი არაფერი მოხდებაო.
-ამდენად დაეცი რომ სხვისი სიტყვების გადმოსაცემად უკვე შენ გგზავნიან?!- ირონიულად გაეღიმა დემნას. ზურაბი კი მის სიტყვებზე ბრაზისგან მთლიანად გაწითლდა.-მოაშორეთ ეს მანქანები.
-გაითვალისწინე დემნა რაც გითხარი, თორემ არც შენ და არც მაგ გოგოს, მანქანაში რომ ზის, კარგი არაფერი გელოდებათ.- ესღა თქვა და მანქანებიც სწრაფად გაქრნენ მხედველობიდან.

დემნა ცოტა ხნით დაფიქრდა მის სიტყვებზე შემდეგ კი სწარაფად დაბრუნდა მანქანაში და გოგოს სახე ხელებში მოიქცია.
-კარგად ხარ?- სწრაფად დაუთვალიერა გოგოს სისხლიანი შუბლი.
-დემნა რა ხდება?! რა უნდოდათ იმათ?- ამოიბუტბუტა გონება არეულმა.
-პატარაზეა გამსკდარი, მია მოგხედავს, გველოდებიან ისედაც.
-მიპასუხე.- თვალები გაუსწორა გოგომ.
-შენთან არაფერი.- ღვედი შეუკრა და სწრაფად აამუშავა ძრავი.
-როგორ თუ არაფერი?! იმ კაცმა მეც მახსენა!- თვალები ამღვრეოდა ქალს.
-მარიამ, შენთან ახლოს არავინ არ მოვა, არც არავინ არაფერს არ დაგიშავებს.- ესღა უთხრა და თავისი ფიქრების არეულობაში ჩაიძირა.
მარიამსაც მეტად აღარ დაუსვავს კითხვები. ატკიებული თავი საქარე მინას მიადო და აფორიაქებული გულის დამშვიდება სცადა.

***
უკვე კარგად დაბნელებულიყო, ტრასიდან ქვაღორღიან გზაზე რომ გადავიდნენ. ცოტა ხანს კიდევ იარეს აღმართზე და განათებული სახლიც გამოჩნდა. ყველა აქ შეკრებილოყო, ტიტე და ლიკა, მია და ირაკლი, კიდევ რამდენიმე უცხოსაც მოკრა თვალი. მარიამის გაოცებას საზღვარი არ ქონდა მათ შორის მისი ძმაც რომ ამოიცნო და დემნას კითხვისნიშნიანი თვალები მიანათა. კაცმა კითხვის დასმაც არ აცადა ისე გადავიდა მანქანიდან და გოგოს მხარეს შემოუარა.
-გადმოდი.-კარი გამოუღო და დასახმარებლად ხელი მიაშველა.
-არ მინდა დახმარება, კარგად ვარ.- სწრაფად მოიშორა კაცის ხელები და მეგობრებისკენ წავიდა.
ყველა მაშინვე წამოიშალა, მარიამის შუბლზე სისხლის კვალი რომ შენიშნეს.
-რა მოუვიდა?- სწრაფად დაუთვალიერა შუბლი გიორგიმ და დემნა აათვალიერა.
-ზურაბის ხალხი იყო.- მოკლედ მოუჭრა დემნამ და მიას ანიშნა ჭრილობაზე მიხედეო. გოგოებმაც მაშინვე დაავლეს ხელი დაბნეულ მარიამს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო რატომ შეკრებილიყო ამდენი ხალხი აქ, ან მისი ძმა რატომ იყო მშვიდად მისი და დემნას ერთად დანახვისას.

როგორცკი გოგოები სახლში დაიგულეს, ყველა ოთხკუთხედ, ხის მაგიდასთან მოთავსდა.

-რა უნდოდათ?- იკითხა გიორგიმ. ყველა ძარღვი დასჭიმვოდა დის ასეთ მდგომარეობაში ნახვისგან.
-იციან რომ ვიძიებთ ლილეს ამბავს და არ აწყობთ.
-კვიციანი სულ უფრო და უფრო მაღალ თანამდებობებზე ადის, რაში აწყობს მაგას ძველი საქმეების გამოაშკარავება წინა საარჩევნოდ.- სიგარეტი გააბოლა თორღვამ და იქვე მდგარ ლუდის ბოთლს დაავლო ხელი.-კენჭის ყრას აპირებსო გავიგე.
-ბოლო ათი წელია მაგის ანგარიშზე დიდი რაოდენობით ფული ირიცხება ვინმე ბადრი ჭანტურიასგან. შეიძლება რამე კავშირი ჰქონდეს მაგ ამბავთან. ლილეს ამბიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე იწყება ტრანზაქციები და დღემდე გრძელდება.- კომპიუტერიდან თავი ასწია ირაკლიმ და იქ მჯდომებს თვალი მოავლო.
-იცნობ შენ მაგ კაცს?- დემნას გადახედა ტიტემ.
-იმ წელს გადმოვიდნენ სვანეთში. ახლოს არ ვიცნობდი, რამდენჯერმე ვიკამათე მაგის ბიჭთან, ცოლ-შვილით გადმოსახლდა სვანეთში, პოლიციისგან მალავსო თავის შვილს ამბობდნენ.- ჩაფიქრებული ლაპარაკობდა დემნა და თითქოს პაზლებს ერთმანეთთან აკავშირდებდაო, ისე ჰქონდა კონცენტრირებული მზერა.
-ლილესთან მაგათ რა კავშირი აქვთ. რამე არ ვიცი?- უარესად დაიძაბა გიორგი.
- ბადრის შვილს, გურამს მოსწონდა ლილე, აწუხებდა და რამდენჯერმე ვიჩხუბეთ, ლილესაც აღარ უხსენებია, არ მაწუხებსო რომ ვეკითხებოდი. ლილეს დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე, ლილეს ხელი ითხოვეს და უარით გავუშვით. მეტად აღარ გამოჩენილა.
-მოიცა, ანუ შეიძლება კიარა უეჭველად ურევია ამ საქმეში მაგათი ხელიც!- წამოიყვირა ტიტემ.- ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, აქამდე სად იყავით.
-ერთი ჭკვიანი სხვის მაგივრად ჩაჯდა ციხეში და საქმე დახურეს.- მაინც წაჰკბინა გიორგის დემნამ.
-საჭირო მასალებიღა გვინდა, ვიცი ვინც დაგვეხმარება. დავურეკავ და ამოვა, დაელაპარაკეთ თქვენც.- ფეხზე წამოდგა თორღვა და სალაპარაკოდ გვერდით გავიდა.

გიორგიმ ჩემს დას დავხედავო ჩაილაპარაკა და სახლისკენ წავიდა.
გოგო მისაღებში, სავარძელზე იჯდა მია კი ბინტს ლეიკოპლასტით უმაგრებდა. როგორცკი ყველაფერს მორჩა ლიკას თვალით ანიშნა და უჩუმრისპირად დატოვეს და-ძმა მარტო.
-რა ხდება თვენს შორის?- გვერდით ჩამოუჯდა დას და გაწითლებულ შუბლზე ცერა თითი გადაატარა.
-რა უნდა ხდებოდეს?!- ამოიბურდღუნა მარიამმა და ძმას თვალი მოარიდა.
-დებილს ვგავარ?-სახე მოაბრუნებინა თავისკენ.- რომ გიყვარს მაგიტომ ვერ მისწორებ თვალს?!- მწარედ მოხვდა გულზე მარიამს სხვისი პირიდან გაჟღერებული თავისი გრძნობები.
ამდენი ხანი ხომ თავს იმით იმშვიდებდა რომ უბრალოდ აკვიატება იყო. თითქოს გიორგის სიტყვების შემდეგ გაიაზრა ამ გრძნობის რეალურობა.
-რა იცი რომ მიყვარს?!- მაშინვე შეტევაზე გადავიდა.
-არა?!
-არა! არ მიყვარს, ნუ იგონებთ რაღაცეებს!- გაბრაზდა გოგო.
-ანუ მარტო მე არ ვამჩნევ რომ გიყვარს.
-არ მიყვარსთქო!- ხელები გადაიჯვარედინა და წარბშეკრულმა მიანათა თვალები.
-არ გინდა. ჩემთან მაინც.- თმაზე ხელი გადაუსვა გოგოს და ოთახი წამში დატოვა.

„სიყვარულში არ არსებობს, ერთი დამარცხდეს და მეორემ გაიმარჯვოს. ან ორივე ერთად იმარჯვებს, ან მარცხდება."

***
მისაღებში შესულს გოგო სავარძელზე მიძინებული დახვდა. ცაზე შავი ღრუბლები შეყრილიყო და გარეთ საკმაოდ ბნელოდა.
შეეცოდა ოთხათ მოკეცილი იქვე დასატოვებლად. ფრთხილად შეუცურა წელსა და ფეხებზე ხელები, ბუმბულივით აიტაცა მარიამის მჩატე სხეული და მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს ფრთხილად აუყვა.

ცუდი აზრი იყო სიბნელეში სიარული და ამაში მაშინ დარწმუნდა, ოთახში შესვლისას გოგოს თავმა საკმაოდ დიდი ხმა რომ გამოსცა. ერთიანად შეფხიზლდა ძილბურანში მყოფი და კაცის მკლავრბისგანაც სწრაფად დაიხსნა თავი. დემნამაც ჩამრთველს აჰკრა ხელი და უკვე თვალაცრემლებული გოგოს თავი ხელებში მოიქცია.

-ბოდიში რა, სიბნელეში ვერ დავინახე...- გულწრფელად შეწუხდა კაცი.- ძაან გტკივა?
-გამანებე თავი!-სწრაფად მოიშორა კაცის ხელები და ოთახიდან გავარდა.
-მარიამ, რანაირად იქცევი დამაცადე ვნახო.- ერთიანად გაველურებულს უკან მიჰყვა კაციც.
- არ მჭირდება შენი არაფერი! გამანებე თავი!- კიბეების თავში მისულს წაავლო კაცმა ხელი.
-რამ გაგაგიჟა, ეგრე გეტკინა?
-შემეშვი გესმის?! ნუ ტრიალებ ჩემს გარშემო! ნუ ფიქრობ ჩემზე! არ მინდა რომ მიყვარდებოდე გესმის?!- მუშტები დაუშინა კაცს მკერდზე. სწრაფად ჩაირბინა კიბეები გახევებული დემნა კი ცოტახნის შემდეგ მოვიდა გონს და სწრაფად გაირბინა ქალის გავლილი გზა.

სახლიდან გამოსულს მარიამი ერთიანად ფერდაკარგული დახვდა. მზერა მხოლოდ ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა, ამ მზერას გაყვა დემნაც. ორმოცდაათ წელს გადაცილებული კაცი იდგა ბაბლუანის გვერდით. შეისწავლა დემნამ უცნობი ობიექტი და ისევ ფერდაკარგულ, თვალცრემლიან მარიამს დაუბრუნა მზერა. დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია ამ კაცის ვინაობაზე. ერთი შეხედვითაც კი იპოვა მასსა და მარიამს შორის მსგავსება. აშკარად იკვეთებოდა კაცსა და გოგოს შორის მსგავსება.

უცებ მოსწყდა მარიამის სხეული ადგილს და დიდიხნის მონატრებულისკენ გაქანდა.

შეცვლილიყო დადა ჯაფარიძე, თმა მთლიანად გაჭაღარავებოდა, თვალების ირგვლივაც გასჩენოდა ღარები. აღარ გავდა იმ კაცს, მარიამი რომ გამუდმებით უყურებდა ფოტოებში დედის გვერდით მომცინარს. შვილის გამო ციხეში გატარებულ წლებს შეეცვალა უფროსი ჯაფარიძე.

მჭიდროდ მოხვია უკვე გაზრდილ, დაქალებულ შვილს ხელები და მის სურნელთან ერთად საყვარელი ქალის სურნელიც იგრძნო.
ენატრებოდა ოჯახი, წლობით შორიდან აკვირდებოდა და ამ სიშორით მათ სიმშვიდეს იცავდა.

დიდი ხნის შემდეგ ჩაიკარგა მარიამი მონატრებული მამის მკლავებში, დიდი ხნის შემდეგ იგრძნო მამის სურნელი. დაუსველა კაცს მისი ცრემლებით მაისური. დადას ცრემლები გოგოს გრძელ თმებში იკარგებოდა.
ამდენი ხნის შემდეგ ეს ძლევამოსილი, მთასავით კაცი შვილთან შეხვედრისას ცრემლად იღვრებოდა.

-რატომ... რატომ არ მნახულობდი...- სლუკუნებდა მამის მკლავებში, რომლებიც კედელივით შემოხვეოდნენ გარს.- რამდენჯერ მოვედი... არავინ შემომიშვა...
- განაგრძობდა ტირილს და კაცს ისე ეხვეოდა თოთქოს თავს ირწმუნებდა მის რეალურობაში და ეშინოდა ისევე არ გამქრალიყო, როგორც ყოველ დილას სიზმრებში ქრებოდა.

-აღარ წავალ მა... სულ თქვენთან ვიქნები...- თავზე აკოცა შვილს და მოშორებით, გაქვავებულ გიორგის გაუსწორა თვალები ბოლო სიტყვების თქმისას.

მაინც ვერ აპატია კაცს ამდენი ხნით მიტოვება, ვერ აპატია ის ჭრილობები, მამის არყოფნამ რომ მიაყენა. უყურებდა მამაისზე აკრულ დას და გული ეკაწრებოდა, თავად რომ იგივეს გაკეთება არ შეეძლო.
ვერ აბიჯებდა წარსულს, ვერ ივიწყებდა მამის წასვლის გამო დაღვრილ დედამისის ცრემლებს.

დადასაც აღარაფერი უთქვამს, ხის სკამებისკენ წაიყვანა მიხუტებული, მოცახცახე მარიამი. ხელი გადაუსვა გიორგის თავზე მხოლოდ. ეამაყებოდა ასეთი შვილი, ასეთი მართალი და სამართლიანი რომ გაიზარდა მამის გვერდში დგომის გარეშე, მის გარეშე.
შუბლზე აკოცა ბიძის ხილვით გახევებულ ლიკას და მეორე ხელი მოხვია გოგოს. ჩამოსვა მონატრებული შვილები და მიიხუტა მკერდზე. დიდხანს ეჩურჩულებოდა მარიამს დამამშვიდებელ სიტყვებს და ეფერებოდა აცრემლებულ დის შვილს. მარიამს რომ სუნთქვა დაუმშვიდდა თვალით ანიშნა ბიჭებს დამსხვდარიყვნენ. ყველამ უხმოდ დაიკავა ხის მაგიდის გარშე მათი ადგილები.

-ვიცი რატომაც დამირეკეთ, მოფიქრებული მაქვს რა როგორ უნდა გავაკეთოთ რომ ჭანტურიები ავალაპარაკოთ, ცოტა დრო მჭირდება.- პირდაპირ საქმეზე გადავიდა დადა.

-ეგ ცოტა დრო ხშირ შემთხვევაში წლები გრძელდება.- მაინც ვერ მოითმინა გიორგიმ.
- ახლა არ გვინდა გიორგი, სახლში ვილაპარაკოთ.- მკაცრად, მაგრამ მაინც მოსიყვარულე და ნაღვლიანი მზერით გახედა შვილს.
- რომელ სახლში? წლებია რომ არ გაგხსენებია?!
-გიო...გთხოვ...- ჩახლეჩილი ხმით ამოიჩურჩულა მარიმ და მამამისს უარესად აეკრო. აღარ შეეძლო მეტად გვერდიდან წამოსული, მწველი მზერის ატანა.

-წავედით, გაგაგებინებთ ყველაფერს.- ხელი მოხვია ლიკას და მარიამს, მათთან ერთად დაიძრა მანქანისკენ, გოგოები ჩასხა თავად კი უკან მობრუნდა.- გიორგი წამოდი სახლში, სალაპარაკო გვაქვს.- შვილს გაუსორა მზერა, შემდეგ კი დემნას მიუბრუნდა.- ახლო მომავალში მნახე, დავილაპარაკოთ.

უხმოდ დაუკრა თავი დემნამ თანხმობის ნიშნად და ისევ მანქანაში ლიკაზე აკრულ მარიამ გახედა.
მოთავსდა დადა საჭესთან და დაძრა მანქანა, უკან მიჰყვა გიორგიც. დატოვეს ჯაფარიძეებმა ტერიტორია და სახლისკენ დაიძრნენ.

***
სავარძელში ჩასძინებოდა შვილების მომლოდინეს, ზარის ხმამ რომ გამოაფხიზლა.
სწრაფად წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა. გაიჩხაკუნა საკეტმა, გაისმა მთელს სადარბაზოში კარის გაღების ხმა.

იქ იდგა. ჭაღარაშეპარული. მაინც შერჩენოდა ახალგაზდობის ნაკვთები მაგრამ დარდისგან ღრმა ნაოჭები გასჩენოდა და თვალებიდან საფეთქლებისკენ ღრმა ნაპრალებად გადასჭიმვოდა. თვალები ისევ ძველებურად უციმციმებდა იმ გრძნობით, დროს რომ ვერაფერი დაეკლო.

ადგილზე გაიყინა ქალი. იქ იყო. რეალური, ხელშესახებად ახლოს. უკან ამოსდგომოდნენ მათი საერთო შვილები კაცს, თვალებს დააცეცებდნენ მშობლებს შორის და მომლოდინე, გამომცდელი მზერით აკვირდებოდნენ.

მძიმედ გადააბიჯა დადამ ზღურბლს.
მოეხვია გახევებულ ქალს. შეივსო ფილტვები მონატრებული, შუცვლელი სურნელით.

ქალის ქვითინმა დაარღვია სიჩუმე. ერთიანად აკანკალდა საყვარელი კაცის მკლავებში და მოეხვია მონატრებულს.

-მართლა მოხვედი...- სლუკუნებდა ქალი და კაცის პერანგს ცრემლებით ასველებდა.-ამდენი ხნის შემდეგ... მაინც მოხვედი...მეგონა უკვე...

-სულ მახსოვდით, სულა აქ ვიყავით, უბრალოდ თაქვენ ვერ მხედავდით.- სწრაფად გააწყვეტინა და შუბლზე მიაკრო ტუჩები.

-აღარ წახვალ?
-ამჯერად აღარ.- მტკიცედ გაისმა დადას ხმა.- თუ უფლებას მომცემთ, მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ წლების დაბრუნებას შევეცდები, რომლებც დავკარგეთ.- ჯერ თამუნას შემდეგ კი შვილებს შეხედა მათი პასუხის მოლოდინში.

იმ დღეს წარსული არავის დაუვიწყებია. მაგრამ გადაწყვიტეს წარსულისთვის უფლება აღარ მიეცათ მომავალიც გაენადგურებინა.
შესაშური სიმშვიდე ტრიალებდა იმ ღამით ჯაფარიძეებში, მაგრამ გულის სიღრმეში ყველა ხვდებოდა, ამ სიმშვიდესაც ჰქონდა თავისი ფასი.

2025წ / 4 ნოემბერი.

ნისლს დაეფარა სვანეთის ტყე. იმ ღამით ცაზე ერთი ვარსკვლავიც კი არ ჩანდა. მხოლოდ მთვარე ანათებდა ხეებში ჩაფლულ გარემოს.
თოვლისა და საშინელი გზის მიუხედავად მაინც ჯიუტად მიიწევდა გიორგის მანქანა წინ. ზამთრის სუსხი ძვალ რბილში ატანდა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა კაცის ადუღებული სისხლის გაციებას.
დიდი ხნის სიარულის შემდეგ ნისლში გახვეული მონადირეების ქოხიც გამოჩნდა. უხმოდ გადახედა გვერდით მჯდომ დემნას და მუხლამდე თოვლში პირველი ნაბიჯი თავად დადგა.
სვანეთის მთები გადმოჰყურებდნენ მის შვილებს, თითქოს სამართლის აღსრულებას ელოდნენ, და წყრებოდნენ კიდეც დაგვიანებული შურისძიების გამო.

მოზომილი ნაბიჯებით დაიძრნენ პატარა ქოხისკენ, მოლიცლიცე შუქი გამოდიოდა პატარა ფანჯრიდან და თოვლს ოქროსფრად ანათებდა.
სხეული იმდენად დასძაბვოდა ორივეს თითქოს წუთიწუთზე ძარღვები შემოასკდებოდათ.

-ვიცი რომ მანდ ხარ გურამ!- მტკიცედ დააბრახუნა კარებზე ხელი და პასუხი რომ ვერ მიიღო, წამში შეანგრია საგულდაგულოდ ჩარაზული კარი ჯაფარიძემ.

ფეხზე წამომდგარიყო ჭანტურია და იარაღ მომარჯვებული, გაფართოებული თვალებით შესცქეროდა გიორგის და დემნას.

-ათი წლით დაგაგვიანდათ.- წამში მოირგო უდარდელობის ნიღაბი და იარაღი გიორგისკენ მიმართა.

-არ დავიგვიანებდით, მამაშენს თითის გატკაცუნებაში რომ არ გაექრე.- დემნამაც ამოიღო იარაღი.

-ახლა რიღასთვის მოხვედით? ლილე მკვდარია, დანაშაულიც მოიხადე ჯაფარიძე, რაღატომ იქექებით წარსულში?!- ნერვებზე თამაშს არ წყვეტდა ჭანტურია.

"მკვდარია".
ჰაერი დანასავით გაჭრა ამ ერთმა სიტყვამ. თოთქოს ახლა გაიაზრა გიორგიმ საყვარელი ქალი რომ უკვე წლებია მის გვერდით აღარ იყო. დანაშაულის გრძნობამ წაუჭირა ყელში ამდენხნიანი დუმილის და უმოქმედობისგან. ვეღარ ამოისუნთქა. ერთიანად მოაწვა სიბრაზე, თითქოს ბინდიც გადაეკრა, ისე ჩაუბნელდა ისედაც მუქი თვალები. სიბრაზისგან კონტროლდაკარგულს სრულიად გადაავიწყდა მათი გეგმა. ახლა მხოლოდ ის და საყვარელი ქალის მკვლელი დარჩენილიყვნენ. გიორგი რამდენიმე წამი უძრავად იდგა. მხოლოდ სუნთქვა დაუმძიმდა შესამჩნევად და ჭანტურიასკენ ნაბიჯით წაიწია. გააზრებაც ვერ მოასწრო გურამმა ისე მოხვდა გიორგის მოქნეული მუშტი ყბაში და წამში გაეკრა იატაკს. ხელიდან გაუვარდა იარაღიც რომელიც იქვე დავარდა.

წამში დაბეგვილ ხორცს დაემსგავსა მისი სახე. ბუხრიდან გამომავალი ცეცხლის ფონზე აბრიალდა ჩანჩქერივით წამოსული სისხლი.
კონტროლდაკარგული ვეღარც დემნას ხმას იგებდა.
უკვე ნახევრად გათიშულიყო გურამი როგორც იქნა გონს რომ მოეგო და საყელოში წაავლო ხელი.

-ილაპარაკე! ილაპარაკე თორემ ისე მოგკლავ თვალსაც არ დავახამხამებ.- აჯანჯღარებდა გონზე მოსასვლელად ნახევრად გათიშულს.
სისიხლის სუნს აევსო მთელი ოთახი, იმ სისხლის, წლები რომ სწყუროდა.

გვერძე გადახარა თავი და კბილებში დაგუბებული სისხლი გადმოაფურთხა. შემდეგ კი სიცილი აუვარდა.

-ხომ მოვედი, ხომ გთხოვეთ ადამიანურად ლილეს ხელი!- ხარხარით ამოილაპარაკა და იქვე მდგარ დემნას ახედა. მიიღო კიდევ ერთი მუშტი ამჯერად მუცელში.

-ნუ ახსენებ!- დაიგრგვინა გიორგიმ. ბრაზისგან სრულიად შესცვლოდა ხმა.

-თქვენ რომ მაშინ დამთანხმებოდით, თქვენ რომ მაშინ გაგეტანებინათ...- გაგიჟებული იცინოდა, ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები სახეზე და სისხლში ირეოდა.

-რა?! რას იზავდი! აღარ ეცდებოდი მის მოტაცებას?! აღარ შემოგაკვდებოდა?!- ღრიალებდა კონტროლდაკარგული ჯაფარიძე და ალბათ საბოლოოდ გააფრთხობინებდა სულს ვიბლიანს რომ არ მოეცილებინა გურამის სხეულისთვის.

-უნდა გამომყოლოდა, არ უნდა გაჯიუტებულიყო.- ნელ-ნელა წამოიწია.- არ უნდა გეთქვათ მაშინ უარი!- ახლა დემნას გახედა სიძულვილით სავსე თვალებით.- შენი ბრალია! შენ არ მაძლევდი მიახლოების უფლებას, ახლოს არ მიშვებდი! როგორ შევუყვარდებოდი!- ღრიალებდა დემნას მისამართით.

-არ უყვარდი!- დაიგრგვინა დემნამ.- იცოდი რომ სხვა უყვარდა და მაინც არ ასვენებდი.- თავადაც ვერ ხვდებოდა კონტროლს როგორ ინარჩუნებდა.
როგორ უყურებდა მისი ბიძაშვილის, მისი ერთადერთი დის მკვლელს და არ კლავდა.
როგორ არ აკეთებდა იმას, რასაც მისი სისხლი და სვანეთი ელოდა ვიბლიანისგან.

-რომ არ გაჯიუტებულიყო, რომ არ გამძალიანებოდა...- გაფუჭებული კასეტასავით იმეორებდა ჭანტურია. სახე გაგიჟებული ადამიანისას მიუგავდა.- არა, არა, მე არ მომიკლავს, ხელი რომ არ ეკრა თავს არ დაარტყავდა და, მე ვერ ვუშველიდი, მაინც მოკვდებოდა...- მანიაკივით საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.- მამაჩემს რომ არ წავეყვანე იქნებ გადარჩენილიყო, რომ არ დავემალე...- ყველაფერი აღიარა, თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა მისი დაკავებაღა რჩებოდა მაგრამ...

ვერცერთმა ვერ გაიაზრა როგორ დაავლო გადარეულმა ხელი გვერდით მიგდებულ იარაღს. როგორ გაიშვირა მათი მიმართულებით ორიენტაცია დაკარგულმა და გამოჰკრა კიდეც სასხლეტს თითი.

გასროლის ხმამ გააყრუა არემარე. მთებში ექოდ გავრცელდა გასროლის და განაჩენის საშინელი ხმა. დაიღვარა კიდევ ერთი ადამიანის სისხლი, დემნას სისხლი. კიდევ ერთი ვიბლიანის სისხლი დაიღვარა ჭანტურიას ხელით.

წამში გაივსო მთელი ქოხი პოლიციელებით. ლურჯმა და წითელმა ნათებამ აავსო ოთახი.
ათი წლის შემდეგ დააკავეს გურამ ჭანტურია. ათი წლის შემდეგ აღსრულდა სამართალი და ყველაფერი იქ დასრულდა სადაც დაიწყო, სვანეთში.

-არ მოკვდე, გესმის!-ღრიალებდა გიორგი და დემნას ჭრილობას ძლიერად აჭერდა ხელებს. ოთახში სრული ჩოჩქოლი ამტყდარიყო. ზოგი დაჭრილს დასტრიალებდა ზოგს გურამი გაჰყავდა ხელებზე ბორკილდადებული. სწრაფად წამოაყენა და მანქანამდე მიიყვანა.
ქარივით მიაქროლებდა მანქანას ტყის ქვაღორღიან გზაზე.

ოც წუთში დაფარა ერთი საათის გასავლელი გზა მესტიის საავადმყოფომდე. მთელი გზა დემნას ელაპარაკებოდა როგორმე გონზე მყოფი რომ დაეტოვებინა.

თვალებზე ბინდი ეკვრებოდა ვიბლიანს, საავადმყოფოში მისულს უკვე ყველა იქ რომ დახვდა.

ირაკლი, ტიტე, მია, ლიკა, თორღვა, ყველა აქ იყო. უკვე თვალები ეხუჭებოდა სუსტი და გაყინული ხელის შეხება რომ იგრძნო მისსაზე.

იქ იყო. მასთან მივიდა. ცდილობდა მაგრამ მაინც ვერ ფხიზლდებოდა. საოპერაციოში შესვლამდე მხოლოდ ქალის თვალების აღქმა მოასწრო. შავი და ცრემლიანი ირისების.
ხმაურით დაიხურა საოპერაციოს კარი.
იცოდა რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ყველაფრის ფასად გამოვიდოდა იქიდან ამ თვალების კიდევ ერთხელ სანახავად.

ეპილოგი

ექოდ გაისმა მოსამართლის ჩაქუჩის ხმა დარბაზში.
იქ მსხდომი ყველა ადამიანი ფეხზე წამოდგა სამართლის აღსრულების მოლოდინში. ყველაზე ხმაურიანი დუმილი ჩამოწვა საბოლოო განაჩნის მოსმენამდე.

მოსამართლემ კიდევ ერთხელ გადაავლო მის წინ დალაგებულ მასალებს თვალი და დარბაზში საბოლოო განაჩენიც გაისმა.

-სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და მასალები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულთა დანაშაული დადასტურებულია.
სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის განსაკუთრებული სიმძიმე, დაზარალებული მხარისთვის მიყენებული ზიანი და ბრალდებულთა ქმედებების ხასიათი.
შესაბამისად, სასამართლო ადგენს:

გურამ ჭანტურია, ბადრი ჭანტურია, ზურაბ ვიბლიანი და კახა კვიციანი ცნობილი იქნენ დამნაშავედ მათთვის წარდგენილ ბრალდებაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

სხდომას დასრულებულად ვაცხადებ.-კიდევ ერთხელ გადაუარა დარბაზს მოსამართლის მკაცრი ჩაქუჩის ხმამ.
ყველამ სულდამშვიდებულმა დატოვა შენობა.
პირველად ჩაისუნთქა ათი წლის შემდეგ გიორგიმ ჰაერი თავისუფლად.
იმ ღამეს თბილისი იყო მშვიდი, და სვანეთი უფრო მეტად.
თითქოს იმ საუკუნოვანმა მთებმაც კი შეიტყვეს აღსრულებული სამართალი და მათი მწვერვალებიდან ჩამოსულმა ქარმა პირველად ამოისუნთქა მშვიდად. სვანეთის ჩუმ ხეობებში დიდხანს ნაგროვები სიმართლე თითქოს საბოლოოდ ხმამაღლა ითქვა.

***
-ტიტე! დაგახრჩობ! დამსვი!- წიკვინებდა კაცის მკლავებში მოქცეული ლიკა და ხელებს უიმედოდ იქნევდა.- არ მიმიყვანო ახლოს! შეხედე როგორ მიყურებს!- გაავებული თვალებით შეხედა იქვე მდგარ ცხენს.

-ნუ ფართხალებ, დამივარდები და მილიონიც არ ეყოფა შენ აწყობას.- ყურს არ უგდებდა ქალის მუქარას, მალევე ხვეწნაზე რომ გადავიდა.

არც ამან უშველა, წამში აღმოჩნდა ტიტეს წინ ცხენის ზურგზე მოთავსებული. კაცმა გააზრებაც არ აცადა, ერთი ხელი წელზე შეუცურა მეორით აღვირი მოქაჩა და სწრაფად მოსწყვიტა ფაშატი ადგილს.

-კარგი რა, ამის როგორ გეშინია.- ცოტა რომ შეანელა და ლიკაც დამშვიდდა ყურადღების გადასატანად ლაპარაკი დაუწყო.
- რა ჩემი ბრალია, ის ბავშვი შენ თვალწინ რომ გადაეჯეგა შენც შეგეშინდებოდა!- წარბები შეუკრა კაცს ისე თითქოს ამის დანახვას შეძლებდა.
-გაუხედნავ ცხენებს თუ დაარბეინებდნენ გადაჯეგავდა აბა რას იზავდა. ეს ჭკვიანია შეხედე რა წყნარადაა.- ხელი გადაუსვა ცხენს.
-ჰო, ეს მართლა წყნარია.-ქალიც მიეფერა ჟღალ ფაშატს და გაღიმებულმა ახედა მასზე მიშტერებულ ტიტეს.- არ დავბრუნდეთ?
-წავიდეთ ჰო,- სწრაფად გამოერკვა ავალიანი.- დაღამდება ისედაც მალე.
ჩუმად გაუყვნენ სახლის გზას. სვანეთის ცივი საღამო ნელ-ნელა ეშვებოდა მთებს შორის და თოვლიანი მწვერვალები უკანასკნელ სინათლეს ირეკლავდა. მხოლოდ ცხენის ფლოქვების ხმა ისმოდა და ქარი დაძრწოდა გზის პირას მდგარ ხეებს შორის.
იმ ღამით, ამდენი ხნის შემდეგ სვანეთის მთებმაც კი გაიღიმესდა ცა ათასი ვარსკვლავით, მათი მომავალივით გაანათეს.

***
ფეხშიშველი იდგა სააბაზანოს ცივ იატაკზე. გაოცებული და ბედნიერებისგან თვალცრემლიანი დაჰყურებდა ორ პატარა წითელ ხაზს.
-მია, გამოდი უკვე და თქვი რამე.- მოუთმენლად დაიარებოდა დადვანი ჩაკეტილი კარის წინ და საკეტის გადატრიალების ხმა რომ არ გაეგო ალბათ კარებსაც შეამტვრევდა.
პირველი რაც დაინახა ქალის აცრემლებული შავი თვალები იყო, შემდეგ კი მზერა ქალის ხელზე გადაიტანა რაღაცას რომ უწვდიდა.
გაბრუებულმა დახედა ქალის ხელში არსებულ ორსულობის ტესტს, ორი წითელი ხაზით და წამში გაუსწორა უკვე აცრემლებული თვალები ცოლისას.

-მია...მართლა? ანუ ზუსტად ვიცით?- ბარბაცით დაიძრა ქალისკენ და ბედნიერებისგან გადარეულმა ააფრიალა პატარა სხეული.- ღმერთო მადლობა. არ მჯერა, მამა გავხდები.- გადარეული უკოცნიდა ქალს ხელებს და სხეულზე იხუტებდა.

-ბედნიერი ხარ?
-იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე.- გაბრწყინებული თვალებით ახედა ქალს.

2027 წელი/ 31 დეკემბერი.
მარიამი

"სვანეთში ვარ.
არ მჯერა რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა და ამ საოცარ კუთხეში ვცხოვრობ. პატარაობიდან მომდევდა ამ კუთხის სიყვარული და ალბათ სწორედ ამიტომ იყო, ჩემი მეორე ნახევარიც, რომ სვანეთში ვიპოვე.
ალბათ ყველაზე სწორი იმ დღისით სვანეთში წასვლა იყო დედაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად. მადლობა მია და ირაკლი, იმდენი ხნით რომ გადაიხვეწეთ სვანეთში და თავი მომანატრეთ. ყოველი სვანეთში ჩამოსვლისას გვერდს ვუქცევ იმ ადგილს სადაც დემნას პირველად შევხვდი და წარსულის გახსენებაზე მეცინება. ღრმა ბავშვობიდან მწამდა რომ ჩემს მეორე ნახევართან შეხვედრა უბრალო არ იქნებოდა და ალბათ დამეთანხმებით რომ მოლოდინებსაც გადააჭარბა. რა კარგია რომ დემნას არ დავუჯერე და იმ დღეს სვანეთი არ დავტოვე. თუმცა, ძვირფასო მკითხველო რაც არ უნდა უაზროდ ჩანდეს, მე იმ წითელი, ბედისწერის ძაფების მჯერა, და მჯერა რომ მაშინ თუ არა მომავალში მაინც გადავიკვეთებოდით.
ალბათ ყველას გაინტერესებთ დემნას ცოლი როგორ გავხდი.
დიდი ხმის სიჯიუტის შემდეგ ადგა და მომიტაცა, სამკვირიანი წამების შემდეგ კი ცოლობაზეც დავთანხმდი. ჯვარი სვანეთში დავიწერეთ და დიდი გრანდიოზული სუფრის ნაცვლად მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთანე ერთად ავღნიშნეთ."

-მარიამ მოვიდნენ უკვე ბავშვები.- ღიმილით შემოაღო კარი და ახლაღა შევამჩნიე ქვედა სართულიდან ამომავალი ხმაური. მეც ჩემი დღიური სწრაფად დავხურე და დემნასთან ერთად მეგობრებს შევუერთდი საახალწლო სამზადისში.
მართლაც ყველა მოსულიყო. მიას უკვე დაეწყო ათასნაირი ნამცხვრის ცხობა, ტიტე პატარა ვაჩეს დასდევდა, რომელიც თოვლისა და ყინვის მიუხედავად მაინც გარეთ, ცხენებთან იწევდა. ცოტახანში ლიკას და ტიტეს ჩხუბის ხმამაც მოაღწია ჩვენამდე, ალბათ კიდევ რაღაც დეტალი გამორჩათ ქორწილის სამზადისში.
საღამოს უკვე ყველანი დიდ სუფრას მივუსხედით. ყველა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი აქ შეკრებილიყო და ალბათ ამ მომენტს არაფერი შეედრებოდა. იმის გააზრებას რომ ცხოვრებას აჯობე და შენი წილი ბედნიერება იპოვე. მაგიდის მეორე ბოლოდანაც კი კარგად ვარჩევდი დემნას ძველებურად, სიყვარულით მოციმციმე თვალებს, ჩემს საყვარელ მოცისფრო-მონაცრისფრო ირისებს.
ყველაფერი სვანეთში დაიწყო და ჩვენი ისტორიაც აქ გაგრძელდება.
ამ ისტორიის მთავარი მამოძრავებელი ბერკეტი კი ყოველთვის იყო და იქნება თვალები, თვალები რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტს ლაპარაკობენ.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent