შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა


გუშინ, 23:52
ავტორი მ.მ
ნანახია 103

სისპეტაკეს..
ზამთარი ოყო როდესაც მას პირველად შევხვდი,21 დეკემბრის დილა,თითქოს ვგრძნობდი რომ წინ დიდი თაგადასავალი მელოდა ფეხს ვითრევდი კინოში წასვლაზე მეგობრებთან ერთად,მაგრამ მეგის დაჟინებული თხოვნით მაინც წავედით..იქ დამინახა მან ვინც შემიცვალა ცხოვრების გზა,მე კი ბავშვურ,ზღაპრული სოყვარულის მორევში ჩავიძირე,მუცელში პეპლები მაშინ გავიგე რას ნიშნავდა,მაშინ 17 წლის ვიყავი,თუმცა თავი უკვე დიდი მეგონა,პირველად დედამ შეამჩნოა ჩემ თვალებშო აციმციმებული ვარსკვლავები,მეც არაფერი დამიმალია,დედასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი,თუმცა ჩემმა ძმამ გაიგიჟა თავი ჯერ რა დროს შენი შეყვარებულიაო,რამდენჯერმე საქმის გარჩწვაც სცადა მათესთან მაგრამ,არც მან დაუშვა ჩემი გაშვება და არც მე დავანებე თავი, ერთად უამრავ გეგმას ვაწყობდით სამომავლოდ მაგრამ ცხოვრება ხომ დაუგეგმავი ლაბირინთია,არ იცი რას გიმზადებს,რატომ ან რისთვის,შეიძლება გეგონოს ცხოვრების ზენიტში მოგაქცია,რომ უეცრად მიწაზე ისე დაგანარცხოს აზრზე მოსვლა გაგიჭირდეს..ჩემი ოჯახი ექვსი ადამიანისგან შედგებოდა,დედ-მამა ,ბებო და ჩემი და-ძმა..თბილისში ვცხოვრობდით,დიღმის მასივში,დედა ექთანი იყო,მამა ხელოსანი,ჩწმი და-ძმა სტუდენტები ,მე კი აბიტურიენტი..სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება,ჩავაბარე კიდეც,სწავლა არასდეოს მიჭირიდა,ხატვა კი ბავშვობიდან მიყვარდა,მათე ხშირად მაკითხავდა სასწავლებელში,სამომავლო გეგმებზეც მესაუბრწბოდა,უნდოდა ნიშნობა მე კი ჯერ თავს ვიკავებდი მინდოდა დამემთავრებინა სასწავლებელი და ჩემი საქმე წამომეწყო. მკითხველო,მხოლოდ ლამაზი მეგონა ეს სამყარო,თურმე რა უშნო და ბოროტიც ყოფილა,მოულოდნელად შეიცვალა მათე იმ ზამთარს,დისტანცირდა ,სულ ჩაფიქრებული იყო,მერე მთხოვა მასთან ერთად საზღვარგარეთ წავსულოყავი,მაშინ ვერ მივხვდი რა მოტივი ამოძრავებდა,სანამ სახლში მიმავალს გოგონამ არ გამაჩერა,მკლავში ხელი ჩამავლო და ჯიქურ მომაშტერდა,ისეთი ინტერესით მიყურებდა ,თვალებით გამძარცვა,ხელი მუცელზე დამადებინა და მითხრა ,რომ მათესგან ორსულად იყო,ჯერ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა ,შემდეგბ პანიკამ გადაიარა და ყველაფერს მივხვდი,გოგონა ტიროდა,მითხრა რომ თუ მათე ცოლად არ მოიყვანდა ორივეს მოკლავდნენ მისი ოჯახი,სვანები იყვნენ,მაშინ მეგონა ცა ჩამომექცა თავზე,მათეს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე,პასუხი დამიდასტურა,მაგრამ თავი არ აუწევია ცრემლები ისე მოსდიოდა,არ ვიცი მის თვალებში რას ვხედავდი მაშინ,ტკივილს,სიყვარულს,სინანულს ალბად ყველაფერს ერთად,ასე დავტოვე და ისე ვაქციე ზურგი ამაყად,უკან აღარ მიმიხედია,იმ საღამოს ძლიერ თოვდა,სახლში ფეხით მივდიოდი ,სასოწარკვეთილი,განადგუეებული,მაშინ მეგონა ცხოვრება ამით დასრულდა,ღალატმა გამანადგურა,თავმოყვარეობა შემილახა,ვარდისფერი სათვალე გამიჭყლიტა და საშინელ რეალობაში დამტოვა მარტო..იმ საღამოსვე მივიღე გადაწყვეტილება საქართველო დამეტოვა,ჩემი ორი მეგობარი ინგლისში ცხოვრობდნენ გაცვლითი პროგრამით,საბუთების შეგროვება დავიწყე,გამოცდა ჩავაბარე და თითქოს სამყაროც ხელს მიწყობდა ,მალევე გავემგზავრე,სწორედ ლონდონში შევიტყვე რომ მათეს შვილი ეყოლა,დაქორწილდა იმ გოგონაზე,მაშინ ისე მეტკინა,შფოთვითი აშლილობა დამემართა,უძილო ღამეები ,დამამავიდებლები და მაინც გადავრჩი,ახლა იმიტომ ვამბობ გადავრჩითქო,რომ როდესაც ადამიანი დაკარგავა იმას რისიც ყველაზე მეტად ეშინია ,მერე იაზრებს რომ მას აღარაფერი შეაშინებს ამაზე მეტად,აქედან იბადება ქალის ძალაც..ასე გავხდი წარმატებული ქალი,სწავლასთან ერთად შევითავსე სამუშაოც,სესხით ლუბლიანაზე ბინაც შევიძინე.
წლები გავიდა,25 წლის იუბილე მიახლოვდებოდა ,როდესაც ვოთსაფზე მათეს ნარეკი ვნახე,გული ამიჩქარდა,შემდეგ მესიჯი"ვერ გივიწყებ მარიამ,დღე არ გადის შენზე არ ვიფიქრო,სინანული მჭამს,შენი თვალები ისე მენატრება,მაპატიე გთხოვ,როდესაც დაბრუნდები ,მომეცი შანსი ერთხელ მაინც გნახო,ისე არ მოვკვდე,მუდამ შენ მეყვარები"
მაშინვე დავბლოკე,იმ ფაქტიდან მათესთან კომუნიკაცია გავწყვიტე ,საიდანაც დაკავშირებას ცსილობდა,ვბლოკავდი.ამასობაში ვისწავლე ჩემი თავის სიყვარული,ფორმები უფრო დამეხვეწა და ქალურობა შემმატა,სავსე მკერდი,წვრილი წელი,სიმაღლით საშუალოდ ვითვლები,თუმცა სტანდარტულად მოხდენილი ვარ,ამას მამაკაცების დაჟინებული მზერით ვხვდები,როდესაც ფორმაში ვარ.თუმცა მათეს შემდეგ მამრობით სქესს აღარ ვეკარები,იმედგაცრუებამ ფრთხილი გამხადა.
5 წელია საქართველო დავტოვე,ორჯერ ვიყავი ჩამოსული,ახლა კი ვფიქრობ დაბადების დღე სწორედ იქ აღვნიშნო,ბილეთი ვიყიდე და მივემგზავრები,აეროპორტში მამა დამხვდა,იმდენი მკოცნა,მერე ოჯახში მოვისიყვარულე ყველა,ბოლოს კი ჩემი ბინაც მოვინახულე,ავეჯის საყიდლად ჩემი და გამომყვა,მთელი მონდომებით ვარჩევდი თითოეულ დეტალს,ჩემი სახლისთვის,ვხვდებოდი რომ ზოგი ჭირი მარგებელია,აქ რომ დავრჩენილიყავი ალბად დავკარგავდი საკუთარ თავს მათესნაირ მოღალატე კაცთან,ბოლოს კი სად ვიქნებოდი კაცმა არ იცის,დამოუკიდებლობას ისე მივეჩვიე ,ყველფერი მარტომ გავაკეთე ჩემ ბინაში ,ზოგჯერ ხელოსანიც მეხმარებოდა...
ტელევოზორის ყიდვა გადავწყვიტე ,ტაქსით მივიტანე ,სადარბაზოსთან მაღალი,მხარბეჭიანი ,შავგვრემანი,მკაცრი ნაკვთების მქონე ტიპს რომ შევეჯახე,
-უკაცრავად,მაპატიეთ ვერ დაგინახეთ
-არაუშავს,მომეცი აგატანინებთ
-არა მე თვითონ!
-როგოეც ჩანს მიჩვეული ხართ(ჩაიცინა)
მეც გამეცინა და მივეცი ტელევიზორის ყუთი. ბინაში ატანისას კი ყავა შევთავაზე მადლობის ნიშნად
-დიდი სიამოვნებით დაგეწვევი ყავაზე
-აქ ცხოვრობთ თქვენც?
-მოდი თქვენობით ნუ ვისაუბრებთ კარგი?
-კარგი,მარიამი😊
-ლაშა,კი მეზობლები ვართ გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ,აქ ჩემი და ცხოვრობს შენ წინა კარში..
ყავა ქაფიანი გამომივიდა,ლაშას მოეწონა სახეზე შეეტყო,მერე მზერა შევნიშნე,როგორ მათვარიელებდა ურცხვად,მეც თვალებში შევხედე ,ვაგრძნობინე რომ შევნიშნე მისი ურცხვი თვალების ცეცება,მალევე დავემშვიდობე და გავაცილე.მეორე დღესაც ეზოში შევხვდით,როდესაც მანქანას აყენებდა,შემომთავაზა გაყვანა
-სად მიდიხარ მარიამ ,შემიძლია წაგიყვანო
-არა მადლობა,ავტობუსს დაველოდები
- არ გიკბენ
- ვიცი ,ამიტიმ არ მითქვამს
- თუ იცი მაშინ დაჯექი
- კარგი(ვოუხერხულე მაგრამ დავთანხმდი)
- აბა მომიყევი შენზე რამე?
- ახლა დავბრუნდი საქართველოში,მოსაყოლი ბევრი არაფერია
- სად იყავი
- ინგლისში
- რამდენი წლის ხარ
- 25-ის ვხვდები
- შენ არაფერს მკითხავ?
- რისთვის?
- რა მკაცრი ხარ
- აი აქ ჩამოვალ ,დიდი მადლობა,ჭაღების მაღაზიასთან ჩამოვედი ,კარის დაკეტვამდე მიყურებდა,მერე უნებლიედ გამიღიმა და აღარ გამიხედავს ისე გავაგრძელე გზა.საძინებლისთვის თბილი განათების ჭაღი შევარჩიე ,ყველაფერი მყუდრო და თბილი მიყვარდა.გზად დრაივის ყავაც დავლიე და ასე მივაბიჯებდი ქუჩაში,თურმე როგორ მომნატრებია თბილისი,აქ ყველაფერი მიყვარს,თუმცა არის სევდიანი მოგონებები რაც დღემდე მახსოვს,იმედგაცრუება რომელმაც გადამხვეწა,მეგონა თუ შორს წავიდოდი ,ყველაფერი დამავიწყდებოდა,მაგრამ მანძილი და ადგილი ტკივილს და მოგონებებს ვერ შველის,მხოლოდ დრო გაჩვევს მასთან ერთად განაგრძო ცხოვრება და თანდათან ტკივილის მიმართ გულგრილი ხდები.
- ...
- ლაშა უნდა დაგელაპარაკო
- რა მოხდა ,მშვიდობაა?ასე სასწრაფოდ რომ გამომაქციე
- არა ,არ არის მშვიდობა,ის კახპა დაბრუნებულა საქართველოში(ლილე განერვიულებული ჩანდა,პანიკაში იყო)
- ვიზე საუბრობ?
- მათეს საყვარელზე,იცი ვოთსაფზე ვნახე სწერდა რომ ისევ ის უყვარს გესმის?ისევ ის ძმაო?? ( მუდარა ისმოდა ქალის ხმაში,სასოწარკვეთა)
- დაწყნარდი გოგო და ისე მითხარი ანუ შენი ქმარი მას ისევ ხვდება?
- არა,არ ვიცი,მათემ იცის რომ დაბრუნდა,თუ მას ისევ შეხვდება იცოდე თავს ჩამოვიკიდებ ან ვენებს გადავიჭრი ,ამას ვერ გადავიტან,ის კახპა ოჯახს დამინგრევს(უკვე ყვირილზწ გადავიდა ქალი)
- ლილე,მათე ჯერ მაშინ გადამირჩა სიკვდილს ,რომ არა მართა და შენ,მაშინვე მოვკლავდი,შენ განერვიულებას არავის ვაპატიებ ხომ იცი?დამშვიდდი ,ვფიქრობ ეგ უბრალოდ შენი შიშია
- არა!!!იცი რა ლამაზია?(უკვე ტიროდა ქალი,არანაკლებ ლამაზი იყო ლილე,წითური თმით და კოხტა მაღალი ტანადობით)
- გოგო !!გონს მოდი!ეგრე უფრო დაანგრევ ოჯახს.მათე გაფრთხილებული მყავს,თუ რამეს გაწყენინებს ,ჩემი ხელით მოვკლავ!
- მინდა ის კახპა ჩაძაღლდეს!!მიმდა არ არსებობდეს !!
- ქალის ისტერიკებს ვეღარ გაუძლო ლაშამ და წამოვიდა,კიბეზე ჩადიოდა როდესაც მარიამს გადააწყდა,
- ეს უკვე დამთხვევა აღარაა,ალბად ბედია(გაეცინა კაცს)
- ბედის მართლა გჯერა? ( ქალმაც გაუღიმა)
- დიახ ,მჯერა ,თუ თავხედაობაში არ ჩამომართმევ,იქნებ ყავაზე დაგპატიჟო მარიამ?
- რატომაც არა? ( ენაზე მალევე იკბინა გოგონამ ასე უცებ რატომ დათანხმდა თავადაც არ იცოდა)
- კარგი 6 ზე სადარბაზოსთან ვიქნები
- სახლში ასვლისთანავე შხაპი მიიღო,აბრეშუმის ხალათი შემოიცვა შიშველ სხეულზე,რომელიც იდეალურად იდგა მის მოხდენილ ტანზე,მერე ჩამოჯდქ და მის თვალებში ლაშა გაჩნდა,მისი ძლიერი და მაღალი სხეული,მისი ძარღვიანი მკლავები და ტატუ,მისი თვალები,უძირო,მკაცრი,ცივი და იდუმალი,მის თვალებში ყველაფერი ერთად იყო და თან არაფერი,საკუთარ ფიქრებზე გაეღიმა როდესაც მიხვდა,რომ ამდენი წელია არავის შეხვედრია,არავისზე უფიქრია წარსულის გამო..ესიამოვნა ,ადგა და ტანისამოსის შერჩევა დაოწყო რა უნდა ჩაეცვა მასთან,ატლალის თეთრი ამოღებული,წვრილ ბრეტელზე ,ნაზი კაბა შეარჩია,მსუბუქად გადაისვა სახეზე,თმა გაიშალა და ფანჯრიდან გადაიხედა,15 წუთი დააგვიანა ჩასვლა,ის კი უკვე ელოდებოდა,კიბეები ჩაირბინა და ლაშამ კარი გაუღო,თავად საჭეს მიუჯდა,თვალს აპარებდა ქალისკენ,უამრავი ქალი უნახავს,მაგრამ თავად ვერ ხვდებოდა რა ემართებდა ამ გოგონასთან,პირველივე წუთიდან რომ მოიხიბლა და ფიქრებით სულ მას დასტრიალებდა,კაცი ფიქრობდა,რიმ იპოვნა ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ელოდება და მას ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს,ფიქრებში გართულმა კაფეს ჩაუარა და გააჩერა,გადმოვიდნენ ,გოგონაზე მთელი თავით მაღალი კაცი უკან მისდევდა,ნიავს მისი სურნელი ცხვირთან მიჰქონდა კაცთან და ხვდებოდა ,რომ ეს სურნელი ყველაზ საოცარი იყო,რაც ოდესმე შეუსუნთქია,შეეშინა მაგრამ ვერ გაიგო შიში რატომ იგრძნო?იქნებ მისი დაკარგვის ან ხელიდან დასხლტომის?არა ის ამას არ დაუშვებდა! რაც არ უნდა მომხდარიყო!ეს გოგო მისი გახდებოდა..



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ძალიან საინტერესოა. გთხოვთ გააგრძელოთ. ველოდებით შემდეგ თავს 😊

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent