"ერთი დაპირება" (ნაწილი IV)
ზოგჯერ დაბრუნება ყველაზე რთული ნაწილია...არა იმიტომ, რომ გიჭირს...არამედ იმიტომ, რომ დაბრუნების შემდეგ ის ადამიანი, ვინც წავიდა, უკვე აღარ ხარ.რამდენიმე კვირის წინ დერეფნებში პაციენტის სტატუსით დავდიოდი.თეთრი ხალათი აღარ მეცვა.სტეტოსკოპი კისერზე აღარ მეკიდა.არავინ მეკითხებოდა, რომელ პაციენტისთვის უნდა შემეხედა, რომელი ანალიზი იყო მზად, ან რა დიაგნოზი შეიძლებოდა მდგარიყო კონკრეტული სიმპტომის უკან.მხოლოდ ერთი რამ მინდოდა - ისევ ექიმი ვყოფილიყავი...
ახლა კი დავბრუნდი...რთული დღეების მიუხედავად, ისევ დავუბრუნდი საავადმყოფოს კედლებს.იმავე დერეფნებს.იმავე თეთრ ხალათს.ყველაფერი თითქოს ძველებურად იყო.მხოლოდ ერთი რამ იყო შეცვლილი.პირველივე დღეს, დილით, საავადმყოფოს შესასვლელთან რამდენიმე წამით შევჩერდი.ღრმად ჩავისუნთქე. - ისევ აქ ვარ… - თითქოს საკუთარ თავს ვეუბნებოდი.შემდეგ კარი შევაღე. - დილა მშვიდობისა, ექიმო, - ნაცნობი ექთანი მომესალმა. - დილა მშვიდობისა. - გავუღიმე.პირველი დღეები შედარებით მსუბუქი გრაფიკით მქონდა.თავიდან ოთხი საათი.შემდეგ ექვსი.თუმცა ღამის მორიგეობები ჯერ კიდევ არ მქონდა.ძველებურ რეჟიმში მიდიოდა ყველაფერი...ერთი რამის გარდა...დემეტრესთან ურთიერთობა...პირველივე დღეს, როცა დერეფანში დავინახე, გაუღიმე. - დილა მშვიდობისა, ექიმო. - დემეტრემ შემომხედა.მხოლოდ წამით.ცივი მზერა ჰქონდა. - დილა მშვიდობისა. - და წავიდა.გაოცებული დავრჩი.ალბათ ეჩქარება მეთქი გავიფიქრე.მეორე დღესაც იგივე მოხდა.კაბინეტიდან გამოვდიოდი და დერეფნის ბოლოში დემეტრე დავინახე. - ექიმო დემეტრე… - მენტორმა თითქოს ჩემი ხმა ვერ გაიგონა.სხვა ექიმს მიუბრუნდა და რაღაც ჰკითხა. ადგილზე გავჩერდი.მესამე დღეს კი უკვე აშკარა გახდა.დემეტრე თავს მარიდებდა...თუ ჩემთან ერთად კონსილიუმში უნდა ყოფილიყო, სხვა ექიმს აგზავნიდა.თუ შემთხვევის განხილვა გვქონდა, საუბარს მოკლედ ამთავრებდა.თუ დერეფანში შემხვდებოდა, მხოლოდ თავს დამიქნევდა და გზას აგრძელებდა.უბრალოდ… შორს იდგა...ძალიან შორს...და რაც ყველაზე მეტად ის მაბნევდა,რომ მიზეზი არ ვიცოდი...ერთ საღამოს, მორიგეობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე,ვეღარ მოვითმინე.ნინის, სალოს და ლუკას საექიმო ოთახში მივაკითხე.ნინი ყავას სვამდა.სალო პაციენტის ჩანაწერს კითხულობდა.ლუკა კი სავარძელში ისე იჯდა, თითქოს მთელი დღის განმავლობაში სწორედ ამ მომენტს ელოდა.ოთახში შევედი და პირდაპირ მათ წინ დავჯექი.ნინიმ შემომხედა. - რა სახე გაქვს? - რა სახე მაქვს? - ისეთი, თითქოს ვიღაცამ შენი პაციენტი მიითვისა. - ლუკამ სიცილი შეიკავა. - ანუ სერიოზული ამბავია. - დასკვნა გამოიტანა ლუკა.თვალები გადავატრიალე. - დემეტრე უცნაურად მექცევა. - ნინიმ ყავა მაგიდაზე დადო. - ისევ? - ჰო. - სალომემ ჩანაწერს თავი დაანება. - რას აკეთებს? - არ ვიცი...თავს მარიდებს. - ლუკამ წარბი ასწია. - შენ? - მე. - დემეტრე? - კი ლუკა...დემეტრე. - ნინიმ თავი გააქნია. - კარგი რა, ელა… - რა? - ტიპიური დემეტრეს საქციელია! - გამეცინა.ლუკასაც სიცილი აუტყდა. - შეიძლება დღეს უბრალოდ შენი ნახვა არ უნდა. - დიაგნოზი აღმოაჩინა ლუკამ.სალომ მშვიდად დაამატა: - ხო, ალბათ ცუდი კვირა ჰქონდა და შენზე იყრის ჯავრს. - ორივეს შევხედე. - მე რა შუაში ვარ?ცუდად რომ ვიყავი,სახლშიც მაკითხავდა,მკითხულობდა...მადლობის გადახდა მინდოდა... - თუ გაბრაზებულია, თვითონაც არ იცის რატომაა.ნუ ნერვიულობ. -ცოტა ხნით ჩუმად დავრჩი. - იქნებ რამე არასწორად გავაკეთე? - ნინიმ მაშინვე შეწყვიტა სიცილი. - შენ?როდის უნდა მოგესწრო გოგო? სამი დღეა სამსახურში ხარ. - სალომემაც თავი დაუქნია. - თან არც ერთი შეცდომა არ მახსოვს. - ტუჩები მოვიკვნიტე. - იქნებ ვერ შევამჩნიეთ. - ლუკამ სერიოზული სახე მიიღო. - ელა, დემეტრე რომ გაბრაზებულიყო შენზე, უკვე გეცოდინებოდა.ხომ იცი,შენს შეცდომას ისე მოგახლიდა, სამი დღე კი არა სამი წელი დაგჭირდებოდა დასავიწყებლად. - ნინიმ ჩაიცინა. - მართალია. - თავი ჩავღუნე. - მაშინ რატომ მარიდებს თავს? - ამ დროს კარის მიღმა ვიღაცამ ჩაიარა.უნებლიედ გავიხედე.დერეფანში დემეტრე მიდიოდა.რამდენიმე წამით შევხედე.დემეტრემაც დამინახა.ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.მეგონა ახლა მაინც გამიღიმებდა.მაგრამ დემეტრემ მზერა მაშინვე ამარიდა და გზა გააგრძელა.სახიდან ღიმილი ნელ-ნელა გამიქრა... მეორე დღეს გადავწყვიტე, რომ დემეტრესთვის თავის არიდების საშუალება აღარ მიმეცა.კაბინეტიდან რომ გამოვიდა, დერეფნის ბოლოში დავინახე. - ექიმო დემეტრე! - მენტორი გაჩერდა.ნელა შემოტრიალდა. - გისმენ. - ორი წუთი გაქვთ? - თუ საქმეს ეხება. - წარბები შევკარი. - ყოველთვის საქმეს უნდა ეხებოდეს? - დემეტრემ არაფერი მიპასუხა. - ბოლო დღეებია უცნაურად იქცევით. - მაინც როგორ ექიმო ელა? - მგონი თავს მარიდებთ. - დემეტრემ მზერა ამარიდა. - არა. -მართლა? - რამდენიმე წამით ჩუმად ვუყურებდი. - მაშინ როცა დერეფანში მხედავთ, სხვა მხარეს რატომ მიდიხართ? - დემეტრეს სახეზე მცირე დაძაბულობა გაჩნდა. - საქმეები მაქვს ექიმო ელა. - ყველა საქმე იმ წამს ჩნდება, როცა მე მხედავთ? - დემეტრეს უნებლიედ გაეღიმა. - ზედმეტად ბევრს აკვირდები. - რადგან ჩემი მენტორი ხართ...და იმიტომაც, რომ მგონია, ჩემზე გაბრაზებული ხართ. -დემეტრემ მაშინვე შემომხედა. - შენზე გაბრაზებული? - დიახ. - რატომ უნდა ვიყო? - მხრები ავიჩეჩე. - არ ვიცი. იქნებ რაიმე არასწორად გავაკეთე. - დემეტრემ თავი გააქნია. - არა. - მაშინ რა ხდება? - ეს კითხვა დემეტრესთვის იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა.რამდენიმე წამით უბრალოდ მიყურებდა.იმ თვალებს უყურებდა, რომლებიც წლების წინ ტიროდნენ საავადმყოფოს დერეფანში. - არაფერი ხდება, ელა...უბრალოდ ბევრი საქმე მაქვს. - და ამიტომ აღარ მელაპარაკებით? - გელაპარაკები. - დღეში დაახლოებით ოცდაათი წამით. - დემეტრეს გაეღიმა. - ზუსტად დაგითვლია? - სამწუხაროდ, კი. - ორივეს გაგვეღიმა, მაგრამ დემეტრეს ღიმილი მალევე გაუქრა.ისევ სერიოზულად შევხედე. - თუ რამე დავაშავე, მითხარით. - არაფერი დაგიშავებიათ ექიმო ელა. - გულით გავუღიმე. - მენტორო, ხანდახან თქვენც შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ, რომ ცუდი დღე გაქვთ. - კარგი. - ანუ? - ცუდი დღე მაქვს. - გამეცინა. - აი, ხომ ხედავთ? არც ისე რთული ყოფილა. - დემეტრესაც გაეცინა და წავიდა.მორიგეობის დასრულებამდე დაახლოებით ერთი საათი იყო დარჩენილი.საავადმყოფოს დერეფნები ნელ-ნელა ცარიელდებოდა. დღის ხმაური თითქმის გამქრალიყო და მხოლოდ მონიტორების წყვეტილი სიგნალები ისმოდა.რამდენიმე საქაღალდე ხელში დავიჭირე და ლიფტისკენ წავედი.ღილაკს დავაჭირე.კარები გაიღო.შევედი.ზუსტად იმ წამს, სანამ კარები დაიხურებოდა, ვიღაცის ნაბიჯების ხმა გავიგე.დემეტრე.ხელით კარები შეაჩერა და ლიფტში შემოვიდა. - თქვენც აქ ხართ? - როგორც ჩანს, - გაეღიმა.თავი დავუქნიე და წინ გავიხედე.ლიფტში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.და რატომღაც ამჯერად ეს სიჩუმე უფრო შესამჩნევი იყო.რამდენიმე წამი გავიდა. - როგორ ხარ? - მკითხა. - კარგად. - ნამდვილად? - ნამდვილად. - შემომხედა. - კარგი. - ლიფტი ზემოთ დაიძრა.ეკრანზე ციფრებს ვუყურებდი და ვცდილობდი, საერთოდ არ შემემჩნია, რომ დემეტრე ჩემს გვერდით იდგა.მაგრამ მისი სიახლოვე უცნაურად მოქმედებდა ჩემზე.ალბათ იმიტომ, რომ ბოლო დღეებში თავს მარიდებდა.ან იქნებ უბრალოდ დაღლილი ვიყავი...უცებ - ბზზზ! სინათლე ჩაქრა. - რა ჯანდაბაა?! - ლიფტი ისე მკვეთრად შეირყა, რომ წონასწორობა დავკარგე. - ელა! - შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა...ლიფტი კიდევ ერთხელ შეირყა...ფეხი ამიცურდა...საქაღალდე ხელიდან გამივარდა...და სანამ გავიაზრებდი, რა ხდებოდა, დემეტრეს მკლავებში აღმოვჩნდი...მისი ერთი ხელი ჩემს წელზე იყო შემოხვეული, მეორე კი მხარზე...რამდენიმე წამი უბრალოდ გავიყინე...ჩემი სახე მის მკერდთან იყო...მისი გულისცემაც კი მესმოდა...ძლიერად...სწრაფად...ჩემიც ზუსტად ასე ცემდა... - კარგად ხარ? - მკითხა ჩუმად.პასუხი ვერ გავეცი.მისი ხელი ისევ ჩემს წელზე იყო.და უცნაურად… უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს...თავი ნელა ავწიე...დემეტრეს სახე ძალიან ახლოს იყო...იმდენად ახლოს, რომ მის თვალებში საკუთარი თავი დავინახე...რამდენიმე წამით ერთმანეთს უბრალოდ ვუყურებდით...არცერთი ვლაპარაკობდით...მონიტორის პატარა ავარიული ნათურა მის სახეს ნახევრად ანათებდა. - ელა… - მის ხმაში რაღაც შეიცვალა. - დიახ? - არ შეგეშინდეს. - არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სიტყვებმა უფრო მეტად ამიჩქარა გული. - არ მეშინია. - ჩუმად ვთქვი.მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ ვიტყუებოდი.უბრალოდ უკვე ლიფტის გამო აღარ მეშინოდა...დემეტრეს თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გაჩერდა...მისი მზერა წამით ჩემს თვალებზე შეჩერდა...შემდეგ ძალიან ნელა მომაშორა ხელი წელიდან. - მაპატიე. - ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.უცებ სიცივე ვიგრძენი.თითქოს ის რამდენიმე წამი, როცა მის მკლავებში ვიყავი, ძალიან სწრაფად დასრულდა. - არაფერია - ვუთხარი უხერხულად.მაგრამ ისე ჩუმად გამომივიდა ნათქვამი, თვითონაც ძლივს გავიგონე.ლიფტში ისევ აინთო შუქი.რამდენიმე წამში კარები გაიღო.დემეტრემ ჯერ ჩემი საქაღალდეები აიღო იატაკიდან. - აი. - მადლობა. - მომაწოდა.ისევ ერთმანეთს შევხედეთ.და ისევ ის უცნაური სიჩუმე. - კარგად ხარ? - კიდევ ერთხელ მკითხა.ამჯერად გავუღიმე. - ახლა კი. - დემეტრემ თავი დამიქნია და ლიფტიდან გავიდა.მე კი რამდენიმე წამით ისევ შიგნით ვიდექი.შემდეგ მეც გამოვედი.დერეფანში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან უცნაური მემართებოდა.გული ისევ სწრაფად მიცემდა.ხელები ოდნავ მიკანკალებდა.და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ამჯერად ეს ყველაფერი შიშისგან არ ხდებოდა.თითები გულზე მივიდე. - ელა… - ჩუმად ვუთხარი საკუთარ თავს.- დამშვიდდი. - მაგრამ როგორ უნდა დავმშვიდებულიყავი?ისევ ვგრძნობდი მის ხელს ჩემს წელზე.მის ხმას.მის სიახლოვეს.იმ მზერას.მაშინვე თავი გავაქნიე. - არა. - თითქოს საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი. - ეს უბრალოდ შიში იყო. საღამოს დემეტრეს ტელეფონმა დარეკა.ეკრანზე უცნობი ნომერი ეწერა.რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა.არ იცოდა,ვინ იყო. - გისმენთ. - გამარჯობა,ბატონო დემეტრე! - ნაცნობი ხმა იყო...დემეტრეს თვალები გაუფართოვდა...გვიან გააცნობიერა,რომ ელას დედა ურეკავდა... - გამარჯობა,ქალბატონო ეკატერინე!რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ბატონო დემეტრე…უნდა გნახოთ... - მის ხმაში ისეთი დაძაბულობა იყო, რომ დემეტრეს მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება. - რა მოხდა?ელა კარგად არის? - დიახ,სხვა თემაზე უნდა გესაუბროთ... - ერთ საათში პატარა, თითქმის ცარიელ კაფეში ისხდნენ.ელას დედას ხელებს გაუჩერებლად ისრესდა.დემეტრე მის მოპირდაპირედ იჯდა და ჩუმად ელოდა. - ელამ რამე იცის? - ჰკითხა ბოლოს ქალმა. - ჩემზე? - თქვენზეც და იმ ამბავზეც... - არა. - საერთოდ არაფერი? - არა. როგორც ადრე გითხარით, მისთვის არაფერი მითქვამს. - დემეტრემ მზერა დახარა.ქალმა ღრმად ჩაისუნთქა. - არც უნდა გაიგოს,იმ ღამის გახსენება მისთვისაც მტკივნეული იქნება. - დემეტრემ თავი ნელა დაუქნია და პირველად ამოიღო ხმა ისე, თითქოს ეს სიტყვები წლების განმავლობაში ყელში ჰქონდა გაჩერებული. - იმ ღამეს მე უბრალოდ თქვენი მეუღლის ექიმი არ ვიყავი...მაშინ რეზიდენტი ვიყავი...იმ საღამოს თქვენი მეუღლის ოპერაცია რომ დაიწყო, საოპერაციოში ერთ-ერთი თანაშემწე ვიყავი. რიგით მეორე ოპერაცია მქონდა... - მის ხმაში პირველად გაჩნდა ის დაძაბულობა, რომელიც წლების განმავლობაში არ გამქრალა. - თქვენი მეუღლის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, მაგრამ ოპერაციის დაწყებისას ყველაფერი კონტროლქვეშ გვქონდა. გუნდი მზად იყო. მთავარი ქირურგიც ძალიან გამოცდილი იყო. მე კი… ძალიან მინდოდა, რომ ყველაფერი სწორად გამეკეთებინა.რამდენიმე საათით ადრე ქუჩაში ვიპოვე. გახსოვთ? - ელას დედამ თავი დაუქნია. - მე ვიყავი ის ახალგაზრდა, რომელმაც მას გულის მასაჟი გაუკეთა. - დემეტრემ მძიმედ ამოისუნთქა. - როცა საოპერაციოში შევედი, უკვე ვიცოდი, რომ ის კაცი იყო. ალბათ ამიტომაც ვიყავი ზედმეტად დაძაბული.ოპერაცია დაიწყო. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მე ჩემი დავალება მქონდა და უფროსი ექიმის მითითებებს ვასრულებდი. - მერე? - დემეტრემ რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. - მერე მონიტორზე ცვლილება დავინახე. - მაგიდაზე ნერვიულად ამოძრავდა მისი თითები. - წნევა დაეცა. გულის რიტმშიც ცვლილება იყო.იმ წამს მეგონა, რომ ეს ოპერაციის ჩვეულებრივი რეაქცია იყო. ასეთი რამ მძიმე ოპერაციის დროს შეიძლება მოხდეს. ვიფიქრე, რომ რამდენიმე წამში ისევ დასტაბილურდებოდა.შეცდომა დავუშვი. - ელას დედას სახე შეეცვალა. - რა შეცდომა? - დემეტრემ პასუხამდე რამდენიმე წამი ვერაფერი თქვა. - არ დასტაბილურდა ის ცვლილება...მაშინვე უნდა მეთქვა...უნდა მეთქვა...ეს იყო ჩემი შეცდომა.რამდენიმე წამით დაველოდე. მხოლოდ რამდენიმე წამით… მაგრამ იმ რამდენიმე წამმა ჩემთვის მთელი ცხოვრება შეცვალა...შემდეგ მონიტორზე ცვლილება კიდევ უფრო მკვეთრი გახდა.მთავარმა ქირურგმა მაშინვე შეხედა ეკრანს და მკითხა თუ რა ხდებოდა...პასუხი ვერ გავეცი... - დემეტრეს მწარედ გაეღიმა - მაშინვე ჩამომაშორს პაციენტს და საოპერაციოდან გამომიშვეს... - დემეტრე… - ქალს ხმა ჩაუწყდა. - მერე? - იმ ღამის შემდეგ თქვენი მეუღლის მკურნალობას ჩამომაშორეს და ოფიციალურად აღარ ვიყავი იმ გუნდის წევრი...მაგრამ ვერ გავუშვი...ყოველდღე ვკითხულობდი მის მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექიმი აღარ ვიყავი, მაინც მინდოდა მცოდნოდა… ცოცხალი იყო თუ არა...და ყოველ ჯერზე, როცა მეუბნებოდნენ, რომ მდგომარეობა ისევ მძიმე იყო, მეგონა, რომ იმ ღამის ის რამდენიმე წამი თავიდან მეწყებოდა. - ელას დედას თვალები აემღვრა. - თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავი დავიმშვიდო, მაგრამ…ჩემი შეცდომა,რომ არა… შეიძლება დღეს თქვენი მეუღლე ცოცხალი ყოფილიყო. - სიჩუმე ჩამოწვა.რამდენიმე წამი არც ერთს არ უთქვამს არაფერი.შემდეგ ქალმა ძალიან მშვიდად თქვა: - არა....ვიცი, რომ…მისი გადარჩენა თავიდანვე შეუძლებელი იყო... - მის ხმაში ახლა ისეთი სიმტკიცე იყო, რომ დემეტრე გაჩუმდა...თავი დახარა. - მაინც… - არავითარი მაინც. - ქალი წინ გადაიხარა. - ახლა სხვა რამეზე უნდა დაგელაპარაკოთ. - ელაზე? - პირველად ამ საუბრის განმავლობაში დემეტრეს მზერა შეიცვალა. - ვერაფერი ვერ უნდა გაიგოს... - მაგრამ… - დემეტრე, გთხოვთ. - მის ხმაში უკვე თხოვნა იყო. - ელამ ეს არ უნდა გაიგოს. - თქვენ მთელი ცხოვრება ვერ დაუმალავთ ამ ამბავს. - სანამ მზად არ იქნება, ვერ გაიგებს. - თუ ოდესმე მკითხავს? - მაშინ…მოატყუებთ... - დემეტრემ თავი ნელა გააქნია. - ვერ მოვატყუებ... - მისი ჯანმრთელობისთვის...წლების შემდეგ ვერ დავაბრუნებ იქ...საიდანაც ძლივს დააღწია თავი...უბრალოდ… ახლა არ უთხრათ... - ქალს სუნთქვა შეეკრა. - ელამ ვერ მიცნო...მაგრამ მე ვიცანი ის გოგო... - ელას დედამ ცრემლები მოიწმინდა. - და მაინც არაფერი უთხარით. - ვერ ვუთხარი... - ეს საიდუმლო ჩვენ შორის დარჩება. - ელას დედა წამოდგა.მაგრამ წასვლამდე შეჩერდა. - დემეტრე… - გისმენთ. - ერთი რამე მითხარით. - დიახ? - ქალმა პირდაპირ თვალებში შეხედა. - იმ ღამეს… როცა პირველად გადაარჩინეთ… მართლა გჯეროდათ, რომ გადარჩებოდა? - დემეტრეს თვალებში ძველი ტკივილი დაბრუნდა. - მაშინ კი…მეგონა, რომ მეორედაც შევძლებდი… - ელას დედამ არაფერი უპასუხა.უბრალოდ თავი დაუქნია და წავიდა.დემეტრე კი დიდხანს დარჩა იმავე ადგილასთან. იმ დღეს მორიგე ვიყავი...საავადმყოფოში ისეთი დატვირთული დღე გვქონდა, რომ საათისთვის ერთხელაც არ შემიხედავს... პაციენტები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ზარები არ წყდებოდა, ექიმები დერეფნებში თითქმის სირბილით გადაადგილდებოდნენ...უკვე რამდენიმე საათი იყო რაც ფეხზე ვიდექი...უცებ თავი დამიმძიმდა...თავიდან ყურადღება არ მივაქციე.რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი უცნაურად შეიცვალა.დერეფნის კედლები თითქოს ნელ-ნელა შორს წავიდა.ხმები ერთმანეთში აირია.თვალებში თითქოს შავი წერტილები ამიფრინდა.ხელი კედელს მივადე. - არა… ახლა არა… - ძლივს ჩავიჩურჩულე.ღრმად ჩასუნთქვა ვცადე...ვერ შევძელი...გული ისე სწრაფად მიცემდა, თითქოს მკერდიდან ამოხტომას ცდილობდა...ერთი ნაბიჯი გადავდგი...მერე მეორე...მაგრამ მესამე ნაბიჯამდე ვეღარ მივედი...მუხლები მომეკვეთა...კედელს ხელი გავუშვი და მთელი სხეულით წინ წავედი... - ელა! - დემეტრეს ხმა გავიგე...შემდეგ მისი ხელები ვიგრძენი...ერთმა წელზე შემომხვია, მეორემ მხარი დამიჭირა... - ელა, შემომხედე. - ვცადე.თვალები ძლივს გავახილე.მისი სახე ბუნდოვნად დავინახე. - დემეტრე… - აქ ვარ. არ დახუჭო თვალები. - უბრალოდ… თავბრუ… - სიტყვა ბოლომდე ვერ ვთქვი.თავი გვერდზე გადამივარდა. თავი ისევ დამიმძიმდა.ფეხებში ძალა საერთოდ აღარ მქონდა.დემეტრემ წამითაც არ დააყოვნა.ხელში ამიყვანა.ერთი ხელით ზურგი დამიჭირა, მეორეთი მუხლების ქვეშ მომკიდა.მე კი ნახევრად გათიშული, მის მხარზე მიყრდნობილი, მხოლოდ მისი გულისცემის ხმა მესმოდა. - დემეტრე… - აქ ვარ. - არ… დამაგდო… - არ დაგაგდებ. - ეს ორი სიტყვა მკაფიოდ გავიგე.დანარჩენი ყველაფერი ისევ ბუნდოვანი გახდა.შემდეგ მისი შეხება ვიგრძენი...ჯერ მაჯაზე...შემდეგ შუბლზე...მისი თითები ფრთხილად შემეხო კანზე...იმ შეხებაზე უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა... - ელა, მე მიყურე... - ძლივს გავახილე თვალები. - ასე…ძალიან კარგი - არ დამტოვო… - ეს სიტყვები ისე ჩუმად ვთქვი, რომ თვითონაც არ ვიყავი დარწმუნებული, მართლა ვთქვი თუ არა.დემეტრე რამდენიმე წამით გაჩუმდა.შემდეგ ძალიან მშვიდად მიპასუხა: - არსად მივდივარ. - მისი ხელი ჩემს ლოყაზე დარჩა.- აქ ვარ. - თვალები ისევ დამეხუჭა. - არა, ელა. შემომხედე. - მისი თითები ოდნავ შემეხო ლოყაზე.- ჩემთან დარჩი. - ვცადე.მართლა ვცადე.მისი სახე ისევ დავინახე, მაგრამ უკვე ბუნდოვნად.ხმები ერთმანეთში ირეოდა.ბოლო რაც ვიგრძენი, ისევ მისი ხელი იყო ჩემს სახეზე.და ბოლო რაც გავიგე, თითქმის ჩურჩულით ნათქვამი: - მე აქ ვარ… გესმის? არ შეგეშინდეს. - შემდეგ ყველაფერი ჩამობნელდა. იმ ღამეს სახლში გვიან დავბრუნდი...დედას უკვე ეძინა...ჩუმად შევედი ოთახში, ჩანთა სკამზე დავდე და ფანჯარასთან მივედი.ყველაფერი მშვიდი ჩანდა.მე კი ვერ ვისვენებდი.რატომღაც მთელი საღამო დემეტრეს სიტყვებზე ვფიქრობდი.ტელეფონი მაგიდაზე დავდე და საწოლზე ჩამოვჯექი.რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე.და ისევ ის მომენტი გამახსენდა...ჯერ თავბრუსხვევა...მერე დემეტრეს ხმა...მისი ხელი ჩემს წელზე...მისი გულისცემა...და ის უცნაური შეგრძნება, რომელიც მას შემდეგ ვერ მომეშორებინა...თვალები ისევ გავახილე. - რა გემართება, ელა?.. -ჩუმად გამეცინა საკუთარ თავზე.მე ხომ ექიმი ვიყავი.ჩემს სხეულში მიმდინარე ყველაფერს ახსნა უნდა ჰქონოდა.ტაქიკარდია - მიზეზი...თავბრუსხვევა - მიზეზი...შიში - მიზეზი...მაგრამ ეს…ამას ჯერ ვერ ვარქმევდი სახელს. ამავე დროს, საავადმყოფოში დემეტრე ცარიელ კაბინეტში მარტო იჯდა.მის წინ რამდენიმე ძველი სამედიცინო ჩანაწერი ეწყო.ერთ-ერთი მათგანი წლების წინანდელი იყო.იმ დღის.იმ ოპერაციის.იმ კაცის.დემეტრემ საქაღალდე გახსნა.პირველ გვერდზე პაციენტის სახელი ეწერა.მან თითები ფურცელზე დაადო.რამდენიმე წამით თვალები დახუჭა.შემდეგ ჩუმად თქვა: - მაპატიე... - არავინ უსმენდა.არავინ იცოდა, ვის ელაპარაკებოდა.ფანჯრიდან ღამის ქალაქს გახედა.დემეტრემ საქაღალდე დახურა.მაგრამ ამჯერად მის სახეზე მხოლოდ სინანული აღარ ჩანდა.შიში იყო.რადგან რაც უფრო უახლოვდებოდა ელა მას…მით უფრო რთული ხდებოდა სიმართლის დამალვა.დემეტრემ შემდეგი პაციენტის ჩანაწერებს შემოწმება დაიწყო.თვალებით ერთსა და იმავე აბზაცს უკვე მესამედ კითხულობდა.და ვერაფრით იმახსოვრებდა რა ეწერა იქ.კალამი ხელში ეჭირა, მაგრამ რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა.მისი ფიქრები ისევ რამდენიმე საათის წინანდელ სცენასთან ბრუნდებოდა.ელა.დერეფანში.მის ხელებში.ის მომენტი, როცა თითქმის დაეცა.ის წამი, როცა დემეტრემ მისი სხეული დაიჭირა და პირველად იგრძნო, რამდენად მსუბუქი იყო.რამდენად დაუცველი.რამდენად შეშინებული.დემეტრემ თვალები დახარა. - რა გემართება… - ჩუმად ჩაილაპარაკა.ფურცელი გადააბრუნა.ვერაფერს შველოდა.კვლავ ელა გაახსენდა.მისი ხმა: „არ დამაგდო“... დემეტრემ კალამი მაგიდაზე დადო.შემდეგ თითქოს საკუთარ თავზე გაბრაზდა. - ექიმი ხარ, დემეტრე. - მაგრამ ამ სიტყვებმა თვითონაც ვერ დაარწმუნა.ელას ღიმილი გაახსენდა.მისი ხმა.მისი დაღლილი თვალები.ის, როგორ უყურებდა ხოლმე, როცა რაღაცას უხსნიდა.და ისევ ის ერთი კითხვა დაუბრუნდა:რატომ?რატომ აინტერესებდა ასე ძალიან, კარგად იყო თუ არა?რატომ ეშინოდა, როცა ის ავად ხდებოდა?რატომ ამჩნევდა მის დაღლილობას მაშინაც კი, როცა სხვები ვერ ამჩნევდნენ?რატომ ეწყებოდა უცნაური სიმშვიდე, როცა ელას ღიმილს ხედავდა?დემეტრემ თვალები გაახილა. - არააა…- ჩუმად თქვა მან.მაგრამ ვის ეუბნებოდა ამ „არას“, თვითონაც არ იცოდა.საკუთარ თავს?თუ იმ გრძნობას, რომელსაც ჯერ სახელი ვერ დაარქვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


