ტისო პირველი (III თავი)
არასასიამოვნო გარემო იყო.
ჰაერიც თითქოს მძიმედ დამუხტული. რომ გაიარა ,იმ ადგილას ცივად მონაქროლი ქარიც კი იყო. მხოლოდ ტისოს გამოყოლებული თვალი და ჩუმი ჩაღიმება თუ ათბობდა იქაურობას, თორემ, მეტად იქ ჩავლა აღარ მოუნდა ანის. აჩქარებული ფეხით ჩამოცდა თუარა თავყრილობას, მასწავლებლის კიბეებთან დაეწია ზუსტად უხამსი კომენტარი უცხოსგან და არც კი მიუხედავს, ისე დაენისლა თვალები. ზუსტად დაკაკუნებასაც დაემთხვა უკვე ქუჩიდან მესამე სართულზე ამოსული ჩოჩქოლის ხმა. არც კი უფიქრია, არც კი დაუშვია რომქვევით რამე მის გამო ხდებოდა.. დროდადრო შუა საგაკვეთილო პროცესშიც ესმოდა ხმები, თუმცა, ისე იყო გაფანტული, ვერც ყურადღება გაამახვილა და არც გადაიხედა, კანზე ჯერკიდევ ცუდი სიტყვა ეკრა. სხვისი ჩამონალაპარაკები. რომ შევიდა,პირველი მისი ჩამორეცხვა ცადა, მაგრამ, იმდენად უსიამოვნოდ ჩარჩა, სანამ ტისოსგა. შეტყობინეა არ მიიღო, მანამდე ახსოვდა და უტრიალებდა გონებაში. მერე გადაავიწყდა. შენიშვნაც კი მიიღო ტელეფონში ცქერისთვის, არადა, რომ მოწერდა,თითქოს იქვე წყდებოდა ყველაფერი. ეს ახლა გაიაზრა.. -რამდენ ხანში მორჩები ანიკო?!-წერდა პირველი. ანიკომ ისე დაათბო,გაეღიმა. -ნახევარ საათში.-ლაკონურად უპასუხა. -ქვევით გელოდები,არ გამეპარო..-იცოდა,რა ციმციმა თვალებითაც წერდა ამას. -არ მეჩქარება შენთან შეხვედრა.-მაინც გაუმწარა. -მე მეჩქარება შენი დანახვა.-ისევ დაატკბო. -წეღან ვერ დამინახე?!-ანც ბავშვად გადაიქცა. -წეღან თვალები არ გიჩანდა რომ ჩაიარე..-მაინც განაიარაღა. უარყოფითი ემოციებისგან დაცალა. აღარ გაეპასუხა. ეკლებზე დაჯდა სანამ გაკვეთილი არ დამთავრდა და კიბეებზე ნაჩქარევად ჩავიდა. მაინც შეჩერდა გასვლამდე და ამოისუნთქა. სახეზე უემოციობის ნიღაბი აიკრა.. გულის სიღრმეში ეგონა იქ ისეც ჯგუფი დახვდებოდა და გასვლის სურვილსაც უკლავდა, მაგრამ, რომ გაიხედა და მხოლოდ ტისო დაინახა ხხესთან ჩამჯდარი,პირველი, თავი დაცულად იგრძნო. მისკენ არ დაიძრა, წარბი აუწია მხოლოდ და ალმაცერი ღიმილით ჩაუარა. ჩაეცინა ტისოს. წამოდგა და გვერდი დაუმშვენა. -“მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის”.-მელოდიასავით წაიღიღინა.არსაიდან.. ტანზე ელვამ დაუარა გოგოს, გიჟდებოდა “თოვლზე” -შემოდგომაა,ტისო.-ისე ამოიძახა,ვითომ სრული ტექსტი არ უნდოდა მოესმინა მისი წაკითხული. -“არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა. შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის, ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა;” -არ დაიბნა პირველი. გაუღიმა და აღმართს აუყვა მასთან ერთად. გულში დაასრულა ისევ ლექსი ხოშტარიამ. ეუცნაურა,მაგრამ, დაიფიცებდა,მასზე უკეთ ალბათ ვერავინ წაიკითხავდა ვერცერთ სტროფს,ტაბიძისას. არაფრით არუთხრა როგორ მოეწონა მისეული გალაკტიონი. ხმაც კიარ გასცა, ათამდე წუთი, სანამ ისევ არ დაიჩურჩულა ტისომ,ოღონდ არა ანისთვის, საერთოდ მისთვის. თითქოს გადაშვებული იყო. -“ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის, მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.” გალღვა.. შემოატყდა ეს უხეში ფრთები. შეჩერდა და თვალებით ფიქრებში გასროლილ პირველს ამოხედა. მწვანე სფეროები სულ მთად ხავსისფერი გამხდარიყო. ასეთი ჯერ არ ენახა. ეს სულ სხვა თვალი იყო მისი.. -ტისო.-დაუძახა. ხმა რატომ დაეშალა ათას ნაწილად…. გაუთბა ყველა ნაკვთი სწორ ღაწვებზე პირველს. ანის დაუბრუნდა. -პოეზიის საღამოა?!-გაეცინა. -პოეზიისა მელანქოლია,ანიკო.-თვალი ჩაუკრა და ისევ გააგრძელა გზა. -საღამო კიდევ შენია. -ტისო,გთხოვ..-რომ ვეღარ პასუხობდა ვერაფერს,ათასი დავლილი ემოციის გამო,ვედრებით გახედა. განიარაღდა პირველი. ქარს გაატანა მისი ქარიზმა. სულ უარაფროდ გაუღიმა და ანიმ ისევ დაინახა მისი სარკესავით წმინდა თვალები. კამკამა მწვანე.. ჩაიღვარა მათში. გათბა. ეს განწყობა გაყვა ბოლო მოსახვევამდეც. მიუხედავად რომ აღარც კი უთქვამთ მეტი სიტყვა. თავს არ გამოუტყდა,თორემ უსაშველოდ დაენანა გასდულებული გზა. ტისოსაც მოუსვენრობა დაეტყო. მთელი გზა ჯიბეში ჩაწყობილი ხელები ამოიღო და თამბაქოს გაუკიდა. ეწყინა ანის. მავნე ჩვევებით არწარმოედგინა, მერე რა რომ უსაშველოდ უხდებოდა. მაგრამ, გაბრაზება აღარ დაცალდა, მისი ხელები რომ დაინახა, გაწითლებული. თითქოს რაღაცისთვის გამეტებით ერტყა.. გონებამ ისე სწრაფად გადაამუშავა განვლილი, ფიქრებსაც ვერ დაეწია. პირვწლიც მიხვდა მის შეშფოთებას და გაეცინა ფაქტზე რომ დაიჭირა მისმა მახვილმა თვალებმა. -რა მოხდა?!-ხომ იცოდა, მთქმელი არ იყო,მაინც კითხა. შინაგანად სული ისე აუკანკალდა, ხელებზეც დაეტყო. განერვიულდა. -რაზე მეკითხები?!-თითქოს არაფერი,ღრმა ნაპასზე თვალები კითხვით სავსე გაკვირვებუთ აევსო. -ტისო,გიცნობ რომ მივხვდე როდის ცრუობ.-ისე გაებუტა,ისე ბავშვურად და ისეთი მზრუნველობით,პირველს კანზე ეკალმა დააყარა. გაეღიმა. ეშმაკურად. თვალებში ვარსკვლავები აუთამაშდა. -შენ ჩემი ხასიათის რა გაგეგება,ეს წუთია გამიცანი.-ნიშნისმოგებით აუწია წარბი. მაგრამ,რომ გაბრაზდებოდა,ვერ განსაზღვრა. თვალები დაენისლა და ტუჩები ისე მოაწყო, ტისოს გული აუჩქარდა. ისე,რომ ხელიც კი მიიდო მარცხენა მხარეს. დაიღვენთა,დადნა. უსაშველოდ ლამაზი იყო ,ახლა განსაკუთრებით. -ანი..-ამოახედა. კანი აეწვა ისე უნდოდა შეხებოდა, ამ სახეს მოფერებოდა.. მაგრამ, ვერ გადადგა ნაბიჯი. ადრე იყო, იცოდა, თუ მისთვის არა, თუ პირველივე დანახვაზე უკვე წერტილი დასვა, ანისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო. იმდენად ადრე,რომ დილანდელ კოცნასაც კი ნანობდა ლოყაზე,მისალმების. უკან დაიხია. ერთი ნაბიჯით მოშორდა და გაუღიმა. ვერ გაალღო ყინული. ისევ ცადა, ისევ უარი. არიღებდა ხოშტარია პირველის ღიმილებს. რომ ვეღარაფერს გახდა, თავი ჩაქინდრა.. ბეჭები დაუშვა. -ანი,გთხოვ..-მან როგორც იცოდა. თუ ის იხევდა უკან, თუ მისთვის მნიშვნელივანი იყო.. გული ფიქრისგან უსკდებოდა.. თუ ანიც უკან დაიხევდა, მაშინ ანისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.. დაუშვა სიბრაზის აფრები ხოშტარიამ. ღრმად ამოისუნთქა და უთქმელად გაბრუნდა. სახლში ასულს დაეწია ტისოს მონაწერი. -დარდად ნუ გამაყოლებ,შემირიგდი.. გული ოდნავ გაულღვა. არ უპასუხა. გამოიცვალა და მეორეც მოვიდა. -ნეკი ნეკისა?!-ფარხმალს არ ყრიდა პირველი. გაეცინა. -შერიგებისა!-უცებ მიწერა და წიგნები გადმოიღო. მაგრამ ტექსტი არ ჩანდა, წინ ისევ ტისო ედგა, გაწითლებული ხელის ზირგითა და თამბაქოთი. -ხვალ შემოვიდე ქართულზე?!-ისე შეეკითხა და ისე ელოდებოდა პასუხს ტისო,თითქოს უკვე გადაწყვეტილი არ ქონოდა დასწრება. -შენ როგორც გინდა! მაინც უკმეხად უპასუხა,მერე რა რომ ნეკა თითებით ვირტუალურად შერიგდნენ. -მე შენთან მინდა.-დიდი დუმილის მერე მაინც გაუშვა,თან თვალები მაგრად დახუჭა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ქუჩიდან. ბომბის აფეთქებასავით ელოდებოდა მისგან ან გაბრაზებას და სიუხეშეს. ან ორივეს,ან არაფერს ერთად.. გული საგულეს აღარ ჰქონდა. ადრენალიისგან ტელეფონიც კი გათიშა და ხუთ წუთში ჩართო. სიგიჟეაო,თანგაიფიქრა და თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მაგრამ მაინც თვალმოუცილებლად ელოდა ერთი საათი პასუხს. ბოლოს რომ ფარხმალი დაყარა და წიგნი გადაშალა მხრებდაყრილმა, ტელეფონმა როგორც იქნა ხმა გამოსცა.. -ტისო,გთხოვ.. და რამდენი რამე იყო ამ თხოვნის უკან.. ____ წერისას ყველაზე სასიამოვნო ალბათ ტისოს სხარტი პასუხებია ვგიჟდები უკვე და ჩემია :დდ მართლა ვგიჟდები ჩემს პწრსონაჟებზე რომ ობსესია მაქვს ხოლმე და თქვენც გაყვარებთ, სითუნღულე თავი ხოა? რას მწტყვით, თქვწნი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


