შიშველი ხეები (სრულად)
,,შენ გულის კედელო გთხოვ ნუ დაეცემი,
რომ შენი სიმართლე ჩემი გზა იყოს.“ ჭორიკანა მეზობელივით იცქირებოდა ფანჯარაში მედიდურად განათებული მთვარე. არ აწუხებდა წამით სირცხვილის გრძნობა განადგურებული კაცის სხეულის შემხედვარე, მეტიც, შუქჩამქვრალ ოთახს ანათებდა გამაღიზიანებლად... საკეტის გადატრიალების ხმა გაისმა და ექოსავით გავარდა სიჩუმემოდებულ სახლში. მიხურა საჩქაროდ კარები, ააბრდღვიალა ქალმა შუქები და მისაღებში შესულს სავარძელზე მჯდომი ქმარი რომ დაუხვდა, შეჰკივლა მოულოდნელობისგან, დაეყარა თან ხელიდან პარკები, შორიდანაც რომ იგრძნობოდა შიგნით უწესრიგოდ ჩაყრილი ძვირადღირებული ტანსაცმლის სუნი... -ღმერთო... ცოტნე... როგორ შემაშინე... - სწრაფად აძგერებულ გულზე მიიბჯინა ხელი ძლიერად და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. - როდის ჩამოხვედი?! რატომ არ დამირეკე? - გაახსენდა ბოლოს, ქმარი რომ იყო ის კაცი მისი და არ ენახა თვეები. გაეპარა ტუჩის კუთხეებში ზედმეტად ხელოვნური ღიმილი და გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი, ხელი რომ ასწია მაშინვე კაცმა მის შესაჩერებლად. ძალიან ებრძოდა ახლა საკუთარ თავს ყვირილი რომ არ დასცდენოდა პირიდან. ამრეზად, სიძულვილით სავსე თვალებით უმზერდა ქალს და ის თითი ექავებოდა გაგიჟებით, საქორწინო ბეჭედი რომ ეკეთა 4 წლის განმავლობაში. -მაქ იდექი. -ცოტნე... -რომელია საათი? სად იყავი ამ დრომდე? - მუხლებზე დაიბჯინა იდაყვები და იატაკს გაუსწორა მზერა. ამაზრეზენი იყო ეს ქალი, მისი ყურებაც ზედმეტი იყო. -მე... მერისთან ვიყავი... კარგად ხარ, ცოტნე? - დაეძაბა მთელი სხეული ქალს. -ამ დროს ბრუნდები შენ სახლში დაოჯახებული დაქალებიდან? -რას ამბობ? მთვარალი ხარ? ამდენიხანია არ მინახიხარ, იმის ნაცვლად რომ ჩამიხუტო და თბილი სიტყვები მითხრა... დაკითხვას მიწყობ? სულ შეიშალე, ცოტნე? - ხმა გაიმკაცრა მაშინვე, თავდაცვის ინსტიქტი ერქვა ამას, გლეხურად. ნელა წამოსწია დამძიმებული თავი. ნელა ააყოლა ქალს მზერა ფეხებიდან თმის ღერამდე. თითქოს აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე... ახლა რომ იცოდა, გააზრებულზე, ნაფიქრალზე სულ სხვანაირი მოეჩვენა ცხოვრების მეგზური ცოტნეს. მტევანში ძლიერად რომ ჩაეკუჭა სურათი ისე გადაუგდო ფეხებთან, თითქოს ძაღლი ყოფილიყოს ახლოს და ძვლით დააჯილდოვა მოშიებული ცხოველი. -რა არის ეს? - ფრთხილად დაიხარა და ზუსტად მის ფეხებთან დაგდებული სურათი მოიქცია ხელში, გადახსნა მაშინვე ჩაკუჭული და... დაუარა მთელ ტანზე შიშის გრძნობამ, ჩამოეცალა ფეხ-ქვეშ საყრდენი და ვეღარ გაბედა თავის აწევა. -რამდენიხანია? - ფრთხილად დასცდა ცოტნეს, სულ ცოტა ეკლო ნაღმივით აფეთქებამდე. -ცოტნე, გთხოვ... -რამდენიხანია, რაც ლაფს მასხამ თავზე?! - დაიღრიალა ბოლოს და წინ მდებარე შუშებიან მაგიდას ისე ძლიერად ჩაარტყა ხელი, ნამსხვრევებად იქცა წამსვე. ახტა ადგილზე ქალი. -ცოტნე, გთხოვ, მათქმევინე... -შენ გოგო... შენ გოგო სრულ ჭკუაზე ხარ?! -მაცადე და აგიხსნი, გთხოვ... - გადმოყარა მაშინვე ცრემლები და კვლავ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ქმართან მისაახლოებლად. -რას ამიხსნი?.. რას ამიხსნი, გოგო, როგორ გაიცანი შენი საყვარელი თუ როდის დაიწყეთ... -ცოტნე, გთხოვ!.. - გააწყვეტინა მაშინვე კივილით და წამომდგარ კაცს ააშტერდა თვალებში დაბლიდან უსირცხვილოდ. - არაფერია მასე... აგიხსნი, მაცადე უბრალოდ... ამოიხვნეშა ერთი ცოტნემ და ზურგი აქცია მაშინვე სუნთქვა რომ დაერეგულირებინა როგორღაც. გადახედა ფანჯრიდან ღამის თბილისს. ჩამიჩუმი არ იყო გარეთ, ლამპიონები ანათებდა მხოლოდ მიძინებულ ქალაქს. -რამდენიხანია, სოფო?!. - ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით დასცდა პირიდან, თავზე გადაისვა თან ორივე ხელი, სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა ჯერ კიდევ მკერდი. რისი მომსწრე გახდა თავის ცხოვრებაში, უჭირდა ჯერ კიდევ გააზრება ბოლომდე. -2 თვე.. მხოლოდ ორი თვე. გეფიცები, ისეთი არაფერი მომხდარა. თვითონ ამეკიდა და იძულებული გამხადა მე... ცოტნე, მართლა არ მომხდარა არაფერი.. ვცდილობდი მის თავიდან მოშორებს... -გაჩუმდი!.. გაჩუმდი! ნუ მაგონებ! ავადმყოფი ხარ, გოგო?! რას მიყვები?! გააფრინე?! შენ რა ქალი ხარ?! რანაირად შემიყვარდი შენ... ვინ ყოფილხარ... -გეყოფა! არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო! -მე ყველაფრის უფლება მაქვს ახლა! -დამარტყი მაშინ ბარემ! შეურაცხადივით უმზერდა ქალს. ეს მართლა არ იყო სრულ ჭკუაზე ახლა. -თურმე რა ბრმა ვყოფილვარ... - თავი გადააქნია გაგიჟებულმა, არ მოუცილებია მზერა არც ერთი წამით იმ ბინძური თვალებისთვის, სხვას რომ უმზერდა რამდენიმე საათის წინ... - თურმე საერთოდ არ გიცნობდი... შენ რა ქალი ყოფილხარ... მე გამიკეთე გოგო ეს?.. როგორ გამიკეთე, სოფო?. -ცოტნე, გთხოვ... - ტირილით გაიწია ხელები რომ შემოეხვია თავისი ქმრისთვის. ზუსტად იმ ბინძური ხელებით, სხვას რომ ეფერებოდა საათების წინ... -შენი დანახვაც არ მინდა. -მაპატიე, გთხოვ.. -გაჩუმდი.. ნუღარ მაზიზღებ მეტად შენს თავს! ტირილით ჩაიკეცა ცოტნეს ფეხებთან. ამრეზად დახედა ერთი და ისე გავარდა გარეთ უკან აღარც მოუხედავს. შენს მისაკუთრებულ სივრცეს რომ მოგპარავენ ნებაყოფლობით და ისე გამოიყენებენ, ისე მოეპყრობიან, როგორც შენ აკეთებდი ამას ადრე, მტკივნეულია ძალიან. გამაღიზიანებელია. და ამაზრზენი. მაგრამ შენ თუ მოინდომებ ამ სივრცის დაბრუნებასა და მისით კვლავ სიამოვნების მიღებას, იმაზე ამაზრეზინი, უმეცარი და უთავმოყვარეო შენ გამოხვალ, დაუფიქრებლად. ... გიჟივით მიაქროლებდა მანქანას და ათასი ფიქრით გამოეჭედა ტვინი. ცხოვრებაში ორჯერ მოუწია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეძლო მისი ცხოვრების შეცვლა სამუდამოდ და თავდაყირა დაყენება. პირველად მაშინ, სტომატოლოგიურზე ჩაბარებულმა ყბა-სახის ქირურგია რომ დაიმატა სასწავლებლად და მეორედ ბეჭდის ასარჩევად რომ გაიყოლა ბავშვობის მეგობარი. 11 წლიანი სწავლის, გადათენებული ღამეების, წიგნთან ჩაძინებული დღეების, კოშმარების, ძილმოკლებული ცხოვრების... ყველაფრის მიუხედავად, წამითაც არ უნანია ცხოვრებაში პირველი გადაწყვეტილება. თავს გრძნობდა ისე, თითქოს ამ ამბისთვის დაიბადა. ხელები ჰქონდა ჯადოსნური და ყველაფრის მკურნალი, რას უნდა შეხებოდა, რომ არ აეყვავებინა და არ გადაექცია სილამაზის ბუდედ. გაცვლითი პროგრამით რომ წავიდა რეზიდენტურაზე შორეულ იტალიაში, ამან იქონია ყველაზე დიდი გავლენა მის პროფესიაში, ცოდნასა და ცნობადობაში. ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა და ისეთი ოპერაციების გაკეთება, სიგიჟე რომ იყო თავიდან ბოლომდე. თვითმფრინავში გადაეყარა სოფია შეწირულსაც. უცნაური ქალი იყო სოფია. უცნაური და ზედმეტად მიმზიდველი. თვალებით რომ აიძულებდა კაცს დამორჩილებასა და მის ყურმოჭრილ მონობას. ზუსტად ისეთი. ასე აენთო ცოტნესაც თვალები პირველად რომ იხილა ქალი, საბერძნეთში მოუწიათ ერთად ფრენა, გვერდიგვერდ ჯდომა და ერთმანეთის აზრების გაზიარება. უკანასკნელი ვიზიტი იტალიაში ზედმეტად გაიწელა. რეაბილიტაცია იყო საშინლად ვრცელი და დაუსრულებელი... 4 თვე მოუწია დარჩენა მაშინ, 4 თვე იმ ქალის გარეშე წამითაც რომ არ შეეძლო სუნთქვა. დილით საავადმოყოში მიმავალს მანქანაზე თეთრი კონვერტი რომ დახვდა ჩამოდებული, გაუკვირდა ძალიან, არ ხდებოდა აქ ასე არაფერი. კონვერტში, არც მეტი, არც ნაკლები, სურათი დახვდა. ცხოვრებას რომ ეძახდა და ცოლი რომ ერქვა მისი, სხვა კაცის მუხლებზე მოთავსებული ზედმეტად მხიარულად შეექცეოდა იმ კაცის ყელს, რომ დასდევდა და ვითომ მოსვენებას არ აძლევდა... თვეების განმავლობაში. რთულია საკუთარი თავით რომ ხარ ადამიანი იმედგაცრუებული, მაგრამ იმაზე უარესია საყვარელი ადამიანის მიმართ რომ განიცდი ამას. შენ მაინც შენ ხარ, ავად თუ კარგად, მაინც მოგიწევს პატიება საკუთარი თავისთვის, ისე ხომ ვეღარ იცხოვრებ, მაგრამ... ის?! როგორ უნდა აპატიო საყვარელ ადამიანს მასზე დამყარებული მიზნების აბუჩად აგდება და არ გამართლება? გამოყენება? მოტყუება? შეურაცხყოფა? ღალატი?! და მთავარი, ის უაზროდ გაფლანგული დრო, ვითომ ყოველი დღე რომ სიყვარულის ბუდედ იყო ნაქცევი... დაკარგული 4 წელი ეკიდა მხრებზე უდიდეს ტვირთად ცოტნე მელიქიშვილს. დამშვიდებულმა მიაყენა მანქანა ნაცნობი კორპუსის წინ, ახედა იმ სართულს ჩაუქრობლად რომ ენთო შუქი და დილა იყო თუ ღამის 4 საათი, მაინც ხელებგაშლილი მოელოდნენ. თურმე ის ყოფილა მისი ნამდვილი ოჯახი, თურმე არც ჰყოლია მის გარდა სხვაგან არსად... გადმოვიდა ბოლოს მანქანიდან, ცივი ჰაერი ჩაისუნთქა ბლომად, მიახეთქა კარები ძლიერად და აუყვა კიბეებს ფეხით. ისედაც პატარა ლიფტი მისი სხეულისთვის მეტად დაპატარავდებოდა და მთლიანად მის მკლავებში მოიქცევდა, სუნთქვის საშუალებას არ მისცემდა და შთანთქავდა ბოლოს. ფეხით აიარა 6 სართული და ნაცნობ კარებთან შეჩერებულმა მალევე დარეკა ზარი. არ იყო ბევრი დრო გასული კარები რომ გაიღო და უმცროსი ძმის ნაომარი სახე დაუხვდა წინ. წარბები შეეკრა მაშინვე გაოცებით ცოტნეს. -ცოტნე? აბა ერთ კვირაში ვბრუნდებიო? - დაექაჩა შიგნით მდგომსაც წარბები, არავინ არ ელოდა მელიქიშვილის ასე ნაუცბათევად დაბრუნებას. -რა გჭირს შენ? - არ დალოდებია არაფერს ისე გასწია გვერდზე და შიგნით შევიდა დაუკითხავად. დაულოდებლად შეალაჯა მისაღებში და არც იქ რომ არ დაუხვდა კარგი ამბავი, შექანდა ადგილზე უნებურად. -ცოტნე, დედიკო... - წამოხტა მაშინვე ადგილიდან თვალცრემლიანი ქალი და ვაჟის დანახვაზე ახალად მოაწვა ყველაფერი ერთად, გადმოყარა მაშინვე ცრემლები და უღონოდ ჩაიკეცა კვლავ სავარძელზე. -დედა... რა ხდება, ხალხო, ნუ შემშალეთ. - გადახედა ყველას სათითაოდ, დედასთან მიიჭრა თან, მიუჯდა გვერდზე და შემოჰხვია ხელები, - დედა, დამელაპარაკე. -ვაი, ცოტნე... - თავი გადააქნია ოჯახის ყველაზე უფროსმა წევრმა, მელიქიშვილების ბებიამ. -რა ხდება, გამაგებინებს ვინმე?! - დასჭექა ბოლოს და გადახედა სათითაოდ ყველა ოჯახის წევრს, შემზარავი სახეებით რომ იცქირებოდნენ. -არ არის კარგი ამბავი... - უმცროსი ძმა - ლუკა მელიქიშვილი ჩამოჯდა ძმის წინ და ისეთ დღეში იყო თვალების გასწორებაც ვერ გაბედა. მიმოიხედა ირგვლივ პირღია ცოტნემ. -სადაა ლილე, აქ რომ წამომჯდარხართ ყველა?! -მაგის სახელი აღარ იყოს აქ! - წამოიკივლა მაშინვე ბებიამ, ძლივს ითმენდა უკვე თავს, რომ არ ამოენთხია მთელი ბოღმა, - ეგ გათახსირებული, როგორ გაბედა... ეგ უზნეო... უზრდელი... ეს ვინ გაგვიზრდია უბეში... გაგიჟებული სახით რომ მიაშტერდა ლუკას, ბოლოს ძლივს დასცდა ბაგეებს: -გაიპარა და გათხოვდა ლილე... ყველაზე მძიმე კოშმარი რომ დაგატყდება თავს და ლაპარაკს დაგავიწყებს, ზუსტად ეს დაემაერთა ცოტნეს. -რაო? - თვალთ დაუბნელდა. - ვინ?.. ვინ გათხოვდა? 17 წლის, ჩემი ლილე?. - ენა დაბმული ლუღლუღებდა და ძლივს იაზრებდა, ძლივს ხარშავდა გონებაში ძმის სიტყვებს. უბედურებას მორიგი უბედურება დაატყდა თავს, ოღონდ ამ შემთხვევაში გააზრებულად გადადგეს ფეხი მომავლის სინანულში, დანგრეულ ცხოვრებასა და ტირილში გათენებულ ღამეებში. - რას ბოდავ? არ გამიკეთებდა ამას ჩემი ლილე... -რამხელა ჭკუა გინდა ქალს, არ იკითხება, ეგ შტერი, ეგა... -ბებია, წესიერად.. - დაისისინა ცოტნემ. სიგიჟე იყო რასაც ეს ხალხი ამბობდა, თუმცა და იყო ის მისი, ყველაფრის მიუხედავად. - რას ლაპარაკობ თუ უფიქრდები?! -ლაფი დაგვასხა თავზე, მაგ ჩერჩეტმა! სად ეჩქარებოდა?! ვინ უშლიდა შეყვარებულს, ჰყვარებოდა ცოტახნით კიდევ, დაემთავრებია სკოლა და წასულიყო მერე ჯანდაბაში. -დედა! - ყველაზე მძიმე ახლა მხოლოდ ცისანასთვის იყო ეს ამბავი. დედისთვის, რომელსაც სიმწრით გაზრდილმა ქალიშვილმა უღალატა და დაინგრია ცხოვრება გაუაზრებლად... - ნუ მიმატებ, გეხვეწები! ხომ ხედავ ცუდად ვარ, გაჩერდი, გეყოფა! -საფლავში ტრიალებს ახლა მამამისი... ეს რომ მოსწროდა თავიდან მოკვდებოდა სირცხვილით... -ბებია, გაჩუმდი! რა გჭირს, გეყოფა, ამოგვასუნთქე! - ყვირილით წამოვარდა ბოლოს ლუკაც და მაგიდას მიჰკრა ფეხი. თავისთვის ბურდღული განაგრძო ამჯერად ქალმა. -ღმერთო, ეს რა მჭირს, ვინ დამწყევლა... - ხელებში ჩარგო დამძიმებული თავი და ძლივს შეიკავა თავი ღრიალი რომ არ დასცდენოდა დაჭრილი ლომივით. - რა გათხოვება... რა იცის მაგან ოჯახი... ნუ შემშალეთ, დედა, რას ამბობს ეს ბიჭი, - დედას თვალებში დააპირა მაინც ბოლოს სინათლის პოვნა. -გავგიჟდები ცოტნე... - ხმამაღალი ტირილით წამოსწია თავი და ჩაეკონა ვაჟს გულში.-ეს როგორ გაგვიკეთა... -როგორ მოხდა?.. - ხმისკანკალით დასცდა და ძმას გაუსწორა მზერა. -თინიკოსთან ვრჩებიო, აიჩემა... დილით რომ მოვიკითხეთ, ავაწიოკეთ მთელი თბილისი, მაგრამ.. შუადღეს იკადრა ძლივს დარეკვა, ცოცხალი ვარ, არაფერია და... გავთხოვდიო... -ლუკა, ნუ გამაგიჟე, რა გათხოვება, სულ შეიშალა ეგ გოგო?! ან.. შენ.. ნორმალური ხარ?! რატომ აძლევ 17 წლის ღლაპს უფლებას მეგობრებთან დარჩეს?! - თავიდან მოაწვა საფეთქლებში გაბრაზება და წამოხტა სავარძლიდან მაშინვე. -მე ვარ ახლა დამნაშავე? - გაეპასუხა ძმას წარბშეკვრით. -დაიცავით ჰო, დაიცავით, შეხვედრაზე რომ წავიდნენ პოლიციასთან ერთად, რა თქვა ერთი უთხარით მის ძმას, გაიგოს მაგანაც ყველაფერი. - აქაქანდა ისევ მაყვალა ბებო. წარბშეკვრით გადახედა ბებიას ლუკამ. მიაჩერდა კვლავ ძმას უფროსი მელიქიშვილი პასუხის მოლოდინში. -ამ ოჯახში უნდა დავბერდეო, - ხელები ჩამოეყარა დაღონებულს. - დედამ რომ დაარტყა, თქვენ თქვენს გზაზე წადით, მე ჩემი გზა მაქვს აწეო... -17 წლის გოგომ საიდან მოიტანა მსგავსი სიტყვები... ვის უბედავს ეგ ასე ლაპარაკს.. სად გდიან მითხარი. -ცოტნე, არ გინდა, არ წამოვა, გეხვეწები, შვილო, დაანებე თავი.. - წამოფრინდა მაშინვე ცისანა და მკერდზე სტაცა ხელი, რომ შეეჩერებინა გაგიჟებული ცოტნე როგორმე. -რა დავანებო თავი... დედა რას მეუბნები, გესმის შენ? დავჯდე და ვუყურო როგორ ინგრევს ცხოვრებას თავისი სულელური, დაუფიქრებელი საქციელის გამო?! არ გამაჩეროთ არც ერთმა. - ძმას გადახედა ამჯერად, - ლუკა, დროზე გამოადგი ფეხი. სად ჯანდაბაში ცხოვრობს. აღარ მიუქცევია არავისთვის ყურადღება ისე გაიჭრა გარეთ, მიჰყვა უკან სირბილით ლუკა. ძლივს ეწეოდა ძმის ნაბიჯებს ისეთ სიგიჟის პირას იყო, ლიფტშიც არ შესულა, ახლა ისე ეხუთებოდა ჰაერი იქ რომ შესულიყო დაიხრჩობოდა. დაიკავა მანქანაში მძღოლის გვერდით ადგილი და დაელოდა როდის ჩაჯდებოდა ლუკა. -ვინაა საერთოდ, რას წარმოადგენს?! - ცოტახნის შემდეგ იკითხა და მოიძია ჯიბეებში სიგარეტის კოლოფი. -დათო გოგოლიშვილი, მერის ქორწილში გაუცნია. სიძის მეჯვარე იყო. -არ გადამრიო ახლა, 30 წლის კაცმა დაისვა მეჯვარედ ცხვირმოუხოცავი ბავშვი?! -არარის ბავშვი... 26 წლისაა. - ამოიჩურჩულა და წინასწარ შეამზადა ყურები ყვირილის მოლოდინში. -რა-ა? რამდენი? ეგ ს*რი, ეგა, ბავშვი როგორ ამისულელა, ეგ ნა*ოზარი. როგორ მისცა თავის თავს უფლება ჩემი და... ბიჭო... მკვლელს გამხდის ეს ხალხი... -დამშვიდდი, - შიშით გადახედა უფროს ძმას ლუკამ. - ამდენი წელი სამედიცინოზე ტყუილად ისწავლე?! -ნერვები აღარ მაქვს უკვე... - გახშირებულად სუნთქავდა, ხსნა იყო ახლა ფანჯრიდან მომავალი ცივი ჰაერი მისთვის, სახეზე რომ ეალერსებოდა. - ეს როგორ გააკეთა.. - ჩაილაპარაკა რამდენიმე წუთში და გაოგნებით გადააქნია თავი. -აზრი არ აქვს, ტყულად მივდივართ, არ წამოვა. -ვკითხავ?! - შესძახა და გადახედა გაბრაზებით ძმას. - ეგ სულელი... შენ იცოდი რომ უყვარდა? -ნუ გამოგყავარ ახლა მთლად ეგეთი ფეხებზე ტიპი. რომ მცოდნოდა შევამჩნევდი რამეს. -იდიოტი ხარ! ნამდვილი შტერი! -მხოლოდ ჩემი მოვალეობა არ იყო მისი დაცვა! - ყვირილითვე გაეპასუხა გაბრაზებულმა. -წესიერად, ლუკა! - თვალები დაუბრიალა ძმას და იმანაც დატუქსული ბავშვივით შეაბრუნა მაშინვე თავი. - ბოდიში, რომ ვერ ავისხი ფრთები იტალიაში და ისე არ გადმოვფრინდი თავის დროზე! გაუჩერებლი მანქანიდან რომ გადახტა ცოტნე, თავზე წაირტყა ხელი უმცროსმა. არ იქნებოდა ახლა აქ კარგი ამბავი... გიჟივით შევარდა 2 სართულიანი კერძო სახლის ეზოში და აღარც დალოდებია ლუკას ისე ატეხა ბრახუნა. წუთი არ იყო გასული, პუტკუნა ქალი რომ გამოჩნდა კარს იქით გაოცებული სახით. -რა ხდება, ჩამოანგრიეთ, ბარემ!.. - შეჰკივლა ქალმა გაბრაზებით. -სადაა ლილე?! ცოტნეს უკან ამომდგარ ნაცნობ სხეულს რომ შეავლო მზერა ქალმა, მიხვდა მაშინვე რაც ხდებოდა. არ დასცალდა ქალს არაფრის თქმა. ნათლად გაარჩია მეორე სართულიდან მომავალ სხეულებს შორის აცრემლებული დის სხეული, მიუყვებოდა წინ აწ უკვე ქმარი და ხელში მოექცია ლილეს პატარა თითები. ტვინში ჩაექცა სისხლი. დაებინდა გონება წამიერად რომ გაიაზრა, რას ნიშნავდა ცოლი რომ ერქვა თავის პატარა დას, მის ხელებში გაზრდილსა და შვილივით წმინდას. თავდახრილი მიჰყვებოდა უკან თავაწეულ დავითს, ისეთი ამაყი მზერა ჰქონდა, თითქოს ქვეყნისთვის გაეკეთებინოს უდიდესი მადლი, დამსახურებულად ატარებდა იმ სიამაყით ანთებულ თვალებსო... მიუახლოვდნენ კარებს, გასწია გვერდზე კარებში გახიდული დედა და წინ დაუდგა ცოლის ძმას. -გისმენთ. უყურა ერთხანს გაოცებული სახით, ტუჩის კუთხეებში გაეპარა ცუდის მომასწავებელი ღიმილი და ისე ჩაავლო კაცს ხელები საყელოში და გამოათრია გარეთ გონებადაბინდულმა, სულ არ მიუქცევია ყურადღება აკივლებული დისთვის და იმ კაცის დედისთვის, ნაკლები დამნაშავე რომ არ იყო ამ საქმეში. მოისროლა მთელი ძალით და ძირში გააგორა კაცი. მიჰვარდა გაავებული და დედის რძესავით აგემა მადლიანი მარჯვენა სახეში. -ვის უბედავ შენ მაგას?!. დაგშლი... ნაწილებად გაქცევ... შენ... ვის დას დააკარე ხელი.. მოგიგრეხ მაგ ამპარტავან კისერს! - ჩასძახა მთელი ხმით ყურში და კარგად შეანჯღრია მის გონს მოსაყვანად, რომ გაეაზრებინა მისი სიტყვები. -ის ჩემი ცოლი... -პირს მოგტეხავ... - ყბაში ჩაავლო ხელი და არაფრით მისცა უფლება წინადადება დაესრულებინა. - ეგ მეორედ არ თქვა... -ცოტნე, გთხოვ, შეეშვი... - ძლივს იკავებდა ერთიციდა ლუკა ორ ქალს და თვალებით ბურღავდა ძმას რომ შეჩერებულიყო. -ენა გააჩუმე... - დაიმშვიდა წამიერად ხმა, ისე გადახედა მხოლოდ დას. - დროზე ჩაალაგე ბარგი.. არ შემშალო, ლილე... არ მათქმევინო მეტად! -ვერ წაიყვან! ცოლია ის ჩემი! - ამოიხავლა მაინც დავითმა უკანასკნელი ძალით. მიაღებინა კვლავ პასუხად მარჯვენა გამწარებულმა ძმამ. -ენას ამოგაძრობ! ნუ მაგონებ მაგ სიტყვას! არაფერი არაა ეს გოგო შენი! საერთოდ არაფერი, დაივიწყე ოდესმე თუ იცნობდი და მეორედ გზად არ გადამეყარო, თორემ... -არ წამოვალ! ხომ ვთქვი უკვე! არ წამოვალ! არა! არ მინდა! მიყვარს! - ამოიტირა და მთელი ძალით მიეკრო ახლად შეძენილ დედას. -გოგო!.. -არ გესმის შენ? შენ უფრო სტკენ ახლა გულს თუ მე? - არ ჩერდებოდა ცოტეს ხელებში გველივით მომწყვდეული დათო. -ამხელა კაცი ხარ... თითისტოლა ბავშვთან როგორ გაბედე ურთიერთობა... ოჯახი არ გყავს? სად გაიზარდე? - მიატრიალა თავი ფრთხილად უცხო ქალისკენ. - შენ გაზარდე? ასეთი როგორ გაზარდე? რა უყავით ჩემს გოგოს?.. -წადი ცოტნე!.. გთხოვ! ნუ მტანჯავ... -მე გტანჯავ?! - უშვა ბოლოს ხელი, მიაგდო ხელით ძირში და წამოფრინდა მაშინვე ადგილოდან, მიიჭრა დასთან და მოიქცია მისი პატარა სახე ხელებში. - მე გტანჯავ, ლილეკო?! ეს როგორ გაუკეთე შენს თავს?! შენ იცი რას ნიშნავს ოჯახი? იცი, რამხელა პასუხისმგებლობა აიღე ტვირთად, როგორ გადააბიჯე ფეხი შენს მომავალს... აი ასე, ჭიანჭველასავით გასრისე და დედას რაც უთხარი, იმ სიტყვებით საერთოდ ფეხის მოძრაობით შეაჭყლიტე მომავალი... შენ იცი რას ნიშნავს შენი ოჯახი რომ გყავს? შენ თვითონ ბავშვმა იცი როგორ უნდა აღზარდო, გაზარდო, მოუარო შვილს?! -ცოტნე... - ტირილით შემოაჭდო ძმის ხელებს თავისი. -პატარა ხარ, ლილე, ჩემი პატარა გოგო ხარ, არ გამიკეთო ეს, გეხვეწები... გონს მოდი... არ არის ჯერ ამის დრო. არ იცი რას ნიშნავს შენ ,,ცოლი“ რომ გქვია, არ იცი შენ ეს პასუხისმგებლობა, არაფერი არ იცი... არ გადაახტე საკუთარ თავს, ლილე... -გთხოვ... -არ გადამახტე!.. - გაფრთხლებასავით გაისმა ცოტნეს მტკიცე ხმა. ცერებით შეუმშრალა დას ცრემლები. - ადი. და ჩაალაგე. -არ შემიძლია... მიყვარს. ისე მიყვარს, რომ ვიცი ყველაფერს შევძლებ.. გთხოვ, ცოტნე.. არ მიმატოვო, მაგრამ ახლა წადი... - მოიშორა ფრთხილად ძმის ხელები და მის უკან მდგომ დათოს გაუსწორა მზერა. ნელა გადახედა თავადაც დავითს. -არაკაცი ხარ. ნახე სულელი ბავშვი, ააშტერე და აქამდე მიიყვანე. არ შეგარჩენ ამას... - გადახედა კვლავ დას. - დამმარხე, ლილე. აუარა გვერდი და წავიდა. თითქოს არც ყოფილიყო უწინ არაფერი. არ ჰქონოდათ უკან საერთო წარსული. თითქოს ვერ ხედავდა მის თვალებში 2 წლის ლილეს... აღარ ანათებდნენ ძველებურად... თავის დროზე ლილემ პირველად ცოტნეს სახელი თქვა. მას დაუძახა და ის აირჩია მის სამუდამო მცველად. ... განადგურებული ცოტნეს ცხოვრებაში შუქები ჩააქვრეს მაღლიდან, დასაწოლად მიმავალებმა. აწუხებდათ, ალბათ, ძალიან. მეორე დღესვე შეიტანა განცხადება განქორწინების თაობაზე. არ ეშვებოდა სოფო არაფრით, ასჯერ ურეკავდა დღეში და შეტყობინებეს უგზავნიდა, ძირითადად ერთი და იგივე იყო ტექსტის შინაარსი - პატიებასა და საუბარს სთხოვდა. რა უმეცარი უნდა იყო ადამიანი, რომ ღალატის შემდეგ პატიებას ითხოვდე?! ეს ხომ ჭიქის გატეხვა არ არის შემთხვევით მომივიდაო თავი რომ იმართლო. გული ერეოდა საკუთარ თავზე ცოტნეს, ეს ქალი რომ შეუყვარდა წლების წინ და დაუკავშირა ცხოვრება სამუდამოდ... ამდენიხანი როგორ ვერ ამოიცნო იმ ქალის სახე? ეს აგიჟებდა ყველაზე მეტად. იმდენად ამაზრზენი იყო მისთვის ეს შექმნილი სიტუაცი არც კი დაუწყია თავისი ცოლის საყვარლის ძებნა, ამით მეტად დაიმცირემდა თავს. ორცეცხლს შუა იყო მოქცეული და მთელი არსებით ებრძოდა საკუთარ თავს. ნაჩვევი იყო ბრძოლას ბავშვობიდან, თუმცა მივიწყებული ჰქონდა, მას შემდეგ, რაც კარიერა აიწყო ყველაფერი შეიცვალა მელიქიშვილების ცხოვრებაში. 16 წლის იყო ავტოსაგზაო შემთხვევით რომ დაეღუპა მამა და მთელი ცხოვრებისეული ტვირთი აეკიდა მხრებზე დაუფიქრებლად. ამიტომ იყო მისთვის ოჯახი ასეთი წმინდა, რომ იცოდა რა ჰქონდა უკან გამოვლილი, რას აკეთებდა ამ ოჯახის სარჩენად, რას იკლებდა, რაზე უწევდა უარის თქმა... გამოვლილი რომ ჰქონდა ყველაფერი მაგიტომ არ ეთმობოდა შვილივით გაზრდილი ლილე ამ დიდი უღელისთვის. არანაირი საქმე არ უთაკილია ცხოვრებაში, მიზანი იყო ერთი, კარგად ჰყოლოდა ოჯახი. მერე დრო მოვიდა უნივერსიტეტში ჩაბარებისა. რთული იყო ძალიან მედიცინის სტუდენტისთვის სამსახურის შეთავსება, ამავდროულად, თუმცა არაფერია შეუძლებელი თუ გულით მოიწადინებ ადამიანი. რის ვაი-ვაგლახით ჩაამთავრა სწავლა, წამოდგა ფეხზე და დააყენა ოჯახიც ძლიერების გზას. და სწორედ მაშინ გადაეყარა სოფოსაც, მაშინ ამოყირავდა ცხოვრება, აურია თავგზა 5 წლის ბიჭუნასავით და არც მოისვენა სანამ მიზანს არ მიაღწია და საქორწინო მაგიდასთან არ დაისვა ცხოვრების სიყვარული. მასზე ბედნიერი არ დადიოდა დედამიწაზე კაცი. დროის გასვლასთან ერთად იცვლებოდა შეწირულიც, თუმცა თვალებდაბინდული ცოტნე ვერაფერს ამჩნევდა. ეყო საბოლოოდ სოფოს იმის სინდის-ნამუსი ჩაელაგებინა ჩანთა და წასულიყო სახლიდან. ძალით დატოვებული პატარ-პატარა ნივთები შეაგროვა იმ დღეს ნაგვის პარკში და დაუფიქრებლად ჩაუძახა ურნაში. დასრულებული იყო. თითქოს წაშალა, გააუქმა ის გრძნობები თავის გულში. არ არსებობს იმაზე სშინელი მიზეზი წყვილის დაშლისა, როგორიც ღალატი და ძალადობაა. უპატიებელია! პატიება კი დამამცირებელი! კარებზე ზარმა დაუფრთხო ძილი მელიქიშვილს, ზანტად წამოიმართა ფეხზე და კარის გასაღბად გასწია. გარეთ 30 წლამდე ულვაშებიანი კაცი იდგა დარცხვენილი სახით, მის გვერდით კი პატარა 5 წლამდე ბიჭუნა, რომელსაც მთელი ძალით ჩაეჭიდა პატარა თითები მამის ხელისთვის. -ვიცი, ყველაზე არასწორი კაცი ვარ მთელ მსოფლიოში, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვიცალე ამ დრომდე. - შეწუხებულმა ამოთქვა და დაუფიქრებლად გადაეკონა ბავშვობის მეგობარს გუგა დადიანი. ზურგზე ძლიერად დარტყმით მიანიშნა ყველაფერი. -პატარა კაცი, - ღიმილით ააფრიალა ხელში ნათლული და ლოყაზე მიაწება ტუჩები ხანგრძლივად. შეუყვნენ სახლში ერთად. -მარტო ვერ მოვედი, ექიმთან მყავს აქედან წასაყვანი. -რატომ, რა სჭირს პატარა ონავარს, - მის ხელებში მომწყვდეულს დახედა ზემოდან. -კბილი მტკივა. - მხრები აიჩეჩა პატარამ. -ძალიან გთხოვ, დრამა არ დამიდგა ჩემთან რატომ არ მოგყავსო, არავისთან ჩერდება, არავის არ უღებდა პირს, სანამ ერთ ღვთაება ექიმს არ მივაგენით. დაჰიპნოზებულივით უზის 1 საათი და საერთოდ არ ინძრევა. - გაოგნებით ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაესვენა გუგა. -მახსოვს, ჰო, არ გაჩერდა ჩემებთან. - ძირში ჩამოსვა ნიკუშა, რომელმაც მალევე მოიძია პულტი მაგიდაზე და დაუკითხავად შეუდგა მულტფილმების ყურებას. - ლუდს ხომ დალევ? - მიუტრიალდა ბოლოს ძმაკაცს. -კითხვა რად უნდა მაგას?! -გავიდეთ მაშინ. - სამზარეულოსკენ გაუძღვა გუგას. მაცივრიდან გამოალაგა ლუდის ქილები და ერთად ჩამოსხდენენ მაგიდასთან. -მოყევი ყველაფერი, რა მოხდა, როგორ, რანაირად... -რომელი გითხრა? რომელზე მოგიყვე? აღარ შემიძლია უკვე. -არ მჯერავს, რა ცოტნე... ამას სოფო არ იზამდა... ვერ ვიჯერებ. -ჩემი თვალით ვნახე, იცი რა მითხრა, - ჩაეცინა ირონიულად, - მხოლოდ ორი თვე მქონდა ურთიერთობაო, და ისიც იმიტომ, რომ მაიძულაო. -კარგი რა! კარგი რაა! ასეთი რაღაც როგორ იკადრა, ბიჭო?! რამ შეშალა ამხელა ქალი, თუ აღარ უნდოდი რატომ არ გაგშორდა?! -უფრო მარტივი იქნებოდა, არა? -მოღალატეობას არ აჯობებდა? - შეიცხადა გუგამ, - ჯერ კიდევ შოკში ვარ, მე გიჟის ფორმა მქონდა რომ გავიგე და წარმომიდგენია შენ რა დღეში იქნებოდი, იქით ლილეს ამბავი... ღმერთო, მაღალო... ბოდიში, რომ არ ვიყავი შენს გვერდით, რა... -ლილე არ მიხსენო.. - დაისისინა უსიამოდ და ლუდი მოსვა მაშინვე. -არა, მასე ვერ იქნება, - გადააქნია მაშინვე თავი, - სიგიჟეა, მაგრამ... ვერ მიატოვებ, ცოტნე. -ისე კარგად მივატოვებ... -ცოტნე! ბავშვია! სულელურ გრძნობებს აჰყვა და თავად არ იცის ახლა რა შარში გაჰყო თავი. ახლა რომ მარტო დარჩეს, თქვენც რომ დატოვოთ იმ უცხო ხალხში... -აბა რა ვქნა, არ მომყვება. ვცემო? ძალით წამოვიყვანო?! ეგ კაცი ვარ?! - გააწყვეტინა ვერშეკავებული ყვირილით და მისაღებისკენ გაიხედა მაშინვე. -მაგას ვამბობ მე? გვერდში დგომა სჭირდება. -ნუ შემშალე, გუგა! რა გვერდში დგომა, ისე გადაგვახტა წამით არ უფიქრია რა შეიძლებოდა დამართნოდა დედამისს. წნევები ვერ დავუგდეთ ქალს ერთი კვირაა! ასეთი უპასუხისმგებლობა, ამისთანა უზრდელობა... ასეთი რაღაც ჩემს დას რატომ უნდა გაეკეთებინა?! რა დავაკელი ცხოვრებაში?! რა უნდოდა და არ მივეცი?! გათამამებული რომ დაიარებოდა სკოლაში, ჩემი ბრალია კიდე, ზედმეტი მომივიდა, მეშინიდა ობოლს არ გაუჭირდეს, რამე არ მოაკლდეს, სხვისი არ შეშურდეს-მეთქი და თურმე ზედმეტიც მოსვლია! თავზე რომ დავუსვი მთელ ოჯახს, მაგიტომაა ყველაფერი ჩემი ბრალი! -დამშვიდდი. -უზრდელი ეგ. მისი დანახვაც არ მინდა, რა გვერდში დავუდგე. -ზედმეტს რომ ითხოვ და ელი 17 წლის ბავშვისგან, რატომ ვერ ხვდები?! გგონია მე ვამართლებ? აუცილებლად ინანებს, წელი არ დასჭირდება რომ გაიზრებს რამხელა შეცდომა დაუშვა... რომ ჩამოსცილდება თანდათან ყველაფერს, მეგობრებს, გართობას, თავისუფლებას, მერე თავადაც მიხვდება და ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდება. შენ რომ გვერდით არ ეყოლები მერე სად წავა, ცოტნე? ამაზე რატომ არ ფიქრობ? მან გაიმეტა, მაგრამ შენ შეგიძლია დაუშვა მართლა რომ გაიუბედუროს მომავალი? ვერაფერი უპასუხა ცოტნემ. სიგარეტის ყუთი მოიძია ჯიბეში, ამოიღო ერთი და მაგიდაზე გააგდო მთლიანი, გუგაც რომ მისწვდომოდა. -რაგორ ვაპატიო, გუგა? არ შემიძლია... -შეძლებ. შენი გაზრდილია. 31 წლის გახდები მალე, ნუ ეჯიბრები 17 წლის ბავშვს. დარწმუნებული ვარ, ახლა ყველაზე მარტოსულად გრძნობს თავს. ცოდოა. მართალი იყო გუგა. იმან რომ შეცდომა დაუშვა, არანაირად არ აძლევდა უფროს ძმას უფლებას ხელი აეღო ყველაფერზე, მიეტოვებინა საკუთარი და, იმ უცხო ხალხთან მარტო დაეტოვებინა. -ის როგორი ტიპია? - თავი აიქნია სადღაც. დათოზე მიანიშნებდა. -მეკითხები? 26 წლის ჩამოყალიბებული კაცი რომ 17 წლის ახლად ფეხადგმულ გოგოს დაადგამს თვალს, როგორი ტიპი იქნება ეგ? სუფთა ს.. -არ შეიგინო, რა!.. - გააწყვეტინა მაშინვე, თვალები დაუბრიალა და მიანიშნა მისაღებისკენ. - ე.ი. რომ გინდა ახლად ფეხადგმულია და რომ გჭირდება დიდი ქალი, რომელსაც ეფიქრა უნდა და ეაზროვნა გადადგმულ ნაბიჯზე. მოსვა ლუდი და ჩაიწმინდა ყელი კვლავ. დაიმშვიდა თავი. -შენ ჩემს გასამხნევებლად მოხვედი თუ ნერვების მოსაშლელად? - შეუღრინა ძმაკაცს წარბშეკვრით. -მოვედი, რადგან სწორი გზა გიჩვენო. - წარბაწევით გადაწვა სკამზე კომფორტულად და ფეხე ფეხზე გადაიდო. - მას შემდეგ არ გინახავს სოფო? იციან შენებმა? -ჩემებმა... გააფრენს ცისანა... - თითქოს ახლაღა გაახსენდა ჯერ კიდევ რომ უთქმელი იყო ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი. - როგორ დავუმატო ახლა ეს? -ცოტახნით რომ არ უთხრა? ჩაწყნარდეს ამბავი. -მთელი ერთი კვირაა თვალთ არ უნახავს, ჯერ არ სცხელა, მაგრმა რომ დამშვიდდება და მომკითხავს ცოლი სად გყავსო, რა ვუთხრა? -ვუღალატეო უთხარი, ასე უფრო მშვიდად გამოძვრები. -რას ბოდავ? - ღრენით გადახედა მაშინვე. -ცოტნე... ვაი, ცოტნე, როგორ გაგიფუჭდა ნერვები ამ ერთ კვირაში.. აღარ მიდიხარ შენ ევროპებში?! -გუგა, შენი ჭირიმე, რა... -კარგი ჰო, ვიცი განიცდი. ძნელია ასე მალე ვერ დაივიწყებ. -უკვე დავივიწყე. - გააწყვეტინა მაშინვე. -მაშინ არც გყვარებია. -არ გესმის შენ რას გეუბნები? მიღალატა-მეთქი. სხვა კაცთან იწვა! სხანაირად როგორ აგიხსნა?! -გასაგებია, მაგრამ გული მასე მუშაობს? ბრძანებაზეა?! ეტყვი გიყვარს, უყვარს, ეტყვი მიღალატა, გადაიყვარეო და ამოშლის? ცოტნე... არ ვიცი. ამოიხვნეშა და წამოდგა საბოლოოდ. გააღო მაშინვე ფანჯარა, სუნთქვა რომ შესძლებოდა. თამამად შემოიჭრა მაშინვე ცივი ჰაერი, მშვეველად მოვლენილი. -იმედგაცრუებული ვარ ძალიან, გუგა. ვფიქრობ, რა გავაკეთე არასწორად, რა მივქარე ასეთი, ორივემხრიდან რომ დავიმსახურე ასეთი ღალატი? რატომ არ ვიყავი მე საკმარისი? -ცოტნე, შენ ყველაზე მაგარი კაცი ხარ, მთელ მსოფლიოში... ვინც ვერ გხედავს და ვერ გაფასებს, არც იმსახურებს შენს გვერდზე ყოფნას. არ დაუწერია ღმერთს სოფო შენთვის, არ ღირს იმის გამო თვითგვემა, რაც გარდაუვალი იყო, ასე რომ არა სხვაგვარად მოხდებოდა... ბოლოში აუცილებლად გაფუჭდებოდა რაღაც, შესაძლოა სხვაგვარად შენ ყოფილიყავი დამნაშავე და ასე გაშორებოდით. ღმერთს ასე ჰქონდა გადაწყვეტილი, დაგაკავშირათ უხილავი ძაფებით და დრო რომ მოვიდა გადაჭრა, რადგან ასე იყო საჭირო. არ იყო ეს ძაფი ისეთი ძლიერი ასე შორს მყოფი ადამიანები რომ დაეკავებინა ერთმანეთთან. გაწყდა. -შენ და შენი ბედისწერა რა... - ხელი ჩაიქნია მობეზრებით გუგას სიტყვებზე. კვლავ აპირებდა მეგობრის შთაგონებას, ბრძნული სიტყვების ფრქვევას ბაგეთაგან, თუმცა არ დასცალდა, ამღერდა მობილური უკანა ჯიბიდან. -ხო, ნაან, - ისე ჩამოდნა სახელის ხსენებაზე, ჩაეღიმა ცოტნეს თავისთვის. - რას ამბობ, უკვე ჩამოდის?! კაარგი რა ნანა, კაარგი რა... ორკვირიანი ბილეთი არ ვუყიდე?! რატომ ვერ ძლებს ეგ ქალი ერთი კვირა ჩემი ნახვის გარეშე, რატომ არ მასვენებს?!. კარგი, ხო რა გაყვირებს, მივალ აბა რას ვიზამ, ვის ჰყავს ჩემისთანა სიდედრი?! - ჩაჰყვირა ბოლოს გაბრაზებით და გათიშა მობილურიც. გაკრეჭილ ცოტნეს რომ შეავლო მზერა საჩვენებელი თითი დაუქნია მაშინვე, - არც გაბედო ხმის ამოღება! - დამნაშავესავით აღმართა ხელები მაღლა ცოტნემ. - ხომ მიიყვან ნიკუშას სტომატოლოგთან ოთხზე? მოგწერ მისამართს. -აბა რას ვიზამ?! - ღიმილით მიუახლოვდა და გადაჰხვია ხელი კაცს. - როგორ ანებირვრებ გუგა სიდედრს... -გამეცალე, ცოტნე! -რას ერჩი, ძალიან თბილი ქალია ნელი. -ძალიან?! ზედმეტად! დავიღალე! კაცი დაიღლება თავსი ქებაში?! რომ დამინახავს და გადამეკოჭება... ჩემი ასეთი სიძე, ჩემი ისეთი სიძე... თავიდან კი მომწონდა, მაგრამ.. დავიღალე! მეც ხომ ადამიანი ვარ?! -მა, მიდიდხარ? - გაჰყვა კაცებს პატარა ნიკუშა. -მამიკო, ნათლია წაგიყვანს ექიმთან, ხო? მე ბებო უნდა მოგიყვანო.. მხრები აიჩეჩა ღიმილით ნიკუშამ და კვლავ ტელევიზორთან გავარდა, რომ არ გამორჩენოდა რამე. გააცილა ბოლოს გუგა და ნელა გაუყვა მისაღბის გზას. ტელევიზორთან ჩამოდგა დოინჯით. ჟოზეს უყურებდა ნიკუშა, წელიწადის დროებს რომ ასწავლიდა ბავშვებს იმ სერიას. -რა არის ეს, ჟირაფი გასწავლის წელიწადის დროებს? -ხოო!.. - აღტკინებით დაეთანხმა და ახედა ნათლიას. -მოდი, არ გვინდა ეს ბავშვური მასხარაობები, - მაჯის საათზე დაიხედა. 2 იყო ჯერ საათი. - ,,ჩხიკვთა ქორწილს“ ჩაგირთავ ახლა და გაზიარებ ნამდვილ მულტფილმს. ... ,,ფანჯრიდან მოჩანს შიშველი ხეები, ამინდი მშივრების გაყინვას ითხოვს“. ნიკუშას მიყვანის ამბავი რომ მას გადაებარა გულში უხაროდა კიდევაც, სხვაგვარად ხომ მოუწევდა ფიქრი და იმ სიტყვების გააზრება საფუძვლიანად მოსმენის წამიდან რომ აითვალწუნა და უკუაგდო. როგორ უნდა ეპატიებინა, ამის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელს უვლიდა. ზუსტად 4 იყო საათი კლინიკაში რომ შეაბიჯეს. მოსაცდელთან მჯდომ ქალთან მივიდნენ ზანტად. -გამარჯობა, ვისთან ბრძანდებით?! - ღიმილით მიეგება ქალი. წარბშეკვრით დახედა ნიკუშას ცოტნემ. -ქეთასთან! - ამოსძახა ბავშვმაც ქვემოდან. -ქეთი გოგოლიშვილი? - დახედა მაშინვე დავთარს. – 4-ზე არის ჩაწერილი ნიკუშა დადიანი. პაციენტი ჰყავს, ასრულებს უკვე, დაელოდეთ ცოტა ხნით. - ღიმილით მიუთითა სავარძლებისკენ და თავის საქმეს მიუბრუნდა კვლავ. მალევე გამოვიდა ქერათმიანი ქალი ერთ-ერთი კაბინეტიდან და ლოყაზე ხელმიბჯენილმა დატოვა კლინიკა. -ნამდვილად არ გეშინია? - ეჭვისთვალით დააშტერდა ნათლულს. -არ მეშინია! რომ შემეშინდეს მიხვდება და აღარ მოვეწონები! - უჩურჩულა ნათლიას მზაკვრულად. -შე პატარა მაიმუნო... - თვალებმოჭუტულმა გადააქნია თავი, რომ მიუხვდა ნიკუშას განზრახვებს. ორი წუთიც არ იყო გასული ერთ-ერთი კაბინეტიდან თეთრ ხალათიანი და პირბადიანი ქალი რომ გამოვიდა. -ნიკუშა.. - მოიხსნა მაშინვე პირბადე სახიდან და ღიმილით გაქანდა დადიანისკენ წაბლისფერი თბების ფრიალით. - ჩემი პატარა ბიჭი, ბევრი მელოდე? - დაიხარა წამომდგარი ბავშვის სიმაღლეზე და მისი პატარა ხელი მოიქცია თავისაში. -ცოტა! - გაკრეჭილმა ახარა ქეთას. მზეჭაბუკი იყო ნიკუშა დადიანი. ოქროსფერი კულულები ჰქონდა თავზე, პატარა პრინცს ჰგავდა... ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ჭორფლები წითლად შეფერილ ლოყებზე ბზინავდნენ. წამოდგა ბოლოს ქალი და წარბაწევით გადახედა ცოტნეს. -არ მეცნობით თქვენ. -ნიკუშას ნათლია ვარ. თავი დაუქნია მხოლოდ და ხელი ჩასჭიდა მაშინვე ბავშვს, ერთად გაუყვნენ გზას კაბინეტისკენ. ნელა მიჰყვა უკან მელიქიშვილიც. დაიკავა ნიკამ თავისი ადგილი უპრობლემოდ, გაოცებული იყო ცოტნე, საერთოდ არ ჰქონდა ბავშვს შიში, თან ისე მონდომებით გაუღო პირი... ახლოს ჩამოდგა მათთან და მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები. წარბაწევით გადახედა ქალმა თავზე წამომდგარ ცოტნეს. -შეგიძლიათ გარეთ დაგველოდოთ. -რატომ? ხელს გიშლით? - წარბაწევითვე მიაჩერდა ქალს. -არა, უბრალოდ, რამდენხანს უნდა იდგეთ? -ველოდები. -კი ბატონო... - მხრები აიჩეჩა დაბნეულმა და თავის საქმეს შეუდგა. ჩვევად ჰქონდა მელიქიშვილს. ისე ჩამოუდგა ქეთას, ზედმიწევნით რომ ეთვალიერებინა ქალის მოძრაობები, არ ანდობდაო თითქოს თავის ბავშვს. მკერდზე დაებჯინა ხელები და ლამის გამადიდებელი შუშა დაეძებნა უჯრებში და ისე ეთვალიერებინა დაპლომბვის პროცესი. 20 წუთი რომ გავიდა და არ მოეშვა კაცი არაფრით, ახედა ბოლოს გოგოლიშვილმა. -თუ გინდათ, მოგცემთ და თქვენ გააგრძელეთ, - გაუწოდა ინსტრუმენტები კაცს ხელში რაც ეჭირა. წარბაწევით დახედა ერთი თავით დაბალ ქალს ცოტნემ. -გაწუხებთ აშკარად. -მოგატყუოთ?! -რატომ უნდა მომატყუოთ? -მაწუხებთ მაშინ. ამომასუნთქოთ იქნებ. -ნამდვილმა პროფესიონამლა თუ თავის საქმე იცის, სულ რომ ბარიკადები აუღმართონ წინ, მაინც უნდა გააგრძელოს საქმე. -მე სტომატოლოგი ვარ, ზორო კი არა?! - ვერც გააცნობიერა ქალმა როგორ დასცდა ყვირილი. შეურაცხყოფას აყენებდა დაუფარავად ეს უცხო კაცი, ზღვარი ჰქონდა ყველაფერს... - რა საინტერესოა, თქვენ ვინ ბრძანდებით პროფესიით და მართლა რომ აგიღმართონ ეგ თქვენი ბარიკადები მუშაობის პროცესში, როგორ გააგრძელებთ საქმეს! -აბა თუ გამოიცნობ.. - თვალი-თვალში გაუყარა ქალს მზერა. აშკარად ცუდი იდეა იყო საუბრის წამოწყება, გიჟები ისედაც არ აკლდა ცხოვრებაში, ეს რომ არ დამატებოდა, ვერ იქნებოდა ყველაფერი რიგზე თუ?! უზრდელი იყო ეს ქალი, ცხადია, და გამაღიზიანებელი, არ იყო ნაჩვევი მისნაირებს. სოფო რომ მის ერთ სიტყვაზე ანთებული სანთელივით დნებოდა, უცხო იყო ახლა ეს გარემო მისთვის... -ცირკის მასხარა! -გოგო!.. - ჩაისისინა ცოტნემ გაბრაზებით და წარბშეკვრით მიაჩერდა. პირი დააღო კიდევ რაღაცის სათქმელად, ნიკუშა რომ აყვირდა: -მეტკინა პირი! რამდენ ხანს მქონდეს ღია?! - ბრაზით უმზერდა პატარა ნიკუშა თავადაც სიბრაზისგან ალიპლიპებულ ექიმსა და ნათლიას. -ღმერთო, გადამიყვანა ჭკუიდან... - იჩურჩულა ვითომ თავისთვის და დაალაგა მაშინვე მზერა, - ბოდიში რა, ნიკუშა, უთხარი ნათლიაშენს რომ დაგვტოვოს. -წავალ, კი, წავალ, მეორედ მომსვლელიც არ ვართ აქ... არაპროფესიონალიზმია დიდი თქვენს კლინიკაში. ძლივს შეიკავა თავი ქეთამ შეტრიალებული კაცისთვის თავში რომ არ ჩაერტყა რამე მძიმე. დაიმშვიდა ძლივს თავი და მეასედ შეუდგა მიტოვებული საქმის კეთებას. კლინიკიდან რომ წამოვიდნენ წარბშეკვრით მიაბიჯებდა წინ უმცროსი დადიანი. ბრაზობდა ძალიან ნათლიაზე, საყვარელ გოგონასთან რომ ააჩხუბა და დააშორა სამუდამოდ. არც მანქანაში გაუხსნია წარბები და არც ხმა გასცა არაფრით ცოტნეს. -ნიკუშა, არ არის ეგ კაცური საქციელი, - კარები რომ შეაღო და წარბშეკვრით შევარდა მისაღებში დასძინა ბოლოს მელიქიშვილმა. -კაცური საქციელი ის არ იყო! - შეუბღვირა ნათლიას. სავარძელზე აცოცდა, ხელები გადაიხლართა მკერდზე და თავი შეატრიალა ცოტნეს საპირისპირო მხარეს. -კარგი რა, მაგაზე უკეთეს გოგოს გიპოვი. - ჩაეღიმა თავის სიტყვებზე ცოტნეს მალულად. -ვერ მიპოვი! ქეთა ყველაზე ლამაზია! ყველაზე კარგი გოგოა! - ჯიუტად იმეორებდა დადიანი. პირი დააღო რაღაცის სათქმელად ტელეფონი რომ ამღერდა უკანა ჯიბიდან. მოიძია მაშინვე და ლუკას სახელი რომ ამოიკითხა გაერიდა ბავშვს. -ხო, ლუკა. -გცალია? სახლში ხარ? - მოუთმენლობა ეტყობოდა ხმაში პატარა მელიქიშვილს. -მშვიდობაა? -არ ვიცი.. მშვიდობა... -ამოღერღე. -ლილე მოდის დღეს. შესარიგებლად. ოჯახით. - იჩურჩულა უკანასკნელი სიტყვა და ყვირილის მოლოდინში სახე დაეჯღანა. ნერვიულად ჩაეცინა ცოტნეს. -კარგი. -რა? რა კარგი? ცოტნე, ნუ გამიხეთქავ გულს, ამ პატარა ასაკში.. რევოლვერით აპირებ მოსვლას?.. -რა იდიოტი ხარ! არასერიოზული! - ჩასძახა ღრენით და გათიშა მაშინვე მობილური. ამოიხვნეშა და წამით თვალებიც მიეხუჭა. მაშინვე გაისმა შტყობინების ხმა მობილურზე. სოფო: ,,ცოტნე, ვილაპარაკოთ, გთხოვ. მენატრები.“ ამრეზად დახედა მობილურს, იქვე მიაგდო სამზარეულოს მაგიდაზე და მისაღებში დაბრუნდა ნიკუშასთან. ... მელიქიშვილების აივანს კარგად უდგებოდა მზე. ნათლად მოჩანდა, როგორ ემშვიდობებოდა მზე დედამიწას და იკარგებოდა შორს. ფრთხილად გაშალა მთვარემ ხელები, შემოაჭდო ძლიერად მთელ საქართველოს. ბევრის მნახველ, წარსულით გატანჯულ თბილისს მიეალერსა მთელი გულით. კარზე გაისმა ზარის ხმა, დაფაცურდნენ მაშინვე, გავარდა მაყვალა კარის გასაღებად. -ოჰ, ბებო, რას გამოპრანჭულხარ?!. - შესცინა ქალს და დაუკითხავად შევიდა სახლში. მართლაც გამოპრანჭულიყო მაყვალა. 70 წელს მიუკაკუნა უკვე და ჯერ კიდევ ისე მხნედ და ძლიერად იყო, ბევრ ახლაგაზრდას რომ შეშურდებოდა. უყვარდა თავის მოვლა ძალიან მაყვალა აბულაძეს. -საერთოდაც არ გამოვპრანჭულვარ! სულ ასე არ დავდივარ, კაცო?! -რავიცი მე, შენ არ იძახდი იმ გოგოს ფეხი აღარ იყოს აქო, არ გამაგონოთო... ასე მალე მოლბი, მაყვალ? -დამეკარგე აქედან, ცოტნე! - მუშტი მოუღერა ბებიამ, - რა არის ეს, ვერ გავიგე, სად გყავს ცოლი? რა მარტო დადიხარ ეს დღეები? იჩხუბეთ და არ ამხელ?! -ჭორიკანაც ხარ, მაყვალ.. - ქალის ლოყა მოიქცია ორ ხელში და თბილად აკოცა მეორეზე. -ესე იგი, იჩხუბეთ.. -ვინ იჩხუბეს? ცოტნე, რატომ მიხეთქავთ დედა გულს?! დაურეკე ახლავე და მოვიდეს, რა საქციელია ახლა ეს?! - სამზარეულოდან ცომის გუნდით ხელში გამოვარდა ცისანა. ბოლო ნაჭერ ხაჭაპურს აცხობდა. არავინ არ იყო ახლა სუფრისა და ჭამა-სმის ხასიათზე, თუმცა ჩვენ ხომ ქართველები ვართ? კეთილია თუ ბოროტი სტუმარი ჰქვია, სტუმარი კი ღვთისააო. აღარ დასცალდა ცოტნეს ხმის ამოღება, ამოისუნთქა კარზე რომ გაისმა ზარის ხმა. -არ დაგვისრულებია, იცოდე! - საჩვენებელი თითი მიუღერა მაყვალამ და კარებისკენ დაიძრა. თავი გადააქნია ლუკამ და მხარზე დაჰკრა ძმას ხელი. მხოლოდ მან იცოდა რაც ხდებოდა უფროსი ძმის თავს. შემოვიდა მალევე გოგოლიშვილთა ოჯახი. მედუდურად მოაბიჯებდა წინ ოჯახის უფროსი - შოთა გოგოლიშვილი, დავითის ბაბუა, უკან მოჰყვებოდა რძალი, სულ ბოლოში კი თავად დათო და თავდახრილი ლილე მოდიოდნენ. გადაეხვია მაყვალა შვილიშვილს, ლანძღვაში რომ ატარებდა მთელ დღეებს ახლა ისე ეკვროდა, თითქოს სულ სხვა პიროვნება ყოფილიყოს. ყველაფრის მიუხედავად, არ მიჰკარებია დედა, სახლში სტუმრობა შერიგებას როდი ნიშნავდა. მტრული მზერა გაცვალეს დათომ და ცოტნემ, ჯერ კიდევ ეტყობოდა ტუჩზე ცოტნეს ნახელავი. -მობრძანდით, დაბრძანდით.. - დასვა ყველა თავის ადგილას, გამოართვა საჩუქრები და მათთან დაიკავა თავადაც ადგილი მაყვალამ. - მე ლილეს ბებია ვარ. -ქალბატონი მაყვალა, თქვენ ვინ არ გიცნობთ. სულ თქვენს ქებაში არიან აბიტურიენტები, ჩემი დის შვილიც თქვენი მოსწავლე იყო, უმაღლესი ქულა აიღო ისტორიაში. - შეჰღიმა ზოიამ, დათოს დედამ ქალბატონ მაყვალას, თან უხერხულად აათვალიერა მოწესრიგებული ცისანა, მკაცრად რომ დაჰყურებდა შეკრებილთ. -ოჰ.. რას ამბობთ, - შეიფერა მაყვალამაც, ძალიან უყვარდა რომ აქებდნენ თავისი საქმის გამო და საერთოდაც. -ისტორიას ასწავლით? - შოთამ გადახედა ამჯერად ქალს. -დიახ. -სასიამოვნოა, ჩემი შვილიც ისტორიას ასწავლიდა თავის დროზე. სამწუხაროდ, ღმერთმა არ მოინდომა მისი ჩვენთან ყოფნა, 7 წლის წინ გარდაიცვალა დათოს მამა. -რა სამწუხაროა.. - ჩაისისინა მაგიდაზე მიყრდნობილმა ცოტნემ, ხელები რომ გადაეხლართა და ავად უმზერდა დათოს. - იქნებ მაგის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა თქვენი შვილიშვილი? -ჩემს შვილიშვილს არაფერი არ სჭირს, ღმერთს მადლობა. მაგრამ თუ სიყვარული დაავადებაა ან აკრძალულია, დაე იყოს მასე. - მშვიდი და გაწონასწორებულ იყო შოთა ბაბუა. -ასე ტყულად უყურებთ ამ გადაწყვეტილებას, არ გაგიგიათ, ნაადრევი ყველაფერი კარგიაო?!. შეიძლება რთულია ის, როგორც მოხდა ეს ამბავი, თუმცა დიდხანს ხომ ვერ წავეკიდებით ერთმანეთს. მე უკვე 3 შვილი მყავს, მინდა რომ, თქვენც შეიძინოთ ჩემი შვილის სახით მეოთხე, ქალბატონო ცისანა. - თბილად ახედა ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ ქალს. არ დაჯდა არაფრით მათ გვერდით. ზოია იყო ყველაზე ბედნიერი და მოხარული ამ ამბით, რომელსაც იმ ასაკისთვის მიეღწია უკვე შვილიშვილებს რომ ნატრობენ და მათი პატარა თითების შეგრძნების გარდა თავის ნაწვალებ ხელებზე, მეტი არაფერი უნდოდა... -ნაადრევი არაფერია კარგი. - მტკიცედ ამოთქვა და დახედა თავდახრილ ქალიშვილს,- იცით, ჯერ მხოლოდ რატომ არ ღირდა ეს ამბავი? ამის გამო. - აიქნია თავი ლილესკენ, წამოსწია თავი ფრთხილად, - შეხედეთ ჩემს გოგოს, რატომ უნდა იჯდეს ახლა თვალცრემლიანი, დატუქსული ბავშვივით იქ, სადაც გაიზარდა?! თქვენ კი არა, ჩემი გოგოა მოსაკლავი ამის გამო.. -ქალბატონო ცისანა, შეიძლება დღეს ასე აღარ ხდება, თუმცა ჩვენ ხომ ყველა ასე დავვოჯახდით? რატომ გიკვირთ ასე ძალიან? შეუყვარდათ ბავშვებს ერთმანეთი... -ბავშვი არის ჩვენი, თქვენია კაცი. - აგდებით გააწყვეტინა ზოიას მონოლოგი, ჯერ კიდევ არ აცილებდა მზერას სიძეს. -შენ რატომ გაღელვებს ასე ჩემი ასაკი? შენი და არ არის წინააღმდეგი და... წამოდგომა დააპირა, ლუკამ რომ შეაშველა მაშინვე ხელები და სწრაფად გაარბენინა სამზარეულოსკენ. -ჩემი აზრით, აღარ ღირს ეს ზედმეტი საუბარი. მოსახდენი მოხდა, თქვენი შვილი უკვე ჩვენი შვილიცაა, სჯობს მიიღოთ ისე, როგორც არის. ადამიანები ვართ ჩვენ, ყველა წამსვლელი ვართ აქედან, ღირს, თქვენი აზრით, ქალიშვილზე ჩამოკიდება ამის გამო? - ინტერესით გადახედა შოთამ ცისანას. - როგორ შეიძლება შვილზე უარი თქვა ამის გამო? -გოგო რომ გყავდეთ გაიგებდით. -მართალია, გოგო შვილი არ მყავს, თუმცა შვილიშვილი მყავს სამყაროს რომ მირჩევნია ისეთი. ლილეს მოსვლის წუთიდან კი ღმერთს მადლობებს ვუხდი ამისთანა გოგო რომ გამომიგზავნა. არ შეგეპაროთ წამით ეჭვი ჩვენს სიყვარულში. მე მხოლოდ ის მინდა, ლილე იყოს კარგად, თვენთან შერიგების გარეშე კი ეს ვერ მოხდება. -ნამდვილად! - წამოიყვირა მაშინვე მაყვალამ რომ დაინახა გაგრძელებას აპირებდა ცისანა, - ჩვენი გაზრდილია ეს გოგო, როგორ დავტოვებთ ასე? ბუნებრივია, ყველანი აღშფოთებული ვართ ჯერ კიდევ, თუმცა იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. არ შეგეშინდეს ბებო შენ. ყველა აქ ვართ, შენს გვერდით. -ბებო... - ტირილით წამოვარდა და მიიჭრა ბებიასთან, ყველაზე თბილ არსებასთან დედამიწაზე, შეუმშრალა თავისი ხელით ცრემლები ქალმაც. როდის იყო გაბრაზება დიდხანს გასტანდეს, დიდხანს დაენდუროს ბებია თავის პატარა შვილიშვილს. გამოარბენინა ლუკამ ხაჭაპურები თეფშით და საგულდაგულოდ გაშლილ მაგიდაზე დადგა. ნელა მიჰყვებოდა უკან ცოტნეც, კარებზე რომ გაისმა ზარის ხმა. -ველოდებით ვინმეს? - გადახედა დედას ლუკამ. -ჩემი მეორე შვილი იქნება უნდოდა ძალიან ლილეს ოჯახის გაცნობა. - წამოდგა ფეხზე ზოია ღიმილით. -უი, რა კარგია... მიდი ცოტნე გააღე კარები, - ღიმილით წამოდგა მაყვალაც სუფრასთან რომ მიეცილებინა მძახლები. ზანტად დაიძრა კარებისკენ ცოტნე, ესღა აკლდა... ფრთხილად გადააბრუნა გასაღები და ასევე ნელა გააღო კარები, დახვდა ცხოვრებაშეზარებული მზერით კარში გახიდულ ქალს. ღიმილიანი მზერა შეეცვალა მაშინვე, ჩამოეყარა ყურები და დაუფიქრებლად შეეკრა წარბები. -შემეშალა?! -გააჩნია სად მიდიოდი, - კარების ჩარჩოს ჩამოეყრდნო და გაოცებით აათვალიერა ქალი. საფეთქლები დაიზილა ქალმა. -ამაშიც კი არ ვუყვარვარ ღმერთს. ამდენი ვიარე და ბოლოს რომ ისევ თქვენ მოგადექით, რა ირონიულად დამცინის ახლა წარმოგიდგენიათ, - ჩაეცინა თავისი ბედით შეღონებულს და უკან დააპირა წასვლა ხმა რომ შემოესმა უკნიდან. -ქეთა. სად მიდიხარ? - დათო ჩამომდგარიყო ახლოს და უცნაურად უმზერდა ორივეს. ნელა შეტრიალდა უკან ქეთა გოგოლიშვილიც და თავი გადააგდო მხარზე გაღიმებულ ცოტნეს რომ შეავლო მზერა. -არა რა... ღიმილით გადგა გვერდზე ცოტნეც და შემოატარა დაბღვერილი ქალი. -რა ხდება, იცნობთ ერთმანეთს? - წარბშეკვრით უმზერდა დათო ცოტნესა და ქეთას. -შენ მაკლიხარ ახლა! - მუშტი მოუღერა ძმას და საჩქაროდ შევარდა სახლში. მიხურულ კარს მიეყრდნო ზურგით ცოტნე მელიქიშვილი, თვალებმოჭუტული აკვირდებოდა წარბშეკრულ სიძეს. -იცნობ ჩემს დას? -რა შენი საქმეა?! - ცალყბაღიმილით მიახალა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა. -ცოტნე... -ფრთხილად. არ წამოჰკრა ფეხი რამეს. მაღიზიანებ ისედაც, - ყურთან ახლოს უჩურჩულა და შეაბიჯა კვლავ მისაღებში გაბეზრებული სახით. საბოლოოდ, მიუსხდნენ სუფრას ერთად. თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს ცოტნე და დათო, ეს უკანასკნელიც ძალით აბრაზებდა, აგიჟებდა ყოველი შეხებით. -შენ რას საქმიანობ, შვილო? - გადახედა მაყვალამ უგემურად მჯდომ ქეთის, არ ასვენებდა გამჩენი, ვერც პირი წააკარა ვერაფერს. -სტომატოლოგი ვარ. -უი, რას ამბობ?! ცოტნეც სტომატოლოგია! - წამოიყვირა მაყვალამ აღტაცებით. -და ყბა-სახის ქირურგი! - ხველებით ჩაამატა ცოტნეს გვერდით მჯდომმა ლუკამ. ის წყალი გადასცდა გოგოლიშვილს ყელის ჩასაწმენდად რომ გაიმეტა საკუთარი თავისთვის. გაეპარა ტუჩის კუთხეებში ღიმილი ქეთას გაბმულ ხველაზე ცოტნეს. -სტომატოლოგიო.. - იჩურჩულა თავისთვის და მიაბყრო დიდი შავი თვალები ცოტნეს. - მშვენიერი. -როგორ მომწონს ქალზე თეთრი ხალათი! მინდოდა ცოტნეს თავისნაირი ექიმი ცოლი ჰყოლოდა, არ დარჩა ბედად, მაგრამ, ღმერთს მადლობა, ექიმი არ არის, თუმცა საუკეთეო რძალი მყავს ქვეყანაზე. -დაოჯახებული ხარ? - გადახედა შოთამ ინტერესით. დაექაჩა წარბები ქეთისაც მოლოდინში. -ჰო.. პიანისტია ჩვენი სოფო, სასტუმროში ჰქონდა გამოსვლა დღეს და, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა თქვენი გაცნობა. -მოვახერხებთ ოდესმე, ბევრი დროა წინ. - გაეღიმა ზოიას და ერთ ადგილას მიყინული ცოტნე შეათვალიერა, თავაწეულს თავის თეფშზე რომ გაეშტერებინა მზერა. ისედაც ვერ იყო რიგზე, სულ ჩაშხამდა ყველაფერი. ბევრი დრო არ იყო გასული სიგარეტის მოსაწევად და, საერთოდაც, სიტუაციიდან გასაშორებლად რომ წამოდგა და აივანს მიაშურა. უჩუმრად გაჰყვა თან დავით გოგოლიშვილიც. მიხურა კარები და ნელა ამოუდგა გვერდში ცოლის დას, საერთოდ რომ არ აქცევდა ყურადღებას თავისთვის მდგომი, მშვიდად დასცქეროდა ღამის თბილისს. -ერთი კვირაა ცრემლი არ შეშრობია შენს დას. ესაა შენი სიყვარული? -შენ ნუ მელაპარაკები სიყვარულზე, - აგდებით მიუგდო და განაგრძნო კვლავ ხედით ტკბობა. -შენ რა იცი თავად სიყვარულზე? მე რომ... ლილეს სახელი მესმოდა ჟრუანტელს მივლიდა მთელ სხეულზე და თვალები თავისით მინათდებოდა, არ ჰგავდა წაღანდელი შენი გამოხედვა, მაინც და მაინც, საყვარელი კაცისას. -ჩემს დას მაინც წამოვიყვან. ის რომ სულელია, მე არ მივცემ უფლებას საკუთარ თავს ასე გაუჩალიჩოს. თავი მძულს ახლა შენისთანა არაკაცის გვერდით რომ ვდგავარ და გისმენ, ჩემთან რომ შეგიძლია სუნთქვა მაგიტომ ვარ მარტო მოსაკლავი მე.. იცი, სხვაზე რომ გამეგო ასეთი რაღაც, ძვალს არ დავუტოვებდი მთელს. მე საერთოდ რა ვარ ახლა? ვარ კი კაცი? რომელი ნორმალური შეეგუება 17 წლის დის გათხოვებასა და მერე მისი ოჯახის გვერდით სუნთქვას... მოსაკლავი ვარ... -არ შევხებივარ ლილეს. არც შევეხები. თუ დაგამშვიდებს იმასაც გეტყვი, რომ ცალ-ცალკე ოთახებში გვძინავს და კიდევ იმასაც, რომ სულ სხვა წარმოდგენა გაქვს ჩემზე. ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ განათლება მიიღოს და ოცნებები აიხდინოს. გაკვირვებული თვალები ვერსად დამალა მელიქიშვილმა, გადახედა დავითს. -და რატომ წამართვი მაშინ ჩემი სახლიდან?! -ასე იყო საჭირო. - მოაშორა თვალები და გადახედა თავადაც ქალაქს. - რომ არ მყვარებოდა ამას არ გავაკეთებდი. და გადავიმტერე, ბაბუას ლამის შევაძულე თავი. ერთი დედა შემხვდა მხოლოდ გაგებით. -არ ხარ შენ ნორმალური! რა გესაქმებოდა ბიჭო 17 წლის ღლაპთან?! რანაირად, როგორ, არ მესმის, აი, ლოგიკაში არ ჯდება საერთოდ! ამხელა კაცს ბავშვი როგორ შეგიყვარდა?! -აი ასე! შემიყვარდა! ნუღარ ი<3ყნავ ტვინს მაგაზე ფიქრით! ასე იყო საჭირო და უნდა გამეკეთებინა! -შემომაკვდები გეფიცები.. სისხლს დავლევ შენსას!.. -მშვიდად... რა აგრესიაა, ექიმი ყოფილხარ... -ხოდა სიკვდილი გავხდები შენი! - შესძახა და აათვალიერა ამრეზად მომღიმარი. -შეგიყვარდები. თან აუცილებლად. - დარწმუნებით ჩაილაპარაკა დავითმა. -ძვლებში თუ არ გადაგტეხავ მანამდე!. გულიანად გადაიხარხარა დავითმა. გადმოხედა მობეზრებით ცოტნემ, თვალებითვე მიანიშნა ზედმეტად გამიშინაურდიო... დრო აჩვენებდა ყველას ღირდა თუ არა მისი რწმენა, თუმცა, ერთი შეხედვით, არ ჟღერდა ცუდად დავითის სიტყვები. დამშვიდდა ცოტანი მაინც მელიქიშვილი. ... ღამის თორმეტს კარგახნის გადაცილებული იყო საათი კიბეები რომ აიარა თავისი კორპუსის ცოტნე მელიქიშვილმა. გზა და გზა ეხუჭებოდა თვალები გადაღლილსა და თავის სართულზე ამოსულს, კიბეზე მჯდომი სოფო რომ დაუხვდა, მობეზრებით გადააგდო თავი უკან. ოხ.. როგორ ეზარებოდა ახლა ეს ქალი და მასთან ლაპარაკი ხომ საერთოდ. აუარა გვერდი და უთქმელად შეაღო ბინის კარები, ისე ეძინებოდა ძლივს ბანცალებდა, ისიც ვერ გაიაზრა როგორ შეჰყვა კარებში შეწირულიც და სახლში შესულს უკან გამოეკიდა ახალშობილი ბოჩოლასავით. -ვინ დაგპატიჟა? - სავარძელზე ჩამოჯდა და ახედა თვალცრემლიანს. -მე მეგონა მართლა გიყვარდი. -წადი რა.. აუ მიდი, გადი გთხოვ... მეზარები ახლა ძალიან. მეძინება. -შენ რომ მე გყვარებოდი... სხვა კაცისთვის ასე მარტივად გამიმეტებდი? ასე უთქმელად დამთმობდი?! შენ კი არა, მე ვყოფილვარ ბრმა, როგორ მეგონა, რომ შეცდომას ვუშვებდი, ჩემს თავს ვაყენებდი შეურაცხყოფას და თურმე შენ ერთი სული გქონდა შეცდომა დამეშვა, რომ მაშინვე წასულიყავი. -ხო? ყოჩაღ, კარგ დასკვნამდე მისულხარ. ბევრი იფიქრე? -გეყოფა! - შეჰყვირა სოფომ, - შენს უსიყვარულობას რით გაამართლებ?! ყველაზე მინიმუმ უნდა მოგეძებნა მაინც ვისთან ვიყავი, ან თუ ვიყავი საერთოდ! -შენ კი ყველაზე მაქსიმუმ განქორწინების საბუთი უნდა გამოგეგზავნა იტალიაში. - ბალიშზე გადააგდო თავი მთქნარებასატანილმა და ისე დააკვირდა მობეზრებით. -მე მართლა მიყვარდი... ჩემი თავი გამაძულეთ ორივემ! რა აბსურდში მიცხოვრია აქამდე! თურმე ვინ მყვარებია, ვის გვერდით ვყოფილვარ ეს წლები, პირველივე ფეხის წამოკვრაზე გაიქეცი, არც გაარკვიე, არც მკითხე. მე დამნაშავე ვარ ჩემი საქციელის გამო, მაგრამ შენ? ასე როგორ გამიმეტე? ახლა მგონია მიჩვეული იყავი ჩემთან ცხოვრებას, არსებობასა და რახან ეს გაიგე, გადამაგდე, მომისროლე დაუფიქრებლად.. არ მესმის მე ასეთი არაფერი, სიყვარული მითუმეტეს. და შენ გინდოდა, რომ შვილი გვყოლოდა.. -ვერ ვხვდები ახლა, მე მადანაშაულებ? შენ გოგო აზრზე თუ ხარ რაებს იძახი? რაზე უნდა მეფიქრა, რა მეპატიებინა სხვა კაცს რომ გაუშალე ფეხები? რა ამაზრზენი ქალი ხარ სოფო.. წადი რა.. მომასვენე. -წესიერად მელაპარაკე! -კარგი, დაგელაპარაკები სასამართლოში, წადი ახლა. -შვილი ვიყოლიოთ. ყველაფერს გამოასწორებს, ცოტნე... ხომ გინდოდა... ხომ მთხოვდი.. გადაიხარხარა სიმწრით მელიქიშვილმა. -შევიშლები ახლა, - სახეზე ჩამოისვა ხელები, ნერვული სიცილი ჰქონდა, რა თქმა უნდა, - ჭკუაც დაკარგე ღირსებასთან ერთად? -ცოტნე... არ მომექცე ასე.. -როგორ? ვინმე რომ გვიყურებდეს ახლა გაგიჟდება, ისე გაუკვირდება. რომელი კაცი დაჯდებოდა და მოისმენდა მოღალატე ქალის ნაბოდვარს? შენ ამაშიც კი გაგიმართლა, თუმცა ვერ დააფასე. ვერ დამაფასე. თავიდანვე უგულო და ეგოისტი იყავი, ადრე რაზეც თვალს ვხუჭავდი ახლა თავისით მოდის გონებაში და თავს მახსენებს სად შეცდი და რამდენჯერ. მთელი გულით ცდილობს ჩემი გონება შენს ამოშლასა და დავიწყებას, ჩემს გონებასაც ეზიზღები უკვე. - ჩაეღიმა ბოლოს, - არ ვიცი რანაირად, შეიძლება მართლა არ მიყვარდი ასე უცებ რომ შევძელი შენი გაძულება, მაგრამ... არ ვიცი, მართლა... ფეხებზე რას იფიქრებ.. უბრალოდ... მე ჩემი რომ იყავი მაშინ მიყვარდი და ალბათ მაგიტომ მიყვარდი. ახლა... ჩემი აღარ ხარ, სოფო, - ღიმილით გადააქნია თავი, - აღარ მაინტერესებ. აი ასე უბრალოდ, თურმე მარტივი ყოფილა საყვარელი ადამიანის ამოშლა. -რომ მოვმკვდარიყავი მაშინაც ასე მარტივი იქნებოდა? -რომ მომკვდარიყავი მეც თან გამოგყვებოდი. რატომ? ჩემი იყავი და იმიტომ. ვერ გიხსნი მარტივად? მას შემდეგ, რაც სხვა სულიერი შეგეხო, მაშინ დასრულდა ყველაფერი. იმდენად ნული ხარ ჩემს თვალში, რომ ვეღარც გიბრაზდები. მძულდა და მეზიზღბოდა ბავშვობიდან მოღალატე ადამიანი, თუმცაღა ვის ულხინს, მარტივად მეცვლებოდა ეგეთებზე წარმოდგენა, დიდი მწვერვალიდან სიჩქარით ეცემოდა მიწაზე... მტვერი ხარ ჩემთვის და ცარიელი ჭუჭყი. მეტი არაფერი. საზიზღრობაა მოღალატეობა. ყველაზე დიდი სიბინძურე. თუ აღარ გინდოდი, უბრალოდ გეთქვა, ასეთი ამაზრზენი არ იქნებოდი, სოფიკო. მომშორდი ახლა. - მშვიდი იყო მელიქიშვილი, მომაკვდინებლად მშვიდი. ამითაც ამწარებდა და უღვივებდა სინანულს, მისნაირი კაცი რომ დაკარგა. ყველა მოღალატე იმსახურებს ამ საშინელ განცდას სინანული რომ ჰქვია, უნდა შეჭამოს მთლიანად ამ გრძნობამ, გახრას ძვლებიანად, რათა მიხვდეს ბოლომდე სად შეცდა, რატომ შეცდა, რომ ზღვარი გადის ყველგან, ყველასთან და ყოველთვის! ... დაუბრუნდა საბოლოოდ ცოტნე მელიქიშვილი თავის სამუშაოს. მხიარულად დახვდა ჯგუფი უფროსის დაბრუნებას, არ იყო ის კაცი ყველას რომ ეჯავრება და დასანახად არ უნდოდათ ხოლმე. გამოჰკითხეს თავიდან ბოლომდე იტალიელი პაციენტის ამბავი და მიულოცეს კიდევაც მორიგი წარმატებული ოპერაცია. გადაიცვა თეთრი ხალათი ასე რომ უყვარდა და არ ეთმობოდა, მოიკაზმა საქმისთვის და მუშაობასაც შეუდგა. ისე მისეირნებდა გზაში, თითქოს სამსახურში კი არა მეგობართან მიდიოდა მოსაკითხად. არც ის ედარდებოდა რომ დაწყებულიყო უკვე დაგვიანების საათი. ღიმილით შეაღო კლინიკის კარები და ბახილებს წაეტანა მაშინვე, სწრაფად მოწესრიგდა სამუშაოდ და პირველი პაციენტიც შეუშვა კაბინეტში ჩუმი ღიღინით. სანამ მეორეს მიიღებდა გამოიჭირა ბატონმა ხვიჩამ თავის კაბინეტში გასაქცევად მომზადებული გოგოლიშვილი და მიხურა კიდევაც კარები ხმაურიანად. -ვის იგდებ შენ? -ბატონო? -რა არაპროფესიონალიზმია?! რას ნიშნავს ყოველ დღე დაგვიანება? გაგონილა ასეთი რამე სადმე?! -ჩემი პაციენტის დროზე მოვედი, ბატონო ხვიჩა, რა გაწუხებთ თქვენ? -შენ მაწუხებ! შენს გარდა ვინ ეკიდება ასე არასერიოზულად სამუშაო გრაფიკს? ყოველ დღე აგვიანებ, ქეთი, არ შეიძლება ასე! -რას მტუქსავთ პატარა ბავშვივით ვერ გავიგე, გითხარით ჩემი პაციენტების დროზე მოვდივარ-მეთქი, სულ აღარ მოვალ აწე, რაც გინდათ ის გიქნიათ! - წამოიყვირა და ნივთების შეგროვებას შეუდგა მაშინვე. -კიდევ რომ დიდგულზეა! გოგო, შენ ხარ დამნაშავე და აქეთ ბრაზდები? -ქეთი მქვია! - შეჰყვირა გაკაპასებულმა და გავარდა გიჟივით გარეთ. - უზნეო! ამას ჰგონია თავს დავუხრი! მოიძია მაშინვე ტელეფონი და გადარეკა საჩქაროდ მეგობართან. -ამანაც გამომაგდო! - ჩასძახა პირდაპირ სალამისა და მოკითხვის გარეშე. -რა უპერსპექტივო ვინმე ხარ ქეთა, შემაღონებელი ადამიანი! ისევ დააგვიანე?! - ნამძინარევი ხმით ბურდღუნებდა და ამთქნარებდა თან გულიანად ტელეფონიდან. -უპერსპექტივო, ლოთი, ნაძირალა! რატომ არ მიგზავნის ღმერთი ჯუანშერს ფურცლები მაინც რომ შეავსოს ჩემი ვითომ იღბლიანი ცხოვრებით?! შევცოდე რამე? ვინმეს ვაბულინგებდი სკოლაში და არ მიჩვენე შენ სწორი გზა?! გინდა, რომ შენც დაგწყევლოს ღმერთმა?! მომყვები ლილიან ჯოჯოხეთში?! ამისთვის იმეტებ შენს თავს?! გინდა, რომ დედაშენმა იქაც არ მომასვენოს და ნიკომიკოს შლოპანცით გამომეკიდოს თავის მოსაჭრელად, ჩემი გოგო აქაც რატომ წაიყვანეო?! -დასკვნა და დიაგნოზი: ავადმყოფი. ბოლოში ,,ტოჩკა.“ - ნამძინარევი ხმით ამოუბურდღუნა კვლავ ლილიანამ. -დავლიოთ დღეს. -ღვიძლი დაგეშლება. წადი სამსახური მოძებნე. -აღარც სამსახური მინდა, აღარც მუშაობა და აღარც ფული! დასვენება მინდა, ბევრს ვითხოვ, ლილიან?! აჭარაში მინდა, წავიდეთ გთხოვ ორი ღამით, არ გაგვიწყწრება ღმერთი! -შენი ორი ღამე 2 კვირა გაიწელება. ვმუშაობ მე, ყოველ კვირა სამსახურიდან კი არ მაგდებენ შენსავით. -ბოროტი და ავსული ადამიანი ხარ! არ იმსახურებდი იმ კარნახს მეცხრე კლასში! მთელი ფოტოსინთეზი მე დაგაწერინე! არ შეგარგოს ღმერთმა! -რაღა არ შემარგოს მე 10 დამიწერა მარინამ, შენ კი 9, - გადაიხარხარა მთელ ხმაზე რომ გაახსენდა ლილიანას ქულების ამოკითხვის შემდეგ ქათას გაავებული მზერა. ნაკარნახებსა და გადაწერილ ტესტში მიღებული 10 ქულა არ დაავიწყდებოდა მთელი ცხოვრება. -უსინდისო! ბებიაშენს უთხარი მადლობა, მაგი გათრევდა სულ თავისი ავტორიტეტით! -ქეთა, მოცლილი ხარ ვიცი, მაგრამ მე დავაშავე რამე? იცი, რომ გუშინდელი უძინარი ვარ? -უძინარი... ვინ არ ყოფილა უძინარი?! -ქეთა!.. -კარგი, ჰო! - ჩაჰყვირა გაბრაზებულმა და გათიშა მაშინვე ტელეფონი, როგორც მიუსალმებლად დაიწყო, ისევე გამომშვიდობების გარეშე დაასრულა. ფიცხი იყო ძალიან ქეთა გოგოლიშვილი. გააგიჟა სამედიცინომ და გადაიყვანა სულ ჭკუიდან. არ ჰქონდა თავიდანვე ამის ნებისყოფა, თუმცა სურვილს ვერ უყო ვერაფერი. ასე აღმოჩნდა სტომატოლოგიის სტუდენტიც და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ერთხელაც არ უნანია, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, სტუდენტობის წლებში თავდაწყევლილ მომავალსა და არჩევანს, ამას ხომ ყველა სტუდენტი აკეთებს?! სახლში მისვლისთანავე შეუდგა ვაკანსიების ძებნას კომპიუტერში. რომ მიუჯდა დილით სამუშაო მაგიდას გახდა საღამოს 7 საათი და ოთახიდან არ გამოვიდა. მაგიდაზე აეწყო ფეხები კომფორტულად და თვლემდა სკამზე თავმიყრდნობილი, კარებზე კაკუნმა რომ შეაწყვეტინა ხვიჩას ლანძღვა სიზმარში გადავარდნილის. -შეიძლება? - მორიდებით შეჰყო ცხვირი ლილემ და თავი რომ დაუქნია ქალმა, შევიდა ნელა ქეთას ოთახსა და სამუშაო ადგილად გადაკეთებულ სივრცეში. ჩამოაწყო ფეხები და ნამძინარევი თვალებით მიაჩერდა ლილეს. -მზადაა ვახშამი, არ შემოხვალ? -ჩამძინებია, ვეძებდი რაღაცებს და... - წამოკრიბა მაშინვე დაუდევრად მიყრილი ფურცლები, დაიფანტა ნახევარიც ძირს. მიეშველა მაშინვე ლილე, ჩაუთაკრა ყველაფერი ხელში და სამუშაო მაგიდისკენ გაექცა თვალი. -ფართს ეძებ? აქედან გადადიხარ? - შეშფოთებული მიაჩერდა ქეთას. -არა, ჯერ არა. მომბეზრდა სხვების კისერზე ყოფნა, ჩემი მინდა გავხსნა... სტომატოლოგიური კლინიკა. -მართლა? რა მაგარია! -არ თქვა ოღონდ ჯერ, მეზარება ყველაფერი, არ ვიცი მოვაბამ თუ არა თავს. -ყველაფერს შეძლებ... -მე კი შვძლებ, - გააწყვეტინა და წამით მკაცრად გადახედა რძალს, - შევძლებ, მაგრამ შენ რატომ იჩქარე ასე მწარედ? -ქეთა, კარგი, რა... -კარგი, არ ვაპირებ შენს განსჯას, შენი ცხოვრება შენი გადასაწყვეტია, რასაც გინდა იმას უზამ, მაგრამ არ მგონია მაინც სწორი, შენს ასაკში დიდად სწავლაც მეზარებოდა, თუმცა დაოჯახებაზეც არასდროს მიფიქრია. დარწმუნებული იყავი, მე ისეთი ძმა მყავს ცხოვრებაში არაფერი მოგაკლდება და არც გაგიჭირდება, თუმცა... -მაშინ რატომ არ ელაპარაკები? -დათოს? ღირსია და იმიტომ. -არ არის ღირსი, მართლა, მასზე საერთოდ არ უნდა ბრაზობდეთ. -ლილეკო, მე და ეგ ლუარსაბი მოვგვარდებით, შენ არ იდარდო მაგაზე, სწავლას მიხედე. -ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ქეთა... -მე ვიტყოდი ზეაღმატებული მეგობარი დამირტყი! მული არ დამიძახო, იცოდე! დიდი მგონია ასე თავი! ... კლინიკის მოსაცდელში მჯდომს ფეხი ფეხზე გადაედო და დიდი მოწიწებით ელოდა თავის რიგს, მალე რომ მოემთავრებია და გასცლოდა ამ ადგილს საჩქაროდ. -შეგიძლიათ შებრძანდეთ, თავისუფალია! - უხეშად მიუგდო რამდენიმე სიტყვა კაბინეტიდან გამოსულმა ახალგაზრდა, ქერათმიანმა ქალმა და თავისი ადგილი დაიკავა მაგიდასთან მიმღებში. ზანტად წამოდგა ტყავის ფუმფულა სავარძლიდან, კარებთან მისულმა საღეჭი რეზინი გამოიღო პირიდან და ქაღალდში შეხვეული იქვე ახლოს ნაგვის ურნაში გადაუძახა. ორჯერ დააკაკუნა კარებზე და თანხმობის შემდეგ ჩამოსწია კიდევაც სახელური, ღიმილით შეაბიჯა კაბინეტში. სახეზე შეაშრა ღიმილი ცარიელი კაბინეტი რომ დაუხვდა, მიიხედ-მოიხედა ირგვლივ, აშკარად არავინ ჩანდა. -დაბრძანდით! - მაგიდის მეორე მხრიდან მოესმა უეცრად ხმა და შეხტა ადგილზე მოულოდნელობისგან. უხეშად მიაგდო ჩანთა და ჩამოჯდა სკამზე ქეთა გოგოლიშვილი. -გასაუბრებაზე მოვედი მე. -ახლავე მოგაქცევთ ყურადღბას. - მოესმა კვლავ. წუთი არ იყო გასული რომ წამოიმართა კაცი და შემოტრილდა კიდეც ქალის მიმართულებით, ადგილზე რომ გაიყინა. ჩაეცინა გოგოლიშვილს ნერვიულად. -ღმერთო, რა შეგცოდე ასეთი... - იჩურჩულა თავისთვის და თვალის კუთხეებით შეათვალიერა ღიმილშპარული სახით მჯდომი ცოტნე მელიქიშვილი. -აბა, გისმენ, რა გვინდაო? -კუბო მინდა მე! დიდი, შავი, კაკლის კუბო! - შესძახა გაგულისებულმა და წამოვარდა ფეხზე. -ერთი წუთი, მოიცადე, გოგო, სად გარბიხარ?! -გამეშვი, რა! -რატომ მემტერები? დაგიშავე რამე? -მე დავუშავე ჩემს თავს! მე ვუშავებ ქვეყნიერებას ჩემი არსებობით! ყველანაირი სიბოროტე რაც სუფევს ჩემი ბრალია! პეტრე პირველს რომ აჩენდა დედამისი და ხელი არ შევუშალე, ეგეც ჩემი ბრალია! კორონაც ჩემი ბრალია! -დაჯექი, მოდი. სამსახურს ეძებ? მოკალათდა კვლავ გაუციებელ სავარძელში. -როგორც ხედავ. -საერთოდ არ გელოდი, იმდენი გაქო დედაშენმა, ვერ წარმოვიდგენდი, რამდენიმე დღეში მე თუ მომადგებოდი სამსახურის თხოვნით. -შესწორება - კონკრეტულად შენ არ მოგდგომივარ, უბრალოდ გასაუბრებაზე მოვედი სამსახურის თაობაზე, მე საიდან უნდა მცოდნოდა შენი კლინიკა იქნებოდა?! -ჰო, ნამდვილად არ გეცოდინებოდა. მე უფრო ცირკში მომძებნიდი, ცუდ პერიოდში, რომ ცხოვრება გაგემხიარულებინა ცოტათი მაინც. - წაჰკბინა გამხიარულებულმა და შეახსენა მისი სიტყვებიც, ერთობოდა ძალიან ამ გოგოთი... -კარგი, წავალ მე. - წამოდგა კვლავ წამიერად გაბრაზებული. -კარგი, ჰო. სად მიდიხარ, მოისვენე ერთ ადგილას. იმუშავე მერე ჩემთან, არ დაგაყვედრი. -არა, გმადლობთ, - შეჰღიმა ხელოვნურად და გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან, კარებისკენ, - სანათესაოში რომ გაიგონ უხერხული იქნება, ჯერ დანათესავებულიც არ არიან და უკვე კისერზე დააჯდაო... -ღმერთო, შენ მიშველე... - ვეღარ შეიკავა მაინც, გადააგდო თავი და გადაიხარხარა გემრიელად მელიქიშვილმა, - რა ხუმარა ხარ შენ... მართლა გეუბნები, ცუდად კი დავიწყეთ, მაგრამ, გამიხარდება თუ იმუშავებ ჩვენთან, - წამოდგა ბოლოს ღიმილით ცოტნეც. -მართლა? - წარბები დაექაჩა ქეთას, უნდობლად უმზერდა ჯერ კიდევ, ამოწმებდა ირონიული იყო თუ სერიოზული. -ბოლოს და ბოლოს, ნიკუშას დავპირდი, რომ გამოვასწორებდი სიტუაციას. გაეპარა ტუჩის კუთხეებში ვერშეკავებული ღიმილი გოგოლიშვილს, დახედა ცოტნეს გამოწვდილ ხელს და ყოყმანით შეაგება თავისიც. -მადლობა. -მადლობას ნუ მიხდი, ნათესაობა არაფერ შუაშია, პერსონალი ჩვენც გვჭირდებოდა, თან ჩემი თვალით მაქვს ნანახი შენი მუშაობა. -ერთი სიტყვით, სანდო ვარ! - წამოიყვირა ბოლოს სიცილით და დაემშვიდობა. დატოვა მალევე წარმატებით შენობა თვითკმაყოფილი ღიმილით. სამსახურის შემდეგ მშობლიური სახლისკენ მიაშურა პირდაპირ. გადაღლილმა დააკაკუნა კარზე ორჯერ და მიეყრდნო კედელს ხელებით გაღების მოლოდინში. ადრე გამოსულიყო და მაყვალაც ახალმოსული დაუხვდა სახლში, გაუღო კარები ბებიამ და გადაეხვია საყვარელ შვილიშვილს. -მაყვალ, მოკლედ, სულ ფორმაში... - სიტყვა გაუწყდა შუაზე მისაღებში შესულს ცისანას გვერდით დასკუპებულ მომღიმარ სოფოს რომ წააწყდა თვალებით. შეეკრა წარბები გაუცნობიერებლად, ისეთი სიბრაზე მოაწვა ტვინში, შეშინდა წამით არ გამსკდარიყო. ახლა უკვე ვეღარც შეიკავებდა თავს, ძალით გამოწვევა ერქვა უკვე ამას, ადამიანს ნორმალური ნათქვამი არ ესმოდა... უტუხად მიირთმევდა ყავას დედამთილთან იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გაუკეთა და დამართა საკუთარ თავს და შემდეგ ქმარს. -შენ არ მოგყავდა და თავისით მოვიდა ჩვენი სოფიკო, - ღიმილით დაიძრა მისკენ მაყვალა, ჩამოუჯდა გვერდზე და მისი ხელი მოიქცია თავისაში. -მე შენ რა გითხარი? არ გესმის შენ ერთი ნათქვამი? - არც გაუგია არაფერი ცოტნეს. გაკვირვებით ახედა სამივემ. არ ელოდა სოფო მათ თანდასწრებით თუ დაიწყებდა ჩხუბს. ის ხომ ყოველთვის ერიდებოდა სხვების თვალწინ კამათს. -შენ რა ადამაინი ხარ?! რა ქალი ხარ შენ, კიდევ რომ ბედავს ჩემს ოჯახში მოსვლას... -ცოტნე.. ცოტნე... რა დღეში ხარ, - წამოფრინდა გაავებული ცისანა და წინ დაუდგა არანაკლებ გაგიჟებულ ვაჟს. -ეს ქალი მეორედ აქ აღარ შემოუშვათ! -რა მოხდა ასეთი?! ცოტნე! - აქაქანდა მაყვალა. -წადი დროზე აქედან, ნუ მენახები! - აყვირდა ბოლოს ცოტნეც. გადმოყარა ცრემლები სოფომ. - რა უნამუსო ხარ შენ, კიდევ რომ ბედავს ჩემს ოჯახთან ყოფნას! გამეცალე დროზე აქედან! -ცოტნე... -ხმა! ენა! მოშორდი-მეთქი! ვინ გგონივარ მე, ხმის ამაღლება რომ არ ვაკადრე ჩემს თავს, მაგიტომ დამაჯექი უარესად თავზე?! უთავმოყვარეო! -ცოტნე! - გაგიჟდა ცისანა. ტირილით გავარდა სახლიდან სოფო შეწირული. -ეს რა იყო, რა სიტყვები უთხარი, რა გამაგონე, ცოტნე?! - გულზე მიარტყა ორივე ხელი გამწარებულმა დედამ. -მეორედ ეს ქალი არ დამანახოთ. არ შემოუშვათ! -რა ქნა ამისთანა, რა?! - ვერ ჩერდებოდა ცისანას უკან ამომდგარი მაყვალა. სახეზე ჩამოისვა ხელები აწითლებულმა. სწრაფად გაერიდა ქალებს, მოიძია საკუთარი ოთახი და შევარდა გიჟივით, გადაკეტა თან საჩქაროდ გამოქცეულები რომ არ შეჭრილიყვნენ პირად სივრცეში. გამოაღო აბაზანის კარი, შეისხა წყალი სახეზე და თავს დამშვიდება აიძულა. არა. ვერა. ამ არაადეკვატური ქალის გამო არ მისცემდა საკუთარ თავს უფლებას შეცვლილიყო და მასსავით გულისამრევი არსება გამხდარიყო. ... დილის 9 იყო საათი კლინიკაში რომ შეაბიჯა ფეხი. ისე სწრაფად გამოვარდა გუშინ, ვერც მოიფიქრა ეკითხა რა დროს უნდა მოსულიყო მეორე დღეს სამუშაოდ, ამიტომ, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად გადაწყვიტა პუნქტუალური ქალის როლი ეთამაშა და ბეჯითი მუშახელივით დილის 9 საათზე გამოცხადდა. არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად 9:00 იყო საათი კლინიკის კარები რომ შეაღო. შეათვალიერა კარგად მისაღები სივრცე, გადასწვდა თვალებით უფროსის კაბინეტსაც, ღია რომ დაეტოვებინათ, შიგნით კი არავინ მოჩანდა. ხვიჩას რომ დაენახა ახლა დიდად იამაყებდა გაშვებული სტომატოლოგით. ჩამოდგა კარებთან მეზობლის ბავშვივით და დაიწყო უინტერესოდ თვალიერება, იქნებ დროზე ადრე შეემჩნია ვინმე სულიერს და მიეჩინა მისთვის ადგილი. წამოყო უცებ თავი მაგიდასთან მჯდომმა ქალმაც და ღიმილით მიესალმა. -ქეთი გოგოლიშვილი ხართ თქვენ, არა? -დიახ, - გადახედა თავადაც ღიმილით. -მე ლელა ვარ. გუშინ ცოტნემ დაგვიბარა, მიგასწავლით თქვენს სამუშაო ოთახს. მიჰყვა კუდივით წინ გასწრებულ ქალს. -შემახსენეთ, რომელი სპეციალობის ხართ? -ორთოდენტი. -უი, - გადმოხედა უცებ, შეჩერდა მაშინვე ქეთაც, - ქირურგიის დარგში ვეძებდით ჩვენ. -მართლა? -ხო, თუმცა ჩვენში დარჩეს და, არმგონია ბევრი დრო ჰქონდეს დარჩენილი ახლანდელ ორთოდენტს, - ჩაიცინა მზაკვრულად და შეაღო მალევე კარებიც. - ეს იქნება შენი კაბინეტი, დღეიდან შეგიძლია ხალხის მიღება. დაიწყება მალე ჩაწერები, გეყოლება შენ შენი კლიენტებიც... უფროსის კაბინეტი გვერდითაა, მაშინ უბრალოდ მიღებები ჰქონდა პირველზე. -მადლობა დიდი. -სამზარეულო მეორე სართულზე, ბიურო ჩემს მაგიდასთან. -რა ბიურო? - ღიმილით დააწია სიტყვები გამავალს. -ჭორთა ბიურო, - თვალი ჩაუკრა ლელამ, გადაიხარხარა თან თავის სიტყვებზე და დატოვა მარტო გოგოლიშვილი. გადააქნია თავი ღიმილით ქეთამ. ყველგან ერთი გიჟი როგორ გამოერეოდა ხოლმე... ... დამღლელი დღის შემდეგ ძლივს დაირეკა უკანასკნელი გაკვეთილის ზარი. რომ გალაგდნენ ბავშვები ამოიხვნეშა და მოიშორა სათვალეც სახიდან ზედმეტად გადაღლილმა. სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი და გამოფხიზლება აიძულა საკუთარ თავს, რომ წამომდგარიყო და გზა გაეკვლია სახლამდე. წიგნებს დაავლო ხელი ზანტად ჩანთაში ჩასალაგებლად კაკუნი რომ გაისმა კარზე და წამოსწია მაშინვე თავი ქალბატონმა მაყვალა მელიქიშვილმა. -შუადღე მშვიდობისა. - მორიდებით ჩაილაპარაკა შოთა გოგოლიშვილმა და გადადგა რამდენიმე ნაბიჯი კლასში შესასვლელად. -ბატონო შოთა? გამარჯობა. აქ საიდან? - გაკვირვებული თავლებით შემოაცილა კაცი საკლასო ოთახში. -თქვენს სკოლაში დავიწყე მუშაობა. სამასწავლებლოში გახსენეს და რომ არ მოგსალმებოდით ვერ ვაპატიებდი თავს. - ნელა მიიწია და ჩამოართვა ხელი ჯერ კიდევ გაოცებულ ქალს. -რა სასიამოვნოა, კარგი გიქნიათ. -სადაც ვმუშაობდი რემონტი დაიწყეს, ონლაინზე გადავიდა სკოლა, მე ვერ ვეგუები ამ ახალ ტექნოლოგიებს, გამიგებთ, თან უსაქმოდ ყოფნაც არ შემიძლია დიდხანს, ამიტომ ახალი სკოლა მოვძებნე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი თქვენ რომ აღმოგაჩინეთ აქ. -არც მე გელოდით. -ფინჯან ჩაიზე დაგპატიჟებდით თუ დრო გაქვთ. თან ვისაუბრებდით ბავშვებზე. -დრო... მაქვს, კი. შეიძლება, - ყოყმანით უპასუხა, ჩაეღიმა თან ბოლოს მაყვალას, სწრაფად შეაგროვა მაგიდაზე მიყრილი ნივთები და დატოვა კლასიც შოთასთან ერთად. მზე ჩადიოდა თავის ღამისეულ სახლში. მშვიდი იყო თბილისი, შემოდგომის შეუსაბამოდ. 2 იყო საათი ზუსტად, არც მეტი არც ნაკლები, კლინიკაში რომ შეაბიჯა გოგოლიშვილმა. ნაუცბათევად გაწვიმებულიყო ქალაქში, ჩადო ქოლგა თავის ადგილას, მოირგო საჩქაროდ ბახილები და მოსაცდელში გავიდა ზანტად. გადახედა შეკრებილთ, არ იყვნენ ბევრი, შეათვალიერა კარგად, თავის პაციენტს ეძებდა. -ის არის ქეთა, - თვალებით მიუთითა ჩურჩულით ლელამ და მიუახლოვდა სწრაფად- ყავას დალევ? -არა, მადლობა, არ ვსვამ, - ზრდილობიანად მოიცილა ქალი და პაციენტს გადახედა, - 2 წუთში მოვემზადები და დაგიძახებთ. -კარგი, შვილო, - შეძლებისდაგვარად გაუღიმა ქალმა და თავიც დაუკრა. შევარდა მაშინვე კაბინეტში, მოირგო ხალათი, მოიმარაგა ინვენტარი და დასაძახებლად რომ აპირებდა გასვლას, სწორედ მაშინ შემოვიდა ნელი ნაბიჯებით ცოტნე. -გამარჯობა, - თავის დაკვრით მიესალმა გოგოლიშვილი. დაუქნია თავი უემოციოდ ცოტნემაც. -გუშინ ვერ მოვახერხე მოსვლა, იმედია, გაართვი თავი ყველაფერს. -რა თქმა უნდა, ლელამ მომიჩინა ეს კაბინეტი და შევუდექი მეც მუშაობას. -კარგია.. - დააქნია თავი სუსტად, შეათვალიერა ოთახი და შებრუნდა უკან გასასვლელად მალევე, ქალის ხმამ რომ აიძულა ადგილზე გაჩერება. -ცოტნე, მშვიდობა გაქვს? ნელა შებრუნდა კვლავ მისკენ. -კი. მადლობა. -სახე რატომ ჩამოგტირის, აშკარად გაწუხებს რაღაც. -არაფერია. თუ რამე დაგჭირდება იცი ჩემი კაბინეტი საითაცა. - მხარზე მიუთათუნა ხელი, ძლივს მორგებული ღიმილით შეჰღიმა და დატოვა მალევე კაბინეტიც. ძლივს მოეგო ქალიც გონს. ამოიხვნეშა ერთი და პაციენტის დასაძახებლად გაჰყო ცხვირი კარებში. ეუცნაურა ძალიან ასეთი ცოტნე, მაგრამ მას ხომ არც კი იცნობდა წესიერად? საიდან უნდა სცოდნოდა მისი ნამდვილი ხასიათი, ბუნება, როგორი ტიპისა იყო... ერთი ის აკვირვებდა მხოლოდ დაოჯახებული კაცი ბეჭედს რომ არ ატარებდა საგულდაგულოდ, სიამაყით, სიყვარულითა და არათითით... მშვიდი დილა რომ თენდებოდა მთელი დღე მეტად ლაღად, თავისუფლად და ბავშვურად გრძნობდა თავს. ასეთი იყო დილა, როდესაც თავისით ეღვიძებოდა და მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა არ ანგრევდა ოთახის კედლებს. თან თავის ჯიბრად არ ცვლიდა ამ ზედმეტად საუცხოო როკის სტილის მუსიკას, ბავშვობაში მამას რომ აბეზრებდა ვგიჟდებიო და სულ ასმენინებდა ამ გაურკვეველ ჰანგებს. წამოვარდებოდა საწოლიდან და დიდი სიხარულით გადაეხვეოდა ცოვრების სხივს ბაბუა რომ ჰქვია. უსასრულოდ რომ შეეძლო მასთან ყოფნა და საუბარი, უფრო დიდ სიმშვიდეს ლილიანთანაც რომ ვერ გრძნობდა და სამარეში ჩაყოლასაც ანატრინებდა მისი გარდაცვლება. ბაბუა. ბაბუა არის ცხოვრების წმინდა საჩუქარი, რომელსაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ. საჩუქარს ხომ ისედაც სჭირდება ზედმეტი მოვლა-პატრონობა, შეიძლება, გადაჭარბებულიც კი, და წარმოიდგინეთ, ცხოვრების მიერ გამეტებული და ნაჩუქარი სიწმინდე, როგორ უნდა გიყვარდეს და უვლიდე?! შვილიშვილთან ერთად ბაბუა აღარ ბერდება. ჩერდება მისი ასაკი მის დაბადებასთან ერთად და უფრო პატარა, გულჩვილ, მეგობრად გადაიქცევა... იმ დღესაც დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა ოჯახის ყველაზე საყვარელ წევრს და სამსახურისკენ გასწია თავისთავში შექმნილი პუნქტუალურობა რომ არ დაეკარგა და ზუსტად 10:00 საათზე კლინიკის შესასვლელთან მდგომი იცვამდა ლურჯ ბახილებს. კაბინეტში აპირებდა პირდაპირ შესვლას ახალი პირი რომ შემოვიდა კლინიკაში და გაუცნობიერებლად გაედევნა თვალებით. -ცოტნე აქ არის? ახალგაზრდა, ულვაშბიანი, სანდომიანი კაცი ჩამომდგარიყო ლელასთან და, ცოტაარიყოს, აღელვებული სახით მიმართავდა ქალს. მიეყინა ადგილს ქეთაც. -დიახ, - გაუღიმა ლელამაც უაზროდ, საერთოდაც, ძალიან უყვარდა გეგეჭკორს ღიმილი. -აქ დარჩა? -დიახ, - იგივე გაიმეორა ქალმა. დააქნია თავი გუგამაც და კაბინეტისკენ გასწია, შეაღო დაუკაკუნებლად კარები და უფრო შეგლიჯა. -ეს ნორმალური თუა, სძინავს?! -შესაძლოა. დაზუსტებით ვერ გეტყვით ვერაფერს. - კარების მეორე ჩარჩოს შემოჰხვია ხელები ლელამაც და ასე, ღიმილით მიაჩერდა თავადაც სავარძელზე მჯდომ უფროსს, მკვდარი ქათამივით რომ აქნევდა თავს. დახედა გუგამ წარბშეკვრით ქალს. -კარგი, წადი, მივხედავ მე. მხრები აიჩეჩა ღიმილით ლელამ და დაუბრუნდა კვლავ სამუშაო ადგილს. -მშვიდობაა, ლელა? - ჯერ კიდევ კარებთან იდგა ქეთა ჭორიკანა ქალივით. -წესით კი. -აქ დარჩა ცოტნე? -ხო, წუხანდელი ღამენათევი იყო და ჩეეძინა! -ლელა.. ლელა... - გადააქნია თავი და შეიმალა თავადაც კაბინეტში. დოინჯშემორტყმული იდგა გუგა მაგიდის წინ და ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა ყველაზე სასტიკად მისი გაღვიძება. ბოლოს მაინც ბანალურ ხერხს მიმართა, ჩამოიღო თაროდან კარგად სქელყდიანი წიგნი ადამიანის ქვედა ყბის სტრუქტურა რომ მოჩანდა ყდიდან და მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე. წამოვარდა დაფეთებული მელიქიშვილი მაშინვე, პატარა ბავშვივით დაიწყო თვალიერება და ბოლოს რომ გაიაზრა სიტუაცია ხვნეშით ჩაესვენა კვლავ სავარძელში. -გული გამისკდა... - ჯერ კიდევ გახშირებულად სუნთქავდა მელიქიშვილი. -მუშაობა არ გეყო და სახლადაც გადააკეთე? -მშვიდობა გაქვს? რას მომადექი ამ დილას? -ღამეს მოგადექი და არ დამხვდი სახლში. - ჩამოჯდა დაუკითხავად სავარძელში გუგა. წამოდგა კვლავ ცოტნე თვალების სრესვით, მოიძია ოთახში წყლის ბოთლი და ისე მოიყუდა, სულ არ უფიქრია ადუღემდე ბევრი რომ არ ეკლებოდა. მაინც გამოცალა თბილი წყალი ამრეზი სახით, მაგიდაზე მიაგდო ბოლოს და ჩამოჯდა კვლავ თავადაც. -რა გჭირს ცოტნე? - თბილი ხმა ჰქონდა დადიანს. თბილი იყო ძალიან მისი გამოხედვაც და თბილი ჰქონდა გულიც. -ხვალ სასამართლოა. -მერე? -მერე... - ამოხვნეშას ამოაყოლა სიტყვა და ხელებში ჩარგო სახე. - უთავმოყვარეობა სადამდე იზომება? -ეს ნორმალურია, ცოტნე. -არ არის. - გააწყვეტინა მაშინვე. - მამაჩემი რატომღაც არასდროს იყო ჩემით კმაყოფილი. როგორ ვცდილობდი ერთხელ მაინც არ შემოეხედა ჩემთვის ისეთი თვალებით, თითქოს ტვირთი ვიყავი მისთვის. უცნაური კაცი იყო... სულ იმას მიმეორებდა, რომ ჩემიდან კაცი ვერ დადგებოდა. ხან, ისეთ ხასიათზე იყო, რომ სულ იმას გაიძახდა განათლება უნდა მიიღო აუცილებლად და დრო რომ იქნება ოჯახი არჩინოო. ძალიან შერცხვებოდა ახლა ჩემ გამო. -ცოტნე. -არა, მართლა, სულ მიკვირდა როგორ იყო ასეთი. და უნებურად, მამობის მეშინოდა. სოფო რომ გამოჩნდა.. მერეც მეშინოდა, მაგრამ მაინც მინდოდა, ან სოფომ მომანდომა. მინდოდა ძალიან მისგან შვილი. მაგრამ ახლა მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ზედმეტად მშიშარა იყო ამ ამბავში და არ მაკავშირებს მასთან არაფერი, თან ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც შვილია. -ამით არ სრულდება არაფერი. - რამდენიმე წამის შემდეგ ამოიღო ხმა და შეათვალიერა კარგად სახეზე ბავშვობის მეგობარი. -არადა მართლა მეგონა, რომ ბავშვობაში უკვე მოვიხადე ჩემი წილი სასჯელი. კიდევ ესეც? და კიდევ როდემდე გააგრძელებს ჩემს ხმარებას სამყარო, საინტერესოა ძალიან,- მიეყრდნო მთელი ზურგით ტყავის სავარძელს. -უკვე გითხარი, თავი არ უნდა დაიდანაშაულო არაფერში. შენი ბრალი არ არის რაც მოხდა. გარდაუვალი იყო, ცოტნე, შეიგნე რა... ნუ ინახავ შენს გულში, ნუ მერიდები. თუ სამყარო ცდილობს თავისი კლანჭები განახოს, ნურც შენ იქნები გულგრილი. ნუ შეუშინდები, თორემ უარესს დაგმართებს. ახლა კი ადექი. წავიდეთ, დავლიოთ. უნდა აღვნიშნოთ წინასწარ ცხოვრების თავიდან დაწყება. - წამოდგა საჩქაროდ დადიანი და ღიმილით მიაჩერდა ქვემოდან ეჭვისთვალით მომზირალს. -ატეხილი ხარ შენ ძალიან. - თავის ქნევით წამოდგა ბოლოს მელიქიშვილიც და მიჰყვა უკან წინ მიმავალ გუგას ზანტად. ცხოვრების მარწუხებზე შეგუება დამარცხებას ნიშნავს. ძალით დამარცხება კი უმეცრებას. შავი რკინის კარებთან ჩამომდგარიყვნენ ცოტნე და გუგა და დიდი მონდომებით რეკავდნენ ზარს. 5 წუთი რომ გავიდა ბოლოს, როგორც იქნა, გაიღო ეს წყეული კარიც და გამოჩნდა კიდევაც შიგნით გამომწყვდეული მაღალი კაცი ნამძინარევი სახით რომ ჩამომდგარიყო კარებთან. აბურდული თმა უმშვენებდა ლამაზ სახეს ტანსზემოთ შიშველსა და მთქნარებაში გართულს, შუბლზე ფარდასავით ჩამოჰფენვოდა ხუჭუჭა თმები. წარბშეკრული უმზერდა ორივეს და საერთოდ არც ფიქრობდა რომ გამდგარიყო და შემოეშვა ბიჭები შინ. წარბები წამოსწია გაღიზიანებულმა ცოტნემ, ხელი მიჰკრა ოდნავ მკერდზე და თავისით შეალაჯა ბინაში უკითხავად. ამრეზად მოათვალიერა არეული ბინა და ჩამოჯდა ბოლოს უკმაყოფილო სახით სავარძელზე. -მობრძანდით, დაბრძანდით... გაიგონეთ სადმე მსგავსი სიტყვები? - შეჰყვა თავადაც შინ შესულებს და უაზროდ დააკვირდა ორივეს. -შენ მე მგონი ძალიან გინდა გაგახსენო ძველი დრო. მეხვეწები რაღაც ერთი კვირაა და შეივსება იცოდე მალე ჩემი ფიალა მოთმინებისა. - თვალები დაუბრიალა გუგამ, ლუდის ქილებით დატვირთული პარკი შეიტანა თან სამზარეულოში. - დატრიალდი ჰე, დღეს ვსვამთ გათენებამდე. -მეტი ადგილი ვერ იპოვეთ? გოგო რომ მყოლოდა სად მიდიოდით?! - უკმაყოფილოდ ათვალიერებდა ამ ორ კაცს ძალიან შინაურულად რომ გრძნობდნენ თავს და მგონი საკუთარ სახლშიც ეგონათ თავი. ლუკას ურეკავდა უკვე ცოტნე, მზერას არ აშორებდა თან მოუწესრიგებელ კაცს და ბურღავდა თვალებით. ამოიხვნეშა ბოლოს რომ მიხვდა აზრი არ ჰქონდა არაფერს, არც წინააღმდეგობას და ოთახში გალასლასდა მობეზრებით. გადაივლო სჩქაროდ ტანზე ცივი წყალი და ეახლა მალევე მისაღებში თავმოყრილებს მშვიდად რომ დაეწყოთ ჭამა-სმა და გემრიელად შექცეოდნენ ლუდს. მოსულიყო ლუკაც. მიუჯდა გვერდზე უგემურად მჯდომ ცოტნეს, სკამის სახელურზე ჩამოედო იდაყვი და გადაღლილი სახე დაეჭირა თითებით. -მერე ამაზე იტყვით ახლობელიაო, - ჩაიფხუკა თავისთვის ლუკამ და ირონიული მზერით გადასწვდა ლოჩოშვილს. -ახლობელი ხარ შენ, მე მეტი ვარ მათვთვის ყველანაირი გაგებით. - დაუბრუნა ავი პასუხიც მათემ და ლუდიანი ქილა მოიმარჯვა ხელში. -და სად იყავი აქამდე? არ უნდა გენახულა ჩემი ძმა? -შენმა ძმამ იცის სადაც ვიყავი, შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში? -რა გჭირთ თქვენ? - გაკვირვებული სახით გადახედა ორივეს გუგამ. არ იყო მათე ქვეყანაში ეს დღეები, რომ გაიგო ეს ამბავი და ფეხით არ გამოიქცა მისი ძმაკაცისკენ ეს ამწარებდა ალბათ ლუკას. -არაფერიც არ მჭირს, ვინტერესდები უბრალოდ სად იყო აქამდე? არსად გამოჩენილა. -გაჩუმდები თუ არა? - ამოიღო ხმა ცოტნემაც, ამ ორის გაუთავებელი კინკლაობის ნერვები საერთოდ არ ჰქონდა ახლა. -ესე იგი, ყველაფერი ისეა, როგორც გუგამ მითხრა? მართლა შორდებით? -არასწორი კითხვაა, უნდა გეკითხა - მართლა გიღალატა? -ეს მომაშორეთ ვინმემ აქედან, - ხელი აიქნია მობეზრებულად და პატარა ბავშვის მზერა გაუსწორა უფროს ძმას რომ დაეშოშმინებინა როგორღაც ლუკა. -სასამართლოა ხვალ. - უმნიშვნელოდ ამოთქვა გუგამ და სასმელი შეათამაშა ხელში. სულ აღარ უყურებდა ამ ყველაფერს დაძაბული თვალებით, არც ამ ამბავს და აღარც ზოგადად იმ ქალს საყვარელი რძალი რომ ერქვა რამდენიმე ხნის წინ, ერთი ორად დაეცა სულიერად მის თვალში, იმდენად, რომ ამაზე ფიქრიც დანაშაულად ეჩვენებოდა, თითქოს რაღაც გარკვეული ეტაპი მორჩა მათ ცხოვრებაში და ახლა ახალი უნდა დაწყებულიყო მეტად საინტერესო და უფრო ძვირფასი. სხვა შემთხვევა რომ ყოფილიყო ბოლომდე ჩაჰყვებოდა, არ მოეშვებოდა არც ერთს და მაინც შეარიგებდა წყვილს. მაგრამ ღალატი? ასე მასხრად აგიგდოს ადამიანმა ეს სად წერია?! ამიტომ იყო გუგა ყველაზე მშვიდად, იცოდა არ დასჭირდებოდა ბევრი დრო ცოტნეს გონს მოსაგებად. სიამაყეს არ შეალევდა ამ ბინძურ სიყვარულს, რომელიც სინამდვილეში ერთი დიდი ტყუილი იყო. -რას ამბობს თვითონ? - შოკში იყო ჯერ კიდევ მათე ლოჩოშვილი, - ეს მართლა გააკეთა? -არა, ოჯახის დანგრევა უნდოდა ამას და მიზეზს ეძებდა. - ჩაიქირქილა თავისთვის და მოარიდა თვალი სამივეს ერთად. თვალები რომ დაუბრიალა გუგამაც მაშინ საბოლოოდ აიკრა პირზე ნაჭერი ლუკამ. -მაიძულა მასთან ურთიერთობაო... - წამოიწყო გუგამ, - მხოლოდ 2 თვე ვიყავით ერთადო... მოკლედ, რას მახსნევინებთ? სირცხვილის სიწითლემ გადაუარა უეცრად სახეზე ცოტნეს, ვერ გაუსწორა ვერც ერთს მზერა. არადა ვისაც უნდა შერცხვენოდა მისი საქციელის აქ საერთოდ არ იჯდა ის პიროვნება. -ახლა რაღაცას ვიტყვი და მერე ამიმხედრდებით... სულ ვამჩნევდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე... იმას კი არ ვამბობ, ეგეთ რამეს ვამჩნევდი-მეთქი, - დაამატა მაშინვე ცოტნეს უეცრად სიბრაზისგან აფეთქებულ თვალებს რომ გადააწყდა, - სხვანაირი იყო... სულ მეგონა რომ არ ვევასებოდი... მაგრამ ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი ცოტნე, მთელი ჩემი ცხოვრება რომ მეფიქრა. და ვერც ვიკადრებდი. - გადააქნია თავი სუსტად, - ცივი იყო სოფო, - ცივმა ჟრუანტელმა დაუარა მისი სახელის გაგონებისას, ცივმა და სიძულვილით აღვსილმა, პირველად მაშინ დაფიქრდა სიყვარულის ამაოებაზე მელიქიშვილი, შეეზიზღა და გულის რევის შეგრძნება მოჰგვარა ამ სახელმა და იმ შეგრძნებამ ვითომ რომ ეგონა გულით დაჰქონდა და მიწაშიც წაიღებდა. - თქვენ კიდევ ჰო, მარა მე სულ მკვლელი მზერით მიყურებდა, რაღაცნაირად მაგრძნობინებდა, დაფარულად, რომ არ სიამოვნებდა ჩემი ხილვა. -ჰო, ახლა რომ ასე წავიდა ბევრი რამე ამოტივტივდება მკვდარი თევზივით, ყველაფერ ცუდს მაგასთან დავაკავშირებთ... -როგორ არ იმსახურებდა... ახ!.. - თავზე გადაისვა ხელი ლუკამ. - ეგ საზიზღარი, საძაგელი არსება!.. -შენ რატომ არ იტყვი არაფერს? - ჩუმად, მორიდებით ახედა მათემ საგონებელში ჩავარდნილს, უხმოდ რომ აკვირდებოდა სიტუაციას. -ჯვარი უნდა დაგვეწერა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ. ღმერთის გარდა ვერ გაიგებს ვერავინ როგორ მიხარია ახლა, მაშინ ზედმეტი დროის არ კარგვის გამო ჯვარი რომ არ დავიწერეთ და მხოლოდ ფურცელზე ვიყავით ცოლ-ქმარი. - ჩაფიქრებით ამოიჩურჩულა, - არ არსებობს ჯვრის აყრა. არ მწამს ასეთი რაღაცების. ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს მთელი ცხოვრება რომ ვყოფილიყავი იმასთან ღმერთის წინაშე დაკავშირებული. ეს იქნებოდა ჩემი ტანჯვა და არაფერი იქნებოდა ამაზე უფრო მწარე ტკივილი. ახლა კი... მგონია, რომ თავისუფალი ვარ, ყველანაირად, სულიერად ვგრძნობ თავისუფლებას. -ადრეა ჯერ, ხვალ დასრულდება საბოლოოდ ყველაფერი, - ღიმილი შეეპარა დადიანს სახეზე. -ყველაფერი ბევრი ხნის წინ დასრულდა, მე არ ვიცოდი უბრალოდ. - ლუდის ბოთლი მოიყუდა, წამოიწია შემდეგ და სიგარეტის კოლოფი მოიძია ჯიბეში. -ისევ? - წარბებ აწეულმა გააყოლა თვალები ძმის მოქმედებას ლუკამ, - აბა აღარ ვეწევიო? -შენ ვინ ეშმაკი ხარ, გაეშვი ადამიანს, - წარბშეკრულმა წაუცაცხანა მათემ. - შენ რატომ გაძლევს საერთოდ მოწევის უფლებას, ეგ არ ვიცი. -ვითომ რატომ? -დიდიხანია აღუს თქმა ისწავლე? -ახლა მე შენ!.. - წამოიწია ხელმოღერებული უმცროსი მელიქიშვილი, წარბების აწევით რომ მიანიშნა უფროსმა თავის ადგილას დაბრუნება. უცნაური იყო ძალიან, რატომ ვერ იტანდნენ ერთმანეთს თავადაც არ იცოდნენ პასუხი, აურა აქვს ცუდი და მეც მიბინძურებსო, ამას გაიძახდა სულ მელიქიშვილი. ,,მყუდროება“ კარებზე ზარმა შეაწყვეტინათ. მეხივით გავარდა სიჩუმემოდებულ სახლში კარზე ზარის ხმა და აიძულა ზანტად წამოდგომა სახლის პატრონს. კარს იქით ლიკა ლოჩოშვილის მშვიდი სახე მოჩანდა. კოსად და უწესრიგოდ აკრული თმა უმშვენებდა სახეს, თხელი ტუჩები და გამუდმებით წითელი ლოყები ჰქონდა წითელი, ხასხასა ვაშლივით. -ოჰ, რამ გაგახსენა შენი საწყალი ძმა? - ჩაიკრა გულში პატარა ქალბატონი და შიგნით შევიდა მასთან ერთად ჩახუტებული. -ლიკუუ, ვინ მოსულა... - წამოხტა მაშინვე ფეხზე გუგაც და თავადაც მიიხუტა მეგობრის და. ღიმილით შეეგება ცოტნეც. -დედამ გამომაგზავნა, კატლეტები შეწვა და შენს ბედოვლათ ძას წაუღეო, გამომაგდო სახლიდან. - დიდი ჩანთა აუფრიალა ცხვირწინ ძმას, ძლივს რომ ეჭირა ხელში. -ოჰ, არ იკადროს თვითონ ვაჟბატონმა ორი ფეხის გადადგმა, სახლში უნდა მიურბებნინონ ყველაფერი, დაჯექი ლიკუ და აჭამე ბარემ, - მხარზე გაჰკრა ხელი მათეს გუგამ. უეცრად დასერიოზულებულმა ლუკამ დაიგრძელა კისერი შორიდან კარგად რომ შეეთვალიერებინა შემოსწრებული გოგო, ალბათ მის გარდა არც არავის შეუმჩნევია შემოდგომას დამსგავსებული ლიკუს ხასხასა ყავისფერი კაბა, ასე რომ ეკვროდა სხეულზე. -მოდი, დაჯექი, - გვერდზე მიისვა და მათემ და ხელი გადაჰხვია მონატრებულს. არ ჰყოფნიდა ეს გოგო არასდროს, ჩამოსული არ იყო მაშინვე ხომ მშობლიურ სახლში გაქანდა მათ მოსანახულებლად და ყველაზე მეტად ლიკასთვის ლოყები რომ დაეჩქმიტა საგულდაგულოდ. -მასწავლებელთან მივდივარ აქედან, - იუარა მაშინვე გუგამ რომ გაუწოდა ლუდის ქილა გოგოს, - დამაჭედებს ტყვიას შუბლში ნასვამი რომ გამოვცხადდე. -გადაწყვიტე საბოლოოდ? რაზე აბარებ? - ღიმილით მიაჩრდა გუგა. -რა საძულველი კითხვაა! გუგა, რამდენჯერ გითხრა ჩემსავით უნივერსიტეტზე აცრილ აბიტურიენტებს არ ჰკითხო-მეთქი ეგ! - გულზე გადაიჯვარედინა ხელები და წარბებიც შეეკრა მის თავზე გაბრაზებულს, ჯერ კიდევ რომ არ აერჩია მომავალი პროფესია. -რა იყო, გოგო? არ დარჩე სულ მაგის გარეშე, - ჩაეცინა ცოტნესაც. -ლილე მართლა გათხოვდა? - თითქოს ახლა მოაგონდაო, წარბები შეჰყავარ უფრო ძლიერად და ასე მიაჩერდა პასუხის მოლოდინში მელიქიშვილს. იმანაც ისეთი სახე მიიღო, თითქოს ძალიან დიდი ცდის შემდეგ დავიწყებული ინფორმაცია თავიდან ამოუტივტივეს და იძულებით გაახსენესო. გადაატრიალა თვალები ლუკამაც. -რა უტაქტობაა? სად გაგონილა ასე მიახალო ძმებს ასეთი ამბავი?! - ბრაზით გადახედა ლიკას უმცროსმა. -შენ რა აცრილი ხარ ლოჩოშვილებზე? - გადასჩურჩულა ყველას შეუმჩნევლად გუგამ ლუკას. -უტაქტო შენ თვითონ ხარ! - გაეპასუხა მაშინვე შეურაცხყოფილი, - დას ვერ მიხედე ამხელა კაცმა! -გოგო!.. - წამოიმართა მაშინვე ფეხზე ლუკაც. -რა? - წამოდგა ფეხზე მათეც, - ვისთან უწევ ხმას? -შენ საერთოდ გამეშვი! - ხელი აუქნია უმნიშვნელოდ ალიპლიპებულს. თითქოს ჩხუბის მიზეზს ეძებდნენო... ისე იქცეოდნენ. - საერთოდ რას მოვდიოდი აქ, ამის სახლში, მეორედ აღარც ვარ მომსვლელი, - წამოკრიბა საჩქაროდ მაგიდაზე მიყრილი სიგარეტი და ტელეფონი და საჩქაროდ გაეცალა ამ სახლს. -ეს დალაგებულად ხოა? - არეული მზერა გაუცვალა მეგობარს მათემ. -კარგი, წავედი მე, დამაგვიანდა, - უცებ აკოცა ძმას და ხელის აწევით გამოემშვიდობა ყველას. -როგორია ეს ახალგაზრდობა... თავი გადააქნია ღიმილით გუგა დადიანმა, თითქოს ბევრ წელს ითვლიდა მისი ასაკი... მანქანა გამოჰყავდა პარკინგიდან უკვე გაცხარებული ლიკა რომ გამოვარდა კორპუსიდან. უემოციოდ ჩაუარა გვერდი და ავტობისის გაჩერებასთან ჩამოდგა მკერდზე ხელებგადახლართული. დიდი ფიქრის შემდეგ მიაყენა მანქანა ახლოს და წარბაწევით გადახედა გოგოს. -გაგიყვან. - შეზარებულივით დასძინა და ისე მიაჩერდა თავადაც აიძულა მასაც რომ შეეხედა თვალებში. -არ არის საჭირო! - ეზარებოდა ახლა ჩხუბი, ლუკა მელიქიშვილთან კი ყველაზე მეტად. ტაბლოს შეავლო უინტერესო მზერა. -გოგო, არ გესმის შენ? -დამანებე თავი! - შეუღრინა ბოლოს გამწარებულმა. - წადი, საქმე არ გაქვს?! -დაჯექი-მეთქი! გაგიყვან, კი არ შეგჭამ! ამოიფრუტუნა ერთი და თვალების ტრიალით ჩაჯდა მის მანქანაში, ღვედიც გადაიკრა და მკერდზეც გადაიკოჭა ხელები ძლიერად. შეათვალიერა თავიდან ბოლომდე, მოკლე კაბა კიდევ უფრო წამოიწია ზომაზე მეტად, წარბშეკრულ მზერას არ აშორებდა მინას. -გაგიზრდია ენა და დაგიმოკლებია კაბის სიგრძე. - სასხვათაშორისოდ ამოიჩურჩულა უკმაყოფილოდ და დაძრა მანქანა საბოლოოდ. -შენ ვინ გეკითხება! - გაკაპასებული მიუტრიალდა ბიჭს. -ნურც შემეკითხება.. -ოხ... როგორი აუტანელი ხარ! რას მოგყვებოდი საერთოდ! -არ იცოდი შენ? - შეცვალა უცებ თემა. -რა არ ვიცოდი? -რაც ჰქონდა დაგეგმილი ლილეს. -საიდან უნდა მცოდნოდა? ასეთი რაღაც რომ მცოდნოდა უფლებას მივცემდი?! პირველი გამოვიდოდი მის წინააღმდეგ! ამიტომაც არ მითხრა არაფერი. ეს ამბავიც ნინისგან გავიგე, მაგის შემდეგ ვცადე დარეკვა ასჯერ, ნახვაც... მგონი ძალით მარიდებს თავს. - შეიშმუშნა შეწუხებული. - შენ რატომ არ იცოდი ესაა საინტერესო. -გოგო, რა გინდა? - შეუბღვირა თავიდან. -რა მინდა... - ჩაიბუტბუტა თავისთვის, გააჯავრა ჩუმად და შეაბრუნა თავიც რომ აღარ შეევლო ზედმეტად მისთვის ავი მზერა. ... ზემოთ, ცაში მჯდომმა ერთმა პიროვნებამ ღმერთს რომ ვეძახით და მთელ მსოფლიოს რომ გვირჩევნია ღიმილით გადაუსვა ხაზი თავის დროზე მის მიერ დაწერილ ამბავს. გადმოგდებული ფურცელი კი სეტყვასავით მოუვლინა ქვეყნიერებას. სასამართლოს შენობა ამაყი, თავაწეული ნაბიჯებით დატოვა ცოტნე მელიქიშვილმა. ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ასე გაიარა გზა მანქანამდე მისასვლელად და ასეთივე სიამაყით მოსწყვიტა მანქანა შენობას. აღარც გაუხედავს ზედმეტად შემოსასვლელთან მდგომი აცრემლებული ქალისთვის, თავის დროზე ამ ერთი წვეთის გამო მთების გადადგმა რომ შეეძლო. თავისი ხელით გათხრილი სამარე არ ეყოფოდა შეწირულს ისეთ ფსკერზე იყო დაცემული. ღიმილით გამოაღო კლინიკის კარები მელიქიშვილმა, შემოიპატიჟა გარეთ ანცი ბავშვივით მორბენალი ნიავიც, სეტყვას რომ დაეტოვებინა. -ცოტნე, როგორა ხართ? ყავას ხომ დალევთ? - მიიჭრა მაშინვე ლელაც კაცთან ღიმილიანი სახით. -დაგერეკა და გეკითხა ბარემ, - ჩაეცინა და თავი დაუქნია მხოლოდ. კაბინეტში მისვლამდე თავი შეჰყო ახალი თანამშრომლის ოთახში. პაციენტი ჰყავდა ქეთას, მონდომებით ჩაჰკირკიტებდა კბილს, ვერც კი შეამჩნია თავზე წამომდგარი ცოტნე. -გამარჯობა, ქეთა. - მიესალმა ღიმილით. აიქნია უცებ ხელი მოულოდნელობისგან და წამოსწია ბოლოს თავიც. -გაგიმარჯოს. - შეჰღიმა თავადაც პირბადის შიგნიდან. -ბევრი პაციენტი გყავს? -საკმაოდ. საღამომდე აქ ვარ დღეს. -ყავა დავლიოთ მერე, შემოდი ჩემთან. - თვალი ჩაუკრა და არც დალოდებია პასუხს ისე გაიკვალა გზა თავისი კაბინეტისკენ. მართლაც რთული დღე არმოჩნდა გოგოლიშვილისთვის, აღარ დადგა ის ,,მერე“ არაფრით, ორი წუთი ეძლეოდა შესვენებისთვის მხოლოდ და მაგიც ასჯერ გაციებული ჩაის სმაში გაჰყავდა. 11 რომ გახდა საათი და დამღლელი სამუშაო დღეც ძლივს ჩასრულდა, თავის კაბინეტში მდგომი ჩანთაში აწყობდა საჭირო ნივთებს, თვალები თავისით ეხუჭებოდა უკვე დაქანცულს. კაბინეტიდან აპირებდა უკვე გამოსვლას შემოსასვლელი კარები რომ შემოგლიჯეს და მაშინვე ხმაურმა მოიცვა მთელი შენობა. თვალებგაფართოებულმა გააყოლა მზერა საკაცეზე მწოლ სახე ჩალეწილ კაცს და გულშეღონებული კინაღამ ჩაიკეცა კედელთან. მიიჭრა მაშინვე ცოტნეც და მკლავზე ამოსდო ხელი. -ეს.. ეს რა იყო?.. - გახშირებულად სუნთქავდა და გულზე იჭერდა ხელს ძლიერად. -ახლა უნდა დამშვიდდე, შენი დახმარება წყალივით მჭირდება. - თმა გადაუწია სახიდან საჩქაროდ და ჩამოსვა სავარძელზე. -რა? -ოპერაციის გაკეთებაში უნდა დამეხმარო სანამ რუსთავიდან დამხმარე ექიმი ჩამოვა. -რუსთავიდან... რუსთავიდან ექიმი როდის ჩამოვა?! - აყვირდა მაშინვე გიჟვით, - მე ოპერაცია როგორ უნდა ჩავატარო? იმას როგორ ვუყურო, სულ გააფრინე? -არ მყავს სხვა არავინ აქ, შენ და მარინა ხართ მხოლოდ! - აუწია ხმას თავადაც. -არ ვარ მე ქირურგი! -არც მარინა, - იმედიანად შეათვალიერა ქალის შავი თვალები. -მე... რანაირად... - თავისთვის ბუტბუტი რომ დაიწყო ქალმა, აღარც დალოდებია ისე წამოაგდო სავარძლიდან და გასახდელ ოთახში შეაგდო. მოაწესრიგეს მაშინვე ექთნებმა და საოპერაციო ოთახში შეუშვეს თავაბნეული. -რა მოუვიდა?.. - ხმის კანკალით იკითხა და შეშინებული მზერა ძლივს გაუსწორა ჩალეწილ სახეზე, მარჯვენა მხარე ფაქტობრივად გახლეჩილი ჰქონდა, შადრევანივით მოდიოდა სისხლი... -ავარიაში მოყვა. - ამოიჩურჩულა ცოტნემ და კარგად შეათვალიერა ეს სიგიჟე. თავად მუშაობდა ცოტნე, ბრძანებებს გასცემდა მხოლოდ და ესენიც შეუზარელად მოქმედებდნენ. 2 საათის შემდეგ ძლივს გამოჩნდა ერთ-ერთი ყბა სახის ქირურგი და თითქოს ერთიანად დამშვიდდა და ამოისუნთქა ქეთამაც, მაგრამ სანამ რუსთავიდან მეორე ექიმიც არ ჩამოვიდა მანამ არ გაუშვეს საოპერაციო ოთახიდან. 8 საათიანი ოპერაციის შემდეგ ყველაფერი წარმატებას ჩამოკიდებული საფრთხით დასრულდა. თვალები ეწვოდა უკვე, ხელებს ვეღარ ამოძრავებდა და თითები სტკიოდა გაგიჟებით. დაქანცული ჩაესვენა კაბინეტში მოუხერხებელ თეთრ სავარძელზე და თავის დადებისთანავე, მიეძინა. სავარძელი შეაშველა უბრალოდ თავს, თორემ დიდიხნის დახუჭული ჰქონდა უკვე ომგამოვლილი თვალები. ქეთას მიმღებში კომფორტულ დივანში ეძინა ფეხებაკეცილს. ანესთეზიოლოგი მარინაც ჩამომჯდარიყო ქეთასთან და ისიც აქნევდა თავს მკვდარი ინდაურივით. ოპერაციის დროს შემოსწრებული ექიმები იყვნენ მხოლოდ ფხიზლად. ფაქტობრივად, მთელი გუნდი შეიყარა უკვე. დაფაცურდნენ და მათი გასაკეთებელი საქმეც საჩქაროდ შეითავსეს... 2 საათი ეძინა მხოლოდ მელიქიშვილს. ხმაურმა შემოაფხიზლა და ზმორებით წამოიმართა ფეხზე. თავს ისე გრძნობდა, თითქოს 3 დღიანი ნაბახუსევიდან გამოვიდაო. მოკლედ შეჭრილ თმაზე გადაისვა ხელები და გამოაღო კარებიც, სულ ჩასცვენოდა თვალები, ჩაშავებოდა თვალის უპეები, თუმცა სიმპათიურ პირი-სახეს ვერას უშვრებოდა, პირიქით, თითქოს უხდებოდა კიდევაც, მოკლედ შეჭრილი წვერი უმშვენედა ლამაზ ნაკვთებს, ასე რომ მალავდნენ საგულდაგულოდ. ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა ჯერ კიდევ პაციენტი, თუმცა მთავარი საფრთხე მაინც ჩავლილი იყო. მთქნარებით შეუერთდა მალევე ქირურგთა ჯგუფს... ქეთას კვლავ ეძინა, მეზობლის ბავშვივით მიმჯდარიყო კუთხეში და ხელებიც მკერდზე გადაეხლართა. მომღიმარი სახით მიუჯდა გვერდზე ლელა, ხან იქიდან მიუარა, ხან აქედან, ვერ შემოაფხუზლა ვერაფრით, ბოლოს თავზე დაჰყვირა დილა მშვიდობისა ქეთაო და ეს უკანასკნელიც გიჟივით წამოფრინდა ფეხზე. -ლელა, კარგი რა... - გაოფლილ შუბლზე მოისვა ხელი შეშინებულმა. -ვიღაც დავითი გირეკავდა ჩემი მოსვლის დროიდან და ალბათ მანამდეც გიჟივით რეკავდა. - წარბების თამაშით გაუწოდა მობილური და თავის ადგილს დაუბრუნდა კვლავ. 33 გამოტოვებული ზარი იყო თავისი ძმისგან, 20-იც ბაბუასგან. წამოირტყა მაშინვე თავზე ხელი. გუშინდელ გადაღლილს ისე მიეძინა სავარძელზე გაფრთიხელებაც დაავიწყდა, ოპერაციის დაწყებამდე კი ამაზე ნამდვილად არ უფიქრია ისეთი სანახაობა ჰქონდა თვალ წინ ბინდივით გადაკრული. გადარეკა საჩქაროდ ბაბუასთან, უპასუხეს მაშინვე, თითქოს ზუსტად მის ზარს ელოდნენო. -ქეთა! - ჩაჰყვირა მაშივე მობილურში კაცმა. -ბაბუა, სამსახურში ვარ, აქ დარჩენა მომიწია, მძიმე პაციენტი გვყავდა. - მიაყარა მაშინვე სიტყვები ერთმანეთს. დაიწყო ქაქანი მეორე მხრიდან შოთა ბაბუამ, დაუწყნარდა თანდათან აღელვებული ხმაც, შვილიშვილის მშვიდი სუნთქვა და ხმა რომ შემოესმა. ამ დროს გამოვიდა დამშვიდებული ცოტნეც ხსენებული პაციენტის პალატიდან, მოჰკრა თვალი მიმღებში მდგომ ქეთასაც დიდის ამბით რომ უხსნიდა და ჩაჰკირკიტებდა ტელეფონში ვიღაცას. მანქანის გასაღებზე შეირბინა საჩქაროდ თავის კაბინეტში, შემდეგ კი პირდაპირ ქეთასკენ აიღო გეზი. იმ წამს მოიშორა ყურმილიც სახიდან გოგოლიშვილმა. -უკვე მოხვედი? - შეათვალიერა ქალის ჩაშავებული თვალები. -წავედი რომ? -უი, აქ დარჩი? - გაიკვირვა ცოტნემ. - გაგიყვან წამოდი. -უკვე დაიწყო ჩემი მუშაობის საათები, - მაჯაზე მორგებულ საათს დახედა გაღიზიანებულმა. -დაისვენე დღეს, შენ გარეშეც გაართმევენ თავს. - თვალი ჩაუკრა ქალს თან ლელას შესძახა ისვენებს დღეს ქეთაო, დამშვიდობების გარეშე გაუძღვა წინ ქალს. - შენ გუშინ ისეთი საქმე გამიკეთე, ორ დღესაც დაგასვენებ. მძღოლის ადგილას დაიკავა ადგილი, არც გადაუხედავს ქალისთვის ისე დაძრა მანქანა. -ღმერთო, ეს რა სიგიჟე იყო, - თავიდან გაახსენდა ოპერაციის თითოეული დეტალი, ის საზარელი შესახედაობა თვალებიდან არ ამოუვიდოდა სიკვდილამდე. - ახლა გაღიარე. -რატომ? - ჩაეცინა ცოტნეს, წამოიწია თან, ჯიბეში მოთავსებული ტელეფონის ამოსაღებად. -ასეთ ოპერაციებს როგორ აკეთებ? ხელიც რომ არ გიკანკალებდა... მე მეგონა ცოცხალი ვერ გავიდოდი... -კარგი, ახლა.. აზვიადებ, მშვენივრად გაართვი თავი. -მადლობა, - ჩაეღიმა სუსტად, შეათვალიერა დაფარვით ცოტნეს საჭეზე მოთავსებული ხელები. - მაგრამ, იმედია, პირველი და უკანსასკნელი იყო. -ამას ნამდვილად ვერ დაგპირდები, ხშირად არ ხდება ასეთი რამ, თუმცა როცა ხდება, მაინცდამაინც, მაშინ ვერ ვხვდებით ხოლმე მზად. -გადარჩება? -რა თქმა უნდა, - თვალებმოჭუტულმა, შეურაცხყოფილი მზერით გადახედა გვერდზე მჯდომს. თითქოს პირდაპირ მის რეპუტაციას შეეხნენო ამ კითხვით. განსაკუთრებით მშვიდი იყო თბილისი ამ დროს. შემოდგომის ფერებში გამოწყობილი ახალგაზრდები დაბორიალობდნენ მხოლოდ ქუჩაში. ჩუმი ნიავი და ერთმანეთში ახლართული საუბარი შემოდიოდა ფანჯრიდან, თან მიჰქონდა ცხვირის ნესტოებამდე მანქანაში გაბატონებული გრილი სურნელი ცოტნეს რომ ეკუთვნოდა. ყურადღბის გადასატანად მოისვა ცხვირზე ხელი წარბშეკრულმა და ჩუმად გადააქნია თავი. -შენი და თავს კარგად გრძნობს ჩვენთან. - წამოიწყო ნაჩქარევად, ზედმეტად რომ გაგრძელდა გზაც და სიჩუმეც. -კარგია. - ამოიჩურჩულა უმნიშვნელოდ. რა თქმა უნდა, გუგას შთაგონებას დიდი შედეგი არ მოჰყოლია და ჯერ კიდევ ბრაზობდა დაზე. განა ასე მარტივი იყო თვალების დახუჭვა? გადახედა წარბაწევით ქეთამ. -ბედნიერია. -ეგეც კარგია. -კარგია, ჰო... თავიდან მეც ვბრაზობდი დავითზე, დიდად ახლაც არ ვწყალობ, თუმცა... - ჩაფიქრებულმა შეკრა თვალები, - ჩემი ძმა კარგი ადამიანია, ცოტნე. საიმედოა, დამიჯერე, მასზე უკეთესს ვერავის ანდობდი შენს დას. -მჯერავს. - არც აქცევდა ყურადღებას თავის ფიქრებში გართული. -არ ვიცი რამ გამოაშტერა ასე... ასეთ რაღაცებზე არ ვსაუბრობდით არასდროს, წარმოდგენა არ მქონდა ვინმე თუ უყვარდა და ასეთი პატარა გოგო, ხომ საერთოდ... თავიდან მეგონა, რომ ეშმაკი შეუჩნდა... -არ მაინტერესებს შენი ძმა რა ადამიანია, დაინახავს ეს სულელი რაც ყოფილა ოჯახი, ასე მწარედ რომ სდომებია თურმე და გამობრუნდება უკან. - არ მოუშორებია მზერა მინისთვის ისე ამოთქვა. სიბრაზის პატარა სხივები აკიაფდნენ ქეთას თვალებში. -არ მგონია, ბავშვია, თუმცა კარგად აქვს გააზრებული... -ნუ მელაპარაკები ეგეთ სისულელეს, რა აქვს გააზრებული, ოჯახი? ამ სიტყვის არსიც არ იცის მაგ შტერმა. ერთი ორი თბილი სიტყვა უთხრა და ესეც გამოედევნა ბოჩოლასავით, აი რა არის სიმართლე! სიყვარული! დაუჩემებიათ, მიყვარსო და გააზრებული არ აქვთ ამის მნიშვნელობა... ეგ რომ კაცი ყოფილიყო და მართლა რომ ჰყვარებოდა, სკოლის მოსწავლეს ხელს არ მოკიდებდა და ცოლად არ მოიყვანდა, ეს რომ ბავშვია და ვერ ფიქრობს მაგდენს ის კაცია და მას უნდა ეფიქრა ლილეს მაგივრადაც. არ მომეწონებოდა არც ერთ სიტუაციაში ამხელა კაცთან რომ ექნებოდა ურთიერობა, თუმცა დავაფასებდი! ცხოვრებაში მთავარი მიღწევა ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა სულაც არ არის, მშვიდი და სუფთა სინდისით წასვლა უნდა შეგეძლოს აქედან ასი წლის შემდეგ, რომ არ მოგერიდოს იქ თვალის გასწორება უფლისთვის. გულისყურით ისმენდა ქეთა ცოტნეს ზედმეტად ემოციურ სიტყვებს და თვალის დახამხამებაც უჭირდა, თითქოს ამით გამოეპარებოდა ერთი სიტყვა მაინც მის ყურთასმენას. -შენი დის საფიქრელიც ჩემს ძმას უნდა ეფიქრა... - ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა და ცალი თვალით შეავლო მზერა გვერდზე მჯდომს, - შენი დის ცოდვებიც ჩემს ძმას ხომ არ აქვს მხრებით საზიდი? რახან კაცია და თან დიდია, აიტანს, ხო? -ეგ გაიგე ჩემი სიტყვებიდან? -სიტყვა-სიტყვით გავიგე რაც თქვი, - შეაწყვეტინა მაშინვე, - მე არ მითქვამს, რომ სწორი იყო, მე არ დავიცავ ჩემს ძმას ამ სიტუაციაში, თუმცა, არც იმის უფლებას მოგცემ ზედმეტად წაჰკრა კბილი. უმამოდ გაზრდილებს ერთმანეთი გვყავდა ყველაზე დიდი იმედი გვერდში და 7 წელია იმას ვცდილობთ ფეხი არ წამოვკრათ ისეთ ქვას წამოდგომა რომ იქნება ყველაზე რთული და უფსკრულს გასწორებული ეს საშინელი ვარდნა. ჩემს ძმას ისეთი არაფერი გაუკეთებია არაკაცი რომ ეძახო, არავისთვის არაფერი არ დაუძალებია, ცოტა რომ ბევრი ეფიქრა ეს იქნებოდა სწორი, არც გამტყუნებ ამაში, თუმცა ყოველთვის მარტივია ერთს მოსცხო ჩიქრი იმის გამო, რაშიც ორივეს თავისი წვლილი შეცდომა უდევს საქმეში. მიაყენა მანქანა ორ სართულიანი სახლის ჭიშკართან ცოტნემ. ახსოვდა ზედმეტად კარგად მისამართი, ბევრი რომ ეცადა მაინც ვერ შეძლებდა მის დავიწყებას. წარბები შეეკრა და თვავლაუხამხამებლად გაეშტერებინა მზერა ფანჯარაზე, ფიქრობდა ქეთას სიტყვებზე გაუჩერებლად. -მადლობა. - იჩურჩულა უფრო თავისთის და გადავიდა მანქანიდან დაულოდებლად,- არ შემოხვალ? - შეჰყო მაინც ფანჯარაში თავი და ცოტნეს პროფილს გაუსწორა მზერა. გადმოხედა ნელა ქეთას, სახლს გახედა შემდეგ და უსიტყვო უარი რომ მიიღო გოგოლიშვილმა, მეტად აღარც უცდია, ღიმილით აუწია ხელი დამშვიდობების ნიშნად და შეალაჯა ეზოში პირდაპირ... მეექვსე გაკვეთილის ზარმა სულზე მიუსწრო მეთერთმეტე კლასელებს, გასაქცევად მომზადებულებმა ისე შემართეს ჩანთები და ისე გამოვარდნენ სკოლიდან მაყვალა მასწავლებელმა თვალის შევლებაც ვერ მოასწრო ახალგაზრდებისთვის. გაბარზებით გადახედა ერთი ფანჯრიდან გაქცეულებს და შეამკო ათასი ლამაზი სიტყვით გულში მოწადინებული მოსწავლეები... კარებზე კაკუნმა შეაწყვეტინა საკუთარ თავთან გაბმული საუბარი უფროს მელიქიშვილს, ფრთხილად შეაბრუნა თავი ხმისკენ და იქაც არც მეტი, არც ნაკლები შოთა ბაბუა დაუხვდა. თანხმობის შემდეგ გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი კაცმა და მაგიდასთან ჩამოდგა. -როგორც ჩანს, სამშაბათი დღე მეტად გადატვირთულია თქვენთვის, სამასწავლებლოშიც კი ვერ გვეახელით ყავაზე. -ასე მოხდა, სამშაბათს ჩამისვეს უფროს კლასელებთან გაკვეთილები, ცალკე მეთორმეტე კლასი... -არ დაგისრულებიათ ჯერ? -არა, ნახევარ საათში მოვა პირველი ჯგუფი, - ღიმილით ჩამოჯდა ერთ-ერთ მერხთან.- მსიამოვნებს ძალიან ჩემი საქმის კეთება, მგონია, რომ არც ვიღლები. იცით, როდის ბერდება მასწავლებელი? ჩაეღიმა შოთასაც, თავით ანიშნა საუბრის გაგრძლება. -თავისი საქმით რომ დაიღლება. რომ აღარ იქნება საკმარისი ეს ყველაფერი, ეს მოუსვენარი ბავშვებიც კი არ მეზარება მე... -სწორედ თქვენნაირი პედაგოგები ზრდიან ნამდვილ ადამიანებს. - ღიმილით შეაქო შოთამ და თავად მაყვალას მერხთან ჩამოჯდა, მაგიდაზე დაალაგა თან ხელები. - კიდევ ბევრი თაობა უნდა აღზარდოთ. -ბევრი აღარ... - ჩაეღიმა თბილად, - ვეღარ, ამ ახალგაზრდობას ახალგაზრდა მასწავლებლები მოსწონთ, მათ უფრო ესმით ბავშვების ვიდრე ჩვენ სასტიკად აღზრდილებს, სკოლაში დაგვიანების გამო გემრიელად რომ გვხვდებოდა განურჩევლად ყველას. სიცილის ხმამ შემოაფხიზლა მიჩუმებული კლასი. -უკვირთ ჩვენი სიმკაცრე, რომელიც ზღვაში წვეთია ყველანაირ სისასტიკესთან, მე რომ მათი სწორ გზაზე დაყენება მინდა, მაგას ვერ ხედავენ და გამოაბამენ ხოლმე ათას კუდს... თუმცა, სხვისი ბავშვი როგორ აღვზარდო სწორად ჩემმა ასეთი გამიკეთა.. - თითქოს ახლა გაახსენდაო შვილიშვილი მაყვალას, მოიღუშა მაშინვე და თვალიც მოარიდა კაცს. -და რა ქნა ასეთი თქვენმა შვილიშვილმა მისი რომ შეგრცხვეთ? -რაღა რა ქნა... ოჯახზე წინ არაფრის დაყენება არ შეიძლება ბატონო შოთა, მითუმეტეს ამ ასაკში. -და არც ოჯახის წევრის მივიწყება ვარგებს მისი შეცდომის გამო, ჩვენ მას არასდროს ვაგრძნობინებთ, რომ რძალია ოჯახში, თუმცა მის გულში ყოველთვის იქნება პატარა სინანული ჩადებული. ნუ მისცემთ საშუალებას ხელი შეუშალოს ამან ბედნიერებაში. -მე უკვე ვაპატიე, თქვენც იცით კარგად, მაგრამ მისი ძმები და ცისანა... ეს რთული თემაა მათთვის ძალიან. ახლახანს ცოტნეც გაშორდა მეუღლეს, ისედაც დაძაბულებს უარესი თავსატეხი დაგვატყდა. მეშინია ცისანასგამო თავს რამე არ მოსწიოს, ამდენი ცუდის მნახველს ახლა ეს რომ არ დამატებოდა... - გადააქნია თავი შეწუხებულმა. - მოკლედ, როგორც არის. თქვენ თუ გაქვთ დრო ფინჯან ყავაზე დაგპატიჟებთ. - წამოდგა უეცრად ხასიათშეცვლილი მაყვალა და პასუხის მოლოდინით მიაჩერდა კაცს. -დავლიოთ, - თავის ქნევით წამოდგა შოთა ბაბუაც. შემოდგომას რომ უხდებოდა ზუსტად ისეთ ამინდებს დაედოთ ბინა დედაქალაქში. არც სიცხე, არც სიცივე, სასიამოვნოდ გრილოდა მთელი დღის განმავლობაში და ჯერკიდევ მაისურებით ბორიალის საშუალებასაც აძლევდა ახალგაზრდებს. კარები რომ გააღეს 9:00 საათზე ლელას არც გაუხედავს მისი მიმართულებით, სააათს დახედა მხოლოდ და ისედაც გამოიცნო ვინც იქნებოდა კარებში გახიდული. ბახილები მოირგო გოგოლიშვილმა შემოსვლისთანავე და წინ ჩამოყრილი წაბლისფერი თმა გადაიწია. ღიმილით მიესალმა შეკრებილებს და თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი. პაციენტის დასახვედრად რომ იწყებდა მზადებას მაშინ ამღერდა ტელეფონი და აიძულა ქეთასაც დროებით საქმის გადადედა. -დიდი სალამი ქეთევან დედოფალს! შაჰის რჩეულსა და კულტურის დიდ მოამაგეს, ისე, თემურიკას გაჩენას ქვა რომ გაგეჩინა არ გერჩივნა? -შენ გახდი ახლა მოცლილი? - ხმამაღალზე ჩართო მობილური და თამამად გააგრძელა თავისი საქმე. -მოცლილი რომელია, აჭარაშიც გამოგყვები ახლა თუ გინდა. -რაო ჩიტო? -წამოვედი ჰო. - მობეზრებით ჩასძახა ლილიანამ მეორე მხრიდან, - ამიტომ დღეს ზედმეტი ცრემლების გარშე ავდგებით და დავლევთ! -ღვიძლი დაგეშლება ლილიან ამდენი სმით, - მწარედ წაჰკბინა და გაახსენა თავისი სიტყვები, - თან მე შენნაირი მოცლილი არ ვარ. - წაიგრძელა თან კისერი ამპარტავნად. -ოხ ეს კარმა!... – ჩაისისინა თავისთვის ლილიანმა, ვაშლი ჩაკბიჩა თან უგემოვნოდ, სიგნალების ხმა მოისმოდა უმნიშვნელოდ, მანქანიდან ესაუბრებოდა მეგობარს. -აბა კარმა? რა კარმა? თბილა მანდ? - მიაყარა სულელი ბავშვივით გახალისებულმა. -იცოდე მამაჩემთან დაგაბეზღებ და არაყს აღარ გამოვაგზავნინებ შენთვის! -იმ 80 გრადუსიანს?! - შეიცხადა დასერიოზულებულმა. -დიახაც, ახალ გამოხდილს, მსხლის კამკამა, უუუმწარეს, უუგრადუსეს 80 გრადუსიანს... ჯანდაბა შენი! - ისე წამოიკივლა ბოლოს ლილიანამ შეშინებული თვალებით გადახედა მობილურს გოგოლიშვილმა. -რა მოხდა?! - დახედა ეკრანს, თითქოს ასე შეძლებდა ლილიანის შეშფოთებული სახის დანახვას. -ასე დამუხრუჭება ვის გაუგია?! ავადმყოფი! მანქანის კარების გაჯახუნების ხმა მოისმა შემდეგ, მერე კი თითქმის შეუმჩნევლად მოისმოდა გამწარებული ქალის ყვირილი, ძლივს იჭერდა სიტყვებს ქეთა, ყურთანაც მიიახლოვა მობილური უკეთ რომ ამოეცნო, თუმცა, რომ მიხვდა აზრი არ ჰქონდა მოხუცი ქალივით ყურისგდებას გათიშა მობილური და თავის საქმეს შეუდგა ნერვებაშლილი. გამწარებულმა მიახეთქა კარები და ქუსლიანების კაკუნით გადაბობღდა მანქანიდან ლილიანა ხიმშიაშვილი. -რა ჯანდაბაა?! ვინ აჩერებს ასე მანქანას?! გადმოსულიყო მეორე მანქანიდანაც ახოვანი მამაკაცი, სათვალეს იხსნიდა თან თავიდან და სიბრაზისგან ალიპლიპებული ქალის მაგივრად დაზიანებულ მანქანას ავლებდა მზერას. -შენ დამეჯახე და კიდევ აქეთ ყვირი? - გაუსწორა ბოლოს მზერა არანაკლებ სერიოზულმა. -შუა გზაზე ასე დამუხრუჭება... გიჟი ხარ?! რა ვუყო ახლა მე ამას?! - მანქანისკენ გაიშვირა ხელი, კიდევ რომ მშვიდად იყო ეს აბრაზებდა საშინლად. -დისტანცია რომ დაგეცვა, არა? რას მომეტმასნე? -ჩემი ბრალია?! - გულზე მიიდო საჩვენებელი თითი. - მე შენ გაჩვენებ! - თავი დააქნია ავისმომასწავებლად და ტელეფონს დაუწყო ძებნა ჯიბეში. -არ არის პოლიცია საჭირო, ნომერს დაგიტოვებ და როცა შეძლებ დამიკავშირდი. - ძლივს შეიკავა თავი ახალგაზრდამ ტუჩის კუთხეებში ანცად გაპარული ღიმილი რომ არ გაჰქცეოდა. -უკაცრავად? -მანქანის გაკეთებას არ აპირებ? - შეიცხადია ვითომ გაოცებულმა, დაბალ წვერზე გადაისვა თან ხელი. -მანქანას აქეთ გამიკეთებ! დაიცა, პოლიციაში დავრეკო! - გამოგლიჯა სასწრაფოდ მანქანის კარები და მოიძია ტელეფონი საჩქაროდ. 10 წუთი არ დასჭირვებია პოლიციას მისასვლელად. სულზე მიუსწრეს თორემ სახეს ააცლიდა ეს ავი ქალი მამაკაცს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად სიბრაზისგან ჭარხალს დამსგავსებოდა, კაცს კი არაფერი ეტყობოდა მსგავსი, მშვიდად აბოლებდა სიგარეტს თავის მანქანაზე მიყრდნობილი. -ეს დამეჯახა, - მხრები აიქნია კაცმა. -უეცრად დაამუხრუჭა და ვერ შევძელი დროზე გაჩერება! - მკერდზე გადაიხლართა ხელები ლილიანამ. გაუტია ორივემ, თავიდან აბობოქრდა სიბრაზის მწვავე ქარიშხალი ლილიანას გულში და ლანძღა და ლანძღა... ისედაც გამწარებული იყო სამსახურის თაობაზე და რაც თუ გულში ჰქონდა ნადებად ამოიღო ყველაფერი. გუგა დადიანის მანქანა რომ გაჩერდა ახლომახლოს, მათე ლოჩოშვილმა ისეთი იმედისმომცემი თვალებით გახედა ოღონდ ამ ქალს მომაშორეო, შორიდანაც შენიშნა დადიანმა. -მე მოვაგვარებ, წადით თქვენ, - პოლიციელებს აუწია ხელი, გამოემცნაურა, საფულეში ამაყად მჯდომი სიმბოლოც უჩვენა და გაისტუმრა მალევე. - რა გჭირს ბიჭო შენ? შარს ეძებ? გუშინ არ ჩამოხვედი, ვინ ხარ შენ?! - მიაყარა დადიანმაც, არ დაინდო მანაც ლოჩოშვილი. დაბნეული მზერა მოატარა ორივეს ხიმშიაშვილმაც. -შარი მეძებს მე. ვერ ხედავ შენ? აი ამსიმაღლე შარს, რომ ჩამომდგარა მანქანასთან მართლა ვერ ხედავ? - მიუთითა ქალისკენ დადიანს. გადახედა მანაც ლილიანს და მოწიწებით დაუკრა თავი. -მომიყევით აბა, - დასერიოზულდა წამსვე. -მე მივდიოდი ჩემთვის, - დაიწყო მშვიდად ლილიანამ, - არც ისე ახლოს, არც ძალიან შორს ამ მანქანისგან - ხელი აიქნია მათეს დაზიანებული პორშესკენ, - უეცრად ამან დაამუხრუჭა შუა გზაზე! მეც სანამ გავიაზრე, უფრო სწორად, სანამ გააზრებას მოვასწრებდი დავეჯახე. შემთხვევით! -აჰა, თავისით ამბობს, დამეჯახა, - ისეთი გაოცებული თვალებით ახედა ლოჩოშვილმა, თითქოს სულ ტყუილად ეყურყუტა ნახევარი საათი აქ და სიმართლე ისედაც ნთელი ყოფილიყო. - გატყუებს, 2 მეტრის დაშორებითაც ძლივს იყო. -შენ იტყუები! -კარგით, გეყოფათ. - ჩადგა ამ ორს შუა ბოლოს და ბოლოს კომისარი, - არ გვინდა ზედმეტი ამბავი, თქვენი ნომერი მოგვეცით და ამ მანქნას ხვალ ახალივით დაგახვედრებთ თქვენი სახლის წინ. -რას ნიშნავს არ გვინდა ზემდმეტი ამბავი?! უზრდელი და თავხედია, მინდა, რომ ვუჩივლო! -ქალბატონო, გთხოვთ... დაუმსახურებელი წიხლი არავის მოხვდება, ამიტომ... მერწმუნეთ, ხვალ ჩაგაბარებთ მანქანას ხელუხლებელს. მიხვდა კარგად ხიმშიაშვილმაც რაც იგულისხმა, თან ახლა კამერები რომ ამოეღოთ გამოჩნდებოდა კარგად მობილურზე რომ საუბრობდა საჭესთან ყოფნის დროს, ზედმეტი სიქაჯე ზედმეტ პრობლემას მოუტანდა ახლა, ეს კი ისედაც არ აკლდა ცხოვრებაში. ჩამოართვა ხელი თანხმობის ნიშნად ვითომ დიდი ფიქრის შემდეგ, სახლშიც მიაყვანინა თავი დადიანის მანქანით და კმაყოფილმაც დატოვა ეს სივრცე. -ეს ვინ იყო? - ენერგია გამოსცლოდა გუგასაც ამდენი ლაპარაკით, შეშლილი თვალებით გახედა გვერდზე მჯდომს. -ეშმაკი. - მხრები აიქნია მიჩუმებულმა და უსასრულოდ მიაშტერდა ზედმეტად უინტერესო სცენას, ბავშვები როგორ აგორებდნენ ბურთს... თვალი გააპარა წასვლისას კორპუსისკენ, ერთ-ერთი ფანჯრიდან გადმომდგარიყო ხსენებული ეშმაკი, თვალი ჩაუკრა საჩქაროდ და გაეცალნენ კიდევაც მალე ამ სივრცეს. ... მზიანი ამინდები არ უყვარდა გოგოლიშვილს. არც მზეს წყალობდა დიდად მისი გონება, რომ გეკითხათ მისთვის რომანტიკოსი ხარო, შეიცხადებდა მაშინვე და მკაცრად დასძენდა, რომ წვიმის სიყვარული რომანტიულობას სულაც არ ნიშნავს, აი რომანტიზმის მიმდევრობაზე კი უარს არასდროს ამბობდა... რა ჯობია საღამოს ბუხართან ჩამომჯდარი წიგნით ხელში, რომელზეც გაკრული ასოებით ხელოვნების ნიმუშივით არის დატანებული ქართული ასობგერები და თამამად იმზირებიან წიგნიდან სტოფეფად დაყოფილი ლექსისი კუპლეტები, რომელიც დიდი ვარაუდუთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი“ იქნებოდა, გარეთ წვიმს, იქცევა ქვეყანა და წვიმის გამაყრუებელი, გამაგიჟებლად სასიამოვნო ხმები იჭრება გაუღებელი ფანჯრებიდან. ოხხ... ნეტავ მთელი ცხოვრება უსაქმური ყოფილიყო, ასჯერ წაკითხული წიგნები რომ ისევ ასჯერ გადაეკითხა ამ მომენტისთვის... იქნებ სხვადასხვა ამინდში წაკითხულ წიგნს სხვადასხვა გემო აქვს იმ წამს? იქნებ წიგნებსაც აქვთ მათი გამორჩეული ამინდები და სეზონები... გადაშიშვლებულ, ფოთლებისგან შემოძარცვულ ხეებს ეფერებოდა თვალებით საავადმყოფოსკენ მიმავალი ქეთა და ღიმილს ვერ იკავებდა ვერაფრით გადაყვითებული, ასტაფილოსფერებული ქალაქის შემხედვარე. ბაბუები უყვარდა ძალიან გოგოლიშვილს, არც არასდროს ტოვებდა ქუჩაში დანახულ უპოვარს გასამრჯელოს გარშე, რამდენიმე კუპიურა ჩაუკეცა პატარა ქილაში ხანშიშესულ კაცს და ლოცვები რომ დაეწია მიმავალს ჩაეღიმა თავისთვის. კარები რომ შეაღო სასიამოვნო სიგრილე შემოეხვია მაშინვე მთელ სხეულზე, ღიღინით დახურა კარები, ლელასთან, როგორც ყოველთვის, უკვე მოეყარათ ქალებს თავი და დიდი ამბით, გამარქაფებული დასძახოდნენ ერთმანეთს თავზე. ღიმილით მიესალმა ქალებს, ერთი კი გასძახა ლელამ შემოგვიერთდი ყავას დავადგამო, თუმცა უარით გაისტუმრა. აუყვა კიბეებს, თავის კაბინეტში აპირებდა უკვე შესვლას პატარა ბიჭუნა რომ გამოვარდა მის გვერდითა კარებინეტიდან და ყიჟნით მიეკრო მონატრებულ გოგოს სხეულზე. დაიხარა მაშინვე ქეთაც და გულში ჩაიკრა პატარა ნიკუშა. არასდროს უმუშავია პატარა ბავშვებთან, იმ საბედისწერო დღეს კი პირველად მოუწია მისთვის კბილის დაბჟენა, ნიკუშას დიდი სურვილი რომ არა, არც მაშინ მოკიდებდა ხელს. -ქეთა! მე გავიგე რომ აქ იყავი და მოვედი შენთან! ხომ კარგი ბიჭი ვარ?! - ჩვეული აღკყინებით განუცხადა. -ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ! - შეაქო გახალისებული, ანცი ბიჭუნა. -იცი, მე მალე სკოლაში წავალ! ბევრი მეგობრები მეყოლება, ეე, კიდე მაწვალებლები მეყოლება, ეე, კიდე... -მასწავლებლები, - ტუჩები დააჭირა ძლიერად ერთმანეთს რომ არ გასცინებოდა, ჩასჭიდა თან ხელი და თავისთან შეარბენინა. -ხო, ეგ! მთელი დღე არ გაუჩერებია ენა პატარა დადიანს, დასდევდა უკან ხან ნათლიას, ხანაც ქეთას. ცოტნესავით ჩამოდგებოდა და ისე აკვირდებოდა მუშაობაში გართულ გოგოლიშვილს, თავი გააქნია ერთი რომ ამოიცნო კარგად მისი ქცევები. ვერ იყო კარგ გუნებაზე მელიქიშვილი. დილიდან ისეთი მოჟამული სახით დაიარებოდა ყველა ერიდებოდა მასთანგადაყრას და სალამსაც ჩურჩულით შეაგებებდნენ. არ იყო ვამპირი ჩვეულ ცხოვრებაში, თუმცა გაბრაზებულზე მაინც თრთოდნენ მისი დანახვისას. თათბირიც ჩატარდა იმ დღეს და კარგადაც გაილანძა რამდენიმე მუშახელი გაურკვეველი მიზეზით, წარბაწეული მისჩერებოდა წინ-უკან მიმავალს და ერთი სული ჰქონდა გარეთ რომ გავარდნილიყო და თავისი საქმე გაეგრძელებია. საბოლოო ჯამში კი, უკმაყოფილოებმა გაიხურეს კარები და დატოვეს მარტო უფროსი დიდ კაბინეტში. დაბნეულმა დაავლო ხელი ტელეფონს და გასვლას რომ აპირებდა სახელურზე ხელმიბჯენილი ისე მოულოდნელად გაისმა მისი სახელი სიჩუმეჩამდგარ ოთახში, რომ შეშინდა წამით და გადახედა უკან სკამზე ხელებით დაყრდნობილ კაცს. -როგორ მიდის საქმეები, ქეთა? -მშვენივრად... - დაბნეულმა ამოთქვა კარებს რომ მიყინულიყო. - სხვათა შორის, ჩემმა ძმამ მოკითხვა დამაბარა თქვენთან. ჩაეცინა სიმწრით, ირონიულმა ღიმილმა გაუნათა სახე მაშინვე. -რას მელაპარაკები? ძალიან ყურადღებიანია. -მართლაც, ეგეთია. - შეჰღიმა თავადაც მისნაირად. -თავად რატომ არ მოდის? თუ ეგრე გიჟდება ჩემზე? -ჰკითხეთ თქვენ. არ გაქვთ ჩემი ძმის ნომერი? -რის მიღწევას ცდილობ ქეთა შენ, მართლა ვერ ვიგებ. - გადააქნია თავი დასერიოზულებული სახით და ჩაესვენა კვლავ თავის სავარძელში, ხელით აჩვენა ქეთასაც ისიც რომ ჩამომჯდარიყო. -მე თუ რამე მინდა პირდაპირ ვამბობ, ცოტნე. შეიძლება რაღაც მოგიყვე? - ჩამოჯდა ისიც და გაუსწორა მზერა. ისეთი მომხიბვლელი ქალი იყო გოგოლიშვილი... თავისი ქცევებით, მიხვრა-მოხვრებით, გარეგნობით, სუნთქვითაც კი განსხვავდებოდა ყველასგან. ერთი შეხედვითაც რომ შეეძლო გავლენის დამყარება ადამიანზე... თავი დაუქნია მხოლოდ და ყური დაუგდო ქალს. - ადრე... ძალიან ადრე ბებოს და ბაბუს ძროხები ჰყავდათ სოფელში. ყოველ სეზონს ჩავდიოდით ხოლმე მე და ჩემი ძმა, ზაფხულამდე 2 თვით ადრე ერთმა ძროხამ 2 ხბო მოიგო, ბებიამ რომ დარეკა და გვითხრა აჟიტირებულმა ლამის ფეხით გავიქეცი ისე მინდოდა მისი ნახვა, ეს სკოლაც არ დასრულდა არაფრით... მოკლედ, არნახული ზაფხული იყო, როგორც ყოველთვის, გამჩენი არ გვასვენებდა ბავშვებს, რას არ ვაშავებდით, ვცუღლუტობდით, ამჩემს ტყუპ ხბოებსაც მოსვენებას არ ვაძლევდით, საძოვარზე მათი გაშვება როგორ შეიძლებოდა, მთელი დღე შემოღობილში იყვნენ და ჩვენც მეტი რა გვინდოდა... მახსოვს ერთი დანახვის წამიდან ავითვალწუნე, შავი იყო სულ, თვალებიც შავი ჰქონდა, უფრო გამხდარი და დაბალფეხზე მდგომი იყო, მაშინვე ამოვირჩიე ჩემი რომელიც იქნებოდა, რა თქმა უნდა მეორე უფრო ლამაზი ავირჩიე, წაბლისფერი იყო... შველს ჰგავდა, - ჩაეღიმა გახსენებაზე, - ყურებიც კი სამკუთხედი ჰქონდა, ისეთი ლამაზი ტანი და ცხვირი ჰქონდა... შორიდან დანახული მართლა ნუკრში აგერეოდა. სექტემბრის დასაწყისი იყო, წამოიზარდნენ ჩვენი ტყუპებიც და საძოვარზე გაშვებაც შესაძლებელი გახდა დანარჩენებთან ერთად. არ დამავიწყდება არასდროს, 5-ის ნახევარი იყო საათი სირბილით რომ შემოვარდა ჩვენს ეზოში დავითის მახინჯი ხბო... ჩემი ნუკრი არ ახლდა, ახლოდან რომ დავაკვირდით... თვალებიდან წამოსული ცრემლის გამშრალი კვალი კარგად მოჩანდა... სულ ამოშანთულივით ჰქონდა სიგრძეზე... იმავე საღამოს ვიპოვეთ ჩემი ხბო... ნადირს დაეგლიჯა, კისერი გამოფატრული ჰქონდა, ფეხები მოწყვეტილი... საშინელი სანახავი იყო, არ ამომივა თვალებიდან არასდროს... მე დღესაც იმას ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩემ გამო მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავაფასე ის, რაც მქონდა. ბავშვი ვიყავი, თუმცა ცხოვრებაზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონია, ამის არ გარჩევა შეუძლებელია, ცოტნე... არ დანახვაა შეუძლებელი... ვიცოდი, არასწორად ვიქცეოდი და ჩემი ნუკრისადმი ცალმხრივ სიყვარულს მაინც არ ვწყვეტდი. ჩემთან რომ მოდიოდა დავითის ხბო ხელს ვკრავდი და თავიდან ვიშორებდი... ცოტახანში მას რაღაც დაავადება შეეყარა და ისიც მოკვდა. როდესაც შემეძლო მასთან მისვლა ამას არ ვაკეთებდი... რომ ვინანე გვიანი დარჩა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა მაშინ მივხვდი, რომ არ არის ეს ცხოვრება ისეთი გრძელი, როგორიც მანამდე მეგონა. არ უყურებდა სახეში ქეთას. სიტყვა-სიტყვით გაიაზრა მისი მონოლოგი და გულში იგრძნო რაღაც ძალიან მწარედ მოჭერა... მაზოლზე დაადგესო თითქოს ფეხი. რასაც გაურბოდა ასე გამწარებული პირდაპირ ახლიდა ეს უცხო ქალი მოურიდებლად. -დააფასე ის, რაც გაქვს. - წამოდგა ბოლოს მშვიდად და ჩუმად გაიხურა კარები. ამდენი დღის შემდეგ ცოტნე პირველად დაუკავშირდა ყველაზე მონატრებულ ხმას და მისი გაგონებისას თვალებიც მიეხუჭა სიამოვნებისგან, მონატრებისგან... ამ ხმის გარეშე როგორ უნდა ეცხოვრა და მერედა როგორ უნდა აეკრძალა საკუთარი თავისთვის მისი გაგონება? ხსნა ისევ თავის ბიჭებთან ჰპოვა მელიქიშვილმა. ... შუადღეს დაწყებულ დილას არაფერი სჯობდა. მზის სხივებმა შეუღიტინეს სახეზე და ღიმილითა და ზმორებით გაახილა მანც თვალები. ჩიტების ჭიკჭიკიღა აკლდა სრული ჰარმონიისთვის... 2:00-ზე უკვე კლინიკის კარებს აღებდა გაბადრული სახით, არ ციოდა ჯერ კიდევ, ყავისფერი მაისური და ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა, ღია ყავისფერ მოსასხმას მოათრევდა თან ხელებით ყოველი შემთხვევისთვი. -ქეთა... - გაოცებული სახით მიიხმო მისკენ ლელამ, შეშინდა უცებ გოგოლიშვილი. -მშვიდობაა? რა სახე გაქვს? -შენ... შენ იცოდი, რომ რვაფეხას სამი გული აქვს? გადაატრიალა თვალები და ამოიხვნეშა ლელას სიცანცარით მობეზრებულმა. ჩაფიქრებულს დახურულ ხელზე მოეთავსებინა ნიკაპი და ასე შესციცინებდა კომპიუტერის ეკრანს. გადაყო თავი და შეათვალიერა თავადაც ინტერესის ობიექტი. ეს გოგო კომპიუტერით მუშაობის გარდა მგონი ყველაფერს აკეთებდა მასში... გაურკვეველი გადაცება ჩაერთო ცხოველებზე. -ფუტკრებს სახეების გარჩევა შეუძლიათ... ალბათ ის წყეული ფუტკარი მაგიტომ იყო რომ არ გამეშვა არაფრით... - აშკარად თავის თავს ელაპარაკებოდა ქალი. - სახლიდან გავაგდე ცოცხით და რაღაც დავუზიანე, ფანჯარაზე მიკაკუნებდა 2 დღე, არ მოსცილება ეზოს... მიკბინა ბოლოს მკლავზეც. -ძალიან საინტერესო ინფორმაცია და სულიერი საზრდო მივიღე შენი მონოლოგით, ლელა. ავალ მე. აშკარად არ იყო ეს გოგო დალაგებული. უნდა დაენახა ერთი თავის უფროს რას საქმიანობდა იმ თავის კომპიუტერში, მაგრამ თითქოს გრძნობდა, ფეხის ნაბიჯებს არჩევდა შორი მანძილიდან, სწრაფად თიშავდა და ისეთი ინტერესიანი სახით დააჩერდებოდა თავის ბლოკნოტს, თითქოს სიმსივნის განკურნების წამალზე ეწერა რაღაც. -ხო, მართლა... ჟანა დარკსაც შეშურდებოდა შენი ბლოკნოტის, ლელა... - სიცილით გაერიდა კოპებშეყრილ ქალს, რვეულიც არ ერქვა მის წინ გადაშლილ ფურცლებს, ათასგვარი ზომის გამოუსადეგარი ფურცელი ეკვროდა ყდას, საჭიროებისთვის რომ აგეძრო და დაგეკრო სადმე... რას არ მოიგონებდა ხოლმე ეს გოგო. მელიქიშვილი, როგორც ყოველთვის, ფორმაში იყო, გამოკაზმულიყო ჩვეულებისამებრ ლურჯ უნიფორმაში, თითქოს მისთვის იყო შეკერილი, უნდა ჩაეცვა და აღარ გაეხადა, ისე ლამაზად აჩენდა მის უშველებელ, კავკასიონივით მედიდურსა და ძლიერ მხარბეჭს, როგორ უხდებოდა, ღმერთო... ძლივს მოსწყვიტა თვალი დერეფანში ექთანთან მოსაუბრეს, ხმაურით გადაყლაპა ნერწვი და სწრაფად შეირბინა თავის სამუშაო ოთახში, მისი და კაბინეტის მოსაწესრიგებლად, პაციენტებს რომ დახვედროდა. დაუკაკუნებლად, უცერემონიოდ შეიღო კარები და თან შემოიტანა უცხო, დამაბნეველი აურა. გახედა მაშინვე კარებს. -დარჩენილიყავი ბარემ სახლში. - სალამის გარეშე წამოიწყო კაცმა და მიხურა კარები ზურგს უკან. -გამარჯობა. ჩემი პაციენტის დროზე მოვედი... -კარგი, არ აქვს მნიშვნელობა, - გააწყვეტინა მაშინვე უინტერესოდ. - ელენა გკითხულობდა გუშინ ღამით. -ელენა... 44-ის? -ჰო... რას უშვრები ამ ხალხს, ერთს რომ გხედავენ სულ შენს ხსენებაში არიან, ან მეტი საქმე არ გაქვს შენ? პაციენტები რომ არ დაიარო დილა-საღამოს. -ხო, არ მაქვს და ასე ვერთობი ხოლმე. მამოწმებ? არ გახსოვს რას ამბობდა ჩვენი ჰიპო, ყველა პაციენტს განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდებაო, თბილი და ტკბილი ენა პუტინის გარდა ნებისმიერ სულიერზე ჭრის, ამიტომ დავდივარ და ვესაუბრები ხოლმე. შემიყვან დღეს ოპერაციაზე? გიყურებ და დაგეხამარები დანას მოგაწოდებ... შეწყვიტა მაშინვე ირონიული საუბარი რომ დაექაჩა წარბები კაცს მისი სითამამისგან. გრძელი ჰქონდა ენა და თავხედი იყო ბავშვობიდან. -მოგვიანებით ვნახავ ელენას. - მხრები აიჩეჩა ქალმა. -არ გცალია დღეს ელენასთვის, - მიეყრდნო კარებს სერიოზული სახით და ჯიბეებში ჩაილაგა ხლები. - ქუთაისში მივდივართ. -რატომ? - უშვა ხელი ყველაფერს და აათვალიერა თავიდან ბოლომდე კაცი გაკვირვებულმა. -ერთ-ერთ კლინიკაში გუნდი ჩამოდის, იშვიათი ოპერაციაა დაგეგმილი, - ხელები გადაიჯვარედინ მკერდზე და კარებს მიეყრდნო, - მე, როგორც საავადმყოფოს მფლობელი და მთავარი ყბა-სახის ქირურგი მიმიწვიეს, ორთოდენტული მომზადება სჭირდება, განსაკუთრებით რთულია მისი მდგომარეობა, - თვალმოუშორებლად ამოთქვა ცოტნემ, - მჭირდები. უნდობლად აკვირდებოდა ერთხანს, გაუსაძლისი რომ გახდა ამ კაცის ყურება, მისი შემოტანილი სურნელიც ანცი ბავშვივით რომ ჩამოჰკიდებოდა კისერზე, თავი დაუქნია სუსტად თანხმობის ნიშნად და გასული რომ დაიგულა ოთახიდან, იქვე მიგდებული რვეული დაინიავა სახეზე, ისეთი სიცხე ჩამოწოლილიყო... სწრაფად აძგერებულ გულზე მიიბჯინა ხელი და შესძახა თავადაც ჭკიანად ყოფილიყო. ნახევარ საათში კვლავ შეაღო ოთახის კარები მელიქიშვილმა, გამოეცვალა უკვე უნოფორმა, პაციენტს აცილებდა ქალი. სახლამდე თავად მიიყვანა საჭირო ტანსაცმელები რომ წამოეღო მეორე დღისთვის, საჩქაროდ აუხსნა ოჯახს მისი ასე უცაბედი ვიზიტის მიზეზი მახლობელ ქუთაისში, ჩაკოცნა ბაბუა შოთა გემრიელად და კისრისტეხით გავარდნილმა შეუნელა ნაბიჯებს, რომ არ ეფიქრა იმ ერთს მისთვის რომ მირბოდა ასე სწრაფად. ლილე მაინცდამაინც ახლა არ დახვდა სახლში, მასწავლებელთან წასულიყო ქალბატონი, არც ჩამოსულა მანქანიდან, მაგრამ თავადაც არ იცოდა რა იქნებოდა ახლა უკეთსი მისი ნახვა და დიდი ხნის აფორიაქებული გულის დამშვიდება თუ კვლავ გულზე დაღად დადებული წყენის ასე დაუფარავად ჩვენება პატარა ლილესთვის. დაძრა სწრაფად, უთქმელად მანქანა და განერიდა ეზოსაც მალევე. ნელა გადააქნია თავი ქეთამ, რომ მიხვდა ყველაფერს უთქმელად. -გინდა რამე? - არ დარჩენია შეუმჩნევლად გვერდზე მჯდომ კაცს, რომელსაც ჰქონდა ყველგან თვალებიცა და ყურებიც. -არაფერი, რა უნდა მინდოდეს, - აიჩეჩა მხრები, არც დაუმალავს არსად ირონიული ხმა. ფანჯარა ჩამოსწია სულ ოდნავ, მონატრებულივით დაეწაფა შემოვარდნილ ცივ ჰაერს. -სტომატოლოგობა მართლა გინდოდა თუ ვინმეს სურვლი იყო? - შეცვალა უცებ თემა და გადახედა გაღიმებულ ქალს. -თეთრი ხალათი მინდოდა მე. გრძელი, თეთრი ხალათი და ფონედოსკოპი ჩამოკიდებული კისერზე. ამდენ სპეციალობაში კი მაინც და მაინც ეს ავირჩიე. თვალების დათხრა მინდოდა ყველასთვის, ვინც ამ სპეციალობის ხალხს ექიმს არ უწოდებდა, ექიმი უნდა გავხდე-მეთქი რომ ვამბობდი ბევრს ისე უხეშად დაუცინია... მოკლედ, ჩემი გადაწყვეტილება იყო. და შენ? -მე ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა, მერე მივხვდი, რომ სტომატოლოგია ჩემთვის ზედმეტად მარტივი სფერო იყო, უფრო მეტი მინდოდა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ დაბრკოლებები უბრალოდ გამოცდილებას მმატებდა. ლექტორი მყავდა მაშინ სასწაული კაცი იყო, ისეთი ჭკვიანი იყო სულ მიკვირდა ამ სფეროში რა უნდოდა ამ კაცს. უყვარდა კარგი სტუდენტები და არც ერიდებოდა მათი გამიჯნვა ერთმანეთისგან, ცხრილშიც კი წითელი კალმით ჰყავდა მონიშნული ზარმაცი სტუდენტები, პირში მიახლიდა ხოლმე ,,უმეცრება კლავს ნიჭს“-ო და დიდადაც ამაყობდა თავისი თავით. ეშმაკივით შემიჩნდებოდა და თავის გეგმებს მახვევდა თავზე, ქირურგი გახდი, უფრო დაფასებული იქნები, ყველაზე საინტერესო დარგიაო... მოკლედ მაქებდა და მადიდებდა. მერე მივხვდი, რომ მართლაც საინტერესო სპეციალობა იყო, არც ერთი წამით არ მინანია გადაწყვეტილება და მთელი ცხოვრება ამ კაცის მადლობელი ვიქნები. -მაგ კაცთან რომ მესწავლა აუცილებლად მაგ წითლად მონიშნულ სტუდენტებში შემიყვანდა. - ჩაეცინა ქეთას გაფიქრებაზზე, - ზარმაცი არ ვყოფილვარ, თუმცა დიდად არც ერთ ლექტორს არ ვეხატებოდი გულზე. -გრძელი ენა გქონდა ალბათ მაშინაც და არასაჭირო შეგონებებს დააბრძენებდი მათთანაც. - ცალი თვალით შათვალიერა კვლავ ირონიულად მომღიმარი ქალი. -სწორად გამოიცანი. ზუსტად მაგიტომ არ მწყალობდნენ. - თმები გაისწორა ამპარტავნულად და კმაყოფილი მზერა გაუსწორა მინას. -ადამიანი ან იბადები სამედიცინოს ნებისყოფით ან გზა და გზა გიჟდები. -ვინც ბოლოში გააღწევს გამარჯვებულიც ისაა... ჰო, ზუსტად ეგრეა... - დააქნია თავი ცოტნეს სიტყვებით მონუსხულმა. - ნელიკო რატომ არ წამოიყვანე? ის უფრო გამოცდილია, ამდენიხანია შენთან მუშაობს... -მე მინდოდა, რომ შენ წამოსულიყავი, პრობლემაა? - გადახედა წარბებდაქაჩულმა, ისე დაათამაშებდა ხელებს საჭეზე ძლივს მოაცილა თვალები ქალმა და დაბნეული მზერა გაუსწორა კაცს. -არანაირი. ეწყინა მგონი, რომ გაიგო... დაამღერა მაშინვე ლელამ, რას გაჩერდება მის ენაზე. -მერე? გადარდებს? ამოიფრუტუნა ერთი ვერაფერ საინტერესოს რომ ვერ იღებდა მისი პასუხებით, ფეხი ფეხზე გადაიდო შეძლებისდაგვარად და გასუსულმა გადააგდო თავი საზურგეზე. ხეებს სიშიშვლისა აღარ ერიდებოდათ, კანტიკუნტად ცვიოდა ფოთლები და სიცივის მორევში შეუცოდებლად გზავნიდნენ მასპინძელ ხეებს. მანქანის შენელება რომ ცხადად შეიგრძნო გადახედა ცოტნეს პროფილს, ბენზინგასამართ სადგურთან იყვნენ ავზის შესავსებად. იმუქრებოდა ქუხილი გაუჩერებლად. ზევსსაც შეშურდებოდა ისეთი ამბის დატრიელბა ჰქონია მიზნად ავდარს. წვიმა დაიწყებოდა მალე. საღამოსთვის უკვე სასტუმროს წინ იყო გაჩერებული მანქანა. გადაღლილმა გადახედა შეფხიზლებულ ქეთას და თავით მიანიშნა გადმოსულიყო. გვარიანად დამდგარა წყალი სასტუმროს ეზოშიც და ქუჩებშიც საერთოდ, ეს წვიმა კი გადაღებას არ აპირებდა არაფრით. უკან გადაგდებულ კაპიშონს დასწვდა ცოტნე, გადმოვიდა სწრაფად მანქანიდან და კარის გაღებისთანავე გადააფარა თავზე გოგოლიშვილს, ხელი რომ შეშალა წვიმისთვის მის დასვლებაში, ისე ახლოს აღმოჩნდა მის სახესთანაც და იმ საშინლად სასურველი სურნელის თმასთან, მთელი გზა რომ უფრიალებდა, მიეხუჭა წამით თვალი სიამოვნებისგან. როგორ ჰგავდა ეს ყველაფერი ბავშვობის ისეთ სანატრელ მოგონებებს არასდროს რომ არ ჰქონია მელიქიშვილს, და რომ ჰქონოდა ზუსტად ასეთი იქნებოდა - თბილი და ყველაზე სათნო. სწრაფად მიირბინეს შენობამდე, ქეთასგან განსხვავებით სულ დასველებულიყო შხაპუნა წვიმაში ცოტნე, წვეთ წვეთად ჩამოდიოდა თმიდან სახეზე ცივი წყალი, თუმცაღა თითქოს ახლა გაახსენდა ჩანთები რომ არ წამოუღია მანქანიდან, გავარდა ცეცხლივით მათ ასეღაბად და მალევე უარესად დასველებული გამოცხადდა ქეთას წინაშე 2 ნომერი აიღო საჩქარო წესით და ლიფტს აუყვნენ მალევე. ახლა თბილი შხაპის მეტი ვერაფერი გამოაფხიზებდა გოგოლიშვილს და მეტზეც ვერაფერზე ფიქრობდა მისი გაყინული გონება. მორიდებით დაუქნია თავი კაცს და თავისი ოთახისკენ გასწია სწრაფი ნაბიჯებით. არ დარჩენია უყურადღებოთ გაშმაგებით მდგომმა როგორ გააყოლა მზერა, არც ის დარჩენია შეუმჩნევლად და უგრძნობად როგორ ამოუშანთა მთელი ზურგი მისმა თვალებმა. ბალიშზე თავის დადებისთანავე აიძულა გონებას გათიშვა და დაძინიბა უბრძანა, მაგრამ ვაი, რომ ჩვენივე მტერი თვად ჩვენ ვართ და ისე არავის შეუძლია საკუთარი თავის აბუჩად აგდება და გასამართლება, როგორც ისევ საკუთარ თავს... მშვიდი დილა გათენდა დედამიწაზე. მიწისა და წვიმის სურნელი მოსდებოდა მთელ ქალაქს მთელი ღამის გადაუღებელი, ზევსის რისხვად მოვლენილი წვიმა რომ არ შეჩერებულა წამით, ეტყობოდა დედა-ბუნებას. კარებზე კაკუნმა შემოაფხიზმა მიძინებული გონება და დამძიმებულმა წამოსწია თავი, ბურდღუნით წამოდგა საწოლიდან თმა არეული და გასწია კარებისკენ ხალათისამარა. კარს იქით უკვე ფორმაში მყოფი, მისი მოუმზადებლობით წარბაწეული მელიქიშვილი იდგა, მოეგო გონს ახლა და გაიაზრა რისთვისაც იყო აქ ჩამოსული, საათისკენ გააპარა მზერა, რვას აჩვენებდნენ საათის ისრები. -არ გაგიფრთხილებივარ... - თავი მოიქექა შეწუხებულმა პატარა ბავშვივით და მორიდებით აიწურა კარებთან, შემოიხვია თან ძლიერად სიფრიფანა ხალათი, აბრეშუმის მოკლე შორტსა და ტოპს ძლივს რომ უმალავდა. -10 წუთი, ქეთა. ზუსტად 10 წუთი გაქვს. - დასძნინა გონებაარეულმა და გაეცალა მაშინვე მის კარებს. როგორი უყურადღბო იყო ეს გოგო... შუადღეს ხომ არ დაიწყებოდა აბა მუშაობა, საჭირო იყო ასეთ ფორმაში რომ ენახა?.. თავის თავზე ბრაზობდა ახლა რომ არ დაურეკა და ასე არ მოიყვანა გონს თანამშრომელი. მართლაც, 10 წუთში უკვე მზად მყოფი ცოტნეს კარებთან იდგა და ლილიანას ესაუბრებოდა სიცილით გაურკვეველ თემაზე. გათიშა მაშინვე მობილური რომ მოჰკრა თვალი გამოსულს და სერიოზული სახე მიიღო მანაც. ნაცნობ საავადმყოფოში ძალიან თბილად შეხვდა ძველი პერსონალი, არ იყო ეს პირველი შემთხვევა ერთად რომ უწევდათ მუშაობა ამ კაცთან და, იმედოვნებდნენ, არც უკანასკნელი. ცოტნეს სახელი განთქმული იყო, სად არ იცნობდნენ ნეტავ... მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ისედაც აკლია ასეთი კვალიფიცირებული ექიმები და თუ იყვნენ მათი სახელი ისედაც ყველამ იცოდა. -მიხარია თქვენი დანახვა, ბატონო ცოტნე, - ღიმილით ჩამოართვა ხელი ქალბატონმა ხატიამ, მისივე სპეციალობის ქალმა და ინტერესით გადახედა მის გვერდზე მყოფ ქალს, - შორიდანაც გვესმის თქვენს წარმატებებზე და აქედანვე გიჭერთ მხარს ყველა საქმეში. -დიდი მადლობა, - ოდნავშპარული ღიმილით დაუქნია ქალს თავი, - გაიცანით, ქეთევან გოგოლიშვილი ორთოდენტი, ხატია ბანძელაძე, კლინიკის დირექტორი. -სასიამოვნოა, - შეაგება თავადაც ხელი ერთი შეხედვით ზედმეტად სანდომიან ქალბატონს, მიჰყვნენ მალევე უკან წინ წასულ ქალს. დღე ზემეტად გაიწელა, ადგილობრივი და სხვა მიწვეული ექიმები მოინახულეს, დაიგეგმა მალევე ოპერაციის მსვლელობა და საქმესაც შეუდგნენ. 5 საათიანი ოფლისღვრის შემდეგ კი ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ისეთი აციმციმებული და ამაყი თვალებით უმზერდა ქეთას, ალბათ შეუმჩნეველი არავის დარჩენია ეს ვითომ უმნიშვნელო მზერა. საღამოს ერთად ვახშმობაც მალევე დაიგეგმა და დამშვიდებულები გაერიდნენ სიტუაციას. დაქანცული ჩაჯდა მანქანაში ცოტნეს გვერდით და თავის მიდებიდან რამდენიმე წუთშივე ისეთ რღმა ძილს მიეცა, რომ მის გამოღვიძებას დავითის გარდა ვერც ერთი სულიერი ვერ მოახერხებდა (დავითი, რადგან გამოუსწორებელი პარაზიტი და ხულიგანკა იყო, რომელსაც მრავალი გამოცდილე ჰქონია ამ საქმეში). სასტუმროს ეზოში შეიყვანა მანქანა და გადახედა ქეთას მშვიდ სახე იქნებ გაეგო და თავადვე გაჰღვიძებოდა, თუმცა გაჩერებულ მანქანაში რომ იცვალა გვერდი, მიხვდა მისი ჩარევის გარეშე ვერ გაახელდა თვალებს ეს ქალი. შეეცოდა ბოლოს გასაღვიძებლად, ბევრი აღარც უფიქრია ისე აიტაცა ხელებში ქალი, იქნებ ახლა მაინც გაჰღვიძებოდა... გაეხვია მთლიანად მის სუფთა სურნელში და კინაღამ მასაც ფეხზე ჩამომდგარს ჩაეძინა, დახედა მის ხელებში პატარა ბავშვივით მქოცეულ ქეთას, წამოსწია მალევე სახელური და ერთის წვალებით შეაღო თავისი ოთახის კარები, ფრთხილად მიაწვინა საწოლზე და განერიდა მაშინვე, ამოხვნეშას ამოაყოლა ცუდი ფიქრები და თავი გადააქნია აზრების გასაფანტად, აბაზანისკენ გაეშურა თან მაშინვე გახურებული სხეული რომ შეეშვირა ცივი წყლისთვის. რა უცნაური იყო ეს განგება... ერთი წლის წინ ამ დროს ალბათ სოფიასთან ერთად მოგზაურობას გეგმავდა მახლობელ აღმოსავლეთში, გაუჩერებელი იყო შეწირული, სულ ფორმაში ყოფნა უნდოდა, გართობა და თავის თავზე უფრო მაღალ ფენად წარმოჩენა აბედნიერებდა გაგიჟებით და თითქოს არც არასდროს იყო კმაყოფილი იმით, რაც გააჩნდა, ყველაზე დიდი სიმდიდრე - ბედნიერი ოჯახი ჰყავდა, არც თავად ყოფილა უბედური ასეთი ნაბიჯი რომ გადაედგა, მაგრამ ვაი, რომ მიუწვდომელი ყოველთვის ძალიანა ტკბილია, მისი შდეგი კი ძალიან ხშირად დამღუპველი. სინანულით დასრულებულ ცხოვრებაზე მწარე ნაკლები რამ შეიძლება იყოს, თან ისეთი, რაღაც რომ გქონდა და ძალით გაუშვი, არ დააფასე და წყალში ჩაყარე სიმწრით შეგროვებული ბედნიერება... სავარძელში კომფორტულად მჯდომს ტელეფონი მოემარჯვებინა ხელთ და უინტერესოდ დასცქეროდა ზედ, თითს აჰკრავდა თან ბიჭების ჩატიდან შემოსულ შეტყობინებას სათაურად ,,რუსთველის ტრიო“ მათეს რომ მიეწერა თავის დროზე და შემცვლელი არ ჰყავდა კაცი შვილი. რაც არ ჰბეზრდებოდა მათეს სიცილი და მასხარაობა იყო, რომელსაც ონლაინაც მშვენივრად ახერხებდა. არც შეუნიშნავს ქეთას გამოღვიძება. ზმორებით წამოიმართა ქეთა, ჩამოჯდა საწოლზე ახალგაღვიძებული და ღიმილით მოავლო ოთახს თვალი, რომ არ ეცნო და სავარძელში მჯდომ ცოტნეს გადააწყდა თვაებით, დაბნეულმა დაიწყო კვლავ თვალების ცეცება ირგვლივ. -რატომ არ გამაღვიძე... - წამოდგა საჩქაროდ და იატაკზე მის ფეხსაცმელებს წაეტანა ოთახიდან საჩქაროდ გასაქცევად. -ვერ გაიღვიძე. ძალიან ღრმა ძილი გცოდნია. - გამოსძახა ოთახის შუა წერტილიდან. ადგილი არ მოუცვლია, გადააგდო ტელეფონი მეორე მხარეს. -დაღლილი ვიყავი და მაგიტომ. სავახშმოდ ერთად არ მივდიოდით? რომელია საათი?- შუბლზე მოისვა ხელი და ჩანთას დაუწყო ძებნა თვალებით. -გამოიცვალე და წავიდეთ. - თვალებით უჩვენა მისი მდებარეობა ცოტნემ. აღარაფერი უთქვამს მეტი, დაავლო ხელი და სწრაფადვე გაუჩინარდა ოთახიდან. რესტორანში შეკრება ჯერ კიდევ დილით დაგეგმეს ჯგუფის წევრებმა და, რაღა თქმა უნდა, ჩამოსულებიც დიდი პატივით მიიწვიეს. მოსწონდა ძალიან თავისი სიტყვა რომ ეთქმოდა მელიქიშვილს და ეს სიტყვა საკმაოდ ძლიერიც რომ იყო მისი ხალხის წინაშე, ვერ მოაცილა თვალი ვერაფრით მთელი საღამო, აღშფოთებული იყო იმ სიყვარულით, პატივისცემითა და სითბოთი, რასაც ეს ხალხი იჩენდა და გამოხატავდა ცოტნეს მიმართ დაუფარავად. ტროას ომივით საუცხოო და საინტერესო იყო მისთვის ეს კაცი, რომ არ მოჰბეზრდებოდა მთელი ცხოვრება მისი შესწავლა. თავდაჭერილი იყო მელიქიშვილი, ზედმეტად არც იღიმოდა და არც საუბრობდა ბევრს, გადახედავდა შიგადაშიგ გვერდით მჯდომ ქალს, წამით შეავლებდა მზერას და ხალხისკენ გადაჰქონდა მალევე ყურადღება. 11 საათისთვის წამოიშალნენ სუფრიდან. დიდი სითბოთი გამოემშვიდობა შეკრებილებს და ქუსლიანების კაკუნით განვლო გზა ცოტნეს მანქანამდე, ახლა რომ ეთქვა ამ კაცს ისევ დილით მოგიწევს ხვალ ადგომა ადრიანად წასასვლელადო გადაისვრიდა ამ კარებიდან. მძიმე დღის შემდეგ დასვენებას არაფერი სჯობდა, ეს წესდება იყო გოგოლიშვილისთის, ვერგამხელილი სიზარმაცის სანაცვლოდ. მოკალათდა მალევე თავის ადგილას ცოტნე, სიგარეტის მუდმივად სავსე კოლიფო და ტელეფონი იქვე მიაგდო და საჭეს შემოჰხვია ხელები, ცალი თვალით შეამოწმა მხოლოდ ქალი, კიდევ ხომ არ ჩაეძინა ნაადრევადო. -იმედია, ხვალაც მამლის ყივილს არ მოასწრებ გაღვიძებას. -აბა მამალი? სადაა მამალი? - უმნიშვნელოდ ამოთქვა და საჭეს გადაატარა ხელები შესატრიალებლად. -ზუსტად მახსოვს, მეოთხე კლასამდე ჩემი ყველა მასწავლებელი მძულდა, რადგან მეგონა, რომ დილით ადგომა მათი მოგონილი იყო. -მეც გძულვარ? - გადახედა ქეთას, - ჩემთან კანონებს მე ვადგენ. -და ჩემს პაციენტებთან გრაფიკს მე ვადგენ... -რას დაგიჩემებია, - ჩაეცინა გახალისებულს, - არ გსაყვედურობ, არ მიყვარს სხვისთვის იმის დანახება, რომ მათზე რამით მეტი ვარ. ჩემი დიპლომი არ მაძლევს ამის უფლებას. -ყველა ცოტნეს გეძახის კლინიკაში, მაგის მიხვედრა რთული არ ყოფილა. - ჩაეღიმა სიტყვების სიამოვნებისგან. - თუ გეჩქარება, პრობლემა არ არის. -როცა გინდა მაშინ წავიდეთ. საქმე არ მაქვს. -ლილეს ველაპარაკე დილით, მოგიკითა და დამავიწყდა მეთქვა. - შეპარვით წამოიწყო და უჩუმრად გადახედა, შეუთვალიერა ურეაქციო სახე. -მე რატომ არ მირეკავს? ეშინია ჩემი? -ამას მე არ უნდა მეკითხებოდა. შეიძლება კი... -მორჩი. - გადახედა უცებ მკაცრი თვალებით. - ყველაზე აფექტურ მდგომარეობაშიც რომ მნახოს ლილემ ჩემი მაშინაც არ შეეშინდება. მე გავზარდე ლილე, მიცნობს და ნანახი ვყავარ ყველანაირი, იცის, რომ ასე ადვილად ვერ გადამივა წყენა და ამის გამოა თავადაც უხერხულად ყველასთან. -ბაბუა არ აწყენს არასდროს. - სიყვარულის ღიმილი გადაეფინა სახეზე ყველაზე საყვარელი ადამიანის გახსენებაზე. - სულ მის გვერდითაა, ცდილობს დაეხმაროს მეცადინეობაში, ისტორიით ჩაბარებას, მათემატიკით ჩაგებარებია, ყველაფერს აგიხსნიდიო... ლილეს მხოლოდ მისი ოჯახის ტვირთი აქვს მხრებზე, სხვა არაფერი აწუხებს. აღარაფერი უპასუხია ცოტნეს, ფანჯარა ჩამოსწია მხოლოდ. -ყოჩაღი იყავი დღეს. - წამოიწყო რამდენიმე წამში და შეცვალა თემაც ზედმეტად შესამჩნევად. -მადლობა. ვერ შეიკავა ვერაფრით კმაყოფილების ღიმილი. შემცივნებულ ხეებს თავისი თბილი მზერით ათბობდა გოგოლიშვილი. ქუთაისსაც დასტყობია შემოდგომის სურნელი... ... წვიმა შემოეჩვია თბილისს. ნოემბრის შუა რიცხვები დამდგარიყო და სწორედ ახლა მოინდომა უფალმა თავისი რეალური განზრახვის გაზიარება. ჭრელი-ჭრულა ქოლგებით გადავსებულიყო თბილისის ქუჩები. საამო ნიავი არ სცილდებოდა არაფრით სიყრმის მეგობარივითა და მისი თანამგზავრივით. საოპერაციო ოთახიდან გამოდიოდა მელიქიშვილი მეორე სართულზე, კიბეებზე მომავალ ქეთას რომ გადააწყდა შავი თვალებით. ჯინსისი შარვალი და ლურჯი პულოვერი ეცვა, სახე კი, როგორც ყოველთვის, მშვიდი და მომნუსხველი ჰქონდა. სევდისფერი დაჰკრავდა თვალებზე მელიქიშვილს. მუდამ ეშმაკურად მოგიზგიზე თვალებში სიშავე ჩაბუდებულიყო, დაედო ბინა და არც აპირებდა პარაზიტივით შემოჭრილი აქედან გაღწევას. ღიმილით მიუახლოვდა კარებთან გახიდულ კაცს ქეთა და მიესალმა თავაზიანად. -კომიდან გამოვიდა. – კარებისკენ აიქნია თავი, საიდანაც გამოვიდა წუთის წინ და კედელს მიეყრდნო ზურგით. მიხვდა მშვენივრად გოგოლიშვილიც რომელ პაციენტსაც ეხებოდა საქმე. -ასე მალე? 1 თვეც არ გასულა... - წარბები შეეკრა გაოცებისგან. -არ გაგიხარდა? - წელზე უბიძგა სულ ოდნავ და თავისი კაბინეტისკენ ააღებინა გეზი. ცივმა სუსხმა დაუარა მთელ ტანზე ქეთას, არ ციოდა ასე მწარედაც დერეფანში, არც იმის ხელი შეხებია ზედმეტად, ვიდრე საჭირო იყო. -როგორ არ გამიხარდა... გამიკვირდა, - შეატარა ჯერ ქეთა, შეჰყვა თავადაც და მიხურა კარები უკნიდან. -ყავას ხომ დალევ? - თავისი ადგილი დაიკავა და ისე დაეკითხა ქეთასაც. -რძიანი შეიძლება. ჩაეღიმა სულ ოდნავ, უმნიშვნელოდ და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში. მორიდებით დაიწყო თვალებისცეცება მთელ კაბინეტში. გადასწვდა თვალებით ყველაფერს და ყველაზე მეტად მაინც უფროსზე გაუშტერდა თვალები, ვერაფერს უხერხებდა გონებაში ნაღმივით აფეთქებული კითხვების ცვენას ცოტნეს არათითზე იმ არ წამოცმული საქორწინო რგოლის გამო რომ სჭამდნენ. რატომ არ ატარებდა ეს კაცი საქორწინო ბეჭედს? ასეთი ცოლი ჰყავდა, რომ ამის უფლებას აძლევდა? არადა არც ჰალუცინაციები დასწყებია ჯერჯერობით და არც თეთრი ბარათი უმშვენედა საფულეს, ნამდვილად სწორად გაიგო იმ საღამოს, ცოტნეს ბებიის მიერ გაჟღერებული სიტყვები, თუ როგორ სწყდებოდა გული იმის გამო, რომ ცოტნეს მასსავით ექიმი ცოლი არ შეხვდა, თუმცაღა ეს უკანასკნელი ისეთი კარგი ყოფილა, რომ ჯანდაბას მისი ექიმობაც და პროფესიაც... თუ რაღაც მსგავისი... -როგორ შეეწყვე თანამშრომლებს? - აბეზარი სიჩუმე ბოლოს ცოტნემ დაარღვია. გამოფხიზლებულმა შეხედა სახეში და მოარიდა მაშინვე მზერა. -კარგები არიან. არ მიჭირს ურთიერთობაში შესვლა ახალ თანამშრომლებთან, რადგან ხშირად მიწევს ხოლმე.. -რატომ? ასეთი მოუსვენარი ხარ? ვერ ჩერდები ერთ სამსახურში დიდხანს? -ჰო.. რაღაც მსგავსი... სანამ გამომაგდებენ ჩემით მივდივარ ხოლმე. - გაეკრიჭა პატარა ბავშვივით, შემოვიდა ამასობაში ლელაც ორი ფინჯნით ხელში, დაულაგა თავთავიანთ ადგილას და ზედმეტი ლაპარაკისა და ღიმილების გარეშე გაიხურა კარები. -ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი რატომ გეპარება? - უცებ ჰკითხა მზაკვრულად და ყავა მოსვა ყელის ჩასაწმენდად. -საიდან მოიტანე? - ვერ მიხვდა წამით რას ეკითხებოდა. -შენ რომ იმ ღამეს პაციენტი ნახე პირველად და ვიმედოვნებ უკანასკნელად, მე მსგავს პაციენტებს წლებია ვუყურებ და ვმკურნალობ. -დასაფასებელია. -პირად ცხოვრებაში ისედაც არ მწყალობს ღმერთი და... ამაში მაინც ვივარგო, - ჩაეცინა სიმწრით და სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი. -და რა სჭირს შენს პირად ცხოვრებას, ცოტნე? - სასხვათაშორისოდ ამოთქვა და უინტერესო მზერა მოავლო ოთახს. -ლილე. - უპასუხა რამდენიმე წამში დაფიქრებითა და ენისთრევით. არც უთქვამს ტყუილი მელიქიშვილს, ამის იქით მისი პირადი ცხოვრება აღარ არსებობდა. სუსტად დააქნია თავი რამდენჯერმე გოგოლიშვილმა საერთოდ რომ ვერ მიიღო ისეთი პასუხი როგორსაც ელოდა. უხერხული სიჩუმე კარებზე კაკუნმა დაარღვია. პასუხს არც დალოდებია კარს უკან მდგომი, მხიარულად ჩამოსწია სახელური და შეჰყო თავი ლოჩოშვილმა. -ცოტნიკოო.. - დახედა ჯერ სავარძელზე მჯდომ ცოტნეს სერიოზული სახით რომ შეათვალიერა შემოსწრებული, გადახედა შემდეგ იქვე მჯდომ ქალს და დასერიოზულდა წამსვე ისიც. - სტუმარი გყოლია... არც კი გრცხვენია?! თანამშრომელთან ჭორავ შენს დას? რა უსირცხვილო კაცი ხარ! - შეიცხადია გრანდიოზულად, შემოსვლამდე რომ დაიჭირა ძმაკაცის დის სახელი. ჩაეცინა გოგოლიშვილს კაცის გამოსვლაზე, წამოდგა თანდათან გასასვლელად მომზადებული. -მოიცალე? - წამოსწია წარბები უკმაყოფილოდ ცოტნემ, არ გაქანებულა ადგილიდან. -მე კი მოვიცალე, მაგრამ შენ რამ გაგაფუჭა ასე მწარედ? - გადააქნია თავი დამწუხრებულმა. -გასვლას ვაპირებდი მე... - იჩურჩულა უცებ ქეთამ. -ახალი თანამშრომლები გვყავს? - წარბების თამაშით გახედა მეგობარს, გადაეღობა თან კარებს არსად რომ არ გაჰქცეოდა შემთხვევით. - არ გამაცნობ? -შენ არ ვიცი და მე კი, მყავს ახალი თანამშრომელი. -ლოჩოშვილი მათე, - თავაზიანად გაუწოდა ხელი ფეხზე წამომდგარ ქალს. -ქეთა. გოგოლიშვილი, - ღიმილით ჩამოართვა ხელი თავადაც. - გავალ მე, და ხო მართლა, - კარებთან მისული შემოტრიალდა ბიჭებისკენ. - დღეს ლილეს დაბადების დღეა, რესტორანში გვინდოდა აღნიშვნა, თუმცა არაფრით არ დაგვთანხმდა... ამიტომ ჩვენთან ვიხდით. გაგვიხარდება, თუ რაც შეიძლება მეტი ნათესავი იქნება. დარწმუნებული ვარ, მისამართი გახსოვს, - ცოტნეს გაუყარა მზერა და აღარც დალოდებია პასუხს ისე გავიდა გარეთ. -ვინ იყო ეს? - სულ დაიბნა მათე. -ქეთა. -უი, რას ამბობ? საიდან იცნობდა ლილეს? -იმის დაა, - თავი აიქნია სადღაც, უსასრულობისკენ უკმაყოფილოდ. -ვისი? - გააყოლა მზერა ცოტნეს თავს, ვერ იპოვა ვერსად თვალებით ,,ის“. გადაატრიალა თვალები შეღონებულმა. რა უნდა ეწოდებინა ამ კაცისთვის? ლილეს ქმარი?.. ეს რომ ახსენა იმ ავადსახსენებელმა ამის გამო კინაღან პირი მოსტეხა და ახლა თავად უნდა ეთქვა ეს სახელი მისი დის მიმართულებით? საერთოდაც, სიტყვა ,,ქმარი“ და ლილეს ერთ კონტექსტში წარმოთქმა ჟრუანტელს ჰგვრიდა და ესიკვდილებოდა საშინლად. -დავითის და. -აა, შენი სიძის?- დაუსხა ცეცხლზე ნავთი გახალისებულმა ცოტნეს ნერვებს. გადახედა ამ უკანასკნელმაც ავად. მოუქნევდა ხელს სიამოვნებით ახლოს რომ ჰყოლოდა ეს აბეზარი ადამიანი. -და თან შენთან მუშაობს? და თან ორივე სტომატოლოგი ხართ? - უყურა ერთხანს გაოცებული, მოჭუტული თვალებით წარბებშეკრულ ცოტნეს, ჩაეცინა ბოლოს მხიარულად. - რა მაგარია. -რა არის მაგარი? -რა ვიცი, ბედი... - ჩაიჩურჩულა ვითომ თავისთვის. -რაო? -მივდივართ ხო დღეს? - შეცვალა მაშინვე თემა. -სად? -მოიცა, დავურეკო მაუგლის, - მოიძია მაშინვე მობილური ჯიბეში, წამოდგა თან ფეხზე. -ნუ ურეკავ, ბიჭო! არსადაც არ მივდივართ! - აჰყვა ცოტნეც, მისკენ რომ დააპირა წასვლა და მობილურის გამორთმევა, იცვალა მაშინვე ადგილი მათემ. -ალო, მაუგ! ხომ გითხარი დღეს შენი მახარობელი ვიქნები-მეთქი! - ჩაჰყვირა სიცილით გუგას. – ნადიმი ყოფილა დღეს დავით მეფესთან და ოჯახით ვართ მიწვეულნი. მთვრალი შენ თვითონ ხარ! - იუკადრისა ლოჩოშვილმა, მოეღრიცა სახეც.- დიახაც, სიძესთან! -მაცადეთ მე თქვენ... - დააქნია თავი ავისმომასწავებლად. რა საზიზღარი იყო ეს ლოჩოშვილი, როგორ იგდებდა მასხრად ყველასა და ყველაფერს... მასწავლებლიდან ბრუნდებოდა სახლში მისი დაბადების დღეს ლილე მელიქიშვილი თავისი ცხოვრების უდიდეს დაბრკოლებას რომ გადააწყდა წინ. შიშმა დაუარა კოჭებიდან, მიმოიარა მთელი სხეული, ორგანოები და ასწვდა თხემამდე. ისე მწარედ ჩაჰფრენოდა ჩანთას სადაციყო რგოლებს გაუჩენდა მისი ბასრი ფრჩხილებით. მიმოიხედა ირგვლივ, ახლა შეეწყვიტა მაინც და მაინც სუნთქვა თბილისს, ახლა მიმოკარგულიყო ყველა სადღაც, მშველელი არ იყო კაცი-ადამიანი ამხელა ქალაქში და თითქოს ამ ქვეყანაშიც. ავი სული ჩამომდგარიყო ლილესგან მოშორებით. გადაეხლართა ხელები მკერდზე და ისე ხამივით შეექცეოდა ლილეს დაძაბულ თვალებს, თითქოს ამის მეტი კარგი არც ენახა არაფერი და რომც მოენდომებინა ვერც იპოვიდა, რადგან ეს გოგო იყო მიზეზი დედამიწის ტრიალისა. წყალი იყო გამხმარ უდაბნოში, როგორც ყველაზე იშვიათი და მიუწვდომელი ჩვეულებრივისთვის. მზაკვრული ღიმილი დასთამაშებდა კაცს სახეზე, ყველაფერს ეუბნებოდ ერთი გამოხედვით, რომ ის ვერასდროს იქნებოდა მასზე ძლიერი, რომ ბატკანს ყოველთვის იპოვიდა მშიერი მგელი, მიაგნებდა მაშინ, როდესაც სხვებთან იქნებოდა წასული მამალი ძაღლი, ვერ დაიცავდა დაპირებულივით და შთანთქავდა უსასრულობაში ბოროტი ძალა... უკან გადადგა პატარა ნაბიჯი უმცროსმა მელიქიშვილმა. გაეწელა მეტად ტუჩის კუთხეები უცხოს. -სად გყავს ქმარი, ლილე? - გაისმა ხმა შორიდან და ზედმეტად ახლოს ლილესთვის. -არ მომეკარო. - მთელი ძალით შეეცადა შორს მოესროლა მისი ხმისგან შიშის ნაპერწკლები. -არ მოვდივარ, - ხელები აღმართა მაღლა გახალისებულმა დამნაშავესავით, - მაინტერესებს უბრალოდ, სად არის, რატომ არ მხედავს ახლა მისი ბინძური თვალებით შენს სიახლოვეს... როგორი კაციცაა ისეთივე მუქარა სცოდნია... -ვერც ინატრებ შენ მისნაირ კაცობას. არც დაგესიზმრება შენი თავი კაცის ფორმაში... -ენა... - ჩაისისინა გაღიზიანებულმა, ქრებოდა ის მახინჯი ღიმილიც სახიდან. - რამდენს ბედავ? - გადადგა ერთი ნაბიჯი წინ. -რა გინდა? რატომ არ მანებებ თავს? -გამოწმებ. - გადააგდო თავი უკან, - გამოწმებ, როგორი ხარ მისი ცოლი. თან მოსალოცად მოვედი. -არ მჭირდება! - წამოიყვირა მაშინვე გაცეცხლებულმა. შეირხა მხრებზე დაყრილი ოქრსფერი კულულები, შეჭმუხნა პატარა ცხვირი დამცირებულმა. - წაეთრიე. -ენა-მეთქი.. - უცებ შეამცირა მანძილი მათ შორის კაცმა, ვერც მოასწრო ლილემ ადგილიდან გაქანება ისე სწვდა მკლავში. - მაგ გრძელი ენის გამო ერთხელ რომ გიშველე მამაჩემთან, ხომ არ გგონია ჩემთანაც გაგივა და გაპატიებ ზედმეტს? ნუ სარგებლობ-მეთქი, რამდენჯერ გითხარი?! კიდევ რომ ბედავ და ეძიები ამ საქმეს თავი ვინ გგონია? ვინაა ასეთი შენი ქმარი, მას შეუძლია გიხსნას იმ ხალხისგან ვის წინააღმდეგაც იბრძვი ასე გამწარებული?! ან შენ ვინ ხარ, ამხელა ამბიციით მთვარობის გადაგდებას რომ ცდილობ... ისე დაგმარხავენ ვერ ამოგთხრის ვერც ერთი მელიქიშვილი და ვერც შენი საწყალი ქმარი... ჩემი შიშით გათხოვდი? გოგოო... მე რომ არა რომელ ჭაობში, მტკვარში, ზღვაში თუ მდინარის ფსკერზე იქნებოდი ახლა ღმერთმა არ იცის... ნუ ებრძვი იმ ხელს, რომელიც გაჭმევს, პატარავ... ნუ ხარ დაუნახავი და უმადური... ეს საწყალი ქორწინება ვერც ვერაფერს მოგცემს და ვერც შეგინახავს, ვერც დაგიცავს... მე კი... მამაჩემს კი არა სამყაროს გადავეღობები შენი გულისთვის... მწარედ მოქნეული ხელი გაუკავა ლილეს, თვალებდაბინდული დაიხარა მისკენ უკეთ რომ შეეგრძნო იმ ათრთოლებული ბაგეების გემო ცხოვრებას რომ ერჩივნა და დანახვის წამიდან შეიპყრო დაუოკებელმა წყურვილმა. გადმოსცვივდა ლამის თვალები შეშლილს, ეს რომ შეხებოდა... ისე უეცრად წაავლეს ხელი ზურგზე ავსულს, ისე საჭირო დროს, დაეცა ლილე ძირს მოდუნებული, რომ დაიგულა საკუთარი თავი მშვიდობით, რომ ჩამოსცილდა ის ბინძური ხელები... რომ გამოფხიზლდა მერე შეამჩნია ყველგან სისხლი მის გარშემო, გაარჩია კარგად დაბინდული თვალებით მისი ქმრის სხეული გადამჯდარი უცხოზე, გამწარებით რომ უქნევდა მუშტებს და ჩასძახოდა ყურში ათას სიბინძურეს. წამოხტა მაშინვე და მკლავზე სტაცა ხელი, რომ გაეშველებინა როგორღაც. -ლილე... ლილე... - ჩურჩულებდა თავისთვის ნაცემი, გაუბედურებული.. ღიმილი დასთამაშებდა თან სახეზე და ცდილობდა ყველანაირად მთასავით გადაღობებული დავითის უკან ლილეს დანახვას. -ნუ ტირი. - გადახედა გოგოლიშვილმა მკაცრი თვალებით, თავს რომ იკავებდა კიდევ უკვირდა ძალიან საკუთარი თავის. -წავიდეთ, რა... გთხოვ... - მოქაჩა კიდევ ერთხელ მკლავზე ძლიერად მისუსტებულმა და მეორეხელით შეიმშრალა ცრემლები ღაწვებზე დადენილი. წამოდგა ესეც ბანცალით, დაჰყვა მის ნებას ლილეს შეშინებულ, დამცირებულ, ბრაზ ჩამდგარ თვალებს რომ მოავლო მზერა. -გადავიმტერებ მთელ მსოფლიოს მის გამო... - ზემოდან დასჩურჩულა გათიშვამდე მისულს. - ისეთ დაგმართებ მთელი ქვეყანა რომ მე მეძებდეს მოსაკლავად. დაგშლი. ... გოგოლიშვილების სახლს რომ მოადგა შავი მანქანა, მზე ქუდს იაფარვდა უკვე თავზე და მთვარესა და ვარსკვლავებს ესალმებოდა გზა და გზა. ბნელდებოდა უკვე ლუკას მანქანიდან რომ გადმოვიდა მისი ოჯახი, ფეხს ითრევდა ჯერ კიდევ ცისანა, სევდიანი თვალები მოავლო მისი შვილის ახალი ოჯახის კარ-მიდამოს და მიჰყვა ფრთხილი, გამოზომილი ნაბიჯებით დედამთილსა და უმცროს ვაჟს. გაფრთხილებული იყო უკვე სახლში მაყვალასგან, რომ ზედმეტად ხმა აღარ უნდა ამოეღო ამ საკითხზე და ახლა მის შვილს წყალივით სჭირდებოდა დედის გვერდში დგომა. ვეღარ გასწირა მაინც მეტად ერთადერთი ქალიშვილი, ვერც საკუთარი თავი უმისობისთვის... კარები დავითმა გააღო. შეათვალიერა მაშინვე ავი, უაზრო, სიძულვილით სავსე მზერით ლუკამ ახალი სიძე, შეაგება იმანაც ანცი, მხიარულად მოგიზგიზე ცისფერი თვალები. ისე იქცეოდა, თითქოს ერთობოდა ძმების დამოკიდებულებით, ძალით იწვევდა თავისი არაფრისმთქმელი, ფეხებზე მზერითა და გაბრაზებას აიძულებდა ამით. ამ დროს ჩამოირბინა ლილემაც მეორე სართულიდან, მოკლე, ყავისფერი კაბა უმშვენებდა ლერწამივით ნაძერწ ტანს, თავზე კი ბანტიანი აბადოკი მოერგო. ვერ შეიკავა ვერაფრით ცრემლები დედის დანახვისას, ისედაც ვერ აეწყო ეს უბედური დღე საამოდ და უნდოდა თუ არ უნდოდა ძალით სდიოდა მაინც ცრემლები, ახლა კი ამდენი ხნის უნახავი დედის დანახვა ნამდვილად ზედმეტი იყო. ცისანამაც რომ შემოჰხვია ხელები წელზე, სულ ჩაიკარგა დედის მკლავებში პატარა ლილე, თმაზე მიეფერა ისე, როგორც უყვარდა ბავშვობაში და დაუკოცნა ორივე ლოყა გემრიელად. გამოსტაცა ბოლოს ხელიდან მაყვალამ შვილიშვილი, თავად დასცვივდა ახლა ვერ შეკავებული ცრემლები თვალებიდან. ლუკა ჩამომდგარიყო კარებთან უინტერესოდ, თითქოს არც იმჩნევდა მის აქ ყოფნას, კარებისკენ ეჭირა თვალი და გაქცევას ლამობდა მაყვალამ რომ გამოსდო ხელკავი და აიძულა მათთან ერთად მისაღებში შესვლა. წამოიმართა მაშინვე ფეხზე ბატონი შოთა, ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი, გამოცვივდნენ სამზარეულოდან დავითის დედა, ქეთა და ლილიანა. -მობრძანდით, მობრძანდით... - თაფლად გადაიქცა ზოია, გადაეხვია ორივეს და მიუჩინა მათი ადგილი. - როგორ გაგვახარეთ, ვერც კი წარამოიდგენთ, - მხრებზე შემოჰხვი ხელი ლილეს, ზედმეტად საყვარელი ქალი იყო დავითის დედა, გულჩვილი, გულთბილი, ნაზი... წვრილმანიც რომ ახარებდა და ბედნიერებას ჰგვრიდა, ახლა კი იმით იყო ბედნიერი მოყვრების სტუმრებით ერთადერთი რძლის გაღიმებული სახე რომ იხილა. -ცოტნე არ მოვა? - ჩუმად იკითხა ლილემ და ლუკას გადახედა იმედიანი თვალებით. დაბარებულივით, ამ დროს გაისმა ზარის ხმაც კარებზე. მიატრიალა საჩქაროდ თავი ხმის მიმართულებით ანთებული თვალებით. გაქანდა მაშინვე, კარების გასაღებად, საბედნიეროდ, ის დაუხვდა კარს იქით, ვისაც ელოდა მთელი გულით პატარა და. კარების ჩარჩოზე აკაკუნებდა თითებს ნერვიულად მელიქიშვილი და რომ გაიღო წამოსწია თავიც მაღლა. -ცოტნე! - შესძახა ვერშეკავებული ყიჟინით და არც აცადა კაცს შემოსვლა, გადაეკოჭა მონატრებულს და აიძულა მასაც შემოეხვია მისთვის ხელები. -და გუგა, - შეჰღიმა ცოტნეს უკან ჩამომდგარმა და ჩაიკრა თავადაც გულში დასავით საყვარელი ლილე. ვარდისფერი, მოზრდილი ყუთი უმშვენებდა ცოტნეს ხელებს, დანარჩენ საჩუქრებთან ერთად მიაწყვეს ბიჭებმა საკუთარიც და ფეხის თრევით გაუყვა გზას მისაღებამდე. დაექაჩა მაშინვე თვალები ქეთას, უცნაურად შექანდა ადგილზე, რომელიც ლილიანის გამჭრიახ თვალს, რომელიც ეჭვის გარეშე საკუთარ თავსაც კი არ უყურებდა, სულაც არ გამორჩენია. თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა გვერდზე მდგომი და მხარზე გაჰკრა ოდნავ ხელი. გადმოხედა იმანაც კითხვისნიშნებით სავსე მზერით, აიქნია თავი, რა გინდაო. მიყუჩდა დროებით ხიმშიაშვილი, აღარც გაუხედავს მის უკან მდგომი კაცისკენ ისე შეალაჯა სამზარეულოში, ამ დროს გაისმა მესამედ ზარი ოჯახში. გაკრეჭილი მათე და მოღუშული ლიკა გახიდულიყვნენ ამჯერად კარს იქით. ყველაზე მეტად ემოციებს მოკლებული ამ ორი ქალბატონის შეხვედრა გამოდგა, ძალით რომ იდგა საერთოდ აქ უმცროსი ლოჩო. ძლივს შეაჩერა ლიკამ თვალზე ჩამოკიდებული ცრემლი რომ არ გადმოსულიყო და არ დაეთბო, არ დაესველებინა ისედაც ახურებული სახე. სტკიოდა გული საშინლად და არც აპირებდა ამის დამალვას. მიიპატიჟეს პირდაპირ გაშლილ სუფრასთან, ცოტნე კვლავ ფეხს ითრევდა, ერთი ლილეს დანახვა უხარებდა მხოლოდ გადაფუფქულ გულს, თუმცა თითქოს ესეც ვეღარ იყო საკმარისი არსებობისთვის. ღვინის ჩამოსხმას იწყებდა უკვე დავითი საცივით ხელდამშვენებული რომ გამოფარფატდა სამზარეულოდან ლილიანა. ჩადგა პირდაპირ ლოჩოშვილის წინ და გაექცა შემთხვევით მზერაც რომ ამოიცნო თითებზე დაჯღაპნილი ნაირ-ნაირი ტატუებით. ჩაუვარდა კინაღამ ენა და გაუვარდა კინაღამ ის თეფშიც ხელიდან. გადახედა მერე მის გვერდით მჯდომ არანაკლებ გაოცებული თვალებით მჯდომ გუგასაც. -შენ? - არც დაუმალავს გაკვირვება დადიანს. -რანაირად? - შეეკრა წარბები დამუნჯებულს. -რა ხდება? - გადახედა ბიჭებს ცოტნემ. დასერიოზულდა წამიერად სუფრა. გაჩუმდნენ აწრიალებულნი და ამ ორს გადახედეს, ერთი სერიოზულად რომ ჩამომდგარიყო, მეორე კი ტუჩებს აჭერდა ერთმანეთს ძლიერად რომ არ გასცინებოდა გემრიელად. -არაფერიც არ ხდება... ვიცნობთ უბრალოდ ერთმანეთს. - ამჯერად დაბნეული მზერით რომ მიაჩერდნენ სუფრის წევრები დაამატა შემდეგ ჩუმად, - მართვის მოწმობის აღებაში ვეხმარებოდი. მიიფარა საჩქაროდ პირზე ხელი დადიანმა, ყველანაირად ეცადა თან რომ არ დასტყობოდა სიცილის კვალი სახეზე. -მართლა? რა კარგია, ბავშვებო, იმდენი დამთხვევაა ბოლო დროს... ქეთა და ლილიანა ხომ ბავშვობის მეგობრები არიან.. - ღიმილით ჩაერთო ზოიაც. -სხვა რა? - გაიკვირვა ცისანამ. -ჩემი ქეთა რომ სამსახურს ეძებდა, შემთხვევით თქვენი შვილის კლინიკაშიც წასულა გასაუბრებაზე... რახანია ერთად მუშაობენ, არ იცით? შეეკრა უცებ წარბები წამიერად გაბრაზებულს, გადახედა თან უფროს ვაჟს, გულისწყვეტაც იგრძნო ამ უცხო ქალისგან რომ გაიგო ეს ამბავი და თავად არ იკარდა ამის თქმა დედისთვის, ხომ უმნიშვნელო იყო, მაგრამ მაინც სათქმელი ყოფილა. -ცოტნე, მეუღლე რატომ არ წამოიყვანე? ხომ შეგვპირდი გაგაცნობთო? - რომ მიხვდა უხერხული სიტუაცია ჩამოაგდო ზოიამ ახალი კითხვა მოიფიქრა საჩქრაოდ, რომ სცოდნოდა ეს საერთოდ ბომბის აფეთქებას ნიშნავდა, საერთოდ გაეცლებოდა და აორთქლდებოდა ამ ადგილიდან. ჩამოვარდა კვლავ სიჩუმე. წამოყო მაშინვე თავი ქეთამ. წამით გადაიკვეთა მათი მზერები ერთმანეთში და მოარიდა მაშინვე თვალები ქალმა. -არ მახსენდება მსგავსი არაფერი. - სამაგიეროდ ცოტნეს არ მოუშორებია მზერა ქეთასთვის, უცნაურად ბურღავდა და ბოლოს ყელის ჩასაწმენდად მოსვა ღვინო თავისი ჭიქიდან. როგორ აწვებოდა ეს ხალხი... ძალადობდნენ მასზე ყველანაირი გაგებით. მისი ბრალი იყო, რას მოდიოდა, რომ მოდიოდა... მათეს უაზრო წარმოდგენები ფეხქვეშ გაითელა. რომ ეგონა ზედმეტად გოიმი და ,,ბანძი“ კაცი გამოდგებოდა ეს ჩვენი დავითი, ყველაფერი პირიქით შემოუტრიალდა და მრავალჯერ მოინანია კიდევაც გულში თავისი ფიქრები. ხელი რომ გადაჰხვია ბოლოს კარგად შემთვრალმა, გადააქნია თავი ცოტნემ ამრეზად და გაეცალა მაშინვე ამ ყველაფერს, სანამ ლოჩოშვილისთვის თავის წაცლის სურვილი მეტად არ გაუმძაფრდებოდა. სალათის თეფშს დაავლო ხელი ქეთამაც, ჩაიჩურჩულა თავისთვის დავამატებო და სამზარეულოსკენ გაიძურწა. გადაუხვია თავისთავად გზას და მიიყვანეს მისმა ფეხებმაც უფროსამდე, გარეთ გასული მშვიდად რომ ეწეოდა სიგარეტს. -ვერ ერთობი გეტყობა. - წამოიწყო ჩუმად და მიუახლოვდა ფრთხილად. გადმოხედა ცალი თვალით გვერდზე ამომდგარს. -არც უნდა მოვსულიყავი. - ამოთქვა უინტერესოდ. - ესეც შეცდომა იყო. გადახედა ნაწყენი თვალებით კაცს. -კიდევ რა იყო შეცდომა? გაუსწორა თავადაც თვალები გვერდზე მდგომს. ნათლად გაარჩია ქეთას სხეულზე ხალებივით დავლილი ჟრუანტელი. ახლა იგრძნო, რომ გრილოდა და ნიავიც უბერავდა. -მათემ რომ გაიგო ვეღარ გავაჩერე, არ ვაპირებდი მე მოსვლას. -რატომ? ასეთი ძნელია ბედნიერი ლილეს ყურება? -არ იცი შენ... - გადააქნია მაშინვვე თავი, გაუმკაცრდა ხმაც. - ნუ იტყვი ნურაფერს შენ და ნურც ჩაერევი. -არ ვერევი არაფერში საერთოდ. მასზე ვდარდობდი უბრალოდ და ზედმეტიც მომსვლია. დიდი ბოდიში. ამოიხვნეშა ცოტნემ მობეზრებით და მიეხუჭა წამით თვალებიც. -ნურც დედაჩემზე გაბრაზდები. უყვარს ადამიანები, უხარია ხალხთან ურთიერთობა და არცაა გასაკვირი იმაში არაფერი შენი... ცოლის გაცნობაც რომ უნდა. -არ მყავს მე ცოლი. - შეაწყვეტინა ეს აბსურდი და გადახედა დაღლილი თვალებით, მკაცრად... თითქოს უნდა სცოდნოდა.... რომ არ იცოდა არაფერი მის დაქცეულ ოჯახზე და ის ქალი მოიხსენია კვლავ ამ საზარელ სიტყვად მის მიმართებაში. -როგორ? მე... მე მეგონა... - დაბნელად შეეკრა წარბები და მიაჩერდა უფრო ღრმად შავ თვალებში პასუხებს ეძებდა ვერ დასმულ კითხვებზე. -არ მყავს ცოლი, ქეთა. სხვა რისი მოსმენა გინდა? -არც არაფრის... - გადააქნია თავი სუსტად ჩაფიქრებულმა. ხმა აღარ ამოუღია მეტად, მშვიდად ჩაამთავრა სიგარეტი და მერე გადახედა მხოლოდ უაზროდ ჩამომდგარ ქალს მიწაზე რომ გაეშტერებინა ჩაფიქრებული მზერა, თითქოს იქ არც იდგა იმ წამს. გრძელი, მუქი ლურჯი კაბა უმშვენებდა ლამაზ სხეულს გოგოლიშვილს, აათვალიერა თავიდან ბოლომდე ქალი და საუცხოო ჟრუანტელმა დაუარა მასაც. -შევიდეთ, იყინები. -ჰა? - ამოხედა უცებ. -კანკალებ. თავად გაასწრო მელიქიშვილს, ჩქარა გაიარა გზა სახლამდე მისასვლელად და აღაც დალოდებია ისე შევიდა შინ. უცნაური და მზაკვრული აურა ტრიალებდა მათ შორის... დაუშავებდა ალბათ რაღაცას. ... 12 რომ გახდა საათი კარგად შემთვრალმა საზოგადოებამ წასვლის დროაო ერთხმად განაცხადეს და წამოიკრიბნენ სათითაოდ, რიგის და მიხედვით. სიცილით ჩასვა მანქანაში დავითმა მასზე ტკიპასავით მიწებებული ლოჩოშვილი და თავადვე მიუხურა კარები. დადიანმაც დაიკავა ადგილი მძღოლის გვერდით და სანამ მიუჯდა გვერდზე ცოტნე, ერთხმად წამოიწყეს ორივემ ,,ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“. სიცილით გადააქნიეს თავი ლილემ და ლიკამ, ერთმანეთის მზერა რომ დაიჭირეს შემდეგ, მორიდებით მოიღუშა კვლავ უმცროსი ლოჩოშვილი და იბრუნა სახე სხვა მხარეს. არ გაუწოდებია ხელი დავითს ცოტნესთვის დამშვიდობების მიზნით, იცოდა შეატოვებდა ხელს და შეარცხვენდა ყველას თანდასწრებით, თავი დაუქნია მხოლოდ და გადადგა გვერდზე რომ გაეტარებინა მანქანა. ლიკას წაყვანა ლუკამ აიღო საკუთარ თავზე, იმ მთვრალებთან დაჯდომასა და მათ უნიჭო კონცერტებზე შესწრებას კიდე ლუკას მოღუშული სახის ყურება ნამდვილად ჯობდა, თან სმენადაქვეითების ნაადრევ პრობლემას ააშორებდა საკუთარ თავს. ბებია და დედაც მის მანქანაში განაწესეს, თავისთავად. გააცილეს ერთიანად სტუმრები და მისაღებში გამობრუნდნენ მაშინვე. დაფაცურდნენ, საჩქაროდ მიალაგეს სახლი ერთიანი ძალისხმევით და მოიძიეს მალევე გადაღლილებმა საკუთარი ოთახები. შეუძვრა ლილიანა გველივით ოთახში ქეთას, არ დაანება არაფრით სასტუმრო ოთახში ლოგინის გაშლა და თავად შეასწრო კიდევაც გაქცეულმა ქალს საკუთარ ოთახში. აბაზანიდან გამოდიოდა თმების მშრალებით დავითი. დაწოლილიყო უკვე ლილე და გაეშალა კიდევაც კაცისთვის თავისი საწოლი სავარძელზე. ნაცნობი სრუტუნის ხმა რომ მისწვდა დავითის სმენას გადახედა მაშინვე საწოლზე მწოლ გოგონას. არადა ეგონა, რომ კარგახნის ჩაძინებული იყო. -ლილე? - გადადგა მისკენ ორი ნაბიჯი და გადახედა შორიდან ლოგინზე ჩამხობილს.- ტირი? ლილეკო... მიუჯდა ბოლოს გვერდზე რომ აღარ იკადრა არაფრით ხმის ამოღება ლილემ. -რა მოგივიდა? -არაფერი... - შეეცადა მთელი გულით ხმის დაწყნარებას, მაგრამ ასეთი ემოციური დღის შემდეგ ამ ყველაფრისგან დაცლის მეტი არაფერი უნდოდა, ცრემლები კი მშვენიერი გამოსავალი იყო. -ჩამოჯექი. - გადაიკიდა პირსახოცი მხარზე და თავად მიეხმარა წამოჯდომაში. - ლილე. -მაინც არ მანებებს თავს... ხომ ვამბობდი ვერ შეაშინებს ჩვენი ქორწინება-მეთქი... ვიცოდი, რომ არ გამეშვებოდა... არ მომასვენებს... - სახეზე მიიფარა ხელები შერცხვენილმა და უმატა ტირილსაც. ამოიხვნეშა უძლურმა კაცმა. -ლილე, კარგი რა... -არ შემიძლია ასე... შენც დაგინგრიე ცხოვრება და ტვირთად დაგაწექი... -ეგ მეორედ აღარ თქვა. -უნდა ვთქვა! - ამოხედა ჩაწითლებული თვალებით. - ჩემ გამო დაგემართა ყველაფერი... ოჯახი გადაგემტერა, ყველა ისე გიყურებს, როგორც საშინელ ადამიანს, რომელმაც ბავშვი შეაცდინა... ეს ხომ ასე არ არის!. შენ ყველაზე კარგი ხარ, დავით, ჩემ გამო კი იძულებულ ხარ აიტანო ასეთი ბინძური სიტყვები შენი მიმართულებით... ასე რომ გიყურებს ცოტნე, როგორ... მაინც როგორ შეგიძლია ამის გაგრძელება... მთელი არსებით გაგრძნობინებს, რომ დამნაშავე ხარ... მაინც როგორ... როგორ ხარ ასეთი კარგი... -ლილე, გეყოფა. ჩვენ რაზე შევთანხმდით? - მიიწია უფრო ახლოს მისკენ და მისი პატარა სახე მოიქცია თავის ტორებში კაცმა. - ჩემთვის ტვირთი არასდროს ყოფილხარ და ვერც იქნები. ჩემი ანგელოზი ხარ შენ, გესმის?! ნუ გამოგყავარ გმირი ამ ამბავში, ეს ჩემი ვალი იყო, გესმის? მე უნდა დაგიცვა სანამ ცოტნე გაიგებს ყველაფერს, მე უნდა ვიყო შენი ფარი... -არ აშინებს მას არაფერი. - გადააქნია თავი შეწუხებულმა, - მაინც არ მეშვება... ცოტნე თუ გაიგებს... ცოტნე... რომ გაიგოს მოკლავს, დავით... ჩემ გამო მკვლელი გახდება... -ჯერ ვერ გაიგებს, მაგრამ სამუდამოდ ვერ დავმალავთ ამას, ლილე. -რა ძნელია... ღმერთო, როგორი ძნელია... ძნელი იყო მართლაც ეს ცხოვრება. ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ისედაც რთულია, მაგრამ ადამიანს, რომელსაც მისი ქვეყანა უყვარს მისთვის ტვირთიც კია ეს ცხოვრება. დგება პერიოდი, როდესაც უნდა აირჩიო თვალდახუჭულმა გინდა იარო მთელი ცხოვრება თუ ძილის დროსაც თვალგახელილი და ყურადღებიანი იყო ყველასა და ყველაფრის მიმართ. მეორე აირჩია უმცროსმა მელიქიშვილმა თავის დროზე. პირველად რომ მიიღო გაფრთხილება ერთ-ერთი მასწავლებლის ენით, ზედმეტად სარკასტული და უნორმო პოსტების წერას შეეშვი სოციალურ ქსელშიო, ისეთი სიამოვნება იგრძნო მაშინ, ისე შეუძვრა ტვინში ერთდროულად რაღაცის გაფუჭებისა და აყვავების აზრი, ისე გაახელა მიუწვდომელის მიღებამ, რომ ვეღარ გამოდგა ვერც ერთი სულიერი, რომელსაც მისი გაჩერება შეეძლო. ამ პერიოდში გამოჩნდა ის ავსულიც ლილეს ცხოვრებაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანის ვაჟი რომ იყო - ბექა ბახტაძე. ჩაუვარდა გულში და მოინდომა ამ ამპარტავანი გოგოსთვის კისერის მოგრეხაც არავისი რომ არ ესმოდა საერთოდ, ბედად ამ დროს იტალიაში იყო ცოტნე, ვერ მისწვდა თავისი გრძელი ხელებით აქაურ ვითარებას და ვერც ვერაფერი გაიგო ასეთი რაღაც რომ ხდებოდა მისი პატარა დის თავს... 12 ივლისი იდგა. საუცხოოდ დამშვიდებულიყო ბათუმის მშობელი, მისი ძალა და მთავარი სხივი - შავი ზღვა. ზუსტად ისე დუმდა დიდი ქარიშხლის წინ რომ სიჩუმე და სიმშვიდე დგება ხოლმე. თეთრ შეზლონგზე წამოწოლილიყო ახალგაზრდა გოგონა და თავიცა და თვალებიც გამოეთიშა გარე სამყაროსგან. ყურსასმენები გაეკეთებინა და თვალებ დახუჭულს ვერც კი გაიგებდი ეძინა თუ უბრალოდ ეს ხალხი შეეზარა პლიაჟზე მოსიარულე. მზის სინათლე რომ დაუხშეს მის ლამაზ სხეულს წარბები შეკრა წამში და გაახილა კიდევაც თვალები, ასჯერ რომ ანატრინა შემდეგ საერთოდ რომ დაბნელებოდა მაშინ. შეშინებული წამოჯდა და გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა უცხოს, უაზრო ღიმილი რომ დასთამაშებდა სახეზე. -რას ჩამომიდექი? - ჰკითხა აგდებით. მიმოიხედა თან ირგვლივ, ეძებდა ზღვაში შესულ ლიკას, ვითომ შეუმჩნევლად. -თუ შეგაწუხე ჩამოგიჯდები, - მოშორებით ჩამოჯდა თავადაც, არ მოუშორებია წამით მზერა. დაიკავა მაშინვე დისტანცია ლილემაც. -შენ რომ დაგინახე მერე ვიწამე უფლის არსებობა... ... დილის 8 საათიდან საავადმყოფო უკვე აქტიურ რეჟიმშია. მოსაცდელში პაციენტების რიგს ლელას გამჭრიახი თვალები აკონტოლებს და მოცლილივით წამი-წამს მათ თვლაში ატარებს, თან ყველას შეუმჩნევლად ჩართული რაღაც გაურკვეველი თამაშებით იქცევს თავს კომპიუტერში. ამინდი ავისმომასწავებლად იღრუბლება, თითქოს ელის, რომ მოატყუებს ხალხს და როგორც კი უქოლგოდ გამოსულებს შეავლებს ანც თვალებს მაშინვე თამამად დაუშვებს სეტყვასავით მძიმე წვიმის წვეთებს... მთქნარებით შემოაღო კარები გოგოლიშვილმა და ზათქით ჩააგდო ქოლგა თავის ადგილას, ისე ეზარებოდა დღევანდელი დღე... თავს ძლივს აიძულა ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების ჩვეულ რჟიმში დაწყება... თავის კაბინეტში რომ აპირებდა უკვე შესვლას და სახელურზე წავლებული ხელის ჩამოწევას, ისე უცებ იგრძნო წელზე ცივი ხელის შემოხვევა რომ მოულოდნელობისგან და სიცივის შეგრძნებისგან ახტა ერთ ადგილზე, საჩქაროდ ახედა მაღალ სხეულს თავზე წამომდგარს. თავი შეებრუნებინა მეორე მხარეს მელიქიშვილს და ტელეფონში გაცხარები ესაუბრებოდა ვიღაცას. კოპებიშეეკრა მაშინვე ქალსაც, რომ დააპირა მისი ხელის მოშორება უფრო ძლიერად შემოაჭდო და გაკვირვებით დახედა ჯერ რომ საერთოდ არ იმჩნევდა, აქაოდა, რას აკეთებ, საქმეები მაქვს შენთანო. ჩამოყარა ყურები და მომლოდინე თვალები მიაპყრო ცოტნეს, არაფრით რომ არ წყვეტდა საუბარს მისთვის უცხო ადამიანთან. გათიშა მალევე და ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაიცურა მობილური, აუხსნელად, ყოველგვარი სალამის გარეშე გაუყვა გზას და ხელს გააყოლა თან დაბნეული ქეთა. ვერ იყო ეს კაცი თავის ჭკუაზე, რას დაათრევდა პატარა ბავშვივით. ნელა აიარეს მესამე სართული და მიადგენ საბოლოოდ სასურველ პალატასაც, არც გაუშვია არაფრით ის ხელი, თითქოს მიეკერა ვიღაცას მის წელზე. შეატარა ჯერ ქეთა და შეჰყვა თავდაც სერიოზული გამომეტყველებით. პალატაში ის პაციენტი იწვა ერთად რომ ჩაუტარეს ოპერაცია რამდენიმე ხნის წინ, საწოლზე მწოლი მშვიდად სუნთქავდა და ფანჯარაში გადაშლილი ხედისთვის გაესწორებინა თვალები. ვერ მიხვდებოდი ადამიანი ამხელა ოპერაცია რომ ჰქონდა გადატანილი კაცს, შრამად გავლებულ ზოლზე საფენები დაედოთ სახეზე. გადმოხედა შემოსულებს და ჩაეღიმა მაშინვე კაცის დანახვაზე. -ცოტნე ექიმო... გამარჯობა... -გამარჯობა, ბატონო მიხეილ, როგორ ხართ დღეს? - მშვიდად იკითხა. -თქვენი წყალობით კარგად. -არა მხოლოდ ჩემი... ქეთა მინდოდა გამეცნო თქვენთვის. მისი დამსახურებაცაა დღეს ასე რომ გრძნობთ თავს. -რა სისულელეა, ჩემი საქმე რა მოსატანია საერთოდ... - შერცხვენილმა მოავლო თვალები ოთახს და ცოტნეს ხელს დაებჯინა ძლიერად რომ მოეშორებინა როგორმე. -როგორ მინდოდა ყველას გაცნობა, ვინც წვლილი შეიტანა... ხელებს დაგიკოცნიდით რომ შემეძლოს... - ჯერ კიდევ სუსტად ლაპარაკობდა კაცი და თვალებში იმხელა მადლიერება და სითბო იკითხებოდა დარცხვენილმა ქეთამ აღარ იცოდა საით წასულიყო. -ბატონ მიხეილს ძალიან უნდოდა შენი გაცნობა, - დახედა ზემოდან და იმ თითზე მიეფერა მის ჩამოცილებას რომ ცდილობდა უშედეგოდ. ექთანი რომ შემოვარდა ბატონო ცოტნე სასწრაფოდ გვჭირდებითო, ზანტად ჩამოაცილა ხელი, დახედა ერთი მკაცრად და გაუჩინარდა მალევე პალატიდან. ამოისუნთქა ქეთამაც მშვიდად და ღიმილით გაუსწორა მზერა ბატონ მიხეილს. ალბათ ყოველ დღე ინახულებდა ამის შემდეგ, როგორ უყვარდა მამის ტოლა კაცებთან თბილი ურთიერთობა, რომ აგრძნობინებდნენ მამობრივ მზრუნველობას, ზუსტად იმას, რაც არ უგრძვნია ბევრი წელი და ასე რომ ენატრებოდა მის გაყინულ გულს, მისმა გარდაცვალებამ რომ ჩაუყინა სამუდამოდ. მორიგი ჩამოვლისა და დათვალიერების დღე იყო ბატონ მიხეილთანაც რომ შეიჭყიტა გაკრეჭილმა და გაღვიძებული რომ დაიგულა თამამად შეალაჯა პალატაში. -როგორა ხართ, ბატონო მიხეილ? - ღიმილით ჩაეკითხა და ნებართვის შემდეგ ახლოს ჩამოჯდა. უხერხულობასაც გრძნობდა აქამდე რომ არ გასჩენია მისი მოკითხვის სურვილი და ცოტნე რომ იყო ინიციატორი. -კარგად ჩემო გოგო, დღეს გადასარევად ვიტყოდი, ექთანმა ლილიები შემომიტანა და თვალებს უხარია. - ღიმილით მიუთითა აციმციმებული თვალებით ფანჯრის რაფაზე შემოდებული ქოთნისკენ, მართლაც ისე ლამაზად დაეკავებინა თავისი ადგილი და იწონებდა თავს, ქეთასაც გაეწელა ტუჩის კუთხეები. -გიყვართ ყვავილები? -რაღადაგიმალო და... – უხერხულად მოარიდა თვალები და ლილიებს გაუსწორა კვლავ მზერა. - ბედნიერება მოაქვთ ყვავილებს. -მე არ მიყვრს. -შენს ოთახში ყვავილები არ არის და ალბათ ამიტომ არ გიყვარს. - თაფლივით ტკბილი იყო კაცის ხმა. -უფრო პირიქით... -შენთვის არ გათენებულა დილა, რომელიც მათით იწყება. ის სურნელი რაც ოთახში ტრიალებს არაფერი შეედრება მას, ვარდის ნორჩი ფოთლები რომ მიგიზიდავენ, ადრიანად წამოდგომასა და მათ მოფერებას გაიძულებენ. მაინც როგორ არ გიყვარს ყვავილები? მე სულ მინდოდა ბოტანიკოსობა, მაგრამ ჩემს დროში ეს პროფესია… დიდად შთამბეჭდავი ვერ იქნებოდა უცხო თვალისთვის. -ბევრი ყვავილია ალბათ თქვენს სახლში, - ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან. -პირველად რომ წავიკითხე ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. კითხვისას იცი რამხელა მნიშვნელიბა აქვს გარემოს? არსად არ იყო ნახსენები ყვავილები. ეს თავად მუზაა, ჩემო ქეთი, თავად ჩაგძახიან და მისი სილამაზით შენს გულში, სულში იხედებიან. ლამაზ ყვავილს ადამიანის ფიქრების გალამაზება შეუძლია. თუმცაღა ჩემთვის ყველა ყვავილი ლამაზია. -თქვენი გულიც ლამაზია, ბატონო მიხეილ. - მონუსხულივით ამოთქვა ქალმა. -გამბედაობის ნუ შეგეშინდება, მითუმეტეს მაშინ როდესაც მისნაირი კაცია შენს წინ. განსაცდელს თუ შიშს დაანახებ ამით კვებას დაიწყებს და დაგასუსტებს, დაგაუძლურებს. მე მაშინაც არ შემშინებია უბრალო ბიბლიოთეკარს იარაღი რომ დამაჭერინეს ხელში და ომში მივდივართო ჩამძახეს. თავიდან აღვშფოთდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მამაჩემმა რომ მითხრა თუ ვერ შეძლებ და გეშინია დარჩიო, მაშინ არც კი მიჩვენებია ჩემი აღშფოთება, რადგან ვიცოდი ასეთ რთულ საქმეშიც ის ჩემთან ერთად იყო და დამეხმარებოდა. ვიაზრებდი, რომ სისხლი მწყუროდა მათი, თითოეულის, რომელიც ჩემსას შეეხო მისი ბიძური ხელებით. მათი, ვინც დაუმახინჯა ფსიქიკა, აზროვნება და ნათელი გონება ჩვენს ხალხს. -აფხაზეთი მაშინ აღარ იქნება ჩვენი, როცა ჩვენ ვიტყვით მასზე უარს, ეს კი არასდროს მოხდება, ბატონო მიხეილ. -იცი, როგორ მტკივა გული? - სევდის ღიმილი გადაეფინა ამჯერად სახეზე, აკაშკაშდა თვალზე ვარსკვლავის ცრემლიც, - როგორ მეშინია დღის, როდესაც მე აქ აღარ ვიქნები და ის მაინც არ იქნება ჩემი... აფხაზეთის ვერ დაბრუნების მეშინია... იმ ვერგანცდილი გრძნობებისა და სიხარულის მეშინია, რომელიც ვერასდროს დადგება ჩემს ცხოვრებაში. ყვავილები აღარ ხარობდნენ იქ, ქეთა... იქ არ იყო სულიერის ადგილი და ყველაზე სუსტი ყვავილები აღმოჩნდნენ... და მაინც, როგორ არ გიყვარს ყვავილები? თავისით გაიკვალა გზა ცრემლმა, არ შეხებია მიხეილის ხელი, ფიქრებით შორს რომ წასულიყო, ღრმა წარსულში. -ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსის“ მთავარი სათქმელი რა არის შენი აზრით, ჩემო ქეთა? ჩაფიქრდა ერთხანს დაბნეული, წარბებიც კი შეეკრა მოსაფიქრებლად. -მეგობრობა? ალბათ, ეს გრძნობა რომ ძალიან დიდია და... -ბერძენს მეტად უყვარდა ჩვენი ქყვეყანა, ვიდრე თავად ჩვენ - ქართველებს. ამიტომ იყო უდიდესი ნოდარი, აი ასე დაგვანახა ერს, რომ სხვას მეტად უყვარდა სხვისი ქვეყანა ვიდრე ჩვენ ჩვენი. ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ ვთქვით უარი მასზე და ამის გააზრება გვიჭირს ძალიან. -ვერ დაგეთანხმებით. ვერც ერთი ძალა ვერ მაიძულებს აფხაზეთის ქვეყნად მოხსენიებას და ამის აღიარებას. - გადააქნია მაშინვე თავი მტკიცედ. -ჩვენ არა. მათ გადაწყვიტეს... - დაიჩურჩულა უკანასკნელი სიტყვები და ფანჯარას გაუსწორა მზერა. წამოდგა რამდენიმე წამში ფიქრებარეული და გავიდა ოთახიდანაც ლაპარაკით დამძიმებული. ჩაფიქრებულს, სანამ ფეხებზე არ შეახტა ნიკუშა დადიანი, მანამ ვერ გაიგონა პატარა ბიჭის გაუჩერებელი ტიტინი. -როდის შემოიპარე... - შემოჰხვია თავადაც ხელები ღიმილით, ჩასჭიდა ბოლოს და თავისი კაბინეტისკენ გაუყვნენ ნელა. -მამიკომ დამტოვა, ენატრებოდი ნათლიასო და აქ დამტოვა... სულ მტოვებენ ასე და სადღაც დაძვრებიან მერე... -რაო?.. - გადიდებული თვალებით დააკვირდა ბავშვს ზემოდან. -ხო, ვითომ მატყუებენ, მაგრამ მაინც ვხვდები... ჩემს დედიკოს და მამიკოს ერთმანეთი უყვართ. -ნიკუშა... ოხ, ნიკუშა... მიუახლოვდნენ მალევე ცოტნეს კაბინეტსაც საქმიანად რომ მოაბიჯებდა. -არ გშია შენ? - დახედა ბავშვს ცოტნემ. -მშია, - აიჩეჩა მხრები და ქეთას ახედა თავად, - წავიდეთ რა სადმე! ჩვენც გავძვრეთ სადმე. -ვინ გასწავლა ერთი ეს სიტყვა... - სიცილით ჩაეკითხა პატარა ონავარს. -ბებომ, - აიჩეჩა მხრები, ვერ ხვდებოდა რა იყო გაუგებარი, - წავიდეთ, რა ნათლი! ბურგერები ვჭამოთ! -წამოხვალ? - ჩასჭიდა ხელი ნიკუშას და კარგად დააკვირდა ქეთას თვალებში. -წამოვა, წამოვა! ქეთა, აღარ გაგიღებ პირს, იცოდე! ... წვიმდა გაცხარებით დედაქალაქში კლინიკის კარები რომ შეაღო ქეთა გოგოლიშვილმა. დასველებულიყო სულ, გაწუწულ ქათამს ჰგავდა, წაბლისფერი თმიდან წვეთ-წვეთად მიიკვლევდნენ გზას წვიმის წვეთები. მიმღებში იდგა ცოტნეც, ლელას მაგიდასთან ჩამომდგარიყო და ქეთასთვის გაურკვეველ თემას განიხილავდნენ ჩაფიქრებით. გადაიტანა მაშინვე მზერა შემოსწრებულისკენ, აათვალიერა თავიდან ბოლომდე ქალი და ჩაეღიმა სულ ოდნავ, შეუმჩნევლად. -როგორ დასველებულხარ, ქეთათო... - ჩაიხითხითა ლელამ თავისებურად და გასწია სწრაფად მისკენ. -ჩაის გამიკეთებ, ლელა? - ქოლგას ათავსებდა თან მის ადგილას. -აბა რას ვიზამ... - დაფაცურდა საჩქაროდ, გასწია სამზარეულოსკენ წყლის დასადგმელად. თავის დაკვრით მიესალმა მხოლოდ ცოტნეს, მზერა გააპარა თან მისკენ რომ ჩაუარა გვერდი, შეამჩნია მშვენივრად მასზე მიშტერებული კაცის მზერა მხიარული თვალებით რომ შესციცინებდა. მიაჯახა კარები ძლიერად და თვალებით პატარა ჩანთის ძებნას მიჰყვა რიგითი ტანსაცმელი რომ ეწყო. იმ ოპერაციის შემდეგ ყოველთვის დაჰქონდა რიგითი ტანსაცმელი ყოველი შემთხვევისთვის, მაინც, ვინ იცის რა ხდება, თავად არ უთხრა ხშირად არ ხდება, თუმცა, როცა ხდება მოუმზადებლები ვართო?! ერთის წვალებით გადაიძრო ტანზე მიწებებული მაისური და ისე მოისროლა იატაკზე ხმა გამოსცა სისველისგან დამძიმებულმა. ჩანთა რომ გადახსნა და ამოაპირქვავა მაგიდაზე წესრიგით ჩაკეცილი ტანსაცმელი მაშინ გაისმა დაკაკუნების ხმა კარებზე და ამ უკანასკნელმაც ისე შეაღო ეს წყეული კარი, საერთოდ არ უკითხავს შეიძლებოდა თუ არა შესვლა. შემოაღო კარები მელიქიშვილმა ცოტნემ და არც დასჭირვებია არც ერთი წამი მაშინვე რომ დაიჭირეს თვალებმა ყველაზე მოულოდნელი სცენა. დაფაცურდა მაშინვე ქეთაც, აიფარა სხეულზე ხელებში მოხვედრილი მაისური დიდად რომ ვერ უფარავდა ვერაფერს და დაქაჩული თვალებით ახედა კაცს. წამოსწია წარბები ფრთხილად. შეათვალიერა ტანშიშველა ქალი დაკვირვებით და ცივმა ჟრუანტელმა გაჰკრა მთელ ტანზე. არც შეუწუხებია წამით სირცხვილის გრძნობას, ასეთ სირცხვილისა და სიბრაზისგან ალიპლიპებულ ქალს რომ უყურებდა, ვერ დაკავებული ღიმილი გაექცა ტუჩის კუთხეებში და ზურგს უკან მიხურა კარები. -გადი! - შესძახა მაშინვე გაკაპასებულმა. ღიმილით მოშორდა კარებს და სამუშაო მაგიდის წინ ერთ-ერთ სავარძელზე დაიკავა ადგილი უტიფრად, არ იმჩნევდა საერთოდ ქეთას მდგომარეობას და მის აჭარხალებულ სახეს საერთოდ. -საქმე მაქვს. -გამოვიცვლი და შემოდი. გადი. -გასასვლელი ვარ მერე. -მეხუმრები? ასე ვიდგე?! - შეურაცხადვით დახედა მკერდზე აფარებულ ხელებს შემდეგ კი მისი სიბრაზის მთავარ მიზეზს. -საღამოს ოპერაცია მაქვს ჩანიშნული, ჩვენ რომ ძალიან კარგად ვიცით იმ პაციენთან. -მერე მე რა?! -ყბის ძვლის გადანაცვლებაა საჭირო, როგორც ვიცი, შენ გეხება ეს სფერო, არა? - წარბები ასწია ვერაგულად, ვერაფრით ვერ მოიშორა ის მზაკვრული ღიმილი შემოსვლის წამიდან. სულ ოდნავ რომ გაექცა მზერა ქეთას ყელისკენნ შეიშალა სულ გოგოლიშვილი, ამოიხვნეშა ერთი გაწიწმატებულმა და შებრუნდა მაშინვე ზურგით რომ მდგარიყო და გადაეცვა ბოლოს და ბოლოს ის მაისურიც ხელებში რომ შერჩენოდა. -გადი! - არ შემოტრიალებული ცოტნესკენ ისე შესძახა გამტყდარი ხმით. ბრაზობდა საშინლად ჯერ თავის თავზე ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა მერე კი ამ უსირცხვილო ადამიანზე ძალით რომ აგდებდა ასეთ სიტუაციაში. მოიშორა საჩქაროდ წამწამზე ჩამოკიდებული ცრემლი და დაელოდა კარის გაჯახუნების ხმას. თავადაც არ იცოდა გოგოლიშვილმა რა იყო იმ ერთიციდა ცრემლის მიზეზი ასე რომ დაამძიმა წამით ქალი. ... თავის ქექვით გამოვიდა ისტორიის მასწავლებლის სახლიდან ლიკა ლოჩოშვილი, ამოიხვნეშა ერთი გადაღლილმა და ცას ახედა მავნედ რომ შეეკრა წარბები და თავის დროს ელოდა უხვად რომ დაეშინა წვიმის წვეთები მოკვდავებისთვის. აუჩქარა ნაბიჯებს წვეთი რომ დაეცა თავზე, რომ მიესწრო როგორმე ავტობუსის გაჩერებამდე, რანაირი ძმა ჰყავდა, ყველაფერში გამოუსადეგარი... სიყვარულს ეფიცებოდა წამდაუწუმ და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა არასდროს ეცალა რომ მიეკითხა თავისი დისთვის, ისედაც გადაღლილს ავტობუსით რომ არ ემგზავრა არ იქნებოდა ცუდი ლოჩოშვილისთვის. კარგად რომ წამოეწია წვიმა ლიკას, ფეხებთან გაჩერდა შავი მანქანა დაბარებულივით და აიძულა მისი ყურადღების მიპყრობა. შეიჭყიტა მაშინვე ფანჯრიდან რომ ამოეცნო კარგად მძღოლი, მობეზრებით გადაატრიალა თვალები რომ განსჭვრიტა დაბურულ მინას იქით წარბშეკვრით მჯდომი ახალგაზრდა კაცის სხეული. გამოაღო თან კარები და დაიკავა ადგილი ლუკას გვერდით. -შენ აქ რა გინდა? - შეუტია მაშინვე გამთბარი არ ჰქონდა ადგილი. -შენც გამარჯობა. - შეჰღიმა ხელოვნურად და დაძრა მანქანა მაშინვე რომ არ ჩამომხტარიყო შემთხვევით ეს გიჟი გოგო. -შენღა მაკლდი დაცვად, როდის დაგიქირავე, აღარ მახსოვს რაღაც. - წარბები შეჭმუხნა არარსებული წარსულის გასახსენებლად. -ხო? რა ცუდი მეხსირება გქონია, წლის ბოლომდე როგორ გაიტან მაგ ცოდნას თავში რომ გიდევს... თუ გაქვს საერთოდ. -უკაცრავად? - შეიცხადია უკადრისად, - შენ ალბათ ზედმეტი გქონდა ბაკალავრი რომ აკმარე შენს დიპლომს. -რაზე აბარებ ერთი? - ინტერესით შეჭმუხნა წარბები, გადაატრიალა თან ხელი საჭეზე მოთავსებული, გააყოლა მზერაც ბუსავით მჯდომმა გვერდიდან. -მე მგონი, მაგ კითხვას გავეცი პასუხი ჩემს ძმასთან. - ხაზგასმით წარმოთქვა ბოლო ორი სიტყვა, ჩაეცინა მეორეს რომ მიხვდა რასაც ნიშნავდა ამ ორ სიტყვაზე ამაღლებული ტონი. -დაფიქრებულიყავი იქნებ კარგად, ვიპოვოთ ერთად პასუხი. -არ მჭიდება, ჩემით მივაგნებ. -მოახერხებ? - გადახედა ანცი ღიმილით. -შენ გარეშე? თავი ვინ გგონია?! -დეკემბერი დადგება სადაცაა, გავა მალე ეს დრო და მოგიკაკუნებს გამოცდებიც. ამოიხვნეშა უღონოდ ლოჩოშვილმა. რა რთულია... ზრდასრულობის ასაკიდან დაიწყო ფიქრი რაზე უნდოდა სწავლა, რისი კეთება უნდოდა მომავალში და ახალაზრდობის შელევა და მეორე იმაზე ფიქრში ათენებდა თუ რა უნდა დაერქმია პირველი შვილისთვის. ჭირივით ეზიზღებოდა ორივე კითხვა და მისი დამსმელი საერთოდ... -კომპიუტერებს ვფიქრობ... - გაუმხილა ბოლოს დიდი ხნის ნანახი ამბავი, საკუთარ თვთან რომ ამხელდა მხოლოდ. -ოპაა... სერიოზული განაცხადია... -ბიზნესისა და სამართლის სტუდენტებს მიაქვს თბილისი-ბათუმი, დიდად არც მიზიდავს ეს ორი... ამ ქვეყანას მე როგორ გამოვადგები ამდენი იკლავს თავს და ვერაფერი გამოსდის. -რატომ ამბობ ამას? -ყველა, ვინც სწორი მხარე დაინახა, დღეს ან საფლავში წევს, ან ციხეში. იმის კი არ მეშინია ჩემი ქვეყნის გამო რომ მომიწიოს ჩემი წილის გადახდა, ის მეჯავრება ვინც უნდა იდგეს ამის თავში. ყველაზე მეტად ვინც მძაგს მის გამო რომ მე რამე მომივიდეს ვერ ვაპატიებ თავს იმ ცხოვრებაში და სამოთხეშიც დავიტანჯები. -რაზე ფიქრობ შენ... - ჩაეცინა ჩაფიქრებულსა და მისი ფიქრებით გაკვირვებულს. გადახედა თან მონუსხული თვალებით, შეუთვალიერა კარგად შეწითლებული ღაწვები. - შენ და ლილე შეთანხმებული მოქმედებდით? ერთი პერიოდი ეგეც გეგმავდა თავისი პარტიის თუ ორგანოს ჩამოყალიბებას. -წარსულს ჩაბარდა ყველაფერი. -დაიშალეთ? - გაიკვირვა, ღიმილი დასთამაშებდა თან ლამაზ სახეზე. -მისი ბრალია ყველაფერი... ბათუმის შემდეგ სულ გაცივდა ჩემს მიმართ, შემდეგ კი რაც გააკეთა ყველამ კარგად ვიცით. -რა გამახსენე... ბათუმში როგორ გაიპარეთ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ და რომ მახსენდება ტვინში სისხლი თავიდან მექცევა, - გადახედა მაშინვე განრისხება შემოჭრილი თვალებით მშვიდად მჯდომს, ჩაეღიმა ლიკას ვითომ შეუმჩნევლად, თმა გაისწორა თან მედიდურად, დაანახა რომ ამაყობდა ძალიან მათი საქციელით. გადააქნია თავი უმცროსმა მელიქიშვილმა, ვერ ჭრიდა ამ გოგოსთან ვერანაირი საუბარი. -აბა შენ იქ რად გვინდოდი? თვალები რომ გებრიალა ყველა გამვლელისთვის? -უკაცრავად?! სად მნახე ეგეთი? -არ გეტყობა თუ? -გითხარი ხომ უკვე ენა რომ დაიგრძელე? -არ ვიცი, არ მახსენდება, - სასხვათაშორისოდ აიქნია მხრები და კმაყოფილმა გახედა საეჭვოდ გაწელილ გზას. დეკემბერი სწყუროდა დედა-ქვეყანას. ელოდა ხელებგაშლილი მონატრებულს რომ ჩაფლულიყო მთლიანად მასში და გადაეხურა ნანატრი თეთრი საბანი. ... თავისი საქმე ძალიან უყვარდა ქეთევან გოგოლიშვილს. ისე ეფლობოდა ზოგჯერ, აზროვნებასაც კარგავდა და მთლიანად კონცენტრირდებოდა ხოლმე თავის პაციენტსა და დასამთვარებელ საქმეზე. ცოტნეს ეშმაკურ თვალებს თავისი ცივი მზერა დაუხვერდა საოპერაციო ოთახში შესულმა და დაიკავა წამსვე თავისი ადგილი. ექთნები მიმოდიოდნენ და ოპერაციის დაწყებისთვის შესაბამის პირობებს ქმნიდნენ. საოპერაციოში მხოლოდ აპარატურის მონოტონური წრიპინი ისმოდა. -კიდევ ერთხელ, - ჩუმად დასცდა ქეთას ტუჩებს და პაციენტის რენტგენის სურათს დახედა. - მარცხნივ ორი მეტრითაა აცდენილი. მონიტორს გახედა მაშინვე ცოტნემ. რთული იყო სიტუაცია. სახის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცს, იქნებოდა 30-32 წლისა, ქვედა ყბა, ლოყის ძვალი და ზედა ყბის ნაწილი. პირის დახურვისას ქვედა ყბა ოდნავ მარჯვნივ ეწეოდა, ღეჭვა უჭირდა, რამდენიმე კბილზე კი დატვირთვა არასწორად ნაწილდებოდა. -მცირე კორექცია დაგვჭირდება. ძვალი შეხორცებას იწყებს, ერთ-ერთი ფიქსაციის უბანი კი ყბის მოძრაობას ზღუდავს. შენ მოგიწევს ფიქსაციის მოხსნა და ძვლის მდგომარეობის შეფასება. წამოსწია ოდნავ თავი მელიქიშვილმა, შეუთვალიერა დაუფარავად ოფლში დაცვარული შუბლი და ყელი. მოსწონდა ძალინ ეს მდგომარეობა, თავად რომ გასცემდა ახლა ბრძანებებს ქალბატონი ქეთა. თავად რომ იყო ახალა მნიშვნელოვანი ფიგურა, აანლიზებდა კიდევაც მის პრიორიტეტსა და მნიშვნელობას. იხმობდა მისი თვალები საქმეში ჩართულ, დამძიმებულ, ყურადღებიან შავ თვალებს, რომ აეწვა და გადაეშანთა მთელი სახე გოგოლიშვილს წამოსწია თავადაც მზერა და შეაგება უსირცხვილოდ, თვალებით მოცინარს. რა სჭირდა ამ კაცს? რანაირად იქცეოდა? წარბები შეეკრა მაშინვე განრისხებულს და თვალებით მიანიშნა თავისი საქმე რომ გაეგრძელებინა. რა უცნაური იყო მაინც ეს ყოველივე... სოფო არასდროს მისცემდა უფლებას ასე რომ შეხეედა მისთვის. რომ მოსწონდა გაგიჟებით ქალის უპირატესობა, რომ ეგრძნობინებინა ეს თავსაც გაიგიჟებდა. ეს ხომ ისედაც ცხადი იყო? ... მიმღებში, თეთრ სავარძელში ჩამომჯდარიყო ლილიანა ხიმშიშვილი და უინტერესოდ სქროლავდა მობილურს. მთქნარებაში გადასულიყო უკვე, ელოდა როდის დაასრულებდა მისი მეგობარი ოპერაციას რომ გამოსულიყო იმ ჯოჯოხეთიდან და თავადაც გაშორებოდა ამ ადგილს. არ უყვარდა საავადმყოფოები და ესიკვდილებოდა საშინლად. ჯოჯოხეთის კარიბჭეს წააგავდა მისთვის ეს წყეული თეთრი კარები, ცისფერი ბახილები კი სატანჯველად მოვლენილ ცოდვას. არ იყო ბევრი დრო გასული კარები რომ შეაღეს მეორედ ერთი საათის ინტერვალში. მობეზრებით ამოხედა ლელამ თავისი მაგიდიდადნ და ნაცნობი სხეული რომ ამოიცნო აღარც ჩასძიებია, აღარ მიუქცევია კაცისთვის ყურადღბა, მიუბრუნდა კვლავ კომპიუტერში ჩართულ თამაშს. საღამოს 8 საათი იყო და შემოძარცვულიყო მიმღები პაციენტებისგან. ყრუდ მოისმოდა ერთ-ერთი კაბინეტიდან დაბჟენის პროცესის გამაყრუებელი ხმა, რაც აიძულებდა ხიმშიაშვილს კონცენტრაციის დაკარგვასა და სახეზე ნაადრევი ნაოჭების გაჩენას. -საღამომშვიდობის, - ღიმილით მიუჯდა გვერდზე მათე ლოჩოშვილი ქალს, ისე ახლოს... თითქოს არ იყო სხვა ადგილი ამხელა სავარძელზე. -გაგიმარჯოს. - უკმაყოფილოდ გახედა კაცს და სავარძელზე მიყრდნობილმა ხელები გადაიხლართა მკერდზე. -რას ჩამოგტირის სახე? -მაზოხისტი ვარ და ძალით ვასმენინებ საკუთარ თავს ამ საშინელ ხმებს. - თავი აიქნია ირგვლივ, მიანიშნა რასაც გულისხმობდა. ჩაეღიმა მათეს ქალის აქნეულ თავზე. -ქეთას ელოდები? -დიახ. -გავიდეთ, ყავა დავლიოთ, არ გინდა? -გმადლობთ, მანქანა ძლივს ჩავაყენე პარკინგზე, ვერ დავტოვებ ახლა. -უი, ის შენია? ჯარიმის ქვითარი ედო მგონი ზედ. -რა-ა? - წამოყო მაშინვე თავი და მიაშტერდა მათეს გახალისებულ სახეს. უმნიშვნელოდ ამოხედა ლელამაც წყვილს და შეუბრუნდა ისევ თავის საქმეს. -რა საინტერესოა... მე მეგონა ჩემთან შეგემთხვა მხოლოდ, თურმე ეს მანქანები ვერ ყოფილა დიდად შენი გატაცება. -გამანებე რა თავი, შენი ჭირიმე. -მართლა გასწავლი ტარებას, არ გინდა? - თავად გადაწვა ამჯერად, ფეხი ფეხზე გადაიდო და ისე ახედა დაბღვერილ ქალს. -ძალიან გულღია ბრძანდებით, ვერ შეგაწუხებთ... წადი და შენნაირებს ასწავლე! - ისე უცებ წამოიყვირა სიბრაზისგან ალიპლიპებულმა შეხტა ადგილზე სულ ოდნავ მათე. უფრო გაეწელა ტუჩის კუთხეები და აუთამაშდა მხრებიც გახალისებულს. იწვევდა ეს ქალი, აიძულებდა მის ნერვებზე თამაშს შემდეგ ასეთი რომ ენახა და კარგადაც ეხალისა. -ჩემნაირებს, როგორებს? - მაცდურად წამოსწია წარბები და თვალები ააყოლა ფეხზე წამომდგარს. -ძალიან უტაქტო კაცი ბრძანდებით, გთხოვთ, შორს დაიჭიროთ ჩემგან თავი. გადაჯექი იქით, ხელს მიშლი სუნთქვაში და აურას მითახსირებ. -სუნთქვაში გიშლი ხელს? უკვე? - ხელოვნურად გაოცებული სახე მიიღო კაცმა და გადააქნია თავი იმედგაცრუებით, - არადა 1-2 კვირა მეგონა მქონდა ვადა. -რა ვადა? -თავის მოწონების. არ მაცადე არაფერი, არც ნახე როგორი ბიჭი ვარ, უკვე სუნთქვა გიჭირს ჩემთან ყოფნისას. -შენ რა ავადმყოფი ხარ? - შეურაცხადივით დახედა ვითომ საგონებელში ჩავრდნილ კაცს, მართლა რომ განიცდიდა არარსებული დროის უკმარისობას... - გიჟი ხარ შენ ვინც ხარ... შემიჩნდა ეშმაკი... -ეშმაკი რა მოსატანია, შორენა? ფეხის ტეფრზე კოცნასაც არ ვაკმარებ მე ჩემს თავს... ჭირმა დაიდო ბინა შენს გულთან ახლოს... ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულზე რომ გაიაზრა სიტყვა სიტყვით ეშმაკურად მომღიმარი მათეს სიტყვები, ფეხს რომ აქნევდა ნერვების მომშლელად და სავარძლის საზურგეზე გადაედო მკლავი. თავი გააქნია მაშინვე აბეზარი ჭიის მოსაშორებლად ნელ-ნელა რომ მიიკვლევდა გზას ლილიანას ტვინისკენ. გაეცალა თავად და ლელას მაგიდასთან ჩამოდგა აღელვებული. -ლილიანა... - ამოიჩურჩულა თავისთვის, გააყოლა თან მზერა და თბილმა ღიმილმა ჩაანაცვლა ამჯერად ყველანაირი ემოცია სახიდან. სიგიჟეს დამართებდა ეს გოგო თუ არ შეწყვეტდა ამ უაზრო თმაშს ლოჩოშვილი. ფრუტუნით ჩამოირბინა საფეხურები გოგოლიშვილმა, წარბშეკრული მიაბიჯებდა გასასვლელისკენ, მოჰყვებოდა უკან ჩაფიქრებული, სერიოზული, დინჯი ნაბიჯებით მომავალი მელიქიშვილი ჯიბეებში რომ ჩაეწყო ხელები. კლასიკური, ფართე შარვალი და მუქი ლურჯი მაისური ეცვა, თამამად მოუჩანდა ნავარჯიშები მკლავები და უმზეობის კვალი ხორბლისფერ კანზე. ლამის მირბოდა გასასვლელისკენ ლილიანას რომ შეეჯახა თვალებით და წამით ამოუტივტივდა თავში ამ ქალს რომ უნდა მიეკითხა მისთვის, ასე იყვნენ შეთანხმებულნი. -ერთ დღეში გინდოდა იმ კაცის ფეხზე წამოყენება თუ რაარის, რით ვეღარ მორჩით?! - მკლავზე წაბწკინა მიახლოებულს, გახტა მაშინვე გვერდზე ქეთაც. -რა მოხდა? -ეს გიჟი მომვარდა და ათასი სისულელე მელაპარაკა სანამ თქვენ იქ არხეინად ისვრიდით ხელებს სისხლში! გადახედა გაკვირვებული თვალებით სავარძელში მჯდომ კაცს, ისევ საძაგლად გადაედო ფეხი ფეხზე და აქანცურებდა გამაღიზიანებლად ჩამოკიდებულს. გადღლილი თვალებით შეათვალიერა დაქალები, ლელას გახედა მერე წასასვლელად რომ ემზადებოდა. -დამთავრდა შენი სმენაც? - გადახედა ღიმილით ქეთამაც. -წავალ ხო აწე... დაველოდები სანამ მოვა მეგი. კარგად ჩაიარა ყველაფერმა? - ერთად მოავლო მზერა ოპერაციის მთავარ გმირებს, ახლოს ჩამომდგარიყო ცოტნე. შეეკრა კრიჭა, ისე უცებ გამოეცვალა ხასიათი ვერაფერი გაიგო ქეთამ. ჩაუქვრა ეშმაკურად მოგიზგიზე თვალები და დაუსერიოზულდა სახეც. თავის დაკვრით დაემშვიდობა ლელას და წინ გასწია მეგობრისკენ, საერთოდ რომ არ ესმოდა და არც იმჩნევდა იქაურ სიტუაციას. -დაიღალე, ცოტნიკო? - წამოდგა ომახიანად ლოჩოშვილი, მხარზე შემოჰკრა ხელი, გაატარა ჯერ გოგონები გარეთ, მიჰყვნენ თავადაც ზანტი ნაბიჯებით. - ქეთუს, როგორა ხარ შენ, შეეჩვიე ამის სამფლობელოს? -მარტივად, - შეჰღიმა თბილად და გაექცა თვალები უკმაყოფილოდ მდგომი ხიმშიაშვილისკენ. -რა ქენით, წამოაგდეთ ის კაცი ფეხზე? წავიდეთ სადმე? აღვნიშნოთ? -სულ დალევა როგორ გელანდება შენ? - ამრეზად გადახედა მეგობარს, მიეყრდნო თან თავის მანქანას. -მთავარია მიზეზი იყოს, ცოტნიკო... -სხვა დროს იყოს. - გაეპასუხა ბოლოს ქეთა, ღიმილით გადაეხვია თან კაცს, თავის დაქნევით დაემშვიდობა ცოტნესაც და დაიკავა მერე თავისი ადგილი ლილიანას გვერდით. აღარც ცოტნე გაჩერებულა დიდხანს, თავი ანება ლოჩოშვილის დაუსრულებელ ლაყბობას და ჩასხდნენ თავიანთ მანქანებში. აუხსნელი, ნაცნობივით უცხო გრძნობი იწყებდნენ თავიდან შემოღვიძებას დაკეტილ სახლში. ... დაღლილ-დაქანცული აბიტურიენტები რომ გააცილა თავისი კლასიდან თავადაც დაიწყო ჩანთის ჩალაგება და თავისი ნივთების წამოკრება მაყვალა აბულაძემ. საწაული ქალი, პედაგოგი და საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ ქალბატონი მაყვალა, სიბერეშიც ახალგაზრდა ბონაპარტზე თავდავიწყებით შეყვარებული. მისი კლასი სავსე იყო ისტორიული პლაკატებით. ფანჯარასთან, ახლოს ილიასა და ვაჟას ღიმილიანი სახეები უცქერდნენ ჩაბნელებულ ოთახს, მათი თვალები იყო მიზეზი ამ სინათლისა ოთახში რომ სუფევდა. მასწავლებლის მაგიდის პირდაპირ და მოსწავლეების ზურგშექცევით ნაპოლეონ ბონაპარტის დიდი სურათი ჩამოეკიდათ, ზუსტად ის ლეგენდარული სურათი ცხენზე გადმოკიდებული რომ იჯდა და უცნობი მიმართულებით გაეშვირა მტევანი. ოოხ.. მისი ქმარიც კი არ ჰყვარებია ასე ძლიერ, როგორც ეს ოხერი კაცი თვალდაუხამხამებლად რომ გადაწვა მოსკოვი... არ ეტყობოდი სიბერის ზედმეტი კვალი მუდმივად მოვლილ სახეზე მაყვალას. წითელი პომადა იყო მისი მთავარი სიმბოლო, რომელიც კვეთდა და ანათებდა გამეტებით მის ცისფერ თვალებს. წამოდგომას აპირებდა უკვე, მეექვსე კლასელი გოგონა რომ შემოფარფატდა დაუკაკუნებლად ოთახში. გადახედა გაკვირვებით ბავშვს, წითელი ვარდები რომ დაეჭირა ხელში, ძლივს მოათრევდა დიდ ბუკეტს თავისი პატარა ხელებით. -ეს რა მოგიტანია, თამთა? - გამოართვა ხელებიდან სანამ გაუვარდებოდა, სიამოვნების ხვეშა დასცდა პატარას ტუჩებს და წელზე დაიხლართა ხელები. -შოთა მასწავლებელმა გამომატანა. -შოთა მასწავლებელმა? - გაკვირვებით დაექაჩა წარბები და თვალები ერთიანად. -დიახ, მას. - მხრები აიჩეჩა დაბნეულამა გოგონამ და დატოვა მალევე საკლასო ოთახი. თავადაც დაბნეული დააცეცებდა თვალებს ხასხასა წითელ ვარდებზე. ვერ შეიკავა, ვერ დააკავა ვერაფრით ტუჩის კუთხეებში დაუკითხავად გაქცეული ღიმილი მაყვალა აბულაძემ. სახლის კარები რომ შეაღო ქალმა უკვე ესმოდა შიგნით ატეხილი ჟრიამული. ლილესა და ლუკას ხმა მოისმოდა ყველაზე ხმამაღლა რომ ხარხარებდნენ მისთვის გაურკვეველ თემაზე. ისე დაენანა ყვავილები იქ დასატოვებლად, ვერაფერი მოუხერხა საკუთარ თავს და ვერც დამალა მისი სახლში წაღების სურვილი ვერაფრით. მისაღებში რომ შევიდა მაყვალა წამით შეწყდა ყაყანი, გაჩერდნენ ადგილებზე, შეირყა ერთ ადგილას ცოტნე, წარბაწევითა და გაოცებული თვალებით გადახედეს სათითაოდ ყველამ ოჯახის ყველაზე უფროს წევრს. -ვაა, ბებოო... - ლუკა ახმაურდა პირველად, გაოცებული სიცილით წამოვარდა ფეხზე და მიეგება გახიდულ ქალს. - ახლა არ მითხრა ეს თაყვანისცემლისგან არისო... ჩემი ხელით გამოვაღებ იმ ფანჯარას და გადავხტები დაუფიქრებლად, დამაწყვე მერე ეგ გულზე... -რაებს ლაპარაკობ. - მოუქნია გაბრაზებულმა ის ვარდები და მიაღებინა კარგადაც მწარე სიტყვებისთვის ფერდებში. -დედა, ეს რა ვარდებია? - გამოვიდა სამზარეულოდან ცისანაც. -მაყვალ, რა ხდება? რას გვიმალავ? - წამოხტა ფეხზე ლილეც და შეათვალიერა წაგრძელებული კისრით ყვავილები, ტუჩებს ისე აცმაცუნებდა რაოდენობას ითვლიდა ნამდვილად. -არაფერსაც არ გილამავთ, აჰა, გამომართვი ეს, - შეაჩეჩა ხელებში ყვავილები და მოიშორა სხეულიდან პალტო გაგულისებულმა. ჩამოჯდა თან სავარძელზე. -დედა, აღარ იტყვი? რა ვარდების ეს? - არ ეშვებოდნენ არაფრით მელიქიშვილები. სავარძლის კუთხეში ჩაჯდა და შეტრიალდა მისკენაც, გადაიხლართა ხელები ერთმანეთზე, ფეხი ფეხზე გადაიდო თან და ამაყი, მედიდური მზერით მიაჩერდა ტელევიზორს. არ აპირებდა ხმის ამოღებას, ისეთი პირი უჩანდა. -ბებო... ჯალალ-ად-დინმა გამოგზავნა? - მიუჯდა გვერდით ჭორიკანა ქალივით ლუკა- ამის გამო ხარ გაბრაზებული? დიდი აცდენაა, ვერ გაიგებს ვერაფერს ნაპო, არ იდარდო შენ მაგაზე. -ხო.. შეგინახავთ საიდუმლოს. - ჩაერთო მორიდებით ლილე. სკამი მიადგა სავარძელს და მეორე მხრიდან თავად მიუჯდა. ნათქვამია, ადამიანს ერთ მხარე ანგელოზი უზის, მეორე მხარეს ეშმაკიო, არ ინდობდა ღმერთი მაყვალას, ეშმაკი მიუჩინა მას ორივე მხრიდან. -როგორ არც შეგაპარა... პირდაპირ, პირველივეზე წითელი ვარდები?.. სირცხვილის გრძნობაც დაკარგა ამ ხალხმა... -რას მასხარაობთ, გამოიწიეთ აქეთ, ცოტნე, რა მოგივიდა შენ კიდე, თქვი რამე! - ჩამოდგა ცოტნესთან ცისანა წარბშეკრული მზერით, ხან ვარდებს გახედა, ხან დამუნჯებულ დედამთილს, ხანაც გადაღლილ ცოტნეს, წარბაწეული რომ აკვირდებოდა თავადაც ბებიას. -ბებო, გვითხარი, თორემ მოგიკვდება შენი ლუკა და მართლა მის გულზე დასაწყობი გაგიხდება ეგ ყვავილები. -ვინ გეკითხებათ თქვენ?! მამაძაღლებო! მომეშვით! - დაუცაცხანა სამივეს ერთად და შეაბრუნა კვლავ სახე ტელევიზორისკენ. -ეე, მაყვალ, შენით გამოტყდი, რაზბორკებზე არ მარბენინო იცოდე ამ ასაკში... -გაგარაზბორკებ მე შენ! -ითხოვს, ბებია, პირველივეზე ვინ უგზავნის წითელ ვარდებს ქალს, თან... რამდენია, გოგო?! - გადახედა ლილეს ინტერესით დაეთვალა უკვე 50 ცალი წითელი ვარდი საგულდაგულოდ. – 50-ს კიდე არაუშავს... -შენც კიდე დაგიჩემებია პირველივეზე... აბა ახლა ამათი ფლირტის დრო სადღაა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა, ჭკვიანი ბაბუა ყოფილა, - წამოხტა მაშინვე ადგილიდან ლილე, ბებიას განრისხებულ თვალებსა და წამოსულ მარჯვნას რომ შეავლო მზერა. -ბებო! თქვი თორემ მართლა გადავხტები ახლა აქედან! - წამოვარდა ლუკაც და გამოხსნა ფანჯარა. -გადახტი! -ვხტები! -გაიხურე თან ფანჯარა, -ოოხხ! მაყვალ, ნუღარ მაწვალებ! - შეევედრა ლუკა. -გამეშვით-მეთქი! -ისე, ეს წითელი ვარდები მართლა პირდაპირ ,,ცოლად მინდიხარ“-ს ნიშნავდა თუ შენს ტუჩსაცხს შეუსაბამა? - ვაშლი ჩაკბიჩა გემრიელად და ისე დასვა თან კითხვა ლილემ. გადააქნია ბოლოს თავი შეღონებულმა და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი, გავარდა შურდულივით ქალი და გადაკეთა საჩქაროდ კარები რომ არ შეჰყოლოდა გამოქცეული ლუკა. -ბებო! გამიღე ახლავე კარები! გამიღე, გოგო! რა 25 წლის გოგოსავით ჩაიკეტე კარები, დავივიწყებ იცოდე ყველაფერს და ბაბუად აღარ მივიღე ამ კაცს! გოგო-მეთქი! თან რომ არც ამხელს, სად გაგონილა გოგოს ასე გამოუგზავნოს ყვავილები და არც გამოჩნდეს, დაურეკე, მოვიდეს ჩქარა! -გამეცალე, ლუკა! -დაანებე შენც კიდე! - გასძახა ლილემ შორიდან, - ნახე შენ ახლა, ფეისბუკზე დადებს სთორზე მადლობა საყვარელოს მიაწერს თან და დათაგავს იმის პროფილს... ხომ ასწავლე ესენი? -გაუშვი გოგო ხელი, შეიძლება სამოთხის ვარდებია! -რა სამოთხის ვარდები?! -ბაბუამ გამოგზავნა შეიძლება იქიდან... - ზემოთ მიანიშნა თავით. გადააქნია თავი საწყლად ცოტნემ, ეს ვის ხელში იყო... ეს რა ხალხში იყო... ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომელი უფრო შეშლილი იყო მგონი ამ ოჯახში. ... ,,შემოაბიჯე მომავლის დღეებით, მასუნთქე ჰაერი, მომეცი სითბო.“ დეკემბრის შემოსვლა ყველამ გაიგო დედაქალაქში. ღმერთის ნიშანი იყო ეს თითქოს, რომ არ მოელოდათ მშვიდი ზამთარი. გადაშიშვლებულ ხეებს გამეტებით სცემა ღვთის რისხვად ქცეული წვიმა, დილის 10 საათზე ისე დაბნელებულიყო ქალაქში, თითქოს შუქის ანთება დაავიწყდაო გამჩენს. ძვალ რბილში ატანდა უეცრად შემოჭრილი, წვიმას მოყოლილი, დაუპატიჟებელი სტუმარივით მოსული სიცივე. 12 იყო ზუსტად საათი კლინიკის კარები რომ შეიღო მძიმედ და გამოჩნდა კიდევაც მალე ახალგაზრდა ქალის სხეული, ღვრად რომ ჩამოსდიოდა თავიდან წვიმის წვეთები. ავტობუსის გაჩერებიდან კლინიკამდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო, ისეთი ქარი ქროდა გარეთ ქოლგის გაშლას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დამსგავსებოდა ახლა გაწუწულ ქათამს გოგოლიშვილი, შეიკურთხა გულში ნორმალურად, ჩატენა გაუშლელი ქოლგა თავის ადგილას და ცემინებამაც სულზე მიუსწრო. -ჯანმრთელობა. - შემოესმა შორიდან კაცის ხმა, ცოტნე ჩამომდგარიყო მოშორებით, ფრთხილად მიიკვლევდა მისკენ გზას. არ დასცალდა მადლობის თქმა ქალს, მე-4-ჯერ რომ დააცემინა უკვე შეუსვენებლად შეშინებული წამოვარდა ლელა თავისი ადგილიდან ჩაის გასაკეთებლად. - დაგერეკა ჩემთვის და მოგაკითხავდი... - შეწუხდა უცებ ცოტნე, მიშველიება რომ დააპირა ხელით იუკადრისა ქეთამ და განერიდა სწრაფადვე, თავისი კაბინეტისკენ ჰქონდა გეზი აღებული, მიჰყვებოდა ფეხდაფეხ ცოტნეც. -ჩვევად მაქვს, მესამე პირველი დეკემბერია უკვე გაციებული რომ ვხვდები. იმუნიტეტი მაქვს... - ჩაეცინა თავის სიტყვებზე და გადახედა მელიქიშვილს. -ამინდმაც შეგიწყო ხელი. დაჯექი მიდი. ბვრი პაციენტი გყავს? -საკმაოდ. შემოფარფატდა მალევე დაუკაკუნებლად ლელა, დადგა მაგიდასთან ჩაის ჭიქა და მხარზე წაუცაცუნა ხელი ქეთას. -ასეთი სველი როგორ იქნები? -მაქვს ტანსაცმელი. - ღიმილით გადაუხად მადლობა, ისე გააცილა თვალებით, კარგი გოგო იყო ლელა, არ აკეთებდა არაფერს ხელოვნურად, მზრუნველობა მითიმეტეს არ იყო მისგან შორს, შეუყვარდა მარტივად ახალი ქეთა. - ცოტნე, შეგიძლია გახვიდე? გამოვიცვლი. -გავიდე? - გაიკვირვა უცებ, კარებს გახედა თავადაც. - აა, ჰო. გავალ, ჩაიცვი შენ. შემოვალ მე მერე. -არ არის საჭირო. -კარგი ერთი?! ეშმაკური ღიმილით დაიძრა კარებისკენ, სახელური რომ ჩამოსწია და უკვე გასვლას აპირებდა წამში შეტრიალდა მისკენ ვერაგული, დამპალი ღიმილით და აათვალიერა ქალი თავიდან ბოლომდე. -ჩაკეტე ხოლმე კარები. - თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა საბოლოოდ, დროებით. გადაწითლდა მთელ სახეზე გოგოლიშვილიც, დახურულ კარებს ესროლა გაწიწმატებულმა უწესრიგოდ მიგდებული ფანქარი. რამდენს უბედავდა?! ძლივს გადაიტანა ყურადღება და საბოლოოდ კონცენტრირდა თავის საქმეზე. წვიმას არ გადაუღია ერთი წუთითაც, გაკვირვებით გადახედავდა ხოლმე ფანჯრიდან მისთვის ყველაზე საამო ამინდს და ღიმილს ვერაფრით იკავებდა ტუჩის კუთხეებში. მომნუსხველი იყო ეს ყველაფერი, ჰიპნოზური... ნაცრისფრად შეღებილ გარემოს წვიმის ხმა ახალისებდა მხოლოდ, მიწაზე დაცვენილ ფოთლბს არ ინდობდა არაფრით, გახშირებული წვიმა... 6 საათი ხდებოდა კლინიკის კარები რომ გაიღო და შემოვარდა შიგნით შურდულებივით მამა-შვილი. ისე ხითხითებდა პარატარა კაცი მამის შემხედვარე დაუფრთხო წამებული სიმშვიდე შიგნით მყოფებს. კიბეებზე ჩამოდიოდა უკვე ქეთა რომ გადააწყდა თვალებით პატარა ონავარს, ახლა გამოუკეთდა ხასიათიც და ღიმილით დაიძრა სტუმრებისკენ. -ნიკუშა, ჩემო ბიჭო, როგორა ხარ?! - დაიხარა მის სიმაღლეზე და ჩაიკრა გულში საყვარელი ბავშვი. ღიმილი მიეფინა უფროსი დადიანის სახესაც. -შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ნიკუშას მის საყვარელ ექიმთან მყვანა ჩემი ძმაკაცის საავადმყოფოში რომ მიწევს, - გადაკოცნა თავადაც ქალი და მასთან ერთად დაიძრა მეორე სართულისკენ. -არადა სულ პირველად არაფროფესიონალი მეძახა... -დამპალი ენა აქვს, გული აქვს სამაგიეროდ ბაჯაღლო. თავი გადააქნია სიცილით გოგოლიშვილმა. სასწაული ხალხი იყო ამ კაცის გარშემო, მათ შეყვარებას რომ აიძულებდნენ ერთი ნახვითაც ზუსტად ასეთი... ქეთამ რომ შეაცილა თავის სამუშაო ოთახში, მალევე შეყო ცვირი ცოტნემაც ნაცნობი ხმები რომ შემოესმა. ჩამოეკიდა კისერზე საყვარელ ნათლიას მაშინვე პატარა ნიკო, სულ დავიწყებია ბოლოს მომხადარი ,,გაუგებრობა“ მათ შორის, თითქოს მადლობასაც უხდიდა ახლა თავისი ეშმაკურად მოგიზგიზე თვალებით ცოტნეს ასე ახლოს რომ მიიყვანა მასთან საყვარელი გოგონა... ასეც უნდა მომხდარიყო, ბოლოს და ბოლოს თავად არ იყო მიზეზი ასე რომ გააბრაზა ქეთა?! -სალამი, ბატონო ცოტნე, - ხელები შეაგებეს ერთმანეთს და გდაეხვივნენ თავადაც, მხარზე დაჰკრა მარჯვენა ძლიერად ცოტნეს. – გამიხარდა ძალიან თქვენი ამბავი. -კეთილი გაქვს გული, გაგიხარდებოდა, - წარბაწევით ანიშნა ყველანაირი უთქმელი სიტყვა ცოტნემ, რომ ამოიცნო მის მზერასა და მზაკვარ ღიმილში დამალული მინიშნება. -დავჯდე? - ღიმილით ახედა ოქროსბიჭუნამ ქეთას, უნდობლად რომ აკვირდებოდა მამაკაცების საუბარს. -დაჯექი ბიჭუნავ, - შესძახა თავადაც და ჩამოსვა სავარძელზე. - დამელოდეთ თქვენ გარეთ. -არა, სერიოზულად, ვერ მუშაობ ისე? - გაკვირვებული ღიმილით გადადგა ორი ნაბიჯი მისკენ ცოტნემ. -სკამს მოგიტან მაშინ და ჩამოჯექი, არ დაიღალო. -გადარდებს ძალიან? -ჰოო... მეტი კი არ მაქვს სადარდებელი, მუხლები არ დაგეღალოს, ოპერაციის დროს რომ შენც მშვიდად იყო და მეც. -იყოს ამჯერად, - ჩაეცინა გახალისებულს და დატოვა ოთახი თვალებმოჭუტყლად მაცქერალ გუგა დადიანთან ერთად. - ენას ამოგაძრობ, ხმა არ ამოიღო. - მიუღერა საჩვენებელი თითი უცნაური მზერით მდგომ კაცს. -მე არაფერს ვამბობ. - აიჩეჩა მხრები, სულელივით იკრიჭებოდა თან. -მოიშორე ეგ ღიმილი სახიდან. -ჩემი სახეა და მე რასაც მინდა იმას მივაკერებ, მინდა გავაღიმებ, მინდა ვატირებ. გაწუხებ შენ? -ძალიან. -კაი, ჩემო ძმაო. ნერვებზე გაესინჯე ისე? -გამეცალე... მშვიდად ჩაიარა ამ დღემაც, როგორც ყოველთვის, ზე კმაყოფილი გამოვიდა კაბინეტიდან ნიკუშა, ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა საყვარელ ექიმს თან... უცნაური იყო, მისი ასაკის ბავშვებს თეთრხალათიანების დანახვაზე თავისით მოსდიოდათ ცრემლები, ეს უკანასკნელი კი ისე მონდომებით გადაეკოჭა ქალს... როგორი ცუღლუტი იყო მაინც... მამას ჰგავდა. უკან რომ დააპირა შესვლა, წელზე უბიძგა სულ ოდნავ ხელი და თავად აჩვენა გზა, საითაც უნდა წასულიყო. გაოცებით დახედა ჯერ იმ ხელს წელზე რომ შემოეხვია, მერე მშვიდი სახით მდგომ კაცს. მიაცილა თავის კაბინეტამდე, შეატარა ჯერ ის, როგორც ყოველთვის, და მიჰყვა თავადაც ნელი ნაბიჯებით. -ამხელა საავადმყოფო გაქვს და ნიკო მაინც ჩემთან რატომ დაგყავდათ? - თეთრ სავარძელზე წამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო მოხდენილად, მაგიდაზე ჩამოჯდა მელიქიშვილი, ორივე ხელით მას დაებჯინა თან. არეული მზერით შეათვალიერა თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი. -არ ჩერდებოდა არავისთან. -რა უცნაურია... -რატომ არის უცნაური? უყვარხარ ჩემს ბიჭს, ვერ ხედავ? ჩაეცინა წამიერად გახალისებულს. -მე ყველას ვუყვარვარ. -მერე? გული უნდა ატკინო ჩემსას? -ღმერთო ჩემი... - გადააქნია თავი სიცილით, - საიდან იგონებ... -არ ვიგონებ, თვითონ მითხრა. - მეტისმეტად სერიოზული ჰქონდა ხმაც და სახეც, იმ სისულელის კვალობაზე რასაც თავად ამბობდა. პერანგის მკლავების სწორებით წამოდგა მაგიდიდადნ და ჩამოჯდა ქეთასთან ერთად სავარძელზე, კუთხეში მიჩოჩდა თავად. ახლოდან შეუთვალიერა შემოდგომის მიერ ნახატი სახე ქეთას, დაცვარული ჰქონდა ლოყები წვრი-წვრილი ჭორფლებით, ისე გაფერმკრთალებულიყვნენ, თითქოს წასასვლელად ემზადებოდნენო... -რამდენი ჭორფლი გქონია... - ახლოდან შეიგრძნო მომავალი ზამთრის სურნელი ცოტნემ ცხვირი რომ დაუგუბა... გვირილებისა და ფორთოხლის სურნელი დატრიალებულიყო ცოტნეს კაბინეტში, თითქოს ესეც ახლა შეამჩნია. -ადრე უფრო მეტი იყო, - ღიმილით შეტრიალდა მისკენ, მკლავი ამოიდო თავის საყრდენად, სავარძლის საზურგეს დაებჯინა თან იდაყვით. - ზამთარში ქრება. გაზაფხულისკენ ჩნდება. -ლამაზია ძალიან. - მონუსხული ღიმილი გადაეფნა სახეზე გადაღლილს. – რამდენი წლის ხარ, ქეთა? -27-ის გავხდები მალე. -დიდი გოგო ყოფულხარ. -ცოლი გყავდა, არა? არ მომჩვენებია მაშინ არაფერი. - მორიდებით მიჰყვა ჩურჩულს და მოაცილა წამით მზერა. -მყავდა. - ამოთქვა სასხვათაშორისოდ, არ მოუცილებია თავად თვალები, მთელ სახეზე დარბოდა უსირცხვილოდ. იყენებდა თითქოს მომენტს, მეორედ რომ აღარ ეყოლებოდა ასე ახლოს ეს ქალი. -დაშორდით? -დავშორდით. - დაეთანხმა თავის ქნევით, გადაჩოჩდა ოდნავ მისკენ, შეამოკლა უაზროდ დამყარებული დისტანცია, ხელის გაწვდენაზე ჰყავდა უკვე ქალი. - მკითხე კიდევ, რა გაინტერესებ? ხმა აღარ ამოუღია ქეთას. თვალები ებინდებოდა უკვე და მთელ ძალას ატანდა გონებას რომ არ დაეხუჭა. ხომ გასცემდა ასე საკუთარ თავს... -ბებიაჩემს ყვავილები გამოუგზავნეს გუშინ. - თავად წამოიწყო ღიმილით ამჯერად, აიძულა ქეთასაც გასცინებოდა. - ვერაფრით გავიგეთ გამომგზავნის ვინაობა. -საიდუმლო თაყვანისმცემელი ჰყავს? - შეკავებული სიცილით ამოთქვა. -ჰოო... ჰყოლია... - გაეღიმა თავადაც მის შემხედვარე, როგორ უხდებოდა სიცილი... მისმა ღიმილმა გაანათა მთელი ოთახი და მისი გაყინული გულის პატარა ნაწილიც შეალღვო დაუკითხავად. - შენ არ გყავს? თავი მოიქექა უცებ დაბნეულმა, რა კითხვას უსვამდა? რა მისი საქმე იყო... ჩაახველა ხმის ჩასაწმენდად, აღარ იცოდა საით წაეღო თვალები, დაუხამხამებლად მისშტერებოდა ქალის სახეს და აღელვებდა მასაც. -მამა მეუბნებოდა კაცი, რომელიც ყვავილს საკუთარი ხელით არ მოგართმევს იმას ერთი შანსიც არ უნდა მისცეო. -რატომ? -თვალებში უნდა გიყურებდეს ამ დროს და ხედავდეს შენს ბედნიერ სახესო. დედასთვის რომ მიჰქონდა გვირილები, ისე ებადრებოდა ხოლმე სახე, სულ უწითლდებოდა სიმორცხვისგან და ანათებდა ბედნიერებისგან. კაცმა ამის ხილვა არ უნდა მოიკლოსო. -მერე, ერგო ვინმეს წილად ასეთი ბედნიერება? -სამწუხაროდ, არა. არ მიყვარს ყვავილები. სკოლაში კლასელებს რომ ათას სისულელეს სჩუქნიდნენ, ჩემთან წიგნები მოჰქონდათ. მეცხრე კლასში ვიყავი მაშინ, ერთ-ერთმა მაღალკლასელმა კონსტანტინეს ,,დავით აღმაშენებელი“ რომ მაჩუქა. თავზე იმხობდა სკოლას, ისეთი მაგარი მოსწავლე იყო, ხოდა ყველა თავისნაირი ეგონა ალბათ, ნუ ყველა თუ არა ის გოგო მაინც, სიმპათია ვის მიმართაც ჰქონდა. -არ სწავლობდი შენ? - გაეწელა უფრო ტუჩის კუთხეები, ნამთვრალევივით ჰქონდა სახე, ეს სურნელი იწვევდა ალბათ მის თავში საღი აზრის დაკარგვას, თავადაც ისე ჩამოჯდა, როგორც ქეთა იჯდა, უკეთესად რომ დაეგდო ყური. -ვსწავლობდი, როგორ არა... - იუკადრისა მაშინვე, - მეთერთმეტე კლასელი იყო, გავბრაზდი მაშინ, ამხელა ბიჭმა ასეთი საჩუქარი როგორ გამიბედა-მეთქი... მადლობის მოსასმენად რომ შემომიარა დიდ დასვენებაზე, ისე მწარედ ჩავარტყი თავში, ორ დღეს სკოლაში აღარ გამოუშვიათ მის მშობლებს. -იმის გამო გაბრაზდი, რომ მაღალკლასელმა გაჩუქა საჩუქარი? -უბრალო საჩუქარი არ ყოფილა... კოსტას დავითი... სრულიად ახალი, ძველი ყდით... მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი ასეთ საკითხებში, ჩემთვის ეს წიგნი ოქროებს უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად მინდოდა, მაინც არ დავიტოვე. - ღიმილით ჩაასრულა, დააცეცებდა თვალებს ხან იქით, ხან აქეთ, იღონდ იმის მწველ მზერას გაჰქცეოდა. -უცნაური ბავშვი ყოფილხარ. -მე და ლილიანას სულ მუშტებზე გვყავდა გასწორებული აბეზარა ბიჭები. - ჩაეცინა თბილად ბავშვობის წლების გახსენებაზე. - სკოლაში ჩვენზე შარიანი გოგო არ დადიოდა. -არადა სულ არ გეტყობა. ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. თამამად აკისკისდა მის სიტყვებზე, შეუქანდა გული მელიქიშვილს, შეუძლებელი იყო თავადაც რომ არ გაჰღიმებოდა ისეთი ლამაზი მოეჩვენა იმ წამს გოგოლიშვილი. ჯიბეებში ჩაიტენა ხელები რომ არ გაჰქცეოდა შემთხვევით მისკენ. შეიფხიზლა თავი და წამოდგა მალევე დამძიმებული. -გაგიყვან. - კარებისკენ ანიშნა და დაელოდა როდის წამოდგებოდა ქალი. ჩამოერეცხა ბედნიერი ღიმილი სახიდან წამსვე, წამოდგა საჩქაროდ და თავის კაბინეტში გაირბინა ნივთების ასაღებად. ღიმილით დაემშვიდობა ლელას და წინ გასწრებულ ცოტნეს აედევნა. დაძაბული ატმოსფერო შეიქმნა მისდაგასაკვირად. კვლავ ის სერიოზული მზერა მოერგო კაცს და თვალმოუშორებლად მისჩერებოდა მინას. რა მოუვიდა? რა სწრაფად იცვლიდა ეს კაცი ემოციებს. გაისუსა თავადაც და ხმა არ ამოუღია სახლში მისვლამდე. ფრთხილად რომ შეაყენა ეზოს წინ, ერთი ნახვამდისო იჩურჩულა და კარებს წაეტანა გასაღებად ცოტნეს ხელი რომ შეუსრიალდა ნაზად მკლავზე, შეხედვა აიძულა გაოცებულს. წამით უყურა დაბნეულ თვალებში დაბინდულიმზერით, გადაიწია მისკენ სულ ოდნავ და ლოყებზე მიაწება ტუჩები ხანგრძლივად. ნელა მოსცილდა ცოტნეს თავში არეული აზრებით, ერთი წამით შეხვდნენ მხოლოდ მათი თვალები ერთმანეთს და გადახტა მაშინვე მანქანიდან, სწრაფი ნაბიჯებით გაიკვაალ გზა სახლამდე მისასვლელად. მეტჯერ აღარც გაუხედავს მანქანისკენ. ... ისეთი დეკემბერი იდგა ქეთას ყოველ დღე იმას აფიქრებინებდა, რომ საბოლოოდ დადგებოდა ის სანატრელი დღე და ახალი წლის ღამეს გათოვდებოდა. არ იშურებდა არაფრით ცუდ ამინდებს, სიცივეს, წვიმასა და სეტყვას გამჩენი, რაც მოსალოდნელი ცივი ზამთრისა და თოვლის მოსვლას გვიქადდა. ჩვევად და რუტინად გადაიქცა, ყოველ დღე აკითხავდა გოგოლიშვილს ცოტნე სახლთან და თავად მიჰყავდა კლინიკაში. ერთხელაც არ შემოსულა სახლში. ეშმაკურ თვალებს გააყოლებდა ხოლმე მეორე სართულის აივნიდალ ლილე და კოპებშეყრილ დავითს გადახედავდა ხოლმე სიცილით, ეწვალა ახლა მასაც. მაინც ვერაფრით გაარკვიეს მაყვალას უცნობი თაყვანისმცელმის ამბავი, ამიტომ საბოლოოდ დარწმუნდა ლუკა თავისი აზრის სისწორეში - ყვავილები ჯალაჯ ად დინის მიერ იყო გამოგზავნილი სასწაულებრივი გზით. დაეტყო მაყვალასაც წლების განმავლობაში მივიწყებული, ფერდაკარგული, გრძნობებ და ღიმილ დაკარგული ცხოვრების გაფერმკრთალება და ბედნიერებამ დაიწყო ცეკვა ქალის დაბერებულ გულსა და თვალებში. იძულებით გათხოვილმა ვერაფრით შეიყვარა ქმარი, ცხოვრება გაუმწარა ამ უსიყვარულობამ და ჯოჯოხეთად უქცია მომავალი, თუმცა მისი გარდაცვალება რამდენადაც შვება იყო, იმდენაც დიდი თავსატეხი გამოდგა. მას დააწვა მთლიანად ვაჟის აღზრდა კისერზე. საბოლოოდ მაშინ დასრულდა მაყვალას ჭირგამოვლილი ცხოვრება, როდესაც ერთადერთი ვაჟი დაკარგა და ერთადერთ იმედად მხოლოდ 3 შვილიშვილიღა შერჩა. ამდენი რამის მნახველმა შოთა გოგოლიშვილში ნახა საბოლოოდ ის ერთი მიზეზი, რომელსაც შეეძლო გაექრო მის უკან გამოვლილი ყველანაირი სირთულე, დაევიწყებინა და გაეხედა წინ, თითქოს არც ყოფილა არაფერი, თითქოს ეს ასაკიც ძალიან ფორმალური და უმნიშვნელო იყო... უნდა ყოფილიყო მხოლოდ სიყვარული, რომელსაც შეეძლო ამ ომ გამოვლილი ცხოვრებისთვის საბოლოოდ დაერქვა სახელი. იმ დღსაც ერთად მოუწიათ პატარა ოპერაციის ჩატარება ქეთასა და ცოტნეს. ვერც თვალებს იმორჩილებდა და ვერც ხელებს ეს უკანასკნელი. გადახედავდა ბრაზმორეული და თავისი საქმისკენ მიუთითებდა თალებით, ვერ გაეგო საერთოდ რას აკეთებდა ეს კაცი, ისე ჰკოცნიდა ლოყაზე დაუკითხავად სირცხვილის გრძნობაც რომ არ აწუხებდა, თავად კი ტოვებდა პომიდვრისფერ დადებულს ლოყებზე. გაბრაზებულმა მოიშორა ხელთათმანები, სხვა დანარჩენი ინვენტარიც და ნაგვის ურაში გადაუძახა ერთიანად, საათს დახედა თან, აგვიანებდა უკვე, პაციენტი ჰყავდა მისაღები. მისკენ მომავალ ცოტნეს რომ ჰკიდა თვალი, გაიქცა მაშინვე ოთახიდან და სწარაფად ჩაირბინა კიბეები. ხელის კანკალით შეაღო კლინიკის კარები და თავი შეჰყო მხოლოდ შიგნით რომ დაეზვერა იქაური სიტუაცია. მშვიდობა იყო შიგნით. ნელა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და შევიდა კიდევაც ფეხისთრევით. სავარძელზე ჩამოჯდა თან კოხტად და მუხლებზე დაიბნიჯა ორივე ხელი კაცმა. თვალდახუჭული ისე პუტპუტებდა თავისთვის შემოსწრებულმა ლელამ წარბშეკვრით დააკვირდა კაცს, რომ ვერ მიხვდა რას აკეთებდა. მგონი ლოცულობდა... -ბახილები ჩაიცვით! - შესძახა მკაცრად და თალებით შემოსასვლებში დადებულ ყუთზე მიუთითა. -ქეთა ექიმი არ არის ხომ? წავალ მაშინ მე. - იმედიანად გააჟღერა სიტყვები და უკანმოუხედავად რომ აპირებდა გაქცევას მაშინ დააწია ხმა ლელამ. -როგორ არ არის, გამოვა მალე საოპერაციოშია. -მოიცა, ხომ დავაგვინე, არ წასულა?.. - უიმედოდ ამოიჩურჩულა ამჯერად და ხელების კანკალით მოირგო ბახილები ფეხებზე. -დაბრძანდით, რა... - ხელით უჩვენა სავარძლისკენ ამრეზი სახით და დაიკავა მერე თავის ადგილი. თუ ეშინოდა რაღას მოდიოდა, კაცო?! ჩამოჯდა კვლავ ტყავის სავარძელზე, მიეხუჭა კვლავ თვალები და მუხლების ზელვა დაიწყო დიდი ქალივით. ხმამაღალი ბურტყუნი რომ შემოესმა კოპებშეყრილმა ამოხედა კაცს. -ჩუმად ცოტა! -არა, მოდი, წავალ მე... მოვედი უკვე რახანია და არსად არ ჩანს... რა უპასუხისმგებლობაა... კარგად ბრძანდებოდეთ. როგორ მინდოდა დღეს მოსვლა და აჰა, არ გამოჩნდა არაფრით! უპასუხისმგებლო, აუცილებლად გამოვლანძღავ... - ქაქანით წამოვარდა სავარძლიდან, ბახილებიც საჩქაროდ მოიშორა ფეხებიდან და სახელურს რომ დაავლო ხელი მერე შემოესმა ახლოდან თავისი სახელი. -ნიკოლა! სად გარბიხარ, ბიჭო?! მოღუშული სახით შებრუნდა მომღიმარი გოგოლიშვილისკენ. სიცილით გადაეკოჭა მიახლოებული მეგობარს. -ჩაიცვი ეს და წამოდი. -რომ დააგვიანე, არა მე გაგიგებ, თუ მეტყვი, რომ... -ჩაიცვი-მეთქი! კარგად იცოდა ქეთამ ნიკოლა ბერიძის დამოკიდებულება სტომატოლოგებზე და ზოგადად საავადმყოფოებზე, ნემსის დანახვაზეც გული მისდიოდა უკვე, ამიტომ იჯდა ხოლმე გასუსული, გაუნძრევლად, თვალებდახუჭული დაბჟენის დროს. ფეხის თრევით გაჰყვა წინ მიმავალ ექიმს და გააგრძელა კვლავ თავისთვის ბურდღუნი. -მოდი, მოდი, ნუ გერიდება, დაჯექი, - ცეცხლზე უსხამდა ნავთს და ძალიანაც ხალიდობდა მისით. - აქ პირველად ხარ, არ მოგერიდოს... იგივე სავარძელი მაქვს, იგივე ინსტრუმენტები... იგივე ბურღი... - აწვალებდა ძალით და ანახებდა თან კარგად, ბოლოს რომ ჩართო ის ავადსახსენებელი და რომ აზუზუნდა გაგიჟებით, ისე გადააქნია თავი კაცმა, შეშინებული მიჰვარდა ხომ კარგად ხარო. -არ მოვკვდები... მე არა... თუმცა ლილიანას ვთხოვ, რომ წამებით ამოგხადოს სული... -ის რომ მედაქალება უკვე წამებაა, ჩემთვის, ხვდები? -ჩემთან რომ მოხვალ რესტორანში ყველაზე მწარეს, მჟავეს, ტკბილ საჭმელებს დაგიყრი მაგიდაზე და გაუძულებ მათ ბოლომდე ჭამას. - მისუტებული კნაოდა საწყალი ნიკოლა და იმუქრებოდა თან გაგულისებით. - გაზიანებს ჩაგასხმა პირში და ნახავ მერე... ჯადოქრო... ხომ იცი, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭე ყველაზე დიდად თქვენთვის გაიღება? -შენთვის არა? -მე? ჩემთვის რატომ? ერთი უბრალო კაცი ვარ, ჩემი უბრალო საქმით, ვის ვამწარებ შენსავით?! ვის ვუნგრევ ფსიქიკას მაგ ავტომატით?! -მოიცა, რა ჰქვიათ... ფარჯიანები... რომ არ ასვენებ იმ ხალხს, კარგია? ხოდა მე ვარ შენს ცოდვად მოვლენილი... -ჩემს ცოდვად კი არა, ჭირად ხარ მოვლენილი! - შესძახა გაგულისებულმა. ამ ამბავში იყვნენ გართული დიდი ხნის მეგობრები კლინიკის კარები რომ შეიღო და შემოაბიჯა შიგნით მედიდურად ლოჩოშვილმა მათემ. ღიმილით მიიკვლევდა გზას ძმაკაცის კაბინეტამდე, ერთი თვალი ჩაუკრა მხოლოდ ლელას სალამის ნიშნად და ის იყო, აირბინა კიბეები ზანტად... ყოველთვის ისე იქცეოდა თითქოს მამამისის საავადმყოფო ყოფილიყოს... თავს გრძნობდა აქ ძალიან მშვიდად და შინაურულად, რომ ეგულებოდა ახლომახლოს მისი გულის მეგობარი. ღია კარებში შეუხედა ქეთას და მიესალმა თავაზიანად, გადახედა ქალმაც ღიმილით. დაბარებულივით, 5 წუთი არ იყო გასული კიდევ ერთხელ რომ გაიღო კარები. ზანტად წამოსწია თავი ლელამ და ლილიანას რომ ჰკიდა თვალები, ამოიხვნეშა ერთი იმედგაცრუებით, როგორც ჩანს, მეგის ელოდა. -თქვენ გრძნობთ? - დაეკითხა მიახლოებულს სალამის გარშე. -რა? - დაბნეულად მიაჩერდა ქალს სახეში. ვერ გაიგო რას ეკითხებოდა. -რა ვიცი, სულ ერთად შემოდიხართ... - ჩაიქნია ხელი და თავის კომპიუტერს მიუბრუნდა, ამოთქვა თან თავის კაბინეტშია ქეთაო. კოპებშეყრილმა გაიარა გზა. ვერ მოაცილა თან ვერაფრით დაბნეული თვალები გასულელებულ ლელას... ვერ იყო ეს გოგო თავის ჭკუაზე და ამჩნევდა ამას ყველა ცოტნეს გარშემო მყოფი. შორიდანვე მოისმოდა ნიკოლას კბილების ღრჭიალი, მთელი ძალით რომ შეურაცხყოფდა პროფესიონალ, ფეხადგმულ ქეთას და უწუნებდა თავის საქმეს მთელი სერიოზულობა ჩართული ღლიცინით. თავი გადააქნია სიცილით ლილიანამ, მამიდაშვილის მონატრებული ხმა რომ მიელამუნა მის ყურთასმენას ასე ახლოდან და თავი შეჰყო შეღებულ კარში ღიმილით. -ლილიან! - წამოიყვირა ერთი გამარქაფებულმა და ჩამოხტა მაშინვე იმ საწამებელი სავარძლიდან, ხელჩართული ომში გადასულიყვნენ უკვე, ის დამპალი ქეთაც ისე აწვალებდა საწყალ ნიკოს... დაეჭირა ხელთ ცარიელი ნემსი და გაიძახდა ნებითა შენითა თუ ძალითა ჩემითაო... - მაწამებს! უნდა, რომ მომკლას! - დააბეზღა მაშინვე გიჟი ექიმი და საჩვენებელი თითი გაიშვირა მისკენ. -ნიკო, არც გრცხვენია? -მე? მე მრცხვენია? ეს ავსული ეშმაკი! მწამებლად და მწვალებლად მოვლენილი! ცეცხლზე დასაწვავი ალქაჯი, რომელმაც ჩემს საწყალ ნერვებთ ერთად შეიწირა საწყალი არტემიდე ეფესელის ტაძარი! -ლილიანა, მომაშორე ეგ რომაელების ამფითეატრის უმწეო გლადიატორი... - ხელი აიქნია ვითომ ამრეზი სახით და დააბრუნა თავის ადგილას შპრიცი. როგორც კი დასრულდა ლელას სმენა და მეგიმაც შემოდგა კლინიკაში ფეხი, მაშინვე სიხარულით გადაეკონა ძვირფას თანამშრომლებს, დაავლო ჩანთას ხელი და ღიღინ-ღიღინით, ფრენა-ფრენით განკვეთა ჰაერი მის წინ, ისე გავარდა შენობიდან უკან აღარც მოუხედავს. მეგიმ შემოიყოლია თითქოს თბილი ატმოსფერო სიმძიმე დაბინავებულ საავადმყოფოში, თან შემოჰყვა ორი ბულბული, სიყვარულის ქარცეცხლში ამომწვარნი. თავის დაკვრით მიესალმა დადიანი გუგა ადგილზე მოთავსებულ მეგის და ცოლთან ერთად აირბინა კიბეები, გამოდიოდნენ უკვე ცოტნე და ლოჩოშვილიც, ლილიანამაც ბეწვად გამოასწრო შიგნით დარჩენილების ქაქანს და გადაიკვეთა ვინი იცის მერამდენედ მისი და ლოჩოშვილის ეშმაკური თვალები. აუციმციმდა მაშინვე კაცს, თითქოს ეს აკლდაო მის უნახავი დღეების განმავლობაში, ეს უნდოდა გულს, მალამოდ რომ დასდებოდა ამ ქალის მობეზრებით გადატრიალებული თვალები ის რომ იყო მხოლოდ მიზეზი. მიჰყვნენ მალევე ქეთა და ნიკოლაც. -ყველა აქ ყოფილა... - ჩაეცინა დადიანს და შეავლო მზერა ყველას სათითაოდ, ნიკოლას მიაჩერდა მოჭუტული თალებით. - საღამომშვიდობისა. -მოიძვრე კომისრის ქუდი თავიდან? შენ გოგო, გადააგდე ღომის ჩამჩა ხელიდან და ჩააბარე ბავშვი დედამთილს? - მიუტრიალდა გამხიარულებული ლოჩოშვილი ახლა წყვილს. -იმ ჩამჩით მყავხარ გასალახი გუშინ რომ გადამაგდე... - გადააქნია თავი ავისმომასწავებლად გუგას მეუღლემ - ნანა დანელიამ. მაღალქუსლიანები ეცვა ქალს, რაც იმას მოასწავებდა, რომ პირდაპირ სამსახურიდან წამოიყვანა მეუღლე დადიანმა. მოკლე, მუხლამდე კაბა და სქელი პალტო უმშვენებდა ლამაზ სხეულს, მოღეღილ კისერსა და ლამაზ სახეზე ეთამაშებოდა ფანჯრებიდან მომავალი ანცი სიო. ისეთი ქალი იყო ნანა... ყურება რომ არ მოგბეზრდებოდა არასდროს... -რა ვქნა, ქალბატონო ნანა... მარტოხელა კაცის გეგმები ყოველთვის, ყოველ წამში იცვლება ხოლმე... -საწყალი შენი ცოლი... - უჩურჩულა მეუღლეს გუგამ ვითომ ყველასგან ჩუმად. ის იყო უნდა წამოეყვირა ლოჩოშვილს საღამოს გეგმები ყველამ გადადეთ და ერთად წავიდეთ დასალევათო ქეთას მობილური რომ ახმაურდა ზედმეტად ხმამაღლა, ზედმეტად განსხვავებულად... თავადაც ვერ გაიაზრა რამ გაუძნელა ასე მწარედ სენსორზე თითის გადასმა დიდი ასოებით რომ დაეწერა ,,ბაბუა“ თავი მოიქექა დაუდევრად და თითის კანკალით გადაჰკრა სენსორს საბოლოოდ თითი. გული თუ გრძნობს ცუდის მოსვლას, მართლაც მოხდება ცუდი. კოპებშეყრილი დააკვირდება იმ გამჭრიახ გულს ასე რომ აბუბუნდა ცუდის მოსვლით შეშინებული, უნდოდა ბოროტს რომ ენახა თვალით მისი მოულოდნელი აღტკინება შიშისგან და პირველად წამოვლილი გამკაწრავი ჟრუანტელი ფეხებიდან თმის ღერამდე. ... გონებაგათიშულს თვალები გაეშტერებინა ერთი წერტილისთვის და დახამხამებაც კი ერიდებოდა, თითქოს ამ ერთ წამში შეიცვლებოდა სიტუაცია, გამოეცლებოდა ფეხქვეშ სიმწრით აშენებული მოთმინება და ჩამოინგრეოდა საგულდაგულოდ. დაუკითხავად იშლებოდა თვალწინ მოგონებები, მიერეკებოდა იმ წამიდან, როდესაც ცხოვრების გააზრება დაიწყო და მის მთავარ მამოძრავებელ წერტილად მისი ძმა მოევლინა და ამოუდგა გვერდში. მძიმე იყო წარსული, რომელშიც ყველგან, ერთმანეთისთვის მფარველად მოვლენილები მიიკვლევდნენ გზას მომავლისკენ. ის პირველი სილა ეტკინა გაგიჟებით, დაუბუჟდა მთელი ლოყა მის ნაცვლად, რომ გაიგო პირველად ბიჭობა რომ დაიწყო დავითმა და სიგარეტი გაიჩარა პირში. მაშინ ხომ ეს მხოლოდ მის დას გაუმხილა მორცხვი თვალებით, მათ შორის არსებული ყოველი წვრილი საიდუმლო უსერავდა გულს. დავითის პირველი შეყვარებული, მისი ჩალურჯებული თვალი, რომელიც შეინიღბა კარგად ქეთას სუპერძალებით, მათი ყველა ოცნება და მისწრაფება არც ერთხელ გაცინებული და დაცინული. და-ძმობის საამო ტვირთი ეკიდა მხრებზე, გულში ღრმა ფესვებით გადგმული სიყვარული, რომელსაც ვერ შეცვლიდა, ვერ აჯობებდა დედამიწაზე ვერც ერთი გრძნობა... ის მხრებზე შემოხვეული ხელი და ჩურჩულით ნაკარნახები სიმართლე ,,მამა უნდა ვაამაყოთ,“ კოშმარებში, თუმცა ერთმანეთთან ჩახუტებით გადაგორებული ღამეები... არანაკლებ დღეში იყო ზოია გოგოლიშვილიც, ოღონდ მისგან განსხვავებით ის ტირილსა და მოთქმაში ხედავდა შვებას. აზანზარებდა მთელ ეზოს განწირული დედის კივილი. სულ დაპატარავებულიყო შოთა გოგოლიშვილი, ქვეყანას რომ აზანზარებდა პატარა ასაკში, ეს გაყოლილი შემართება მოხუცებულობის ასაკშიც თან სდევდა, რა არ დამართნია, შვილმკვდარ კაცს და თითქოს ამაზე უფრო ჯერ არ გატეხილი. შვილის სიმწარეს გადაუსწრო მის თვალწინ გაზრდილი შვილიშვილის გაჩერებულმა გულმა. ხის მოუხერხებელ სკამში ჩამჯდარიყო მხრებშიმოყრილი და ცრემლების მიერ მდინარესავით გაკაფულ გზას ვერას უშვრებოდა. გაუჩერებლად მიმოდიოდნენ ბიჭები საავადმყოფოს ეზოში, შეზარეს თავადაც ამ ტკივილმა, მათ თვალებში დანახულმა ტკივილმა მოუკლა მათაც გული და აიძულეს ჩუმად მოესმინათ ვერგამხელილი წუხილი. ლილესთვის შემოეხვია ხელები უფროს მელიქიშვილს და ჰკოცნიდა ყოველ ორ წუთში შუბლზე პატარა გოგონასავით, დაჰვიწყებოდა გულში ჩადებული ყველანაირი წყენა თუ ბრაზი, დაავიწყა და საერთოდ გააქრო ყოველივე ლილეს თვალებმა. ნეტავ სულ არ დაენახა... ნეტავ დაბრმავებულიყო და მისი პატარა დის თვალებში ამხელა ტკივილი არ დაენახა, ისედაც ხომ მოუკლებდა ეს სიცოცხლის წლებს?! გადაეკონა ძმას და მას შემდეგ აღარც გაუშვია ხელი ასლუკუნებულს, ჩუმად ღვრიდა ცრემლებს ძმის მკლავებში და ხმის ამოღებისაც ვერ ბედავდა, ეშინოდა კიდევაც გამწარებული დედის და სირცხვილის გრძნობა უკაწრავდა მთელ სახეს... მის გამო მოხდა... ყველაფერი მისი ბრალია. ვერ გაექცეოდა ამ დანაშაულის გრძნობას რომ გაქცეულიყო მათგან ძალიანაც შორს. აღიარებას კი თან გადაჰყვებოდა მისი დაბეჩავებული, პატარა გული, რომელშიც სევდისა და ტკივილის მეტი არაფერი დარჩენილიყო... -გადარჩება... გამოძვრება... - თავის თავს აგულიანებდა მოხუცი სიტყვებით, ჩურჩულით ყველას რომ ესმოდა ზედმიწევნით. - დაბრუდება... გადარჩება... მიეხუჭა თვალები სიმწრით ლილეს. დააჭირა ერთმანეთს ძლიერად, მტანჯველად და მიეკრა უფრო მეტად ძმას, თითქოს უნდოდა მის სხეულში შევარდნილიყო, აღარ გაეგო, აღარ ეგრძნო ეს ყველაფერი, აღარ დარჩენილიყო მისგან არაფერი და მშვიდად ესუნთქა ძმის თავშეფარებით მყოფს. წამოვარდა ბოლოს ფეხზე ქეთევან გოგოლიშვილი, წაბარბაცებულს ლილიანა ამოუდგა მშველელად, როგორც ყოველთვის, და ნელა მოიშორა მისი ხელი მალევე. წინ რომ გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი ყველა მას მიაჩერდა დაბნეული მზერით, მზად იყო თითოეული წაქცეულის წამოსაყენებლად და წაქცევამდე მის დასაჭერად. -რატომ არაფერს ამბობენ... ლილიან, გავგიჟდები ახლა, გამოვიდნენ, ვინმემ თქვას რამე!.. ვინმემ თქვა! - ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ბორძიკბორძიკ ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს და ყვირილით გაქანდა შენობისკენ. - ვინმემ თქვით რამე, ხალხი არ ხართ?!. -ქეთა, მოიცადე... - გააკავა მაშინვე ძირში ტირილით ჩაკეცილი და მხრებზე შემოჰხვია ხელები რომ არ დაცემულიყო ძლიერად. მასაც სდიოდა ვერშეკავებული ცრემლები და სტკიოდა, როგორც ქეთას, თუმცა ვერც ერთი ტკივილი ვერ გაუთანაბრდებოდა მაინც მის გულის ფეთქვას. მიეშველნენ მაშინვე ნიკოლა და ლოჩოშვილიც. არ გაიკარა არც ერთი, ლილიანას მიეკრა მისუსტებული და მის გულთან ატირდა თამამდ. გააყოლა თვალები მელიქიშვილმა და ძლივს დააკავა ფეხები რომ არ გაქცეულიყო მისკენ, არ დახმარებოდა თავად წამოყენებაში და არ მიეხუტა გულზე ბავშვივით აღრიელბული... კიდევ 10 წუთით რომ დაეგვიანათ, მართლა შტურმით აიღებდა უმცროსი გოგოლიშვილი ამ შენობას. საფრთხემ ჩაიარა. მზემ მოისროლა გვერდით შავი ღრუბლები და ამაყად წარსდგა ყველას წინაშე. დავითის მშვიდი და სუსტი სუნთქვა ერთვოდა რეანიმაციაში გამეფებულ მონოტორის წრიპინს. მოშიშვლებულ გულ-მკერდზე ათასგვარი დანადგარები შეეერთებინათ. დედის თვალს რომ ენახა ეს შემზარავი სანახაობა ტყვიის სისწრაფე ვერ აჯობებდა მის მოსაკლავად. გახშირებულად სუნთქავდა და კოპებშეყრილი გადახედავდა ხოლმე ბოლთის ცემაში გართულ მელიქიშვილს, ყველაზე მეტად ვისი სუნთქვაც უღონებდა გულს ამდენ ადამიანში, ვისიც ესმოდა ყველაზე ხმამაღლა, გამაყრუებლად. როგორც კი მოშორდა ბაბუას ხელი ზურგიდან მაშინ იგრძნო ყველანაირი ძალის მოზღვავები სხეულში და წამოფრინდა მაშინვე ქორივით, რომ აღარ ჰყავდა უკან ხელის შემშლელი არავინ. თითქოს შოთა აკავებდა აქამდე თავისი ხელით, რომ მიუჯდა გვერდზე მაყვალა მოაშორა წამით ყურადღება და იხელთა მაშინვე დრო მისმა განრისხებულმა სხეულმა. -ჩამომჯდარიყავი, რამდენხანს უნდა იარო გაუჩერებლად? - ჩაისისინა ქალმა და უხეშად მოიშორა შემშრალი ცრემლები სახიდან. ყველამ მიაბყრო წამში დაბნეული მზერა ქალის გაავებულ სახეს. - ვხედავ ხომ, ძლივს რომ სუნთქავ ჩვენი თანდასწრებით, გასაქცევად გაქვს შემართული ეგ მხრები, წადი, რას აწვალებ თავს? გადახედა წარბაწევით მელიქიშვილმა, შემოტრიალდა და გადადგა ორი ნაბიჯი მისკენ. წამოისლუკუნა ლილემ, წამოსწია თავიც და წამოსადგომად მომზადებულს ხელები დაუხვერდა ლილიანამ. ახლა სხვისი ჩაერევა მეტად გაამწვავებდა საქმეს. -დამშვიდდი. - ავად დაისისინა მელიქიშვილმაც და გასწია წინ ხელი მკლავზე რომ შემოეხვია და გაერიდებინა აფეთქებას მისული შორს. მოშორდა, გადადგა მაშინვე უკან ნაბიჯი. ახლა რომ ეს შეხებოდა.... -მიდი, თქვი, კმაყოფილი ხარ ახლა? ხომ ემუქრებოდი გაგიჟებით მოგკლავო... ხომ იყო ჩემი ძმა ყველაზე არასწორი კაცი მთელ მსოფლიოში?! თუ საერთოდ არ იყო კაცი შენს თვალში? -გეყოფა. გარეთ გავიდეთ. -არ წამოვალ! გამიშვი ხელი! - აიქნია მაშინვე, ყელში ეჩხირებოდა ბურთი, უხშობდა ლაპარაკის უნარს. - სიკვდილს ებრძვის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით... ახლა, როდესაც ასეთ დღეშია, ნუთუ მაინც ვერ დაიმსახურა შენი წილი ყურადღება, არ გაგითბა ეგ შენი გაყინული გული, ცოტათი მაინც?! არ იყო საკმარისი ჩემი ძმის დადენილი სისხლი შენი გულის საამებლად?! -ზედმეტი მოგდის უკვე. გააჩუმე ენა და გავიდეთ გარეთ. - ძლივს შეკოწიწებული მოთმინებით დასცდა მელიქიშვილს. გასუსულები ხმის ამოღებასაც ვეღარ ბედავდნენ. თვალებს უბრიალებდა შორიდან ლილიანა, თუმცა რომ შეენიშნა გამარქაფებულს მასაც მოხვდებოდა თავისი წილი. -რა ქნა ასეთი? რა? შეუყვარდა!.. კაცი ხომ არ მოუკლავს! წაიკიდა ბაბუამისი... მეც კი... მთელი ცხოვრება რომ ორ დღეზე მეტხანს არ გაგრძელებულა ჩემი გაბრაზება, ახლა... ახლა კვირები არ ველაპარაკებოდი, იმის გამო, რომ შეუყვარდა! იმის გამო, რაც ორივეს სურვილით მოხდა! ანგელოზივით ექცეოდა ლილეს, იმ რთულ პერიოდში მთელმა ოჯახმა რომ მოიძულეთ, თავს ევლებოდა! -გეყოფა-მეთქი! - შესძახა ბოლოს გაგიჟებულმა, გადაუხურდა სახე, კისერზე ძარღვები დაებერა დაუმსახურებელი, ან სულაც დამსახურებული სიტყვების გამო, ასე მწარე მოსასმენი და გასააზრებელი რომ იყო. -თქვენ რომ უარი თქვით მასზე, ეს დაუდგა ზურგს უკან ფარივით! - ვერ ჩერდებოდა ვერაფრით, მთელი ბოღმა რაც გულში ჰქონდა ერთიანად ამოიღო, რომ გეკითხათ ახლა, იმისაც ვერ გეტყოდათ ცოტნეს მიმართულებით ისვრიდა თუ არა ამ საშინელ სიტყვებს. დამწვარ გულს იოხებდა ყვირილით. - რატომ არ გამიხმა ეს ხელი... რატომ არ გამიხმა ეს ხელი მასზე რომ ავწიე... ჩემი ტყუპისცალი, ჩემი სისხლი და ხორცი გავიმეტე... მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავე მეგონა. -არც ყოფილხარ ღირსი შენთვის გული გადამეშალა... თურმე შენ დამნაშავედაც არ თვლი... - გადააქნია თავი იმედგაცრუებული სახითა და ხმით. შექანდა ადგილზე დადიანი, სული ეხუთებოდა უკვე, უნდოდა გაერიდებია როგორღაც მათთვის ცოტნე. -წაიყვანე შენი და! მიდი! მიდი, ჩქარა! წაიყვანე შენი ოჯახი და წადით აქედან! - ახალად მოასკდა ბრაზი მთელი სიჩქარით ტვინში და თავიდანა აღრიალდა დაჭრილი ლომივით, მკლავზე დაეჯაჯგურა პატარა ხელებით, თითქოს რამეს უშველიდა... -რამდენი რამე გქონია გულში... -მოშორდი! -მე ფასი არ მაქვს, ქეთა, მაგრამ შენი სიტყვებით, გაუაზრებელი ბრაზით, რომელსაც ამდენიხანი ატარებდი გულით... ყველაზე მეტად იმ გოგოს ატკინე, ვის გამოც გაიმეტე შენი ძმა თავის დროზე. მიხვდები იმედია შენი სიტყვების სიმწარეს როცა გამოფხიზლდები. - თავი დააქნია დამაჯერებლად და შეუსრიალა თან წელზე ხელი რომ არ დაცემულიყო გულწასული. წამოფრინდა მაშინვე დაფეთებული შოთა ბაბუა თავჩარგული, თვალდახუჭული რომ ისმენდა ამ საშინელ სიტყვებს. ააფრიალა ქალი ერთიხელისმოსმით და ექთნის მიერ ნაკარნახები პალატისკენ დაიძრა. არ მოუცილებია წამით თვალი თავგადაგდებული ქეთასთვის. იმ მიუწვდომელი წყალივით მოსანდომებელი იყო ქეთას მოღეღილი, გადაშვერილი კისერი, მხოლოდ მისნაირ კაცს რომ შეეძლო უარის თქმა მის დალევაზე... ... შემოდგომის სუსხი შემოეხვია დედა-ბუნებას. მოედო მთელ ქვეყანას ყავისფერი, სტაფილოსფერი და ყვითელი ფერები... შეიცვალა თითქოს ჰაერიც და სილამაზემ დაიდო ბუდე ქვეყანაზედ. გაანჩხლებული კატასავით ჩამომდგარიყო პატარა გოგონა ტელევიზორის წინ აწეწილი თმებით და წარბშეკრულს მეტი სითამამისთვის გადაეხლართა ხელები გულ-მკერდზე. ისეთი ავი მზერა ჩასდგომოდა მის ყავისფერ თვალებში, მხოლოდ და-ძმას რომ უდგებათ ხოლმე ერთმანეთთან მეტისმეტად საჭირბოროტო კამათის შემდეგ. არანაკლები მზერით ჩამომჯდარიყო მისივე ასაკის ბიჭუნა ტელევიზორის წინ მდებარე ერთკაციან სავარძელზე და უმზერდა ისიც მოქუფრული წარბებით გახიდულ დას. -გაიწიე, მეფარები! - შესძახა ვერშეკავებული ბრაზით. -იმიტომ ვდგავარ, რომ დაგეფარო, სულელო! - მასხრად აიგდო ძმა და თვითკმაყოფილი მიაჩერდა ამჯერად. -დედას ვეტყვი! -მე მამას ვეტყვი! ჭორიკანავ! -ჭორიკანა შენ ხარ! -გადართე ,,ენკი-ბენკიზე“, მულტფილმები გადის! -არ მინდა და არ გადავრთავ! -მხოლოდ შენი არაა ეს ტელევიზორი! -წადი და იმ შენს კუდს ეთამაშე! ისე მწარედ ათრია თმით იმ დღეს დავით გოგოლიშვილი ქეთამ, რომ ლამის სულ ააცალა თავიდან თმის ღერები. დედისგან დამცველად კი მამიკო მოევლინა ფარივით პატარა ქეთათოს... ... ,,დარდი მაქვს გულში და ნელ-ნელა ვილევი, ქარიან გზაზე და ეს გზა მე მიხმობს.“ ყველაფერი აირია. დავითის მხოლოდ ერთი, ხმამაღალი ამოსუნთქვის ნატვრაში გადაათენა დედამ გიჟი ღამე. ცრემლიც აღარ სდიოდა საწყალს, ამოშრობოდა მთლიანად და დაეტოვებინა ღრმა კვალი მის სახეზე - ჩაწითლებულ-ჩაშავებულ-გასიებული უპეები იყო მრავლის მთქმელი. საავადმყოფოს უკანა ეზოში სკამზე ჩამომსხდარიყვნენ ბიჭები. შუაში ნამტირალევი ლილე იჯდა. მათ წინ კი მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილი მელიქიშვილი. არ უძინია მასაც, თვალები ეხუჭებოდა უკვე გადაღლილობისგან. -ცოტნე... - მიჰყვა ჩურჩულს ლილე. თავი გადახარა ოდნავ და ისე დააკვირად ძმას. -თქვი. ყველაფერი თქვი, ლილე. - იჩურჩულა თავადაც თავაუწევლად. ფეხი ფეხზე გადაედო დადიანს და სიგრძეზე გაეშალა მკლავი საზურგეზე. დაიჭამა ტუჩები ლილეს პასუხის მოლოდინში, სიგარეტის მოწევას ხომ ისედაც ვინ გააბედინებდა... -რომ ჩაივლის ყველაფერი... -თქვი. ყველაფერი. - წამოსწია ბოლოს თავი და გაუსწორა მკაცრი თვალები დას. არ ეამა გულს მელიქიშვილის აწეული ხმა. მოაშორა თვალები და მუხლებზე ნერვიულად ათამაშებულ თითებს დახედა რომ იმტვრევდა მოსვლის წამიდან. -მე და დავითს ერთმანეთი არ გვყვარებია. - ამოიჩურჩულა ისე, მასაც რომ ძლივს შეძლებოდა სიტყვების გაგება. მიეხუჭა მაშინვე თვალები ცოტნეს, ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და გადაწვა ისიც საზურგეზე. ვერ გაიაზრა სიამოვნების ეკალმა დააყარა თუ პირიქით. - ამ ზაფხულს მე და ლიკა ბათუმში გავიპარეთ დასასვენებლად. წინასწარ დავგეგმეთ ყველაფერი და ჩვენს ყოფილ კლასელთან ვრჩებოდით, რომელიც ორი წლის წინ გადავიდა სხვა სკოლაში იქ... სანაპიროზე ვიყავით მაშინ გასული, მარტო ვიყავი მე, არც მახსოვს სად იყვნენ თავად გასულები ვიღაც რომ წამომადგა თავზე. ახალგაზრდა ბიჭი იყო, დაახლოებით 20 წლის. გახსოვს ფეისბუკზე პოსტებს რომ ვდებდი, სადაც... -მახსოვს. - მკაცრად შეაწყვეტინა და საუბრის გაგრძელებაზე მოუწოდა. აღარ უყურებდა მის დას თვალებში. -ამის გამო ერთხელ ლალი მასწავლებელმაც გამაფრთხილა ზედმეტი არ მოგივიდესო, მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა დირექტორის გაფრთხილებული რომ იყო, დირექტორი კიდევ... მათი... -რა გითხრა იმან? - დაეკითხა ლოჩოშვილი. -დემეტრე ბახტაძის შვილი ვარო. დიდი ხანი გაკვირდებოდი სოციალურ ქსელში და ვხალისობდი შენს პოსტებზეო. მამაჩემის გაღიზიანებაც კი მოახერხე ამ ასაკშიო... გვიანობამდე დავრჩით სანაპიროზე იმ ღამეს, სახლის გზას ფეხით ამოვუყევით, ხიმშიაშვილზე ცხოვრობდა ნინი და ავტობუსით აღარ გვიწვალია. ბევრი აღარ გვეკლო სახლამდე მისასვლელად მანქანა რომ გაჩერდა ჩვენს ფეხებთან. ის იყო, გადმოვიდა რამდენიმე თავისტოლთან ერთად და ჩვენი შეშინება დაიწყო. ერთი-ერთი რომ წამოიწია ჩემკენ მაშინ გამოჩნდა დავითიც. დღეს რომ მე ცოცხალი ვარ, ან მისი ცოლი არ მქვია, ეს მხოლოდ დავითის დამსახურებაა. თვალებმიხუჭული ისმენდა ლილეს ბაგეთგან წამოსულ სიტყვებს და გამარქაფებით ებრძოდა მის სხეულში ორი ,,მე“ ერთმანეთს - მოტყუებული ძმა და მადლიერი ცოტნე მელიქიშვილი. -არ ვიცი რატომ დამეხმარა, დღემდე ვერ ვხვდები მის მიზანს, იცოდა თავად ჩემზე კარგად რა ხალხთან მქონდა საქმე, ამიტომ მირჩია, რომ... -შენ... შენ წამით არ გაგხსენებია მაგ დროს ძმები რომ გყავდა? - გაისმა ყველაზე გატეხილი ხმა ქვეყანაზე, ძვირად რომ დაუჯდებოდა ლილეს მისი გამთელება და შეკოწიწება, ზუსტად ისეთი. -ცოტნე... -მე ვინ ვარ შენთვის, ლილე? მე რატომ არ ვიცოდი არაფერი? ნუთუ ასეთი ვარ, რომ თვალებდაბინდულმა ვერ შევამჩნიე ვერაფერი შენს თავს დატრიალებული. -არ გინდა, რა... -ასეთი ბრმა იყავი? შენ გოგო... ხვდები რას მეუბნები?.. დახმარება გინდოდა და უცხო კაცს მიენდე?! შენ... შენ გოგო... - სულ გადავიდა ჭკუიდან. წამოხტა ფეხზე და ბოლთისცემას მიჰყვა, გახშირებულად სუნთქავდა ნაკლები იყო ჰაერი ირგვლი... მგონი საერთოდ აღარც იყო. - შენ მე რა გამიკეთე, ხვდები?! - წამოიყვირა ბოლოს ვერშეკავებით, მიაჩერდა სახეში ატირებულ ლილეს. - ჩემი იმედი არ გქონდა? ადექი და ვაფშე უცხო კაცს გოგო, ჩემიანს კი არა, მიწიდან ამოთხრილს ენდე და მასზე დაქორწინდი! შენ ტვინი გაქვს მაგ თავში, გოგო?! საიდან მოიგონეთ, ვინ გასწავლა შენ საქმის ასე მოგვარება... -არ იყავი შენ აქ! იტალიაში იყავი, ეს მეგონა მაშინ გამოსავალი... -ხმაა! ენაა! - დასჭექა გაავებულმა. იმედგაცრუება ჩქეფდა სისხლთან ერთად მთელ ორგანიზმში, - ნუ მენახები, ნუ მაგონებ მაგ ხმას! მე არ ვიყავი ლუკა სად იყო! უცხო კაცი დაინახე მშველელად და ჩვენ ამოგვწყვიტე ყველა? არ იყო გუგა არსად?! ვერ იპოვე ლოჩოშვილი?! თუ გეგონა დაგამადლიდნენ თუ გეუცხოვა ესენი, ვერ შეჰბედე, შეგრცხვა?!. ასეთი რამ ტრიალებდა შენს თავს და მე ვინ გამოვდექი ბოლოს და ბოლოს შენს ცხოვრებაში?! გამოს*რებული ცოტნე მელიქიშვილი, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონია მის დას ნაბო*არი დემეტრეს ოჯახი რომ ემუქრებოდა! გოგო, შენ... ჩემს დას ვიღაც ემუქრებოდა... ჩემს დას! ემუქრებოდნენ და მე არაფრის ტყავში არ ვიყავი! -დამშვიდდი... - ფრთხილად მიუახლოვდა გუგა და ხელის წავლება სცადა აღიალებულისთვის. -უცხო კაცი გაიხადა მშველელად და მე ცოცხალი დამმარხა ამოთხრილ საფლავში, გუგა! -შემეშინდა!.. შემეშინდა რომ მოკლავდი და... -მკვლელს ხედავ გოგო ჩემს თვალებში?! ნუ მაგონებ-მეთქი მაგ ხმას! მაგის მეტი არ შემიძლია, რომ სიხლით მოვაგვარო ამხელა ამბავი, ეს კაცი ვარ შენს თვალებში, ლილე?! ასე მხედავდი მთელი ცხოვრება და ტვირთი არ ვიყავი შენს თვალში... -ცოტნე, ასე არ არის... - ვეღარ ჩერდებოდა ისტერიკაში ჩავარდნილი ლილე, თავის ცრემლებს ყლაპავდა გაუჩერებლად მომავალს და ხელებით უხსნიდა. -მომაშორეთ აქედან! მათე, მომაცილე ეს აქედან! თურმე შეეშინდა მკვლელი არ გავმხდარიყავი და, საბოლოო ჯამში, გამოქლიავებულის როლი მომარგო! ასე ნახა თურმე გამოსავალი, ესაა შენი გამოსავალი, გოგო?! სიკვდილს რომ ებრძვის კაცი შენ გამო, ესაა გამოსავალი?! მე უნდა ვიწვე ახლა იქ! მეე! სხვისი ცოდვა რატომ ამკიდე ამ ისედაც დამძიმებულ მხრებზე, რას მერჩოდი, ასე როგორ არ გამითვალისწინე, როგორ გადამაბიჯე, გოგო! უპატრონოსავით რატომ მოიქეცი ამხელა გოგომ, რატომ აფიქრებინე მთელ ქვეყანას რომ არ გყავდა უკან მოსიყვარულე, შენზე თანგადაყოლილი ოჯახი! მე ვინ ვარ ახლა, გოგო?! მე თუ შენ ვერ დაგიცავი, რად მინდა მე ეგეთი სიცოცხლე?!. შენთვის ვარსებობდი, თქვენს მეტი ვინ მყავდა მე... - ამოიჩურჩულა ბოლოს ხმაჩამწყდარმა და ჩაიკეცა ძირში სკამთან ახლოს, გაეშალა ერთი ფეხი მთელ სიგრძეზე, მეორეს მუხლი მოიკეცა დაებჯიანა ხელით და ჩამოაყრდნო მას დამძიმებული, აფეთქებამდე მისული თავი. - თურმე გამოსავალი ნახა... უცხო კაცს გაჰყვა ცოლად და ეს იყო თურმე მისი გამოსავალი... -მეშინოდა... შეშინებული ვიყავი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მისი ხალხი მოვიდა და პირში მითხრა ენას თუ არ დაიმოკლებ არ მოხდება კარგი ამბავიო... შემეშინდა, ცოტნე... -ნუ.. ნუ... ნუ მაგონებ... ნუ ამბობ ჩემს სახელს. გადი, მომშორდი აქედან. - სახეზე მოისვა ხელები და მეასედ დააიგნორა ლილეს ტირილის ხმა. - მე ახლა მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს... შენ ჩათვალე, რომ ძმებიც მამასთან ერთად დამარხე, ჩათვალე, რომ უპატრონო იყავი, ვერ დაგიცავდნენ შენი საწყალი ძმები და უცხო კაცი გაიხადე მშველელად. მე მეტს ვერაფერს ვხედავ. წადი ახლა აქედან. -ვერ წავალ... -მე იმედი მქონდა წასვლამდე, რომ ოჯახს ვტოვებდი აქ. იქიდან ჩამოსულმა ვიცოდი, რომ ორის ნაცვლად უკვე ერთიღა შემრჩა მხოლოდ, იმ სახლში მოსულმა კი ძალიან მწარედ მაჭამე მამაჩემის საფლავზე დაყრილი მიწა, რომ დამიბარა დიდის ამბით შენს დაზე წინ არავინ არ დააყენო ცხოვრებაში, მოუფრთხილდი და მასზე იზრუნეო. მე სულ მქონდა შენი იმედი, ლილე, შენ კი ისიც დაგვიწყებია ძმა რომ გყავდა საერთოდ. ალესილი ნაჯახით გულის დასერვას ჰგავდა უკანასკნელი სიტყვები. თავდახრილი, ნელი ნაბიჯებით მიჰყვა უკან წინ წასულ გუგას და ნახევარი ცხოვრებაც იქ დატოვა. საავადმყოფოს უკანა ეზოში, გონებადაბინდულ ცოტნესთნ ერთად, გული გაჩერებას რომ ლამობდა... ... არ დადგა არაფრით სიჩუმე დერეფანში. არ მიწყნარდა ეს ხალხი არაფრით. მის შვილს რომ გული უცივდებოდა და ეს ხალხი მაინც ცხოვრებას აგრძელებდა ეს უგიჟებდა სულს საწყალ ზოიას. ცხელი ყავა მიუტანა ლილიანასაც ლოჩოშვილმა და ჩამოდგა მასთან ერთად მათგან ყველაზე შორს. ჯიბეებში ჩაილაგა ხელები და თავით აეკრა კედელს. შემოჰხვია გაყინული ხელები ქაღალდის ჭიქას და შეფარვით გადახედა თვალებმიხუჭულს. არც გაუგია როგორ იჩურჩულა მადლობა. ნელა მოაშორა მზერა და უინტერსოდ, მოლოდინის რეჟიმში მიაჩერდა კვლავ თეთრ კედელს. ლუკა მელიქიშვილი არ შესულა შენობაში დანარჩენებთან ერთად. სიმართლის მწარე შეგრძნებები დაიარებოდნენ მის სხეულში და სიბრაზისგან უწითლებდნენ გადაღლილ, უძულო თვალებს. მიადგა ტაქსი შენობას, სირბილით გამოვარდა ახალგაზრდა გოგონა და ეზოში რომ მოჰკრა თვალი ლუკას დამძიმებულ სხეულს მიირბინა მაშინვე მასთან და დაუფიქრებლად გადაეხვია საყვარელ ბიჭს. უთხრა ყველაფერი მასაც, სხვა ვისთვის უნდა გაემხილა აბა საზარელი სიმართლე? შემოჰხვია მანაცა ხელები ძლიერად და ნახა საბოლოოდ ნანატრი სიმშვიდე გოგონას მკლავებში. მიეხუჭა თვალებიც თბილ სახლში რომ დაიგულა თავი და ჩაუკოცნა გემრიელად გაცხელებული კისერი, აღაჟღაჟებული, წთელი ლოყები... ეგოისტურად გაუხარდა ყველაფერი ლიკუნას, რომ არ დაუკარგავს თურმე ასე მწარედაც თავი მის საუკეთესო მეგობარს და არ მოუნდომები ამ ასაკში ოჯახის შექმნა, არ იყო ის მისი ძმა, ყველაზე ნაკლაბად მიედებოდა მის გულს ეს ცეცხლი, სირცხვილი რომ ჰქვია. საღამოხანი იყო თვალები რომ გაახილა უმცროსმა გოგოლიშვილმა. მოიკითხა მაშინვე დავითი. მერე... მერე ცოტნე. გაახსენდა თავისი სიტყვებიც შერცხვენილს და თავზე წაიშინა ხელები. ის ხომ არ იყო ასეთი სუსტი ყველას თანდასწრებით ასეთი სიტყვები ეძახა კაცისთვის, რომელიც საერთოდ არ იმსახურებდა... როგორ დაჯაბნა მღელვარებამ?.. როგორ არ გაითვალისწინა მისი განცდები, თვალი რომ ვერ მოჰკრა ვერსად ამან საბოლოოდ ჩამოაცალა ფეხქვეშ იმედი. მოიყარა მეორე დღეს გოგოლიშვილების სანათესაო ეზოში, ღერს ღერზე უკიდებდენ კაცები, ქალები კი ნერვიულად მოთქვამდნენ ახალგაზრდა ბიჭის საწყალი ბედით დამძიმებულნი. ვერ გაიკარა ვერავინ ზოიამ, არც შვილი და არც მშობლები, ცისანა ამოსდგომოდა გვერდით დაბეჩავებულ ქალს და შემოეხვია ხელი გამეტებით, იმ ტკივილს გრძნობდა ახლა ზოია, ცისანას ამის წარმოდგენაზეც რომ თვალზე ბინდი ეკვროდა და შეშინებული წაიბუტბუტედა თავისთვის ლოცვას. ენანებოდა ღამით დასატოვებლად, თუმცა იცოდა კარგად, რომ სჭირდებოდა ახლა ლილეს დედა წყალივით და ყველაფერზე მეტად. ვერ გაკიცხა, ვერ გაიმეტა მანაც თავისი ვაჟებივით ერადერთი ქალიშვილი, მზესავით მანათობელი, მასსავით სინათლის წყაროდ მოვლენილი მის ჩამქვრალ ცხოვრებაში. ის ბრაზიც როგორი უმნიშვნელო ყოფილა... როგორი ძალით შენარჩუნებული და მარტივად გადასახტომი დედისთვის. მართალი იყო შოთა ბაბუა, არაფერი არ ღირს შვილის მოძულებად, ის შიში უღრღნიდა ნერვებს ქალს, რომ წარმოიდგენდა შეიძლებოდა ლილეც ყოფილიყო მის მდგომარეობაში... ამიტომ დაჯაბნა შიშმა, სიყვარულმა, დედობამ ყველაირი წყენა და გახელებულმა დაუკოცნა ქალიშვილს მონატრებული, ტკივილით სავსე თვალები... ერთი კვირა ისე გავიდა არ მოსცილებია გოგონებს ლოჩოშვილი არც მისი ძმაკაცის საყვარელ დედიკოს, ყველაზე ნაკლებად მასზე იმოქმედა ქეთას გასროლილმა ტყვიებმა, სულაც რომ არ იყო არც ერთი გულით ნათქვამი. ერთ კვირაში გაახილა თვალები დავით გოგოლიშვილმა და აუმუშავა დედას მიძინებული გული. ისე დაუფიქრებლად გადაეხვი უფროსი გოგოლიშვილი ქალბატონ მაყვალას, რომ მგონი მხოლოდ ლუკას გამჭრიახ მზერას კი არა, არც ერთის დაფიქრებულ და მზაკვარ თვალს არ დარჩენია უყურადღებოდ. ეშმაკურად ჩაეცინა ლოჩოშვილს და უჯიკა ხელით გვერდზე მდგომ ლილიანას. მალევე შეცვივდნენ პალატაში დიდიან-პატარიანად და გამოიკითხეს დაწვრილებით მისი მდგომარეობა. ღიმილით შეათვალიერა საზოგადოება, რომ ვერსად გადაეყარა ცოლსა და ავადსახსენებელ ცოლისძმას, რომ დაიხელთა ლუკას უცნაური მზერა მაშინ გაიაზრა ყველაფერი. მარტო დატოვეს ბოლოს ბიჭები. შუბლზე კოცნით დაემშვიდობა დედა და დიდი ხვეწნის შემდეგ საბოლოოდ წაიყვანეს სახლში ზოია. ვერ გაუსწორა თვალი გადამდგარ სიძეს. საწოლთან ჩამომდგარიყო და თავისი ლექსიკონის ყუთში გაუჩერებლად ეძებდა სიტყვებს, საუბრის წამოსაწყებად. ამოიღო ბედად ხმა სიკვდილიდან მობრუნებულმა. -შუათითი ვაჩვენე ცელიან კაცს, ისე არ გამიხელია თვალები. ჩაეცინა სევდიანად ლუკას და ახედა ბოლოს თვალებში. -გამიხარდა, რომ გადარჩი. -აჰა, რომ გაიგე არ ყოფილა თურმე ნამდვილი სიძეო, გაიხარა შენმა გულმა? მერე გაგიხარდა... 5 სანტინეტრიანი ჭრილობა უნდა მქონოდა მუცელში, რომ შეგყვარებოდით ძმებს საბოლოოდ?! -5 სანტიმეტრიანი არა ის... ან ვინ გითხრა, რომ შეგვიყვარდი? და ჩემს ძმას მითუმეტეს. -უი, არა? - გაიკვირვა წარბაწევით და წამიერად ატკიებული ჭრილობისკენ გაექცა ხელი, დაემანჭა სახეც. -დავუძახო ექიმს? - დაფაცურდა მაშინ ლუკა. -მოიცა, რა ექიმს, გაქცევა მინდა ისედაც აქედან. ამოიხვნეშა ერთი მელიქიშვილმა და მორიდებით ჩამოჯდა სკამზე. -რომ მოგწვდება ჩემი ძმის კლანჭები ყველგან, ეგ ხომ იცი? - შეამზადა მაინც მოსალოდნელისთვის. -ლილეკოს გამო ტყვიას გადავუდგები მე, ვინაა შენი ძმა? -ისევ ვერ ვიჯერებ ამხელა რამეზე რომ წახვედი უცხომ უცხო გოგოს გამო. -შენ არ გინახავს მაშინ ლილეს თვალები და ვერ მიხვდები ვერაფერს. - შეეცვალა უეცრად თვალები დასერიოზულებულს, გადააქნია თავი ფრთხილად, და გულწრფელობის საამო აურა მოედო ამჯერად მთელ ოთახს. - შეშინებული ყველგან ეძებდა საშველს და იმ წამს ჩემში რომ დაინახა ეს, ვერ გავბედავდი მე უკან დამეხია, თუნდაც იმიტომ, რომ ძმები ჰყავდა მას უკან. ჩემი ქეთა დამიდგა თვალწინ ასეთ უმწეო მდგომარეობაში და გულმა რეჩხი მიყო... -და შენი და რომ აღმოჩენილიყო... -არ გინდა ახლა ეგ ბაზარი... - გადააქნია თავი ამრეზი სახით. - შენი ძმა იმაზე იქნება აფოფრილი მე რომ შევეწირე მის დას და თვითონ არაფერი იცოდა ამის შესახებ, ძმა რომ ჰყავდა ლილეს ამხელა და მან რომ ვერ შეძლო მისი დაცვა, ვითომ მისი წილი რომ მომხვდა მე... -ვითომ? ჩვენი წილი მოგხვდა შენ დაუმსახურებლად. -სავსებით დამსახურებულად. ერთი ოჯახი ვართ ჩვენ, როგორც არ უნდა ცვალოთ სიმართლე. გადააქნია თავი ხელჩაქნევით ლუკამ. ამან თუ ასე გააგრძელა ლაპარაკი დააბრუნებდა მალე ცოტნე შეჩვეულ ადგილას... -ვერ დამშვიდობებიხარ კარგად მაგ ცელიან კაცს. - წაუსისინა და აგრძნობინა კარგადაც რას მიანიშნებდა, ჩაეცინა გამხირულებულ დავითს. -ჯანდაბას, ვნახავ კიდევ ერთხელ... ორივე ხელით ვაჩვენებ ამჯერად. ხეზე უკანასკნელი მშვიდობის დროშასავით მოფრიალე გადახუნებული ფოთოლიც რომ ჩამოვარდა მიწაზე, მაშინ შეიგრძნო გოგოლიშვილმა ზამთრის უდიდესი უპირატესობა. მიაბიჯებდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სახე ხასხასა ლურჯ კაშნში დაემალა და არღვევდა მანქანების სიგნალებთან ერთად სიჩუმეს გამხმარ ფოთლებზე დაბიჯებული ფეხით, თავის სასიამოვნო ხმას რომ გამოსცემდა. მიუახლოვდა მალევე საავადმყოფოს და დინჯად აიარა კიბეები სასურველ პალატამდე მისასვლელად, გზა და გზა იშორებდა თან ლაჟვარდისფერ კაშნს, გველივით რომ შემოეხვია გრძელ კისერზე. ახალ წლამდე 5 დღე იყო მხოლოდ დარჩენილი და თითქოს საავადმყოფოს ადმნისტრაციამ მოცილება გადაწყვიტა დავითისნაირი მოლაყბე პაციენტებისა, კარგახნის გამოკეთებულნი რომ იყვნენ უკვე. ზოია უკვე იქ იყო, გაუჩერებლად ქაქანებდა და ათას შენიშვნას აძლევდა მოუსვენარ ვაჟს, ჩამომდგარიყო ალხოს შოთა ბაბუაც და ღიმილს ვერ იშორებდა ვერაფრით ისევ რომ ხედავდა საყვარელი შვილიშვილის მოფრუტუნე სახეს, ისევ რომ გადაღალა დედის ზედმეტმა მზრუნველობამ. -ოჰ, გავახსენდი ვიღაცას... - საყვედურნარევი ტონით გააჟღერა და წარბაწევით გადახედა შემოსწრებულ დას. -გამახსენდი ხო, ჭურჭელი იყო დასარეცხი ნიჟარაში, თვალი რომ შევავლე შენ დამიდექი თვალწინ მაშინვე და გამოვქანდი ყურებით რომ წაგათრიო... -აი და... აი დედმამიშვილი, ოსკარი მიეცით და დაჰკიდეთ ვინმემ ოქროს რგოლი იმ ამპარტავან კისერზე. რამდენიც გინდა იმდენი არიდე თავი, მესმოდა მე ძალიან კარგად შენი ტირილი, ძამიკო... არ წახვიდე, გთხოვ... არ დამტოვო მარტო, ბედის ამარა... ეულად... ჩემო ბიჭო... - გამოაჯავრა ატირებული, ემოციური ხმით. ამრეზი სახით უმზერდა ჯერ ძმას მერე კი მისი მაისური მუქნია ფერდებში. -შე საწყალო, უბედურ დღეზე დაბადებულო... რას იგონებ? ვერ მოესწრები ეგეთ სიტყვებს ჩემგან. -მე ვარ უბედურ დღეზე დაბადებული და შენ სტალინის გარდაცვალების ორმოცდამეათე წელს, ხო?! -გეყოფათ! - აყვირდა ბოლოს შეზარებული ზოია, რომ აღარ დათმო არც ერთმა ვირმა.-უთხარი მამა რამე! - სასოწარკვეთილა გახედა შოთა ბაბუას რომ აღარ დაადგათ საშველი. -კარგი რა დედა, კაცი ჭკუაზე არ არის, ფრინავს ცაში სიყვარულით ამწვარი გულით, ჩვენთვის სცალია ახლა?! - ვითომ ნაწყენი თვალებით გადახედა დედას. მოიქუფრა მაშინვე შოთას მხიარული სახე. -რაებს იგონებ ბიჭი შენ? -რაებს და მეჯვარეობისთვის ვემზადები ნაჭრილობევი. ტუჩებზე აიფარეს ხელები ქალებმა რომ არ დაენახებიათ შოთასთვის გაწელილი ტუჩის კუთხეები. თვალები ამხელდნენ მაინც... სად წავიდოდნენ... ამ ამბავში იყვნენ გახლართულნი კარები რომ შემოაღო შავგრემანმა ახალგაზრდა ბიჭუნამ ამრეზი სახით. ლურჯი ჯინსის შარვალი და ღია ცისფერი მაისური ეცვა, გარედან კი სქელი პერანგი მოერგო. კარგად წამოსული წვერი კი თავების მოკვეთას ითხოვდნენ... ყავისფერი თვალები მოატარა ოთახს მზერა შეუცვლელად. -საავადმყოფოში უნდა მოვსულიყავი და აქ უნდა მენახე, მაინც და მაინც? სახლი არ გაქვს შე დალოცვილო? -მომიტევეთ ბატონო ნიკოლა, გავირბენ ახლა უცებ ფეხით სახლამდე და მომეწიე უკან. -მოგეწიოს შენი და მაგერ! - შესძახა გაგულისებით. - როგორ გიკითხოთ, ზოია დეიდა? -თქვენ იყავით კარგად შვილო და მეც კარგად ვიქნები. -თვენს ვაი შვილს ზუსტად 5 წუთში წამოვაყენებ ფეხზე. მისი წამალი გამომატანეს აჭარიდან. პირადად მისთვის. -ახლა არ თქვა კარაქი და ყველი ჩამოგიტანეთო, თორემ გავგიჟდები! - ხელები ასწია ქეთამ დამნაშავესავით აღშფოთებულმა. -გადი რა გოგო შენ იქით! რას მედები ფეხებში! - დაჰყვირა ძაღლივით და დაუბრიალა თვალებიც. - ენა აქვს თქვნს გოგოს იმ სიგრძე ლაპარაკსაც არ მაცდის. ჩემი ხელით უნდა მოვუმზადო ბორანო, ღმერთების საჭმელი თქვენს ვაჟს. -არა, მე სულ მქონდა შენი იმედი, ჩემო ნიკოლა... ეს და არის და ვერ გადააგდებ, თორემ სულ შენ იყავი ჩემთვის დედმამიშვილი... - გაბრწყინებული თვალებით ახედა კაცს და კმაყოფილების ღიმილმა გაუნათა სახე, მონატრებულ კერძს რომ დააგემოვნებდა მალე. -რა ტყუილად იღიმი, ჩემო ბიჭო, მაგხელა ცხიმიანი არ გეჭმევა. -დედა, დავბრუნდები იცოდე იმ ცელიან კაცთან! - დაიმუქრა ნაცარშიკოვზჩავარდნილი. -გაგიხმეს ენა! რაებს ამბობ, ბიჭო?! - დაუცაცხანა გამაქაფებულმა ქალმა. რა სულელი იყო ეს ბიჭი. -კარანტინში უნდა მოხვდეთ თქვენ, ერთად. - დასცინა ქეთამ და კედელს მიეყრდნო ირონიული ღიმილით. - ცდები და დაკვირვება უნდა ჩატარდეს თქვენზე. -უყურე შენ, როგორ ასარსალებს ენას გველივით... გადააქნია თავი მობეზრებული ღიმილით ზოიამ... აღარ გაიზრდებოდა მათი ბავშვური გული მეტად. ... ,,დადგება მალე ზაფხულის დღეები, მე ისევ მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ.“ მორიდებით შეაღო საავადმყოფოს კარები და მიიპატიჟა დაუდევრად გარეთ გამეფებული სიცივე. მოიბუზა მაშინვე ლელა და რომ გადახედა მონატრებულ თანამშრომელს ღიმილით წამოვარდა ფეხზე, მიიჭრა საჩქაროდ და ისე შეახტა, თითქოს ბევრ წელს ითვლიდა მათი მეგობრობა, ან საერთოდაც დიდი ხნის უნახავი ჰყოლოდა. სანამ არ მიაცილა თავის კაბინეტამდე და არ გამოჰკითხა თავიდან ბოლომდე ყველაფერი მანამ არ მოისვენა ლელამ. ძლივს ჩააკვეხა ბოლოს კითხვა, სად არის ცოტნეო, ამ უკანასკნელმაც არ მოსულა ჯერო და მისცა საშუალება ქეთასაც მშვიდად რომ ამოესუნთქა და დაელაგებინა სიტყვები მის მოსვლამდე. ნახევარსაათიანი ჭორაობის შემდეგ გამოიხურა ბოლოს კარები და დაუბრუნდა თავის საქმეს ლელა. ნელა მიჰყვა ქეთაც, ფთხილად წამოდგა სავარძლიდან და შეაღო კარები ძალით, რომ არ გამოჰპარვოდა შემთხვევით სულიერის შიგნით შემოსვლა. მის კარებს ჩაივლიდა მისი ინტერესის ობიექტ თავის კაბინეტამდე მისასვლელად. არ ჰყოლია იმ დღეს პაციენტები, ბუზების თვლაში გაატარა მთელი დღე. იმედგადაწურულმა საღამოს 8 საათზე რომ დაიწყო ჩაბარგება, მაშინ შემოაღეს კარები და დაურა მასაც მაშინვე ჟრუანტელმა სხელზე... ვერ დააბრალებდა შემოსულ სიცივეს, ვერც მიაღწევდა მის ოთახავდე, ცოტნეს ბოხი და მკაცრი ბარიტონი იყო მიზეზი ყველაფრისა, შორიდანაც რომ გაარჩია გაბრაზების ნაწილები მის გამარჯობაში. ჩაიარა ქეთას კაბინეტი ისე, რომ არც გაუხედავს და რაც დაინტერესებულა შიგნით მყოფი ქალბატონის არსებობით. ითრია კარგხანს ფეხი, თუმცა 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ, ცოტნეს კარებთან მდგომმა ხელი რომ წამოსწია დასაკაკუნებლად მაშინ გაიაზრე რეალურობის მთელი სიცხადე და გასაქცევად მომზადებულს შემოესმა პასუხიც. ნელა ჩამოსწია სახელური და შეიჭყიტა ცალი თვალით. ლეპტოპის მონიტორზე გაეშტერებინა მზერა მელიქიშვილს, იდაყვები დაედო მაგიდის ზედაპირზე და გადაღლილი სახე დაეჭირა ორივე ხელით. ზედაც არ შეუხედავს ზანტად მომავალისთვის. არ ჩამომჯდარა ქეთა, ზურგს უკან დამალა ორივე ხელი და ასე დააკვირდა ერთხანს. -გინდოდა რამე? - დაარღვია ბოლოს სიჩუმე მელიქიშვილმა, ცალი თვალით დააკვირადა ფეხზე მდგომს. -მინდოდა... რაღაც მინდოდა მეთქვა. -გისმენ, საქმეები მაქვს. - კომპიუტერისკენ მიუთითა თვალებით და ანიშნა სწრაფად ამორერღეო. -ბოდიშის მოხდა მინდოდა იმ სიტყვების გამო, რაც გითხარი. გულით არაფერი მითქვამს. - ჩუმად ამოღერღა და თითების წვალება დაიწყო გაუჩერებლად. ამოიხვნეშა ცოტნემ გადაღლილი სახით, სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი და ჩამალა თან ხელებში რომ არ შეემჩნია მისი გაწელილი ტუჩის კუთხეები ღიმილისგან. ისეთი სასურველი იყო ახლა, ფეხზე ძლივს მდგომი, იძულებით რომ იხდიდა ბოდიშს, რომ აცეცებდა თვალების გაუჩერებლად... -ვერ მიშველის ბოდიში, მეწყინა ძალიან, გულზე მომხვდა შენი სიტყვები. როგორ უშველი ამას შენი ბოდიშით? - წამოდგა ბოლოს და დაბნეულ თვალებში გაუწორა მზერა, სერიოზული სახე მოერგო თან, ძლივს რომ ინარჩუნებდა მიმიკებს. -გულით არ მითქვამს, გეფიცები... - გადააქნია თავი საწყლად, - არც ვიცოდი რას ვამბობდი... მიახლოებულმა თამამად შეიგრძნო მონატრებული სურნელი და ძლივს შეიკავა თავი სიამოვნებისგან თვალებიც რომ არ მიეხუჭა. ისე ახლოს მოვიდა ეს კაცი დაუდევრად გადადგა ორი ნაბიჯი უკან და მიასკდა ზურგით კარებს. ერთი კვირა ზედმეტად გრძელი იყო თვალებს რომ ენახა გახარების მიზეზი და ზედმეტად მოკლე იმისთვის, რომ გაერკვია შეძლებდნენ თუ არა მისი თვალები ერთ კვირაზე მეტხანს აეტანათ ეს ამხელა სევდა... -კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა... - ამოიჩურჩულა არეული გონებით და ძლივს გაუსწორა თვალები. -გისმენ. -წასვლა მინდა. - საჩქაროდ ამოთქვა. წამით ვერ მიხვდა რის თქმას ცდილობდა ქეთა, რომ გაიაზრა წარბები თავისით ავიდნენ მაღლა, ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებქვეშ და დააკვირდა სიბრაზე შეპარული თვალებით. -სად გინდა წასვლა? - ჩაეკითხა დიდის ამბით. -აქედან. სამსახურიდან. მისწია თავი უფრო ახლოს მელიქიშვილმა, საჭირო მანძილზე მეტადაც კი. -და რატომ? -სანამ შენ გამაგდებ მინდა ჩემით წავიდე. -და რატომ გაგდებ მე? -არ მაგდებ? - გაოცებით შეეკრა წარბები ქალს. ჩაეცინა გახალისებულს. გაახსენდა ძალიან კარგად თავის დროზე ნათქვამი სიტყვები - ქეთას დამოკიდებულებაზე სამსახურების მიმართ. ერთი კვირის შემდეგ და მგონი საკმაოდ ბევრი ხნის შემდეგაც ცოტნეს სახეზე ბედნიერება გადაეფინა. -რა გაცინებს? - შეუტია მაშინვე გამხიარულებულს. რა იყო სასაცილო, ტრაგედიას ლაპარაკობდა აქ ქალი. -შენ მაცინებ. ახ... სულ დამავიწყდა შენი ფეტიში... -არაფრის ფეტიში არ მაქვს. სასაცილოც არაფერი მითქვამს. ენა ჩააკმენდინა მაშინვე წელზე რომ შეუსრიალა გაყინული ხელები, მიეტმასნა ისე, ამაზე მეტად რომ აღარ შეიძლებოდა და მიაწვა მუცელზე მთელი ძალით. დაუხშო და დაავიწყა სუნთქვა რომ შეეძლო გოგოლიშვილს წაეტანა მაშინვე მარჯვენა ხელით, რომ ვერ უყო ვერაფერი ფრჩხილები ჩაასო გამწარებულმა გათავხედებულ კაცს. წარბების აწევით მიანიშნა აქაოდა არაფერი გამოგივა, ზედმეტს წვალობო. -მე არავინ გამიგდია სამსახურიდან, შენ მითუმეტეს ვერ გაგაგდებ, თან იმის გამო, რომ უბრალოდ გრძელი ენა გაქვს. -რაებს მეუბნები, გამიშვი ხელი!.. -არ გამაბრაზო, ქეთევან. - ავად წარმოთქვა უკანასკნელი სახელი. - ხვალიდან სამსახურში დაბრუნდი, თუ არ გინდა ახალი წლის ღამეს ღამის სმენში ჩაგსვა. -და რა პრივილეგია მაქვს მე? ან მე რა შუაში ვარ ღამის სმენასთან? -მერე, არ გინდა რომ შეიცვალო სტატუსიც და პოზიციაც?.. - ვერაგული ღიმილი მოერგო სახეზე მელიქიშვილს და არ წყვეტდა ქალის წვალებას, არც ის ხელი გაუშვია არაფრით, თითებს რომ ათამაშებდა თავისი ნება სურვილით. ფრთხილად გადაუწია წინ ჩამოყრილი თმა და ახლოს დახრილმა კისერზე მიაწება ცხელი ტუჩები და დაატყო სამუდამო კვალი მხოლოდ ქეთა რომ შეძლებდა მის დანახვას. - შენ გარეშე ძალიან ცარიელია ამხელა საავადმყოფო. მოსვლის სურვილიც მეკარგებოდა. -ვინ ვარ მე ასეთი... - აიქნია თავი მის მოსაშორებლად -გეყოფა იგივეს გამეორება, - ოდნავ მკაცრად შესძახა და დაუბრიალა თვალები. ისე სწრაფად ეცვლებოდა მიმიკები წესიერად თვალის შევლებასაც ვერ ასწრებდა ქალი. -გამოფხიზლდა ჩემი ძმა. - წარმოთქვა ბოლოს ხმაჩაწყვეტილმა, ოდნავ მოშორებით რომ დაიგულა ცოტნეს სახე. მოაცილა ფრთხილად სუროსავით შემოხვეული ხელი, სიგარეტის ყუთი მოიძია ჯიბეში და სავსე ყუთიდან ერთი ცალი ამოაძვრინა. ახალად ამოწვერილ წვერზე გადაისვა ხელი და ისე მიაჩერდა კარებზე მიწებებულ ქალს. - გავიგე ყველაფერი. მათი უაზრო თამაში... -მათზე გინდა საუბარი? მათ გამო ისედაც ხომ ამოიდგი ჩემთან ენა, ახლაც გინდა, რომ მათზე მელაპარაკო? - ჩააფერფლა საფერფლეში უხეშად და გადახედა კვლავ ინტერესის ობიექტს. -მე მინდა, რომ საბოლოოდ გავარკვიოთ ყველაფერი. ვნანობ იმ სიტყვებს რაც გითხარი, მგრამ მგონი ახლა ვხვდები, რომ სულაც არ ღირდა შენ გამო ნერვიულობად. ლილეს ვატკინე გული ჩემი სიბრაზით და ამას ვნანობ მხოლოდ. და ვგრძნობ არც შენ დააკლებდი საწყალ გოგოს... - მოშორდა ბოლოს კარებს და კოპებშეკრულმა დაუცაცხანა მაგიდაზე ჩამომჯდარს. -ყველა გებრალება ჩემ გარდა... საწყალ გოგოს, - ირონიულად წარმოთქვა და ჩაეცინა სარკაზმულად, - ძალიან საწყალია, იმდენად, რომ უცხო, სრულიად უცხო კაცს სთხოვა დახმარება და სულ მიივიწყა ჰყავდა თუ არა უკან ვინმე. -ლილე ბავშვია, პასუხს მოსთხოვ იმის გამო, რაც დაუფიქრებლად გააკეთა, მაგარმ არ გაქვს უფლება უსაყვედურო, რომ შენზე ნერვიულობის გამო გადადგა ასეთი ნაბიჯი. -მე ყველაფრის უფლება მაქვს ახლა... - ავად ჩაისისინა და გაშალა უფრო ფეხები, კარგად რომ ჩამომჯდარიყო მოუხერხებელ მაგიდაზე. - შენ არ ჩაერიო-მეთქი მე როდის გითხარი ეგ? რატომ ცდილობ ძალით შემომაპარო შენს ძმაზე ინფორმაცია, რატომ გინდა, რომ დავინტერესდე, მოვიკითხო, მე თავად რომ გკითხო მასზე და მაინტერესებდეს მისი მდგომარეობა? არ მომერიდება არაფერი, ჩემი ფეხით მოვიდოდი შენთან და გავარკვევდი ყველაფერს. ისედაც არ მინდოდა მაგ კაცს ჩემს ცხოვრებაში რომ ეტრიალა, ახლა ამხელა მიზეზიც მქონია და რატომ ცდილობ ძალით... -გეყოფა! გეყოფა, ადამიანო! რატომ ხარ ასეთი ბოროტი?! როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი, ცოტნე?! მადლიერების გრძნობა საერთოდ არ შემორჩა მაგ შენს გულში? რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც არ უნდა ყოფილიყო მათ უკან, ჩემმა ძმამ დასავით შეიყვარა შენი და და სიკვდილსაც არ შეუშინდა მისი გულისთვის. არაფერს არ ვცდილობ მე! მე მინდა ის დაგანახო უბრალოდ, რასაც ამას დავითი არასდროს არ იზამს და არც გეტყვის! -და რას არ მეტყვის შენი დავითი?! უმადური რომ ვარ?! შენი დის გამო მე თავი გავწირე და შენ ერთხელაც არ მოხვედი რომ გეკითხა როგორ ვიყავიო? და ჩემთან მოვიდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო და გადამწყვეტი?! ვინ გამიხდა გოგო ეგ... ვინ ჯანდაბა იყო ჩემი დის დაცვა რომ აიღო თავზე, რატომ არ მოვიდა და არ დამელაპარაკა ნორმალურად, ხომ შეუყვარდა ჩემი და, ხომ იდარდა, რა ეგონა, ჩემზე მეტად დაიცავდა ჩემს გაზრდილს?! რას მიმტკიცებ და რას მაჯერებ, გოგო?! მე რომ შემხვედროდი შენ ანალოგიურ სიტუაციაში, მცოდნოდა ძმა რომ გყავდა გვერდში მდგომი და მე მაინც ჩემებურად მომეგვარებინა სიტუაცია, როგორი იქნებოდა?! ხელი რომ დამევლო შენთვის ცოლად გამომყევი, სხვა გზა არ არსებობს-მეთქი რომ მეთქვა რა მოხდებოდა? მაგარი კაცი ვიქნებოდი მაშინ? მე ვინ შემეკითხებოდა, ჩემი საქმე არ იქნებოდა შენი დაცვა და პატრონობა, როდესაც გავიგებდი, რომ ძმა გყავდა გვერდში! ხვდები რას გეუბნები? ერთი სიტყვის ღირსიც არ გამხადა მე შენმა ძმამ, არ მოვიდა და არ ამიხსნა ნორმალურად, პირიქით, ძალით მიწვევდა და მაღიზიანებდა! არც გაბედო ახლა იმის თქმა, რომ ლილე მოსულიყო და მას ეთქვა ყველაფერიო! ის სულელი გოგო საერთოდ არ ახსენო, მან რომ ვერ აიღო პასუხისმგებლობა თავზე ეს არის ყველაფრის მთქმელი! თავზე გადამახტა, არ გამითვალისწინა, როგორც კაცმა და ფეხებზე დაიკიდა ჩემი ნამუსი! გაცოფებული უწევდა ხმას და ვერ აშორებდა თვალს ერთი წამითაც ატუზულ ქალს თვალები რომ დაეხარა. თითქოს ახლა გაიაზრაო რეალურობის მთელი სიმძიმე და დაამუნჯა კაცის სიტყვებმა, ვეღასრად იპოვა გონებაში მისი ძმის დასაცავი სიტყვები და არც ის გამოდგა საკმარისი, რაც ჰქონდა ისედაც ენაზე, რომ ლილეს უნდა ეთქვა, რომ ვერ გაიმეტა პატარა გოგო მარტო დასატოვებლად და... არ იყო პასუხები, არ იყო მიზეზები. დავითს უფლება არ ჰქონდა მას გადეწყვიტა პატარა გოგოს ბედი, თუნდაც თავისი სიცოცხლე დაედო სასწორზე მათთან დაპირისპირებით. -მოვალ ხვალ. - ძლივს მოუყარა ამ ორ სიტყვას თავი და დამშვიდობების გარეშე დატოვა სიბრაზისგან აელვარებული კაბინეტი. ... შოთა ბაბუასთვის რომ გეკითხათ, რას ფიქრობთ, დედამიწა რის გარშემო ბრუნავსო, უყოყმანოდ გეტყოდათ, რომ დედამიწა ღერძის კი არა სულელი ადამიანების გარშემო ბრუნავს. ისინი არიან მსოფლიოში ყველაზე უფრო გაქექილნი, გამჭრიახნი, სხვის ომში ბრძენნი და თავისაში ბრუტუსივით საწყალობელნი, გლეხურად კი,,ჩმორნი“. შხამიანი გველებივით მგესლავებს უწოდებდა მათ შოთა ბაბუა და ერთ დროს მათ მახეში გაბმული თავს ვერა ჰპატიობდა წარსულის დალილიავებულ, გასულელებულ გულს, ერთი ნახვით რომ შეყარა ლამზირა მაჭავარიანის სიყვარული. თვალს მოეწონა და გულსაც უბრძანა მიიკეტე კარებიო. ლამზირა ისეთი მაწყევარი, მოქაქანე და ენაკვიმატი აღმოჩნდა, რომ, როგორც ძველები იტყოდნე, ერთი დღეც არ დაანახა თავის კაცს ნათელი. ცხოვრება ისე გალიეს მათზე უკეთესი მეგობარი არ ეგულებოდათ ერთმანეთისთვის. 30 წლიანი თნაცხოვრების შემდეგ რომ დატოვა საყვარელი კაცი ლამზირამ, სულ მეგობრის დაკარგვის ცხარე ცრემლები სდიოდა შოთას, ვერ შეიყვარა როგორც ქალი თუმცა, როგორც მეგობარს სიცოცხლე მიუძღვნა გაწამებული. არც ლამზირას გრძნობები გასცდენია მეტს, ვიდრე საუკეთესო მესაიდუმლე და მეგობარი იყო, რომ ენატრა მასზე უკეთეს ქმარს ვერ მოძებნიდა ვერც ერთ ცხოვრებაში, იმ დროში მითუმეტეს. 70 წლის ასაკში კი შოთა ბაბუამ გულში იგრძნო ის, რასაც გრძნობენ ხოლმე შეყვარებული ადამიანები და ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდა. ვინ დაუწესა სიყვარულს ასაკი?! დაგიფიცებდათ, ნებისმიერ ცინგლიანზე უკეთ შეიგრძნო და დააფასა ეს ბობოქარი გრძნობა ამ ასაკში ვიდრე მოახერხებდნენ ისინი. იმდენად საამო იყო ეს, სხეულში ვერდატეული გრძნობა, რომ მთელი სურვილით ექაჩებოდა შინაგანი ხმა გაამხილეო, გააგონეო, დაანახეო... დაე ყველამ გაიგოს, რომ 70 წლის შემდეგ შოთა გოგოლიშვილის გულის კარები უკანასკნელად გაიღო და სწრაფადვე დაიხურა ერთადერთი ქალის სახელით გამომწყვდეული. ზანტად, მთქნარებით ჩამოარა სახლის კიბეები ქეთევანმა, სამზარეულოსკენ აპირებდა წასვლას გაღიმებულ შოთიკოს რომ წააწყდა სავარძელში მჯდომს. ტელევიზორისთვის გაეშტერებინა ისეთი ღიმილიანი, აციმციმებული მზერა, დაიფიცებდა ქეთა, საერთოდ სხვაგან იყო გადასროლილი და მას უღიმოდა, თავის ფიქრებში მჯდომსა და ბუდე გაკეთებულს. -ბაბუა, - ანცად წარმოთქვა ყველაზე საყვარელი სახელი და მიუჯდა გვერდზე გამოფხიზლებულ კაცს, - როდის მერე გაინტერესებს მცენარეების ფოტოსინთეზი როდის და როგორ მიმდინარეობს? -რა? - დაბნეულმა გააცეცა თვალები. გადახედა ბოლოს ტელევიზორს, მთელი ენერგიით რომ ხსნდა ბოტანიკოსი მისთვის გაუგებარ სიტყვებს მცენარეებზე. ჩაუკმინდა მაშინვე ხმა და მიაჩერდა სახეში საყვარელ შვილიშვილს. - თვალები გამიშტერდა. -თვალები მართლა გაგიშტერდა... ჩვენ რომ ძალიან კარგად ვიცით იმ ქალბატონზე... ფიქრებშიც ხომ არ გიზის შემთხვევით. -ქეთა, წადი შენ დაგაგვიანდება სამსახურში. - მოინდომა თავის დაძვრენა კაცმა, რას გააწყობდა, თან ამ ღიმილსაც რომ ვერ უშვრებოდა ვერაფერს. -ჩემი სამსახური მოიცდის, შენი გული ვეღარ. ბებიობას თუ მიპირებს ის ქალი მთელი დღეები რატომ მაშტერდებოდა მოქუფრული სახით? -გრძელი ენა გაქვს და მაგიტომ! არაფერსაც არ გიპირებს, მომცილდი! -როგორ არ მიპირებს! - გაასავსავა ხელები, - მიპირებს! როდის მერე ვუმალავთ მე და შენ ერთმანეთს რაღაც-რაღაცებს? -მგონი სულაც არ ვარ მე ის ერთადერთი, რომელიც მალავს ჩვენში საიდუმლოს. - წარბაწევით, ბევრისმთქმელი მზერით დააკვირდა შვილიშვილს და აგრძნობინა ყველაფერი კარგად... -მე არაფერს არ ვმალავ... -როგორ არა... -მართალი თქვი წეღან, მაგვიანდება სასტიკად! - საჩქაროდ გადაკოცნა საყვარელი ბაბუა და გავარდა გარეთ ელვის სისრაფით, ვაიდა მეტი არაფერი დამტყუოსო. ხომ იცოდა ბაბუამისის მზაკვრული ჩანაფიქრები, ისე მიუდგებოდა, ისე ჰკითხავდა თავისდაუნებურად დასტყუებდა ყველაფერს. 10:00 საათზე უკვე კლინიკის შესასვლელში მდგომი ქეთა სამუშაოდ ემზადებოდა, სქელი პალტო მოიშორა ჯერ მხრებიდან, მერე კი საშუალო ქუსლის კაზაჩოკები, თან თეთრ ქროქსებში გაუყარა ფეხები. ლურჯი ფორმა მოირგი მაშინვე და საამაყო თეთრი ხალათი გადაიცვა ზემოდან. თავისი საქმით იყო გართული, გამწარებით ჩაჰკირკიტებდა მის წინ გადაშლილ ხედს და ბრეკეტების დადებისთვის ამზადებდა კბილებს, ჩოჩქოლის ხმა რომ შემოესმა გარედან. წამოსწია თავი უცებ და მიაყურადა გაუსვლელად, უკაცრავადო ჩაიუჩურჩულა გოგონას მიმართულებით, პირბადე ნიკაპამდე ჩამოიწია და თავი გაჰყო კაბინეტიდან. მშვენივრად მოჩანდა პირველ სართულზე შექმნილი დავიდარაბა. ლამის ხელჩართულ ბრძოლაში გახვეულიყო ლელა უცხო, ქერათმიან ქალთან და მთელი ძალით უხსნიდა ქალს, რომ კლინიკა დაეტოვებინა. ცოტნეს კაბინეტი ღია დაუხვდა, შიგნით კი სიცარიელე, ნელა ჩაირბინა კიიბეები, რეზინის ხელთათმანებს იშორებდა თან ხელებიდან. -ლელა, რა ხდება? - დაბნეულმა მოავლო ორივეს მზერა და შეატოვა კარგხანს თვალები სიბრაზისგან ალიპლიპებულ ქალს, როგორ მიბედავთ და არ მიშვებთო, რომ გაჰკიოდა მთელ ხმაზე. რამდენიმე სხვა სპეციალობის ადამიანსაც მოეყარა უკვე თავი,-სადაა ცოტნე? -ოპერაციაზეა, ეს გიჟი კი არ გაჩერდა არაფრით! -გიჟი შენ თავად ხარ, არც გრცხვენია, როგორ მელაპარაკები?! - შეუტია ახალად გაბრაზებულმა ლელას, - რა გითხრათ ასეთი, ასე რომ აიფოფრა ჩემზე ყველა?! -არ იცით რა დააშავეთ? - არც თავად იცოდა არფერი ლელამ, უფროსის მითითებას ასრულებდა მხოლოდ. - ცოტნემ ასე დაიბარა, რომ ამ საავადმყოფოში თქვენი ადგილი არ იყო. -გამოვიდეს, უთხარი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. -ერთი წუთი, ერთი წუთი, - მკლავზე დაქაჩა სიბრაზისგან ალიპლიპებულ ლელას და გაარიდა ქალს, თავად გაგადგა ორი ნაბიჯი და წარბაწეული მზერით დაუდგა წინ ქალას, ეჭვობდა ვინც იდგა მის წინ, - გითხრათ ოპერაციაზეაო, ხომ ვერ გააგდებს საქმეს და თქვენთან ვერ გამოიქცევა. დამშვიდდით ჯერ, დაბრძანდით მიმღებში და რომ დაასრულებს თავადვე მოგაკითხავთ. -ვინ ხარ შენ საერთოდ? - ამრეზად ჩატეხა ტუჩის კუთხე და თავი გადასწია უკან მის შესათვალიერებლად, არ ეცნობდა ყოფილი ქმრის ახალი თამანშრომელი. - მინდა მიმღებში დაველოდები, მინდა მის კაბინეტში, შენ რა პრობლემები გაქვს?! ცოლი ვარ მე იმ კაცის! - წამოიკივლა ბოლოს გაგულისებულმა და ხელი ჰკრა სულ ოდნავ მკერდზე გოგოლიშვილს. -ქეთა, დაანებე. მიდი შენ იგერ დაჯექი და მოვა მალე ცოტნე, - ხელი გაიშვირა ტყავის სავარძლისკენ და თვალების ბრიალით მიაცილა თავისთვის აბუტბუტებული ქალი. ფეხისთამაში დაიწყო ნერვიულად, არ ასვენებდა რაღაც ამ ქალს და მოგვარება უნდოდა საჩქარო წესით. ნელა გამობრუნდა უკან ჩაფიქრებული, თავდახრილი ატკიებულ თავზე ისვამდა ხელს ფეხი რომ აუცდა კიბეზე, იმ სულიერის ჩქარი მოქმედება რომ არა გაირთხმებოდა იატაკზე ტყლაპივით. წელზე შემოჭდომილი ხელით მიიზიდა კიბიდან ჩამომვალმა ცოტნემ ქეთა და კოპებშეყრილმა დახედა ქალს, უყურადღებო ხარო ეუბნებოდა თვალებით გაწიწმატებულს. -გელოდებიან. - მოიშორა ხელები საჩქაროდ ქალმა და აუყვა კიბეებს დაულოდებლად. მაჯაზე სტაცა ხელი უცებ და დაბრუნება აიძულა მისკენ. -რა გინდა? - ფრუტუნით გაუსწორა თვალი ერთი თავით მაღალს. -რა გჭირს? - დაუცაცხანა გაბრაზებულმა, გადაატრილა ქეთამ თვალები, - ქეთა-მეთიქი! -არაფერი! გელოდებიან და წადი! მოიშორა ხელი უხეშად და აუყვა კიბეებს საჩქაროდ. მიაჯახა კარები გამწარებულმა. მერე კი შეაღო უხვად, რომ არ გამოჰპარებოდა თვალებს ცოტნეს შეჰყვებოდა თუ არა ის ავი ქალი მის კაბინეტში. სერიოზული სახით დაიწყო დეზინფექციის გაკეთება ოთახისთვის და მიუბრუნდა კვლავ თავის პაციენტს. ცოტნემ დაბნეული მზერა რომ მოატარა შემოსასვლელს და ნერვიულობისგან ერთი ადგილას გაქვავებულ სოფიას რომ ჰკიდა მზერა, თვალების ტრიალით დააპირა შეტრიალება, ბედად, მოჰკრა თვალი ქმარს ქალმა და წამოხტა მაშინვე ფეხზე. -ცოტნე! სალაპარაკო მაქვს! - მიჰყვა ფეხდახეფ კაბინეტისკენ მიმავალს. -წადი აქედან, - უმნიშვნელოდ დაუყვავა, არც გაუხედავს ქალისკენ. -ლილეს ეხება საქმე! - შესძახა ბოლოს, რომ მიხვდა სხვანაირად ვერ მიიპყრობდა მის ყურადღებას. შედგა ერთ ადგილზე ცოტნე და ნელა გადახედა სოფიას. აღარ დალოდებია ქალი მის ზედმეტ მოქმედებეს, თავად შეასწრო კაბინეტში და ჩამოჯდა დაუკითხვადა სტუმრისთვის განკუთვნილ სავარძელში. - ასე ვეღარ მიტან, რომ ორი წუთითაც აღარ შეგიძლია ჩემთვის ყურება? -ერთი წუთითაც, - თავისი ადგილი დაიკავა, - თქვი დროზე რა გინდა. -ლილეს ეხება საქმე. ისეთ საქმეებშია გახლართული, რომლიდან გამოყვანაც ძალიან რთულია. -რას მელაპარაკები? რა საქმეებშია ერთი, - არ უყურებდა ამ ქალს სერიოზულად დიდი ხანია უკვე. -დემეტრე ბახტაძის ბიჭი დასდევს შენს დას რახანია... გაუგია ქმარს რომ გაშორდა და... -და რა? - მზერა უცვლელად წამოიძახა, კისერზე სიბრაზის ძარღვები იწყებდნენ გამოჩენას. - რა გესაქმება შენ დემეტრესთან? -არ აქვს ამას მნიშვნელობდა. ცუდი განზრახვა აქვს მის შვილს ლილეს მიმართ და არ დასრულდება ეს ამბავი კარგად. -საიდან იცნობ შენ ასე ახლოდან მის ოჯახს? - ჩაეძია წარბებაზიდულმა და შეირხა ადგილზე. -არ აქვს... -გოგო... - ჩაისისნა ავად და წინ გადასწია თავი, - რას ლაპარაკობ თავად თუ უფიქრდები, ან მოყევი საიდან მოგაქვს ეს სისუელეები, ან დამეკარგე აქედან. -ვიცნობ ბექას ძმას... - ამოიურჩულა უხერხულად და დახარა თავი სირცხვილისგან აწითლებული ლოყები რომ არ დაენახებია მისთვის. გაოგნებისგან თვალები შუბლზე აუვიდა მელიქიშვილს, რომ გაიაზრა რა იყო მიზეზი მისი ასეთი ქცევისა, მიეყრდნო სავარძელს ტუჩებგაწელილი ირონიული ღიმილით და ბოლოს საერთოდ ისე გადაიხარხარა კაცმა შიშით ახედა სოფომ. -რა გაცინებს... -უნდა დაგპატიჟოთ რა ერთი ვახშამზე... გამაცანი, - იგდებდა მასხრად ყოფილ მეუღლეს, არც სიბრაზე, არც წყენა... ზიზღი ჩამდგარიყო ცოტნეს შავ თვალებში და გადასცემდა ამ მუხტს მთელ სხეულს. მაგიდას ჩამოეყრდმო ცალი იდაყვით და წვერზე მოისვა ის ხელი გამხიარულებულმა. -შენ ხუმრობ... - გადააქნია თავი დამცირებულივით, - შენ ხუმრობ... ლილე საფრთხეშია! არ გესმის რას გეუბნები?! ბექა შეპყრობილია შენი დით! რაღაცას დამართებს გოგოს და მერე შენი ბრალი რომ იქნება ყველაფერი, შენი უპასუხისმგებლობის გამო სხვაგან არ ეძიო დამნაშავე! - წამოვარდა ფეხზე აფოფრილი და აღარც დალოდებია პასუხს ისე გაიჯახუნა კარები. ამოიხვნეშა მელიქიშვილმა და მიეხუჭა წამით თვალები. თავისით მოძებნეს ხელებმა ტელეფონში დადიანის ნომერი, გაირინდა პასუხის მოლოდინში და გადააგდო თავი სავარძელზე. განა არ იცოდა ასე მარტივად რომ არ დასრულდებოდა ეს ჯოჯოხეთი ლილეს თავს დატრიალებული. თითებს აკაკუნებდა მაგიდაზე და გადამწვარ ტვინს მუშაობას აიძულებდა რომ ეფიქრა როგორი უნდა ყოფილიყო მისი მხრიდან პირველი ნაბიჯი. ეს დადიანიც არ იღებდა მობილურს თავის საქმეებში გართული. ბევრი ფიქრის შემდეგ წამოკრიბა ნივთები მაგიდიდან და ზანტად დაიძრა კარებისკენ, ქეთას სამუშაო ოთახს რომ ჩაუარა და უცებ გამოფხილზებულ ქალს რომ წააწყდა, რომელმაც საჩქაროდ იბრუნა სახე და საქმის კეთებას შეუდგა, ღიმილით გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი და ზურგს უკან მიიხურა კარები. დაბნეულმა ამოხედა შემოსულ კაცს და დაიწყო თანდათან ჰაერმაც მათი დატოვება რომ არ ყოფილიყო შემთხვევით ზედმეტების მომსწრე. -ჩემს გარეშე არ დაიწყო. - ოპერაციაზე მიანიშნებდა და არც იძვროდა ადგილიდან. -მიდიხარ სადმე? - სასხვათაშორისოდ ამოთქვა და ბლოკნოტს დახედა უნტერესო, ვითომ ინტერესიანი მზერით, სადაც ინიშნავდა პაციენტების განრიგს. დააქნია თავი სუსტად, ნელა... წამოიწია ბოლოს გოგოლიშვილისკენ და ისე, რომ მზერა არ მოუშორებია მისთსვის მიახლოებული მაგიდაზე ჩამოუჯდა. ახედა კაცს და სკამის უკან გაწევა რომ დააპირა სახელურებს დაავლო ორივე ხელი მელიქიშვილმა და არ მისცა უფლება შორს წასულიყო ქალი. -რატომ ბრაზობდი დღეს? -საიდან მოგაქვს? -რა გითხრა სოფიამ? -არაფერიც არ მითხრა, მომშორდი. - თვალები დააკვესა და დაეჯაჯგურა ხელებს მოსაშორებლად. -სადაა შენი ძმა? - იკითხა უცებ და ფერწასული სახე რომ შეათვალიერა ჩაეღიმა სითბილე შერეული ირონიულობით ცოტნეს. -რა გინდა ჩემს ძმასთან, ცოტნე? -გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო. - წამოიმართა ბოლოს და ისე მიეყრდნო მაგიდას. -სახლშია, მაგარმ... -არ დაიწყო ჩემ გარშე, - ნიკაპთან ჩააცურა უცებ ხელი და შეტრიალებულს აღაჟღაჟებულ ლოყაზე მიაწება ცხელი ტუჩები. რას შეასმენდა, ან რას გააგონებდა, წამოდგა საჩქაროდ ღიმილიანი სახით და როგორ ქარივითაც შემოვარდა, ისევე გავარდა გარეთ. კიბეებთან მისული უკანშემოტრიალდა მზაკვრული ღიმილით და წაეტანა ქეთას კარების სახელურს. -დახურე ეს კარები, აღარაა საინტერესო არაფერი. - თვალი ჩაუკრა გაწიწმატებულს და ღიღინით ჩაიარა კიბეები. კაცი იფიქრებდა სადარდებელი არ აქვს ამას არაფერიო... დიდი ხნის შემდეგ მიაყენა მანქანა გოგოლიშვილების სამფლობელოს ჭიშკარს. ახედა სახლს გადმოუსვლელად და შეახსენა საკუთარ თავს კიდევ ერთხელ თუ რისთვის იყო აქ. ორ სართულიან სახლს ლამაზი, მრგვალი, დიდი, რიკულებიანი აივანი ამშვენებდა მეორე სართულის შუა ადგილიდან, თავს იწონებდნენ იქიდან გადმომდგარი ათასნაირი ჯიშის ყავავილი, ზოიას გახარებული და საერთოდაც, რაც არ აკლდა ამ სახლს ყვავილი იყო. ეზოში მრავალი ჯიშის ყვავილი ყვაოდა დროებით მიძინებული. ეზოს კუთხეში მაღალი მსხლის შიშველი ხე იმზირებოდა სევდიანად, ისე იყურებოდა ამბობდა თითქოს გაზაფხულზე მოდით და მაშინ მნახეთ რა კაციც ვარო, ნაყოფით ხელებდამშვენებული, ფოთლებით შემოსილი, სითბოს, ფერებდაბრუნებული, ღიმილითა და ამაყად მდგომი. მიაჯახა კარები გადმოსულმა და ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ. შემოაფხიზლა ზარმა მთელი სახლი, მიძინებული, გადაღლილი, მრავალ ომგამოვლილი, სართოდ არ ეგონა რამდენიმე წუთი თუ მოუწევდა კარებთან დგომა, გამობრუნებას რომ აპირებდა უკვე მაშინ გაიღო კარებიც და გამოჩნდა დავითის მაღალი სხეულიც. საწოლიდან ახალ ამდგარს ჰგავდა გოგოლიშვილი, თმააბურდული, ნაცრისფერი სპორტულისამარა მდგომი იფშვნეტდა თვალებს და გააზრებული მეტად ჭყიტავდა თვალებს, ხომ არ მელანდებაო. მოუჩანდა თეთრებში შენიღბული დანის მიყენებული ჭრილობა თავს რომ იწონებდა ასე. ჩაახველა დაბნეულმა და წამოიწყო თავადვე. -მელიქიშვილი აწერია სიგრძეზე ჩემს 5 სანტიმეტრიან ჭრილობას, ნუ ყურებ ასე, თვალი მეცემა. - ღიმილშეპარული მზერით გადგა გვერდზე და მისცა უფლება შემოსულიყო ცოფიანი ძაღლივით მდგომ ცოტნეს, ერთი სული რომ ჰქონდა მისწვდომოდა მის ამაზრზენ კისერს გამოსაღადრად. მიჰყვა უკან წინ გასწრებულს თავისქექვით, დაიკოჭლა თან ძალით თავი ცოტნეს მეტად გასაღიზიანებლად. მოაშორა სავარძელს გადაფენილი ადიალი და ჩამოჯდა თავად იქვე, მისაკუთრებულ დივანზე და მის საწოლად გადაქცეულზე. - ახლა რომ მითხრან იმ დანაზე ცოფი იყო, ვერ შევძელით მისი ორგაიზმიდან გამოდევნა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიო, სულ აღარ გამიკვირდება, რადგან შენი სტუმრობა დაახლოებით ამის ტოლფასია. -დაამთავრე? - სახელურზე დაედო იდაყვი და ხელის ზურგზე ჩამოედო ტუჩის კუთხე. -არც დამიწყია ჯერ, - აგდებით ახარა და შეძლებისდაგვარად გადაიდო ფეხი ფეხზე. - ლილე როგორაა? მოასწარი მისი დაცოფვა? ჩაეცინა ავად ცოტნეს, როგორ იწვევდა ეს მოკვდავი თავისი სუნთქვითაც კი... როგორ აიძულებდა დამაბრუნე მიჩვეულ ადგილასო... ოხ, სულ არ აპირებდა ამ კაცთან კამათს. -გექნება შენ მისი ნომერი და ჩემ გარეშეც მოიკითხავდი, - კომფორტულად მოთავსდა სავარძელში. -არ გინახავს შენ? -მორჩი ლაყბობას. ბექა ბახტაძეს იცნობ შენ პირადად? გასწორდა ადგილზე დავითი, მოიშორა ანცი ღიმილი სახიდან და წამში დასერიოზულებულმა მიაყურადა. -ვიცნობ. რა ხდება? გამოჩნდა? გნახა შენ? - მიაყარა კითხვები და გაუცნობიერებლად შეეკრა წარბები, ნათლად გაარჩია ცოტნემ მის სახეზე აღბეჭდილი ღვარძლი და უდიდესი ზიზღი ხსენებულის მიმართ. -არ არის ეგ შენი საქმე. უნდა დამაკავშირო მასთან. -რას ნიშნავს არ არის ჩემი საქმე? ჩემს მოსაკითხად რომ არ მოსულხარ მაგას თავიდანაც მივხვდი, რაღაცაშია საქმე და არ მეუბნები... არ გეგონოს, რომ ჩავეხსენი აქედან მე რახან თქვენ ყველაფერი გაიგეთ. -მოდი, მე ჩამოვშორდები და შენ გააგრძელე შენებურად მოგვარება, გინდა? კარგი ხერხები გქცოდნია ხელს არ შეგიშლი ჩემი დის დაცვაში. -ცოტნე... -მოგიგრეხ მაგ ამპარტავან კისერს კიდევ თუ გააგრძელებ ჩემს საქმეში ჩარევას. ჩემი პირიდან აქამდე გაჟღერებულ ყველა მუქარას აგისრყულებ და ბაბუაშენის გამოგზავნილ ვარდებს დაგაწყობ გულზე. უცხო იყავი თუ ნაცნობი, რომ გაიგე ამ გოგოს ძმა ჰყავდა შენ შენებურად არ უნდა მიგეღო გადაწყვეტილება მის დაცვასთან დაკავშირებით. ის სულელი იყო, უმწეო, ბოთე... გადარჩენას ცდილობდა და შენ მოყევი ხელებში, მაგიტომ მიეცი თავს უფლება ჩემს დაუკითხავად გადაგედგა ასეთი ნაბიჯი?! უყურა ერთხანს არაფრისმთქმელი მზერით, ელოდა კიდეც მსგავს სიტყვებს გოგოლიშვილი და სადღაც, გულის სიღრმეში ხვდებოდა თავადაც გმირი რომ არ იყო ამ ამბავში, რომ ჰქონდა დიდი დანაშაული მას, ჯერ მარტო იმიტომ, რომ არ ილაპარაკა თავის დროზე საჭირო ადამიანებთან. -ყავას დალევ? - და მაინც არ დაანახა არაფრით გულში ჭიანჭველებივით მოსიარულე სინანულის სასტიკი შეგრძნება. -დაგასხამ ყავას თავზე! ბიჭო გონზე მოდი რას გელაპარაკები! - წამოიყვირა გაგიჟებულმა და გადაიხარა მისკენ. -4 წლის შემდეგ ბათუმში პირველად გადავწყვიტე ჩასვლა, ზეციურმა ძალამ თუ რამ იმოქმედა წარმოდგენა არ მაქვს, გეფიცები. თან დასასვენებლად კი არ ვიყავი ჩასული, ორი დღისთვის, მხოლოდ ორი დღით ჩავედით ბიჭები გასართობად. მეორე ღამეს წამოსვლას რომ ვაპირებდით იმ ღამეს გადავეყარე ლილეს. 4 მუტრუკი ამოსდგომოდა მხრებში და მანქანაში უპირებდნენ ჩატენვას, მე რომ არ შევსწრებოდი წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა, სად წავიდოდნენ, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი. შენ ვერ წარმოიდგენ მე მაშინ ლილეს თვალებში რამხელა იმედი დავინახე, ვერ აღგიწერ ამას, ცოტნე... თვალებით ლაპარაკის პირველად გავიგე მე მაშინ და გული შემიქანდა გეფიცები. მაშინ ვთქვი, რომ ამ გოგოს არ მივატოვებდი რადაც არ უნდა დამჯდომოდა. შენზე რომ გავიგე ვურჩიე, რომ დაველაპარაკოთ და ავუხსნათ ყველაფერი-მეთქი, გაიგიჟა თავი ამას რომ გაიგებს ცუდი რამე მოხდება, ცხოვრებას გაინადგურებს, პროფესიას დაკარგავს, ჩემ გამო უბედური იქნებაო... ისტერიკაში იყო ბავშვი, რა მექნა? შენ მიატოვებდი ჩემს ადგილას? გმირობანა არ მითამაშია მე ცოტნე, ამას რატომ ვერ ხვდები, ადამიანური გრძნობაა ეს, შეწყალება, თანადგომა, მხარის დაჭერა... -შენ მე მასხრად მიგდებდი... ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდი, რომ ფეხებზე გეკიდა შენი ცოლის ოჯახი! -ასე არ იყო... - გადააქნია მაშინვე თავი დაღონებულმა. -შენ მაგით გინდა გაამართლო შენი უთქმელობა?! ერთი სიტყვის ღირსი არ გამხადე, იმან რომ შეცდა შენც უფლება მიეცი თავს მისი გზით გევლო. ეს არ იყო სწორი! შენ არ გქონდა უფლება ისე მოქცეულიყავი, როგორც გინდოდა! მას ოჯახი ჰყავდა უკან, რომელიც მიხედავდა, დაიფარავდა და დაიცავდა! ასეც რომ არ ყოფილიყო, შენ იცოდი, რომ მას ოჯახი ჰყავდა და შენ მე არაფრად ჩამაგდე! ფეხებზე დამიკიდე, ბიჭო, უცხომ აიღე პასუხისმგებლობა ჩემს ბავშვზე და მე არაფერი მაცოდინე! გამოს*რებულად გამომიყვანეთ, ათასი ტყული შემომახვიეთ თვალებზე და დაჯერება მაიძულეთ, გავგიჟდი, გადავირიე, რომ გავიგე ლილე გათხოვდაო, ტვინში ჩამექცა სისხლი, აი ეს შენ ვერ გაიგებ, როგორ მექავებოდა ხელები, ისე მინდოდა შენთვის თავის მოჭრა! შენ ვერ გაიგე დღემდე რა სიგიჟე იყო ძმისთის ამხელა რამის გაგება! გაახსენდა მწარედ ცოტნეს მოქნეული ხელი, მისი ძალის წარმოდგენაზე დღესაც რომ ჟრუანტელი უვლიდა მთელ სახეზე. იაზრებდა მაშინაც და ახლაც რა რთული წარმოსადგენი და გასაგები იქნებოდა ძმისთვის ამხელა ამბავი, პატარა დის გათხოვება, ახალი ფეხადგმულისა, რომელსაც სკოლაც კი არ დაუსრულებია. -მე გავზარდე ლილე. მე გამოვცადე მასზე, როგორია შვილის ყოლა. როგორ რთულია... და ამ ყველაფერს რომ ერთი მოქმედებით გამხობენ თვაზე, ეს ყველაზე მეტად ძნელია, დავით. მე... - ამოიხვნეშა დამშვიდებულმა და მუხლებზე დაყრდნობილი იდაყვებით, ხლებში ჩარგო თავი, - მე მასზე ვბრაზობ ყველაფერზე მეტად... მე, უბრალოდ მინდა, რომ ყველა იყოს დამნაშე ჩემთან მაგრამ არა ლილე, ჩემი გოგო, რომელმაც ასე მიღალატა... არ იცი შენ რა ძნელია, როდესაც წარმოიდგენ, რომ შენს დას, შენს გაზრდილ დას შენი იმედი არ აქვს და სხვას სთხოვს დახმარებას...- გატყდა საბოლოოდ მელიქიშვილი, იმ კაცს დაანახა მისი რეალური გასაჭირი, ვისაც ემუქრებოდა მოკვლას წამების წინ. -შენი იმედი ჰქონდა ლილეს, უბრალოდ შეეშინდა, ცოტნე. რატომ არ გინდა გაუგო? -მე არ მინდა გავუგო? -არც კი ცდილობ, - ისე უნდოდა დავითს რაღაც რომ ეთქვა იმედისმომცემი, გამამხნევებელი... ის იყი პირი გააღო კიდევ ერთხელ რაღაცის სათქმელად ზარის ხმა რომ გაისმა კარებზე. გადახედა გულმოსულმა, ახლა სტუმრის დრო, ან ვინმეს მოსვლის დრო იქნებოდა? გახედა საათს, ადრე იყო ჯერ, შოთა სკოლაში, ხოლო ზოია საყიდლებზე იყო გასულები, ასე მალე ვეერ დაბრუნდებოდა ვერც ერთი. წამოდგა ზანტად, იქვე მიგდებულ მაისურს დასწვდა ხელით და კარებისკენ გალასლასდა... იმედია მეზობელი იქნებოდა, რომელსაც 2 თავი ხახვი ან ნიორი ენდომებოდა საჭმლისთვის... ახლა ცოტნესთან დიალოგის მეტი არაფერი უნდოდა გადაღლილ გოგოლიშვილს. კარს იქით არც მეტი, არც ნაკლები დადიანი გუგა და ლოჩოშვილი მათე წამომდგარიყვნენ, შეათვალიერა ორივემ დიდად ვერ კმაყოფილი თვალებით და დაელოდნენ როდის გადადგებოდა, რომ შესულიყვნენ შინ. -თქვენ? -აქაა ცოტნე? - ჰკთხა წარბაწევით დადიანმა და დადებითი პასუხის შემდეგ ნელა შელადგდნენ შიგნით. გაკვირვებული მზერა რომ სტყორცნა შემოსწრებულებს ლოჩოშვილმა აიღო თავზე ახსნა. -შენთან ვიყავით მოსული და არ დაგვხვდი, ქეთამ გვითხრა ჩემთან არიანო... ჩვენც გამოვქანდით თეთრი დროშებივით, ვაიდა სისხლი არ დაიღვაროს მეორედო... -მშვიდობაა? მირეკავდი. - გადახედა დადიანმა ცოტნეს. -მაგ კითხვაზე მეც მაინტერესებს პასუხი. - ჩუმად გამოესარჩლა დავითიც და ყური დაუგდო ცოტნეს. -რაღაც ჰქონია ჩაფიქრებული იმ შეშლილს ლილესთან დაკავშირებით. -რა იცი შენ? - ლოგიკური კითხვა გააჟღერა დავითის გვერდით მჯდომმა მათემ. -სოფო იყო დღეს ჩემთან მოსული, როგორც აღმოჩნდა მშვენივრად იცნობდა დემეტრეს ოჯახს, მაქედან გაუგია და მომვარდა დღეს, ბექას გაუგია ლილე რომ გაშორდა ქმარს და საფრთხეშიაო... -ნაბ*ზარი... როდის შეაკავა ნეტავ მაგან... ლილეს დაბადების დღეს თავზე წამოადგა გოგოს და ათასი სისულელე უთხრა, კინაღამ შემომაკვდა იმ დღეს, ცოცხალს თუ გავუშვებდი არ მეგონა, ესე იგი, მაინც არ ეშვება... -მოიცა, მოიცა, ჩვენ რომ აქ ვიყავით იმ დღეს ნახა ლილემ? - გაოცებით დასცდა ლოჩოშვილს. -შეხვედრა სდომებია მაგას ჩვენთან, - ჩაეცინა გუგას ავად, - გავარკვევ მე ყველაფერს და დავენახოთ მაგ საცოდავს... ... 28 დეკემბერს გამოცხადდა საბოლოოდ ნანატრი არდადეგები. საახალწლო სამზადისში ჩაბმულიყო მთელი ოჯახი დიდიან პატარიანად. მოქუფრული მხოლოდ ქუჩის თუ სახლის შინაური ცხოველები დაიარებოდნენ მხოლოდ, რომლებიც გრძნობდნენ ყველზე უკეთ მათთვის ჯოჯოხეთური დღების მოახლოებას... ფეიერვერკები... ლილიანას თავზე ქუდი რომ ხურებოდა და ყელზე ჰალსტუხი ჰქონოდა წაჭერილი (როგორც ქეთა ამბობდა) საერთოდ აკრძალავდა ამ გამოუსადეგარ ატრიბუტს ცხოვრებაში. არა მხოლოდ ამ სიგიჟეს, იმდენი აზრი ტრიალებდა ხიმშიშვილის გონებაში... დიდი სიამოვნებით რომ აკრძალავდა დილით მუშაობას, 12 საათიდან გამოაცხადებდა მუშაობის დაწყების საათებს, ხოლო ვინმე უაზრო წესების დარღვევის მოყავრული თუ გადაწყვიტავდა მაინც გაეხსნა დილით მაღაზია 500 ლარიან ჯარიმას ააკრავდა შუბლზე დაუფიქრებლად, აი ზუსტად ამიტომ არ ზიხარ მთავრობაშიო, დაუცაცხანებდა ამრეზი სახით მეგობარი და თავზე წამოარტყამდა ხელს, ისევ შენს მარკეტინგს მიხედეო, სწორიც იყო გოგოლიშვილი, ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც იცის, თუმცა დღეს დიდად ვეღარ ფასობს ეს სიტყვები... ნანობდა გულშიც, დამეჯერებია უნდა მამასთვის და სპორტს მივყოლოდიო, იქნებ ასე უფრო გაემართლებია ბედსო... კი არა და ღმერთსო... გრიგალივით შემოვარდა ხიმშიაშვილი წითელ პალტოში გამოწყობილი და ლელას მისცა სალამი ღიმილიანი მზერით, აღარ ასულა თავის მეგობართან კაბინეტში ისე ჩაესვენა მიმღებში სავარძელზე და ფეხების ბაკუნს მიჰყვა მის მოლოდინში. ზუსტად 5 წუთი იყო გასული მისი შემოვარდნიდან კიდევ ერთხელ რომ გაიღო კარები და შემოჯლაგუნდა შინ ლოჩოშვილი მათე. ღიმილით მოავლო მზერა შემოსასვლელს და დაიჭირეს კიდევაც თვალებმა მარტვივად ნაცნობი, ზედმეტად მიმზიდველი ობიექტი. გადახედა ლელამ შემოსულს და თვალებდაქაჩულმა ამოიფრუტუნა. -კაცო, რატომ დადიხართ ცალ-ცალკე?! - ისე გამწყრალმა იკითხა, თითქოს მეტი არ ჰქონდა საქმე ამ ერთი კითხვის ირგვლივ ტრიალებდა მისი ცხოვრება. -აუ, ლელა, მე შენს ლაპარაკს ვერ ვიგებ, ამიტომ ნორმალურად ამიხსენი, რა გინდა? - წინა შემთხვევა გაახსენდა ლილიანასაც და გაბრაზებით გახედა ქალს. თავისთვის ჩაიბუტბუტა რაღაც და გაეშვა ორივეს. ღიმილით მიუჯდა გვერდზე მათე, არ დატოვა ადგილი მათ შორის. -რას მომიჩოჩდი? - გადახედა მზაკვრულად მომღიმარს. -გაწუხებ? კარგად ვგრძნობ ასე თავს. თუ გინდა გადავჯდები... -მინდა. -კარგი გოგო, რას გიშლი ახლა, მაგხელა კი არ ხარ, - ღიმილით დაუყვავა და წაბლისფერ თმაზე წაეთამაშა ხელით. აიქნია იმანაც მაშინვე თავი და თვალები დაუბრიალა. -მაგხელა შენ ხარ! ვინ გასწავლა შენ გოგოებთან ლაპარაკი?! ჩაფიქრდა ერთხანს შეკითხვაზე. -ჩემი დეიდაშვილის დედამთილმა. იცი რა კარგი ქალია? ფსიქოლოგია და ყოველ დღე ვსაუბრობთ, ვუყვები ხოლმე ჩემს გასაჭირს და სულ იმას მიმეორებს ჩემთან გაკვეთილები დასრულებულია, ახლა უფრო მაღალ საფეხურზე შეგიძლია გადაინაცვლოვო... როგორ ვუყვარვარ, ხედავ, სულ მისი გამოწვრთნილი ვარ, - წარბები აუთამაშა პირდაფჩენილ ქალს. -დღითიდღე მარწმუნებ, რომ თეთრი ბარათი გაქვს ჯიბეებში საგულდაგულოდ გადამალული. -არ გამფაქტო, - თვალი ჩაუკრა მზაკვრულად და ხელი გადაადო საზურგეს, მხარზე რომ წაუცაცუნა თითები ამოიხვნეშა ქალმა სიმწრისგან, ადგილიდან კი არ შერყეულა. მალევე გამოჩნდა მომავალი ქეთას გადაღლილი სახის ნაკვთები, მთქნარებით მიუახლოვდა წყვილს და ზემოდან დახედა მზაკვრულად გაკრეჭილ მათეს, მერე კი სიბრაზისგან თუ... მოკლედ ცეცხლის ფერი დასდებოდა ხიმშიაშვოლს სახეზე. თვალებმოჭუტული აკვირდებოდა ერთხანს, რომ ვერ ამოიკითხა ვერაფერი ხელი ჩაიქნია ბოლოს. -არ წასულხარ შენ ბათუმში? - ხმაჩახლეჩილმა ამოთქვა. -მივდივარ დღეს. -საღამოს ელოდი შენ კიდე? დილით რატომ არ წახვედი? - საყვედურნარევი ტონი გაურია ხმაში ქალმა. -გელოდებოდი! წამო რა შენც, გელოდებიან ჩემები. -მე როგორ წამოვალ, ლილა, იმდენი საქმე მაქვს... -ახალი წლის ღამეს ჩამოდი მაშინ, აბა კიდევ ნიკოლა რომ შემოვიდეს ჩვენს მეკვლედ გაგვასახლებს ნანულა. -ბათუმში ცხოვრობ? - აქამდე ჩუმად მჯდომმა ლოჩოშვილმა დასძინა ხმადაბლა, პატარა ბავშვივით რომ აყურადედა მათ საუბარს და ხან ერთს გახედა, ხანაც მეორეს. -ბათუმში ვცხოვრობ ახლა მე? - გაკაპასებულმა გადახედა და უხეშად დაუყვავა, - ბათუმიდან ვარ, კი არ ვცხოვრობ ახლა... -მერე? წავიდეთ, რა ჯობია ახალ წელს ბათუმს... -ვინ დაგპატიჟა შენ? - ფეხზე მიარტყა ფეხი ზედმეტი უხეშობისთვის მეგობარს ქეთამ. მშვიდი, ნელი ნაბიჯებით ჩამოიარა კიბეები ამ დროს ცოტნე და შეკრებილებს შეუერთდა მოჟამული სახით. -ქეთა, ცხოვრებაშვილის გაწერის საბუთები მოამზადე? - წამოიწყო წარბშეკრულმა სალამის გარეშე. ოპერაციიდან ახალ გამოსულს ჰგავდა, ლურჯი ფორმა უმშვენებდა ლამაზ მხარ-ბეჭს. -ხო, მოვამზადე, დღეს დილით გავუარე და ისე კარგად იყო წვნიანსაც თავად მიირთმევდა. მთხოვა ახალი წელი მოდის და თუ გამწერთ მადლობელი დაგრჩებითო, კურსი დავამთავრე მე, საჭიროდ აღარ მივიჩნიე... -რას ნიშნავს საჭიროდ აღარ მიიჩნიე?! პაციენტის დასრულების მკურნალობა ცალცრივად არ ხდება. დაექაჩა წარბები გაოცება-გაოგნებისგან ქალს. ერთიანად გამოფხიზლებულმა მოავლო მზერა ცოტნეს სიბრაზე ჩამდგარ თვალებს. -დიდი ბოდიში, მაგრამ ამ კაცს აქ გასაჩერებელი არაფერი სჭირდა... -და რატომ წყვიტავ შენ ამხელა საქმეს?! მის სიცოცხლეს იღებ შენს თავზე, ქეთა?! და იმიტომ, რომ გაშვება თავად მოგთხოვა?! მეხუმრები, გოგო?! - გაუცნობიერებლად აუწია ხმას მელიქიშვილმა, წამით რომ შეავლო თვალი ქეთას თვალებზე მკრთადალ აკიაფებულ სიფრიფანა ცრემლს მხოლოდ მაშინ მისწვდა ტვინის მიძინებულ უჯრედებს განგაშის გამაყრუებელი ხმაური. შეცდომა იყო თავიდან ბოლომდე ყველაფერი, ერთ საქმეზე გაბრაზებულს მეორეზე არ უნდა ენთხია მთელი თავისი ბოღმა ორგანიზმში მიმობნეული. -მეორედ აღარ მივიღებ ჩემით გადაწყვეტილებას, ბოდიშით, რომ არ გკითხეთ, ბატონო ცოტნე. - ხმაგამტყდარმა მიახალა და შეტრიალდა მაშინვე ლილიანასკენ. - წადი შენ, არ დამელოდო. სწრაფად აიარა კიბეები, აღარც მოუხედავს უკან. პატარა ბავშვს ჰგავდა ახლა გოგოლიშვილი მამის ხმამაღალ ტონზე რომ ტუჩები ებრიცებოდა მაშინვე სატირლად. ერთადერთი კაცი იყო შალვა, რომლის დაყვირებაზეც ჰქონდა ასეთი მწვავე რეაქცია, შოთას ხომ ისედაც არ აუწევია ხმა ჯერ მისთვის, ნებისმიერი უცხო კაცის ხმამაღალ ტონზე კი ინდაურივით იფოფრებოდა და მისთვის ენის ამოძრობის სურვილი უჩნდებოდა, უმძაფრდებოდა და ყვირილს ყვირილითვე პასუხობდა. ჯერ ქეთას ცხოვრებაში არ გამოჩენილა არც ერთი მამაკაცი მამის გარდა, მის ხმამაღალ ტონს გულთან რომ ჩაევლო ძალიან ახლოს და ეტკინა გამეტებით მფეთქავისათვის. კოპებშეყრილი წამოდგა სავარძლიდან, ამრეზად შეათვალიერა ერთი კაცი და გამოვარდა მაშინვე შენობიდან ხიმშიაშვილი. -რა იყო ახლა ეს? - დაუცაცხანა მეგობარს მათემაც, წამოდგა თან ფეხზე. - ბათუმში რომ წავიდე ორი დღით გეწყინება? -წადი მათე, ჯანდაბაში წადი, რაში მედარდები... მთელი დღე არიდებდა თავს. ნორმალურად არც გამოსულა სამუშაო ოთახიდან, რძიანი ყავის მოსადუღებლად იყო მხოლოდ ერთხელ სამზარეულოში და მაშინაც შურდულივით სწრაფად გავარდა და გამოვარდა. მიიკეტა თან კარები საგულდაგულოდ, რაღა მაინც და მაინც დღეს არ შეწყდა ამ პაციენტების ნაკადი... რაღა დროს კბილი და ბრეკეტია, ახალი წელი მომდგარა კარებზე... ღამის 12 საათამდე შემორჩა ქეთევანი საავადმყოფოში. ბოლო პაციენტიც რომ გააცილა სამუშაო ოთახიდან მიუჯდა თავის კომპიუტერს და ისე გავარდა 4 საათი ვერც გაიაზრა ვერაფერი თავიდან ბოლომდე შიგნით ჩაფლულმა. თავის სავარძელზე გადაეშალა ფეხები და მუხლებზე დაედო კომპიუტერი დაღლილ-დაქანცულს. ვერც შეამჩნია როგორ შემოიჭრა გაღებულ კარში ავი სული... შეათვალიერა კომპიუტერში გადაშლილი სცენა, წარბები შეეკრა წამით, გაიგებდა თითქოს ასე, რისთვის არჩევდა ქალი ასე ჩაფლული მისთვის გაურკვეველ ფართებს. ფრთხილად მიუახლოვდა და სავარძელზე დაჯდომამდე დასწვდა ქალის ფეხებს თავის კალთაზე რომ დაელაგებინა. გახედა გონს მოსულმა კაცს და გაიქნია ხელების მოსაშორებლად, არ დაანება არაფრით, გაუკავა ორივე და ღიმილით ჩაესვენა სავარძელზე. -რა ჯანდაბას აკეთებ?! მომაშორე ხელები! -თქვენობით მელაპარაკე, თუ შეიძლება, მომეწონა ასე ძალიან. - გადააგდო თავი საზურგეზე და გვერდულად დააკვირდა გასაქცევად მომზადებულს. ტერფებზე მოეჭირა თან ხელები ძლიერად და ნაზად ეფერებოდა, მართლა რომ არ გაქცეულიყო აფართხალებული. დახურა კომპიუტერი ბოლოს უღონოდ. -თავი დამანებე! როგორ იქცევი?! - გაიქნია კვლავ მარჯვენა ფეხი უშედეგოდ. -ბოდიში. - ამოიჩურჩულა მისისტებული ხმით. თვალები ეხუჭებოდა დაღლილობისგან და მაინც ვერაფრით ელეოდა ქეთას სახეს. -არ მჭირდება. ან რისთვის მიხდი? ეს ხომ შენი საავადმყოფოა?! შენ ხომ იყავი მისი ექიმი, მე არ მქონდა უფლება... -ჯერ ვერ გავწერთ, ქეთა, არ შეიძლება. - გადააქნია თავი სუსტად. -არ გაწერო მერე, რა გინდა ჩემგან? მომაშორე ხელები და გადი აქედან! -ბევრი რამე მინდა, ხელებს ვერ მოგაშორებ, რადგან გამექცევი და აქედან ვერ გავალ. თვალები გადაატრიალა მობეზრებით და მკერდზე გადაიხლართა ხელები პროტესტის ნიშნად, თავიც რომ შეატრიალა სხვა მხარეს ტუჩის კუთხეებში გაეპარა თბილი ღიმილი მელიქიშვილს. ვითომ შეუმჩნევლად აიწია მისკენ და ბოლოს კალთაში რომ გადაისვა ქეთა სულ გაგიჟდა ამაზე, აფართხალდა აკვარიუმის წყლის გარეშე დარჩენილი თევზივით, მალე რომ ოკეანეში გადაუძახეს, ისე საამო და თავისუფალი იყო, იმდენად სასიამოვნო და გულისამაფოქრიაქებელი მისი შეხება, როგორც ღრმა ოკეანესი, მისი სითბო, როგორც ლაჟვარდოვანი გაელვება სხეულზე და იმდენად დაუჯერებელი, რომ წინააღმდეგობის გაწევას არც ჰქონდა აზრი... თუმცაღა შეუჩვევლს დაუკებელი სურვილი ჰქონდა ეჩვენებინა ოკეანისთვის, რომ არ იყო დედამიწის ღერძი ის, რომ არ შეეძლო მას მისი კონტროლი და ცხოვრების ნათელი ფერების დანახება. -შენ არ ხარ ნორმალური! -გამებუტე? -არ არის ეგ შენთვის მთავარი! მიკვირს საერთოდ შენს ტვინში რა ხდება, ცოლი არ გყავს შენ?! -ცოლი რომ მყავდეს შენ იქნებოდი ახლა ასე ახლოს ჩემთან?! - ერთიანად შემოფხიზლებულმა აუწია ტონს და დაექაჩა თვალებიც გაოცებულს, ისეთ სისულელეს ეკითხებოდა. - იმის გამო ხარ აფოფრილი ეს ორი დღე? რა გითხრა, ერთი? ქმარია ის კაცი ჩემიო?! -დიახ! ზუსტად ასე მითხრა! - არც გოგოლიშვილს დაუკლია. -ხოდა სულელი ხარ! შენ თუ კიდევ არ იცი ჩემს ტვინში რა ხდება, შენ თუ ამას შენით ვერ ამჩნევ მართლა სულელი ხარ! -და რა ხდება? მე ხომ ჩემით აზროვნება და გადაწყვეტა არ შემიძლია?! საიდან უნდა ვიცოდე რა ხდება მაგ შენს დებილ თავში?! არც მაინტერესებს და არც მინდა ვიცოდე! -გოგო! -რა?! მოაშორა გაავებული თვალები მაშინვე და მხარზე ჩამოადო დამძიმებული თავი. ფიქრებით, გრძნობებით, ტანჯვითა და იმედგაცრუებით დამძიმებული თავი. -არაფერს მიყვები! მე ვცდილობ, მე მინდა გაიხსნა, ხომ ვხედავ, რომ არ გასვენებს რაღაც, შიგნიდან გჭამს ათასი ჭირი და შენ ხმას არ იღებ! რატომ უნდა მეუბნებოდეს ვიღაც ქალი, რომ შენი ცოლია?! და მე რატომ უნდა მჯეროდეს ამის? ხომ შეგიძლია, რომ დაჯდე და ადამიანურად მომიყვე რა ხდება მაგ თავში! საერთოდ ლილესთან თუ მიხვედი იმ ამბის შემდეგ? შენ არ გიჟდებოდი და ჭკუიდან არ გადადიოდი მაშინ, როდესაც ლილე ბედნიერი გვეგონა ყველას? და იცი, ახლა ასეთი უბედურია და შენ ეს ფეხებზე გკიდია! რა გული გიძლებს, ადამიანო მე რომ მისი ხმა გავიგე ტელეფონიდან დიდხანს ვეღარც გავუგრძელე საუბარი გავთიშე მაშინვე, გული გამიტყდა საშინლად მისი ხმის გამო, იმ საშინელი ხმის მიზეზი ჩემი საყვარელი კაცი რომ არის ამან მატკინა ყველაზე მეტად გული! ეს არ არის ცოტნე გულწრფელობა, ეს არ არის თანადგომა, გაგება!.. არ შემედავო! ხმა არ ამოიღო! საერთოდ აღარც მინდა შენი მოსმენა! შენ თუ შეგიძლია შენი გაზრდილი და ასეთი აიტანო სხვა ქალს საერთოდ... -აღარ გააგრძელო. - სუსხი მოსდებოდა მელიქიშვილის ხმას და სახეს ყველაზე მეტად. - სხვა ქალში მოღალატე სოფოს თუ გულისხმობ არც ღირს, არც კი იმსახურებს ეგ ქალი შენს ნერვიულობას... მაპატიე, - ლოყაზე აკოცა ნაზად და ხანგრძლივად, ისეთივე რბილი რომ ყოფილიყო, როგორიც სიტყვები, - მაპატიე, ამდენი ხანი ამაზე ფიქრი რომ გიწევდა. მართლა არ ღირდა... ამ ქალზე ლაპარაკი... ის ამაზრზენია, ქეთა, არ მინდოდა ის მეხსენებინა შენთან... და თუ შენ სხვა ქალში შენი თავი იგულისხმე, სიამოვნებით ამოგაძრობ მაგ გრძელ ენას... -ნუ მთაფლავ... გაიწი იქით... - გაბრუებულმა ამოთქვა და გასწია თავი უკან. ღიმილით მიეფერა აწითლებულ ღაწვებზე, კისერზე რომ ჩაცურდნენ მისი თითები დაეხუჭა თვალებიც, აირია ერთმანეთში ორივეს სურნელი, შეუძვრა ცხვირში ანცი ბავშვივით და შეუღიტინა გემრიელადაც რომ ყოფილიყო პირველი ყოველთვის ყველაფერში. მაზოხისტი უნდა უნდა ყოფილიყო მელიქიშვილი არად რომ ჩაეგდო ეს გაწელილი, გალეული, მომაკვდინებელი ქარ-ცეცხლი. არ უნდა ჰყვარებოდა თავი მისი ლოდინს რომ აჰყოლოდა და არ დაენაყრებინა თბილი ტუჩები. ავბედით სიჩუმეს ქეთას გულის ხმა აზანზარებდა, ყური რომ მიეგდო ცოტნეს მისთვის არც იქნებოდა სიტყვები საჭირო გაუმხელელის გაგებისათვის, ხოლი ცოტნეს ახმაურებული, ვერშეკავებული, ვერშენახული გრძნობები. თითის ბალიშებით მიეფერა კისერზე და ხარბად დასწვდა სანატრელს, ხილულსა და მისთვის ყველაზე საამოს, პირველად განცდისთვის რომ იქნებოდა საზარლად ტკბილი, მოშორება რომ იქნებოდა წამი სიკვდილის და ყოველი ახალი შეხება ახალი ბედნიერების. ჰკოცნიდა ისე, თითქოს ახლა სწავლობდა, ისე უცხოდ და ისე გაშმაგებით, თითქოს თავადაც გამოუცდელი და ნორჩი ყოფილიყოს თავისი გრძნობებითა და წარსულით. სველი კოცნებით ჩაუყვა მისაკუთრებულ კისერს და ჩაანაცვლა ტუჩებით ხელები. ჰაერი არ იყო საკმარისი ჩაკეტილ ოთახში, გადაეგდო თავი და ხარბად ექაჩებოდა არასაკმარისს, შემოეხვია ხელები ცოტნესთვის კისერზე და ისე არჭობდა ფრჩიხელს, უთქმელად უბიძგებდა გაჩერებისკენ. -რა დამიძახე წეღან?.. – დასჩურჩულა კისერთან და გააგრძელა ტუჩებით თარეში. -არ მახსოვს... - ურცხვი ტყუილი დასცდა ბაგეებს და მალევეც მიიღო საკადრისი, თეძოებზე ჩავლებული ხელი მოუჭირა სუსტად, გააკანკალა მის წამოკივლებაზე. -გახსოვს... გამაგონე კიდევ. - ნამთვრალევივით ბუტბუტებდა, მართლაც ჰგავდა ახლა მთვრალსა და გაბრუებულს. მკერდთან ახლოს მიაწება ტუჩები გარედან. -არ გაგაგონებ. - მოაშორა ხელები და კალთაზე დაილაგა, ოდნავშესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა აღაჟღაჟებულ ტუჩებზე. -ოხხ... მე გინდა დამტყუო? -მე სულ მჯეროდა, რომ ზამთარი ჯადოსნური იყო. -რა ჯადოქრობა მოხდა? -შენ ხარ ჩემი ჯადოქრობა და ჰიპოკრატე. ... გამაყრუებელმა ქუხილმა დაუფრთხო ძილი სიზმარში განავარდებულებს... გულგახეთქილმა წამოსწია თავი და დახუჭა მაშინვე თვალები შეშინებულმა, აფორიაქებულ, აძგერებულ გულზე დაებჯინა თან ხელები. წამი დასჭირდა სულ ზუგზე მიხუტებული სხეულის სითბო რომ შეეგრძნო, შემდეგ კი მუცელზე დასვენბული, მჭიდროდ შემოხვეული მტევანი. ქეთას შეხტომაზე, ისიც მოეგო გონს, რომ ჩამოუვარდა სახე გოგოლიშვილის კისრიდან. ძირში მიგდებულ ტელეფონს დასწვდა და დილის რვა საათი რომ ამოიკითხა დამფრთხალი თვალებით წაეტანა მაშინვე ცოტნეს ხელმს მოსაშორებლად. -რა გჭირს გოგო, რა... - ამოიბუდღუნა და ცალი თავლი გაახილა მობეზრებით. -ადექი მალე... ღმერთო რას იფიქრებს ეს ხალხი... წადი მომცილდი!.. დიდი წვალებითა და თხოვნა-მუდარის ხარჯზე წამოაგდო ბოლოს პატარა სავარძლიდან ცოტნე მელიქიშვილი და ოთახიდან გაბრძანებამდე წყლის დალევაში გართულს საჯდომზე რომ წაუცაცუნა ხელი ძლივს გაასწრო გაავდრებულ ქალს ოთახიდან. შავი ღრუბელი დამდგარიყო მელიქიშვილის თავს. როგორც კი გამოიცვალა ტანსაცმელი მაშინვე აიღო გეზი მთაწმინდისკენ, სადაც უნდა შეხვედროდა ახლად გამოჩეკილ ბალღს მის მტრად რომ ასაღებდა თავს. არც არავისთვის უთქვამს თავის გეგმებზე, მკაცრად დაუბარა დადიანს ჩემი გასარკვევია ეს ამბავი და თქვენ ნუ ჩაერევითო, თუმცა დაბმული აიწყვეტდა ეს უკანასკნელი და ვერც გაშმაგებულ დავითს ვერ უზამდა ვერაფერს გაფუჭებული რადიოსავით რომ დაეჩემებინა მეც მოვდივარო. დიდად არც გაჰკვირვებია მისულს უკვე იქ რომ დაუხვდნენ ბიჭები და გადმოსულმა ძლიერად მიახეთქა კარები პროტესტის ნიშნად. კოპებშეყრილი მიუახლოვდა მათ, არც გაუხედავს უხერხულად მდგომი გუგასთვის რომ არ იცოდა საით გაქცეულიყო, დავითი იყო ძალიან მშვიდად, თავის მანქანაზე მიყრდნობილს ხელები მკერდზე გადაეხლართა და ირონიული ღიმილით უმზერდა მომავალ მელიქიშვილს, შავი რეიბანები მოერგო თან გატუტუცებულ სახეზე, თითქოს ძალიან აჭყიტებდა მზე დღეების უკან გადაკარგული, ვალის მოხდის მიზნით რომ ამოსულიყო მხოლოდ და მობეზრებული, მთქნარებით ელოდა დაღამებასა და აქედან გაცლას. წამოიმართა და გაუწოდა ხელი გოგოლიშვილმა, ავად დახედა ჯერ იმ ხელს მისი მოტეხვა რომ ჰქონდა განზრახული დანახვის წამიდან, შემდეგ კი შეათვალიერა დამცინავად და შეაგება ბოლოს მისი მარჯვენაც. -ხომ გითხარი, შეგიყვარდები-მეთქი. -მზე და მთავრე ამომდის შენზე... გული ვერ იტევს პირდაპირ ამ გრძნობას... -ვიცი, ვიცი... - სიცილით მიარტყა ხელი მხარზე და თვალი ჩაუკრა გახალისებულმა. ჩაეღიმა დადიანსაც ამ ორის შემხედვარე, ვისაც ძალიან კარგად მოეხსენებოდა ყველაფერი ორივეს გრძნობებზე - ერთმანეთზეც და ეთმანეთის დებზეც. გადააქნია თავი თავისთვის და შემოსწრებულ მანქანას გაუსწორა ჭკვიანი თვალები დროს რომ დაებრძენებინა. არ უცდია დიდხანს ბატონ ბექას, გადმოვიდა თავადაც მედიდურად, მხრებგაშლილი, მზაკვრული ღიმილით და ფრთხილად გაიკვალა გზა მათთან მისასვლელად. მოიტანა თავისნაირი დამპალი აურაც და დააფრთხო ირგვლივ ყველას წინაშე, ამ კაცის გვერდით სუნთქვაც კი გრეხი იყო. სირცხვილი და თავის მოჭრა. -სალამიი, სალამი ბიჭებს, როგორა ხართ, ძმებო? - წამოიწყო თავადვე ავხორცი ღიმილით და გადახედა სათითაოდ ყველას, არ მოაცილა კარგხანს ირონიული ღიმილი და თვალები დავითს, შეუცვლელ პოზიციაში რომ იყო და თავადაც არანაკლები სარკასტული გამომეტყველებით ათვალიერებდა. - ესეც მოიყვანე? საწყალია, გინდა, რომ მისი ყურით გაიგოს ჩვენი გოგოს ახალად დაოჯახების ამბავზე? გაეპარა ტუჩის კუთხეებში ღიმილი დადიანსაც, გრძნობდა კი არა ზუსტად იცოდა აქედან ვიღაც მწარედ ნაცემი რომ წაეხეტებოდა ახლო მომავალში, დაიკაპიწა მკლავები დროულად. -ვის ვაოჯახებ მე შენთან ერთად და ვინ არ უნდა გაიგოს ამ ამბავზე? - გაჟღერდა მათ შორის ყველაზე სერიოზული, მკაცრი ბარიტონი და წამით ჩამოერეცხა დავითსაც სახიდან ყველანაირი ემოცია. -შენმა სიძემ. ყოფილმა. - ჩაამატა მაშინვე. - ახლა გაშორდნენ მაინც... უხერხულია... -ეს გადაიტანს, შენ რას უშველი ამდენ ჭრილობას, ამ საახალწლოდ საჩუქრებივით რომ დაგიტოვებ მაგ ლამაზ სახეზე?. გადაიხარხარა გულიანად მის სიტყებზე ბექამ. როგორი უტიფარი იყო, მაინც... უსირცხვილო. -შენ ცოლმა გიღალატა, ხო? კაი, ვიცი, ისე გეკითხები, მე დაგიდე ის კონვერტი მანქანაზე, ჩემი ძამიკოს თხოვნით. შეირხა ერთ ადგილზე დავითი, გაკვირვებული თვალები ვერსად დამალა და გადახედა მორიდებით გაქვავებულ ცოტნეს, ავიღიმილი რომ დასთამაშებდა სახეზე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილს. -ასე უპრობლემოდ როგორ დაუთმე ქალი? ჩემი ლილე ვნახე დღეს... ალბათ, ბოლო გაკვეთილი ჰქონდა, არა? თუ არ იცი შენ? მე ქმარი ჰყავდა ვიცოდი და მაინც არ ჩამიქნევია ხელი. - მარცხენა მხარზე მჯდომი ეშმაკი ძალიან ამაყობდა ამ წამს მისით. ხომ არსებობს ქვეყანაზე დიდ, წითელ ხაზად გავლებული უდიდესი ზღვარი, რომელის გადაკვეთითაც შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს თავიდან ბოლომდე. წითელი ხაზი არის ჯერ მხოლოდ იმისთვის უთქმელად რომ შემოგიძახოს საკმარისია და შენი ადგილი უნდა იცოდეო, მაგრამ მაინც რა არსებები ვართ ეს ადამიანები... როგორ მივილტვით ყოველთვის შეუძლებლისკენ, უსასრულობისკენ ისე, ერთი არ შეგვიკანკალდება საწყალი გული, იქნებადა არ არის სწორი... გადადგმულ ნაბიჯს კი ყოველთვის მწარე სინანული ახლავს უკან. ძლივს გამოსტაცეს ხელიდან გაგიჟებამდე მისულ კაცს სულიერი. ის დამპალი ღიმილი რომ არ ჩამორეცხვია სახიდან ამან დაუბნელა გონება მელიქიშვილს ყველაზე მეტად. ... ,,-ცოლად ხომ მომიყვან რომ გავიზრდები? - დაუსრულებლად ტიტინებდა იმ დღეს პატარა ონავარი, არ გააჩუმა ენა არაფრით და არც მოხუჭა გადაღლილი თვალები. -აუცილებლად. - ამოიჩურჩულა მიგუდული ხმის დაღლილმა, ისე ეძინებოდა ახლა.. ეს ანცი კი არაფრით ეშვებიდა, ლოყებზე უტყაპუნებდა თან პატარა თითებს რომ არ დაეძინა შემთხვევით უფროს ძმას. - დავიძინოთ ახლა... -არა, ცოტნე. არ უნდა დავიძინოთ!..მე არა დავგლილვარ ბაგში, შენ დაიღალე? -არც მე...“ დედმამიშვილზე სათუთი არ შექმნილა ჯერ არაფერი. ამ გრძნობაზე უფრო დიადი, ძლიერი ცოტა რამ თუ შეიძლება იყოს ქვეყნად... ... ,,გაფერდდება შავ-თეთრი კედლები და ჩვენი წამებაც დასასრულს ითხოვს.“ ახალი წელი უნდა დამდგარიყო იმ ღამეს. ახალი იმედების, ცხოვრების, გრძნობების, განცდების წელი უნდა დაწყებულიყო ყველასთვის. ერთიანად უნდა შთაენთქათ წარსულის აჩრდილები და ახალი, სუფთა რვეული ეყიდათ თავისი ახალი კალმით და დაეწყოთ წერა იმისი, რაც ისედაც ბევრი ხნის წინ იყო დაწერილი ერთი ადამიანის მიერ. გადაეწერათ საკუთარი ხელებით და ბოქლომი დაედოთ ბოლოს ყველაფრისთვის, რადგან ეს იქნებოდა უკანასკნელი ნატვრა, ჩაფიქრებული ოცნება ბავშვობისას დაძინებამდე. კაბინეტში მჯდომს გაეთიშა აზროვნების ფუნქცია და თვალებმიხუჭული აყურადებდა საათის გამაყრუებელ წიკწისკს. თითებს აკაკუნებდა თან მაგიდაზე და სიმშვიდის გაუცხოებული საამოებით ტკბებოდა. გუშინდელის მერე ერთადერთი ადამიანის სახელი იქარგებოდა მხოლოდ მის გონებაში, თუმცა ვერაფრით დაჯაბნა მაინც საკუთარი თავი რომ გადაედგა დიდი ნაბიჯი საყავრელი დისკენ. არ უშვებდა რაღაც ძალიან უცხო გრძნობა, არ ყოფილა არც პრინციპები, არც უკვე ჩამქვრალი სიბრაზე, იმედგაცრუებაც კი გამქრალიყო სადღაც შორს... წყენა იყო ამხელა ძალა. როდესაც ეგონა, რომ მნიშვნელოვანი იყო, ეგონა, რომ მისთვის ის იქნებოდა ყველაზე მთავარი საყრდენი ყველა სიტუაციში, ეგონა, რომ დაუფიქრებლად მასთან მიირბენდა, როგორც ადრე და მის კისერში თავჩარგული ტირილით გაუმხელდა ყველაფერ ავს მის თავს დატრიალებულს. რეალობისთვის იყო თვალის გასწორება ძალიან რთული და მერე იმ კაცისთვის ვინც აიღო მის პასუხისმგებლობად უცხოს დაცვა. უჩუმრად მიხურა კარები და შემოიძურწა ფიქრებით ჩაბნელებულ ოთახში ფერადი არსება. ღიმილი დასთამაშებდა გადაღლილ სახეზე, ფრთხილად მიუახლოვდა მაგიდასთან, სავარძელში ჩასვენებულ კაცს თავი რომ გადაეგდო საზურგეზე და მხოლოდ მისი მშვიდი სუნთქვა ისმოდა. თითების კაკუნით მიხვდა, რომ ეღვიძა, დახედა სახეზე თავზე წამომდგარმა და მისი ურეაქციობით კიდევ ერთხელ მოეწურა გული. დასტყუა ყველაფერი დავითს გუშინდელზე და მოეხსნებოდა ყველაფერი თავადაც. ისე შეებრალა, ისე მოუნდა იმ წამს რომ ყოფილიყო მასთან და ათასი დამამშვიდებელი რამ ეთქვა, რომ ყველას მოგვდის შეცდომა და მისი პატიებაა დიდი ძალა... რომ ცოტნეს თბილი გული ვერ გაუძლებდა ამ უპატიებლობას დიდხანს და ეტკინებოდა ძალიან. სახეზე შეეხო გაყინული ხელებით და მოულოდნელობისგან შეცბუნებულ სახეზე დააკვირდა დიდხანს, რომ არ კადრულობდა არაფრით თვალების გახელას. ფრთხილად მოთავსდა მის კალთაში და გულზე მიეხუტა ძლიერად საყვარელ მამაკაცს, მიეხუჭა თავადაც თვალები სიამოვნებისგან, მალევე იგრძნო ზურგზე ათამაშებული ხელები და ღიმილმა გაუნაბა კვლავ სახე. -რატომ მოხვედი დღეს? - თავზე აკოცა ხანგრძლივად და ჩუმად დასჩურჩულა. -შენც ხომ იყავი... თან ჭორაობას დაიწყებენ მერე... -რაზე იჭორავებენ, ჩვენზე? -ჩვენზე ჰო, - წამოყო თავი გახალისებულმა, - ჩვენ ხომ ყოფილი ნათესავები ვართ, იტყვიან პრივილეგიებით სარგებლობსო. -მაგას მართლა იტყვიან მალე... მაგრამ მაგ მიზეზით არა. - გაეპარა ტუჩის კუთხეებში ვერ შეკავებული ღიმილი ქეთას წამოწითლებულ სახეს რომ შეავლო ეშმაკური თვალები. -ლილიანა და მათე ბათუმში არიან. შენს მეგობარს აშკარად სიცოცხლე მოჰბეზრებია და არ ამხელდა, მაინც და მაინც ჩემი დაქალის ხელებით უნდა აქედან წასვლა? ჩაეცინა მის სიტყვებზე, რომ მიხვდა რაზეც მიანიშნებდა. -ზუსტად 12-ზე დაადგება თავზე, შეამზადე ლილიანა. -საიდან იცი? - აკისკისდა ისიც. -დაანახებს ლილიანას როგორი უტიფარია, რომ არ ერიდება მის ოჯახში შესვლა არც ახლა და არც მერე... - მაჯაზე მოთავსებულ საათს დახედა ცოტნემ, - 1 საათი დარჩა, არ გინდა შენებთან წასვლა? -შენ? შენ არ გინდა? - შეუტრიალა კითხვა წარბებაწეულმა. -მე უკვე ვარ მასთან, ვინც დიდიხანია ჩემია და ამაზე მეტად არც არსად მელიან, - ხელები შეუსრიალა მოშიშვლებულ ზურგზე და კისერზე მიაწება ტუჩები ხანგრძლივად. -ცოტნე... -გისმენ, - დასჩურჩულა მის კანზე მოუშორებლად, -არ იქცევი კარგად... -და რას ვაშავებ? თავს გაყვარებ? თუ ეს უკვე ძველი ამბავია? - ეშმაკური თავლებით ახედა და აიძულა მასაც გაღიმება. -ლილე. -რა სჭირს ლილეს? - სასხვათაშორისოდ ამოთქვა და დაუკოცნა ორივე ლოყა, თვალები საგულდაგულოდ. -ოხხ!.. გამიშვი რა, დათვს უფრო გააგებინებ რამეს კაცი ვიდრე შენ! გამეშვი! - აფართხალდა გაღიზიანებული მის მკლავებში, გადმოვარად კინაღამ მუხლებიდან. -თავად ჩამიჯექი კალთაში და ახლა მე გაგეშვა?! - გაიკვირვა ძალიან ხელოვნურად და უფრო მიიკრა სხეულზე. ვერ გაუძლო დიდხანს ვითომმკაცრი და გაბრაზებული როლის თამაშს, გაუნათა ღიმილმა მასაც სახე და უხერხულად ჩარგო თავი მის კისერში, დაუფრთხო მალევე მასაც ლაღი სიცილი კისერზე რომ დაუტოვა თავად კოცნა და შეუღვიძა კაცსაც უცხო გრძნობები, ჟრუანტელმა რომ დაუარა მთელ სხეულზე. -რაღაც მაქვს შენთვის... - ამოიჩურჩულა მელიქიშვილმა და ოდნავ წამოიწია უკანა ჯიბიდან რაღაც რომ აოეღო, არ დაუხვდა იქ, მერე კი მაგიდაზე დაიწყო ხელის ცეცება რომ მიეგნო სასურველისთვის, ღიმილით მიადევნა თვალები ქალმაც. რვეულის შუაში ჩაედო 2 სიფრიფანა ფურცელი მელიქიშვილს, ირონიული ღიმილით დახედა ჯერ ხელში მოქცეულ ფურცლებს, მერე კი მომლოდინე ქეთას. -რა არის? - აჟიტირებულმა დაავლო ხელი და კარგად რომ გადაიკითხა, შეისწავლა და შეათვალიერა ნახატებით აჭრელებული ფურცელი ისე აკისკისდა გარეთაც გააღწევდა ალბათ მისი ხმა. გაეცინა დიდი ხნის შემდეგ გულიანად მელიქიშვილსაც ასეთს რომ შეავლო მზერა. - გიჟი ხარ! ვერ ხარ შენ კარგად! ცირკის ორი ბილეთი უმშვენებდა გოგოლიშვილის გრძელ თითებს. საავადმყოფოში ერთად შეხვდნენ იმ ღამე ახალ წელს. ლელას ისე უხაროდა მათ გარშემო ყოფნა, რომ ალბათ სახლში ვერ გაერთობოდა ამაზე უფრო მეტად. მელიქიშვილების სახლში ყოველთვის სუფევდა ჟრიამული ამ დღეს. არც ეს ყოფილი არაფრით განსხავვებული, ლოჩოშვილი ლიკა იყო ამჯერად მათი ოჯახის პირველი მეკვლე და მთავარი სტუმარი. დიდი ხნის შემდეგ გადაეხვივნენ ერთმანეთს მონატრებული მეგობრები და გაცვალეს ეთმანეთში პატიება. ისე ძლიერად იკრავდა ლილე ბავშვობის მეგობარს, ალბათ შეისისხლხორცებდნენ მალე ერთმანეთს. ცისანა იყო ყველაზე მეტად ბედნიერი მათი შემხედვარე, დიდი ხნის შემდეგ რომ ისევ ჩადგა ქარი მათ ცხოვრებაში, ისევ გახდა სუნთქვა მარტივი ერთმანეთის გარშემო. ისე უჟუჟნებდნენ თვალებს ერთმანეთს ლიკა და ლუკა რომ არავის თვალებს არ გამორჩენია თავში-ბოლოში მჯდომი წყვილის ანთებული თვალები. მათე უნდა ყოფილიყო აქ სადმე... 2 სრულდებოდა მელიქიშვილები რომ გამოცხადდენენ უკვე სასმელმოკიდებულ ყოფილ მძახლებთან, ისე გულთბილად ჩაიკრა ლილე დავითმა, იმდენი ჰკოცნა მთვრალმა თავზე, იმდენი თბილი სიტყვა უთხრა ზოიამ, თითქოს მადლობასაც კი სწირავდნენ ერთმანეთს უთქმელად ეს ხალხი რომ გააერთიანა და დაამეგობრა. არავის აღარ ახსოვდა ის ავბედითი ქორწინება. ცისანასა და ზოიას შეხვედრაც მეტად ემოცუირუი გამოდგა. იმ საშინელი დღეების შემდეგ პირველად გადააწყდნენ ერთმანეთს და ორივემ უჩუმრად მოიშორა თვალებიდან მომავალი ვერშეკავებული ცრემლი... 4 საათისკენ უკვე კარგად შეზარხოშებულიყვნენ ლუკა და დავითი ახალი ხალხი რომ წამოადგათ თავზე - ქეთა, ცოტნე და დადიანი გუგა... ... ჯადოსნური ახალი წელი თეთრმა საფარველმა დააგვირგვინა. 1 იანვრის დილას ისე გამეტებით თოვდა თბილისში, მისი ფანჯრიდან ცქერა სასტიკი ცოდვა იქნებოდა და დედა-ბუნება აუციელბლად ცუდად შეუტრიალებდა არ დაფასებულ ნახელას... შიშველ ხეებზეც რომ მოიკიდა თოვლი უკვე მერე დაიწყო ნამდვილი ზამთარი ქეთას ცხოვრებაშიც. ფერად-ფერადი ქურთუკებით გადავსებულიყო ქუჩები, ყველა გაერთიანებულიყო ერთი მიზნისთვის და ჟრიამული და ფუსფუსი ტრიალებდა დილიდან. მელიქიშვილის 24 საათიანი საავადმყოფო, რომელიც ამავდროულად კლინიკაც იყო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. ცხოვრებაში პირველად იყო სამსახურში წასვლა ასე რომ ახარებდა გოგოლიშვილს, მეტიც ისე ჩქარობდა იქ მყოფი გულის სწორის სანახავად დილაადრიან გავარდნილი, თითქოს თავად არ იცოდა გულში ნამთვრალევი სულაც რომ ვერ ადგებოდა დილაადრიან. მისდა ბედად საშინელი აურზაური დაუხვდა სახლად გადაქცეულ საავადმყოფოში და იქ დატრიალებული მძაფრი აურაც მალევე გადაედო მასაც, სწრაფად მოიშორა სხეულიდან ზედმეტი ატრიბუტები, გამოეწყო თავის ფორმაში და მესამე სართულისკენ გასწია სირბილით, სადაც მოეყარათ უკვე თავი ქირურგთა ჯგუფს. ცოტნეს აღელვებულ სხეულსაც რომ მოჰკრა თვალი მრავალს შორის პირველად მაშინ შეუქანდა გული. ერთი წამით გადმოხედა დაბნეულად მდგომს და გააგრძელა კვლავ გზა საოპერაციო ოთახისკენ. აფოქრიაქებულ მეგის შეეჭიდა მკლავზე და სიტუაციის ახსნა სთხოვა, პასუხმა კი ლამის თავზარი დასცა. როგორც აღმოჩნდა, ცხოვრებაძე გაწერის შემდეგ ისე ცუდად გამხდარა, რომ დილით გაღვიძებულებს ვერაფრით მოუსულიერებიათ კაცი და შეშინებულებმა გააქანეს კვლავ საავადმყოფოში. აიწურა კედელთან თავდახრილი და თითების მტვრევა დაიწყო ნერვიულად. არადა ყველაფერი კარგად იყო... ასეთი რაღაც ვერ გამორჩებოდა... როგორ უნდა ჩაეხედა ახლა ცოტნესთვის თვალებში... ფრთხილად შეაღო კარები და მალევე აღმოჩნდა მისთვის ყველაზე საძულველ ადგილას, შეათვალიერა საოპერაციო ფორმაში გამოწყობილი მელიქიშვილი შოროდან, უკან მობრუნდა წინ მიმავალი ქეთას სახეს რომ გადააწყდა და მკლავში ჩავლებული ხელით გაიყვანა დერეფანში. -არ შიძლება შენი შემოსვლა, ქეთა. -ჩემ გამო მოხდა ეს... - ჩუმად დასცდა და ჩაყლაპა მომდგარი ცრემლები. -გაჩუმდი. არ არის მაგის დრო გამოვალ და ვილაპარაკოთ. -ჩემ გამო გახდა ცუდად... -გაჩუმდი-მეთქი, მე არ უნდა მომეცა უფლება, არაფერ შუაში ხარ შენ, მიდი ახლა, ჩადი ქვემოთ, - ძლივს აკონტროლებდა თავს უხეშად რომ არ ეთქვა რამე, შუბლზე აკოცა ბოლოს და დაუბრუნდა კვლავ საოპერაციოს. ცრემლმომდგარმა ჩაირბინა საჩქაროდ კიბეები და შევარდა ცოტნეს კაბინეტში აღელვებული. მისი დაუდევრობის გამო ადამიანს რომ რამე მოსვლოდა... წარმოდგენაც კი ზარავდა... სავარძელზე ჩაესვენა დამძიმებული თავით, ფეხებს აბაკუნებდა მოლოდინის რეჟიმში. რა ძნელი იყო ამ წუთი-სოფელში ერთი დღე მშვიდი. ნერვიულობის გარეშე ჩავლილი კვირი და ლაღად გატარებული ერთი თვე... ოჰ, რა შორს იყო ასეთი დღეები, და, ამავდროულად, ისე ახლოს, რომ წარმოდგენასაც ვერ მოასწრებდა ქალი. გონების კალათაში ფერადი ფურცლები ცვიოდა, რომლებზეც მხოლოდ მისი პირიდან წარმოთქმული სიტყვები ეწერა. რომ სახელოვანი გოგო უნდა გაზრდილიყო, მამიკოს გული უნდა მოეგო და თეთრი ხალათი ჩაეცვა სხვების განსაკურნებლად. ისეთი ექიმი უნდა დამდგარიყო... თითით საჩვენებელი, უნდა ეამაყა მისით და თამამად, განეცხადებინა ქეთევან გოგოლიშვილი ჩემი ქალიშვილიაო... ისიც როგორ უნდოდა მოსწროდა აფრიალებული ქუდით რომ დაენახა მისი ერთადერთი ვარსკვლავი... ნეტავ ზუსტად სცოდნოდა წელში მოხრილს, მოკუნტულს მაინც როგორ ამაყობდა მისით შალვა... მისი ერთადერთი ქალიშვილით, რომ იცავდა და მფარველობდა ყოველთვის და ყველგან. ძილისპირულს უმღეროდა უკვე მისი გონება კარები რომ შეიღო ფრთხილად და ცოტნეს სხეული გამოჩნდა. მუხლებზე შემოხვეულ კვირისთავებზე დაედო თავი და მშვიდად ფშვინავდა. გადახედა ერთი მიძინებულს და თავზე გადაუსვა ხელი, გადაუწია თმა სახიდან. მოცილებულმა საჩქაროდ გადაიძრო მოკლემკლავიანი ლურჯი მაისური და ჩანთაში ახლის ძებნას შეუდგა. ისე მადისაღმძვრელად მოჩანდა წინ გადაშლილი უშველებელი ხედი... მთასავით უდრეკი, ნავარჯიშები მხრები, ხმაურით გადაყლაპა ნერწვი და ვერც ვერსად წაიღო ანცი თვალები. წამოსწია თავი და ჩუმად დასძინა. -როგორ არის? - დატუქსული ბავშვივით იკითხა, ჩამალა მთელი სახე რომ არ დაენახებინა აღაჟღაჟებული ლოყები, თვალები უჩანდა მხოლოდ. გადახედა მაშინვე ქალს, ეგონა, რომ ეძინა. წარბების აწევით მიანიშნა მიგიხვდი ყველაფერსო. -კარგადაა. - სწრაფად გადაიცვა მაისური და ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ. ჩამოუჯდა გვერდზე, ისე, რომ არ დაუტოვა გასაქანი გოგოლიშვილს, კომფორტულად მოთავსდა და დაღლილი თვალებით გადახედა გვერდზე მჯდომს. -ბოდიში... -რისთვის მებოდიშები? შენი ბრალი არაფერია, დაულევია და ამიტომ გახდა ცუდად.- გააწყვეტინა მაშინვე. - ქეთა... - სახეზე ჩამოუსვა ხელი და მოაშორა გადმოვარდნილი ცრემლი თვალიდან, - ახლა გავბრაზდები. -გაბრაზდი. გამაგდე თუ გინდა... -საით გაგაგდო, აქეთ? - მკლავზე დაქაჩა ხელი და თავისკენ მიიზიდა, გააშვებინა მაშინვე და თავის პოზიციას დაუბრუნდა. - ქეთა. -რა? ჩემ გამო კინაღამ კაცი მოკვდა... ხომ კარგად იქნება? -იქნება. არ არის სანერვიულო... ვერ გიყურებ ასეთს გონს მოდი, რა... - თავი ჩამოადო საზურგეს და გვერდულად გადახედა მისთვის ყველაზე სასურველს. - ხდება ასეთი შემთხვევები. ამოიხვნეშა დამშვიდებულმა და დაიწყნარა სახეც. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მობილური რომ ამღერდა ჯიბიდან. უცხო ნომერი რომ შეათვალიერა და ვერ ამოიცვნო არც უპასუხია ისე გაუთიშა ხმა. აი მეორედაც რომ სცადა ბედი უცხომ მობეზრებით გადაუსვა ხელი სენსპრს. -ცოტნე, მე ვარ. - გაისმა ქალის ხმა, ამოიცნო მაშინვე დღეებსი უკან გაგონილი და წარბები შეეკრა გაუცნობიერებლად მისწია თავი უფრო ახლოს სიტყვების ამოსაცნობად. -ვინ შენ? - მართლაც ვერ იცნო გაუცხოებული ხმა. წაიერი დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო. -სოფო ვარ. - გაისმა ჩაწყვეტილი ხმა, - ჩემს ხმასაც ვეღარ ცნობ? -ღმერთო, რა დავაშავე... - აღაც დალოდებია პასუხს ისე გათიშა მობილური, ხმაც გაუთიშა და ბოლოს მოისროლა საერთოდ მეორე მხარეს. გადახედა მერე სიბრაზის ცეცხლში გახვეულ ქალს. - მიდი ახლა მეჩხუბე, რა უნდოდა, რატომ გირეკავს... -სულ არ მაინტერესებს! - ვითომ სასხვათაშორისოდ ამოთქვა და წამოვარდა მაშინვე ფეხზე. -ვხედავ, - ღიმილით გაჰყვა თვალებით. - არ ვიცი რა უნდოდა, არც მაინტერესებს... უცხო ნომრით იმიტომ დარეკა, რომ მისი ნომერი აღარ მაქვს... წამოდგა ზანტად რომ ვერ მიიღო პასუხი. წელზე შეუსრიალა ხელები და თავის მკლავებში მიატრიალა ქალი. -ჯერ იყო და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე, ამირია გრძნობები, გამაგიჟე და ახლა ბედავ და მიბრაზდები, ქალბატონო? თან რის გამო? -ქართულში დაბალი ქულები გყავდა და სამედიცინოზე ამიტომ ჩააბარე? ვის… -სოფომ მიღალატა, ქეთა. ჩვეულებრივად არ მომხდარა ჩვენი დაშორება. მისი პატივისცემა დამაკარგვინა მაგ ქალმა, არარაობაა ის ჩემთვის, ნუ მაიძულებ მასზე საუბარს, რადგან ფიქრი მიწევს ამაზე და თავიდან მერევა გული იმ 4 წელზე... ჩემს გაფლანგულ დროზე... მართლა ვერ ხედავ, გოგო? -რა გინდა, რომ დავინახო? დამანახე? -არ დაგანახე? არ იყო საკმარისი? -ყველაფერი გართულდება... ცხოვრება დამენგრევა... ეს არ არის მარტივი... - ზურგი აქცია შეწუხებული სახით. -რას მეუბნები? ასე გაწუხებს ჩემი წარსული? ტვირთი ვარ მე ჩემი წარსულით შენთვის? მე რომ ცოლი მყავდა ეს შენთვის... -გაჩუმდი! აღარ დაამთავრო. - შებრუნდა კვლავ მისკენ. - ვერც იაზრებ რამხელაა ის გრძნობა ჩემში. მარტივი ის არ იქბება, თუ არ მომასვენებს ის... საკმარისი დავკარგე, ცოტნე... ჩემს გულში ტკივილის ადგილი აღარაა. -ქეთა... ჩემო ქეთა... - სახეზე შემოჰხვია ორივე ხელი - ეგ პატარა გული დაივიწყებს მალე მაგ გრძნობას. ჩემი გული... - დახრილმა მაისურზე გარედან აკოცა იმ ადგილას, სადაც გული უნდა ყოფილიყო წესით. ისე ძგერდა გააფთრებული, ვერ შეიკავა ვერაფრით ღიმილი. სულზე მიუსწრო კარებზე კაკუნმა ქეთას ამჟღრეულ სახეს, გაასწორა მაშინვე და მაგიდას მიაწვა რომ არ დაცემულიყო. გამოჩნდა მალევე დადიანის მაღალი სხეული და შემოჰყვა უკან მათე და ბოლოში დასჯილი ბავშვივით მომავალი ლილიანა. -ეს თქვენი ლელა ცოტა ვერაა კარგად, - შუბლზე დაიტრიალა თითი მეტი დამაჯერებლობისთვის ლოჩოშვილმა და სავარძელში ჩაესვენა, ააყოლა თან მზერა კარებთან ჩამომდგარ ლილიანას ეშმაკური ღიმილით. -ესენი ბათუმში არ იყვნენ? - დადიანს გახედა ცოტნემ. -ღმერთი იქიდან ვერ იგებს რა ხდება ამ ორის თავს და მე როგორ გავიგებ. -ფსიქოპათია. საჭესთან მჯდომი შიშებში ვიყავი რამე ზედმეტი მოძრაობა არ გაეკეთებია, რომ სადმე არ გადავეჩეხე. -მადლობა მითხარი მანქანაში რომ ჩაგიჯექი. -მადლობა. - მორჩილად დაუქნია თავი. - თავადო გუგა, რაუყავი იმ შენს საქმეს? გაუშვი სროკზე ვაჟუნიები? -მომასვენებდა ისე გამჩენი? - წაიგრძელა კისერი ამპარტავნულად, აქაოდა რომელი საქმე მივატოვე შუა გზაზეო. -აბა რაა, სულ შავები, სულ ბნელები, სულ ქუჩები! ვერ იქნება ძმაო ეგრე, ვე-რა! -ვოი შენს პატრონს, უბედურს, - ჩაიქნია ხელი დადიანმა, ფანჯარასთან მისულმა გამოხსნა და სიგარეტი მოიძია ჯიბეში. -12 საათზე დამადგა თავზე ეს უტიფარი ჩემებთან! - ამოიღო ბოლოს ხმა ლილიანამ, ისედაც ძლივს იჭერდა ენას კბილებით, ხელებგადახლართული ჩაესვენა მაგიდის წინ მდებარე სკამზე. - გაგიჟებული მიყურებდა მამაჩემი! -რომელ მამაშენზე ამბობ? იმ მამშენზე, დიდი განსხვავებულით რომ დალია ჩემი სადღეგრძელო და თან ბოლომდე ჩაცალა? თუ იმ დედაშენზე საგულდაგულოდ ჩემთვის ღამის პირველ საათზე აჭარული ხაჭაპური რომ გამოუცხო? რავიცი... რავიცი... დასაბმელი გიჟი ერთი მარტო ის იყო... რა ჰქვია... ნიკოლა! ტიპი შეშლილია! ჩაეცინა ქეთას ნიკოლას წარმოდგენაზე, მართლაც ისეთი თვალებით დაუწყებდა მათეს ბურღვას თავად რომ უტრიალებდა თავში. -შეშლილი თავად ხარ! რაებს ეჩურჩულებოდი ბაბუჩებს, ამოღერღე ახლავე, თორემ არ ამიკანკალდება ხელი ისე გადაგისვრი ამ ფანჯრიდან! -აი ეგ შენი საქმე ნამდვილად არ არის. - კმაყოფილება აირტყა სახეზე და ისე მოაცილა მზერა. -ან ეს ორი იქნება, ან მე! - ყვირილით მიხურა ფანჯრის კარები დადიანმა. - დამღალეს! ცოცხლად მომკლეს კაცი მთელი გზა! -ცოცხლად კვდებიან ადამიანები, აბა მე მკვდრის სიკვდილი არ გამიგია, - ჩაიქირქილა ვითომ თავისთვის და აკისკისებულ ქეთას ჩაუკრა თვალი. ამ ამბავში იყვნენ კიდევ რომ გაისმა კარებზე კაკუნი და ამჯერად ისეთი სტუმარი შემოძვრა ყველამ რომ წარბები დაქაჩა გაკვირვებისგან. ამაყად, ღიმილიანი სახითა და შავი სათვალეებით თავზე გამოწყობილი გახიდულიყო კარებთან გოგოლიშვილი დავითი. კარს უკან მიხურა კარები და აეკრო ზედვე მას. -ჰოო, მე არ გამოვსულვარ ჯერ ნაბახუსევიდან... - იჩურჩულა ლოჩოშვილმა და შეუმჩნევლად გადახედა თავის სავრძელში მჯდომ ძმაკაცს, სახითა და მიმიკა შეუცვლელი რომ უმზერდა შემოსწრებულს. -გილოცავთ ახალ წელს, - ზურგსუკან დამალულ ხელიდან ბლომად კამფეტები და შოკოლადები შემოისროლა კაბინეტში. - როგორ მინდოდა შენი კაბინეტის მეკვლე მე ვყოფილიყავი... - იმედგაცრუება ჩააქსოვა ხმაში და გადააქნია ბოლოს თავი ვითომ შეწუხებულმა. გაკვირვებული თვალები ვერ მოაცილა მისმა სისხლმა. წამოვარდა ბოლოს ფეხზე ლოჩოშვილი და გადაეხვია ახალშეძენილ მეგობარს, მიუტყაპუნა თან ხელი ზურგზე, ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა დადიანი, გოგოები კი ძლიერად ჩაიკრა გულში. საყვედურიანი თვალებით შეათვალიერა კარგად ქეთა რომ არ მოინდომა მათთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს. -სულ ასე ტკბილად მეყოლე, ჩემო ცოტნე... -მოგირჩა შენ ეგ ჭრილობა? - მკაცრად გადახედა. -შრამიც აღარ მაქვს, - გაეკრიჭა ბავშვივით, - საჩუქარი მაქვს შენთვის. - ეშმაკურად, ანცად უმზერადა მკაცრად მაცქერალ მელიქიეშვილს, ეახლა და ხელებში შეაჩეჩა ლამაზ პარკში შეფუთული საჩუქარი. უნდობლად ახედა ჯერ კაცს, მერ კი ზანტად გამოაძვრინა პაკეტიდან ჩარჩოიანი სურათი, გადმოატრიალა წინა მხარეს და... წამოწყებული ხარხარი პირზე ხელის აფარებით შეიკავა დადიანმა, თავი გაჰყო მერე ფანჯრიდან და ისეთ ხმაზე ახარზარდა გიჟადაც შერაცხავდნენ გამვლელები. წამოსწია თავი, დაიგრძელა კისერი მთემაც, დანარჩენებმაც და ყველა რომ გადასწვდა მზერით სურათს ტუჩებზე დააჭირეს კბილები თავადაც რომ არ ჩავარდნილიყვნენ დადიანის მდგომარეობაზე. სურათზე არც მეტი არც ნაკლები დავითის სახე იყო გამოსახული. - აი აქ მიმაკარი, კარგად რომ გიყურო. - კარებს ზემოთ თავისუფალი ადგილისკენ გაიშვირა ორივე ხელი და მხიარულად შესძახა. -მალადეც, თავადვე გაუკეთებია სურათი ამ საწყალს... -რა? არ გაგიხარდა ცოტნე? არა, კი ვიფიოქრე სხვა სურათზე, თუმცა მაქ ყველაზე კარგად გამოვიყურებოდი... -თავს წაგაცლი. არც გეგონოს, რომ ვხუმრობ. ფეხბურთს ვათამაშებ აგენს შენი უბადრუკი თავით. -სულ მინდოდა ისტორიაში შევსულიყავი დიდი სახელით, რაღა მაჰმადის სახელი უნდა მიაწერონ ჩემს სახელს გვერდით ფრჩხილებში... თუმცა მაინც გმადლობთ. გოგო, ლილიანა, გავიგე მძღოლს ეძებსო მანქანის ტარების სასწავლებლად, რა ჯანდაბად გინდა? - მიუჯდა გვერდზე მათეს და ინტერესით გადახედა ხიმშიაშვილს. -რაო? ვინ თქვა? -ჩემი დაყრილი ჭორები ისევ ჩემთან მოვიდა... - ჩაახველა გამოჭერილმა მათემ და შეფარვით შეათვალიერა წამოსადგომად მომზადებული ლილიანა. -შენ რა, მართლა შეშლილი ხარ, მათე?! -რაღა დაგიმალო და ცოტას ვურევ... -გჩივლებ! ნახავ, თუ არ გიჩივლებ! გუგა, საჩივარი მინდა დავწერო ამ გაიძვერა ადამიანზე! მავიწროებს, კუდში დამყვება და მოსვენებას არ მაძლევს! -დაწერე, გუგა... დაწერე თუ უნდა დავისაჯო ალმოდებული გულის გამო, დაე იყოს ასე... არადა კვერცხის გულებს ვყლაპავდი, ხმას ვამზადებდი სერენადასთვის... არც ,,ტანო-ტატანოს“ გადამეორება ყოფილა საჭირო... ვოი, ჩემო გაძაღლებულო სიცოცხლევ... -მოეშვი მასხარაობას! - შესძახა კოპებშეყრილმა ქალმა. ალმაცერად და ეშმაკური ღიმილით აკვირდებოდა ახალი მოსული წყვილის გაცხარებულ კამათს, ხელჩართულ ომში რომ გადაიჭრებოდნენ მალე. მზაკვრულად აუელვარდა თვალები და ხმა ჩაიწმინდა სიტყვის დასაწყებად. -ისეე... შენს დას კარგი პროფესია აურჩევია... - მალულად ჩაეღიმა მელიქიშვილს, რომ მიხვდა საითაც უნდა წაეყვანა საუბარი. ვერ გაიგო მათემ, გადმოხედა გაკვირვებით, - გუშინ სახლში რომ შევხვდით ახალ წელს გვიან მელიქიშვილებთან გადავედით სტუმრად, ლიკაც იქ არ დაგვხვდა? ისეთი ჭკვიანი გოგოა, ისეთი საქმიანი, დაუზარელი... შემეშინდა ცოტა, ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება, მაგრამ მერე გამახსენდა! ჩვენი ლუკაჩო! მამაცი, ნამდვილი ვაჟკაცი... ისე, ჯარი მოხდილი აქვს, ცოტნე? - უცებ შეწყვიტა ამბის თხრობა და ინტერესით მიაჩერდა ცოტნეს, ძლივს იკავებდა უკვე თავს ისიც ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა, ხომ ძალიან კარგად მოეხსენებოდა თავისი ძმის ვერგამხელილი სიყვარულის ამბავი... დაუბრიალა თვალები, შეწყვიტე დროზეადრეო. - თუ არ აქვს მოიხდის! ხოდა რას ვამბობდი... ეს ჩვენი ლუკა ისეთია სულ არ შეგზარდება, ისე დაიცავს ლიკუნას.. -ენას ამოგაძრობ იცოდე, დავით... - ჩაისისინა ავად ნირწამხდარმა მათემ, სამაგიეროდ, ლილიანას მოერგო ახლა კმაყოფილი ღიმილი სახეზე. - არ გავიაზრებ რას მიმანიშნებ, უბრალოდ ენას ამოგაძრობ... შინაურულად და მათიანად გრძნობდა თავს დავით გოგოლიშვილი. არც უნდოდა წასვლა და ამ ყველაფერს ჩამოშორება. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. როგორი უცნაური ხარ დიადო ღმერთო... სიურპრიზებით სავსე... ნელა მიიწურა დღე. აღარ დასრულდა არაფრით ეს ზამთარში დამოკლებული დილა... თავჩაქინდრული იდგა კარებთან და ისე ჩაფიქრებულიყო, თითქოს სამსჯავროზე მიდიოდა მისი ცხოვრების. ბევრი ფიქრის შემდეგ დარეკა ბოლოს ზარი და დაელოდა კარების გაღებას სუნთქვაშეკრული. ხომ იცოდა რომ ნახავდა, ხომ მის გამო მივიდა ამ სახლშიც, თუმცა ასე მალე, შეუმზადებლად არ მოელოდა მაინც. კარს იქით პატარა ლილე მელიქიშვილი იდგა, დასუსტებული, სევდიანი თვალებით მაცქერალი, ძმის სახის დანახვაზე რომ აკიაფდნენ მაშინვე მონატრების ცრემლები. წითელი კომბინიზონიანი, მოკლე კაბა ეცვა, ისეთი ლამაზი იყო მისი და ყველა ფორმაში... გადადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი და შემოატარა ერთ ადგილას გაქვავებული ცოტნე, საჩუქრებით ხელდამშვენებული. შემოატარა ძმა და დამნაშავე ბავშვივით მაშინვე ოთახისკენ დაიძრა, ეგონა, რომ ოჯახის სანახავად და მათთვის საჩუქრების გადასაცემად იყო მოსული, მისი დანახვა კი მეტად შეაზარებდა მის თავს, ამიტომ თავადვე, ზედმეტი სიტყვის გარეშე მიიხურა კარები და ფანჯრის დიდ რაფაზე ჩამოჯდა. როგორ უყვარდა ეს ადგილი... პატარა ფისოსავით შემოჯდებოდა ხოლმე რვეულითა და კამლით ხელში და ხელის კანკალით შეუდგებოდა გაწყვეტილი ადგილიდან ახალი თავის გაგრძელებას... როგორ შეელეოდა ამ ადგილს, როგორ არ იფიქრეს, რომ ლილე ასე მარტივად მხოლოდ ოჯახს კი არა, მის გამზრდელ სახლსაც ვერ ჩამოშორდებოდა. შორიდან მოესმოდა შიგით ატეხილი აჟიოტაჟი, სულ აღარავის ახსოვდა თითქოს ლილე, სიხარულით ეკვროდა მაყვალა მონატრებულ შვილიშვილს, იქით დედის სიცილი მოისმოდა, ეს ლუკაც რომ არ აჩერებდა ენას... უცებ გაისმა კარების ხმა და შეუქანდა გული ადგილზე, ნელა გადახედა შემოსულ ძმას და აფორიქებულმა ვერც მიხვდა საით წასულიყო, ჩამოაწყო ფეხები რაფიდან და სავარძელზე, მის პირისპირ ჩამომჯდარ ცოტნეს დააკვირდა მორცხვად. -რატომ არ გამომართვი საჩუქარი? - წამოიწყო ჩუმად ცოტნემ, ვერ მოაცილა თვალები მონატრებულს. -მეგონა არ გექნებოდა ჩემთვის... -როდის დაგტოვე? -შენ საჩუქრის გარეშე მაშინაც არ დაგიტოვებივარ ვიზა რომ დაგიხიე შემთხვევით... - ჩაეღიმა ბავშვობის გახსენებაზე და სევდიანმა ღიმილიმა თავისით გაიკაფა ადგილი. -შემომხედე თვალებში. -მრცხვენია. - ამოიჩურჩულა კვლავ, მუხლებზე დაეცა ჩამოვარდნილი ცრემლი. -რატომ მოიქცეი ისე, სასირცხვილოდ რომ გაგეხადა საქმე? რატომ მოიქეცი ისე, ჩემთვის თვალებში შემოხედვის რომ შეგრცხვენოდა? - მომაკვდინებლად თბილი ხმა ჰქონდა ცოტნეს, ისეთი როგორიც უყვარდა ძალიან ლილეს. -შემეშინდა, ცოტნე... გეფიცები, არც მიფიქრია ბევრი... მართლა შემეშინდა... დედა ვეღარ გადაიტანდა მეც რომ მომსვლოდა რამე... რა ვქნა, შემეშინდა, ცოტნე... -მე იმისთვის ვარსებობდი, შენ რომ არ შეგშინებოდა არასდროს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე იმისთვის მიღირდა ეს ცხოვრება, რომ შენს თვალებში არ მენახა არასდროს სევდა და წუხილი. მინდოდა, რომ არასდროს გეგრძნო უმამობა და ის საშინელი ტვირთი არ გეკიდა მხრებით ობლობა რომ ჰქვია. მე გაჭირვება გამოვლილს შენ არ გენახა კი არა, არც გცოდნოდა რთულ ცხოვრებაზე არაფერი... მე მართლა მეგონა, რომ დაგანახე, თუ რა შემიძია შენთვის გავაკეთო... მეგონა, რომ მე ვიქნებოდი შენი ხიდი უღელტეხილზე, კიბე ჩავარდნილ ორმოში, მეგონა, რომ მე გაგახსენდებოდი ყოველთვის და მე მინატრებდი რთულ დროს, სანამ არ გეყოლებოდა ის... ვისაც ჩემზე მეტი უფლება ექნებოდა უკვე. ის სიბრაზე აფექტური იყო, ლილე... მეწყინა მე, ლილე, გული გამიტეხე შენი საქციელით... ჩემთვის ვფიქრობდი, რომელი მერჩივნა, ნეტავ მართლა სიყვარულით დაქორწინებულიყო და ეს არ გაკეთებია ჩემთვის თუ როგორც ახლაა, რეალობა ის... ფიქრებშიც ვერ გაგიმეტე ოჯახის უღელისთვის, ჩემო ლილე... ვარჩიე, რომ ისევ მე დავტანჯულიყავი, ვიდრე შენ, თუნდაც სიყვარულით გათხოვილი. მაპატიე, თუ ვერ დაგანახე ის, რისთვისაც ვცხოვრობდი, ლილე... -ყველაზე საუკეთესო ძმა ხარ მთელ მსოფლიოში, ცოტნე! ნუ მეუბნები ასეთ სიტყვებს, გთხოვ, რა!.. - ტირილით წამოვარდა და ჩაეკონა გულში მონატრებულს, მისი თბილი ხელების გარდა ვერც ვერაფერი დააწყნარებდა ახლა. - მაპატიე, ასე რომ გაფიქრებინე, მაპატიე ჩემი სულელური საქციელი როგორმე, გთხოვ, თორემ ასე ვერ ვიცხვოვრებ... არ მინდოდა ასე გეფიქრა... -კარგი, დამშვიდდი, - თმაზე მიეფერა და შუბლზე აკოცა ხანგრძლივად. იპოვა ის სიმშვიდე დიდიხნის წინ რომ დაკარგა გოგოლიშვილების ეზოში და ახლა ბონუსად 2 იპოვა მის ნაცვლად. -არაფერს დაგიმალავ, აღარასდროს! ოღონდ აღარ მიმატოვო, გთხოვ... -მე შენ არ მიგატოვებ, არასდროს ჩემო პატარა ფერია... ყველაფერმა ჩაიარა უკვე. -მაგრამ ის... -დასრულდა. - შეაწყვეტინა მკაცრად. - მორჩა, ცუდი სიზმარი იყო, ძალიან ცუდი, ახლა მხოლოდ მომავალზე იფიქრებ. მალე მოვა ეროვნულები, ძალიან მარტივად მოაგვარებ ამ პრობლემას, გააგრძელებ სწავლას სასურველ ადგილას და გახდები ბოლოს ის, ვისზეც ორივე ვოცნებობდით ადრე. -იურისტი ვიქნები... ბოროტებს დავიჭერ და კეთილებს დავეხმარები... -ყველაზე მაგარი ადვოკატი იქნები. -აღარ შემეშინდება არავისი, გპირდები. ის ვიქნები, ვისიც შეეშინდებათ. - მოიშორა ცრემლები და მტკიცე მზერა გაუსწორა ძმას. - ოთონდ მანამდე მითხარი რა მაჩუქე. -თავად ნახე, - საწოლზე გადადებული ყუთი შეაჩეჩა ხელებში და ღიმილით დააკვირდა რეაქციას. არც მეტი, არც ნაკლები ადვოკატის მანტია და ქუდი იდო შიგნით, ახლოს კი საფრანგეთის ბილეთები... მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, შეიშალა და გადაირია, რომ ჩაიცვა ის მოსასხამი სანამ ცისანაც არ შეღონდა ბოლოს გაიხადე და წადი მომცილდო აქედანო, მანამ არ გაჩერდა აჟიტირებული გოგო. ლუკას აწვალებდა და აშურებდა თან საფრანგეთის ბილეთებს... როგორც იქნა, ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც უნდა ყოფილიყო. ღამის 12 საათი დამდგარიყო. ბედობა დღე დაწყებულიყო ქვეყანაზე. ახალი წლის აურზაური ჯერ კიდევ არ ჩამქვრალიყო, თამამად აღწევდა მანქანებიასა და სიგნალების ხმა შეღებილი ფანჯრიდან, თან რომ მოჰქონდა გრილი ჰაერი. არსაიდან გაისმა მობილურზე შეტყობინების ხმა და წამოყო თავი მაშინვე დასაძინებლად გამზადეულმა. ,,გამომხედე“ ვერც მიხვდა წამით რას ითხოვდა მისგან, გააზრებულზე კი საჩქაროდ წამოვარდა საწოლიდან, გადახსნა ფარდა და გადახედა ეზოში შემოსულ ცოტნეს. მას ელოდაო თითქოს და რომ გაარკვია რომელი ფანჯარა ეკუთვნოდა ქეთას კმაყოფილი ღიმილოთ მიუახლოვდა სახლს, პროფესიულად აძვრა კედელზე, თითქოს ყოველ დღე აკეთებდაო ამას, და რომ ააღწია ქეთამდე გაგიჟებული ქალისთვის ყურადღება არც მიუქცევია ისე დაეტაკა ტუჩებზე გადაუსვლელად, არ გაუწყვეტია კოცნა, გადაბობღდა და შემოაჭდო მაშინვე წელზე გაყინული ხელები. -ეგოისტურად მინდოდა დამბედებოდი და ისიც მინდოდა მე დაგბედებოდი პირველად. გჯერა შენ ასეთების? თუმცა ზამთარი ხომ ჯადოსნურია... - ღიმილით მიეფერა შეფერადებულ ღაწვებზე. -შეშლილი ხარ... - ჩაეღიმა მასაც და შემოჰხვია ხელები კისერზე. - როგორ შეიცვალე, ცოტნე... -მოგწონვარ ასეთი? - შეუძვრა კისერში მთელი სახით. -გეყოფა, - სიცილით აბრუნა თავი ჩხვლეტა რომ იგრძნო მისი წვერების. - აპატიე ლილეს? -ოხ, ქეთა... ოხხ!.. -ისე გინათებს თვალები, შეუძლებელია მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი მისი მიზეზი. -ხოო? ესე იგი, ვეღარ ვმალავ? იკითხება ასე თამამად ჩემს თვალებში შენი სიყვარული? აერია თავგზა, გონება, ფიქრები, ღიმილი... ვერ მოაცილა ვერაფრით თვალი ამ სიტყვებს რომ ამბობდა და მაინც ასეთი კონტროლირებადი იყო. თავად აკოცა ამჯერად კისერთან და საკუთარ თავს გამოუტანა საბოლოოდ განაჩენი, რომ აღარ იქნებოდა იმაზე უფრო საამო სურნელი ვიდრე ახლა, აქ, მის ყელში შემძვრალი. არც ამაზე უფრო თბილი სახლი აღარ იარსებებდა სხვაგან დედამიწის ზურგზე. ახლა მხოლოდ ის შეეძლოთ ერთმანეთის სიყვარულში შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო გაახარებდა დიდი ხნის წინ ნატკენ გულს, ვინ უფრო ბევრ იას დათესავდა იმ წრის გარშემო სადაც იდგა ეს ორი... ... ოცდამეშვიდე დაბადების დღეს ახალ სახლში შეხვდა გოგოლიშვილი ქეთა. საგულდაგულოდ მომზადებულ, გარემონტებულ, ნაწვალებ, ნაფიქრებ სახლში... ზუსტად ის გამოვიდა, როგორც პატარა ქეთამ ჩაიფიქრა ღრმა წარსულში, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო მისი პატარა გულით ნაფიქრი და მოწადინებული სახლის კედლები... შემოდგომა ახლა დგებოდა მაშინ ქვეყანაზედ, ფრთხილად მოიპარებოდა სიგრილის აჩრდილი, სახლის კედლებსა და ღია ფანჯრებში, არხევდა ფარდებს და საამაოდ ელამუნებოდა პატარა გოგონას სახეს, საგანგებოდ რომ დაეხუჭა თვალები და მიეშვირა სახე აბრეშუმის ფარდისთვის. ხეები ჯიუტად ინარჩუნებდნენ სიმწვანეს, თუმცა ტოტებზე მაინც იწყებდნენ გამოჩენას გაყვითლებული ფოთლები. ქუჩის ბოლოს ნიავმა აიტაცა ერთ-ერთი და მძიმედ დაანარცხა ძირს. და თითქოს ამ პატარა ხმაურში შემოდგომამ თავისი მოსვლა გამოაცხადა. -ქეთათო... სად ხარ, გოგო, რატომ მაძებნინებ თავს? - სიჩუმეში ჩაძირულ სახლში გაისმა კაცის ხავერდოვანი ხმა. ტუჩებზე იტაცა მაშინვე ანცი ხელები პატარა გოგონამ ფარდის უკან რომ დამალულიყო ძირში ჩამჯდარი. სულ შემთხვევით მოჰკრა თვალი ფარდების ქვეშ ვერდამალულ პატარა ფეხებს კაცმა, ჩაეღიმა მაშინვე თბილად და ჩუმად დაიძრა მისკენ. -არადა კაკლის მურაბა მქონდა გადანახული... რაგაეწყობა, დათოს მივუტან... გავახარებ... -არა, მამიკო! არ გაახორო! მე გამახარე! მე მომიტანე! - აჭყიპინდა მაშინვე გამოქცეული მისი თავშესაფრიდან და შარვალზე დაქაჩა კაცს. სიცილით აიტაცა ხელში და სავარძლისკენ წასულმა მასთან ერთად ჩაესვენა, მუხლებზე დაისვა თან ეშმაკი შვილი. -მამიკო, რატომ უკბინე დღეს ლილიანას ხელზე? როგორი საქციელია ეს? მესამე კლასში ხარ უკვე, მა... -აუუ! ლილიანა, ლილიანა! ყველა ლილიანას ეძახის. სულელი და ბატია! ჩემი მათემატიკის დავალების გადაწერა უნდოდა. -მერე, რომ დახმარებოდი რა მოხდებოდა? -მე რომ ჩემით ვიწვალე? - აუბრდღვია ყავისფერი თვალები და მამიკოს სახეზე მიაჩერდა დაბნეულად. რატომ უნდა გაეყო სხვისთვის ის, რაც სრულიად მისი იყო, ვერ იგებდა. -მასე არ შეიძლება, მამა. როდესაც რაღაც სჭირდება შენს მეგობარს, არ შეიძლება მასე მოქცევა. შენ რომ გიჭირდეს რაღაც, ხომ გაგიხარდება მისი დახმარება. -მე სულელი და ბატი არ ვარ! -ქეთა, როგორ ლაპარაკობ... – ეღიმებოდა თან, ძლივს იკავებდა კაცი, რომ გასცინებოდა ეს ძალით სერიოზული ხმაც გაუწყდებოდა და მისი სიტყვებიც ფასს დაკარგავდა. - რატომ ეძახი ასე შენს კლასელს? -იმიტომ, რომ მარტო ბიჭები აინტერესებს! სულ ბიჭებთან მეგობრობს, მე რომ მინდოდა არ უნდოდა მას ჩემთან. რომ გადმოვიდა მე მივედი პირველი მასთან და ხელი ჩამოვართვი. -უთხარი შენ და ასე გითხრა? -არ მითქვამს... - დატუქსული ბავშვივით ჩახარა თავი და ფეხების ქნევა დაიწყო გაჯიუტებული ბავშვივით. -მაშინ როგორ გაიგებდა მასთან რომ მეგობრობა გინდოდა? -ბულკი გავუყავი... -და ვერ მიხვდა? - ტუჩებს აჭერდა უკვე ერთმანეთს ძლიერად. -ვერა, - ჩაიქნია ხელი იმდგაცრუებულმა. -არ შეგეცოდა ასე რომ ატკინე? ჩალურჯებული ჰქონდა ბავშვს მთელი მკლავი, ასე არ შეიძლება, მამა... ჯერ პატარა ხარ შენ... ცხოვრება იცი რამხელაა? რამსიგრძეა... -სპილოზე უფრო დიდია? -ჰოო... დიდია... იცი რამდენჯერ წამოიკრავ ფეხს სხვის დაგებულ მახეზე? რამდენჯერ იქნება მომეტი, როდესაც გამწარებულზე ყველას დასჯა მოგინდება და გადაწყვეტ, რომ შენი ფიზიკური ძალის ჩვენება იქნება ყველაზე მარტივი... არა, ჩემო ლამაზო... ყველაზე ძლიერი, გამჭრიახი, ჭკვიანი მაშინ იქნები, როდესაც ხელების გარეშე მოაგვარებ მარტივ თუ რთულ პრობლემას. რა გამოიწვია კლასში შენმა საქციელმა მითხარი აბა. -დამცინა ყველამ... - კვლავ ჩახარა თავი, რომ გაიაზრა მამის სიტყვები ნაწილ-ნაწილ. -ამიტომ გეუბნები, შვილო... საქმე დასაცინად არ უნდა გაიხადო. იმიტომ კი არა, რომ სხვისი აზრია მთავარი, შენ არ უნდა მისცა სხვას იმის უფლება და საშუალება, რომ აბუჩად აგიგდონ... თან კბენა პატარა ბავშვების საქციელია, შენ კი სულ იმას მიმეორებ დიდი ვარ და გავიზარდეო... -თან... იცი, ლილიანა ჩემზე არ გაბრაზებულა... - გამოუტყდა ბოლოს დარცხვენილი, - მასწავლებელმა რომ კლასიდან გამაგდო ეწყინა ლილიანას... -ხომ მოუხდი ხვალ ბოდიშს? -ცუდი ბავშვი ვარ მამიკო? თამრიკო არ სწავლობს კარგად... ამიტომ ნაცარქექიას ვეძახი... ბოროტი ვარ, მამიკო... -ოხ, ქეთა... ოხ... - ამოხვნეშას ამოაყოლა წუხილი კაცმა, შუბლზე მიაწება ტუჩები ხანგრძლივად. - საიდან სწავლობ ასეთ რაღაცებს... -დათო მასწავლის... - ჩუმად, გაბუსხული ტუჩებით დააბეზღა ტყუპისცალი, - უნდა, რომ სკოლიდან გამრიცხონ და მერე ლამაზ გოგოებს ჩაუკრას თვალი, ისე, რომ არ შეეშინდეს ჩემი! თან მეუბნებოდა, რომ ასე უფრო მაგარი გოგო იქნებიო! გავლახავ იმას და ნახავს მერე! მუშტებზე დავიგებ! გადაიხარხარა ბოლოს კაცმა, ვეღარ ითმინა დიდხანს და საერთოდ არც ეგონა ამდენს თუ შეიკავებდა თავს. ჯერ მარტო ქეთას ყოველ წამს შეცვლილი სახისთვის რომ გეყურებინა, ამაზე ვერ შეიკავებდი სიცილს. არაფერი იყო მამისთვის იმაზე საამო მოსასმენი, ვიდრე პატარა ქეთას გაუჩერებელი, ბავშვური და ანცი კისკისი... ყოველი მამა ღმერთის გამოგზავნილი საჩუქარია გოგოსთვის, რადგან ის ვერ იქნება ყოველთვის ჩვენთან, მას მიანდო ჩვენი თავი, მთავარია ის რას გადაწყვეტს, როგორი ენდომება რომ იყოს მისი შვილისთვის - კაცი, რომელიც დააჯერებს გმირებისა და სუპერმენების არსებობას თუ კაცი, რომელიც ცხოვრებას დაუმახინჯებს... იმ დღის შემდეგ ლილიანასა და ქეთას შორის გაბმული უხილავი ძაფები აღარ გაწყვეტილა. კიდევ ერთხელ მიეფერა ხელით გაყინულ ქვას და მოიშორა მერამდენედ ჩამოვარდნილი ცრემლი... ფრთხილად გაუყვა გზას სასაფლაოებს შორის და კიდევ დაუტოვა გულის პატარა ნაწილი თავის გმირსა და სამყაროში მის მშველელად მოვლენილს. სასმსახურში დასვენების დღე დაემთხვა გოგოლიშვილს საბედნიეროდ, ამიტომ თამამად მოინახულა მამის მიუვიწყებელი სასაფლაო. აქ ამოსვლა შვებას აღარ ჰგვრიდა. პირველი რამდენიმე წელი გააზრებულად მორბოდა მიჩვეულ ადგილას იმ იმედით, რომ სადღაც ცოცხალი დახვდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი გაგიჟებული გონება გააზრების პროცესში იყო, გაცხოველებული სურვილი და იმედი ჰქონდა რაღაც ზებუნებრივი ძალისა და მას შემდეგ, როდესაც საბოლოოდ გაიაზრა რეალურობის სიცხადე ყოველი ამოსვლის შემდეგ გულის პატარა ნატეხს უტოვებდა საყვარელ მამიკოს, მონატრებულსა და ყველაზე მწარეს, ყველაზე დიდ ტკივილად მოვლენილს, რომელმაც ცხოვრებისეული ფერების ცნობა ასწავლა. ლილიანა 2 კვირით ადრე ემზადებოდა ამ დღისთვის, არჩევდა და ეძებდა საჩუქარს გამუდმებით. პირველიც ის წამოადგა თავზე ახალ სახლში, ყიჟინითა და ტორტით ხელში შეუვარდა ქალს, ჩაკოცნა გემრიელად დიდი ხნის უნახავივით და დაუწელა ლოყები პატარა ბავშვივით. მალე ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ მზარეულობაში გართულებს, კიდევ ერთხელ მიულოცეს დედამ და ბაბუამ დღევანდელი დღე და კარგადაც ღვარეს ცრემლები. არ იყო ბევრი დრო გასული 2 ლოჩოშვილი, 3 დადიანი და 1 ბერიძე რომ შეემატა ოჯახურ გარემოს. რა თქმა უნდა, ცისანამ ზოია, ხოლო შოთამ მაყვალა მიიწვია დიდის ამბით და მალევე გამოჩნდნენ მელიქიშვილები არასრული შემადგენლობით. ის ერთი აკლდა მხოლოდ თვალსა და გულს ვის გამოჩენასაც ელოდა მთელი დღე გაუცნობიერებლად, გაავებული. დაიწყო მალევე ღრეობა და დიდი ამბავი, პურის ჭამა და ქეიფი... იმდენი ერთმანეთში ახლართული წყვილი გადაიხლართა იმ ღამეს, რომ ნიკოლას ვეღარ გაეგო საით წაეღო თვალები, ვის დაკვირვებოდა ისე, მას რომ სჩვევია, გვერდით მჯდომ ლილეს გაჰკრავდა მხარს და ჭორიკანა ქალივით გადასჩურჩულებდა ათას სისულელეს, პატარა ქალბატონსაც მეტი რა უნდოდა, მზაკვრულად შესცინოდა და დაუფარავად ჭორავდა მაგიდის წევრებს. არაფრით არ იმჩნევდა მათე მის გვერდით შექმნილ მასკარადს, დაიბრმავა თვალები და დაიგუბა ყურები, რომ არ დაენახა მისი დის ასე თამამი კისკისი და გადალაპარაკება ლუკასთან, ვითომ ასე ნაკლებ ყურადღებას იქცევდნენ... აი, ასე ჩვეულებრივად ვართ ერთმანეთთან, შესაშური მეგობრებივითო, მეტიკიარაფერი. დავითი იყო თამადა, სუფრის თავში მჯდომი. -სმენა იყოს! - წამოიყვირა მოადგილე ლოჩოშვილმა, გადაატრიალა თვალები ლიკამ ძმის მოსაბეზრებელ რეპლიკებზე, ჭიქას დანას რომ უკაკუნებდა, თითქოს 200 კაციან მაგოდაში ყოფილიყოს. - თამადაა ეს კაცი თუ ბალერინა ყველა თავისას რომ უბერავს? გოგო, გააჩუმე შენი ქმარი! -ჩაიწყვიტე ენა! - მუშტი მოუღერა შეწუხებულმა ნანამ. - რამე ისეთი არ გაქვთ რომ დალიოს და დაადუმოს ნახევარი საათი მაინც? -ეუჰ, - ხელები გაჰკრა ერთმანეთს უეცრად შეწუხებულმა ნიკოლამ, - რა არაყი მქონდა სახლში... მსხლის... 80 გრადუსიანი... მიდი უცებ გაირბინე, ლოჩო, აგერაა ჩემი სახლი... -აგაშენა ღმერთმა, - გაშალა ხელები მათემ, წამოდგა თან სიხარულით, - სად ცხოვრობ მითხარი თუ კაცი ხარ! -აგერ ახლოს ბათუმში. - სერიოზული ხმა არაფრით ჩამოსცილებია კაცს, - 5 საათიც არ გინდა, მაგისტრალით დააწექი ბენზინს მე ჩაგისხამ. -აი მაგ ბენზინს... - ავად დაისისინა და უფროსებსა და ქალებს რომ გადახედა მაისურის სწორებით დაიკავა კვლავ თავისი ადგილი. -ეშმაკს მიჰყიდის სულს არაყის გამო... - გადააქნია თავი დადიანმა მწუხარებით. -აბა იმ ვაი ქვეყნის შვილებს ერთი ნორმალური რაღაც ხომ უნდა მოეგონებინათ, არა?!- გადახედა მაყვალას დამეთანხმეო მათემ, - ხოდა ბორში და არაყი მოიგონა ღმერთმა რომ ჩაუმწაროს პირი მაგ ოხრებს და ჩაწყდნენ ერთ დღეს იმ ოტკაში. -ძია, ასე ლაპარაკი არ შეიძლება, - წარბები დაუქაჩა ქეთას კალთაში მჯდომმა ნიკუშამ. -ეგ ხომ შეიძლება გოგოს რომ უზიხარ კალთაში? დაიკარგა კაცობა და გაუფასურდა მამაკაცობა... - ეტყობოდა უკვე მათეს რამდენიც ჰქონდა მიღებული. 10 ხდებოდა საათი კიდევ ერთხელ რომ გაისმა ზარი კარებზე. შექანდა ერთ ადგილას მოცინარი ქეთა და მიეყინა ღიმილიც სახეზე ზოიას უკან რომ შემოჰყვა მელიქიშვილი ცოტნე. რამდენიმე საათი გასულიყო ბოლო ნახვიდან და ახლა გაიაზრა თუ როგორი ძლიერი ყოფილა მონატრება მის ორგანიზმში. მიუჩინეს მაშინვე ადგილი კაცს, ლილიანას რომ ერჩივნა ვეფხვის გვერდით მჯდარიყო, ვიდრე იმ ავადსახსენებლის, მაინც გადაიწია მისკენ ვითომ იძულებით და ქეთას გვერდით გაუთავისუფლა ადგილი ცოტნეს. მზაკვრული ღიმილით დაუხვდა მათე მის მოძრაობას და წარბების თამაშით. ოხ რა სიამოვნებით ააცლიდა იმ კმაყოფილ სახეს, თუმცა მათე ხომ უბრალოდ ძალიან... ოხხ!.. -განსხვავებულს თუ ჩამახუტებ ჩემო ზოი ფეხქვეშ გაგეგები მთელი ცხოვრება. -განსხვავებულს არა და ჩამჩას კი ჩაგახუტებ ახლა! - დაუბრიალა თვალები ბიჭს. -ზოი, სტუმარი მოვიდა, ამდენი სადღეგრძელო გამოტოვა არ დავალევინოთ... -ეს როდის დაგვეწევა... - ჩაიქნია ხელი ლოჩოშვილმა, -შენში გერევა მგონი ჩემი ძმა, - ვერაფრით გააქარწყალ შესაძლებლობა, რომ არ წაეკბინა ლუკას ლოჩოსთვის. -რაო, რა ჩამჩაო? რას ამბობდით, ქალბატონო ზოია? ჩიტო-გვრიტოს მეორედ სიმღერა რომ დაიწყეს კარგად შემთვრალებმა გაფუჭებული რადიოსავით, მაშინ მოახერხა მხოლოდ ქეთას დამარტოხელება აივანზე შეზარხოშებულმა მელიქიშვილმა. მიჩუმებულ თბილისს გასცქეროდა მხოლოდ ლამპიონების განათება რომ ეთამაშებოდა ანცად. ხელები დაებჯინა მოაჯირზე და სიგარეტს აბოლებდა მოწყურებულივით, სხვა რამით რომ არ დაეკავებინა ტუჩები. მის გვერდით იდგა ქეთაც, მისი მეორე მე, სულის ძახილი... -მელოდი? - წამოიწყო ბოლოს ღიმილშეპარული მზერთ, არ გაუხედავს ვითომ მშვიდად მდგომი ქალისთვის. -რატომ? მიზეზი მქონდა? - უპასუხა მანაც სასხვათაშორისოდ. -არ გქონდა? ხომ მოგეცი საამისოდ? -მერე? რისთვის? სულ არ მინდა მე შენი ლოდინი! - წაოიყვირა მაინც გაკაპასებულმა და მკერდზე გადაიხლართა ხელები. -ზუსტად 8 საათიანი ოპერაციიდან მოვდივარ ქუთაისიდან. ხელებს ძლივს ვაქანებ ისე დაძაბული მაქვს და მაინც მხოლოდ შენი მოფერების ძალა მაქვს დარჩენილი, ამათ ხელში კი... ესეც არ შემიძლია... - დაბინდული თვალებით გადახედა გვერდზე მდგომ ქალს და მიეხუჭა თვალებიც ახლოდან რომ იგრძნო მომავალი სურნელი, იმ წითელი ღვინოსავით მათრობელა და მძაფრად სასიამოვნო... - ქეთა... ოხ, ქეთა... ესე იგი, საერთოდ არ მელოდი... -საერთოდ. - გაქრა სადღაც წამის წინანდელი ხმა, გაიძურწა წიხლამორტყმულივით. -არადა მე როგორ მინდოდა შენთან... -გეყოფა. - შეძლებისდაგვარად მკაცრად დაუბრიალა თვალები და ჟრუანტელ დავლილ მკლავზე მოისვა ხელი. -იმდენჯერ გინატრე... -რომ დაგერეკა, არ მოგტყდებოდა ეგ თითები. -ხო.. გაწვალე, ხომ? - შებრუნდა ბოლოს მთელი ტანით მისკენ. საფერფლეში ჩაასრისა სიგარეტის ჩამწვარი ღერი და ჯიბეებში დაიწყო ხელების ფათური სასურველის მისაღებად. მალევე ამოაძვრინა მარჯვენა ჯიბიდან ბრტყელი, პატარ კრემისფერი ყუთი და ხელებში შეათამაშა ღიმილით. - გაზაფხული დადგება და შიშველი ხეები თავიდან აყვავდებიან. - წამოიწყო ჩუმად, ახედა მერე თვალებაკაშკაშებულს და თავდვე ახსნა თავი ყუთს. ყელსაბამი იდო შიგნით, ფოთლის კულონი ჰქონდა გამობმული და მიმზიდველად უკრავდა თვალს პატრონს. ჩაეღიმა მაშინვე სიტყვებზეც და საჩუქარზეც ყველაზე მეტად, ფრთხილად მოიქცია ხელებში თვალმოიცულებლად, - ეს ფოთოლიც ამის ნიშანია. შიშველი ხეები დროებითია, გაზაფხული მოვა მალე და სიცოცხლე დაუბრუნდებათ დედა-ბუნების შვილებს. და ჩვენ მისი ნაწილი ვართ, ჩემო ქეთა... მაგრამ ჩვენს ისტორიში ხეები აღარ გაშიშვლდებიან, გაიყინება დრო და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, ჩვენს შვილებთან ერთად. უჩუმრად გადაყლაპა ადუღებული ცრემლი ქალმა. ვერ მოაცილა მზერა ვერაფრით ამ სიტყვების წარმოთქმისას მის საყვერელ ყავისფერ თვალებს. -ცოლად არ გამოგყვები ასე ადრე... - სრუტინით წამოიწყო და ისე ძლიერად მიეხუტა კაცს მართლა უნდომა მის სხეულში შეჭრა სულით ხორცამდე. - ჯერ ძალიან ადრეა... -გილოცავ დაბადების დღეს, ქეთა. შენ ის ფოთოლი ხარ ჩემთვის, რომელსაც მოჰყავს შემოდგომა პირველად. -მიყვარხარ. ... სიცივესთან შეგუება უფრო მარტივია, ვიდრე პაპანაქება სიცხეში მარაოს ქნევა გაუდმებით. იანვრის ბოლოს ნამდვილი თოვლი მოვიდა თბილისში. უცნაური სიჩუმე დაბუდებულიყო მელიქიშვილების სახლში, ზუსტად ისეთი რაღაცას რომ მოასწავებდა... ისეთი ჩახუთულობა იყო სწრაფად მიირბინა ლილემ აივანთან კარები რომ გამოეხსნა ცოტათი მაინც, თან ფარდები გადააფარა საგულდაგულოდ, მუდამ მცივანა მაყვალას რომ არ შეემჩინა და ქოქოლა არ დაეყარა მისთვის. სათვალე მოერგო ქალს და მკაცრი გამომეტყველებით ჩასციცინებდა აბოტურიენტებისთვის შედგენილ ტესტებს მათი სიბრძნეებით რომ გამოეჭედათ, თავს გადააქნევდა ხოლმე და საყვედურებით აავსებდა ბავშვებს. ლუკა, როგორც ყოველთვის ტელეფონში ჩამძვრალიყო, ცოტნე კი ლეპტოპს დასჩიჩინებდა სერიოზული სახით. ნიავმა შემოიტანა გარეთ ახმაურებული მუსიკალური ისტრუმენტის ხმა, ზედმეტად უნიჭო შესრულებით დაგვირგვინებული. -ახლა თუ ისევ მთვარლი ნუგო უმღერის თავის ცოლს სერენადას ამ წვნიანს გადავასხამ თავზე! - მუქარით გავარდა გარეთ ლილე, რომ გაახსენდა თეთრად გადათენებული ღამეები ნუგოს ზედმეტად მუსიკალური ხმით გამოწვეული, ერთ ღამეს მეზობელმა პოლიციაც კი გამოიძახა იმდენად შეაწუხა მისი ყროყინით ძილისპირულს ვერმიღწეული საზოგადოება ღამის პირველ საათზე. - ბებოო! - უცებ ისე განწირულად აკივლდა ლილე აივნიდან გაუვარდა ხელიდან წიგნი ცისანას დიდის ამბით რომ ჩასციცინებდა სავარძელში კომფორულად მჯდომი, გადახედა დედამთილის დაბნეულ თვალებს და შიშით მიჰყვა ქალს უკან. ცოტნეც ზანტად წამოიზლაზნა ლილეს გავარსკვლავებულ, გახალისებულ, გაოგნება-გაოცებულ, გაგიჟებულ სახეს რომ წააწყდა მინებიდან. ახლა რაღა ჩაიფიქრა ამ ონავარმა. -რა გაკივლებს, გოგო?! - გამოგლიჯა ქალმა კარები და კოპებშეკრულმა დაუცაცხანა. -ნახე! - აჟიტირებულ ხმასა და სახეს ვერაფრით მალავდა ეშმაკი მელიქიშვილი. მიცვივდნენ მაშინვე მოაჯირთან და გადახედეს მობეზრებით. თვალები დაექაჩა აბულაძეს ნაცნობ სახეებს რომ მოჰკრა თვალი და ბეჭდებით დახუნძლული ხელები აიფარა პირზე. -თუშის ქალაის სიტურფეეე ხევსურეთიდან ამყარა... გაისმა მაშინვე უმცროსი გოგოლიშვილის ხმა, როგორც კი დალანდა სასურველ აივანზე სასურველი ფიგურა. -არ ვიცი შენი თვალები რამ შემაყვარა მაყვალა... მთელ ხმაზე გაჰკიოდა აშკარად ნამთვრალევი მათე და არაპროფესიონალურად ჩამოჰკრავდა ფანდურზე, საერთოდ რომ არ გაეგებოდა ამ ინსტრუმენტის არაფერი. იქვე ახლოს იდგა შოთა გოგოლიშვილი გაღიმებული სახით, ირგვლივ კი მათესავით მიცლილი ახალგაზრდები ჩამწკვრივებულიყვნენ ცეცხლმოკიდებული თასებით, ჰიტლერივით ცაში აღმართული ხელებითა და სიცილს ძლივს იკავებდნენ შექმნილი არასერიოზული სიტუაციის სიცხადეზე. -ააარ ვიციი შენი თვალებიი რამ შემაყვარაა მაყვალააა... ნეტავი ფერფლად მაქციააა, შენს ბაგეს გადამაყარა... -შენ არ დაგეცა მეხი დროზე ადრე და მის დროზე!.. - თავი გადააქნია სობრაზისგან ალიპლიპებულმა მაყვალამ. სიცილისგან მოკეცილი ლილე და ლუკა ერთმანეთს აგებებდნენ ხელებს, ცოტნესაც კი შეეპარა ღიმილი მუდამ სერიოზულ სახეზე, თან ისე ინტერესიანი ჰქონდა სახე, თითქოს პრემიის პაურეატის გამოსვლას უცქერდაო. -არ ვიციი შენი თავლები რამ შემაყვარა მაყვალაა... მღეროდა და მღეროდა... მის გაჩერებას პირი არ უჩანდა. თან ისე მონდომაებით უკრავდა იმ ფანდურზე, სიცილის ტალღები დარბოდა მთელ კორპუსში გაუჩერებლად. -ნეტავი ფერფლად მაქცია შენს ბაგეს გადამაყარა... -ჩუ!.. სუ!.. ჩაგიწყვიტა ენა ღმერთმა! -გონს მაშინ მოხვალ როცა შენს გვერდზე გავიჩუჩები... - აჰყვა ბანში სიცილ-ხარხარით ბიჭობა, - იქნება კიდეც გლოცავენ წყევლას ნაჩვევი ტუჩები... -ოი შენ დაგიბნელდეს დღე... -ნეეტავიი, წყაროდ მაქციაა, შენს სახლთან ჩამომატარაა... და შენ კი ჩემად საკრეფად სულ ყოველ დილით გატარა... მორჩა სახალხო კონცერტს მათე თავისიანებთნა ერთად, ისეთი ხმაურიანი ტაში ავარდა მთელი კორპუსის გარშემო და შიგნითაც ტაშმა აიტაცა მაშინვე ქუჩა. ვეღარ სუნთქავდნენ უკვე ლილე და ლუკა, ცოტნემ ამრეზად აუქნია ხელი ბავშვებს რომ არ გადავარდნილიყვნენ შემთხვევით ისეთ დღეში იყვნენ. ცისანამაც კი ვეღარ იკავა დიდხანს ისე გამწარებული კისკისებდა, გულზე დაებჯინა თან ხელი... აი მაყვალა კი ისეთ დღეში იყო აქედან გადახტომა და იმ გიჟი ბიჭისთვის თმების ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯვა უნდოდა, თუმცაღა არ დასცალდა, თავად გამოეცხადნენ ბინის კარებთან ბაბუა-შვილიშვილი. ის ფანდურიც კი არ მოუშორებია მასხარას, ჩამოეკიდა კისერზე და ხელით ეყრდნობოდა, თითქოს თაბაშირში ჰქონდა. -გა-ღი-ა-რე! - ხელები ასწია მთელ სიმაღლეზე ლუკამ მათეს დანახვისთანავე და მაყვალას მზერას რომ გადააწყდა მაშინვე იქით-აქეთ დაიწყო თვალების ცეცება, აქაოდა მე არაფერ შუაში ვარო. -ეს რა მასკარადი მოაწყვეთ! -მასკარადი კი არა, შერემონტებული სერანადა მოგიძღვენით, ბებიკო, - შეჰღიმა დავითმა და მომხიბვლელად ჩაუკრა ქალს თვალი... - შეხედე, რა ბიჭი მყავს... რა მხარ-ბეჭი, ინტელექტი, ძალა... წნევენბი აწუხებს ცოტა, მარა მაგას ეშველება, ოქრო-ბაჯაღლო მოგიძღვენით და ერთი ვაი ხომ უნდა ჰქონოდა... შემომიშვით ახლა სახლში. - გაშალა ბოლოს ხელები, რას დამაყენეთ სადარბაზოშიო. -ჭირი შენ! შე საძაგელო ბავშვო! ბატონო შოთა, არც კი გრცხვენიათ?! მთელი სამეზობლოს მასხრად ასაგდები როგორ გამხადეთ... -ერთი ამათიც ბებიკო, ვიღას ემახსოვრები ერთი-ორი დღე და გადახვალ ახალ ბუდეში... - შეალაჯა სახლში ბედნიერად, სიცილისგან გადაწითლებულ ლილეს მიეფერა ლოყაზე, ჩაუკრა თან თვალი და შევიდა მისაღებში დაუკითხავად. -ნუ უსმენ ამას, ქალბატონო მაყვალა... -რა ქალბატონო და ბატონო, უკაცრავად, ჩამესმის თუ მართლა გაიძახით?! - შეიცხადია ლილემ დიდის ამბით, - ოჯახი იქმნებოდეს და ასეთი ფორმალობა მე არ გამიგია... -ამოგაძრობ ენას ლილე მაქ თუ მოვედი! -არა ისე, კი გამიკვირდა ასე პირდაპირ წითელი ვარდების მირთმევა როგორ მოიფიქრა-მეთქი და თურმე ისეთი კაცი მდგარა მის უკან, პირველივზე ქორწილის მოსაწვევები რომ არ დაგზავნა არ გიკვირთ?! - აჰყვა შუათანა მელიქიშვილი. -რაღადროს ქორწილია! ლუკა! ჩაიგდეთ ენა სამივემ! 70 წლის ქალი ვარ, ჩემს ასაკს მაინც ეცით პატივი! -რა 70 გოგო, არ გითხარი მე შენ 40 წელი გამოცდილებაა და ისე 30 წლის ხარ-მეთქი! -შენ არ გაგიხმეს ეგ დებილი თავი!.. -ამინ. - დაიჩურჩულა დავითმა უმნიშვნელოდ. -ამას შენისთანა ნაგიჟარისა და დაბეჩავებულის გარდა ვერც ვერავინ მოიგონებდა, - რა თქმა უნდა, არ დაიტოვა შანსი რომ არ ეკბინა ცოტნეს ამ ყოვლად არასერიოზული ადამიანისთვის, შინაურულად რომ წამოპლაკულიყო ორი კაცის დასაჯდომზე. -კარგი შენ კიდე, ნუღარ იღრიები სოფლის შარა გზის ბანძი ბულდოგივით! ვიცი, რომ გაგილღვა ეგ მიყინული გული და შეგიყვარდი, ძმაო ჩემო... - თვითკმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე და წარბები აუცეკვა მხიარულად. ამრეზად აათვალიერა ყოფილი სიძე და იბრუნა კვლავ თავი სხვა მხარეს მაგიდასთან მჯდომმა. გვერდით მიუჯდა ეშმაკური ღიმილით ლილე, ისე მიეტმასა აიძულა რომ გადაეხვია ხელი ძმას მისთვის იმ ერთის საჩვენებლად. შემოსვლის წამიდან პირველად გადაეფინა გოგოლიშვილს სახეზე თბილი ღიმილი. გრძნობდა დიდ კმაყოფილებას და და-ძმას შორის აღდგენილი კავშირი შვებას ჰგვრიდა, გაუცნობიერებლად მანაც რომ შეიტანა თავისი წვლილი ამ ძაფზე სიარულით მის თითქმის გაწყვეტაში. ეს ამბავი რომ გავრცელდა ახლო მეგობრებში ნოკოლა ბერიძის დაუსრულებელ ბჟუტურს ბოლო აღარ ჰქონდა, აღტკინებული გაიძახოდა, ცოლს მე აწე როგორ მოვიყვან შოთა ბაბუას თუ არ ვამღერებ სერენადასო... აიტაცეს მაშინვე ვითომ უხერხული ამბავი და ყველა სერიოზულად დაფიქრდა ამ გრძნობის რეალურობაზე. თურმე სად ხარ, ადამიანო... გაქცეულს დაეწევა ისეთი ყოფილა ეს მავნებელი გრძნობა... მხიარულ გუნებაზე გაუყვა შუადღისკენ სამსახურისკენ რომ მოიოხა გული კარგად ლილიანასთან ბაბუისა და მალე შეძენილი ბებიის გაჭორვით. ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო ლილიანა გონს, რას წარმოვიდგენდი შოთა ბაბუა თუ მომასწრებდა დაოჯახებასო... კარებზე ზარმა დაუფრთხო საბოლოოდ დღის იდილია ხიმშიაშვილს, მოკლეშორტისა და მკლავებიანი მაისურის ამარა გაფარფატდა კარების გასაღებად. თვალები აატრიალა მაშინვე გარეთ მყოფის დანახვაზე და მობეზრებით მიაჩერდა კაცს. -ისე აატრიალე თვალები გეტყობა პირველად დამინახე, არ იყურები შენ აქ - კარებზე გამოჭრილ სათვალთვალოზე მიანიშნა, - სანამ კარებს გააღებ? - დაქაჩული წარბებითა და თვალებით შეათვალიერა ქალი თავიდან ბოლომდე. -უი, ამ სიბრძნის გაზიარებისთვის მოხვედი? დიდი მადლობა, ნუ შეწუხდები აწე... - თავაზიანად დაემშვიდობა და კარების ცხვირწინ მიჯახებას რომ აპირებდა სწორდ მაშინ შემოვარდა ცეცხლივით შინ ლოჩოშვილი. -არ მიშვებ სახლში? -რატომ უნდა შემოგიშვა? მოლაყბე! -რავიცი... მეგონა მოვენტრები... ვნახავ და ისე წავალ-მეთქი... კარგი, რახან ასეა... -სად მიდიხარ? - მიაჯახა კარები საჩქაროდ უკან წასვლა რომ დააპირა კაცმა. უნდობლად უმზერდა ჯერ კიდევ. -უი, გაინტერსებს? არაფერი მნიშვნელოვანი, - წაეტანა სახელურს მაშინვე რომ გადაეღობა კარებთან ლილიანა. -მივდივარო მეუბნები, მე ლოგიკური კითხვა მიჩნდება, შენ კი ბუტია ბავშვივით პასუხის გარეშე გარბიხარ. როგორ იქცევი? - გაიმკაცრა ხმა, აუთამაშდნენ სიანცის სხივები თვალებში ლოჩოს, ცდილობდა ძალიან სერიოზული ყოფილიყო. -შვედეთში მივდივართ მე და ცოტნე. უფრო სწორად, ის მიდის და მე მივყვები. გაჩუმდა წამით ქალი. რას ბოდავდა? მსგავსი არაფერი უთქვამს მისთვის ქეთას. -რატომ ვითომ? -რაღაც ოპერაცია უნდა ჩაატაროს ცოტნემ და მეც მივყვები. წავალ ახლა, აღარ შეგაწყენ... -ერთი წუთი, რა! - მკერდზე გაჰკრა ხელი და მიუახლოვდა ერთი ნაბიჯით. მკლავზე ჩაავლო ბოლოს ხელი და მისაღებისკენ წაიყვანა უჩუმრად მომღიმარი. - რამდენი ხნით მიდიხართ? ქეთას რომ არაფერი უთქვამს? კომფორტულად მოთავსდა სავარძელზე ლოჩო და გვერდითვე მიისვა ქალი. -არ უთქვამს ალბათ, 3 დღეშია ფრენა. -და შენ რაღატომ მიჰყვები? მასხარა სჭირდება გზაში?! - არ ესიამოვნა ძალიან მოსალოდნელი განშორება ქალს. -როგორ გამოიცანი? - მისწია თავი ახლოს ღიმილით, უპასუხოდ დატოვებულს ცხვირზე მიაკრო ტუჩები და ფრთხილად მოშორდა მალევე. - ვარსკვლავებს ეთამაშება ცოტნე, მინდა, რომ მეც მასთან ვიყო ეს დრო. მოიწყენ შენ უჩემოდ? შეიშმუშნა ადგილზე ქალი და მოაშორა სახეჩაფიქრებულმა. -მე რა მედარდება... - ამოიჩურჩულა ძალიან არაბუნებრივად, სულ სხვა სიტყვების თქმა რომ უნდოდა გულს, არ გასჭირვებია ამის ამოცნობა ლოჩოს. ჩაეღიმა მაშინვე. - წარმატებები ცოტნეს. ვნახოთ, ქეთა რას იტყვის. -გაბრაზდება? -ძალიან. სამი დღით ადრე რომ შეატყობინებს მის გამგზავრებას ძალიანაც გაბრაზდება. - ხელები გადაიხლართა მკერდზე და მოხდენილად გადაიდო ფეხი ფეხზე. ააყოლა, რაღა თქმა უნდა, მზერა პროვოკაციულ მოქმედებას, ეს სურნელიც აბრუებდა უკვე მთელ სახლში რომ დატრიალებულიყო წითელი ვარდისა. -შენი წყენინება ჩემი მიზანი არასდროს არ ყოფილა და არც არასდროს არ მენდომება ეს. - წამოიწყო უცებ სერიოზული ხმით, გადახედა დაბნეულმა ლილიანამ. - რაღაც უცხო დამანახე შენ, სხვანაირი ფერი შემოიტანე ჩემს ცხოვრებაში და მე ეს მომწონს ძალიან. -ნუ... ნუ მეუბნები ასეთ სიტყვებს... - სწრაფად აახამხამა თვალები და გაწევა სცადა მისგან შორს. -არადა თავად მაიძულებ ჩემო ლილო... -კიდევ რას გაიძულებ, ერთ?! - ჩააქსოვა აღელვებულ ხმაში სარკაზმი. -9 მთა შემომატარეო. -ძალიან რომანტიკული პასუხი იყო. -რომანტიკა რა შუაშია, სტრესში ვარ კაცი. ჩემი მტერი მოყვარედ გაუხდია ჩემს დას, ლახვარი ჩამცა ზურგში და უტიფრად მიფრიალებს ცხვირწინ იმ თავის ბიჭს! თან ჰგონია, რომ მაგარს მეკაიფება! გადაიკისკისა ხიმშიაშვილმა მათეს გაბუტული ბავშვივით წარმოთქმული სიტყვების გამო. ღიმილმა გადაურბინა სახეზე ლოჩოს, დედის იავნანა იყო ერთი ყველაზე საამო ხმა დედამიწის ზურგზე, დღემდე რომ ინახავდნენ მის ხმას ყურები და გული საგულდაგულოდ, მასსავით გაგიჟებამდე სასიამოვნო იყო ლილიანას ხითხითი დიკტაფონივით რომ დაეწყოთ ყურებს მათი ჩაწერა, გულს კი შესწავლა... -დამცინე ჰო, მასხრად არ მიგდებს ყველა? -რატომაა შენი მტერი? რას ერჩი ბავშვებს. -ჰო, დამიმატე შენც, დაიცავი ორივე! დამაწყეთ ბარემ გულზე მაყვალას დამჭკნარი ვარდები და გაიხარეთ ყველამ. -დრამა, - გადაატრიალა თვალები მობეზრებით, - სიყვარული გახადა ქვეყნიერების პრობლემა. -თუ არაა პრობლემა რას მიშლი შენთან მოსვლას? - დაექაჩა წარბები ეშმაკურად და მკლავი გადადო საზურგეზე, ხუჭუჭა თმაზე წაეთამაშა ხელით და მიიწია სულ ოდნავ მისკენ. -რა შუაშია ეს?.. - ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და თვალების ცეცემას მიჰყვა. -თავს ნუ იბრმავებ! ბესიკა წამოდგება მალე და თავზე წამომარტყამს ხელს, სადაა შეპირებული ტანო-ტატანოო?! -ნუ მელაპარაკები ასე! არაფერი მესმის! ადამიანურ ლექსიკაზე გადაიყვანე შენი ტვინი! -დაიბრმავე ჰო თავი, გააგრძელე, - თავისას უბერავდა მაინც აქაქანებული ლოჩოშვილი, - ჩემი ლიკუ გამგებიანი გოგოა, ძმის სიტყვას არ გადაახტება, დამიჯერებს, მომისმენს... -ოცნებას კაცი არა მოუკლავსო. - ბუზებს ითვლიდა ხიმშიაშვილი, მისი წვალებით გახალისებული. -შენი ჭირიმე, ჩემი ცოლობა თუ გინდა, ეგ სიტყვა ამოვიღოთ ლექსიკონიდან სამუდამოდ, თორემ გაუღებელი ფანჯრიდან გადავხტები! -ბარემ გულზე ხელები დაიკრიფე და ვინმე მადლიანი გაგასვენებს, - აკისკისდა კვლავ და ბოლოს რომ ჩასწვდა მისი სიტყვების აზრს, უხეშად მოუქნია ხელი და მოაშორებინა თითები თმიდან. - არავისაც არ უნდა შენი ცოლობა! ამოიხვნეშა ერთი მათემ და ვითომ უიმედო, იმედგაცრუებული მზერა შეავლო ქალს. წამოდგა თან ნელ-ნელა და კარებისკენ წავიდა. -ასე მალე მიდიხარ? ყავას არ დალევ? -ყავას არ დავლევ, - ამოიჩურჩულა კარებთან მისულმა, - თბილ წყალს დავლევ. -რას... არ დასცალდა სიტყვის დასრულება ხიმშოს. თბილი წყალი გადაისხა თვაზე მათემ და გადაასხა თავზე მასზე მიწებებულ ქალსაც, მონდომებით რომ უკოვნიდა ბაგეებს. როგორი იყო მათე..? მხიარულიო სანამ სიტყვას დაასრულებდი ხმაც აგიკანკალდებოდა. ჰქონდა რაღაც მიმზიდველი მის ენას, რომ აიძულებდა სულიერს მისკენ ნაბიჯის დაუფიქრებლად გადმოდგმას. მისი არგამხელილი წარსულის მიუხედავად ერთი თბილი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა მის სარწმუნებლად. აძგერებულ გულს არად აგდებდა ლოჩოშვილი, იმდენად საამო იყო მიღწეული სურვილი, მიზანი, მისთვის უცხო და ახალი გრძნობა რომ დაჰყურებდა თავზე ამ სურვილებს, ფარანი დაეჭირა თან ხელთ და მთვარესავითა ანათებდა. -ისე ვერ წავიდოდი. - დასჩურჩულა ზედ ტუჩებზევე ქალს. -იმ 9 მთის ბოლოში გდაგხვდები იცოდე, ლოჩოშვილო... თავად მისწვდა ამჯერად მის ტუჩებს ქალი. ლელა, როგორც ყოველთვის, საკუთარ მაგიდასთან ჩამომჯდარიყო, მის ირგვლივ კი მოეყარათ თავი საავადმყოფოს კვალიფიცირებულ კამერა-მოსასმენებს. ღიმილით დაუქნიეს ერთად თავი მისალმების ნიშნად და ჭორაობა განაგრძეს კვლავ ქალებმა, რომ არ დაეკარგათ დრო. თავის ადგილას დაკიდა პალტო და ფეხსაცმელებს წაეტანა გასახდელად, რეზინის ქროქსებში რომ გაეყო ფეხები უკვე გადაღლილს. დაუკაკუნებლად შეიღო კარები და გამოჩნდა მალევე კაცის მაღალი ფიგურაც, ღიმილით გახედა და თავის საქმეს მიუბრუნდა კვლავ. -შუქი ჩაქვრა. - დახურულ კარებს მიეყრდნო ჩაფიქრებული, ნელა, გამომწვევად ათვალიერებდა ქეთას სხეულს. -ოჰ, რას ამბობ, ტყუილად მოვსულვარ, - დასცინა სერიოზულად მდგომი, - ნამდვილ პროფესიონალს ბარიკადებიც რომ აუღმართონ წინ მაინც უნდა გააგრძლოს თავისი საქმე. - ნიშნისმოგებით გადახედა და თვალი ჩაუკრა, სავარძლისკენ მიანიშნა თავით ჩამოჯექიო. ნელა დაიძრა მისკენ და სავარძლის ნაცვლად პაციენტისთვის განკუთვნილ სკმამზე მოთავსდა ქეთასთან ახლოს, ხელით გააჩოჩა თან სტომატოლოგიური ინსტრუმენტების მაგიდა და უფრო ახლოს მისწია სკამი მისკენ. -კიდე რა ისწავლე ჩემგან? - შეუძვრა ყელში ცხვირით და იქვე ჩარგო თავიც. -როგორი ნათლია უნდა ვიყო, - ჩაეღიმა მის სიტყვებზე და წამოზრდილ თმებში შეუცურა ხელი. - ბევრი და საინტერესო ვერაფერი. წამოსწია თავი უცებ და თვალებში მიაჩერდა დაბნეულს მისმა მზერამ რომ გამოიწვია. -შვედეთში მივდივარ. ოპერაციისთვი. -მერე? - ამოთქვა სახეუცვლელად. სახეზე ეფერებოდა ჯერ კიდევ. -რეაბილიტაციას რა დრო დასჭირდება წარმოდგენა არ მაქვს, ქვედა ყბის ორმაგი მოტეხილობა, ზედა ყბის ძვალი დაზიანებული, ლოყის ძვლები ჩამსხვრეული... საშინელი მდგომარეობაა. -როდის მიდიხარ? - მიეფერა უფრო მეტად ღაწვებზე. -3 დღეში. რომ გთხოვო... ძალიან რომ გთხოვო... -ვერ წამოვალ, ცოტნე, - ჩაეცინა, რომ მიხვდა რის თქმას ცდილობდა, - ჩემი საქმეები მაქვს. არც სტაჟირება მჭირდება... მშვიდად იყავი, მივხედავ აქაურობას. -არ გწყინს? -რა? ბავშვი ვარ, ცოტნე? ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და სულ რომ არაფერი ეს შენი საქმეა, შენი სპეციალობაა, ცოტნე. მე როგორ დაგიშლი... რა უფლებით... მითუმეტეს რომ ვიცი, ამ ყველაფრით უფრო ვითარდები, იზრდები... შენი წარმატება ჩემი სარკეა, ამით ვგრძნობ, რომ არ აქვს საზღვარი ადამიანის შესაძლებლობებს და ფართე გზებისკენ მიშვებ შენი დაუღალავი ბრძოლით ამ სამყაროსთან. -ქეთა. -მე სულ გამიხარდება შენი კარგი. შენი წარმატება... ადრე არ მიყვარდა ჩემზე ჭკვიანი ბიჭები, თავს დებილად მაგრძნობინებდა ყოველთვის ეს ფაქტი, მაგრამ შენ სულ მიხარიხარ. -მე კი მიყვარდა გოგოებზე ჭკვიანი რომ ვიყავი. -ერთხელ მამამ მითხრა სიყვარული ბევრჯერ მოდის, მაგრამ ვიცი შენ ერთს ჩაეჭიდებიო. ის იქნება შენი პირველიც და უკანასკნელიც, შენ ისეთი სიყვარული იცი მეშინია ცხოვრებამ არ დაგჩაგროსო. ნეტავ ახლა შემეძლოს შენი მასთან ასე ამაყად მიყვანა, წარდგენა და თამამად განცხადება, რომ ჩემი ყველაზე სწორი, ნათელი და მართალი გადაწყვეტილება მოგიყვანე-მეთქი. -მართლა მგონია, რომ შენამდე არ მიცხოვრია, ქეთა. - მოჯადოვებულივით გადააქნია თავი სუსტად. - არაფერი მიღირს, საერთოდ არაფერი შენს წყენინებად, ჩემო ქეთა. გიპოვე. -დიდი ამბავი... ჩვენებმა 70 წლის ასაკში იპოვეს ერთმანეთი... გადასდო სიცილი ვირუსივით წინ მჯდომსაც. -სულ გიპოვიდი. ყველგან. შენთვის ღირდა გამოვლილი ცხოვრება. თურმე ღმერთი რამხელა საჩუქარს მიგზავნიდა შენი სახით... ეცინებოდა ალბათ ჩემს ყოველ წამოკრულ ფეხზე, გადაგიწონის და სულ დაგავიწყებსო, თავისთვის ამბობდა, ალბათ. -როგორი დიდია ჩვენი ღმერთი... ... 4 თვის შემდეგ. სითბო და სიცხე დასადგურებულიყო დედაქალაქში. ივნისის მიწურულს ისე აკაშკაშებდა მზე თავისი მწველი, გამჭოლი და უგრძელესი სხივებით, რომ დამალვის გარეშე გარეთ დგომა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთ კაფეში ჩამომსხდარიყვნენ ახალგაზრდები და ხელებდაკაპიწებული ელოდნენ ადუღებულ ხინკალს ამ პაპანაქება სიცხეში, ცივ წვენსა და სალათს შეექცეოდნენ ქალბატონები და ამრეზად აკვირდებოდა ბიჭების მოლოდინით სავსე მზერას. -ვინ ჭამს ზაფხულში ხინკალს, - ტუჩები აიბზუა ლილე მელიქიშვილმა და განაგრძნო კვლავ საჭმლით ტკბობა. -სანამ ცხელი ბორში შემიკვეთავს შენთვის, ენა ჩაიგდე, - გაეპასუხა მაშინვე ლუკა და კარებისკენ გადაიტანა მზერა ლიკუნას შემოსულ სხეულს რომ ჰკიდა თვალი, - რას შვრება ის? გადახედა ყველამ ინტერესის ობიექტს. ნელა მოსიარულეს ხელები ოდნავ გაეშალა და ჩაფიქრებული სახით ლაპარაკობდა საკუთარ თავთან გაუჩერებლად, მზერა დაეხარა თან დაბლა და შიგადაშიგ წამოწევდა ხოლმე თხელ წარბებს. -აქეთ, გოგო, - მათემ შესძახა მიახლოებულს და გამოერკვია გოგოც თავისი ფიქრებიდან. - ხომ კარგად ხარ? -არა, მე... - ამოთქვა ბლუყუნით და ინტერესით მიაჩერდა კვლავ ბიჭებს, - სპარსელების, არაბების, მონღოლების, ლენგის, სელჩუკების, ოსმალების, ხაზარებისა და რუსების ასეთი გიჟური შეტევების შემდეგ კიდევ ცოცხალი როგორ ვართ?.. - გაოგნებული ხმით იკითხა, გადაატრიალეს თვალი მათემ, ლუკამ და ლილემ ერთდროულად, - აფხაზეთი წაგვართვეს, ცხინვალი წაგვართვეს და მაინც ცოცხლები როგორ ვართ, ხალხო?!.. და ვიღაც გიჟი მოვარდება და იტყვის ღმერთი არ არსებობსო... რამე სხვა ლოგიკური შანსი თუ არსებობს, ერთი... ბიზანტია, ხალხო რა იმპერია მოსპეს და ჩვენ გადავლა გვაკმარეს... ასეთი რამე სადმე გაგიგიათ? -შვილიკო, ჩამოდი ციდან, დაეშვი მიწაზე და გვაცადე ადამიანებს ცხოვრება. აუცილებლად გადალახავ ბარიერს და სადმე მაინც შეგაყოფინებენ ცხვირს, - მშვიდად განუმარტა დავითმა და თვალიც ჩაუკრა ბოლოს. -ბარიერი შენ გადალახე! რას ნიშნავს სადმე! - ფილარმონიულად წამოვარდა ფეხზე და დაუბრიალა თვალები მთელ სუფრას. - ბარიერისთვის ვილტვი ერთი წელია? -აბა ჩემგან გესწავლება ამისთანა გოგოს, რომ ეროვნულები ზღვაში წვეთია მომავლის პროგნოზებში?! - შეიცხადია დავითმა და ჩაიქნია ხელიც, ვერ მიახვედრებდა ვერაფერს, მაინც ისე იგებდნენ ყველაფერს, როგორც თავად უნდოდათ ამ ორ ქალბატონს. -არა, აუცილებლად გამომივა, მაგრამ ჯერ უნდა ვიწუწუნო, - განუმარტა ხელებით ქალმა და ჩამოჯდა კვლავ ლილეს გვერდით დამშვიდებული, თავად მელიქიშვილს არაფერი ეტყობოდა ნერვიულობისა, ისეთი სახე ჰქონდა საერთოდაც ცხოვრება არ აინტერესებდაო თითქოს. ნაადრევად ჩამოსულ ვითომ მონატრებულ მეგობარს, ბატონ მათე ლოჩოშვილს ერთგვარი დახვდრა მოუწყვეს შეკრების მიზნით და გაშალეს სუფრა დალევის ხსენებაზე ახალგაზრდებმა. -სადაა ერთი ის უდღეური ბერიძე? - გადახედა სუფრას ამპარტავნული მზერით, ძალით მოარიდა მზერა მისი სიტყვებისგან გადაწითლებულ პიროვნებას, - არ მოვენატრე მაგას? -უდღეური შენ ხარ! - გაეპასუხა მაშინვე ლილიანა. -ხმლებს ლესავს ეგ, - გადაიდო თან ტუჩების ლოკვით რამდენიმე ხინკალი თეფშზე გოგოლიშვილმა, - ვიღაცისთვის უთხოვია ორი ხანჯალი და ემზადებოდა შენს დასახვედრად. -ორი რად უნდოდა? - ძლივს იკავებდა სიცილს დადიანი გუგა. -რავიცი მე, მოვა და ჰკითხე, - აიქნია მხრები უმნიშვნელოდ. -რა არასერიოზული ხარ, დავით! - ამრეზად დაუბრიალა თვალები და ტელეფონი მოიმარჯვა კვლავ ხელში მეგობართან გადასარეკად, ამ გიჟებთან ბრძნოლა ცალი ხმლით სისულელე იყო. -მე დავაბარე, - ჩაისისინა ავად ლოჩომ და გადახედა აწურულ ლუკას სწრაფად რომ მოაშორა თვალები მის ერთადერთს... -რა გასვანდით, ხალხო, არ გრცხვენიათ? ქორწილი, ქეიფი! დამანახეთ, აბა დამანახეთ მოსაწვევი, აბა, აბა! რა ჯობია ბიჭო, სულ ქორწილებს, სულ გუგუნს, სულ ქეიფებს, მერე ბავშვებსაც ჩავიგორეთ კალთაში, რა ჯობია, რა?! წახდა თაობა! – 50 წლის კაცივით ამოიყვირა დავითმა და სრული დრამატირობისთვის მიაგდო ხელსახოციც მაგიდაზე თავის ქნევასთან ერთად. სიგარეტი აკლია ყურზე ჩამოცმულიო, ღიმილით გაიფიქრა ლიკამ. -ოოო, მე ვგონებ ერთი 5 დღეც და ვეღარ იჭიკჭიკებ მასე, ბატონო ჩემო, - თვალი ჩაუკრა გუგამ. -დაანებე თავი, არ ხედავს მაგ ამბავს და ნუ შევუშლით ხელს ადამიანს, ნუ შვეჭრებით თავის ილუზიებში და ჩვენებურად ნუ ავურევთ იქაურობას, ჩვენ მოგვიწევს მერე მისი დალაგება ისევ, - უკომენტაროდ გააგრძელა ჭამა მათეს სიტყვებზე დავითმა, თითქოს არც გაუგონია ზედმეტი სიტყვა მაგიდაზე. ძლივს შეიკავეს სიცილი პატარა ქალბატონებმა, რახან თემა შეიცვალა ამოისუნთქა ლიკამაც, თავად რომ არ იქნებოდა კბილ წასაკრავი ფიგურა. გამოჩნდა მალევე კარში ახალი ადამიანი, მოიშორა ქალმა შენობაში შემოსვლისთანავე შავი სათვალე და კაბის ფრიალთ მიუახლოვდა თავისიანებს. მიისვა მაშინვე გვერდზე ხიმშიაშვილმა. -ნიკუშა და ნანა? სად არიან? - დადიანს გაუსწორა მზერა სალამის შემდეგ ქეთამ. -ოოო, არ იკითხო, - არ აცადა, თავად წამოიყვირა მათემ, - სიდედრთან ერთად გაუშვა ზღვაზე დასასვენებლად. -მერე? ჩვენც რატომ არ მივდივართ? - გაკვირვებული სახე მოატარა ყველას ლილემ. - ბარემ ცოტნეც ჩამოვიდეს, ჩვენც დავწერთ გამოცდებს და წავიდეთ, რა! გარეგნულად არ დასტყობია არაფერი იმ ერთს მისი სახელის ხსენებაზე, თუმცა შიგნით აფართხალებულმა პეპლების გუნდამა ისე შეუღიტინეს გულთან ახლოს ძლივს შეიკავა ღიმილი. -გოგო, შენ ასე ფეხებზე რათა გკიდა ეს გამოცდები? - ვერ წყნარდებოდა მათე, - თუ გყავს უკან ,,ზაპასად“ ვინმე? -რა ცუდი კაცი ხარ, მათე! - შეუღრინა მაშინვე ლილემ რომ მიხვდა რასაც გულისხმობდა და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო სკამს, ღიმილით გადაჰხვია ხელი დავითმა და ისე მიიხუტა ბავშვი, სანამ მასაც არ აიძულა გაღიმება. მოსაღამოვდა, მათი დაშლა კი ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო. ვითომ მოწევის საბაბით მიჰვა უკან ფეხდაფეხ აივანზე გასულ ლილიანას და გვერდით ამოუდგა ქალს. ნელი და ნაზი სიო უბერავდა, ფრთხილად და სასიამოვნოდ ეალერსებოდა ლილიანას სახესა და დახუჭულ თვალებზე, ნიავმა მიუტანა ნაცნობ სურნელში არეული სიგარეტის სუნი და მანვე აიძულა მის სხეულს ჟრუანტელის დავლა. -შეგცივდა? - მიეყრდნო ზურგით მოაჯირს და მიაჩერდა თავად დაუფარავად, უსირცხვილოდ სახეზე, როგორი ლამაზი იყო... მუდამ სახეზე ჩამოყრილი კულულა თმები გადმოჰკიდებოდა და აიძულებდა კაცსაც შეხებას. სიგარეტით იქცევდა თავს, თორემ აუცილებლად გაექცეოდა ხელი სასურველისკნე. -არა. - უპასუხა, ისე, რომ არ გაუხელია თვალები, ასეთი სუტი ნიავი ხშირად არ მოდიოდა ხოლმე ზაფხულში, ვერ გაწყვეტდა მასთან თამაშს ასე მარტივად. -რატომ არ მინახულე გუშინ დანარჩენებივით? - გამოუშვა კვამლი პირიდან და იქვე საფერფლეში ჩააფერფლა დამწვარი ღერი. -უნდა მენახე? -და ის 9 მთა? -მაგაზე მაშინ გეფიქრა სანამ გადაიკარგებოდი ბოლო ერთი თვე. -ოხ, როგორი გოგო ხარ!.. - გაეპარა ტუჩის კუთხეებში ეშმაკური ღიმილი და მიიწია მისკენ. -როგორი გოგო ვარ? - ღიმილით გაახილა საბოლოოდ თვალები და მიაჩერდა სახეში კაცს. - ან რას მომესვი თვალებზე? მენატრებოდი? -არ ვიცი, გენატრებოდი? - პროვოკაციულად აიმაღლა წარბები და ვითომ შემთხვევით დახედა აალებულ ტუჩებზე. სიცილით გადაისვა თმაზე ხელი და წამით ატკიუებულ თვალზე მიიბჯინა ხელი. -რას აკეთებ, გოგო. არ ამოისვა თვალზე ხელი! - მოაშორა მაშინვე მისი თითები თვალებს. -რატომ? -არ ამოგივარდე. - ნაზად ეამბორა იმ ხელზევე და მზაკვრულად შეჰღიმა ქალს. გააცინა მაინც ბოლოს, მას რომ უყვარდა ისე. ეშმაკი იყო ლოჩოშვილი, ნამდვილი ავსული! ... ,,გამოვლენ გარეთ მეზობლის ბავშვები, ზარია კარზე, ვინ უნდა იყოს, შემოაბიჯე მე შენ გელოდები, შემოაბიჯე მომეცი სითბო.“ აივნიანი სახლი ბავშვობიდან უნდოდა ქეთას. ღამღაბომით რომ მიძინებული თბილისისთვის ეთვალთვალა ჩაის ჭიქით ხელში. როგორი ცხელი იყო ეს ზაფხული და მაინც როგორ არ ეთმობოდა ეს პიტნის ჩაი. სუსტი ნიავი ქროდა, ისეთი სუსტი, რომ თვალების გახელა არ მოგინდებოდა მის შემხედვარე. ფეხები რიკულებიან მოაჯირზე შემოეწყო და ღიმილიანი სახე დასთამაშბდა გადაღლილ სახეზე. მყუდროება კარებზე ზარმა დაურღვია. წამოსწია თავი შეცბუნებულმა და ფეხისთრევით გაუყვა კარებამდე, მოკლე პერანგი შემოტმასნოდა სხეულზე, დასაძინებლად რომ მოწესრიგებულიყო საგანგებოდ. იღვიძეს ერთიანად სურვილებმა, ათასნაირმა გრძნობებმა... ის უმნიშვნელო ნიავი მიეალერსა მის შიშველ ფეხებს და ჟრუანტელმა დაუარა მონატრებისგან. ამოხვნეშას რომ ამოაყოლა ცოტნემ ნაკავები გრძნობები და ემოციები მისი ხილვისას, მაშინ ამოისუნთქა მხოლოდ, სახეზე რომ მიეფერა ცოტნეს სუნთქვა. -ცოტნე, - ამოიჩურჩულა დაჰიპნოზებულივით, ფრთხილად გადადგა უკან ნაბიჯი, უშვა ხელი კარებსაც და თვალებით შეევედრა მალე რომ მიეტანა მისი სხეულისთვის სითბო. -მელოდებოდი? - ჩურჩულს მიჰყვა თავადაც, აათვალიერა თან თავიდან ბოლომდე და მიანიშნა მის სიტყვაში ნათქვამი ყოველი ბგერის მნიშვნელობა, დახურულ კარებს აეკრა თან ზედ. გადახურებულ სახეზე მოისვა ხელები და თავი მოიქექა დაბნეულმა. თავადვე გადადგა წინ ორი ნაბიჯი და რომ აღარ დარჩა ჰაერიც კი მათ შორის ძლიერად შემოჰხვია ხელები წელზე და გულში ჩაიკრა ცხოვრების მადლი, საჩუქარი და ღმერთის ხილული ვერსია. თავზე, თმაზე, შუბლზე დაუტოვა უამრავი კოცნა და ფრთხილად გასწია მისი სხეული, რომ შეეგრძნო მონატრებული ტუჩბის გემოც. -რატომ არ მითხარი... როგორი კაცი ხარ... - ცოტნეს მკერდზე დაელაგებინა ხელები და ღრმად სუნთქავდა. -პირდაპირ შენთან მოვედი. -ახლა ჩამოხვედი? - დამრგვალებული თვალებით ახედა გაოცებულმა. -ახლა შენთან მოვედი. - ღიმილით ეამბორა ხელებზე, არ გაუწყვეტია ეშმაკური თვალებით მისი ფერება. - იმედია, შენ და ლელას საავადმყოფო არ გადაგიწვავთ. -მე და ლელას... ოო, ღმერთო, ეს გოგო ნამდვილი გიჟია... რაც დროს გადის მით უფრო ვრწმუნდები, თურმე შენ რომ არ ხარ იმაზე უარესია, ვიდრე შენი ყოფნის დროს. როგორ ანდობდი აქამდე? -აქამდე... აქამდე ყველაფერი სხვანაირად იყო. ხომ ვიცოდი ისედაც, როგორ მაკლდი, მაგრამ შემოსვლის წამიდან შენს თვალებს რომ ვუყურებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მე და შენ მარტო დიდხანს ვეღარ დავრჩებით, ვერასდროს. სულ ჩემთან უნდა იყო, გესმის? სულ უნდა მყავდე. -9 საათამდე სახლშიც ხომ არ უნდა ვიყო, შემთხვევით? - დაექაჩა წარბები ვითომ უკმაყოფილოდ. -როგორც ყოველთვის ისე გესმის, როგორც შენ გინდა რომ გაიგო... გოგოო, - ლოყებზე შემოჰხვია ხელები, - ვგიჟდები შენზე! ნუღარ მაგიჟებ მეტად, ნუღარ მაწვალებ ქეთა... -ნიკუშა გინდა გადაიმტერო? -დიდიხანია გადავიმტერე, გოგო წავართვი თვალსა და ხელს შუა... -გიყვარვარ, ცოტნე? - მზაკვრული გაუხდა ხმაც და მზერაც. -ცხოვრებაში, მე არავისზე არ მისაუბრია ღმერთთან, საერთოდ არ ვესუაბრებოდი მას, ისე შორს ვიყავით, როგორც ევა და მიუღებელი სამოთხე. შენ კი ჩემი ცხოვრება ამოაყირავე, შენ მე დამიმტკიცე, რომ ღმერთი ჩემთვის შენნაირ საჩუქარს ამზადებდა, მაშინ, როდესაც მე მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი და მეგონა, რომ ჩემთვის სულ არ ეცალა. ყველაზე მეტად ჩემთვის მოუცლია თურმე... მიყვარხარ, ქეთა, მხოლოდ შენთვის მინდა, რომ ვილოცო დარჩენილი ცხოვრება. მხოლოდ ჩემთვის მინდა რომ ანათებდნენ შენი თვალები, მინდა, რომ მხოლოდ მე მხედავდე და მე ვიყო შენი ახდენილი ოცნება... ის ვიყო, ვისი წარდგენაც არ შეგრცხვება მამაშენის საფლავზე, ვისი იმედიც გექნება მთელი ცხოვრება... - ფრთხილად ამოაძვრინა წინა ჯიბიდან პატარა ლურჯი ყუთი და შეათამაშა ხელში აღელვებულმა, გადახსნა მალევე თავი და მიაჩერდა კვლავ თვალებში ქეთას. -ცოტნეე... - გადააქნია თავი აცრემლებულმა და ახედა კვლავ ყველაზე სასურველს, ყველაზე საყვარელს... - ცოტნე... - თავად შეუმშრალა ცრემლები, - როგორ, რატომ, რანაიარდ შემაყვარე ასე თავი... პერანგისამარა მთხოვე ხელი... - ჩაეცინა ცოტნეს გახალისებულ სახეზე მასაც, - და არც ამთავრებ სათქმელს. -არ იცი რა მინდა? - აზიდა წარბები გაკვირვებით. -შენ იცი მე რა მინდა? - ასწია თავი მის სისწორეზე, ღიმილით, ძალიან ნელა გადააქნია თავი ცოტნემ. - რომ იცოდე როგორ მიყვარხარ. დიდი იმედი მაქვს, რომ ცირკში ჩემ გარდა არავინ დაგიპატიჟებია... აუცილებლად გავიგებ და ძალიან ძვირად დაგიჯდება, არ გაპატიებ, იცოდე, და არც ის მითხრა სკოლის დროს თუ ვინმე წავიყვანე, მერე რააო, ლილიანა ხომ იყო ისედაც ჩემი ბავშვობის წყევლა თავისი ბიძაშვილიანად, ის მატყუებდა ათას რაღაცას, საშინლად ცელქი და უტუხი გოგო იყო, მაგრამ მე მაინც მიყვარდა და მაინც ვპატიობდი ყოველთის, მაგრამ თმებს ვაცლიდი ხოლმე ღერაღერა და ყოველთვის დავცინოდი ხოლმე, რადგან ულუ და ნარინი ყოველთვის ერეოდა ერთმანეთში, მერე ტიროდა ის და ტიროდა... საერთოდ, ისტორია არასდროს არ ყოფილა მისი ძლიერი მხარე, ბიოლოგიასაც სულ ჩემგან იწერდა, ერთი გეოგრაფია იცოდა და იმასაც მაყვედრიდა, მოკლედ... დაუსრულებლად გააგრძელებდა, ღამე არ იქნებოდა საკმარისი მის გასაჩერებლად ეს ნერვიულობა რომ გაექრო საბოლოოდ მისი ხმიდან ქეთას. მონდომებითა და გაშმაგებით დაუკოცნა ტუჩები და ძლივს მოშორდა ბოლოს თევზივით აფართხალებულს. -ცოლად გამოყვები, ქეთა? - დასჩურჩულა ტუჩებზევე და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი, მხარზე ჩამოცურებული ხელით მის ბრეტელს წაეთამაშა თან თითებით. -გამოგყვები. - ჩურჩულითვე უპასუხა შეკითხვას და თავადვე დაეწაფა ამჯერად ტუჩებზე. შიშველი იყო მათი გრძნობები, ვითარცა შიშველი ხეები შემოდგომისა. როგორი იყო ეს სიყვარული... შავზე დაგამტკიცებინებდა თეთრიაო. გაიყინა დრო მათ ირგვლივ, ხეები აღარსდროს გაშიშვლდებოდნენ, აღარ იქნებოდა მათი სიშიშვლე ტკივილიანი. ჩადგა ქარი და აფრიალებულ ფოთლებსაც თავისი ადგილი უჩვენა, ნაზად, ნელა და ფრთხილად დაეცა ერთ-ერთი მათგანი ქეთას აივანზე. თან მოიტანა ნიავმა სიმღერის ჰანგები, საწოლზე მწოლთ რომ არც მიუქცევიათ ყურადღება... ,,შიშველი ხეები“ გაისმოდა ქუჩაში, თან უფრთხობდა ძილს მიძინებულთ. ლამპიონების შუქს ედებოდა და სევდას ჰგვრიდა დარაჯებივით მდგომებს. უყვარდა უფალს მისი შვილები. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


