ბედისწერა თავი II
თავი II ვფიქრობ გრძნობა ადრეულ ასაკში არც კი შეედრება იმ გრძნობას ,რომელიც ზრდასრულ ასაკში მოდის,როდესაც გამოცდილებას დააგროვებ და გააზრებით აირჩევ მას ვინც გინდა მთელი ცხოვრება გვერდით გყავდეს..ზოგიერთი რასაც მთელი ცხოვრება გაივლის ,ვიღაც 5 წელიწადში გამოცდის ცხოვრების სიმწარეს,იმედგაცრუებას ,ტკივილს,აი ამ ტკივილიდან იბადები ნამდვილი და თავისუფალი,მთავარია მაგ დაცემას გაუძლო... სულში შემოიჭრა თითქოს ეს გოგონა,არსაიდან გაჩენილი ,ბიჭის გონებას მოსვენება რომ დაუკარგა,ააფორიაქა,ფიქრებში დასტრიალებდა სადაც არ უნდა წასულიყო,იმ ყავის შემდეგ მათი შეხვედრაც გახშირდა,საღამოობით ლაშას მანქანით გაჰყავდა მარიამი..არც დღევანდელი საღამო იყო გამონაკლისი -მარიამ,მინდა შენი ოჯახი გავიცნო.. - ძალიან ხომ არ ჩქარობ?(დაიბნა გოგონა,შიში მოერია იმის წარმოდგენაზე ,რომ შეიძლება ლაშამ იგივე ტკივილი მიაყენოს,მასში თავდაცვის მექანიზმი თავისით ირთვებოდა მოცემულ მომენტში) - ვფუქრობ არა! მე შენთან სერიოზული გეგმები მაქვს და მინდა დავასერიოზულოთ ჩვენი ურთიერთობა(კაცის ხმაში სიმკაცრე და იმედგაცრუება ერთდროულად გაისმა) - მესმის,მაგრამ.. - არანაირი მაგრამ,მინდა გულახდილი იყო,ჩემ მიმართ რას გრძნობ მარიამ?(კაცი საჭედან მისკენ შემოტრიალდა და ჯიქურ მიაჩერდა თვალებში) - ნუ მაჩქარებ გთხოოვ,არ ვიცი..მე ვგრძნობ რომ მჭირდები,მენატრები როდესაც არ ხარ ჩემ გვერდით და ამ სამყაროში ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს შენ გვერდით,მაგრამ მეშინია ლაშა - რისი?(უფრო გაუმკაცრდა კაცს ხმა ,თითქოს მის სულში უნდოდა ჩაეხედა და დაენახა რას გრძნობდა ან ფიქრობდა გოგონა) - მე მივიღე უკვე იმედგაცრუება ,რის გამოც წავედი,მეშინია რომ არ ვიჩქარო,მეშინია რომ არ ხარ დარწმუნებული ან ისეთი რამ არ მოხდეს...მე ვეღარ გადავიტან..(ისეთი გულწრფელი იყო იმ მომენტში,თვალები აემღვრა) - მე არასდროს!არასდროს გადავიფუქრებ,გულს არასდროს გატკენ შეგნებულად გესმის?მჭირდები და ვერ ვხვდები რას უნდა ველოდოთ?(მანქანა გადააყენა და პირველად მოეხვია გოგონას,პირველად ჩაეხუტა და ღრმად შეისუნთქა მისი ნაზი სურნელი,მის ძლიერ მკლავებში ისე გაინაბა,თითქოს ყველა დარდმა ერთიანად დატოვა მისი სხეული და მიხვდა ამ კაცში ისე იყო დარწმუნებული როგორც არავისში არასდროს!! - კაცს მოუნდა მის ბაგეებთან შეხება ,მაგრამ ვერ გაბედა,უბრალოდ შუბლზე აკოცა და ძლივსშეკავებული სხეული საჭესთან დააბრუნა,ღრმას ამოისუნთქა და გაიღიმა - ესეიგი როდის მაცნობ შენებს?