შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთი დაპირება" (ნაწილი III)


დღეს, 00:45
ავტორი Mariana_045
ნანახია 0

ცხოვრებას ერთი უცნაური წესი აქვს-როგორც კი იფიქრებ, რომ ყველაფერი დალაგდა, სწორედ მაშინ რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს…არ ვიცი, რატომ არის ასე…როცა ბოლოს და ბოლოს მშვიდად სუნთქვას სწავლობ, ცხოვრება ისევ გართმევს ჰაერს…როცა გგონია, რომ ყველაზე რთული უკვე უკან მოიტოვე…როცა წლები გავიდა და პირველად აღარ გტკივა ყოველ დილით გაღვიძება…მაშინ თავდაყირა ტრიალდება ყველაფერი…სწორედ ასეთ დროს ისევ ის პატარა გოგო გავხდი,რომელსაც ცხოვრებამ ერთხელ უკვე წაართვა ყველაზე ძვირფასი…ალბათ ყველაზე მეტად სწორედ ამის მეშინოდა…არა სიკვდილის…არა ტკივილის…არამედ იმის, რომ ოდესმე ისევ მომიწევდა თავიდან დაწყება…
მეორე დილით ისევ საავადმყოფოში გამეღვიძა.პირველი, რაც გავიგე, მონიტორის ერთფეროვანი ხმა იყო. თვალები მძიმედ გავახილე. ხელზე გადასხმა მქონდა მიერთებული, მეორე მხარეს კი მონიტორის ეკრანი ციმციმებდა. თავი მტკიოდა, სხეული ისეთი დამძიმებული მქონდა, თითქოს მთელი ღამე არა მეძინა.ფრთხილად ვცადე საწოლიდან აგომა.
-არ წამოდგეთ. - ხმა ნაცნობი იყო.ძალიან ნაცნობი.თვალები გვერდით გავაპარე.მენტორი.მუქი ლურჯი უნიფორმა ეცვა და ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც მანამდე არასდროს მინახავს.ჩვეულებრივ მშვიდი იყო.ზოგჯერ ზედმეტად მშვიდიც კი.მაგრამ ახლა…ახლა თვალებში აშკარა შიში ეწერა.
-სად ვარ? - ძლივს ვკითხე.
- საავადმყოფოში.
- რატომ? - რამდენიმე წამით მიყურებდა
- ექიმო ელა,როგორც ჩანს არ გახსოვთ გუშინდელი დღე... გზაში გონება დაკარგეთ. - შევიშმუშნე.
- მე?
- დიახ, თქვენ. - ხმაში ისეთი სიმკაცრე იყო, თითქოს ისევ ჩემს მენტორობას აგრძელებდა.მაგრამ ამჯერად რაღაც განსხვავებული იყო.თითები ოდნავ დაეჭიმა საქაღალდეზე.
- როგორ გრძნობთ თავს?
- კარგად ვარ.
- თავბრუსხვევა?
- ცოტათი.
- გულისრევა?
- არა მაქვს.
- გულმკერდის ტკივილი? - ამ კითხვაზე შევყოვნდი...
- არა. - თავი დამიქნია და რაღაც ჩაიწერა.
- ექიმო ელა, დღეს სახლში არ მიდიხართ. - თვალები გავაფართოვე.
- რა?
- ჯერ არა.
- ექიმო, მორიგეობა მაქვს. - საქაღალდეს თვალი მოაშორა,თავი ასწია და პირდაპირ შემომხედა.
- აღარ გაქვთ,ექიმო ელა!
- მაგრამ…
- ელენა. - პირველად მომართა სახელით,თან ისეთი ტონით, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შევძელი. - თქვენ დღეს პაციენტი ხართ. - ეს სიტყვები უცნაურად მეტკინა...პაციენტი...მე?...მთელი ცხოვრება ექიმობაზე ვოცნებობდი...წლები ვისწავლე...ახლა კი თავად ვიწექი საწოლზე...იმ დღეს უამრავი კვლევა ჩამიტარდა...სისხლის ანალიზი...წნევა...ეკგ...ულტრაბგერითი...და კიდევ რამდენიმე გამოკვლევა...მე კი ყოველ ჯერზე ვცდილობდი ექიმებისთვის ზედმეტი კითხვები დამესვა.ალბათ იმიტომ, რომ მეშინოდა პასუხების...საღამოს უკვე შედარებით უკეთ ვიყავი...ნინი სავარძელში ჩამჯდარიყო და ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა.ლუკა ფანჯარასთან იდგა.სალო წიგნს კითხულობდა.ოთახში მენტორი შემოვიდა.ჩვეული მშვიდი ხმის ტონით მითხრა:
- ხვალ კიდევ რამდენიმე კვლევა დაგეგმილია. - მაშინვე შევხედე.
- რატომ?
- რადგან გონების დაკარგვის მიზეზი ჯერ ზუსტად არ ვიცით. - ჩემი ღიმილი გაქრა.
- უბრალოდ გადაღლის ბრალია.
- შეიძლება.
- და?
- ელა,თქვენ ექიმი ხართ და მგონი უნდა ხვდებოდეთ,რომ შეიძლება სხვა რამეც იყოს. - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.ნინიმ ტელეფონი ნელა დაუშვა.პირველად ვიგრძენი, როგორ დამეცალა გონებაში ყველაფერი.
- სხვა რამე? - მენტორმა თავი დამიქნია.
- ამიტომაც ვაკეთებთ კვლევებს. - თვალები დავხარე.საკუთარ თითებს დავაკვირდი.უცნაურად მიკანკალებდა.
- საშიშია? - პასუხი მაშინვე არ გამცა.მერე მშვიდად თქვა:
- თქვენც იცით,რომ გამოკვლების პასუხების გარეშე, ჯერ რამის თქმა არ შეგვიძლია. - და წავიდა.იმ ღამეს ვერ დავიძინე.დერეფნიდან ხანდახან ნაბიჯების ხმა შემოდიოდა.ვიღაც ექიმი სწრაფად ჩაივლიდა შიგადაშიგ.ვიღაც ექთანი ჩურჩულებდა.მონიტორის ერთფეროვანი ხმა ოთახს ავსებდა...ტიკ...ტიკ...ტიკ...თვალები დავხუჭე.და უცებ მამა გამახსენდა.მისი სიცილი.ის დღე.მისი სიტყვები.გულზე ხელი დავიდე.და ცხოვრებაში პირველად შემეშინდა საკუთარი გულის.არა სიკვდილის.არა დიაგნოზის.არამედ იმის, რომ იქნებ იმ ოცნებამდე ვეღარ მივსულიყავი...ჩუმად ჩავილაპარაკე:
- მა…ოღონდ ეს არა…ოღონდ გულთან დაკავშირებით არა… - იმ ღამეს პირველად გამიჩნდა შიში...შიში იმისა,რომ იქნებ ჩემი ოცნების ყველაზე დიდი დაბრკოლება სწორედ ის ორგანო გამხდარიყო, რომლის გადარჩენასაც მთელი ცხოვრება ვაპირებდი...
კვლევები დილით დაიწყო.ჯერ ელექტროკარდიოგრამა.შემდეგ ექოსკოპია.შემდეგ სისხლის ანალიზები.ყველგან ერთი და იგივე კითხვას ვსვამდი:
- ყველაფერი ნორმაშია? - პასუხი ყოველთვის ერთი იყო:
- ჯერ საბოლოო პასუხს ველოდებით. - შუადღისკენ ისევ ოთახში დამაბრუნეს.სალო იქ დამხვდა.ხელში წიგნი ეჭირა.
- რას კითხულობ?
- არაფერს.
- სალ, წიგნი გიჭირავს.
- ვიცი...მაგრამ...ხუთი წუთია ერთ გვერდს ვუყურებ. - გამეცინა.
- ელა,ხომ იცი რომ არ უნდა ინერვიულო...როგორი პასუხიც არ უნდა მოვიდეს...
- შენც ნერვიულობ? - პირდაპირ შემომხედა და ცრემლნარევი ღიმილით მიპასუხა:
- ძალიან. - საღამოს პალატაში მენტორი შემოვიდა.სახე ამჯერად სრულიად განსხვავებული ჰქონდა...ხელში ჩემი კვლევების პასუხები ეჭირა...
- ცუდი პასუხია? - სკამი ჩემს საწოლთან ახლოს მოიწია.
- პასუხები უნდა განვიხილოთ.
- ესე იგი ცუდია.
- ელენა…
- ექიმი ვარ. პირდაპირ მითხარით. - რამდენიმე წამით დუმილი არჩია.შემდეგ საქაღალდე გახსნა.
- გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა. - გული შემეკუმშა.
- რა ცვლილებები?
- გულის რითმის ეპიზოდური დარღვევის ნიშნები.
- რა ტიპის?
- ჯერ ზუსტად უნდა დავადასტუროთ. ამიტომ დაგინიშნავთ ჰოლტერის მონიტორინგს.- თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- მაინც რამდენი ხანი?
- ოცდაოთხი საათი. -ისევ გავჩუმდი.მენტორი კი მშვიდად განაგრძობდა - შესაძლოა საქმე გვქონდეს პაროქსიზმულ ტაქიკარდიასთან. - მისი სიტყვები მესმოდა.ყველა ტერმინი ვიცოდი.ზუსტად ვიცოდი, რას ნიშნავდა...მაგრამ უცნაური იყო…რადგან...როცა ეს სიტყვები შენს სამედიცინო ისტორიაში ჩნდება, თითქოს მათი მნიშვნელობა იცვლება.
- ესიგი…ჩემი გული უცებ აჩქარდება?
- შესაძლოა.
- გონებაც ამიტომ დავკარგე?
- ამის გარკვევა გვჭირდება. - ფანჯარას გავხედე.გარეთ უკვე ბნელდებოდა.
- და თუ დადასტურდა?
- მკურნალობის ვარიანტები არსებობს.
- სამსახური? - გაჩუმდა...მაშინვე მივხვდი... - სამსახურს ვეღარ გავაგრძელებ?
- მე ეს არ მითქვამს.
- მაგრამ არც ის თქვით, რომ გავაგრძელებ. - თავი დახარა.შემდეგ პირდაპირ შემომხედა.
- ექიმო ელა,ჯერ არ ვიცით დიანგოზი... - ცრემლები მომადგა...
- კარდიოლოგი უნდა გავხდე.
- ელა, ვიცი.
- არა, თქვენ არ იცით. - ხმაში პირველად გამეპარა ბრაზი. - ეს უბრალოდ პროფესია არ არის...მამას დავპირდი... - ამ სიტყვებზე მისი სახე ძალიან ოდნავ შეიცვალა...ისევ ის უცნაური მზერა...თითქოს რაღაც ძალიან ძველი გაახსენდა...მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე.
- მე ბოლომდე უნდა მივიდე,რაც არ უნდა დამემართოს. - რამდენიმე წამი მიყურა...
- მაშინ ბოლომდე მივალთ.
- ჩვენ?
- დიახ...თქვენ ჩემი რეზიდენტი ხართ...და სანამ ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ ხართ, მარტო არ იქნებით...
მეორე დღეს ჰოლტერის აპარატი დამამაგრეს.პატარა მოწყობილობა იყო, მაგრამ ჩემთვის იმ დღეს მთელი სამყარო გახდა.ყველა გულისცემას ვგრძნობდი.ყველა მცირე ცვლილებას.ყველა წამს.ნინი მეუბნებოდა:
- ნუ უსმენ.
- როგორ არ მოვუსმინო?
- ჩვეულებრივად იცხოვრე. - გამეღიმა.მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა...რამდენიმე დღის შემდეგ...დიაგნოზი დადასტურდა...პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია...მდგომარეობა მართვადი იყო.მკურნალობის სხვადასხვა გზა არსებობდა.საჭირო იყო მეთვალყურეობა, რეჟიმის შეცვლა, გადაღლის თავიდან აცილება და მკურნალობის გეგმის დაცვა.მეოთხე დღის დილა იყო.მენტორი ისევ ჩემს ოთახში შემოვიდა. ხელში რამდენიმე ფურცელი ეჭირა. თავიდან ჩვეულებრივად გადახედა ჩემს ანალიზებს, მერე მონიტორს შეხედა და ბოლოს მზერა ჩემზე შეაჩერა.რამდენიმე წამით ჩუმად იყო.მაშინვე შევამჩნიე.
- რამე მოხდა?
- არა, - მშვიდად მიპასუხა. - უბრალოდ რამდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა...ელა, თქვენ მითხარით, რომ ექიმობა მამას დაჰპირდით.
- დიახ.
- და ის დაპირება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია? - გამეღიმა.
- ყველაზე მეტად. - რამდენიმე წამი თვალებში მიყურებდა მენტორი...თითქოს შემდეგი კითხვის დასმაზე ყოყმანობდა.
- თქვენი მამა… გარდაცვლილია? - ღიმილი სახიდან მაშინვე გამიქრა.თვალები დავხარე.
- დიახ. - არაფერი თქვა.არც „ვწუხვარ“, არც სხვა დამამშვიდებელი სიტყვა.უბრალოდ თვალები დახუჭა...თითქოს უეცრად რაღაც ეტკინა...
- დიდი ხნის წინ? - მკითხა ფრთხილად.
- დიახ.
- გულის პრობლემები ჰქონდა? ამ კითხვაზე არ დავფიქრებულვარ.
- ჰქონდა.
- იცით, კონკრეტულად რა დიაგნოზი ჰქონდა?
- ვიცი, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. მერე მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ოპერაცია დასჭირდა.
- ოჯახში სხვასაც ჰქონია მსგავსი პრობლემა? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
- რატომ მეკითხებით ამ ყველაფერს? - მენტორმა მზერა ამარიდა.
- თქვენი გულის რიტმის დარღვევის მიზეზი ბოლომდე უნდა გავარკვიოთ.
- და ოჯახის ისტორია მნიშვნელოვანია?
- ექიმო ელა,ზოგჯერ ძალიან. - წამოდგა.კართან მისულმა კი კიდევ ერთხელ შემომხედა. - და, ელა...ის დაპირება, რომელიც მამას მიეცით...ზოგჯერ საკუთარ თავზე ზრუნვაც იმ დაპირების ნაწილია. - კარი გაიხურა.მე კი ისევ მამაზე დავფიქრდი.მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რატომ დასჭირდა მენტორს მამის შესახებ ამდენი კითხვის დასმა.არ ვიცოდი, რომ მისთვის ეს უბრალოდ ოჯახის სამედიცინო ისტორია არ იყო...დიაგნოზის გაგებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როცა მეორე ცუდი ამბავი გავიგე.ჩემი მდგომარეობა მხოლოდ შემთხვევითი არ ყოფილიყო.მითხრეს, რომ არსებობდა გენეტიკური ფაქტორის შესაძლებლობა - მემკვიდრეობითი მიდრეკილება, რომელიც გულის რიტმის დარღვევასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული...ეს კი სწორედ მამისგან მერგო მემკვიდრეობით...მაშინ გამახსენდა მენტორის შეკითხვები.ოჯახის სამედიცინო ისტორია.მამის ჯანმრთელობა.ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი პრობლემა.რა დაავადებები გვხვდებოდა ოჯახში...სწორედ ამიტომ მეკითხებოდა.სწორედ მან დააკავშირე ისეთი რამეები ერთმანეთთან,რაზეც მე არც კი მიფიქრია...და ბოლოს ისიც დადასტურდა...ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა...ჩემი დაავადება გენეტიკური იყო...მამისგან მივიღე...ჩემთვის ყველაზე მძიმე შეზღუდვა იყო…რამდენიმე კვირა საავადმყოფოში არ მიმუშავია…ვარჯიში შევწყვიტე.ღამის მორიგეობები დროებით მომიხსნეს.ჩემი პაციენტობის დღეებში ერთი უცნაური რამ მოხდა.ჩემი პალატა ნელ-ნელა ჩემი მეგობრების თავშესაფრად გადაიქცა.თავიდან ნინი, სალო და ლუკა უბრალოდ მნახულობდნენ.შემდეგ უკვე ნივთების მოტანაც დაიწყეს.ჯერ ნინიმ მოიტანა თავისი ბალიში.
- ეს რატომ მოიტანე? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- შენი ბალიში არ მომწონს...ძალიან არა კომფორტულია.
- ჩემი ბალიში საავადმყოფოსია.
- ზუსტად... ამიტომ არ მომწონს. - მეორე დღეს სალოს პლედი შეემატა პალატას.მესამე დღეს ლუკას დამტენი.მეოთხე დღეს უკვე სამი ჭიქა ყავა, ერთი ჩანთა ტანსაცმელი და რაღაც გაურკვეველი რაოდენობის ორცხობილა იდო ჩემს საწოლთან.ექთანმა კარი შემოაღო, ოთახს გადახედა და გაოცებულმა გვკითხა:
- აქ პაციენტი წევს თუ სტუდენტური საერთო საცხოვრებელია? - თვალები გადაატრიალა და კარი დახურა.ყველაზე სასაცილო მაინც გამოკვლევებზე წაყვანა იყო.სანამ ფეხზე წამოვდგებოდი, ლუკა უკვე კართან იდგა.
- მე წავიყვან.
- ლუკა, ფეხითაც შემიძლია.
- ექიმმა თქვა, რომ არ უნდა იჩქარო. - ხელი გამომიწოდა. - მობრძანდით, ქალბატონო პაციენტო.
- ნუ მელაპარაკები ასე.
- გთხოვთ, არ შემეწინააღმდეგოთ. თქვენი ეტლი მზად არის.
- ფეხით მივდივარ!
- არავითარ შემთხვევაში - მეც სხვა რა გზა მქონდა.ეტლში მოვკალათდებოდი და საავადმყოფოს დერეფანში მაქსიმალური სიჩქარით შევყავდი პირად მძღოლს.
- ლუკა... ნელა...
- თავბრუ ხომ არ გეხვევა?
- არა...მაგრამ მალე ეგეც მოხდება! - ნინის ზრუნვა სულ სხვა დონეზე იყო. საჭმელი სულ მას მოჰქონდა...მე კი საერთოდ არ მინდოდა ჭამა.
- არ მინდა.
- უნდა ჭამო.
- ნინი, მართლა არ მინდა. - ჩანგალი აიღო.
- კარგი.
- რას აკეთებ?
- გაჭმევ. - პროტესტის მიუხედავად ჭამა მაინც მიწევდა.
- კარგი... მე თვითონაც შემიძლია!
- ვიცი. - პატარა ლუკმას აიღებდა და პირდაპირ ჩემკენ გამოწევდა,თითქოს საბავშო ბაღის აღსაზრდელი ვიყავი.
- აბა...მოფრინდა თვითმფრინავი.
- ნინი! ბავშვი არ ვარ!
- ვიცი. მაგრამ ავადმყოფი ხარ.
- ეს არგუმენტი ყველაფერზე არ ჭრის.
- მაგას მე გადავწყვეტ. - სალო კუთხიდან გვიყურებდა და ჩემი წამებით ტკბებოდა.საღამოობით სამივე ჩემს პალატაში მოკალათდებოდნენ.ნინი საწოლთან იჯდა და რაღაცას ჭამდა.ლუკა ჩემს ტელეფონში თამაშობდა.სალო ფანჯარასთან წიგნს კითხულობდა.მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი გახდნენ ისინი ჩემთვის.მარტო არ ვიყავი.ალბათ სწორედ ამიტომ აღარ მეშინოდა ისე ძალიან...რადგან ზოგჯერ გამოჯანმრთელებისთვის მხოლოდ წამალი და ექიმი არ არის საჭირო...
პაციენტობის პერიოდი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე თავიდან მეგონა.სამი კვირა.სამი სრული კვირა საავადმყოფოში.თეთრ კედლებში, მონიტორის წკრიალში, დილის ექვს საათზე გაღვიძებასა და ექთნების ჩუმ ნაბიჯებში.ამ სამ კვირაში ბევრი რამ ვისწავლე.საკუთარ თავს ვასწავლე მოთმინება.ვისწავლე, რომ ყველა დღე პროდუქტიული არ არის.ვისწავლე, რომ ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომაც გამარჯვებაა.ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბევრჯერ დავრჩი საკუთარ თავთან მარტო.ღამით, როცა მეგობრები წავიდოდნენ და დედასაც ვთხოვდი, სახლში წასულიყო, ოთახში მხოლოდ მონიტორის ხმა რჩებოდა.ჭერს ვუყურებდი და ვფიქრობდი.რა იქნებოდა ამის შემდეგ?შევძლებდი ისევ იმავე ტემპით მუშაობას?ისევ შევძლებდი ღამის მორიგეობებს?ისევ შევძლებდი მძიმე პაციენტების წინ დგომას ისე, რომ საკუთარ გულზე არ მეფიქრა?შევძლებდი თუ არა ისევ იმ ელად დაბრუნებას, რომელიც აქამდე ვიყავი?პასუხი მაშინ არ ვიცოდი.ალბათ არც უნდა მცოდნოდა.სამი კვირის შემდეგ საავადმყოფოდან გამომწერეს.სახლში დაბრუნება უცნაური აღმოჩნდა.პირველი დღე ბედნიერი ვიყავი.მეორე დღესაც.მესამე დღეს კი მივხვდი, რომ უკვე საავადმყოფო მენატრებოდა...დერეფნები.პალატების კარები.ექთნების ხმა.მორიგეობის წინ სწრაფად დალეული ყავა.პაციენტების კითხვები.სტეტოსკოპი.თეთრი ხალათი.ის სუნიც კი, რომელსაც საავადმყოფოს გარდა ვერსად იგრძნობ.ყველაზე მეტად კი ექიმის ადგილი...ჩემი ადგილი მენატრებოდა...ორმა კვირამ გაილია ასეთ მონატრებაში...მაგრამ მარტო ნამდვილად არ ვყოფილვარ.ყოველ დილასა და საღამოს ჩემი სამი გიჟი მოდიოდა.ხანდახან ათი წუთით შემომირბენდნენ.ხან კი დილამდე ჩემთან რჩებოდნენ.მენტორიც ხშირად მეკონტაქტებოდა...ერთ დღეს ოთახში მარტო ვიყავი.კარზე ზარი გაისმა.დედა სამზარეულოში იყო.
- მე გავაღებ! - დავუძახე.
- არ ადგე, მე გავაღებ! - მაშინვე მომაძახა. - რამდენიმე წამში დერეფნიდან კარის ხმა გავიგე.შემდეგ დედიკოს ხმა.
- გამარჯობა... - პასუხი ვერ გავიგე.ოთახიდან გამოვედი.დედა კართან იდგა.კარი ჯერ კიდევ ღია ჰქონდა.მის წინ კი დემეტრე იდგა.ჩემი მენტორი.ხელში პატარა ჩანთა ეჭირა.დედას სახეზე ღიმილი შეახმა.უბრალოდ გაქრა.
- მენტორო? - დემეტრემ თავი დამიქნია.
- გამარჯობა, ელა. - დედა გვერდზე გაიწია.
- მობრძანდით. - მის ხმაში რაღაც უცნაური იყო.ძალიან პატარა ცვლილება.დემეტრე სახლში შემოვიდა.
- როგორ ხართ? - მკითხა.
- კარგად. - დედამ კი მოულოდნელად იკითხა:
- თქვენ... დემეტრე ნიჟარაძე ხართ? - დერეფანში სიჩუმე ჩამოვარდა.გაკვირვებულმა შევხედე დედას.
- დიახ.
- გასაგებია... - დედამ თავი ნელა დაუქნია.გასაგებია?რა იყო გასაგები?რატომ იცოდა დედამ მისი სახელი?ან მე ხომ არასდროს მითქვამს მისთვის გვარი.ან იქნებ მითქვამს?აღარ მახსოვდა.დედა უკან დაიხია და თითქოს ჩვეულებრივი ღიმილი დაიბრუნა.
- მობრძანდით, ექიმო. - დემეტრე ოთახში შევიდა.
- როგორ არის პაციენტი დღეს?
- პაციენტი თავს უკეთ გრძნობს, - ვუპასუხე.
- ექიმი?
- ექიმი სამსახურში დაბრუნებაზე ოცნებობს.
- ოცნება შეგიძლიათ. დაბრუნება ჯერ არა.
- უსამართლობაა.
- სამედიცინო გადაწყვეტილებები სამართლიანობის პრინციპით არ მიიღება.
- ვიცი.
- მაშინ ნუ მეკამათებით. - გამეცინა.ჩემი პულსი შეამოწმა, მონაცემებს გადახედა და რამდენიმე კითხვა დამისვა.მაგრამ მხოლოდ დედას რეაქციაზე მეფიქრებოდა...
- ასე თუ გააგრძელებთ...მალე დაგვიბრუნდებით ექიმო! - თვალები გამინათდა.
- მართლა?
- ნელ-ნელა, - გამიმეორა.
- ანუ სამსახურში დაბრუნებას შევძლებ?
- გარკვეული შეზღუდვებით.
- ღამის მორიგეობა?
- არა.
- სრული დღე?
- თავიდან არა...ეს ყველაფერი ერთ დღეში არ მოხდება...თქვენი ამოცანა ახლა გამოჯანმრთელებაა. ჩემი კი იმის უზრუნველყოფა, რომ სამსახურში უსაფრთხოდ დაბრუნდეთ.- მეორე დილით სამზარეულოში რომ შევედი, დედა უკვე ყავას სვამდა.სკამზე ჩამოვჯექი და თავი მაგიდაზე დავდე.
- დილა მშვიდობისა...
- დილა მშვიდობისა, მძინარე მზეთუნახავო.
- საერთოდ არ ვარ მზეთუნახავი. საერთოდ არ მძინებია. - დედამ წინ ყავა დამიდგა.ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით.შემდეგ თითქოს სრულიად შემთხვევით მკითხა:
- ნინი როგორ არის? - თავი ავწიე.
- ნინი?
- ჰო.
- კარგად. რატომ მეკითხები?
- უბრალოდ მაინტერესებს. ყოველთვის შენთან ერთად არის და ამიტომ...კარგი მეგობარია?
- ძალიან.
- და სალომე?
- სალომეც და ლუკაც ძალიან კარგად არიან დედა... - ამჯერად გამეცინა.
- არა შეიძლება შენზე რაიმედ კითხვა ხომ? - მხრები ავიჩეჩე...რამდენიმე წამით გაჩუმდა.შემდეგ თითქოს ფრთხილად არჩეული სიტყვებით მკითხა:
- მენტორიც კარგი ადამიანია? - ყავა კინაღამ გადამცდა.
- ვინ?
- შენი მენტორი.
- აჰა... დემეტრე?
- ჰო.
- დემეტრე რაღაში გაინტერესებს?
- უბრალოდ ვკითხულობ. - გამეღიმა.
- ნინი, სალომე, ლუკა და ახლა მენტორი. კიდევ ვისზე გინდა ინფორმაცია?
- არ შეიძლება, დედას თავისი შვილის სამსახური აინტერესებდეს?
- შეიძლება. - ყავა მოვსვი.
- დემეტრეც კარგია.
- მკაცრი?
- ძალიან.
- შენთანაც?
- განსაკუთრებით...ჩემგან ბევრს ელოდება. - დედამ წამით შემომხედა.
- და შენ რას ფიქრობ მასზე?
- იმედია როგორც ექიმზე?
- ჰო.
- ძალიან ძლიერი სპეციალისტია.
- და ადამიანურად? - ამჯერად ცოტა დავფიქრდი.
- არ ვიცი... გარედან მკაცრია, მაგრამ ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის.
- დაახლოებით რამდენი წლისაა? - ამჯერად სიცილი წამსკდა.
- ეგ აღარ ვიცი.
- არასდროს გიკითხავს?
- არა, დედა. ის ჩემი მენტორია...რაში უნდა მაინტერესებდეს მისი ასაკი
- კარგი, კარგი. - ისევ ყავას დავუბრუნდი.მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი კითხვები არ იყო.მალევე გავიდა სამზარეულოდან.მე კი რამდენიმე წამით კარს ვუყურებდი.მაშინ პირველად გამიელვა თავში უცნაურმა აზრმა.დედას დემეტრეზე უბრალოდ ცნობისმოყვარეობა არ ჰქონდა.მაგრამ იმ მომენტში ეს აზრი იმდენად აბსურდულად მომეჩვენა, რომ მაშინვე გავაქრე.ვიფიქრე, ალბათ ზედმეტად დავიღალე.ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემმა იცოდა რაღაც, რაც მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი...მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი,რომ დემეტრე ნიჟარაძეს დედამ ჩემამდე დიდი ხნით ადრე იცნობდა...მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ვინ იყო დემენეტრე ნიჟარაძე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent