შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ვარსკვლავი


12-11-2026, 20:59
ავტორი mariamo38
ნანახია 127

ბედის ვარსკვლავი
1 თავი
საფრანგეთში შემოდგომა იდგა პარიზის ქუჩებს ნელ ნელა ედებოდა საღამოს სუსხი კაფეებიდან ყავისა და ახალი გამომცხვარი კრუასანების სურნელი გამოდიოდა ქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა მაგრამ ნიკასთვის ის დღე განსაკუთრებული აღმოჩნდებოდა ნიკა ოცდაათ წელს გადაცილებული ახალგაზრდა მამაკაცი იყო ცხოვრებაში ბევრი რამ ენახა თუმცა სიყვარულის იმედი ბოლომდე არასოდეს დაეკარგა იმ საღამოს საქველმოქმედო ღონისძიებაზე მიიწვიეს. ღონისძიების მიზანი ბავშვების დახმარება იყო მონაწილეები თანხას აგროვებდნენ იმ პატარებისთვის რომლებსაც მკურნალობა და უკეთესი ცხოვრების პირობები სჭირდებოდათ ნიკა დარბაზში შევიდა და ხალხის დათვალიერება დაიწყო მაგიდებზე ყვავილები ეწყო ისმოდა მშვიდი მუსიკა სტუმრები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და შემოწირულობებს აკეთებდნენ სწორედ მაშინ დაინახა ის
მარიამი ლამაზი დახვეწილი თავდაჯერებული ქალი რომლის ღიმილშიც რაღაც განსაკუთრებული იყო მას ელეგანტური შავი კაბა ეცვა თმა მხრებზე ჩამოშლოდა ხოლო თვალებში ისეთი სითბო ჰქონდა რომ ნიკას მზერა უნებურად გაუშეშდა მარიამმაც შეამჩნია გამარჯობა გაუღიმა მან
გამარჯობა მგონი აქ ყველაზე ლამაზი ადამიანი ვიპოვე უპასუხა ნიკამ
მარიამს გაეცინა
ასე სწრაფად იწყებ კომპლიმენტებს?
მხოლოდ მაშინ როცა მიზეზი არსებობს მათი საუბარი ბავშვების დახმარებით დაიწყო, მაგრამ მალე სრულიად სხვა თემებზე გადავიდა გაიგეს ერთმანეთის ინტერესები მოგზაურობის სურვილები ოცნებები საღამოს ბოლოს ნიკამ მარიამს ჰკითხა კიდევ გნახავ?
მარიამმა რამდენიმე წამით შეხედა და გაუღიმა
თუ მართლა მოგინდება ალბათ კი ნიკამ ტელეფონი გაუწოდა მაშინ არ მინდა ეს საღამო მხოლოდ მოგონებად დარჩეს
მარიამმა ნომერი ჩაწერა
იმ ღამეს ორივე სხვადასხვა მისამართზე წავიდა მაგრამ ერთი და იგივე ფიქრით დაიძინა
მათი ისტორია ახლა იწყებოდა.

2 თავი

მეორე დილით ნიკა ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა ტელეფონი აიღო და მარიამის ნომერს დახედა
რამდენიმე წუთი ფიქრობდა რა მიეწერა
ბოლოს დაწერა
დილა მშვიდობისა მარიამ იმედია გუშინდელი საღამო შენთვისაც ისეთივე სასიამოვნო იყო როგორიც ჩემთვის პასუხი მალევე მოვიდა დილა მშვიდობისა ნიკა მგონი საღამოს ყველაზე საინტერესო ნაწილი შენთან საუბარი იყო
ნიკას გაეღიმა მათი მიმოწერა მთელი დღე გაგრძელდა ხან ერთმანეთს ეკითხებოდნენ რაღაცებს ხან ხუმრობდნენ ხან კი ისეთი თემები ჩნდებოდა რომლებზეც უცხო ადამიანებთან საუბარი არც ისე ადვილი იყო საღამოს ნიკამ პირდაპირ ჰკითხა ხვალ თავისუფალი ხარ?
რატომ მეკითხები? იმიტომ რომ მინდა ამჯერად მხოლოდ შენთან საუბრისთვის მქონდეს მთელი საღამო მარიამმა უპასუხა
მაშინ ხვალ გელოდები
ნიკამ ტელეფონი დადო და იგრძნო რომ დიდი ხნის შემდეგ რაღაცის მოლოდინი ნამდვილად უხაროდა..

3 თავი

მეორე საღამოს ნიკა დანიშნულ ადგილას ოდნავ ადრე მივიდა პატარა ფრანგული რესტორანი შეარჩია სადაც სანთლების შუქი მაგიდებს განსაკუთრებულ სითბოს აძლევდა
მარიამი რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა
მას ამჯერად მუქი წითელი კაბა ეცვა ნიკამ რომ დაინახა წამოდგა და გაუღიმა დღეს კიდევ უფრო ლამაზი ხარ
შენ კი კომპლიმენტების მარაგი არ გელევა გაეცინა მარიამს
ვახშამმა სასიამოვნოდ ჩაიარა ისინი ბევრს საუბრობდნენ იცინოდნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ პარიზის ქუჩებში გაისეირნეს წვრილი წვიმა წამოვიდა
ნიკამ პიჯაკი გაიხადა და მარიამს მხრებზე მოახურა
არ მინდა გაცივდე
შენ ყოველთვის ასეთი მზრუნველი ხარ
არა ალბათ მხოლოდ შენთან მარიამი გაჩერდა ნიკას მიუახლოვდა და თვალებში შეხედა იცი რა არის უცნაური თითქოს დიდი ხანია გიცნობ ნიკამ ხელი წელზე მოხვია
მეც ზუსტად ასე ვგრძნობ მათი პირველი კოცნა მოულოდნელი აღარ ყოფილა ორივე ელოდა მას
ეს იყო ნაზი ხანგრძლივი კოცნა რომელშიც სიტყვებზე მეტი გრძნობა იკითხებოდა
იმ საღამოს დაშორება ორივეს გაუჭირდა..

4 თავი
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მათ შორის სიახლოვე სულ უფრო იზრდებოდა ერთ საღამოს ნიკამ მარიამი საკუთარ ბინაში დაპატიჟა პატარა სუფრა მოამზადა, ღვინის ნაცვლად კი მარიამისთვის საყვარელი სასმელი შეარჩია ოთახში რბილი მუსიკა უკრავდა მარიამი მისაღებში შევიდა და გაოცებული დარჩა ეს ყველაფერი შენ მოამზადე შენთვის მინდოდა განსაკუთრებული საღამო მომეწყო მარიამი მიუახლოვდა ხელები მხრებზე შემოაწყო და აკოცა ნიკამ ფრთხილად მოხვია ხელები წელზე მათი კოცნა თანდათან უფრო ვნებიანი გახდა მარიამს შავი აბრეშუმის კაბა ეცვა ნიკა მის სილამაზეს აღტაცებით უყურებდა ასე რატომ მიყურებ? ჩუმად ჰკითხა მარიამმა იმიტომ რომ შენში ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვპოულობ მარიამმა გაუღიმა და ისევ აკოცა მათ შორის მანძილი ნელ-ნელა გაქრა ნიკა მის თმას ეფერებოდა მარიამი კი მის გულზე მიყრდნობილი უსმენდა გულისცემას საღამოს სიმყუდროვე მათ სიახლოვეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა კოცნა ჩახუტება ნაზი შეხება და ერთმანეთის მიმართ ნდობა იმ ღამის მთავარ მოგონებად იქცა
მოგვიანებით მარიამმა თავი ნიკას მხარზე დადო ნიკა ერთი რამ უნდა გითხრა გისმენ მეშინია რომ ძალიან შემიყვარდები ნიკამ შუბლზე აკოცა მე კი უკვე მგონია რომ ეს მოხდა იმ ღამეს ორივემ იგრძნო რომ მათი ურთიერთობა უბრალო გატაცებას გასცდა.

5 თავი
სიყვარული ყოველთვის მხოლოდ ბედნიერებას არ ნიშნავს ერთ დღეს მარიამმა ნიკას ტელეფონზე შეტყობინება დაინახა შეტყობინება ქალისგან იყო ვინ არის ჰკითხა მშვიდად თუმცა ხმაში წყენა ეტყობოდა ძველი ნაცნობია არაფერია ისეთი რაც უნდა გაღელვებდეს მაშინ რატომ გწერს საღამოს ასეთ დროს ნიკა მიხვდა რომ მარიამს რაღაც ეწყინა არ მინდა ჩვენს შორის ეჭვი გაჩნდეს მე უბრალოდ არ მინდა თავი სულელად ვიგრძნო რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ ნიკა მიუახლოვდა მარიამ შენთან იმიტომ ვარ რომ შენ მინდა არ მინდა წარსულმა ჩვენი აწმყო დააზიანოს მარიამმა თავი დახარა უბრალოდ ძალიან მომწონხარ და ამის გამო ზოგჯერ მეშინია ნიკამ ხელები შემოხვია მაშინ ერთმანეთის შიშები ერთად დავამარცხოთ მარიამმა თავი მის მკერდზე მიადო იმ საღამოს მათ პირველად ისწავლეს რომ სიყვარულს მხოლოდ ვნება კი არა გულწრფელი საუბარიც სჭირდება...

6 თავი
მარიამს რამდენიმე დღით სხვა ქალაქში წასვლა მოუწია დაშორების პირველივე დღეს ნიკამ იგრძნო რამდენად მიეჩვია მის ყოფნას დილით მისი ხმა ენატრებოდა საღამოს მისი ღიმილი ღამით კი ის სიმშვიდე რომელსაც მარიამის ჩახუტებაში პოულობდა მათი ვიდეოზარები დიდხანს გრძელდებოდა როდის დაბრუნდები ეკითხებოდა ნიკა მალე ჩემთვის მალე არასოდეს ყოფილა ასეთი ნელი მარიამს ეცინებოდა რომ დავბრუნდები ვნახოთ რამდენად მოგნატრებია ეგ ეჭვიც არ შეგეპაროს ერთ ღამეს მარიამმა უთხრა იცი ყველაზე მეტად რა მენატრება რა შენი ხელები როცა მეხუტები მგონია რომ მთელი სამყარო ჩერდება ნიკამ უპასუხა დაბრუნდი და დაგიმტკიცებ რომ ეს გრძნობა არ შეცვლილა..

7 თავი

მარიამის დაბრუნების დღეს ნიკა სადგურზე დახვდა ხელში ყვავილები ეჭირა როგორც კი მარიამი დაინახა მისკენ გაემართა შენ აქ რა გინდა? გაუკვირდა მარიამს ადამიანი ჩამოვიდა რომელიც ძალიან მომენატრა მარიამი ჩაეხუტა ნიკამ პატარა კონვერტი გაუწოდა შიგნით ორი ბილეთი იდო ეს რა არის? ორი დღე ზღვის პირას მხოლოდ მე და შენ მარიამს თვალები გაუბრწყინდა შენ მართლა საოცარი ხარ მათ პატარა მოგზაურობა დაგეგმეს ზღვის სანაპირო მზის ჩასვლა გრძელი სეირნობა და ერთმანეთისთვის მიძღვნილი დრო იმ მოგზაურობაში მარიამმა ნიკას ისეთი რამ გაუმხილა რაც აქამდე არავისთვის ეთქვა მას ეშინოდა რომ ერთხელაც ნიკა უბრალოდ გაქრებოდა მისი ცხოვრებიდან ნიკამ ხელი ჩაჰკიდა არ მინდა სიყვარულში გამოცნობანას ვთამაშობდეთ თუ რამე გვეტკინება ვილაპარაკებთ თუ გვენატრება ერთმანეთი ამას ვიტყვით თუ გვიყვარს არ დავმალავთ მარიამმა გაუღიმა მიყვარხარ ნიკა ნიკა რამდენიმე წამით გაჩუმდა მეც მიყვარხარ მარიამ იმაზე მეტად ვიდრე სიტყვებით შემიძლია გითხრა..

7 თავი
მათი ბედნიერება მოულოდნელმა ამბავმა შეარყია ნიკას დაუკავშირდა ადამიანი წარსულიდან რომელმაც საფრანგეთიდან წასვლისა და სხვა ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა შესთავაზა ეს მნიშვნელოვანი კარიერული შანსი იყო ნიკამ არ იცოდა როგორ ეთქვა მარიამისთვის როცა ბოლოს სიმართლე უთხრა მარიამმა დიდხანს უყურა ანუ შეიძლება წახვიდე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია და მე? ჩვენს ურთიერთობას რა ელის?ნიკამ ხელი მოჰკიდა არ მინდა შენს გარეშე გადავწყვიტო მარიამი გაჩუმდა მას ესმოდა რომ ნიკას საკუთარი ოცნებები ჰქონდა მაგრამ არ სურდა მათი სიყვარული რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით დარჩენილიყო იმ საღამოს პირველად დაიძინეს ისე რომ ერთმანეთს არაფერი უთქვამთ...

8 თავი
მეორე დილით ნიკა მარიამთან მივიდა მთელი ღამე ვფიქრობდი მეც არ მინდა ჩვენი სიყვარული შიშით გადავწყვიტოთ მინდა ერთად ვიპოვოთ გზა მარიამმა ჰკითხა და თუ ვერ შევძელით მაშინ მაინც გვეცოდინება რომ ვცადეთ მაგრამ მე შენთან ყოფნა მინდა მარიამს თვალები აუწყლიანდა მე არ მინდა შენი ოცნებების წინააღმდეგი ვიყო უბრალოდ მინდა შენს მომავალში მეც ვიყო ნიკამ შუბლზე აკოცა იქნები თუ შენც გინდა მარიამმა თავი დაუქნია მათ გადაწყვიტეს ერთმანეთის მხარდაჭერით გაეგრძელებინათ ცხოვრება და არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთმანეთის გარეშე აღარ მიეღოთ...

9 თავი
ერთი წელი გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან კვლავ იმავე საქველმოქმედო ღონისძიებაზე იყვნენ სადაც ყველაფერი დაიწყო დარბაზი ისევ განათებული იყო მაგიდებზე ყვავილები ეწყო სტუმრები ბავშვების დასახმარებლად თანხას აგროვებდნენ ნიკა მარიამს გვერდით ედგა გახსოვს პირველად რომ დაგინახე ჰკითხა მან როგორ არა მაშინვე კომპლიმენტებით დაიწყე და იცი რა არის ყველაზე საინტერესო რა მაშინ მხოლოდ შენი გაცნობა მინდოდა ახლა კი მთელი ცხოვრება მინდა შენთან ერთად მარიამს გაეღიმა ნიკამ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო მარიამი გაჩუმდა მარიამ ერთი წლის წინ აქ შემთხვევით შეგხვდი მაშინ არ ვიცოდი რომ შენ გახდებოდი ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება მინდა ეს ისტორია არასოდეს დასრულდეს მინდა ყოველ დილით შენ გვერდით გავიღვიძო შენთან ერთად ვიმოგზაურო ვიცინო ვიჩხუბო შევრიგდე და ისევ შეგიყვარო მან ყუთი გახსნა შიგნით ბეჭედი იდო მარიამ გამომყვები ცოლად მარიამს ცრემლები წამოუვიდა კი ნიკა ათასჯერ კი ნიკამ ბეჭედი გაუკეთა და გულში ჩაიკრა მათი პირველი კოცნის მსგავსად ეს მომენტიც არასოდეს დაავიწყდებოდათ იმ საღამოს როცა ღონისძიება დასრულდა ისევ ერთად გავიდნენ პარიზის ქუჩებში ქალაქი ისევ ისეთივე ლამაზი იყო როგორც ერთი წლის წინ მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად ჩანდა რადგან მათ ერთმანეთი იპოვეს და ზოგჯერ ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ იქ იწყება სადაც ადამიანი ყველაზე ნაკლებად ელის...

10 ნიკასა და მარიამის ქორწილიდან რამდენიმე თვე გავიდა მათი ქორწილი საფრანგეთში გაიმართა ულამაზეს რესტორანში სადაც ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ მარიამს თეთრი საქორწილო კაბა ეცვა ნიკას კი კლასიკური შავი კოსტიუმი როცა ნიკამ პირველად დაინახა მარიამი საქორწილო კაბაში რამდენიმე წამით სიტყვა ვერ თქვა რას მიყურებ ასე? გაუღიმა მარიამმა მგონი დღეს მეორედ შემიყვარდი მეორედ პირველად მაშინ როცა იმ საქველმოქმედო საღამოზე დაგინახე დღეს კი როცა ჩემი ცოლი გახდი მარიამს თვალები აუწყლიანდა მათ იცეკვეს იცინეს და ერთმანეთს დაჰპირდნენ რომ რაც უნდა მომხდარიყო ყოველთვის ერთად იქნებოდნენ ქორწილის შემდეგ პარიზის გარეუბანში პატარა მყუდრო ბინა იქირავეს ნიკა სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა მარიამი კი ტურიზმის სფეროში იყო დასაქმებული და სხვადასხვა ტურისტულ პროექტს ხელმძღვანელობდა ორივეს თავისი საქმე უყვარდა დილით ერთად საუზმობდნენ შემდეგ სამსახურში მიდიოდნენ საღამოს კი სახლში ბრუნდებოდნენ ზოგჯერ დაღლილები იყვნენ ზოგჯერ ბედნიერები მაგრამ ერთმანეთის ნახვა მაინც უხაროდათ..

11 ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მარიამმა შეამჩნია რომ თავს უჩვეულოდ გრძნობდა რამდენიმე დღის შემდეგ ექიმთან წავიდა საღამოს სახლში დაბრუნებულს ხელში პატარა კონვერტი ეჭირა ნიკა სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა რა მოხდა? ჰკითხა მან როცა მარიამის სახე დაინახა მარიამმა ჩუმად გაუწოდა კონვერტი ნიკამ პასუხი რომ წაიკითხა გაშეშდა მართლა? მარიამმა თავი დაუქნია ნიკა მალე მამა გახდები ნიკამ კონვერტი მაგიდაზე დადო მარიამს მიუახლოვდა და ძლიერად ჩაიხუტა ღმერთო ჩემო ჩვენ შვილი გვეყოლება იმ საღამოს დიდხანს საუბრობდნენ მომავალზე არჩევდნენ ბავშვის სახელებს ფიქრობდნენ როგორი იქნებოდა მათი პატარა და ვის დაემსგავსებოდა ნიკამ მარიამის მუცელზე ხელი დადო პატარა აქედანვე იცოდე რომ მამიკოს ძალიან უყვარხარ მარიამს გაეცინა ჯერ არც კი დაბადებულა და უკვე მამიკოს ბიჭია გოგო თუ იქნება მამიკოს პრინცესა იქნება..

12 ცხრა თვის მოლოდინის შემდეგ მათი პირველი შვილი დაიბადა ბიჭს ლუკა დაარქვეს როცა ნიკამ სამშობიაროში პატარა ლუკა ხელში აიყვანა თვალები აუწყლიანდა მარიამ შეხედე ჩვენი შვილია მარიამი დაღლილი იყო მაგრამ ბედნიერებისგან იღიმოდა აბა ვის ჰგავს? შენს თვალებს ჰგავს დანარჩენს ჯერ ვერ ვარჩევ მათ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ პირველი კვირები ადვილი არ ყოფილა უძილო ღამეები ბავშვის ტირილი საფენები და მუდმივი ზრუნვა ზოგჯერ ნიკა ღამით დგებოდა ბავშვს ხელში აიყვანდა და ოთახში დაატარებდა რათა მარიამს დაესვენა დაიძინე მარიამ დღეს მე მივხედავ სამსახურში არ დაგაგვიანდეს ჩემი შვილია შენ მარტო არ უნდა იღლებოდე ასე სწავლობდნენ მშობლობას მათი ცხოვრება შეიცვალა მაგრამ ერთმანეთის სიყვარული უფრო ღრმა გახდა..

13 სამი წელი გავიდა ლუკა უკვე საბავშვო ბაღში დადიოდა ნიკა სამსახურში დაწინაურდა და ახლა სამშენებლო პროექტების მენეჯერი იყო მარიამმა კი ტურისტული კომპანია დააარსა რომელიც საფრანგეთში ჩამოსულ უცხოელებს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარებოდა ოჯახს ფინანსურად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა მაგრამ დროის ნაკლებობა პრობლემად იქცა ნიკა ხშირად გვიან ბრუნდებოდა სახლში მარიამიც დაკავებული იყო ერთ საღამოს ნიკა სახლში ჩვეულებრივზე გვიან მივიდა მარიამი სამზარეულოში იჯდა და აშკარად გაბრაზებული იყო ისევ დაგაგვიანდა სამუშაო მქონდა მარიამ ყოველთვის სამუშაო გაქვს ბავშვი მთელი დღე გელოდებოდა ხომ იცი, რამდენი საქმე მაქვს მეც მაქვს საქმე ნიკა! მაგრამ ოჯახი მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის ნიკამ დაღლილმა ამოისუნთქა ახლა ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს შენ არასოდეს გაქვს ჩხუბის თავი როცა რაღაცის მოსმენა გიწევს ნიკა გაჩუმდა მარიამი ოთახიდან გავიდა იმ ღამეს ცალ-ცალკე დაიძინეს დილით ნიკა ადრე ადგა ლუკას საუზმე მოუმზადა, საბავშვო ბაღში წაიყვანა და შემდეგ მარიამს ყავა მიუტანა გუშინ ცუდად მოვიქეცი, უთხრა მარიამმა შეხედა მეც ზედმეტად გავბრაზდი მინდა მეტი დრო გავატარო თქვენთან მეც მინდა რომ ერთად ვიყოთ და ყველაფერი მარტო არ ვაკეთო ნიკამ ხელი მოჰკიდა შევცვალოთ რაღაცები იმ დღიდან გადაწყვიტეს კვირაში ერთი დღე მხოლოდ ოჯახისთვის დაეთმოთ..

14. ლუკა უკვე ოთხი წლის იყო როცა ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა მარიამმა გოგონა გააჩინა მას ანა დაარქვეს ნიკა ახლა უკვე ორი შვილის მამა იყო ერთი ბიჭისა და ერთი გოგოს ერთი პრინცესა და ერთი პატარა ბიჭი ამბობდა ხოლმე ლუკა დასთან განსაკუთრებულად ზრუნავდა ერთხელ როცა ანა ტიროდა ლუკა საწოლთან მივიდა და უთხრა ნუ ტირი ანა მე შენი უფროსი ძმა ვარ და დაგიცავ მარიამმა ეს რომ დაინახა ნიკას გადახედა ნახე როგორი კარგი ბიჭი გვყავს ორივე შენ გგავს შენც გაქვს შენი წვლილი მამიკო მათი სახლი ახლა უფრო ხმაურიანი იყო სათამაშოები ყველგან ეყარა ბავშვები დარბოდნენ ზოგჯერ ჩხუბობდნენ, ზოგჯერ კი ერთად იცინოდნენ ნიკა ხშირად ამბობდა რომ სახლში ყველაზე რთული უფროსი აღარ იყო ოთხი ადამიანის სურვილი უნდა გავითვალისწინო თქვენ სამმა გამაერთიანეთ მარიამს ეცინებოდა...

14.
წლები გადიოდა, მაგრამ ნიკასა და მარიამს შორის ძველი ვნება არ გამქრალა ერთ საღამოს მარიამმა ნიკას ტელეფონზე კოლეგის შეტყობინება დაინახა შეტყობინება ჩვეულებრივი სამუშაო საუბარი იყო მაგრამ მარიამს რაღაც არ მოეწონა ეს ვინ არის? თანამშრომელი რატომ გწერს ღამით? პროექტის საკითხია მარიამ სამსახურში რომ ხარ მესმის მაგრამ სახლში რომ მოდიხარ მაინც ტელეფონში ხარ ნიკა გაღიზიანდა შენც ხომ მთელი დღე კლიენტებს ესაუბრები? განსხვავება ის არის რომ მე შენგან არაფერს ვმალავ არც მე გიმალავ არაფერს! საუბარი კამათში გადაიზარდა რამდენიმე წუთის შემდეგ მარიამმა თქვა ზოგჯერ მგონია რომ ერთმანეთისთვის დრო აღარ გვაქვს ნიკა გაჩუმდა შემდეგ მიუახლოვდა და უთხრა შენ ისევ ის ქალი ხარ რომელიც პირველად პარიზში დავინახე უბრალოდ ბოლო დროს იმდენად ვართ ყოველდღიურობაში ჩაფლულები რომ ამის თქმა გვავიწყდებამარიამს გაეღიმა თუმცა თვალებში ცრემლი ჰქონდა მე ისევ ის კაცი მინდა რომელიც პირველ პაემანზე კომპლიმენტებს მეუბნებოდა მაშინ ხვალ ისევ პაემანზე წაგიყვან...

15 ნიკამ მარიამისთვის სიურპრიზი მოაწყო ბავშვები რამდენიმე დღით მარიამის მშობლებთან დატოვა და ცოლს საფრანგეთის სამხრეთში მოგზაურობა შესთავაზა ისინი ნიცაში გაემგზავრნენ ზღვა, მზე, ლამაზი ქუჩები და პატარა რესტორნები პირველ საღამოს სანაპიროზე ისხდნენ იცი, რა მომენატრა?ჰკითხა მარიამმა რა? როცა მხოლოდ მე და შენ ვიყავით. არანაირი სამსახური, ბავშვები პრობლემები ნიკამ გაუღიმა მეც მაგრამ იცი რა არის კარგი? ახლა გვაქვს ყველაფერი რაზეც მაშინ მხოლოდ ვოცნებობდით მარიამმა თავი მის მხარზე დადო მაინც მინდა, ხანდახან ისევ ისეთი ვიყოთ როგორც მაშინ ნიკამ ხელი მოხვია შეგვიძლია სიყვარული ასაკთან ერთად არ უნდა გაქრეს იმ საღამოს დიდხანს საუბრობდნენ იცინოდნენ ერთმანეთს კოცნიდნენ და იხსენებდნენ პირველ შეხვედრას მარიამმა უთხრა კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს იმ საქველმოქმედო საღამოზე დაბრუნებაისევ შენ აგირჩევდი ნიკამ უპასუხა მე კი ისევ იმავე დარბაზში მოვიდოდი ოღონდ ამჯერად შენს მოსაძებნად...
16. ათი წელი გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან ნიკა უკვე ორმოცდაოთხი წლის იყო მარიამი კი ორმოცდაშვიდის ლუკა ცხრა წლის გახდა ანა კი ხუთის ოჯახი პარიზის გარეუბანში საკუთარ სახლში ცხოვრობდა ნიკას სამშენებლო კომპანია უკვე რამდენიმე მსხვილ პროექტს მართავდა მარიამის ტურისტული ბიზნესი კი წარმატებით ვითარდებოდა მათ უკვე ბევრი რამ გამოევლოთ ჰქონდათ ბედნიერება კამათი, ეჭვიანობა შერიგება ფინანსური სირთულეები და დიდი წარმატებები ერთ საღამოს ბავშვები დაიძინეს ნიკა და მარიამი აივანზე ისხდნენ გახსოვს, როგორი ვიყავით ათი წლის წინ? ჰკითხა მარიამმა მახსოვს შენ მაშინაც ჯიუტი იყავი შენ კი მაშინაც ყველაფერზე ბოლო სიტყვა გინდოდა ორივეს გაეცინა ნიკამ მარიამს ხელი ჩაჰკიდა ბევრი რამ შეიცვალა არა? კი მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა რა? როცა შენ მიყურებ, ისევ ის პირველი პაემანი მახსენდება ნიკა მიუახლოვდა და აკოცა მაშინ კიდევ ბევრი პაემანი გველოდება მარიამმა თავი მის მხარზე დაადო მათ იცოდნენ რომ წინ კიდევ ბევრი წელი ბევრი სიხარული და ბევრი გამოცდა ელოდათ მაგრამ ახლა უკვე ერთი რამ დანამდვილებით იცოდნენ სიყვარული მხოლოდ პირველი კოცნა და ლამაზი სიტყვები არ არის სიყვარულია როცა წლების შემდეგაც ირჩევ იმავე ადამიანს როცა კამათის შემდეგ შერიგებას ცდილობ როცა შვილებს ერთად ზრდი როცა დაღლილობის მიუხედავად მაინც ეკითხები დღეს როგორ ხარ? და როცა მთელი ცხოვრების შემდეგაც შეგიძლია უთხრა მარიამ ისევ მიყვარხარ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent