დასასრული, რომელიც არ დამთავრებულა.(1)
იყო შეყვარებული, ეს ნიშნავს, ვინმეს მიმართ ძლიერ, ნაზ გრძნობას განიცდიდე. არავინ იცის, ეს გრძნობა დროთა განმავლობაში რაში გადაიზრდება. შეიძლება, მთელი ცხოვრების სიყვარულად იქცეს ან გაზაფხულის პირველ სიოს გაჰყვეს... ნუ იკითხავ, რამდენ ხანს გაგრძელდება შეყვრებულობის პერიოდი, ეს არავინ იცის. ნუ დააჩქარებ დროს: ის თვითონ მიუჩენს ყველაფერს თავის ადგილს. არსებობენ ისეთი დღეები, რომლებიც არ იშლებიან მეხსიერებიდან — არ გაქრებიან, არ იცვლებიან, არც ფერმკრთალდებიან. უბრალოდ რჩებიან იქ, სადაც გული პირველად გაება. 2024 წლის 11 ივნისი — დღე, როცა შენ გაგიცანი. არა უბრალოდ თვალებით, არამედ სულით. ისეთი იყო, თითქოს დრო შენს გვერდით მიდიოდა უფრო ნელა. ჰაერიც კი სხვანაირი იყო იმ დღეს — თბილი, მაგრამ მღელვარე, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა გრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვნად იცვლება შენში. შენ გამოჩნდი, როგორც მზე მაშინ, როცა ჩემი შინაგანი სამყარო ჩრდილში იკარგებოდა. და იმ წამიდან ყველაფერი შეიცვალა — ჩემი ღიმილი, ჩემი ძილი, ჩემი დუმილი და ჩემი სუნთქვაც კი. შენმა არსებობამ გამაბედნიერა ისე, რომ არც მიფიქრია, ეს ბედნიერება ვადიანი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. “ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში შემოდის მხოლოდ იმისთვის, რომ დაგვიმტკიცოს – სიყვარული არა მარტო შეგრძნებად, არამედ ბრძოლადაც შეიძლება იქცეს.” შენ ჩემი პირველი სიყვარული იყავი — არა ის, რასაც ფილმებში აჩვენებენ, არამედ ის, რაც ყელში გაჩხერილ ცრემლად გადაიქცა მაშინ, როცა გული ცდილობდა დაეჯერებინა: შენ ჩემთან აღარ იყავი. შენ მასწავლე, რომ სიყვარული ეს არა მხოლოდ სიტყვებია, არამედ დუმილში დარჩენილი თბილი მზერაც არის. რომ ხშირად „მიყვარხარ“ არ ნიშნავს რომ ერთად იქნებით — ნიშნავს, რომ ერთმანეთი გულში გექნებათ. ჩუმად, მაგრამ სამუდამოდ. „სიყვარული არ ისმის ყურში — ის ისმის სულში. სიყვარული არ ეტყობა თითებს — ის ეტყობა დუმილს. სიყვარული არ მთავრდება სიტყვით — ის მთავრდება ღამის სიჩუმით, როცა ვეღარ სუნთქავ.“ შენ დაგპირდი, რომ წიგნს დავწერდი ჩვენს სიყვარულზე. და ახლა ვწერ. არა იმიტომ, რომ მინდა დაბრუნდე. არამედ იმიტომ, რომ სიყვარული, რომელიც მე შენს მიმართ მაქვს, იმსახურებს აღსარებას. ამ სიტყვებით მე საკუთარ თავს ვაწერ სასჯელს, გულწრფელობით — განთავისუფლებას. „ზოგჯერ, როცა სიყვარული ბოლომდე ვერ ყვავის, ის ფესვებად რჩება — გულში. და სწორედ ეს ფესვები გვტკენენ ყველაზე მეტად.“ შენთან ერთად აღმოვაჩინე, როგორ შეუძლია ადამიანს სხვის გამო შეიცვალოს. როგორ შეუძლია ბიჭს, რომელიც არასდროს ტიროდა, შუაღამისას მარტო, დუმილში იტიროს. როგორ შეუძლია სხვის ბედნიერებას თავი გადააყოლოს. შენთან ერთად ვისწავლე, რომ ნამდვილი სიყვარული არის თავისუფლების მიცემა — მაშინაც კი, როცა მის გარეშე ყოფნა გკლავს. „ისეთი სიყვარულია ნამდვილი, რომელიც შენს სურვილზე მაღლა დგას. როდესაც შენს თავზე მეტად მისი ღიმილი გინდა ბედნიერი იყოს — თუნდაც ის ღიმილი შენთან არ იყოს დაკავშირებული.“ დღესაც მახსოვს შენი ხმა. შენი ღიმილი, რომელიც ჩემთვის იყო შენახული. შენი თვალები, რომელთა ფერიც ყველა ზღვის ტალღაზე მეტს მეუბნებოდა. და ის სიცილი… ღმერთო, როგორ მენატრება ის სიცილი. იმ სიცილში იყო ჩემი სიმშვიდე. დღეს ვზივარ მარტო და ვწერ. შენზე. ჩვენზე. იმაზე, რაც აღარ არსებობს, მაგრამ ჩემი ნაწილია.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


