შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული თვით რაფლეზია" (+18)


გუშინ, 18:27
ავტორი Foxy meryem
ნანახია 118

პირისპირ წარსულთან
„წარსულმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ახლა კი, როცა ყველაფერი დაწყნარდა, ეს წყევლა მაინც დაბრუნდა, რათა შემახსენოს -იმედგაცრუებას ვერასდროს გაექცევი.“

ვცდილობდი დამშვიდებულიყავი და ისევ წარვდგენილიყავი მამაჩემის წინაშე - კაცის, რომლისაც ბოლომდე მჯეროდა, რომ ამ ყველაფერს არ გააკეთებდა. უბრალოდ, ბოლო სეანსის დროს ცოტათი დაღლილი მომეჩვენა, მაგრამ ეს სამსახურის გამო მეგონა. რას ვიფიქრებდი, თუ იმას გააკეთებდა, რის გამოც ჩემთან მოვიდა, რისი დავიწყებაც ასე უნდოდა. თავიდან იგივე შეცდომის დაშვება არ უნდაოდა. მივდიოდი და გზაში ვფიქრობდი მამაჩემზე - კაცზე, რომელიც ამდენი ტკივილის მიუხედავად მაინც მიყვარდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, რა მეთქვა იმ კაცზე, რომელიც მამაჩემი იყო და რომელმაც მეორედ მიღალატა, უღალატა ოჯახს...
მანქანა გავაჩერე, ჩავისუნთქე და მანქანიდან გადავედი. კარებთან მივედი, ზარი დავრეკე. გაღება არ დაუყოვნებია...
- სად არის მამაჩემი?
- აქ რა მოგიყვანა, საყვარელო?
- აი, მაგ ენას, რომელიც მაგ სიტყვას გამოთქვამს ასე ამაზრზენად, მოგაჭრი და გაჭმევ...
- რატომ ასე აღელვებულად და უხეშად?
-ძალიან მშვიდად გესაუბრები, ახლა კი გაიწიე და მამაჩემს უთხარი, გამობრძანდეს...
- ვინ არის?
ხო, ეს მამაჩემის ხმა იყო...
-მე ვარ...
როგორ რეაქციასაც ველოდი, ისეთი იყო - გაკვირვებული, გაოცებული...
- მე შენ რა გითხარი? ისე არ მოექცე შენს შვილიშვილებს, როგორც შენ ჩვენ, შენს შვილებს მოგვექეცი-მეთქი. ეს არ არის კაცური საქციელი! ჩემი დისშვილები მარტო დატოვე სახლში, რა ჯანდაბა გჭირს, გამოფხიზლდი! ამ ქალთან წამოხვედი და შენი შვილიშვილები, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს, მარტო დატოვე? ვინ ჯანდაბაა ეს ქალი ასეთი?
- საყვარელო, ესე ნუ საუბრობ ჩემზე...
- მაშინ მზად ხარ, ვირთხავ, შენს სიკეთეებს მზის სინათლე ვაჩვენო? მაშ, დამელოდე, ნახავ! შენი საშო, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გქონდა გადაჭიმული... ახლა კი ორივემ მომისმინეთ: შენ, მამაჩემო, თუ გონს არ მოხვალ, იმას გავაკეთებ, რისი გაკეთებაც არ მინდა. აი შენ კიდევ, ვირთხავ, იცოდე, ხაფანგში გაები უკვე! დაგპირდი, დაგმარხავ-მეთქი და ასეც მოვიქცევი. ხო, კიდევ ის, რომ სიმყრალეში ამოგძვრებათ სული...
ბოლო სიტყვები მძაფრად გაისმა ჩემი პირიდან. დიახ, მამაჩემს გავახსენე, რომ რაფლეზია დატანჯავდა.




ოჯახური დაპირისპირება

„ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, როცა წლების ნაშენები სიმშვიდე იმ ადამიანების ხელში იმსხვრევა, ვისაც შენი წარსულის ყველაზე სუსტი წერტილები აბარია.“



გეზი ჩემი დის სახლისკენ ავიღე... კარი გამიღო თუ არა:
- გამაგებინე, რა ჯანდაბა ხდება?
- რა გითხრა? ის, რომ შენმა სათაყვანებელმა მამამ ისევ მიგვატოვა? ანდა შენ რა განაღვლებს, დედასთან იქნება თუ იმ ქალთან, მშვენივრად ედაქალები...
- რას ბოდიალობ, ვის ვედაქალები?
- გეყოფა, თაია! ესემესები ვნახე, არ გინდა ეს თამაშები. დებილს ვგავარ, ან ოდესმე არ გამიგია ისეთი რამე, რაც გაგიკეთებია? ახლა კი კეთილი ინებე, ჩაალაგე ბარგი და გურიაში, დედასთან წადი! მე კიდევ იმას გავაკეთებ, რაც წლების წინ უნდა გამეკეთებინა...
თვალებში ვერ მიყურებდა, იატაკს მიშტერებულმა მკითხა:
- რას აპირებ?
- ჩემი სიძე სად არის?
- ბავშვებთან...
- უთხარი, გამოვიდეს...
დივანზე დავჯექი, თავი ხელებში ჩავრგე. ახლა ზუსტად ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა ჩემი მთელი ბავშვობის განადგურებისთვის, ჩემი ნევროზისთვის, ჩემი სტრესისთვის, ჩემი ტირილისთვის, დედაჩემისთვის... ამის გაკეთება ჩემი ვალდებულება იყო.
- მშვენიერო, რა გჭირს?
ხელებით მოვისრისე თვალები, შევხედე და ვუთხარი:
- დავიღალე...
- რა მოხდა?
- მამაჩემის უაზრო, სექსუალური დამოკიდებულება მოხდა...
- ამ ასაკში?..
- ასაკს რა მნიშვნელობა აქვს... რომ მოვედი სახლში, თაიამ მითხრა, ბავშვები მარტო რომ დატოვა...
-იქ ვიყავი მისული და მაგიტომ შემაგვიანდა. მამაჩემი დამპირდა, რომ იგივე შეცდომას არ გაიმეორებდა, გულს აღარ გვატკენდა, მაგრამ ადგა, საკუთარი შვილიშვილები მიატოვა, მარტო დატოვა სახლში და მასთან - იმ ვირთხასთან გაიქცა. რა ველაპარაკო ასეთ კაცს, მითხარი, რა! ბავშვობა გამიმწარა, დამიმახინჯა, ნევროზი პატარაობიდან მქონდა, სტრესული სიტუაციები და გაუთავებელი დეპრესიები. მეგონა, რომ როცა სახლში დაბრუნდა, ყველაფერი დამთავრდა, წარსულს ჩავაბარეთ და ახლა ისევ წავიდა...
- საიდან გამოხტა ახლა ეს ქალი?
- უკვე დიდი ხანია, მამაჩემი ჩემთან სეანსებზე და პრაქტიკებზე იმიტომ დადიოდა, რომ ის ქალი მის დაბრუნებას ცდილობდა. მომაკითხა მამაჩემმა და დახმარება მთხოვა. მთხოვა, ისევ არ დაეშვა ის შეცდომა, მთხოვა: იქნებ მეც დამეხმარო, ნახევარ საქართველოს ეხმარები, იქნებ საკუთარი მამა გადაარჩინო იგივე შეცდომიდანო. ყველანაირად გვერდით ვედექი, მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი. ბოლო სეანსის დროს ცოტა დაღლილი მომეჩვენა, მის სამსახურს დავაბრალე, ვიფიქრე - საქმეებმა დაღალა-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ მას დაუბრუნდებოდა...
- როგორ შეუძლია ამ კაცს, ისევ ასე მოგექცეს?
- შენს ცოლს კი ჩემი არ ესმის. მან არაფერი იცის, მე რა გამოვიარე. ის სულ მოგზაურობდა, სახლში არასოდეს იყო, მე კიდევ დედაჩემს ვუყურებდი - დედას, რომელიც ჩემთვის ყველაფერია - როგორ იტანჯებოდა. თითქმის ყველა ჩხუბის მონაწილე ვიყავი, ღამღამობით ვტიროდი კიდეც. შენი ცოლი კი, თურმე, იმ ქალბატონს მესიჯებს წერდა...
- რა მესიჯებს წერდა?
- ერთხელ აღმოვაჩინე მიმოწერა, ისეთი არაფერი იყო. მამაზე ეკითხებოდა ის ქალი და ესეც მორჩილად წერდა... არაფერი, ეს არაფერია...
- სულელია, არ ესმის არაფერი. თაია...
- რა იყო?
- შენ, გოგო, სულ გამოშტერდი? შენი დისგან მაინც არ იცი, რა დღეში იყო შენი და და დედაშენი? იმ ვირთხისთვის რომ არ უნდა მიგეწერა?! ასეთი სულელი როდიდან ხარ, თაია?...
- კარგი, ისეთი არაფერია, თაია. არაფერი არ იცის, ეტყობა, მას რიგითი ნაშა ეგონა მისი სათაყვანებელი მამის. დავანებოთ მაგას თავი...
ისევ გავამართლე, ჩემი დაა. მირჩევნია მე მეტკინოს, ვიდრე თაიას…



გადაწყვეტილება და ახალი გეგმა

„გადაწყვეტილება ყოველთვის მძიმეა, მაგრამ დგება მომენტი, როცა უბრალოდ უნდა გადაეშვა იქ, სადაც არჩევანი მხოლოდ შენზეა.“



ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის და მამაჩემის გონს მოსაყვანად ეს უბრალოდ უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ორივე გადაწყვეტილება აუცილებელი იყო, ამიტომ ჩემს სიძეს პირველი მათგანი უკვე გავანდე. მალე კი ჩემს დას შევატყობინებ იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა... თუმცა, ვინ იცის, იქნებ ეს ჩემი შეცდომა იყო.
- მოკლედ, მამაჩემი გონს თუ არ მოვა, მის ბიზნესს შენ მინდა უხელმძღვანელო...
- მოიცა, მშვენიერო, ხომ იცი, ეს მისია, მე...
- მისმინე, გახსოვდეს: დღეს რაც აქვს, ჩემი დამსახურებაა. მე რომ არა, არაფერი ექნებოდა. ამიტომ, ეს არის ჩემი თხოვნა - მე მინდა, ჩემს ბიზნესს უხელმძღვანელო...
სრულიად განადგურებული ვიყავი. ალბათ, ერთი შეხედვით არაფერი - ხომ წავიდა საყვარელთან... აბა მე მკითხეთ, როგორ მტკიოდა. მთელი ტანჯვა მის გამო გამოვიარე. მის გამო კაცების მიმართ ნდობა არასოდეს მქონია. პირველად რომ შემიყვარდა, მაშინაც მამაჩემის გავლენა იყო ჩემზე. ალბათ, მაგიტომაც ვერ დავიცავი ჩემი ბედნიერება. ნდობა არ მქონდა იმდენად დიდი, რომ ის ჩემთან ახლა ყოფილიყო. უბრალოდ დავნებდი, იმიტომ რომ ნდობა საკმარისი არ მქონდა...
- თაია, გინდა შენი შეცდომა გამოისყიდო?
- რა უნდა გავაკეთო?
- ხვალ მეილი მოგივა, შენ კი ეს ყველაფერი შენს ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნო...
- რას შეეხება?
- იმ ვირთხის მოღვაწეობას. ნუ გეშინია, რეიტინგს მოგიმატებს...
- და რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?
- ეგ არაფერია იმასთან, რაც მე გამოვიარე, თაია. ასე რომ, ზედმეტი კითხვების გარეშე...
- მოდი, დღეს ჩვენთან დარჩი...
- კარგი, ისედაც არ მაქვს თავი სახლში წასვლის...
არ ვიცი, მამაჩემმა ეს ყველაფერი რატომ გააკეთა, ისევ რატომ მომაყენა ტკივილი, მაგრამ იმას ვხვდები, რომ სადაც სიმყრალემ გაიდგა ფესვები, იქ დაბრუნდა. არ ვიცი, შევძლებ თუ არა ისევ ამ სიმყრალიდან ამოვიყვანო მამაჩემი, მაგრამ შევეცდები - დედაჩემის გამო შევეცდები, მხოლოდ დედაჩემის ბედნიერების გამო, რადგან მამაჩემი მას მთელი თავისი ნაყოფიერი ცხოვრება უყვარს. მამაჩემს არ მივცემ იმის უფლებას, რომ დაანგრიოს ის ცხოვრება, რაც დედაჩემთან ჰქონდა. ვეცდები, ყველაფერი სწორად გავაკეთო…



ღამის ზარი და ახალი რეალობა

„როცა ადამიანი იმაზე ადვილად გითმობს საკუთარ ციხესიმაგრეს, ვიდრე ამას ელოდი, ეს იმას ნიშნავს, რომ სცენის მიღმა გაცილებით დიდი თამაში უკვე დაწყებულია.“



ძილბურანში ვიყავი, ჩემი მობილური რომ აწკრიალდა. არც დამიხედავს ეკრანისთვის, ისე ვუპასუხე...
- მერიემ...
- გარი?
- კი, მე ვარ. როგორ ხარ?
- არამიშავს, შენ?
- მეც. რა გჭირს?
- არაფერი, მეძინა...
- მომენატრე და შენი ხმის გაგონება მომინდა...
- მეც მომენატრე...
- კარგი, მიდი, გააგრძელე ძილი...
- ძილინებისა...
ბალიშზე თავის დადება და ძილი ერთი იყო... დილით ადრე გავიღვიძე, თაიას უკვე ეღვიძა.
- დილა მშვიდობისა...
-მოდი, ყავა დალიე და რამე შეჭამე...
- თაია, დედამ არაფერი იცის, დარწმუნებული ვარ. უთხარი, რომ მამას გაუგრძელდა აქ საქმეები, შენ კი იხელთე დრო და ჩადი მასთან, არ აგრძნობინო არაფერი...
- დედას არაფერს ვეტყვი. დაურეკე?
- დედას კი ველაპარაკე უკვე...
- სად მიდიხარ დღეს?
- კომპანიაში შენს ქმარს უნდა გადავაბარო ყველაფერი...
- მერიემ, რატომ იქცევი ისე, თითქოს შურისძიება გინდა?
- ეს შურისძიება არ არის, თაია. უბრალოდ ვცდილობ, მამას დავანახო მისი შეცდომა...
კომპანიაში მისულს მამაჩემი დამხვდა.
- როგორც ვხედავ, გაგახსენდა სამსახური, მაგრამ შენთვის სამწუხარო ინფორმაცია მაქვს: კომპანიას უხელმძღვანელებს ჩვენი სიძე, სანამ შენ გონს მოეგები...
- როგორც გინდა, მამა, არ შეგედავები. ჩემი ნებით დავტოვებ კომპანიას...
- ძალიან კარგი...
მეეჭვებოდა, ძალიან მეეჭვებოდა ეს ამბავი. მამაჩემი არ იყო ის კაცი, ვისაც ასე ადვილად შეეძლო დაეთმო ადგილი, რომელიც მართლაც მისი იყო... მამაჩემს მე დავეხმარე ბიზნესში, მე ვიყავი არსი ამ ბიზნესის. მე ჩავბერე სული მხოლოდ და მის მერე კომპანიას არ გავკარებივარ. ოჯახური ბიზნესი ჩემთვის აღარ იყო, მას ჩემი სიძე, მამაჩემი და ჩემი და მართავდნენ. დედაჩემიც ხშირად იყო კომპანიაში, მაგრამ მას თავისი განყოფილება ჰქონდა.
კაბინეტში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა იყო მიზეზი იმის, რომ მამაჩემმა ასე უცებ დათმო ყველაფერი. ამასობაში ჩემმა სიძემაც შემოაღო კარი...
- შემოდი, სიძევ! ნახე, ეს უკვე შენი კაბინეტია. ნუ, მანამდე, სანამ მამა გონს არ მოეგება... თუ საერთოდ მოვა ოდესმე გონს, - ბოლო სიტყვებს გრძნობაც ამოვაყოლე...
- დარწმუნებული ვარ, რაღაც ხდება...
- გავარკვევ…




პირველი დარტყმა


„ომი მაშინ კი არ იწყება, როცა ხმამაღლა ყვირი, არამედ მაშინ, როცა პირველ, ზუსტად გათვლილ დარტყმას აყენებ და მშვიდად ელოდები ნგრევის დაწყებას.“



კომპანია დავტოვე და ცენტრში წავედი, სეანსებიც მქონდა ჩასატარებელი. ზოგჯერ ფსიქოლოგის ოჯახიც კი არეულია. ალბათ იტყვით - საკუთარ მამას ვერ უპატრონა და სხვას რას უშველისო. არ ხართ მართალი, მე მამაჩემს ვუშველე, უბრალოდ იყო რაღაც, რამაც ისევ უბიძგა შეცდომისკენ და ამას მე აუცილებლად გავარკვევ...
- გისმენ, თაია?
- ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მეილზე გამომიგზავნე, შეგიძლია ნახო...
- კარგი, გადავხედავ...
და ეს იყო პირველი დარტყმა. მე მას დავპირდი, რომ ერთი სიტყვით ადგილზე მოვკლავდი და ასეც გავაკეთე. შეიძლება მე არ უნდა ვაკეთებდე ამას, მაგრამ მეტი გზა არ დამიტოვა. ხომ გითხარით, რომ უამრავი ოჯახის დანგრევის მიზეზი იყო? აქედან ალბათ ნახევარი, მისი საყვარლების ცოლები, ჩემთან დადიოდნენ სეანსებზე. დიახ, ბედი ასე დამცინოდა - ყველაფერი ვიცოდი ამ ქალზე, მისი ყოველი ნაბიჯი. სეანსების დროს მისი საყვარლების ცოლებისგან ბევრ რაღაცას ვიგებდი. სამარცხვინო ცხოვრება ჰქონდა. მამაჩემი მისი ერთ-ერთი გასართობი იყო. არ ვიცი, ალბათ მამაკაცების იმ კატეგორიას ირჩევდა, ვისთვისაც ორგაზმი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და ესეც უამრავ ახალ რაღაცას სთავაზობდა სექსში და ასე იჭერდა კაცებს. არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მომეშორებინა ეს ქალი. გამოქვეყნების უფლება კი ნამდვილად მქონდა, ეს არ იყო ტაბუდადებული თემა.
რეიტინგი დადებისთანავე მოემატა. არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას, ყველგან ვხედავდი. თითქოს საზოგადოება მიხვდა, რასაც ვცდილობდი და ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ მეტყველებდა. უყვარდათ სკანდალები და ეს იყო პირველი სკანდალი. ყოველდღე დავადებინებდი თაიას მსგავს სკანდალებს იქამდე, სანამ ეს ქალი იმას არ გააკეთებდა, რაც მე მსურდა...
სეანსებს რომ მოვრჩი, სახლში წავედი, შხაპი მივიღე და სამზარეულოს მივაშურე. ჭამის მოყვარული ვარ, დიახ, და ტრადიციული ქართული სამზარეულოც მიყვარს. მართალია, ბევრი არაფრის გაკეთება ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, მაკმაყოფილებს, როცა მშია... სამზარეულოში ვფუსფუსებდი, უკვე ყველაფერი მზად მქონდა, მაგიდასთან დავჯექი და გემრიელად უნდა მეჭამა, მაგრამ ვინ გაცადა! კარზე ვიღაც გამწარებით აბრახუნებდა. კარი გავაღე და...
- ოოო, რა იყო? - ცინიზმს ვერ ვფარავდი...
- რა გააკეთე?
- გაგაფრთხილე, წინ გადამეღობები და ცხოვრებას თავდაყირა დაგიყენებ-მეთქი.
- რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?
- და შენ როდის მიხვდები, რომ ჩემს ოჯახს თავი უნდა დაანებო, ჰა?..
-მამაშენს ჩემთან მოსწონს...
- ნუ მაცინებ! ორმოცდაათი კაცი მაინც გყავდა, დავიჯერო შენი ვაგინა კიდევ ცოცხალია? ახლა კარგად მომისმინე: ეს გაფრთხილება იყო. მამაჩემს თავს არ დაანებებ და მეორე დარტყმა ის იქნება, რომ ცხვირსაც ვერ გამოყოფ სახლიდან. ჩემზე კარგად იცი, რამდენი ცოდვაა შენს მხრებზე. ახლა გაეთრიე აქედან და მეორედ არ დაგინახო მოსული!
კარები მივუჯახუნე. არ ვიცი, რა მოსწონდათ კაცებს მასში, ქალის სილამაზე არ ჰქონია. მოკლედ შეჭრილი თმა, საშუალო სიმაღლე... ხან წითლად ჰქონდა ეს თმა, მაგრამ საშინელი წითელი, ხანაც მალინისფრად. მოკლედ, რომ შეხედავდით, ცხენივით სახე ჰქონდა. არ ვიცი, ცხენის სახე რატომ მიდგებოდა თვალწინ, როცა ამ ქალს ვხედავდი, მაგრამ ფაქტი იყო, მსგავსებას ვხედავდი... შესახედაობა - არა, მაგრამ საწოლში მოსწონდათ, მეტნაირად ამ ქალთან არ ვიცი, როგორ უნდა გაჩერდეს კაცი. ალბათ, მაინც ორგაზმია მათი მამოძრავებელი ძალა.

დროებითი სიმშვიდე

„ყველაზე მეტად მაშინ გვწყურია სითბო, როცა საკუთარი ტკივილის სიმძიმე მიწისკენ გვქაჩავს. სწორედ ამ დროს ხდება სიყვარული ერთადერთი დასაყრდენი.“



დაღლილი და გამოფიტული ვიყავი რაღაცნაირად, მაგრამ მაინც საქმებს დავუჯექი და ვახარისხებდი ჩემი პაციენტების საბუთებს, ჩემი მობილური რომ აწკრიალდა...
- გარი... - გამეღიმა...
- როგორ ხარ, მერიემ?
- არამიშავს, შენ?
- მეც. დაძინებას ვაპირებდი, შენი ხმის გაგონება მომინდა...
- მომენატრე...
- მე ძალიან მომენატრე...
- როგორ მიდის საქმები?
- კარგად, შეიძლება იმაზე ადრე ჩამოვიდე, ვიდრე დაგეგმილი მქონდა...
-კარგია...
- ჩემი სეანსის დრო სხვას ხომ არ დაუთმე?
- არა, არცერთი პაციენტი არ არის შენს დროზე...
- ძალიან კარგი, არავინ იცის, როდის დაგადგები თავზე...
გამეცინა...
-როგორ მიყვარს შენი სიცილი...
- მე კიდევ შენი ჩახუტება მენატრება...
- მეც. აბა, მომიყევი, რას შვები?
- დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც ვმუშაობ, ვცდილობ გადავახარისხო საბუთები. შენ?
- მეც დაღლილი ვარ, ვცდილობ მოვაგვარო საქმები - მოლაპარაკებები, თათბირები... ხომ აზრზე ხარ, არა, რა დღეში ვარ აქ...
- ვიცი, მესმის...
- კარგი, მერიემ, წავედი, დავიძინებ... გკოცნი...
- მეც, გარი…
ხომ ჩვეულებრივი საუბარია, მაგრამ მცირე ყურადღებაც მყოფნის მისგან. ძალიან მომწონს მისი ასეთი ქცევა: მირეკავს, მკითხულობს, მაგრძნობინებს, რომ ვაკლივარ, მაგრძნობინებს, რომ ჩემთვის იცლის. თუნდაც ქვეყანაში არ იყოს და კილომეტრები გვაშორებდეს, ის თითქოს ამ ზარებით ჩემთან ახლოსაა, თითქოს მონატრებას მივსებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent