გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 17)
- აქ რას აკეთებთ? - მალევე გამოერკვა გოგონა. - გრიგორიანებმა რომ გნახონ...
- მოგვიანებით აგიხსნი. შენ ის მითხარი ეგენი ხომ არ მოსულან? - ჯერ არა. ველოდები. დღეს ვაპირებდი ერევანში დაბრუნებას, ნივთები ჩალაგებული მაქვს. მაგრამ შენმა მეგობარმა მთხოვა მათთვის რაღაც გადამეცა. - ძალიან კარგი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადასცე ეგ ფურცელი. საერთოდ არ უნდა უთხრა რომ გვიცნობ. ეს ძალიან სახიფათოა, გესმის? - შენმა მეგობარმა კი მითხრა რომ ამის გადაცემის შემდეგ თავს დაგანებებდნენ. - შენთვის არის სახიფათო ტაისია, შენთვის. სწორედ ამის გამო მოვბრუნდი. - ჩემთვის? მე რა შუაიში ვარ? - დაიძაბა გოგო. - მომეცი ეგ ფურცელი. გოგონამ დაუფიქრებლად ამოიღო ჯიბიდან და გაუწოდა. ლაშამ ფურცელი გაშალე თუ არა მაშინვე ნაკუწებად აქცია. - მოაგროვე შენი ნივთები და დაბრუნდი ერევანში, კარგი? - და თქვენ? - ისევ თვენობით მელაპარაკები? - მტკივნეულად გაიღიმა არაბულმა. გოგონამ შეამჩნია როგორ უთრთოდა კაცს სხეული. ლაშა ცდილობდა ტკივილი არ შეემჩნია, მაგრამ მისი ფერმკრთალი სახე, შუბლზე ცივი ოფლი და ჭრილობაზე მჭიდროდ მიჭერილი ხელი სხვა რამეზე მეტყველებდა. - ცუდად ხარ ლაშა... - უკვე აღარ მომმართავ თქვენობით. - ისევ გაიღიმა. ამჯერად უკვე ტაისიასაც შეეპარა ღიმილი. „ახლავე მოვალო“ ჩაილაპარაკა და მომცრო ოთახში სწრაფი ნაბიჯით შევიდა. პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები მოაგროვა და საკუთარი ნივთების ჩანთაში მოათავსა. - მანქანით ხარ? - იკითხა გოგონამ. - გამოგყვებით და გზად შენს ჭრილობას ვნახავ. - არა, გზად ვიღაც მოხუცს გამოვყევი. - შენი მეგობრები სად არიან? - ერევნისკენ დაიძრნენ. - ესეიგი მართლა ჩემს გამო დარჩი... - თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ. ამასობაში ჰოსპიტალის შესასლელთან, საბურავების საშინელი ჭრიალის შემდეგ გრგორიანების შავი ავტომობილი გაჩერდა. ოთხი შეიარაღებული კაცი ხმაურით შემოვარდა და დაჭრილი პაციენტების ხელახალი თვალიერება დაიწყო. მებრძოლები სომხურად ყვიროდნენ და უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ. - ახალი დაჭრილები ხომ არ მოუყვანიათ?! ვინმე უცხოელი არის დაჭრილებში?! ხმაურზე გაფითრებული მთავარი ექიმი გამოვიდა. ერთ ერთი მებრძოლი საყელოში სწვდა და იგივე კითხვები უღრიალა. პასუხად მიიღო ყველა პაციენტი სომეხი იყო და ახალი არავინ მოიყვანიათ. - იცოდე რომელიმე ქართველი რომ აღმოვაჩინო, თავი აღარ შეგრჩება მხრებზე. - გეუბნებით ბატონო, აქ ქართველი არავინაა, მხოლოდ ჩვენი თანამემამულეები. - იმ კორიდორისკენ რა არის.- ხელი გაიშვირა მებრძოლმა დარბაზის ბოლოსკენ. - არაფერი ბატონო, ჩვენი, სამედიცინო და მოსასვენებელი ოთახებია. ამოილუღლუხა ექიმმა. - წავედით! - მიმართა დანარჩენ სამ თანამებრძოლს და კორიდორისკენ მიუთითა. კორიდორში მძიმე, მუქარის შემცველი ნაბიჯების ხმა ექოდ გაისმა. ლაშამ და ტაისიამ ყოველი სიტყვა გარკვევით მოისმინეს. გოგონას შიშისგან სუნთქვა შეეკრა, ხელში ჩაბღუჯული ჩანთა უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე და არაბულს შეხედა. ლაშას სახეზე წამითაც არ ასახულა პანიკა; პირიქით, მისი მზერა კიდევ უფრო გამკაცრდა და ყინულოვანი გახდა. ის ხვდებოდა, რომ გრიგორიანის მებრძოლები პირდაპირ მათკენ მოდიოდნენ და წამები წყვეტდნენ ყველაფერს. ლაშას საკუთარ ჭრილობაზე მეტად ახლა გოგონა ადარდებდა. არავითარ შემთხვევაში არავის არ უნდა დაენახა გოგონა მის გვერდით. გრიგორიანებს ერთი წამითაც არ უნდა გაევლოთ გონებაში, რომ ეს მედდა ქართველებთან იყო კავშირში. - ახლავე ოთახში დაბრუნდი. ჩემს გვერდით არავინ არ უნდა დაგინახოს. ისინი მე მეძებენ და არა შენ. - შეგვიძლია უკანა გასასვლელიდან გავიპაროთ... - ვეღარ მოვასწრებთ - მაგრამ შენ... დაჭრილი, მარტო, ამდენის წინააღმდეგ? — გოგონას თვალები აუცრემლიანდა, ხმა აუცახცახდა, საოცარმა შიშმა და ამავდროულად ამ კაცის მიმართ გაჩენილმა მზრუნველობამ ერთიანად აიძულა წინააღმდეგობა მაინც გაეწია. - საკმარისია! - უხეშად გამოუვიდა ბიჭს. - კარი ჩაკეტე და რაც არ უნდა გაიგონო დერეფანში არ გამოხვიდე. გოგონამ თავი ინერციით დაუქნია. - თუ ყველაფერი კარგად წავა, გარეთ დაგელოდები. მოლაღურის სტვენა მოგიყვანს ჩემამადე. ტაისიამ უკანასკნელად შეხედა კაცის პერანგზე მზარდ სისხლის ლაქას, შეტრიალდა და ოთახში შევარდა. როგორც კი გოგონა ოთახში შევიდა, ბიჭი ელვის სისწრაფით მივარდა ჩამრთველთან და კორიდორში სინათლე გამორთო. საბრძოლო დანა ამოიღო. სურდა ხმაური გარეშე ემოქმედა, თუმცა ყოველ შემთხვევისთვის ზვიადის დატოვებული პისტოლეტი მოისინჯა ქამარში. კედლის კუთხეს მჭიდროდ აეკრა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც კორიდორის მკვეთრი მოსახვევი იყო. პირველი მებრძოლი გამოჩნდა თუ არა ელვის სისწრაფით ეცა. ლაშას მოძრაობა იმდენად ზუსტი და გათვლილი იყო, რომ კაცმა იარაღის ლულის აწევაც ვერ მოასწრო. მარცხენა ხელით ყელში სწვდა, ძლიერად მოუჭირა, ზურგით კედელს მიაჭედა და ხმის ამოღების საშუალება არ მისცა. მარჯვენათი კი ბასრი დანა ნიკაპქვეშ, პირდაპირ ტვინში აუკრა. პირველი მებრძოლი ისე ჩაიკეცა იატაკზე, რომ ხროტინიც ვერ მოასწრო. ის ის იყო ფეხზე წამომართა, რომ მეორე მებრძოლმა შემოაბიჯა. როდესაც ნახევრად ჩაბნელებულ კორიდოში თანამებრძოლის დაცემულ სილუეტს მოჰკრა თვალი მომენტალურად ავტომატი მომართა. თუმცა არაბულ სწრაფი მოძრაობით ზურგ უკან მოექცა, იარაღიან მაჯაში ჩააფრინდა და დანა ნეკებში შორის გულის მიმართულებით აძგერა. კაცმა თვალები გააფართოვა, ფილტვებიდან ჰაერი გამოელია და არაბულმა მისი სხეულიც ფრთხილად დაუშვა ძირს, რომ იარაღის ვარდნის ხმაურს დანარჩენების ყურადღება არ მიეპყრო. დერეფნის სიღრმიდან დანარჩენი ორი წამოვიდა. თითქოს მიხვდნენ, რომ წინ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ სიბნელეში მფრინავი ჰოლანდიელის უჩინარ ტაქტიკას ვერაფერი დაუპირისპირეს. ლაშა წამით კვლავ კედლის წყვდიადს შეერწყა. როგორც კი მესამე მებრძოლმა ნაბიჯი გადმოდგა, მის წინ თითქოს მიწიდან აღმოცენდა. დანის პირი ამჯერად მის ყელს შეეხო, სწრაფი, საზარელი და ცივსისხლიანი მოძრაობით არაბულმა მას არტერია გადაუჭრა. სისხლის ცხელმა ნაკადმა კედლები წითლად შეღება, კაცი ხელების ფართხალით დაეცა იატაკზე. უკანასკნელი, მეოთხე, ყველაზე ახოვანი რომელიც ყველაზე გამოცდილი ჩანდა, მიხვდა, რომ მათ წინაშე ნამდვილი, პროფესიონალი მკვლელი იდგა. იმდენად ახლოს იდგა მკვლელთან,რომ სასროლად ავტომატის გასწორებას ვერ მოასწრებდა, იარაღი დააგდო და მთელი მასით ეცა. მათ შორის ხელჩართული, დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა. მეოთხე მებრძოლმა ლაშას პერანგიში ჩაავლო ხელი და მეორეთი პირდაპირ ნატყვიარ, სისხლმდინარე ჭრილობისკენ მოუხდა დარტყმა. ლაშას თვალებიდან ნაპერწკლები გასცვივდა, აუტანელმა სიმწარემ და ტკივილმა მთელ სხეულში დაუარა. თითქმის გონება ეკარგებოდა, მაგრამ მასში მფრინავმა ჰოლანდიელმა საბოლოოდ დაისადგურა. ომის ძველმა ჟინმა და სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტმა სისუსტეს სძლია. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, კაცს თავი შუბლში მთელი ძალით ჩაარტყა, სანამ ის გონს მოეგებოდა, დანა მკერდში სასტიკად ჩასცა. ოთხივე ცხედარი უხმოდ, სისხლის გუბეში ესვენა იატაკზე. ჰოსპიტალში არავის არაფერი გაუგია. დერეფნებში ისევ ისეთივე მძიმე, სიკვდილის მსგავსი სიჩუმე მეფობდა. ალაგ-ალაგ მხოლოდ პაციენტების სუსტი კვნესა თუ არღვევდა სიჩუმეს. დახოცილებს სასწრაფოდ მოუჩრიკა ჯიბეები, ერთ ერთში მანქანის გასაღები იპოვა. ძირს დაგდებული პირველივე ავტომატი მხარზე მოიგდო, დანარჩენ იარაღებს სათადარიგო მჭიდები ამოაცალა, ჯიბეებში ჩაიტენა იმ ბორძიკით კარისკენ დაიძრა სადაც გოგონა ეგულებოდა. - ტაისია. - დაიჩურჩულა ისე რომ კარგ იქით გოგონას გაეგო. - ჰო. - შენ ხო ძლიერი გოგო ხარ? - ჰო. - მაშინ არაფრის შეგეშინდეს კარგი? - უკვე მაშინებ... რა მოხდა? - კარგად მომისმინე და ზუსტად ასე მოიქეცი. - საუბარი უჭირდა არაბულს. - ერთი წუთი მადროვე, უკანა გასასვლელიდან გარეთ გავალ. ზუსტად ერთ წუთში კორიდორში გამოდი და ყვირილი დაწყე. როგორც კი ხალხი მოგროვდება ეცადე შეუჩნევლად გამოხვიდე. - ახლავე რომ წამოვიდე? - არა, ერთად არ უნდა დაგვინახონ. როგორ მიპოვი გახსოვს? - მოლაღურის ხმაზე.- იყო პასუხი. ტაისიამ კედლის საათს შეხედა. წამზომის ყოველი დარტყმა მის ყურში გრუხუნივით გაისმოდა. ზუსტად სამოცი წამი, ეს იყო ინტერვალი, რომელიც ლაშამ სთხოვა. წუთის გასვლისთანავე გოგონამ სახელური ნელა ჩამოსწია, კარი შეაღო და წყვდიადით მოცულ დერეფანში გამოაბიჯა. ხელი ინსტინქტურად კედლისკენ წაიღო და ჩამრთველს დააჭირა. ნათურამ წამით იციმციმა, მერე კი კორიდორი დღის შუქზე მკვეთრად განათდა. გოგონას სახე გაეყინა, ხელებიდან ჩანთა გაუვარდა და იატაკზე დაენარცხა. ლაშას ნათქვამის შესასრულებლად მას მსახიობური ნიჭი სულაც არ დასჭირვებია, ის, რაც მის წინ გადაიშალა, იმდენად საზარელი და თავზარდამცემი სანახაობა იყო, რომ ყელში სიტყვები ერთიანად გაეჩხირა. კაშკაშა შუქზე დერეფნის თეთრი კედლები სისხლით შეღებილიყო. იატაკზე კი სისხლი ფართო გუბეებად მოედინებოდა. ოთხი ადამიანი უსულოდ, უცნაურ პოზებში ეყარა დაბლა. ორს თვალები გაშტერებოდა, მესამეს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ხოლო მეოთხე, ყველაზე ახოვანი, საკუთარ სისხლში პირქვე დამხობილიყო. ეს იყო წამიერი, უხმო და დაუნდობელი სასაკლაოს პირქუში სურათი, რომლის წარმოდგენაც კი გონებას სცილდებოდა. შიშის, მოულოდნელობისა და საზარელი რეალობისგან ტაისიამ ხმამაღლა, ისტერიულად იკივლა. - დამეხმარეთ! ხალხო, დამეხმარეთ! - ყვიროდა გოგონა. კივილზე დერეფანში მაშინვე გამოცვივდა რამდენიმე ექიმი და ექთანი. უკან ზოგიერთი ნაკლებად დაშავებული პაცინტიც მოჰყვა. საავადმყოფოში წარმოუდგენელი ალიაქოთი და ქაოსი ატყდა. ყველა ცხედრებისკენ გარბოდა, ყვიროდა, სომხური შეძახილები ერთმანეთში ირეოდა. ტაისიამ ისარგებლა ამ საერთო პანიკით, კედელ-კედელ, შეუმჩნევლად უკან დაიხია, თავისი ჩანთა იატაკიდან და უკანა გასასვლელისკენ გაიქცა. დაბნელებულიყო. ჰოსპიტალის უკანა ეზოში პროჟექტორების მკვეთრი შუქი ჩრდილებს შორის იკარგებოდა. გოგონა უკვე ხეებს შორის მირბოდა, გული გამალებით უფეთქავდა და ყოველ ხმაურზე უკან იხედებოდა. სიბნელეში გზის გაგნება თითქმის შეუძლებელი ჩანდა. უცებ, ტყის სიღრმიდან, ფოთლების შრიალში, ფრინველის უცნაური, სევდიანი, მაგრამ საოცრად საიმედო სტვენა გაისმა. მოლაღურის ხმა იყო. ტაისიას სახეზე შვების ღიმილმა გადაურბინა. ნაბიჯს აუჩქარა, ხეებს შორის გაძვრა და გზის პირას, ჩრდილში მდგარ გრიგორიანების ნაცნობ შავ ჯიპს მიადგა. მანქანის უკანა კარი ღია იყო. ლაშა უკანა სავარძელზე გადაწოლილიყო და სწრაფად სუნთქავდა. გოგონას დანახვაზე თვალებში ისევ ძველი, მტკიცე სხივები აუკიაფდა. - მოხვედი... - ძლივს ჩაილაპარაკა არაბულმა. ტაისია ხმას ვერ იღებდა, ერთ ხანს გაქვავებულივით იდგა. გოგონას ცივი და პანიკური შიში ჩაღვროდა მტელ სხეულში. შიში იმ საზარელი კადრებისა რომელიც ჰოსპიტალში ნახა. შიში იმ ადამინისა, რომელმაც ოთხი სიცოცხლე, უხმოდ, უემოციოდ და ცივსისხლიანად ორიოდე წუთში მოიპარა. წუთიერი ძრწოლა ნელნელა გაქრა, როდესაც მთვარის მკრთალ შუქზე ლაშას სახეს დახედა. კაცი სავარძელზე უძრავად გადავარდნილიყო, ხელი ისევ ნატყვიარ ჭრილობაზე მიეჭირა და მისი მძიმე, ხშირი სუნთქვა იმაზე მეტყველებდა, რომ უკანასკნელ ძალებს ებრძოდა გონების შესანარჩუნებლად. ტაისიამ ღრმად ჩაისუნთქა და მის გულში შიშზე ბევრად ძლიერმა ემოციამ გაიღვიძა. ეს იყო ფარული, შეპარული და საოცრად თბილი მიზიდულობა, რამაც ეს საშიში მებრძოლი წამში ყველაზე სანდო ადამიანად აქცია. გოგონა მიხვდა, რომ ლაშამ ეს საზარელი სისასტიკე მხოლოდ მისი უსაფრთხოებისთვის გამოიყენა; ის ხომ დაჭრილი, ძალაგამოცლილი დაბრუნდა ჰოსპიტალში მხოლოდ იმის გამო, რომ უცნობი მედდა გრიგორიანების რისხვისგან ეხსნა. ამ უეცარმა სიახლოვემ და კაცის თავგანწირვამ გოგონას ყოველი ეჭვი წამში გააქარწყლა. ტაისიამ იგრძნო, რომ ამ კაცის გვერდით, თუნდაც ტყვიების წვიმაში, ის თავს ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარში იგრძნობდა. მასში შიშმა საბოლოოდ დაუთმო ადგილი აბსოლუტურ ნდობასა და თანაგრძნობას. თავისი ჩანთა საბარგულში ჩააგდო, სასწრაფოდ მძღოლის ადგილზე დაჯდა და ავტომობილი უვალი ბილიკებისკენ მოსწყვიტა ადგილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



