შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიაღმაში(ნისლში) დაკარგული კესანები


დღეს, 17:44
ავტორი დაუწერელი
ნანახია 122

მშობლებს სახელი რომ არ დაექმიათ ჩემთვის ალბათ "კესანეს" დავირქმევდი,
იმ პატარა, მოკრძალებული მინდვრის ყვავილის სახელს,რომლისთვისაც უფალს თითქოს თავად დაურქმევია
" არ დამივიწყო" და დღემდე ამაყად ატარებს ამ სახელს.მართლაც, თითქოს შეუძლებელიცაა მისი დავიწყება-
ისეთი უბრალო, მაგრამ ამავე დროს შეუმჩნევლად ამაყი, ცისფერი თვალებით ცისკენ რომ იყურება.
არის ყვავილები, რომლებიც თავიანთი სურნელით იპყრობენ სამყაროს, და არიან ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ არსებობენ-
ისე ფრთხილად, თითქოს მიწას არ უნდა ატკინონ თავიანთი არსებიბით. კესანეც ასეთია, პატარა ცისფერი თვალებით
რომელიც ცას უფრო ჰგავს ვიდრე ყვავილს, ის არ ითხოვს ყურადღებას- მაგრამ მაინ იპარავს ადამიანის მზერას, შეუმჩნევლად, უხმოდ.
მისი სიცოცხლე სიზმარს გავს, გაზაფხულის სიზმარს რომელიც ორი-სამი თვით ჩნდება შენს ცხოვრებაში და შემდეგ უჩინარდება
მაგრამ ის სამუდამოდ არ მიდის, ის ტოვებს თავის ნაწილს რომ ისევ დაუბრუნდეს გამოზაფხულზე დედამიწას, მისი არსებობა მოკლეა,
მაგრამ მისი დავიწყება? შეუძლებელი, ვისაც ერთხელ მაინც შეუხედავს, ცისთვის მომცინარი კესანესთვის, ყოველ გამოზაფხულზე
ელოდება მის აყვავებას. ის არ უჩინარდება სიკვდილის მერე, ის ადამიანების მოგონებებში აგრძელებს ცხოვრებას შემდეგ გაზაფხულამდე....

და მიუხედავად იმისა რომ მშობლებს დაბადებისას სხვა სახელი აურჩევიათ ჩემთვის, ჩემს გულში სადღაც ღრმად ყოველთვის ყვავის
კესანე, არა როგორც მოგონებად არამედ სულიერ მდგომარეობად, როგოც ის ნაწილი ჩემში რომელიც არასდროს სრულდება, არასდროს
ქრება, უბრალოდ ხანდახან უხმაუროდ უჩინარდება რომ თავიდან დაიბადოს.

ხანდახან ცხოვრებაში კესანეს მსგავსი ადამიანები გვხვდება, მხოლოდ ერთი შეხედვა რომ კმარა იმის გასაგებად რომ ცხოვრებაში მას ვეღარ
დაივიწყებ, მაგრამ ისინი აღარ ბრუნდებიან, მხოლოდ მათი მოგონება რჩება შენთან, მხოლოდ მოგონება აგრძელებს ყოველ გაზაფხულზე
აყვავილებას. ჩემი კესანე ადამიანი, ყაზბეგის მთებში ვნახე პირვლად, მთებში სადაც გაზაფხული ზაფხულს პარავს დროს, მთებში სადაც
თოვლია გამეფებული და ამის და მიუხედავად მაინც ჯიუტად იბადება კესანე, ჩემი კესანე კი ზამთარში ვნახე, მას არ ჰქონდა ცისფერი
ცისკენ მომზირალი თვალები , მას არ ქონია სინაზე
მოძრაობაში, პირიქით იმ კლდესავითმუხეში მკაცრი, დაუნდობელი ჩანდა, სადაც ჩემი კესანე ჯიუტად ამოდიოდა მაგრამ ის ჩემი კესანე გახდა, ადამიანი რომლის დავიწყება შეუძლებელია.
არის რაღაცეები რასაც ადამიანები ვერ ვეგუებით, ჩვენშია, მაგრამ თითქოს ის რაღაც ცალკე ნაწილია, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვხსნით როცა ამის დრო მოდის
ჩემში ასეთი გრძნობა სიმშვიდეა, ის სიმშვიდე რასაც კესანე მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ატარებს, სწორედ ეს სიმშვიდე დატოვა ჩემში მისმა არსებობამ.
და მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ოცნებას რომ ერთ დღეს გაზაფხულდება, რომ ერთ დღეს ისევ ვნახავ ჩემს კესანეს.


ფრანსუა ლაროშკოს ერთხელ უთქვამს, " სიყვარული ერთია ხოლო მისი იმიტაცია- ათასი"
და მეც, ჭეშმარიტების მოყვარული მხოლოდ იმ ერთს დავეძებ და ველი.
არაფერი შეიცვლებოდა, ჩემს ცხოვრებაში 29 სექტემბერს ხევში რომ არ გადავხვეწილიყავი, ალბათ ისევ პატარა, ცხოვრებისგან შეშინებული გოგო ვიქნებოდი,
გოგო რომელიც სამყაროს უფრო ეშინია ვიდრე მისი შეცნობა უნდა.მაგრამ იმ დღეს თითქოს ჩემი ცხოვრების გზაც შეიცვალა, ხევმა ჩემში რაღაც გააღვიძა-გამბედაობა, თავისუფლების სურვილი
და ის ძალა, რომელიც მანამდე არც ვიცოდი რომ მქონდა. ზოგჯერ ვფიქრობ, იმ დღეს მე კი არ წავედი ხევში-ხევვა მომძებნა.
ხევში დრო სხვანაირად გადის, თითქოს მთები ეფარებიან დროის სარტყელს და თუ ქალაქში საუკუნეები წამში გაივლის ხოლმე, იქ საუკუნესაც კი საუკუნე სჭირდება.
რთულია იქ ცხოვრება, რთულია არა მარტო კლიმატის გამო, იქ სხვაგვარია ყველაფერი, ურთიერთობები,ადამიანები, რწმენაც კი განსხვავებულად შეუნახავთ მოხევეებს.ჩემი ამბავი სწორედ
ამ საოცარ ადგილას დაიწყო, დაიწყო, მშვიდად, თავისებურად, რომანი რომელიც იმერელ გოგოს მთებში გადახვდა, ერთი ჩვეულებრივი, ისტორიაა რომელსაც ყველა ადამიანი ერთხელ მაინც
გაივლის ცხოვრებაში. ის ჩემთვისაა განსაკუთრებული მხოლოდ, ჩემთვის და იმ მოხევე ბიჭისთვის რომელიც მთების ჩრდილში დავტოვე.



მდინარე თერგის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან სულ რაღაც 1960 მეტრის სიმაღლეზე არის ერთი უძველესი სოფელი- ხურთისი. დრო იქ სხვანაირად გადის, თითქოს იმ მთებში
"ქარიც კი ძველ ლეგენდებს ჩურჩულებს და მთები საუკუნეების ამბებს გულში მალავენ.
თუ ოდესმე ყაზბეგის მხარეს მოხვდებით აუცილებლად შენიშნავთ მთებში დაკიდებულ ორ სოფელს, ყანობს და ხურთის, და თუ იქაური ნისლიც "ქვიაღმაც" ხევში იქნება, სოფლებს
ისე დაინახავთ თითქოს ღრუბლებს ზემოთ იდგნენ. ამ სოფლებს ძველი ადათწესები წმინდად შემოუნახავთ , თითქოს ნისლი გამხდარა ამ ადათწესების დარაჯი.
მოხევეებზეც მოგიყვებით ცოტა რამეს, ოღონდ ეს მოგვიანებით, ჯერ ჩემი ისტორიის დროა

29 სექტემბერი, თბილისს გავცდით, გზა დიდია, თითქოს რაღაც მეძახის და სწორედ ამ ხმას მივყვები, მას ვეძებ. ნახევრად მძინარეს თვალიდან ცრემლები მიგორდება, ვერ გამირკვევია
რა მჭირს, არ ვტირი, ბედნიერი ვარ, მივდივარ იქ სადაც სული მიხმობს, სადაც გზას მივყავარ,
- ცოტახანს შევისვენოთ
ფიქრებში გართული ჩემი დეიდაშვილის სიტყვებს გამოვყავარ, ანანურთან მივსულვართ უკვე, დაღლილია, პირვლად მიდის ყაზბეგში მანქანით, თანაც ამ უცხო კუთხეში, უცხო ხალხში
უნდა დამტოვოს და ვხედავ როგორი შიშის თვალებით მიყურებს. ვიცი, ჩემი ერთი სიტყვა და ეგრევე მოატრიალებს მანქანას და ისევ ქალაქში დამაბრუნებს, მაგრამ არა, მე იქ რაღაც მიხმობს
მეც მეშინია, არ ვიცი სად მივდივარ, ან რატომ, მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ, იქ რაღაც მელოდება.. ახლა იქაა ჩემი ადგილი.

- როგორ მოეწყვე დე?
დედაჩემის შეშინებული, დარდიანი ხმა და თვალები ტელეფონშიც კარგად ჩანს, ვიცი უნდა ძლიერი გამოჩნდეს, და არ შემაშინოს, იცის რომ ჩემთვის ასე სჯობს, იცის რომ ასეა სწორი მაგრამ მაინც განიცდის
- მშვენივრად დე, ნახე რა ხედია, აქ ყოველ დილით ყავას დავლევ,
მეც თითქოს ბედნიერი ვპასუხობ, არ მინდა ქალმა იფიქროს რომ მეშინია, ან მენატრება, არ მინდა იგრძნოს რომ მის გარეშე ერთი დღეც რომ არ მაქვს გატარებული ახლა ვერ შევძლებ
- კარგი წავედი, უნდა დავლაგდე და რომ მოვრჩები დაგირეკავ
ტელეფონი გავთიშე, კიდევ კარგი მოვასწარი თორემ შენიშნავდა როგორ ამიგორდა თვალებიდან ცრემლები და როგორ ნაკადულივით წამოვიდა
მეშინია, მეშინია რომ არასწორ ხმას გამოვყევი ამ მთებს შორის, მეშინია რომ ეს მთები მშთანთქვს, მეშინია რომ სამყაროს დავავიწყდები.
ცრემლიანს ჩამძინებია...
სტეფანწმინდა, სალოცავთა სიუხვით გამოირჩევა, წასვლამდე, ფურცელზე ჩამოვწერე სია, რას მოვინახულებდი, რას მოვილოცავდი, სწორედ ამ სიის მიხედვით, ერთ-ერთი ჩემი სახლიდან 30 მეტრში მდებარე
"ღვთისმშობლის სახელობის ნიში" უნდა მომენახულებინა ამ დღეს, სამსახურიდან ახლად გამოსულს, ღამე ნათევს, მხოლოდ ერთი სურვილი მიტეხავდა ძილს, მალე მივსულიყავი და მომელოცა ის წმინდა
ადგილი, სახლში გადავირბინე, ჩემი საყვარელი პალტო ჩავიცვი, საგანგებოდ სალოცავისთვის წამოღებული ქუდი დავიხურე და გავუყევი ნიშისკენ აღმართს ( ნიში, წმინდა ადგილია, რომელიც
ჩვენს წინაპრებს იმისთვის აუშენებიათ რომ ვინც ეკლესიამდე ვერ ახერხებდა მისვლას, წმინდა დღეებში აქ მოსულიყო, აქ შეკრებილიყვნენ. ჩემი აზრით კი გზის მაჩვენებლელიცაა,
ნიშენი გზას წმინდა ადგილამდე მიგვასწავლიან, ამ ნიშის თავზე იყო წმინდა ელია წინასწარმეტყველის ეკლესია)
ამბოენ, ამ მთებში ნათქვამი ოცნებები თავის გზას ყოველთვის პოულობსო, ის ქარს მიყვება, ნისლში იმალება და ზუსტად იმ წამს გიბრუნდება, როცა მას აღარ ელი, მეც ამ იმედით დავადექი
ნიშიდან ბინის გზას, პატარა სალოცავიდან მიღებულმა მადლმა და რწმენად, ვგრძნობდი როგორ გამაძლიერა, ბედნიერი სახით ვუბრუნდებოდი სახლის გზას, ისედაც ჩასვლის დღიდან ხომ სულ ვიღიმოდი
რთულია ისეთ სილამაზეში იცხოვრო და ბედნიერი არ იყო, 2 ოქტომბერი იყო, ამინდს ჯერ კიდევ ზაფხულის ფერები დაეჭირა მაგრამ ჰაერში უკვე შემოდგომის სიგრილე ტრიალებდა,
აქ თითქოს ადამიანებს უფრო გულით ესმით საკუთარი ხმა, უფალს ჩემს გულში ჩურჩულით მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე, ჩემს ბედთან მივეყვანე, გამეგო რა ძალა მეძახდა ამ მთებში, რატომ ვერ ისვენებდა ჩემი სული.
გზად ნისლმა ჩაყლაპა მთელი ხევი, " ქვიაღმა" ( ნისლი რომელიც ვლადიკავკაზიდან მოდის და გოროდისკენ მიდის, ასე ეძახიან მოხევეები) ხევში შემოსულიყო, თეთრი სიჩუმე ნელა დაეშვა მთებზე, თითქოს სამყარომ ფარდა
გადაწია, რაღაც ამოუცნობი მელოდა წინ, შიშმა, და ცნობისმოყვარეობამ ერთიანად გაარღვია ჩემი სული, მინდოდა გადამეწია ეს უხილავი ფარდა, მინდოდა გამეგო რას მიმალავდა ეს დიადი მთები
ჩემს ფიქრებში გართულს, მეგობარმა მანქანა გამიჩერა, რას ვიფიქრებდი რომ თურმე სწორედ იმ წამს გაეხსნა სამყაროს ფარდა ჩემთვის, სწორედ იმ წამს ეჩვენებინა მიზეზი რის გამოც ასე მიხმობდნენ მთები.
მასაც შევუმჩნევივარ, ( დღემდე ახსოვს ჩემი წითელი ქუდი, და დიდი პალტო, დღემდე ახსოვს როგორ გავარღვიე ნისლის ბარიერი, დღემდე ახსოვს პირველი შეხედვა,)
იმ დღის შემდეგ რაღაც ძალიან მშვიდად, სწორედ "ქვიაღმასავით" შემოიჭრა ჩემს გულში, არ ყოფილა " მეხი", არც ქარიშხალი, ამ გრძნობას სიმშვიდე ახლდა თან, ამაღელვებელი, იდუმალი სიმშვიდე, ისეთი როგორიც მხოლოდ
მთებმა იციან, მხოლოდ მათმა იციან ამ გრძნობის არსი, ალბათ იდუმალად იყურებოდნენ, იმ დღეს ნისლის ფარდის მიღმა, იღიმოდნენ და შემდეგი ისტორიის დაწყებას, მოუთმენლად, ამაყი გამოხედვით ელოდებოდნენ.
მხოლოდ მე არ მიგრძვნია იმ დღეს უხილავი ძაფის ჰაერში გაბმა, იგრძნო მთებმაც, შმოდგომის სუსხიანმა დღეებმაც და მანაც. ხშირად ვფიქრობ იმ დღეს ის ნისლი, არ იყო ბუნებირი მოვლენა, ის ფარდა იყო, რომლის მიღმაც ახალი ისტორია იწყებოდა.

18 ოტომბერი, დღეები ერთამნეთს ენაცვლებოდა, უცნაურად იდუმალი იყო აქაურობა, ყოველ წამს გერგეტის სამებას შევყურებდი და ვცდილობდი თვალის დახამხამება შემემცირებინა, არ მინდოდა თუნდაც წამით ეს სილამაზე ჩემს თვალთახედვიდან გამქრალიყო,
უძილო ღამეების რიცხვმა ერთმანეთს სძლია, ყოველ ღამე განთიადს მოუთმენლად ველოდებოდი, ველოდებოდი რომ ის წამი მეხილა როცა მზის პირველი სხივები ნაზად აღვიძებს, მყინვარწვერს, იგივე "ხევის დედოფალს"
ნელა მიუყვება წვერიდან და მთლიანად წითელ სხივებში მოსავს, შემდეგ კი ერთიანად თენდება დედამიწაზე, ამ წამისთვის დამერწმუნეთ ღირს გატეხილი ღამეები, ამ წამისთვის ცხოვრებაც კი ღირს.
კიდევ ერთი უძილო ღამე იწყებოდა, ფანჯარასთან აკრულს განთიადის მოლოდინში უცნაური შეტყობინება შემომივიდა.
ის ბიჭი იყო, თითქოს გულში რაღაცამ გაიარა, ვიღაცამ ზემოდან ის ძაფი მოზიდა როგორც ჩანს, მაშინ არ დავუკვირდი ამას, " როგორ ბრძანდებით ქ.ელენე"
გონებაში ათასმა ფიქრმა გამიელვა, ნეტავ რა ხდება, ( მოხევე ჩემი თანამშრომელიც იყო, ) რამე გავაფუჭე? იქნებ რამე მოხდა, ამ არეულობის გასაფანტად სწრაფად ვესცი ტელეფონს და ვუპასუხე, როგორც ხდება ერთ შეტყობინებას მეორე მოჰყვა, ცოტახანს საუბრის შემდეგ
უცნაურუ კითხვა დამისვა, გოგოსთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდა და მე მეკითხება აზრს, გამეცინა, გულში იმ ძაფმა ეჭვიანობის სცენა მოაწყო, მაგრამ გონებამ სწრაფად იმოქმედა, მიახვედრა რომ მისი ადგილი იქ არ იყო,კარგად ჩაუკაკუნა თავში და გამოაგდო იქიდნ.
აინტერესებდა, სჯობდა ეთქვა საჩუქარზე, ეჩვენებინა თუ პირდაპირ მიეცა იმ გოგოსთვის, უემოციოდ ვურჩიე ეჩვენებინა მისთვის, ვერ ვიტან ინტრიგას და ის გოგოც ვერ გავიმეტე ამისთვის.
ბედის ირონია, გულმა საკუთარ თავზე იეჭვიანა, ის გოგო მე ვიყავი, მე ვიყავი ის ვისთვისაც უნდა მიეცა საჩუქარი. ხელნაკეთი საკუთარი სახელი, თერგიდან ამოტანილი, თეთრი ქვებით გაკეთებული " ელენე"
ამ საჩუქრისგან , მთელი ემოცია მოდიოდა, გულში იმ ძაფმა ისევ გაირბინა, იცოდა იმ ძაფმა თავისი ადგილი. სამი დღის შემდეგ შევძელი მხოლოდ მისი აღება, სამი დღე მეგობრის მანქანაში მელოდებოდა, სამი დღის შემდეგ შევეხე პირვლად, სამი დღის შემდეგ ვიგრძენი პირვლად რომ ის ძაფი, გულში, აღარ ხუმრობდა.

მოხევეები, რთული ბუნების ხალხი არიან, თავისუფალი, სიტყვით,საქციელით, ხშირად ამ თავისუფლებას უხეშადაც მიიღებს უცხო კუთხის შვილი, იმერელს საკმაოდ გამიჭირდა მოხევეებთან საერთო ენის მიგნება, ჩვენთან იმერეთში,
სათქმელს პირდაპირ არ ვაჯახებთ ადამიანს, ერთმანეთის დანდობა ვიცით, იმერეთში ზენიტში გვაქვს აყვანილი " სტუმარ-მასპინძლობის" ტრადიცია, ჩვენთან "უცხო" არ არსებობს, უეცრად შეუძლია იმერელს სრულიად "უცხოსთანაც" კი აღმოაჩინოს საერთო ნაცნობი,
ან ერთო ენა, იმერული ტრადიციებით გაზრდილ, მოხეური პირდაპირობა და თავისუფალი სიტყვა, თითქოს თავიდან მეუხეშა, იქ სამუშაოდ ჩასულებს საკმაოდ ულამაზოდ ეძახდნენ " ჩამოთრეულებს" ( ეს ახლაც მიუღებელია)
თუ ახალგაზრდა გოგო ხევში სამუშაოდ მოხდდებოდა, მგლების რკალში სვავდნენ მოხევე ბიჭები, ახალი გოგო იქ ახალ ხორცს ნიშნავდა, ( ცუდად ჟღერს მაგრამ ეს პირდაპირობა მოხევეებისგან წამომყვა)
ახალი სახე, უცხო იყო, იქ მივხვდი, რამდენად შორს უნდა დამეჭირა თავი, საკუთარი თავისგან, ის გულღიობა, მხიარულობა და ყველას გაცნობის სურვილი სადღაც ქალაქში უნდა დამეტოვებინა, ამ მთებში ხშირად " შემომგლისფერდებოდა" ხოლმე, ეს კი არ ნიშნავდა დაღამებას
ეს ის დრო იყო როცა უბრალოდ არ უნდა გამხდარიყავი მგლის ლუკმა. მოხევეებზე პირველსავე კვირას საკმაოდ უარყოფითი ამბები მოვისმინე, ჯერ კიდევ ქალაქში ყოფნის დროსაც მაფრთხილებდნენ, მათი რთული ხასიათების შესახებ.
მაგრამ ყოველ ბინდს ხომ მზის ამოსვლა მოყვება, მათი ახლოს გაცნობის შემდეგ ბევრი სტერეოტიპი დაინგრა მათზე ჩემს თვალში, გარდა ერთისა, "ახალი გოგო, ახალი ხორცი" თითქოს თამაშივით აქვთ, პირველი ვინ მოინადირებს.მეც გავები ერთხელ მგლის რკალში

- ვააა რა ლამაზიაა,
- შეხედე ბიჭოო
ერთმანეთს გადასძახეს მოხევეების "ხიზნებმა"( ასე ეძახიან ბავშვებს ხევში) აშკარად ახლად წამობიჭებული, პირვლად წვერგაპარსულ ბიჭების წრეში მოვხვდი,
მაღაზიების სიმრავლით არ გამოირჩევა ხევის ცენტრი, სულ რაღაც ოთხი, ხუთი მაღაზიაა ხევში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩასულს მგლების რკალში გამხვიეს, მაღაზიის ცენტრში მომიქციეს და ჩემზე დაიწყეს საუბარი,
- ხომ არ შეგაწუხეთ?
მათგან შედარებით წამოზრდილი ხიზანი ჩემსკენ წამოვიდა
- არა
უემოციოდ, გავიწიე და დავუბრუნდი, ჩემს "შოპინგს"
- სახელი რომ გვითხრათ
ახლა კი მივხვდი რომ ვეღარ შევაჩერებდი საკუთარ თავს, მგლების რკალში, მეც მგლად უნდა ვქცეულიყავი
- ბიჭებო, ზოოპარკში ხართ? რა მაიმუნივით დამაყენეთ გალიის წინ და ჩემზე ლაპარაკოთ, სადაა თქვენი ზრდილობა.
არ მოელოდნენ ასეთ პასუხს, გაკაპასებულ პატარა გოგოს, სწრაფად დაიხიეს უკან, თვალები წამითაც არ დამიხრია, იმ ახლად გამომცხვარ ბიჭს ვუყურებდი სახეში, ასე უტიფრად რომ დაიწყო ჩემზე საუბარი.
- ბოდიში თუ შეგაწუხეთ
ერთ- ერთმა ამოღერღა ბოლოს, მივხვდი რომ იმ რკალს მოვერიე. გამყიდველთან მისულს, გამყიდვლის სიტყვებმა გამაოცა,
- უჟე ხევსა, შენისთანა ქალაი არა გვინახავს, რა კაად გაეცი პასუხი იმ გონჯებსა.
გამიხარდა, ეს დიდ კომპლიმენტს წამოადგენდა ჩემთვის, მოხევის ქალმა შემიქო დიდგულობა.

იმ დღეს ისევ შევხვდი, მოხევე ბიჭს, თვეების შემდეგ გავიგე, სახლში იყო და რომ გაუგია ფეხით ჩავედი მაღაზიაში ეგრევე გზაში დამეწია და შემომთავაზა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი, თავიდან ვერ ვიცანი, გადიდგულებულს, ქვის აღების და იმ მანქანის დალეწვის სურვილი
მომეძალა, მაგრამ როგორც კი გადმოიწია და მისი სახე დავინახე, ჩუმად, პატარა ბატკანივით ჩავუხტი მანქანაში, ის ძაფი ახმაურდა, დაიძაბა და მეც დაბნეული, უფრო დამაბნია, კარებში ღვედი ჩავაყოლე, ვერც შევამჩნიე ისე ვაჯახუნებდი კარებს და ვბუზღუნებდი" არ იკეტებათქო"
გაიღიმა, დღეების შემდეგ პირვლად დავინახე მისი ღიმილი, ჩემსკენ გადმოიწია, მანქანის კარი ხელით გააღო, ღვედი ამოსწია და დაკეტა, მანქანის მინას ავეკარი, შიშით არ შემხებოდა, შემდეგ გაჩუნდა, სახლამდე არც მას და არც მე ხმა არ ამოგვიღია. ჩუმად მივყავდი სახლის გზაზე, ხევში კი ისევ ის "ქვიაღმა"
შემოპარულა, და ისევ უცნაურად შეუკრავს ფარდა.

ოქტომბის სუსხიანი დღეები, ნოემბრის არეულმა ამინდებმა შეცვალა. შევხვდი ერთ გამორიყულ მგელს, (უცნაურია იმ ადამიანს მგლად რომ მოვიხსენიებ, მაგრამ სწორედ ის სურვილი ამოძრავებდა, რაც იმ მგლების რკალს იმ დღეს)
კარგი ადამიანია, არ მინდა ცუდი იფიქროთ მასზე, დღემდე დიდ პატივს ვცემ მაგრამ შორიდან, მირჩევნია შორს იყოს ვიდრე, ახლოს მომეშვა და ის პატივისცემა გამქრალიყო ჩემთვის.
ცხენზე ჯდომა ჩემი ბავშვობის ოცნებას წარმოადგენა, მიყვარდა ცხენები, მიყვარდა ის თავისუფლება რასაც მათზე ამბობდნენ, მათთან ერთად თავი თავისუფალი მგონია, ეს მათშია და სწორედ ეს გრძნობა გამოდის მის მხედარზე.
ამ "მგელმა", შემომთავაზა ცხენით გასეირნება,მინდოდა ძალიან მაგრამ მარტო პირისპირ არ შევხედრილვარ " მგელს" და ახლაც შემეშინდა, მეგობარს ვთხოვე წამოსვლა, ისიც სიამოვნებით დამთანხმა, ძალიან ბედნიერი დავჯექი ცხენზე, იმ ფიქრით რომ ორი ცხვარი ერთ მგელს მოერეოდა.
გეზი ელიას წმინდა მთისკენ ავიღეთ, ულამაზესი იყო იქაურობა, განსაკუთრებით როცა ცხენით მიაბიჯებ მთების ჩრდილებს შორის. უკან დაბრუნებულს კი თითქოს იმ ძაფმა ისევ გამომიდო ფეხი, ცხენი დაფრთხა, მეც უკან გადამაგდო, ფეხი უნაგირში მომყვა და ასე გადმოვარდნილი " მათრია"(უხეში სიტყვაა მაგრამ ზუსტად შეეფერება იმ მომენტს)
მალევე მომწყვიტა რაღაც ძალამ უნაგირს და იქვე კანაოს არხში ჩამაგდო, ცხენი კი თავის გზაზე გაიქცა, პირველად თვალი რომ გავახილე მეგობრის გაფითრებული სახე დავინახე,
- კარგად ვარ
ძლივს ამოვილუღლუღე და ვაიძულე თავი, სწრაფად ავმდგარიყავი, მართლაც გადავრჩი, არაფერი სერიოზული არ დამიშავდა იმ მომენტში, უკვე ხუმრობის ხასიათზეც მოვედი და მეგობარმა რომ მაჯახა " მეგონა მოკვდიო" ხარხარი დავიწყე ამ სიტყვებზე.
ცხენიც დავიჭირეთ, იმერულ თავქარიანობას ხევი ვერ მომიშლიდა, გაბრაზებული ისევ იმ ცხენზე დავჯექი, ისევ იმ ცხენის მხედარი გავხდი რომელმაც უმოწყალოდ გამიმეტა.
ის დღე დაილია, ხევში კი ცხენიდან გადმოვარდნილ გოგონაზე გავარდა ამბები, მოგონებად ცხენმა, შრამი დამიტოვა, შრამი რითაც ყოველთვის ვიხსენებ ჩემს თავქარიან სიჯიუტეს.

დღეები ერთმანეთს მიყვებოდა, სამსახურები, პროექტები, საღამოს კი გართობა, შეჯიბრი ჩემსა და მოხევე ბიჭს შორის, კერძების ორთაბრძოლა, თამაშები, ერთმანეთის გაცნობა, დაუსრულებელი საუბრები და შუა ღამის მიმოწერები.
მეგორები ხვდებოდნენ ჩვენს შორის ძაფის არსებობას და ცდილობდნენ ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი, სუსხიანმა ნოემბერმა, თბილად გაიარა, მეც გავიზარდე, ასაკში ციფრებსაც შეეტყო ჩემი გაზრდა, ჩემმა დაბადების დღემაც გაიარა.
და ახლა ახალი ენთუზიაზმით შევეგებე დეკემბრის დაწყებას, პირველი დეკემბრის დღე საოცრად თბილად, ემოციურად, დაიწყო. პირველ დეკემბერს ერთად შევხვდით, სამსახურში გათნებულ ღამეში, მთელი ღამე ჩემს გვერდით იჯდა, უამბრავი ამბავი, ათასი ისტორია ერთმანეთზე
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად ვუყურეთ იმ საოცარ წამს, მზის სხივები " ხევის პატარძალს" რომ ეამბორება. პატარა გოგონა ხევში, თავისი პატარა ოცნებებით დიდ მთების ჩრდილში აფუზულა ბეღურასავით, და გაზაფხულს ელოდება, არადა ზამთრის ზღაპარი მხოლოდ ახლა ლამობს დაწყებას, და ამ ზღაპარში ყველაზე თბილი კერა- სიყვარული იპოვა.

მოდი ცოტას, ჩემი ამბის მთავარ გმირზე მოგიყვებით, ადამიანზე ვინც ჩემთვის, წყვდიადის შემდეგ მზის სხივივით გამოჩნდა და როგორც მყინვარწვერს ააკაშკაშებს მზე, ისე ამიკაშკაშა სული.
მოხევე, თავისი ტრადიციებით, თავისი მოხეური მკაცრი მზერით, მკაცრ ცხოვრებას მასზეც დაუტყვია თავისი კვალი, ასაკით პატარა მაგრამ გამოცდილებით, ვიზუალით, საუბრით, ასაკთან შედარებით, ორმაგად დიდი.
მკაცრი გამოხედვა, თითქოს ადამიანს სულს უყინავს მისი მზერა, მკაცრი ნაბიჯები, თითქოს მხრებზე მთები აუსხამთ და სწორედ ამის გამო დადის ასე ძლიერი ნაბიჯებით.. ყოველ ნაბიჯში, ყოველ გამოხედვაში იგრძნობა მთების სიმკაცრე, და სითბო.
თვალები გამორჩეულად უჩვეულო, ხშირი წამწამები, დახრილი წარბები, არა პირქუშად არამედ ბუნებრივად, ამ მკაცრ მზერაშიც არის რაღაც ისეთი რაც ადამიანს დააფიქრებს, მიაჯაჭვებს მის გამოხედვას. თვალის ფერი ეს უკვე სხვა განზომილებაა,
სამყაროს არ დაუზოგავს თვალის ფერი მისთვის, ერთმანეთში თამაშობს რამოდენიმე ფერი, მწვანე თვალები, ყვითელი ხალებით და ყავისფერი გულით, გუგის ირგვლივ თითქოს მთასავით აზიდულა ყავისფერი მის ირგვლივ კი მწვანეს და ყვითელს დაუსადგურებია,
თითქოს მყინვარწვერია მის თვალებში, და გარეშემო გაზაფხულისფერი ფერები დასთამაშებს.
მისი ორი ბუნება, მის ვიზუალშიც ჩანს, ერთი პირქუში, მიუღწეველი, მეორე დამყოლი და ნაზი, ერთ მხარეს წვერი ხვეული, ჩაკუჭუჭებულად ეზრდება ხოლო მეორე მხარეს სწორი, ნაზი აქვს. უჩვეულო ადამიანი, "კუკარაჩასავით" კეთილი, მასზე ცუდს რომ არ იტყის ადამიანი, და მშვიდი, თითქოს ეს მთებისგან გამოჰყოლია, ქაოსშიც კი მშვიდად
მთასავით დგას და ელოდება, როდის დამშვიდდება ყველაფერი, ელოდება და მისი სიმშვიდე მართლაც ამშვიდებს სამყაროს. მის სიმშვიდეზე ერთ ამბავს მოგიყვებით, მოგვიანებით.
რაც შეეხება "ერთგულებას" როგორც ეჭვიან ადამიანს საოცრად არ გამიმართლა, მასზე ეჭვიანობა არა, უბრალოდ ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლება, ან ბოლომდე შენია, ან არ არსებობს შენთვის.
ახლა კი ამბავს მოგიყვებით:
აღარ მახსოვს ზუსტად დეკემბრის რა რიცხვი იყო, თუ უკვე დასრულებული იყო დეკემბერი..
ახალი თანამშრომელი მიიღეს იმ სასტუმროში სადაც მე ვმუშაობდი, აჭარელი ბიჭი, დროებით, ამ ბიჭს იმ სახლში უნდა ეცხოვრა, სადაც მე და სამსახურის ქალბატონები ვიყოფდით საცხოვრებელს,
სამსახურიდან მისულს დაღლილს, საოცარი ამბავი დამხვდა სახლში, ეს ბიჭი მისაღებში მოკლე შორტით შემეგება, იმდენად მოკლე რომ საცვლისგან ვერ გაარჩევდი, შემაწუხებლად გამაღიზიანებელი იყო მისი იქ ყოფნა, ამ საოცრების დანახვაზე, დაღლა სადღაც გადამავიწყდა და ისევ სამსახურს მივაშურე, იმ იმედით რომ ჩემი თანამშრომელი მალე მორჩებოდა მუშაობას
და ერთად დავბრუნდებოთ სახლში, იქ კი სხვა ამბავი დამხვდა, თანამშრომელთან ოფისში ვიჯექი რომ მოხევე ბიჭი შემოვიდა, ჩვეულებრივი, მშვიდი გამომეტყველებით, თვალებში თითქოს რაღაც სევდა ქონდა, სევდა რომელიც ვერ ავხსენი, ჩვენმა საერთო მეგობარმა უცებ კითხა
- მამაშენი როგორაა?
ჩემი მზერა მის სახეზე გადავიდა, რა მოუვიდა? ან რატოა ასე მშვიდი?
- კარგად გადავრჩით..
მხოლოდ ეს სიტყვები თქვა და იმის შემდეგ აღარ გაუგრძელებია საუბარი ამ თემაზე, ხუმრობა წამოიწყო და მხიარულად აყვა ჩვენს საუბარს.
ცოტახანში გავიგე მეგობრიდან რომ მამამისს მისი მანქანა მოუპარავს და ქალაქში წასულა, გზაში ავარია მოუვიდა, მანქანა მთლიანად დალეწილი, შუაზე გადახსნილი ყოფილა, მისი საყვარელი მანქანა, და მამამისსაც მცირედი დაზიანებები ქონია.
მაგრამ მისს სიმშვიდეში, არანაირი პრობლემა არ იკითხებოდა, ასე იყო ყოველთვის, მუდამ პრობლემებში მაგრამ მუდამ მშვიდად.


დეკემბრის დაწყებასთან ერთად, გული რაღაცას მკარნახობდა, ვერ ვხსნიდი გულის კარნახს, ვგრძნობდი, რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერ ვხსნიდი, ვგრძნობდი რაღაც დიდისთვის ემზადებოდა ჩემი გული,
დეკემბერმაც დაწერა თავისი ისტორია, თითქოს გამყარდა ჩვენი "ურთიერთობა" , ხშირი საუბრები, ხშირი კომუნიკაცია, ყოველ საღამოს მესიჯობა, ღამეებს ხშირად ვათენებდით, თუ ის არ მწერდა, ხოლო როგორც კი მომწერდა, ჯადოსნურ ბურუსში ვეხვეოდი და შუა მიმოწერის დროს ვითიშებოდი,
სული მშვიდდებოდა მის გვერდით, იმდენად რომ მისი ესემესიც კი მამშვიდებდა და ძილს მგვრიდა. და დაილია დეკემბრის სუსხიანი დღეებიც, ოჯახისგან შორს, მეგობრებისგან შორს ვხვდებოდი პირველ ახალ წელს, თითქოს ხევსაც არ სურდა ჩემი წასვლა, და გზები ბედად ჩამეკეტა
ჩაკეტილ გზები, მარტო დარჩენილი, მეგონა, რომ სამყარო გამინაწყენდა მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რამხელა საჩუქარს მიმზადებდა მაშინ.
31 დეკემბრის დილა, ჩვეულებრივად დაიწყო, ყველა ვემზადებოდით ახალი წლის შესახვედრად, გული განსაკუთრებულად ელოდებოდა ამ დღეს, რადგან მეკვლედ სწორედ ის უცხო,
მოხევე ბიჭი უნდა გვსტუმრებოდა, თანაც რაღაცის თქმას აპირებდა ჩემთვის და ეს მოლოდინის გრძნობა გულს ერთიანად მიგიჟებდა,
აი მოვიდა, 10 წუთით ადრე, სახლში სრული იდელიაა, მე ნონა დეიდა( თანამშრომელი ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი) და მეკვლე ბიჭი, პირველი სადღეგრძელო დაილია, ახალი წლის შემოსვლაც დაილოცა, ძველი წელიც ვადღეგრძელეთ, სასმელი ისმევა, მაგრამ მოთმინების ფიალა იმატებს,
და უკვე მოურიდებლად, ნონა დეიდასთან ერთად ვკითხე, სათქმელზე, ვერც კი წარმომედგინა რისი თქმა სურდა თორემ როგორ ვიტყოდი.
ნონა დეიდამაც ინტერესით გადახედა,
- რისი თქმა გინდოდა შვილო?
დაიბნა მოხევე ბიჭი, გაოცებულა შემომხედა გამიღიმა და უთხრა " როგორ მოვიყვანოთ, მყინვარზე ყურძენი", მეგობრები სასტუმროში ივენთზე გველოდებოდნენ, მალევე დავემშვიდობეთ ნონას, პირველის 23 წუთი იყო, მის მანქანაში ვიჩექი ჩემსკენ მოიხედა, შემდეგ გერგეტისკენ გაიხედა და დაიწყო იმის თქმა რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი, რასაც თურმე მთელი თვე ელოდა ჩემი გული და
რაც ღამეებს მიტეხდა.
პირვლად მოვუსმინე ასეთი გრძნობების ახსნას, იმდენად დაძაბული, ემოციებით სავსე, იმდენად, ნერვიულობდა, თავიდან რას ამბობდა ისიც კი ვერ შევამჩნიე, გამყინავი ტონი,
თითქოს მეჩხუბებოდა, თითქოს უნდოდა რაღაც უთქმელად გამეგო,
- მისმინე არ მიყვარხარ მაგრამ ძალიან მომწონხარ,
ექოსავით ჩამესმა ეს ხმა, რაზე საუბრობდა მერე გავარჩიე, გრძნობებში გამომიტყდა, მას მოვწონდი, ერთიანად გაიელვა ყაზბეგის ცაზე უამბრავმა ფეივერკმა, არ ვიცი მხოლოდ მე დავინახე თუ მართლაც ასე იყო,
მაგრამ მისი ტონი ცოტას მძაბავდა, ბოლო წინადადება ჩამესმოდა მხოლოდ,
- მე ჩემი სათქმელი გითხარი და ახლა დანარჩენი შენზეა..
კი ბევრი ისაუბრა, მაგრამ იმდენად დაძაბული იყო მეც დავიძაბე და თითქმის ვერაფერი გავიგე..
- გინდა? მანქანიდან გადავალ,
შუა საუბრში, ჩავუჭერი, როცა გრძნობების ქარცეცხლში გახვეული ჩემთვის ცდილობდა აეხსნა რას გრძნობდა, აი ხშირად რომ ამბობენ ხოლმე ყბა ჩამოუვარდა გაკვირვებისგანო, ზუსტად ის სახე მიიღო
- რას ქვია გადახვალ
მოხეურად შემომიღრინა
- ისეთი ტონით მელაპარაკები, ბარემ მითხარი და გადავალ
ამაზე ორივეს გაგვეცინა, თურმე პირვლად აუხსნია გოგოსთვის თავისი გრძნობები, პირვლად უსაუბრია თავის გრძნობებზე 23 წლის მანძილზე. ზემოდან ბედის მწერალი გვიყურებდა, მთებს შორის იჯდა და დაგვცინოდა, ორ
ერთმანეთისკენ მოტრფიალე ქალ-ვაჟს, იმ მომენტში რომ მოესმინა მოხევეს ახსნა, მასაც დატოვება მოუნდებოდა.
საღამომ მშვიდად ჩაიარა, მეგობრებთან გადასულს მთელი აპლოდისმენტები დაგხვდა, ყველას გაუგია ჩვენი ამბავი, და ახალი წლის დადგომასთან ერთად ჩვენს ამბავს ზეიმობდნენ, ( აქაც იცინოდა ჩვენი მწერალი)

15 დღე, ათასი ემოცია, ათასი გრძნობა, გაუჩერებელი ფიქრი, დარდი, გრძნობების ერთმანეთში არევა.. თითქოს ყველგან პასუხს ეძებდა ჩემი გული, უფრო დავახლოვდით, ახლა უკვე გვერდი-გვერდ ვიჯექით ფილმების ყურების დროს, ერთხელ მის მხარზეც კი ჩამეძინა
15 დღე ჩაკეტილი იყო ხევი, ფიქრებთან ერთად მომაქცია ცხოვრებამ, და ძველით ახალი წელიც მოვიდა, მინდოდა სიმბოლურად, მეც მისთვის ამეხსნა ამ ჩემი გრძნობები,
ერთად უნდა ჩავსულიყავით მეგობრის სახლში, და ჩემთან დავპატიჟე, თორმეტი სრულდებოდა, დრო ისე მალე გადიოდა საუბრის დაწყებას ვერ ვახერხები არ ვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ საუბარი მის გრძნობებზე გადავიტანე,
გავახსენე 15 დღის წინ ნათქვამი სიტყვები
- მეც მომწონხართქო
სწრაფად ვუთხარი და კარებისკენ გავიქეცი, გავრბოდი, საკუთარ სიტყვებს გავურბოდი, ის კი გაოცებული იდგა და მომჩერებოდა.
მთები კი ისევ იცინოდნენ, პირზე ნისლად აუფარებიათ ხელები და თავისთვის ხითხითქბდნენ.


ყველა ამბავს მოსდევს დასასრული, ყველაზე კარგი ისტორიაც კი სრულდება, ზოგ ისტორიაში თავიდანვე ჩნდება ბოროტი ზოგგან კი რაღაც დროის შემდეგ არღვევს და ამარცხებს სიკეთეს, ჩვენი ამაბავიც დასრულდა ერთხელ,
მანამდე დიდი ისტორიაა

ხევიდან ახლად წამოსულს ქალაქის ხმაური მეუცხოვა, ყველგან სიმშვიდეს ეძებდა გონება, ამის გამო იმერეთში გადავიხვეწე, წავედი შორს,მთებისგან, ქალაქისგან, ყველაფრისგან რაც სრულწლოვნების შემდეგ მქონდა აშენებული და მშობლიურ მხარეს დავუბრუნდი
იმერეთი თავისებურად ლამაზი მხარეა, მდიდარი ურთიერთობებით, ჩემს სოფელში დილა მეზობლის ახლად მოხარშულ ყავასთან ერთად იწყებოდა, ბავშვობა რომელიც სტუდენტობამ ჩამინაცვლა, ისევ იქ მელოდებოდა.
სული სიმშვიდეს საკუთარ სახლშიც ვერ აღწევდა, თბილი ოჯახის, მზრუნველი მამის გვერდით მაინც დაძაბული ვიჯექი, ყოველ წამს ველოდებოდი ბომბის აფეთქებას და ერთ საღამოს ასეც მოხდა.

ბოროტი, რომელიც ვახსენე ურთიერთობაში თვეების შემდეგ გამოჩნდა, ნისლი რომელიც მის სახეს ფარავდა, ნელნელა ჩამოშორდა, გამოზაფხულდა და მთებმაც დაიწყეს ლღობა, სწორედ იმ ნაკადში მოყვა ჩვენი გრძნობები და სადღაც ჩარეცხა თერგის უხვმა წყალმა.
ბოროტება მისი საუკეთესო მეგობრის სახით გამოგვეცხადა, მეგობრის რომელსაც მეც ვედაქალებოდი პირველი საშინელი ფრაზა რაც მისი პირიდან მოვისმინე, გონებაში დაილექა და მთების ყინულთან ერთად თვეების შემდეგ გალღვა
" შეყვარებული რომ არ მყავდეს, მას ავირჩევდი" მისმა დაქალმა, თითქოს დანაღვლიანებულმა მითხრა, საუბრის დროს არ მიმიქცევია ყურადღება, ლღობის დროს კი ლოდად მოხვდა ჩემს გულს.
ერთ ლოდს მეორე მოყვა, მისმა " დაქალმა" მასზე ეჭვიანობა დაიწყო, ხშირად ეჩხუბებოდა ჩემს გამო, იმ ყურადღებას სთხოვდა რასაც მოხევე ჩემთვის იჩენდა, რაღაც დროის შემდეგ კი, პიროვნულ შეურაწყოფაზეც გადავიდა,
საუბრობდა ყველგან, ჩემზე, ამბობდა ჭორებს, ცდილობდა ჩვენი ურთიერთობა ჩამოელღო, მთები კი იდგნენ, მთები რომელსაც ყოველ ღამე ვუყვებოდი ჩემს სევდას დარდს, მთები რომელიც მეგობრად ჩავთვალე და უსმენდნენ.
მთებივით იდგა ჩემი საყვარელი ადამიანიც, იდგა და უსმენდა მის ტყუილებს ჩემზე, იდგა და უსმენდა როგორ მიფუჭებდა სახელს მისი საუკეთესო მეგობარი, და პასუხად მხოლოდ დუმილი ქონდა მთების მსგავსად.
ქალური ინტუიცია რომელიც მეგონა რომ არ გამაჩნდა მაშინ ამოქმედდა ჩემში მიხვდა მის ზრახვას, არასდროს არ მითქვამს საყვარელი ადამიანისთვის რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ჩემსა და მის მეგობარს შორის, სხვა დროს, ჩემით ჩამოვშორდებოდი, არ დავუტოვებდი არჩევნის უფლეას,
მაგრამ ახლა, ვერ დავთმე ეს სიყვარული, ვერ დავთმე ჩემი გრძნობა და მისთვის გავიბრძოლე, არ მსიამოვნებდა მათი მეგობრობა და ვუთხარი ჩემს საყვარელ ადამიანს, არ მსიამოვნებდა მეტოქე რომელიც ყოველგვარ უფლება ჩამოკლებული მებრძოდა.
თითქოს ინტუიციამ " ტყუილზე" ამალაპარაკა, ხშირად ვახსენებდი, ხშირად ვდარდობდი,ვამბობდი ტყუილის გამო ყველაფერს დავტოვებთქო, ონლაინ, სოციალური ქსელის იმედად დარჩენილი ურთიერთობაც ნელ-ნელა ყაზბეგის მთებს დაემსგავსა, ლღვებოდა, და მთელი ემოციები მიჰქონდა თან,
ბომბი რომელიც ჩემს გულში იყო დამონტაჟებული ერთ დღეს ჩაირთო, მთელი თვის ტყუილები, მათი შეხვედრები, ჩემზე საუბრის გაგრძელება, ხევში ეგონათ გავიქეცი, ეგონათ შიშმა მაიძულა წავსულიყავი,
" სადაც ვნახავ გავწეწავ" მის მეგობარს ეს სიტყვები დაეხარჯა ჩემზე, მის მეგობარს, რომლის გვერდითაც იჯდა ჩემი საყვარელი ადამიანი, იჯდა და უსმენდა ჩემზე მონაგონ ამბებს.
ერთია მოისმინო და დაიჯერო და მეორეა მისცე საუბრის უფლება, მან ჩემზე მისცა საუბრის უფლება, ჩემზე ასაუბრა თანაც უსმენდა, ერთი თვე საიდუმლოდ ვატარებდი ამ ამბავს, ერთი თვე ვცდილობდი გადამეყლაპა ის ამბავი რომ გზა არ მქონდა გაციებული მის გვერდით რომ დადგა, ერთი თვის შემდეგ კი ბომბი აფეთქდა,
ცრემლები, დანგრევის სურვილი, ყვირილი, ტკივილი ყველაფერი ერთად გამიჩნდა სულში, მეგონა გამიგებდა, როცა ვუთხარი რომ ვიცოდი რომ მატყუებდა, მეგონა მიხვდებოდა რომ ყველაფერი ვიცოდი და არ ღირდა ტყუილი, მაგრამ ისევ გამიცრუვდა იმედი.
ვერ მიხვდა, კამათი, პირველი კამათი და პირველი დამსხვრეული ურთიერთობა, პირველი სიყვარული და პირველი სიყვარულის გამო დაღვრილი ცრემლი.პირველი ტირილში გატარებული ღამე, რასაც დაუთვლელი ღამეები მოყვა,
მეგონა ღიმილს ვერავინ წამართმევდა, მეგონა მუდამ შევძლებდი გამეღიმა, იმ დღის შემდეგ კი დავკარგე, დავკარგე ის ბავშვური ღიმილი, თვალების ციმციმით რომ იწყება, დავკარგე და ახლაც კი როცა ვიღიმი ჩემს დანაკარგს მისტირის სული.
დაიშალა, თვეების ურთიერთობა, დაიშალა უკოცნელი სიყვარული, დაიშალა გრძნობა, მოგონებებად, პატარა ფრაგმენტებად.
ყაზბეგში მთელი კვირა კოკისპირულად წვიმდა, წვიმდა ჩემს სულშიც, წვიმდა ისე რომ ხშირად, თვალიდან გადმოვარდნილ ცრემს ვერც კი ვამჩნევდი, მე არ ვტიროდი, ჩემი სული ტიროდა მაშინ.

მთებმა თვეების შემდეგ ისევ დამიძახეს, თვეების შემდეგ ისევ მივაშურე ყაზბეგს, დაქალის დაბადების დღეზე, არ ჩავსულვარ მოხევეს სანახავად, მაგრამ ყველგან მას დავეძებდი, მის სამსახურთან ჩავივლიდი რომ ერთხელ მომეკრა თვალი, ერთხელ დამენახა, მაგრამ
მთები არ დამეხმარენ, არ გაიზიარეს ჩემი თხოვდა, დაქალის ნახვით ბედნიერი ისევ ქალაქს დავუბრუნდი,
და თითქოს მთებმა იგრძნეს, კვირის შემდეგ კვლავ ძველი სასტუმროდან დამირეკეს, დამირეკეს დახმარების თხოვნით, დამირეკეს იქიდან, საიდანაც დაიწყო ჩემი ტანჯვა და სიყვარული, უპირობოდ დავთანხმდი, ერთი კვირის შემდეგ კი ისევ იმ გზას დავადექი, თვალიდან ცრემლი არ გამშრალა, ვტიროდი, დავტიროდი იმ სიხარულს რომელიც იქ აღარ მელოდა,
მძღოლმა თითქმის სასტუმრომდე მიმიყვანა, იქიდან ჩემით გადავწყვიტე სახლში გადასვლა, ძაფმა ისევ დამიდო ფეხი, ჩემოდანი დამიგორდა, გავეკიდე, და სწორედ ამ დროს მოსახვევში ის მოხევე გამოჩნდა, მთებმა დამცინეს, გაბრაზებულმა შევხედე ჩემს მეგობარ მთებს, შევხედე და გულში ვლანძღავდი,
არც გააჩერა მანქანა დამტოვა მარტო, დაგორებულ ჩემოდანთან და გაბრაზებულ მთებთან.
- არაუშავს
მთები გავისწორე, გავსწორდი და სახლში ბედნიერი სახით შევედი, იქ ხომ ჩემი უფროსი მეგობარი, ქალბატონი ნონა მელოდებოდა.

ხევში მყინვარწვერი ოდითგანვე წმინდა ადგილად ითვლებოდა, ხოლო მის წამლეკს, აუცილებლად დასჯიდა უფალი, ჩემს საყვარელ მთაზე მითი ხევში ცხოვრებიდან მეექვსე თვეს მოვისმინე, მოვისმინე და გამიკვირდა, ასეთ წმინდა ადგილს
როგორი ისტორია ჰქონია, ისიც სიყვარულის დასჯის მიზნით აღმოცენებულა, ისიც ჩემსავით გულგატეხილი ყოფილა და ამის გამო აზიდულა ამხელა მთა ღრუბლებს ზემოთ, ამის გამო გაქცევია ხევს და ახლა ზემოდან გადმოჰყურებს,
შორიდან აკვირდება, შორიდან გასჯის მაგრამ არასდროს არ ჩამოდის ქვემოთ, ძლიერ ატკინეს ჩემსავით გული.
გადმოცემა ასეთია: ხევში განთქმული მონადირე ცხოვრობა თურმე, სახელად ღრუბელა, ფიცხელაური, მისი ბერობის სახელი დაკავშირებულია სტეფანწმინდის სახელთან, (ბერი სტეფანე), მას ძალიან ლამაზი ცოლი ჰყოლია, როგორც მთებში იტყვიან: "თვალს რომ შეაჩერებს და გულს აღარ გაატანინებს",
თავდაპირველად ბეთლების გამოქვაბულში მსახუროდა, შემდეგ კი ყუროს გამოქვაბულში გადასულა, სადაც ხალხმა მისთვის წითელი ეკლესია ააშენა.
ღრუბელას ცოლი ერთის თქმით გადრდაიცვალა, მაგრამ არსებობს იმის თქმულებაც რომ სპარსელებმა გაიტაცეს და გზაში დაიღუპა. ამ ამბისგან დამწუხრებულ ღრუბელას მიუტოვებია საერო ცხოვრება და ბერად აღკვეცილა ბეთლემის გამოქვაბულში.
ერთ დღეს ერთი მწყემსი ქალი მისულა გამოქვაბულში, ერთ-ერთი ბერის ცდუნება განუზრახავს, თქმულებაში ეს ქალი ბერის სიწმინდეს უპირისპირდება, ამის შემდეგ ბერი საკუთარ შეცოდებას მძიმედ განიცდის: სასწაულები, რომლებიც მანამდე ბეთლემს უკავშირდებოდა, თითქოს ქრება,
: წყალს კალათით ვეღარ იღებს, მზის სხივებზე დაკიდებული ხურჯინები ძირს ვარდება, მტრედები კი ტოვებენ მონასტერს.
ბერები ღვთისგან პატიებას ითხოვენ, ამ დროს სტეფანე(იგივე ღრუბელა) ჩნდება, ქალი მას რომ დაინახავს, იმდენად შერცხვება რომ ყვირილით ხრამში გადავარდება და კვდება. ამის შემდეგ თქმულების მიხედვით საშინელი ჭექა-ქუხილი იწყება ხევში, მყინვარწვერი კი ბეთლემის თავზე ცოდვის ნიშნად აღიმართება.


სამსახურში წასვლამდე ტრადიციად მქონდა, გერგეტის სამებას შევევედრებოდი დღეს მშვიდად ჩაეარა, იმ დღესაც ასე მოვიქეცი, პირჯვარი გადავიწერე და სამსახურში გავედი, მთებმა ისე მოზიდეს ჩვენი ძაფები რომ ერთმანეთთან შეეერთებინათ,
პირველსავე დღეს საჭირო საკეტი გავაფუჭე, ,მას უწევდა გაკეთება, გული ამოვარდნას მქონდა, რომ ჩამოვიდა საკეტით ხელში, მის თვალებს ვეძებდი ერთ ხანს, შემდეგ კი თავი დავხარე, დამიტოვა საკეტი და გაუჩინარდა, იმ გზით გავიდა, ყოველ დღე რომ ველოდებოდი მის შემოსვლას,
დილით ახალ გაღვიძებული ყავაზე ჩავედი, მინდოდა თანამშრომლებთან ერთად ყავა დამელია, ის კი იქ დამხვდა, იდგა და მიყურებდა, ორი მთა ერთმანეთს შეეჯახა ამ დროს, ორივემ ერთდროულად დავთმეთ გზები გასასვლელში, ბოლოს კი უხერხულობის გასაფანტად, მე გავუარე გვერდი, ყავა დავისხი და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი,
- "როცა მოახერხებ აუცილებლად უნდა გნახო"
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, მკაცრი უხეში მას როგორც ჩვევია, არ მინდოდა მისი ნახვა ვიცოდი რომ ისევ ვიკამათებდით მაგრამ ბოლოს სამსახურთან რომ დავინახე მძლია სურვილმა, ცოტახანს ვისაუბრეთ მოვისმინე ბოდიში და კვლავ დავუბრუნდი სამსახურს.
არ ვიცოდი რა მექნა, მხოლოდ ერთი ბოდიშით, მყინვარივით გაყინული გულის გამთელება შეუძლებელი მიმაჩნდა, სამსახურის შემდეგ კვლავ მომივიდა შეტყობინება, "თუ გცალია ცოტახანს გნახავ"
ვიცი, არ უნდა მენახა მაგრამ გრძნობებმა მძლია, მთებიც ხელს უწყობდნენ მარტო მე ნუ დამაბრალებთ
ისევ პრობლემებში, ისევ მშვიდი სახით, ისევ ქაოსში და ისევ დარდში, მამა ხელში უჭკნებოდა, სიკვდილს ებრძოდა და ის მაინც ჩემს სანახავად ჩამოვიდა, ვისაუბრეთ და მალევე დავიშალეთ.
სამსახურიდან ისევ ქალაქში დაბრუნების დროც მოვიდა, წინა ღამეს დავემშვიდობე მეგობრულად და უკვე წამოსვლას ვაპირებდი რომ გულმა ვეღარ მოითმინა, გავლანძღე, ბრტყელ-ბრტყელი ესემესები მივწერე და ისე დავადექი ქალაქის გზას, მთები იცინოდნენ მაშინ, დამცინოდნენ და მილანძღავდნენ ქალობას.
ერთ კვირაში თვითონ ჩამომაკითხა, ყაზბეგიდან შორს, ქალაქის ხმაურს შეერია ჩვენი გულების ძგერა, შევრიგდით...ალბათ როგორ გაიხარებდნენ იქაური მთები, მაგრამ ბედის მწერალს სხვა ბედი დაუწერია ჩვენთვის,
შერიგება დროებით გამოდგა, ზოგადად ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში რაღაც მიზეზით ვჩნდებით, რაღაც მიზნით გვახვედრებს ერთმანეთს ბედის მწერალი, ბევრისგან ვსწავლოთ, ბევრისგან ვიღებთ ემოციებს, ათასი მიზეზია, მე და მოხევეს კი ერთმანეთის გვერდით დგომა დაგვიწერა მწერალმა,
მამამისი გარდაიცვალა, საშინელი ქაოსი იყო მის ცხოვრებაში და მე გამოვჩნდი, ორ დღეში კი ბებია გარდამეცვალა, ახლა ის იდგა ჩემს გვერდით, ორი დაკრძალვა, ორი გასვენება, ორი ცხრა, ორი ორმოცი, ერთად გადავიარეთ, ერთად სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ადათ-წესებში.
და ამ ყველაფრის შემდეგ ბედის მწერალმა სამუდამოდ დაუსვა ჩვენს ისტორიას წერტილი, ასე დამთავრდა რომანი იმერელი თავქარიანი გოგოს და მოხევე ბიჭის. ასე აყვავდა უკანასკნელი კესანე, და დატოვა დაუვიწყებელი ისტორია,
ახლა კი ბედისგან ზემოთ აზიდული, მყინვარწვერით გადმოვყურებთ სამყაროს, გარშემო ყინულის ლოდები მაკრავს, დაე როგორვ " ხევის პატარძალმა" ჩემმა ყინულმაც საუკუნეებს გაუძლოს,
და მხოლოდ მაშინ დადნეს, " როცა მყინვარზე ყურძენი მოვა"


არ ვიცი ეს ის გრძნობა იყო თუ მისი იმიტაცია, მაგრამ ისტორია, რეალურია, რეალური რომანი, რომელიც მთებში დაიწყო და მთებს მიღმა დასრულდა, ყველა ისტორია რაღაცას გვასწავლის, მე კი ვისწავლე რომ მთებს აღარ უნდა ვენდო, ვისწავლე რომ
დაუვიწყებელი ისტორიები იბადებიან, ვისწავლე რომ შეიძლება, ერთხელ აყვავდეს ადამიანი და "კესანესავით" მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყონ.
დღეს ჩემი საყვარელი ყვავილს ტატუდ ვატარებ სხეულით, ხოლო იმ მოხევეს სული ატარებს, ორივეს ერთი სურვილით ვზიდავ, "არ დავივიწყო".




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent