შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი მოლოდინები (+18) I ნაწილი


გუშინ, 14:33
ავტორი zuzikooo
ნანახია 326

ცხოვრებაში არის ერთი უცნაური, თითქმის შეუმჩნეველი წამი — სადღაც რეალობასა და ოცნებას შორის, როცა ვეღარ არჩევ, რომელს ეკუთვნი.
არის ოცნებები, რომლებიც თითქოს შენთვის შეიქმნა. ისეთი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავ, რომელშიც ყველაფერი თავის ადგილზეა და გჯერა, რომ თუ საკმარისად მოინდომებ, თუ ბოლომდე იბრძოლებ, ერთ დღეს ხელით შეეხები.
და არის სხვა ოცნებები — უფრო მძაფრი, უფრო მტკივნეული. ისინი ისე გინდა, თითქოს მათ გარეშე რაღაც გაკლია, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იცი, რომ არ აგიხდება.
არა იმიტომ, რომ სუსტი აღმოჩნდი.
არა იმიტომ, რომ საკმარისად არ იბრძოლე.
უბრალოდ, ზოგიერთი ოცნება ჩვენ არ გვეკუთვნის.

და მაინც…

დედამიწა ბრუნავს.
დღე ღამეს ცვლის.
ადამიანები მიდიან და სხვები მოდიან.
ქალაქები ისევ ხმაურობენ, ქუჩები ისევ ნათდება და სადღაც, სრულიად ჩვეულებრივად, ვიღაც იცინის.
მხოლოდ შენ რჩები იმ ერთ წამში — რეალობასა და ოცნებას შორის, ხელებში ჩარჩენილი იმ ცხოვრებით, რომელიც გინდოდა და გულში ჩუმად გლოვობ იმ ცხოვრებას, რომელიც არასოდეს გქონია.

და დედამიწა მაინც ბრუნავს…

თითქოს შენს დაკარგულ ოცნებებს სამყაროსთვის არაფერი დაუკარგავს.
იმ დღეს, ალბათ ყველაზე ნაკლებად ველოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც კვლავ დამაჯერებდა, რომ განთიადი რაიმე ახლის დასაწყისია..
რომ ჩემს ცხოვრებაშიც დადგება ბედნიერი დღე ამდენი უბედურების შემდეგ…
რომ იმ ცოდვებითა და ტკივილებით გაჟღენთილ ბნელ გვირაბს, ოდესმე სინათლე გაანათებდა…

პატარა რომ ვიყავი, ვერასდროს დავიჯერებდი, რომ მამაჩემი ვინმეს რამეს უშავებს.. არ მჯეროდა, რომ ვალები აქვს, თამაშობს, სვამს, იტყუება…
მიყვარდა ისეთი თბილი, როგორიც იყო ჩემს მიმართ. მიყვარდა როგორც უყვართ გოგოებს მამები. არასდროს მაკლდა მისი სითბო მანამდე, სანამ ოდნავ გავიზრდებოდი.. როცა გავიზარდე და მისი გვერდში დგომა დამჭირდა, მაშინ დამტოვა.
დამტოვა დედასთან, რომელსაც 17 წლიდან უყვარდა მამაჩემი.
ქალი, რომელსაც 3 შვილი ჰყავდა და ცდილობდა, არცერთისთვის მოეკლო სიყვარული და ყურადღება.
დამტოვა და სწორედ მაშინ ამერია ცხოვრება..

იმ საღამოს ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მამაჩემი დაიჭირეს.
კაცი, რომლის მიმართ აღუწერელი ამაგი გამაჩნდა, ახლა ციხეშია..
ტკივილი
მსხვრევა
იმედგაცრუება
ყველაფერი ერთად განვიცადე, მაგრამ გავძლიერდი, რადგან დედას ვჭირდებოდი.

მეორე დღეს სტუმრები გვყვავდა.
ჩემი ძმის და მამაჩემის ახლობლები მოდიოდნენ ჩვენთან, იმაზე სალაპარაკოდ, როგორ გამოვიყვანდით მამაჩემს ციხიდან.
მაშინ ალბათ 18 წლის ვიყავი.
კარზე ზარი გავიგე, წავედი გასაღებად და უჩვეულოდ ამიჩქარდა გული.
შენ იყავი
მე მაშინ ჯერ კიდევ უცხო ვიყავი შენთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, ვინც იყავი.
ალბათ ისიც რომ მცოდნოდა, რამხელა ადგილს დაიკავებდი ჩემს გულში, უფრო კარგად დავიმახსოვრებდი იმ შეხვედრას, შენს თვალებს…
გიყურებდი და ყველაფერს ერთად ვგრძნობდი.
თითქოს ყველაფერი გაქრა და დარჩა შენი თვალები, ცოტა ჩაწითლებული, გადაღლილი, მაგრამ სახე მაინც ღიმილიანი.
- გამარჯობა. - მეუბნება.
- გამარჯობა? - გონზე მის ხმას მოვყავარ.
- შემომიშვებ? - ეღიმება.
- ელი, ვინაა? - მეორე ოთახიდან მეძახის ჩემი ძმა.
უცნობს კარში ვატარებ და მისაღებისკენ მივაცილებ.
- ლუკაა! - გახარებული ამბობს ჩემი ძმა და ეხუტება მას.
- მომენატრე, ძმაო. შენს გვერდით ვარ. - ხელებს ხვევს და თან მზერას ჩემკენ აპარებს.
ახლა გავიაზრე. ლუკა დადეშქელიანი.
მე მხოლოდ შორიდან ვიცოდი შენი არსებობა.
მესმოდა შენი სახელი სკოლის ფერეფნებში დერეფნებში,
საუბრისას, ჩუმად ნათქვამ ფრაზებში…
მაგრამ არასდროს მიფიქრია,
რომ ერთ დღეს შენი გაცნობა
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად იქცეოდა.
- ელი, გაიცანი, ეს ლუკაა, კიტას შვილი.. - მეუბნება ჩემი ძმა. მამას ძმაკაცი იყო კიტა, მახსოვს, ბავშვობიდან მიყვარდა. მერე უცებ გაქრა, თითქოს ცალი ფრთა დააკლდა მამაჩემს, მისი გაქრობის შემდეგ. მერე გავიგეთ, რომ მოკლეს.. მიზეზი ჩემთვის უცნობი იყო, მაგრამ ვხედავდი მამაჩემის თვალებს, რომლებიც ტკივილით და შურისძიებით იყო სავსე.
- სასიამოვნოა, ელი. - მიღიმის. - ვწუხვარ, ვატოს გამო. რაც არ უნდა დაგჭირდეს, გვერდში მიგულე.
ოთახიდან გავდივარ. თითქოს ჰაერის უკმარისობა მქონდა, იმდენ ადამიანში მარტოდ ვგრძნობდი თავს, ყველა ემოცია ერთმანეთში არეულიყო.
მისაღები ოთახიდან მესმოდა სხვადასხვა ვარიანტები, რით შეეძლოთ ვატოს ციხიდან გამოყვანა, მაგრამ რეალობა სხვა იყო. მან ძმაკაცობის გამო მოკლა კაცი. შეიძლება ეს დაუწერელი კანონია, რომ მეგობრობის გამო ყველაფერზე უნდა იყო წამსვლელი, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა ავიღოთ საკუთარ თავებზე…
ლუკაზე ვფიქრობდი, ძალიან პატარა ვიყავი, როცა სკოლა დაამთავრა და მალევე გაუჩინარდა. ყველა მასზე საუბრობდა. ზოგი ამბობდა, რომ ქვეყნიდან წავიდა, ზოგი ამბობდა, რომ დაიჭირეს..
გეგა მიკაკუნებს კარზე.
- ხო, გეგუ - კარს ვაღებ.
- ელი, ლუკა უნდა გავიდეს, ბარემ გაგიყვანს შენც, გვიანია უკვე. უნივერსტეტი გაქვს ხვალ. - ხელს მხვევს ჩემი ძმა და მიხუტებს.
- აუ, ხო, გეგუ. რამდენჯერ გავაცდინე უკვე, გავალ, დავისვენებ მეც. - ლოყაზე ვაკოცე.
- აბა, წავედით? - მეუბნება ლუკა.
ოთახში ვბრუნდები და ჩემს ნივთებს ვალაგებ, რამდენიმე დღეა უკვე ჩემებთან ვარ და საკმაოდ ბევრი ნივთი დამიგროვდა.
ეზოში ჩავდივართ და მანქანაში ვსხდებით.
ჩანთიდან სიგარეტის კოლოფს ვიღებ და ერთ ღერს ვაცურებ.
- გინდა? - მას ვუწვდი.
- პარლამენტი აქვა ბლუ? - ეღიმება - მაქვს.
- შენც მაგას ეწევი? - გამეღიმა მეც.
- ჰო. - მეუბნება თბილად და გზას აგრძელებს.
ბევრი არ გვისაუბრია, რამდენიმე კითხვა დამისვა ჩემი პროფესიის შესახებ, მერე მკითხა, რას ვუსმენდი და ვიყავი თუ არა მუსიკების ხასიათზე. შემდეგ კი მაინც ის ჩართო, რაც თვითონ უნდოდა.
თითქმის ჩემს სახლთან ვიყავით, ტელეფონი რომ აწკრიალდა.
ამოვიღე და დავხედე, დემეტრე იყო.
- ხო - ვპასუხობ ცივად.
- ხო კიარა, ამდენი დღეა გირეკავ, სად გაქვს ტელეფონი? - საკმაოდ მაღალი ტონით მესაუბრება დემეტრე.
- არ მინდა შენთან საუბარი, იცი შენ, რატომ მირეკავ? - მშვიდად ვუგრძელებ საუბარს.
- ელი, მომისმინე, გავიგე რაც ხდება და ვიფიქრე, დაგამშვიდებდი, შენთან ამოვალ, გინდა? - ცბიერად მეუბნება.
- არ მინდა და არც გაბედო! - ტონს ვუწევ. - ერთხელ კიდევ ვნახავ, რომ მირეკავ, და მართლა აგისრულებ, რასაც ამდენი ხანია გპირდები! - ტელეფონს ვუთიშავ და ლუკასკენ ვტრიალდები.
- - მაპატიე.. - თვალებში ვუყურებ.
- საპატიებელი არაფერია, მაგრამ ვინ იყო? - წარბის აწევით მეკითხება.
- ერთი ჩემი “პაკლონიკი”. ორი წელია დამსდევს და ვერ შეიგნო, რომ აზრი არ აქვს, შემაწუხა უკვე. - თვალს არ ვწყვეტ.
- გეგამ იცის?
- ყველაფერი არა, არ მინდა, კიდევ სანერვიულო დავუმატო, ჩემით მოვაგვარებ.. - კაბის ბოლოს ვუწყებ თამაშს.
- ელი, ჯერ ერთი, გეგა ყოველთვის ეცდება, შენი პრობლემა მოაგვაროს. მერე მეორე, თუ მაინც და მაინც არ გინდა, რომ უთხრა, მე დაველაპარაკები მაგ ბიჭს. - მიყურებს. - მართალია, ერთმანეთი პირველად ვნახეთ, მაგრამ შენი ოჯახი, ძალიან ახლოა ჩემთვის.
- მადლობა, ლუკა, არ არის საჭირო. არ მინდა ეს “რაზბორკები” და მუშტიკრივი. - ფანჯარაში ვიხედები. - ისედაც მთელი ბავშვობა მაგას ვხედავდი - ბოლო სიტყვებს ჩუმად ვამბობ.
მას ხმა აღარ ამოუღია. მუსიკის ფონზე გავაგრძელეთ გზა. მზერა თითქოს უსასრულობაში ჰქონდა გადატყორცნილი. უყურებდა გზას, თუმცა სხვა რამეზე ფიქრობდა.
რა უცნაურია.. მე სკოლის დერეფნები და ხმაური გამახსენდა და ექოსავით ჩამესმოდა შენზე ისტორიები.. “ლუკა დადეშქელიანი ქურდობის გამო დაიჭირეს”
“ლუკა იმიტომ წავიდა ქვეყნიდან, რომ ცოლი უნდა მოეყვანა.”
თითქოს ის წლები უკან დამიბრუნდა..
გიყურებდი და ვერ გცნობდი, იმდენად შეცვლილი, გაზრდილი და დახვეწილი იყავი.
- აი, აქ უნდა შეუხვიო. - თითით ვანიშნებ ჩემი კორპუსისკენ.
მანქანას აჩერებს და ჩემკენ ტრიალდება.
- აბა შენ იცი, ელი, ძალიან გამიხარდა შენი ახლოდან გაცნობა - გადამკოცნა.
- მეც, ლუკა, დროებით.
- იცოდე, სადაც არ უნდა იყო, რაც არ უნდა გჭირდებოდეს, ყოველთვის შეგიძლია დამირეკო. - თვალს მიკრავს და მანქანისკენ მიდის.
მეც თბილად ვუღიმი და სადარბაზოში შევდივარ.
სახლში რომ მივედი,
კარი მივხურე და პირველად მთელი დღის განმავლობაში
სიჩუმე ჩამოწვა.
მაგრამ ჩემში სიჩუმე არ ყოფილა.
შენ იყავი.
არ ვიცი, რატომ გამომყვა შენი მზერა სახლში,
რატომ გამახსენდა შენი ხმა,
შენი მოძრაობა, ის რამდენიმე წამი,
როცა ერთმანეთს თვალებში შევხედეთ.
ალბათ ზოგჯერ გული წინასწარ ხვდება იმას,
რასაც გონება ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება.
იმ ღამეს კი ჩემმა გულმა
შენი სახელი პირველად დაიმახსოვრა.

უნივერსტეტის საქმეებს ისე გადავყევი, ორი კვირა ჩემებთან არ ვყოფილვარ, მხოლოდ ტელეფონიდან ვიგებდი ვატოს ამბებს. იმ დღეს ადრე მოვრჩი საქმეებს და დედას გავუარე.
- დედის ყვავილო, მომენატრე - გულში მიკრავს.
- მეც მომენატრე, დე - შუბლზე ვკოცნი. - ახალი არაფერია?
- არა, დე, გუშინ დაურეკა გეგას, რაღაცეების მიტანა სთხოვა ციხეში, სასამართლოს ველოდებით, ადვოკატი გვაიმედებს, ვნახოთ რა იქნება.. - მეუბნება სევდიანი ხმით.
- შენ როგორ ხარ დე - თვალებში ვუყურებ. ვხედავ მის გულნატკენ თვალებს, როგორ მინდა დე, მალე გვერდში გყავდეს შენი ადამიანი.
- რავიცი დე, ვუძლებ. იცი, რომ არ არის ადვილი, თუმცა ხანდახან თავის დაიმედებასავით გამომდის ხოლმე, მიზეზს რომ ვიხსენებ, ვის გამო გააკეთა ეს. საკუთარ თავზე მეტად უყვარდა კიტა, რა თქმა უნდა, ოდესმე ამას მაინც იზამდა.. - თავს ძირს ხრის.
- არ ინერვიულო, დედი, მალე გვერდით გვეყოლება.. - სამზარეულოში გავდივარ.
ის საღამო ტკბილად გავატარეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ვიტირეთ, ვიცინეთ, ბოლოს კი დედამ მასთან დარჩენა მთხოვა და მეც დავთანხმდი.
ჩემს ოთახში ვიყავი და უკვე ძილისთვის ვემზადებოდი, ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა.
“დღეს აივანზე არ გამოჩენილხარ, მშვიდობა გაქვს?”
უცხო ნომერი მწერდა. ვერაფრით გავარკვიე ვინ იყო და პირდაპირ მივწერე.
“ვინ ხარ?”
მალევე დამიბრუნა პასუხი.
“ლუკა ვარ, გუშინ შევხვდით :)”
გამეღიმა.
თითქოს მხოლოდ გუშინდელი შეხვედრიდან ვიხსენებდე შენს სახელს..
მე ბევრი კითხვა მქონდა, რატომ უყურებდა ჩემს აივანს მთელი დღე, როგორ გაიგო ჩემი ნომერი.. მაგრამ მე არ დამისვამს კითხვები, ისე შევყევი მასთან მიმოწერას, თითქოს უფრო ახლოდან გავიცანი..

მეორე დღეს დედას დავემშვიდობე და უნივერსტეტში წავედი. ჩემი თხაკიკინა გოგო, ლილიც, იქ იყო.
- ჩემო პატარა, მომენატრე! - გახარებული მორბის ჩემკენ.
- მეც მომენატრე, ლილიკო - ვეხუტები.
ლილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ბაღი, სკოლა და ახლა უკვე უნივერსტეტიც ერთი გვქონდა. არასდროს გვაშორებდა ცხოვრება ერთმანეთს.
- ლილიკო, რაღაც უნდა მოგიყვე. - მეღიმება მის რეაქციას რომ წარმოვიდგენ.
- ოჰოოო! გამოჩნდა ვინმე “შიკოლადიიი?” - ფეხი ფეხზე გადაიდო და ყურადღებით მისმენს.
- არ ვიცი, გამოჩნდა თუ არა, მაგრამ მოვიდა… წინაზე ჩვენთან იყო ლუკა დადეშქელიანი. - თვალებში შევხედე
პირზე აფარებული ხელი ძლივს მოიშორა და კითხვებით ამავსო.
- გოგო, ეგ ხო დაჭერილი იყო?
- არ ვიცი, ლილიკო, არ გვისაუბრია მაგ თემებზე. სტუმრად იყო ჩვენთან, მერე სახლში გამიყვანა და ვსო, მაგრამ მე მაინც გამახსენდა როგორ ჭექდა მისი სახელი მთელს სკოლაში - ვიცინი
- ხო, ელი, ჭექდა რომელია, ერთმანეთს ხოცავდნენ გოგოები მაგის გამო, მაგრამ თვითონ არ აინტერესებდა არავინ, რაღაცნაირი ცივი და უკარება იყო - იხსენებს ლილიც.
- ცივი? — გამეღიმა. — არ ვიცი… ჩემთან ეგეთი არ ყოფილა.
ლილიმ მაშინვე თვალები მოჭუტა.
- აჰა! ანუ შენთან არ ყოფილა?
- ლილი, ნუ იწყებ…
- მე არაფერს ვიწყებ, გოგო. შენ თვითონ დაიწყე. — სიცილით მიყურებს. — აბა, გუშინ მანქანით სახლში გაგიყვანა, დღეს კი უკვე უცხო ნომრიდან გწერს. თან იცის, აივანზე გამოხვედი თუ არა.

გავჩუმდი.
სწორედ ამ წამს მივხვდი, რომ ლილისთვის არაფერი მქონდა სათქმელი.
ვერ ვეტყოდი, რომ გუშინ, როცა სახლში მივედი, მისი სახელი მთელი ღამე მიტრიალებდა თავში.
ვერ ვეტყოდი, რომ მისმა ერთმა ჩვეულებრივმა „გამარჯობამ“ ჩემში რაღაც ძალიან ძველი და დავიწყებული გააღვიძა.
და მით უმეტეს ვერ ვეტყოდი, რომ იმ დილით, გაღვიძებისთანავე, ტელეფონის ეკრანს შევხედე და სრულიად გაუცნობიერებლად მისგან შეტყობინებას ველოდი.
- არაფერი, უბრალოდ მომწერა, — მხრები ავიჩეჩე.
- „უბრალოდ მომწერა“ — იმეორებს ლილი და იცინის. — კარგი, ქალბატონო. მე არაფერს გეკითხები.
ტელეფონი ისევ აინთო.
გული უცნაურად შემეკუმშა.
ეკრანს დავხედე.
ლუკა:
„უნივერსიტეტში ხარ?“
რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი ამ ორ სიტყვას.
არ ვიცი, რატომ მომეჩვენა, რომ ამ პატარა კითხვაში იმაზე მეტი იმალებოდა, ვიდრე ეწერა.
მე:
„კი.“
პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.
ლუკა:
„მაშინ მშვიდად ვარ.“
წარბები შემეკრა.
მე:
„რატომ?“
რამდენიმე წამი გავიდა.
ლუკა:
„არ ვიცი. უბრალოდ.“
გამეღიმა.
ალბათ სწორედ მაშინ დაიწყო ის ყველაფერი, რასაც ჯერ კიდევ ვერ ვარქმევდი სახელს.

— ხო, ელი, ჭექდა რომელია, ერთმანეთს ხოცავდნენ გოგოები მაგის გამო, მაგრამ თვითონ არ აინტერესებდა არავინ, რაღაცნაირი ცივი და უკარება იყო, — იხსენებს ლილიც.

— ცივი? — გამეღიმა. — არ ვიცი… ჩემთან ეგეთი არ ყოფილა.

ლილიმ მაშინვე თვალები მოჭუტა.

— აჰა! ანუ შენთან არ ყოფილა?

— ლილი, ნუ იწყებ…

— მე არაფერს ვიწყებ, გოგო. შენ თვითონ დაიწყე. — სიცილით მიყურებს. — აბა, გუშინ მანქანით სახლში გაგიყვანა, დღეს კი უკვე უცხო ნომრიდან გწერს. თან იცის, აივანზე გამოხვედი თუ არა.

გავჩუმდი.

სწორედ ამ წამს მივხვდი, რომ ლილისთვის არაფერი მქონდა სათქმელი.

ვერ ვეტყოდი, რომ გუშინ, როცა სახლში მივედი, მისი სახელი მთელი ღამე მიტრიალებდა თავში.

ვერ ვეტყოდი, რომ მისმა ერთმა ჩვეულებრივმა „გამარჯობამ“ ჩემში რაღაც ძალიან ძველი და დავიწყებული გააღვიძა.

და მით უმეტეს ვერ ვეტყოდი, რომ იმ დილით, გაღვიძებისთანავე, ტელეფონის ეკრანს შევხედე და სრულიად გაუცნობიერებლად მისგან შეტყობინებას ველოდი.

— არაფერი, უბრალოდ მომწერა, — მხრები ავიჩეჩე.

— „უბრალოდ მომწერა“ — იმეორებს ლილი და იცინის. — კარგი, ქალბატონო. მე არაფერს გეკითხები.

ტელეფონი ისევ აინთო.

გული უცნაურად შემეკუმშა.

ეკრანს დავხედე.

ლუკა:
„უნივერსიტეტში ხარ?“

რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი ამ ორ სიტყვას.

არ ვიცი, რატომ მომეჩვენა, რომ ამ პატარა კითხვაში იმაზე მეტი იმალებოდა, ვიდრე ეწერა.

მე:
„კი.“

პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.

ლუკა:
„მაშინ მშვიდად ვარ.“

წარბები შემეკრა.

მე:
„რატომ?“

რამდენიმე წამი გავიდა.

ლუკა:
„არ ვიცი. უბრალოდ.“

გამეღიმა.

ალბათ სწორედ მაშინ დაიწყო ის ყველაფერი, რასაც ჯერ კიდევ ვერ ვარქმევდი სახელს.

იმ დღიდან ჩვენი საუბრები ნელ-ნელა იქცა ყოველდღიურობად.

თავიდან უბრალო კითხვები იყო.

„როგორ ჩაიარა დღემ?“

„ჭამე?“

„სახლში ხარ?“

„რატომ არ გეძინა ღამის სამ საათზე?“
მერე მუსიკაზე ვსაუბრობდით.
ფილმებზე.
ბავშვობაზე.
იმაზე, თუ როგორი ადამიანები გვაღიზიანებდა.
ზოგჯერ საათობით ვწერდით და მერე უეცრად რამდენიმე საათით ვქრებოდით ერთმანეთის ცხოვრებიდან, თითქოს არაფერი მომხდარა.
მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდით.
ერთ დღეს მან მკითხა:
— შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება რა არის?
დიდხანს ვფიქრობდი.
შემდეგ მივწერე:
— მამაჩემთან ერთად ზღვაზე... ძალიან პატარა ვიყავი. ქვიშაში რაღაცას ვაშენებდი და მახსოვს, რომ მთელი დღე ჩემ გვერდით იჯდა.
პასუხი დიდხანს არ მოსულა.
მერე მხოლოდ ერთი წინადადება მომწერა:
— ზოგჯერ ყველაზე ბედნიერი მოგონებები გვტკენს ყველაზე მეტად.
ეკრანს დიდხანს ვუყურებდი.
ვიგრძენი, რომ იმ წინადადების მიღმა რაღაც იყო.
რაღაც, რასაც არ მეუბნებოდა.
— შენ? — მივწერე. — შენი ყველაზე ბედნიერი მოგონება?
დაიგვიანა.
ძალიან დაიგვიანა.
შემდეგ მომწერა:
— მამაჩემთან ერთად მანქანაში ჯდომა.
გული შემეკუმშა.
კიტა.
მისი მამა.
კაცი, რომლის სახელიც ჩემს ოჯახში ახლა მხოლოდ ტკივილთან, სისხლთან და შურისძიებასთან იყო დაკავშირებული.
მაგრამ ლუკასთვის ის უბრალოდ მამა იყო.
— გენატრება? — ფრთხილად ვკითხე.
ამჯერად პასუხი საერთოდ არ ყოფილა.
რამდენიმე დღე გავიდა.

ერთ საღამოს ლილიმ დამირეკა.
— ელი, ქვემოთ ჩამოდი.
— სად ხარ?
— შენს სახლთან.
ფანჯრიდან გავიხედე.
ეზოში იდგა.
მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ჩვენი ნაცნობი.
სახლიდან ჩავედი.
საღამო თბილი იყო. ქუჩებს უკვე ღამის განათებები ედებოდა, ქალაქი კი თითქოს დღის დაღლილობას ნელ-ნელა ივიწყებდა.
ლილიმ ხელი ჩამკიდა.
— დღეს არსად გაგიშვებ. ცოტა უნდა გაერთო.
ვიცინოდი.
მაგრამ იმ დროს ვერ ვხვდებოდი, რომ იმ საღამოს რაღაც შეიცვლებოდა.
საღამოს დაახლოებით ათი საათი იყო, როცა მანქანის ხმა გავიგე.
უცნაურად ნაცნობი.
თავი შევატრიალე.
შავი მანქანა ნელა გაჩერდა.
კარი გაიღო.
და ის გადმოვიდა.
ლუკა.
შავი მაისური, ჯიბეში ჩადებული ხელები, მშვიდი სახე.
მაგრამ როგორც კი დამინახა, მის მზერაში რაღაც შეიცვალა.
ისეთი რამ, რასაც მხოლოდ მე შევამჩნევდი.
— რას აკეთებ აქ? — ვკითხე.
— გზად ვიყავი.
— შემთხვევით?
გაეღიმა.
— შეიძლება.
ლილი მაშინვე ჩემკენ დაიხარა.
— მე სახლში მივდივარ.
— რა? — გაოცებულმა შევხედე.
— დედაჩემმა დამირეკა, არ ვარ კარგად და მოდიო.
— ლილი, დედაშენი ორი საათის წინ ძალიან კარგად იყო!
— ახლა აღარ არის, — ჩაიცინა და წავიდა.
—მოღალატე, — ჩავილაპარაკე.
ლუკას გაეცინა.
— შენს მეგობარს აშკარად კარგი ინტუიცია აქვს.
— რა ინტუიცია?
— არაფერი.
რამდენიმე წამით ჩუმად ვიდექით.
ქუჩის ხმაური შორიდან მოდიოდა.
— წამოხვალ? — მკითხა.
— სად?
— უბრალოდ გავისეირნოთ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ დავთანხმდი.
ქალაქი ღამით სულ სხვანაირი იყო.
ფანჯრებში ჩამქრალი და ანთებული შუქები ერთმანეთს ენაცვლებოდა.
არც ერთს გვქონდა სათქმელი.
მაგრამ ეს სიჩუმე უხერხული არ იყო.
სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად იშვიათია ადამიანი, ვისთანაც გაჩუმებაც კი კომფორტულია.
— ელი.
— ჰო?
— შენ ჩემზე რას ფიქრობდი, სანამ გამიცნობდი?
გამეცინა.
— სიმართლე გითხრა?
— ყოველთვის.
— ვფიქრობდი, რომ საშიში იყავი.
გაეღიმა.
— ახლა?
შევხედე.
— ახლა არ ვიცი.
— ანუ აღარ ვარ საშიში?
— ეგ არ მითქვამს.
ჩუმად გაეცინა.
რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისევ მან დაიწყო საუბარი:
— შენზე რაც ვიცოდი, იმაზე ბევრად განსხვავებული აღმოჩნდი.
— ჩემზე რა იცოდი?
— რომ ძალიან ამაყი იყავი.
— და?
— რომ ადამიანებს ახლოს არ უშვებდი.
— ეგ საიდან მოიტანე?
ლუკამ შემომხედა.
— იმიტომ, რომ როცა ვინმეს გულში უშვებ, მის დაკარგვასაც უშვებ.
სუნთქვა შემეკრა.
ზუსტად იცოდა, სად უნდა მოერტყა.
— ძალიან ფილოსოფიური გახდი, დადეშქელიანო.
— შენთან მიწევს.
გამეღიმა.
მაგრამ იმ ღიმილის უკან რაღაც უფრო დიდი იმალებოდა.
რაღაც, რის აღიარებაც ჯერ ორივეს გვეშინოდა.

იმ ღამეს პირველად მომიყვა კიტაზე.
დიდი არაფერი.
უბრალოდ ბავშვობის პატარა ამბები.
როგორ მიჰყავდა მამას ფეხბურთზე.
როგორ ასწავლიდა მანქანის ტარებას.
როგორ ეუბნებოდა, რომ კაცის ყველაზე დიდი ძალა მუშტი კი არა, სიტყვაა.
— და მაინც, — ვუთხარი ჩუმად, — შენ ახლა რატომ ხარ ასეთი?
— ასეთი როგორი?
— თითქოს სულ რაღაცას ებრძვი.
გაჩერდა.
დიდხანს მიყურებდა.
— იმიტომ, რომ რაღაცები ადამიანს ისე ცვლის, უკან დაბრუნება აღარ შეუძლია.
— და შენ დაბრუნება გინდა?
— ზოგჯერ.
— სად?
თვალები დახარა.
— იმ დროში, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლებოდა სხვანაირად დასრულებულიყო.
ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა გული.
მაშინ პირველად მივხვდი, რომ ლუკა უბრალოდ ის ბიჭი არ იყო, რომელსაც სკოლაში ყველა გოგო დასდევდა.
მის უკან იყო ისტორია.
ტკივილი.
დანაკარგი.
არაფერი მითქვამს.
არც მას.
მაგრამ იმ ღამეს პირველად გავიფიქრე:
იქნებ ზოგი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არ მოდის.
იქნებ ზოგი შეხვედრა წინასწარ არის დაწერილი.
და იქნებ დედამიწა მართლაც ბრუნავს…
იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთი დაკარგული ეგონათ, ერთ დღეს ისევ შეხვდნენ.
მხოლოდ ერთი რამ არ ვიცოდი.
რომ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა, წარსულიც შემოვიდა.
და ზოგჯერ ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ მაშინ მოდის,
როცა ადამიანი ჯერ კიდევ საკუთარ ნანგრევებში დგას.
მე კი არ ვიცოდი,
რომ ლუკა ჩემთან მოსვლას კი არ იწყებდა…
ის უკვე ჩემს ცხოვრებაში შემოსული იყო.
და უკან დასახევი გზა არც ერთ ჩვენგანს აღარ გვქონდა.

იმ დღეებში ლუკას ხშირად ვხვდებოდი.
ხან უნივერსიტეტის შემდეგ მელოდებოდა.
ხან უბრალოდ მწერდა:
„ქვემოთ ვარ.“
და მე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ არ უნდა ჩავრეულიყავი მის ცხოვრებაში, მაინც ჩავდიოდი.
ერთხელ მანქანაში საათობით ვისხედით.
წვიმდა.
საქარე მინაზე წვეთები ერთმანეთს ეჯახებოდა და ქალაქის განათებებს ათას ნაწილად შლიდა.
ლუკას ხელი საჭეზე ედო.
მეორე ხელით სიგარეტი ეჭირა.
— რატომ მიყურებ? — მკითხა ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს.
— არ გიყურებ.
— სამი წუთია მიყურებ.
— როგორ ითვლი?
— როცა შენ ხარ, ყველაფერს ვითვლი.
გავჩუმდი.
მერე გამეღიმა.
—ეგრე ნუ ლაპარაკობ.
— რატომ?
— იმიტომ, რომ მერე შეიძლება მართლა დავიჯერო.
ახლა შემომხედა.
— და თუ მართლა მინდა, რომ დაიჯერო?
მზერა ავარიდე.
— ლუკა…
— ჰო?
— შენგან რა მინდა, იცი?
— მითხარი.
— სიმართლე.
რამდენიმე წამით ჩუმად იყო.
შემდეგ მანქანა დაძრა.
— სიმართლე ყოველთვის ლამაზი არ არის, ელი.
— არც მე მითხოვია ლამაზი.
რამდენიმე დღის შემდეგ პირველად შევედი იმ სამყაროში, რომელზეც მხოლოდ მისი სიტყვებით მქონდა წარმოდგენა.
ლუკას ვუთხარი, რომ მის ცხოვრებაში რა ხდებოდა, უნდა მცოდნოდა.
არ მინდოდა მისი შეყვარება ისე, რომ მისი ნახევარი საერთოდ არ მცოდნოდა.
ის კი დიდხანს მეუბნებოდა უარს.

— იქ არ უნდა წამოხვიდე.
— რატომ?
— იმიტომ, რომ იქ შენი ადგილი არ არის.
— შენს გვერდით არის?
გაჩუმდა.
— ლუკა, თუ შენ იმ სამყაროში ხარ, რომელზეც მეუბნები, მაშინ მე მინდა ვიცოდე, ვისთან მაქვს საქმე.
მან ამოისუნთქა.
— ჩემი გვარი იქ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებმა პატივი გცენ.
— და მამაშენის?
მზერა დამიმძიმდა.
— მამაშენის სახელი იქ ჯერ კიდევ ცოცხალია.
კიტა.
მისი სახელი პირველად გავიგე სხვანაირად.
არა როგორც მამაჩემის მეგობრის, არამედ როგორც კაცის, რომლის სახელიც სხვებისთვის კანონივით ჟღერდა.
იმ საღამოს რამდენიმე კაცთან მივედით.
ყველა ლუკას იცნობდა.
ზოგი თავს უქნევდა.
ზოგი ხელს ართმევდა.
ზოგი უბრალოდ ჩუმდებოდა მისი დანახვისას.
მე კი გვერდით მივყვებოდი და პირველად მივხვდი, რატომ ჰქონდა მის თვალებში ის სიჩუმე.

ის აქ არ მოსულა.

ის აქ გაიზარდა.

კიტას სიკვდილი ამ სამყაროში ჯერ კიდევ ცოცხალი ამბავი იყო.
ზოგჯერ ვიღაც მისი სახელის ხსენებას იწყებდა და ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვებოდა, თითქოს გარდაცვლილი კაცი კარს მიღმა იდგა.
ერთ საღამოს შემთხვევით მოვისმინე ორი კაცის საუბარი.
— კიტას ამბავი საბოლოოდ დამთავრდა?
— სანამ მისი შვილი აქ არის, არაფერი დამთავრებულა.
ლუკამ მათი ხმა გაიგონა.
—გარეთ.
ერთი სიტყვა.
მამაკაცები მაშინვე გაჩუმდნენ.
მე კი მის სახეს ვუყურებდი.
— შენ ამას აპირებ? — ვკითხე.
— რას?
— მამაშენის გზის გაგრძელებას.
დიდხანს არ მიპასუხა.
— მე მისი შვილი ვარ.
— ეგ პასუხი არ არის.
— ამ სამყაროში ეგ პასუხია.
— და შენ რა გინდა?
ახლა შემომხედა.
მის თვალებში პირველად დავინახე არა ის ძლიერი ბიჭი, რომელიც ყველას ეშინოდა, არამედ ადამიანი, რომელსაც საკუთარი არჩევანი ახრჩობდა.
— შენ.
გული გამიჩერდა.
— რა?
— მე არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო სხვა ცხოვრებით. მაგრამ როცა შენ გიყურებ, პირველად მინდა ვისწავლო.

იმ ღამეს ჩემთან ვიყავით.
გარეთ ისევ წვიმდა.
ლუკა ფანჯარასთან იდგა და ქალაქს უყურებდა.
მე საწოლზე ვიჯექი და მის ზურგს ვაკვირდებოდი.
— ჩემზე გაბრაზებული ხარ? — მკითხა.
— არა.
— მაშინ რატომ დუმხარ?
— მეშინია.
ნელა შემოტრიალდა.
— რისი?
— რომ ძალიან შემიყვარდები.
სახეზე უცნაური ღიმილი დაეტყო.
მომიახლოვდა.
ჩემ წინ გაჩერდა.
— უკვე გვიანია.
— რატომ?
— იმიტომ, რომ მე უკვე შემიყვარდი.
ხელი სახეზე მომადო.
მის თითებზე ვიგრძენი მცირე ნაკაწრი.
— ეს რა არის?
— არაფერი.
— ლუკა.
— ელი…
— ისევ იმ სამყაროს გამო?
თავი დამიქნია.
— ზოგჯერ მეშინია, რომ ერთ დღეს სახლში არ დავბრუნდები.
თვალები ამიწყლიანდა.
— ნუ მეუბნები ამას.
— უნდა იცოდე.
— არა. მე მინდა უბრალოდ ლუკა მყავდეს. არა კიტას შვილი. არა ის კაცი, რომლისაც ყველას ეშინია. უბრალოდ შენ.
მისი მზერა შემეცვალა.
მომიახლოვდა და მაკოცა.
ამჯერად კოცნა აღარ ჰგავდა პირველის სიფრთხილეს.
მასში დაგროვილი შიში, მონატრება და ის დღეები იყო, როცა ერთმანეთისგან თავს ვიკავებდით.
ხელები წელზე მომხვია.
მე მის მხრებზე გადავხვიე ხელები.
კოცნა ნელ-ნელა უფრო ღრმა და ვნებიანი გახდა.
როცა წამით მომშორდა, შუბლზე მომადო შუბლი.
— მითხარი, თუ გინდა, გავჩერდე.
თავი გავაქნიე.
— არ მინდა.
ისევ მაკოცა.
- უფსკრულში გადაგიყოლებ, ელი. - ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
- გადმოგყვები…



№1  offline წევრი Gvantsouu

მომწოოოოოოსსსსს ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent