შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტისო პირველი (I თავი)


დღეს, 01:48
ავტორი tasusuna
ნანახია 0

-ტისოო.-ხმა გამქრალი ხაოდა ასფალტზე დაჩოქილი ანი ხოშტარია სისხლში გასვრილ სხეულთან..
ყელიდან არაადამიანური ღრიალი ამოსდიოდა კაფანდარა,ნიავივით სუსტ გოგოს..
-ტისო!-ცას ორად ხსნიდა მისი ძახილი.
არსაით პასუხი..
ქუჩას მხოლოდ სირენების გამაყრუებელი ხმაღა შემორჩენოდა.
კადრებად ჩავლილ უკანასკნელ წუთებს გონება მხოლოდ ფირად აღიქვამდა.
ცარიელ ქუჩას თითქოს ერთდროულად შემოესია სვავთა გუნდი.
ვიღაც დაჟინებით ცდილობდა ტისოს სხეულს ჩაფრენილი ანის გამოხსნას.
ვიღაც თეთრ,სისხლად შეღებილ პერანგს აგლეჯდა გულიდან უგონო ბიჭს.
ვიღაც ცივი სახით დასცქეროდა წითელ ხელებს და რაღაცას ჩაყვიროდა სახეში,უხეშად.
თუმცა,არაფერი.
არც კი ერთი სუტყვა აღარ ესმოდა ანის..
ბოლოს ახსოვს,
კადრები სანამ სრულად წაიშლებოდა მისკენ დედის სახიანი ლამაზი ექთანი დაიძრა..
მკლავზე თბილი ხელის შეხევაც იგრძნო და სუსტი ჩხვლეტაც.
-ნუ გეშინია…-იმედივით ჩაუწვეთა გულში და
გაითიშა..
იმ წამამდე კი მთელი განვლილი ცხოვრება იყო.
ცხოვრება დაბადებიდან,
თორემ,
ტისო პირველისთვის რომ გეკითხათ,
არსებობა მხოლოდ იმ დღეს დაიწყო მისთვის,
როცა ანი დაინახა სულ პირველად,
ხოშტარია.
___
-პირველი გვაქვს მათემატიკა!
მეზიზღება ალგებრაც,გეომეტრიაც,სინუსიც და კოსინუსიც!-სექტემბრის ხვატისგან გულშეწუხებული მარი რვეულს გულმოდგინედ იქნევდა და სკოლისაკენ მიმავალ გზაზე წუწუნებდა გაუთავებლად.
-ჰო,მარიკო,რაღა დარჩა,
ორჯერ ორი მეც ძალიან მიყვარს როცა ოთხია.-თავგაბეზრებულმა ტელეფონის ჩათი ჩახურა და სკოლის ეზოსთან შეჩერდა.-ისე,პირველივე დღეს ახალი მასწავლებელი რაღაა,ვითომ გამოცდების ციებცხელება არ გვყოფნიდეს ,რა შეეგუება ახალ სახეს..-თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ძახილზე ინსტიქტურად მთელი ძალით შეტრიალდა.
მობრუნებული წინ გაქროლებულ სხეულს მთელი ძალით შეასკდა და ისე მწარედ დაენარცხა ასფალტს,წამით თვალები დაუბნელდა .
-აუ,ბოდიში რა ,ისე უცებ მოტრიალდი,სულ ვერ ვიფიქრებდი-ხელზე ფრთხილად შეეხო და წამოდგომაში მოეხმარა უცხო.
ჯერ კიდევ ტკივილისგან თვალები ჰქონდა დახუჭული,თუმცა სივრაზისგან ისე ჰქონდა სახე აწითლებული,თვალები დასტურად აღარ იყო საჭირო.
უნდოდა მწარედ გამოელანძღა კიდეც,თუმცა,თვალები რომ გაახილა და გვერდით სიცილისგან ოთხად მოკეცილი მარიამი დაინახა,იმ უცხოს სიბრაზე განეიტრალდა.
მკვახედ მოტრიალდა,ორთავეს ზურგი აქცია და გაგულისებულმა შეაღო სკოლის ჭიშკარი.
-ღმერთო,ნოველის სცენარი იყო, გეფიცები ან,ამწამსვე დავწერდი გერიელ სატირალს,წინ ნანის გაკვეთილი რომ არ გვქონდეს-აღფრთოვანებული მარიკო მალევე წამოეწია და მკლავში გამოსდო ხელი,გონებაში უცებ ისიც კი დახატა,სიმაღლის სხვაობისდა მიუხედავად,როგორი ლამაზი შესახედი იქნებოდა ერთად ხოშტარია და ის იცნობი.
-ნეტა როდის მორჩები იმ საიტზე მოცლილივით ბოდიალს და კითხვაში ღამის თენებებს-მკლავის სრესით შეაღო კლასის კარი და ჯერკიდევ ცარიელ ოთახში მომავალი მთელი წლის გადასაგორებელი სკამი და მერხი აარჩია,როგორც ყოველთვის, წინ,მასწავლებლის პირისპირ.
-ალბათ მაშინ მოვცილდები ირეალურ სამყაროს,როდესაც ჯაბა შალიკიანის ნაირ მამაკაცს აღმოვაჩენ ჩვენს სამყაროში.-ოცნებებში ფრთაშესხმულმა მარიამმა ჩანთქზე თავი ჩამოდო და ღიმილიანი სახით გააგრძელა ოცნებებში ფრენა.
-ლეგენდები აღარ დადის ხოლმე მარიკუნა,
არავისზე,არათუ ბიჭზე,მითუმტეს სიყვარულზე,გონს მოეგე,გათიშე საიტი და მოეშვი მაგ ავტორს,ეტყობა საკუთარ სამყაროში ისე გამოიკეტა,ირგვლივ რეალურს ვეღარც ხედავს.
განა სად გინახავს სიყვარულისთვის თავგანწირვა?
ბოლოს რომ მოგხედე,
თავგანწირვით მხოლოდ ნანის უვარდებოდი მუხლებში,
ორიანი არ ჩაეწერა ჟურნალში.
-ეგ იმიტომ,რომ არ ამიხსენი რა სხვაობაა სინუსსა და კოსინუსს შორის,და თან, ის რომ კითხვა მიყვარს და პერსონაჟებს ვეტრფი,საერთოდ არ გამოროცხავს იმას,რომ სადღაც დადიოდეს ნოე ჩადუნელი და ჩემს ძებნაში ყოველ კუთხეს ამოწმებდეს ღამის ქალაქში.-სახელე ტკბილადმოღიმარმა თვალი ჩაუკრა საუკეთესო მეგობარს და კლასში ნელნელა შემოლაგებულ ბავშვებს მიესალმნენ.
ზარი რომ საბოლოოდ დაირეკა, ნანი კარებში ქიმიის მასწავლებელს
ესაუბრებოდა,ანი რომ მიუბრუნდა ისევ მის გვერდით მხოლოდ სანუგეშოდ ჩამომჯდარ მარის.
-სინუსი კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდებაა ჰიპოტენუზასთან ,კოსინუსი კიდევ კუთხის მიმდებარე კათეტის შეფარდება.
ანუ,არაფერი არ არსებობს დედამიწაზე ჭეშმარიტებაზე მეტი,
ის რაც დაწერილი და დაბეჭდილია!
ა დან ჰ მდე და არა ჰორიზონტს იქით.
გამოდის,რეალურია რომ ჩვენ ახლა მათემატიკაზე ვართ და მომდევნო წელი სრულტანჯვაში გვიწევს გავლიოთ,
ხოლო ის,რაც გონებაში გიტრიალებს,
სიზმარია და ცხადის შუქი არ ელის.
-ტაში,
ფარდა,
აპლოდისმენტები ანი ხოშტარია.
შენნაირ სკეპტიკოსებზე არ წერს ტასუსუნა,
დალოცა ღმერთმა.
დღეს აუცილებლად მივწერ მომხდარზე და საღამოს რომ მოკლე მონახაზს ჩაგიგდებ,როგორ დაიწყო ერთი შეჯახებიდან დიდი ისტორია,ლეგენდებს შემდეგ თავად მოყვები მასზე.
ახლა კიდევ,ხმა აღარ გამცე,
კუთხის მოპირდაპირე კათეტი მაქ შესაფარდებელი მიმდებარესთან.-გაბრაზებულმა წარბი შეკრა და დაფისკენ გადაიტანა მზერა.
ჩაეცინა ანის.
თავი მხარზე ჩამოადო.
-ეგ ტანგენსია მარო და მოვრჩეთ კამათს, სულარ შემიხედავს,ისიც არ ვიცი როგორ გამოიყურებოდა,თვალებში ბრჭყვიალები მქონდა.
-ბრჭყვიალები და გასხივოსნება მერე უნდა გენახა,თვალებში მართლა რომ გამოგეხედა და წინ გაგეხადა!
ახალგაზრდა უტა ბაბალანი იყო,
გეფიცები!
-რაღა მიჭირს!-ერთი თვალები გადაატრიალა და იმ დღეს სულაღარ გახსენებია დილანდელი.
საგაკვეთილო პროცესმა ისე განვლო,
არ მოწყენიათ.
ზაფხულის ამბების განხილვაში სამი გაკვეთილიც მიწურეს და ქართული რომ უნდა დაწყებულიყო,
ყველა დალაგდა მერხებზე,ბეჯითად.
კლასში ახალი მასწავლებელი შემოდიოდა-ვინმე ლალო.
ვიზუალმა გააოცა კლასი,
ის,რომ წინ ახალგაზრდა მასწავლებელი წარუდგათ,
ესოამოვნათ.
ორმოცადე წლის მაღალ,სუსტ ქალს ღიმილით შეხვდნენ.
სანდომიანმა სახემ მალევე მოიპოვა მათი ყურადღება და ხნაურიანი გაკვეთილისნაცვლად,
მშვიდი,გაცნობითი45 წუთი გაატარა კლასმა.
-დამაჰიპნოზა,გეფიცები!-ენთუზიახმით აღტკინებულმა მარომ ანის ორ წუთში გადაადო განწყობა.
გრძელი დასვენების გატარებას იქვე ფიქრობდნენ და დაგვიანებულებს ყველა მაგიდა დაკავებული რომ დახვდათ,მოიღუშნენ.
ჯგუფად შეკრულ წრეს გვერდს უვლიდა ხოშტარია,
ტვინმა ნაცნობი ხმა რომ აღიქვა და სულ ერთი წამით შეყოვნდა.
გულის სიღრმეში თავადაც დააინტერესა,რამ აღარფრთოვანა ასე მარიმ,თუმცა,
რომ ვერ დაინახა,გაცლა დააპირა.
-ანი!-ძახილმა ისევ უკან მოატრიალა,
თუმცა,განგებამ შეჯახებას აარიდა.
წრეს დინჯი ნაბიჯით გამოეყო ნაცნობი ხმა და უცნობი ტანი..
ანი ჯერკიდევ თვალებს უყურებდა,
თავი საბოდიშოდ რომ დახარა ბიჭმა.
ეწყინა,მზერას რომ მოშორდა.
უცნობს თვალები საოცრად წმინდა ჰქონდა.
სარკისებრი თითქოს..
-თავს როგორ გრძნობ? ასე მგონია რაღაც დაგიშავდა, ისე ძლიერად დაგეჯახე..
-დაბალი ხმით კიდევ უფრო მიუახლოვდა და გაარიდა ხმაურს.
სუსტი,მაღალი ტანი ჰქონდა,თუმცა უძალობას ვერ დასწამებდი.
-ფაიფურის არ ვარ,არ იჯავრო,ერთ დავარდნას ვუძლებ..-სიუხეშე რატომ გაურია ხმააში,არ იცოდა,მაგრამ,მისი გალანტური ჟესტები და გულწრფელად ინტერესიანი თვალები ნრვებს უშლიდა.
გავლენას ალბათ მარის მწველი მზერაც ახდენდა,
ბეჭები რომ დაუშანთა და იცოდა,ზუსტად,რა სცწნებსაც დგამდა გონებაში.
-რავიცი,ბროლის კი გაქ ტანი და.-ხასიათს რომ მიუხვდა,თუთქოს ალმაცერად აუკაშკაშდა წამიერად თვალები და გაეცინა მალულად.
თუმცა,გაწიწმატებულ თვალებს რომ გადაეყარა,უკან დაიხია და ხელები დანებების ნიშნად აწია.
-არ მესროლო,ილია ვარ! -სცენაზე მდგომივით დრამატულად დაიჩოქა და ღიმილი რომ დალანდა ანის სახეზესულ წამიერი,სახე მოულბა..
-ტისო მქვია ,ანი, პირველი და მართლა ბოდიშს გიხდი.
შემდეგში შევეცდები აღარ დაგეჯახო,აღარ დაგაცემო და მხოლოდ ღრუბლებში გაფრინო..
მანამდე კი,
აღარ გამიბრაზდე.
ჯამში სულ ხუთი წუთია გიცნობ და შენი ხასიათის ყველა ნიღაბი ვნახე..
დედას გეფიცები,
ღიმილი მათში ყველაზე ლამაზია..- სახე ებადრება და მიდის,თუმცა,ანის ჟესტი ისევ აჩერებს.
-უტაქტო!
-შეიძლება, მაგრამ ლეგენდის თანახმად, ყველაზე ლამაზი ისტორიები სწორედ უხერხული შეხვედრებით იწყება.
იმედია, ჩემს ტაქტიანობას მეორე შეხვედრისთვის მაინც გამოვავლენ.
შორდება მყარი ნაბიჯებით და ქარიზმაც ქარივით მიაქვს.
ზარიც ირეკება.
მარიც წამეში ჩნდება.
-ღმერთოო!-აპირებდა გაგრძელებას,თუმცა ანის მკაცრმა მზერამ ლაპარაკი გააწყვეტინა.
-ხმა!
კრინტი!
შეინახე შენი კალამი და ბატის ბუმბული.
არანაირი ლეგენდები არ იქნება!
მომინდომა რომანტიკა და ჩემს ხარჯზე ახალბედა მწერლობა! -გაგულისებულმა აუჩქარა ნაბიჯს, თუმცა ,სასაცილოდ,ისევ წამოკრა ფეხი და ,ჰაერში აღმიჩნდა,
წამებში,
მიწის ნაცვლად..
არსაიდან მოსულ ტისო პირველს ხელებში მჭიდროდ მოექცია ქარივით უწონო გოგონა და სიცილი ერჩივნა ამწამს მის სიცოცხლესაც.
მაგრამ,სიმწრისგან ტირილამდე მისული ანის თვალები აკავებდა..
თვალები,რომლის მსგავსი ტისოს იმწამამდე არსად ენახა..
უფალს მხოლოდ იმისთვის უხდიდა მადლობას ხოშტარია,რომ ამ სცენის მომსწრე მხოლოდ მარი იყო და არა მთელი სკოლა.
-ბედის გჯერა ანი?!-უცებ დაუსერიოზულდა ხმა ტისოს..
ცრელები ჯერკიდევ ასკდებოდა თვალებზე და სიმწრიაგან კბილებს ვერ აშორებდა ერთმანეთს გოგო.
გასკდომას ჰქონდა გული და ისე შეეჯავრა წინ მდგომი,
სულ მთლად დაპატარავდა.
მიხვდა შეცდომას ტისო პირველი..
იმასაც იმავე წამს მიხვდა, ანი რომ არ უყო მასა..
ანი რომ არ იყო სხვა..
სახე მოეღრუბლა..
თვალები ჩაუქრა..
სარკის ნაცვლად მასში ანიმ სინანულის უწონო ნისლი ნახა და თითქოს ოდნავ მოუბრუნდა გული..
-მაპატიე..
მხოლოდ ეს უთხრა და წავიდა.
შეხედა ანიმ,
მთლიანად სკოლიდან რომ გავიდა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა.
მოშორებით გაშეშებულ მარის მხოლოდ ხელით ანიშნა,რომ საუბარს აქ ასრულებდა და გაკვეთილზე შევიდა.
ისე გაატარა სრული დღე,
გონებამ სტრესისგან ყველა მომენტი დაბლოკა.
კადრად მხოლოდ მისი სინანულით სავსე თვალები აღბეჭდა.
გვიანი იყო,
შუაღამის ორიც კი, მარიმ ფაილი რომ ჩაუგდო ანის.
სათაურზე მთელ ტანში ელვებად რომ დაუარა,ეუცნაურა.
“ტისო პირველი”
შავი,დიდი ფორმატით ეწერა პირველ გვერდს..
გული რატომ აუჩქარდა,
სუნთქვა რატომ შეეკრა,
წარმოდგენაც არ ჰქონდა..
ფაილი ისე ჩახურა,
სათაურის იქით არაფერი წაუკითხავს.
ისე შეეშინდა,თითქოს წინასწარმწტყველებდა ვინმე რამეს..
ფიქრებისგან თავდასაღწევად ძილსაც კი იხვეწებოდა,
მაგრამ,
როფორც ჩანს,
სულ ტტუილად.
თვალებს ვეღარც ხუჭავდა,
ტლწფონზე მოსულმა შეტყობინებამ სულ რომ დაუფრთხო ძილის სურვილი..
-არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე,რამდენად ვწუხვარ მომხდარის გამო..-თითქოს მისი ხმაც კი გაიგონა..
ჟრუანტელმა გაიარა მთელ მის კაფანდარა სხეულში..
რომგაეღიმა,შერცხვა..
მის პროფილზე შეპარულმა
ფოტო გახსნა და დიდხანს უყურებდა..
მხოლოდ იმაზე ბრაზობდა,
არცერთ კადრს რომ თვალები არ აღებეჭდა ისეთი, როგორიც ჰქონდა.
გამჭირვალე..
სუფთა და კამკამა.
მოელვარე და უწონოდ სევდიანი..
გარდამტეხ წამს თითქოს დაფიქრდა,
მაგრამ,
გზაზე დამდგარს,აღარ გადაუხვევია.
აღარც უფიქრია დიდხანს პასუხზე,
ან შეხვედრა რა იყო ან და,
საბოდიშო.
ან როგორ გაახვია მარიმ ილუზიაში ისე,რომ ემოციების ქსელებში ახლართა და ვეღარც თავი გაუგო დღეს და ვეღარც დასასრული..
მერე,
ფოტო ჩახურა და უბრალოდ მიწერა.
-ანი ხოშტარია.
თითქოს სულ თავიდან იწყებდნენ.
-ტისო პირველი!-წამში დაუბრუნდა პასუხი,რომელსაც მომდევნოც მოჰყვა.
კი წაიკითხა,თუმცა,
გამთენიამდე ცდილობდა ყველა ასო ისე გაეაზრებინა,რამე სარჩული არ გამოეჯერა მისთვის,
მაგრამ,ამაოდ..
ხმაც კი ესმოდა,როგორც იტყოდა…
-გული მწყდება,რომ არცერთი ფოტო არ გადმოსცემს შენს თვალებს ისეთს,როგორი ლამაზიც არის.
_—-
არის ეს დაბრუნება?!
ასე მგონია საკუთარ თავს ვიბრუნებ..
ხომ იცით როგორ მიხვას თქვწნი აზრის მოსმენა და განხილვა?
რას ელით და როგორ?
როგორია თქვენთვია ტისო და რა შთაბეჭდილებას ტოვებს?
ანი?
თქვენ როგორც ფიქრობთ გაგრძელებას?
გელით
თქვენი:ანასტასია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent