შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი წამი (თავი 12)


15-10-2026, 14:46
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 185

ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა ქებაძე არაფერი აღარ ესმოდა იმ კაცის ვინც გულში ჩაემალა და გულიც გასაღებითვე გადაეკეტა, თითქოს დასვენება სჭირდებოდა ამ კაცისგანაც ამ გრძნობასა თუ ემოციებისგანაც. ისიც ჩინებულად აღასრულებდა ნიტას სურვილს და ერთბაშად აორთქლებულიყო, მხოლოდ ერთხელ ენახა ქებაძეს, კიბეებზე მიმავალი ორ საფეხურს ერთად აბიჯებდა და მისთვის ჩვეული ყმაწვილური სიმსუბუქით არბოდა კიბეზე, მხოლოდ მაშინ დააკვირდა საქმიანს და აღელვებულს მაინც როგორი მიმზიდველი იყო...

ნიტას დროებითმა შესვენებამ რანდენიმე დღე გასტანა მხოლოდ...

პალატის კართან ჩამოდგა ალავიძე, ნატალიას სანახავად ემოციურად ჯერ ისევ არ იყო მზად. ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ახლა იქ შესვლა, თუმცა მისმა ადამიანობამ და ნამუსმა იყივლა, რამაც განაპირობა სურვილი კიდევ ერთხელ დალაპარაკებოდა ამ ქალს. ინფორმაციამ, რაც მან ნატალიაზე გაიგო, აიძულა ჯერ ისევ სიმშვიდითა და ჯანსაღი აზროვნებით გაეცა რჩევები ამ ქალისთვის, მაგრამ ისე უჭირდა ეს სიმშვიდე ვენებში ზათქითა და ზრიალით გრძნობდა სისხლის ჩქეფას. წინა დღით დაურეკეს ცნობით რომ, ეცადა ნატალიას, პანიკური შეტევა ჰქონდა, იჯდაო იატაკზე და ლამის თმები დაიცვინაო შეევედრნენ ჩქარა წაეყვანათ აქედან, რადგან მისი ადგილი აქ აღარ იქნებოდა თუკი ასე განაგრძნობდა... საჩოთირო იყო თავად უტასთვის ის უკმაყოფილება და საყვედურები რაც ექიმისგან მოისმინა ნატალიას გამო... მორფის კაფსულა მოუპარავს და ეს უკვე ერთხელ არ ხდებაო 2% ხსნარს თავადვე იკეთებს და ეს დამოკიდებულებაში გადასდის, თქვენ არ იცით ეს რა სახიფათოა ელვისებურად გეუფლება სიმშვიდე, რომელიც მყისვე გადადის აღტაცებასა და ნეტარებაში ეს მხოლოდ ერთი ორი წუთი გრძელდება მას მერე კი, წყვდიადი და სრული ჯოჯოხეთი იწყება მისთვისაც და ჩვენთვისაცო... გულგრილად ვერ ჩაუარა ამ საკითხს უტამ, განა სულ ასეთი იყო ეს ქალი? იყო დრო როცა ქალური სინარნარით ჩაუვლიდა უტას, გაპრანჭული და გაყვავებული, სულ მომღიმარი და მხიარული იყო, გამოუცნობი ხიბლით ატყვევებდა ხოლმე ყველას, შეიძლება კიდეც მისი ეს ხიბლი მის სულ მომღიმარსა და მხიარული ხასიათში ყოფილიყო. პეპელასავით დაფრინავდა ცეცხლის გარშემო, რომელმაც არ იცოდა რა საშიშროებას მოუტანდა ის სილამაზე რასაც მხოლოდ ერთი შეხედვით უყურებდა, აკაშკაშებულ ცეცხლს, რომელსაც საოცარი ფერები დაჰკრავდა კონტურად, სწორედ ამ ცეცხლში იწვოდა ახლა და სტკიოდა ზუსტად ისე, როგორი გრძნობაც აქვს ცეცხლში დაწვას...
იდგა კარის წინ უტა, ღრმად ამოისუნთქა ჩამოუშვა მხრები წამით უძალოდ დაყარა ხელები გვერდებზე, შემდეგ მძიმედ ჩამოისვა სახეზე ხელები. ის ის იყო კარის სახელურს მოჰკიდებდა ხელს ამოუდგა გვერდით ნიტა, ძეგლად იქცა ეს უკანასკნელი თითქოს მიხვდა მძიმე ამოსუნთქვით ვინ ამოუდგა გვერდში, გაცბუნებულმა გახედა გვერდით მდგარს, აწკიპა წარბები გაკვირვების ნიშნად მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, ჩაუვარდა ენა იმ სილამაზის ხილვით, რომელიც ასე ენატრებოდა, შეათვალიერა თეთრ სამოსში გამოწყობილი, ანგელოზივით, რომ გამოცხადებოდა, მძიმედ გადააგორა მომდგარი ბლანტი სითხე ყელში. ნიტას არ შეუხედავს მისთვის, ძლიერად და ამაყად იდგა მის გვერდით, ელოდა როდის შეძლებდა უტა კარის შეღებას, მცირედ დაისვა მოზრდილ წვერზე ხელი უტამ პირი დააღო რამის თქმა სურდა მაგრამ გაჩერდა, მოკიდა კარის სახელურს ხელი მზადაც კი იყო კარის შესაღებად, ცქვიტად გაჩერდა, უშვა ხელი სახელურს და შეაჩერდა ისევ ნიტას,
- აქ რას აკეთებ? — ინტერესიანი მზერა ჰქონდა ალავიძეს, მხოლოდ მაშინ შეხედა ნიტამ, მაინც როგორ ამაყი და თავდაჯერებული აურა ჰქონა ამ ქალს, ერთიანად შეივსო უტა.
- მთხოვა რომ მივსულიყავი. მაგრამ თუ ჯერ შენ გინდა საუბარი დამითმია, — დაიწია ერთი ნაბიჯით უკან.
მძიმედ ამოისუნთქა უტამ კარები შეაღო და ანიშნა შესულიყო, თავისუფლად შევიდა ქებაძეცდა შეჰყვა მას ალავიძე...
იწვა ნატალია პალატაში და თითქოს ვარსკვლავებს ითვლისო, ჭერისკენ გაეშვირა თითი, ხმაურზე წამოყო თავი, ელოდა ქებაძეს, იცოდა აუცილებლად მივიდოდა, მივიდოდა ნიტა და შეძლებდა მოეყოლა ყველაფერი მისთვის, იცოდა არ გაკიცხავდა ქებაძე, იცოდა რომ მხოლოდ ეს ქალი აღმოჩნდებოდა მისთვის ნიგეშის მიმცემი სჭირდებოდა ნიტასთან საუბარი მაგრამ, როცა ეს სურათი დახვდა ფაქტად, წამით აწკიპა წარბები წამოიწია ცქვიტად და ჯერ უხმოდ შეაჩერდა ნიტას უკან ამომდგარ ალავიძეს, გააჟრიალა შემდეგ, სადღაც გულის სიღრმეში უკიაფევდა ცეცხლიც მის დანახვაზე, რაღაც იმედიც ჩასახვოდა ამაოდ, დაუდევარი მზერა წამით ჩაენაცვლა უსუსური სასოწარკვეთილებით
- უტა? — თხოვნა ამოაყოლა თითქოს ამ სახელს
- ნუ გაიკვირვებ ნატალია! — იგრძნო ამ კაცის სიცივე ნატომ და მაშინვე გაეხსნა კოპები, თითქოს ბოლო ძაფი გამწყდარიყო მის გონებაში მოუდუნდა მზერაც
- არა! უკვე ყველაფერი გავიაზრე, — უემოციოდ თქვა
- გავიგე უკვე ყველაფერი გცოდნია, ჩემი ექიმისთვის პრობლემები შეგიქმნია! ისიც გავიგე, როგორ წახვედი და დამტოვე, ისიც კი გავიგე შვილის დაკარგვას დიდად ვერ ღელავსო!.. რატომ უტა? განა გრძნობდი სიმართლეს? — იცოდა უტამ, მისი ფსიქიკის ამბავი, მაგრამ ახლა თავად რწმუნდებოდა როგორი გაგიჟებული და გარდაქმნილი იყო, თმაც თითქოს გაღიავებოდა, სმენოდა უტას ამბები ნერვიულობისგან ბევრი გაჭაღარავებულაო მაგრამ ამას ახლა ცხადად ხედავდა, მის წინ თითქოს დაბერებული ქალი იწვა და საუბრობდა უცნაურად, მისთვის შეუფერებლად, ხან ბრაზით, ხან ირონიით, ხან სასოწარკვეთილი და საცოდავი ხდებოდა ხან კი, ისეთ რამეს აკეთებდა წყობილებიდან გამოჰყავდი.
- რისი თქმა გინდა?! — თითქოს ყველაფერი ცხადი იყო ალავიძესთვის მაგრამ სხვათაშორის იკითხა.
- შენ არავინ დაგიკარგავს! ვერ ამაში გამომადექი უტა ალავიძე! მხოლოდ მე ვარ აქ გამწარებული! მხოლოდ მე მტკივა! მხოლოდ მე ვიწვები ამ ჯოჯოხეთში, მაგრამ რატომ? რა გავაკეთე ამის ფასი?! როგორ მინდოდა შენთან! როგორ ვოცნებობდი გვეცხოვრა ერთად, კოშკებს ვაშენებდი შენს გვერდით, მაგრამ ფაქტი ისაა რომ ცხოვრებამ სულში ჩამაფურთხა, შემდეგ თითქოს იმედი ჩამისახა, ჩემი პატარა, ვიცოდი რა სიბინძურე იყო! ვიცოდი ბინძურსა და არაკაცის შვილს ვატარებდი მუცლით, ვიცოდი რომ ის ბავშვი შენი არ იყო, მაგრამ ვცადე! ვცადე და გავხადე შენი! იმის იმედით, რომ იქნებ... დალაგებულიყო ყველაფერი, თუ შენი შვილი გახდებოდა მეც მეტად შემიყვარდებოდა, იმედები დღითი დღე მიძლიერდებოდა მანამ სანამ ეს იმედიც არ ჩაკვდა ჩემში!.. ჩემს მუცელშივე გამოლპაა უტა, როგორ ველოდებოდი მისი სქესის გაგებას, მაგრამ მოკვდა! ვეღარ გაუძლო ამდენ მარაზმს! და საბოლოოდ წამართვა ცხოვრებამ ის ერთი იმედიც! — უხმოდ სდიოდა ცრემლები სახეზე იღიმოდა თავად, ტკივილისგან თავად ჩამოეღვარა სითხე სახეზე, მიდი სულის კივილი ისმოდა ოთახში, მაგრამ თვითონ საუბრობდა. გულის სიღრმემდე ეგრძნო ნიტას მისი ტანჯვა, მაგრამ უტა მხოლოდ გაყინული გულით უსმენდა ახლა, იმდენად თავზარი დასცა იმის გაგებამ რომ მოატყუა... ისევ ტყუილში აცხოვრებდა და აბრიყვებდა, სწორედ ეს აგიჟებდა ალავიძეს, მაგრამ მისი ერთი ნაწილი ამ გამწარებულ ქალსაც უგებდა, მხოლოდ ეგ აძლევდა ძალას ახლა მდგარიყო მუშტებ შეკრული ადგილზე ძეგლივით და სიმშვიდე შეენარჩუნებინა
- ჭკვიანი მეგონე უტა, მაგრამ ისე დაიჯერე იმ დღეს ყველაფერი, სათადარიგო გეგმებიც კი არ დამჭირდა!.. ანდა არა!... ჭკვიანი კაცი ხარ... იმ დღეს როცა ნიტა წავიდა, ისე მარტივად განადგურდი რომ უბრალოდ აიღე ეგ პასუხისმგებლობა რომ მამა შენ იყავი, კითხვებიც კიარ გქონდა! ან უბრალოდ იმდენად შეურაცხყოფილად გრძნობდი თავს, როცა საწოლში მარტო დარჩი, რომ ეგეც აღარ გადარდებდა, ვისი მამა გახდებოდი, ან კი იყავი... — დასცინაო თითქოს გადაიწია უკან და მტკინვეულად ჩააჩერდა თვალებში, არ იცნობდა ამ მზერას ნატალია თუმცა ნიტას გაზეპირებული ჰქონდა ეს ავი კუშტი გამოხედვა,
- გთხოვთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ნუ არევ ნატალი ყველაფერს...
- ამით გამოკვება დავიწყე!
რა გინდა უტა? სიმართლე ხომ გინდა იცოდე?.. ხოდა გეუბნები! ის ბავშვი შენი კიარა იმ ნაგავის იყო ვისთანც შემომისწარი! იმის შვილს ვატარებდი მუცლით! ალბათ რამდენი ნეგატივი აიღო არა? ვეღარც კი გაუძლო!
- მართალია!.. იქ არ წევხარ სადაც საჭიროა, გაგიჟდი, ფსიქიკურად შეიშალე — უკან დაიწია ალავიძე, მაგრამ ეცადა მძვინვარების ჩახშობას
- შენი სიტყვების მცირედიც კი ვეღარ მაოცებს უკვე იცი? ალბათ პიკს მიაღწიე, ან როგორ მოხვედი აქამდე? რანაირად შეძელი ასე პიკისთვის მიგეღწია, ბოლო უკიდურესობაში გადავარდნილიყავი. ისიც არ ვიცი როგორ უნდა დაგეხმარო სასოწარკვეთილი ვარ... ვერაფრით დაგეხმარები სამწუხაროდ.... როცა მახსენდება ის გოგო ვინ იყავი უკვე წარსულში, გული მწყდება, ჩემ თავზე თუ შენზე ამას ვერ ვიგებ მხოლოდ...
— გაჩუმდა ალავიძე როცა ზიზღის გადმონთხევას მორჩა, დააკვირდა წამით ქალს , ირონიულობა სრულად გაჰქრობოდა დაბრეცვოდა ტუჩები, ეტკინა ძალიან ეწყინა უტას ეს სიტყვები, სხვისგან არავისგან წყენია, ექიმებსაც ეთქვათ გიჟი ხარო, მაგრამ უტასგან ძალიან ეწყინა...
- ხო გიჟი! რა ვქნა? ცხოვრებამ მოიტანა... ჩემ საყვარელ კაცს დავშორდი, შვილი დავკარგე, ოჯახმა მიმატოვა, მეგობრებმა დამტოვეს დს რის გამო? მე დამადანაშაულეს! ყველაფერში მე დამადანაშაულეს! ერთხელ არავინ მკითხა როგორ ვგრძნობდი თავს მას შემდეგ რაც გავიგე ვისთან ვიწექი!... ღმერთო!... ხვდებით მაინც რა მდგომარეობაში ვარ?! ხვდებით მაინც როგორ ვიტანჯები?! ხალხი არ ხართ?!.. შენ ჩემს გვერდით არ იყავი უტა? ახლა როგორ გინდა რომ ბედნიერად იცხოვრო?! გეკითხები?! რა უფლებით გინდა რომ ბედნიერი იყო?! ჩემთან ერთად უნდა იწვოდე შენც! ჩემთან ერთად უნდა დაიწვა!.. — ვერ მოითმინა უყვირა ბოლოს და უტას მოთმინებისა და ადამიანობის ძაფიც სრულად გაწყვიტა, უყურებდა ალავიძეს მზერა ეცვალა, არც სიყვარულის არც ბრაზით, არც ზიზღით... არანაირი ემოციით მოეცვა მიმიკები, წავიდა ქალისკენ და ისე მშვიდი იყო, უნებურად დაიწია უკან ნიტა, ჩამოცვენილი ცრემლები შეიმშრალა მალულად.
- იცი აქ რისთვის მოვედი? — მდორე ნაბიჯებით მიიწევდა უტა ნატალიასკენ, სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორც გამოიყურება კაცი რომელიც საკუთარ თავზე პასუხს არ აგებს. ჩამოადგა თავზე ქალს, რომელსაც ერთხანს შიშისგან გააჟრჟოლა, დახრილმა მისწია ქალი გვერდზე ფრთხილად და ჩამოუჯდა ფეხებთან, დააკვირდა ერთ ხანს, შემდეგ გაუღიმა
- იცი ნატო?.. შენი მოსმენა მინდოდა, შენი დაწყნარება მინდოდა... იქნებ ყველაფრის გამოსწორებაც კი? — გადაუწია თმა ყურსუკან, მასაც რომ უკიდურესობისთვის მიეღწია ახლა, ისეთი ბოლოსთვის რომ ქალის სულიერ დანგრევაზეც კი იყო თანახმა, განა სხვა რას აკეთებდა?.. შეკრა კოპები ნატალიამ და სატირლად დაებრიცა სახე.
აკვირდებოდა ნიტა ამ შესწავლილ კაცს, მისი მანერებიც რომ გაზეპირებული ჰქონდა, ერთბაშად მიმხვდარიყო რას აკეთებდა უტა, გამოცდილიც კი ჰქონდა, მაგრამ მის გამოცდილებასა და ახლანდელ ფაქტს შორის ერთი დიდი სხვაობა იყო... ახლა უტას სიახლოვესა და საქციელში მხოლოდ ზიზღს და თვითგვემას ხედავდა... უყურებდა როგორ ბოროტულად მანიპულირებდა ახლა ქალზე და მძვინვარებისგან დაიწყო ქშენა. შეაჩერდა შორიდან, როგორ ეფერებოდა ნატოს სახეზე, ქალსაც მიელულა თვალები და უტას შეხებას სულის წივილამდე გრძნობდა, უმცირეს დეტალებამდე შეიგრძნობდა
- ვიფიქრე ნატო რომ გაგიგებდი, შენს, ჩვენს ტკივილს გავუგებდი და შანსს მივცემდი, ამიტომ მოვედი აქ, ვიფიქრე, რომ ყველაფერს გავარკვევდით, და შენ ისევ გული მატკინე... — მიეფერა სახეზე ისევ
- უტა...— გადმოუცვივდა თვალებიდან გუნდასავით სქელი ცრემლები, გაბოროტებულს, იმედიანს, ისე ენდო იმ წამს ალავიძეს სულს მისცემდა რომ ეთქვა, გაშტერებულიყო, დაბრმავებულიყო, უტას მარწუხებში გაბმულიყო, ან კი ამ კაცს ჰქონდა რაღაც აურა, რაღაც განსხვავებული, მოქმედებდა მასზე ისე რომ მისი მართვა, გაბრიყვება და სრულიად განადგურებაც შეეძლო. ისე ძალიან დაღლილი იყო უტა რომ ნატალია, ჯოჯოხეთად ევლინებოდა, მისი ცხოვრების ჩამოუშორებელ სასჯელად,
- ყველაფერი ავრიე უტა, მაგრამ შენთან მინდა, მჭირდები, გპირდები ყველაფერი გამოსწორდება, ჩვენი შვილიც გვეყოლება უტა... წავიდეთ იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, არ შეიძლებაა? — ძლიერად ჩაჭიდა უტას ხელს ხელები, ერთი კი მის სახეზე მოალერსე ხელს მოჰკიდა, შეევედრა სასოწარკვეთილი, ყველაზე უსუსური იყო იმ წამს, გასულელებული, დამცირებული, მაგრამ ეს არც კი ადარდებდა...ან ვერც კი ხვდებოდა... ტვინში ტალღებად ასკდებოდა ნიტას უტას ეს საქციელი, მაგრამ არ იცოდა როგორ შეეჩერებინა
- ხოო ნატო?.. გინდა ისევ ჩემთან?..
- რა თქმა უნდა უტა..
- მაშინ... — მიუახლოვდა ალავიძე დაბნეულსა და ყველაფრისთვის მზად მყოფს, დაიწია ქალის ტუჩებთან, ერთიანად არია ქალი, უტას მხოლოდ ბრაზისა და შურისძიებისგან დაბერვოდა კისერზე ძარღვები
- მაშინ ჩემთვის რაღაც უნდა გააკეთო, — უჩურჩულა ქალს ტუჩებთან, ის ის იყო ფიქრობდა კიდეც ნიტა, რაღაც საშინელებას ეტყოდა ამ ქალს და კიდევ მეტ ცოდვაში ჩაადგმევინებდა ფეხს, ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი და თავისკენ მოატრიალა, მის ძალებს დაჰყვა უტა ერთბაშად, წამოდგა ფეხზე და ნიტას გაავებულ, მგზნებარე თვალებს ჩახედა, კბილებს ერთმენთზე ძლიერად აჭერდა ქებაძე, ბრაზისგან ალი ასდიოდა თავზე, შეხედა უტამ და მაშინ გაიაზრა ყველაფერი დამნაშავედ ეცვალა თვალები, აღარ დაფიქრებულა ქებაძე ძლიერად მოუქნია ხელი და უთავაზა სილა. არაფერი უთქვამს საჩქაროდ გამობრუნდა მგზნებარე და სხარტად გავიდა კარში. ძეგლად იქცა უტა, ინანა, ძალიან ინანა ის რასაც აკეთებდა. დაიბნა... იგრძნო დანაშაული, შეხედა წამით ნატალიას, და სწრაფად მოსწყდა ადგილს...
კარში გასული აედევნა გაქცეულს, დიდი და მძიმე ნაბიჯებით გარბოდა ფასასვლელისკენ
- ნიტა... — ყურადღება არ მიაქცია ნიტამ, ამჟავებული სახით მიიწევსა წინ
- გაჩერდი გთხოვ,... — გაცხარებული მიიწევდა წინ ქებაძე თანდათან უფრო აწვებოდა ბრაზი
- ნიტა! — დაეწია, ჩაავლო მკლავში ხელი და შეატრიალა თავისკენ. შეწუხებული სახე ჰქონდა ალავიძეს დააჩერდა წარბებ შეხრილი დამნაშავედ ყბები დაჭიმვოდა ძლიერად.
- რამე გააქვს სათქმელი კიდევ უტა?! — ჩააჩერდა მის ბნელ თვალებს მძვინვარედ
- უნდა წავიდეს, შენც ხომ კარგად იცი?
- უნდა წავიდეს?!.. — გაეცინა მწარედ
- ჩემს თვალწინ ესაუბრებოდი შანსებზე, ჩემს თვალწინ დასახეთ სამომავლო გეგმები!..
- ნიტა!.. ხომ იცი რომ ის არ იყო რაც ჩანდა? ხომ იცი?!..
- რას აპირდებდი უტა, ბოლოს როგორ აპირებდი მის გაგიჟებას?!.. აკოცებდი?
- ნიტა...
- ნიტა ვარ!.. ნამდვილად ნიტა ვარ უტა!.. რას აკეთებ შენთვითონ თუ იცი?! იმაზე რომ თვალი დავხუჭო რასაც ჩემს თვალწინ აკეთებდი წეღან, როგორც გადამიარე! იქ!.. შიგნით! — საკუთარ თავზე რაღას იტყვი?!... საკუთარ თავსაც გადაახტი წეღან! იმდენად დაბრმავდი ბრაზისგან, იმდენად შეგბოჭა ზიზღმა ხვდები მაინც რას აკეთებ?.. და რას უპირებდი მერე? მაინც რას აკეთებ?.. გეკითხები?!... რას უპირებდი მერე?! როცა ამ ყველაფერზე დაგთანხმდებოდა როცა ასე საცოდავად გამოგეტირა და ყველაფერზე თანახმა იყო! როცა ისევ მოგენდო რას უპირებდი უტა?! გეკითხები რააას?! — შეჰყვირა ეგონა ექნებოდა პასუხი ამაზე, დაელოდა ამაოდ, ხმა არ გაუცია ალავიძეს მისთვის, დამნაშავედ დასჩერებოდა ხან ერთ და ხან მეორე ანთებულ ირისებში აკვირდებოდა, დაბერვოდა კისერზე ძარღვები,
- არა!.. საოცრად გაბოროტებული ხარ! საკუთარი თავი გაქვს დაკარგული, ან უბრალოდ საკუთარი გრძნობებიც ვერ გაგირკვევია... — დაებრიცა სახე შეტრიალდა წასასვლელად, შეაბრუნა უტამ
- ოღონდ ეგ არა!.. მაგის გარდა ნიტა!.. მაგ გრძნობის გარდა, რაც გინდა ის ჩათვალე, როგორც გინდა ისე გამლანძღე უბრალოდ მისი სიყვარულის დაბრალებით ნუ გამასწორებ მიწასთან!..
- მართალია! ცოტახნის წინ მის განადგურებას აპირებდი! მის სულიერ დანგრევას აპირებდი! ხვდები მაინც რისი გაკეთება გინდოდა?
- დავიღალე ნიტა... უბრალოდ ძალიან დავიღალე... — მოეშვა ერთიანად, გულწრფელად ამოიხვნეშა
- მაგრამ რა საჭიროა სხვასაც დაუნგრიო ცხოვრება და შენიც სრულად მოსპო? ხომ შეგიძლია შეასრულო ის რასაც აპირებდი? ყველანაირი დანაშაულის გრძნობის გარეშე, ხომ გაიგე რომ შვილი არც არასდროს გყოლია, სრულიად თავისუფალი ხარ უტა... ბრაზსს მოეშვი ეგ მძვინარება შენ დაგაზარალებს მხოლოდ, ნატოს აღრაფერი ეშველება შენგან, სრულიად გადასულია ჭკუიდან , სრულიად განადგურებულია, შენ ვერ უშველი, შენ მეტად გააგიჟებ, შეიშალა და რაც არ უნდა გაუკეთო ისედაც ნაწილებად დაშლილს კიდევ მეტად ვერ ატკენ, მას უკვე ძალიან სტკივა ვეღარ ატკენ მეტად! ამით მხოლოდ გააგიჟებ, გააწვალებ ან უბრალოდ ამ ყველაფერს შეაჩვევ, ამ ტკივილს, უხეშ მოპყრობას და ამ სიცრუეს შეაჩვევ. მხოლოდ შენ იქნები ის ადამიანი ვინც ყოველ დღე სინანულით გაიღვიძებს, ყოველი დღე ეტკინება. გააკეთე ის რასაც აპირებდი, დაეხმარე შორიდან, ფსიქოლოგთან სჭირდება საუბარი, დახმარება სჭირდება, ეცადე გაუგო! ეცადე გულით იფიქრო, გულით შეიცოდო და არა ცივი გონებით კარგი?! იმედებს ნუ მისცემ და ნუ ამოძირკვავ სრულიად ნურც მას, ნურც შენ თავს და ნურც მე უტა!.. დაეხმარე სწორად და არა ისე რომ შენი თავიც გაანადგურო დაფიქრდი რას გააკეთებ, მაგრამ ბრაზით, ზიზღით და შურისძიების წყურვილით არ იფიქრო... გულით იფიქრე... — შეაჩერდა წამით მდუმარეს, გაუღიმა მცირედ და საჩქაროდ გაშორდა ადგილს.
....
ჩამოდგა მძიმე კვირა, მეტად გაურკვეველი მეტად დაძაბული, იმედგაცრუებასთან შემაგუებელი პერიოდი... განა რაღა უშლიდათ განეგრძოთ ის ძველი ურთიერთობა რაც ჰქონდათ, ხომ უყვარდათ ერთმანეთი? განა ერთმანეთისგან განშორება მეტად არ სტკიოდათ? მაგრამ მაინც ცალ-ცალკე იყვნენ, შორს და ახლოს ერთმანეთისგან... ისევ ელოდა ნიტა, ისევ ელოდა რომ მისწერდა დაურეკავდა, ყველაფერი დალაგდებოდა ,
ხან ნეტარებით აღსავსე წარმოედგინა , ეს შეხვედრა ხან ველური ვნებით აღტყინებული. ხან მხოლოდ შორეულად ინატრებდა ისევ...
...
იჯდა ნიტა დახურულ კაფეში და მძიმედ უსმენდა იმ ქალს, რომლის გამოც ცხოვრება თავდაყირა დაუდგა. ისხდნენ კაფეში. მაგიდაზე სამგზავრო ბილეთები და პასპორტი ეწყო, იქვე სკამთან კი დიდი საბარგე ჩანთა მიყუდებულიყო უიმედოდ. იჯდა ქებაძეს წინ ნატალია და დაეყარა ხელები მაგიდაზე...
- ...იმ მძიმე პერიოდში, როცა მართლა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა იმ ბავშვისთვის, ერთადერთი ადამიანი იყავი ვინც მოხვედი რჩევა მომეცი, ვინც გვერდში დამიდგა. იცოდი მე ვიყავი, ის ვინც შენ საყვარელ მამაკაცს წაგართმევდა და მაინც გვერდში მედექი! მე შენთვის ბოროტების გაკეთება არასდროს მდომებია ნიტა, არასდროს და არცერთხელ, აქვე დავამთავრო სიცოცხლე თუკი შენს მიმართ რაიმე ზიზღი მეგრძნოს, მე თავად ვხვდები როცა ვგრძნობ ვინმე მჭირდება მხოლოდ შენ მახსენდები, ყველაფრის მიუხედავად, ვიცი ცხოვრება თავდაყირა დაგიყენე, შენ საყვარელ კაცს დაგაშორე, შენც მოგატყუე, ისეთები გამოგატარე რაც აქამდე არ გამოგივლია და შეიძლება აქამდე არც გაგიგია მაგრამ.... იცი?... არც მე მეგონა თუ ოდესმე მომიწევდა ამ ყველაფრის გადატანა, არასდროს მეგონა და არც წარმოვიდგენდი იმდენად კარგი ცხოვრება მქონდა, დედაც, მამაც, ძმაც უამრავი დაქალები და უამრავი მეგობარიც მყავდა, არაფერი მქონდა სადარდებელი, მამაჩემს ფულიც ქონდა და სახელიც, მე კი მისი საამაყო შვილი ვიყავი. შემდეგ... მხოლოდ ერთი დღე! მხოლოდ რამდენიმე საათი იყო საჭირო რომ ჩემი ცხოვრება თავზე ჩამომგრეოდა, მხოლოდ რამდენიმე საათში ჩემი ცხოვრება რადიკალურად კიარ შეიცვალა ნიტა... სრულიად გამაფარჩაკა, აქამდე თუ კი სალონებში და ბარებში დავდიოდი, ახლა ფსიქოლოგის წინ ვზივარ! და მას ვუყვები ყველაფერს... ხვდები როგორი რამ ხდება? შვილზე არასდროს მიოცნებია, არასდროს მიფიქრია შვილზე, დავორსულდი, ამან ხომ ცალკე გამაგიჟა, როცა ვიცოდი ვისი შვილიც იყო და შემდეგ პირდაპირ გამაგიჟა მისმა დაკარგვამ, არც კი ვიცი მისი შეყვარება ამ მცირე დროში როგორ მოვასწარი როცა ჯერ არაფერი განმეცადა მისგან, მაგრამ შენ დიდი როლი ითამაშე ამ ყველაფერში... ჩემს განადგურებულ და ბინძურ ცხოვრებაში შენ ერთი მაინც წმინდად ჩანდი ნიტა... მაპატიე რაც შენ გაგიკეთე, მაპატიე რაც დაგიშავე, ბოდიში რომ გული გატკინე, გეფიცები შენთვის ტკივილის მოყენება არცერთხელ მდომებია, შენც გიყვარს, შენც გამოცდილი გაქვს, იცი რას ნიშნავს გიყვარდეს... მაგრამ, ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა, უძლიერესი ქალი ხარ! რაღაც ამოუცნობი ძალა გაქვს, ასე მგონია რომ ემოციები არ გაგაჩნია, მგონია რომ გრძნობები დიდად არ გაქვს, ქვასავით ხარ ან კი აგურივით.., ვინ რა იცის ვის გულში რა ცეცხლი ტრიალებს, მაგრამ არ ტყდები, შენ ძალიან ძლიერი ხარ და მე ვერ გავუძელი, ვერც შენსავით შევძლებდი მომეთმინა ან თუნდაც ახლა მის წინ დავმჯარიყავი ვინც ასე საშინლად მომექცა... ან კი ბოლო საუბარია ჩვენი ან კი ბოლო შეხვედრა, ალბათ მართალი იყო უტა, სწორია რომ წავიდე, მოგშორდე, შენც და მასაც, მისი სიყვარული ან განელდება ან საბოლოოდ მასთან ერთად გავქრები, ისედაც ეგოისტი ვიყავი, ახლა არ მინდა რომ ეს გავაკეთო, მინდა რომ ბედნიერი იყოს, ის კაცი ვინც მიყვარს, ეს შენგან ვისწავლე, კი ფსიქოლოგი უთუოდ დამეხმარა, მაგრამ ეს ასეა... დღესაც იმიტომ გნახე, რომ ყველაფერი მეთქვა, ისევ ჩამეხედა შენთვის თვალებში, ამჟამად დალაგებული აზროვნებით, დამშვიდებული წამლებისა თუ სინამდვილის ხარჯზე და მინდა ისიც გითხრა რომ არ მინდა შენი დაკარგვა, ვიცი საშინელი წარსული დავტოვე, საშინელი მოგონებები, მაგრამ, შენზე კარგი მეგობარი, არასდროს არ მეყოლება!... — შეაჩერა საუბარი, შეიწმინდა ცრემლები და მისი ხელები მოიქცია ხელებში, ღიმილი არ მოშორებია სახიდან, ამ გულწრფელს, მეტიც მაშინ როცა ამ ყველაფრის მერე ნიტა ერთ თხოვნაზევე დასთანხმდა შეხვედრაზე მეტად შეყვარებოდა ეს გოგო...
- ნატოო... — მიეფერა ქებაძე თავადაც , გაუღიმა მცირედ
- ბევრი გამოიარე!.. ვერ განვიცდი იმ ტკივილს რაც შენ დეტალურად განიცადე მაგრამ, მიახლოებით მაინც მაქვს გამოცდილი, როცა მამა დავკარგე მეც ერთი სიკვდილი მოვკვდი.. კი მართალია ბევრი ცუდი რამ გააკეთე, მაგრამ თუ არ გაგიგებ თუ არ გაპატიებ და ისე დავიწყებ შენს განსჯას მე შენზე ცუდი და ბოროტი გამოვალ. შენ ცუდ საქციელს როგორმე გამოასწორებ მაგრამ, ჩემში არსებულ სიბოროტესა და სიცუდეს აღარაფერი ეშველება... — არაფერი უთქვამს ნატოს, ცქვიტად წამოხტა და მგზნებარედ მოეხვია ქებაძეს, ისე ძლიერად თითქოს მისი სიყვარულით იწვოდა და არ ჰყოფნიდა...
- სადაც არ უნდა ვიყო, დაგირეკავ, მოგწერ ხოლმე ნიტა გთხოვ...
- მომწერე ხოლმე — გაეცინა ნიტას და სიცილითვე მიეფერა თმაზე...
გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იყო, არა ბოროტებით, არა ზიზღით, არა დაძაბული და ღვარძლით სავსე, პირიქით, განიტვირთა ორივე, ერთმანეთის მხიარული პიროვნებები გაიცნეს რაც მეტად შეუწყობდა მათ მომავალში გაგრძელებულ ურთიერთობას ხელს... ნატალია თავის ამპლუას დაბრუნებოდა და სასიამოვნოც კი გამხდარიყო მასთან საუბრი...
....
ორი კვირის შემდეგ...
- დედა სასეირნოდ გავდივარ, მალე მოვალ,
- ნიკასთან ერთად იქნები?
- კიი, — კარებიდანვე გაჰკივლა ქალს და კარებში გასული კიბეებზე დაეშვა.

....
გზადვე უხასიათოდ დახვდა პარტნიორი, მაგრამ ეცადა ყურადღება არ მიექცია ამისთვის და თავადვე სცადა მისი გამხიარულება, წინასწარვე დაეგეგმა ადგილი თუ სად წავიდოდნენ, პირველად ზღვასთან სიახლოვე არჩია ამ კაცმა, ნიტას კი მოჯლედ თუ ეტყოდა რამეს მხოლოდ.

- დღეს რაღაც უცნაურად იქცევი... — ვერ შეიკავა თავი, მაინც შეხედა გვერდით მჯდარს. წამოჭრა თან ახალი თემა მას შემდგე რაც უკვე მესამედ გაჩუმებულიყო ნიკა, არასდროს ჩვეოდა ამ კაცს ასეთი სიჩუმე, ყოველთვის მხიარული იყო და უამრავი კითხვა ჰქონდა, სულ საუბრობდა და იშვიათად თუ გაჩუმდებოდა,
- მე? არა ჩვეულებრივი ვარ,
- როგორ ხარ ჩვეულუებრივი რატომ გადაწყვიტე რომ მემატიანეზე უნდა ამოვსულიყავით?
- ვიფიქრე რომ არ იქნებოდი აქ ნამყოფი და თან ძალიან ლამაზი ღამე არა?
- ნამდვილად ლამაზია მაგრამ შენ რა გჭირს? — შეაჩერდა ნიტა, ჩამოჯდა უკეთ ქვის მოაჯირზე, ბაქნის კიდეს ფუნქციას რომ ასრულებდა, შეაჩერდა უზარმაზარ დალაგებულ ქვებს, შემდეგ შეხედა დაბნეულ ნიკას, გადაიწია თმა, კენწეროებს აქეთ იქით მძლავრად დაარწევდა ქარი სიმაღლეზე კი მეტად დაქროდა გრილი ქარი.
- არაფერი მჭირს, — გაიცინა მაშინ, მიუჯდა გვერდით,
- ისე ძალიან მშვიდი ადგილია, ბევრი ხალხიც არ არის,
- ნამდვილად კარგი ადგილია, მაგრამ არ გცივა? ქარია და მგონი გრილა კიდეც — დახედა ნიტას თხლად რომ ჩაეცვა
- არ მცივა... — აიჩეჩა მხრები, აღარ გაუგრძელებია ნიკას, ფიქრებმა გაიტაცეს და დიდხანს მიაჩერდა ნიტას
- ნიტა, არაფერი გაქვს სათქმელი?
- რასთან დაკავშირებით ნიკა? — გასაიწია არეული თმა ცალ მხარეს და საცრისოდებად მოჭუტული თვალებით მიაჩერდა
- არავინ გყვარებია? — შეხედა ქალს, მისი რეაქციის დასანახად, შეამჩნია კიდეც როგორ შეკრთა ქებაძე, დაუბრუნა გაოცებული მზერა, დაძაბულმა
- რატომ დაინტერესდი ახლა ამ თემით?
- ალბათ იმიტომ რომ მომწონხარ... მაგრამ, შენგან მხოლოდ მეგობრულ დამოკიდებულებას ვხედავ, არც ახლოს მისვებ და მეთანხმები, მაგრამ არც უარს... იმ დღის მერე რაც პარკში წაგაწყდი ატირებული, მას მერე ცდილობ ჩემთან სიახლოვეს თითქოს
- იმ დღეს მონატყუეს ყველაფერი არეულ დარეული იყო, ყველაზე მთავარი დამაკარგვინეს, ეს სიყვარულთან რა შუაში იყო?
- უბრალოდ ჩემს მიმართ დისტანციას იჭერ... მაგრამ გყაავს ვინმე ნიტა?.. — დადუმდა ქებაძე, მოაწვა ცრემლები გახედა თბილისს... ზემოდან ქალაქი ასანთის კოლოფებივით მოჩანდა, პატარა სახლები და ბაღები, როგორც წვრილი ბალახი . ლამაზი იყო, სიჩუმეც იმისთვის რომ ფიქრის საშუალება გქონოდა... გაიტაცა ნიტაც ფიქრებმა
- არც მე ვიცი, არაფერი ვიცი ნიკა — შეხედა ისევ და ჩამოუგორდა ცრემლები ლოყებზე,
- არც მე ვიცი მყავს თუ არა ვინმე, ვხედავ როგორი მარტო სული ვარ და ვგრძნობ დაღლას... უზომოდ დავიღალე, ლოდინისგან დავიღალე, ყველაფრის მიუხედავად დავიღალე, ყოველ ჯერზე როცა ვცდილობ დავივიწყო, ყოველ ჯერზე როცა ვცდილობ რომ ხაზი გადავუსვა, მაინც ველოდები, მაინც ყოველ ჯერზე ველოდები, მაგრამ ვფიქრობ უკვე დააგვიანა, ძალიან დააგვიანა, ისევ ჩამოუყალიბებელია თავისთავში, ელოდება ნეტავს რას? ან იქნებ საერთოდაც არ ელოდება არაფერს? იმაზე მტანჯველი ყოფილა ლოდინი ვიდრე ბავშვობაში... — გაეცინა
- იცი დედას და მამას რომ ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდნენ სოფელში, როცა ვიცოდი იმ დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ, ვერაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ ველოდებოდი და დროც არ გადიოდა, მინდოდა რამე გამეკეთებინა რომ დრო მალე გასულიყო, მაგრამ არ შემეძლო, მტანჯავდა მაშინ ეს ლოდინი, მაგრამ თურმე ის ბევრად მარტივი ყოფილა — მოხარა ფეხები, მოხვია მუხლებს ხელები და შეიწმინდა გახშირებულად ჩამოდენილი სითხე თვალებიდან...
- გიყვარს ისევ... — ჩახარა თავი ნიკამ
- როგორ შემეძლო მისი გადაყვარება?! — თითქოს გაბრაზდა კიდეც ამ კითხვაზე გახედა მკაცრად,
- ასე მარტივი იყოს ნეტავ
- მაპატიე, ნუ ტირიხარ, არ მინდოდა ცუდი გამეხსენებინა შენთვის,— წამოდგა ფეხზე ნიკა, ჩამომჯდარს, რომელიც გაჰყურებდა ქალაქს ფრთხილად შეეხო საფეთქელზე,
- ცოტახნით თვალები დახუჭე,
- რას აკეთებ? — შეშფოთებული გასწორდა ახედა გაკვირვებულმა
- არა! გაჩერდი! ისევ დაჯექი ისე როგორც იჯექი, მიდი მოხარე ფეხები, — ნიტა უნებურად დაჰყვა მის ნებას,
- კარგი, ცოტახნით მომენდე დამშვიდდები,
- მაგრამ...
- გთხოვ! — ნიტამ წამით შეხედა ენდო და დახუჭა თვალები...
- არაფერზე იფიქრო უბრალოდ ცოტახნით მოეშვი კარგი? და სანამ არ გეტყვი მანამ არ გაახილო თვალები,
- კარგი რა — გაეცინა ნიტას,
- დამიჯერე!
- კარგი, კარგი — დაჰყვა მის ნებას ისევ და დახუჭა თვალები,
- ხელი ხომ არ უნდა მკრა? — წამოიძახა მაინც...
- გოგოოო! — გაეცინა თავად ნიკასაც, ნიტას ასეთ უცნაურ ფიქრებზე და მცირედ დაუწყო მასაჟის კეთება საფეთქელზე, ეღიმებოდა თან მის სასაცილო ეჭვებზე.
გრძნობდა თბილ თითებს საფეთქელზე ნიტა და მართლაც მშვიდად დაეხუჭა თვალები, მოსწონდა კიდეც თითქოს გონება უმშვიდდებოდა ასე, დაწყნარდა თვითონაც, ფიქრების ზღაპარში გადაეშვებოდა მალევე, წამით ხელი მოშორდა, შეჭმუხნა წარბები გაკვირვების ნიშნად, მაგრამ სანამ თვალს გაახელდა იგრძნო ისევ მეტად ცხელი თითები, მეტად უხეში შეხება, მეტად უხეში მაგრამ სასიამოვნო თითები, თავადვე აღარ სურდა თვალის გახელა ქებაძეს, თითქოს ფიქრებიც განებნია და დამშვიდებული ივსებდა ფილტვეს გრილი ჰაერისგან... კიდევ დიდხანს სიამოვნებით იგრძნობდა ამ სასიამოვნო ხელებს, გრძნობდა სიახლოვეს, მაგრამ მხოლოდ მის ფიქრებად თვლიდა, სურდა თვალები გაეხილა და გაეჩერებინა, მოულოდნელად კისერში იგრძნო ცხელი ტუჩები, შეკრთა, მაგრამ მამაკაცის სველ კოცნაზე ისე მიელულა თვალები წამით, რაღაც ცივი და მდუღარე ჩაეღვარა გულში, უნებურად ჩაავლო მის მოზრდილ თმას ხელი და საჩქაროდ ეცადა წამომდგარიყო, მაგრამ ისე გაკავებული იყო, რომ თავი ვერ დაახწია. კისერს კოცნებით აუყვა კაცი, აუჩქარდა გული ნიტას, კოცნისგან გამოწვეული სიამოვნების შიში იგრძნო იმ წამს. სწრაფად მოშორდა უხეშად წინ გადაწეული და მანამ კი შეუტრიალდებოდა სხარტად გააკავა სხეულმა ძლიერად, ისე რომ მისკენ შეტრიალება ვერ მოესწრო,
- რა ჯანდაბას აკეთებ?! ხელი გამიშვი! — გაიბრძოლა საჩქაროდ მგზნებარედ უჩქროლავდა გული თითების კანკალი დაეწყო და წამით იმის იმედით გაჩერდა აღელვებული რომ ნამდვილად განთავისუფლდებოდა და უშვებდა ხელს. მძვინვარებისგან დაბინდვოდა გონება, ამ კაცის შეხების დროსაც კი არასდროს უგრძვნია რამე. ძლიერმა სხეულმა ერთბაშად ასწია და ფეხზე დააყენა
- გამიშვი მეთქი! — დაისისინა ბრაზით, აალებადი ხდებოდა ქებაძე და როცა ისევ იმ გრძნობით იმ ენერგიითა და იმ გზნებით იგრძნო ცხელი ტუჩები ყბის ძვალზე გააკანკალა, არაფერი გაუკეთებია შემდეგ... შეეშინდა... შეეშინდა რომ ეს გრძნობები აქამდეც განეცადა... დასწვდა ლოყაზეც ტუჩები და მაშინ იგრძნო სურნელი, გამაბრუებელი ნაცნობი და დაუვიწყებელი მისი საყვარელი კაცის სურნელი... გაჩერდა, მაშინ იგრძნო სიცივე თითქოს აკანკალდა მის ხელებშივე და უხმოდ დაუგორდა ცრემლები, მოეშვა წამით და ღრმად სუნთქვას ამოაყოლა ღელვა
- ჩემი სურნელი უკვე დაგავიწყდა ნიტა?... — ჩაილაპარაკა მის სხეულზე მოხვეულმა ალავიძემ მის ყურთანვე და იგრძნო დანაშაული მისი ცრემლების დანახვისთანავე, მიადო ნიტამ თავი მის ლავიწს თითქოს ემოციებით დაღლილმა შეისვენა დროებით...
- გამიშვი! — ამოილაპარაკა ხმადაბლა და მაშინვე განთავისუფლდა უტას მარწუხებიდან, შეტრიალდა მისკენ და დააკვირდა მონატრებულს, ჩააჩერდა საყვარელ შავ თვალებს, როგორ მოუნდა დაეკოცნა მისთვის... მშვიდად უყურებდა უტა,
აღტაცებული და სურვილით სავსე თვალებით შესცქეროდა, უყურებდა მთელი მისი არსებით ვნებასა და სიყვარულს მიცემული
- რატომ მოხვედი?
- შენ ხომ მელოდებოდი?
- უკვე აღარ უტა! უკვე დავიღალე შენი ლოდინით, უკვე ბევრჯერ მატკინა შენმა ლოდინმა და ახლა, როცა ძლივს გადავწყვიტე, რომ უნდა გავჩერდე, რომ უნდა დაგივიწყო სწორედ მაშინ გამოჩნდი! რა გინდა? მომეცი საშუალება რომ ვიყო ბედნიერი! თავი დამანებე.... — ჰკრა ხელი, განა მართლა სურდა მისი წასვლა, მაგრამ თანდათან აწვებოდა ბრაზი, გაქოფაკებულმა ჰკრა ხელი ისევ, უტა კი უყურებდა და იღიმოდა, უყურებდა ანთებული მზერით, სიყვარულის თვალებით და თანდათან ეცინებოდა მისი ჰოლივუდის ღიმილით
- რა გაცინებს?! გაგიჟდი?! სულ გადარეულხარ შენ! თავიდან მომცილდი-მეთქი! — ჰკრა ისევ ხელი, ეჯაჯგურა გასაგდებად სასაცილოდ, რადგან მამაკაცი ადგილიდანაც ვერ დაძრა, ის კი მხოლოდ იცინოდა
- უტა რა გაცინებს-მეთქი! — შედგა ადგილზე, შეკრა მძვინარედ კოპები
- მიხარია, არ შეიძლება?
- არ შეიძლება! ჯერ გულს მტკენ! ქრები, არც კი მოდიხარ, მაჩვენებ რომ არ გჭირდები, მერე კი როცა მარტო მოგბეზრდება მაშინ მოდიხარ! და რა გიხარია აქ?!
- მიხარია რომ გიყვარვარ ნიტა!... მიხარია რომ მხოლოდ მე არ ვიტანჯებოდი... — თვალები ისე გაუფართოვდა ქებაძეს ხმამაღლა გაეცინა უტას
- ეგოისტი ხარ! ავადმყოფი ხარ! შენი თავი რამ შემაყვარა?! საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი თავად ხარ!
- ეგოისტი ვარ! და იმ ნიკასთვის ვერასდროს ვერ დაგთმობ! — მაშინ გაახსენდა ვისთან ერთად იყო მოსული ქებაძე, მიმოიხედა, მოძებნა თვალებით, იქ აღარ იყო
- ნიკა სად წავიდა?
- შენი ნიკა ბედნიერად იცხოვრებს ამიერიდან და უკუნისამდე, რადგან სწორად მოიქცა,
- ხო არა? შენ გადაუწყვეტ როგორ იცხოვრებს! — დაემანჭა სახე ზიზღით
- დიახ მე გადავწყვეტ და იმასაც მე გადავწყვეტ, როგორ იცხოვრებ შენ!
- სულ გაგიფრენია! თავი დამანებე! — წასვლა დააპირა
- გინდა რომ თავი დაგანებო ნიტა? ყველაფერი დასრულდა, საერთოდ არაფერი გიშლის ხელს რომ ჩვენ თავებს დავუბრუნდეთ, ნატომაც კი შეძლო ეს... ვერ გავიგე რატომ მიშორებ!
- თუ გინდოდა მაშინ მოსულიყავი ჩემს გვერდით უტა, უფრო ადრე!
- რას მეუბნები?! რომ მე ჩემი სიყვარული არ დაგანახე?!.. შენ ხომ არ იყავი ის ადამიანი ვინც მიმატოვა ნიტა?
- მე არ მიმიტოვებიხარ!
- არა, უბრალოდ გაიპარე!.. მართალია — გაეცინა უტას და ცეცხლ მოკიდებულ ქებაძეს ასევე ღიმილით დააკვირდა
- ქალური აზრები! რა თქმა უნდა! სულ კაცია დამნაშავე არა?!
- შენ ხარ დამნაშავე, ვერ ვიგებ იმ ყველაფრის მერე რაც ერთად გადავიტანეთ, რაზე ფიქრობდი? რას ელოდებოდი? აქამდე რატომ არ მოხვედი? ნუთუ ახლაც ფიქრი გჭირდებოდა იმისთვის რომ გაგერკვია გიყვარდი თუ არა უტა?! ახლა კი, მაშინ როდესაც გასული ვარ მამაკაცთან ერთად მოდიხარ ბიჭს ღმერთმა იცის რა უთხარი, როგორ დააშანტაჟე ან აწყენინე! ცოტახნისწინ გრძნობებში გამომიტყდა იცი? ვიცი რომ გულწრფელია! და ვიცი რომ ნამდვილად კარგი ადამიანია! შენ უკვე დააგვიანე უტა! არ ვაპირებ ყოველ ჯერზე როცა რამე მოხდება კვირეები გელოდო რომ საკუთარ თავში ფიქრები დაალაგო!.. თავი დამანებე ახლა და ნიკა დააბრუნე ახლავე! — ყვიროდა გაუაზრებლად და ისე მოკიდებოდა ბრაზის ცეცხლი თავადაც ვერ ეგრძნო
- მორჩი? — იკითხა მშვიდად ალავიძემ , კიდევ მეტად გაამწარა ქებაძე, კიდევ მეტად გააბრაზა
- მოვრჩი! — შეუღრინა მაშინვე და დახარა თვალები წამწამების ფახურით მიხვდა ზედმეტი მოუვიდა, ზედმეტად აჰყვა ემოციებს
- უბრალოდ შენ გელოდებოდი ნიტა... არ მინდოდა შენთვის უხერხული ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, რადგან ვიცი როგორი ამაყი ქალი ხარ! ვიცოდი რომ ისედაც მთხოვდი პაუზას, მთხოვდი რომ ცოტა ჩაწყნარებულიყო ყველაფერი!.. იცი რა? თავად დაურეკე მაგ ნიკას! ზღვაზე ჩავიდოდა იქნებ ტირის კიდეც უშენოდ! და მე დაგანებებ თავს როგორც მითხარი — ჩაუკრა თვალი და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკუ სვლით, ბოლო წამამდე ღრმად ჩახედა თვალებში ქებაძეს, შიშის ძლიერი ნაკადი მოასკდა ქალს თვალებში, მისი წასვლის შიში, სწორედ ამის დანახვა სურდა ალავიძეს, შეტრიალდა მას შემდეგ და უკან მოუხედავად წავიდა... ბოლომდე გააყოლა თვალი ნიტამ, სანამ თვალს არ ამოეფარა , ბოლომდე ეგონა რომ მობრუნდებოდა, რომ არ დატოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა... იდგა ერთ ადგილს შეყინული, ძლიერი ქარიც უწეწავდა გაშლილ თმას და მაშინ ეგრძნო სიცივე, ძლიერი სიცივე, აუკანკალდა ყბა, ყელში მობჯენილი ბურთის გაჩერებას კი ყველანაირად ეცადა, ცდილობდა არ დაეწყო ტირილი, მაგრამ ცრემლები მაინც ჩამოსცვივდა უხმოდ, მიიხედ-მოიხედა ირგვლივ, თითქოს გარკვევა სურდა ეს ნამდვილად მოხდა თუ მხოლოდ მისი წარმოსახვა იყო, შემოიჭდო ხელები მხრებზე სიცივისგან და ნელი ნაბიჯებით წავიდა საპირისპიროდ, წავიდა იქ სადაც ალავიძემ მიანიშნა, მაგრამ არა ნიკას საძებნელად, თითქოს ის ერთადერთი ადგილი ეგულებოდა სადაც არავინ იქნებოდა, მიაბიჯებდა ყველანაირი ფიქრის გარეშე თითქოს გონება გათიშვოდა, მხოლოდ ცრემლები სცვიოდა სახე უცვლელს, საკმაოდ ბნელოდა, ყველაფერი მრუმედ გამოკრთოდა სიბნელეში ზღვაზე ჩასულმა გახედა წყალს, მოტივტივე ნავებსაც მოავლო წამით თვალი, ძლიერად ქროდა ქარი, მაგრამ სიცივეს ვერ აღიქვამდა ქებაძე იმ წამს, ალერსიანი მშვიდი ლურჯი წყალი მხიარულად ლივლივებდა დინების ადგილებში, ბაცი ირიბი ზოლები დაჰყვებოდა, ჰორიზონტთან კი მუქდებოდა.
გულნატკენი და იმედგაცრუებული იყო ქებაძე, მოავლო თვალი სანაპიროს, მიხვდა რომ მარტო იყო ზღვაც, სრულიად მარტოები იყვნენ იმ წამს ის და ზღვა, კენჭიან ნაპირზე ჩამოჯდა, წყალთან ახლოს, აღარ შეუკავებია სევდა, ტკივილი და იმედგაცრუება, ხმამაღლა მოჰყვა ტირილს, შემოჰხვია მუხლებს ხელები და ჩარგო თავი, ტიროდა გულამოსკვნილი, ნაწყენი და ძალიან დაღლილი, რატომ რთულდებოდა ყველაფერი მაშინ როცა შეიძლებოდა ყველაფერი მარტივად მომხდარიყო? ეს კითხვა არ ასვენებდა... ცრემლებად დაიღვარა იმ წამს და თან ისე შესცივდა სხეულსაც ვეღარ იმორჩილებდა... იცოდა ნიკა თავად შეამჩნევდა, იცოდა არ დატოვებდა მარტო, მაგრამ იმდენად სტკიოდა აღარ აღელვებდა რომ კიდევ ერთხელ იტირებდა ამ კაცის თვალწინ.
მოულოდნელად რომ შეხება იგრძნო შეკრთა, მაგრამ თავი არ აუწევია, იფიქრა რომ ნიკა იყო, სწრაფად ეცადა ცრემლების შემსრალებას, მამაკაცი უკან მიუჯდა, მის ფეხებს შორის მოათავსა ქებაძე და წელზე ხელები მოჰხვია,
- ნიკა არც გაბედო! — დაიღრინა იქვე და სანამ წამოდგომას მოასწრებდა მანამ გააკავეს ძლიერმა ხელებმა, მის წელს რომ შემოჰხვია ხელები ძლიერად... წამით გაჩერდა მიხვდა რომ ნიკა არ იყო
- აჰ, ისევ შენ? — ირონია ჩააქსოვა სიტყვებს... მიხვდა და მეტად აუტყდა ჩუმი ტირილი, არც აქ ასვენებდა ალავიძე, მის ჩრდილად იყო ქცეული. მალე მთელი სხეულით მიეხუტა მამაკაცი, ერთიანად გააჟრიალა ქებაძეს, მიეკრო თავადაც ალავიძის სხეულს, გადასწია თავი უკან ჩამოადო მხარზე თავი... მიაკრო ტუჩები ყელზე უტამ... ცრემლით გასვლებულ კანზე,
- მაპატიე — დაიჩურჩულა მის ყურთან, მის სიტყვებზე კანი დაეხორკლა ნიტას, შეიგრძნო სულით ხორცამდე
- უშენოდ არცერთი დღე არ შემეძლო ნიტა! ყველგან შენ იყავი, მართლა!.. ყველას შენი სახელი ერქვა... — გაიცინა როცა გაახსენდა რამდენჯერ შემთხვევით ნიტას სახელით უძახდა ნინოს, ხან კი თიკოს
- ყველგან შენ ხარ! მჭირდება შენი გვერდში დგომა, შენ მჭირდები... თუნდაც იმიტომ რომ მოტივაცია მქონდეს ვინმე გავაბედნიერო. ვიფიტები უშენოდ და ამას დღითი დღე ვგრძნობ. დავიღალე, ისევე როგორც შენ! მიყვარხარ! და არაფერი მოხდება ისეთი რაც შენს სიყვარულს დამავიწყებს! — ტუჩები დაბრეცვოდა ნიტას, დაეხსნა ალავიძეს წამოიწია მისკენ შეტრიალდა და მუხლებით დაემხო მის ფეხებს შორის, ჩააჩერდა ავად, კუპრივით შავ თვალებს,
- ეს წვერი იმიტომ გაიპარსე რომ მე მეპრანჭები? — დაუსვა უწვერო სახეზე ხელი და ცრემლებ ჩამოდენილსვე გაეცინა მასთან ერთად,
- სხვასაც გინდა რომ გავეპრანჭო? — მისწია თავისკენ მგზნებარედ აკოცა ცრემლებისგან გასველებულ ლოყაზე. მოჰკიდა გაყინული თითები სახეზე ნოტამ და ნაზად მიეფერა ალავიძეს სახეზე მისი თლილი ნაზი თითებით, ხან ერთ თვალში ჩააჩერდა ხან მეორეში
- რატომ რთულდება ყველაფერი მაშინ როცა შენთან ვარ უტა? რატომ მტკივა ყველაზე მეტად შენს გვერდით და ამავდროულად ყველაზე ბედნიერიც შენს გვერდით ვარ!
- იქნებ სჩვევია სიყვარულს გამოცდა? რომელიც ჩვენ უკვე გადავლახეთ? იქნებ ყველაფერი დასრულდა?
- დასრულდა?
- გიყვარვარ ნიტა! ძალიან გიყვარვარ,
- მეტად ვიდრე აქამდე... — გადმოსცვივდა ცრემლები სახე უცვლელს, მაგრამ დამშვიდებულიყო, მისი გული ალავიძის გამო ცემდა ახლა და არა შიშისა და ტკივილისგან,
- აღარ მიმატოვო ქებაძე
- და არ გამიშვა!
- არც გამეპარო! არაფერი დამიმალო, ჩემი იმედი ხომ გაქვს არა? რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს მოვაგვარებ! დავკარგავ ყველაფერს რაც გამაჩნია! თავს გავწირავ! მაგრამ შენ დაკარგვას ვერ ავიტან ქებაძე!
- ბევრი სირთულე მოგიწია — მიეფერა სახეზე ნიტა,
- ძალიან ბევრჯერ გეტკინა — აკოცა ხელის გულზე ქალს,
- როგორ ხარ? — ჰკითხა ქებაძემ, ისე სიმშვიდით ისე რბილად რომ ღიმილი ვერ დამალა ალავიძემ
- ბენზინ გადასხმულზე მზად ვიყავი ასათი გამეკრა, ოღონდ ის დანარჩენი გრძნობები გამექრო გულს, რომ მირევდა. კომპანია წინ წაწევის ნაცვლად ლამის გავაჩერე, არჩემას მიუძღვის როლი, მის გადარჩენაში, გონება არ მიმუშავებდა, მაგრამ ახლა, ამ წუთას ძალიან კარგად ვარ! — მოეხვია ფართოდ ღიმილით კისერზე ქებაძე, მთელი სხეულით გახურებულიყო უტა, ჟაკეტი მიეფინა გვერდზე ერთბაშად მოიქცია ნიტა მკლავებში და გადააწვინა ჟაკეტზე, მოექცა მას ზევიდან და დააჩერდა წამით,
- მაინც რა ლამაზი ხარ, აპუწული თმით, აწითლებული ცხვირით, სიცივისგან დაბუშტული ტუჩებით და დაღლილი თვალებით, — აკოცა თვალის ქვეშ
- ჭაღარაც, რომ მქონდეს თუ გაპატიო ალავიძე! — ხმამაღლა რომ ახარხარდა უტა, მაშინ გაეცინა ნიტასაც,
- ჰო აი მერე დედაჩემზე იფიქრებს ვინმე შენნაირი გიჟი რომ ცოლია ჩემი და ცოლზე იფიქრებს დედააო მისი,
- როგორი უხეირო ხუმრობა იყო — დაემანჭა ქებაძე,
- თიკომ დამირეკა ერთი კვირის წინ...
- ჰოო? ვერ შეგელია უმცროსი ალავიძეც? — გადაწვა მის გვერდით იდაყვზე დააყრდნო თავი, დააკვირდა ნიტას, ღიმილით, რომ საუბრობდა და მგზნებარებითა და აღტაცებით ღიმილითვე უსმენდა, ძლივს იკავებდა თავს, მოსუბრესთვის არ დაეკოცნა სახე, გულში ვერ იტევდა სიყვარულს, ფრენა უნდოდა იმ წამს,
- რაო?
- ტიროდა... ლამის ცუდად გავხდი, ქალაქგარეთ ვიყავი, ფეხით ვაპირებდი ჩასვლას, ის კიდე თურმე იმიტომ ტიროდა, რომ სახლში მიხვედი, მერე ვიღაც ქალმა დაგირეკა და მასთან წახვედი, მოგვიანებით დედაშენის ტელეფონით დაურეკავს შენთან და ვიღაც ქალმა მიპასუხა მე კიდე სწრაფად გავთიშე შემეშინდაო... — წარბები აწკიპა ალავიძემ წელზე მოხვია ხელი და სიცილით დააჩერდა,
- და შემდეგ შენც იტირე, რადგან უტამ დაგივიწყა წავიდა და სხვა ქალთან დაწვა არა?
- როგორი, ირონიული და დამპალი ხარ, აი რაღაცნაირად ვერ გიტან ზოგჯერ — დაემანჭა და ჯიუტად შეაჩერდა თვალებში, იმის იმედით, რომ ეტყოდა რა მოხდა სინამდვილეში,
- რა ვქნა? კაცი ვარ... მომაკლდა ქალის სითბო...
- უტა, ავდგები ახლა და ამ შენსავით მატყუარა ზღვაში ჩაგახრჩობ — წამოიწია თუ არა დააბრუნა სიცილით ადგილზე უტამ,
- რა საინტერესოა ორი მანდილოსანი რომ ეჭვიანობთ ჩემზე, — ახარხარდა ისევ,
- მაინც ვერ გავიგე თიკოს რა ადარდებდა, მე ვისთან დავწებოდი
- ასე მითხრა უტას ერთხელ დიდ ძუძ*ებიანი ქალი მოჰყვა სახლში, მოკლე კაბა ეცვა, სათვალეები ეკეთა და ისეთი გადალოკილი თმა ჰქონდა გეგონება ძროხამ აუსვა ენაო. მებღვირებოდა და სულ თავ აწეული მიყურებდა ზევიდანო, ერთი შავი ბლოკნოტი ეკავა ხელში და ზოლიანი კალამიო, მინდოდა ავმხტარიყავი და ის სათვალეები თვალებში შემეფშვნა, მაგრამ ვერ ავწვედიო... — თვითონაც ეცინებოდა, გახსნებულ ბავშვთან დიალოგზე და როცა უტა ახარხარებული უძალოდ გორაობდა კენჭებში მეტად ეცინებოდა, თან ცდილობდა ის ინტერესიანი სიდინჯე და სიმკაცრე არ მოშორებოდა,
- რა გაცინებს? ბავშვს ტრამვა აქვს! ისეთი დეკოლტე ეცვა მაგიდასთან რომ დაჯდა მკერდი მაგიდაზე ხელების ნაცვლად დააწყო და დედაჩემიც თვალების ნაცვლად ძუ*უებს ელაპარაკებოდა იმიტორო ქალი აღარ ჩანდაოო!
- ღმერთო შენ მიშველე! — ხარხარს ამოაყოლა ნაწყვეტ-ნაწყეტ და სიცილისგან აწითლებული მალე ცრემლებსაც გადმოყრიდა სიცილისგან ჩაბჟირებული
- უტააა — წამოიწია ნიტა, როცა მიხვდა სულს ძლივს ითქვამდა უტა და სიცილით მოჰყვა მის გაჩერებას
- გეყოფაა — შეარხია ისევ
- მაგ ბავშვს, დიდი ტალანტი აქვს!.. — გაჭირვებით მოჰყვა თავის დამშვიდებას,
- არ ვიცი სად უნდა მივიყვანო, ცირკში თუ იუმორინაში...
- ამ ბავშვმა მე უკვე გადამრია, ისეთები მელაპარაკა, მეეჭვიანა, გავცოფებულიყავი თუ მეხარხარა არ ვიცოდი, უბრალოდ ტიროდა თან და ვერ ვიგებდი რა გამეკეთებინა...
- როგორ დააწყნარე მეც მითხარი, — ეცინებოდა ისევ
- ვუთხარი რომ ძროხა იყო! და გაეცინა მასაც — გაეცინა თვითონაც
- საწყალი გოგო გააპარტახეს... სინამდვილეში ძალიან კარგი, გოგოა, კი ძალიან დიდი მკერდი აქვს მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს...
- რაში?!
- საქმის გაკეთებაში,
- რომელი საქმის — მომუწა მუშტები, მზად იყო მოქნეული მუშტით ნოკაუტით დაესრულებინა ეს შეხვედრა,
- ნიტა?.. ხოარ გაგიჟდით შენ და ჩემი და?! ჩემი ასისტენტია ის ქალი! თან ჩემზე დიდია! — გაბრაზდა, მაგრამ ეცინებოდა მაინც
- მერე რა? ასისტენტს შენი ტელეფონი ჰქონდა ფაქტია
- უკაცრავაად?! კომპანიაში ერთად ვმუშაობთ, რო რამე და ტელეფონი დამრჩა იმ დღეს და სანამ მირანდამ უთხრა თიკოს, რომ დამრჩა ტელეფონი იმან გაუთიშა, სახლშიც ერთად ვიყავით წასასვლელი ვიყავით ცეხში, თავის ბლოკნოტში კიდე იწერდა ყველაფერს რასაც ვეუბნებოდი! გთხოვ ჩემ ენაგრძელ დასაც დაურეკო და მოუყვე ეს ამბავი და იქნებ თქვენმა გაცვლილმა აზრებმა დაგაწყნაროთ ორივე!.. — ეჭვიანი მზერით აჩერდებოდა მოსაუბრეს ნიტა, მოჭუტული თვალებით, უხმოდ გადაწვა უტას მოსაცმელზე ისევ და ცას ახედა რამდენიმე ვარსკვლავი რომ მოჩანდა მუქ ლურჯ მცირედ ნათელ ცაზე, დააკვირდა უტა, შეამჩნია სიცივისგან როგორ დაეხორკლა მკლავები, დაეჭიმა ყელი მიმზიდველად, მძიმედ გადააგორა ყელში ბურთი უტამ, დიდხანს უყურა და მოექცა ზევიდან შემდეგ
- ნიკასთან რა ურთიერთობა გქონდა? — გაეპარა ღიმილი როცა ნიტამ ღიმილით, მშვიდად შეაჩერდა მას ზევით მოქცეულ მამაკაცს
- ჰმმმ, დეტალურად გაინტერესებს ყველაფერი თუ ცოტ-ცოტა გამოვტოვო?
- არ გაპატიებ ქებაძე! — დაისისინა ღიმილით და როცა ნიტასაც კეკლუცობა შეატყო მეტად გაეხსნა სახე
- სიმართლე გითხრა დეითებზე ხშირად დავდიოდით, ხშირად მეკითხებოდა ხოლმე ჩემზე, მეც მომწონდა, საკმაოდ ყურადღებიანი ადამიანი აღმოჩნდა, თანაც სიმპათიურია
- ხოო? და აპირებდი რომ გაგეცვალე მგონი არა? დღეს როგორ გაიტრუნე კოცნაზე! აქამდეც უკოცნია?
- აქამდე? — გაწელა ნიტამ, შეეკუმშა უკმაყოფილოდ წარბები უტას,
- შეიძლება რომ არა! — გაეცინა მის სახეზე,
- მაგრამ დღეს კინაღამ ჩაალღვი როცა გეგონა რომ მან გაკოცა არა?
- ის გრძნობები აქამდეც განცდილი მქონდა უტა! ლამის მოვკვდი! ნორმალური გგონია საერთოდ რაც გააკეთე?
- შენზე ძალიან ვმოქმედებ არა?
- ჰო მგონი ძალიან! — გაუღიმა ცბიერად და მალულად გაისველა ტუჩები,
- მაცდური ქალი ხარ,
- მაგრამ მე ხომ არაფერს ვაკეთებ, — ქვევიდან შეაჩერდა თავი გადასწია ოდნავ უკან,
- თვალებით მანადგურებ ქებაძე და მე აქ ვომობ რომ იცოდე! — წამით გაეცინა ქებაძეს და ოდნავ გადასწია ხელებით უტა, გაინთავისუფლა მცირედ თავი,
- იომე ალავ, საკუთარ თავზე გამარჯვება უნდა ისწავლო — წამოიწია მცირედ, იდაყვი დაიხმარა წამოსაწევად, ძლიერად შეერჭო კენჭები მაჯებში, ტკივილისგან დასცდა ყრუდ კვნესა, უხეშად მოქაჩა თმაში ალავიძემ გადააწევინა თავი უკან და მოღერებულ ყელზე სველი კოცნით მიაწება ტუჩები მთავარ არტერიაზე, ისე გზნებით დაუყვა ქალის კისერს მკერდამდე, თვალები აერია ნიტას, გულის ფეთქვას თითებში გრძნობდა, სიამოვნებისგან გამოწვეული გრძნობით დაბუჟებოდა ხელები და თითქოს მუცელში რაღაც სითხე ჩაეღვარაო, გააჟრიალა იმ წამსვე, მიეშველა ნიტა აასრიალა უტას მაისურს ქვეშ ხელები, დასწვდა ტუჩებზე უტა, ყბის ძვალთან კისერზე, მისი სუნთქვაც ეფრქვეოდა კანზე ნიტას და ყოველ კოცნით დატოვებულ კვალზე აჟრიალებდა სიამოვნებისგან
- უტა! დაგვინახავენ, — დაიგრიხა ვნებაარეული
- არ შემიძლია — დაიჩურჩულა
- შეგიძლია! — გაეცინა, გადასწია თავი უკან და ხელახლად დაეუფლა უტა მის კისერს, უჭერდა ალავიძის გამაგრებულ მკლავებს ხელს ნიტა...

....
- არა, ვერაფერი ვიპოვე! საერთოდ ვერაფერი! — დარბოდა სახლში გამწარებული ირმა საჩქაროდ, ყოველ წუთში საათს უყურებდა და ფეხებში გამობლანდულ ბავშვებს საყვედურებს ურიგებდა,
- დედა ილიამ ჩემი ჩანთა წაიღო და არ მაძლევს! — ისედაც გონება არეულს დაეწია თიკო.
- დედაა ბებიამ თქვა,რომ წამოვა წამლები წამომიღოსო — შემოვარდა ამასობაში ოთახში ლიკა,
- დედააა უთხარი რამეე! — აკივლდა თიკო და აკივლებულ ილიას დაედევნა,
- თიკო მოისვენეთ! — ალიაქოთში მხოლოდ ესღა მოასწრო ქალმა და ხელახლა გადმოანგრია შელაგებული უჯრა,
- ღმერთო სად წავიღე... — ამოიტირა და ბავშვების კივილისთვის ეცადა ყურადღება არ მიექცია,
- დედა რამდენ ხანში მოხვალთ? — ჩაეკითხა ლიკა, სახე ალეწილსა და მოჩქარეს, სწრაფად რომ ქექავდა უჯრას
- დედაა მომცესს! — დაჰკივლა თიკომ ილიას, თმაში მოქაჩა და მანაც ხმამაღალი ტირილით აახმაურა სახლი
- დედა მზად ხარ? — შემოვიდა ოთახში უტაც და ირმამაც თავზე წაივლო ხელები,
- აღარ შემიძლია! გაჩუმდით! — იყვირა გაღიზიანებულმა და მოსუსტებულად ატირებულ ილიას დააჩერდა,
- გეყოფათ!!!.. დედა! დედა! დედა! დედა! დედა! მამა არ გყავთ შვილოოო?!.. ჩადით მამათქვენთან ახლავე! — უყვირა ისევ და სათითაოდ გადახედა გაოცებული მზერით მაცქერლებს, ერთბაშად დადუმებულები გასახტებულები რომ შესცქეროდნენ წყობიდან გამოსულს,
- დაუჯერეთ დედას სანამ გვცემა— გადაჩურჩულა ბავშვებს უტამ და მაშინვე ერთმანეთის ჯიკაობით და ისევ აყაყანებულები გაცვივდნენ გარეთ ბავშვები...
- დავიღალე რა უტა! ვერაფერს ვპოულობ, რომ არ წამოვიდე არ შეიძლება? — შეევედრა, გადაიწია თმები ორივე ხელით უკან და დაებრიცა სახე დაღლილს,
- რას ეძებ დე? განსაკუთრებული რამეები საჭირო რომ არ არის ხომ იცი ისედაც?
- დედა ვიცი მაგრამ, საყოველთაო წვეულებაა, ყველა იდეალურად შემოქროვილი მოვა მე კიდევ ვერაფერს ვპოულობ,
- იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობ, — მიუახლოვდა ღიმილით უტა,
- დამშვიდდი ცოტახნით, ბავშვები მამასთანაც კარგად იქნებიან, შენი ყუთი ძველებურად კარადის მეოთხე უჯრაში გექნება ჩადებული, მახსოვს შენი ოქროც იქ ჩადე წინა წვეულებიდან დაბრუნებისას, მოდუნდი, უბრალოდ მოკლე ჩემი სიტყვით გამოსვლა იქნება, მეტი არაფერი...
- ეჰ ჩემო საყვარელო — ამოიხვნეშა ღრმად და უტას გაშლილ მკლავებს მოეხვია, ჩაეკრა კაცს გულში და წამით იგრძნო ძლიერი სიმშვიდე
..
- დედა მზად ხარ? — იკითხა ქებაძემ და შეათვალიერა დედამისი, რომელიც ულამაზეს კაბაში გამოწყობილი მედიდურად, ქედმაღლურად იმზირებოდა
- ჩემო სიცოცხლე! როგორი ლამაზი ხარ — მიეფერა მაშინვე და დაუკოცნა ლოყები
- შენც ძალიან ლამაზი ხარ დე! უზომოდ გიხდება.., ძალიან გიხდება შავი ფერიც და თეთრი ხომ სიგიჟემდე მომწონს შენზე, ბროლივით თეთრი მყავხარ, ყველაფერი ძალიან გიხდება... — მცირედ მიეფერა სახეზე მაკიაჟი რომ არ გაეფუჭებინა შვილისთვის და საბოლოოდ გაემზადა,
....

დიდი წვუელება გამართულიყო. ასევე დიდ დარბაზში.
- ბატონო გიორგი... — დაიძახა ნიტამ შორიდანვე, ეზოში რომ შეადგა ფეხი, პოზიტიური ირონიით და მამაკაცის ყურადღება მიიქცია,
- ნიტააა — წამოვიდა ქალისკენ ხელებ გაშლილი,
- ქალღმერთი ხარ გოგო!
- შენც კარგად გამოიყურები, — ჩაუკრა თვალი ბიზნესმენ კლასელს ნიტამ,
- აბა, მომიყევი როგორი იყო იტალია ოროსანო,
- პერფექტო! სიგიჟეა, ხომ ხედავ სადამდე მივედი? ღვინის ბრენდი დავაარსე, საუკეთესო ღვინო მაქვს...
- ჰო ჰო აბა რა, ათასი ქიმიკატებით,
- გოგოოო, გამძლეც და მაგარიც ხომ უნდა იყოოოს? — ახარხარდა
- გაჩერი! მე ვიცნობ ადამიანს ვინც ხარისხიან და ნამდვილად სუფთა ღვინოს გვთავაზობს, — თითქოს შეაშურაო წაიწია მისკენ
- გოგოო! ნერვების მოსაშლელად მოხვედი?! ჩემი ღვინო უხარისხოა? ჯერ გასინჯე! გრცხვენოდეს! — წყენა შეეპარა კაცს ხმაში და თვალის არიდებას მოჰყვა ნიტასთვის
- ხუმრობს გიო, ხომ იცნობ — გაანეიტრალა სიტუაცია ხათუნამ,
- ამჯერად ვაპატიებ თქვენს გამო, თქვენ როგორ ხართ? ნამდვილად დიდი ხანია არ მინახიხართ
- საქმე ყველას გვცლის ჩემო გიორგი, — ძმაკაცივით დაუტყაპუნა მხარზე ხელი ნიტამ, ორივეს გაეცინათ,
- მადლობა რომ დაგვპატიჟე, სულაც არ ვართ მსგავს სფეროში, — ნიშნის მოგებით მოათვალიერა სივრცე გადახედა დედამისს
- ჩემს სფეროში ხო ხარ გოგო რა გინდა შენ? მომენატრე, ხომ უნდა მენახე? —
მოჰხვია გოგოს ხელი მხარზე და ნელ ნელა შეიყვანა დარბაზში,
გამოდო ხელკავი დედა-შვილს ბიჭმა და მათთან ერთად შეერია წვეულებას ლაპარაკით,
- ვსო დღეს ჩემი გოგო ხარ, შევაშური მთელი დარბაზი — გაიცინა კაცმა და ჩაუკრა ხათუნას თვალი,
- ხო თუ შეძლებ — გაიცინა ქალმა, როცა ალავიძე შეამჩნია მუქი ფერის შარვალ კოსტიუმში, მაღალი დახვეწილი და საოცრად გამორჩეული უზადო მამაკაცი, მოიხიბლა წამით, კმაყოფილმა შეხედა შვილს, თუმცა ნიტა კლასელის გვერდით გახალისებულს არ შეემჩნია მოსაუბრე მისი საქმრო, დარბაზის მანდილოსნები რომ უკვე მოენუსხა თავისი ვაჟკაცური მკაცრი იერითა და საოცარი სიმპათიურობით.
- მომიყევი შენზე, რა შეიცვალა ეს წლები შენს ცხოვრებაში, ყველაფერი მაინტერესებს — ჩამოდგა მაგიდასთან და სასმელი მოსვა კაცმა
- ყველაფერი, ისეთი რამეები მოხდა ჩემს ცხოვრებაში რასაც ალბათ არასდროს გავიფიქრებდი, მაგრამ საბოლოოდ, იმ ლეველზე ვარ რომელიც სრულად მაკმაყოფილებს,
- ბედნიერი ხარ, შენს თვალებში ვამჩნევ და ძალიან მიხარია — გაეღიმა გულწრფელად და ღიმილით ჩააჩერდა თვალებში მონუსხული...
- ნიტა ირმაც აქ არის მასთან წავალ, — უჩურჩულა შვილს ხათუნამ
- სად? — ცქვიტად ააცეცა თვალები შარავანდედ მოსილმა, როცა გაიფიქრა რომ უტაც აქ იყო უკვე მოსული, სწრაფად შეამჩნია უკვე მომავალი, მაშინ გაეღიმა ალავიძეს პირველად, გზადვე ჩაუკრა თვალი ქალს, ყურებამდე რომ გაეხსნა ბაგეები და გიორგის შეხედა.
- გოგო, როგორი განსხვავებულო ხარ მოვინუსხე, ძალიან შეიცვალე, — ფრთხილად უჩქმიტა ლოყაზე, თვალს არ აშორებდა თითქოს მართლაც შეცვლილის ხელახლა შესწავლას აპირებდა.
- ხო აბა? ვიზრდებით, ვიცვლებით, მასწავლებელ ლიას დავურეკოთ და ვუთხრათ ორიანებს რომ უწერდი გიორგის და საშემოდგომოს აყოლებდი, გაკატავებს ახლა ბუგატ ჩირონით-თქო, — ახარხარდა ნიტა, ხასიათზე მეტად მოსული,
- გამამწარა მე მაქ ქალმა, ღირსია ავაკაპოტო, — დამანჭა სახე და ნიტას სიცილზე გაეცინა მასაც, საქმიანად მოსულ ალავიძეს შეაჩერდა, გაებადრა სახე უმალ და ძლიერად ჩამოართვა ხელი,
- ვახ, პარტნიორს გაუმარჯოს, — მოეხვია ძლიერად მეგობარს გიორგი, ღიმილით გადაეხვია უტაც და მოასწრო კიდეც მიჰფერებოდა მალულად ნიტას,
- რაშვები შე სრულად დაკარგულოო, აღარსად რომ აღარ ჩანხარ...
- ცხოვრება შეიცვალა, მეტი ვალდებულებები დამეკისრა, მეტ ყურადღებას მთხოვენ, აღარც მცალია და შენ წარმოიდგინე ხიბლიც აღარ მაქვს გარე გასვლების
- ვახ რა პირდაპირ მომიჭრა ეე — ახითხითდა კაცი და გადახედა ყურებამდე მომღიმარს,
- მოდი გაგაცნო, ჩემი ლამაზი გოგო, ნიტა... ნიტა ეს უტაა... — გადაიწია ბიჭი გაუხსნა გზა ერთმანეთისკენ ხელის ჩამორთმევა რომ შესძლებოდათ მოისვა ქვედა ტუჩზე ენა უტამ და ხარბად აათვალიერა ქალი, გაუწოდა ხელი და როგორც კი შეაგება ნიტამ მის ხელს ხელი, მისწია ქალი თავისკენ
- სასიამოვნოა ჩემო ლამაზო! — დასძინა და მოწყვეტით დასწვდა ქალის ტუჩებს... გაუფართოვდა თვალები ნიტას სირცხვილისგან მაგრამ კმაყოფილმა შეაგება ტუჩები, ინერციით მოშორდა ალავიძე და ახლა გაკვირვებისგან დააკვირდა ნიტა უკან ორი ნაბიჯით გადავარდნილს ხელი რომ ჰკრა ძლიერად გიორგიმ და გველნაკბენივით მოაშორა ქალს
- რას აკეთებ?! — ვერ შეჰბედა დაერტყა, მოღერებული კი ჰქონდა მუშტი, მაგრამ, ვერ დაარტყა მაინც. შოკისგან ამოიგმინა გაკვირვებით შეაჩერდა მომღიმარს, იმ წამს ისე მოუნდა ნიტას ცუდად ეხუმრა, რომ საკუთარ თავს ვერ უღალატა, დაბრიცა ტუჩები მსახიობური ნიჭითა და სატირლად გაემზადა,
- თავხედიი! — ამოიტირა სასაცილოდ, მაშინვე უკმაყოფილოდ ეცვალა სახე უტას ვერაფრის თქმა მოასწრო, ძლიერად ჩაავლო საყელოში ხელი გიორგიმ დახედა მის ხელებს უტამ, ნიტას გაფართოებული თვალები რომ დაინახა გაეღიმა, დაჰყვა გიორგის და გარეთ თავადვე გაჰყვა, კაკუნით აედევნა უკან ნიტა, ხელის ქნევით ანიშნა მშობლებს რომ გაჰყოლოდნენ და სწრაფად გააჭრა გარეთ
- რა გიყო ეხლა?! — დაბრეცვოდა სახე, იყურებოდა თითქოს შველას სთხოვდა ვინმეს,
- ეს რა გააკეთე ბიჭო?! — შოკიდან ვერ გამოდიოდა კაცი,
- როგორ მევასებოდი, ეს რა მაკადრე?! — ეღიმებოდა უტას, როცა ნიტაც შეამჩნია გარეთ გასული დააკვირდა საჩქაროდ მიახლოებულს,
- ბიჭებო!.. — დაიწყო
- ნიტას დარბაზში შედი! — გამოცრა მკაცრად კაცმა და დააკვირდა გამოცვენილ მანდილოსნებს...
- რა ხდება? — იკითხეს ერთხმად, მათს შორის ჩადგა ნიტა და სანამ რამის თქმას მოასწრებდა მანამ მისწია ახლოს, თავისკენ ალავიძემ, მეტად ცდილობდა ამ კაცის გაღიზიანებასა და გაავებას, ჟინიც ჰწონდა იმ სიტყვების " ჩემი გოგო უმდა გაგაცნოვო" რომ უთხრა გიორგიმ,
- ღმერთო! რა ლამაზი ხარ! — დასწვდა ქალს დახრილი კისერში და ადგილზე შეყინა გიორგი, აკოცა ყელში, ყბაზე, ტუჩებზე და ეღიმებოდა თავადაც,
- გეყოფაა! — მოშორდა თავად ქებაძე და მის წინ ჩამოდგა. შეატყო გიორგიმ ნიტაც როგორ გაიტრუნებოდა ხოლმე, როგორ უნებურად აგებებდა სხეულს უტას ბაგეებს, თავზარი დაეცა, გახედა ხათუნას, იღიმოდა დაინახა, მხოლოდ შველას ითხოვდა ახლა მზერით, მიხვდა რაღაცაში იყო საქმე
- რა ხდება?! — შეხედა ნიტას თავზარდაცემულმა ,
- დამშვიდდი!
- დავმშვიდდე?! ნიტა დავმშვიდდე?!.. — შეჰყვირა ბრაზით და ალავიძესკენ მუშტებმოღერებული გაექანა, სწრაფად ჩამოუდგა ნიტა წინ და მიაჭირა ხელები მკერდზე
- გაჩერდიი! ჩემით მოვაგვარებ ამ კაცთან! ამ თავხედობას შევარჩენ გგონია? მაგრამ არა შენი მუშტებით! — წავიდა ამასობაში ალავიძე ხათუნასკენ გაეცალა მათ და გადაკოცნა ქალი პატივისცემით, ეცადა ნიტა კაცის დაწყნარებას
- როგორ ხარ? — გადახედა ღიმილით ქალს, დინჯად
- აბა ამ დადგმული სცენების მერე ოდნავ გაკვირვებული, — აიჩეჩა მხრები ქალმა, ღიმილით აჰხედა კაცს, ხელი რომ მოეხვია მისთვის
- ვინ არის ნიტასი?
- კლასელები იყვნენ, საუკეთესო მეგობრები არიან, კარგი ბიჭია და ნუ მიბრაზებთ...
- მის მხარეს ხარ ხათო? — გაეცინა უტას დააკვირდა ბილიკს მოახლოებულ ძმაკაცს, გრაციოზულად რომ გამოიყურებოდა ეს უკანასკნელი და ისეთივე განსხვავებული და მომხიბვლელი იყო როგორც თავად უტა. ისიც ზუსტად საოცარ დროს მოვიდა დაამთხვია თითქოს ამ საოცარ სპექტაკლს... სალამის მერე დააკვირდა წამით მოჩხუბრებს, ნიტას და მისთვის ნაცნობ გიორგის,
- რა ხდება? ყველა თქვენ გიყურებთ, რაამბავში ხართ? — იკითხა მიახლოებულმა და მოიხსნა სათვალე მოხდენილად, დახედა ქებაძეს ჩაუკრა თვალი
- რა ლამაზი ხარ ქებაძე! — აკოცა ლოყაზე ხმაურიანად და მძიმედ ჩამოართვა ხელი გიორგის... აწკიპა წარბები გიორგიმ გახტა უკან გველნაკბენივით, საბოლოოდ მიხვდა მახეში რომ გაება, დადუმდა და ჩაქვესკნელდა ლამის,
- ჩემთან აქვს პრობლემა, — დააქნია ხელი ალავიძემ და მიუახლოვდა მათ, მობეზრდა სპექტაკლი
- შენთან? — გაოცდა რატი
- ხო! ჩემი ცოლის მითვისება უნდა და კიდევ აქეთ აქვს პრობლემა...
- გააფრინეთ თქვენ? — დასძინა ხათუნამ ბრაზით,
უკან დაიხია გიორგიმ, განცვიფრებული შეაჩერდა მათ,
- მოდი აბა აქ! რა გინდოდა უკეთ მითხარი! — საბოლოოდ ასწია თავი ალავიძემ და წავიდა მისკენ ახლოს, ჩამოუდგა და გაცბუნებულსა და თავზარდაცემულს ჩააჩერდა თვალებში ამაყად,
- მაპატიეთ, ჩემი ბრალია, არ უნდა ავწუწუნებულიყავი წეღან, — დაისისინა ნიტამ და ალავიძეს ამოუდგა გვერდით,
- აკი გითხარი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა-მეთქი?!
- მეკაიფები ნიტა?!
- მოდი გიო მე გაგაცნობ ჩემს ცოლს ახლა
- საცოლეს! — ჩაუსწორა ნიტამ,
- კარგი, იყოს საცოლე!.. გაიცანი გიორგი ჩემი საცოლე,.. ნიტა ქებაძე,
- გაიცანი ჩემი სიძე უტა ალავიძე— ჩაეჭრა ხათუნა ღიმილით და დააკვირდა კისევ უკან დაწეულ კაცს, შოკისგან, რომ წაივლო ხელები კეფაზე,
- მე ჭურში ვარ?! — დასძინა და მოათვალიერა მათ წინ მდგომები,
- არ ვიცი ძმაო ჭურში ხარ თუ თონეში, მაგრამ, ჩემი ქალბატონი მიითვისე წეღან და მოგთხოვ მე მაგას!
- ნიტა რატომ არ მითხარი?
- დიდი ხანია არ გვისაუბრია, მცირედ მოვიკითხეთ ერთმანეთი, როდის უნდა მეთქვა?
- თავზე ჩამომენგრა ორი წუთის წინ ყველაფერი, ჩემმა ძმაკაცმა მეგონა სახალხო შეურაწმყოფა მომაყენა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა თქვენ მე მეკაიფებით?!... ან საერთოდ როდის?..
კიარადა... როგორ?.... საიდან იცნობთ ერთმანეთს?
- ყველაფერს მოგიყვები მერე, მაგრამ ჯერ არ არის მაგის დრო და იმედია შევალთ მალე, უთქვენოდ არ წარიმართება წვეულება.
- როგორი მოცლილები ხართ, რომ ვაკვირდები — გააქნია თავი არჩემაშვილმა და ნიტას ჩაავლო ხელში ხელი, წავიდა მასთან ერთად და შეიყოლა მშობლებიც, დარჩა ერთმანეთის პირისპირ უტა და გიორგი, თვალი ვერ მოაცილა ნიტამ, გაჰხედავდა ხოლმე მათ
- დამშვიდდი, მოაგვარებს ალავა. — ჩაუკრა თვალი და ხალხის ნაკადს გაერია....
....

- გილოცავთ, საოცარი გამოსვლა იყო — ჯერ უტას აკოცა ნიტამ მერე გიორგი გადაკოცნა. ჩამოვიდა მხიარულად არჩემაშვილი სცენიდან და წავიდა მისკენ ნიტა, მოეხვია მხიარულად ყველაზე უშუალოდ და თავისუფლად,
- ჩემი საუკეთესოო — მიაკრო ტუჩები ლოყაზე, მოულოდნელად მკლავში იგრძნო ხელის ჩავლება, დაწია უკან ძლიერმა ხელმა და წააწყდა ალავიძის მკაცრსა და ეჭვიან მზერას
- რამე ხომ არ შეგეშალა?
- არაფერი საერთოდ რატო? — გაიკვირვა ცრუდ
- მე რატომ არ ჩამეხუტე?
- რა საჭირო იყო?
- და რა საჭირო იყო რატის რომ გადაეხვიე?
- ჩემზე ეჭვიანობ შეჩ*მა? — დაემანჭა სახე რატის ბრაზით
- ოო, ნუ ეჭვიანობ თუ ძმა ხარ! — აუქნია ხელი მობეზრებულად ნიტამაც, უჩურჩულა დედას რაღაც და გაეცალა ადგილს...
- მოვკლავ — დაისისინა ალავიძემ და დააკვირდა წასულს, როგორ გრაციოზულად მიდიოდა, როგორ ნაზად მიარხევდა თეძოებს, ისედაც სასმელ მოკიდებულს კიდევ მეტად აუბრჭყვიალდა თვალები და აედევნა მოზომილი ნაბიჯებით, წინ წასულს, მოულოდნელად გადმოუდგა წინ მანდილოსანი, ნებიერად თუ უნებლიედ შეეჯახა ქებაძეს და ხელში არსებული სავსე ჭიქა, ნიტას კაბაზე გამოცალა, გაიყინა ერთ ადგილას ნიტა, სიცივისგან გააჟრჟოლა იმ წამს და შეხედა ქალს, ბოდიშების მოხდით რომ დასწვდა ნიტას კაბას,
- ღმერთო ჩემო, ვერ დაგინახე, ძალიან დიდი ბოდიში, არ მინდოდა!... ვაიმე მაპატიე გთხოვ... მართლა არ მინდოდა... — არ ჩერდებოდა უცნობი...
- კარგად ხარ? — ამოუდგა უტა უკან მიეხუტა ზურგიდან
- კარგად ვარ — უჩურჩულა, სწრაფად მოახვია კოსტიუმი ალავიძემ დასველებულ ტანზე მომჯდარ კაბაზე და საჩქაროდ გაიყვანა....

....
- უბრალოდ გაშრება,
- არა გაცივდები, რამე ვიყიდოთ,
- ასე უცებ ვერაფერს ავარჩევ ხომ იცი?
- კარგი, სახლში წავიდეთ,
- სირცხვილია — შეიშმუშნა უხერხულობისგან, მაგრამ ყველაზე სასიამოვნოდ მიაჩნდა ეს იდეა ოქტომბრის მიწურულს სუსხიან საღამოს ცივი და სველი საღამოს კაბით სიარულს, ახლა მყუდრო სახლი უთუოდ ერჩივნა ალავიძესთან ერთად.
- ნუ სულელეობ რატის დავურეკოთ ირმა და ხათუნა წამოიყვანოს წამოსვლისას... — ნომერზე სხარტად გაუშვა ზარი და მანქანას ძრავა ჩაურთო
- კარგი მორჩი, ნასვამი ხარ უცებ გაშრება,
- ეგეთი ნასვამიც არა რომ მართვა დამვიწყდეს ნიტა
- სახიფათოა, რომ გაგვაჩერონ?
- დადებითად იფიქრე ძვირფასო, დადებითაად — ღიმილით გადაიწია მისკენ აკოცა მოწყვეტით
- ცუდად გამოგვდის, იპარები წვეულებიდან!
- გაპარულები ვიქნებით ხოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent