შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 21


26-10-2026, 02:02
ავტორი Viva la vida
ნანახია 27

- სად ხარ აქამდე? ან ტელეფონი სად გაქვს, იცი მაინც, რამდენჯერ დაგირეკე? - კარი გაღებულიც არ ჰქონდა, საყვედურების კორიანტელი რომ დამაყარა იუბილარმა. ფერიას ჰგავდა იმ ვარდისფერ, მოკლე და წელში გამოყვანილ კაბაში, მაგრამ მისი მწარე ენა მაინც ვერ დაემალა.
- მოვედი, აქ ვარ. - გავუღიმე ნაძალადევად და რომ შევნიშნე, სახე გაებადრა და მის არსებაში ჩემდამი ინტერესმა წამოყო თავი, ხელში საჩუქარი ავათამაშე და მისი ინტერესიც მასზე გადაერთო.
- ლიკუნა მოსულა! - შორიდან დაიძახა ვახომ.
- ჰოდა, მის მოსვლას და ჩვენ დახვედრას გაუმარჯოს! - მთვრალი კაცის ხმა ამოუშვა ეკამ.
- ნელა გოგო, ნელა! - საყვადურობდა ელენე - უნახავმა რა ნახა და გიორგის გამოხდილი არაყიო!
- შენ მაცადე! - აჰყვა გიორგიც და რა დაგიმალოთ, მისი ნახვა უფრო გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ იქ, ვიდრე სუფრის მეორე მხარეს მჯდომი ჯაბასი!
- აბა, გიცდი! - არ ნებდებოდა ელენე.
არ ჩერდებოდნენ ჩემი მეგობრები, სიტყვას არ არჩენდნენ ერთამანეთს. მათ შემხედვარეს შური მახრჩობდა. მშურდა იმ უდარდელობის, ერთად ყოფნის დროს რომ ახასიათებდათ, მიუხედავად არეული და პრობლემებით სავსე ყოფელდღიურობისა. მეც მინდოდა, თუნდაც ცოტა ხნით, დამევიწყებინა ის, რაც ორი საათით ადრე დამატყდა თავს, მინდოდა, მეც ერთი მოსმით გამომეცალა სასმლით სავსე ჭიქა და მთელი ჩემი ტკივილი მისთვის გამეყოლებინა. მეც მინდოდა, შემძლებოდა რაღაცები გვერდით ადვილად გადამედო, ადვილად დამევიწყებინა და მიამიტი გოგოსავით დამერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო... მაგრამ რა? რა უნდა ყოფილიყო ისეთი, იმ თვალებსა და მწველ მზერას რომ დამავიწყებდა, ამდენი ხნის შემდეგ კვლავ რომ გადავაწყდი? რას უნდა ჰქონოდა იმაზე მეტი სიმძიმე, როგორიც მის გამოხედვას ჰქონდა? რას? რას?..
- ჯარიმა! - გაკრეჭილი მომიბრუნდა გიორგი, უცნაურად დიდი საყვავილით.
- ეს სულ გამოშტერდა, აი! - ხელი გაშალა ვახომ - დასპირტდები, შვილო! ცოდო ხარ!
- დაანებე თავი, ახლა გინდა შენ გილაპარაკია, გინდა იმ გადამწიფებულ საზამთროს. სულ ერთი ხართ მაგისთვის...
- ელენე, გამოართვი ის ვაზა, სანამ შიგ ჩავტენე!
- რაო, ლიკუნა? - სავარძელზე შემოჯდა ჯაბა. - როგორ ჩაიარა?
- ნორმალურად... - გავეკრიჭე საგანგებოდ, თუმცა მეც კი ვიცოდი, რომ არ შეჭამდა - წამომიღე, რაც გითხარი?
- წამოგიღე. - თავი დამიქნია მას შემდეგ, თავისებურად ეჭვნარევი მზერით რომ შემათვალიერა. - ოთახშია, საწოლზე. მეც სასწრაფოდ გავერიდე დანარჩენებს და თამოს საძინებლისკენ გავემართე.
ნელა დავეშვი საწოლზე და თითქოს სადღაც სხვა სამყაროში ამოვყავი თავი. ისიც კი დამავიწყდა, რა ხდებოდა...არ ვიცი, რად დამიჯდა იქვე, ყველას თვალწინ რომ არ ამტირებოდა. ერთიანად მეწვოდა ყველაფერი, თითქოს ვენებში სისხლის მაგივრად შხამი მქონოდა, რომელიც ნელა, ძალიან მტკივნეულად მიიწევდა გულისკენ. ერთიანად ჩავიბღუჯე ხელებში ლოგინზე გადაფარებული პლედი და კბილებიც მთელი ძალით დაცაბჯინე ერთმანეთს...რომ ამტირებოდა, ვეღარ გავჩერდებიდი. მერე, არარსებული ძალა რომ მოვიკრიბე, იქვე დადებული ქაღალდის ჩანთიდან ჯაბას მოტანილი ტანსაცმელი ამოვაძვრინე და უცებ, ნაჩქარევად გადავიცვი, განმარტოება საეჭვოდ რომ არ გამგრძელდებოდა და ის იყო ოთახიდან უნდა გავსულიყავი, სარკეში ჯაბას ანარეკლი რომ დავლანდე.
- რას გიგავს თვალები?
- რას მიგავს? - ერთი ამოიოხრა და თავისკენ მიმაბრუნდა.
- რა ხდება?
- ... - თავი გავაქნიე, რა კითხვებია-თქო.
- სანამ არ იტყვი, აქედან არ გავალთ. - კარზე აეყუდა ხელებგადაჯვარედინებული.
- ნუ სულელობ, გავიდეთ, გველოდება თამო. - გაიწიე- მეთქი, შევეცადე კარიდან მოშორებას, მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარი. მივხვდი, ზედმეტად ხვეწნა-მუდარას აზრი არ ჰქონდა და მხოლოდ ამას კი არა, იმასაც, მეტის მოთმენა რომ აღარ შემეძლო. და აქეთ-იქით ნერვიულად მოსიარულეს, ვერც ის გადაწყვიტა, მეთქვა თუ არა, მისთვის მომხდარი, ანდაც როგორ...მისმა დაჟინებულმა მზერამ კიდევ უფრო დამაბნია. ტუჩების კვნეტასა და თვალებში ჩაგუბებული ცრემლების შეკავებას დიდხანს ვეღარ შევძლებდი. მაშინებდა ის რეაქცია, მასში ჩემი სიტყვები რომ გამოიწვევდა. საკეტის ხმა გავიგონე. დაუპატიჟებელი სტუმრებისგან რომ დააზღვია ჩვენი დიალოგი, მხოლოდ მაშინ მოშორდა კარს. მას შემდეგ კი, ფიქრებში გართულს, ვერაფერი რომ ვერ გამაგებინა, მშვიდად ჩამჭიდა ხელი და თვალებში ჩამაშტერდა.
- რა ჯანდაბა ხდება ამიხსნი თუ გავგიჟდე? - ვერაფერი ვუპასუხე. მოკუმულ ტუჩებთან ერთად ყბაც რომ ამითამაშდა, აი, მაშინ დავრწმუნდი, ჩემი დუმილი მევე რომ გამცემდა.
- რა იყო ამისთანა, ლიკა? დაგიწუნა იმ კაცმა პროექტი? - რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა...ვერც ექნებოდა. - რაო, რა გითხრა ასეთი, გაგინა? გაგლანძღა? სილა გაგაწნა? - ნერვიულობდა - არასოდეს რომ არავისგან კრიტიკაზე არ გიტირია, რა გაკადრა იმ ბებერმა, ასე რომ განიცდი? რა დაგემართა?
- გაჩუმდი! - სიტყვის დასრულება არ ვაცადე, - ჯაბა, მე... მე, იცი, რა დამემართა? ჯაბა... - პატარა ბავშვად ვიქეცი იმ წამს, სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს.
- რა იყო, რა? - ტონი დაუდაბლდა, ჯაბას...ზუსტად ისე მოახერხა, წამში დამშვიდება, როგორც მას ახასიათებდა...ესეც დაემატა ჩემს თავში მობუზბუზე ფუტკრებივით მიმორეულ აზრებს - უფრო დაამძიმა ჩემი ცრემლები და მათ კალაპოტს გასაქანი მისცა.
- დღეს დემეტრე ვნახე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent