ოჯახის ჩრდილში
#შენამდე_მოსასვლელი_გზა
#თავი_პირველი შვიდი წლით ადრე... ქუთაისის დილა ჩვეულებრივად გათენდა. ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, ქუჩებში კი მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი მოძრაობდა. კორინთელების დიდი სახლის ეზოში დილიდანვე იგრძნობოდა ოჯახური ფუსფუსი. ლევან კორინთელი უკვე საუზმის მაგიდასთან იჯდა. გაზეთს კითხულობდა და პერიოდულად ყავას წრუპავდა. მის გვერდით ნატალია იჯდა, რომელიც ტელეფონით რაღაცას ათვალიერებდა. — რომა ჯერ არ გამოსულა? — იკითხა ლევანმა და გაზეთი გვერდზე გადადო. — ცოტა ხნის წინ გავიდა. კაბინეტში იყო, რამდენიმე საქმიანი შეხვედრა აქვს დღეს, — უპასუხა ნატალიამ. — ამ ბიჭმა საერთოდ აღარ იცის დასვენება. მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აქვს აღებული. ნატალიას გაეღიმა. — შენგან ისწავლა. ბავშვობიდან სულ საქმეში გყავდა ჩართული. ლევანს პასუხის გაცემა აღარ დასჭირვებია, რადგან ამ დროს სასადილო ოთახში რევაზი გამოჩნდა. ახალგაზრდა კაცი ახალდაქორწინებულის ბედნიერებით იყო სავსე. მის სახეზე ღიმილი იშვიათად ქრებოდა. — დილა მშვიდობისა, — მიესალმა მშობლებს და დედას ლოყაზე აკოცა. — დილა მშვიდობისა, შვილო. ანა სად არის? — ჯერ სძინავს. გუშინ გვიანობამდე რაღაცებს ალაგებდა. ნატალიას გაეღიმა. ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი უმცროსი ვაჟი უკვე დაქორწინებული იყო და საკუთარი ოჯახი ჰქონდა. რეზო და ანა სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ. მათი ურთიერთობა სიყვარულით დაწყებულიყო და ოჯახმაც დიდი სიხარულით მიიღო ახალი რძალი. — დაუძახე, ერთად ვისაუზმოთ, — უთხრა ნატალიამ. — არ გავაღვიძებ, დედა. ცოტა დაისვენოს. ამ დროს კიბეზე დიანა გამოჩნდა. ოცი წლის გოგონა გრძელი თმითა და მომღიმარი სახით ჩამოდიოდა. — დილა მშვიდობისა, ოჯახო! — შენ მაინც დროზე გამოჩნდი, — გაეცინა რევაზს. — რა იყო, ძამიკო, მომენატრე? — ძალიან, მაგრამ ჯერ ყავა დალიე და მერე დაიწყე ლაპარაკი. დიანამ ძმას მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა და მაგიდასთან დაჯდა. რომა ამ ოჯახის მთავარი საყრდენი იყო. ოცდაათი წლის ასაკში უკვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ოჯახის ბიზნესში. რამდენიმე რესტორნის მართვაში მონაწილეობდა, სხვადასხვა საქმიან შეხვედრას ესწრებოდა და მამას ბევრ საკითხში ეხმარებოდა. გარეგნულად თავდაჯერებული და მკაცრი ჩანდა. იშვიათად საუბრობდა საკუთარ გრძნობებზე, გადაწყვეტილებებს კი ყოველთვის გააზრებულად იღებდა. ოჯახის წევრებისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მათ ღირსებასა და უსაფრთხოებას ეხებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში რომას ცხოვრებაში ერთი საკითხი არსებობდა, რომელიც სიმშვიდეს უკარგავდა — ბერიძეების ოჯახთან დაპირისპირება. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ლევან კორინთელს ბათუმელ ბიზნესმენთან, კახა ბერიძესთან, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. მათ ერთობლივი პროექტის განხორციელება გადაწყვიტეს. ქუთაისში დიდი კომერციული ობიექტის მშენებლობა უნდა დაეწყოთ, რომელშიც ორივე მხარე მნიშვნელოვან თანხას დებდა. ლევანი პარტნიორს ენდობოდა. წლების განმავლობაში დაგროვილი საქმიანი გამოცდილება ჰქონდა და მიაჩნდა, რომ ადამიანების ამოცნობა შეეძლო. კახასთან ურთიერთობაც სწორედ ამ ნდობაზე იყო აგებული. მაგრამ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ. პროექტის მიმდინარეობისას ფინანსურ დოკუმენტებში სერიოზული შეუსაბამობები აღმოჩნდა. კომპანიის ანგარიშებიდან მნიშვნელოვანი თანხა გაურკვეველი მიმართულებით იყო გადარიცხული. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ კახამ ფული მიითვისა და დოკუმენტების გაყალბებით პასუხისმგებლობის ლევანზე გადატანა სცადა. ლევანმა ეს ღალატად მიიღო. მისთვის მხოლოდ ფინანსური ზარალი არ იყო მტკივნეული. ყველაზე მეტად იმ ადამიანის საქციელმა გაანადგურა, რომელსაც წლების განმავლობაში ენდობოდა. დაიწყო სასამართლო დავა, საქმიანი ურთიერთობა საბოლოოდ დაინგრა, ხოლო ორივე ოჯახს შორის მტრობა ჩამოყალიბდა. ბერიძეებისგან ლევანს ბოდიში არასოდეს მიუღია. პირიქით, კახა დღემდე ამტკიცებდა, რომ კორინთელებმა ყველაფერი თავად მოიგონეს და მისი ოჯახის რეპუტაციის შელახვას ცდილობდნენ. რომა ამ ამბის ყველა დეტალს იცნობდა. მამასთან ერთად არაერთხელ ყოფილა სასამართლოში და კარგად ახსოვდა, რა მძიმე პერიოდი გამოიარეს. მას შემდეგ ბერიძეების გვარი მისთვის უსიამოვნო მოგონებებთან ასოცირდებოდა. --- ბათუმი... ზღვისპირა ქალაქში დილა უკვე გამოცოცხლებული იყო. სანაპიროზე ადამიანები სეირნობდნენ, კაფეები იხსნებოდა, ქუჩებში კი ავტომობილების უწყვეტი მოძრაობა იგრძნობოდა. ბერიძეების ოჯახი ბათუმში საკმაოდ ცნობილი და შეძლებული იყო. კახა ბიზნესით იყო დაკავებული და რამდენიმე კომპანიას ფლობდა. გარეგნულად წარმატებული, თავდაჯერებული და გავლენიანი ადამიანი ჩანდა. ოჯახის წევრებთანაც განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა. სალომე მისი ერთადერთი ქალიშვილი არ იყო, თუმცა ოჯახში განსაკუთრებულად უყვარდათ. ოცდახუთი წლის გოგონა ბავშვობიდან უზრუნველყოფილ გარემოში იზრდებოდა, მაგრამ ფული და ოჯახური მდგომარეობა მისთვის არასოდეს ყოფილა მთავარი. მას საკუთარი შეხედულებები ჰქონდა, არ უყვარდა, როდესაც ვინმე გადაწყვეტილებებს თავს ახვევდა და განსაკუთრებით ვერ იტანდა უსამართლობას. ჰყავდა უფროსი ძმა, ნოდარი, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ნოდარი ოცდაათ წელს გადაცილებული ახალგაზრდა მამაკაცი იყო. დის მიმართ ყოველთვის მზრუნველი და ყურადღებიანი გახლდათ, თუმცა სალომეს თავისუფლების შეზღუდვას არ ცდილობდა. ხშირად კამათობდნენ კიდეც, მაგრამ ერთმანეთის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდნენ. Ნოდარს თურქეთშიც ჰქონდა ბიზნესები და დიდი დრო ქონდა იქ გატარებული, ამიტომ მამის ბოლო დროინდელი ამბები დიდად არ იცოდა. იმ დილით სალომე მისაღებში იჯდა და ყავას სვამდა. ტელეფონში მეგობრის გამოგზავნილ შეტყობინებას კითხულობდა, როდესაც ნოდარი ოთახში შემოვიდა. — ისევ ტელეფონში ხარ ჩარგული? — გაეცინა ძმას. — დილა მშვიდობისა შენც, ნოდარ. — დილა მშვიდობისა, ქალბატონო. დღეს რას აპირებ? — ჯერ არ გადამიწყვეტია. შეიძლება მეგობარს შევხვდე. — სამსახურში არ მიდიხარ? — შუადღემდე თავისუფალი ვარ. ნოდარი მის გვერდით ჩამოჯდა. — მამამ დილით მითხრა, რომ ქუთაისში უნდა წავიდეთ. სალომემ ტელეფონი გვერდზე გადადო. — ქუთაისში? რისთვის? — რაღაც საქმიანი შეხვედრა აქვს. შეიძლება მეც გავყვე. — და მე რატომ მეუბნები? — იმიტომ, რომ შენც უნდა წამოხვიდე. სალომეს გაეცინა. — მე რა შუაში ვარ მამას საქმიან შეხვედრებთან? — არ ვიცი, მაგრამ მამამ ასე გადაწყვიტა. — ნოდარ, ხომ იცი, რომ არ მიყვარს, როდესაც გეგმებს ჩემ მაგივრად ადგენენ. — ვიცი, მაგრამ ამჯერად შეიძლება მოგეწონოს კიდეც ქუთაისი. სალომემ თავი გააქნია და ყავის ფინჯანი აიღო. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მგზავრობა მის ცხოვრებაში სრულიად ახალ თავს გახსნიდა. --- ქუთაისი... რომა საკუთარ კაბინეტში იჯდა და რამდენიმე დოკუმენტს ათვალიერებდა. მის წინ კოტე მერკილაძე იჯდა, ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც ხშირად განიხილავდა როგორც საქმიან, ისე პირად საკითხებს. — ამ პროექტის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა გადავამოწმოთ, — თქვა რომამ და დოკუმენტები მაგიდაზე დააწყო. — გეთანხმები. ამჯერად არავის უნდა ვენდოთ მხოლოდ სიტყვაზე. რომას გაეღიმა. — გამოცდილებამ გვასწავლა. კოტემ კარგად იცოდა, რას გულისხმობდა მეგობარი. — ისევ ბერიძეებზე ფიქრობ? რომას სახე შეეცვალა. — მათზე ფიქრი არ მჭირდება. საკმარისია, მათი გვარი გავიგო და ყველაფერი მახსენდება. — ამდენი ხანი გავიდა, რომა. — ზოგი რამ დროსთან ერთად არ ქრება, კოტე. კოტეს აღარ გაუგრძელებია საუბარი. რომამ საათს დახედა, შემდეგ ტელეფონი აიღო. — მამასთან უნდა გავიარო. საღამოს რესტორანში შეხვედრა გვაქვს. — წამოვალ. — კარგი. ორივე წამოდგა და კაბინეტი დატოვა. --- იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, ბათუმიდან წამოსული ავტომობილი ქუთაისში შემოვიდა. სალომე მგზავრობისგან დაღლილი იყო. ნოდარს ქალაქში რამდენიმე საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, ამიტომ გოგონამ სთხოვა, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩასთან გაეჩერებინა. — აქ დამტოვე, ცოტა გავისეირნებ. — დარწმუნებული ხარ? — კი, ნოდარ. ბავშვი ხომ არ ვარ? — კარგი, მაგრამ ტელეფონი ჩართული გქონდეს. — კარგი, მამიკო, — გაეცინა სალომეს. მან ჩანთა აიღო, ავტომობილიდან გადავიდა და ძმას დაემშვიდობა. სალომემ ქუჩას თვალი მოავლო. ქუთაისი ყოველთვის მოსწონდა, თუმცა იშვიათად ჩამოდიოდა. რამდენიმე წუთი მშვიდად სეირნობდა, შემდეგ კი ახლომდებარე კაფისკენ გაემართა. ამ დროს, ქუჩის მეორე მხრიდან, რომა და კოტე გამოდიოდნენ. რომა ტელეფონზე საუბრობდა და ყურადღება გზისკენ ჰქონდა მიპყრობილი. სალომე კი კაფის შესასვლელთან მოულოდნელად შეტრიალდა. მათი მხრები ერთმანეთს შეეჯახა. სალომეს ხელში დაჭერილი ჩანთა გაუვარდა, რამდენიმე ნივთი კი ტროტუარზე გაიფანტა. — ფრთხილად ვერ დადიხართ?! — გაღიზიანებულმა წამოიძახა გოგონამ. რომამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მისკენ დაიხედა. — თქვენც შეგიძლიათ გზას უყუროთ და არა მხოლოდ წინ იაროთ. სალომემ გაკვირვებით შეხედა. — უკაცრავად? — მგონი, საკმაოდ გასაგებად გითხარით. — ჯერ თქვენ დამეჯახეთ და ახლა კიდევ მე მაბრალებთ? კოტემ ღიმილი ძლივს შეიკავა. რომა დაიხარა, იატაკზე გაფანტული ნივთების ნაწილი აიღო და გოგონას გაუწოდა. — ინებეთ. სალომემ ნივთები გამოართვა. — მადლობა. მაგრამ შემდეგში ცოტა ყურადღებით იყავით. — აუცილებლად გავითვალისწინებ. რომას ირონიულმა ტონმა სალომე კიდევ უფრო გააღიზიანა. — რა სასიამოვნო ადამიანია, — ჩაილაპარაკა მან და გზა გააგრძელა. კოტე სიცილს ვეღარ იკავებდა. — რა იყო, რომა? მგონი, ვიღაცამ ხასიათი გაგიფუჭა. — კოტე, ნუ დაიწყებ. — მე არაფერი მითქვამს. რომამ კიდევ ერთხელ გაიხედა გოგონასკენ, რომელიც უკვე ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. — ზედმეტად თავდაჯერებული გოგოა, — ჩაილაპარაკა. — სამაგიეროდ, შენ არ ჩამოუვარდები. რომას გაეღიმა, თუმცა მალევე საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ეს უბრალო შემთხვევითი შეხვედრა მალე ორივეს ცხოვრებას შეცვლიდა. მათ შორის ჯერ მხოლოდ გაღიზიანება და უცნაური ინტერესი არსებობდა. #შენამდე_მოსასვლელი_გზა #თავი_მეორე სასტუმროს ნომერში სალომე ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე დედას ესაუბრებოდა. უკვე დილა იყო, თუმცა გოგონას ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა ხასიათის გამოკეთება. წინა საღამოს გვიან დაბრუნდნენ სასტუმროში, დილით კი მამამისმა უკვე ახალი გეგმები გააცნო. — დედა, არ მესმის, რატომ არ წამოხვედი ჩვენთან ერთად. მარტო რომ დამტოვე, საერთოდ არ მოგენატრე? — უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა სალომემ. ტელეფონის მეორე მხრიდან ქალის სიცილი გაისმა. — სალომე, ჩემო გოგო, ხომ იცი, რომ ბათუმში საქმეები მაქვს. თანაც, რამდენიმე დღით წახვედით და არა სამუდამოდ. — რამდენიმე დღე კი არა, მამამ ჯერ არ იცის, როდის დავბრუნდებით. — ნუ ნერვიულობ. ნოდარი შენთანაა, მამაც. თანაც, იქნებ ცოტა ხნით გარემოს შეცვლა სასარგებლოც იყოს. — მე ბათუმში ყოფნა მირჩევნია. — ვიცი, მაგრამ ცოტა მოთმინება გამოიჩინე. საღამოს დამირეკე, კარგი? — კარგი, მიყვარხარ. — მეც მიყვარხარ, ჩემო პატარა. სალომემ ტელეფონი გათიშა და საწოლზე ჩამოჯდა. დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ოცდახუთი წლის იყო, ზოგჯერ მაინც ისე იქცეოდა, როგორც პატარა გოგონა, რომელსაც დედის გვერდით ყოფნა სჭირდებოდა. ოთახში ნოდარი შემოვიდა. ხელში ყავის ორი ჭიქა ეჭირა. — ისევ დედას ესაუბრე? — ჰო. — რა მოხდა, ისევ ბათუმში დაბრუნება მოგინდა? — ნოდარ, შენ მაინც გამიგე. არ ვიცნობ ამ ქალაქს ისე კარგად, როგორც შენ. დედაც ბათუმში დარჩა და ახლა მამა კიდევ რამდენ ხანს აპირებს აქ ყოფნას, არ ვიცი. ნოდარმა ყავის ჭიქა გაუწოდა. — დამშვიდდი. რამდენიმე დღე გავჩერდებით, საქმეს მოვაგვარებთ და დავბრუნდებით. — მამამ გითხრა, კონკრეტულად რა ხდება? — ახალი პროექტია. ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობა უნდა დავიწყოთ. ქუთაისში საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდა. — და ამიტომ ჩამოვედით მთელი ოჯახით? — მთელი ოჯახით არა, ქალბატონო. შენ უბრალოდ ჩვენთან ერთად წამოგიყვანეთ, რომ სასტუმროს ნომერში მარტო არ ვყოფილიყავი. სალომეს გაეცინა. — რა მზრუნველი ძმა მყოლია. — ყოველთვის ასეთი ვიყავი, უბრალოდ ახლა შეამჩნიე. ნოდარი მის გვერდით ჩამოჯდა და ყავა მოსვა. — სხვათა შორის, დღეს მამასთან ერთად შეხვედრაზე მივდივარ. შეიძლება შენც წამოხვიდე. — ისევ საქმიანი შეხვედრა? — დიახ. მაგრამ თუ არ გინდა, არ დაგაძალებ. — ჯერ ვიფიქრებ. — კარგი. ოღონდ ძალიან დიდხანს ნუ იფიქრებ, თორემ შეხვედრაზე დაგვაგვიანდება. კორინთელების სახლში დილიდანვე საქმიანი განწყობა სუფევდა. რომა საკუთარ კაბინეტში იჯდა და ახალ პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ათვალიერებდა. მაგიდაზე რამდენიმე საქაღალდე ეწყო, გვერდით კი ლეპტოპი ჰქონდა გახსნილი. კოტე მერკილაძე მის მოპირდაპირედ იჯდა. — პარტნიორი დღეს უნდა მოვიდეს, ხომ? — იკითხა კოტემ. — დიახ. მამამ უკვე დაადასტურა შეხვედრა. — კომპანიის წარმომადგენლები ნახე? — კომპანიის შესახებ ინფორმაცია მაქვს. ბათუმში საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. მათი ფინანსური შესაძლებლობებიც მისაღებია. — და მფლობელი? — უშუალოდ მეწილესთან შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამ ეტაპზე ყველა დეტალი შეთანხმებული არ არის. კოტემ საბუთები გადაფურცლა. — მთავარია, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. არ გვჭირდება ძველი ისტორიების გამეორება. რომას სახეზე ღიმილი გადაეფინა. — კოტე, ამ თემაზე ხუმრობა არ მიყვარს. — კარგი, აღარაფერს ვამბობ. ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და ლევანი შევიდა. — მზად ხართ? რომამ საბუთები დახურა. — დიახ, მამა. შეხვედრისთვის ყველაფერი მომზადებულია. — კარგია. მინდა, თავიდანვე იცოდეთ, რომ ამ პროექტში დიდი თანხის დაბანდება გვიწევს. ამიტომ ყველა დეტალი პირადად უნდა გააკონტროლო. — შეგიძლია მშვიდად იყო. ყველაფერს მივხედავ. ლევანმა შვილს შეხედა. — კიდევ ერთი რამ. პარტნიორის ვინაობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე. საქმიანი ურთიერთობა მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება. რომას გაეღიმა. — ვიცი, მამა. ამის შეხსენება საჭირო არ არის. ლევანმა თავი დაუქნია და კაბინეტი დატოვა. კოტე წამოდგა. — წავიდეთ? — წავიდეთ. შუადღისთვის ბერიძეების ოჯახიც დანიშნულ ადგილას მივიდა. კახა წინ მიდიოდა, მის გვერდით ნოდარი იყო, სალომე კი ოდნავ უკან მიჰყვებოდა. გოგონას შეხვედრაზე წამოსვლა დიდად არ უნდოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სასტუმროში მარტო ჯდომას ეს სჯობდა. კახა ტელეფონზე საუბრობდა და აშკარად კარგ ხასიათზე იყო. — დიახ, ყველაფერი შეთანხმებულია. დღეს საბოლოო პირობებს განვიხილავთ და იმედი მაქვს, თანამშრომლობას მალე დავიწყებთ. ზარი დაასრულა და შვილებს მიუბრუნდა. — მინდა, ყურადღებით იყოთ. ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქუთაისში ახალი მიმართულების განვითარებას ვგეგმავთ და სერიოზული პარტნიორი გვჭირდება. — იმედია, დიდხანს არ გაგრძელდება, — ჩაილაპარაკა სალომემ. კახამ ქალიშვილს შეხედა. — სალომე, ვიცი, რომ საქმიანი შეხვედრები არ გიყვარს, მაგრამ მინდა, ამჯერად მაინც ჩაერთო. მომავალში შეიძლება შენც მოგიწიოს ამ მიმართულებით მუშაობა. — მამა, მე უბრალოდ შენთან ერთად წამოვედი. არ მითქვამს, რომ კომპანიაში მუშაობა მინდა. — ჯერ არაფერს გთხოვ. უბრალოდ დააკვირდი. ნოდარმა დას მხარზე ხელი გადაუსვა. — დამშვიდდი, პრინცესა. ერთი შეხვედრაა. სალომემ თვალები გადაატრიალა, მაგრამ პასუხი აღარ გაუცია. საკონფერენციო დარბაზში რომა და კოტე უკვე ელოდებოდნენ სტუმრებს. რომა მაგიდასთან იდგა და დოკუმენტებს ალაგებდა, როდესაც კარი გაიღო. პირველი კახა ბერიძე შემოვიდა, შემდეგ ნოდარი და ბოლოს სალომე. რომამ თავდაპირველად სტუმრებს ყურადღება არ მიაქცია. მხოლოდ მაშინ ასწია თავი, როდესაც კახამ მისალმება დაიწყო. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. რომას სახეზე წამიერად გაკვირვება გამოსახა. კახა ბერიძე, ეს კაცი რით ვერ მოიშორა. სალომე. გოგონაც მაშინვე იცნო. ის უცნაური შეხვედრა, რამდენიმე დღის წინ ქუჩაში რომ ჰქონდათ, ჯერ კიდევ ახსოვდა. სალომემაც იცნო მამაკაცი და სახე შეეცვალა. მშვენიერია, ისევ ეს თავდაჯერებული კაცი, — გაიფიქრა მან. — გამარჯობა, ბატონო კახა, — თავაზიანად მიესალმა რომა. კახამ ხელი გაუწოდა. — გამარჯობა. რომამ ხელი ჩამოართვა. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იდგა. კახამ სწრაფად შეავლო თვალი ოთახს, შემდეგ კი ისევ რომას შეხედა. — საინტერესო დამთხვევაა. რომას გამომეტყველება არ შეცვლია. — ალბათ. ნოდარმა უხერხული სიჩუმე დაარღვია. — ნოდარ ბერიძე. სასიამოვნოა. — რომა კორინთელი, — გაუღიმა რომამ და ხელი ჩამოართვა. — ბევრი მსმენია თქვენი კომპანიის შესახებ. იმედი მაქვს, კარგი თანამშრომლობა გამოგვივა. ნოდარს რომას მშვიდი და თავდაჯერებული საუბრის მანერა მოეწონა. ამ დროს რომამ მზერა სალომესკენ გადაიტანა. — შეიძლება საქმეზე გადავიდეთ? რომამ სკამზე მიუთითა. — რა თქმა უნდა. გთხოვთ, დაბრძანდით. კახამ უხერხულად გაიღიმა და მაგიდასთან დაჯდა. აშკარად არ ელოდა, რომ მისი ახალი საქმიანი პარტნიორი სწორედ კორინთელების ოჯახი იქნებოდა. რომამ დოკუმენტები წინ დაილაგა და შეხვედრა დაიწყო. — როგორც იცით, ჩვენი კომპანია ქუთაისში ახალი კომერციული და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. გვჭირდება პარტნიორი, რომელსაც ამ სფეროში გამოცდილება აქვს და ფინანსურადაც შეძლებს პროექტის მხარდაჭერას. კახა ყურადღებით უსმენდა, თუმცა გონებაში სხვა რამ უტრიალებდა. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ წლების წინ დაწყებული დაპირისპირების შემდეგ ისევ ამ ოჯახის წევრთან უწევდა ერთ მაგიდასთან ჯდომა. — ჩვენი მხრიდანაც მზად ვართ, საჭირო რესურსები ჩავდოთ, — უპასუხა მან. — ბათუმში რამდენიმე წარმატებული პროექტი განვახორციელეთ და ვფიქრობ, ქუთაისშიც შევძლებთ მსგავსი შედეგის მიღწევას. რომამ თავი დაუქნია. — ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. სწორედ ამიტომ მივიღეთ თქვენი კომპანიის თანამშრომლობის წინადადება. Მაგრამ არ გვინდა წარსულის შეცდომები გავიმეოროთ ბატონო კახა. - რომამ მეტი არაფერი უთხრა, არ უნდოდა მის შვილებთან ერთად წარსულზე საუბარი. ნოდარი საუბარში ჩაერთო. — ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობაა ორივე მხარისთვის. თანაც, თუ ყველაფერი სწორად დაიგეგმება, მომავალში თანამშრომლობის გაფართოებაც შეგვეძლება. — გეთანხმებით, — უპასუხა რომამ. კოტემ პროექტის დეტალების განხილვა დაიწყო. საუბარი ფინანსურ საკითხებს, მშენებლობის ვადებსა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას შეეხო. სალომე ჩუმად იჯდა და პერიოდულად საბუთებს ათვალიერებდა. ცდილობდა, შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო, თუმცა რომას გვერდით ყოფნა აშკარად არ სიამოვნებდა. განსაკუთრებით მაშინ გაღიზიანდა, როდესაც რომამ ერთ-ერთი დოკუმენტი მისკენ გასწია. — ქალბატონო სალომე, თუ შეიძლება, ამ ნაწილსაც გადახედეთ. აქ თქვენი კომპანიის წილი და ფინანსური ვალდებულებებია მითითებული. სალომემ საბუთს დახედა. რომამ საუბარი განაგრძო. — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი მხრიდან პროექტის უშუალო მართვას მე გავუწევ კოორდინაციას. პარტნიორი კომპანიის მხრიდან კი გვჭირდება ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მუდმივად ჩართული იქნება. კახამ ნოდარს გადახედა. — ამ საკითხს ჩემი ვაჟი მიხედავს. თურქეთში მიღებული გამოცდილება ნამდვილად გამოადგება. — ძალიან კარგი, — თქვა რომამ. — მაშინ ბატონ ნოდართან უშუალო კომუნიკაცია მექნება. — სიამოვნებით, — უპასუხა ნოდარმა. სალომემ ამ დროს საბუთებიდან თავი ასწია. — ერთი კითხვა მაქვს. თუ პროექტის მიმდინარეობისას რაიმე ცვლილება გახდა საჭირო, ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა შეათანხმოთ? რომამ მისკენ გაიხედა. — ძირითადი გადაწყვეტილებები ორივე მხარის თანხმობით მიიღება. თუმცა ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინაციას მე გავუწევ. — ანუ თქვენთან მოგვიწევს ყველაფრის შეთანხმება? — თუ თანამშრომლობა გვსურს, დიახ. სალომემ ჩუმად ამოიოხრა. — გასაგებია. რომას გაეღიმა. — რამე პრობლემა ხომ არ არის? — ჯერ არა. კოტემ თავი დახარა, რომ სიცილი არ შესტყობოდა. შეხვედრა კიდევ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ მხარეები ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. დეტალების დასაზუსტებლად დამატებითი შეხვედრები და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა. როდესაც სტუმრები წამოდგნენ, ნოდარი რომას მიუახლოვდა. — სასიამოვნო შეხვედრა იყო. იმედი მაქვს, მალე ისევ შევხვდებით. — აუცილებლად. — სიამოვნებით. ქუთაისში ხშირად არ ვარ და კარგი იქნება, თუ გავიცნობ. — მაშინ შევთანხმდით. ნოდარი არ იყო ცუდი ადამიანი და ეს რომამაც შენიშნა. სალომე კი ჩანთას იღებდა და წასასვლელად ემზადებოდა. — ნახვამდის, ქალბატონო სალომე, — მიმართა რომამ. — ნახვამდის. — იმედია, შემდეგ შეხვედრაზე უფრო კარგ ხასიათზე იქნებით. სალომემ ირონიულად გაუღიმა. — ეს უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, თქვენ როგორ მოიქცევით. რომას გაეცინა. — შევეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ. სალომემ პასუხი აღარ გასცა და ოთახიდან გავიდა. ნოდარმა კი წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი. — დროებით, რომა. — დროებით, ნოდარ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა დუმდა. ავტომობილში ჩაჯდომისთანავე ნოდარს მიუბრუნდა. — როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ამ კომპანიაზე? — კარგი. რომა საკმაოდ ჭკვიანი და საქმიანი ადამიანია. მომეწონა მისი მიდგომა. მგონი, კარგი პარტნიორი გვეყოლება. კახამ საჭეს ხელები უფრო მაგრად მოუჭირა. — ჰო, ვნახოთ. — რამე არ მოგეწონა, მამა? — არა, უბრალოდ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. სალომე უკანა სავარძელზე იჯდა და ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა. — მე კი სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა, — მოულოდნელად თქვა მან. ნოდარს გაეცინა. — შენ ხომ თავიდანვე არ მოგეწონა. — იმიტომ, რომ აუტანლად თავდაჯერებულია. — სალომე, საქმეში ეს თვისება ზოგჯერ საჭიროც არის. კახა ჩუმად იჯდა, მისთვის რომასთან თანამშრომლობა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. ძველი ამბები გაახსენდა, ლევან კორინთელის სახე და ის სასამართლო პროცესები, რომლებმაც წლების წინ მათი ურთიერთობა საბოლოოდ დაანგრია. იცოდა, რომ ამ პროექტში ჩართვით შესაძლოა ისევ იმავე დაპირისპირების შუაგულში აღმოჩენილიყო. თუმცა ხელშეკრულების პირობები უკვე საკმაოდ შორს იყო წასული და უარის თქმა ფინანსურადაც წამგებიანი იქნებოდა. საღამოს კახა სასტუმროს ნომერში იჯდა და ბათუმში თავის საქმიან პარტნიორს ესაუბრებოდა. საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ტელეფონი გათიშა და ნოდარს დაურეკა. — ნოდარ, ჩემს ოთახში შემოდი, სალომეც წამოიყვანე. რამდენიმე წუთში და-ძმა მამის წინ იჯდა. კახამ ორივეს შეხედა. — ბათუმში უნდა დავბრუნდე. სალომეს სახე გაუნათდა. — მართლა? მეც მოვდივარ! — არა, სალომე. თქვენ აქ რჩებით. გოგონას ღიმილი მაშინვე გაუქრა. — როგორ თუ ვრჩებით? — პროექტს ყურადღება სჭირდება. ნოდარი ადგილზე უნდა იყოს, შენც კი შეგიძლია ჩაერთო. მე ბათუმში რამდენიმე გადაუდებელი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. — მამა, მე ხომ გითხარი, რომ ბათუმში დაბრუნება მინდა. — ვიცი, შვილო. მაგრამ ამჯერად მინდა, ცოტა პასუხისმგებლობა აიღო. შენც უკვე იმ ასაკში ხარ, როცა ოჯახის საქმეში მონაწილეობა შეგიძლია. სალომემ უკმაყოფილოდ ამოიოხრა. — და რამდენ ხანს უნდა დავრჩეთ? — ჯერ ზუსტად არ ვიცი. რამდენიმე კვირა, შესაძლოა მეტიც. — რამდენიმე კვირა?! — გაკვირვებით წამოიძახა სალომემ. ნოდარს გაეცინა. — დამშვიდდი, პატარა. მარტო ხომ არ იქნები. — შენ რა გიხარია? — მე მგონი, საინტერესო საქმე გველოდება. კახამ შვილს შეხედა. — ნოდარ, მინდა, ამ პროექტს პირადად მიხედო. რომა კორინთელთან ყველა საკითხი შეათანხმე. გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ მიიღო და ყველა ფინანსური დოკუმენტი ყურადღებით შეამოწმე. ნოდარმა თავი დაუქნია. — შეგიძლია მშვიდად იყო, მამა. ყველაფერს მივხედავ. კახა რამდენიმე წამით ჩუმად იყო, შემდეგ დაამატა: — და კიდევ ერთი რამ. პირად დაპირისპირებებს საქმეში ნუ აურევთ. არ მინდა, ამ პროექტის გამო ვინმესთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ნოდარს გაუკვირდა. — მამა, რა კონფლიქტი უნდა მოგვივიდეს? ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. კახამ შვილს შეხედა, მაგრამ ძველი ისტორიის გახსენება არ ისურვა. — უბრალოდ გაითვალისწინე, რასაც გეუბნები. — მამა, თუ რამე პრობლემაა, მითხარი. არ მინდა, რაღაც გაუგებრობაში აღმოვჩნდე. კახა წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. — პრობლემა არ არის. უბრალოდ მინდა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. მე აღარ მაქვს სურვილი, რომასთან კიდევ ერთი კონფლიქტი მქონდეს. ნოდარს ეს სიტყვები უცნაურად მოეჩვენა, თუმცა მეტი აღარ უკითხავს. მეორე დილით კახა ბათუმში გაემგზავრა. გამგზავრებამდე შვილებს დაემშვიდობა, ნოდარს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქმეს ყურადღებით მოჰკიდებოდა, სალომეს კი უთხრა, დედისთვის ხშირად დაერეკა და საკუთარი თავისთვისაც მოევლო. — მამა, დედას უთხარი, რომ მომენატრა, — ჩაეხუტა სალომე. — შენც დაურეკე. და ნუ იწუწუნებ, კარგი? — ვეცდები. კახამ შვილის შუბლზე აკოცა და ავტომობილში ჩაჯდა. სალომე და ნოდარი სასტუმროს შესასვლელთან იდგნენ და მამას აცილებდნენ. როდესაც ავტომობილი თვალს მიეფარა, გოგონამ ღრმად ამოისუნთქა. — მორჩა. ახლა მართლა მარტო დაგვტოვა. ნოდარმა სიცილით გადახედა. — მარტო არა, ერთმანეთი გვყავს. — შენ ხომ იცი, რომ ამ ქალაქში არავის ვიცნობ. — უკვე ვიცნობთ. სალომემ მაშინვე მიხვდა, ვის გულისხმობდა. — ოღონდ ახლა არ მითხრა, რომ იმ რომასთან ერთად უნდა გავატარო მთელი დრო. — რატომაც არა? კარგი პარტნიორია. — ნოდარ, გთხოვ, ნუ გამაგიჟებ. — კარგი, კარგი. წამოდი, ვისაუზმოთ. მერე ოფისში უნდა გავიარო. სალომემ ჩანთა აიღო და ძმას უკან გაჰყვა. მას ჯერ კიდევ არ ესმოდა, რატომ გადაწყვიტა მამამ ასე მოულოდნელად ბათუმში დაბრუნება და რატომ არ უნდოდა რომასთან ურთიერთობის გაგრძელება. თუმცა ამ კითხვებზე პასუხების ძებნას ჯერ არ აპირებდა. რომა კაბინეტში იჯდა, როდესაც კოტე შევიდა. — აბა, როგორ მოგეწონა ჩვენი ახალი პარტნიორები? რომამ საბუთებიდან თავი ასწია და სახე შეეცვალა. — კახა ბერიძე? მასზე არაფრის თქმა არ მინდა. კოტე მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა. — არ გგონია, რომ ამ თანამშრომლობით ისევ ძველ ამბებში ვბრუნდებით? — საქმესა და პირად ურთიერთობებს ერთმანეთში არ ავურევ. მამასაც ეს ვუთხარი. — და ის გოგო? რომას გაეღიმა. — რომელი გოგო? — ნუ მაცინებ. სალომე ბერიძე. — რა უნდა მას? — მგონი, დიდად არ მოვეწონეთ. — განსაკუთრებით მე. კოტეს გაეცინა. — შენც არ დაგიკლია. პირველი შეხვედრის შემდეგ მეორე შეხვედრაზეც მოახერხე მისი გაღიზიანება. რომამ სკამს მიეყრდნო. — ზედმეტად ჯიუტია. — შენ კი ზედმეტად ამაყი. — კოტე, შეგიძლია საქმეზე გადახვიდე? — კარგი, აღარ შეგაწუხებ. სხვათა შორის, ნოდარმა დამირეკა. ხვალ დილით ოფისში მოსვლას აპირებს. — კარგია. შეხვედრა ათ საათზე დავნიშნოთ. კოტე წამოდგა, თუმცა კართან შეჩერდა. — ერთი რამ უნდა გითხრა, რომა. ზოგჯერ ყველაზე საინტერესო ამბები იქ იწყება, სადაც საერთოდ არ ელოდები. რომამ თავი გააქნია. — ფილოსოფოსობას შეეშვი და იმუშავე. კოტე სიცილით გავიდა. რომამ საბუთები ისევ წინ დაილაგა, მაგრამ გონებაში უნებურად სალომეს სახე წარმოუდგა და მისი გაბრაზებული მზერა გაახსენდა. თავადაც გაეღიმა. არ იცოდა, რამდენად ხშირად მოუწევდა ამ გოგონასთან შეხვედრა, თუმცა ერთი რამ უკვე ნათელი იყო — მათი თანამშრომლობა მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... #შენამდე_მოსასვლელი_გზა 🩵 #თავი_მესამე დილა იყო. სალომე სასტუმროს ნომერში სარკის წინ იდგა და თმას ისწორებდა. დღეს ნოდართან ერთად ოფისში უნდა წასულიყო. მამამისის წასვლის შემდეგ ძმამ რამდენჯერმე შეახსენა, რომ პროექტში მონაწილეობა თავადაც უნდა მიეღო, თუმცა გოგონას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რამდენად მოსწონდა ეს იდეა. ტელეფონი აიღო და დედას დაურეკა. — დილა მშვიდობისა, დედა. — დილა მშვიდობისა, ჩემო გოგო. როგორ ხარ ჩემო გოგო? — დედა, მე მგონი, მამას საერთოდ არ აინტერესებს, მინდა თუ არა აქ ყოფნა. — სალომე, შენ უკვე დიდი გოგო ხარ. იქნებ ეს კარგი შესაძლებლობაც იყოს, რომ რაღაც ახალი ისწავლო. — ვიცი, მაგრამ მე ბათუმში მირჩევნია ყოფნა. აქ ყველაფერი უცხოა ჩემთვის. — ცოტა მოითმინე, ჩემო გოგო. ნოდარი შენ გვერდითაა. თანაც, იქნებ ისეთი რამ აღმოაჩინო ამ ქალაქში, რაც შემდეგ უკან დაბრუნებას აღარ მოგანდომებს. სალომეს გაეცინა. — დედა, შენც ნუ დაიწყებ ახლა. — კარგი, აღარ შეგაწუხებ. საღამოს დამირეკე. — მიყვარხარ. — მეც, ჩემო პატარა. სალომემ ტელეფონი გათიშა, ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. ნოდარი უკვე სასტუმროს ჰოლში ელოდებოდა. ხელში მანქანის გასაღები ეჭირა და ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა. — როგორც იქნა! — დაიძახა გოგონას დანახვისას. — რა იყო, მეჩქარება? — არა, უბრალოდ მეგონა, დღესაც დედასთან საუბარში გაატარებდი მთელ დილას. — ძალიან სასაცილო ხარ. ნოდარს გაეცინა და მანქანისკენ გაემართა. — დღეს რომასთან შეხვედრა გვაქვს. მინდა, პროექტის რამდენიმე საკითხი განვიხილოთ. სალომეს სახე მაშინვე შეეცვალა. — ისევ ის? — რომელი ის? — ნოდარ, ნუ მაცინებ. ხომ იცი, ვისზეც ვლაპარაკობ. — რომა კორინთელი? — დიახ. — რა მოხდა, ჯერ კიდევ ვერ შეეგუე მის არსებობას? — უბრალოდ არ მომწონს მისი საუბრის მანერა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ყველა მის ბრძანებებს უნდა ასრულებდეს. — შეიძლება იმიტომ, რომ კომპანიის ხელმძღვანელია და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. — შენც ახლა მის მხარეს ხარ? — სალომე, ჯერ საქმეს შევხედოთ და მერე გადავწყვიტოთ, ვის მხარეს უნდა ვიყოთ. გოგონამ თვალები გადაატრიალა და მანქანაში ჩაჯდა. --- კორინთელების კომპანიაში დილიდანვე აქტიური სამუშაო პროცესი იყო. თანამშრომლები თავიანთ საქმეებს ასრულებდნენ, შეხვედრების ოთახში კი პროექტის ახალი დოკუმენტები ეწყო. რომა საკუთარ კაბინეტში იჯდა და ლეპტოპში ფინანსურ ანგარიშებს ამოწმებდა. კოტე მის მოპირდაპირედ იჯდა. — რატომღაც მგონია, რომ ეს შეხვედრები შენთვის ჩვეულებრივზე საინტერესო გახდება. — კოტე, დილიდან ნუ დაიწყებ. — კარგი, ჩუმად ვარ. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. მდივანმა შეიხედა. — ბატონო რომა, ბატონი ნოდარი ბერიძე და ქალბატონი სალომე მოვიდნენ. — შემოუშვით. რამდენიმე წამში ნოდარი კაბინეტში შევიდა. სალომე კი მის უკან მიჰყვა. — დილა მშვიდობისა, — მიესალმა ნოდარი. — დილა მშვიდობისა. მობრძანდით. რომა წამოდგა და ხელი ჩამოართვა. შემდეგ სალომეს შეხედა. — დილა მშვიდობისა სალომე. — დილა მშვიდობისა. — იმედი მაქვს, დღეს უკეთეს ხასიათზე ხართ. სალომემ ირონიულად გაიღიმა. — ეს ჯერ შეხვედრის შედეგებზეა დამოკიდებული. კოტემ თავი დახარა, რომ ღიმილი დაემალა. რომასაც გაეღიმა. — მაშინ ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ. ოთხივე მაგიდასთან მოთავსდა. რომამ დოკუმენტები გადაშალა და საუბარი დაიწყო. — როგორც იცით, პროექტის საწყისი ეტაპი უკვე დაგეგმილია. მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიის შესწავლა დასრულებულია. ახლა გვჭირდება საბოლოოდ განვსაზღვროთ ფინანსური მონაწილეობა და სამუშაოების დაწყების ვადები. ნოდარი ყურადღებით უსმენდა და პერიოდულად ჩანაწერებს აკეთებდა. — ჩვენი მხრიდან ფინანსური რესურსის გამოყოფა ეტაპობრივად მოხდება. თუმცა მინდა, ყველა ხარჯი წინასწარ იყოს შეთანხმებული. — ბუნებრივია. ჩვენც სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობთ. რომამ ერთ-ერთი საქაღალდე ნოდარს გაუწოდა. — აქ პროექტის სავარაუდო ბიუჯეტია. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ. სალომე ჩუმად ათვალიერებდა დოკუმენტებს. რამდენიმე გვერდის გადაფურცვლის შემდეგ ერთ-ერთ ცხრილზე შეჩერდა. — უკაცრავად, ერთი კითხვა მაქვს. რომამ მისკენ გაიხედა. — გისმენთ. — აქ სასტუმროს ადმინისტრაციული ხარჯები ცალკეა მითითებული, მაგრამ მომსახურების ხარჯები საერთო ბიუჯეტში გაქვთ შეტანილი. რატომ? რომამ დოკუმენტს დახედა. — იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ორივე მიმართულება ერთიანად განიხილება. — მაგრამ ეს საბოლოო ხარჯების დათვლისას პრობლემას ხომ არ შექმნის? თუ მომსახურების ხარჯები ცალკე არ გამოიყოფა, რთული იქნება იმის დადგენა, რეალურად რა თანხა იხარჯება თითოეულ მიმართულებაზე. რომამ რამდენიმე წამით შეხედა გოგონას. — საინტერესო შენიშვნაა. სალომემ მხრები აიჩეჩა. — უბრალოდ ვკითხულობ. კოტემ რომას გადახედა, შემდეგ კი სალომეს. — მართალია. ამ საკითხს ცალკე განხილვა სჭირდება. რომამ კალამი აიღო და დოკუმენტზე ჩანაწერი გააკეთა. — კარგი. ფინანსურ განყოფილებას დავავალებ, ხარჯები ცალკე გამოყოს. სალომეს ოდნავ გაეღიმა. არ ელოდა, რომ რომა ასე მარტივად დაეთანხმებოდა. შეხვედრა გაგრძელდა. ნოდარი პროექტის რამდენიმე საკითხს განიხილავდა, სალომე კი პერიოდულად საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა. ერთ მომენტში რომამ მისკენ კიდევ ერთი საქაღალდე გასწია. — ქალბატონო სალომე, თუ შეიძლება, ეს დოკუმენტებიც გადაამოწმოთ. — რატომ მე? — იმიტომ, რომ წინა შენიშვნა საკმაოდ გონივრული იყო. იქნებ აქაც აღმოაჩინოთ რამე, რაც ჩვენ გამოგვრჩა. — ანუ ახლა თქვენი დოკუმენტების შემოწმება ჩემი მოვალეობაა? რომას გაეღიმა. — თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ უარი თქვათ. სალომემ საქაღალდე თავისკენ მიიწია. — არა, გადავამოწმებ. — ძალიან კარგი. — ოღონდ იმედი მაქვს, შემდეგში ჩემს ყოველ შენიშვნას ირონიით არ შეხვდებით. რომას გაეცინა. — ვეცდები, თავი შევიკავო. --- შეხვედრის დასრულების შემდეგ ნოდარი კოტესთან ერთად პროექტის სამშენებლო ნაწილების სანახავად წავიდა. სალომე კი რომას კაბინეტში დარჩა, რადგან მისთვის გადაცემული დოკუმენტები ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა შემოწმებული. რომა მაგიდასთან იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა. — არა, ეს თანხა ამ ეტაპზე არ უნდა გადაირიცხოს. ჯერ ხელშეკრულების საბოლოო პირობები შეათანხმეთ და შემდეგ მომაწოდეთ ანგარიში. საუბარი დაასრულა და სალომეს შეხედა. — დაასრულეთ? — თითქმის. — შეგიძლიათ აქ დატოვოთ. ჩემს ფინანსურ მენეჯერს გადავცემ. სალომემ დოკუმენტები მაგიდაზე დადო. — რამდენიმე საკითხი აღმოვაჩინე. აქ ერთი და იგივე მომსახურება ორჯერ არის გათვალისწინებული. რომამ საქაღალდე გადაშალა. — სად? სალომე მის გვერდით მივიდა და შესაბამისი ადგილი უჩვენა. — აი, აქ. ერთ შემთხვევაში მომსახურების ღირებულება საერთო თანხაში გაქვთ შეტანილი, მეორედ კი ცალკე არის დათვლილი. რომამ ყურადღებით შეისწავლა დოკუმენტი. — მართალი ხართ. სალომემ კმაყოფილად გაიღიმა. — როგორც ჩანს, ჩემი მოსაზრებები მაინც გამოგადგათ. რომამ თავი ასწია. — არ გეგონოთ, კომპლიმენტების თქმას ვაპირებ. — არც ველოდები. — უბრალოდ კარგი დაკვირვება გაქვთ. სალომეს გაეღიმა. — მადლობა. ეს უკვე უკეთესია. რომასაც გაეღიმა. — ყოველთვის ასეთი ჯიუტი ხართ? — მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროა. — საინტერესოა. — რა არის საინტერესო? — ჯერ ვერ გადამიწყვეტია. სალომემ ჩანთა აიღო. — მაშინ როცა გადაწყვეტთ, შემატყობინეთ. რომას გაეცინა. — აუცილებლად. გოგონა კაბინეტიდან გავიდა. რომა რამდენიმე წამით კარისკენ იყურებოდა. შემდეგ დოკუმენტებს დახედა და თავი ოდნავ გააქნია. — ეს გოგო... --- შუადღისთვის სალომე და ნოდარი კომპანიიდან გამოვიდნენ. ნოდარს კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა, სალომემ კი გადაწყვიტა, ცოტა ხნით ქალაქში გაესეირნა. — სად მიდიხარ? — ჰკითხა ძმამ. — ცოტა გავისეირნებ. სასტუმროში ჯდომას მირჩევნია. — კარგი, ოღონდ ტელეფონი ჩართული გქონდეს. — ვიცი, ნოდარ. პატარა ბავშვი აღარ ვარ. ნოდარმა გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა. სალომე ქუჩას გაუყვა. ქალაქის ცენტრში რამდენიმე მაღაზია დაათვალიერა, შემდეგ პატარა კაფეს მიაგნო და ყავის დასალევად შევიდა. ფანჯარასთან დაჯდა, ყავა შეუკვეთა და ტელეფონი აიღო. დედას რამდენიმე ფოტო გაუგზავნა. რამდენიმე წუთში ტელეფონზე ნოდარმა დაურეკა. — სად ხარ? — კაფეში. — მისამართი გამომიგზავნე. შეხვედრა დამიმთავრდა და გამოგივლი. — არ არის საჭირო, ცოტა ხანში თვითონ დავბრუნდები. — სალომე, გამომიგზავნე მისამართი. — კარგი, კარგი. გოგონამ მისამართი გაუგზავნა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. ამ დროს კაფეში რომა და კოტე შემოვიდნენ. ისინი ახლომდებარე ობიექტის მფლობელს შეხვდნენ და საუბრის გაგრძელებას კაფეში აპირებდნენ. რომამ სალომე მაშინვე შენიშნა. — შეხედე, ვინ გვყავს აქ, — გადაულაპარაკა კოტეს. კოტემ იქით გაიხედა. — როგორც ჩანს, დღესაც არ მოგიწევს მისი მონატრება. — კოტე! ორივეს გაეღიმა და სალომეს მაგიდას მიუახლოვდნენ. — შეიძლება? — იკითხა რომამ. სალომემ თავი ასწია. — თქვენ აქაც? — როგორც ხედავთ. — ქუთაისში სხვა კაფეები არ არის? კოტეს სიცილი აუტყდა. რომამ სკამი გამოსწია და დაჯდა. — არის, მაგრამ ამ კაფეს კარგი ყავა აქვს. — გასაგებია. იმედია, ჩემს სიმშვიდეს არ დაარღვევთ. — ვეცდები. კოტე მათ მოპირდაპირედ დაჯდა. — სალომე, როგორ მოგწონთ ქუთაისი? — ჯერ ვერ შევეჩვიე. ბათუმი მირჩევნია. — ეს უკვე ვიცით, — გაეცინა კოტეს. რომა მიმტანს მიუბრუნდა და ყავა შეუკვეთა. — დღეს საკმაოდ კარგად იმუშავეთ. სალომემ წარბი ასწია. — ეს კომპლიმენტია? — როგორც გნებავთ, ისე მიიღეთ. — მაშინ მივიღებ. კოტემ ორივეს გადახედა და გაეღიმა. — თქვენ ორს ერთად მუშაობა ნამდვილად საინტერესო უნდა გქონდეთ. — ძალიან საინტერესოა, — ჩაილაპარაკა სალომემ. რომამ ჩაიცინა. — ქალბატონ სალომეს, როგორც ჩანს, ჩემთან თანამშრომლობა განსაკუთრებით სიამოვნებს. — ამას თქვენ ამბობთ. — მე მხოლოდ ვვარაუდობ. — მაშინ არასწორი ვარაუდები გაქვთ. კოტეს სიცილი ვეღარ შეიკავა. ამ დროს რომას ტელეფონმა დარეკა. მან ზარს უპასუხა და რამდენიმე წუთით საუბარი დაიწყო. სალომე ყავას სვამდა, როდესაც მიმტანმა შემთხვევით მაგიდასთან ახლოს მდგომი ჭიქა გადაადგილებისას გადმოაგდო. ჭიქა იატაკზე დაეცა და ხმაურით გატყდა. გოგონა შეხტა. — უკაცრავად, ქალბატონო, — შეშფოთებით მიმართა მიმტანმა. — არაფერია, არაუშავს. სალომე წამოდგა, რათა ნამსხვრევებს გასცლოდა, თუმცა ერთ-ერთმა ბასრმა ნატეხმა თითი გაუსერა. — აუ! რომამ მაშინვე შეწყვიტა საუბარი და მისკენ გაიხედა. — რა მოხდა? — არაფერი, უბრალოდ ხელი გამეჭრა. რომა წამოდგა. — მაჩვენეთ. — არაფერია, მართლა. — სალომე, მაჩვენეთ ხელი. გოგონამ გაკვირვებით შეხედა, თუმცა ხელი გაუწოდა. თითზე სისხლის პატარა წვეთი გამოჩნდა. რომამ მიმტანს სთხოვა, პირველადი დახმარების ყუთი მოეტანა. — ასეთი პატარა ჭრილობის გამო მთელი ამბავი არ არის საჭირო, — ჩაილაპარაკა სალომემ. — პატარა ჭრილობაც უნდა დამუშავდეს. კოტე ჩუმად აკვირდებოდა მათ. რომამ ხელსახოცი აიღო და სალომეს თითზე ფრთხილად მიადო. — ცოტა ხანს ასე გააჩერეთ. გოგონამ მის სახეს შეხედა. რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ, ახლა კი რომა სრულიად სხვანაირი ჩანდა. — მადლობა, — ჩუმად თქვა მან. — არაფრის. პირველადი დახმარების ყუთიც მოიტანეს. რომამ ჭრილობა დაუმუშავა და პლასტირი დააკრა. — ახლა უკეთესია. — ჰო, მადლობა. რომამ თვალებში შეხედა. — ფრთხილად იყავით. ყოველთვის ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშ არ არის. სალომეს გაეღიმა. — ამას თქვენ მეუბნებით? — დიახ. რატომ, არ მეთანხმებით? — ჯერ ვფიქრობ. რომას გაეცინა. --- საღამოს სალომე სასტუმროში დაბრუნდა. ნოდარი უკვე ნომერში იყო და ლეპტოპთან მუშაობდა. — სად იყავი ამდენ ხანს? — ჰკითხა დას. — კაფეში. — მარტო? სალომემ ჩანთა დადო. — თავიდან კი. ნოდარმა ეჭვით შეხედა. — მერე? — მერე შენი საყვარელი პარტნიორი გამოჩნდა. ნოდარს გაეცინა. — რომა? — ჰო. — რა მოხდა? — არაფერი. უბრალოდ ყავას სვამდნენ კოტესთან ერთად. — და შენ? — მეც ყავას ვსვამდი. — სალომე, ხომ იცი, რომ კითხვას არ გისვამ მხოლოდ ყავაზე. გოგონამ სიცილით ბალიში ესროლა. — ნოდარ, თავი დამანებე! — კარგი, კარგი. ისე, დღეს რომას დავურეკე. შენზე კარგი რამ მითხრა. სალომე მაშინვე შემობრუნდა. — ჩემზე? — ჰო. თქვა, რომ ყურადღებიანი ხარ და ფინანსურ საკითხებს კარგად ამჩნევ. გოგონას სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოესახა, თუმცა მაშინვე დამალა. — ალბათ სხვა გზა არ ჰქონდა. — რატომ? — იმიტომ, რომ ჩემი შენიშვნები სწორი იყო. ნოდარს გაეცინა. — აი, ეს უკვე მომწონს. იქნებ ბოლოს და ბოლოს საქმეც მოგეწონოს. — საქმესთან პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ შენი მეგობარი ცოტა აუტანელია. — ჯერ მეგობარი არ არის, მაგრამ შეიძლება გახდეს. --- კორინთელების სახლში რომა მისაღებში შევიდა. ლევანი სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. — როგორ ჩაიარა დღემ? — ჰკითხა მამამ. — ნორმალურად. ნოდარი საქმიანი ბიჭია. ვფიქრობ, თანამშრომლობა გამოგვივა. — სალომე? რომამ მამას შეხედა. — რა სალომე? ლევანს გაეღიმა. — მაინტერესებს, როგორია. კახას ქალიშვილია და თან პროექტშიც მონაწილეობს. — საკმაოდ დაკვირვებული გოგონაა. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა აღმოაჩინა ფინანსურ დოკუმენტებში. — ესე იგი, მხოლოდ კახას ქალიშვილი არ ყოფილა. რომას გაეღიმა. — არა, მამა. აშკარად თავისი აზრი აქვს. — კარგია. მთავარია, ერთმანეთის პატივისცემა ისწავლოთ. — პრობლემა არ არის. ლევანმა შვილს შეხედა, მაგრამ მეტი არაფერი უკითხავს. რომა სამზარეულოში შევიდა, წყალი დაისახა, თუმცა გონებაში ისევ კაფეში მომხდარი ამბავი გაახსენდა. სალომეს გაკვირვებული სახე, როდესაც ჭრილობა დაუმუშავა, და მისი მოულოდნელი, თბილი მადლობა. თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ გაახსენდა ეს ყველაფერი. მხოლოდ ის იცოდა, რომ სალომე ბერიძე უკვე აღარ იყო მისთვის უბრალოდ კახა ბერიძის ქალიშვილი და საქმიანი პარტნიორის ოჯახის წევრი. მასში რაღაც საინტერესო აღმოაჩინა. #შენამდე_მოსასვლელი_გზა 🩵 #თავი_მეოთხე დილა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო. სალომე სასტუმროს ნომერში უკვე მზად იყო, როდესაც ნოდარმა ოთახის კარზე დააკაკუნა. — მზად ხარ? — კი, ახლავე გამოვალ. რამდენიმე წამში გოგონა ჩანთით ხელში გამოჩნდა. — დღესაც მთელი დღე კომპანიაში უნდა გავატაროთ? — ჰკითხა მან ძმას. — როგორც ჩანს, ასეა. თუმცა არ იდარდო, შენ რომას ჩაგაბარებ და მე კოტესთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას. სალომემ თვალები აატრიალა. — ძალიან სასაცილოა, ნოდარ. — მე კი მართლა ვფიქრობ, რომ კარგად გაუგებთ ერთმანეთს. — ჯერ მანქანაში ჩავჯდეთ, სანამ რამეს გეტყოდი და სამსახურში მარტო წასვლა მოგიწევს. ნოდარს გაეცინა. რომა მაგიდასთან იჯდა და რამდენიმე დოკუმენტს ათვალიერებდა. — დილა მშვიდობისა, — მიესალმა გოგონა. — დილა მშვიდობისა. დღეს დროულად მოსულხართ. — იმედია, ესეც არ გახდება ჩემი შეფასების ნაწილი. რომას გაეღიმა. — ჯერ არ გადამიწყვეტია. — მაშინ გირჩევთ, დროულად გადაწყვიტოთ. — ყავა გნებავთ? სალომემ მოულოდნელად შეხედა. — თქვენ მეკითხებით? — არა, მდივანს ველაპარაკები, მაგრამ აქ მხოლოდ თქვენ ხართ. გოგონას გაეცინა. — შავი ყავა, უშაქროდ. რომამ ტელეფონი აიღო და მდივანს ყავა შეუკვეთა. — როგორც ჩანს, უკვე ვიცით, რა მოგწონთ. — მხოლოდ ყავაზე? — ჯერჯერობით. სალომემ პასუხის ნაცვლად გაიღიმა და მის მოპირდაპირედ დაჯდა. დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. მათ პროექტის ფინანსური დოკუმენტები უნდა შეემოწმებინათ, რამდენიმე ხელშეკრულება შეეთანხმებინათ და სამშენებლო სამუშაოების გრაფიკიც განეხილათ. რომა ყველაფერს დეტალურად უხსნიდა სალომეს, გოგონაც ყურადღებით უსმენდა და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა. თავდაპირველად მათი საუბარი მხოლოდ საქმეს ეხებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მცირე ხუმრობებიც გაჩნდა. — რომა, აქ ისევ იგივე შეცდომაა. — შეუძლებელია. — გნებავთ, თავად გაჩვენოთ? რომამ ლეპტოპი მისკენ შეატრიალა. სალომე მის გვერდით მივიდა და ეკრანზე კონკრეტულ ციფრზე მიუთითა. — აი, აქ. რომამ რამდენიმე წამი შეისწავლა დოკუმენტი. — მართალი ხართ. — ამას უკვე ხშირად მეუბნებით. — ნუ შეეჩვევით, შეიძლება აღარ განმეორდეს. — არაუშავს, მე მაინც შევამოწმებ. რომას გაეცინა. — ამაში უკვე ეჭვი აღარ მეპარება. --- შუადღისას ნოდარი და კოტე შეხვედრიდან დაბრუნდნენ. — როგორ მიდის საქმეები? — იკითხა ნოდარმა. — კარგად, — უპასუხა რომამ. — შენი და საკმაოდ ყურადღებიანი თანამშრომელია. — ვიცი, — კმაყოფილი სახით თქვა ნოდარმა. სალომემ ძმას გადახედა. — ნოდარ, გთხოვ, ნუ დაიწყებ. კოტეს გაეცინა. — მგონი, სალომეს უკვე ჩვენი კომპანიის ყველაზე მკაცრი შემმოწმებლის სტატუსი აქვს. — და შენ ყველაზე ბევრს ლაპარაკობ, — მიუგო სალომემ. — ესეც მართალია. ოთახში სიცილი გაისმა. ნოდარი და კოტე კვლავ თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ, სალომე კი რომასთან დარჩა. დღის მეორე ნახევარში მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ, შემდეგ კი ფინანსური ანგარიშების საბოლოო ვარიანტზე იმუშავეს. რომა თანდათან ხვდებოდა, რომ სალომეს გვერდით მუშაობა მოსწონდა. გოგონა არც მის თანამდებობას უფრთხოდა და არც ცდილობდა, ყოველთვის დათანხმებოდა. თუ რამე არ მოსწონდა, პირდაპირ ამბობდა. ეს კი რომასთვის უჩვეულოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. საღამოსკენ სალომემ საათს დახედა და დაღლილმა ამოიოხრა. — მგონი, დღეს საკმარისია. რომამ ლეპტოპი დახურა. — დაიღალეთ? — ძალიან. უკვე მგონია, რომ ამ დოკუმენტებს სიზმარშიც ვნახავ. — ესე იგი, მუშაობამ შედეგი გამოიღო. — თქვენთვის შეიძლება, ჩემთვის კი ჯერ კიდევ საეჭვოა. რომას გაეღიმა. ამ დროს კაბინეტში ნოდარი და კოტე შემოვიდნენ. — რას იტყვით, ბიჭებო, დღეს ცოტა დავისვენოთ? — იკითხა კოტემ. — ახლოს ერთი კარგი ადგილია, ლუდი დავლიოთ. — კარგი აზრია, — დაეთანხმა ნოდარი. რომამ სალომეს შეხედა. — თქვენც ხომ წამოხვალთ? — არა, მადლობა. ძალიან დავიღალე და სასტუმროში წავალ. — დარწმუნებული ხართ? — დიახ. თქვენ გაერთეთ. ნოდარმა დას ჩანთა მიაწოდა. — კარგი, მაშინ სასტუმროში რომ მიხვალ, მომწერე. — აუცილებლად. სალომე ყველას დაემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა. რომა რამდენიმე წამით კარს უყურებდა, შემდეგ კი ბიჭებს მიუბრუნდა. — თქვენ წადით, მე სალომეს წავიყვან და შემოგიერთდებით. კოტემ წარბი ასწია. — რა ყურადღებიანი უფროსი გვყავს. — კოტე, ზედმეტი კომენტარების გარეშე. ნოდარს გაეცინა. --- სალომე კომპანიის შენობიდან გამოვიდა და ჩანთაში ტელეფონს ეძებდა, როდესაც უკან რომას ხმა გაიგონა. — სალომე! გოგონა შემობრუნდა. — დიახ? რომა მისკენ წამოვიდა. — სად მიდიხართ? — სასტუმროში. ხომ გითხარით, დავიღალე. — ვიცი. მანქანით წაგიყვანთ. — არ არის საჭირო, ტაქსით წავალ. — სალომე, უკვე გვიანდება. თანაც გზად ვარ. — დარწმუნებული ხართ, რომ არ შეგაწუხებთ? რომას გაეღიმა. — თქვენთან მთელი დღე ვმუშაობ და ახლა მანქანით წაყვანა შემაწუხებს? გოგონას გაეცინა. — კარგი, მაშინ მადლობა. მანქანაში ჩასხდნენ. რომამ ძრავა ჩართო და სასტუმროს მიმართულებით დაიძრა. რამდენიმე წუთი ჩვეულებრივ საუბარში გაატარეს. რომა სამუშაო საკითხებს აღარ ახსენებდა, სალომეც უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს. — დღეს ძალიან დაიღალეთ, — თქვა რომამ. — ჰო, მაგრამ საინტერესო დღე იყო. — ესე იგი, ქუთაისში ყოფნა უკვე აღარ არის ისეთი საშინელი? — ჯერ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. — ვცდილობ, იმედი არ დავკარგო. სალომეს გაეღიმა. ამ დროს რომას ტელეფონმა დარეკა. ეკრანზე რეზოს სახელი გამოჩნდა. — გისმენ, რეზო. ტელეფონის მეორე მხრიდან ისეთი მხიარული ხმა გაისმა, რომ რომას მაშინვე გაეღიმა. — რომა, სად ხარ? — მანქანაში ვარ. რა ხდება? — სასწაული ამბავი მაქვს! — რა ამბავი? — მალე ბიძა გახდები, ძმაო! რომა რამდენიმე წამით გაშეშდა. — რას ამბობ? — რასაც გეუბნები! ბავშვი გვეყოლება! — რეზო... მის ხმაში მოულოდნელი ემოცია იგრძნობოდა. — გილოცავ, ძმაო! — გაისმა ისევ ტელეფონიდან. — მალე ბიძა გახდები! რომას თვალები აუცრემლიანდა. გაეღიმა, მაგრამ ემოციის დამალვა ვეღარ შეძლო. — ღმერთო ჩემო... მართლა? — მართლა, ძმაო! ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. მინდოდა, პირველებს შენთვის მეთქვა. — როგორ გამახარე, ბიჭო... გილოცავ! ორივეს გილოცავთ! რომამ თავისუფალი ხელით თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. — მალე გნახავ. სახლში მოვდივარ. — გელოდებით! საუბარი დასრულდა. სალომე მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა და რომას აკვირდებოდა. ვერ წარმოედგინა, რომ ადამიანი, რომელიც სამსახურში ასეთი მკაცრი, თავდაჯერებული და ზოგჯერ აუტანლად ჯიუტიც კი ჩანდა, ასეთ ემოციას გამოავლენდა. რომას სახეზე ბედნიერება ეწერა. — გილოცავთ, — ჩუმად უთხრა გოგონამ. რომა მისკენ შემობრუნდა. — მადლობა. — როგორც ჩანს, ძალიან გაგახარათ ამ ამბავმა. — წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად. რეზო ჩემი ძმაა. მალე ოჯახში პატარა ადამიანი გვეყოლება. მის ხმაში ისევ იგრძნობოდა სიხარული. სალომეს გაეღიმა. — დარწმუნებული ვარ, კარგი ბიძა იქნებით. რომამ სიცილით გადახედა. — რატომ? — არ ვიცი. უბრალოდ ასე მგონია. რომა რამდენიმე წამით ჩუმად იყო, შემდეგ მოულოდნელად ჰკითხა: — სალომე, დღეს საღამოს ჩემთან წამოხვალთ? გოგონამ გაკვირვებით შეხედა. — თქვენთან? — სახლში. ოჯახს გაგაცნობთ. — რომა, არ ვიცი... არ მინდა, შეგაწუხოთ. — რას ამბობთ? პირიქით, ძალიან გამიხარდება. დღეს ისეთი ამბავი გავიგე, რომ მინდა, ეს სიხარული ახლობელ ადამიანებს გავუზიარო. სალომე ოდნავ დაიბნა. — მაგრამ თქვენი ოჯახი ხომ არ მიცნობს? — გაგაცნობთ. ვეტყვი, რომ ჩემი თანამშრომელი ხართ და პროექტზე ერთად ვმუშაობთ. გოგონა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. — კარგი, თანახმა ვარ. რომას სახე გაუბრწყინდა. — შესანიშნავია! --- კორინთელების სახლის ეზოში მანქანა რომ შევიდა, სალომე ინტერესით ათვალიერებდა გარემოს. სახლი საკმაოდ დიდი და ლამაზი იყო. ეზოში მოვლილი მწვანე გაზონი, ყვავილები და რამდენიმე დეკორატიული ხე ჩანდა. აივანზე თბილი განათება ენთო. რომამ მანქანა გააჩერა. — მობრძანდით. სალომეს გაეცინა. — ძალიან ოფიციალურად ჟღერს. — სახლში უფრო თავისუფლად ვიქცევი, ნუ ღელავთ. მანქანიდან გადმოვიდნენ და სახლისკენ გაემართნენ. კარი ნატალიამ გაუღო. — რომა, მოხვედი? — სიხარულით შეეგება შვილს, შემდეგ კი მის გვერდით მდგომ გოგონას შეხედა. რომამ გაიღიმა. — დედა, გაიცანი, ეს სალომეა. ჩვენი ახალი პარტნიორი და პროექტზე ჩემი თანამშრომელი. — სასიამოვნოა, სალომე, მობრძანდით, შვილო. — ჩემთვისაც სასიამოვნოა, ქალბატონო ნატალია. — უბრალოდ ნატალია დამიძახე. სახლში სტუმარი კი არა, ოჯახის წევრივით უნდა იგრძნო თავი. სალომეს გაეღიმა. რომამ ქურთუკი ჩამოართვა და მისაღებისკენ წაიყვანა. იქ ლევანი, ანა და რევაზი ისხდნენ. დიანა კი სავარძელში მოკალათებულიყო და ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა. — აი, ჩვენი ბიჭიც მოვიდა! — წამოდგა ლევანი. რომამ მამას ხელი ჩამოართვა, შემდეგ დანარჩენებს მიუბრუნდა. — გაიცანით სალომე. ჩემთან ერთად მუშაობს. ანა მაშინვე წამოდგა. — გამარჯობა! მე ანა ვარ. — სალომე, სასიამოვნოა. რევაზიც მიუახლოვდა. — რევაზი. _ გილოცავთ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. _ მადლობა. Რეზომ და Ანამ გოგონას თავი დაუქნია. — დიანა, ეს სალომეა. სალომე, ჩემი და დიანა. — სასიამოვნოა, — გაუღიმა გოგონამ. — ჩემთვისაც. იმედია, ჩემი ძმის ხასიათს უკვე შეეჩვიეთ. — ჯერ ვსწავლობ. ოთახში სიცილი გაისმა. ყველა ძალიან თბილად შეხვდა სალომეს. გოგონას თავიდან მცირედი მორიდება ჰქონდა, მაგრამ ოჯახის წევრების გულწრფელმა დამოკიდებულებამ მალე გაათამამა. სუფრა უკვე გაწყობილი იყო. ნატალიამ სტუმარს ადგილი მიუჩინა, ანა კი მის გვერდით დაჯდა. საუბარი სხვადასხვა თემას შეეხო. რევაზი და ანა ახლახან დაქორწინებულები იყვნენ და ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩეოდნენ. რევაზი ცოლს ყურადღებას არ აკლებდა, ანას კი მისი ყოველი მზრუნველობა ღიმილს ჰგვრიდა. რომა მათ უყურებდა და ბედნიერი იყო. რეზოს სასიხარულო ამბის შემდეგ ეს საღამო მისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდა. — ისე, დიანა, შენ რას აპირებ? — ჰკითხა ლევანმა ქალიშვილს. — მამა, უკვე გითხარი. ავიასალაროს შექმნა მინდა და სერიოზულად ვფიქრობ ამაზე. სალომემ ინტერესით შეხედა. — საკუთარი ავიასალარო? დიანას გაეღიმა. — დიახ. ჯერ ყველაფერი დასაწყისშია, მაგრამ მინდა, ჩემი საქმე მქონდეს. — ძალიან კარგი იდეაა, — უთხრა სალომემ. — მეც ასე ვფიქრობ, — ჩაერთო ლევანი. — უკვე შევარჩიეთ რამდენიმე ფართი. ერთ-ერთის შეძენაში დავეხმარები, დანარჩენი კი დიანამ თავად უნდა მოაგვაროს. — მამა, შენ რომ არ დამეხმარო, ალბათ კიდევ დიდხანს მომიწევდა ძებნა, — გაეცინა დიანას. — დახმარება ერთია, ბიზნესის მართვა კი მეორე. მაგ ნაწილში თავად უნდა იშრომო. — ვიცი. რომამ დას გადახედა. — თუ რამე დაგჭირდება, მეც დაგეხმარები. — ვიცი, ძამიკო. სალომე ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს. მოსწონდა, როგორ უჭერდნენ ოჯახის წევრები ერთმანეთს მხარს. აქ არ იგრძნობოდა მხოლოდ ფული და შეძლებულობა. იგრძნობოდა ერთიანობა, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. — სალომე, თქვენ რას საქმიანობთ? — ჰკითხა ანამ. — ბათუმში ვცხოვრობდი და ძირითადად ოჯახთან ერთად ვიყავი. ახლა ნოდარმა გადაწყვიტა, ამ პროექტში მეც ჩამრთოს. ფინანსური მიმართულება მაინტერესებს. — ძალიან კარგი. რომა ზოგჯერ ზედმეტად მომთხოვნია, მაგრამ ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, — გაუღიმა ანამ. — ანა! — გაიცინა რომამ. — რა იყო, ტყუილს ხომ არ ვამბობ? — როგორც ჩანს, დღეს ყველა ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით. — ჩვენ მხოლოდ სიმართლეს ვამბობთ, — ჩაერთო რევაზი. სალომეს სიცილი აუტყდა. — ნუ ღელავთ, ჯერჯერობით ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. — ჯერჯერობით? — ჩაიცინა რომამ. — ყველაფერი წინ არის. ვახშამი დიდხანს გაგრძელდა. საუბრობდნენ ბიზნესზე, მოგზაურობაზე, დიანას გეგმებზე და ოჯახის მომავალზე. რომა სალომეს ყურადღებას არ აკლებდა. ზოგჯერ სასმელს უსხამდა, ზოგჯერ კი ეკითხებოდა, ხომ არ სჭირდებოდა რამე. სალომე თავს ისე გრძნობდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობებთან იყო. განსაკუთრებით მოეწონა ანა და რევაზი. მათი ურთიერთობა იმდენად თბილი და გულწრფელი იყო, რომ უნებურად გაეღიმებოდა, როცა ერთმანეთს გადახედავდნენ. საღამოს ბოლოს ნატალიამ სტუმარს თბილად გადაეხვია. — კიდევ გვეწვიე, სალომე. ძალიან გაგვიხარდა შენი გაცნობა. — დიდი მადლობა, ქალბატონო ნატალია. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. — იმედია, მალე ისევ გნახავთ, — უთხრა ანამ. — აუცილებლად. რომამ ქურთუკი აიღო. — წამოდი, მიგიყვან. --- მანქანაში ჩასხდნენ. რომამ ძრავა ჩართო და სასტუმროს მიმართულებით დაიძრა. სალომე ფანჯრიდან ქალაქის განათებულ ქუჩებს უყურებდა. — ძალიან კარგი ოჯახი გყავთ, — თქვა ცოტა ხნის შემდეგ. _ აღარ გვინდა თქვენობით Საუბარი. რომამ მისკენ გაიხედა. — ყველანი ისეთი თბილები და უშუალოები არიან. განსაკუთრებით ანა და რევაზი. ძალიან ბედნიერები ჩანან. — ახლახან დაქორწინდნენ. რევაზი ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ ახლა საერთოდ ვეღარ ვცნობ. სულ ანას გარშემო ტრიალებს. სალომეს გაეცინა. — ეტყობა, ძალიან უყვარს. — ნამდვილად. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. — დიანაც ძალიან მომეწონა, — განაგრძო სალომემ. — ახალგაზრდა გოგოა, მაგრამ უკვე საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავს. — ყოველთვის ასეთი იყო. თუ რამეს გადაწყვეტს, ბოლომდე მიჰყვება. — თქვენ ძალიან გიყვართ ერთმანეთი. რომამ ოდნავ გაუღიმა. — ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. სალომემ მისკენ გაიხედა. — დღეს ეს კიდევ ერთხელ დავინახე. რომა ჩუმად დარჩა, შემდეგ კი ჰკითხა: — შენც ძალიან გიყვართ თქვენი ოჯახი? — რა თქმა უნდა. დედა განსაკუთრებით. ნოდარიც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საშინლად მაღიზიანებს. რომას გაეცინა. — ძმები ამისთვის არსებობენ. — ეტყობა. სასტუმროსთან მალე მივიდნენ. რომამ მანქანა გააჩერა. — აი, მოვედით. სალომემ ღვედი შეიხსნა და ჩანთა აიღო. — დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო. — მადლობა შენ რომ წამომყევი, ძალიან გამახარე. სალომემ კარის გაღება დააპირა, მაგრამ რომამ შეაჩერა. — სალომე... გოგონა მისკენ შემობრუნდა. — დიახ? რომა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. შემდეგ ოდნავ მიუახლოვდა და ტუჩებზე აკოცა. სალომე სრულიად მოულოდნელად დაიბნა. წამით თითქოს ვერც გაიაზრა, რა მოხდა, შემდეგ კი სწრაფად მოშორდა. — რომა! თქვენ რას აკეთებთ?! გოგონამ გაბრაზებულმა ხელი მკლავზე დაარტყა. რომა მაშინვე უკან დაიხია. — მაპატიე, სალომე. არ უნდა გამეკეთებინა. — თქვენ საერთოდ რა გგონიათ? მთელი საღამო თქვენს ოჯახთან ვიყავი, იმიტომ რომ მითხარით, თანამშრომლად გაგაცნობო და ახლა... — ვიცი. მართალი ხარ. მაპატიე. რომას სახეზე სინანული დაეტყო. — არ მინდოდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინე. უბრალოდ... ვერ შევიკავე თავი. სალომე გაბრაზებული უყურებდა. — ასეთი რამ მეორედ აღარ გააკეთოთ. — აღარ გავიმეორებ, გპირდები. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო. სალომემ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა და მანქანიდან გადავიდა. რომა საჭესთან იჯდა და ფიქრობდა, რომ ამ საღამოს ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. თუმცა მოულოდნელად კარის დახურვის ნაცვლად სალომე ისევ შემობრუნდა. რომას თვალებში შეხედა .სალომე თავად დაიხარა და ტუჩებზე აკოცა. ეს კოცნა უკვე აღარ იყო მოულოდნელი. რომამ რამდენიმე წამით გაოცებულმა შეხედა, შემდეგ კი გაეღიმა. გოგონა უკან დაიხია. — ღამე მშვიდობისა, რომა. — ღამე მშვიდობისა, სალომე... სალომემ კარი დახურა და სასტუმროს შესასვლელისკენ სწრაფად წავიდა. რომა კი ადგილზე დარჩა. ტუჩებზე ჯერ კიდევ სალომეს კოცნის შეგრძნება ჰქონდა და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. რამდენიმე წამში ტელეფონი აიღო და კოტეს დაურეკა. — გისმენ, რომა. — სად ხართ? — ჯერ კიდევ აქ ვართ. რა ხდება? — არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა. კოტემ სიცილი დაიწყო. — შენს ხმაზე ვატყობ, რაღაც ძალიან კარგი მოხდა. რომას გაეღიმა. — კოტე, ხვალ გნახავ. ზარი გათიშა და კიდევ ერთხელ გახედა სასტუმროს შესასვლელს. იმ საღამოს პირველად იგრძნო, რომ სალომე ბერიძე მისთვის მხოლოდ საინტერესო თანამშრომელი აღარ იყო. ხოლო სალომე, ნომერში ასული, სარკის წინ გაჩერდა. თითებით ტუჩებს შეეხო და საკუთარ თავს გაბრაზებულმა შეხედა. — სალომე შენ რა ჩაიდინე?! მაგრამ რამდენიც არ უნდა ეცადა, ღიმილს მაინც ვერ იშორებდა. მისთვისაც ნათელი გახდა, რომ რომა კორინთელის მიმართ გულგრილი აღარ იყო. #შენამდე_მოსასვლელი_გზა 🩵 #თავი_მეხუთე მეორე დილას სალომე სასტუმროდან ჩვეულებრივზე ცოტა ადრე გამოვიდა. მთელი გზა სამსახურისკენ გუშინდელ საღამოზე ფიქრობდა. რამდენჯერმე გაიხსენა რომას კოცნა, შემდეგ კი საკუთარი საქციელი, როცა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ უკან დაბრუნდა და თავად აკოცა. უნებურად ეღიმებოდა, თუმცა ამავდროულად რაღაც აწუხებდა. აინტერესებდა, როგორ შეხვდებოდა რომა. რამეს ეტყოდა? თუ ისე მოიქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა? კომპანიაში შესვლისთანავე პასუხიც მიიღო. რომა თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა და დოკუმენტებს ათვალიერებდა. — დილა მშვიდობისა, — მიესალმა სალომეს. — დილა მშვიდობისა. — ყავას დალევ? — კი, მადლობა. რომამ მდივანს ყავა შეუკვეთა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა. სალომე რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, შემდეგ კი საკუთარ სამუშაო ადგილს მიუჯდა. ეს არის და ეს? — გაიფიქრა გაღიზიანებულმა. მთელი დილა ერთად მუშაობდნენ. რომა ჩვეულებრივად ესაუბრებოდა, სამუშაო საკითხებს განიხილავდა, ზოგჯერ ხუმრობდა კიდეც, მაგრამ წინა საღამოს მომხდარი ერთხელაც არ უხსენებია. სალომე კი თანდათან უფრო ბრაზდებოდა. — რომა, ეს დოკუმენტი უკვე შევამოწმე, — უთხრა გოგონამ და ფურცლები წინ დაუდო. — კარგია. კიდევ ერთხელ გადაამოწმე, სანამ ხელმოსაწერად გავუშვებთ. — კიდევ ერთხელ? — რამე პრობლემაა? — არა, რა პრობლემაა. რომამ შეხედა. — რაღაც გაწუხებს? — არაფერი. — კარგი. ისევ საქმეს მიუბრუნდა. სალომემ თვალები აატრიალა. არაფერი? მართლა არაფერი? გუშინ კოცნიდა და დღეს საერთოდ არ ახსოვს? რამდენიმე წუთის შემდეგ რომამ თავი ასწია. — სალომე, იმ ანგარიშს გამომიგზავნი? — ახლავე, უფროსო. რომას გაეღიმა. — დღეს რატომღაც განსაკუთრებით ოფიციალური ხარ. — თქვენგან ვსწავლობ. რომას ჩაეცინა, თუმცა პასუხი აღარ გაუცია. დღე ასე გაგრძელდა. სალომე ცდილობდა, ყურადღება საქმეზე გადაეტანა, მაგრამ რომას სიმშვიდე სულ უფრო აღიზიანებდა. შუადღისას ნოდარი და კოტე კაბინეტში შემოვიდნენ. — აბა, როგორ ხართ? — იკითხა ნოდარმა. — შესანიშნავად, — უპასუხა რომამ. სალომემ ძმას გადახედა. — შენ რატომ ხარ ასეთი გახარებული? — იმიტომ, რომ ორი დღით ბათუმში მივდივარ. — რა? — მე და კოტე. რამდენიმე საქმეს უნდა მივხედოთ, მოლაპარაკებები გვაქვს. — და მე? — შენ აქ დარჩები, იმუშავებ და ჩვენს დაბრუნებას დაელოდები. სალომემ უკმაყოფილოდ ამოიოხრა. — ძალიან კარგი. კოტემ გაიცინა. — ნუ ღელავ, სალომე. ორი დღე მალე გავა. — იმედი მაქვს. ნოდარმა რომას გადახედა. — აბა, ძმაო, ჩემს დას მიხედე. ორი დღე მარტო არ დატოვო. რომას გაეღიმა. — ნუ ღელავ, ნოდარ. შენი და საიმედო ხელში იქნება. სალომემ ორივეს გადახედა. — მე აქ ვარ და ყველაფერი მესმის. კაბინეტში სიცილი გაისმა. საღამოს ნოდარი და კოტე უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ. — სალომე, სასტუმროში დაბრუნებისას მომწერე, — უთხრა ნოდარმა. — კარგი. — და არ დაგავიწყდეს, ხვალ დილით რამდენიმე დოკუმენტი უნდა გამომიგზავნო. — ნოდარ, ორი დღით მიდიხარ და მაინც საქმეს მიტოვებ? — აბა, რას ელოდი? ძმამ შუბლზე აკოცა და კოტესთან ერთად გავიდა. კომპანიაში მხოლოდ რომა და სალომე დარჩნენ. გოგონა დოკუმენტებს ალაგებდა, როდესაც რომას ხმა გაიგონა. — სალომე, წავიდეთ? — სად? — სახლში წაგიყვან. — არ მინდა. რომამ გაკვირვებით შეხედა. — რატომ? — იმიტომ, რომ არ მინდა. — რამე გაწყენინე? სალომემ საბუთები მაგიდაზე დადო. — არა, ბატონო რომა. თქვენ ხომ საერთოდ არაფერს მიშავებთ. — სალომე... — კარგი საღამო. გოგონამ ჩანთა აიღო და სამუშაო ოთახიდან სწრაფად გავიდა. რომა რამდენიმე წამით გაოცებული იდგა, შემდეგ კი უკან გაჰყვა. კომპანიაში უკვე აღარავინ იყო. დერეფანში მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა. — სალომე, მოიცადე! გოგონა შეჩერდა, მაგრამ არ შემობრუნებულა. რომა მიუახლოვდა. — რა ხდება? მთელი დღეა ვგრძნობ, რომ გაბრაზებული ხარ. — არაფერია. — ისევ არაფერი? სალომე შემობრუნდა. — რა გინდა, რომ გითხრა? — ის, რაც გაწუხებს. — მართლა გაინტერესებს? — რა თქმა უნდა. გოგონამ რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ კი გულწრფელად უთხრა: — გუშინ საღამოს მაკოცე. მერე მე თვითონაც გაკოცე. დღეს კი ისე იქცევი, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. მეგონა, რაღაცას მაინც მეტყოდი. რომას სახეზე ღიმილი გამოესახა. — ესე იგი, ამის გამო ხარ გაბრაზებული? — სასაცილოა? — არა, უბრალოდ ძალიან გამიხარდა. — რა გაგიხარდა? რომა მასთან ახლოს მივიდა. — ის, რომ თურმე შენც ფიქრობდი გუშინდელ საღამოზე. სალომემ მზერა აარიდა. — საერთოდ არ უნდა მეთქვა. რომას გაეცინა. — შემომხედე. გოგონამ თავი ასწია. — იცი, რატომ არ გითხარი დღეს არაფერი? — არა. — იმიტომ, რომ არ მინდოდა, სამსახურში უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინე. არ მინდოდა, გეფიქრა, რომ გუშინდელი კოცნის შემდეგ ჩემგან რაღაცას ველოდი ან შენგან პასუხს ვითხოვდი. მინდოდა, თავად გადაგეწყვიტა, რას გრძნობდი. სალომე ჩუმად უსმენდა. რომამ ხელი ნაზად შეახო თმაზე და სახიდან ჩამოშლილი კულულები გადაუწია. — მაგრამ ახლა, როცა ვიცი, რომ შენც ფიქრობდი ჩემზე, შემიძლია გითხრა, რომ გუშინდელი საღამოს შემდეგ მთელი დღე ღიმილს ძლივს ვიკავებდი. სალომეს გაეღიმა. — მართლა? — მართლა. რომა ოდნავ დაიხარა და შუბლზე აკოცა. — არ მინდა, ჩემ გამო ოდესმე თავი უხერხულად იგრძნო, სალომე. არც სამსახურში და არც მის გარეთ. გოგონამ ხელები მის მკერდზე მიადო. — ძალიან ჯიუტი ხარ. — ეს უკვე მითხარი. — და ზოგჯერ აუტანელიც. — კიდევ რამე? — კი, მაგრამ ახლა აღარ გეტყვი. რომას გაეცინა და კიდევ ერთხელ მოეფერა თმაზე. — წამოდი, დღეს მე გეპატიჟები. — სად? — ქალაქში გავისეირნოთ. — რომა, არ არის საჭირო... — მინდა, სალომე. ძალიან მინდა. გოგონამ გაუღიმა. — კარგი. რომამ სალომე სასტუმროში მიიყვანა და დაელოდა, სანამ გამოიცვლიდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გოგონა ქვემოთ ჩამოვიდა. ღია ფერის პალტო ეცვა, თმა კი თავისუფლად დაეტოვებინა. რომა მანქანიდან გადმოვიდა და კარი გაუღო. — ძალიან ლამაზი ხარ. სალომემ გაიღიმა. — მადლობა. მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქის ცენტრისკენ დაიძრნენ. ქუთაისის ღამის ქუჩები განათებული იყო. რომამ მანქანა თეთრი ხიდის სიახლოვეს გააჩერა. — აქ ჩამოვიდეთ? — კი. ერთმანეთის გვერდით მიუყვებოდნენ ქუჩას. საუბრობდნენ ყველაფერზე, რაც სამსახურს არ უკავშირდებოდა. რომამ სალომეს ბავშვობაზე ჰკითხა, ბათუმში ცხოვრებაზე, ოჯახზე, საყვარელ ადგილებზე. — ბათუმი ძალიან მიყვარს, — უთხრა სალომემ. — ზღვის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ. _ თუ შენი საყვარელი ქალაქია, ალბათ შენც გექნება ადგილები, რომლებიც მინდა მაჩვენო. — შეიძლება. — შეიძლება კი არა, აუცილებლად. სალომეს გაეცინა. ცოტა ხანს ჩუმად იარეს. რომამ ხელი გაუწოდა. სალომე წამით შეყოყმანდა, შემდეგ კი თავისი ხელი მის ხელში მოაქცია. რომამ თითები მოუჭირა. — ასე უკეთესია, — თქვა ღიმილით. — რას გულისხმობ? — რომ ასე გვერდით მყავხარ. სალომემ არაფერი უპასუხა, თუმცა ხელი აღარ გაუშვია. იმ საღამოს დიდხანს სეირნობდნენ. ბოლოს პატარა კაფეში დასხდნენ, ყავა დალიეს და საუბარი გვიანობამდე გააგრძელეს. რომა ცდილობდა, სალომესთან რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა. სასტუმროსთან მისვლისას მანქანა გააჩერა. — მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, — უთხრა სალომემ. — მე უნდა გითხრა მადლობა. — რისთვის? — რომ მომეცი საშუალება, შენთან ახლოს ვიყო. რომამ გოგონას ხელი აიღო და ხელის გულზე ნაზად აკოცა. სალომეს გაეღიმა. — ღამე მშვიდობისა, რომა. — ღამე მშვიდობისა, ჩემო კარგო. გოგონა მანქანიდან გადავიდა, შესასვლელთან მისულმა კი კიდევ ერთხელ მოიხედა და გაუღიმა. რომა მანამ არ დაძრულა, სანამ სალომე შენობაში არ შევიდა. მომდევნო დღეები მათთვის სრულიად განსხვავებული გახდა. სამსახურში ისევ ისე მუშაობდნენ, როგორც ადრე, თუმცა ახლა მათ შორის რაღაც ახალი არსებობდა. რომა სალომესთან განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა. დილით ყავას უკვეთავდა, ზოგჯერ პატარა შოკოლადს უტოვებდა მაგიდაზე, შესვენების დროს კი ერთად სადილობდნენ. სალომეც აღარ მალავდა, რომ რომას გვერდით ყოფნა სიამოვნებდა. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ხშირად ერთად დადიოდნენ სასეირნოდ. ზოგჯერ კაფეში სხდებოდნენ, ზოგჯერ კი მანქანით ქალაქგარეთ გადიოდნენ. ერთ საღამოს რომამ სალომე მდინარის სანაპიროზე წაიყვანა. მანქანიდან გადმოვიდნენ და წყლის პირას ჩამოსხდნენ. — რაღაც მინდა გკითხო, — დაიწყო რომამ. — გისმენ. — შენთვის რას ნიშნავს ის, რაც ჩვენს შორის ხდება? სალომემ მისკენ გაიხედა. — შენ რას ფიქრობ? — მე უკვე ვიცი, რას ვგრძნობ. უბრალოდ მინდა, შენც მომისმინო. რომა მისკენ შემობრუნდა. — სალომე, შენ ჩემთვის უბრალოდ ლამაზი გოგო ან საინტერესო თანამშრომელი არ ხარ. შენთან ყოფნა მსიამოვნებს. მომწონს შენი ხასიათი, შენი სიჯიუტე, ისიც კი, როგორ მიბრაზდები ხოლმე. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიჩნდება სურვილი, უბრალოდ მოგწერო და გკითხო, როგორ ხარ. სალომე ღიმილით უსმენდა. — მგონი, შემიყვარდი, — განაგრძო რომამ. გოგონას სახეზე ღიმილი გაუკრთა. — მგონი? — კარგი, აღარ ვიტყვი მგონი. შემიყვარდი, სალომე. რომამ მისი ხელი თავისაში მოიქცია. — არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ წარმომიდგენია დღე ისე, რომ შენ არ გნახო. სალომე მისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. — მეც ძალიან მომწონხარ, რომა. — მხოლოდ მოგწონვარ? — ჯერ ნუ იჩქარებ. რომას გაეცინა. — კარგი, დაველოდები. გოგონამ ამჯერად თავად აკოცა ტუჩებზე. რომამ ხელი წელზე მოხვია და ნაზად მიიხუტა. ნოდარი კომპანიაში შუადღისკენ მივიდა. სალომეს გადაეხვია, შემდეგ კი რომას კაბინეტში შევიდა. რამდენიმე წუთი საქმეზე ისაუბრეს. ბოლოს რომა სავარძელში გადაწვა და მეგობარს დააკვირდა. _ ნოდარ რაღაც უნდა გითხრა. — გისმენ. — შენს დას ეხება, რომას გაეღიმა. — რას გულისხმობ? სალომესაც ისეთი სახე აქვს, რომ აშკარად რაღაც ხდება. რომამ თავი ოდნავ დახარა. — ნოდარ, შენთან საუბარი მინდოდა. — გისმენ. — მე და სალომე ერთმანეთს ვხვდებით. ნოდარმა რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ კი გაეღიმა. — მართლა? — დიახ. — და როდიდან? — რამდენიმე დღეა. ნოდარმა თავი გააქნია. — საინტერესოა. მე რომ ბათუმში წავედი, არაფერი მითხრა. — არ მინდოდა, მის ნაცვლად მე მესაუბრა შენთან. ვფიქრობდი, თავად გეტყოდა, როცა მოუნდებოდა. ნოდარი ცოტა ხანს ჩუმად იყო. — რომა, სალომე ჩემი დაა. ერთადერთი და. შენც კარგად იცი, რამდენად ძვირფასია ჩემთვის. — ვიცი. — არ მინდა, ოდესმე მის თვალებში ცრემლი დავინახო. რომა სერიოზულად შეხედა. — ნოდარ, მე შენთან ვმეგობარობ და სალომესთან თამაშს არ ვაპირებ. ძალიან მომწონს, მასთან ყოფნა მინდა და სერიოზულად ვუყურებ ჩვენს ურთიერთობას. ნოდარს გაეღიმა. — იცი, თავიდანვე ვეჭვობდი, რომ ერთმანეთს კარგად გაუგებდით. — ეტყობა, შენ ჩემზე ადრე მიხვდი. — შეიძლება. ნოდარი წამოდგა და რომას მხარზე ხელი დაადო. — მიხარია, ძმაო. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს. — გისმენ. — ჩემი და გააბედნიერე. რომამ ხელი ჩამოართვა. — ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერი იყოს. იმ საღამოს სალომემ ნოდარს ყველაფერი მოუყვა. ძმა ყურადღებით უსმენდა, ბოლოს კი გაეცინა. — ანუ ახლა აღარაა აუტანელი? — ნოდარ! — რა იყო? ცუდია? — შენგან სერიოზულ საუბარს ველოდი. — კარგი, კარგი. მიხარია, სალომე. რომა კარგი ადამიანია და ვიცი, რომ შენს გულს არ გატკენს. სალომემ ძმას თავი მხარზე მიადო. — მეც ასე ვფიქრობ. — ოღონდ ერთი რამ უნდა იცოდე. — რა? — თუ ოდესმე გაწყენინებს, ჯერ მე მითხარი და მერე თავად გავარკვევთ. სალომეს გაეცინა. — შენ და შენი მუქარები! — ეს მუქარა არ არის, გაფრთხილებაა. ორივეს გაეცინა. მათი ურთიერთობა თანდათან უფრო სერიოზული ხდებოდა. რომა სალომეს თითქმის ყოველდღე ხვდებოდა. ხშირად სამსახურის შემდეგ ერთად სადილობდნენ, შაბათ-კვირას კი პატარა მოგზაურობებსაც გეგმავდნენ. ყვავილების გამოგზავნას რომ მოუხშირა, გოგონამ გაუღიმა და ჰკითხა: — რა დააშავე? — რატომ გგონია რომ ყვავილები მხოლოდ დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მოგართვან? — შენგან ასეთ სიურპრიზებს ჯერ არ ვარ მიჩვეული. — შეეჩვევი. სალომემ ყვავილები გულში ჩაიკრა. რომა კი მის ღიმილს უყურებდა და ხვდებოდა, რომ სულ უფრო მეტად უყვარდებოდა. ერთ საღამოს რომამ სალომეს დაურეკა. — დღეს თავისუფალი ხარ? — რატომ მეკითხები? — მინდა, შენ და ნოდარი ჩემთან სახლში მეწვიოთ. — რამე განსაკუთრებული ხდება? — უბრალოდ მინდა, ჩემი ოჯახი შენს ძმას უკეთ გავაცნო. თან დედაჩემსაც გაუხარდება თქვენი ნახვა. — კარგი. ნოდარს ვკითხავ. საღამოს ნოდარი და სალომე კორინთელების სახლს ეწვივნენ. ნატალიამ ორივე დიდი სიხარულით მიიღო. — მობრძანდით, შვილებო! რა კარგია, რომ მოხვედით. ლევანიც მისაღებში ელოდებოდათ. — ნოდარ, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში. — დიდი მადლობა, ბატონო ლევან. რომა კიბიდან ჩამოვიდა და სალომესკენ გაემართა. — მოხვედით? — როგორც ხედავ, — გაეღიმა გოგონას. რომამ ლოყაზე აკოცა. მისაღებში დიანა, ანა და რევაზი ისხდნენ. — სალომე! — წამოდგა ანა და გადაეხვია. — როგორ მიხარია შენი ნახვა! — მეც, ანა. როგორ ხარ? — კარგად, მადლობა. ახლა უკვე უფრო კარგად ვარ. რევაზმა გაიცინა. — ეს იმიტომ, რომ სახლში ყველა მის სურვილებს ვასრულებთ. — რევაზ! — რა იყო, ტყუილს ვამბობ? ყველას გაეცინა. ნოდარი ოჯახის წევრებს სათითაოდ გაეცნო. განსაკუთრებით თბილად მიიღო ლევანმა. მამაკაცებმა მალევე გამონახეს საერთო ენა და საუბარი ბიზნესსა და ქუთაისში მიმდინარე პროექტებზე გადაიტანეს. სუფრასთან ანა ნოდარის გვერდით დაჯდა. — სალომე სულ გვიყვება, როგორი კარგი ძმა ჰყავს. — იმედია, მხოლოდ კარგს, — გაეცინა ნოდარს. — რა თქმა უნდა. რევაზმა ანას წყალი მიაწოდა და მუცელზე ხელი ნაზად დაადო. — აბა, ჩვენი პატარა როგორ არის? ანა გაეღიმა. — კარგად. დღეს ძალიან აქტიურია. — უკვე ხუთი თვის გახდა, — სიამაყით თქვა რევაზმა. ნატალიამ გაიღიმა. — მალე ჩვენი სახლი კიდევ ერთი პატარა ადამიანის სიცილით აივსება. რომა ძმას გახედა. — შენ კი უკვე ისე იქცევი, თითქოს ბავშვი სახლშია. — ჯერ არ მოსულა და უკვე ყველაფერი მისთვის გვაქვს დაგეგმილი, — უპასუხა რევაზმა. — რევაზს ბავშვის ოთახის მოწყობა უნდა, მაგრამ ჯერ ვერ შევაჩერე, — სიცილით თქვა ანამ. — რატომ უნდა შემაჩერო? ჩემი შვილია! სუფრაზე სიცილი გაისმა. სალომე მათ უყურებდა და გულში სითბო ეღვრებოდა. განსაკუთრებით მოსწონდა რევაზისა და ანას ურთიერთობა. მამაკაცი ცოლს თვალს არ აშორებდა, ანა კი მის ყოველ მზრუნველ ჟესტზე იღიმოდა. რომა სალომეს გვერდით იჯდა. დროდადრო მის ხელს ეხებოდა, ჩუმად ეკითხებოდა, ხომ არ სჭირდებოდა რამე. ვახშამი გვიან დასრულდა. ნოდარი და სალომე წასასვლელად მოემზადნენ. ნატალიამ სტუმრებს კიდევ ერთხელ სთხოვა, ხშირად მისულიყვნენ. რომამ გადაწყვიტა, ორივე თავად გაეცილებინა. მანქანაში ნოდარი წინ დაჯდა, სალომე კი უკან. — ძალიან კარგი ოჯახი გყავს, რომა, — თქვა ნოდარმა. — მიხარია, რომ მოგეწონა. — განსაკუთრებით შენი მშობლები. ძალიან თბილი ადამიანები არიან. — ყოველთვის ასე იყვნენ. ოჯახი ჩვენთვის ყველაფერია. ნოდარმა მეგობარს გადახედა. — ეტყობა, სალომესაც ამიტომ უნდა შენ გვერდით ყოფნა. რომას გაეღიმა და სარკეში გოგონას შეხედა. სალომემ მზერა აარიდა, თუმცა ღიმილი ვერ დამალა. სასტუმროსთან მისვლისას ნოდარი მანქანიდან გადმოვიდა. — მალე გამოუშვი! რომა და სალომე რამდენიმე წამით მარტო დარჩნენ. — დღეს ძალიან ლამაზი იყავი, — უთხრა რომამ. — დღეს უკვე მეორედ მეუბნები. — იმიტომ, რომ მეორედ გხედავ დღეს. სალომეს გაეცინა. რომამ მის ხელს აკოცა. — ხვალ გნახავ, ჩემო კარგო. — ხვალამდე. სალომე მანქანიდან გადავიდა და ძმას შეუერთდა. რომა კი იქამდე უყურებდა, სანამ ორივე შენობაში არ შევიდა. რამდენიმე დღის შემდეგ რომამ სალომე საღამოს ქალაქგარეთ წაიყვანა. მთელი გზა ჩვეულებრივ თემებზე საუბრობდნენ. ბოლოს მანქანა მშვიდ ადგილას გააჩერა და სალომესკენ შემობრუნდა. — რაღაც მინდა გითხრა. — გისმენ. რომამ მისი ხელი აიღო. — სალომე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი. თავიდან უბრალოდ საინტერესო გოგო მეგონე, შემდეგ კი მივხვდი, რომ შენთან ყოფნა ჩემთვის აუცილებელი გახდა. სალომე ჩუმად უსმენდა. — მინდა, ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზული გახდეს. არ მინდა, უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებოდეთ და ხვალინდელ დღეზე არ ვფიქრობდეთ. შენთან მომავალი მინდა. გოგონას თვალები აუწყლიანდა. — რომა... — ვიცი, შეიძლება ყველაფერი სწრაფად გეჩვენებოდეს, მაგრამ ჩემი გრძნობები ნამდვილად ვიცი. სალომემ ხელი მოუჭირა. — მეც შენთან მინდა ყოფნა. რომამ გაიღიმა და შუბლზე აკოცა. — მაშინ ერთი რამ კიდევ უნდა გკითხო. — რა? — ბათუმში წამომყვები? სალომე გაკვირვებული მიაჩერდა. — ბათუმში? — დიახ. შენს მშობლებს მინდა შევხვდე. გოგონას ღიმილი სახეზე შეეყინა. — მამას? — ორივეს. მინდა, შენს ოჯახს გავეცნო და მამაშენს პირადად დაველაპარაკო. — რაზე? რომამ რამდენიმე წამით შეხედა, შემდეგ კი მშვიდად უთხრა: — იმაზე, რომ მისი ქალიშვილი ძალიან მიყვარს და მინდა, ჩვენი ურთიერთობა სერიოზულად გავაგრძელოთ. სალომემ თვალები დახარა. სახეზე სიხარულისა და მღელვარების ნაზავი აღბეჭდვოდა. — ცოტა არ იყოს, მაშინებ. რომას გაეცინა. — რატომ? — მამაჩემი ძალიან მკაცრია. — არაუშავს. მეც საკმაოდ ჯიუტი ვარ. სალომეს სიცილი აუტყდა. რომამ მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა. — ნუ ღელავ. არ მივდივარ მის დასარწმუნებლად, რომ კარგი ადამიანი ვარ. მინდა, იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. სალომემ თავი მის მკერდზე მიადო. — კარგი, წავიდეთ. რომამ ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა. იმ საღამოს ორივე მიხვდა, რომ მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადიოდა. რომას უკვე აღარ უნდოდა, სალომე მხოლოდ თავის შეყვარებულად გაეცნო სამყაროსთვის. მას სურდა, მისი ოჯახის ნაწილი გამხდარიყო. #შენამდე_მოსასვლელი_გზა 🩵 #საფინალო_მეექვსე__თავი ბათუმში გამგზავრების დღეს სალომე ჩვეულებრივზე ადრე ადგა. მთელი ღამე თითქმის არ ეძინა. ერთი მხრივ, უხაროდა, რომ რომა მის მშობლებს უნდა შეხვედროდა, მეორე მხრივ კი მამის რეაქცია აფიქრებდა. კახას კარგად იცნობდა. იცოდა, რომ ქალიშვილის მიმართ განსაკუთრებულად მზრუნველი იყო და მის ცხოვრებაში გამოჩენილ ყველა მამაკაცს თავიდან გარკვეული უნდობლობით უყურებდა. რომა კი მშვიდად იყო. სალომეს რამდენჯერმე უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ. ბათუმში ჩასვლის შემდეგ პირდაპირ სალომეს მშობლების სახლში წავიდნენ. კახა და მარინა სტუმრებს კართან დახვდნენ. — მამა, დედა! სალომე ორივეს გადაეხვია. კახამ ქალიშვილს შუბლზე აკოცა, შემდეგ კი რომას მიუბრუნდა. — კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში. — მობრძანდით, შვილებო. პირველი წუთები ცოტა დაძაბული აღმოჩნდა. მარინა ცდილობდა, სტუმრებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ, კახა კი ძირითადად რომას აკვირდებოდა. სუფრასთან საუბარი ნელ-ნელა გაცოცხლდა. რომა საკუთარ თავზე, ოჯახზე, ბიზნესსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. კახა ყურადღებით უსმენდა. საღამოს ბოლოს კახამ რომას ცალკე საუბარი სთხოვა. — ცოტა ხნით გავისეირნოთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ. — რა თქმა უნდა. სალომეს ეჭვით გადახედა. — სად მიდიხართ? — კაცები ცოტა ხნით ვისაუბრებთ, — გაეღიმა კახას. რომამ სალომეს ხელი მოუჭირა და მამამისს გაჰყვა. ეზოში რამდენიმე წუთი ჩუმად იარეს. — რომა, პირდაპირ გკითხავ. ჩემი ქალიშვილის მიმართ რას აპირებ? — სალომე მიყვარს. მასთან ოჯახის შექმნა მინდა. კახამ ნაბიჯი შეანელა. — იცი, მშობლისთვის რთულია, როცა ხედავს, რომ მისი შვილი ვიღაცას ენდობა. მინდა ვიცოდე, რამდენად სერიოზულად უყურებ ამ ურთიერთობას. — ძალიან სერიოზულად. სალომესთან თამაში არ მინდა. მინდა, ჩემი ცოლი გახდეს და მთელი ცხოვრება მის გვერდით ვიყო. კახამ რამდენიმე წამით უყურა. — ვიცი, რომ წარსულში რთული პერიოდი გვქონდა. რომა დადუმდა. — უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრა: სალომე ამ ყველაფრისგან შორს უნდა დარჩეს. არ მინდა, ჩვენი ძველი პრობლემების გამო ოდესმე იტანჯოს. — მესმის. კახამ ამოიოხრა. — და კიდევ... მინდა, ბოდიში მოგიხადო. რომამ გაკვირვებით შეხედა. — იმისთვის რომ შემეშალა. შეიძლება, ზოგჯერ ადამიანებს ძალიან მალე ვასამართლებთ. დღეს კი ვხედავ, რომ ჩემი ქალიშვილის გვერდით დგას მამაკაცი, რომელმაც იცის, რა უნდა. რომამ თავი დაუქნია. — ერთი პირობა მაქვს. სალომეს არაფერს ვეტყვით იმაზე, რაც ადრე მოხდა. ეს ჩვენი წარსულია და წარსულში დარჩეს. კახამ ხელი გაუწოდა. — მაშინ კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში. რომამ ხელი ჩამოართვა. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, სალომე მისკენ მაშინვე გაემართა. — აბა, რა გადაწყვიტეთ? კახას გაეცინა. — არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ შენი შეყვარებული გავიცანი. — მამა! — კარგი, კარგი. მომწონს შენი არჩევანი, შვილო. სალომეს სახე გაუნათდა. რომას მიუბრუნდა და ჩაეხუტა. იმ საღამოს ორივემ იგრძნო, რომ მათ წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ახლა კი მათი ქორწილისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ რომასა და სალომეს ცხოვრებაში სასიამოვნო სამზადისი დაიწყო. ქორწილის თარიღი ერთი თვის შემდეგ დანიშნეს. ორივეს სურდა, ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო. სალომე საქორწილო კაბის შერჩევით იყო დაკავებული, რომა კი ცდილობდა, ყველა დეტალი მოეგვარებინა. ნოდარი მეგობარს ყველაფერში ეხმარებოდა. — ერთი რამ მაინტერესებს, — უთხრა ერთხელ რომას. — მართლა გადაწყვიტე, რომ ჩემი და ცოლად მოიყვანო? — ახლა გაგახსენდა ამის კითხვა? რომას გაეცინა. — ისე, შენც უნდა იფიქრო საკუთარ ცხოვრებაზე. — ჯერ შენს ქორწილს გადავიტან და მერე ვნახოთ. რომას გაეცინა. ქორწილის დღე სწრაფად მოახლოვდა. საზეიმო ღონისძიება ქუთაისში, ლამაზ რესტორანში გაიმართა. ოჯახები, მეგობრები და ახლობლები ერთად შეიკრიბნენ. სალომე თეთრ საქორწილო კაბაში ულამაზესი იყო. რომა კი მის დანახვაზე თვალს ვერ აშორებდა. როდესაც ჯვრისწერის შემდეგ ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ, რომამ ჩუმად უთხრა: — დღეიდან ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ. სალომეს თვალები აუწყლიანდა. — მეც მიყვარხარ. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. Ქორწილში Დიანას და რომას ბევრი მეგობარი იყო, მათ შორის თამთაც. ნოდარმა თამთა მაშინ გაიცნო, როდესაც დიანა სტუმრებს აცნობდა. — ეს ჩემი ძმის ცოლის ძმაა ნოდარი, — წარუდგინა დიანამ. — სასიამოვნოა, — გაუღიმა თამთამ. — ჩემთვისაც. ნოდარმა გოგონას ხელი ჩამოართვა, თუმცა საუბარი ამით არ დასრულებულა. საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, იცეკვეს კიდეც და საკმაოდ ბევრი Ისაუბრეს. რომა და სალომე კი იმ საღამოს მხოლოდ ერთმანეთით იყვნენ დაკავებული. როდესაც სტუმრები დაიშალნენ, რომამ ცოლი გულში ჩაიკრა. — ახლა უკვე ოფიციალურად ჩემი ხარ. — აქამდე ვინ ვიყავი? — აქამდე ჩემი შეყვარებული იყავი, ახლა კი ჩემი მეუღლე ხარ. სალომემ გაიცინა და აკოცა. მათი საერთო ცხოვრება დაიწყო. დრო სწრაფად გადიოდა. ანა და რევაზი უკვე დიდი მოლოდინით ელოდნენ პატარას. რევაზი თითქმის ყოველდღე რაღაც ახალს ყიდულობდა ბავშვისთვის. ოთახიც წინასწარ მოამზადა და ყველა დეტალზე თავად ზრუნავდა. დაჩის დაბადება ოჯახისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. როდესაც რევაზმა პირველად აიყვანა შვილი ხელში, თვალები აუწყლიანდა. — გამარჯობა, ჩემო ბიჭო, — ჩასჩურჩულა. — მამა აქ არის. ანა საწოლში იწვა და ბედნიერი უყურებდა. — ძალიან ჰგავს შენს ძმას, — უთხრა რევაზმა რომას, რომელიც მათ სანახავად მივიდა. რომამ ჩვილი ხელში ფრთხილად აიყვანა. — ესე იგი, კიდევ ერთი კორინთელი გვყავს ოჯახში. — და ყველაზე პატარა უფროსი, — გაიცინა რევაზმა. სახლში დაჩის დაბადებამ განსაკუთრებული სიხარული მოიტანა. ლევანი და ნატალია ბებია-ბაბუის ამპლუას მთელი გულით მოერგნენ, დიანა კი ძმისშვილს წუთითაც არ შორდებოდა. სალომე ხშირად მიდიოდა ანასთან დასახმარებლად. დაჩის ხელში აყვანისას ზოგჯერ რომას გადახედავდა და იღიმოდა. — რა იყო? — ეკითხებოდა მამაკაცი. — არაფერი. უბრალოდ ვფიქრობდი, როგორი იქნება ჩვენი შვილი. რომა უახლოვდებოდა და შუბლზე კოცნიდა. — როგორი და, შენნაირი ლამაზი. — და შენნაირი ჯიუტი? — ეგ აუცილებელია. ორივეს ეცინებოდა. მალე სალომემაც სასიხარულო ამბავი შეიტყო. რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა. თავდაპირველად ამას გადაღლას აბრალებდა, თუმცა ერთ დილას ეჭვი გაუჩნდა და ტესტის გაკეთება გადაწყვიტა. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა და შედეგს უყურებდა. შემდეგ ტესტი ხელში აიღო და რომას დაურეკა. — რომა, სახლში ხარ? — ჯერ არა. რა მოხდა? — შეგიძლია მოხვიდე? — სალომე, კარგად ხარ? — კი, უბრალოდ მინდა, რაღაც გაჩვენო. რომა მალევე მივიდა. სალომე მისაღებში ელოდებოდა. როდესაც მამაკაცი შევიდა, გოგონამ გაუღიმა და ტესტი გაუწოდა. რომა რამდენიმე წამი უყურებდა, თითქოს ვერ იჯერებდა. — სალომე... — მამა გახდები. რომამ ტესტი მაგიდაზე დადო, ცოლს მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა. — მართლა? — მართლა. მამაკაცმა რამდენჯერმე აკოცა. — ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! იმ დღიდან მათი ცხოვრება კიდევ უფრო შეიცვალა. რომა სალომეს ზედმეტად უფრთხილდებოდა. ყველაფერს უკონტროლებდა, ექიმთან თავად დაჰყავდა და ხშირად ახსენებდა, რომ დაესვენა. — რომა, ორსულად ვარ და არა ავადმყოფი, — ეცინებოდა სალომეს. — ჩემთვის მაინც ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ. როდესაც ნიტა დაიბადა, კორინთელების ოჯახმა კიდევ ერთი დიდი სიხარული იზეიმა. რომა სამშობიაროს დერეფანში ნერვიულად დადიოდა. ნოდარი გვერდით ედგა და ამშვიდებდა. — დაწყნარდი, ბიჭო ყველაფერი კარგად იქნება. Ამხნევებდა რეზო. — როგორ დავწყნარდე? ცოტა ხანში ექიმი გამოვიდა და მიულოცა. — გილოცავთ, გოგონა შეგეძინათ. დედაც და შვილიც კარგად არიან. რომას სახე გაუბრწყინდა. როდესაც ნიტა პირველად აიყვანა ხელში, დიდხანს უყურებდა. — გამარჯობა, ჩემო პატარა პრინცესა. შემდეგ სალომეს მიუბრუნდა და აკოცა. — მადლობა ამ ბედნიერებისთვის. სალომემ გაუღიმა. ნიტას დაბადების შემდეგ კორინთელების სახლი კიდევ უფრო ხმაურიანი და მხიარული გახდა. ანა და სალომე ერთმანეთს ხშირად ეხმარებოდნენ. ნატალია კი ბედნიერი იყო, რომ შვილიშვილებით სავსე სახლი ჰქონდა. ლევანი ხშირად ამბობდა, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ ეს იყო — ოჯახი, რომელიც მის გარშემო ცხოვრობდა. რომა ისევ ისეთი მზრუნველი მეუღლე იყო, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში. სალომე კი მისთვის არა მხოლოდ საყვარელი ქალი, არამედ საუკეთესო მეგობარიც გახდა. ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებდათ. საერთო სადილები, დაბადების დღეები, დღესასწაულები, ბავშვების სიცილი და ყოველდღიური წვრილმანები მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ნოდარის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ქორწილში გაცნობილი თამთა მისთვის თანდათან განსაკუთრებული ადამიანი გახდა. თავდაპირველი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა, შემდეგ კი მათ შორის სიყვარულიც გაჩნდა. --- იმ დილას ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. რევაზი სამსახურში წავიდა. ანას დაემშვიდობა და დაჩის აკოცა ანა კართან იდგა და ქმარს უყურებდა. — საღამოს დროზე დაბრუნდი. — აუცილებლად. რევაზი გავიდა. ეს მათი ბოლო ჩვეულებრივი დამშვიდობება აღმოჩნდა. შუადღისას ანას ტელეფონმა დარეკა. უცნობი ნომერი იყო. თავდაპირველად ჩვეულებრივად უპასუხა, თუმცა რამდენიმე წამში სახე შეეცვალა. მისთვის უთხრეს, რომ რევაზი შეუძლოდ გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანა შეშინებული წამოდგა. — რა დაემართა? სად არის ახლა? პასუხის მოსმენის შემდეგ ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. რევაზს სამსახურში მოულოდნელი გულის შეტევა დაემართა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რევაზი გარდაიცვალა. ახალი ამბავი პირველად რომამ შეიტყო. როდესაც საავადმყოფოში მივიდა და ექიმისგან სიმართლე გაიგო, რამდენიმე წამით თითქოს ყველაფერი გაჩერდა. — არა... — მხოლოდ ამის თქმა შეძლო. ექიმმა თავი დახარა. რომა კედელს მიეყრდნო. ვერ იჯერებდა, რომ მისი ძმა, ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა, აღარ იყო. ცოტა ხანში დიანაც მოვიდა. როგორც კი ძმის გარდაცვალების ამბავი გაიგო, ხმამაღლა ატირდა. — არა, ჩემი რეზო არა... ლევანი და ნატალია მოგვიანებით მოიყვანეს. ნატალია საავადმყოფოს დერეფანში ჩაიკეცა. დედისთვის შვილის დაკარგვა ყველაზე მძიმე ტკივილი აღმოჩნდა. ლევანი კი გაშეშებული იდგა. სიტყვებს ვერ პოულობდა. მის თვალწინ მთელი ცხოვრება გაიარა — რევაზის ბავშვობა, პირველი ნაბიჯები, სკოლის წლები, მისი ქორწილი, დაჩის დაბადება... ახლა კი შვილი აღარ ჰყავდა. რომა მამის გვერდით მივიდა და მხარზე ხელი მოხვია. — მამა... ლევანმა შვილი გულში ჩაიკრა და პირველად ატირდა მის წინ. ეს იყო მამა, რომელმაც საკუთარი შვილი დაკარგა. დიანა კი ვერაფრით მშვიდდებოდა. ძმის გარდაცვალება მისთვის აუტანელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღე თითქმის არავის ელაპარაკებოდა, ხშირად ტიროდა და მუდმივად რევაზის ფოტოებს უყურებდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ანა იყო. ის მხოლოდ ოცდაორი წლის იყო. ქმარი, რომელსაც მთელი ცხოვრება დაუკავშირა, მოულოდნელად დაკარგა. მის გვერდით პატარა 1 წლის დაჩი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ არ ესმოდა, რატომ აღარ დაბრუნდებოდა მამა სახლში. ბავშვს გულში იკრავდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა. დაკრძალვის დღეს კორინთელების ეზო ხალხით გაივსო. რევაზს ემშვიდობებოდნენ ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები და ყველა, ვისაც ის უყვარდა. რომა ძმის კუბოსთან იდგა. მის სახეზე ისეთი ტკივილი ეწერა, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელი იყო. რევაზი მისთვის მხოლოდ ძმა არ ყოფილა. ის იყო მეგობარი, თანამოაზრე და ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო დაყრდნობოდა. სალომე ქმრის გვერდით იდგა და ხელს არ უშვებდა. იცოდა, რომ რომასთვის ეს დანაკარგი აუტანელი იყო. ცდილობდა, მის გვერდით ყოფილიყო, თუმცა თავადაც ტიროდა. დიანა დედას ეხვეოდა. ნატალია კი შვილის ფოტოს თვალს არ აშორებდა. იმ დღეს კორინთელების ოჯახმა დაკარგა ადამიანი, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებული იყო. რევაზის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს თითქოს ფერი დაეკარგა. სახლი, რომელიც ყოველთვის ბავშვების სიცილითა და ოჯახის წევრების საუბრით იყო სავსე, დადუმდა. ლევანი დიდხანს ვერ უბრუნდებოდა ჩვეულ ცხოვრებას. სამსახურში წასვლის სურვილიც დაკარგა. ხშირად იჯდა კაბინეტში და გარდაცვლილი შვილის ფოტოებს უყურებდა. ნატალიასთვის კი ყოველი დილა მძიმე იყო. რამდენჯერაც სამზარეულოში შევიდოდა, უნებურად რევაზის საყვარელ ჭიქას დახედავდა. დიანა ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა, მაგრამ ძმის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირდა. რომა ყველაზე მეტად შეიცვალა. ძმის დაკარგვამ მასზე უმძიმესი გავლენა მოახდინა. ხშირად იკეტებოდა საკუთარ თავში, აღარ ხუმრობდა ისე, როგორც ადრე და ზოგჯერ სამსახურშიც კი ვერ ახერხებდა ყურადღების მოკრებას. სალომე მის გვერდით იყო. ერთ საღამოს რომა მისაღებში იჯდა და რევაზის ფოტოს უყურებდა. სალომე მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა. — რომა... მამაკაცმა არაფერი უპასუხა. — ვიცი, რომ ძალიან გტკივა. მეც მტკივა. ყველას გვტკივა. მაგრამ შენ მარტო არ ხარ. რომამ თავი ხელებში ჩარგო. — ჩემი ძმა აღარ არის, სალომე. ხვდები? აღარ არის... სალომემ გულში ჩაიკრა. — ვიცი, ჩემო კარგო. — რამდენი რამ გვქონდა კიდევ ერთად გასაკეთებელი... სალომეს თვალები აუწყლიანდა. — ვიცი. — რატომ უნდა მომხდარიყო ასე? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა. სალომე მხოლოდ უფრო ძლიერად ჩაეხუტა. რომა ცდილობდა ანასთვის ძმის ნაცვლადაც ცდილობდა, ყოფილიყო საყრდენი. ხშირად აკითხავდა, დაჩის ეთამაშებოდა, საჭირო საქმეებში ეხმარებოდა. Ანა მათთან ერთი წელი ცხოვრობდა, შემდეგ თბილისში წავიდა დედასთან, 1 წლის შემდეგ ანას დედა ამერიკაში წავიდა ანას ძმასთან, ანამ თბილისში მარტო დარჩენა არ მოინდომა და ქუთაისში დაბრუნდა, რომამ და ლევანმა მას ბინა აჩუქეს და ისინიც აქ დასახლდნენ. — შენ ამ ოჯახის წევრი ხარ. დაჩი ჩემი ძმისშვილია. შენც ჩემი და ხარ. არასოდეს იფიქრო, რომ მარტო ხარ. ანა ცრემლებს ვერ იკავებდა. სალომე და რომა დაჩის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ნიტაც ხშირად მიდიოდა ბიძაშვილთან სათამაშოდ. ბავშვები ერთად იზრდებოდნენ და ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებად იქცეოდნენ. დროთა განმავლობაში ოჯახმა ნელ-ნელა დაიწყო ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაბრუნება. ეს არ ნიშნავდა, რომ რევაზი დაავიწყდათ. პირიქით, ყოველი მნიშვნელოვანი დღე მის მოგონებას უკავშირდებოდა. მის დაბადების დღეზე ოჯახი ერთად იკრიბებოდა. მისი ფოტო ყოველთვის საპატიო ადგილას იდგა. ანა კი დაჩის მამაზე უყვებოდა, რათა ბიჭს არასოდეს დავიწყებოდა, როგორი ადამიანი იყო მისი მამა. ლევანსაც ნელ-ნელა დაუბრუნდა ცხოვრების სურვილი. შვილიშვილები მისთვის ყველაზე დიდი ნუგეში გახდნენ. ნატალია ხშირად ამბობდა, რომ დაჩისა და ნიტას სიცილი სახლს ისევ სიცოცხლეს უბრუნებდა. --- წლებმა კიდევ ერთხელ გაიარა. ბევრი რამ შეიცვალა. ბავშვები გაიზარდნენ, ოჯახები გაფართოვდა, ზოგმა საკუთარი ბედნიერება იპოვა, ზოგმა კი რთული ცხოვრებისეული გამოცდა გამოიარა. თუმცა კორინთელების ოჯახისთვის ერთი რამ უცვლელი დარჩა — ერთმანეთის სიყვარული და გვერდით დგომა. დღეს ოჯახში განსაკუთრებული საღამო იყო. ლევანისა და ნატალიას სახლში კვლავ დიდი სუფრა იშლებოდა. ოჯახური ვახშამი ჰქონდათ. სახლში დილიდანვე ფუსფუსი იყო. ნატალია სამზარეულოში ტრიალებდა, სალომე კი ანასთან ერთად სუფრის გაწყობაში ეხმარებოდა. მისაღებში რომა და ლევან მელაძე (ანას მეუღლე) საუბრობდნენ. დაჩი და ნიტა კი ეზოში იყვნენ გასულები. ანა უკვე მეორედ ელოდა შვილს. მისი წამოზრდილი მუცელი კარგად ეტყობოდა. — ანა, ჩემო გოგო, ძალიან ნუ გადაიღლები შვილო. — კარგად ვარ. პატარა უკვე მოძრაობს. ცოტა ხანში დიანაც მოვიდა შოთიკოსთან ერთად. ხელში ერთი თვის პატარა ლექსო ასათიანი ეჭირა. — ნახეთ, ვინ მოვიყვანეთ! — სიცილით გამოაცხადა შოთიკომ. ყველა მაშინვე მათ გარშემო შეიკრიბა. ნატალიამ შვილიშვილი ხელში ფრთხილად აიყვანა და აკოცა. — ჩემი პატარა ანგელოზი! დიანა იღიმოდა. დედობა მისთვის სრულიად ახალი და განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა. შემდეგ კოტე და ნინო მოვიდნენ. მათთან ერთად ნოდარიც სალომეს ძმა იყო, რომელიც მეუღლესთან, თამთასთან ერთად ჩამოსულიყო. სახლი თანდათან ხმაურითა და სიცილით აივსო. რომა სტუმრებს ესაუბრებოდა, სალომე კი სუფრასთან ყველას ადგილს უთითებდა. ნიტა და დაჩი უკვე დიდები იყვნენ და ერთმანეთთან საუბარში გართულიყვნენ. პატარა ბავშვი კი ბებიის ხელში მშვიდად იწვა. ვახშამი მხიარულ გარემოში დაიწყო. საუბრობდნენ ბავშვებზე, მომავალ გეგმებზე, ძველ მოგონებებზე. ლევანი ხშირად უყურებდა შვილებსა და შვილიშვილებს და სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. მისი მზერა რამდენჯერმე რევაზის ფოტოზეც შეჩერდა. ის დღესაც მათთან იყო, მოგონებებში, ოჯახის თითოეულ წევრში. სალომე მთელი საღამო რაღაცას მალავდა. რამდენჯერმე რომას გადახედა, შემდეგ კი მის გვერდით დადებულ პატარა, ლამაზად შეფუთულ ყუთს დახედა. ბოლოს წამოდგა. — რომა, ერთი წუთით. მამაკაცმა ცოლს შეხედა. — გისმენ, ჩემო კარგო. სალომემ პატარა ყუთი აიღო და წინ დაუდო. — ეს შენთვის მაქვს. რომამ გაკვირვებით შეხედა. — დღეს რამე განსაკუთრებული დღეა და მე დამავიწყდა? — არა, უბრალოდ საჩუქარია. — რა დავიმსახურე? — გახსენი და გაიგებ. ყველას ყურადღება მათკენ გადავიდა. რომამ ყუთი გახსნა. შიგნით პატარა წერილი იდო. ფურცელი გაშალა და წაიკითხა: „ჩემო სიყვარულო, ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაიზრდება. მალე მეორე შვილი გვეყოლება. კიდევ ერთხელ გახდები მამა... მიყვარხარ!“ რომა რამდენიმე წამი ჩუმად იჯდა. შემდეგ ცოლს შეხედა, თითქოს ბოლომდე ვერ იჯერებდა წაკითხულს. — სალომე... გოგონას გაეღიმა და თავი დაუქნია. — დიახ, საყვარელო. ისევ მშობლები გავხდებით. რომა წამოდგა, ცოლთან მივიდა და გულში ჩაიკრა. — მართლა? — ჩუმად ჰკითხა. — მართლა. მამაკაცმა რამდენჯერმე აკოცა. — ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! სუფრასთან მყოფებს ტაში და მხიარული შეძახილები აუტყდათ. — გილოცავთ! — წამოიძახა დიანამ. — ესე იგი, ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი პატარა წევრი შეემატება, — გაიღიმა ანამ. ნატალიას თვალები აუწყლიანდა. — რა ბედნიერებაა... კიდევ ერთი შვილიშვილი! ლევანი წამოდგა, შვილს გადაეხვია და მხარზე ხელი დაარტყა. — გილოცავ, შვილო. რომა ისევ სალომეს უყურებდა. მის თვალებში სიხარული და სიყვარული ერთმანეთში ირეოდა. — კიდევ ერთი პატარა ადამიანი, რომელსაც მთელი გულით შევიყვარებ, — უთხრა ცოლს. სალომემ გაუღიმა. — და რომელსაც ძალიან კარგი მამა ეყოლება. რომამ შუბლზე აკოცა და მუცელზე ხელი ნაზად დაადო. იმ საღამოს სუფრასთან კიდევ დიდხანს ისხდნენ. ბავშვების სიცილი, უფროსების საუბარი და ერთმანეთის მიმართ გამოხატული სითბო სახლს ავსებდა. იმ ღამეს კორინთელების სახლში კიდევ ერთი ბედნიერი ამბავი დაიწერა. რომა და სალომე ისევ ელოდნენ ახალ სიცოცხლეს. ოჯახი იზრდებოდა, ბავშვები იზრდებოდნენ და წინ კიდევ უამრავი ლამაზი დღე ელოდათ. სალომე რომას გვერდით იჯდა, მისი ხელი თავისაში მოექცია და ფიქრობდა, როგორი გრძელი გზა გაიარეს ერთად. ერთ დროს ისინი უბრალოდ ორი ადამიანი იყვნენ, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს. შემდეგ მოვიდა სიყვარული, ქორწილი, შვილები, სიხარული და ტკივილიც. მაგრამ ერთმანეთის ხელი არასოდეს გაუშვიათ. რომა ცოლს მიუბრუნდა და გაუღიმა. — იცი, სალომე, ისევ თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, მაინც შენ აგირჩევდი. სალომემ თავი მის მხარზე მიადო. — მეც, რომა. ყოველთვის შენ. და ასე, ოჯახის წევრების გარემოცვაში, ბავშვების სიცილსა და ახალი სიცოცხლის მოლოდინში დასრულდა მათი ისტორია. რადგან ზოგჯერ გზა, რომელიც სიყვარულამდე მიგიყვანს, სინამდვილეში მთელი ცხოვრების გზაა. და ეს გზა მათთვის ჯერ კიდევ გრძელდებოდა... დასასრული 🩵 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