😃 - ზეგ ჩემი დაბადების დღეა,25 წლის ვხდები და მაშინ გაგაცნობ(დაიმორცხვა გოგონამ) - შევთანხმდით(უბედნიერესი იყო ლაშა,ასეთი ბედნიერი თავი არ ახსოვდა,ფიქრობდა,როგორ გაუმართლა,ან აქამდე როგორ ცხოვრობდა,მისი ცხოვრება სავსე იყო პასუხისმგებლობებით,ადრეულ ასაკშივე მოუწია ყოფილიყო კაცი,სვანეთში გაიზარდა,შემდეგ თბილისში გადმოვიდა ,ბიზნესი ჰქონდა მანქანების,სახლიც თავის შრომით იყიდა და თავის დასთან ახლოს დასახლდა,მისთვის ლილე ყველაზე ძვირფასი იყო. ახლა მის ცხოვრებას კიდევ ერთი ყველაზე დიდი აზრი შეემატა. - მთელი ღამე იმ ჩახუტებაზე ფიქრობდა მარიამი,მის სუნზე,მის მკლავებზე და მუცელში უცნაური შეგრძნება დათარეშობდა,თან მოსწონდა ,თან აღაფრთოვანებდა და თან ეშინოდა,თუმცა არ იცოდა რის.. - .. - ეკა ბავშვისთვის ტორტი შეუკვეთე თუ მე წავიდე? - შევუკვეთე მერაბ,ახლა ოსტრს მოვამზადებ და საღამოს აღვნიშნოთ - ანა და გიო სად არიან? - მოვედით დედა(ორივეს ხმა კარიდან გაისმა,გიო დავაჟკაცებული,ძალიან წესიერი ბიჭი გახლდათ,ანა ბიუროში მუშაობდა,სამართალის განხრით აირჩია წასვლა,ეკას და მერაბს ნამდვილად ჰყავდათ ძალიან კარგად აღზრდილი შვილები,გიორგი,ანა და მარიამი,სახელებიც ეკლესიური შეურჩია და არც ერთი კვირა გაუცდენია წირვის და ზიარების გარეშე,განათლებაც შესაბამისი მისცეს სამივეს,ეკა ისევ ექთნად მუშაობდა,ამ საქმეს შეაბერდა,მერაბი კი პატიოსანი მშრომელი კაცი გახლდათ,ოჯახისთვის თავდადებული,თავზე არასდროს გადასდიოდათ მაგრამ ჰქონდათ ერთი მნიშვნელოვანი რამ,სიმშვიდე და სიყვარული,მათი ერთადერთი სადარდებელი მხოლოდ მარიამი იყო,მისი მოულოდნელი გადაწყვეტილება და გულის ტკივილი სრულიად გაიზიარა ოჯახმა და ხელი არ შეუშლიათ სწორედ ამიტომ,ისე ალბად ვერასდრო შეელეოდნენ შვილის წასვლას,მერაბი უბედნიერესი იყო მარიამის დაბრუნებით და რას არ ცდილობდა ,ოღონდაც შვილი აქ დარჩენილიყო და ისევ არ მოენდომებინა გაგზავრება.. - დეე??მაამაა?მოვედი - აი იუბილარიც მოსულა,ჩემო მშვენიერო გილოცავთ,მინდა სულ ასე ბრწყინავდეს შენი ულამაზესი მწვანე თვალები - და როდის გაგვაცნობ მაგ გაბრწყინებული თვალების ავტორს? - დღეს(გაეღიმა გოგონას) 6 საათზე შემოგვიერთდება - კარგი მომეხმარეთ სუფრა გავაწყოთ დედი - ლაშა,კაცი რომელსაც ამდენი არასდროს უნერვიულია,პატარა ბიჭივით უფართხალებდა გული..ზარი დარეკა და კაროც მაშინვე გაუღეს - მოგესალმებით - კაცი ულამაზესი ვარდისფერი ტიტებით ხელში იდგა და გოგონას ანთწბული თვალებით შეჰყურებდა,ყვავილები მიაწოდა და თავზე აკოცა,შემდეგ გაიცნო სათითაოდ ყველა,ბოლოს კი ჯიბიდან ულამაზესი კოლიე ამოაძვრინა,ოქროს კოლიე მწვანე თვლით,მარიამს შერცხვა მაგრამ თმა მაინც აიწია,კაცი ზურგით ამოუდგა და მასთან დაიხარა,შეაბა ყელსაბამი - ეს ბებიაჩემის იყო,მერე დედას ეკუთვნოდა,ახლა კი შენია - ღმერთო,ლაშაა..არ ოყო საჭირო მართლა - ბატონო მერაბ,მიხარია რომ გაგიცანით,ვფიქრობ დროა ჩემი წინადადება შემოგთავაზოთ და თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ,ვიცი ალბად ფუქრობთ ვჩქარობ,მაგრამ თქვენც რომ იმ თვალებით უყირებდეთ თქვენ შვილს ,როგორც მე,ვერც თქვენ მოიცდიდით - მარიამი გაოგნდა,არ ელოდებოდა,არც სჯეროდა რომ ეს ნამდვილად ხდებოდა,მერაბა ესიამოვნა ლაშას ყურადღება,შესახედათაც არაფერი დაეწუნებოდა ,მერაბს ადამიანები არ ეშლებოდა,ეკა ბედნოერი შეჰყურებდა ორივეს,უხაროდა,რომ როგორც იქნა მარიამი ასეთი ბედნიერი ნახა.მშვენიერი იყო ის საღამო,ლაშა წასვლისას მარიამმა გააცილა კიბეს ერთად ჩაუყვნენ,ბოლო საფეხურზე იდგა გოგონა,ბიჭი ერთი საფეხურით დაბლა და მაინც მაღალი იყო, - არც კი ვიცი რა ვთქვა,ასეთი დაბადების დღე წლებია არ მქონია,ბედნიერი ვარ ლაშა,მადლობა რომ არსებობ - აწი ყველა დაბადების დღე ლამაზი გექნება ,ოღონდ ჩემთან ერთად - გაუთამამდა კაცი,სასმელმაც თავისი გაიტანა,წელზე მოხვია ხელები და მჭიდროდ აიკრა სხეულზე,სუნთქვა გაუხშირდა ორივეს,მაშინვე ტუჩებზე წაეტანა კაცი,ჯერ ნაზად აკოცა,შემდეგ მომთხოვნი გაუხდა მცდელობა,ქალის უსუსური სხეული მაშინვე მოდუნდა მასთან და მიენდო,თუმცა მალევე მოეგო გონს და მოსცილდა - მგონი ჯობია ტაქსით წახვიდე - როგორც მიბრძანებთ ქალბატონო - გაეღიმა,განაბულს,არ უნდოდა მასთან დამშვიდობება,მაგრამ მოუწია - .. - ლაშა,თუ მჯეროდეს,როდის გაგვაცნობ?ერთი სული მაქვს შენი არჩწვანი ვნახო - მალე ,პატარა საქმეებს მოვაგვარებ და გაგაცნობთ - როგორია? - ლილე,უკვე თავი ამატკიე,ლამაზია,სათნო და ყველაზე წრფელი - ასეთი არასდროს მახსოვხარ,ძალიან გიყვარს? - კაცს გაეცინა,მოუღუტუნა თავზე დას და მართა წაიყვანა ცეკვის წრეზე - გესმის მათე? - ჩემი ძმა ქორწინდება - კარგია,ყველა იმსახურებს ბედნიერებას ლილე(უხეიროდ თქვა კაცმა,ვის თვალებშიც ვერ ამოიკითხავდით ცოლის სოყვარულს,მაგრამ მათე ყოველთვის პატივს სცემდა ლილეს,ის მისი შვილის დედა იყო,ლილე კი ტოქსიკურად მიჯაჭვული იყო ქმარზე,რაც უფრო გაურბოდა კაცი,ის მეტად ებღაუჭებოდა მას,ხან ჩხუბობდნენ ,ლილე ისტერიკებში ვარდებოდა,ემუქრებოდა,რომ ლაშას მოუყვებოდა ყველაფერს და მართას არ აჩვენებდა,მათე კი ცხოვრობდა და შეეჩვა კიდეც ცოლს,მამობაც შეითავსა და ყველფერს ცდილობდა მართასთვის) - .. - უამრავჯერ დარეკა მარიამის ტელეფონმა ,მაგრამ პასუხის გამცემი არავინ იყო,გოგონა აბაზანაში ნებივრობდა,სურნელოვან ქაფში იწვა და იმ მომენტის გარდა არ არსებობდა აღარაფერი,კაცი კი შიშმა აიტანა,უკვე ნახევარ საათე მეტია ურეკავს და არ პასუხობს,გზიდან მოატრიალა მანქანა გაბრაზებულმა,კორპუსთან გაჩერდა ,მანქანიდან გადმოხტა და კიბეებს ჩქარი სვლით აუყვა,კარზე ზარი..ერთი,ორი,სამი.... გოგონა გამოვიდა აბაზანიდან ,მოიცვა აბრეშუმის მოვარდისფერო ხალათი და კარზე ახლა ბრახუნი ატყდა,მაშინვე გაიხედა შეშინებულმა და კარი ინსტიქტურად გააღო,ლაშას ალეწილ სახეს რომ შეეფეთა,კაცი კარის გაღებას არ დალოდებია ისე შევარდა სახლში - გოგო!!ერთი საათია გირეკავ,ჩემ გაგიჟება გინდა? ( ცოფებს ყრიდა კაცი,ვერც ტონს ვერ აკონტროლებდა ,სანამ მის სველ სხეულზე შემოსილ აბრეშუმის ნაჭერს არ გადააწყდა თვალებით,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ხმა ჩაეხეინწა) - მაპატიე,აბაზანაში ვიყავი,მობილური არ შემაქვს ხომე,თანაც ხომ მითხარი კლიენტთან მივდივარ მანქანის თაობაზეო,ვიფიქრე არ დარეკავდი..(მიხვდა მისი მზერა აშიშვლებდა ქალს და მაშინვე ოთახში შევიდა,ჩასაცმელად,) - კარგი მაპატიე,ტონს რომ ავუწიე,რა არ გავიფიქრე(ქალსკენ გაიწია,მოეხვია და მის სქელ ტუჩებს დააცხრა,სუნთქვა გაუხშირდა,სხეულზე აიკრო ქალი,მერ ე ბარძაყებში ჩაავლო ხელები და აიტაცა ,წელზე შემოისვა და ისე კოცნიდა,არც ქალი ჩამორჩენია ამბორს - თავს ვეღარ ვიკავებ შენ გვერდით,რას მიკეთებ გოგო - მოგაჯადოვე - ტელეფონი აწკრიალდა,ლაშა სასწრაფოდ უნდა წასულიყო - წადი,ნუღა ალოდინებ - დაისჯები ამისთვის ქალბატონო იმ დღეს გადაწყვიტა ანასთან ერთას საშოპინგოთ წასულიყო,გარდერობი გაასხლებელი ჰქონდა,თანაც მალე გათხოვებას გეგმავდა და უნდოდა ახალი ცხოვრება ახალ ნივთებთან ერთად დაეწყო,უამრავი ნივთი იყიდა,ლაშას პიჯაკი უყიდა საჩუქრად,საღამოს კი დაელოდა როდის მიაკითხავდა რათა ეჩუქებინა,ლაშას დააგვიანდა,ბევრი საქმე ჰქონდა,ამიტომ გვიან მოაკითხა ბინასთან ,მარიამი საჩუქრით ჩავიდა და მანქანაში ჩაუჯდა - პიჟამებით ვარ ,მინდოდა პატარა საჩუქარი მეჩუქებინა -რატომ შეწუხდი,ჩემმა ქალბატონმა საჩუქარი გამიკეთა?გპირდები ამას ზეგ ჩავიცვამ -ზეგ რა ხდება - ამ დღეებში საქმეებს მოვაგვარებ და ჩემ ოჯახს გაგაცნობ,რაღას ველოდოთ მარიამ?შემდეგ კი შეკვეთილში წავალთ თუ ქორწილი გირჩევნია შენ? - ლაშა არა,ოღონდ ქორწილი არა,უბრალოდ ხელმოწერის ცერემონია გვქონდეს,კაბა უკვე შევიძინე - მართლა?არ მაჩვენებ? - არა ,ქორწილამდე კაბის ნახვა,ცუდის ნიშანიაო არ გაგიგია? - კარგი ქალბატონო,როგოეც თქვენ ინებებთ,შეკვეთილში უკვე დავჯავშნე ,მინდოდა გცოდნოდა - მოდი ფეხით გავისეირნოთ,აქვე პარკში - ამ ღამეს გოგო? - კი,გთხოვ? - მის თხოვნახე უარის თქმა არ და ვერ შეეძლო,მიუხედავად დაღლილობის,პარკის გზას ფეხით გაუყვნენ,ქუჩას თბილი ლამპიონების შუქი ანათებდა,სასიამოვნო ნიავი იყო იმ საღამოს - ეგ პიჟამა ძალიან სასაცილოა,ამხელა გოგო ისევ ვინი პუჰებით იძინებ?იმედი მაქვს მერეც არ აპირებ მაგის ჩაცმას😃 - რატომ რას უწუნებ?(ეწყინა გოგოს) - არა უბრალოდ ძალიან ბავშვურია - ლაშა ჩემამდე ვინმე გყვარებია? - არა! მოწონებით ბევრი მომწონებია,მაგრამ სიყვარულით არავინ, არასდროს,შენ? - მე მიყვარდა..პირველი სიყვარული არ ხარ..იმედი მაქვს ამაზე არ გამიბრაზდები,მაგრამ ახლა როცა შენ გაგიცანი,მივხვდი,რომ ყველაფერი გადღაბნილი ფურცლის ნაგლეჯი იყო და მადლოერი ვარ უფლის რომ მოხდა ის რაც მოხდა და რამაც მერე შენი თავი მაპოვნინა - ვინ იყო ის უიღბლო ვინც ვერ შეგინარჩუნა?მადლობას გადავუხდიდი.. - მასზე საუბარიც კი არ ღირს,ის ჩემი ცხოვრების ლაქაა - რას ვერ მაპატიებდი მარიამ? - ღალატს!არასოდეს,არასოდეს გაპატიებ(შიში ჩაუდგა თვალებში გოგონას) - მეც! და კიდევ ტყუილს! არასდროს მომატყუო ,იმედი არ გამიცრუო თორემ ჩემზე დიდი მტერი არავინ გეყოლება გესმის? - შენ რა მემუქრები? - არა,გაფრთხილებ(მზერა დაუმძიმდა კაცს,თითქოს რაღაცას გრძნობდა) - არ მომწონს ასე რომ მელაპარაკები,შენთან თავი პატარა ბავშვი მგონია - ხარ კიდეც(გაეცინა მამაკაცს,8 წლით უფროსი ვარ შენზე) - გოგონა მიიხუტა და მიხვდა,რა მშვენიერია ცხოვრება,არასტანდარტული ,წესების გარეშე,სიყვარულს ხომ საზღვრება ვერ დაუწესებ,გული რასაც გეტყვის ზუატად ისე მოიქცევი - უკვე გვიანი იყო სახლამდე მიაცილა,ბაგე დაუკოცნა ,ძლიერად ჩაიხუტა და კართან გამოემშვიდობა - იმ ღამეს ისე ტკბილად ეძინა გოგონას,კაცს კი ძილი არ ეკარებოდა,შუაღამეს მისი ტელეფონი აწკრიალდა,უხამსად შწიშმუშნა და უპასუხა - გისმენ ევა - ლაშა??სად დაიკარგე,ნუთუ სულ არ მოგენატრე?(გაბუტული და ვნებიანი ხმა ჰქონდა გოგოს) - ევა, რადგან არ მოვედი ესეიგი არც მომნატრებიხარ,რა ამბიციები გაგჩენია ? - ხვალ არ გამომივლი?იმ თეთრეულს ჩავიცვამ შენ რომ მოგწონს - არა!და აღარ მინდა ამ ნომერზე დარეკო,შენთვის აღარ მცალია!(კაცმა ტელეფონი გათიშა,გაახსენდა მარიამის სახე და ის სიტყვები,არ უნდოდა ყველაფერი გაეფუჭებინა,თუნდაც საკუთარ სინდისთან ჰქონოდა ჭიდილი,თუმცა ყოველთვის ჰყავდა ქალი,მათ გარეშე არასდროს შეეძლო,ახლა კი მხოლოდ ერთი სურდა,სულით ხორცამდე) - ლაშას მშობლები ჩამოვიდნენ, დედა სახლის დალაგებას შეუდგა,სარძლოს გაცნობის მოლოდინში იყო ყველა,ლაშა დამოუკიდებელი იყო ყველა გადაწყვეტილებაში,უკვე იმედი ჰქონდათ გადაწურული,თუ იპოვნიდა თავის მოსაწონ გოგონას,ხისტი ხასიათის,მძიმე და პრინციპული იყო პატარაობოდან,ლილე უფრო ჯიუტი ,მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ,ლაშას განსაკუთრებით,რადგან დიდი იყო როცა ლილე დაიბადა,მის გაზრდაში დიდი წვილი აქვს შეტანილი..სუფრა გაიშალა,ოჯახური მცირე წრე შეიკრიბა ლაშას სახლში,თავად თეთრი მაისური და მუქი ლურჯი ჯინსი აირჩია,შემდეგ კი მარიამთან წავიდა მოსაყვანად,აი ისიც,თეთრი ყველაზე მეტად უხდებოდა ყოველთვის,ტანზე მომდგარი აბრეშუმის გრძელი ,შეხნილი თუმცა მოკრძალებული კაბა აირჩია,თმა ალბად ათი ქალის სადარი ჰქონდა ქალბატონს,ქერა მოწაბლისფერო,ღია კანზე კი მუქი წითელი ტუჩსაცხი ისეთი გამომწვევი იყო,ლაშაც კი დააბნია მისმა დანახვამ - ულამაზესი ხარ,მზად ხარ?ეს საღამო გადავაგოროთ და დილით გავალთ 6 ზე - ვნერვიულობ ლაშა,შენ ოჯახს მოვეწონები?გული მაქვა აფორიაქებული.. - რა თქმა უნდა ,წამოდი - ლაშას ბინა ძალიან კომფორტული და ნათელი აღმოჩნდა,დედამთილი ლელა,ისე თბილად შეეგება სარძლოს,გულში ჩაიკრა და ცრემლებიც მოერია,არც მამამთილი დარჩენილა ვალში,მათი ბედნიერი სახეები ყველფერზე მეტყველებდნენ,დეიდა და ლაშაა ბებოც გაიცნო მარიამმა,სუფრასთანაც მიიწვიეს,ლაშა გვერდიდან არ მოსცილებია - ლილე სად არის?ხომ ვუთხარი არ დააგვიანოთქო? - მოვედით ბიძია,გაისმა მართას ხმა - ბიძიაა რა ლამაზიაა ეს გოგო - ლილე და მათე სასტუმრო ოთახში შემოვიდნენ,თვალები დაუმძიმდათ,გაშეშდნენ,ლილეს ისედაც წითური სახე სულ აჭარხლებოდა,თვალები შეეშალა,სახე მოებრიცა ,წონასწორობას დაკარგავდა მათე რომ გვერდით არ მდგარიყო,მარიამი სავარძლიდან წამოდგა,თავბრუ დაეხვა როდესაც დაინახა ის ვისი დანახვაც არასდროს აღარ სურდა,სხეულმა უმტყუნა,მოგონებებმა ის საშინელი პანიკური შეტევა დააბრუნეს რომელსაც წლები ებრძოდა,მუცელში ტკივილი წრეზე უვლიდა და გული აუჩქარდა - ლაშა..ლაშაა - რა მოხდა?ცუდას ხარ? - ოთახში ჰაერი ისე დამძიმებულიყო,ყველა მიხვდა რაღაც მოხდა,მაგრამ რა ვერც ერთმა ვერ გაიაზრა გარდა იმ სამი ადამიანისა,მათეს ცოლის მკლავი ეჭირა და მარიამს თვალს არ აცილებდა,სინანულით სავსე თვალებით უყურებდა,გაოგნებული, - ლილე!არ მიესალმები ასე იდგბი ჩემ ცოლს?(ლაშას ცუდას გააცრა მისი რეაცია გულში) - არასოდეს!!როგორ გაბედე!! ჩემ ძმას სპეციალურად შეაყვარე თავი არა? - ყველა გაოცდა,ლაშას ენა ჩაუვარდა,თითქოს შორიდან უყურებდა მათ დიალოგს - მარიამი ჩუმად იყო,ყელში გაჩხერილი ბურთი არ აძლევდა საშუალებას ეყვირა,ეკივლა,ეტირა,ლილე კი არ ცხრებოდა - როგორ გაბედე,წლებია შენ აჩრდილს ვებრძვი ,ახლა კი რძლად მოჯდომა გადაწყვიტე არა? - ლილე!გეყოს!!თავი ხალხში მაინც შეიკავე!(უღრიალა მათემ) - შევიკავო არა?ძმაო იცი ეგ შენი ცოლი ვინ არის? ჩემ ქმარს რომ დღემდე ესიზმრება ის!!! ის..კახ... - არ გაბედო!!(იღრიალა მარიამმა,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა უკვე თან ლაშას ემუდარებოდა თვალებით აქედან წამიყვანეო,ლაშა სახე უემოციო იყო,გაყინული - რა იპოვეს შენში ასეთი რა გაქვს? - მე მივდივარ!! - ვერასად ვერ წახვალ! ცივი იყო ლაშას ხმა,მარიამი ცივად და გაოგნებული შემოტრიალდა,თვალებში ცრემლით აევსო - ესეიგი ისაა ვისზეც ამდენი წელია მესაუბრები??ისაა ლილე? - ისაა ძმაო(ატირდა სასოწარკვეთილი) - მარიამმა იგრძნო თავბრუსხვევა,ლაშას დედამ ლელამ წელზე ხელი შეაშველა,გაოგნებულს ვერ გაეგო რა ხდებოდა.. - ლილე ძმასთან მიიჭრა მუდარით,მათე შეეცადა გაეჩუმებინა ,მაგრამ ქალი არ წყნარდებოდა,თითქოს წლებით დაგროვილი ეჭვები თავისით მიიკვალავდნენ გზას მის ემოციებში,მარიამმა ძალა მოიკრიბა ,ჩანთას ხელი დაავლო და კარში ისე გაუჩინარდა ლაშა გვიან მიხვდა,ლილე ისტერიკაში იყო,უმტკიცებდა ძმას რომ ის ქალი თავის ქმრის საყვარელი იყო,ლაშა მათეს ეცა ყელში - მაშინ უნდა მომეკალი,შე არაკაცო!(დაარტყა,სასაკლაოს უფრო ჰგავდა ის საღამო,ვიდრე წყვილის გაბედნიერების საღამოს,მართა ლელამ გააარიდა გაცოფებული შვილის მამამისზე ძალადობის ფაქტებს რომ არ შესწრებოდა ბავშვი,ლილე კიოდა და ლაშას ევედრებოდა,მას კი აღარავინ ახსოვდა,ჭინკები მართავდნენ მის გონებას,მამამისმა ეოგოეც იქნა ააგლიჯა სიძეს,და უყვირა გონს მოდიო,მისი ხელები სისხლიანი იყო,მისი მაისურიც,ლაშა ახლა მიხვდა რომ მარიამი იქ არ იყო,გარეთ გავარდა,სადარბაზო ჩაირბინა და მის ბინამდე მანძილი წამში დაფარა,კარზე ზარს არც დალოდებია,აბრახუნებდა,მაგრამ კარს არავინ აღებდა,მიხვდა,ის იქ არ იყო..ქუჩაში გამოვარდა და ცივმა ნიავმა გონს მოიყვანა,სუნთქვა გაუხშირდა - შეუძლებელია!!! ოღონდ ის არა!!!როგორ გამაცურა?როგორ მომატყუა?თურმე ვის გამო???განანებ გეფიცები განანებ,სად დამემალები(ისევ სახლში ავარდა,მათე ლილეს უკვე წაეყვანა საავადმყოფოში,მამა ლაშაა უცდიდა,სახლი ნამსხვრევებით იყო სავსე.. - ლაშა შვილო,დამშვიდდი,რას აკეთებ გონს მოდი გთხოვ!ლილე შეიბრალე შვილო! თუ იმ გოგოს მართლა ჰქონდა რამე მათესთან.. - არ გაბედოო დედაა! არ ახსენოო!ამის წარმოსგენაც მზარავს - შვილო,ჯერ გაგერკვია,თუ ცხელ გულზე ახლა გადაწყვეტილებას მიიღებ ,მერე მთელი ცხოვრება ინანებ იცოდე - გადაწყვეტილება მიღებული მაქვს უკვე და აღარ შევცვლი დედა(ერთდროულად ცივი,ბოროტი და ირონიული გაუხდა თვალები ლაშას) - რას აპირებ შვილო? - სვანეთში მივდივართ!ხვალვე,ჯერ ვიპოვნი იმ ქალბატონს და მერე მოვუწყობ დაუვიწყარ თაფლობისთვეს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



