შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსი და სხვა აშლილობები +18 /სრულად/


დღეს, 23:22
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 286

პირველი, რაც თვალების გახელისთანავე იგრძნო, უცხო სურნელი იყო. მამაკაცის სუნამოს მძაფრი, ოდნავ მომწარო არომატი, რომელსაც სუფთა თეთრეულისა და სხეულის სითბოს სუნი შერეოდა. შემდეგ საკუთარი წელის გარშემო შემოხვეული მძიმე ხელი შეიგრძნო და ყურს უკან ვიღაცის მშვიდი, თანაბარი სუნთქვა, რომელიც კისერზე თბილ ჰაერს აფრქვევდა. თვალები მაშინვე დახუჭა. არა იმიტომ, რომ ძილის გაგრძელება სურდა. უბრალოდ, თავში ისეთი გამაყრუებელი ტკივილი უტრიალებდა, თითქოს ვიღაცას მთელი ღამე მის ტვინში სარემონტო სამუშაოები ეწარმოებინა და დილისთვისაც არ დაესრულებინა. ფარდებს შორის დარჩენილი ვიწრო ღრიჭოდან მზის სხივები იჭრებოდა და ოთახს დაუნდობელი სიკაშკაშით ავსებდა. სინათლე პირდაპირ სახეზე ეცემოდა, თითქოს სამყაროს განზრახ გადაეწყვიტა, რომ ამ დილით მისთვის არავითარი შეღავათი არ გაეწია.
ოთახში?
რომელ ოთახში?
გონებაში გაჩენილი შეკითხვა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ თვალები ხელახლა გაახილა. რამდენიმე წამს ჭერს მიაშტერდა. თეთრი, სრულიად უცნობი ჭერი. შემდეგ მზერა კედლებზე გადაიტანა, მუქ ფარდებზე, საწოლის მოპირდაპირედ მდგარ კომოდზე, რომელზეც მამაკაცის საათი და გასაღებების აცმა ეწყო.
არც ერთი ნივთი არ ეცნობოდა.
არც ოთახი.
არც სურნელი.
და, რაც ყველაზე შემაშფოთებელი იყო, არც ის ადამიანი, რომლის ხელიც ჯერ კიდევ ისეთი თავდაჯერებით ეხვია წელზე, თითქოს ამ მდგომარეობაში გაღვიძება მათთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო. თავი ფრთხილად მიაბრუნა. მის გვერდით მამაკაცს ეძინა. შავგვრემანი იყო, მუქი, ოდნავ არეული თმით, სწორი ცხვირითა და მკვეთრად გამოკვეთილი ყბით. სახის ნახევარი ბალიშში ჩაეფლო, თუმცა დარჩენილი ნახევარიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად, რომ ბუნებას მის გარეგნობაზე მუშაობისას ძალისხმევა ნამდვილად არ დაეშურებინა. სხვა ვითარებაში, ალბათ, ამ გარემოებას სათანადოდ დააფასებდა.
ამჟამად კი მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა.
ვინ ჯანდაბა იყო?!
მამაკაცის სახეს დაჟინებით დააკვირდა, თითქოს თუკი საკმარისად დიდხანს უყურებდა ნაცნობი ნაკვთების აღმოჩენას შეძლებდა, მაგრამ მეხსიერება ისეთივე ცარიელი იყო, როგორიც მისი წარმოდგენა გასული ღამის მოვლენებზე.
სადღაც, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულში, რამდენიმე ბუნდოვანი სურათი მაინც შემორჩენილიყო.
კლუბი.
ხმამაღალი მუსიკა, რომლის რითმიც მკერდში გულისცემასავით ურტყამდა. ფერადი განათებები, ერთმანეთში არეული სახეები, სიცილი, თამბაქოს კვამლი და ალკოჰოლის მოტკბო გემო ენაზე.
ერთი ჭიქა.
მეორე.
მესამე.
შემდეგ კიდევ რაღაც ფერადი, ყინულით სავსე კოქტეილი, რომლის სახელიც არ ახსოვდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ორგანიზმს მასთან გაცნობა ამ დილით მწარედ ახსოვდა.
მერე...
ვიღაცის სიცილი.
მამაკაცის ტუჩები ყურთან.
თითები წელზე.
და მოულოდნელად ისეთი მკაფიო მოგონება, რომ სუნთქვა შეეკრა.
ვიღაცის ხელი მისი საცვლის ქვეშ.
ღმერთო!
თვალები ფართოდ გაახილა.
ეს ნამდვილად ახსოვდა. არა როგორც სიზმარი ან ალკოჰოლით დაბინდული წარმოდგენა, არამედ როგორც სხეულში ჩარჩენილი შეგრძნება, რომლის გახსენებაზეც კანი უსიამოვნოდ დაეჭიმა.
მაგრამ ვის ეკუთვნოდა ის ხელი?
სახის აღდგენა სცადა. თვალები დახუჭა, შუბლი შეკრა, გონებას ძალა დაატანა, თუმცა მოგონებები ისე უსხლტებოდა, თითქოს ვიღაცას გასული ღამის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთები მაკრატლით ამოეჭრა და დანარჩენი უწესრიგოდ დაეტოვებინა. მხოლოდ ერთი დეტალი ამოტივტივდა.
ქერა.
ის მამაკაცი ქერა იყო.
თვალები გაახილა და გვერდით მძინარეს შეხედა.
ეს კი შავგვრემანია.
მოიცა...
მოიცა, მოიცა!
რამდენი მამაკაცი ფიგურირებდა საერთოდ ამ წყეულ ღამეში?!
საკუთარი შეკითხვის შესაძლო პასუხმა ისეთი უსიამოვნო სიცივით დაუარა ხერხემალში, რომ წამით სუნთქვაც კი შეიკავა. თავის ტკივილს მკერდის უცნაური მგრძნობელობაც დაემატა. მოძრაობისას ორივე მკერდი უსიამოვნოდ დაეჭიმა და სწორედ მაშინ გააცნობიერა კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც აქამდე, ალბათ, შოკის წყალობით, ყურადღება ვერ მიაქცია. არაფერი ეცვა. საბანი ფრთხილად ასწია.
შიშველი იყო. სრულიად. ისე შიშველი, რომ საკუთარ თავთან მოლაპარაკების სივრცეც აღარ რჩებოდა. ყელში რაღაც მწარე მოაწვა. გულისრევის ტალღამ რამდენიმე წამით აიძულა გაშეშებულიყო, თუმცა მალევე გადაუარა და მის ადგილას გაცილებით აუტანელი გრძნობა დარჩა, შიში, რომელსაც ჯერ სახელი არ ჰქონდა.
არ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდა აქ. არ ახსოვდა, ამ მამაკაცს როგორ შეხვდა, აკოცა თუ არა, საკუთარი სურვილით გაჰყვა თუ ვინმემ წამოიყვანა. ყველაზე მეტად კი ის აშინებდა, რომ საკუთარ სხეულზეც ვერაფერს ამბობდა დარწმუნებით. ადამიანს, თურმე, შეიძლებოდა მთელი ღამე საკუთარი ცხოვრებიდან ამოვარდნოდა და დილით მის შედეგებთან სრულიად მარტო დარჩენილიყო. კიდევ ერთხელ შეხედა მამაკაცს. მას საოცრად მშვიდად ეძინა.
ისეთი უშფოთველი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ღამით არაფერი მომხდარიყო, რაც სინდისის ქენჯნას, უხერხულობას ან, სულ მცირე, დილის ათ საათზე გაღვიძებას მაინც იმსახურებდა.
ან ჯერ კიდევ მთვრალი იყო, ან მეტისმეტად ღრმა ძილი იცოდა. ან, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა, უბრალოდ არაფერი ჰქონდა სანერვიულო. მისი ხელი ისევ ქალის წელზე იდო. ქალმა მაჯაში ორი თითით ჩაავლო, ისეთი სიფრთხილით, თითქოს უცნობი მამაკაცის კანი გადამდები დაავადების მატარებელი ყოფილიყო და შეხების ყოველი დამატებითი წამი სიცოცხლეს უმოკლებდა.
ნელა ასწია.
მამაკაცი შეირხა.
ქალი გაიყინა.
გული ისე აუჩქარდა, წამით მოეჩვენა, რომ მისი ხმაური მძინარეს აუცილებლად გააღვიძებდა. მაგრამ კაცმა მხოლოდ უკმაყოფილოდ ამოისუნთქა, გვერდი იცვალა, ბალიშს ორივე ხელი ამოსდო და ძილი განაგრძო.
საოცარია.
ზოგიერთ ადამიანს ნამდვილად ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა, სხვების ცხოვრებაში სრული ქაოსი დაეტოვებინა და თავად ანგელოზივით სძინებოდა. საბანი მკერდზე აიფარა და საწოლის კიდისკენ გადაინაცვლა. ფეხები იატაკზე ჩამოუშვა, თუმცა წამოდგომისთანავე მიხვდა, რომ გრავიტაციასთან ურთიერთობაც დროებით გართულებოდა. ოთახი ოდნავ შეირხა, იატაკი თითქოს ფეხქვეშ გაექცა და იძულებული გახდა საწოლის კიდეს ჩასჭიდებოდა. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ წონასწორობა აღიდგინა. ახლა ტანსაცმელი. მისი კაბა საწოლიდან რამდენიმე ნაბიჯში ეგდო, ისე დაუდევრად მიგდებული. ერთ ფეხსაცმელს კომოდის ქვეშ მოჰკრა თვალი, მეორეს კი ვერსად ხედავდა.
საცვლლის ძებნა გაცილებით დამამცირებელი აღმოჩნდა. იატაკზე დაყრილ ნივთებს შორის ჩაიმუხლა, საბანი მხრებზე შემოიხვია და ოთახს ისეთი გამომეტყველებით მოავლო მზერა, როგორიც, ალბათ, დანაშაულის ადგილზე მისულ გამომძიებელს ექნებოდა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში დანაშაულის შესაძლო მსხვერპლიც თავად იყო, მთავარი მოწმეც და, სავარაუდოდ, ყველაზე არაკომპეტენტური გამომძიებელიც. ტრუსი საწოლის ფეხთან იპოვა.
ბიუსტჰალტერი - ვერა. რამდენიმე წამს უშედეგოდ ეძებდა, სანამ შემთხვევით მზერა საწოლის გვერდით მდგარ სანათზე არ შეაჩერა. იქ იყო. მისი შავი, მაქმანებიანი ბიუსტჰალტერი სანათის თავზე ეკიდა. ქალმა თვალები დახუჭა.
ღმერთო, ოღონდ ეს არა. რას აკეთებდა?!
უფრო სწორად, რას აკეთებდნენ?!
რა საჭირო იყო ბიუსტჰალტერის სანათზე ჩამოკიდება? ტანსაცმლის საკიდები არ ჰქონდათ? კარადა? სკამი? ბოლოს და ბოლოს, იატაკი?! საკუთარი ფიქრების აბსურდულობაზე კინაღამ გაეცინა, მაგრამ სიცილის ნაცვლად მხოლოდ სასოწარკვეთილი ამოსუნთქვა აღმოხდა.
სანათს მიუახლოვდა და ბიისჰალტერი ჩამოხსნა. იმ წამს ისე ეჩვენებოდა, თითქოს ეს უმნიშვნელო ნივთი გასული ღამის ყველა საიდუმლოს ინახავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაქმანებს ჩვენების მიცემა არ შეეძლოთ. სწრაფად ჩაიცვა.
კაბის ელვა ძლივს შეიკრა. თითები უცახცახებდა, თავი სტკიოდა და ყოველ მოძრაობაზე ახალი, არასასიამოვნო შეგრძნება ახსენებდა, რომ მისი სხეული იმ ღამის მონაწილე იყო, რომლის შესახებაც გონებას თითქმის არაფერი შემორჩენოდა. ერთხელ კიდევ შეხედა საწოლს. მამაკაცი კვლავ ეძინა. მის სახეზე უცნაური სიმშვიდე იკითხებოდა. ქალს წამით მოუნდა გაეღვიძებინა, მხრებში ჩაფრენოდა და მოეთხოვა, ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოეყოლა. გაეგო, ვინ იყო, რა მოხდა მათ შორის, რატომ არაფერი ახსოვდა და, საერთოდ, როგორ მოახერხა ერთ ღამეში საკუთარი თავისთვის ამდენი უპასუხო შეკითხვის დაგროვება. მაგრამ მაშინვე წარმოიდგინა, როგორ გაახელდა ის თვალებს. როგორ შეხედავდა. იქნებ გაუღიმებდა კიდეც, ნაცნობი ინტიმურობით, რომელიც მხოლოდ ერთ მათგანს ახსოვდა. და იქნებ ისეთი რამ ეთქვა, რისი მოსმენაც არ უნდოდა. ამ აზრმა საბოლოოდ გადააწყვეტინა წასვლა. მეორე ფეხსაცმელი ბოლოს საწოლის ქვეშ აღმოაჩინა. მის გამოსაღებად მუხლებზე დადგომა დასჭირდა, რამაც ისედაც შელახულ ღირსებას უკანასკნელი დარტყმა მიაყენა.
როდესაც როგორც იქნა სრულად ჩაცმული გაიმართა, ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა, თითქოს რაიმე ნივთის დატოვებას კი არა, საკუთარი თავის დაკარგულ ნაწილს ეძებდა.
ვერაფერი იპოვა. მხოლოდ უცხო სურნელი, არეული თეთრეული და მამაკაცი, რომელსაც მშვიდად ეძინა იმ ღამის მოგონებებთან ერთად, რომელთა დაბრუნებასაც ქალი ვერ ახერხებდა.
კარისკენ უხმაუროდ დაიძრა. სახელურს ხელი მოჰკიდა, მაგრამ წამით შეჩერდა.
უკან გახედვა არ სურდა. მაინც გაიხედა.
უცნობი მამაკაცი ძილში ოდნავ გადაბრუნებულიყო. მზის სხივი ახლა მის შიშველ მხარს ეცემოდა და ქალმა საკუთარი თავი სრულიად შეუფერებელ ფიქრში გამოიჭირა - რა უსამართლობა იყო, რომ ასეთ საშინელ დილასაც კი შეეძლო ვიღაცას ასე მიმზიდველი ყოფილიყო. მაშინვე გაბრაზდა საკუთარ თავზე. ღმერთო, ახლა ამის დროა?! კარი ფრთხილად გამოაღო და დერეფანში გავიდა. რამდენიმე წამში უკვე კიბეზე ჩარბოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი საფეხური თავში ჩაქუჩის დარტყმასავით ეხმიანებოდა. ლიფტის ლოდინი წარმოუდგენელ ფუფუნებად ეჩვენებოდა. მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რაც შეიძლება მალე გასცლოდა ამ ბინას, ამ კორპუსს და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, საკუთარი ცხოვრების უკანასკნელ თორმეტ საათსაც. სადარბაზოდან ისე გავარდა, თითქოს უკან ვინმე მოსდევდა. არავინ მოსდევდა. და სწორედ ეს იყო ყველაზე უცნაური. იმ დილით ყველაზე მეტად იმ მამაკაცის ეშინოდა, რომელსაც არც კი იცნობდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად საკუთარი თავის, რომლის საქციელიც აღარ ახსოვდა.

ზურგს უკან მიხურულ კარს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, თითქოს ამ მარტივი მოქმედებით შესაძლებელი იქნებოდა გასული ღამისგან თავის დაღწევა. კეფა გრილ ზედაპირს მიაბჯინა და ღრმად ჩაისუნთქა, თუმცა მაშინვე ინანა. კუჭმა აშკარად გადაწყვიტა, რომ ორგანიზმში ნებისმიერი სახის მოძრაობა, მათ შორის სუნთქვაც, პირად შეურაცხყოფად მიეღო. საფეთქლები აუტანლად სტკიოდა, პირი გამომშრალი ჰქონდა, ხოლო მზის სინათლე, რომელიც მისაღების ფანჯრებიდან უხვად შემოდიოდა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ეჩვენებოდა.
- კარგი, გმადლობთ. არა, საჭირო აღარ არის, ახლახან დაბრუნდა სახლში. -
ნაცნობი ხმის გაგონებაზე ცალი თვალი გაახილა. მეგობარი ტელეფონზე საუბრობდა და ისეთი გამომეტყველებით უყურებდა, ანას წამიერად გაუჩნდა ეჭვი, რომ სახლში კი არა, საკუთარი დაკრძალვის ცერემონიაზე დაბრუნდა.
ძალდატანებით გაუღიმა. - შენ საერთოდ ნორმალური ხარ?! - ქალმა ტელეფონი გათიშა და მაშინვე ყვირილზე გადავიდა. - სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი?! სად გაქრი წუხელ?! იცი, რამდენი გეძებე?! პოლიციაში დავრეკე, საავადმყოფოებში, ბოლოს მორგშიც კი!
- ღმერთო, ნუ ყვირი... - ანამ ორივე ხელი საფეთქლებზე მიიჭირა. - თუ ჩემი მოკვლა გინდა, უბრალოდ ბალიში დამაფარე. გაცილებით ჰუმანური იქნება.
- ანა!
- რა?!
- სად იყავი?!
- ნეტავ ვიცოდე. - მეგობარმა პირი გააღო, თუმცა ანამ პასუხის მოსმენა აღარ აცადა. ჩანთა იქვე მიაგდო, ფეხსაცმელები მოიშორა და მისაღებში შევიდა. სავარძელში ისეთი სიამოვნებით ჩაეშვა, თითქოს რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაევლო. თავი საზურგეზე გადაადო და თვალები დახუჭა. ტანსაცმელზე ჯერ კიდევ უცხო მამაკაცის სუნამოს სუსტი არომატი შემორჩენოდა, რაც მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით სრულიად არასაჭირო, თუმცა საკმაოდ საინტერესო დეტალი იყო. - რა ჯანდაბა დავლიე ასეთი?
- ყველაფერი, ანა! რაც ბარში იყიდებოდა და, ეჭვი მაქვს, რაც არ იყიდებოდა, ისიც! რომ მივხვდი, სასმელი მოგეკიდა, სახლში წამოყვანა გადავწყვიტე. ორი წუთით დაგტოვე, სულ ორი წუთით! და როცა დავბრუნდი, აღარსად იყავი.
- ორი წუთი საკმაოდ დიდი დროა, თუ ადამიანი მოტივირებულია.
- რა მოტივირებული, გოგო, რას ბოდავ?! -
ანამ თვალები გაახილა და ჭერს მიაშტერდა. გასული ღამის გახსენების მცდელობა დაახლოებით ისეთივე შედეგიანი აღმოჩნდა, როგორიც გაფუჭებული ტელევიზორის ჩართვა. რაღაც ფრაგმენტები ჰქონდა: მუსიკა, სასმელი, მამაკაცის სასიამოვნო ხმა და... დანარჩენი აშკარად ტექნიკური ხარვეზის გამო არ იძებნებოდა.
- მოკლედ. - ამოიოხრა. - ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ დღეს დილით ვიღაცის საწოლში გავიღვიძე. - მეგობარი გაშეშდა.
- რა?!
- ოღონდ ნუ იყვირებ. ჩემი ტვინი ისედაც გადადგომის პირასაა.
- ვის საწოლში?!
- მამაკაცის.
- ანა!
- რა გინდა, ქალის საწოლში რომ გამეღვიძა, ალბათ ეგეც მეცოდინებოდა.
- ვინ იყო?!
- წარმოდგენა არ მაქვს.
- როგორ თუ წარმოდგენა არ გაქვს?!
- აი, ასე. მაღალი, სიმპათიური, საკმაოდ კარგი სხეულით... - ანა წამით ჩაფიქრდა. - და ძალიან ძვირადღირებული თეთრეულით. ღმერთო, ისეთი ზეწრები ჰქონდა, ლამის წამოვიღე. - მეგობარი გაოგნებული უყურებდა.
- შენ ახლა მეუბნები, რომ ვიღაც სრულიად უცნობ მამაკაცთან გაატარე ღამე და მისი სახელიც კი არ იცი?!
- არა, მე გეუბნები, რომ მისი ზეწრების ხარისხი ვიცი. დანარჩენზე ჯერ ვმუშაობ.
- და რა მოხდა თქვენ შორის? - ანამ ტუჩები მოკუმა. სწორედ ეს იყო ყველაზე გამაღიზიანებელი შეკითხვა. სხეულზე უცხო მამაკაცის შეხების ბუნდოვანი მოგონება ჯერ კიდევ შემორჩენოდა, მაგრამ რამდენჯერაც ცდილობდა დეტალების აღდგენას, გონება ჯიუტად იმავე რამდენიმე ფრაგმენტს უბრუნდებოდა.
- თუ ჩემს დილის მდგომარეობას გავითვალისწინებთ, საკმაოდ საინტერესო რაღაცები. - ჩაილაპარაკა ბოლოს.
- და არ გახსოვს?!
- მადლობა, რომ შემახსენე. უკვე თითქმის შევეგუე. - ქალმა ხელები გაშალა.
- ღმერთო ჩემო, ანა, შენ ფსიქოლოგი ხარ!
- ვიცი. ორი უმაღლესი განათლება მაქვს და ადამიანების ქცევებს პროფესიულ დონეზე ვაანალიზებ. სამწუხაროდ, არც ერთ დიპლომში არ ეწერა, რომ ტეკილა მეხსიერების დაკარგავს უწყობს ხელს. -
მეგობარმა ღრმად ამოისუნთქა და გვერდით ჩამოუჯდა. ჯერ კიდევ ეტყობოდა ღამის უძილობა და ნერვიულობა, თუმცა ანას ირონიამ, როგორც ყოველთვის, სიბრაზის ნაწილი მაინც გაუქრო.
- ერთი რამ მაინც მითხარი. კარგად ხარ? -
ანამ თავი მისკენ მიაბრუნა. ამ შეკითხვაში უკვე აღარ იგრძნობოდა საყვედური და ამიტომ თავადაც სერიოზულად უპასუხა.
- კი. უბრალოდ საშინლად ნაბახუსევი ვარ.
- დარწმუნებული ხარ?
- იმაში, რომ ნაბახუსევი ვარ? აბსოლუტურად.
- ანა!
- კარგად ვარ, მართლა. - ოდნავ გაუღიმა და მეგობარს ხელი ხელზე მოუთათუნა. - უბრალოდ წყალი მჭირდება, ტკივილგამაყუჩებელი და დაახლოებით თორმეტი საათი ძილი. - მეგობარი წამოდგა, მაგრამ სამზარეულოსკენ წასვლამდე მაინც შეჩერდა.
- და ის მამაკაცი?
- რა ის მამაკაცი?
- კიდევ ნახავ? - ანამ თვალები დახუჭა და უნებურად გაახსენდა დილის კადრი: უცხო საძინებელი, იატაკზე მიმოფანტული ტანსაცმელი და საწოლში მშვიდად მძინარე მამაკაცი, რომელსაც, მისგან განსხვავებით, აშკარად არ აწუხებდა არც ნაბახუსევი და არც ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების გადაფასების აუცილებლობა. ჯანდაბა, სიმპათიური ნამდვილად იყო.
იმდენად სიმპათიურიც კი, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში შესაძლოა საუზმეზეც დარჩენილიყო. თუმცა ჩვეულებრივ ვითარებაში საკუთარი ბიუსტჰალტერის ძებნა უცხო მამაკაცის საწოლის ქვეშ არ უწევდა.
- იმედი მაქვს, არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა ჩავიდინე წუხელ, და თუ იმ კაცს კარგი მეხსიერება აქვს, ამ ურთიერთობაში აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
- მოიცა, მან რა გითხრა?
- არაფერი.
- როგორ თუ არაფერი?
- ეძინა, როცა წამოვედი. - მეგობარმა რამდენიმე წამით უყურა.
- ანუ უბრალოდ გამოიპარე?
- აბა, რა მექნა? გამეღვიძებინა და მეკითხა, უკაცრავად, გუშინ ღამით როგორი ვიყავი-მეთქი? ისედაც საკმარისად შელახული მაქვს ღირსება.

კაბინეტში იჯდა, თეთრი პერანგის მკლავები იდაყვებამდე ჰქონდა აკეცილი და ხელში მოქცეულ მინერალური წყლის ჭიქას აუჩქარებლად ატრიალებდა. მაგიდაზე, მძიმე ბროლის საფერფლეში, უყურადღებოდ დატოვებული სიგარეტი თავისთვის იწვოდა, ჰაერში თამბაქოს მძაფრ სურნელს ტოვებდა. მამაკაცს მისთვის არც შეუხედავს. მთელი ყურადღება ფოტოსურათისკენ ჰქონდა მიმართული, რომელსაც უკვე რამდენიმე წუთი იყო, აშკარად კმაყოფილი ღიმილით ათვალიერებდა.
- ესე იგი, ანა ლაშხი... - წარმოთქვა ბოლოს და მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მეგობარს ახედა.
- ოცდათხუთმეტი წლის. ფსიქოლოგია, საკმაოდ საინტერესო პროფესიული გამოცდილებითა და პაციენტების სიით. როგორც ჩანს, თავის საქმეში ცუდი არ არის.
- ფსიქოლოგი... - გაიმეორა მამაკაცმა და ტუჩის კუთხე ოდნავ აუთამაშდა, თითქოს ამ სიტყვას განსაკუთრებული გემო აღმოაჩნდა. საინტერესო დამთხვევა იყო. ქალს, რომელიც ადამიანების ფსიქიკის შესწავლით ირჩენდა თავს, წინა ღამით საკუთარი თავის კონტროლი ისე დაეკარგა, რომ დილით მის საწოლში გაღვიძება, როგორც ჩანს, საკმარის მიზეზად ჩათვალა სასწრაფოდ გასაქცევად. თავად კი ამ ყველაფრიდან მხოლოდ ქალის სურნელი, სასიამოვნო მოგონებები და დილით ცარიელი საწოლი დარჩენოდა. სხვათა შორის, უკანასკნელი მისთვის საკმაოდ უჩვეულო გამოცდილება იყო. - ჩამწერე. - თქვა მოულოდნელად.
- შენ? - მეგობარმა გაკვირვება ვერ დამალა.
- ჰო, მე. ბოლო დროს შფოთვითი აშლილობა მაწუხებს. - სრულიად სერიოზული გამომეტყველებით უპასუხა, თუმცა თვალებში აშკარა ირონია ჩაუდგა.
- შენ შფოთვა მხოლოდ მაშინ დაგეწყება, ვინმე შენზე უკეთესი რომ აღმოჩნდეს.
- სწორედ ამიტომ არ მაწუხებს ხშირად. -
მეგობარს გაეცინა, მამაკაცმა კი მინერალური წყალი მოსვა და ფოტოსურათი კიდევ ერთხელ აიღო ხელში. - უბრალოდ ჩამწერე. - მის ხმაში აღარ იგრძნობოდა ხუმრობა. არც ახსნა ჩაუთვლია საჭიროდ. ჩვეულებრივ, როცა რამეს გადაწყვეტდა, საკუთარ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა დიდად არ იტაცებდა. ფოტოზე გამოსახულ ქალს კიდევ ერთხელ დააკვირდა. ლამაზი იყო, ამაში ახალი არაფერი აღმოუჩენია. უბრალოდ ახლა უკვე იცოდა მისი სახელი, პროფესია და ისიც, სად შეიძლებოდა მისი პოვნა. - ვნახოთ, როგორი ფსიქოლოგი ხართ, ქალბატონო ანა. - ჩაიღიმა და ფოტოსურათი მაგიდაზე დააბრუნა.

ორშაბათი დილა ანა ლაშხისთვის ყოველთვის ადამიანური გამძლეობის ერთგვარ გამოცდას წარმოადგენდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შაბათ-კვირას საკუთარი ცხოვრების ისეთი ეპიზოდი ემატებოდა, რომლის გახსენებაც შეუძლებელი იყო, დავიწყება კი, რატომღაც, კიდევ უფრო რთული. სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სრულიად უცხო მამაკაცის საწოლში გაიღვიძა, თუმცა მის გონებას ამ ხნის განმავლობაში ერთი ახალი დეტალიც არ აღუდგენია. სამაგიეროდ, წარმოსახვა მუშაობდა განსაკუთრებული მონდომებით და ისეთ ვერსიებს სთავაზობდა, რომელთა განხილვაც პროფესიული ეთიკის კომისიას კი არა, ალბათ, კათოლიკურ ეკლესიასაც დააინტერესებდა. ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა, რომ მამაკაცი ახსოვდა. არა მთელი ღამე, არა მათი საუბარი ან ის, როგორ აღმოჩნდნენ ერთად, არამედ მისი გარეგნობა, შიშველი მხრების მოხაზულობა, მძინარე სახის მშვიდი გამომეტყველება და სხეულის ის უსიამოვნოდ მიმზიდველი პროპორციები, რომელთა შემჩნევაც დილით, საკუთარი საცვლების ძებნის პარალელურად, მაინც მოასწრო. სრულიად უსამართლო იყო. მის მეხსიერებას შეეძლო შეენარჩუნებინა უცხო მამაკაცის მუცლის კუნთების ვიზუალური აღწერილობა, მაგრამ ვერ ახერხებდა ერთი უბრალო სახელის აღდგენას. ფროიდი ამ შემთხვევას აუცილებლად გამოიყენებდა საკუთარი თეორიების გასამყარებლად.
ანა კი ფროიდს სიამოვნებით გააგზავნიდა ჯანდაბაში. კაბინეტში შესვლისთანავე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და სამუშაო მაგიდის უკან მოკალათდა. დილის ყავა ჯერ კიდევ ცხელი იყო, ფანჯრიდან შემოსული მკრთალი სინათლე კი ოთახს სასიამოვნო სიმყუდროვეს მატებდა. უყვარდა ეს ადგილი. კედლების მშვიდი ფერები, წიგნებით სავსე თაროები, რბილი სავარძლები და ის განსაკუთრებული სიჩუმე, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავის შესახებ ისეთი რამის თქმის საშუალებას აძლევდა, რასაც ზოგჯერ ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც უმალავდნენ.
აქ ყველაფერი მისი წესებით ხდებოდა.
საკუთარ კაბინეტში ანა ლაშხმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ საქმე მის პირად ცხოვრებას არ ეხებოდა.
პირველი პაციენტი ორმოცდაორი წლის ქალი იყო, რომელიც უკვე მესამე თვეა ცდილობდა გაერკვია, რატომ იზიდავდა ემოციურად მიუწვდომელი მამაკაცები. ანა ყურადღებით უსმენდა, დროდადრო ჩანაწერებს აკეთებდა და შეკითხვებს ისე სვამდა, რომ ქალს საკუთარი პასუხების მიღმა დამალული მიზეზები თავად აღმოეჩინა. სესიის დასასრულს პაციენტმა მოულოდნელად ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, ადამიანს სრულიად უცხო მამაკაცის მიმართ ძლიერი მიზიდულობა გასჩენოდა და ეს მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა არ ყოფილიყო. ანას კალამი წამით გაუჩერდა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. საერთოდაც, ადამიანებს საოცარი ნიჭი ჰქონდათ, სრულიად უცხო პიროვნებისთვის საკუთარ წარმოსახვაში ისეთი თვისებები მიეწერათ, რომელთა არსებობასაც რეალობა ხშირად სასტიკად უარყოფდა. თუმცა საკუთარი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ საკითხზე განსაკუთრებული ენთუზიაზმით მსჯელობა არ სურდა. სესია პროფესიული სიმშვიდით დაასრულა, ქალი გააცილა და კარის მიხურვის შემდეგ ყავის ფინჯანს დასწვდა.
მისი ცხოვრება ნელ-ნელა ემსგავსებოდა ცუდად დაწერილ ფსიქოლოგიურ ანეკდოტს, რომელშიც მთავარი პერსონაჟი სხვებს ემოციური სტაბილურობის მოპოვებაში ეხმარებოდა, თავად კი შაბათ დილით უცხო მამაკაცის საძინებლიდან ფეხაკრეფით იპარებოდა. და მაინც, ყველაზე გამაღიზიანებელი თავად გაქცევა არ ყოფილა. იმ დილით მამაკაცს რომ გაეღვიძა, შესაძლოა ყველაფერი სრულიად სხვაგვარად განვითარებულიყო. იქნებ ყავა დაელიათ, ერთმანეთის სახელები გაეგოთ, ან კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყვნენ საწოლში. ამ უკანასკნელ შესაძლებლობას ანა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა, რადგან მის წარმოსახვას ბოლო დღეებში ისედაც ზედმეტად დიდი თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული.
კარზე ფრთხილმა კაკუნმა ფიქრებიდან გამოიყვანა.
- ანა, ახალი პაციენტი მოვიდა. - კარში მდივანმა შემოყო თავი. - თერთმეტ საათზეა ჩაწერილი.
- შემოუშვი. - მაგიდაზე გაშლილ ბლოკნოტს დახედა, რამდენიმე ჩანაწერი გადაამოწმა და კალამი მოიმარჯვა.
ახალი პაციენტის პირველი კონსულტაცია ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა. ადამიანების უმრავლესობა ფსიქოლოგთან მისვლამდე საკუთარ პრობლემებს გულდასმით ალაგებდა, შემდეგ კი კაბინეტში შესვლისთანავე ამ წინასწარ მომზადებული მონოლოგის ნახევარი ავიწყდებოდა. კარი გაიღო.
- გამარჯობა. - მამაკაცის ხმა მშვიდი, სასიამოვნოდ დაბალი და სრულიად ჩვეულებრივი იყო. ანამ თავი ასწია. და მის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესი, დაახლოებით ორი წამით, შეთანხმებულად შეწყდა.
კარში ის იდგა.
ის.
მამაკაცი, რომლის საწოლშიც სამი დღის წინ გაიღვიძა.
რომლის შიშველი სხეულის ნაწილები მის მეხსიერებას შეურაცხმყოფელი სიზუსტით ჰქონდა შემონახული. რომლის სახელსაც ვერ იხსენებდა, რადგან, დიდი ალბათობით, არც არასოდეს უკითხავს.
მუქი, იდეალურად მორგებული კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგის საყელო ოდნავ ჰქონდა შეხსნილი და ისეთი აუღელვებელი გამომეტყველებით უყურებდა, თითქოს მათ შორის ყველაზე ინტიმური გამოცდილება საერთო ლიფტით მგზავრობა ყოფილიყო. ანა საკუთარ სხეულს შესანიშნავად იცნობდა. წლების განმავლობაში ადამიანების ფიზიოლოგიურ რეაქციებს აკვირდებოდა, სწავლობდა სტრესის გავლენას ნერვულ სისტემაზე და ზუსტად ესმოდა, რატომ უჩქარდებოდა ადამიანს გულისცემა მოულოდნელი ემოციური გამღიზიანებლის დანახვისას. ამ ცოდნას ახლა აბსოლუტურად არავითარი სარგებლობა არ მოჰქონდა. გული ისე აუჩქარდა, თითქოს მის წინ მამაკაცი კი არა, საგადასახადო შემოწმება იდგა.
მხოლოდ გაცილებით უკეთესი გარეგნობით.
- გამარჯობა. - მოახერხა ბოლოს. საკუთარი ხმა უცნაურად მოეჩვენა. ზედმეტად თავაზიანი, ზედმეტად მშვიდი და სრულიად შეუსაბამო იმ აზრებთან, რომლებიც თავში ერთდროულად უტრიალებდა.
ჯანდაბა.
ჯანდაბა.
ჯანდაბა.
მამაკაცმა კარი მშვიდად მიხურა და ოთახში შემოვიდა. მოძრაობდა აუჩქარებლად, თავდაჯერებულად, იმ ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი თავისუფლებით, რომელსაც უცხო გარემოში საკუთარი ადგილის ძებნა არასოდეს სჭირდებოდა. ანამ მაშინვე შეამჩნია მისი ხელები. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ქალის ტვინს შეეძლო დაემახსოვრებინა ათობით პაციენტის ტრავმული გამოცდილების უმცირესი დეტალები, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში საჭიროდ ჩათვალა მისთვის მამაკაცის გრძელი თითები და ძლიერი მაჯები შეეხსენებინა. საკუთარი ქვეცნობიერი აშკარად მტრულად იყო განწყობილი. - დაბრძანდით. - სავარძლისკენ მიუთითა. მამაკაცი მოთავსდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ოთახს მშვიდად მოავლო მზერა. მის სახეზე არაფერი მიანიშნებდა უხერხულობაზე. პირიქით, აშკარად კომფორტულად გრძნობდა თავს, რაც ანას სულ უფრო მეტად აღიზიანებდა.
შესაძლოა საერთოდ არ ახსოვდა. არა, ეს უკვე შეურაცხმყოფელი იქნებოდა. თუმცა, თუ თავადაც იმდენი ჰქონდა დალეული, რამდენიც ანას, გამორიცხული არაფერი იყო. მამაკაცმა მზერა მასზე გადაიტანა.
- მიხარია, რომ მიმიღეთ. - რა თავაზიანი ა. ანას საკუთარ აზრზე თითქმის გაეცინა.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ? - კითხვა სრულიად პროფესიულად ჟღერდა. მის წარმოთქმას წლების პრაქტიკა ედო საფუძვლად და, საბედნიეროდ, სხეულში მიმდინარე ქაოსის მიუხედავად, პროფესიული ჩვევები ჯერ კიდევ არ ღალატობდა. მამაკაცს ოდნავ გაეღიმა.
- ბოლო დროს შფოთვა მაწუხებს. - ანა წამით გაჩუმდა. რა თქმა უნდა. რა შესანიშნავი დამთხვევაა. ადამიანი, რომლის დანახვაზეც თავად ლამის პანიკური შეტევა დაემართა, შფოთვის სამკურნალოდ მასთან მოსულიყო.
სამყაროს იუმორის გრძნობა ნამდვილად ჰქონდა. უბრალოდ საკმაოდ ბინძური.
- როდის დაიწყო ეს მდგომარეობა?
- რამდენიმე დღის წინ. - ანამ თითები კალამს ოდნავ მოუჭირა. რამდენიმე დღის წინ. ეს ორი სიტყვა იმდენად საეჭვოდ ჟღერდა, რომ მაშინვე მოუნდა ეკითხა, შემთხვევით, შაბათ დილით ხომ არ დაიწყო ყველაფერი, როცა ვიღაც ქალმა მისი საძინებელი უნებართვოდ დატოვა. თუმცა ამ შეკითხვის დასმა პროფესიული თვითმკვლელობის ერთგვარი ფორმა იქნებოდა.
- რაიმე კონკრეტულ მოვლენას უკავშირებთ? - მამაკაცმა პასუხი მაშინვე არ გასცა. ანას ისეთი განცდა გაუჩნდა, თითქოს მის სახეს სწავლობდა, თუმცა ეს დაკვირვება იმდენად ბუნებრივი და შეუმჩნეველი იყო, რომ გაღიზიანების მიზეზსაც ვერ პოულობდა.
- შესაძლოა. - საოცარია. კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, მთელი ღამე მასთან სექსი ჰქონდა, ახლა მის წინ იჯდა და სიტყვებს ისე ზოგავდა, თითქოს თითოეულში გადასახადს იხდიდა.
- შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად ამიხსნათ?
- რამდენიმე დღის წინ საკმაოდ სასიამოვნო საღამო გავატარე. - ანას მუცლის ქვედა ნაწილში უცნაურმა დაძაბულობამ დაუარა. ეს უკვე შემთხვევითობას აღარ ჰგავდა. მამაკაცი მშვიდად განაგრძობდა საუბარს, მისი მზერა კი იმდენად პირდაპირი იყო, ანას საკუთარი თავისთვის შეხსენება დასჭირდა, რომ ამ ოთახში ფსიქოლოგი თავად გახლდათ. - შემდეგ დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ქალი, რომელთანაც ღამე გავატარე, წასულიყო.
ღმერთო.
იცოდა.
რა თქმა უნდა, იცოდა.
უფრო სწორად, ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ იცოდა, ვისთან იჯდა. ანამ კალამი მაგიდაზე დადო. ეს სრულიად შეგნებულად გააკეთა, რადგან მისი თითების დაძაბულობა ღალატისთვის ემზადებოდა.
- და ამან შფოთვა გამოიწვია? - მამაკაცს გაეღიმა.
- არა. უფრო ცნობისმოყვარეობა. -
ეს ღიმილი. ანა დარწმუნებული იყო, რომ სადღაც აუცილებლად არსებობდა კანონი, რომელიც მამაკაცებს ასეთი ღიმილის ბოროტად გამოყენებას უკრძალავდა. უბრალოდ ჯერ ვერავინ მოახერხა მისი აღსრულება.
- მაშინ, ალბათ, უნდა გავარკვიოთ, რატომ გადაწყვიტეთ ამ საკითხზე ფსიქოლოგთან საუბარი.
- მეც სწორედ ამის გასარკვევად მოვედი. -
ანა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ფეხი ფეხზე გადაიდო. მოძრაობა აუჩქარებელი ჰქონდა, გამომეტყველება მშვიდი. შიგნით კი საკუთარ თავს უკვე საკმაოდ მკაცრ ლექციას უკითხავდა.
ოცდათხუთმეტი წლის ხარ.
ორი უმაღლესი განათლება გაქვს.
ადამიანების ქცევებს პროფესიულად სწავლობ. და ახლა ზიხარ საკუთარი კაბინეტის შუაგულში, ცდილობ, არ შეხედო მამაკაცის ტუჩებს და პარალელურად ფიქრობ, როგორ გამოიყურებოდა ეს კაცი შიშველი.
შესანიშნავია, ანა. მეცნიერება შენით იამაყებდა.
- იცით. - დაიწყო მან ფრთხილად. - ზოგჯერ ადამიანები სრულიად ჩვეულებრივ მოვლენებს იმაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე რეალურად აქვთ.
- მაგალითად?
- მაგალითად, ერთჯერად ურთიერთობას. -
მამაკაცს სახიდან ღიმილი არ მოშორებია, თუმცა მის თვალებში რაღაც შეიცვალა. თითქოს ანას პასუხმა კიარ გააღიზიანა, არამედ კიდევ უფრო გაართო.
- ანუ ფიქრობთ, რომ ქალი უბრალოდ კარგად გაერთო და წავიდა? - ანა. ყელში სიმშრალე იგრძნო. რა შესანიშნავი შეკითხვაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად კარგად გაერთო.
- ეს ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა.
- საინტერესოა. - მის ხმაში ირონია თითქმის შეუმჩნევლად გაკრთა. ანამ იგრძნო, როგორ გაუთბა სახე. ეს უკვე მეტისმეტი იყო. საკუთარ კაბინეტში, საკუთარ სავარძელში, საკუთარი პროფესიული ავტორიტეტის საფარქვეშ იჯდა და მაინც ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მამაკაცი მის ფიქრებს კითხულობდა. რაც ყველაზე უარესი იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად საფუძვლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი თავდაჯერება.
იქნებ მართლაც შესანიშნავი ღამე ჰქონდათ.
იქნებ საშინელი.
იქნებ ანამ ისეთი რამ თქვა, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში საკუთარი პირიდან არასოდეს ამოუშვებდა. ამ უკანასკნელ შესაძლებლობაზე კუჭი უსიამოვნოდ შეეკუმშა.
- თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ქალის წასვლის მიზეზი? - ჰკითხა ბოლოს. მამაკაცი ოდნავ წინ გადაიხარა. მოძრაობა სრულიად ბუნებრივი იყო, მაგრამ მათ შორის მანძილის შემცირებამ ანას ყურადღება უსიამოვნოდ გაამახვილა მისი სუნამოს სურნელზე.
იგივე სურნელი.
ის, რომელიც სამი დღის წინ უცხო ბალიშზე იგრძნო.
მეხსიერებამ მოულოდნელად ისეთი სიზუსტით დაუბრუნა ეს შეგრძნება, თითქოს ვიღაცამ დაკარგული კადრი ძალით ჩასვა მის გონებაში.
- იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, ჩემგან ასე არ გარბიან. - ანა გაშეშდა. აი, თურმე.
ნარცისიზმის მსუბუქი, თუმცა საკმაოდ თვალსაჩინო გამოვლინება.
მშვენიერია. როგორც იქნა, ნაცნობ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
- შესაძლოა, თქვენთვის უჩვეულო გამოცდილებასთან გვაქვს საქმე. - უპასუხა მშვიდად.
- შესაძლოა.
- და ეს თქვენს თვითშეფასებაზე მოქმედებს? - მამაკაცს გაეცინა. არა ხმამაღლა, არც დამცინავად. უბრალოდ ისეთი გულწრფელი სიამოვნებით, რომ ანამ საკუთარი შეკითხვის გამო თითქმის კმაყოფილება იგრძნო.
- ჩემს თვითშეფასებას არაფერი ემუქრება, ქალბატონო ანა. - მისი სახელის წარმოთქმის მანერამ უცნაურად იმოქმედა. ქალს მოულოდნელად მოუნდა გაეგო, როგორ წარმოთქვამდა მამაკაცი მის სახელს სხვა ვითარებაში. მაგალითად, მაშინ, როცა მათ შორის არც სამუშაო მაგიდა იქნებოდა და არც პროფესიული ეთიკის კოდექსი. საკუთარი ფიქრის გამო კინაღამ ხმამაღლა შეიგინა.
მამაკაცი ისევ მშვიდად იჯდა და ელოდა.
- მაშინ, როგორც ჩანს, თქვენი მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა. - თქვა ანამ.
- მიხარია.
- თუმცა ერთი რამ მაინც მაინტერესებს.
- გისმენთ. - ანა ოდნავ წინ გადაიხარა. ახლა უკვე მისი ჯერი იყო.
- დარწმუნებული ხართ, რომ ამ ქალის პოვნა გინდათ და არა უბრალოდ იმის დამტკიცება, რომ თქვენგან წასვლა შეუძლებელია? - მამაკაცმა რამდენიმე წამით უყურა. ამჯერად მის ღიმილში აშკარა მოწონება გამოჩნდა.
- კარგი შეკითხვაა. - ანას შინაგანად კმაყოფილების პატარა ტალღამ გადაუარა. როგორც იქნა.
- პასუხი? - მამაკაცმა საათს დახედა, შემდეგ კი კვლავ მას შეხედა.
- მგონი, დრო ამოგვეწურა. - ანა ინსტინქტურად კედელზე დაკიდებული საათისკენ შებრუნდა. სესიის დასრულებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დრო რჩებოდა. როცა უკან მოიხედა, მამაკაცი უკვე ფეხზე იდგა. - სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, ქალბატონო ანა. ეს კაცი აშკარად დასცინოდა. და ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ამას იმდენად დახვეწილად აკეთებდა, პირდაპირი ბრალდებისთვის საკმარის მიზეზს არ აძლევდა.
- ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია. -
მამაკაცს ტუჩებზე ღიმილი დაუბრუნდა.
- ვიცი. - მხოლოდ ეს თქვა. შემდეგ მშვიდად შებრუნდა და კარისკენ წავიდა.
ანა უყურებდა მის ფართო მხრებს, გამართულ ზურგს, მოძრაობის იმ აუხსნელ თავდაჯერებას, რომელიც ზოგიერთ მამაკაცს ბუნებრივად დაჰყვებოდა და რომლის წინააღმდეგაც ქალის მთელი აკადემიური განათლება სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.
კართან მისულმა მამაკაცმა უკან მოიხედა. - სხვათა შორის, ექიმო...
- ფსიქოლოგი. - ავტომატურად შეუსწორა ანამ.
- რა თქმა უნდა. - გაეღიმა. - მომდევნო ვიზიტზე იმ ქალის შესახებ უფრო მეტს მოგიყვებით. - კარი დაიხურა. ანა რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა.
შემდეგ ნელა გადაიხარა მაგიდისკენ, ორივე იდაყვი ზედ დააწყო და სახე ხელებში ჩარგო.
არ შეიძლებოდა.
უბრალოდ არ შეიძლებოდა, ადამიანი ასეთი თავხედი, ასეთი აუტანლად მშვიდი და ამავდროულად ასეთი სექსუალური ყოფილიყო. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ მამაკაცმა საკუთარი ღამის შესახებ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე თავად.
და აშკარად არ ჩქარობდა ამ უპირატესობის დათმობას. ანამ თავი ასწია, კომპიუტერის ეკრანს შეხედა და ახალი პაციენტის მონაცემები გახსნა.
ნოე გელოვანი ეკრანზე მკაფიოდ ეწერა. რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.
შემდეგ კალამი აიღო და ბლოკნოტში მხოლოდ ერთი წინადადება ჩაწერა:
„პაციენტს აღენიშნება ნარცისული მიდრეკილებები, მანიპულაციური ქცევა და საკუთარი მომხიბვლელობის მიმართ პათოლოგიური თავდაჯერება.“
წაკითხვისას ტუჩები ღიმილმა გაუპო.
ქვემოთ კიდევ ერთი წინადადება დაამატა:
„ფსიქოლოგს აღენიშნება პაციენტის დახრჩობის სურვილი.“
კალამი მაგიდაზე დადო და ღრმად ამოისუნთქა. როგორც ჩანს, ორივეს სერიოზული პრობლემები ჰქონდა.


2

ნოე გელოვანის წასვლის შემდეგ ანა ლაშხმა დაახლოებით შვიდი წუთი გაატარა იმის გარკვევაში, თუ რომელი უფრო სძულდა - მამაკაცის აუტანელი თავდაჯერებულობა, საკუთარი პროფესიული უმწეობა თუ ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელის არსებობის მიუხედავად, მისი სხეული სრულიად განსხვავებულ მოსაზრებას იზიარებდა.
შვიდი წუთი არც ისე ცოტა დრო იყო ქალისთვის, რომელსაც ადამიანური ქცევის შესწავლაში ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაეტარებინა და ახლა საკუთარ კაბინეტში იჯდა, სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე მამაკაცის დახრჩობის სურვილით შეპყრობილი.
ყოველ შემთხვევაში, ნოეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე რაიმე დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევი იქნებოდა. თუმცა ანა სიამოვნებით დაუდგენდა რამდენიმე ისეთ დიაგნოზს, რომელთა მკურნალობაც ხანგრძლივ იზოლაციას მოითხოვდა. სამწუხაროდ, პროფესიული ეთიკა ამას კრძალავდა. ისევე, როგორც პაციენტების მიმართ პირადი ანგარიშსწორების სურვილს. და მით უმეტეს, იმ პაციენტების მიმართ, რომელთა საწოლშიც სამი დღის წინ სრულიად შიშველს გაეღვიძა. ანა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ჭერს ახედა.
ოცდათხუთმეტი წლის ასაკში, ორი უმაღლესი განათლებით, კლინიკური პრაქტიკითა და ადამიანური ქცევის შესწავლის მრავალწლიანი გამოცდილებით, სრულიად უცნობი მამაკაცის საწოლიდან საკუთარ საცვლებს ვაგროვებდი. ფროიდი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, სიამოვნებისგან ორგა/ზმს განიცდიდა.
ამ აზრზე უნებურად გაეცინა.
ზიგმუნდ ფროიდს, სავარაუდოდ, მისი შემთხვევის შესწავლა განსაკუთრებულ სიამოვნებას მიანიჭებდა. ქალი, რომელიც ყოველდღიურად სხვებს საკუთარი სურვილების აღიარებისკენ მოუწოდებდა, თავად საკუთარი სურვილების წინაშე ისეთი თავგანწირვით იხევდა უკან, თითქოს მის ქვეცნობიერში შეიარაღებული ტერორისტები იყვნენ გამაგრებული.
მშვენიერი მასალა იქნებოდა სამეცნიერო ნაშრომისთვის.
„სექსუალური ლტოლვისა და პროფესიული თვითშეფასების კონფლიქტი ქალში, რომელმაც საკუთარი ბიუსტჰალტერი სანათის თავზე აღმოაჩინა“.
სათაურს ნამდვილად არაუშავდა.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ავტორის ვინაობა გასაიდუმლოებული დარჩებოდა. მაგრამ ანასთვის ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც ის იყო, რომ ნოეს გამოჩენამ გასული ღამის მიმართ მისი დამოკიდებულება სრულიად შეცვალა. სამი დღის განმავლობაში ცდილობდა ეს ამბავი ცხოვრების ერთ-ერთ უსიამოვნო, ალკოჰოლით გაჯერებულ შემთხვევად მიეჩნია, რომლის გახსენებაც მომავალში, შესაძლოა, მეგობრებთან ერთად სიცილითაც შეძლებოდა. ახლა კი იმ მამაკაცს სახელი ჰქონდა, ხმა, გამომეტყველება და სრულიად აუტანელი უნარი, რამდენიმე ჩვეულებრივი სიტყვით მისი შინაგანი წონასწორობა დაერღვია. ნოე გელოვანი. სახელი გონებაში რამდენჯერმე გაიმეორა. მშვენიერია. ახლა უკვე იცოდა, ვისთვის უნდა დაებრალებინა საკუთარი ნერვული სისტემის ნაადრევი დაბერება.
მაგრამ სიმართლე გაცილებით უსიამოვნო იყო. მამაკაცის გამოჩენას მხოლოდ გაღიზიანება არ მოჰყოლია.
ანას ახსოვდა, როგორ შეეცვალა სუნთქვა, როდესაც ნოე მის მაგიდასთან ახლოს აღმოჩნდა. როგორ იგრძნო ნაცნობი სურნელი და როგორ აუჩქარდა გული მანამდე, სანამ გონება ამ რეაქციისთვის რაიმე გონივრულ ახსნას მოიფიქრებდა.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო. ადამიანის სხეულს ზოგჯერ მართლაც საოცარი უნარი ჰქონდა, საკუთარი პატრონის ინტელექტუალური მიღწევებისთვის სრული იგნორირება გაეკეთებინა.
და მაინც, ყველაზე მეტად ერთი გარემოება აწუხებდა: ნოეს ყველაფერი ახსოვდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა.
მისი მშვიდი ღიმილი, სიტყვების შერჩევის მანერა, ის თითქმის შეუმჩნეველი სიამოვნება, რომლითაც ანას შეკითხვებს პასუხობდა, აშკარად მიანიშნებდა, რომ მამაკაცს ხელთ ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მიღებაშიც ქალი ამჟამად საკუთარი საბანკო ანგარიშის მნიშვნელოვან ნაწილს გაიღებდა. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, ნოეს არც არაფერი ახსოვდა და უბრალოდ იმდენად კარგად თამაშობდა, რომ ანა საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლად აქცია.
არა. ამ შესაძლებლობის დაშვებაც კი შეურაცხმყოფელი იყო. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რადგან მამაკაცის მიმართ მიზიდულობასთან ერთად რაღაც გაცილებით მძიმე გრძნობაც ჰქონდა, გაურკვევლობა. ის ვერ იხსენებდა, რაზე დათანხმდა, რა უთხრა, როგორ აღმოჩნდა მასთან. პროფესიული ცოდნა კი დაუნდობლად ახსენებდა, რომ სხეულის რეაქცია თანხმობის მტკიცებულება არ იყო და მეხსიერების დაკარგულ მონაკვეთებს სასურველი ვარაუდებით ვერ შეავსებდა. ამიტომ ნოეს მიმართ მისი ინტერესი მხოლოდ სექსუალური ვერ იქნებოდა. მას პასუხები სჭირდებოდა. და ამ პასუხების მისაღებად, სამწუხაროდ, ისევ იმ მამაკაცთან მოუწევდა საუბარი, რომლის სიახლოვესაც საკუთარი ნეირონები აშკარად კოლექტიურ შვებულებაში გადიოდნენ.

დღის დარჩენილი ნაწილი ანამ პროფესიული კეთილსინდისიერების შენარჩუნებას მიუძღვნა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი ოცდახუთი წუთის განმავლობაში უხსნიდა, რატომ არ შეეძლო ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა აშკარად ანადგურებდა.
ჩვეულებრივ, ანა მსგავს შემთხვევებში მოთმინებით უსმენდა, შეკითხვებს სვამდა და ადამიანს საკუთარი ქცევის მიზეზების დანახვაში ეხმარებოდა.
ამჯერად კი გონებაში სრულიად არასასურველმა პარალელმა გაუელვა.
საოცარი არსება იყო ადამიანი.
ზოგიერთი წლების განმავლობაში ვერ შორდებოდა მამაკაცს, რომელიც უბედურს ხდიდა, თავად კი ერთი ღამის შემდეგ ისეთი სისწრაფით გაიქცა უცხო კაცის ბინიდან, თითქოს იქ სახანძრო განგაში ამოქმედებულიყო. და მიუხედავად ამისა, სამი დღის შემდეგ ისევ იმ მამაკაცზე ფიქრობდა.
პაციენტი საუბრობდა.
ანა უსმენდა.
საკუთარი თავისთვის კი ერთი საკმაოდ არასასიამოვნო დასკვნა გამოჰქონდა: სხვებისთვის რჩევების მიცემა გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე იმავე რჩევების შესრულება.
საღამოს, როდესაც უკანასკნელი პაციენტიც წავიდა, კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა. ანამ კომპიუტერი გამორთო, ჩანთა აიღო და სარკესთან შეჩერდა.
გარეგნულად ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მუქი თმა მხრებზე თავისუფლად ეშვებოდა, მსუბუქი მაკიაჟი დაღლილობას ოსტატურად ფარავდა, ტუჩებზე კი ის მშვიდი, ოდნავ ირონიული გამომეტყველება შერჩენოდა, რომელიც წლების განმავლობაში მის ერთგვარ სავიზიტო ბარათად ქცეულიყო. მშვენიერი ქალი ხარ ანა. ჭკვიანი, დამოუკიდებელი, წარმატებული. და იმდენად არანორმალური, რომ მამაკაცის შესახებ, რომლის სახელიც დღევანდელ დილამდე არ იცოდი, ახლა უკვე მისი ხელების გახსენებაც კი შეგეძლია
ხელების... ამ ფიქრმა მოულოდნელად შეაჩერა. ნოეს ხელები. გრძელი თითები, ფართო მტევნები, მაჯაზე საათი. რატომღაც ძალიან მკაფიოდ ახსოვდა, როგორ იდო მამაკაცის ხელი მის წელზე იმ დილით. მაგრამ ახლა გონებაში სხვა შეგრძნება ამოტივტივდა. თითები მის კეფაზე. არა დილით. ღამით. ანა სარკეს მოშორდა და კაბინეტის შუაგულში გაჩერდა. მოგონება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ რამდენიმე წამით მოძრაობაც ვერ შეძლო.
მუსიკა. არა, უკვე აღარ იყო კლუბში.
სიჩუმე ახსოვდა. სადღაც შორიდან მანქანების ხმაური ისმოდა. მამაკაცის სხეული ახლოს იყო, იმდენად ახლოს, რომ მისი პერანგის ქსოვილი თითებს შორის ეგრძნო.
შემდეგ საკუთარი ხმა.
- მოიცადე... - ანა შეკრთა. ეს ნამდვილად მისი ხმა იყო. მაგრამ ვის ეუბნებოდა? და რატომ? თვალები დახუჭა, ცდილობდა გონება არ დაეძბა, უბრალოდ მოგონებისთვის დაბრუნების საშუალება მიეცა. წამით კიდევ რაღაც გამოჩნდა, მუქი პერანგის საყელო, მამაკაცის კისერი, მისი ხელისგული საკუთარ ლოყაზე. შემდეგ ყველაფერი ისევ გაქრა.
ჯანდაბა! კიდევ რამდენიმე წუთი იდგა, თითქოს სარკის წინ გაჩერებით დაკარგული მეხსიერების აღდგენას შეძლებდა.
უშედეგოდ.
ბოლოს ჩანთა აიღო და კაბინეტიდან გავიდა.

ნოე გელოვანი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთა შინაგანი მდგომარეობის გამოცნობა გარეგნული გამომეტყველებით თითქმის შეუძლებელი იყო. მისი სიმშვიდე არც განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგი გახლდათ და არც კარგად დამუშავებული სოციალური ნიღაბი. უბრალოდ, ცხოვრებაში იშვიათად ხვდებოდა ისეთი რამ, რაც ნამდვილად აღელვებდა, ხოლო დანარჩენი მოვლენების უმრავლესობას ადამიანური დრამატიზმის ზედმეტ გამოვლინებად მიიჩნევდა. ეს არ ნიშნავდა, რომ ემოციები არ ჰქონდა.
პირიქით, საკუთარი სურვილების მიმართ საკმაოდ გულწრფელი იყო და არასოდეს ცდილობდა მათი არსებობის უარყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გამოჩენილიყო. ქალები მოსწონდა. სექსიც. და განსაკუთრებით ის ქალები, რომლებსაც საკუთარი სურვილების აღიარება შეეძლოთ ისე, რომ ამისთვის მამაკაცისგან ნებართვა არ სჭირდებოდათ. ანა ლაშხი სწორედ ასეთი ქალი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, იმ ღამით. დღეს კი მის წინ იჯდა სრულიად სხვა ადამიანი თავშეკავებული, პროფესიულად თავდაჯერებული, ოდნავ მტრული გამომეტყველებით და ისეთი დაჟინებული სურვილით, რომ მათი ნაცნობობა მხოლოდ თერაპიულ ურთიერთობად წარმოეჩინა, ნოეს თითქმის შეეცოდა. თითქმის. მანქანაში იჯდა, საცობში გაჩერებული, და დილის შეხვედრას იხსენებდა. განსაკუთრებით ანას გამომეტყველებას იმ წამს, როდესაც ქალმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ მის წინ სწორედ ის მამაკაცი იჯდა, რომლის საწოლიდანაც სამი დღის წინ გაიპარა.
სიტყვა „გაიპარა“ ნოეს დღემდე ართობდა.
ქალებს მისგან წასვლა არასოდეს ეკრძალებოდათ. არც დარჩენას სთხოვდა ვინმეს განსაკუთრებული მონდომებით. მაგრამ დილით გაღვიძება და იმის აღმოჩენა, რომ წინა ღამის პარტნიორს არა მხოლოდ საწოლი, არამედ ბინაც ისე დაეტოვებინა, თითქოს დანაშაულის ადგილიდან მტკიცებულებებს მალავდა, მართლაც უჩვეულო გამოცდილება იყო.
მით უმეტეს, როდესაც წინა ღამით იგივე ქალი მის კისერზე ხელებშემოხვეული საკმაოდ დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების გამო არასოდეს ნანობდა. ნოეს გაეღიმა. ამ განცხადებას, როგორც ჩანს, მოქმედების ვადა დილის შვიდ საათზე გასვლოდა.
თუმცა ერთი რამ ნამდვილად არ მოსწონდა. ანას არ ახსოვდა. ეს დილითვე შეამჩნია, როდესაც ქალმა მის დანახვაზე ჯერ გაოცება, შემდეგ კი აშკარა შიში ვერ დამალა. მოგვიანებით, საუბრის დროსაც, რამდენიმე შეკითხვამ დაარწმუნა, რომ მისი მეხსიერებიდან ღამის მნიშვნელოვანი ნაწილი გამქრალიყო. ნოესთვის ეს სასაცილო არ ყოფილა. თვითონ საკმაოდ მკაფიოდ იხსენებდა საღამოს იმ მონაკვეთს, როდესაც ანა უკვე მის გვერდით იყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ქალს საკუთარი მოგონებები სჭირდებოდა და არა მისი თავდაჯერებული ინტერპრეტაციები.
სწორედ ამიტომაც არ აპირებდა ტყუილს.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ანასთვის ყველაფერი ერთბაშად უნდა მოეყოლა, მით უმეტეს, მისი სამუშაო კაბინეტის შუაგულში, სადაც ქალი აშკარად მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ეთიკის სახელმძღვანელოთი თავში ჩაერტყა.
ტელეფონმა დარეკა. ეკრანზე მეგობრის სახელი გამოჩნდა.
- აბა, როგორ ჩაიარა მკურნალობამ? - გაისმა მხიარული ხმა.
- მძიმედ.
- დიაგნოზი?
- ექიმს პაციენტის მიმართ აგრესიული მიდრეკილებები აღმოაჩნდა.
- შენ რა გჭირს?
- ჯერჯერობით არაფერი. თუმცა განმეორებით ვიზიტს მირჩევენ. -
მეგობარს გაეცინა.
- და აპირებ? - ნოემ წინ გაწეულ მანქანას აუჩქარებლად გააყოლა საკუთარი ავტომობილი.
- ალბათ.
- გოგო მოგეწონა?
- სამი დღის წინ ამ შეკითხვაზე უფრო ამომწურავი პასუხი მქონდა.
- შენ სრულიად ავადმყოფი ხარ.
- ამიტომაც მივედი ფსიქოლოგთან. -
საუბარი დაასრულა და ტელეფონი გვერდით გადადო. საკუთარ თავთან მაინც შეეძლო ეღიარებინა, რომ ანა ლაშხი მოსწონდა. ფიზიკურად — ძალიან.
მაგრამ მხოლოდ გარეგნობა რომ ყოფილიყო, ეს ინტერესი დიდი ხნის წინ ამოიწურებოდა. ნოესთვის ლამაზი ქალები სიახლეს არ წარმოადგენდნენ და არც მათი ყურადღების მოპოვება იყო ისეთი მიღწევა, რომლის გამოც საკუთარ ყოველდღიურობას შეცვლიდა. ანაში სხვა რამ იზიდავდა. ის უცნაური წინააღმდეგობა, რომელიც ქალის თავშეკავებულ გარეგნობასა და შინაგან ტემპერამენტს შორის არსებობდა.
იმ ღამით ანა სრულიად დაუფარავად გამოხატავდა საკუთარ სურვილებს. დღეს კი იმავე მამაკაცის წინ იჯდა, თითქოს საკუთარი სხეულის შესახებ მიღებული ყველა გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა.
ნოესთვის ეს წინააღმდეგობა საინტერესო იყო.
თუმცა საკუთარ თავს ერთი რამეც შეახსენა: ქალის ინტერესის მოპოვება და მისი გაღიზიანება ერთი და იგივე არ გახლდათ. და ანა აშკარად გაღიზიანებული იყო. საკმაოდ საფუძვლიანადაც. მასთან მოჩვენებითი პრობლემით მისვლა საუკეთესო გადაწყვეტილება არ ყოფილა. ამას ახლა თავადაც აღიარებდა, თუმცა ანას გამომეტყველების გახსენებისას სინანული მაინც არ მოერია. ზოგჯერ ადამიანს საკუთარი ხასიათის ყველაზე აუტანელი თვისებების აღიარებაც უწევდა. ნოე ამ მხრივ განსაკუთრებულ წინააღმდეგობას არ იჩენდა.

სახლში დაბრუნებულმა ანამ ფეხსაცმელები მისაღების შუაგულში მოიშორა, ჩანთა სავარძელზე მიაგდო და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა.
ცხელი წყალი მხრებზე ეღვრებოდა, თმაში თითებს ისვამდა და ცდილობდა დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა კუნთებიდან გამოედევნა.
მაგრამ ადამიანის ტვინს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა არასასურველი მოგონებებისკენ სწორედ მაშინ, როდესაც მათი პატრონი სრულიად შიშველი რჩებოდა.
საოცარი დამთხვევა იყო.
ნოესთან დაკავშირებული ყველა მოგონება რატომღაც სიშიშვლით იწყებოდა ან მთავრდებოდა.
ანამ შუბლი კაფელს მიაყრდნო.
მშვენიერია.
საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც კი უკვე სექსუალური შევიწროების ფორმას იღებდა.
წყალი გამორთო, პირსახოცი შემოიხვია და სარკესთან მივიდა. სახიდან წყლის წვეთებს იშორებდა, როდესაც უცებ გაახსენდა რაღაც, რაც მთელი დღის განმავლობაში გონების ყველაზე მიუწვდომელ კუთხეში იმალებოდა.
მამაკაცის ხმა.
- დარწმუნებული ხარ?
ანა გაშეშდა.
ეს ნოე იყო.
მის ხმას უკვე უტყუარად ცნობდა.
მაგრამ სად იყვნენ?
თვალები დახუჭა.
მოგონება ნელა, თითქმის მტკივნეული სიცხადით დაბრუნდა.
დიდი ფანჯარა. ქალაქის ღამის განათებები. მუქი პერანგი, რომლის ზედა ღილებიც გახსნილი იყო. მამაკაცი მის წინ იდგა, საკმაოდ ახლოს, მაგრამ არ ეხებოდა.
ანა კი...
ღმერთო.
ანა თავად ეხებოდა მას.
მისი თითები ნოეს პერანგის საყელოზე იყო ჩავლებული და საკუთარ თავს მკაფიოდ ხედავდა, როგორ ექაჩებოდა მამაკაცს თავისკენ.
- დარწმუნებული ხარ? - ისევ გაიმეორა ნოემ. მოგონებაში მის ხმას ღიმილი არ ახლდა. არც ირონია. მხოლოდ სერიოზული შეკითხვა. და შემდეგ საკუთარი პასუხი გაიგონა.
- მოკეტე და აქ მოდი. - ანამ თვალები ფართოდ გაეხილა.
ჯანდაბა.
ეს ნამდვილად თავად თქვა.
და რაც ყველაზე საშინელი იყო, ამ სიტყვების წარმოთქმისას სრულიად კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავით.
მოგონება კიდევ რამდენიმე წამით გაგრძელდა.
ნოეს ხელი მის კეფაზე.
მამაკაცის სახე ძალიან ახლოს.
შემდეგ კოცნა.
არა უხერხული, შემთხვევითი ან ალკოჰოლისგან გაბედული კოცნა, არამედ ისეთი, რომელშიც ქალის სურვილი იმდენად აშკარა იყო, რომ მის უარყოფას საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებული არაკეთილსინდისიერება დასჭირდებოდა.
ანა სარკეს მიეყრდნო.
ტუჩებზე ჯერ კიდევ თითქოს იმ კოცნის სითბო ჰქონდა შემორჩენილი. მეხსიერება ისევ გაწყდა, მაგრამ ამჯერად სიცარიელემ მხოლოდ შიში აღარ დაუტოვა. მას საკუთარი თავი ახსოვდა.
საკუთარი ხმა. საკუთარი ინიციატივა.
და მამაკაცის შეკითხვა, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, იმ ერთ კონკრეტულ მომენტში, მის სურვილში დარწმუნებას ცდილობდა. ეს მთელი ღამის შესახებ არაფერს ამტკიცებდა, მაგრამ ერთ რამეს მაინც ცვლიდა: ანა უკვე ვეღარ იტყოდა, რომ ნოეს მიმართ მიზიდულობა მხოლოდ დილით, მისი შიშველი მხრების დანახვის შემდეგ გაუჩნდა. არა. როგორც ჩანს, ეს უბედურება გაცილებით ადრე დაიწყო. და მასში თავადაც საკმაოდ აქტიური მონაწილეობა მიეღო. პირსახოცი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა.
- გილოცავ, ანა. - ჩაილაპარაკა. - როგორც ჩანს, მხოლოდ მეხსიერება კი არ დაკარგე, საღი აზროვნებაც დროებით გააუქმე. - მაგრამ ამჯერად საკუთარ ირონიას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. რადგან მოგონების ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი არც კოცნა იყო, არც ნოეს შეხება და არც ის გარემოება, რომ თავად მიიზიდა მამაკაცი. ყველაზე შემაშფოთებელი ის სიამოვნება აღმოჩნდა, რომელიც ამ ყველაფრის გახსენებამ გამოიწვია. და ანა ლაშხს, რომელსაც ადამიანის ქცევის თითქმის ყველა გამოვლინებისთვის შეეძლო მეცნიერული ახსნის მოძებნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ერთი, სრულიად არაპროფესიული დასკვნა ჰქონდა.
დედა ეტირა.
ნოე გელოვანი ნამდვილად მოსწონდა.

ანა ლაშხს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ადამიანის ტვინი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქმნილება იყო. დაახლოებით ოთხმოცდაექვსი მილიარდი ნეირონი, ურთულესი ნერვული კავშირები, მეხსიერების, აღქმისა და ცნობიერების თითქმის აუხსნელი მექანიზმები, მთელი ეს საოცარი სისტემა იმისთვის არსებობდა, რომ ადამიანს გარემოსთან ადაპტაცია, საფრთხის ამოცნობა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება შეძლებოდა.
მისი ტვინი კი ამჟამად მთელ თავის ინტელექტუალურ რესურსს ერთი მამაკაცის შიშველი ზურგის რეკონსტრუქციას ახმარდა. თანაც სამუშაო საათებში. საკუთარი ორგანიზმის მიმართ ღრმა იმედგაცრუებას განიცდიდა.
მის წინ სავარძელში ორმოცდაორი წლის მამაკაცი იჯდა, რომელიც უკვე თხუთმეტი წუთი იყო მეუღლესთან ურთიერთობის სირთულეებზე საუბრობდა. ანა ყურადღებით უსმენდა, დროდადრო შენიშვნებს ინიშნავდა და პროფესიულად სრულიად ადეკვატურ შეკითხვებს სვამდა, თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც პაციენტმა ახსენა, რომ ცოლთან ფიზიკური სიახლოვე თანდათან დაკარგა, მის გონებაში რაღაც უცნაურად შეირხა.
ჯერ სურნელი გაახსენდა. მამაკაცის კანისა და სუნამოს ერთმანეთში არეული არომატი, რომელსაც აქამდე მხოლოდ ნოეს საძინებელთან აკავშირებდა. შემდეგ სითბო, მკერდზე შეხებული შიშველი კანი და საკუთარი ხელისგულები, რომლებიც ვიღაცის ფართო მხრებზე ეწყო.
არა. ეს ნამდვილად არ იყო შესაფერისი მომენტი. მაგრამ მეხსიერებას, როგორც ჩანს, პროფესიული ეთიკის შესახებ არაფერი სმენოდა. მოგონება მოულოდნელად გამკვეთრდა.
ნოე მის ზემოთ იყო დახრილი, ერთი ხელით საწოლს ეყრდნობოდა, მეორე კი ქალის წელზე ჰქონდა შემოხვეული. ანას საკუთარი თითები ახსოვდა, მამაკაცის ზურგზე ჩამოსრიალებული, კუნთების დაჭიმულობა ხელისგულების ქვეშ და ის უცნაური, თითქმის დამათრობელი შეგრძნება, რომელიც მის სიახლოვეს ახლდა. ნოეს სახე მკაფიოდ არ ჩანდა, სამაგიეროდ ახსოვდა, როგორ შეეხო ტუჩებით მის კისერს და როგორ შეეცვალა მამაკაცს სუნთქვა.
- როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? -
ანამ თვალები დაახამხამა.
პაციენტი ელოდა.
ღმერთო.
რა იყო შეკითხვა?
რა უნდა ყოფილიყო ნორმალური? ქორწინებაში სექსუალური ინტერესის დაკარგვა თუ საკუთარი ფსიქოლოგის გონებაში მიმდინარე პორ/ნოგრაფიული არქეოლოგიური გათხრები?
- რას გულისხმობთ კონკრეტულად? —
- იკითხა ისეთი ბუნებრივი სიმშვიდით, რომ საკუთარი სამსახიობო ნიჭით თავადაც აღფრთოვანდა. მამაკაცმა განმარტება დაიწყო. ანა უსმენდა და თან საკუთარ თავს გონებაში შეუბრალებლად ლანძღავდა. ფროიდი ამ მდგომარეობაში, ალბათ, განდევნილი სურვილების დაბრუნებას დაინახავდა. თანამედროვე ფსიქოლოგია კი გაცილებით ფრთხილ განმარტებას შესთავაზებდა - არასასურველ, სპონტანურად აღმოცენებულ მოგონებებს. თავად ანას უფრო პრაქტიკული მოსაზრება ჰქონდა.
მის ტვინს აშკარად სე/ქსი უნდოდა, ხოლო დანარჩენ ორგანიზმს, განსაკუთრებით პროფესიულ რეპუტაციას, ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიეღო. და მაინც, ამ ყველაფერში ყველაზე აუტანელი თავად მოგონება არ ყოფილა. მოგონება სასიამოვნო იყო. სწორედ ეს აღიზიანებდა. რადგან სამი დღის განმავლობაში ცდილობდა საკუთარი თავი დაეჯერებინა, რომ ნოე გელოვანთან დაკავშირებული ყველაფერი ერთგვარი შეცდომა იყო, ახლა კი სხეული ჯიუტად აწვდიდა იმ ღამის ისეთ ფრაგმენტებს, რომლებშიც საკუთარი სურვილი აშკარად იგრძნობოდა. მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა. სასიამოვნო ფრაგმენტები მთელი ღამის შესახებ სიმართლეს არ წარმოადგენდა. და ანას, როგორც ფსიქოლოგს, ეს ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა.

ნოე გელოვანს ადამიანების უმრავლესობასთან ურთიერთობისას ერთი განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა, იშვიათად კარგავდა მოთმინებას და კიდევ უფრო იშვიათად გრძნობდა აუცილებლობას, საკუთარი უპირატესობა ხმამაღლა დაემტკიცებინა. მისი სიმშვიდე ხშირად თავაზიანობაში ერეოდათ. ეს შეცდომა იყო. თავაზიანობა გულისხმობდა გარკვეულ მზაობას, ანგარიში გაგეწია სხვისი გრძნობებისთვის, ნოეს კი მიაჩნდა, რომ ზრდასრულ ადამიანს საკუთარი სისულელეების შედეგებთან დამოუკიდებლად გამკლავება უნდა შეძლებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სისულელეები ოფიციალურ დოკუმენტებად იყო გაფორმებული და ხელმოსაწერად მის მაგიდაზე იდო. უკვე ოცდახუთი წუთი იყო, მის წინ მჯდომი მამაკაცი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ წარმოდგენილი გარიგება ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა.
ნოე უსმენდა. ზოგჯერ დოკუმენტსაც დახედავდა, თუმცა ძირითადად იმაზე ფიქრობდა, როგორ ახერხებდა ადამიანი ამდენი სიტყვის წარმოთქმას ისე, რომ მათ შორის ერთი სასარგებლო აზრიც არ აღმოჩენილიყო.
- დარწმუნებული ვარ, ჩემი წინადადების მასშტაბს კარგად აცნობიერებთ. - დაასრულა ბოლოს სტუმარმა. ნოემ საქაღალდე დახურა.
- სრულიად. - მამაკაცს სახე გაუნათდა.
- შესანიშნავია.
- ნამდვილად. იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასეთი მონდომებით ცდილობს საკუთარი ფინანსური პრობლემების სხვისთვის გადაბარებას. -
სტუმარს ღიმილი სახეზე შეეყინა. ნოე სავარძელში კომფორტულად იჯდა, თითებით კალამს ატრიალებდა და ისეთი აუღელვებელი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს სულ ახლახან კომპლიმენტი ეთქვას.
- ვფიქრობ, ერთმანეთის არასწორად გავიგეთ.
- არა, ძალიან კარგად გაგიგეთ. სწორედ ეგ არის პრობლემა. - შეხვედრა რამდენიმე წუთში დასრულდა. მამაკაცი აშკარად ნაწყენი წავიდა, თუმცა ნოეს განსაკუთრებული სინანული არ უგრძნია. საკუთარი ბიზნესის წარმატება დიდწილად იმ უნარს უმადლოდა, რომ სხვისი თავდაჯერება კომპეტენციაში არასოდეს ერეოდა. სტუმრის წასვლის შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და ქალაქს გადახედა. თბილისი შუადღის ჩვეულ ქაოსში ცხოვრობდა, მანქანები საცობებში იდგნენ, ადამიანები სადღაც მიიჩქაროდნენ და ნოეს ყოველთვის უკვირდა, როგორ ახერხებდა ამდენი ადამიანი ყოველდღიურად საკუთარი ცხოვრების გართულებას, როდესაც ამისთვის სრულიად საკმარისი იყო უბრალოდ არაფერი გაეკეთებინათ.
მაგრამ ამჯერად თავადაც ჰქონდა ერთი გაურკვეველი საკითხი. ანა ლაშხი. ქალი, რომელიც სამი დღის წინ მის საწოლში სრულიად დაუფარავი სურვილით აღმოჩნდა, შემდეგ დილით უკვალოდ გაქრა, ბოლოს კი საკუთარ კაბინეტში ისეთი გამომეტყველებით დახვდა, თითქოს ნოეს არსებობა საერთაშორისო კონვენციით აკრძალულიყო. ამ ამბავში განსაკუთრებით ორი რამ ართობდა.
პირველი, ანას მცდელობა, საკუთარი აღელვება პროფესიული თავშეკავებით დაეფარა. მეორე ის ფაქტი, რომ ქალს აშკარად არ ახსოვდა ყველაფერი. ნოე საკუთარ თავს ზედმეტად კეთილშობილ ადამიანად არ მიიჩნევდა. არ ჰქონდა არც ქალების გადარჩენის კომპლექსი და არც განსაკუთრებული სურვილი, ვიღაცის ცხოვრებაში საბედისწერო მამაკაცის როლი შეესრულებინა. თუმცა ანასთან დაკავშირებით რაღაც ნამდვილად აინტერესებდა. არა იმდენად ის, რაც იმ ღამით მოხდა. ეს თავადაც კარგად ახსოვდა. უფრო ის, როგორ მოახერხებდა ქალი საკუთარი თავისთვის იმ ამბის ახსნას, რომლის გახსენებაც აშკარად უხერხულობას უქმნიდა. ნოეს არ სჭირდებოდა ანასთვის იმის მტკიცება, რომ მიმზიდველი იყო. ეს ისედაც იცოდა. არც მისი დევნა ან განუწყვეტელი ყურადღებით დაღლა აინტერესებდა.
მაგრამ კიდევ ერთხელ შეხვედრა ნამდვილად სურდა. განსაკუთრებით იმ ქალთან, რომელიც მის დანახვაზე ისე ცდილობდა საკუთარი გამომეტყველების კონტროლს, თითქოს სახეზე აღბეჭდილი ფიქრების წაკითხვა შეეძლო. და, რაც ყველაზე საინტერესო იყო, ზოგჯერ მართლაც შეეძლო.

საღამოს ნოე მეგობარს შეხვდა.
დემეტრესთან ურთიერთობა იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნებოდა, როდესაც ნოეს საკუთარი ხასიათის შერბილება არ სჭირდებოდა. მეგობარი მისი ირონიის მიმართ თითქმის შეუვალი იყო და საჭიროების შემთხვევაში თავადაც არანაკლებ უსიამოვნო პასუხის დაბრუნება შეეძლო. რესტორნის ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ისხდნენ. დემეტრე ღვინოს სვამდა, ნოე კი ყავას, რადგან მოგვიანებით საჭესთან დაჯდომას აპირებდა.
- იმ ფსიქოლოგთან რა ქენი? - ჰკითხა დემეტრემ.
- ჯერ ცოცხალია.
- შენ?
- მეც. თუმცა მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მდგომარეობა დროებითია. - დემეტრეს გაეცინა.
- რა დაუშავე?
- არაფერი განსაკუთრებული. - კონსულტაციაზე მივედი.
- შენ ფსიქოლოგთან?
- წარმოიდგინე.
- რა პრობლემა გაქვს?
- როგორც ჩანს, ფსიქოლოგს ვაღიზიანებ.
- ეგ დაავადება არ არის, ნოე. შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. - ნოემ ყავა მოსვა.
- მკურნალობა მაინც ვცადე. - დემეტრემ თავი გააქნია.
- შენნაირი ავადმყოფებისთვის ცალკე დაწესებულება უნდა არსებობდეს.
- არსებობს. პარლამენტი ჰქვია. - მეგობარს სიცილი აუტყდა. ნოეს გაეღიმა, თუმცა საუბარი ანაზე აღარ გაუგრძელებია. საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალების განხილვა არ უყვარდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს დეტალები ქალის სხეულს ან მათ შორის მომხდარ ინტიმურ ამბებს ეხებოდა. მისთვის ეს არც განსაკუთრებული მორალური პრინციპი იყო და არც თავშეკავებული მამაკაცის როლის თამაში. უბრალოდ, მიაჩნდა, რომ ზოგიერთი სიამოვნება მხოლოდ იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომლებიც მასში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
დემეტრემ ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- ისე, დიდი ხანია ქალით ასე არ დაინტერესებულხარ. - ნოემ შეხედა.
- შენ ჩემი სექსუალური ცხოვრების სტატისტიკას აწარმოებ?
- ზოგადი დაკვირვებაა.
- მაშინ დაკვირვების ობიექტს მეტი პირადი სივრცე სჭირდება.
- ესე იგი, მართალი ვარ. - ნოემ პასუხის ნაცვლად გაიღიმა. სინამდვილეში დემეტრე მთლად არ ცდებოდა. ანას მიმართ ინტერესი ჰქონდა, თუმცა ამ ინტერესს სიყვარულთან არავითარი კავშირი არ გააჩნდა. ქალი მოსწონდა, სექსუალურად იზიდავდა და მისი ხასიათიც საკმაოდ გასართობად მიაჩნდა.
განსაკუთრებით ის კონტრასტი, რომელიც ანას პროფესიულ თავდაჯერებასა და პირად დაბნეულობას შორის არსებობდა. ნოეს ყოველთვის იზიდავდნენ ქალები, რომლებსაც საკუთარი სურვილების არ ეშინოდათ.
ანა კი სწორედ ასეთი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, იმ ღამით. მამაკაცს კარგად ახსოვდა, როგორ უყურებდა ქალი, როგორ ეხებოდა, როგორ იცინოდა მის ირონიულ შენიშვნებზე და როგორ ახერხებდა ყველაზე ჩვეულებრივი წინადადებისთვისაც ისეთი ორაზროვანი მნიშვნელობის მინიჭებას, რომ ნოეს ზოგჯერ თავის შეკავება უხდებოდა.
და მერე დილა.
ცარიელი საწოლი.
ქალის გაქრობა.
სანათის თავზე აღარ ეკიდა მისი შავი ბიუსტჰალტერი.
ნოეს მაშინვე გაეცინა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ წინა ღამით ანა სწორედ ამ სანათის გამოყენებას ცდილობდა საკუთარი საცვლის საკიდად და საბოლოოდ იმდენად გაბრაზდა, რომ ნოეს დახმარება დასჭირდა. საოცარი ქალი იყო. შეეძლო სრულიად სერიოზულად ემსჯელა ადამიანის ქცევის მექანიზმებზე და რამდენიმე წუთში ჩვეულებრივ სანათთან პირადი კონფლიქტი წამოეწყო. ნოეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ანას კიდევ შეხვდებოდა. უფრო მეტიც, უკვე სიამოვნებით წარმოიდგენდა მის გამომეტყველებას, როდესაც საკუთარი კაბინეტის კარს გააღებდა და სავარძელში კვლავ ნოე გელოვანს აღმოაჩენდა. ამ ქალის პროფესიულ კომპეტენციაში ეჭვი ნამდვილად არ ეპარებოდა. პირიქით, მათი პირველი შეხვედრისას მშვენივრად შეამჩნია, რამდენად ოსტატურად ახერხებდა ანა პირადი გაღიზიანების მიუხედავად პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნებას, როგორ ზუსტად არჩევდა სიტყვებს და როგორ ცდილობდა მისი ყოველი პროვოკაციისთვის ფსიქოლოგიური ახსნა მოეძებნა. სწორედ ეს ართობდა ყველაზე მეტად. ანა ლაშხი ჭკვიანი ქალი იყო. იმდენად ჭკვიანი, რომ მასთან სიტყვიერი თამაში განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. თანაც ნოეს აშკარად გაუმართლა, ცხოვრებაში პირველად აღმოაჩინა პროფესიონალი, რომელსაც საკუთარი აუტანელი ხასიათის მეცნიერული ახსნა შეეძლო. და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ აპირებდა. მით უმეტეს, რომ ანას კაბინეტში სტუმრობა სრულიად ახალი გასართობი აღმოჩნდა. საინტერესო იყო, კიდევ რამდენ ხანს შეძლებდა ქალი მისი მოსმენისას პროფესიული ეთიკის დაცვას, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდა, რომ ზოგიერთ პაციენტს თერაპიაზე მეტად კარგად დამიზნებული საფერფლე სჭირდებოდა.

ანა იმ საღამოს სახლში უჩვეულოდ დაღლილი დაბრუნდა. ფეხსაცმელები მისაღების შუაგულში მოიშორა, ჩანთა სავარძელზე მიაგდო და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა. ცხელი წყალი მხრებზე ეღვრებოდა, თმაში თითებს ისვამდა და ცდილობდა დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა კუნთებიდან გამოედევნა. მაგრამ ადამიანის ტვინს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა არასასურველი მოგონებებისკენ სწორედ მაშინ, როდესაც მათი პატრონი სრულიად შიშველი რჩებოდა. საოცარი დამთხვევა იყო. ნოესთან დაკავშირებული ყველა მოგონება რატომღაც სიშიშვლით იწყებოდა ან მთავრდებოდა. ანა შუბლით კაფელს მიეყრდნო. მშვენიერია. საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც კი უკვე სექსუალური შევიწროების ფორმას იღებდა. წყალი გამორთო, პირსახოცი შემოიხვია და სარკესთან მივიდა. სახიდან წყლის წვეთებს იშორებდა, როდესაც მოულოდნელად კიდევ ერთი ფრაგმენტი გაახსენდა. ნოეს საძინებელი.
ნახევრად ჩამოფარებული ფარდები.
საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი მამაკაცი, რომელსაც პერანგი უკვე გახდილი ჰქონდა. ანა მის წინ იდგა, შიშველი ფეხებით, საკუთარ კაბაში, რომლის ელვაც ზურგზე გახსნოდა. ახსოვდა, როგორ შეეხო ნოეს სახეზე. როგორ ჩაუცურა თითები თმაში. შემდეგ თავად ჩამოჯდა მის მუხლებზე, ხელები კისერზე შემოხვია და ისე აკოცა, თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდი ხანი ელოდა. მამაკაცის ხელისგულები მის წელზე გაჩერდა. ანამ მისი სუნთქვა იგრძნო. მერე საკუთარი სხეულის მოძრაობა, ნოესთან კიდევ უფრო ახლოს მისვლის სურვილი და ის გამაოგნებელი თავისუფლება, რომლითაც იმ წამს საკუთარ თავს უფლებას აძლევდა, უბრალოდ ქალი ყოფილიყო. არავითარი ანალიზი. არავითარი თვითკონტროლის აუცილებლობა. არავითარი პროფესიული სერიოზულობა. მხოლოდ სურვილი.
მოგონება გაწყდა. ანა კვლავ სააბაზანოში იდგა, თითები ნიჟარის კიდეზე შემოეჭდო და სუნთქვა ოდნავ გახშირებოდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად დარჩა. შემდეგ თავი უკან გადასწია და ჭერს ახედა.
- ფროიდ, შე დამპო გარყ/ვნილო. - ჩაილაპარაკა. - ახლა ნამდვილად ბედნიერი იქნებოდი. - გაეცინა. მაგრამ სიცილი მალევე გაუქრა. იმ ღამით, როგორც ჩანს, ნოესთან სიახლოვე ნამდვილად სურდა. ეს უკვე რამდენიმე მოგონებით დასტურდებოდა. თუმცა საკუთარი სურვილის გახსენება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ ყველაფერი ახსოვდა. და ანას უნდა გაერკვია, რა მოხდა.

მეორე დღეს ნოე გელოვანი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იმ ქუჩაზე, სადაც ანას კაბინეტი მდებარეობდა. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თავთან ასე ახსნა. სინამდვილეში მისი საქმე ქალაქის სრულიად სხვა ნაწილში იყო, თუმცა ნოეს არასოდეს ჰქონია განსაკუთრებული პრობლემა საკუთარი გადაწყვეტილებების გამართლებასთან.
მით უმეტეს, როდესაც ეს გადაწყვეტილებები სიამოვნებას ჰპირდებოდა. მანქანა შენობის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა და საათს დახედა. ექვსის ათი წუთი იყო. ანა, სავარაუდოდ, მუშაობას ასრულებდა.
ნოემ ტელეფონი აიღო, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. ქალთან დარეკვა ზედმეტად ჩვეულებრივი იქნებოდა.
და, რაც მთავარია, ანას მისთვის უარის თქმის შესაძლებლობას მისცემდა მანამდე, სანამ მის სახეს დაინახავდა.
ნოეს კი სწორედ ამ სახის დანახვა უნდოდა. განსაკუთრებით იმ გამომეტყველების, რომელიც ქალს მაშინ უჩნდებოდა, როდესაც მის წინ მოულოდნელად აღმოჩნდებოდა.
რამდენიმე წუთში შენობიდან ანა გამოვიდა. მუქი, სხეულზე მომდგარი კაბა ეცვა, თმა თავისუფლად ჩამოეშალა და ტელეფონზე საუბრობდა. რაღაცაზე იცინოდა, თან ჩანთაში გასაღებებს ეძებდა. ნოე მანქანიდან გადავიდა.
ქალმა ის მაშინ შენიშნა, როდესაც რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდათ. სახეზე ღიმილი შეეყინა. ნოეს ეს რეაქცია იმდენად მოეწონა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში საბოლოოდ დარწმუნდა.
- გამარჯობა, ანა. - ქალმა ტელეფონი ყურიდან მოიშორა.
- შენ აქ რას აკეთებ?
- სასიამოვნოა შენი ნახვაც.
- ნოე...
- ნუ ღელავ, კონსულტაციაზე არ მოვსულვარ. წინა ვიზიტის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მდგომარეობა უიმედოა. - ანამ თვალები მოჭუტა.
- შენ საერთოდ იცი, რას ნიშნავს პირადი სივრცე?
- თეორიულად.
- პრაქტიკაში?
- ჯერ ვიკვლევ. - ქალს ტუჩის კუთხე შეუტოკდა, თუმცა ღიმილი დროულად შეიკავა. ნოემ ესეც შეამჩნია.
- ყავაზე გეპატიჟები.
- არ მცალია.
- შესანიშნავია. მეც ბევრი დრო არ მაქვს.
- ნოე, მგონი, კარგად ვერ გაიგე.
- პირიქით, ძალიან კარგად გაგიგე. უბრალოდ, შენი უარი იმდენად სწრაფი იყო, ეჭვი მაქვს, წინასწარ გქონდა მომზადებული. - ანა რამდენიმე წამით უყურებდა. ამ კაცს აშკარად განსაკუთრებულ სიამოვნებას ენიჭებოდა მისი გაღიზიანება. და რაც ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო, ამას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ახერხებდა.
- შენ ყველა ქალთან ასეთი აუტანელი ხარ? - ნოემ წამით დაფიქრება გაითამაშა.
- არა. ზოგიერთთან უარესიც.
- საოცარია, როგორ გადარჩი ამ ასაკამდე.
- ძლიერი იმუნიტეტი მაქვს. - ანას გაეცინა.
საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ნოეს ღიმილი ოდნავ გაუფართოვდა. - აი, ასე უკეთესია.
- რა?
- როცა ჩემი მოკვლა არ გინდა.
- ნუ იქნები დარწმუნებული.
- კარგი. მაშინ ყავა დავლიოთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ. - ანა რამდენიმე წამს ყოყმანობდა. სრულიად მარტივი გამოსავალი ჰქონდა, შეეძლო უარი ეთქვა, მანქანაში ჩამჯდარიყო და სახლში წასულიყო. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ნოესთან საუბარი ნამდვილად უნდოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთობლივი ღამის შესახებ პასუხები სჭირდებოდა. ამ უკანასკნელის აღიარება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.
მამაკაცი იზიდავდა. მისი სიმშვიდე, ირონია, ის აუტანელი თავდაჯერება, რომლითაც ნებისმიერ სიტუაციაში თავს კომფორტულად გრძნობდა. და, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა, ნოე ამას მშვენივრად ხვდებოდა.
- ნახევარი საათი. - თქვა ბოლოს.
- ოცი წუთიც მეყოფა.
- რისთვის? - ნოემ ქალს შეხედა. მის მზერაში ისეთი მშვიდი, თითქმის შეუმჩნეველი ირონია გაჩნდა, რომ ანამ საკუთარი შეკითხვის ორაზროვნება მაშინვე გააცნობიერა.
ღმერთო.
რატომ არ შეეძლო ამ კაცთან ერთი ჩვეულებრივი წინადადების წარმოთქმა ისე, რომ საკუთარი თავი სექსუალური მინიშნებების ავტორად არ ეგრძნო?
- ყავისთვის, ანა. - უპასუხა ნოემ სრულიად სერიოზულად. - ყავისთვის. - ქალმა თვალები დახუჭა. მშვენიერია. ფროიდს კიდევ ერთი ორგა/ზმი ელოდა. და თუ ასე გაგრძელდებოდა, ის წყეული ავსტრიელი მის ხარჯზე სიკვდილის შემდეგ გაცილებით აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებდა, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობა სიცოცხლეში...


3

ანა ლაშხს ადამიანებთან ურთიერთობისას ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ჰქონდა: არასოდეს მიეღო გადაწყვეტილება მხოლოდ ემოციური იმპულსის საფუძველზე. ეს პრინციპი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით ემსახურებოდა.
ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ სრულიად უცხო მამაკაცის საწოლში გაიღვიძებდა, შემდეგ კი იმავე მამაკაცთან ყავის დასალევად წასვლას დათანხმდებოდა. საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი რამდენიმე დღის გათვალისწინებით, ანას სერიოზული ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი პრინციპები მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებდა. ნოე გელოვანი გვერდით მიუყვებოდა ტროტუარზე, აუჩქარებლად, ჯიბეში ერთი ხელით, მეორე ხელში კი მანქანის გასაღებს ატრიალებდა. მამაკაცს არც ის აინტერესებდა, რამდენად შესაფერისი იყო მათი შეხვედრა და არც ის, რომ ანას გონებაში უკვე რამდენიმე განსხვავებული სცენარი ვითარდებოდა, რომელთაგან სულ მცირე ორში მას განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებდნენ. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი მისი სიმშვიდე იყო.
არა ხელოვნური, თავდაჯერების დემონსტრირებისთვის გამიზნული სიმშვიდე, არამედ ისეთი ბუნებრივი აუღელვებლობა, რომელიც ადამიანს მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როდესაც საკუთარი თავის შესახებ ზედმეტად ბევრი იცოდა და ამ ცოდნით სრულიად კმაყოფილი გახლდათ. ანა ასეთ ადამიანებს პროფესიული ინტერესით აკვირდებოდა. ჩვეულებრივ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სიამოვნებით დააკვირდებოდა, როგორ დაეცემოდა ნოე გელოვანი კიბეზე. სასურველი იყო, ყოველგვარი სერიოზული დაზიანების გარეშე.
ჰიპოკრატეს ფიცი მას არ დაუდია, მაგრამ გარკვეული პროფესიული ეთიკა მაინც გააჩნდა.
კაფე შენობიდან რამდენიმე წუთის სავალზე აღმოჩნდა. პატარა, მყუდრო ადგილი იყო, დიდი ფანჯრებითა და ხის მაგიდებით, სადაც ახლად დაფქული ყავის სურნელს გამომცხვარი ვაშლის ფუნთუშების არომატი ერეოდა. დღის ბოლო საათებისთვის დამახასიათებელი მშვიდი ხმაური იდგა; რამდენიმე ადამიანი ლეპტოპთან მუშაობდა, დანარჩენები ჩუმად საუბრობდნენ.
ნოემ ფანჯარასთან მდგომი მაგიდა შეარჩია. ანა მის მოპირდაპირედ დაჯდა და ჩანთა გვერდით მოათავსა, თან ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს წინ ჩვეულებრივი ნაცნობი ეჯდა, რომელთანაც სრულიად უწყინარ თემებზე საუბარს აპირებდა. სამწუხაროდ, მისი ტვინი განსხვავებულ ინფორმაციას ფლობდა. ამ კაცის მხრები შიშველი ნახა. მკერდიც. და, თუ უკანასკნელი მოგონებები არ ატყუებდა, მისი სხეულის გაცილებით მეტი ნაწილიც.
თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდა, რას საქმიანობდა, რამდენი წლის იყო და რატომ ჰქონდა ისეთი სახე, თითქოს კაცობრიობის ყველა საიდუმლო უკვე ამოეხსნა და შედეგებით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილიყო.
მათი ნაცნობობის ქრონოლოგია იმდენად გაუკუღმართებული იყო, რომ ფროიდს, სავარაუდოდ, პროფესიული აღტაცებისგან ინსულტი დაემართებოდა.
მიმტანმა შეკვეთა ჩაიწერა. ანამ კაპუჩინო აირჩია, ნოემ უშაქრო ესპრესო.
ეს უკანასკნელი რატომღაც სრულიად შესაფერისად მოეჩვენა. რა თქმა უნდა, უშაქროდ. ამ კაცს ცხოვრებაში სიტკბო რაში სჭირდებოდა, როდესაც გარშემომყოფთა ნერვული სისტემის განადგურებით მშვენივრად ერთობოდა?
- რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა მოულოდნელად. ნოემ შეხედა.
- ოცდაჩვიდმეტის. - ანა ოდნავ გაკვირვებული დარჩა. მამაკაცს ასაკი დაახლოებით სწორად ჰქონდა შეფასებული, თუმცა რაღაცნაირად უფრო გამოცდილი, უფრო მომწიფებული შთაბეჭდილება რჩებოდა. შესაძლოა, ამის მიზეზი მისი თავდაჭერილი მანერა იყო ან ის აუხსნელი თავდაჯერება, რომელიც ახალგაზრდულ სითამამეს კი არა, უკვე ჩამოყალიბებულ ხასიათს ჰგავდა. - შენ ოცდათხუთმეტის ხარ. - დაუმატა ნოემ.
- საიდან იცი?
- მითხარი. - ანას სახე შეეცვალა.
- როდის?
- იმ ღამით. - მშვენიერია. გამოდიოდა, რომ ნოე გელოვანმა მისი ასაკიც იცოდა, პროფესია, სავარაუდოდ, განათლებაც და შესაძლოა, სოციალური დაცვის ნომერიც, თავად ანას კი კაცის შესახებ მხოლოდ ის ახსოვდა, რომ შიშველი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. სრულიად არათანაბარი ინფორმაციული გაცვლა იყო.
მეცნიერული თვალსაზრისით - კატასტროფა. ქალური თვალსაზრისით - კიდევ უფრო დიდი კატასტროფა, რადგან მამაკაცის სხეულის გახსენებაზე კვლავ სასიამოვნო სითბო ედებოდა მუცელში.
ფროიდს, ალბათ, ესეც ეყოფოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ცივილიზაცია მხოლოდ თხელი საფარი იყო ადამიანის პირველყოფილ ინსტინქტებზე. ანა კი სიამოვნებით დაამტკიცებდა, რომ მოხუცი ავსტრიელი ზოგჯერ უბრალოდ ზედმეტად ბევრს ფიქრობდა სექ/სზე.
თუმცა ამ კონკრეტულ საკითხში მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო უჭირდა.

ნოეს ქალის დაკვირვება აშკარად ართობდა. ანა ლაშხი იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთა ემოციებიც სახეზე მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც თავად ამის უფლებას აძლევდნენ. პროფესიული ჩვევები მის მოძრაობებშიც იგრძნობოდა, როგორ უსმენდა, როგორ აკვირდებოდა, როგორ ტოვებდა საუბარში პაუზას და როგორ ცდილობდა თანამოსაუბრისგან იმაზე მეტი ინფორმაციის მიღებას, ვიდრე თავად გასცემდა. მაგრამ ნოესთან რაღაც სხვაგვარად ხდებოდა. ქალს შეეძლო სრულიად მშვიდად დაესვა შეკითხვა, შემდეგ კი პასუხის მოლოდინში ისეთი დაძაბულობა შეპარვოდა, თითქოს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგს ელოდა. ნოე არც იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ ეს მხოლოდ პროფესიული ინტერესით აეხსნა. ანას იზიდავდა. ეს უკვე იმ ღამით იცოდა. ახლა კი განსაკუთრებით სიამოვნებდა იმის ყურება, როგორ ცდილობდა ქალი ამ მიზიდულობისთვის რაიმე გონივრული, სასურველია მეცნიერული ახსნა მოეძებნა. თავად ნოეს მსგავსი სირთულეები არ აწუხებდა.
ქალი მოსწონდა. სექსუალურად იზიდავდა. მასთან კიდევ ერთი ღამის გატარებაზეც სიამოვნებით დათანხმდებოდა. ამ ყველაფერში ისეთი არაფერი იყო, რასაც ფსიქოანალიზის მრავალწლიანი კურსი სჭირდებოდა.
მიმტანმა ყავა მოიტანა. ანა ფინჯანს ორივე ხელით შემოეხვია და რამდენიმე წამით ჩაფიქრებული დარჩა. ნოე ხედავდა, რომ რაღაცის კითხვა სურდა და უბრალოდ შესაფერის მომენტს ეძებდა.
ამიტომ არ დაეხმარა. მოთმინებით დაელოდა. ზოგჯერ ადამიანის დაკვირვება გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე მასთან საუბარი.
- ნოე. - დაიწყო ბოლოს ქალმა. - იმ ღამით რა მოხდა? - მამაკაცმა ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
- კონკრეტულად რომელი ნაწილი გაინტერესებს? - ანამ ნელა ამოისუნთქა.
აი, დაიწყო. მისი ცხოვრება უკვე საკმარისად რთული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ნოე გელოვანს დამატებითი გართულებების შეტანა პირად ვალდებულებად მიაჩნდა.
- კლუბიდან როგორ წამოვედით?
- ჩემი მანქანით.
- ძალიან ინფორმაციული პასუხია.
- მადლობა. - ანამ თვალები მოჭუტა.
ნოეს გაეღიმა. შემდეგ უკვე ჩვეულებრივად აუხსნა, რომ კლუბში საკმაოდ დიდხანს ისაუბრეს. ანა მეგობართან ერთად იყო მისული, მოგვიანებით კი, როდესაც მეგობარი წავიდა, მათ საუბარი გააგრძელეს. ქალს სახლში წასვლა არ უნდოდა, ნოემ მანქანით წაყვანა შესთავაზა, საბოლოოდ კი მის ბინაში აღმოჩნდნენ. ანამ ყურადღებით მოუსმინა. ალკოჰოლის რაოდენობაზე პირდაპირ ჰკითხა. ნოემ ის უთხრა, რაც თავად ახსოვდა, რამდენჯერმე ერთად შეუკვეთეს სასმელი, თუმცა ანას მის გაცნობამდე რამდენი ჭიქა ან რა ჰქონდა მიღებული, არ იცოდა. არც ის დაუმალავს, რომ ქალის ღამის სრული მეხსიერების აღდგენას ვერ შეძლებდა. ანა ამ პასუხმა დააკმაყოფილა. არა იმიტომ, რომ ყველაფერი გაირკვა, არამედ იმიტომ, რომ ნოე ფაქტებს არ ალამაზებდა.
მერე ქერა მამაკაციც ახსენა. ნოემ გაიხსენა, რომ კლუბში ვიღაც ნამდვილად ესაუბრებოდა ანას, მაგრამ მათი საუბრის დეტალები არ იცოდა. როდესაც თავად მიუახლოვდა, ის კაცი უკვე მიდიოდა.
ანას წარბები ოდნავ შეეკრა. მის გონებაში ჯერ კიდევ არსებობდა ბუნდოვანი შეგრძნება, რომ იმ მამაკაცის სიახლოვე არ სიამოვნებდა, თუმცა მეხსიერების ამ ფრაგმენტზე დასკვნის გამოტანა ნაადრევი იქნებოდა. ამიტომ შეკითხვები დროებით გვერდით გადადო.
ერთი გაცილებით უხერხული საკითხი რჩებოდა.
- და მერე? - ნოემ ყავა მოსვა.
- მერე ჩემს სახლში წავედით.
- ეს უკვე მითხარი.
- როგორც ჩანს, გამეორება გჭირდება. -
ანა მისთვის ფინჯნის თავზე გადამხობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავდა, როდესაც მამაკაცმა სრულიად მშვიდად დაამატა. - შენ ჩემს საძინებელში ტანსაცმლის გახდა დაიწყე და თან ამტკიცებდი, რომ ქალის სექსუალური თავისუფლების შეზღუდვა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვალთმაქცობა იყო. - ანას სახიდან ფერი გადაუვიდა. მერე ერთბაშად დაუბრუნდა.
და არა მხოლოდ დაუბრუნდა, ისეთი სიწითლე მოედო, რომ რამდენიმე წამით საკუთარი კანის ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმების გადახედვა მოუნდა.
- მე... რა?
- საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები გქონდა. - ნოე აშკარად სიამოვნებით აკვირდებოდა მის რეაქციას. ანა კი ცდილობდა წარმოედგინა საკუთარი თავი, როგორ ატარებდა სრულიად უცნობი მამაკაცის საძინებელში ლექციას ქალის სექსუალურ ემანსიპაციაზე.
სავარაუდოდ, შიშველიც.
ღმერთო.
თუ ჯოჯოხეთი არსებობდა, მისი პირადი ვერსია სწორედ ასეთი იქნებოდა. მარადიული აუდიტორია, სადაც თავად საკუთარ სექსუალურ ქცევებზე მოხსენებებს კითხულობდა, პირველ რიგში კი ფროიდი იჯდა და სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდა.
- ეს ყველაფერი არ არის, ხომ? - იკითხა ეჭვით. ნოემ თავი ოდნავ გადახარა.
- არა. - ანას გული აუჩქარდა. მამაკაცს მზერა არ მოუშორებია.
- ერთ მომენტში ჩემი პერანგის ღილებს ხსნიდი. საკმაოდ მოუთმენლად, სხვათა შორის. მერე მკითხე, საერთოდ რატომ არსებობდა ამდენი ღილი, როდესაც კაცობრიობამ ელვა უკვე გამოიგონა. -
ანას თვალები გაუფართოვდა. ნოე რამდენიმე წამით გაჩუმდა, თითქოს ქალს ამ ინფორმაციის გადასამუშავებლად დროს აძლევდა.
შემდეგ დაამატა: - ბოლოს მითხარი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ჩემი ტანსაცმლის გახდაზე მეტი დრო დაგეხარჯებოდა, ვიდრე თავად სექ/სზე.
ანა გაიყინა.
სრულიად.
სხეულში სისხლი ისეთი სისწრაფით აუვარდა, რომ წამით მართლა შეეშინდა, გული არ გაჩერებოდა.
არა.
ეს შეუძლებელი იყო. მსგავსი რამ არ შეიძლებოდა ეთქვა. მას ორი უმაღლესი განათლება ჰქონდა. კლინიკური პრაქტიკა. მრავალწლიანი გამოცდილება.
საკუთარი პროფესიული რეპუტაცია. და, როგორც აღმოჩნდა, სრულიად გაუმართლებელი პრეტენზიები მამაკაცის პერანგის კონსტრუქციასთან დაკავშირებით. ნოე მშვიდად სვამდა ყავას. ამ კაცს აშკარად არ გააჩნდა სინდისი. ან, თუ გააჩნდა, სადღაც ისეთ ადგილას ინახავდა, სადაც მისი მოძებნა სასამართლო ორდერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
- ამას იგონებ. - თქვა ანამ ბოლოს.
- სამწუხაროდ, არა.
- სამწუხაროდ?
- პერანგი მართლა კარგი იყო. - ქალს უნებლიეთ გაეცინა. სიცილი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წამით სახეზე ხელიც კი აიფარა. და სწორედ მაშინ მოხდა ის, რაც ბოლო დღეებში უკვე მის პირად წყევლად იქცა. მეხსიერება დაბრუნდა.
არა სრულად.
არც თანმიმდევრულად.
მხოლოდ ერთი მკვეთრი, სხეულში ჩაბეჭდილი ფრაგმენტით.
ნოეს საძინებელი.
მამაკაცი მის წინ იდგა, პერანგი ნახევრად გახსნილი ჰქონდა, ანას თითები კი ბოლო ღილთან შეჩერებოდა. ახსოვდა საკუთარი მოუთმენლობა, მამაკაცის მკერდზე შეხების სურვილი და ის წამი, როდესაც ნოემ ხელი მაჯაზე შეახო, რაღაც უთხრა და გაეღიმა.
შემდეგ თვითონვე მოჰკიდა ხელი პერანგის საყელოში.
მაღლა აიწია.
აკოცა.
და იმდენად ახლოს მიეკრო, რომ მისი სხეულის სითბო კაბის თხელი ქსოვილის მიღმაც იგრძნო. მოგონება იქ გაწყდა, სადაც ნოეს ხელები წელზე შემოეხვია. ანამ ფინჯანი მაგიდაზე დადგა. ძალიან ფრთხილად. რადგან სრულიად საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდა, რომ ხელიდან გაუვარდებოდა. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ უხერხული. ეს იყო საკუთარი ქვეცნობიერის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტი.
თანაც ისეთ ადგილას, სადაც ყავის ფინჯნებიც კი საკმარისად ძვირი ღირდა იმისთვის, რომ ემოციური აფეთქებისას მათი დამტვრევა ფინანსურად გაუმართლებელი ყოფილიყო. ნოემ ქალის შეცვლილი გამომეტყველება შეამჩნია.
- რაღაც გაგახსენდა? - ანა მისკენ მიბრუნდა. რა უნდა ეპასუხა? დიახ, ნოე, ახლახან გამახსენდა, როგორ გეხებოდი მკერდზე, როგორ გკოცნიდი და როგორ მინდოდა შენი პერანგის საბოლოოდ მოშორება? შესანიშნავი იქნებოდა.
შესაძლოა, შემდეგ საკუთარი ლიბ/იდოს შესახებ საჯარო პრეზენტაციაც ჩაეტარებინა.
- ნაწილობრივ. - ნოემ ოდნავ გაიღიმა.
- პროგრესია.
- შენი თვითკმაყოფილება აუტანელია.
- შენს ადგილას უფრო იმაზე ვინერვიულებდი, რაც ჯერ არ გახსენებია. -
ანა რამდენიმე წამით უყურებდა. მერე გაეცინა. არა იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა სასაცილო იყო. უბრალოდ, ნოე გელოვანის მკვლელობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურები ზედმეტად დამღლელად მოეჩვენა.

მათი საუბარი თანდათან უფრო ბუნებრივი გახდა. ანამ შეიტყო, რომ ნოეს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, უყვარდა მანქანის მართვა, არ უყვარდა ხმაურიანი ადამიანები და განსაკუთრებით ვერ იტანდა მათ, ვინც საკუთარი წარმატების შესახებ მეტისმეტად ბევრს საუბრობდა.
თავად ნოე მის პროფესიულ საქმიანობაზე ეკითხებოდა, თუმცა არა იმ მოსაწყენი ცნობისმოყვარეობით, რომელსაც ანა უკვე შეჩვეული იყო.
მამაკაცს არ უკითხავს, შეეძლო თუ არა მისი აზრების წაკითხვა. არც ის, ყველა ფსიქოლოგი თავადაც გიჟი ხომ არ იყო.
ამ ორი შეკითხვის გამოტოვებისთვის ანა მზად იყო, მისთვის სპეციალური მადლობის სიგელიც კი გადაეცა. ნოე უფრო იმით დაინტერესდა, როგორ ახერხებდა ქალი ყოველდღიურად სხვისი პრობლემების მოსმენას ისე, რომ საკუთარ ცხოვრებაში მათი გადმოტანა არ დაეწყო. ეს უკვე სრულიად სხვა შეკითხვა იყო. ანა პროფესიული საზღვრების, ემოციური რეგულაციისა და ადამიანის ქცევის მიმართ ინტერესის შესახებ ესაუბრა. საუბრისას თანდათან დაავიწყდა, რომ მის წინ მამაკაცი იჯდა, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ ღამე გაატარა. ახლა უბრალოდ ნოეს ესაუბრებოდა. და ეს აღმოჩენა მოულოდნელად სასიამოვნო გამოდგა.
მამაკაცი ყურადღებით უსმენდა, ზედმეტად არ აწყვეტინებდა და ზოგჯერ ისეთ ზუსტ შენიშვნას აკეთებდა, რომ ანას პასუხის გაცემამდე დაფიქრება უხდებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ადამიანების თვითმოტყუებას შეეხო. ნოეს მიაჩნდა, რომ ადამიანები ხშირად ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რა სურდათ, მაგრამ საკუთარ სურვილებზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდოდათ.
ანა ამ მოსაზრებას ნაწილობრივ შეეწინააღმდეგა. აუხსნა, რომ ადამიანის ქცევა გაცილებით რთული იყო და სურვილის გაცნობიერება ყოველთვის არ ნიშნავდა მის სრულ კონტროლს. ნოემ მოუსმინა. მერე მშვიდად თქვა:
- ანუ ადამიანს შეუძლია ზუსტად იცოდეს, რა უნდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ამტკიცებდეს, რომ არ უნდა? - ანამ ფინჯანი მაგიდაზე დადგა. მის ხმაში უდანაშაულო ინტერესიც კი არ იგრძნობოდა, რომ ქალს ეს შეკითხვა შემთხვევითობად მიეჩნია.
- ზოგჯერ. - უპასუხა ბოლოს.
- საინტერესოა. - ნოეს გაეღიმა. ანა მიხვდა, რომ საუბარი ისევ სახიფათო მიმართულებით მიდიოდა.
მაგრამ ამჯერად თავადაც გაეღიმა.
- შენც საინტერესო შემთხვევა ხარ, ნოე.
- პროფესიული თვალსაზრისით?
- სამწუხაროდ, დიახ.
- მკურნალობას ექვემდებარება?
- ჯერ არ გადამიწყვეტია, ღირს თუ არა რესურსების დახარჯვა. - მამაკაცს გაეცინა. ნამდვილი სიცილით. არა იმ ჩვეული, ნახევრად ირონიული ღიმილით, რომელიც სახეზე თითქმის მუდმივად ჰქონდა, არამედ მოულოდნელი, გულწრფელი სიცილით, რომელმაც მისი გამომეტყველება რამდენიმე წამით სრულიად შეცვალა. ანა უნებლიეთ დააკვირდა. და სწორედ ამ დროს აღმოაჩინა კიდევ ერთი უკიდურესად უსიამოვნო გარემოება. ნოე გელოვანი სიცილის დროს კიდევ უფრო სიმპათიური იყო. ეს უკვე მეტისმეტი გახლდათ.
სიმპათიური, ჭკვიანი, სექსუალურად თავდაჯერებული და თან ისეთი იუმორით, რომელიც ანას გემოვნებასთან სახიფათოდ ახლოს აღმოჩნდა. ბუნებას აშკარად რაღაც შეცდომა დაეშვა.
მსგავსი მამაკაცების წარმოება, მინიმუმ, ლიცენზირებას უნდა დაქვემდებარებოდა.

კაფედან გამოსვლისას უკვე შებინდებულიყო. ქუჩის განათებები თანდათან ინთებოდა, ჰაერში შემოდგომის სიგრილე იგრძნობოდა და ანა მოულოდნელად მიხვდა, რომ შეთანხმებულ ნახევარ საათზე გაცილებით მეტი დრო გასულიყო.
ეს აღმოჩენა განსაკუთრებით არ ესიამოვნა. ნოესთან საუბარი ზედმეტად ადვილი აღმოჩნდა. ზედმეტად ბუნებრივი.
და, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა, ზედმეტად სასიამოვნო. მამაკაცი მის გვერდით შეჩერდა.
- კარგად გავერთე, ანა.
- მიხარია, რომ ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა შენთვის გასართობი აღმოჩნდა.
- შენი ფსიქიკური მდგომარეობა შესანიშნავია. ხასიათზე ჯერ კიდევ მაქვს შეკითხვები. - ანას გაეცინა.
- შენ კი აშკარად თვითგადარჩენის ინსტინქტი არ გაქვს.
- სამაგიეროდ, კარგი მეხსიერება მაქვს. -
ქალმა თვალები მოჭუტა.
- ეგ უკვე გავიგე. - ნოეს გაეღიმა. რამდენიმე წამით ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ანას უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მამაკაცი ახლოს იყო, იმდენად ახლოს, რომ მისი სუნამოს სურნელს ისევ არჩევდა, და ამ სიახლოვემ სხეულში ის ნაცნობი, ოდნავ შემაშფოთებელი დაძაბულობა დაუბრუნა. მოულოდნელად გაიფიქრა, რომ ნოეს შეიძლებოდა ეკოცნა. ამ აზრმა თავადვე გააღიზიანა.
რა სისულელე იყო. რატომ უნდა ეკოცნა?
და, რაც გაცილებით უარესი იყო, რატომ ელოდა? ნოემ მხოლოდ მშვიდად გაუღიმა.
- შეხვედრამდე, ანა. - შემდეგ შებრუნდა და მანქანისკენ წავიდა. ქალი ადგილზე დარჩა. რამდენიმე წამით. შემდეგ საკუთარი მანქანისკენ გაემართა და გზაში ისეთი გამწარებით ლანძღავდა საკუთარ თავს, თითქოს ვინმეს მისთვის პირადი ცხოვრების მართვის უფლება გადაეცა და მან ეს უფლება სრულიად უპასუხისმგებლოდ გამოიყენა. მას ნამდვილად არ უნდოდა ნოე გელოვანის კოცნა. სრულიადაც არა. უბრალოდ, მამაკაცის მხრიდან ეს სრულიად ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა.
ბოლოს და ბოლოს, უკვე ერთად ეძინათ.
კოცნა ამ ყველაფრის შემდეგ თითქმის ფორმალური პროცედურა გამოდიოდა.
სწორედ ასე. ფორმალური პროცედურა.
ანა მანქანაში ჩაჯდა და საჭეს ორივე ხელით ჩაეჭიდა.
ღმერთო.
საკუთარი სურვილის გასამართლებლად უკვე ადმინისტრაციულ ტერმინოლოგიას იყენებდა. ფროიდი საფლავში, ალბათ, ტაშს შემომრავდა..

ნოე იმ საღამოს სახლში დაბრუნებას არ ჩქარობდა. დემეტრემ დაურეკა და მეგობრებთან ერთად ვახშამზე მიიპატიჟა. ნოე დათანხმდა, თუმცა რესტორანში მისულმა მალევე ინანა.
მეგობრების წრეში ერთი ქალი აღმოჩნდა, რომელიც მთელი საღამო განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას.
მაღალი, ლამაზი, თავდაჯერებული ქერა იყო. საუბრისას ხშირად ეხებოდა მკლავზე, იცინოდა მის შენიშვნებზე და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიანიშნებდა, რომ საღამოს გაგრძელებას უფრო პირად გარემოში სიამოვნებით დათანხმდებოდა. ნოეს ეს ყველაფერი არ აღიზიანებდა. ქალი ნამდვილად მიმზიდველი იყო. საკუთარი სურვილების დამალვასაც არ ცდილობდა, რაც მამაკაცს ყოველთვის უფრო მოსწონდა, ვიდრე ხელოვნური გულგრილობა. მაგრამ იმ საღამოს განსაკუთრებული სურვილი არ ჰქონდა, ვინმესთან ერთად წასულიყო.
არც ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა რომანტიკული ახსნა. ზოგჯერ კაცს უბრალოდ არ უნდოდა სექსი. თუნდაც სრულიად შესაფერის ქალთან. ეს ისეთივე ბუნებრივი მოვლენა იყო, როგორიც შიმშილის არქონა კარგი რესტორნის მენიუს დათვალიერებისას.
ქალმა ბოლოს პირდაპირ ჰკითხა, ხომ არ სურდა მასთან ერთად სადმე უფრო მშვიდ ადგილას წასვლა. ნოემ თავაზიანად უთხრა უარი. ქალს არ სწყენია. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად. დემეტრემ კი მეგობრის გადაწყვეტილება მაშინვე შენიშნა.
- ასაკი გეტყობა. - უთხრა მოგვიანებით.
- ალბათ.
- ადრე ასეთ შესაძლებლობას არ გაუშვებდი. - ნოემ ღვინის ჭიქას დახედა.
- ადრე შენც უფრო საინტერესო თემებზე საუბრობდი. - დემეტრეს გაეცინა. ნოემაც გაიღიმა და საუბარი სხვა მიმართულებით გადაიტანა.მთელი საღამო განმავლობაში არ უფიქრია ანაზე. არც მისი სახე დასდგომია თვალწინ იმ ქალის დანახვისას. არც საკუთარი სურვილები დაუყენებია ერთმანეთის წინააღმდეგ.
უბრალოდ, როდესაც სახლში დაბრუნდა და პერანგის ღილებს იხსნიდა, მოულოდნელად ანას გამომეტყველება გაახსენდა.
კაფეში.
იმ წამს, როდესაც საკუთარი სიტყვები შეახსენა.
ნოეს გაეცინა.
ღილებს დახედა.
შესანიშნავი პერანგი იყო. და სრულიად დაუმსახურებლად გახდა ქალის აღშფოთების მიზეზი. საინტერესო იქნებოდა, კიდევ რამდენი რამ გაახსენდებოდა ანას მომდევნო დღეებში.
განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნოეს თავად საკმაოდ ბევრი დეტალი ახსოვდა. ზოგიერთი ისეთი, რომლის გახსენებისას ქალს, სავარაუდოდ, ფროიდის ყველა ნაშრომის დაწვა მოუნდებოდა.

ანა სახლში მისვლისთანავე საძინებელში შევიდა. კაბა გამოიცვალა, თმა აიკრა და საწოლზე ჩამოჯდა, თითქოს მთელი დღის დაღლილობა ერთბაშად დააწვა მხრებზე. სინამდვილეში ფიზიკურად არ დაღლილა.
უბრალოდ, ნოე გელოვანთან ურთიერთობა მისი ტვინისთვის ისეთ დატვირთვას წარმოადგენდა, რომელსაც ჩვეულებრივ მხოლოდ რთული კლინიკური შემთხვევების განხილვისას განიცდიდა. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით. კლინიკური შემთხვევები, როგორც წესი, სექსუალურად არ იზიდავდა. საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა. სწორედ მაშინ დაუბრუნდა კიდევ ერთი მოგონება.
ამჯერად ისეთი მკაფიო, რომ რამდენიმე წამით საკუთარი საძინებელი სრულიად დაავიწყდა. ნოეს საწოლი. თეთრი თეთრეული. მამაკაცი ზურგზე იწვა, ანა კი მის გვერდით იყო, მხარზე ხელით დაყრდნობილი. ახსოვდა საკუთარი სიცილი, ნოეს თითები მის თმაში და ის უჩვეულო სიმსუბუქე, რომელიც მაშინ მთელ სხეულში ჰქონდა. შემდეგ რაღაც უთხრა. სიტყვები აღარ ახსოვდა.
სამაგიეროდ, ახსოვდა, როგორ დაიხარა მისკენ, როგორ აკოცა ჯერ ტუჩებზე, მერე ყბასთან და როგორ იგრძნო მამაკაცის ხელისგული წელზე. ნოე რაღაცაზე იცინოდა. ანა კი, როგორც ჩანს, საკუთარი სექსუალური შესაძლებლობების შესახებ სრულიად გაუმართლებლად მაღალი წარმოდგენით იყო აღჭურვილი. მოგონება კიდევ ერთი წამით გაგრძელდა.
მამაკაცის თითები მის მკერდზე. ნაზი, მოქნილი და მომთხოვნი. ნოეს სახეზე გაჩენილი ღიმილი. და შემდეგ ანას ხმა, სრულიად მკაფიო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე:
- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შენ საშინლად საინტერესო ხარ. მაგრამ ამაღამ შენი ფსიქიკა საერთოდ არ მაინტერესებს. მოგონება დასრულდა.
ანა საწოლზე წამოჯდა. დიდხანს იჯდა გაუნძრევლად. შემდეგ ხელები სახეზე აიფარა.
არა.
არა, არა და არა.
ეს უკვე მეტისმეტი იყო.
მან ეს მართლა თქვა?
სრულიად უცხო მამაკაცს პირდაპირ განუცხადა, რომ მისი ფსიქიკა არ აინტერესებდა?
ოცდათხუთმეტი წელი ადამიანის შინაგანი სამყაროს შესწავლას მიუძღვნა და საბოლოოდ ერთ საღამოს საკუთარი პროფესიული ინტერესები მამაკაცის სხეულის სასარგებლოდ გააუქმა?
ღმერთო.
ფროიდი ამას ვერ აიტანდა.
არა იმიტომ, რომ აღშფოთდებოდა.
პირიქით. ის წყეული ავსტრიელი, სავარაუდოდ, ამ ამბავს თავისი თეორიების საბოლოო გამარჯვებად გამოაცხადებდა, ანას კი ფსიქოანალიზის ისტორიაში ყველაზე გულწრფელ პაციენტად შეიყვანდა. ქალს სიცილი აუტყდა. იმდენად გულწრფელი, რომ რამდენიმე წამით გაჩერება ვეღარ შეძლო. მერე ბალიშზე გადაწვა, ჭერს ახედა და საკუთარ თავს ყველაზე არასასიამოვნო სიმართლე გაუმხილა.
ნოე გელოვანი ისევ უნდოდა.
არა როგორც საინტერესო ფსიქოლოგიური შემთხვევა.
არა როგორც მამაკაცი, რომელთანაც დაკარგული მოგონებების აღდგენა შეეძლო.
უბრალოდ, როგორც მამაკაცი.
და ამ სურვილის აღიარება ყველაზე ნაკლებად აშინებდა. უფრო ის აშფოთებდა, რომ ნოე გელოვანი აშკარად იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებთანაც ერთი ღამის თავგადასავალი შეიძლებოდა სრულიად დაუგეგმავ ჩვევად ქცეულიყო.
ანა ბალიშს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა.
სექსუალური სურვილი ბუნებრივი იყო.
ფანტაზიებიც. ადამიანის ორგანიზმი სწორედ ასე მუშაობდა. ამ ყველაფერში არაფერი პათოლოგიური არ არსებობდა.
სრულიად არაფერი. უბრალოდ, თუ ხვალ კიდევ ერთხელ გაახსენდებოდა ნოეს შიშველი სხეული სამუშაო საათებში, სერიოზულად განიხილავდა საკუთარი ტვინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას.
ბრალდებით - პროფესიული საქმიანობის განზრახ ხელშეშლა. და მოწმედ, რა თქმა უნდა, ფროიდს გამოიძახებდა. თუმცა ეჭვი ჰქონდა, ის ბებერი გარყვ/ნილი საბოლოოდ მაინც ნოე გელოვანის მხარეს დადგებოდა.

ანა ლაშხს ადამიანების ფსიქოლოგიაში ერთი რამ განსაკუთრებით მოსწონდა, ყველაზე თავდაჯერებული პიროვნებაც კი, ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს გასცემდა. ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ გაუცნობიერებელი მოძრაობით, ზოგჯერ კი იმ განსაკუთრებული მონდომებით, რომლითაც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისთვის საერთოდ არაფერი იყო მნიშვნელოვანი. ადამიანი, რომელიც გამუდმებით იმეორებდა, რომ არ ეშინოდა, ხშირად სწორედ შიშით იყო შეპყრობილი. ის, ვინც საკუთარ გულგრილობას განსაკუთრებით უსვამდა ხაზს, შესაძლოა, ყველაზე მტკივნეულად განიცდიდა უარყოფას. ხოლო მამაკაცი, რომელიც ყოველ მეორე წინადადებაში საკუთარი სექსუალური შესაძლებლობების ხსენებას ახერხებდა, ანას გამოცდილებით, იშვიათად წარმოადგენდა კაცობრიობის განსაკუთრებულ მიღწევას. სამწუხაროდ, ნოე გელოვანი არც ერთ ამ კატეგორიაში არ ჯდებოდა. არაფერს ამტკიცებდა.
არაფერს ჰპირდებოდა. საკუთარ თავზე ზედმეტად არ საუბრობდა. და, რაც განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იყო, სექსუალური შესაძლებლობების რეკლამირებასაც არ საჭიროებდა. ანა ამ უკანასკნელის შესახებ უკვე საკმაოდ არაკომფორტული რაოდენობის ინფორმაციას ფლობდა. ყოველშემთხვევაში, მისი ქვეცნობიერი ფლობდა. ცნობიერი კი, როგორც ჩანს, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებდა.
სამშაბათს დილით, როდესაც პირველი პაციენტის მიღებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, ანა საკუთარ კაბინეტში იჯდა და წინა დღის ჩანაწერებს ამოწმებდა. მსუბუქად შეეკრა, შავი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა, მაგიდაზე კი უკვე მეორე ფინჯანი ყავა ედგა. ბოლო რამდენიმე დღე შედარებით მშვიდად გაეტარა. ნოესთან შეხვედრის შემდეგ მის შესახებ ფიქრები არ გამქრალა, თუმცა თანდათან ჩვეულებრივ, მართვად ინტერესად იქცა. ქალი საკუთარ თავს არ ატყუებდა, მამაკაცი მოსწონდა. მეტიც, მისი სხეულის გახსენება ზოგჯერ ისეთ რეაქციას იწვევდა, რომლის მეცნიერული განმარტებაც ნამდვილად შეეძლო, მაგრამ სამუშაო საათებში ამის გაკეთებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ეს სრულიად ნორმალური იყო. ზრდასრულ ქალს შეეძლო სექსუალური სურვილი ჰქონოდა და ამავდროულად საკუთარი ცხოვრება ჩვეულებრივ გაეგრძელებინა. ანა სწორედ ამ ჯანსაღი, მოწიფული დასკვნით იყო კმაყოფილი, როდესაც ადმინისტრატორმა დაურეკა.
- ანა, ბატონი ნოე გელოვანია მოსული. ამბობს, რომ თავისუფალი დრო თუ გაქვთ, კონსულტაცია სურს. - ქალმა კალამი მაგიდაზე დადო. აი, თურმე რა. ბუნებამ გადაწყვიტა, მისი ფსიქიკური მდგრადობისთვის მორიგი გამოცდა მოეწყო.
- უთხარი, რომ თერთმეტ საათამდე ათი წუთი მაქვს. - ტელეფონი გათიშა და სავარძელს მიეყრდნო. ამჯერად არ დაიბნეოდა. არავითარი უხერხული სიწითლე, გაუთვალისწინებელი მოგონებები და საკუთარი თავის მიმართ შეურაცხმყოფელი შენიშვნები. ნოე გელოვანი შეიძლება ძალიან მიმზიდველი მამაკაცი იყო, მაგრამ ანა ლაშხი ოცდათხუთმეტი წლის პროფესიონალი გახლდათ, რომელსაც ადამიანის ქცევის შესწავლაში წლების განმავლობაში გაცილებით რთულ შემთხვევებთან ჰქონია საქმე. მათ შორის ნარცისული პიროვნული ნიშნებით, მანიპულაციური ტენდენციებითა და პათოლოგიური თვითკმაყოფილებით.
ნოე, დიდი ალბათობით, სამივეს ერთდროულად წარმოადგენდა. თუმცა დიაგნოზის დასმა ჯერ ნაადრევი იქნებოდა. სამწუხაროდ. კარზე დააკაკუნეს. - მობრძანდით. - ნოე ოთახში ისეთი სიმშვიდით შემოვიდა, თითქოს აქ ყოველდღიურად დადიოდა. მუქი შარვალი და ღია ცისფერი პერანგი ეცვა, რომლის სახელოებიც იდაყვებამდე აეკეცა. ხელში ტელეფონი ეჭირა, სახეზე კი ის ნაცნობი, ოდნავ დამცინავი გამომეტყველება ჰქონდა, რომლის დანახვაზეც ანას ორგანიზმმა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სასიამოვნო მღელვარებით უპასუხა. ქალმა საკუთარ სხეულს გონებაში მკაცრი გაფრთხილება მისცა.
არავითარი თვითნებობა. - გამარჯობა, ნოე.
- გამარჯობა, ექიმო.
- ფსიქოლოგი. - შეუსწორა მშვიდად.
- ვიცი. უბრალოდ, ექიმო უფრო მკაცრად ჟღერს. - ანამ სავარძელზე მიუთითა. ნოე დაჯდა, კომფორტულად მოეწყო და ოთახს თვალი მოავლო. ქალმა შეამჩნია, რომ ამჯერად მის მზერაში რაღაც განსხვავებული იყო. წინა ვიზიტისას მამაკაცი აშკარად მხოლოდ გასართობად მოსულიყო, ახლა კი თითქოს თავად გარემოსაც აკვირდებოდა, ცდილობდა გაეგო, როგორი იყო ანა მაშინ, როდესაც საკუთარ საქმეს აკეთებდა. ეს დაკვირვება მისთვის უსიამოვნო არ ყოფილა.
- რით შემიძლია დაგეხმარო? - ნოემ ფეხი ფეხზე გადაიდო.
- ერთი შემაწუხებელი ჩვევა აღმოვაჩინე. -
ანა კალამს დასწვდა.
- გისმენ.
- ზოგიერთი ადამიანის გაღიზიანება განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. -
ქალს სახეზე კუნთიც არ შეტოკებია.
- და ეს გაწუხებს?
- ჯერჯერობით არა. უბრალოდ, ვშიშობ, შეიძლება დამოკიდებულებაში გადამეზარდოს. - ანა რამდენიმე წამით უყურებდა. მის წინ მჯდომ მამაკაცს აშკარად ეგონა, რომ ამ თამაშში ყველა უპირატესობა მის ხელში იყო. შესაძლოა, სხვა ქალთან ასეც ყოფილიყო. მაგრამ ანას საკუთარი პროფესიის მიმართ მეტისმეტად დიდი პატივისცემა ჰქონდა იმისთვის, რომ ნოე გელოვანისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა ასე მარტივად დაეთმო.
- საინტერესოა. - თქვა მშვიდად. - ანუ სიამოვნებას თავად ადამიანის გაღიზიანება განიჭებს თუ იმის დანახვა, რომ მის ემოციურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეგიძლია? - ნოეს მზერა წამით შეეცვალა. სულ ოდნავ. მაგრამ ანას ესეც ეყო.
- განსხვავებაა? - იკითხა მამაკაცმა.
- საკმაოდ დიდი. პირველ შემთხვევაში შესაძლოა უბრალოდ სხვისი რეაქციები გართობდეს. მეორეში კი მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის კონტროლს შენ ინარჩუნებდე. - ნოეს გაეღიმა.
- და თუ ორივე მომწონს?
- მაშინ, სავარაუდოდ, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა შენთან ურთიერთობა ადამიანისთვის, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია. - მამაკაცს გაეცინა. ანა მშვიდად აგრძელებდა. - მაგრამ მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს. რატომ ირჩევ ისეთ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობას გიწევენ? თუ მხოლოდ გაღიზიანება გინდა, გაცილებით მარტივი სამიზნეებიც არსებობს. - ნოემ პასუხი მაშინვე არ გასცა. ქალი მის სახეს აკვირდებოდა და პროფესიული კმაყოფილების უცნაურ შეგრძნებას განიცდიდა. არა იმიტომ, რომ მამაკაცი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად იმ წერტილს მიუახლოვდა, რომლის შესახებაც თავად ნოეს, შესაძლოა, არასოდეს უფიქრია.
- მარტივი ადამიანები მალე მბეზრდებიან. - უპასუხა ბოლოს.
- ანუ წინააღმდეგობა გჭირდება.
- საინტერესო საუბარი მჭირდება.
- და როცა ადამიანი შენს პროვოკაციას არ აჰყვება?
- სხვა თემაზე გადავდივარ.
- ან უფრო ძლიერ პროვოკაციას მიმართავ. - ნოემ ქალს შეხედა. ამჯერად აღარ გაღიმებია. ანა მიხვდა, რომ რაღაც ზუსტად დაინახა. მამაკაცის სიმშვიდე ხელოვნური არ იყო, მაგრამ მისი ირონია ხშირად საშუალებას აძლევდა, ურთიერთობის მიმართულება თავად განესაზღვრა. როდესაც სხვას აბრაზებდა, მის რეაქციას წინასწარ ელოდა; როდესაც თავად სერიოზულ კითხვას უსვამდნენ, ხუმრობით პასუხის გაცემა შეეძლო.
საკმაოდ მოსახერხებელი სისტემა იყო.
განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც საკუთარი პირადი სივრცის დაცვა უყვარდა.
- მგონი, ჩემი ათი წუთი ამოიწურა. - თქვა ნოემ. ანა საათს დახედა. მართლაც.
მაგრამ მამაკაცის წასვლამდე კიდევ ერთი რამ უნდოდა გაერკვია. - ნოე, შენ აქ მართლა კონსულტაციისთვის მოდიხარ? -
მამაკაცი წამოდგა.
- შენი აზრით? - ანა რამდენიმე წამს უყურებდა.
- ჩემი აზრით, შენ ძალიან კარგად იცი, რატომ მოდიხარ. - ნოეს გაეღიმა.
- მაშინ რატომ მეკითხები? - ქალმა კალამი მაგიდაზე დადო.
- მინდოდა მენახა, რამდენად კარგად გამოგდის პირდაპირ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა. - მამაკაცს სიცილი აუტყდა.
- როგორც ჩანს, არც ისე კარგად.
- ამაზე მაინც შევთანხმდით. - ნოე კარისკენ გაემართა, მაგრამ გასვლამდე შეჩერდა.
- ანა, სხვათა შორის, შესანიშნავი ფსიქოლოგი ხარ. - ქალმა შეხედა.
კომპლიმენტი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ წამით პასუხიც ვერ მოიფიქრა. ნოემ მისი რეაქცია შეამჩნია და მშვიდად დაამატა: - განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი მოკვლის სურვილს პროფესიული ინტერესით ფარავ. - კარი დაიხურა. ანა რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ სიცილი აუტყდა. საშინელი კაცი იყო. აბსოლუტურად საშინელი. მაგრამ ერთი რამ უნდა ეღიარებინა, მასთან საუბრისას მოწყენა ნამდვილად არ ემუქრებოდა.

ნოე შენობიდან გამოსვლისას ჯერ კიდევ იღიმოდა. ანა ლაშხმა გააოცა.
ეს იშვიათად ხდებოდა. მამაკაცს ადამიანების უმრავლესობის რეაქციების გამოცნობა ადვილად შეეძლო, თუმცა ანას შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. ქალი არ ცდილობდა მისი მოხიბვლისთვის საკუთარი ხასიათის შეცვლას, არ ერიდებოდა წინააღმდეგობის გაწევას და, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა, მის ირონიას ყოველთვის იმავე მეთოდით არ პასუხობდა. ზოგჯერ უბრალოდ უსმენდა.
ზოგჯერ კითხვას უსვამდა. და ზოგჯერ ისეთი სიზუსტით ეხებოდა მის ხასიათს, რომ ნოეს საკუთარი თავის შესახებ ახალი რამის მოსმენაც კი უწევდა.
მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა. საკუთარ თავს არასოდეს მიიჩნევდა განსაკუთრებულად რთულ პიროვნებად. მშვენივრად იცოდა, რომ თავხედი იყო, ზოგჯერ ცინიკური, ხშირად მოუთმენელი და ადამიანების სისულელეების მიმართ თითქმის შეუწყნარებელი. მაგრამ ანას შენიშვნამ კონტროლის შესახებ დააფიქრა. მართლა უყვარდა ურთიერთობის მიმართულების განსაზღვრა? ალბათ. საკუთარი ცხოვრების მართვას ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. არ მოსწონდა გაურკვევლობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის სხვის გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული. თუმცა ანასთან დაკავშირებით ყველაფერი გაცილებით მარტივად გამოიყურებოდა. ქალი მოსწონდა. მისი გაღიზიანება ართობდა.
და მის კაბინეტში მისვლა უკვე მეორე შემთხვევაშიც სასიამოვნო აღმოჩნდა.
ფსიქოლოგიური პრობლემის არსებობას ეს ნამდვილად არ ამტკიცებდა. ყოველშემთხვევაში, ნოე გელოვანის აზრით. მანქანა დაძრა. სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა და ანაზე ფიქრი მალევე სხვა საკითხებმა ჩაანაცვლა.

კომპანიაში მისულს საკმაოდ უსიამოვნო ამბავი დახვდა. ერთ-ერთმა მენეჯერმა პარტნიორთან შეთანხმების პირობები დამოუკიდებლად შეცვალა და ახლა ცდილობდა, საკუთარი გადაწყვეტილება ვითარების აუცილებლობით გაემართლებინა. ნოე სხდომათა ოთახში შევიდა, დოკუმენტები გადაშალა და რამდენიმე წუთში მთელი სურათი დაინახა. პრობლემა მხოლოდ შეცდომა არ იყო. შეცდომებს ადამიანები ყოველდღიურად უშვებდნენ. პრობლემა ის გახლდათ, რომ თანამშრომელმა საკუთარი შეცდომის დამალვა სცადა და შედეგად კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური რისკი შეუქმნა. ნოემ დოკუმენტები მაგიდაზე დააწყო.
- რამდენი ხანია, ეს იცით? - მენეჯერმა პასუხი დააგვიანა.
- რამდენიმე დღეა.
- და ჩემთან მოსვლა არ გიფიქრიათ?
- მეგონა, თავად მოვაგვარებდი. - ნოემ თავი დაუქნია.
- გასაგებია. - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
მამაკაცმა ახსნა განაგრძო, თუმცა ნოემ მალევე შეაწყვეტინა. - შეცდომის დაშვებისთვის არავის ვათავისუფლებ. შეცდომის დამალვისთვის - ხშირად. -
ეს სრულიად მშვიდად თქვა. არც ხმა აუწევია, არც მაგიდისთვის დაურტყამს ხელი. მაგრამ ოთახში მყოფებმა მშვენივრად გაიგეს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო.
ნოეს არასოდეს მოსწონდა ძალაუფლების დემონსტრირება. მიაჩნდა, რომ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ავტორიტეტის დასამტკიცებლად ყვირილი სჭირდებოდა, სავარაუდოდ, ავტორიტეტი საერთოდ არ გააჩნდა. თანამშრომელს სამუშაოს გადაბარებისთვის დრო მისცა, იურიდიულ განყოფილებას კი პრობლემის მოგვარება დაავალა. შემდეგ საკუთარ კაბინეტში დაბრუნდა და ჩვეულებრივ განაგრძო მუშაობა. მისთვის ეს დღე არც განსაკუთრებულად რთული ყოფილა და არც ემოციურად დამღლელი.
უბრალოდ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარ პრობლემებს შეცდომებით კი არა, მათი დამალვის მცდელობით ქმნიდა. საინტერესო იქნებოდა, რას იტყოდა ამაზე ანა ლაშხი. ალბათ, ადამიანის თავდაცვით მექანიზმებზე დაიწყებდა საუბარს. ნოეს კი გაცილებით მარტივი განმარტება ჰქონდა. სისულელე.
ზოგჯერ სრულიად საკმარისი დიაგნოზი იყო.

ანა საღამოს მეგობარს შეხვდა.
მარიამი მისი უნივერსიტეტის დროინდელი მეგობარი იყო, მშვიდი, დაკვირვებული ქალი, რომელსაც ანასგან განსხვავებით საკუთარი აზრების ხმამაღლა გამოხატვის განსაკუთრებული მოთხოვნილება არ ჰქონდა. თუმცა ეს სიმშვიდე ხშირად მოჩვენებითი აღმოჩნდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ანას პირად ცხოვრებას ეხებოდა. პატარა რესტორანში ისხდნენ. ანა სალათს ჩანგლით აწვალებდა, მარიამი კი მშვიდად უსმენდა მისი ბოლო დღეების საკმაოდ შერჩევით ვერსიას. რა თქმა უნდა, ნოე გელოვანის შესახებ მოუყვა.
მაგრამ გარკვეული დეტალები გამოტოვა.
მაგალითად, სანათზე ჩამოკიდებული ბიუსტჰალტერი. მამაკაცის პერანგის ღილებთან დაკავშირებული საკუთარი ფილოსოფიური მოსაზრებები. და ის ფაქტი, რომ უკვე რამდენჯერმე გაახსენდა ნოეს შიშველი სხეული ისეთ სიტუაციაში, სადაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი გაცილებით პრაქტიკულ საკითხებზე იფიქრებდა. მარიამმა ბოლომდე მოუსმინა. შემდეგ წყალი მოსვა.
- ანუ ეს კაცი მოგწონს. - ანა მოიღუშა.
- ასეთი დასკვნის გამოსატანად ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრება საჭირო არ არის.
- არც მჭირდება. შენ ისედაც ყველაფერი მომიყევი. - ყველაფერი არ მომიყოლია.
მარიამმა შეხედა.
- ეჭვიც არ მეპარება. - ანას გაეცინა.
მეგობარს მისი ხასიათი კარგად ესმოდა. იცოდა, რომ ანას სექსზე საუბარი არასოდეს უჭირდა, მაგრამ საკუთარი ემოციური დამოკიდებულების აღიარება გაცილებით რთულად გამოსდიოდა.
- უბრალოდ, ძალიან საინტერესო მამაკაცია. - თქვა ანამ.
- რა თქმა უნდა.
- ჭკვიანია.
- გასაგებია.
- იუმორის გრძნობა აქვს.
- უკვე შემაშფოთებელია.
- და საშინლად თავხედია. - მარიამმა თავი დაუქნია.
- აი, ახლა მივედით მთავარ მიზეზამდე. -
ანამ ჩანგალი დადო.
- შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ ჩემი პირადი ცხოვრების წინააღმდეგ შექმნილი საგამოძიებო კომისია?
- ორივე. ოღონდ მეორე საქმიანობაში ხელფასს არ მიხდიან. - ანას სიცილი აუტყდა. საუბარი მალე სხვა თემებზე გადავიდა. მარიამი საკუთარ სამსახურზე უყვებოდა, ანა კი სიამოვნებით უსმენდა და თანდათან გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა ჩვეულებრივი სიმსუბუქე.
ნოე გელოვანი მისი ცხოვრების ერთადერთი საინტერესო მოვლენა არ იყო. არც უნდა ყოფილიყო. და ამ აზრმა რატომღაც განსაკუთრებული კმაყოფილება მოჰგვარა.

მოგონება ღამით დაბრუნდა. სრულიად მოულოდნელად. ანა საწოლში იწვა, წიგნს კითხულობდა და უკვე აპირებდა შუქის ჩაქრობას, როდესაც ერთმა წინადადებამ, ადამიანის სურვილებისა და თვითკონტროლის შესახებ, უცნაური ასოციაცია გამოიწვია. ჯერ ნოეს სიცილი გაახსენდა. შემდეგ საკუთარი ხმა. მერე სურათი თანდათან გამკვეთრდა.
მამაკაცის საძინებელი. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი ნოე, რომელსაც ანა რაღაცას უმტკიცებდა. სიტყვები ბუნდოვნად ახსოვდა, თუმცა საკუთარი თავდაჯერებული გამომეტყველება თითქმის მკაფიოდ დაინახა. შემდეგ მამაკაცმა ხელი წელზე მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. ანამ წონასწორობა დაკარგა, მის მუხლებზე აღმოჩნდა და გაეცინა. ნოე რაღაცას ეუბნებოდა. ქალი კი, როგორც ჩანს, მის გაჩუმებას ცდილობდა. კოცნით. მოგონება კიდევ უფრო გამკვეთრდა. ახსოვდა, როგორ შეეხო ნოეს სახეზე, როგორ ჩაუცურა თითები თმაში და შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, მამაკაცის მხარზე მოქნილად შემოდო ერთი ფეხი. და ისეთი გამომეტყველებით შეხედა, თითქოს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
მერე კი საკუთარი სიტყვები გაახსენდა.
- ახლა ძალიან მინდა გავიგო, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია ამ შენი თავხედური პირით. - მოგონება გაწყდა. ანა საწოლზე წამოჯდა. წიგნი იატაკზე ჩაცურდა. დიდხანს უყურებდა კედელს. შემდეგ ნელა, თითქმის საზეიმოდ, სახეზე ხელები აიფარა.
ღმერთო.
რა იყო ეს?
რა ჯანდაბა იყო?
მან ნოე გელოვანს მინე/ტის გაკეთება მოსთხოვა?! სრულიად უცნობ მამაკაცს, რომლის გვარიც იმ მომენტში, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ არ იცოდა?
ანა რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ სიცილი აუტყდა. იმდენად გულწრფელი, რომ ბალიშში სახის ჩარგვა მოუხდა. ფროიდი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, განდევნილი სურვილების გათავისუფლებად შეაფასებდა. იუნგი არქეტიპებზე დაიწყებდა საუბარს.
თანამედროვე ფსიქოლოგია კი ალკოჰოლის გავლენით დაქვეითებულ თვითკონტროლსა და მეხსიერების ფრაგმენტულ აღდგენაზე გაამახვილებდა ყურადღებას. თავად ანას გაცილებით მარტივი დასკვნა ჰქონდა. როგორც ჩანს, მის ქვეცნობიერში სრულიად აღვირახსნილი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც ორი უმაღლესი განათლება, პროფესიული რეპუტაცია და სოციალური ნორმები ფეხებზე ეკიდა. და, რაც ყველაზე შემაშფოთებელი იყო, ამ ქალს აშკარად შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა.
ანა საწოლზე გადაწვა და ჭერს ახედა.
ოცდათხუთმეტი წელი საკუთარი თავის შეცნობას შეალია. და ახლა, სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა, რომ მის პიროვნებაში არსებობდა განყოფილება, რომლის შესახებაც ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია არ გააჩნდა.
სერიოზულად განიხილავდა შიდა აუდიტის ჩატარებას. თუმცა ერთი პრობლემა რჩებოდა. მთავარი მოწმე ნოე გელოვანი იყო. და ამ კაცის დაკითხვა, ანას გამოცდილებით, გაცილებით სახიფათო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ვიდრე თავად დანაშაულის ჩადენა.

4

ანა ლაშხს ერთი საკმაოდ უსიამოვნო ჩვევა ჰქონდა, როდესაც ვინმე მის მოთმინებას განსაკუთრებით გულმოდგინედ ცდიდა, ადრე თუ გვიან თავად იწყებდა ექსპერიმენტის ჩატარებას. ეს თვისება პროფესიულ საქმიანობაში არასოდეს უშლიდა ხელს. პირიქით, წლების განმავლობაში ისწავლა, როგორ გაერჩია ადამიანური ცნობისმოყვარეობა პირადი ინტერესისგან, როგორ შეენარჩუნებინა საზღვრები და როგორ არ დაეშვა, რომ საკუთარი ემოციები სხვისი ცხოვრების შეფასებაში შეპარულიყო. მაგრამ ნოე გელოვანი მისი პაციენტი არ ყოფილა.
ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მამაკაცმა ორჯერ მოინახულა კაბინეტში, ორივეჯერ ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ფსიქოლოგიური კონსულტაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი გასართობი ყოფილიყო, შემდეგ კი სრულიად მშვიდად დატოვა იქაურობა და ანას საკუთარი ხასიათის შესახებ დამატებითი შეკითხვები დაუტოვა. პროფესიული თვალსაზრისით, ქალს მისი ქცევის ახსნა არ უჭირდა.
პირადი თვალსაზრისით კი ნოე გელოვანი უბრალოდ აუტანელი იყო.
საკმაოდ სიმპათიური .
სამწუხაროდ, მეორე გარემოება პირველს ვერ აბათილებდა.
ხუთშაბათს საღამოს, როდესაც ანა მარიამთან სატელეფონო საუბარს ასრულებდა, ტელეფონზე შეტყობინება მიიღო.
ნოე: „დღეს საღამოს რას აკეთებ?“
ქალმა ეკრანს დახედა.
საოცარია. მამაკაცს, როგორც ჩანს, პირდაპირი შეკითხვის დასმაც შეეძლო.
ანა: „ამჟამად ვაკვირდები, როგორ ცდილობს ერთი მამაკაცი ჩემთან შეხვედრის დანიშვნას.“
პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა.
ნოე: „და როგორ მიდის საქმე?“
ანა: „საშუალოდ. ჯერ განსაკუთრებული არაფერი შემოუთავაზებია.“
ნოე: „რვაზე გამოგივლი.“
ანას გაეცინა. ეს უკვე საინტერესო იყო.
მამაკაცი აშკარად არ აპირებდა ზედმეტი თავაზიანობით თავის შეწუხებას.
ანა: „ვინ გითხრა, რომ თავისუფალი ვარ?“
ნოე: „არავინ. ამიტომ გკითხე.“
ანა: „სად მივდივართ?“
ნოე: „ვახშამზე.“
ანა რამდენიმე წამით დაფიქრდა. შეეძლო უარი ეთქვა. არც რაიმე განსაკუთრებული მიზეზი სჭირდებოდა ამისთვის. მაგრამ არ უნდოდა. ნოე გელოვანი მოსწონდა და ამ ფაქტის საკუთარ თავთან დამალვას აზრი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, მამაკაცთან დროის გატარების სურვილი იმდენად ბუნებრივი იყო, რომ საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პრინციპულობის უსარგებლო დემონსტრირებად მოეჩვენა.
ანა: „რვაზე მზად ვიქნები.“
ტელეფონი გვერდით გადადო. შემდეგ ისევ აიღო.
ანა: „და, ნოე...“
ნოე: „გისმენ.“
ანა: „ამჯერად პერანგი ნაკლები ღილით ჩაიცვი.“ პასუხის მოლოდინში გაეღიმა.
ნოე: „შენთვის სპეციალურად შევარჩევ.“
ანამ ტელეფონი მაგიდაზე დადო და ხმამაღლა გაიცინა. ფროიდს რომ სცოდნოდა, ადამიანის ქვეცნობიერის შესწავლა საბოლოოდ მამაკაცის პერანგის ღილების რაოდენობამდე მივიდოდა, ალბათ, საკუთარ სამეცნიერო მემკვიდრეობას უფრო ფრთხილად მოეკიდებოდა.

ნოე იმ საღამოს ჩვეულებრივზე ადრე გამოვიდა სამსახურიდან. არა იმიტომ, რომ ანასთან შეხვედრა განსაკუთრებულ მოვლენად მიაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ დღის საქმეები უკვე დასრულებული ჰქონდა და ოფისში დარჩენის აუცილებლობას ვერ ხედავდა. საკუთარ კაბინეტში უკანასკნელ დოკუმენტს ხელი მოაწერა, ტელეფონი აიღო და გასასვლელისკენ გაემართა. დემეტრე დერეფანში შეხვდა.
- სად მიდიხარ?
- სახლში.
- ასე ადრე?
- დემეტრე, თუ გინდა, ყოველ საღამოს სამსახურში დავრჩე, პირდაპირ მითხარი. ხელფასსაც შენ გადაგიხდი. - მეგობარს გაეცინა.
- ქალთან მიდიხარ? - ნოემ შეხედა.
- შენს ცხოვრებაში სხვა საინტერესო თემა საერთოდ არსებობს?
- არსებობს, მაგრამ შენზე საუბარი გაცილებით სახალისოა. - ნოემ ხელი აუქნია და გზა განაგრძო. დემეტრეს შეკითხვა არც გაუკვირდა. მეგობარი საკმაოდ კარგად იცნობდა, რომ მის ცხოვრებაში ქალების არსებობა განსაკუთრებულ მოვლენად არ მიეჩნია.
ნოე არც ურთიერთობებს გაურბოდა და არც საკუთარ სურვილებს ფარავდა. უბრალოდ, არასოდეს მოსწონდა ადამიანების შეცდომაში შეყვანა. თუ ქალთან მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე სურდა, ამას სიყვარულის დაპირებებით არ ნიღბავდა. მისთვის პატიოსნება სწორედ ამას ნიშნავდა. შეგეძლო ყოფილიყავი თავხედი, ცინიკური, ზოგჯერ აუტანელიც, მაგრამ სხვისი გრძნობებით საკუთარი კომფორტისთვის თამაში უკვე სრულიად სხვა კატეგორიის სისულელე იყო. ანასთან ყველაფერი ჯერ მარტივად გამოიყურებოდა. ქალი მოსწონდა. მისი სხეული იზიდავდა. მასთან საუბარი სიამოვნებდა. და, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა, წინასწარ ვერ ხვდებოდა, როგორ დასრულდებოდა მათი მორიგი შეხვედრა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ართობდა.

ანა სარკის წინ იდგა და საკუთარ გამოსახულებას კრიტიკულად ათვალიერებდა. შავი, მოკლე კაბა შეარჩია, რომელიც სხეულზე ლამაზად ედგა, თუმცა ზედმეტად გამომწვევი არ იყო. თმა თავისუფლად ჩამოეშალა მხრებზე, ტუჩებზე მუქი წითელი საცხი წაესვა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოერგო. საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი დარჩა. ქალს ყოველთვის მოსწონდა ლამაზად ჩაცმა. არც საკუთარი სხეულის გამოჩენის ეშინოდა და არც იმის, რომ მამაკაცის ყურადღებას მიიქცევდა. უბრალოდ, ამ საღამოს ერთი დამატებითი გარემოებაც არსებობდა.
ნოე გელოვანის ყურადღება სურდა.
სავსებით შეგნებულად. და თუ მამაკაცს აქამდე ეგონა, რომ მხოლოდ თავად შეეძლო სხვების გაღიზიანება, ანა მზად იყო ეს მცდარი წარმოდგენა მშვიდობიანი გზით გაექარწ....ბინა.
ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად მშვიდობიანი გზით. ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა.
ნოე: „ქვემოთ ვარ.“
ანა ჩანთას დასწვდა. სარკეში საკუთარ თავს უკანასკნელად შეხედა და გაეღიმა.
- წარმატებები საყვარელო. - ჩაილაპარაკა. შემდეგ კარისკენ გაემართა.

ნოე მანქანასთან იდგა. მუქი შარვალი, შავი პერანგი და მსუბუქი პიჯაკი ეცვა. ანას დანახვისას საუბარი შეწყვიტა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ქალს ყურადღებით შეხედა. ეს მზერა ანას არ გამოჰპარვია. არც მისი ხანგრძლივობა.
მამაკაცმა თვალი თავიდან ფეხებამდე ააყოლა, შემდეგ კი ისევ სახეზე შეაჩერა.
- ლამაზი ხარ. - ანა მიუახლოვდა.
- ვიცი. - ნოეს გაეცინა.
- თავმდაბლობაც გიხდება.
- შენგან ვისწავლე. - მამაკაცმა მანქანის კარი გაუღო. ანა ჩაჯდა და, სანამ ნოე საჭეს მიუჯდებოდა, სარკეში საკუთარი ტუჩსაცხი შეამოწმა. სრულიად ჩვეულებრივი მოძრაობა იყო. თუმცა როდესაც მამაკაცი გვერდით მიუჯდა, ქალმა შეამჩნია, რომ მისი ყურადღება რამდენიმე წამით ტუჩებზე შეჩერდა.
მშვენიერია. როგორც ჩანს, ექსპერიმენტის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობდა.
რესტორანში მისვლამდე ძირითადად ჩვეულებრივ თემებზე ისაუბრეს. ანა თავისი დღის შესახებ უყვებოდა, ნოე კი სამსახურში მომხდარ ერთ აბსურდულ შემთხვევას იხსენებდა, რომლის მოსმენისას ქალს რამდენჯერმე გაეცინა.
მამაკაცის იუმორი განსაკუთრებული იყო.
მას შეეძლო სრულიად სერიოზული გამომეტყველებით ეთქვა ისეთი რამ, რასაც სხვები ხმამაღალი სიცილით დაასრულებდნენ. სწორედ ეს სიმშრალე ხდიდა მის შენიშვნებს უფრო სასაცილოს.
ანა თანდათან ხვდებოდა, რომ ნოესთან ფლირტი მხოლოდ გარეგნულ მიზიდულობაზე არ იყო დამოკიდებული.
მამაკაცს შეეძლო მისი გონებაც დაეკავებინა. და ეს უკვე გაცილებით სახიფათო გარემოება გახლდათ.

რესტორანი მშვიდი და დახვეწილი აღმოჩნდა. მათთვის გამოყოფილი მაგიდა დარბაზის შედარებით მოშორებულ ნაწილში იდგა, საიდანაც ქალაქის განათებული ქუჩები ჩანდა.
ანა ნოეს მოპირდაპირედ დაჯდა.
მამაკაცმა მენიუ გადაშალა, რამდენიმე კერძი შეარჩია და ქალს ჰკითხა, რას მიირთმევდა. საუბარი ბუნებრივად გაგრძელდა. არც ერთს უცდია საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენა. ანა ზოგჯერ პირდაპირ ეკამათებოდა, ნოე კი მისი აზრების მოსმენას ისეთივე ინტერესით განაგრძობდა, როგორც საკუთარი არგუმენტების ჩამოყალიბებას. ერთ მომენტში საუბარი ადამიანების პირველ შთაბეჭდილებებზე გადავიდა. ნოემ აღნიშნა, რომ ხშირად პირველივე შეხვედრისას ხვდებოდა, ვისთან ღირდა ურთიერთობა და ვისთან არა. - ანას ამ მოსაზრებაზე გაეცინა.
- შენ, როგორც ჩანს, საკუთარ ინტუიციას ზედმეტად ენდობი.
- ჯერჯერობით იშვიათად შემცდარა.
- ძალიან სახიფათო თავდაჯერებაა.
- პროფესიული შეფასებაა?
- პირადი დაკვირვება. - ნოემ ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- და ჩემზე პირველი შთაბეჭდილება როგორი გქონდა? - ანა ჩაფიქრდა.
კლუბში მათი შეხვედრის დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვნად ახსოვდა, თუმცა მამაკაცის დანახვისას გაჩენილი პირველი შეგრძნება საკმაოდ მკაფიოდ ჰქონდა შემორჩენილი. მიზიდულობა.
ცნობისმოყვარეობა. და სურვილი, გაეგო, რამდენად შეესაბამებოდა მისი თავხედური გამომეტყველება რეალურ ხასიათს.
- ვიფიქრე, რომ ძალიან სიმპათიური იყავი. - უპასუხა მშვიდად. ნოემ გაიღიმა.
- მხოლოდ?
- და, სავარაუდოდ, აუტანელი.
- მეორე ნაწილში შეცდი?
- სამწუხაროდ, არა. - მამაკაცს გაეცინა.
ანა მას აკვირდებოდა და მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო ამდენი ფრთხილი მინიშნება. მას ნოე უნდოდა. ამ სურვილის არსებობა არც სირცხვილი იყო და არც სისუსტე. და თუ მამაკაცს მისი პროვოცირება მოსწონდა, თავადაც მშვენივრად შეეძლო იმავე თამაშში მონაწილეობა. ქალი მაგიდას ოდნავ მიეყრდნო. - სხვათა შორის, ნოე, ერთი რამ მაინტერესებს.
- გისმენ.
- ყოველთვის ასეთი თავდაჯერებული ხარ ქალებთან?
- ძირითადად.
- მაშინ ერთი პრობლემა გაქვს. - მამაკაცმა წარბები ოდნავ შეკრა.
- რა პრობლემა? - ანა მშვიდად იღიმოდა.
- შეიძლება ერთ დღეს ისეთი ქალი შეგხვდეს, რომელიც შენზე უკეთ თამაშობს. - ნოემ რამდენიმე წამით უყურა. შემდეგ გაეღიმა.
- შეიძლება უკვე შემხვდა. - ქალმა ღვინის ჭიქა აიღო.
- მაშინ ფრთხილად იყავი. - ეს გაფრთხილება იმდენად მშვიდად წარმოთქვა, რომ ნოეს სიცილი აუტყდა.
მაგრამ ანამ შეამჩნია, როგორ შეიცვალა მამაკაცის მზერა. მასში ახლა უკვე მხოლოდ ირონია აღარ იყო. იყო აშკარა, დაუფარავი ინტერესი. და ანას სწორედ ეს სურდა.

ვახშმის შემდეგ ნოემ მანქანა ანას სახლთან გააჩერა. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. სადარბაზოს წინ რამდენიმე მანქანა იდგა, მოშორებით კი ღამის მაღაზიის განათება მოჩანდა. ანა ღვედს იხსნიდა, როდესაც ნოემ ჰკითხა.
- კარგად გაატარე საღამო?
- საკმაოდ.
- საკმაოდ?
- განსაკუთრებულ შეფასებებს ასე მარტივად არ ვიძლევი. - ნოეს გაეღიმა.
- გასაგებია. - მამაკაცი მანქანიდან გადავიდა და ქალს კარი გაუღო. ანა გადმოვიდა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სადარბაზოსკენ გაემართა. ნოე გვერდით მიჰყვებოდა. შესასვლელთან შეჩერდნენ.
ანა მისკენ მიბრუნდა. მამაკაცი მშვიდად იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს საღამოს დასრულების არც ერთი შესაძლო ვარიანტი არ აოცებდა. ქალს გაეღიმა. სწორედ ეს იყო მისი შანსი. ნოე გელოვანს, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონდა იმის განცდა, რომ სიტუაციას თავად აკონტროლებდა. ანა კი იმ საღამოს სულაც არ აპირებდა მისთვის ამ სიამოვნების მთლიანად დათმობას.
ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მამაკაცს თვალებში შეხედა. შემდეგ ხელი კისერზე შემოხვია და აკოცა. არავითარი ყოყმანი.
არავითარი შემთხვევითობა. ეს იყო სრულიად გაცნობიერებული, თამამი კოცნა, რომელშიც არც წარსულის გახსენების მცდელობა ერია და არც საკუთარი სურვილის დამალვის საჭიროება. ნოე წამით გაჩერდა. არა იმიტომ, რომ ქალის სიახლოვე არ სურდა.
უბრალოდ, ინიციატივა აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა. შემდეგ ხელი წელზე შემოხვია და კოცნაზე უპასუხა.
ანამ მისი სხეულის სითბო იგრძნო, ნაცნობი სურნელი, ტუჩების შეხება და ის სასიამოვნო დაძაბულობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ მოგონებებში არსებობდა. ახლა ყველაფერი რეალური იყო. არც ალკოჰოლი. არც დაკარგული მეხსიერება.
არც შემთხვევითი თავგადასავალი.
მხოლოდ ორი ზრდასრული ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი სურდათ და ამ სურვილის გამო თავის მართლებას არ აპირებდნენ. როდესაც ანა ოდნავ მოშორდა, ნოე ჯერ კიდევ წელზე ეხებოდა. ქალმა მამაკაცს თვალებში შეხედა.
- უბრალოდ მაინტერესებდა, ფხიზელზეც ასეთი კარგი ხარ თუ არა. - ნოეს გაეღიმა.
- და? - ანა რამდენიმე წამით აკვირდებოდა. შემდეგ სრულიად სერიოზული გამომეტყველებით უპასუხა:
- სამწუხაროდ, ხარ. - მამაკაცს სიცილი აუტყდა. ანა თვითონაც იღიმოდა, თუმცა მისი სხეული ჯერ კიდევ აშკარად ეწინააღმდეგებოდა კოცნის დასრულებას.
ეს გარემოება ქალს არ აშინებდა. პირიქით. სასიამოვნოც კი იყო იმის გაცნობიერება, რომ სურვილი მხოლოდ მოგონებებით არ არსებობდა. ნოემ ხელი ნელა მოაშორა.
- ღამე მშვიდობისა, ანა. - ქალმა თვალები მოჭუტა.
- სულ ეს არის? - მამაკაცს გაეღიმა.
- დღეს?
- ზოგადად.
- დღეს კი. - ანა რამდენიმე წამით უყურებდა. შემდეგ თავი გადააქნია.
- აუტანელი კაცი ხარ.
- ვიცი. - ნოე მანქანისკენ გაემართა. ანა სადარბაზოში შევიდა და ლიფტის მოლოდინში ტელეფონს დახედა. სწორედ მაშინ გაახსენდა, რომ ხვალ დილით მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა და ადრე უნდა ამდგარიყო.
მშვენიერია. საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებასაც კი სამუშაო გრაფიკთან შეთანხმება სჭირდებოდა.
ფროიდი, სავარაუდოდ, ამას ცივილიზაციის ტრაგედიად შეაფასებდა.
ანა კი გაცილებით პრაქტიკულად უყურებდა საკითხს. ნოე გელოვანმა შესანიშნავი კოცნა იცოდა. ეს უკვე დადასტურებული ფაქტი იყო. და ახლა ქალს მხოლოდ ერთი პრობლემა დარჩენოდა. როგორ უნდა გაეგრძელებინა ჩვეულებრივი ცხოვრება ისე, რომ მომდევნო შეხვედრამდე საკუთარი ტვინი მუდმივად ამ ფაქტის შეხსენებით არ დაკავებულიყო? ლიფტის კარი გაიღო. ანა შიგნით შევიდა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეხედა. ტუჩსაცხი ოდნავ გადასვლოდა.
გაეღიმა. სრულიად ფხიზელი იყო. სრულიად საღ გონებაზე. და, რაც ყველაზე საინტერესო გახლდათ, საკუთარი საქციელის არც ერთი წამი არ ნანებოდა. როგორც ჩანს, მისი ქვეცნობიერი და ცნობიერი საბოლოოდ ერთ საკითხზე შეთანხმდნენ. ნოე გელოვანი ნამდვილად ღირდა კიდევ ერთ კოცნად.
შესაძლოა, რამდენიმედაც.
თუმცა ამის შესახებ მამაკაცს ჯერ არაფერს ეტყოდა. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე ისედაც მეტისმეტად მაღალი წარმოდგენა ჰქონდა.

ნოე მანქანაში ჩაჯდა და ძრავა ჩართო.
რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა.
შემდეგ გაეღიმა. ანა ლაშხი ნამდვილად არ ჰგავდა ქალებს, რომლებთანაც აქამდე ურთიერთობა ჰქონია. და არა იმიტომ, რომ სხვებზე უკეთესი იყო.
უბრალოდ, განსხვავებული გახლდათ.
შეეძლო სრულიად მშვიდად ესაუბრა ადამიანის ქცევის რთულ მექანიზმებზე, რამდენიმე წუთში კი ისე ეკოცნა, თითქოს ამქვეყნად ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება მიეღო. ნოეს ეს თვისება განსაკუთრებით მოსწონდა.
ქალის თავდაჯერება არ იყო ხელოვნური.
არც მისი სექსუალური სითამამე. და ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ანას აშკარად არ სჭირდებოდა მამაკაცის მხრიდან მუდმივი ყურადღება საკუთარი მიმზიდველობის დასადასტურებლად.
ნოემ მანქანა დაძრა. ტელეფონზე დემეტრეს შეტყობინება დახვდა.
დემეტრე: „ცოცხალი ხარ?“
ნოემ გაეცინა.
ნოე: „ჯერჯერობით.“
დემეტრე: „როგორ ჩაიარა საღამომ?“
მამაკაცმა რამდენიმე წამით ეკრანს დახედა.
შემდეგ უპასუხა:
ნოე: „საინტერესოდ.“
დემეტრეს პასუხი მაშინვე მოვიდა.
დემეტრე: „ეს უკვე საშიშია.“
ნოემ ტელეფონი გვერდით გადადო.
შესაძლოა, მეგობარი არც ისე ცდებოდა.
თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავდა. მხოლოდ ერთ ძალიან ლამაზ, ჭკვიან და აუტანლად თავხედ ქალს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თავად აკოცა. და, როგორც აღმოჩნდა, ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ნოე გელოვანს მომდევნო შეხვედრის სურვილი გასჩენოდა.
არც მეტი.
არც ნაკლები.

- ანა, ერთი საღამო მაინც შეგიძლია ისე გაატარო, რომ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება არ დაიწყო? - მარიამის შეკითხვამ ანა გაამხიარულა. მეგობარი მისაღების დივანზე იჯდა, ფეხსაცმელი უკვე გაეხადა და ისეთი გამომეტყველებით ათვალიერებდა საკუთარ ფეხებს, თითქოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამომგონებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა.
- შემიძლია, მაგრამ რატომ უნდა დავკარგო ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა?
- იმიტომ, რომ გამოფენაზე მივდივართ და არა ფსიქიატრიულ კონფერენციაზე.
- ფსიქოლოგიურ დაკვირვებასა და ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკას შორის განსხვავება არსებობს, ძვირფასო.
- აი, ზუსტად ამას ვგულისხმობ. - ანამ გაიცინა და საძინებლისკენ გაემართა.
მარიამმა ორი დღით ადრე შესთავაზა ერთ-ერთი თანამედროვე მხატვრის გამოფენაზე წასვლა, რომელსაც დახურული მიღება და მცირე წვეულება მოჰყვებოდა. ანას თანამედროვე ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ ჰქონდა, თუმცა ზოგჯერ სიამოვნებით აკვირდებოდა ადამიანებს, რომლებიც აბსტრაქტულ ნახატებთან იდგნენ და ისეთი სერიოზულობით განიხილავდნენ ფერების ურთიერთქმედებას, თითქოს კაცობრიობის გადარჩენის საიდუმლო სწორედ მათ წინ ეკიდა. ამჯერად წასვლის კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა.
მთელი კვირა მუშაობდა. ხუთშაბათს საღამოს კი საკუთარი კაბინეტის, პაციენტების ისტორიებისა და ადამიანური პრობლემებისგან რამდენიმე საათით დასვენება სრულიად გონივრულ გადაწყვეტილებად მიაჩნდა.
საძინებელში შესულმა კარადა გამოაღო და ტანსაცმელს გადახედა. არჩევანი დიდხანს არ გაგრძელებულა.
შავი, მოკლე კაბა შეარჩია, რომელიც წელზე მჭიდროდ ედგა, თეძოებს ლამაზად მიჰყვებოდა და ფეხებს თითქმის გამომწვევად აჩენდა. თმა თავისუფლად ჩამოიშალა, ტუჩებზე საყვარელი მუქი წითელი ფერი გადაისვა და სარკის წინ გაჩერდა. საკუთარი გამოსახულება მოეწონა. ზოგადად, ანას არ ესმოდა ქალების, რომლებიც ლამაზად ჩაცმას მხოლოდ მამაკაცის ყურადღებით ამართლებდნენ. თავად საკუთარი სხეულის მიმართ ყოველთვის მშვიდი, ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა. იცოდა, რა უხდებოდა, რა მოსწონდა და არც იმის აღიარება უჭირდა, რომ ზოგჯერ უბრალოდ სურდა, განსაკუთრებით მიმზიდველი ყოფილიყო.
ამ სურვილს არც კომპლექსი ერქვა და არც ყურადღების დეფიციტი. ზოგჯერ ლამაზი კაბა მხოლოდ ლამაზი კაბა იყო.
თუმცა, რასაკვირველია, არსებობდნენ მამაკაცები, რომელთა თანდასწრებითაც მისი ტარება დამატებით სიამოვნებას იძენდა. ანა სარკეში საკუთარ თავს დააკვირდა. ნოე გელოვანი გაახსენდა.
იმ საღამოს კოცნის შემდეგ მამაკაცს მხოლოდ რამდენიმე შეტყობინება გამოეგზავნა. არც ერთი ზედმეტი კითხვა, არც დაჟინებული მცდელობა, როგორმე შეხვედრა დაეგეგმა. ანას ეს მოსწონდა.
მამაკაცის ყურადღება სასიამოვნო იყო, მაგრამ მისთვის გაცილებით მიმზიდველი რჩებოდა ადამიანი, რომელსაც საკუთარი ცხოვრებაც ჰქონდა და ქალის გამოჩენის შემდეგ მისი არსებობა არ ავიწყდებოდა.
- ანა! - მოისმა მისაღებიდან მარიამის ხმა. - თუ კიდევ დიდხანს დარჩები, გამოფენის დახურვას მივუსწრებთ!
- ხელოვნებას დროის საზღვრები არ აქვს!
- ჩემს მოთმინებას აქვს! - ანას სიცილი აუტყდა.

გამოფენა ძველი შენობის მეორე სართულზე მოეწყოთ. მაღალი ჭერი, თეთრი კედლები, უზარმაზარი ფანჯრები და რბილი განათება სივრცეს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებდა. დარბაზის შუაგულში რამდენიმე სკულპტურა იდგა, კედლებზე კი სხვადასხვა ზომის ტილოები ეკიდა. სტუმრები ღვინის ჭიქებით გადაადგილდებოდნენ, საუბრობდნენ და პერიოდულად რომელიმე ნამუშევართან ჩერდებოდნენ. ანა ერთ-ერთ დიდ ტილოსთან შეჩერდა. ნახატზე წითელი, შავი და ნაცრისფერი ხაზები ერთმანეთში ისე ირეოდა, თითქოს მხატვარს საღებავებით შეიარაღებულს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა გადატანილი.
- რას ფიქრობ? - ჰკითხა მარიამმა. ანა რამდენიმე წამით აკვირდებოდა ნამუშევარს.
- ვფიქრობ, ამ ადამიანს დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. - მარიამს სიცილი აუტყდა.
- გთხოვ, ხმამაღლა ნუ იტყვი.
- რატომ? შესაძლოა, მხატვარს ჩემი დახმარება სჭირდებოდეს.
- შენ მართლა აუტანელი ხარ.
- პროფესიული დეფორმაციაა. - მარიამმა თავი გადააქნია და ნაცნობებისკენ გაემართა. ანა კი ნახატთან დარჩა, ღვინო მოსვა და გვერდით მდგომი ქალის საუბარს მოჰკრა ყური. ქალი თავის თანამოსაუბრეს უხსნიდა, რომ ტილოზე გამოსახული ქაოსი ადამიანის შინაგანი თავისუფლების სიმბოლო იყო. ანამ კიდევ ერთხელ შეხედა ნახატს. შესაძლოა, ასეც ყოფილიყო. თუმცა თავად უფრო იმას ხედავდა, რომ ვიღაცას შავი საღებავის ქილა წითელ ხალიჩაზე დაექცია და შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩენილიყო, გამოფენის მოწყობა გადაეწყვიტა.
- საინტერესოა, არა? - მამაკაცის ხმა ზურგს უკან გაისმა. ანა მაშინვე მიხვდა, ვის ეკუთვნოდა. არ შებრუნებულა.
- გააჩნია, რას გულისხმობ. ნახატს თუ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ადამიანი სრულიად მოულოდნელად ჩნდება იქ, სადაც არავინ ელოდება? - ნოე მის გვერდით დადგა.
- მეორე უფრო საინტერესოა. - ანამ ბოლოს მაინც შეხედა. მამაკაცს მუქი შარვალი, თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი ეცვა. ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო ოფიციალურად გამოიყურებოდა, თუმცა სახეზე იგივე თავხედური სიმშვიდე ჰქონდა, რომელიც ანას უკვე იმდენად კარგად ახსოვდა, ზოგჯერ მხოლოდ მისი წარმოდგენაც საკმარისი იყო გასაღიზიანებლად.
- გელოვანი. - წარმოთქვა ქალმა. - შენ დევნის ახალი მეთოდი შეიმუშავე?
- სრულიად შემთხვევით მოვხვდი აქ.
- რა სამწუხაროა. უკვე პოლიციისთვის განცხადების ტექსტს ვადგენდი. - ნოეს გაეღიმა. მისი მზერა ქალის კაბაზე შეჩერდა. ამჯერად არც უცდია განსაკუთრებული გულგრილობის გამოჩენა.
- მშვენივრად გამოიყურები.
- შენც არაგიშავს.
- როგორი გულუხვი შეფასებაა.
- მეტს ნუ მოითხოვ. ჯერ კიდევ გამოსაცდელ ვადაზე ხარ. - მამაკაცს გაეცინა. ანას სიამოვნებდა მისი სიცილი. ნოეს ჩვეულებრივ საკმაოდ მკაცრი სახე ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაფერს ამბობდა, მაგრამ გულწრფელი ღიმილი მთლიანად უცვლიდა გამომეტყველებას. სწორედ ამ დროს ჩანდა ყველაზე ნათლად მისი ასაკიც, თავდაჯერებაც და ის ბუნებრივი მამაკაცური მომხიბვლელობა, რომლის არსებობის უარყოფა ანას საკუთარი ინტელექტის შეურაცხყოფად მიაჩნდა.
- ვისთან ერთად ხარ? - ჰკითხა ნოემ.
- მარიამთან. შენ?
- დემეტრესთან.
- ღმერთო, ორივე ერთად?
- რამე პრობლემაა?
- არა. უბრალოდ, საინტერესოა, შენნაირ ადამიანთან ამდენწლიანი მეგობრობის შემდეგ მას ფსიქოლოგიური დახმარება ჯერ კიდევ არ დასჭირვებია?
- დარწმუნებული არ ვარ, რომ არ დასჭირვებია. ანას გაეცინა. მალევე დემეტრეც გამოჩნდა. მარიამი უკვე იცნობდა მას საერთო ნაცნობების წრიდან და რამდენიმე წუთში ოთხივე ერთად აღმოჩნდა. საუბარი ბუნებრივად წარიმართა. დემეტრე ანას აშკარა ინტერესით აკვირდებოდა, თუმცა საკმაოდ სწრაფად მიხვდა, რომ ნოეს მეგობრობის მიუხედავად, ქალისგან რაიმე განსაკუთრებულ შეღავათს არ უნდა დალოდებოდა. როდესაც ხუმრობით ჰკითხა, როგორი პაციენტი იქნებოდა ნოე, ანამ მშვიდად უპასუხა:
- ძვირადღირებული. - დემეტრეს სიცილი აუტყდა.
- ასეთი რთულია?
- არა. უბრალოდ, დროის ფუჭად კარგვისთვის დამატებით თანხას ავიღებდი. - ნოემ თავი გადააქნია.
- შენთან მკურნალობის შემდეგ ადამიანს, ალბათ, დამატებითი მკურნალობა დასჭირდება.
- შესაძლებელია. მაგრამ აღიარე, რომ პროცესი ძალიან მოგეწონება. - მამაკაცმა ისეთი მზერით შეხედა, რომ ანას ტუჩებზე ღიმილი გაუჩნდა. ამ მზერას უკვე ცნობდა. და მშვენივრად იცოდა, რომ ნოეს გონებაში ამ წამს თანამედროვე ხელოვნების შესახებ არაფერი ხდებოდა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სტუმრების ნაწილი შენობის მეორე ბოლოში, შედარებით მყუდრო დარბაზში გადავიდა, სადაც მუსიკა უკრავდა და მცირე მაგიდები იყო განლაგებული.
მარიამი ერთ-ერთ ნაცნობთან საუბარში ჩაერთო, დემეტრე კი რამდენიმე წუთით გარეთ გავიდა. ანა დარბაზის კუთხეში მდგარ რბილ სავარძელში მოთავსდა.
მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა თავისი გააკეთა და რამდენიმე წუთით დაჯდომა ნამდვილად სიამოვნებდა. ნოე მალევე მიუახლოვდა.
- შეიძლება?
- სავარძელი ჩემ საკუთრებაში არ არის. - მამაკაცი მის პირდაპირ დაჯდა. მათ შორის დაბალი, მრგვალი მაგიდა იდგა. დანარჩენი სტუმრები რამდენიმე ნაბიჯში საუბრობდნენ, მაგრამ მაგიდისა და სავარძლების განლაგების გამო მათკენ ყურადღება თითქმის არავის ჰქონდა მიპყრობილი. ანა ფეხი ფეხზე გადაიდო.
ნოემ ეს მოძრაობა შეამჩნია. შემდეგ ქალს თვალებში შეხედა.
- განზრახ აკეთებ?
- რას?
- ჩემს მოთმინებას ცდი. - ანა ოდნავ წინ გადაიხარა.
- ნოე, თუ ქალის ფეხები შენთვის ასეთი სერიოზული გამოცდაა, ალბათ, ზაფხულში ქუჩაში გასვლაც გიჭირს.
- წარმოდგენაც არ გაქვს.
- წარმომიდგენია. უბრალოდ, შენი მდგომარეობის სიმძიმე ჯერ არ შემიფასებია. - ნოემ გაიღიმა. მისი ხელი სავარძლის სახელურიდან ანას მუხლზე გადავიდა. ქალს მზერა არ მოუშორებია.
არც გაკვირვებია. ამ საღამოს მათ შორის არსებული მიზიდულობა იმდენად აშკარა იყო, რომ მისი უარყოფა უკვე სასაცილოდ გამოიყურებოდა. ანა კარგად ხედავდა მამაკაცის ინტერესს და საკუთარი სურვილის დამალვასაც არ აპირებდა, თუმცა მისთვის განსაკუთრებულ სიამოვნებას სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ ნოეს არ შეეძლო წინასწარ გამოეცნო, რას მოიმოქმედებდა.
მამაკაცის ხელი კაბის კიდესთან შეჩერდა. ანა მშვიდად უყურებდა.
- გელოვანი. - წარმოთქვა ისეთი ტონით, როგორითაც კაბინეტში განსაკუთრებით თავდაჯერებულ ადამიანს უსვამდა არასასიამოვნო შეკითხვას. - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქცევის წესები ბავშვობაში არ გასწავლეს?
- მასწავლეს.
- ეტყობა, გაკვეთილებს აცდენდი. - ნოეს გაეღიმა, მაგრამ ხელი არ გაუწევია.
პირიქით, ქალთან სიახლოვე შეინარჩუნა და თითები უფრო მაღლა აასრიალა, კაბის მიღმა გაიჩინრდა უკოთხავად და წალის საცვალთან ათამაშთა ნაზად. მის რეაქციას ყურადღებით დააკვირდა.
ანამ ფეხები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, გამოწვევას აშკარად იღებდა, ნოემაც ირცხვად გასწია ქალოს საცვალი გვერდით. თვალებში უყირებდა და ისე ეხებოდა ქალის სხეულს. ანა მისკენ ოდნავ გადაიხარა და მამაკაცის მაჯას თითები შეახო. ამ ჟესტში არც დაბნეულობა ჩანდა და არც სურვილი, რომ მათ შორის გაჩენილი დაძაბულობა დაუყოვნებლივ დასრულებულიყო.
- იცი, რა არის შენი პრობლემა? - ჰკითხა მშვიდად.
- დარწმუნებული ვარ, ახლავე მეტყვი.
- ზედმეტად გჯერა, რომ ყველა სიტუაციას აკონტროლებ.
- და არ ვაკონტროლებ? - ანას გაეღიმა.
- ამ წუთას ისე იქცევი, თითქოს ჩემგან რეაქციის მიღება შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყოს.
ნოეს ჩაეცინა.
- იქნებ უბრალოდ მომწონს შენთან ახლოს ყოფნა?
- მაშინ, ძვირფასო, ამის აღიარებას გაცილებით ნაკლები ძალისხმევა სჭირდება. - მამაკაცს მზერა არ მოუშორებია.
- მომწონს შენთან ახლოს ყოფნა და ამას ახლა სიტყვებზე მეტად ჩემი თითები უნდა გიმტკიცებდეს რომლებიც რამდენიმე წუთია უოვე შენს ვაგი/ნაში დაძვრებიან. - ანა წამით გაჩუმდა.
არა იმიტომ, რომ პასუხი არ ჰქონდა.
უბრალოდ, ნოესგან ასეთი პირდაპირობა უფრო მეტად მოეწონა, ვიდრე ნებისმიერი მორიგი თავხედური შენიშვნა.
- ხედავ? - წარმოთქვა ბოლოს. - პროგრესი აშკარაა.
- შენთან მკურნალობა ეფექტიანი ყოფილა.
- ნუ იჩქარებ. ჯერ მხოლოდ დიაგნოსტიკის ეტაპზე ვართ. - ამ დროს მათ გვერდით ორი სტუმარი გაჩერდა.
ერთ-ერთმა ნოეს რაღაც ჰკითხა.
მამაკაცი საუბარში სრულიად ბუნებრივად ჩაერთო, თუმცა ანასთან სიახლოვე არ შეუწყვეტია. მეტიც თითები გაცილებით მოქნილად აამოძრავა. ქალი მშვიდად იჯდა, ღვინის ჭიქა ხელში ეჭირა და ზოგჯერ საუბარშიც ერთვებოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმრები მოშორდნენ. ანა ნოეს მიუბრუნდა.
- გასაოცარია.
- რა?
- ერთდროულად ორი საქმის კეთება შეგძლებია. - ნოეს სიცილი აუტყდა.
- შენ მართლა ყველაფერზე გაქვს პასუხი?
- არა. უბრალოდ, შენ ჯერ ისეთი შეკითხვა არ დაგისვამს, რომელიც დამაფიქრებდა. - ახლა კი თუ შეიძლება თითები მომაშორე. მამაკაცი სავარძელს მიეყრდნო, მაგრამ ქალისთვის მზერა არ მოუშორებია. ანამ ხელსახოცი თავხედური ღიმილით მიაწოდა.
- კარგი. მაშინ ერთი შეკითხვა მაქვს.
- გისმენ.
- რამდენ ხანს აპირებ იმის მტკიცებას, რომ ჩემთან ყოფნა მხოლოდ გართობს? -
ანამ ამჯერად აღარ გაიღიმა. შეკითხვა მოულოდნელი იყო. არა იმიტომ, რომ პასუხი არ იცოდა, არამედ იმიტომ, რომ ნოემ მათი ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება სრულიად ჩვეულებრივად, ზედმეტი სერიოზულობის გარეშე წამოსწია. ქალს შეეძლო ირონიით ეპასუხა. შეეძლო მისი შეკითხვა მორიგ ხუმრობად ექცია. მაგრამ ამის სურვილი არ გასჩენია.
- რატომ ფიქრობ, რომ მხოლოდ მართობს? - ჰკითხა ზედმეტად მშვიდად. ნოე ჩაფიქრდა.
- იმიტომ, რომ ჯერჯერობით სხვა არაფერი გითქვამს.
- არც შენ.
- მართალია. - ანა მის პასუხს არ ელოდა.
უფრო სწორად, არ ელოდა, რომ მამაკაცი ასე მარტივად დაეთანხმებოდა. ნოემ ქალს შეხედა.
- მომწონხარ, ანა. ეს ხომ ისედაც იცი.
- ვიცი.
- და შენ? - ქალმა ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- მეც მომწონხარ. - მამაკაცის სახეზე ღიმილი გაჩნდა.
- საოცარია. ეს დღე კალენდარში უნდა აღვნიშნო.
- ნუ მაიძულებ, ნათქვამი უკან წავიღო. -
ნოეს გაეცინა. მათ შორის არსებული დაძაბულობა არსად გამქრალა, მაგრამ რაღაც შეიცვალა. თითქოს ორივემ საკუთარი სურვილისთვის სახელის დარქმევა გადაწყვიტა და ამით არც თავისუფლება დაუკარგავთ, არც თავდაჯერებულობა. ანასთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
მას არასოდეს მოსწონდა ურთიერთობები, სადაც ადამიანები საკუთარი ინტერესის აღიარებას სისუსტედ მიიჩნევდნენ. არც ის ესმოდა, რატომ უნდა ეთამაშა გულგრილობა მაშინ, როდესაც მამაკაცის სიახლოვე სიამოვნებდა. ნოე მოსწონდა. სექსუალურად იზიდავდა. მისი ხასიათიც აინტერესებდა. და ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მასთან ურთიერთობა გაეგრძელებინა. მომავლის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ვერ ხედავდა.

მოგვიანებით მარიამმა ანას წასვლა შესთავაზა. ქალმა საათს დახედა და მიხვდა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო.
ნოე და დემეტრე დარბაზის მეორე ბოლოში იდგნენ.
- ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე. - მარიამმა ეშმაკურად გაიღიმა.
- ნოეს არ დაემშვიდობები?
- რასაკვირველია, დავემშვიდობები. ზრდილობა ჯერ კიდევ შემორჩენილი მაქვს.
- მხოლოდ ზრდილობა? - ანამ შეხედა.
- მარიამ, თუ ჩემი სექსუალური ცხოვრების შესახებ ანგარიშის მომზადება გინდა, წინასწარ გამაფრთხილე. ცხრილებს შევადგენ. - მეგობარს სიცილი აუტყდა.
ანა ნოესთან მივიდა.
- მივდივარ. - მამაკაცმა საათს დახედა.
- უკვე?
- ზოგიერთ ჩვენგანს ხვალ საუშაო აქვს.
- მეც მაქვს.
- მაშინ შენთვისაც სასარგებლო იქნება ძილი. - ნოემ დემეტრეს რაღაც უთხრა და ანასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა. მარიამი მათ რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა, რადგან ნაცნობს დაემშვიდობა. შენობის დერეფანში შედარებით მშვიდი გარემო იყო. დარბაზიდან მუსიკის ხმა აღწევდა, ფანჯრებიდან კი ქუჩის განათება შემოდიოდა. ანა კიბესთან შეჩერდა.
ნოე მის წინ დადგა.
- კარგი საღამო იყო.
- საკმაოდ.
- შენი შეფასებები ყოველთვის ასეთი თავშეკავებულია?
- როცა მეტს დაიმსახურებ, აუცილებლად შეგატყობინებ. - ნოეს გაეღიმა. შემდეგ ქალს მიუახლოვდა. ანა არ განძრეულა.
მამაკაცმა ხელი წელზე მოხვია და აკოცა.
ამჯერად კოცნა არც მოულოდნელი ყოფილა და არც დაუგეგმავი. ორივემ იცოდა, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ამ ცოდნას სიამოვნებისთვის არაფერი დაუკლია. ანამ თითები მის კისერზე შემოაწყო. ნოეს სხეულის სითბო იგრძნო, მისი პერანგის ნაცნობი სურნელი და ის აუხსნელი, თითქმის გამაღიზიანებელი თავდაჯერება, რომლითაც მამაკაცი მის სიახლოვეს იღებდა. ქალს გაეღიმა.
ნოე ოდნავ მოშორდა.
- რა გაცინებს?
- ვფიქრობდი, რა საოცარია ადამიანის ტვინი.
- ახლა?
- განსაკუთრებით ახლა.
- და რა დასკვნამდე მიხვედი? - ანა მის პერანგის საყელოს თითებით შეეხო.
- რომ ზოგჯერ სრულიად ჯანსაღი განსჯის უნარის მქონე ადამიანს მაინც შეუძლია ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებების მიღება. - ნოეს გაეცინა.
- მაგალითად? - ქალმა ტუჩებზე სწრაფად აკოცა.
- მაგალითად, შენთან მეორედ შეხვედრის სურვილი ჰქონდეს. - მამაკაცს ხელი წელიდან არ მოუშორებია..
- და ეს საეჭვო გადაწყვეტილებაა?
- უაღრესად.
- მაშინ რატომ იღებ? - ანა რამდენიმე წამით უყურებდა.
- იმიტომ, რომ ყველა კარგი გადაწყვეტილება გონივრული არ არის. -
ნოეს სახეზე ღიმილი დარჩა, თუმცა მის მზერაში რაღაც უფრო ყურადღებიანი გამოჩნდა.
- ხვალ საღამოს თავისუფალი ხარ?
- ჯერჯერობით.
- ჩემთან წამოდი. - ანა ჩაფიქრდა.
მამაკაცის შეთავაზებაში არაფერი იყო ორაზროვანი. არც ნოეს უცდია მისი ჩვეულებრივი თავხედური ხუმრობით შეფუთვა. უბრალოდ, სურდა, მასთან ერთად გაეტარებინა საღამო. ანას ეს პირდაპირობა მოეწონა.
- რა მიზნით? - ნოეს გაეღიმა.
- ვახშამი.
- მხოლოდ?
- რაც ორივეს მოგვინდება. - ქალმა თავი ოდნავ გადახარა.
- ამჯერად იმედია, პერანგს ნაკლები ღილი ექნება. - მამაკაცს ხმამაღლა გაეცინა.
- შენ ეს ღილები არასოდეს დაგავიწყდება, ხომ?
- საკმაოდ ტრავმული გამოცდილება იყო.
- შენთვის?
- შენი პერანგისთვის. - ნოემ სიცილით თავი გადააქნია. ამ დროს დერეფანში მარიამი გამოჩნდა. ანა მამაკაცს მოშორდა და ჩანთა მხარზე გადაიკიდა. - - - ხვალამდე, ნოე.
- რვაზე?
- რვაზე. - ქალი რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა, შემდეგ შემობრუნდა. - და, ნოე..
- ჰო? - ანამ ისეთი მშვიდი, თითქმის უწყინარი ღიმილით შეხედა, რომ ნოემ მაშინვე იეჭვა, რაღაც განსაკუთრებულად თავხედური უნდა მოესმინა.
- ხვალ თუ ისევ ფსიქოლოგიური დახმარების მიღებას გადაწყვეტ, წინასწარ გამაფრთხილე. სამუშაო საათების შემდეგ ტარიფი ორმაგდება. -
ნოეს გაეცინა.
- გადავიხდი.
- მშვენიერია. მდიდარი პაციენტები ყოველთვის მიყვარდა. - მარიამმა მეგობარს ხელი ჩაჰკიდა და კიბისკენ წაიყვანა. ნოე რამდენიმე წამით იდგა და მათ უყურებდა. შემდეგ ტელეფონი ამოიღო. დემეტრეს შეტყობინება ჰქონდა გამოგზავნილი.
„სად გაქრი?“
ნოემ მოკლედ უპასუხა:
„ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე ვიყავი.“
პასუხი მაშინვე მოვიდა.
„და რა გითხრა?“
ნოეს გაეღიმა.
„ხვალ უნდა გავაგრძელოთ.“

მანქანაში მარიამი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არ იღებდა. ანა ფანჯარაში იყურებოდა და ღამის ქალაქს აკვირდებოდა. ქუჩები ჯერ კიდევ ხალხმრავალი იყო, კაფეებიდან სინათლე იღვრებოდა, ტროტუარებზე ადამიანები დადიოდნენ. ქალს საღამოს გახსენებაზე ღიმილი ეპარებოდა. ნოესთან ურთიერთობა სულ უფრო საინტერესო ხდებოდა. არა იმიტომ, რომ მამაკაცი განსაკუთრებულად იდუმალი იყო ან რაღაც ამოუცნობი ტრაგედია იმალებოდა მის წარსულში. პირიქით.
ნოე ზედმეტად ცოცხალი, ზედმეტად პირდაპირი და ზედმეტად თავდაჯერებული იყო იმისთვის, რომ მის გვერდით მოწყენილობა შესაძლებელი გამხდარიყო. და ანას მოსწონდა, რომ ამ თავდაჯერების მიღმა მამაკაცს მოსმენის უნარიც ჰქონდა. შეეძლო ხუმრობა.
შეეძლო გაჩუმება. შეეძლო საკუთარი სურვილის აღიარება ისე, რომ ქალისგან დაუყოვნებლივ პასუხი არ მოეთხოვა. ეს ყველაფერი მის მიმართ ინტერესს უფრო ამყარებდა.
- ანა. - მარიამის ხმამ ფიქრებიდან გამოიყვანა.
- ჰო?
- ხვალ მასთან მიდიხარ? - ანა მეგობარს მიუბრუნდა.
- კი.
- და?
- რა და?
- იცი, რასაც გეკითხები. - ქალმა გაიღიმა.
- მარიამ, ოცდათხუთმეტი წლის ვარ. თუ მამაკაცთან სექსი მენდომება, ამისთვის არც მშობლების ნებართვა მჭირდება და არც სპეციალური კომისიის დასკვნა. -
მარიამს სიცილი აუტყდა.
- ღმერთო, უბრალოდ მაინტერესებდა!
- მეც უბრალოდ გიპასუხე. - მეგობარმა თავი გადააქნია.
- შენ მართლა საშინელი ქალი ხარ. - ანა ფანჯრისკენ შებრუნდა.
- ვიცი. - ცოტა ხნის შემდეგ ტელეფონი განათდა.
ნოეს შეტყობინება იყო.
„ხვალ საღამოს რა გინდა ვახშმად?“
ანას გაეღიმა.
რამდენიმე წამით დაფიქრდა, შემდეგ უპასუხა:
„გამაკვირვე.“
მამაკაცის პასუხი მალევე მოვიდა.
„საშიში დავალებაა.“
„შენ ხომ მთელი ცხოვრება ამტკიცებ, რომ ყველაფერში შესანიშნავი ხარ. დროა, პრაქტიკული გამოცდა ჩააბარო.“
„და თუ ჩავიჭერი?“
ანა სიცილით წერდა.
„მაშინ მხოლოდ სექსუალური მომხიბვლელობის იმედად მოგიწევს დარჩენა.“
ნოემ უპასუხა:
„საბედნიეროდ, ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი მონაცემები მაქვს.“
ქალმა ტელეფონი ჩანთაში ჩადო.
მარიამმა გვერდულად შეხედა.
- ისევ ის?
- ჰო.
- რა მოგწერა? ანამ გაიღიმა.
- ხვალ ვახშამს ამზადებს.
- თვითონ?
- როგორც ჩანს.
- და გჯერა? - ანა წამით ჩაფიქრდა.
- სიმართლე გითხრა, არა. მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რამდენ ხანს გაძლებს, სანამ საჭმლის შეკვეთას გადაწყვეტს. -
მარიამს სიცილი აუტყდა. ანა კი სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ხვალ ნოე გელოვანის სახლში მიდიოდა. ფხიზელი. საკუთარი სურვილით. და ამჯერად არც გაქცევას აპირებდა დილით, არც საკუთარი საცვლების ძებნას ჭაღებზე. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელის თავიდან აცილებას აუცილებლად შეეცდებოდა.
თუმცა ნოე გელოვანის გაცნობის შემდეგ ერთი რამ უკვე საკმაოდ კარგად ჰქონდა შესწავლილი: ზოგჯერ ყველაზე საინტერესო საღამოები სწორედ მაშინ იწყებოდა, როდესაც ადამიანი წინასწარ დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერს აკონტროლებდა.

5

ანა ლაშხი ნოე გელოვანის ბინის კართან ზუსტად ცხრის ორ წუთზე იდგა და საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები უჩნდებოდა. არა იმიტომ, რომ მამაკაცთან ვახშამზე მივიდა. ოცდათხუთმეტი წლის ქალისთვის ეს სრულიად ნორმალური სოციალური აქტივობა იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამაკაცი სიმპათიური, შეძლებული და იმდენად სექსუალური გახლდათ, რომ მის გვერდით ყოფნისას ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის სისტემა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდა. პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობდა. ანა იმავე ბინაში ბრუნდებოდა, საიდანაც სამიოდე კვირის წინ საკუთარი ღირსების ნარჩენებით, საშინელი ნაბახუსევითა და ბიუსტჰალტერის დაკარგვის თითქმის ტრაგიკული გამოცდილებით გაიქცა.
ადამიანების უმრავლესობა უსიამოვნო მოგონებებთან დაკავშირებულ ადგილებს ერიდებოდა. ზოგი ყოფილ პარტნიორთან ერთად ნანახ რესტორანს აღარ სტუმრობდა, ზოგი იმ ქუჩას უვლიდა გვერდს, სადაც ოდესღაც გული გაუტეხეს, ანა კი საკუთარი ფსიქოლოგიური ტრავმის სავარაუდო ადგილას ვახშამზე მიდიოდა და, რაც ყველაზე შემაშფოთებელი იყო, საკმაოდ კარგ ხასიათზეც გახლდათ. ფროიდს მისი შემთხვევა აუცილებლად დააინტერესებდა. სავარაუდოდ, იმდენად, რომ საფლავიდან წამოდგებოდა, სიგარას მოუკიდებდა და საკუთარი თეორიების კიდევ ერთი ტრიუმფით დატკბებოდა. ანა სიამოვნებით მიახრჩობდა.
მკვდარ ადამიანზე ძალადობა, რასაკვირველია, მის პროფესიულ რეპუტაციას ვერაფერს შემატებდა, მაგრამ ზოგჯერ მეცნიერების განვითარებას გარკვეული მსხვერპლი სჭირდებოდა. ტელეფონს დახედა.
20:02 ორი წუთით გვიან მისვლა სრულიად მისაღები იყო. მით უმეტეს, რომ უკვე ათი წუთი მანქანაში გაატარა იმის გადაწყვეტაში, ნამდვილად უნდოდა თუ არა ამ საღამოს იმ მამაკაცთან გატარება, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში იმდენჯერ იფიქრა უხამსად, რომ საკუთარი ქვეცნობიერისთვის საავტორო უფლებების დარღვევის გამო სარჩელის შეტანა შეეძლო.
სურდა.
ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო.
არც საკუთარ თავს ატყუებდა და არც იმის მტკიცებას აპირებდა, რომ ნოეს სახლში მხოლოდ გასტრონომიული ინტერესით მივიდა. კარგი ვახშამი, რასაკვირველია, სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ დედამიწაზე არ არსებობდა ისეთი დახვეწილი კერძი, რომელიც ამ კონკრეტულ საღამოს მისთვის ნოე გელოვანის შიშველ სხეულზე საინტერესო აღმოჩნდებოდა. ამ აზრმა უნებურად გააღიმა. შესანიშნავია.
საკუთარ თავს უკვე ისე ესაუბრებოდა, როგორც სექსუალური შიმშილისგან გონებადაბინდულ პაციენტს.
ზარი დარეკა. კარი თითქმის მაშინვე გაიღო. ნოე შავი შარვლითა და მუქი ნაცრისფერი მაისურით იდგა. ფეხშიშველი იყო, თმა ოდნავ არეული ჰქონდა და ერთი შეხედვით საერთოდ არ ჰგავდა მამაკაცს, რომელიც განსაკუთრებული საღამოსთვის საგულდაგულოდ მოემზადა. ანა ამ გარემოებამ სასიამოვნოდ გაახარა.
კოსტიუმში ნოე მომხიბვლელი იყო. კლასიკური, თავდაჯერებული, ძვირადღირებული მამაკაცური მიმზიდველობის თითქმის შეურაცხმყოფლად წარმატებული ნიმუში.
მაგრამ ახლა... ახლა გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო. მაისურის თხელი ქსოვილი მის მხრებსა და მკერდს ისე ერგებოდა, რომ ანას წარმოსახვას ზედმეტი ძალისხმევა აღარ სჭირდებოდა. რამდენიმე დღის წინ იმავე სხეულს შიშველს უყურებდა, თუმცა მაშინ ნაბახუსევის, შიშისა და პანიკის გამო მისი ღირსებების სრულფასოვანი შეფასება ვერ მოახერხა. ახლა კი ფხიზელი იყო. სამწუხაროდ, მხედველობაც შესანიშნავი ჰქონდა.
- ორი წუთით გვიან მოხვედი.
- შეგიძლია საჩივარი დაწერო. - ნოეს გაეღიმა და გვერდზე გადგა. ანა ბინაში შევიდა. პირველი, რაც შეამჩნია, სურნელი იყო. იგივე მამაკაცური არომატი, რომელიც მის მეხსიერებაში იმდენად მყარად დამკვიდრებულიყო, რომ ბოლო დღეებში სრულიად უდანაშაულო გამვლელების სუნამოებიც კი საეჭვოდ ეჩვენებოდა. მაგრამ ახლა მას სხვა სუნიც ერეოდა. რაღაც იწვებოდა.
ანა შეჩერდა. ჰაერი კიდევ ერთხელ შეისუნთქა და ნოეს მიუბრუნდა.
- მითხარი, რომ ეს ვახშამია და არა მეზობლის კრემაცია. - მამაკაცს გაეცინა.
- ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე.
- ჯერ მხოლოდ სუნით ვმსჯელობ.
- ღვინო გინდა?
- თუ სამზარეულოში ხანძარია, წყალი უფრო გამოგვადგება. - ნოემ კარი მიხურა და ანას ჩანთა გამოართვა. ამ სრულიად ჩვეულებრივ მოქმედებაში რაღაც ისეთი ბუნებრივი იყო, რომ ქალს წამიერად უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს ეს პირველი ნამდვილი სტუმრობა კი არა, დიდი ხნის ნაცნობი გარემოს მონახულება ყოფილიყო. და სწორედ ეს არ მოეწონა. სექსუალური მიზიდულობა გასაგები იყო. ძლიერი ფიზიკური სურვილიც. მაგრამ მამაკაცის სახლში შესვლისთანავე კომფორტის შეგრძნება უკვე გაცილებით საეჭვო სიმპტომს წარმოადგენდა. ანა ფსიქოლოგი იყო.
სიმპტომების უგულებელყოფა არ ეპატიებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმპტომს ფართო მხრები, ლამაზი ხელები და სრულიად აუტანელი ღიმილი ჰქონდა. მისაღებში ყველაფერი თითქმის ისე გამოიყურებოდა, როგორც ბუნდოვნად ახსოვდა. დიდი ფანჯრები, მუქი ავეჯი, წიგნების თაროები, რამდენიმე თანამედროვე ნახატი და ის განსაკუთრებული წესრიგი, რომელიც, ანას აზრით, მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანებისთვის იყო დამახასიათებელი: პათოლოგიური პერფექციონისტებისა და მამაკაცებისთვის, რომლებსაც სახლის დალაგებაში სხვა ადამიანები ეხმარებოდნენ. ნოე მეორე კატეგორიას უფრო ჰგავდა.
სამზარეულოსკენ მიმავალმა ანამ მაგიდაზე ორი ღვინის ჭიქა დაინახა, შემდეგ გაზქურაზე შემოდგმულ ტაფას მოჰკრა თვალი და საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩენა გააკეთა. ნოე ნამდვილად ამზადებდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო.
მამაკაცს, რომელსაც ფიზიკური მიმზიდველობის თვალსაზრისით ისედაც დაუმსახურებლად ბევრი ჰქონდა მიღებული, ახლა კულინარიული უნარებიც თუ აღმოაჩნდებოდა, ანას სამართლიანობის აღდგენის მიზნით მისი რომელიმე ნაკლის აღმოჩენა მოუწევდა.
- მართლა შენ ამზადებ?
- იმედგაცრუებული ხარ?
- ჯერ არა. მაგრამ ოპტიმიზმისთვის საფუძველი არ მაქვს. - ნოემ ღვინო ჩამოასხა. ანამ ჭიქა გამოართვა, ერთი ყლუპი მოსვა და სამზარეულოს მაგიდასთან მოთავსდა. მამაკაცი მისგან რამდენიმე ნაბიჯში მოძრაობდა, რაღაცას ჭრიდა, ტაფას ამოწმებდა და ამ ყველაფერს ისეთი აუღელვებელი თავდაჯერებით აკეთებდა, თითქოს კერძის მომზადება მისთვის ისეთივე ბუნებრივი საქმიანობა ყოფილიყო, როგორიც სხვებისთვის სუნთქვა. ქალს მოულოდნელად მოუნდა გაეგო, კიდევ რას აკეთებდა ნოე ასეთი თავდაჯერებით.
მეხსიერებამ დაუყოვნებლივ შესთავაზა რამდენიმე ვარიანტი. ყველა მათგანი უკიდურესად უხამსი იყო. ანა ღვინოს მიუბრუნდა. საოცარი არსება იყო ადამიანის ტვინი. შეეძლო ურთულესი ფსიქოლოგიური პროცესების გაანალიზება, ქცევითი მოდელების ამოცნობა, ტრავმული გამოცდილების მრავალშრიანი შეფასება და ამავდროულად სრულიად უუნარო გამხდარიყო ერთი ჩვეულებრივი მამაკაცის მხრების დანახვისას.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მამაკაცი დანას ოსტატურად ატრიალებდა თითებში.
ღმერთო.
უკვე სამზარეულოს ინვენტარზეც სექსუალურად რეაგირებდა. მკურნალობა ნამდვილად სჭირდებოდა. სავარაუდოდ, ხანგრძლივი. სასურველია, სტაციონარული.
- რაზე ფიქრობ? - ჰკითხა ნოემ. ანა შეკრთა.
- იმაზე, რამდენად უსაფრთხოა შენთვის ბასრი საგნების ნდობა.
- არ გჯერა, რომ კარგი მზარეული ვარ?
- ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ დანით სარგებლობა შეგიძლია. ეს თვისება სერიულ მკვლელებსაც აქვთ. -
ნოეს გაეცინა. ანა მის სიცილს აკვირდებოდა და კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რამდენად უსამართლო იყო, რომ მამაკაცს ასეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა. ღრმა, ოდნავ ჩახლეჩილი, თითქოს ყოველი სიტყვა სპეციალურად იყო შექმნილი ქალის ნერვული სისტემის დესტაბილიზაციისთვის. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მისი ბუნებრიობა აღიზიანებდა. ნოე არაფერს ცდილობდა.
არ უყურებდა გამუდმებით ტუჩებზე, არ ეძებდა ყოველ წუთს შეხების საბაბს, არ ავსებდა ოთახს იაფფასიანი ორაზროვანი მინიშნებებით. უბრალოდ ვახშამს ამზადებდა, დროდადრო ანას რაღაცას ეკითხებოდა და ისე იქცეოდა, თითქოს ქალის სტუმრობა მისთვის სასიამოვნო, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ანამ ეს მდგომარეობა დაახლოებით თხუთმეტი წუთი აიტანა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო. ჭიქა მაგიდაზე დადგა და მამაკაცს მიუახლოვდა. ნოე ტაფასთან იდგა. ანა გვერდით დაუდგა, კერძს დახედა და სრულიად გულწრფელად გაოცდა.
საკვები არ დამწვარიყო. უფრო მეტიც, საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ეს აღმოჩენა მისთვის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასი იყო.
- ერთი ნაკლი მაინც გაქვს? - ნოემ თავი მისკენ მიაბრუნა.
- რამდენიმე.
- ჩამოთვალე.
- ზედმეტად თავდაჯერებული ვარ.
- ეს უკვე ვიცით.
- ზოგჯერ აუტანელი.
- მეცნიერულად დადასტურებულია.
- და ძალიან მომწონს, როცა ჩემს სამზარეულოში დგახარ და ცდილობ, არ შემეხო. - ანა გაჩუმდა. აი, თურმე. მშვიდი, ზრდილობიანი, სადილის მომზადებით დაკავებული მამაკაცი არსად გამქრალიყო. უბრალოდ, დროებით იყო შენიღბული. ქალმა მისკენ გაიხედა.
- რატომ გგონია, რომ შეხებას ვცდილობ? -
ნოემ დანა მაგიდაზე დადო.
- იმიტომ, რომ უკვე სამი წუთია ჩემს ხელებს უყურებ. - ანა წამით დაფიქრდა.
უარყოფას აზრი არ ჰქონდა. მით უმეტეს, როდესაც ბრალდების საფუძველი სრულიად უტყუარი იყო.
- პროფესიული დაკვირვებაა.
- ხელებზე?
- ადამიანის მოტორული უნარები ბევრ რამეს ამბობს. - ნოეს გაეღიმა.
- და რა დაადგინე? - ანამ მისი თითები შეათვალიერა, შემდეგ მშვიდად ახედა.
- რომ ძალიან საინტერესო პრაქტიკული შესაძლებლობები გაქვს. - მამაკაცს გაეცინა. ამჯერად ანასაც. და სწორედ ამ სიცილში მოხდა რაღაც, რაც ქალისთვის გაცილებით სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი წინასწარ გათვლილი ფლირტი. მათ შორის უხერხულობა აღარ არსებობდა. ანა აღარ ფიქრობდა, როგორ გამოჩენილიყო უფრო მომხიბვლელი, უფრო თავშეკავებული ან უფრო მიუწვდომელი. ნოესთან შეეძლო ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც იყო: ჭკვიანი, უხამსი, ზოგჯერ აუტანელი, ზედმეტად პირდაპირი და სრულიად გულგრილი იმ საზოგადოებრივი წარმოდგენების მიმართ, რომელთა მიხედვითაც ქალს საკუთარი სექსუალური სურვილების აღიარებისას აუცილებლად უნდა შერცხვენოდა. მას არ რცხვენოდა. უბრალოდ, ამ მამაკაცთან დაკავშირებული ერთი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩებოდა. და სწორედ ამ პრობლემამ შეახსენა თავი, როდესაც ნოემ მის წელთან ახლოს ხელი გაიწოდა, გვერდით მდებარე უჯრიდან რაღაც აიღო და ანას სხეულს შემთხვევით შეეხო. შეხება უმნიშვნელო იყო. მაგრამ სხეულმა მაშინვე იცნო. ქალს მუცლის ქვემოთ ნაცნობმა სითბომ დაუარა, კანი დაეჭიმა და წამიერად იმავე საძინებლის ბუნდოვანი სურათი წარმოუდგა, სადაც რამდენიმე დღის წინ სრულიად შიშველს გაეღვიძა. ამჯერად მოგონებას არც შიში მოჰყოლია და არც პანიკა. მხოლოდ უცნაური, თითქმის მტკივნეული სურვილი, გაეგო, რა მოხდა სინამდვილეში. ანა ნოეს მოშორდა. ღვინის ჭიქა აიღო და მისაღებში გავიდა. მამაკაცს არაფერი უკითხავს. ანას ეს თვისება მოეწონა მასში. ნოეს შეეძლო ქალის განწყობის ცვლილება შეემჩნია ისე, რომ მაშინვე მისი ახსნა არ მოეთხოვა. ანა ფანჯარასთან შეჩერდა. ქალაქი განათებული იყო. ქვემოთ მანქანები მოძრაობდნენ, სადღაც სიგნალის ხმა ისმოდა, მოპირდაპირე შენობის რამდენიმე ფანჯარაში ადამიანების სილუეტები მოჩანდა. რამდენიმე დღის წინ სწორედ აქედან გაიქცა. იმ დილით საკუთარი სხეულის შესახებაც კი არ ჰქონდა პასუხები. ახლა კი იმავე ბინაში იდგა, ღვინოს სვამდა და მამაკაცის კოცნა უნდოდა. სიტუაციის ირონია იმდენად აშკარა იყო, რომ გაეღიმა. საკუთარი პაციენტი რომ მოსულიყო მსგავსი ისტორიით, ალბათ, საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ექნებოდათ კონტროლზე, სურვილებზე, გაურკვევლობასა და ემოციური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. საკუთარ შემთხვევაში კი ყველაფერი გაცილებით მარტივად გამოიყურებოდა.
ნოე უნდოდა. მაგრამ იმ ღამის შესახებ სიმართლეც უნდოდა. და ერთის სურვილი მეორეს ვერ აუქმებდა.

ვახშამი საოცრად კარგი აღმოჩნდა.
ეს იმდენად უსამართლო იყო, რომ ანამ თითქმის გადაწყვიტა, ნოესთვის რაიმე გამანადგურებელი დიაგნოზი მოეფიქრებინა. მამაკაცი მშვენივრად ამზადებდა, ღვინოც სწორად შეერჩია, საუბარიც შეეძლო და, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა, საკუთარი მიღწევებით თავის მოწონების არავითარი აუცილებლობა არ ჰქონდა.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საეჭვო იყო. ნარცისული მიდრეკილებების მქონე ადამიანისგან ანა გაცილებით მეტ თვითრეკლამას ელოდა. შესაძლოა, დიაგნოზის გადახედვა დასჭირვებოდა.
ან უბრალოდ მამაკაცი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ საკუთარი მომხიბვლელობისთვის დამატებითი რეკლამა აღარ სჭირდებოდა. ნოე მაგიდის მოპირდაპირე მხარეს იჯდა და რაღაც ამბავს უყვებოდა. ანა უსმენდა, იცინოდა, ზოგჯერ საკუთარ დაკვირვებებს ამატებდა და თან სულ უფრო მკაფიოდ ამჩნევდა ერთ გარემოებას. მამაკაცი ნამდვილად აინტერესებდა. არა მხოლოდ მისი სხეული. არა მხოლოდ ის, როგორი იქნებოდა მისი ხელების შეხება ან როგორ აკოცებდა მაშინ, როდესაც მათ შორის აღარაფერი იდგებოდა. აინტერესებდა მისი აზრები, დამოკიდებულებები, ის უცნაური სიმშვიდე, რომლითაც ყველაზე უხერხულ თემებსაც კი განიხილავდა. ეს უკვე არასასიამოვნო აღმოჩენა იყო.
სექსუალური სურვილი მარტივი სამართავი გახლდათ. ადამიანს შეეძლო დაეკმაყოფილებინა, გადაედო, უგულებელეყო ან უბრალოდ სხვა რამეზე გადაერთო. მაგრამ როცა მამაკაცის მოსმენაც გსიამოვნებდა, როცა მისი სიცილი მოგწონდა, როცა აღმოაჩენდი, რომ მის გვერდით საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი აღარ გჭირდებოდა, საქმე გაცილებით რთულდებოდა. ანა ასეთ გართულებებს განსაკუთრებით ეჭვის თვალით უყურებდა. ემოციური მიჯაჭვულობა მშვენიერი რამ იყო.
თეორიულად. პრაქტიკაში კი ადამიანებს ზოგჯერ ისეთ იდიოტებად აქცევდა, რომ ევოლუციის მთელი პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა.
- რატომ მიღიმი? - ჰკითხა ნოემ.
- ვფიქრობ, როგორი იქნებოდი, ნაკლებად მომხიბვლელი რომ ყოფილიყავი.
- და?
- ალბათ, გაცილებით ასატანი. - მამაკაცს გაეცინა. ანამ ღვინო მოსვა. მისი მზერა ნოეს ტუჩებზე შეჩერდა. ახლა უკვე აღარ აპირებდა თავის მოტყუებას. კოცნა უნდოდა. საკმაოდ დიდი ხანია. უფრო სწორად, იმ წამიდან, როდესაც მამაკაცმა კარი გაუღო. და თუ კიდევ დიდხანს მოუწევდა ზრდილობიანი ვახშმის მონაწილედ თავის გასაღება, შესაძლოა, საკუთარი მოთმინების ნარჩენებიც დაეკარგა. თეფშს დახედა. საკვები თითქმის დამთავრებული ჰქონდა.
მშვენიერი. სოციალური ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შესრულებული იყო. ანა სავარძლიდან წამოდგა. ნოემ თავი ასწია.
- რამე გჭირდება?
- კი. - ქალმა მაგიდას შემოუარა, მის წინ შეჩერდა და რამდენიმე წამით დააკვირდა. გელოვანი უღიმოდა.
- რა? - ანას ბევრი აღარ უფიქრია, მის მუხლებზე მოთავსდა.
- გაჩუმდი - და აკოცა. ნოეს სიცილი ტუჩებზე შეაწყდა. მამაკაცმა ხელები წელზე შემოხვია, და ისე მიიზიდა ანა მკერდით აღმოჩნდა მის კანზე ამრული. თითები თმაში შეუცურა და კოცნა იფრო გააღრმავა. ამჯერად არაფერი ყოფილა შემთხვევითი. არც ალკოჰოლი. არც დაკარგული მოგონებები. არც გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, ვის რა სურდა. ანა ზუსტად გრძნობდა მამაკაცის ხელებს, მის სითბოს, ტუჩების მოძრაობას და საკუთარ სხეულში დაგროვილ დაძაბულობას, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში თითქოს მოთმინებით ელოდა, როდის მისცემდნენ არსებობის უფლებას. ნოე ოდნავ მოშორდა.
- ვახშამი მოგეწონა? - ანამ თვალები გაახილა.
ღმერთო.
ეს კაცი მართლაც აუტანელი იყო.
- ახლა შეფასებას თუ მომთხოვ, შეიძლება შენი მკვლელობა მომიწიოს.
- მაინტერესებდა.
- ძალიან კარგი იყო. მადლობა. მაგრამ დესერტზე სხვა გეგმები მაქვს. - ნოეს გაეცინა. ანამ კვლავ აკოცა. ამჯერად გაცილებით მოუთმენლად. მამაკაცის ხელები მის ზურგზე მოძრაობდა, ქალს კი სრულიად აღარ აინტერესებდა, რამდენად გონივრული იყო ასეთი სწრაფი გადასვლა ვახშმიდან ფიზიკურ სიახლოვეზე. სურვილი დიდი ხნის წინ გასცდა უბრალო ცნობისმოყვარეობას.
და ყველაზე სასიამოვნო სწორედ ის იყო, რომ ამის აღიარება არაფერს ართმევდა.
არც ღირსებას. არც დამოუკიდებლობას.
არც საკუთარ თავზე წარმოდგენას.
ანა ლაშხს შეეძლო ყოფილიყო წარმატებული ფსიქოლოგი, ჭკვიანი ქალი, საკუთარი ცხოვრების სრულუფლებიანი პატრონი და ამავდროულად იმდენად ძლიერად სდომებოდა მამაკაცი, რომ მის კალთაში მჯდომს საკუთარი სახელიც კი სრულიად უმნიშვნელო ინფორმაციად მოსჩვენებოდა.
- ანა...
- რა?
- დარწმუნებული ხარ? - ქალმა მის სახეს შეხედა. ეს შეკითხვა ეცნობოდა. რამდენიმე დღის წინაც მოისმინა. მაშინ მისი მნიშვნელობის აღდგენას ცდილობდა, ახლა კი ზუსტად იცოდა, რას უპასუხებდა.
- სრულიად. - ნოეს სახეზე ღიმილი გაჩნდა.
ანა მის მაისურს თითებით ჩაეჭიდა და კიდევ ერთხელ აკოცა. ამ საღამოს საკუთარი სურვილების დამალვას აღარ აპირებდა. მით უმეტეს, რომ მამაკაცს, რომლის მუხლებზეც იჯდა, მათი არსებობის შესახებ უკვე საკმაოდ საფუძვლიანი წარმოდგენა ჰქონდა.
და თუ ნოე გელოვანი მართლაც ისეთი თავდაჯერებული იყო, როგორადაც თავს აჩვენებდა, ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლეოდა, საკუთარი რეპუტაცია დაეცვა. ანას ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტები ჰქონდა.
მართალია, ისინი ფსიქოლოგიის არც ერთ სახელმძღვანელოში არ იყო აღწერილი, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ მეცნიერებას ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი. ნოეს ღიმილი კოცნაში ნელ-ნელა ჩაიკარგა. ანას თითები ჯერ კიდევ მისი მაისურის ქსოვილს ეჭიდებოდა, თითქოს მამაკაცის გაშვებას არც აპირებდა, თუმცა ამჯერად არც ნოეს გამოუჩენია უკან დახევის სურვილი. ხელები ქალს წელზე შემოხვია და ახლოს მიიზიდა, ანამ კი მისი თმისკენ წაიღო თითები, კეფაზე შეუცურა და კოცნას იმ მოუთმენლობით უპასუხა, რომელსაც მთელი საღამო საკუთარი ირონიის უკან მალავდა. მათ შორის აქამდე არსებული თამაშის წესები თანდათან კარგავდა მნიშვნელობას. ნოეს თავდაჯერება, ანას მუდმივი მცდელობა, მამაკაცისთვის რაიმე აუტანელი ნაკლი აღმოეჩინა, მათი ერთმანეთისკენ მიმართული ირონიული შენიშვნები, ყველაფერი თითქოს სადღაც შორს დარჩა. ახლა ანას მხოლოდ ის აინტერესებდა, რამდენად ახლოს შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი მეორესთან და მაინც ჰქონოდა განცდა, რომ ეს სიახლოვე საკმარისი არ იყო. ნოემ მაგიდისკენ მიიზიდა. ანა კიდეს მიეყრდნო, ნაზად თუმცა კარგად გათვლილად ასწია ნოემ ქალის სხეული, მაგიდაზე შემოსვა და ფეხებს შორის ოსგატურად მოქცეულმა მოუთმენელი ვნებით დაიპყრო მისი ბაგეები. ქალის ზურგს უკან დარჩენილმა ჭურჭელმა გაიწკრიალა. ნოემ ერთი ხელით ჭიქები გვერდზე გადადგა, მეორე კი ქალის წელზე დატოვა. ანას გაეღიმა, თუმცა ღიმილი მაშინვე გაუქრა, როდესაც მამაკაცი კვლავ მის ბაგეებს დაუბრუბდა.
ამჯერად კოცნა უფრო ხანგრძლივი იყო. ანა ხან მის სახეს ეხებოდა, ხან კისერზე უსვამდა თითებს, ხანაც ორივე ხელით იზიდავდა თავისკენ. ნოეს ხელისგულები მის ზურგზე მოძრაობდა, კაბის ქსოვილზე ჩერდებოდა და ისევ წელზე ბრუნდებოდა. ქალს ეს შეხებები ერთდროულად ამშვიდებდა და აღელვებდა, თითქოს სხეული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებას ცდილობდა. სრულიად სასაცილო მდგომარეობა იყო.
ოცდათხუთმეტი წლის ქალი, რომელსაც ადამიანური ქცევის შესწავლაში ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაეტარებინა, ახლა სასადილო მაგიდაზე იჯდა და საკუთარი პროფესიული ცოდნის გამოყენების ერთადერთ შესაძლო ფორმად იმის დადგენა მიაჩნდა, რამდენად სწრაფად შეეძლო ნოე გელოვანს მისთვის გულისცემის აჩქარება. შედეგები შემაშფოთებელი იყო. ექსპერიმენტის შეწყვეტას მაინც არ აპირებდა. მამაკაცმა სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ლოყაზე აკოცა, შემდეგ საფეთქელთან შეჩერდა. ანამ თვალები დახუჭა, მისი მხრების სიმტკიცე ხელისგულებით შეიგრძნო და თავი ოდნავ უკან გადასწია. ოთახის სითბო, ღვინის სუსტი გემო, ნოეს სუნამოს ნაცნობი არომატი და მაგიდის გრილი ზედაპირი ერთ უცნაურ, მკაფიო მოგონებად ერწყმოდა ერთმანეთს.
მაისური ნოემ თავად გადაიძრო და სკამზე გადააგდო. ანამ შიშველ მხრებზე ხელები ჩამოუსვა, შემდეგ მამაკაცს შეხედა და საკუთარ თავზე გაეცინა. ამ სხეულის დანახვაზე მის წარმოსახვას კვლავ ისეთი ენთუზიაზმი დაეტყო, თითქოს ადამიანის ანატომია არასოდეს ენახოს. სრულიად დაუმსახურებელი გარეგნობა ჰქონდა ამ კაცს. ბუნებას აშკარად ფავორიტები ჰყავდა. ნოემ კიდევ ერთხ აკოცა, შემდეგ ხელები შემოხვია და მაგიდიდან ფრთხილად ჩამოსვა. ქალი მაშინვე კვლავ მიეკრო, თუმცა ამჯერად მათი კოცნა სიცილმა შეწყვიტა, იატაკზე დაგდებულ ფეხსაცმელს ნოემ ფეხი წამოჰკრა და წონასწორობის შესანარჩუნებლად მაგიდას დაეყრდნო. საკუთარი ღირსების შენარჩუნება ორივეს გაუჭირდა. საბედნიეროდ, ანას მამაკაცის ღირსების შესახებ გაცილებით მნიშვნელოვანი წარმოდგენა უკვე ჰქონდა, და ოთახში მიმოფანტულ ნივთებს შორის უსაფრთხოდ გადაადგილება თუ არ გამოვიდოდა ეს ტრაგედია არ იქნებოდა.
მისაღებიდან სააბაზანომდე გზა კოცნითა და ერთმანეთზე გადახლართული ხელებით გაიარეს. კედლების ზედაპირზე გზა დქ გზა ტოვებდნენ ვნებას რომელიც მათ შორის ასე მძაფრად პულსირებდა. ეს აღარ ჰგავდა საღამოს დასაწყისის ფრთხილ ფლირტს. მათ შორის რაღაც ბუნებრივი თავისუფლება გაჩნდა, რომელიც არც განსაკუთრებულ სიტყვებს საჭიროებდა და არც ერთმანეთისთვის რამის დამტკიცებას. სააბაზანოში ანამ სარკეში საკუთარ თავს მოჰკრა თვალი. თმა არეოდა, ლოყები შეფაკვლოდა, თვალებში კი ისეთი ცოცხალი კმაყოფილება ჩასდგომოდა, რომ საკუთარი ანარეკლის დანახვაზე გაეღიმა.
ნოე მის უკან იდგა. ქალს მხრებზე ნაზად შეახო ხელი, თმა გვერდით გადაუწია და კისერთან მსუბუქად აკოცა. ანას მისკენ შებრუნება სურდა მაგრან მამაკაცმა არ დაანება. კაბის ელვაშესაკრავს ფრთხილად შეახო თითები და არ უჩქარია მისი გახსნა. თან ყელში ჰკოცნიდა ქალს, მერე მი კაბა რითმულად ჩასრიალდა ქალის სხეულიდან და მშვიდად დაეცა მის ფეხებთან. ნოეს გაეღიმა, ამჯერად ბიუსჰალტერი შეხსნა და ისიც კაბის გზას გაუყენა... მერე კი ქალს სარკეში შეხედა. უღმერთოდ ლამაზი იყო. ნაზად მოხვია ხელები და თითებმაც უნებართბოდ გაილაშქრეს სავსე მკერდისკენ. დაიანახა როგორ დახუჭა ანამ თვალები და უფრო მეტად მოიმწყვდია ხელის გულში ქალის მკერდი. მსუბუქი კვნესა სასიამოვნოდ გაიჭრა აბაზანამის კედლებში. ნოემ ნაზად ჩაასრილად ხელები მუცლისკენ. მერე უეცრად შემოაბრუნა ქალი
სახეში ჩაავლო თითები და ტუჩებზე დააცხრა კოცნით, ყელისკენ გაიჭრა, ლავიწები გაიარა, მკერდს ენით შემოურბინა, მუცლიაკენ დაიხარა და უკვე მიხლებზე მდომმა ქვემოდა ამოხედა ქალს. მზერაში ისეთი სურვილი ედგა, ქალს შეაჟრჟოლა. თითები თმებში შეუცურა და თვალებში ჩახედა. ნოემ ნაზად მოაშორა საცვალი. თითები ფეხებზე აატარა, მერე კი წამოდგა. თითებით სახეზე შეეხო და რამდენიმე წამით ისე უყურებდა, თითქოს ცდილობდა ამ საღამოს ყველა უმნიშვნელო დეტალი დაემახსოვრებინა.
წყლის ხმაურმა ოთახი აავსო. სარკე თანდათან დაიორთქლა, გრილი ფილები კი თბილ ჰაერთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა. ანა ნოესთან ახლოს იდგა, ხელისგულებით მის მხრებსა და ზურგს ეხებოდა, მამაკაცი კი სველ თმას სახიდან უწევდა და დროდადრო შუბლზე, ლოყასა და ტუჩებზე კოცნიდა.
ამ სიახლოვეში ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ არაფერი ეჩვენებოდა დადგმულად. არც ნოე ცდილობდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მომხიბვლელი და არც ანა ფიქრობდა, როგორი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა. შეეძლოთ ერთმანეთისთვის გაეღიმათ, უხერხულად შეჯახებოდნენ ონკანს, წყლის ტემპერატურაზე უსიტყვოდ ედავათ და შემდეგ ისევ ჩახუტებულიყვნენ. მათ შორის სურვილთან ერთად რაღაც გაცილებით იშვიათი არსებობდა თავისუფლება, ყოფილიყვნენ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები მაშინაც კი, როდესაც ერთმანეთის მიმართ სრულიად არაჩვეულებრივ მიზიდულობას გრძნობდნენ. კაფელის ზედაპირზე მკერდით აკრული რომ აღმოჩნდა ანა, არ გაუპროტესტებია, მამაკაცის ძლიერი სხეული ზომიერი სიუხეშით რომ შეერწყა, არც ის გაუპროტესტებია, როცა მამაკაცმა მისი ფეხი მხარზე შემოიდო და მოქნილი ენა მასში შესაღწევად გამოიყენა. პროტესტი სრულიად უადგილო გახდა გელოვანის წინაშე, გამსაკუთრებით მაშინ როცა მამაკაცს არაჩვეულებრივად ესმოდა ქალის ფიზიონომია.
სააბაზანოდან საძინებლამდე ანა ნოეს ხელჩაკიდებული გაჰყვა. ოთახში შესვლისთანავე მზერა უნებურად სანათისკენ გაექცა და გაეცინა. ამ ნივთს მის ცხოვრებაში აშკარად უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ვიდრე განათების ჩვეულებრივ საშუალებას შეეფერებოდა. ნოემ მისი ღიმილი შეამჩნია, თუმცა არაფერი უკითხავს.
ანა საწოლზე ჩამოჯდა, წამით არ არიდება მზერას ნოეს შიშველ სხეულს. მეტიც, სიამოვმებით ჩაატარებდა მასზე მილიონობით ცდას, ალბათ სწორედ ამიტომ ჩასრილდა საწოლიდან იტაკზე მუხლებით და გელოვანის თვითკმაყოფილ სახეზე ბრაზის ნაცვლად ავადმყოფური სიამოვნება განიცადა, მერე კი უბრალოდ სხეულის სასურველ ნაწილს შეეხო, ჯერ ხელით, შემდეგ ენის წვერით, და როდესაც მამაკაცის ხელი იგრძნო თავზე არ გაუპროტესტებია, პირიქით ნება მისცა ბოლომდე ესიამოვნა... ღამე ნელა მიიწევდა წინ.
ფანჯრის მიღმა ქალაქის ხმები თანდათან იშვიათდებოდა. ოთახში ჩრდილები იცვლებოდა, თეთრეული ირეოდა, სიამოვნების ხმები ასკდებოდა კედლებს, რითმები იცვლებოდა, პო/ზები და მასთან ერთად სუნთქვებიც. საწოლის გვერდით კი საღამოს განმავლობაში შეგროვებული ნივთები სრულიად შემთხვევით კომპოზიციას ქმნიდა. ანას ამჯერად ყველაფერი ახსოვდა. ნოეს ღიმილი. მისი ხელების სითბო. ერთმანეთში არეული სიცილი. ის მოულოდნელი სიმშვიდე, რომელიც მამაკაცის გვერდით იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ სამი კვირის წინ სწორედ ამ ოთახიდან გაქცევა საკუთარი გადარჩენის ერთადერთ გონივრულ საშუალებად მიაჩნდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ახლა არსად წასვლა არ სურდა. ნოეს გვერდით მოთავსდა, საბანი მხრებზე აიფარა და თვალები დახუჭა. მამაკაცმა ხელი შემოხვია. ანას გაეღიმა, რადგან ამ მდგომარეობაში გაღვიძება რამდენიმე დღის წინ მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოცდილებად იქცა, ახლა კი სრულიად ბუნებრივად ეჩვენებოდა. საკუთარ თავთან ამის აღიარება, რასაკვირველია, ჯერ არ აპირებდა. ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმებსაც ჰქონდათ არსებობის უფლება. მით უმეტეს, როდესაც მათი პატრონი უკვე იმდენად კმაყოფილი იყო, რომ საკუთარი პროფესიული რეპუტაციის გადარჩენა მხოლოდ შინაგან მონოლოგებში შეეძლო.
ფროიდს ეს ყველაფერი ძალიან მოეწონებოდა. საბედნიეროდ, მკვდარი იყო.

ანა დილით მზის სინათლემ გააღვიძა. ფარდებს შორის დარჩენილი ვიწრო სივრციდან შემოჭრილი სხივი პირდაპირ სახეზე ეცემოდა და ქალმა თვალების გახელამდე რამდენიმე წამი იმაზე ფიქრს დაუთმო, რატომ აღმოჩნდა საკუთარი საძინებლის ფანჯარა აღმოსავლეთის მხარეს, როდესაც უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში დასავლეთით მდებარეობდა. შემდეგ მის წელზე შემოხვეული მამაკაცის ხელი იგრძნო და სივრცითი ორიენტაციის პრობლემა თავისთავად მოგვარდა.
ნოე გელოვანი.
ანა ზურგზე გადაბრუნდა და თვალები გაახილა. მამაკაცს უკვე ეღვიძა, თავი ხელზე ჩამოეყრდნო და ისეთი კმაყოფილი გამომეტყველებით უყურებდა, რომ ქალს მისი თავმოყვარეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები გაუჩნდა. წინა ღამის შემდეგ, სავარაუდოდ, ისედაც არაჯანსაღმა თვითშეფასებამ კლინიკურად საშიშ ნიშნულს მიაღწია.
- ამჯერად ყველაფერი გახსოვს?
- ყველაფერი. შეგიძლია მშვიდად იყო, განმეორებითი ჩვენების მიცემა არ დაგჭირდება. - ნოეს გაეცინა და ანას ტუჩებზე აკოცა. ქალს სხეულის სასიამოვნო მოდუნება ჯერ კიდევ არ გასვლოდა. ზურგზე გაშლილი თმით, თბილ თეთრეულში გახვეულს, ადგომის არავითარი სურვილი არ ჰქონდა და რამდენიმე წუთით სიამოვნებით მისცა საკუთარ თავს უფლება, საერთოდ არაფერზე ეფიქრა. თუმცა ადამიანის მეხსიერება ზოგჯერ საოცრად არაკეთილსინდისიერად იქცეოდა და წინა ღამის ფრაგმენტებს ისეთი თანმიმდევრობით აწვდიდა, რომ ანას უნებურად გაეღიმა. საინტერესო საღამო გამოვიდა. განსაკუთრებით ავეჯისთვის.
საწოლიდან წამოდგომისას სხეულის რამდენიმე კუნთმა არსებობა შეახსენა, რომელთა ფუნქციონირებითაც აქამდე დიდად არ დაინტერესებულა. ანამ ეს გარემოება საკმაოდ მშვიდად მიიღო. ფიზიკური აქტივობის სასარგებლო თვისებებზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომი არსებობდა და, მართალია, მისი გუშინდელი აქტივობა არც ერთ სპორტულ დისციპლინას ოფიციალურად არ მიეკუთვნებოდა, ორგანიზმისთვის ამას, სავარაუდოდ, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. იატაკიდან ნოეს პერანგი აიღო, შიშველ სხეულზე მოიცვა და მხოლოდ რამდენიმე ღილი შეიკრა. მამაკაცის მზერა ზურგითაც იგრძნო, თუმცა მისკენ აღარ მიბრუნებულა. წინა ღამის განმავლობაში ნოეს საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდა ქალის ანატომიური თავისებურებების შესასწავლად და დილის დამატებით დაკვირვებას სამეცნიერო თვალსაზრისით დიდი ღირებულება აღარ უნდა ჰქონოდა. სამზარეულოში შესვლისთანავე შეჩერდა. სასადილო მაგიდას რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ ტუჩები მოკუმა და სიცილი მაინც ვერ შეიკავა. საბრალო ავეჯი. სავარაუდოდ, იტალიელი დიზაინერი, რომელმაც მისი შექმნისას ოჯახური ვახშმები, დახვეწილი ინტერიერი და ესთეტიკური სიამოვნება წარმოიდგინა, საკუთარი ნაწარმის ექსპლუატაციის პირობებით დიდად კმაყოფილი არ დარჩებოდა. ანამ მაგიდის ზედაპირს ხელისგული გადაუსვა. ხარისხიანი ნივთი აღმოჩნდა. ყავის აპარატის ფუნქციებში გარკვევას გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მოელოდა. რამდენიმე ღილაკზე სრულიად არაკომპეტენტურად დაჭერის შემდეგ აპარატმა საეჭვო ხმა გამოსცა და ქალმა გადაწყვიტა, რომ თუ ნოეს სახლში რაიმეს განადგურება ეწერა, სასურველი იყო, ეს ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ ყოფილიყო.
საბედნიეროდ, ყავის მომზადება მაინც მოახერხა. ნოე სამზარეულოში მაშინ გამოვიდა, როდესაც ანა მაცივრის შიგთავსს სწავლობდა. მამაკაცს მხოლოდ შარვალი ეცვა, თმა ჯერ კიდევ არეული ჰქონდა და დილის სინათლეზე იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ ქალმა გულწრფელად ინატრა, ერთხელ მაინც ენახა ცუდ ფორმაში. თუნდაც შეშუპებული სახით, საშინელი ვარცხნილობით ან რაიმე ისეთი ფიზიკური ნაკლით, რომელიც მის მიმართ ანას დამოკიდებულებას ოდნავ მაინც გააჯანსაღებდა. თუმცა ბუნება ამ საკითხში თანამშრომლობაზე უარს ამბობდა. ნოემ ქალს უკნიდან მოხვია ხელი, მხარზე აკოცა და მისი ფინჯნიდან ყავა მოსვა. ანას სხვის მიერ საკუთარი ყავის ხელყოფა განსაკუთრებით აღიზიანებდა, მაგრამ ამჯერად პროტესტის გამოხატვა დაეზარა. მეტიც, მამაკაცის სიახლოვე იმდენად ბუნებრივად მიიღო, რომ მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ დაფიქრდა ამ გარემოებაზე. უცხო მამაკაცის სამზარეულოში იდგა, მისი პერანგი ეცვა, მაცივარში საუზმისთვის საჭირო პროდუქტებს ეძებდა და საერთოდ არ ჰქონდა განცდა, რომ საკუთარ სივრცეს მოშორებოდა. თუმცა ამ აღმოჩენისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას არ აპირებდა. ადამიანები ხშირად უშვებდნენ შეცდომას, როდესაც კარგი სექსის შემდეგ წარმოქმნილ კომფორტს ემოციური კავშირის მტკიცებულებად აღიქვამდნენ, შემდეგ კი რამდენიმე სასიამოვნო დილის საფუძველზე საერთო მომავალს გეგმავდნენ, შვილების სახელებს არჩევდნენ და საბანკო ვალდებულებებს ინაწილებდნენ. ანა ასეთი ოპტიმიზმისთვის ზედმეტად კარგად იცნობდა ადამიანის ფსიქიკას. და საკუთარი საბანკო ანგარიშიც ძალიან უყვარდა.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა. ნოე ტელეფონში დაგროვილ შეტყობინებებს ამოწმებდა, ანამ კი საკუთარ დღის განრიგს გადახედა და დროდადრო მამაკაცის თეფშიდან საჭმელს იპარავდა. არც ერთს გამოუჩენია წინა ღამის განხილვის სურვილი, რაც ქალმა ნოეს კიდევ ერთ დადებით თვისებად ჩაუთვალა. არაფერს შეეძლო კარგი სექსის შემდგომი განწყობის ისე ეფექტურად გაფუჭება, როგორც მისი კოლექტიური ანალიზის დაწყებას. მით უმეტეს, ფსიქოლოგთან. საუზმის შემდეგ ანა საკუთარი ტანსაცმლის შეგროვებას შეუდგა. ამ საქმიანობამ გარკვეული დრო მოითხოვა, ვინაიდან მისი გარდერობის ნაწილები ბინის სხვადასხვა ტერიტორიაზე აღმოჩნდა და მათი ადგილმდებარეობის მიხედვით წინა ღამის მარშრუტის აღდგენაც კი შეიძლებოდა. კაბა მისაღებში იპოვა, ერთი ფეხსაცმელი სასადილო მაგიდასთან, მეორე დივნის ქვეშ, ბიუსტჰალტერი კი სავარძლის სახელურზე ეკიდა. პროგრესი აშკარა იყო.
ჭაღს ამჯერად არავითარი ზიანი არ მისდგომოდა. ჩაცმის შემდეგ სარკეში საკუთარ თავს შეავლო მზერა, თმა თითებით გაისწორა და ჩანთა აიღო. ნოე მისაღებში ელოდებოდა. ქალის დანახვისას ტელეფონი გვერდით გადადო, მიუახლოვდა და წელზე ხელის მოხვევით თავისკენ მიიზიდა.
- შემდეგ ჯერზე მაგიდას წინასწარ გავათავისუფლებ. - ანას გაეცინა, მამაკაცს აკოცა და ბინიდან გავიდა.
ლიფტში ჩასულმა საკუთარ ანარეკლს შეხედა. მშვენიერ ხასიათზე იყო. არც სინანული აწუხებდა, არც უხერხულობა და არც ის სრულიად დამღლელი ქალური ცნობისმოყვარეობა, რომელიც მამაკაცისგან მომდევნო შეტყობინების მოლოდინს ცხოვრების უმთავრეს საქმიანობად აქცევდა. ნოე გელოვანთან კიდევ ერთხელ შეხვედრის წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნებოდა. უფრო მეტიც, საკმაოდ დიდი სიამოვნებით გაიმეორებდა გუშინდელ საღამოს, თუმცა სასურველი იყო, ამჯერად მეორე დილით სამსახურში წასვლა არ ჰქონოდა დაგეგმილი. ოცდათხუთმეტი წლის ასაკში ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გარდა აღდგენისთვის საჭირო დროც უნდა გაეთვალისწინებინა. მანქანაში ჩაჯდომისას ტელეფონი ამოიღო და მარიამისგან მიღებული სამი შეტყობინება დახვდა. სამივე წინა საღამოს იყო გამოგზავნილი, უკანასკნელი კი მხოლოდ ერთი შეკითხვისგან შედგებოდა - ცოცხალი იყო თუ არა.
ანამ პასუხი გაუგზავნა.
ცოცხალი ვარ. მაგიდაც გადარჩა.
ტელეფონი გვერდიგ გადადო, მანქანა დაქოქა და გაეცინა. დანარჩენს მარიამის წარმოსახვას მიანდობდა. ქალს ისედაც შესანიშნავად განვითარებული ჰქონდა ფანტაზია და მეგობრის სექსუალური ცხოვრების დეტალებით მისი დამატებითი სტიმულირება, ანას პროფესიული შეფასებით, უკვე საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
მარიამმა შეტყობინების მიღებიდან ზუსტად ორმოცდაშვიდ წამში დარეკა, რაც ანასთვის კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ადამიანის მოტივაციის გასაზრდელად ზოგჯერ სხვისი სექსუალური ცხოვრება გაცილებით ეფექტური საშუალება გახლდათ, ვიდრე ფინანსური კეთილდღეობის პერსპექტივა. ტელეფონი მანქანის აუდიოსისტემას დაუკავშირა.
- მაგიდაზე?!
- დილა მშვიდობისა, მარიამ.
- ანა!
- საჭესთან ვარ. ეცადე, ჩემი გარდაცვალების მიზეზად საკუთარი ცნობისმოყვარეობა არ აქციო. - მარიამის სიცილმა მანქანა აავსო. ანასაც გაეცინა, თუმცა მეგობრისთვის დეტალების მოყოლას არ აპირებდა. არა იმიტომ, რომ საკუთარი ინტიმური ცხოვრების განხილვა განსაკუთრებულ უხერხულობას უქმნიდა, უბრალოდ, არსებობდა გამოცდილებები, რომელთა სიტყვებად გადაქცევაც მათ თავდაპირველ ხიბლს ნაწილობრივ მაინც ართმევდა. თანაც მარიამს მოვლენების განვითარების შესახებ იმდენად მდიდარი წარმოსახვა ჰქონდა, რომ რეალობის მიწოდებით შესაძლოა, ქალისთვის იმედიც კი გაეცრუებინა.
სახლში მისულმა ტანსაცმელი გამოიცვალა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და სარკესთან ჩვეულებრივზე ცოტა მეტხანს შეყოვნდა. საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი იყო. სახეზე გამოუძინებლობის მსუბუქი კვალი ეტყობოდა, თუმცა თვალებში ისეთი სიცოცხლე ჰქონდა, როგორსაც უკანასკნელ პერიოდში ვერც რვასაათიანი ძილი, ვერც ვიტამინების კომპლექსი და ვერც საკმაოდ ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები ვერ უზრუნველყოფდნენ.
სამწუხარო იყო, რომ ნოე გელოვანის გამოწერა რეცეპტით შეუძლებელი გახლდათ. თუმცა გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, მისი თავისუფალ გაყიდვაში დაშვებაც გარკვეულ საფრთხეს შეუქმნიდა მოსახლეობას.
სამსახურში მისვლიდან ნახევარ საათში ანა უკვე პირველი პაციენტის პირისპირ იჯდა და ყურადღებით უსმენდა ქალს, რომელმაც საკუთარი ქორწინების მეთერთმეტე წელს აღმოაჩინა, რომ მეუღლესთან სექსუალური შეუთავსებლობა ჰქონდა. უფრო ზუსტად, შეუთავსებლობა ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, თერთმეტი წელი დასჭირდა იმის აღიარებას, რომ პრობლემა დაღლილობაში, სამსახურში, ბავშვებში, მთვარის ფაზებსა და საძინებლის არასწორ ტემპერატურაში არ მდგომარეობდა. ანა პროფესიული სიმშვიდით უსმენდა. ზოგადად, ადამიანებს სექსთან დაკავშირებით საოცრად რთული ურთიერთობა ჰქონდათ. მის მისაღებად მზად იყვნენ, ტყუილი ეთქვათ, ფული დაეხარჯათ, ოჯახები დაენგრიათ, საკუთარი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებიც კი დროებით გადაეხედათ, მაგრამ როდესაც საქმე საკუთარი სურვილების გულწრფელად გამოხატვას ეხებოდა, მოულოდნელად მეტყველების უნარს კარგავდნენ.
ადამიანის ევოლუციას აშკარად დარჩენოდა რამდენიმე დაუმთავრებელი საკითხი. სესიის დასრულების შემდეგ ანამ ჩანაწერები მოაწესრიგა, მომდევნო პაციენტის მოსვლამდე დარჩენილი დროის შესამოწმებლად ტელეფონს დახედა და აღმოაჩინა, რომ ნოესგან შეტყობინება ჰქონდა.
ფოტო იყო.
სასადილო მაგიდის.
ზედაპირი საგულდაგულოდ გაეწმინდათ, ჭურჭელი აღარ ელაგა, ცენტრში კი პატარა ლარნაკი მოეთავსებინათ.
ფოტოს ქვემოთ მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა.
ექსპლუატაციისთვის ვარგისია.
ანას ისეთი სიცილი აუტყდა, რომ ტელეფონის მაგიდაზე დადება მოუხდა. რამდენიმე წამით სახეზე ხელები აიფარა და წარმოიდგინა, როგორი გამომეტყველებით გადაიღებდა ნოე ამ ფოტოს.
იდიოტი.
საოცრად მომხიბვლელი იდიოტი.
მწარმოებლის გარანტია გადაამოწმე. - მისწერა და ტელეფონი გვერდით გადადო. პასუხს აღარ დალოდებია.
საკუთარი თავის შესახებ ანას ერთი რამ დანამდვილებით შეეძლო ეთქვა: მამაკაცთან გატარებული შესანიშნავი ღამე მის ცხოვრებაში დანარჩენი ინტერესების გაუქმებას არასოდეს გამოიწვევდა. ნოე მოსწონდა, მასთან ყოფნა სიამოვნებდა და მისი სხეულის შესახებ საკმაოდ მაღალი წარმოდგენაც ჩამოჰყალიბებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერჯერობით არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, ვისთან ერთად გაატარებდა მომდევნო ათ წელს.
ადამიანები ზოგჯერ საოცარი სისწრაფით ახერხებდნენ ფიზიკური თავსებადობისგან ცხოვრებისეული თავსებადობის შესახებ დასკვნების გამოტანას. თითქოს საწოლში მიღწეული წარმატება ავტომატურად გულისხმობდა ერთნაირ დამოკიდებულებას ფინანსების, ერთგულების, პირადი სივრცისა და აბაზანაში დატოვებული სველი პირსახოცების მიმართ. ანა ამ საკითხებში გაცილებით სკეპტიკურად იყო განწყობილი. განსაკუთრებით პირსახოცების საკითხში.

მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ნოე არ უნახავს. მათი მიმოწერა არარეგულარული იყო და ძირითადად ისეთი შინაარსის შეტყობინებებისგან შედგებოდა, რომელთა შემთხვევით გასაჯაროებაც ანას პროფესიული რეპუტაციისთვის სასურველი ნამდვილად არ იქნებოდა. არც ერთი არ ეკითხებოდა მეორეს, სად იყო, რას აკეთებდა ან რატომ არ პასუხობდა. ამ თავისუფლებას თავისი ხიბლი ჰქონდა და ქალს განსაკუთრებით მოსწონდა, რომ მამაკაცის ყურადღების შესანარჩუნებლად ხელოვნური გულგრილობის დემონსტრირება არ სჭირდებოდა. თუმცა ხუთშაბათს, როდესაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდა, ფეხსაცმელი გაიხადა და დივანზე მოთავსდა, აღმოაჩინა, რომ ნოეს ნახვა უნდოდა.
უბრალოდ უნდოდა. ამ სურვილს არც მარტოობა განაპირობებდა, არც მოწყენილობა და არც მამაკაცის ყურადღების ნაკლებობით გამოწვეული ემოციური დისკომფორტი. მშვენიერი კვირა ჰქონდა, სამსახურშიც ყველაფერი რიგზე იყო, საღამოსთვის საინტერესო წიგნიც მოემზადებინა და მაინც, ნოე გელოვანის საზოგადოებას ამ კონკრეტულ მომენტში გაცილებით მიმზიდველ პერსპექტივად აღიქვამდა, ვიდრე რომელიმე გარდაცვლილი ავტორის ინტელექტუალურ მემკვიდრეობას. ტელეფონი აიღო და დაურეკა. ნოემ მესამე ზარზე უპასუხა.
- საღამოს რას აკეთებ?
- გააჩნია, რას მთავაზობ.
- ჩემს სახლში ვახშამს. საჭმელი გამოაყოლე. - მამაკაცს გაეცინა.
- ერთ საათში მოვალ. - ანამ ტელეფონის ეკრანს დახედა და კმაყოფილმა გაიღიმა. მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში რამდენი უსარგებლო ეტაპის გამოტოვება შეიძლებოდა, ორივეს რომ პირდაპირ ეთქვა, რა სურდა. სამზარეულოში გავიდა, ღვინის ბოთლი მაცივარში მოათავსა და მისაღებში დაბრუნებულმა საკუთარ სასადილო მაგიდას შეავლო თვალი.
მინის იყო.
ანა დაფიქრდა.
არა.
ამხელა რისკზე წასვლას ნამდვილად არ აპირებდა. ნოე გელოვანთან გატარებული საღამოები სასიამოვნო გახლდათ, მაგრამ ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ერთობლივი ვიზიტისთვის მათი ურთიერთობა ჯერ საკმარისად განვითარებული არ იყო.

6

ნოე გელოვანი ანას ბინაში ორი დიდი ქაღალდის პარკითა და იმ ადამიანის გამომეტყველებით გამოჩნდა, რომელსაც სრულიად სამართლიანად მიაჩნდა, რომ მისი მოსვლა თავისთავად საკმარისი მიზეზი იყო საღამოს წარმატებულად გამოცხადებისთვის. ანამ საჭმელი გამოართვა, მამაკაცს ტუჩებში აკოცა და სამზარეულოსკენ გაუძღვა. ნოემ ქურთუკი გაიხადა და გარემოს ინტერესით მოავლო მზერა. ქალის საცხოვრებელი სივრცე ყოველთვის გაცილებით მეტ ინფორმაციას აწვდიდა, ვიდრე მასთან გატარებული რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი იმაზე მეტსაც, ვიდრე თავად ქალი იყო მზად, საკუთარი თავის შესახებ გაემხილა.
ანას ბინა ნათელი, საკმაოდ ფართო და საოცრად ცოცხალი აღმოჩნდა. წიგნები მხოლოდ თაროებზე არ ეწყო, რამდენიმე დივანთან იდო, ერთი სავარძელზე გადაშლილიყო, ფანჯრის რაფაზე კი ერთმანეთის გვერდით მოეთავსებინათ ადამიანის თავის ქალის პატარა დეკორატიული მოდელი და ქოთნის მცენარე, რომელსაც, მდგომარეობის მიხედვით თუ იმსჯელებდა, უახლოეს მომავალში თავის ქალასთან გაცილებით მეტი საერთო ექნებოდა, ვიდრე მცენარესთან. ნოეს გაეღიმა. კედელზე ჩამოკიდებულ რამდენიმე ფოტოს შორის ანას ბავშვობის სურათიც აღმოაჩინა. დაახლოებით შვიდი წლის გოგონა კამერას გაბრაზებული უყურებდა და ხელში უზარმაზარი ნაყინი ეჭირა. მამაკაცს რატომღაც მოეჩვენა, რომ ოცდარვა წლის შემდეგაც ზუსტად ასეთივე გამომეტყველება ექნებოდა ქალს, ვინმეს მისთვის სასურველი ნივთის წართმევა რომ ეცადა. განსაკუთრებით საინტერესო წიგნების თარო აღმოჩნდა. პროფესიული ლიტერატურის გვერდით დეტექტივები, კლასიკური რომანები, რამდენიმე ბიოგრაფიული გამოცემა და ისეთი სათაურების მქონე წიგნები ეწყო, რომელთა მიხედვითაც ანა თავისუფალ დროს ან ადამიანის ფსიქიკის შესწავლით იყო დაკავებული, ან მისი განადგურების მეთოდებს იკვლევდა.
ნოეს ორივე ვარიანტი მოსწონდა.
- იმედია, ჩხრეკის ორდერი გაქვს. - მოესმა სამზარეულოდან.
- ჯერ საეჭვო არაფერი მიპოვია.
- ზედა უჯრაში გვამია. დანარჩენებს ნუ შეეხები. - მამაკაცს გაეცინა და სამზარეულოში შევიდა. ანა პარკებიდან საჭმელს იღებდა. სახლის ტანსაცმელში გამოწყობილს თმა დაუდევრად შეეკრა, სახეზე მაკიაჟი თითქმის არ ჰქონდა და ნოეს მოსვლისთვის განსაკუთრებული მომზადების ნიშნებიც არ ეტყობოდა. მამაკაცს ეს გარემოება უცნაურად მოეწონა. საერთოდ, ქალების მხრიდან მის მოსახიბლად გაწეული ძალისხმევა არასოდეს აღიზიანებდა, პირიქით, ზოგჯერ საკმაოდ სასიამოვნოც იყო, თუმცა ანას შემთხვევაში გაცილებით მეტად სიამოვნებდა იმის ცოდნა, რომ ქალი მის წინაშე საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას საერთოდ არ ცდილობდა. მას არც თავისი ინტელექტის დემონსტრირება სჭირდებოდა, არც გარეგნობის და არც დამოუკიდებლობის. ანა უბრალოდ არსებობდა საკუთარი წესებით და ნოეს ამ არსებობაში მონაწილეობის უფლებას იმდენად ბუნებრივად აძლევდა, თითქოს მამაკაცის გამოჩენას მისი ცხოვრების ორგანიზებულ სისტემაში განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოუწვევია. ნოეს ეს მოსწონდა. თუმცა მამაკაცური თავმოყვარეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებით გამოეკვება ქალების ყურადღებით, ამ საკითხს გაცილებით ნაკლები ენთუზიაზმით ეკიდებოდა. მაგიდასთან მისულმა ნოემ მინის ზედაპირს დახედა, შემდეგ ანას შეხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუჩნდა. ქალმა მაშინვე იცნო ეს გამომეტყველება.
- არც კი იფიქრო. - ნოეს სიცილი აუტყდა.
ანა კარადიდან თეფშებს იღებდა და თან საკუთარ თავს ულოცავდა, რომ მამაკაცის აზრების ამოცნობას პროფესიული განათლების გამოყენების გარეშეც შესანიშნავად ახერხებდა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღენიშნა, ნოე გელოვანის აზროვნების გარკვეული მიმართულებები განსაკუთრებულ ინტელექტუალურ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვდა. ვახშამი მისაღებში გადაიტანეს. ანას მაგიდასთან ჯდომას დივანზე ფეხმორთხმით მოთავსება ერჩივნა, ნოეს კი ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. მამაკაცი მის გვერდით მოკალათდა და რამდენიმე წუთში აღმოაჩინა, რომ ქალს საკუთარი საჭმლის გარდა მის თეფშზე მოთავსებული კერძების მიმართაც საკმაოდ აქტიური ინტერესი ჰქონდა. საერთოდ, ნოეს არ უყვარდა, როდესაც მის ნივთებს დაუკითხავად ეხებოდნენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე საჭმელს, მანქანას ან პირად სივრცეს ეხებოდა. ანა კი უკანასკნელი ნახევარი საათის განმავლობაში სამიდან ორ კატეგორიაში უკვე წარმატებით შეჭრილიყო და, რაც ყველაზე უცნაური იყო, მამაკაცს წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ გასჩენია. მან უბრალოდ თავისი თეფში ქალისკენ გასწია. ანა კმაყოფილი დარჩა. კარზე ზარი სწორედ მაშინ გაისმა, როდესაც ნოე ღვინის მეორე ჭიქას ავსებდა. ქალმა საათს შეხედა და სახეზე ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომელიც მოულოდნელი სტუმრის მიმართ განსაკუთრებულ კეთილგანწყობაზე ნამდვილად არ მიუთითებდა.
მარიამი აღმოჩნდა.
ბუნებრივია. ანა ზოგჯერ ეჭვობდა, რომ მის მეგობარს ადამიანური ინტიმის აღმოსაჩენად სპეციალური სენსორული სისტემა ჰქონდა განვითარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად შეუძლებელი იყო იმის ახსნა, რატომ ახერხებდა ქალი ყველაზე შეუფერებელი მომენტების ასეთი საოცარი სიზუსტით შერჩევას. მარიამი ბინაში შემოვიდა, რაღაცის თქმა დააპირა და ნოეს დანახვისთანავე გაჩუმდა. მის სახეზე მიმდინარე ცვლილებებს ანა პროფესიული ინტერესით აკვირდებოდა. თავდაპირველ გაკვირვებას სწრაფად მოჰყვა სიტუაციის გააზრება, შემდეგ თვალებში აღტაცება გაუჩნდა და საბოლოოდ ქალის გამომეტყველებამ ისეთი უხამსი ხასიათი მიიღო, რომ ანას მეგობრის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ოფიციალური დასკვნის მომზადების სურვილი გაუჩნდა. ნოე დივნიდან წამოდგა და მარიამს ღიმილით მიესალმა. მარიამმა საპასუხოდ გაუღიმა, შემდეგ ანას გახედა და მზერა სასადილო მაგიდაზე გადაიტანა.
- მინისაა.
- ვიცი, მარიამ. მე ვიყიდე. - ნოემ სიცილი ვერ შეიკავა. ანა კი იმედოვნებდა, რომ მეგობარს უახლოეს მომავალში რაიმე მსუბუქი, თუმცა საკმარისად შემაწუხებელი დაავადება შეეყრებოდა. მაგალითად, რამდენიმე დღით მეტყველების უნარს დაკარგავდა. კაცობრიობისთვის ეს მნიშვნელოვანი დანაკარგი არ იქნებოდა, თავად ანასთვის კი გარკვეულ თერაპიულ ღირებულებას მაინც შეიძენდა. მარიამი დიდხანს არ დარჩენილა. ანასთვის მოტანილი ნივთები შემოსასვლელში დატოვა, ნოეს დაემშვიდობა და გასვლისას მეგობარს ისეთი გამომეტყველებით შეხედა, რომ ქალმა მომდევნო დღის სატელეფონო საუბრისთვის ფსიქოლოგიური მომზადების აუცილებლობა იგრძნო. კარი მიხურა. ნოე ისევ იცინოდა. ანას ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ მის ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი ადამიანი არსებობდა, რომელთა ბედნიერებაც უშუალოდ მისი ღირსების შელახვაზე იყო დამოკიდებული. მამაკაცთან დაბრუნებულმა ღვინის ჭიქა აიღო და დივანზე ჩამოჯდა. ნოემ ხელი მხრებზე შემოხვია, ანამ კი ფეხები მის მუხლებზე მოათავსა და საუბარი სრულიად სხვა თემაზე გადაიტანა. საღამოს დარჩენილი ნაწილი იმდენად ბუნებრივად განვითარდა, რომ მოგვიანებით ნოეს გაუჭირდა გაეხსენებინა, კონკრეტულად როდის შეწყვიტეს საუბარი და როდის აღმოჩნდა ანა მის მკლავებში. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ქალმა რაღაცაზე გაიცინა, თავად მისკენ გადახარა და კოცნის შემდეგ ვახშმის გაგრძელების პერსპექტივამ ორივესთვის ყოველგვარი მიმზიდველობა დაკარგა. ღვინო მაგიდაზე დარჩა. მინის ზედაპირიც გადარჩა. მორიგი ვნებიანი და ყოველგვარს ზღვარგადასული სექსის შემდეგ ანა საკუთარ წინდახედულებას მომავალშიც აუცილებლად დააფასებდა.

ღამის სამ საათზე ნოეს ჯერ კიდევ არ ეძინა. ანა მის გვერდით მშვიდად სუნთქავდა, ერთი ხელი ბალიშის ქვეშ მოექცია, თმა კი ისე გაფანტვოდა, რომ მისი ნაწილი მამაკაცის სახეზეც აღმოჩენილიყო. ნოემ რამდენიმე ღერი ფრთხილად მოიშორა და ჭერს შეხედა.
სხვის საწოლში ძილი არასოდეს უყვარდა.
ამ საკითხს არც განსაკუთრებული ფსიქოლოგიური საფუძველი ჰქონდა და არც ბავშვობის ტრავმებთან რაიმე კავშირი. უბრალოდ, საკუთარ საწოლს, საკუთარ ბალიშს, დილით საკუთარ ყავას და იმ კომფორტს იყო მიჩვეული, რომელიც უცხო სივრცეში იშვიათად ხვდებოდა. ახლა კი წასვლა ეზარებოდა.
უფრო ზუსტად, წასვლის საჭიროებას ვერ ხედავდა. ანა არც დარჩენას სთხოვდა და არც დილით მის გვერდით გაღვიძებას დატვირთავდა რაიმე რაგანსაკუთრებული მნიშვნელობით. მამაკაცს საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდა, რომ სურვილის შემთხვევაში ქალი საწოლიდანაც საკმაოდ უხეშად გააძევებდა და შემდეგ სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე გააგრძელებდა ძილს. ამ აზრზე გაეღიმა.
ანასთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ ის იყო, რომ ნოეს საკუთარი თავის გაყიდვა არ სჭირდებოდა. ქალს არ აინტერესებდა, რამდენად შთამბეჭდავი იყო მისი ცხოვრების გარეგნული მხარე, არ ცდილობდა მისი ნაცნობების გაცნობას და არც ისეთი შეკითხვებით აწუხებდა, რომელთა მიღმაც მომავლის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სურვილი იმალებოდა. მისი ნახვა უნდოდა და დაურეკა. მასთან ღამის გატარება უნდოდა და ამის დასამალად არც ერთი ზედმეტი სიტყვა არ გამოუყენებია.
ნოესთვის, რომელიც ადამიანთა ურთიერთობებში დაფარულ მოტივებს საკმაოდ ხშირად აწყდებოდა, ასეთი პირდაპირობა სასიამოვნო ფუფუნება აღმოჩნდა. გვერდზე გადაბრუნებულმა ქალს შეხედა. ძილში ანა გაცილებით მშვიდი ჩანდა. სახეზე აღარ ჰქონდა ის ირონიული გამომეტყველება, რომელიც მამაკაცს ზოგჯერ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გადაფასებას აიძულებდა. ნოემ თმა სახიდან გადაუწია და საბანი გაუსწორა.
ქალი შეიშმუშნა, მისკენ გადმობრუნდა და ძილი განაგრძო. ნოეს გაეღიმა. შემდეგ თვალები დახუჭა და საკუთარ სახლში დაბრუნების საკითხი დილამდე გადადო.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ანა ლაშხის ცხოვრებაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლიდით იმას, რომ კვირაში რამდენჯერმე გაცილებით გვიან იძინებდა, დილით ზოგჯერ სრულიად სხვა მისამართზე იღვიძებდა და საკუთარი გარდერობის რამდენიმე ნივთის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით უკვე გარკვეული ბუნდოვანება არსებობდა. ნოეს სახლში კბილის ჯაგრისიც გაუჩნდა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა.
ერთ დილით სააბაზანოში შესულმა ანამ სარკის წინ ახალი, გაუხსნელი ჯაგრისი აღმოაჩინა და რამდენიმე წამით შეფუთვას უყურებდა. მამაკაცის მხრიდან ეს სრულიად პრაქტიკული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ქალს კარგად ესმოდა, რომ ადამიანთა ურთიერთობების ისტორიაში გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი გამხდარიყო ემოციური კატასტროფების დასაწყისი. ზოგჯერ ყველაფერი კბილის ჯაგრისით იწყებოდა და საერთო იპოთეკური სესხით მთავრდებოდა. ანა ჯაგრისს შეფუთვიდან იღებდა და იმედოვნებდა, რომ ამ ორ მოვლენას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი მეცნიერულად ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული. მათი შეხვედრები წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს არ ექვემდებარებოდა. ზოგჯერ რამდენიმე დღე საერთოდ ვერ ახერხებდნენ ერთმანეთის ნახვას, ზოგჯერ კი ზედიზედ ორ საღამოს ატარებდნენ ერთად. ერთხელ ნოემ ანა სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ქალაქგარეთ წაიყვანა, სადაც ვახშმისთვის შერჩეული პატარა რესტორნის დახურვამდე იმდენად ცოტა დრო დარჩენოდათ, რომ საბოლოოდ საჭმელი მანქანაში მიირთვეს. საღამო შესანიშნავი გამოვიდა.
მეორედ ანამ ნოე საკუთარ სახლში მიიწვია და მამაკაცს სრულიად მოულოდნელად მოუწია მისაღებში ჩამოვარდნილი წიგნების თაროს შეკეთება. ნოე დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში იატაკზე მუხლებზე იდგა, ხრახნებს ამაგრებდა და ქალის პროფესიული კომენტარების მოსმენას ცდილობდა, ანა კი დივანზე ღვინის ჭიქით მოთავსებულიყო და იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ფიზიკური შრომით დაკავებული სიმპათიური მამაკაცის ყურებას გარკვეული ესთეტიკური ღირებულება ნამდვილად ჰქონდა.
მოგვიანებით ნოემ გამოუცხადა, რომ ხელოსნის მომსახურების საფასური საკმაოდ მაღალი იყო. ანამ სიცილით მიიღო ინფორმაცია. ფინანსური ანგარიშსწორების საკითხი აღარ წამოჭრილა. ამ შეხვედრების განმავლობაში არც ერთს გამოუთქვამს სურვილი, მათ ურთიერთობას რაიმე კონკრეტული სახელი ჰქონოდა. ანას ეს სრულიად აწყობდა. არ ესმოდა ადამიანების დაუოკებელი მოთხოვნილება, ყველაფერი, რაც სიამოვნებას ანიჭებდათ, აუცილებლად გარკვეულ კატეგორიაში მოექციათ და შემდეგ ამ კატეგორიისთვის დამახასიათებელი ვალდებულებებით დაემძიმებინათ. ნოესთან კარგად იყო.
დანარჩენი ჯერჯერობით არაფერს ნიშნავდა. მარიამი, რასაკვირველია, ამ საკითხს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებდა, თუმცა ანა მეგობრის პროგნოზებს ისეთივე სერიოზულობით ეკიდებოდა, როგორითაც ასტროლოგიურ კალენდარში მერკურის რეტროგრადული მოძრაობის შესახებ გაფრთხილებებს.
მშვენივრად გრძნობდა თავს. სამსახურში ჩვეულებრივი დატვირთვა ჰქონდა, თავისუფალ დროს მეგობრებს ხვდებოდა, კითხულობდა, ზოგჯერ მთელი საღამო მარტო ატარებდა და ნოეს არსებობა ამ ყველაფერს ხელს საერთოდ არ უშლიდა.
ასე გაგრძელდებოდა ალბათ კიდევ დიდხანს, რომ არა ერთი სრულიად ჩვეულებრივი პარასკევი.

იმ დღეს ანას სამუშაო საათები ჩვეულებრივზე ადრე დაუსრულდა. მარიამთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა და საკმაოდ მშვიდად უსმენდა მეგობრის მონათხრობს, როდესაც ფანჯრის მიღმა ნაცნობ მამაკაცს მოჰკრა თვალი. ნოე იყო. მუქი კოსტიუმი ეცვა, ტელეფონი ხელში ეჭირა და მის გვერდით მაღალი, გამორჩეულად ლამაზი ქალი მიდიოდა. ანას მზერა მათზე შეჩერდა. ქალი დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. გრძელი მუქი თმა ჰქონდა, დახვეწილი გარეგნობა და ისეთი სხეული, რომლის არსებობაც ანას სრულიად ობიექტური შეფასებით ბუნების მხრიდან რესურსების არათანაბარი განაწილების კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა.
ნოემ რაღაც უთხრა. ქალს გაეცინა და მამაკაცის მკლავს შეეხო. ანამ საკუთარ ფინჯანს დახედა. უცნაური იყო. რამდენიმე წამის წინ ყავა შესანიშნავი ეჩვენებოდა, ახლა კი რატომღაც ზედმეტად მწარე აღმოჩნდა. ფანჯრისკენ აღარ გაუხედავს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით სამ წამში ისევ გაიხედა, რითაც საკუთარი ნებისყოფის მდგომარეობის შესახებ საკმაოდ დამთრგუნველი ინფორმაცია მიიღო. ნოე ქალთან ერთად მანქანისკენ მიდიოდა. კარი გაუღო, დაელოდა, სანამ ჩაჯდებოდა, შემდეგ მეორე მხარეს გადავიდა და რამდენიმე წამში მანქანა ადგილიდან დაიძრა. ანა მშვიდად იჯდა. გარეგნულად მაინც. მის გონებაში კი ამ მოკლე დროის განმავლობაში იმდენი სრულიად უსარგებლო შეკითხვა გაჩნდა, რომ მათი ერთდროულად დამუშავება გარკვეულ ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვდა.
ვინ იყო ქალი? რატომ ეხებოდა ნოეს?
რატომ გაუღო მამაკაცმა მანქანის კარი?
და, რაც ყველაზე აბსურდული იყო, რატომ ჰქონდა ასეთი კარგი თმა? უკანასკნელ შეკითხვას სიტუაციასთან საერთოდ არაფერი აკავშირებდა, თუმცა ანას ამ წუთში ქალის გარეგნობის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნამდვილად არ გააჩნდა. მარიამი ჩუმად იყო. ანა მისკენ შებრუნდა და მეგობრის სახეზე ყველაფერი ამოიკითხა.
- ერთი სიტყვაც არ თქვა. - მარიამმა ტუჩები მოკუმა. მის თვალებში არსებული აღტაცების ჩახშობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ანამ ყავა მოსვა და საკუთარ თავს გონებაში საკმაოდ ვრცელი განმარტება წარუდგინა. ნოე გელოვანი თავისუფალი მამაკაცი იყო. მათ ერთმანეთისთვის ერთგულება არ შეუფიცავთ, ურთიერთობის ექსკლუზიურობაზე არ უსაუბრიათ და, შესაბამისად, მამაკაცს სრული უფლება ჰქონდა, დრო ნებისმიერ ქალთან გაეტარებინა. ისევე, როგორც თავად ანას ჰქონდა ნებისმიერი მამაკაცის ნახვის უფლება. ყველაფერი ლოგიკური იყო.
სამართლიანი. ზრდასრული ადამიანებისთვის სრულიად მისაღები.
მხოლოდ ერთი მცირე პრობლემა არსებობდა. ანას ეს ყველაფერი საშინლად არ მოსწონდა. და ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი რეაქცია აღიზიანებდა. რამდენიმე წუთის წინ სრულიად კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით, ახლა კი უცნობი ქალის ხელის ერთი მოძრაობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის ფსიქიკაში რაღაც სრულიად არასასურველი პროცესი დაწყებულიყო. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ქალი ნოეს თანამშრომელი, მეგობარი ან ნათესავიც კი ყოფილიყო.
ანას არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა.
სამაგიეროდ, ანტიპათია უკვე საკმაოდ საფუძვლიანად ჩამოყალიბებოდა. ანა ლაშხს ეჭვიანობის ფსიქოლოგიური მექანიზმების შესახებ საკმარისი ცოდნა ჰქონდა. შეეძლო მისი წარმოშობის ახსნა, გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირება და ემოციის მართვის რამდენიმე ეფექტური მეთოდის ჩამოთვლაც კი. სამწუხაროდ, ამ ცოდნიდან არც ერთი არ უშლიდა ხელს იმაში, რომ სრულიად უცნობი, სავარაუდოდ უდანაშაულო ქალი უკვე საშინლად არ მოსწონებოდა. პროფესიული განათლებისთვის დახარჯული წლები აშკარად წყალში გადაყრილი ფული იყო.

შაბათს დილით ანა ლაშხს საკუთარი თავისთვის ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჰქონდა გაკეთებული: ეჭვიანობასა და ნაბახუსევს შორის გაცილებით მეტი საერთო არსებობდა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა ადამიანს წარმოედგინა. ორივე შემთხვევაში წინა საღამოს მიღებულ გადაწყვეტილებებს დილით გარკვეული უხერხულობით იხსენებდი, საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებოდა და იმედი გქონდა, რომ მდგომარეობა თავისით გაივლიდა. საბედნიეროდ, ამჯერად თავი არ სტკიოდა. სამზარეულოში იდგა, ყავას იმზადებდა და წინა საღამოს იხსენებდა, როდესაც მარიამმა, დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში, განსაკუთრებული მონდომებით სცადა მისგან აღიარების მიღება. ანას არაფერი უღიარებია. ძირითადად იმიტომ, რომ თავადაც არ იცოდა, კონკრეტულად რა უნდა ეღიარებინა. მამაკაცის მიმართ, რომელთანაც რეგულარულად იწვა, გარკვეული მესაკუთრული ინსტინქტის გამოვლენა არც განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ აღმოჩენას წარმოადგენდა და არც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. უბრალოდ, სასიამოვნო არ იყო.
ტელეფონი სამზარეულოს ზედაპირზე აციმციმდა. ნოე რეკავდა.
- ქალაქგარეთ წამოხვალ? - ანამ ფინჯანი ტუჩებთან შეაჩერა.
- დილა მშვიდობისა, ნოე. მეც კარგად ვარ, მადლობა მოკითხვისთვის.
- დემეტრე აგარაკზე ხალხს კრებს. ხვალ დავბრუნდებით. - ფანჯრიდან მოღრუბლულ ცას გახედა. შაბათ-კვირისთვის განსაკუთრებული გეგმები არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლიდით მაცივრის მოწესრიგებასა და წიგნს, რომლის წაკითხვასაც უკვე მესამე კვირაა აპირებდა.
- ვინ მოდის?
- რამდენიმე მეგობარი. მარიამსაც დაურეკა დემეტრემ.
- კარგი, წამოვალ.
- თორმეტზე გამოგივლი. - ტელეფონი გათიშა და ყავა მოსვა. საოცარი იყო, რამდენად მარტივად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, სავარაუდოდ, გაცილებით ხანგრძლივ მსჯელობას მოითხოვდა. ახლა კი ერთადერთი საკითხი, რომელზეც დაფიქრება დასჭირდა, ის იყო, რამდენად თბილი ტანსაცმელი უნდა წაეღო. და საცვლები. ამ უკანასკნელთა რაოდენობასთან დაკავშირებით ნოე გელოვანთან ურთიერთობის გამოცდილება გარკვეული წინდახედულების აუცილებლობაზე მიუთითებდა. თორმეტს ათი წუთი აკლდა, როდესაც ნოეს მანქანაში ჩაჯდა. მამაკაცს შავი ჯინსი და მუქი ნაცრისფერი სვიტერი ეცვა. ანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა უფრო უხდებოდა მას, კლასიკური კოსტიუმი თუ ყოველდღიური ტანსაცმელი, თუმცა ამ საკითხის ობიექტურად შეფასებას ხელს ერთი გარემოება უშლიდა - ნოე ტანსაცმლის გარეშეც ჰყავდა ნანახი და კონკურენცია აშკარად არათანაბარი იყო. მამაკაცი მისკენ გადაიხარა, ტუჩებში აკოცა და მანქანა დაძრა. ქალაქიდან გასვლამდე ძირითადად მუსიკას უსმენდნენ. ანამ გზად ყავის ყიდვა მოითხოვა, შემდეგ ნოეს მუსიკალური გემოვნება გააკრიტიკა და საბოლოოდ თავად შეარჩია სიმღერა, რომლის ტექსტიც იმდენად დეპრესიული აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა ნახევარი წუთის შემდეგ ხმის დაწევა გადაწყვიტა.
- ამას ნებაყოფლობით უსმენ?
- ზოგჯერ.
- გასაგებია, რატომ გჭირდება ამდენი ყავა. - ანას გაეცინა და სავარძელში უფრო მოხერხებულად მოკალათდა. ქალაქის ხმაური თანდათან უკან რჩებოდა, გზის ორივე მხარეს გაშლილი მინდვრები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ხეები ჩნდებოდა, მანქანაში კი ისეთი სასიამოვნო სიმშვიდე სუფევდა, რომლის დარღვევის აუცილებლობასაც არც ერთი არ გრძნობდა. ნოესთან დუმილი, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კომფორტული იყო.
ანა ვერ იტანდა ადამიანებს, რომლებიც სიჩუმეს ურთიერთობის წარუმატებლობად აღიქვამდნენ და მის შესავსებად მზად იყვნენ, საკუთარი ნათესავების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან დაწყებული, მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებით დამთავრებული, ნებისმიერ საკითხზე ელაპარაკათ. ნოე ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისი აღმოჩნდა. როდესაც სათქმელი არაფერი ჰქონდა, უბრალოდ ჩუმად იყო. ფსიქოლოგისთვის, რომელიც კვირაში რამდენიმე ათეულ საათს ადამიანების მოსმენაში ატარებდა, ეს თვისება თითქმის ეროტ/იკული დატვირთვის მატარებელი გახლდათ.

დემეტრეს აგარაკი ქალაქიდან დაახლოებით საათ-ნახევრის სავალზე, საკმაოდ მოზრდილ, ხეებით გარშემორტყმულ ეზოში მდებარეობდა. სახლის წინ რამდენიმე ავტომობილი იდგა, ღია ტერასიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა, ჰაერში კი შეშის კვამლისა და შემწვარი ხორცის სურნელი ტრიალებდა. დემეტრე მათ ეზოში დახვდათ, ხელში ლუდის ბოთლითა და ისეთი კმაყოფილი გამომეტყველებით, თითქოს კაცობრიობის ყველა პრობლემა პირადად გადაეჭრა.
- როგორც იქნა! უკვე ვფიქრობდი, ქალაქიდან ფეხით მოდიოდით.
- შენი სტუმართმოყვარეობის ამბავი რომ ვიცი, არც ეგ იქნებოდა ცუდი გადაწყვეტილება. - უპასუხა ნოემ და საბარგული გახსნა. მარიამი ტერასაზე იჯდა. ანას დანახვისთანავე ხელი დაუქნია, შემდეგ კი მის გვერდით მყოფ მამაკაცს ისეთი მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით შეხედა, რომ ანას წამიერად მოუნდა მეგობრისთვის კომუნიკაციის უნარი ქირურგიული გზით შეეზღუდა.
სახლში უკვე რამდენიმე ადამიანი შეკრებილიყო. ზოგიერთს ანა გამოფენიდან ცნობდა, დანარჩენებს დემეტრე აცნობდა, თუმცა სახელების დამახსოვრებას დიდად არ ცდილობდა. ჩანთა ოთახში დატოვა, თხელი მოსაცმელი მოიცვა და უკან, ტერასაზე დაბრუნდა. სწორედ მაშინ დაინახა ის.
მუქი, გრძელი თმა, მაღალი აღნაგობა, ლამაზი სახე და სიცილისას ოდნავ უკან გადაგდებული თავი. გუშინდელი ქალი.
ანა წამით შეჩერდა. რა პატარა და რა საზიზღარი იყო სამყარო. ქალი დემეტრეს გვერდით იდგა და ტელეფონში რაღაცას აჩვენებდა. რამდენიმე წამში დემეტრემ ანა შენიშნა და თავისკენ უხმო.
- ანა, გაიცანი, სალომე. - ქალმა გულწრფელად გაუღიმა და ხელი გაუწოდა.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. - ანა ლაშხს შესანიშნავად შეეძლო ზრდილობიანი ურთიერთობის დამყარება ადამიანთან, რომლის მიმართაც წინა საღამოს სრულიად უსაფუძვლო ანტიპათია განუვითარდა. პროფესიული გამოცდილება ამ მხრივ ნამდვილად ეხმარებოდა. თუმცა გაცილებით სასიამოვნო იქნებოდა, სალომეს რაიმე აშკარა ნაკლი რომ ჰქონოდა. მაგალითად, საშინელი ხმა.
ან სულელური სიცილი. უკიდურეს შემთხვევაში, ცუდი მანერები.
სამწუხაროდ, ქალი არც ერთ ამ შესაძლებლობას არ სთავაზობდა.
- გუშინ ნოეს რომ არ გამოევლო ჩემთვის, დღეს აქ მოსვლასაც ვერ მოვახერხებდი. - თქვა სალომემ და დემეტრეს მიუბრუნდა. - ორშაბათს თუ ჩემი მანქანა მზად არ იქნება, იმ ხელოსანს პირადად მოვკლავ.
- ჯერ ფული გამოართვი და მერე მოკალი. - ურჩია დემეტრემ. ანას გაეღიმა. მორჩა.
მთელი გუშინდელი ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც მისმა წარმოსახვამ განსაკუთრებული მონდომებით შექმნა, ავტომობილის გაუმართაობამდე დავიდა.
საოცარია. ამდენი წლის განათლება, ადამიანური ქცევის შესწავლა, კლინიკური გამოცდილება და საბოლოოდ ქალი, რომელსაც უბრალოდ მანქანა გაუფუჭდა. მარიამს გახედა. მეგობარს საუბარი გაეგონა და ახლა ღვინის ჭიქის მიღმა ღიმილის დამალვას ცდილობდა. ანა მის გვერდით ჩამოჯდა.
- რამის თქმას გაბედავ და მოგკლავ. - მარიამს სიცილი აუტყდა.

შუადღის შემდეგ ეზოში განსაკუთრებული გამოცოცხლება დაიწყო. დემეტრემ გადაწყვიტა, რომ ხორცის შეწვა მხოლოდ მისი კომპეტენციის ფარგლებში შედიოდა, თუმცა ნახევარი საათის განმავლობაში იმდენი ურთიერთგამომრიცხავი მითითება გასცა, რომ ნოემ საბოლოოდ მაშა ხელიდან გამოართვა და სამწვადესთან თავად დადგა. ანას ღვინის ჭიქა ეჭირა და ტერასიდან აკვირდებოდა. მამაკაცებს საოცარი უნარი ჰქონდათ, ცეცხლის გარშემო შეკრებილებს რამდენიმე ათასი წლით უკან დაეხიათ ევოლუციური განვითარების თვალსაზრისით. საკმარისი იყო შეშა, ხორცი და ალკოჰოლი, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ყველა მიღწევას დროებით აზრი დაეკარგა. ნოეს სვიტერის მკლავები იდაყვებამდე აეკეცა, ცალ ხელში მაშა ეჭირა, მეორეში სიგარეტი და დემეტრეს მორიგ აბსურდულ მოსაზრებას ისეთი გამომეტყველებით უსმენდა, თითქოს მეგობრის გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ გამოეტანა საბოლოო დასკვნა. ანა ღიმილით აკვირდებოდა მათ. ნოე მეგობრების გარემოცვაში სხვანაირი იყო. გაცილებით თავისუფლად იცინოდა, ზოგჯერ საკმაოდ უხეშად ხუმრობდა და საერთოდ არ ცდილობდა იმ თავშეკავებული მამაკაცის შთაბეჭდილების დატოვებას, რომელსაც ანა პირველად საკუთარ კაბინეტში შეხვდა. მოსწონდა მისი ეს მხარე.
მოსწონდა ისიც, რომ მამაკაცი ყოველ ხუთ წუთში არ ამოწმებდა, სად იყო, ვის ელაპარაკებოდა ან რამდენ ღვინოს სვამდა. თავისუფლად ტოვებდა საკუთარ გარემოცვაში და ისე ბუნებრივად ექცეოდა, თითქოს ანას იქ ყოფნას განსაკუთრებული ზედამხედველობა არ სჭირდებოდა. საღამოს მოახლოებასთან ერთად ამინდიც შეიცვალა. ქარი გაძლიერდა, ცა ჩამუქდა და წვიმის პირველი მსხვილი წვეთები ტერასის ხის მოაჯირს დაეცა. ყველაფერი სახლში გადაიტანეს. სუფრა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. საუბარი პოლიტიკიდან ადამიანების ყველაზე სამარცხვინო ცხოვრებისეულ გამოცდილებამდე მივიდა, დემეტრემ საკუთარი სტუდენტობის რამდენიმე ისეთი ისტორია გაიხსენა, რომელთა მოსმენის შემდეგაც ანას გულწრფელად გაუკვირდა, როგორ მიაღწია მამაკაცმა სრულწლოვანებას ჯანმრთელი ნერვული სისტემითა და თავისუფალი მოქალაქის სტატუსით. ნოე განსაკუთრებით არ ინდობდა მეგობარს და პერიოდულად ისეთ დეტალებს ამატებდა, რომელთა გამოტოვებასაც დემეტრე აშკარად შეგნებულად ცდილობდა. ანა დიდი ხნის შემდეგ თავისუფლად იცინოდა. არც საათს უყურებდა, არც ტელეფონს ამოწმებდა და არც მომდევნო სამუშაო კვირაზე ფიქრობდა.
საღამოს ცხრა საათისთვის წვიმა ნამდვილ თავსხმად გადაიქცა, ხოლო ათს რამდენიმე წუთი აკლდა, როდესაც სახლში მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა. სიბნელეს რამდენიმე წამიანი სიჩუმე მოჰყვა.
- მშვენიერია. - გაისმა დემეტრეს ხმა.
- შესანიშნავი აგარაკი გაქვს. - გამოეხმაურა ნოე. - ელექტროენერგია დამატებით მომსახურებაში შედის? -
ტელეფონების ფარნები აანთეს. დემეტრემ განაცხადა, რომ სახლში გენერატორი ჰქონდა, რაც თავდაპირველად დამაიმედებლად ჟღერდა, სანამ არ გაირკვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, მუშაობდა თუ არა. ნოემ სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დატოვა და წამოდგა.
- სად გაქვს?
- ეზოს ბოლოში, სათავსოში. - ფანჯრის მიღმა ისეთი წვიმა იყო, რომ ანას გულწრფელად შეეცოდა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გარეთ გასვლა მოუწევდა. ნოემ ქურთუკი მოიცვა და დემეტრესთან ერთად სახლიდან გავიდა.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. სამაგიეროდ, ეზოდან მამაკაცების ხმები ისმოდა, რომელთა ლექსიკური მარაგიც აშკარად სცდებოდა სალიტერატურო ქართული ენის ფარგლებს. ანა და მარიამი ფანჯარასთან მივიდნენ.
- მგონი, რაღაცას აფუჭებენ. - თქვა მარიამმა.
- ნუ ხარ პესიმისტი. შეიძლება უკვე გააფუჭეს. - კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ზღურბლზე ტალახში ამოსვრილი დემეტრე გამოჩნდა. მის უკან ნოე იდგა, თავიდან ფეხებამდე სველი, სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველებით. როგორც გაირკვა, გენერატორს საწვავი არ ჰქონდა, დემეტრეს კი ეზოს სიბნელეში ფეხი დასცურებოდა და პირდაპირ გუბეში აღმოჩენილიყო. ანა სიცილს ვეღარ იკავებდა. ნოემ ქურთუკი გაიხადა და შეხედა.
- ძალიან გართობს?
- უზომოდ.
- მიხარია, რომ ჩემი ტანჯვა შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
- ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად. -
საბოლოოდ ელექტროენერგიის აღდგენის იდეაზე უარი თქვეს. სანთლები მოძებნეს, ბუხარში შეშა შეუკეთეს და საღამო გაცილებით სასიამოვნოდ გაგრძელდა, ვიდრე თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში.

შუაღამის შემდეგ ანა ტერასაზე გავიდა. წვიმას თითქმის გადაეღო, ჰაერში სიცივე და მიწის მძაფრი, ნესტიანი სურნელი იდგა. სახლის შიგნიდან ჯერ კიდევ ისმოდა საუბარი და პერიოდულად დემეტრეს ხმამაღალი სიცილი. მოაჯირს მიეყრდნო და ღვინო მოსვა. სასიამოვნოდ დაღლილი იყო. არა ისე, როგორც სამუშაო დღის ბოლოს, როდესაც ადამიანების ემოციებით გაჯერებული გონება სიმშვიდეს ითხოვდა, არამედ იმგვარად, როდესაც კარგად გატარებული დღის შემდეგ ადამიანს ძილიც კი ენანება.
ზურგს უკან კარის გაღების ხმა გაიგონა.
ნოე მის გვერდით დადგა, სიგარეტს მოუკიდა და ეზოს გახედა.
- კარგად გაერთე?
- განსაკუთრებით მაშინ, ტალახიანი რომ დაბრუნდით. - მამაკაცს გაეცინა. ანა მის პროფილს დააკვირდა. ბუხრის სუსტი სინათლე სახლის ფანჯრებიდან აღწევდა და მამაკაცის სახის ნაკვთებს ნაწილობრივ ანათებდა. თმა ჯერ კიდევ ოდნავ ნესტიანი ჰქონდა. ქალმა თავისუფალი ხელი მის თმაში შეაცურა და თითებით უკან გადაუწია. - გაცივდები. - ნოემ მზერა მისკენ გადაიტანა.
- იზრუნებ ჩემზე?
- არა. ექიმის ნომერს მოგცემ. - მამაკაცმა სიგარეტი ჩააქრო, წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. ანამ ღვინის ჭიქა მოაჯირზე დადგა, ხელები კისერზე შემოხვია და თავად აკოცა. კოცნა აუჩქარებელი იყო, ღვინის მსუბუქი გემოთი და სიგარეტის სურნელით. ნოეს სიახლოვე ისევ ისეთივე სასიამოვნო ფიზიკურ რეაქციას იწვევდა მასში, როგორც მათი ნაცნობობის დასაწყისში, თუმცა ამჯერად სურვილს რაღაც სხვა შეგრძნებაც ახლდა, ანა სახელის დარქმევას არ ჩქარობდა. უბრალოდ კარგად გრძნობდა თავს. და ზოგჯერ განცდისთვის ამაზე რთული განმარტების მოძებნა სრულიად ზედმეტი იყო.
- გავიპაროთ? - ჰკითხა ნოემ. ანას პასუხის ნაცვლად გაეღიმა, მამაკაცისკენ მიიწია და ქვედა ტუჩზე მსუბუქად უკბინა. ნოეს სახეზე გაჩენილი გამომეტყველებით თუ იმსჯელებდა, გადაწყვეტილების სიტყვიერად დადასტურების აუცილებლობა აღარ არსებობდა.
სახლში დაბრუნებულებმა განსაკუთრებული მონდომებით სცადეს ბუნებრივად მოქცევა. ანამ ღვინის ჭიქა მაგიდაზე დატოვა, მარიამს რაღაც სრულიად უმნიშვნელო საკითხზე გამოელაპარაკა და კიბისკენ გაემართა, ნოემ კი დემეტრეს სიგარეტის კოლოფი ესროლა და რამდენიმე წამის დაგვიანებით მიჰყვა. გეგმა, სავარაუდოდ, გაცილებით წარმატებული იქნებოდა, რომელიმე მათგანს მსახიობობის მინიმალური ნიჭი მაინც რომ ჰქონოდა.
მარიამმა კიბეზე მიმავალ წყვილს თვალი გააყოლა და გაეღიმა. დემეტრემ მისი მზერის მიმართულებას გახედა, ჩაიცინა და ღვინის ბოთლს დასწვდა. არც ერთს არაფერი უთქვამს, თუმცა ორივეს სახეზე საკმაოდ მკაფიოდ იკითხებოდა, რას ფიქრობდნენ. საძინებლის კართან მისულმა ანამ სიცილი ვეღარ შეიკავა.
- მგონი, შეუმჩნევლად მოვახერხეთ.
- ეჭვგარეშეა. განსაკუთრებით მაშინ, მარიამს რომ ღამე მშვიდობისა სამჯერ უსურვე. - ნოემ კარი მიხურა და ანა თავისკენ მიიზიდა. ქალმა ხელები მხრებზე შემოხვია და აკოცა. ამჯერად აღარ არსებობდა არც მეგობრების მზერა, არც საუბრის გაგრძელების აუცილებლობა და არც თავშეკავების განსაკუთრებული მიზეზი. მთელი საღამოს განმავლობაში დაგროვილი სურვილი ორივესთვის საკმარისად ნაცნობი და სასიამოვნო იყო.
- კარი ჩაკეტე? - გაახსენდა ანას. ნოეს გაეცინა, საკეტი გადაატრიალა და ისევ მისკენ შებრუნდა.
გარეთ წვიმა განახლდა. ანამ ეს მხოლოდ მოგვიანებით შეამჩნია, როდესაც ნოეს გვერდით იწვა და ფანჯრის მინაზე წვეთების დაცემის ხმას უსმენდა. მამაკაცის თითები მის მკერდზე ჯერ კიდევ მოუსვენრად დაცოცავდნენ, ოთახში კი სასიამოვნო სითბო და სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ქვედა სართულიდან დემეტრეს სიცილი გაისმა.
- იმედია, კარგი ხმის იზოლაცია აქვს ამ სახლს. - ჩაილაპარაკა ანამ.
- ახლა გაგახსენდა? - ქალმა ბალიში აიღო და სახეზე დაიფარა. ზოგჯერ საკუთარი წინდახედულების ნაკლებობა გულწრფელად აღაშფოთებდა.

მეორე დილით ანა სიცილის ხმამ გააღვიძა. ნოე მის გვერდით აღარ იწვა, ფანჯრიდან მზის სინათლე შემოდიოდა, ქვედა სართულიდან კი ყავისა და ახლად გამომცხვარი პურის სურნელი აღწევდა.
საათს დახედა. თერთმეტის ნახევარი იყო.
საწოლში კიდევ რამდენიმე წუთი ინებივრა, შემდეგ მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა, სადაც დემეტრე საკუთარი წინა საღამოს მარცხის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ჰყვებოდა. ამ ვერსიის მიხედვით, გენერატორის ამუშავებას მხოლოდ ნოეს არაკომპეტენტურობამ შეუშალა ხელი, თავად კი ტალახში ტექნიკური აუცილებლობის გამო აღმოჩნდა. ნოე სამზარეულოში ყავას ასხამდა და მეგობრის მონოლოგს სრული გულგრილობით უსმენდა. ანას დანახვისას მეორე ფინჯანიც გამოიღო.
უშაქრო ყავა, ცოტაოდენი რძით. ზუსტად ისეთი, როგორსაც ანა სვამდა. ქალმა ფინჯანი გამოართვა, მადლობა უთხრა და მარიამის გვერდით ჩამოჯდა. საუზმის შემდეგ ეზოში გავიდნენ, ცოტა ხანს გაისეირნეს და შუადღისთვის ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტეს. უკანა გზაზე ანას ტელეფონი თითქმის არ აუღია ხელში. ნოესთან ერთად მუსიკას უსმენდა, გზად პატარა საცხობთან გაჩერება მოითხოვა და ორი ცხელი ლობიანი იყიდა, რომელთაგანაც ერთი მამაკაცს ეკუთვნოდა, თუმცა საბოლოოდ მის ნახევარსაც თავად შეექცა. თბილისში შესვლისას ნოემ უბრალო სიმშვიდით ჰკითხა.
- ჩემთან წამოხვალ თუ სახლში მიგიყვანო? - ანა ჩაფიქრდა. სახლში ნამდვილად ჰქონდა საქმეები. გასარეცხი ტანსაცმელი, მოსაწესრიგებელი დოკუმენტები და ორშაბათისთვის გადასახედი რამდენიმე ჩანაწერი.
- სახლში. საქმეები მაქვს. - ნოემ თავი დაუქნია და მიმართულება შეცვალა.
კორპუსთან გაჩერების შემდეგ ანამ ჩანთა აიღო, მამაკაცს აკოცა და მანქანიდან გადავიდა. საკუთარ ბინაში შესვლისთანავე ფანჯრები გააღო, ტანსაცმელი გამოიცვალა და ჩვეულ ყოველდღიურობას დაუბრუნდა. საღამოს შვიდი საათისთვის თითქმის ყველა საქმე მოესწრო, შხაპიც მიეღო და ახლა მისაღებში, დივანზე მოკალათებული, წიგნის კითხვას ცდილობდა. მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა ერთი უცნაური გარემოება. ნოესთან თითქმის ორი დღე გაატარა. მამაკაცი სულ რამდენიმე საათის წინ დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ მარტო ყოფნა ყოველთვის განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა, ახლა სიამოვნებით მოისმენდა მის რომელიმე თავხედურ კომენტარს. თუნდაც იმ წიგნზე, რომელსაც კითხულობდა. ან მის მუსიკალურ გემოვნებაზე. ან საერთოდ არაფერზე.
წიგნი დახურა და ტელეფონს დახედა.
არა, მიწერას არ აპირებდა. ამის საჭიროება არ არსებობდა. რამდენიმე საათის წინ დაემშვიდობა და ზრდასრულ, ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საღამოს გატარების უნარი უნდა ჰქონოდათ. ტელეფონი გვერდით გადადო. ათი წუთის შემდეგ ისევ აიღო.
ლობიანის ნახევარი შენთან დამრჩა?
პასუხი მალევე მოვიდა.
არა. ისიც შენ შეჭამე.
ანას გაეცინა.
ცილისწამებაა.
ხვალ საღამოს გამოგივლი. მტკიცებულებებს ერთად მოვიპოვებთ.
ქალმა ტელეფონი მკერდზე დაიდო და ჭერს ახედა. ყველაზე საეჭვო ამ ამბავში ის იყო, რომ ამჯერად ნოეს ნახვის სურვილი მხოლოდ სექსთან საერთოდ არ ყოფილა დაკავშირებული.
ჯანდაბა.
როგორც ჩანს, მამაკაცს ტანსაცმლიანსაც საკმაოდ წარმატებით იტანდა. და ეს უკვე გაცილებით სერიოზული პრობლემა იყო.


7

ორშაბათს დილით ანა ლაშხმა აღმოაჩინა, რომ პირად ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს ერთი საკმაოდ არასასიამოვნო გვერდითი ეფექტი ჰქონდა - კარგ ხასიათზე იყო.
ორშაბათს.
დილის ცხრა საათზე.
სამსახურში.
გარემოებათა ასეთი თანხვედრა საფუძვლიან ეჭვს ბადებდა. ჩვეულებრივ, კვირის ამ მონაკვეთში კაცობრიობის მიმართ მისი დამოკიდებულება ზომიერი ანტიპათიიდან ღია მტრობამდე მერყეობდა, დღეს კი ადმინისტრატორს გაუღიმა, დაგვიანებულ პაციენტს აპატია და ყავაც კი სიამოვნებით დალია.
მდგომარეობა საგანგაშო იყო. საკუთარი პროფესიული გამოცდილებით იცოდა, რომ ადამიანის განწყობაზე სექსუალური კმაყოფილება დადებითად მოქმედებდა, თუმცა ნოე გელოვანისთვის ანტიდეპრესანტის ფუნქციის მინიჭება გარკვეულწილად შეურაცხმყოფად მიაჩნდა. მით უმეტეს, პრეპარატს აშკარად ჰქონდა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებები. შუადღისთვის ოთხი პაციენტის მიღება მოასწრო და მეხუთეს მოლოდინში ელექტრონულ ფოსტას ამოწმებდა, როდესაც ეკრანზე ეკა ჯაფარიძის სახელი გამოჩნდა.
ეკა მისი ყოფილი ლექტორი და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანი იყო, რომელთა ინტელექტუალური შესაძლებლობების მიმართ ანას გულწრფელი პატივისცემა ჰქონდა. ორმოცდათექვსმეტი წლის ქალს ოცდაათწლიანი პრაქტიკა, ორი დასრულებული ქორწინება და ადამიანური სისულელის მიმართ იმდენად დაბალი ტოლერანტობა გააჩნდა, რომ ანა ზოგჯერ გულწრფელად ვერ ხვდებოდა, როგორ მოახერხა ამ პროფესიისთვის ამდენი წლის განმავლობაში თავის შეწირვა. ეკასთან შეხვედრა ორი კვირის წინ ჰქონდათ დაგეგმილი. პროფესიული სუპერვიზიის ფარგლებში რამდენიმე რთული შემთხვევის განხილვა სურდათ და ანას, სიმართლე რომ ეთქვა, ეს შეხვედრები ყოველთვის სიამოვნებდა. თუმცა დღეს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ნამდვილად არ ელოდა. ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში სხვების თავდაცვის მექანიზმების ამოცნობაში ვარჯიშობდა, საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დამალვა კოლეგასთან დაახლოებით ისევე გაუჭირდებოდა, როგორც პროქტოლოგთან ვიზიტისას უკანალის დამალვა.
სამ საათზე ეკას კაბინეტში იჯდა და ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევას განიხილავდა. საუბარი თითქმის ორმოც წუთს გაგრძელდა, რამდენიმე პროფესიულ საკითხზე იკამათეს კიდეც და საბოლოოდ, როდესაც სამუშაო ჩანაწერები დახურეს, ეკამ სათვალე მოიხსნა და ანას ინტერესით შეხედა.
- შენ რა გჭირს?
- უკაცრავად?
- დღეს რაღაც ზედმეტად კეთილგანწყობილი ხარ.
- ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა უკვე კლინიკურ სიმპტომად ითვლება?
- შენს შემთხვევაში დაკვირვებას ნამდვილად საჭიროებს. - ანას გაეცინა. საკუთარი პროფესიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ყველაზე დიდი ნაკლი სწორედ ის იყო, რომ მათთან ნორმალურად მოტყუებაც კი განსაკუთრებულ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვდა.
- კარგი შაბათ-კვირა მქონდა.
- მამაკაცთან ერთად?
- რატომ გამორიცხე კულტურული ღონისძიებები, ბუნებაში გასეირნება და სულიერი განვითარების სხვა საშუალებები?
- იმიტომ, რომ ოცდასამი წლიდან გიცნობ. - საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი იყო.
ანამ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, საათს დახედა და მაგიდაზე დადო.
- ვიღაცას ვხვდები.
- ძალიან კარგი.
- ნუ გიხარია ასე. ჯერ არ ვიცით, რამდენად ჯანმრთელია.
- მამაკაცი თუ ურთიერთობა?
- ორივე საკითხი შესწავლის პროცესშია. -
ეკას გაეღიმა. ანას ყოველთვის მოსწონდა ამ ქალის უნარი, ადამიანისთვის საკუთარი აბსურდულობის გაცნობიერების საშუალება მიეცა ისე, რომ პირდაპირ არაფერი ეთქვა. თუმცა ამ მეთოდის ეფექტიანობას გაცილებით მეტად აფასებდა, როდესაც ექსპერიმენტის ობიექტი თავად არ იყო.
- მოგწონს?
- წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფალ დროს მასთან არ გავატარებდი.
- და რატომ მპასუხობ ისე, თითქოს ჩვენებას აძლევ?
ანა გაჩუმდა.
ჯანდაბა.
ზოგიერთ ადამიანს პროფესიული საქმიანობის უფლება აუცილებლად უნდა შეეზღუდოს. განსაკუთრებით ნაცნობებთან მიმართებაში.
- მასთან კარგად ვარ. სექსი შესანიშნავია, საუბარი საინტერესოა, იუმორის გრძნობაც აქვს და, რაც მთავარია, ერთად გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ მისი მოკვლის სურვილი არ მიჩნდება. ჩემი გამოცდილებით, ეს საკმაოდ პერსპექტიული დასაწყისია.
- მაშინ რა გაწუხებს?
- არაფერი.
- მშვენიერია. - ეკა ყავის ფინჯანს დასწვდა და ფანჯრისკენ გაიხედა. ანა მოთმინებით ელოდა მორიგ შეკითხვას, თუმცა ქალი საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებდა. სიჩუმემ დაახლოებით ნახევარ წუთს გასტანა.
- უბრალოდ, გუშინ სახლში რომ დავბრუნდი, ისევ მისი ნახვა მომინდა. -
ეკას ტუჩებზე ღიმილი გაჩნდა.
- საშინელებაა.
- ხოო..
- ოცდათხუთმეტი წლის ქალი მამაკაცს შეხვდა, მასთან დროის გატარება მოეწონა და კვლავ ნახვა მოუნდა. ალბათ, სამეცნიერო კონფერენცია უნდა მოვიწვიოთ. - ანას ხმამაღლა გაეცინა.
- აუტანელი ხარ.
- სამაგიეროდ, კარგი ფსიქოლოგი. -
ეკა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. - ანა, ყველაფრის გაანალიზება აუცილებელი არ არის. ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ მოსწონს მეორე ადამიანი და ამ მოვლენას არც ბავშვობის ტრავმა უდევს საფუძვლად, არც დაუკმაყოფილებელი ემოციური მოთხოვნილება და არც მამის კომპლექსი.
- ფროიდი შენს დიპლომს დაწვავდა.
- ფროიდს კოკაინი უყვარდა. მის ყველა გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ნდობით ნუ მოეკიდები. - ანა კაბინეტიდან შესანიშნავ ხასიათზე გამოვიდა, თუმცა ერთი საკმაოდ უსიამოვნო დასკვნით - საკუთარი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტში იმაზე გაცილებით სასაცილო იყო, ვიდრე აქამდე წარმოედგინა. ყველაზე მეტად ის ართობდა, რომ ნოესთან ურთიერთობის დაწყებიდან დღემდე საკუთარი თავისთვის არც ერთი ისეთი შეკითხვა არ დაუსვამს, რომელიც მამაკაცის გრძნობებს შეეხებოდა. აინტერესებდა, მოსწონდა თუ არა, უნდოდა თუ არა მისი ნახვა, სიამოვნებდა თუ არა მასთან ყოფნა, მაგრამ არასოდეს დაფიქრებულა, რას ელოდა ნოე ამ ყველაფრისგან.
შესაძლოა არაფერს. შესაძლოა ზუსტად იმავეს, რასაც თავად. და მაინც, ამ საკითხის გარკვევის სურვილი ჯერჯერობით არ ჰქონდა. არ სურდა მათ შორის არსებული სასიამოვნო სიმსუბუქე ურთიერთობის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობით დაემძიმებინა. ადამიანებს ისედაც საოცარი ნიჭი ჰქონდათ, ბედნიერების მცირე მონაკვეთი ზედმეტი შეკითხვებით გაეფუჭებინათ. ანა კი ამ ეტაპზე საკმაოდ კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით.

ნოე გელოვანი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ არაკომპეტენტურობას თავდაჯერებული საუბრის მანერით ფარავდნენ, განსაკუთრებული მოთმინებით არასოდეს გამოირჩეოდა. სამუშაო მაგიდასთან იჯდა და უკვე თორმეტი წუთი იყო, მის წინ მჯდომი მამაკაცისგან ისმენდა განმარტებას, რატომ ვერ შესრულდა საქმე, რომლისთვისაც საკმარისი დრო, ფინანსები და ადამიანური რესურსი არსებობდა.
განმარტება თავისთავად საინტერესო ფენომენს წარმოადგენდა. მასში მონაწილეობდნენ თანამშრომლები, პარტნიორები, გაუთვალისწინებელი გარემოებები და რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელთა არსებობის შესახებაც ნოემ საერთოდ არაფერი იცოდა. ერთადერთი პიროვნება, რომელსაც შექმნილ ვითარებასთან, როგორც ჩანდა, არავითარი კავშირი არ ჰქონდა, თავად პასუხისმგებელი მამაკაცი იყო.
- გასაგებია. - შეაწყვეტინა ბოლოს. - შენ კონკრეტულად რას აკეთებდი ამ დროს? -
მამაკაცი დაიბნა.
- მე პროცესს ვაკონტროლებდი.
- და ეს კონტროლირებული შედეგია? -
კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა. ნოემ მის წინ გაშლილი დოკუმენტები დახურა. - ორი დღე გაქვს. შემდეგ ამ საკითხზე საუბარი აღარ მოგვიწევს.
- გასაგებია, ბატონო ნოე.
- იმედი მაქვს. - მამაკაცის წასვლის შემდეგ დემეტრემ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფანჯარასთან იდგა და საუბარს უხმოდ უსმენდა, სიგარეტს მოუკიდა.
- ზოგჯერ ადამიანებს ისე ელაპარაკები, მეც კი მიჩნდება სურვილი, რამე გამოვასწორო.
- კარგი იქნება.
- რა?
- რამე რომ გამოასწორო. - დემეტრეს გაეცინა და სავარძელში ჩაჯდა.
- საღამოს რას აკეთებ?
- საქმე მაქვს.
- სახელი და გვარი აქვს შენს საქმეს? -
ნოემ კომპიუტერის ეკრანიდან მზერა მეგობარზე გადაიტანა. - ისე, ანა მომწონს.
- მეც.
- შენ სხვა მიზეზების გამო.
- ყველა მიზეზი არ იცი. - მეგობარს სახეზე ღიმილი გაუფართოვდა, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
ნოეს ანასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დიდად არ იტაცებდა. არა იმიტომ, რომ რამეს მალავდა. უბრალოდ, არასოდეს ესმოდა მამაკაცების განსაკუთრებული მოთხოვნილება, ქალთან ურთიერთობის ყოველი დეტალი მეგობრების გარემოცვაში განეხილათ. მისთვის ის, რაც ორ ადამიანს შორის ხდებოდა, ამ ორი ადამიანის საკუთრება იყო და მესამე პირის შეფასებას არ საჭიროებდა. თუმცა დემეტრეს სიტყვებში ერთი რამ ნამდვილად იყო სიმართლე, ბოლო დროს საკუთარ თავისუფალ დროს სხვაგვარად ანაწილებდა. ადრე საღამოს გეგმებს ხშირად დღის ბოლოს ადგენდა, ახლა კი უკვე დილით იცოდა, რომ ანას ნახვა სურდა. ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობით არ ტვირთავდა. მოსწონდა ქალი, სიამოვნებდა მასთან ყოფნა და ვერ ხედავდა მიზეზს, რატომ უნდა შეეზღუდა საკუთარი სურვილი მხოლოდ იმის გამო, რომ მსგავსი რეგულარულობა მისთვის ჩვეული არ იყო.
გარდა ამისა, ანა არ იყო დამღლელი. ეს თვისება ნოესთვის გაცილებით ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე ქალების უმრავლესობას წარმოედგინა. მასთან შეიძლებოდა სიჩუმეში ჯდომა ისე, რომ ყოველ რამდენიმე წუთში არ მოგესმინა შეკითხვა, რას ფიქრობ. შეიძლებოდა საკუთარი საქმეებით დაკავებულიყავი ისე, რომ ქალს ეს პირად შეურაცხყოფად არ მიეღო. შეიძლებოდა გეკამათა, უხეშად გეხუმრა და საკუთარი აზრი გქონოდა ყოველგვარი ემოციური სანქციების გარეშე. და რაც მთავარია, ანას შეეძლო მისთვის ისეთი რამ ეთქვა, რის უფლებასაც ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავს არ მისცემდა. ნოეს ეს განსაკუთრებით მოსწონდა. ექვს საათზე უკანასკნელი დოკუმენტი გადაამოწმა, პიჯაკი აიღო და კაბინეტიდან გავიდა.

ანა სამზარეულოში იდგა და მაცივრის შიგთავსს იმედგაცრუებული ათვალიერებდა, როდესაც ნოემ დაურეკა.
- სახლში ხარ?
- კი.
- ჩამოდი.
- სად მივდივართ?
- საჭმელად.
- მშვენიერია. კიდევ ხუთი წუთი და მდოგვის ჭამას დავიწყებდი.
- ნუ იჩქარებ. გზაში ვარ. - ტელეფონი გათიშა და მაცივრის კარი მიხურა. როგორც ჩანდა, მამაკაცის არსებობას მის ცხოვრებაში გარკვეული პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა. ოცი წუთის შემდეგ უკვე ნოეს მანქანაში იჯდა. მამაკაცს დღის განმავლობაში ნატარები თეთრი პერანგი ეცვა, საყელო შეხსნილი ჰქონდა და საჭესთან საკმაოდ დაღლილი გამოიყურებოდა. ანა მისკენ გადაიხარა და აკოცა.
- მძიმე დღე გქონდა?
- ადამიანებთან ურთიერთობა მომიწია.
- წარმომიდგენია. მეც ამით ვირჩენ თავს.
- შენ ფულს მაინც გიხდიან მოსმენაში.
- შენც გირჩევდი. შესაძლოა, გაღიზიანების ხარისხი შეგიმცირდეს. -
ნოეს გაეცინა და მანქანა დაძრა. საღამოს ქალაქში მოძრაობა აუტანელი იყო. რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ ანამ ფეხსაცმელები გაიხადა, სავარძელში მოხერხებულად მოთავსდა და მუსიკის შეცვლა დაიწყო. მესამე სიმღერაზე ნოემ ხელი გააწევინა და ეკრანს დაუბრუნა თავდაპირველი არჩევანი.
- რას აკეთებ?
- საკუთარ საკუთრებას ვიცავ.
- საშინელი მუსიკალური გემოვნება გაქვს.
- სამაგიეროდ, ქალებში გამიმართლა.
- ჯერჯერობით ერთ ქალზე დაყრდნობით სტატისტიკურ დასკვნებს ნუ გამოიტან.
- შენს თვითშეფასებას აშკარად არაფერი ემუქრება.
- ვიღაცისგან ვისწავლე. - ნოეს გაეცინა.
საბოლოოდ საკმაოდ პატარა რესტორანში გაჩერდნენ, სადაც მუსიკა იმდენად დაბალ ხმაზე უკრავდა, რომ საუბრისთვის ყვირილი არ სჭირდებოდათ. ანამ მენიუ გადაშალა და იმ ადამიანისთვის დამახასიათებელი სერიოზულობით შეუდგა კერძების არჩევას, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ნორმალურად არ ეჭამა.
- სალათს შევჭამ. - ნოემ მენიუდან ამოუხედავად ჰკითხა.
- მერე ჩემსას? - ქალმა თავი ასწია.
- რატომ გაქვს ჩემზე ასეთი ცუდი წარმოდგენა?
- ლობიანი.
- ღმერთო, კიდევ რამდენ ხანს აპირებ ამ ამბის გახსენებას?
- სანამ ზარალს არ ამინაზღაურებ. -
ანამ სალათთან ერთად ხორციც შეუკვეთა. პრინციპის გამო. საუბარი სამუშაო დღეებით დაიწყეს. ნოემ მოკლედ უამბო ერთ-ერთი თანამშრომლის შესახებ, ანამ კი ეკასთან შეხვედრა გაიხსენა, თუმცა პირადი საუბრის ნაწილის გამოტოვება გადაწყვიტა.
- დღეს ჩემს ყოფილ ლექტორს შევხვდი.
- როგორ ჩაიარა?
- შეურაცხყოფილი ვარ.
- პროფესიულად?
- პიროვნულად.
- მაშინ კარგი სპეციალისტი ყოფილა. -
ანას გაეცინა და ღვინო მოსვა.
- სხვათაშორის, პარასკევს რამდენიმე კოლეგა ვიკრიბებით. არაფორმალური შეხვედრაა. ეკაც იქნება.
- საინტერესოა.
- შეგიძლია წამოხვიდე, თუ გინდა. - ნოემ ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- რამდენი ფსიქოლოგი იქნება?
- დაახლოებით რვა.
- და მე რა დავაშავე? - ანამ სიცილი ვეღარ შეიკავა.
- გპირდები, არავინ დაგისვამს დიაგნოზს.
- ნოემ თანხმობა საკმაოდ მარტივად განაცხადა, რამაც ანა გულწრფელად გააკვირვა. მამაკაცების უმრავლესობას, მისი გამოცდილებით, ქალის მეგობრებისა და კოლეგების გაცნობის პერსპექტივა ურთიერთობის განვითარების იმ ეტაპზე აშინებდა, როდესაც მათ შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ვალდებულებები. ნოეს კი, როგორც ჩანდა, საკითხის სიმბოლური მნიშვნელობა საერთოდ არ აინტერესებდა. ანასთვის ეს კიდევ ერთი სასიამოვნო გარემოება იყო. ვახშმის შუაში მამაკაცის ტელეფონი განათდა. ნოემ ეკრანს დახედა, ზარი გათიშა და ტელეფონი ისევ მაგიდაზე დადო. რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა.
- უპასუხე, თუ მნიშვნელოვანია.
- არ არის. - მესამე ზარზე ნოემ ტელეფონი აიღო. - გისმენ... არა, დღეს არა. ხვალ დაგელაპარაკები. - საუბარი ამით დაასრულა. ანას ყურადღება საკუთარ თეფშზე ჰქონდა გადატანილი, თუმცა ქალის ხმა, რომელიც ტელეფონიდან საკმაოდ მკაფიოდ მოესმა, შეუმჩნეველი არ დარჩენია.
საინტერესოა.
მისი ტვინი დაუყოვნებლივ შეუდგა ინფორმაციის დამუშავებას. ქალის ხმა ახალგაზრდა ჩანდა, ინტონაცია, ნაცნობი. იმდენად ნაცნობიც კი, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის ფარგლებში მისი მოთავსება გარკვეულ წარმოსახვას მოითხოვდა. ანა საკუთარ თავს რამდენიმე წამით დააკვირდა.
არა, ეჭვიანობა არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ არსებობდა შესაძლებლობა, ამ სრულიად უსარგებლო ინტერესისთვის გაცილებით ინტელექტუალური სახელწოდება მოეძებნა. მაგალითად, ინფორმაციული ცნობისმოყვარეობა. მშვენიერი ტერმინი იყო. განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებსაც სხვისი ტელეფონის ნომრის დამახსოვრება უნდოდათ, მაგრამ საკუთარი ღირსების შენარჩუნებასაც ცდილობდნენ. - რაღაცის კითხვა გინდა? - ნოეს ხმაში აშკარა მხიარულება იგრძნობოდა.
- არა.
- დარწმუნებული ხარ?
- ნოე, ადამიანებს აქვთ უფლება, ტელეფონზე დარეკონ. ზოგიერთს სამჯერაც კი. - მამაკაცს გაეღიმა.
- ჩემი და იყო. - ანამ ღვინის ჭიქა აიღო.
- ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- შევამჩნიე.
- მშვენიერია.
- განსაკუთრებით ის მომეწონა, მესამე ზარზე ჭამა რომ შეწყვიტე. - ქალმა თვალები დახუჭა. რა აუტანელი კაცი იყო.
- იცი, ზოგჯერ ადამიანების დაკვირვების უნარი სერიოზული სოციალური ნაკლოვანებაა.
- შენ ამაში ფულს გიხდიან.
- ამიტომაც მაქვს უფლება, პროფესიულ საქმიანობას თავისუფალ დროს არ შევხვდე. - ნოემ მაგიდის ზედაპირზე დადებულ ქალის ხელი ქიღო და თითებზე აკოცა.
- ჭამე, ანა. - ქალს გაეცინა. საკუთარი თავის მიმართაც და მამაკაცის მიმართაც, რომელსაც მისი მცირე ადამიანური სისუსტეების აღმოჩენა აშკარად განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა.

რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ანამ ფეხით გასეირნება მოისურვა. საღამოს ჰაერი სასიამოვნოდ გრილი იყო, ქუჩაში ხალხი ჯერ კიდევ მოძრაობდა და განათებული ვიტრინების წინ ერთმანეთის მიყოლებით ჩავლილი ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას განაგრძობდნენ. ნოე მის გვერდით მოდიოდა, ერთი ხელი შარვლის ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი, მეორეთი კი სიგარეტი ეჭირა. ანამ მოულოდნელად მკლავში ხელი გაუყარა.
მოძრაობა იმდენად ბუნებრივად გამოუვიდა, რომ თავადაც მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გააცნობიერა. ნოეს არაფერი უთქვამს, უბრალოდ სიგარეტი მეორე ხელში გადაიტანა და სიარული განაგრძო.
- შენს დას რა ჰქვია? - ჰკითხა ქალმა.
მამაკაცს გაეცინა.
- მეგონა, მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- არც აქვს. ოჯახური ანამნეზისთვის მჭირდება.
- კიდევ რა გაინტერესებს?
- მემკვიდრეობითი დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ოჯახში ნარცისიზმის გავრცელების ხარისხი...
- დედაჩემი გაგიცნობს და ამ ყველაფერს პირადად მოგიყვება. - ანას ნაბიჯი შეუნელდა.
- დედაშენი?! - ნოემ სიცილი ვეღარ შეიკავა.
- რა სახე გაქვს.
- ღმერთო, როგორ მძულხარ ზოგჯერ. -
მამაკაცმა მხრებზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა და საფეთქელზე აკოცა.
- ვიცი. - ანა მის გვერდით სიარულს განაგრძობდა და ფიქრობდა, რომ ეკა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში მართალოც იყო. აუცილებელი არ იყო, ყველაფრისთვის ახსნა მოგეძებნა. ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ შეგეძლო საღამოს ქუჩაში გაგევლო მამაკაცთან ერთად, მისი მკლავის სითბო გეგრძნო და ამ უბრალო გარემოებით სიამოვნება მიგეღო. თუმცა დედის ხსენებაზე განვითარებული ფიზიოლოგიური რეაქცია მოგვიანებით მაინც ცალკე განხილვას საჭიროებდა.

იმ საღამოს ნოეს ბინაში დარჩა. მამაკაცს რამდენიმე სამუშაო წერილზე ჰქონდა პასუხი გასაცემი, ანა კი მისაღებში, დივანზე წამოწოლილი, წიგნს კითხულობდა. ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. პერიოდულად ნოე რაღაცას ეკითხებოდა, ანა პასუხობდა და ისევ საკუთარ წიგნს უბრუნდებოდა. მოგვიანებით სამზარეულოში გავიდა, წყალი დალია და უკან დაბრუნებისას მამაკაცის სავარძელთან შეჩერდა.
- კიდევ დიდხანს იმუშავებ?
- ხუთი წუთი. - ქალი დაიხარა, კისერში აკოცა და საძინებლისკენ გაემართა.
- ექვს წუთში მეძინება. - ნოემ კომპიუტერის ეკრანს შეხედა, შემდეგ საძინებლისკენ მიმავალ ქალს და გაეღიმა. წერილის ბოლო წინადადება დაასრულა, კომპიუტერი დახურა და წამოდგა. ანა საწოლში იწვა, როდესაც მამაკაცი ოთახში შემოვიდა. წიგნი გვერდით გადადო და ნოესკენ გადაბრუნდა. - ოთხი წუთი. შთამბეჭდავია.
- მოტივაცია მქონდა. - მამაკაცი მის გვერდით მოთავსდა, ქალმა კი ხელი კისერზე შემოხვია და აკოცა. ნოესთან სიახლოვეს ჯერ კიდევ ჰქონდა ის სასიამოვნო სიმძაფრე, რომელიც ანას განსაკუთრებით მოსწონდა, თუმცა ახლა ამ ყველაფერს უკვე ნაცნობობის კომფორტიც ემატებოდა. აღარ სჭირდებოდათ ერთმანეთის რეაქციების გამოცნობა, არც ზედმეტი სიტყვები და არც რაიმე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა. მოგვიანებით, როდესაც ოთახში სინათლე ჩააქრეს, ანა მამაკაცის მხარზე თავჩამოდებული იწვა და ძილის წინ საკუთარ ხვალინდელ განრიგს იხსენებდა.
- დილით ადრე უნდა წავიდე.
- გაგაღვიძებ.
- არ არის საჭირო. მაღვიძარას დავაყენებ. - ნოემ ხელი წელზე შემოხვია.
- როგორც გინდა. - რამდენიმე წუთის შემდეგ ანას ტელეფონი გაახსენდა. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე იდო, თუმცა მის ასაღებად მამაკაცის ხელის მოშორება და გადაბრუნება მოუწევდა.
დაეზარა. საოცარი იყო, რამდენად სწრაფად შეიძლებოდა ადამიანს საკუთარი დამოუკიდებლობის ზოგიერთი ასპექტი დაეთმო მხოლოდ იმიტომ, რომ კომფორტულად იწვა.
- ნოე.
- ჰო.
- რვის ნახევარზე გამაღვიძე. - მამაკაცს სიბნელეში გაეცინა.
- რა თქმა უნდა. - ანა თვალდახუჭული იღიმოდა. სულ რამდენიმე თვის წინ ამავე საწოლიდან ისე გაიპარა, რომ მამაკაცის გაღვიძებას საკუთარი ღირსების წინააღმდეგ მიმართულ აქტად მიიჩნევდა. ახლა კი სრულიად მშვიდად იწვა მის მკლავებში და დილით გაღვიძებასაც მას ანდობდა. ადამიანის ფსიქიკა მართლაც საოცარი რამ იყო.
თუმცა, თუ მოვლენები ამ ტემპით განვითარდებოდა, არსებობდა საკმაოდ რეალური საფრთხე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნოე გელოვანის მიმართ გრძნობების არსებობის აღიარებაც მოუწევდა. საბედნიეროდ, დღეს ორშაბათი იყო. კვირის დასაწყისშივე ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვერ იქნებოდა.

პარასკევს, საღამოს შვიდ საათზე, ნოე გელოვანმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა რვა ფსიქოლოგის გარემოცვაში რამდენიმე საათის გატარება. ანას პროფესიული გამოცდილებით, მსგავსი გადაწყვეტილება ან განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგრადობაზე მიუთითებდა, ან საფრთხის შეფასების უნარის სერიოზულ დარღვევაზე. ნოეს შემთხვევაში ორივე შესაძლებლობას თანაბარი ალბათობით განიხილავდა. კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ერთმანეთის ნახვა. ანას საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, ნოე კი ორი დღით ქალაქიდან იყო გასული. ამ გარემოებას არც ერთი მათგანი განსაკუთრებული ტრაგიზმით არ შეხვედრია, რაც ანას ძალიან მოსწონდა. ყოველთვის აღიზიანებდა ადამიანების წარმოდგენა, თითქოს ურთიერთობის დაწყებისთანავე პირადი ცხოვრების დანარჩენ ნაწილს არსებობის უფლება უნდა დაეკარგა. მიუხედავად ამისა, პარასკევს, როდესაც სადარბაზოდან გამოსულმა მანქანასთან მდგარ ნოეს მოჰკრა თვალი, გულწრფელად გაუხარდა მისი დანახვა. მამაკაცს მუქი შარვალი და შავი პერანგი ეცვა, სიგარეტს ეწეოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ანას დანახვისას საუბარი დაასრულა, სიგარეტი ჩააქრო და ქალს წელზე ხელი მოხვია.
- გამარჯობა, ექიმო.
- ფსიქოლოგი.
- დღეს საღამოს ამ სიტყვის მოსმენა, სავარაუდოდ, საკმარისზე მეტჯერ მომიწევს. - ანამ სიცილით აკოცა.
- ჯერ კიდევ შეგიძლია გადაიფიქრო.
- რატომ? საინტერესოა, როგორ იქცევიან ფსიქოლოგები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
- დაახლოებით ისე, როგორც დანარჩენი ადამიანები, უბრალოდ მეორე დილით საკუთარი საქციელის ასახსნელად უკეთესი ტერმინოლოგია აქვთ. - ნოეს გაეცინა. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ანამ რამდენიმე კოლეგის შესახებ მოკლედ უამბო. შეკრება ლაშა მიქაძის სახლში იმართებოდა, რომელიც ანას ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პერიოდიდან იცნობდა. წლების განმავლობაში მათი პროფესიული გზები არაერთხელ გადაკვეთილიყო, რამდენიმე საერთო პროექტზეც ემუშავათ და ერთმანეთის პირადი ცხოვრების ისეთი დეტალებიც იცოდნენ, რომელთა საჯაროდ გახსენება ორივეს რეპუტაციას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.
- ლაშა კარგი სპეციალისტია, თუმცა ზოგჯერ საკუთარი ინტელექტით იმდენად აღფრთოვანებულია, საუბრისას დანარჩენი ადამიანების არსებობა ავიწყდება.
- უკვე მომწონს.
- რა თქმა უნდა. თანამოაზრე იპოვე. -
ნოემ ხელი ისე შეახო ქალის მუხლს გზისთვის თვალი არ მოუშორებია. თითები მოუთმენლობით არა, შეკავებული ვნებით აატარა ქალს ფეხზე. ანას გაეღიმა მაგრამ არც ერთი წამით არ გაუპროტესტებია.
- შენს კოლეგებს ჩემ შესახებ რამე აქვთ მოსმენილი?
- ეკას აქვს.
- კონკრეტულად? - ანას გაეღიმა.
- კონფიდენციალური ინფორმაციაა.
- ჩემ შესახებ? - კიდევ უფრო მაღლა აასრიალა ნოემ ხელი და ქალის მოდუნებულ სხეულზე სიამოვნებისგან ფავადაც შეაჟრჟოლა.
- განსაკუთრებით შენ შესახებ. - მამაკაცმა თავი გააქნია. ზოგჯერ გულწრფელად უკვირდა, როგორ ახერხებდა ანა პროფესიული ეთიკის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას ასეთი შესაშური მოქნილობით.

ლაშას ბინა ქალაქის ძველ უბანში მდებარეობდა. მაღალჭერიანი მისაღები, წიგნებით გადატვირთული თაროები, კედლებზე დაკიდებული რამდენიმე საკმაოდ უცნაური ნახატი და დიდი ხის მაგიდა სახლს სასიამოვნოდ არაოფიციალურ ატმოსფეროს უქმნიდა. მუსიკა დაბალ ხმაზე უკრავდა, სამზარეულოდან საჭმლის სურნელი გამოდიოდა, მისაღებში შეკრებილი ადამიანები კი უკვე საკმაოდ ხმაურიანად განიხილავდნენ რაღაც საკითხს. კარი თავად ლაშამ გააღო. ორმოც წელს გადაცილებული, მაღალი, ოდნავ ჭაღარაშერეული მამაკაცი იყო, რომელსაც სახეზე ისეთი გულწრფელი სიხარული გამოეხატა, ანას დანახვისთანავე ხელები გაშალა.
- როგორც იქნა! - ქალს გადაეხვია, ლოყაზე აკოცა და შემდეგ ნოესკენ შებრუნდა. - ლაშა.
- ნოე. სასიამოვნოა.
- შემოდით. ანა, შენს საყვარელ ღვინოს ვუფრთხილდები, თუმცა კიდევ ათი წუთი რომ დაგეგვიანებინა, პასუხისმგებლობას ვეღარ ავიღებდი.
- ამიტომაც მიყვარხარ. - ნოეს ამ უკანასკნელ სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონია. პალტო გაიხადა, ანას ქურთუკიც გამოართვა და ლაშას მითითებულ საკიდზე ჩამოკიდა. მისაღებში შესვლისთანავე ანა რამდენიმე ადამიანს ერთდროულად მიესალმა. ნოე სახელების დამახსოვრებას განსაკუთრებული მონდომებით არ ცდილობდა, თუმცა ეკა მაშინვე ამოიცნო. ქალი ფანჯარასთან იჯდა, ღვინის ჭიქა ეჭირა და მათ გამოჩენას საკმაოდ ინტერესიანი გამომეტყველებით შეხვდა.
- ესე იგი, ნოე.
- როგორც ჩანს, ჩემ შესახებ უკვე გსმენიათ.
- ცოტაოდენი.
- იმედი მაქვს, პროფესიულ კონტექსტში არა. - ეკას გაეღიმა.
- რატომ?
- ანას ჩემთვის რამდენიმე დიაგნოზი უკვე აქვს დასმული.
- და მაინც ხვდებით?
- როგორც ხედავთ, პროგნოზი საიმედოა. - ანამ მაგიდიდან ღვინის ჭიქა აიღო.
მშვენიერია. ამ ორი ადამიანის გაცნობიდან ოცდაათი წამიც არ გასულიყო და უკვე საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეპარებოდა ეჭვი. ეკამ ნოეს მის გვერდით დაჯდომა შესთავაზა, ანა კი სამზარეულოში ლაშას გაჰყვა, რომელსაც მაგიდაზე კერძების გამოტანაში დახმარება სჭირდებოდა.
- საინტერესო მამაკაცია. - ჩაილაპარაკა ლაშამ და კარადიდან თეფშები გამოიღო.
- ჯერ მხოლოდ გამარჯობა უთხარი.
- ზოგჯერ საკმარისია.
- ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ჩვენს პროფესიას. - ლაშას გაეცინა.
- რამდენი ხანია ერთად ხართ?
- ლაშა, თეფშები მომეცი.
- გასაგებია.
- არაფერი გაგიგია.
- ეგეც გასაგებია. - ანამ თეფშები გამოართვა და მისაღებში დაბრუნდა. ეკა და ნოე უკვე რაღაცაზე საუბრობდნენ. მამაკაცი სავარძელში მოხერხებულად მოთავსებულიყო, ცალ ხელში ღვინის ჭიქა ეჭირა და სრულიად აშკარა იყო, რომ გარემოსთან ადაპტაციისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდებოდა. ანა მის გვერდით ჩამოჯდა.
- რაზე საუბრობთ?
- შენზე არა. - უპასუხა ეკამ.
- რა სასიამოვნოა, რომ ჩემი ნარცისიზმის გაღრმავებას ხელს არ უწყობთ. - ნოემ ქალს ჭიქა გაუწოდა.
- ღვინო დალიე, ძვირფასო. დღეს ისედაც საკმარისი კონკურენცია გაქვს.

საღამოს განმავლობაში საუბარი არაერთხელ შეიცვალა. თავდაპირველად პროფესიულ საკითხებს განიხილავდნენ, შემდეგ პოლიტიკას შეეხნენ, ბოლოს კი ერთ-ერთი კოლეგის მიერ გახსენებული შემთხვევიდან გამომდინარე, ადამიანების გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის საკითხამდე მივიდნენ.
ნოე ძირითადად უსმენდა. ზოგჯერ მოკლე კომენტარს აკეთებდა, თუმცა საუბარში მონაწილეობის მიღების განსაკუთრებული მოთხოვნილება არ ჰქონდა. ანას დაკვირვება აინტერესებდა. ქალი საკუთარ გარემოცვაში საოცრად თავისუფალი იყო. საუბრისას ხელებს აქტიურად იყენებდა, კამათის დროს არ ერიდებოდა მკვეთრ შეფასებებს და ზოგჯერ ისეთი გულწრფელობით იცინოდა, მამაკაცს უნებურად თავადაც ეღიმებოდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ კოლეგები მის აზრს ნამდვილად უსმენდნენ. როდესაც ანა რომელიმე საკითხზე საუბარს იწყებდა, ადამიანები ყურადღებას მისკენ მიმართავდნენ, მაშინაც კი, როდესაც მის მოსაზრებას არ ეთანხმებოდნენ. ნოეს ქალის ეს მხარე მოსწონდა. მისთვის მიმზიდველი იყო ადამიანი, რომელსაც საკუთარი ადგილი სხვისი არსებობისგან დამოუკიდებლად ჰქონდა მოპოვებული. ანას არ სჭირდებოდა მის გვერდით ჯდომა იმისთვის, რომ საინტერესო გამოჩენილიყო. არც მამაკაცის ყურადღებას ეძებდა ყოველ რამდენიმე წუთში და არც ცდილობდა, საუბრისას მისთვის სასურველი შთაბეჭდილება მოეხდინა. უბრალოდ თავად იყო. საკმაოდ ხმაურიანი, ჭკვიანი და ზოგჯერ აუტანლად კატეგორიული.
- ადამიანის ქცევის შეფასებისას კონტექსტის უგულებელყოფა არ შეიძლება. - თქვა ლაშამ, როდესაც საუბარი პიროვნულ პასუხისმგებლობას შეეხო. - ზოგჯერ ის, რასაც გარედან სისასტიკედ ან ეგოიზმად აღვიქვამთ, სინამდვილეში თავდაცვის მექანიზმია. -
ნოემ ჭიქა მაგიდაზე დადგა
- და ეს რამეს ცვლის იმ ადამიანისთვის, ვისაც ზიანი მიაყენეს? - ლაშა მისკენ შებრუნდა.
- გააჩნია, რა თვალსაზრისით განვიხილავთ.
- დაზარალებულის თვალსაზრისით.
- ჩვენ ქცევის მიზეზების გაგებაზე ვსაუბრობთ.
- მიზეზის გაგება და საქციელის გამართლება ერთმანეთში საკმაოდ ხშირად ერევათ.
- ფსიქოლოგია გამართლებას არ გულისხმობს.
- ვიცი. თუმცა ზოგიერთ ადამიანს საკუთარი ბავშვობის შესახებ ორი წიგნის წაკითხვის შემდეგ ისეთი განცდა უჩნდება, თითქოს ზრდასრულ ასაკში ჩადენილ ყველა სისულელეზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. -
მაგიდასთან რამდენიმე ადამიანს გაეცინა. ანამ მამაკაცს ინტერესით შეხედა.
- ტრავმული გამოცდილება ადამიანის არჩევანზე ნამდვილად მოქმედებს, ნოე.
- რა თქმა უნდა. მაგრამ თუ საკუთარი ქცევის მიზეზი იცი და მაინც იმავეს აკეთებ, რაღაც ეტაპზე არჩევანიც ხომ შენი ხდება? - ეკამ ღვინო მოსვა.
- ამაში ნამდვილად არის სიმართლე.
- მადლობა. - ნოემ ანასკენ გაიხედა. - ერთი ფსიქოლოგის მხარდაჭერა უკვე მოვიპოვე.
- ნუ აღფრთოვანდები. ეკას ზოგჯერ უბრალოდ ადამიანების გაღიზიანება უყვარს.
- შესანიშნავი თვისებაა. - ლაშა კვლავ საუბარში ჩაერთო და კამათი კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ნოე არც პროფესიული ტერმინოლოგიით თავის მოწონებას ცდილობდა და არც საკუთარი მოსაზრების უპირატესობის დამტკიცებას განსაკუთრებული მონდომებით ეკიდებოდა. უბრალოდ კითხვებს სვამდა, ზოგჯერ საკმაოდ უხერხულსაც, და პასუხებს ინტერესით ისმენდა. ანას ეს სიამოვნებდა. ფიზიკური მიმზიდველობა თავისთავად მშვენიერი რამ იყო, მაგრამ მამაკაცი, რომელსაც საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაც შეეძლო, გაცილებით საინტერესო პერსპექტივას წარმოადგენდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამავე მამაკაცს ასეთი კარგი უკანალი ჰქონდა. ანა ღვინის ჭიქას დასწვდა. მისი ინტელექტუალური შეფასების კრიტერიუმები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გარკვეულ დახვეწას საჭიროებდა.

მოგვიანებით საუბარი სტუდენტობის მოგონებებზე გადავიდა. ლაშამ ანას უნივერსიტეტის პერიოდში ჩატარებული ერთ-ერთი პრეზენტაცია გაიხსენა, რომლის დროსაც ქალს აუდიტორიაში მჯდომ პროფესორთან იმდენად მწვავე კამათი მოუვიდა, რომ დაგეგმილი ოცი წუთის ნაცვლად შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
- მაშინაც ასეთი აუტანელი იყო? - იკითხა ნოემ.
- გაცილებით უარესი. - უპასუხა ლაშამ. - ერთხელ მთელი ღამე ჩემთან გაატარა იმის დასამტკიცებლად, რომ ერთ-ერთ კვლევაში მეთოდოლოგიური შეცდომა მქონდა.
- და გქონდა თუ არა? ზ ჩაერია ანა.
- გქონდა უფლება, დილითაც გეთქვა.
- ანუ გქონდა. - ლაშას გაეცინა და ქალს მხარზე ხელი დაადო.
- ჯანდაბა, რამდენი წელი გავიდა. -
ნოე მეგობრულ ჟესტს მშვიდად დააკვირდა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მამაკაცი ანას წლებია იცნობდა, მათი ურთიერთობა თავისუფალი იყო და ამაში საეჭვო თავისთავად არაფერი არსებობდა. თუმცა ნოეს მაინც გაუჩნდა ერთი საკმაოდ კონკრეტული შეკითხვა. ჰქონდათ თუ არა ოდესმე სექსი? ამ აზრის გაჩენამ თავადაც გააკვირვა. ქალის წარსული არასოდეს ყოფილა საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს უჩენდა. ზრდასრულ ადამიანს ცხოვრების გარკვეული გამოცდილება ბუნებრივად უნდა ჰქონოდა და ნოეს არც იმის ილუზია გააჩნდა, რომ ანა ლაშხი ოცდათხუთმეტი წლის ასაკამდე მის გამოჩენას მონასტერში ელოდა. მიუხედავად ამისა, ლაშას მიმართ გარკვეული ცნობისმოყვარეობა მაინც იგრძნო.
საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩენა იყო.
მით უმეტეს, რვა ფსიქოლოგის გარემოცვაში. სიგარეტის კოლოფი აიღო და აივანზე გავიდა.

ანა ეკას გვერდით იჯდა, როდესაც ერთ-ერთმა კოლეგამ ნოეს შესახებ ჰკითხა.
- შენი პარტნიორი რას საქმიანობს? -
ქალს პასუხის გაცემამდე დაახლოებით ორი წამი დასჭირდა. არა იმიტომ, რომ ნოეს საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა. უბრალოდ სიტყვა „პარტნიორი“ იმდენად ბუნებრივად გაჟღერდა, მის გონებას ინფორმაციის დასამუშავებლად დამატებითი დრო დასჭირდა.
პარტნიორი.
საინტერესოა.
ამ სიტყვის გამოყენების უფლება როდის მოიპოვეს? რაიმე ადმინისტრაციული პროცედურა გამორჩა? განცხადება უნდა შეევსოთ? ხელმოწერა სადმე იყო საჭირო?
- ბიზნესშია. - უპასუხა საბოლოოდ. ეკამ გვერდიდან შეხედა, თუმცა, საბედნიეროდ, კომენტარი არ გაუკეთებია. ანა საკუთარ ღვინოს ჩააშტერდა. სიტყვა თავისთავად სრულიად ნორმალური იყო. ორი ზრდასრული ადამიანი, რომლებიც რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთად ატარებდნენ თავისუფალ დროს და ინტიმური ურთიერთობაც ჰქონდათ, საზოგადოების თვალში საკმაოდ ბუნებრივად აღიქმებოდნენ პარტნიორებად. მაშინ რატომ გაუჩნდა ისეთი შეგრძნება, თითქოს მის დაუკითხავად სამოქალაქო რეესტრში რაღაც ცვლილება შეიტანეს?
ღმერთო, ანა.
ადამიანი ხარ და არა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ღვინის დარჩენილი ნაწილი მოსვა და წამოდგა.
აივანზე ნოე მოაჯირთან იდგა. ქუჩიდან მანქანების ხმაური აღწევდა, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში სინათლე ენთო და საღამოს გრილი ჰაერი თამბაქოს სურნელს სწრაფად ფანტავდა.
ანა მის გვერდით დადგა და სიგარეტის კოლოფს დასწვდა.
- გადარჩი?
- ჯერჯერობით.
- ხომ გითხარი, საინტერესო ხალხია.
- ნამდვილად. - ნოემ სანთებელა გაუწოდა. ანამ სიგარეტს მოუკიდა და მამაკაცის სახეს დააკვირდა.
- რა მოხდა?
- არაფერი.
- შესანიშნავია. ახლა მეც ვიცი, რამდენად გამაღიზიანებელია ეს პასუხი. - ნოეს გაეცინა.
- ლაშას დიდი ხანია იცნობ?
- ჩვიდმეტი წელია.
- ახლოს ყოფილხართ.
- საკმაოდ. - ანა სიგარეტს ეწეოდა და მამაკაცს ინტერესით აკვირდებოდა. შეკითხვის ინტონაცია სრულიად ჩვეულებრივი იყო, თუმცა საუბრის მიმართულება იმდენად მოულოდნელად შეიცვალა, გარკვეული ეჭვი გაუჩნდა. - კიდევ რა გაინტერესებს?
- არაფერი განსაკუთრებული. - ქალმა ტუჩები მოკუმა, ღიმილი რომ დაემალა.
ღმერთო ჩემო.
ნოე გელოვანი.
ეს თავხედი, საკუთარი შესაძლებლობებით აღფრთოვანებული მამაკაცი, რომელიც ქალის თითოეულ ემოციურ რეაქციას განსაკუთრებული სიამოვნებით აკვირდებოდა, ახლა თავად ცდილობდა სრულიად კონკრეტული შეკითხვისთვის სოციალურად მისაღები ფორმის მოძებნას. ანას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
- ნოე, გაინტერესებს, ლაშასთან სექსი მქონდა თუ არა? - მამაკაცი მისკენ შებრუნდა.
- თუ გინდა, მიპასუხე.
- ღმერთო, რა საყვარელი ხარ.
- ანა. - ქალს ხმამაღლა გაეცინა.
- არა, არ მქონია.
- გასაგებია.
- მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტს პროფესიული თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- ნუ დაიწყებ.
- რატომ? სრულიად ჯანმრთელი ემოციური რეაქციაა. მცირე ეჭვიანობა, ცნობისმოყვარეობა, შესაძლოა, კონკურენციის ინსტინქტიც... - ნოემ სიგარეტი ჩააქრო.
- დაამთავრე?
- ჯერ არა. ჩანაწერებიც უნდა გავაკეთო. -
მამაკაცმა ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- ხანდახან ძალიან ბევრს ლაპარაკობ.
- თავდაცვის მექანიზმების ამოქმედებას ვხედავ. - ნოემ აკოცა. ანას გაეცინა, თავისუფალი ხელი კისერზე შემოხვია და კოცნას უპასუხა. როდესაც ერთმანეთს მოშორდნენ, მამაკაცს სახეზე ისევ ის ნაცნობი, თავხედური ღიმილი ჰქონდა. - უკეთ ხარ? - ჰკითხა ქალმა.
- მნიშვნელოვნად.
- მიხარია. კონსულტაციის საფასურს მოგვიანებით შეგატყობინებ.
- მომსახურების ხარისხიდან გამომდინარე, ფასზე ვიკამათებ. - ანამ თავი მის მკერდს მიადო და სიცილი ვეღარ შეიკავა. ნოეს ეჭვიანობა არ აშინებდა. პირიქით, სასიამოვნოც კი იყო იმის აღმოჩენა, რომ მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ემოციური წონასწორობა თითქმის ხელშეუხებელი ჰქონდა, ზოგიერთ საკითხში ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა, როგორიც თავად. რა თქმა უნდა, ამ აღმოჩენის მის წინააღმდეგ გამოყენებას მომავალშიც აპირებდა. ზოგიერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება უბრალოდ არ შეიძლებოდა.
მისაღებში დაბრუნებულებს ლაშა ახალი ღვინის ბოთლით დახვდათ. ერთ-ერთი ქალი ნოეს რაღაც საკითხზე გამოელაპარაკა და საუბრისას სრულიად ბუნებრივად მიმართა.
- თქვენი პარტნიორი ამ საკითხზე ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობს.
- ვიცი. - უპასუხა ნოემ. - უკვე საკმაოდ კარგად გავიცანი.
ანა მის გვერდით იდგა.
პარტნიორი.
ისევ.
ამჯერად ნოეს რეაქციას დააკვირდა, თუმცა მამაკაცს სახეზე არაფერი შეცვლია. არც შესწორების აუცილებლობა დაუნახავს, არც უხერხულობა უგრძნია და არც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიუნიჭებია ამ სიტყვისთვის.
უბრალოდ მიიღო. ანამ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამოიჭირა სრულიად აბსურდულ მდგომარეობაში. მამაკაცს რამდენიმე წუთის წინ ეჭვიანობის გამო დასცინოდა, ახლა კი თავად ერთი ჩვეულებრივი არსებითი სახელის ემოციური გადამუშავებით იყო დაკავებული.
ოცდათხუთმეტი წლის ასაკში, ორი უმაღლესი განათლებით. ზოგჯერ განათლებაზე დახარჯული თანხის დაბრუნების მოთხოვნის სურვილი უჩნდებოდა.
ღამის თორმეტი საათისთვის სტუმრების ნაწილი უკვე წასულიყო. ანა სამზარეულოში ეკას ეხმარებოდა, როდესაც ქალმა მოულოდნელად უთხრა.
- კარგი კაცია. - ანა ონკანს კეტავდა.
- ერთი საღამოს საფუძველზე პიროვნების შეფასება პროფესიული თვალსაზრისით რამდენად გამართლებულია?
- ღმერთო, ანა, უბრალოდ გითხარი, რომ მომეწონა. - ქალს გაეცინა. ეკამ პირსახოცი აიღო და მაგიდის ზედაპირზე დარჩენილი წყალი მოწმინდა. - შენც სხვანაირი ხარ მასთან.
- როგორი?
- თავისუფალი. - ანა პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. - არ ცდილობ, უკეთესი გამოჩნდე. არც ის ცდილობს. იცი, რამდენად იშვიათია ეს?
იცოდა.
პროფესიული პრაქტიკიდანაც და პირადი გამოცდილებიდანაც შესანიშნავად იცოდა, რამდენ ენერგიას ხარჯავდნენ ადამიანები ურთიერთობის დასაწყისში საკუთარი პიროვნების უფრო მიმზიდველი ვერსიის შექმნაზე. რამდენ სურვილს მალავდნენ, რამდენ მოსაზრებას თმობდნენ და რამდენ უსიამოვნო გარემოებას ეგუებოდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე ადამიანის ინტერესი შეენარჩუნებინათ.
ნოესთან ამის საჭიროება არ ჰქონია.
შეეძლო ყოფილიყო უხეში, დაღლილი, გაღიზიანებული, სასაცილო ან უბრალოდ ჩუმი. მამაკაცი მის განწყობას საკუთარი თვითშეფასების საზომად არ იყენებდა.
და ანაც იმავეს ცდილობდა.
- კარგად ვარ მასთან. - თქვა ბოლოს.
ეკას გაეღიმა.
- ჰოდა, იყავი. - ამჯერად ანას ირონიული პასუხი არ მოუფიქრებია. არც განსაკუთრებული სურვილი ჰქონია, ქალის სიტყვებისთვის რაიმე ფსიქოლოგიური განმარტება მოეძებნა.
უბრალოდ გაუღიმა.

სახლიდან გამოსვლის შემდეგ ნოემ მანქანის გასაღები ანას გაუწოდა.
- შენ დაჯდები საჭესთან თუ ტაქსი გამოვიძახოთ? - ანამ გასაღებს დახედა.
- შენი მანქანის მართვის უფლებას მაძლევ?
- ცოტა ზედმეტი დავლიე.
- ღმერთო, მე კი მეგონა, ნდობის ახალ ეტაპზე გადავედით.
- შეგიძლია ეგრე ჩათვალო. - ანა თითქმის მთელი საღამო ერთ ჭიქა ღვინოს სვამდა და ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ წყალს, თუმცა საჭესთან დაჯდომას მაინც მოერიდა. საბოლოოდ ტაქსი გამოიძახეს და მანქანა ლაშას სახლთან დატოვეს.
უკანა სავარძელში მოთავსებულმა ქალმა ფეხები გაშალა და თავი ნოეს მხარს მიადო.
- მოგეწონა ჩემი კოლეგები?
- კი.
- ეკა?
- განსაკუთრებით.
- ვიცოდი. ერთნაირად აუტანლები ხართ. -
ნოემ ქალს თმაზე აკოცა.
- შენც საკმაოდ საინტერესო იყავი.
- მხოლოდ საინტერესო?
- ახლა კომპლიმენტების გამოძალვას ცდილობ?
- დიახ. მთელი საღამო ინტელექტუალური შესაძლებლობების დემონსტრირებას მოვანდომე. მინიმალური უკუკავშირი მაინც მეკუთვნის.
- ძალიან ჭკვიანი ხარ, ანა.
- კიდევ?
- ლამაზი.
- განაგრძე.
- და საოცრად მოკრძალებული. - ქალს გაეცინა. ქალაქის განათებული ქუჩები ფანჯრის მიღმა ერთმანეთს ენაცვლებოდა. ანა მამაკაცის მხარზე თავჩამოდებული იჯდა და საღამოს მოვლენებს იხსენებდა. განსაკუთრებით ნოეს გამომეტყველებას აივანზე, როდესაც ლაშას შესახებ პირდაპირი შეკითხვა დაუსვა. ამ მოგონებამ ისევ გააღიმა.
- მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ლაშას მიმართ ასეთი ინტერესი თუ გაგიჩნდებოდა.
- ლაშას მიმართ არ გამჩენია, ანა.
- ანუ ჩემი სექსუალური წარსული გაინტერესებს?
- მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ჩემ წინ ღვინოს სვამს და შენს საყვარელ სასმელს ინახავს. - ანას ხმამაღლა გაეცინა.
- ღმერთო, რა სიამოვნებით გავიცნობდი შენს ყოფილ ქალებს. - ნოემ თავი მისკენ მიაბრუნა.
- შემდეგ შეხვედრაზე დემეტრეს ვთხოვ, მათ შესახებ მოგიყვეს.
- გადავიფიქრე.
- რატომ? ინფორმაციული ცნობისმოყვარეობა აღარ გაწუხებს? -
ქალმა ისევ მის მხარზე დადო თავი.
- ნაბი/ჭვარო. - ნოეს სიცილი ტაქსის მძღოლმაც გაიგონა.

იმ ღამით ანა საკუთარ სახლში დაბრუნდა. დილით რამდენიმე საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი და ნოესთან დარჩენას აღარ აპირებდა. კორპუსთან დამშვიდობებისას მამაკაცმა აკოცა და შაბათის გეგმების შესახებ ჰკითხა.
- ჯერ არ ვიცი.
- საღამოს ჩემთან მოდი.
- ვნახოთ.
- კარგი. - ნოეს არ უცდია პასუხის დაზუსტება. კიდევ ერთხელ აკოცა და ტაქსში დაბრუნდა. ბინაში შესულმა ანამ ჩანთა სავარძელზე დატოვა, ფეხსაცმელები გაიხადა და სამზარეულოში წყ/ლის დასალევად გავიდა. ტელეფონზე ეკას შეტყობინება დახვდა.
„სხვათა შორის, მშვენიერი წყვილი ხართ.“
ანამ ტექსტი ორჯერ წაიკითხა.
მშვენიერი წყვილი.
პარტნიორები.
ურთიერთობა.
როგორც ჩანდა, გარშემომყოფებმა მათ შესახებ კოლექტიური გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და მხოლოდ თავად ანასა და ნოესთვის შეტყობინება დარჩენოდათ.
ტელეფონი მაგიდაზე დადო და წყალი მოსვა. საინტერესო იყო, რომ ამ ყველაფერში ყველაზე მეტად სიტყვები აღიზიანებდა და არა მათი შინაარსი. ნოესთან ყოფნა მოსწონდა. სხვა მამაკაცთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა. მისი მეგობრები გაიცნო, საკუთარ კოლეგებს გააცნო და შაბათის საღამოსაც, დიდი ალბათობით, მასთან გაატარებდა.
მაშ, კონკრეტულად რას ეწინააღმდეგებოდა?
ტერმინოლოგიას?
ანა ლაშხი, ფსიქოლოგი, რომელიც ადამიანებს საკუთარი ემოციების სახელდებაში ეხმარებოდა, ამჟამად საკუთარი პირადი ცხოვრების გრამატიკულ კატეგორიებთან აწარმოებდა ბრძოლას.
ტელეფონი ხელახლა აიღო და ეკას უპასუხა.
„შენგან პროფესიული მხარდაჭერის იმედი მქონდა.“
პასუხი მალევე მოვიდა.
„ხვალაც ერთად იქნებით?“
ანას გაეცინა.
„სავარაუდოდ.“
„ღამე მშვიდობისა, ანა.“
ქალმა ტელეფონი გვერდით გადადო.
ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა, რომ ეკას შეტყობინების წაკითხვისას საკუთარი თავი ღიმილში გამოიჭირა.
მშვენიერი წყვილი.
ჯანდაბა.
როგორც ჩანს, ამ დიაგნოზის გასაჩივრებას საკმაოდ სუსტი მტკიცებულებებით აპირებდა.


8

სამი კვირის განმავლობაში ანა ლაშხის ბინაში ნოე გელოვანის საკუთრებაში არსებული ნივთების რაოდენობა საეჭვო ტემპით გაიზარდა. თავდაპირველად ყველაფერი კბილის ჯაგრისით დაიწყო, რასაც მოჰყვა პერანგი, ტელეფონის დამტენი, საპარსი საშუალებები და ბოლოს, სრულიად გაურკვეველი მიზეზით, მამაკაცის საათი, რომელიც უკვე მეოთხე დღე იყო, საძინებელში, კომოდზე იდო.
ანა ამ პროცესს გარკვეული ინტერესით აკვირდებოდა. ისტორიულად ტერიტორიების ოკუპაცია გაცილებით ხმაურიანი ღონისძიება ეგონა, თუმცა ნოე, როგორც ჩანდა, მშვიდობიანი ექსპანსიის მომხრე იყო. სამართლიანობისთვის უნდა აღენიშნა, რომ თავადაც არანაკლები წარმატებით ითვისებდა მამაკაცის საცხოვრებელ ფართს. მის სააბაზანოში უკვე სამი სხვადასხვა დანიშნულების კრემი ჰქონდა, გარდერობში რამდენიმე კაბა ეკიდა, სამზარეულოში კი ნოეს მიერ სპეციალურად მისთვის შეძენილი ყავა ინახებოდა. ფროიდი, სავარაუდოდ, ამ ყველაფერს გაცილებით ღრმა სიმბოლურ მნიშვნელობას მიანიჭებდა. ანა კი ფიქრობდა, რომ ზოგჯერ კბილის ჯაგრისი უბრალოდ კბილის ჯაგრისი იყო და მოხუცი ავსტრიელი საკუთარ ცხვირს იქ ყოფდა, სადაც არავინ ეპატიჟებოდა.
ხუთშაბათს, საღამოს, ნოესთან ერთად დემეტრეს დაბადების დღეზე უნდა წასულიყო. მამაკაცმა რამდენიმე მეგობრის გარემოცვაში აღნიშვნა გადაწყვიტა, თუმცა მარიამის ორგანიზატორული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ანას საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდა, რომ რამდენიმე მეგობრის ცნება დაახლოებით ორმოც ადამიანს გულისხმობდა.
სამსახურის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდა, შხაპი მიიღო და გარდერობის წინ საკმაოდ დიდხანს იდგა. საბოლოოდ შავი კაბა შეარჩია, რომელსაც ზურგზე იმდენად ღრმა ჭრილი ჰქონდა, მისი შეძენისას საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ ოდესმე აუცილებლად იპოვიდა ღონისძიებას, სადაც საზოგადოების მორალური მდგომარეობის გაუარესებაში მცირე წვლილს შეიტანდა. დღეს სწორედ ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა. ნოე რვა საათისთვის მოვიდა. ანამ კარი გაუღო და საძინებელში დაბრუნდა საყურეების ასაღებად. მამაკაცი უკან გაჰყვა, კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ქალს სარკიდან შეხედა.
- ამ კაბით აპირებ წამოსვლას?
- არა, უბრალოდ გარდაცვალების შემთხვევაში რაში დამასაფლაონ, იმას ვარჩევ. - ნოემ გაიცინა, მიუახლოვდა და შიშველ ზურგზე ტუჩებით შეეხო.
- შეგვიძლია ცოტა დავაგვიანოთ.
- დემეტრეს დაბადების დღეა.
- ყოველ წელს აქვს.
- როგორი ერთგული მეგობარი ხარ. - მამაკაცის ხელები წელზე იგრძნო და საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცეში ეჭვი შეეპარა. ნოეს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, სრულიად უწყინარი შეხებით მის ორგანიზმში ისეთი ბიოქიმიური პროცესები გამოეწვია, რომელთა ფონზეც მეგობრობა, სოციალური პასუხისმგებლობა და ზოგადად კაცობრიობის კეთილდღეობა მნიშვნელობას კარგავდა. საბედნიეროდ, მარიამმა სწორედ ამ დროს დაურეკა.
- გზაში ხართ?
- თითქმის.
- ანა!
- მაქსიმუმ ოც წუთში გამოვალთ. - ტელეფონი გათიშა და სარკიდან ნოეს შეხედა. - ხელი გამიშვი, სანამ შენს მეგობარს დაბადების დღის ნაცვლად სამძიმარზე მოუწია ჩვენი მიღება.
- ორივეს მოკვლას აპირებს?
- შენ მოგკლავს. მე გამიგებს. - საბოლოოდ სახლიდან თხუთმეტი წუთის დაგვიანებით გავიდნენ, რაც ანამ საკუთარი ნებისყოფის საკმაოდ მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნია.
დემეტრეს დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში იმართებოდა, რომლის მეორე სართული მთლიანად სტუმრებისთვის დაეთმოთ. მარიამს, როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე მეგობრის ცნების მიმართ საკმაოდ ლიბერალური დამოკიდებულება აღმოაჩნდა. დარბაზში ოცდაათზე მეტი ადამიანი იყო, მუსიკა უკრავდა, მიმტანები მაგიდებს შორის მოძრაობდნენ, დემეტრე კი უკვე ისეთი კმაყოფილი სახით იდგა მეგობრების გარემოცვაში, თითქოს საკუთარი დაბადება კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად მიაჩნდა. ანას დანახვისთანავე მარიამი მათკენ წამოვიდა.
- ძლივს!
- დაბადების დღეზე მოვედით თუ ოპერაციაზე დაგვაგვიანდა?
- შენთან მერე სალაპარაკო მაქვს. - მარიამმა ნოესაც აკოცა და ანა თავისკენ გაიყოლა. დემეტრე მეგობარს გადაეხვია, საჩუქარი გამოართვა და რაღაც უთხრა, რაზეც ორივეს გაეცინა.
საღამო სასიამოვნოდ დაიწყო. ანა სტუმრების ნაწილს უკვე იცნობდა, რამდენიმე ადამიანი მარიამმა გააცნო და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სრულიად უცნობ მამაკაცთან განქორწინების ფსიქოლოგიურ ასპექტებს განიხილავდა.
ეს პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო თანმხლები მოვლენა იყო. საკმარისი გახლდათ, ადამიანს გაეგო, რომ ფსიქოლოგი იყავი, და რამდენიმე წუთში უკვე საკუთარი დედის, ყოფილი ცოლისა და ერექ/ციული პრობლემების შესახებ გიყვებოდა.
ზოგჯერ ანას გულწრფელად უნდოდა, თავი პათოლოგანატომად გაესაღებინა. ამ პროფესიის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, წვეულებებზე გაცილებით ნაკლებად აწუხებდნენ. მამაკაცს თავაზიანად დაემშვიდობა და მარიამთან დაბრუნდა, როდესაც დარბაზის მეორე ბოლოში ნოეს გვერდით მდგომ ქალს მოჰკრა თვალი. მაღალი, შავგვრემანი ქალი იყო, დაახლოებით მათი ასაკის, მუქი მწვანე კაბითა და მოკლედ შეჭრილი თმით. ნოეს რაღაცას უყვებოდა, მამაკაცი კი იღიმოდა. მათი საუბრის მანერაში აშკარად იგრძნობოდა მრავალწლიანი ნაცნობობისთვის დამახასიათებელი თავისუფლება. ანა ღვინოს სვამდა და ალბათ განსაკუთრებულ ყურადღებასაც არ მიაქცევდა, ქალს დამშვიდობებისას ნოეს მკლავზე ხელი რომ არ დაედო.
- ვინ არის? — ჰკითხა მარიამს.
- ვინ?
- ნოესთან რომ დგას. - მარიამმა დარბაზისკენ გაიხედა.
- სალომე. დემეტრეს ძველი მეგობარია, ადვოკატი. - ანამ თავი დაუქნია.
- გასაგებია.
- ნოესაც დიდი ხანია იცნობს.
- მარიამ, ქალის ბიოგრაფია არ მომითხოვია.
- არც მე მითქვამს ყველაფერი. - ანა მეგობრისკენ შებრუნდა.
- რა არ გითქვამს? -მარიამს გაეცინა.
- არაფერი განსაკუთრებული. რამდენიმე წლის წინ ერთმანეთს ხვდებოდნენ. - საინტერესოა. ანა. კვლავ ქალისკენ გაიხედა და აღმოაჩინა, რომ სალომეს შესანიშნავი ფეხები ჰქონდა.
სამწუხაროდ.
- რამდენ ხანს?
- არ ვიცი, რამდენიმე თვე ალბათ. ანა, ეგ ამბავი დიდი ხნის წინ იყო.
- ღმერთო, რატომ მიხსნი? უბრალოდ ვიკითხე.
- იმიტომ, რომ ქალს უკვე ისე უყურებ, მგონია, მალე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასჭირდება. - ანას გაეცინა.
- ნუ აზვიადებ. - საკუთარი რეაქცია თავადაც ართობდა. ნოეს წარსულში ქალების არსებობა მისთვის ისეთივე ბუნებრივი მოცემულობა იყო, როგორც ის ფაქტი, რომ მამაკაცს დაბადებიდან დღემდე რამდენჯერმე შეეცვალა კბილის ჯაგრისი. არც ერთი მათგანის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ ჰქონია, სანამ ერთ-ერთი ხორცშესხმული, შესანიშნავი ფეხებითა და საკმაოდ მიმზიდველი ღიმილით მის წინ არ აღმოჩნდა. თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთისგან მართლაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ფროიდი, შე მახინჯო ბებერო, ახლა მაინც ნუ გამიღიმებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ნოე მათთან მივიდა, წელზე ხელი მოხვია და ანას აკოცა.
- კარგად ერთობი?
- შესანიშნავად. ერთი განქორწინებული მამაკაცის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში უკვე შევიტანე წვლილი.
- უფასოდ?
- სამწუხაროდ. - ნოემ გაიცინა და სასმელის მოსატანად წავიდა. ანა მარიამთან ერთად მაგიდისკენ გაემართა, სადაც სალომეც აღმოჩნდა. ქალი თავად გაეცნო.
- სალომე.
- ანა.
- ვიცი. მარიამმა მითხრა, ფსიქოლოგი ხარ არა?!
- იმედი მაქვს, იურიდიული დახმარება არ დაგჭირდება ჩემთან ურთიერთობის შემდეგ.
- თუ დამჭირდება, საკუთარ თავს თავად წარმოვადგენ. - ანას გაეღიმა. ჯანდაბა.
იუმორის გრძნობაც ჰქონდა. მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში ანამ სალომეს შესახებ რამდენიმე სრულიად არასასურველი ფაქტი აღმოაჩინა. ქალი ჭკვიანი იყო, საინტერესო მოსაუბრე, საკუთარი პროფესია უყვარდა და ადამიანების მიმართ ისეთივე ჯანსაღი სკეპტიციზმით გამოირჩეოდა, როგორითაც თავად ანა. გარდა ამისა, მშვენივრად გამოიყურებოდა. ანა ლაშხი პროფესიული ეთიკის ფარგლებში გულწრფელად უსურვებდა მას ფსიქიკურ ჯანმრთელობას, კარიერულ წარმატებასა და მსუბუქ, მაგრამ ქრონიკულ დიარეას. - შენს პროფესიაში ყველაზე რთული რა არის? - ჰკითხა სალომემ.
- სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ადამიანების მოსმენა.
- მესმის. ჩემთანაც ყველა ფიქრობს, რომ მეგობრობა უფასო იურიდიულ მომსახურებას გულისხმობს.
- შეგვიძლია ერთმანეთის პაციენტები და კლიენტები გავცვალოთ.
- შესანიშნავი იდეაა. ჩემი კლიენტების ნახევარს ფსიქოლოგი უფრო სჭირდება, ვიდრე ადვოკატი.
- ჩემი პაციენტების ნაწილს კი კარგი ადვოკატი ფსიქოთერაპიაზე გაცილებით სწრაფად მოაგვარებინებდა პრობლემებს. - ორივეს გაეცინა. ანას საკუთარი მდგომარეობის აბსურდულობა უკვე გულწრფელად ართობდა. აღმოჩნდა, რომ ქალი, რომლის მიმართაც რამდენიმე წუთის წინ სრულიად ირაციონალური ანტიპათია გაუჩნდა, სინამდვილეში საკმაოდ მოსწონდა.
ბუნებას ზოგჯერ ადამიანების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლენა უყვარდა. როდესაც ნოე მათთან დაბრუნდა, სალომე ანას ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე უყვებოდა. მამაკაცმა ორივეს შეხედა და ღვინის ჭიქა ანას გაუწოდა.
- უკვე გაიცანით ერთმანეთი?
- კი. - უპასუხა სალომემ. - საინტერესო ქალი გყავს.
- ვიცი.
- და მოკრძალებული მამაკაცი მყავს. - დაამატა ანამ. - სალომეს გაეცინა, ნოემ კი ანას მხარზე ხელი მოხვია.
საუბარი ბუნებრივად გაგრძელდა. სალომეს არც ერთი ისეთი ჟესტი ან მზერა არ ჰქონია, რომელიც ანას განსაკუთრებული ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემდა. არც წარსული გაუხსენებია, არც ნოეს ყურადღების მოპოვება უცდია და ცოტა ხანში სხვა სტუმრებთან გადავიდა. ქალის ქცევაში არაფერი იყო გამაღიზიანებელი. ეს კიდევ უფრო გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. მარიამი მოგვიანებით საპირფარეშოში შეჰყვა ანას და კარის მიხურვისთანავე სიცილი აუტყდა.
- აბა?
- რა აბა?
- მოგეწონა?
- ძალიან.
- მართლა?
- მარიამ, იმ ქალს რომ რამე ნაკლი ჰქონდეს, ჩემი საღამო გაცილებით მარტივი იქნებოდა. - მარიამი სარკეს სიცილით მიეყრდნო.
- ეჭვიანობ.
- არა. უბრალოდ ნოეს გემოვნების ხარისხი ჩემთვის არასასურველ ინფორმაციას წარმოადგენს.
- ღმერთო, ანა.
- რა გინდა? მერჩივნა, მის ყოფილ საყვარელს ინტელექტუალური განვითარების გარკვეული შეფერხება ჰქონოდა. ადამიანურად გამიგე. - მარიამი უკვე ხმამაღლა იცინოდა. ანამ პომადა გაისწორა და საკუთარ ანარეკლს შეხედა.
არაფერი ჰქონდა სალომეს საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, სხვა გარემოებაში მასთან მეგობრობაც კი შეეძლო. თუმცა საკუთარი ემოციური რეაქციების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით ნამდვილად არ იყო განწყობილი. ეჭვიანობა ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად ყველაზე დამამცირებელი გამოვლინება იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკმარისი განათლება გქონდა იმის გასაცნობიერებლად, რამდენად ირაციონალურად იქცეოდი, მაგრამ ეს ცოდნა პრაქტიკულად არაფერში გეხმარებოდა. - წამოდი, სანამ საკუთარ თავს დიაგნოზს დავუსვამ და აქვე მოვკვდები. - დარბაზში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ დემეტრე მუსიკის შეცვლაზე ეკამათებოდა ვიღაცას, ნოე კი მეგობრების გარემოცვაში იდგა. ანა მასთან მივიდა და ხელი გაუწოდა.
- ვიცეკვოთ. - ნოემ გაკვირვება ვერ დამალა.
- შენ და ცეკვა?
- ნუ გამიფუჭებ განწყობას. - მამაკაცმა მეგობრებს თავი დაუკრა და ანას გაჰყვა.
ცეკვის განსაკუთრებული მოყვარული არც ერთი მათგანი არ ყოფილა, თუმცა მუსიკა საკმარისად ნელი იყო იმისთვის, რომ ამ გარემოებას პრობლემა არ წარმოედგინა. ნოემ ქალს წელზე ხელი მოხვია, ანა კი მის მკერდთან ახლოს მიიწია. - ლამაზი ქალია სალომე.
- არის. - ანა პასუხის ასეთი უშუალობისთვის მზად არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, შეეძლო ეთქვა, რომ სალომე ლამაზი არ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცის მხედველობის მდგომარეობა გახდებოდა შესასწავლი.
- ჭკვიანიც.
- ნამდვილად.
- მშვენიერია. კიდევ რამე დადებითი თვისება ხომ არ აქვს, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდე? - ნოეს გაეღიმა.
- კარგი ადვოკატია. - ქალმა სიცილი ვერ შეიკავა.
- საზიზღარი ადამიანი ხარ. - მამაკაცი მის ყურთან დაიხარა.
- მარიამმა მოგიყვა?
- კი.
- რამე გაინტერესებს?
- რამდენად ცუდად დაამთავრეთ?
- ცუდად არ დაგვიმთავრებია. უბრალოდ აღარ გვინდოდა გაგრძელება. - ანამ თავი დაუქნია. პასუხი მოსწონდა. ყოველ შემთხვევაში, ნოეს არ ჰქონდა ყოფილი ქალების შეურაცხყოფის ის საკმაოდ გავრცელებული მამაკაცური ჩვევა, რომელიც ანას ყოველთვის აღიზიანებდა.
- და ახლა?
- ახლა შენთან ვცეკვავ. - ქალმა მის სახეს შეხედა. ნოეს გამომეტყველებაში არც თავის მართლების მცდელობა ჩანდა და არც განსაკუთრებული სურვილი, ანას ეჭვიანობა გაეღვივებინა. მამაკაცმა ხელი ზურგზე ჩამოუსვა. - თან მთელი საღამოა, ამ კაბის გახდაზე ვფიქრობ. - ანას გაეღიმა.
- ღმერთს მადლობა, ერთი ნაკლი მაინც გაქვს.
- რა?
- პროგნოზირებადი გარყვ/ნილება. - ნოემ სიცილით აკოცა.
- შენს შემთხვევაში ეგ კომპლიმენტია. - და, სამწუხაროდ, მართლაც იყო.
შუაღამის შემდეგ დემეტრემ ტორტი გაჭრა, მარიამმა სტუმრების ნახევარი საერთო ფოტოსთვის შეკრიბა და ანამ დაახლოებით ათი წუთი გაატარა იმაზე ფიქრში, რატომ მიიჩნევდნენ ადამიანები დაბადების დღის აღნიშვნის აუცილებელ ნაწილად ზრდასრული მამაკაცის წინ სანთლებიანი საკონდიტრო ნაწარმის დადებას. ფროიდს, ალბათ, სანთლების ფორმასთან დაკავშირებითაც ექნებოდა რამდენიმე საინტერესო მოსაზრება. თუმცა ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარა იყო. სანთლებზე პასუხისმგებლობას ანა საკუთარ თავზე აღარ აიღებდა.
ღამის პირველ საათზე ნოესთან ერთად რესტორნიდან გამოვიდა. მანქანასთან მისვლისთანავე ნოემ კარი გაუღო. ანა სავარძელში მოთავსდა, ფეხსაცმელები გაიხადა და დაღლილმა თავი საზურგეს მიადო.
- ჩემთან თუ შენთან? - ჰკითხა მამაკაცმა.
- შენთან. ჩემს სახლში საჭმელი არ არის.
- რომანტიკული მიზეზია.
- სხვა მიზეზიც მაქვს, მაგრამ საჭესთან შენი კონცენტრაციის გაფანტვა არ მინდა. - ნოეს გაეცინა და მანქანა დაძრა. გზაში ანა ფანჯრიდან ქალაქს უყურებდა. სალომეს შესახებ ფიქრი თითქმის შეწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ერთი შეკითხვა ჯერ კიდევ აწუხებდა. არა კონკრეტულად იმ ქალთან დაკავშირებით, არამედ ნოეს წარსულზე ზოგადად. - ყოფილ ქალებთან ყოველთვის ასეთი კარგი ურთიერთობა გაქვს?
- ყველასთან არა.
- ზოგიერთს შენი მოკვლა უნდა?
- ალბათ.
- კონტაქტები მომეცი. საინტერესო პროფესიული კვლევა გამოვა. - ნოემ ხელი მის მუხლს ნაზად მოუჭირა.
- შენს ყოფილებსაც მოვუსმინოთ?
- ჩემი ყოფილი მამაკაცების უმრავლესობას ჩემზე საუბრისთვის ჯერ კიდევ ფსიქოლოგიური მზაობა არ აქვს.
- რატომ არ მიკვირს? - ანამ გაიცინა.
- ისე, სალომე მართლა მომეწონა.
- შევამჩნიე.
- თავიდან ცოტა ნაკლებად.
- ეგეც შევამჩნიე. - ქალი მისკენ შებრუნდა.
- და არაფერი თქვი?
- ვისი პრობლემა იყო, ანა? - პასუხი იმდენად სამართლიანი აღმოჩნდა, რომ ქალს გაღიზიანების საფუძველიც კი არ დაუტოვა.
- შენი ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგჯერ შეურაცხმყოფელია.
- გადავიტან. - ნოეს ბინაში მისვლის შემდეგ ანა პირდაპირ სამზარეულოში შევიდა, მაცივარი გამოაღო და დარჩენილი ყველის, ხილისა და შოკოლადისგან საკმაოდ უცნაური ვახშმის მომზადებას შეუდგა. მამაკაცმა პიჯაკი გაიხადა, ორი ჭიქა წყალი ჩამოასხა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
- იცი, რა არის ყველაზე ცუდი?
- რა?
- სხვა გარემოებაში სალომესთან ვიმეგობრებდი.
- ახლაც შეგიძლია.
- არა, მადლობა. ჩემი ფსიქიკა ექსპერიმენტული ლაბორატორია არ არის. ნოეს გაეცინა. ანა შოკოლადის ნატეხს დასწვდა და მის წინ გაჩერდა. - თუმცა ერთი რამ უნდა ვაღიარო.
- გისმენ.
- ქალებში კარგი გემოვნება გაქვს.
- ვიცი. - ანამ თვალები გადაატრიალა. - ახლა თავმდაბლობის იმიტაცია მაინც შეგეძლო.
- რატომ? შენ ხომ ტყუილი არ მოგწონს. - ქალს გაეცინა, მამაკაცის მუხლებზე ჩამოჯდა და ხელები კისერზე შემოხვია.
- დღეს განსაკუთრებით აუტანელი ხარ.
- და მაინც აქ ხარ.
- სამწუხაროდ, ჩემი ლიბი/დო დემოკრატიულ პრინციპებს არ აღიარებს. - ნოემ აკოცა. ანამ სიცილით უპასუხა, თუმცა მალე ხუმრობის გაგრძელების სურვილი დაკარგა. მამაკაცის სიახლოვეს ჰქონდა უნარი, მისი ყურადღება სრულიად სხვა მიმართულებით გადაეტანა და ამჯერად ქალს წინააღმდეგობის გაწევის არავითარი სურვილი არ გასჩენია.
- საძინებელში წავიდეთ? - ჰკითხა ნოემ.
- ჯერ შოკოლადი არ დამიმთავრებია. - მამაკაცმა მაგიდიდან შოკოლადი აიღო და ქალს გაუწოდა.
- წამოიღე. - ანა სიცილით წამოდგა. ასეთი პრაქტიკული მიდგომა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საკითხში განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა. იმ ღამით საძინებლის კარი საკმაოდ გვიან დაიხურა და კიდევ უფრო გვიან ჩაქრა სინათლე. დილით ანას ნოეზე ადრე გაეღვიძა. ფარდებს შორის შემოსული სინათლე საწოლის კიდეს ეცემოდა, მამაკაცს მშვიდად ეძინა, ერთი ხელი კი ქალის წელზე ჰქონდა გადადებული. ანა ფრთხილად გადაბრუნდა და მის სახეს დააკვირდა.
საოცარი იყო, რამდენად მშვიდად გამოიყურებოდა ეს ადამიანი ძილის დროს. არც ცინიკური კომენტარები, არც თავხედური ღიმილი, არც საკუთარი სიმართლის დამტკიცების მუდმივი უნარი.
ბუნებამ, როგორც ჩანდა, გარშემომყოფებისთვის კომპენსაციის სახით ძილი გამოიგონა. ქალს გაეღიმა და თითებით მამაკაცის თმას შეეხო. წინა საღამოს ემოციებს ახლა გაცილებით მშვიდად უყურებდა. ეჭვიანობის ფაქტი აღარ აღიზიანებდა. არც სალომეს მიმართ ჰქონდა რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება და არც ნოეს წარსულის შეცვლის სურვილი. სინამდვილეში გაცილებით მარტივი რამ მოხდა. არ ესიამოვნა იმის წარმოდგენა, რომ ნოეს სხვა ქალთანაც შეიძლებოდა ჰქონოდა ისეთი სიახლოვე, როგორიც ახლა მათ შორის არსებობდა. ეს კი მამაკაცის წარსულზე გაცილებით მეტს თავად ანას აწმყოზე ამბობდა.
ჯანდაბა.
საკუთარი ემოციური მდგომარეობის შესახებ ზოგიერთი დასკვნის გამოტანა უზმოზე განსაკუთრებით არასასიამოვნო იყო. ფროიდს ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ლიბი/დოს ობიექტზე ფსიქიკური ენერგიის კონცენტრაციის შესახებ ექნებოდა რაღაც სათქმელი. ანა სიამოვნებით ურჩევდა, ცოტა ხნით გაჩუმებულიყო და მკვდარი ადამიანის პრივილეგიებით ესარგებლა. ნოემ თვალები გაახილა.
- რას მიყურებ?
- ვფიქრობ.
- ჩემზე?
- სამწუხაროდ.
- კარგი რამეა?
- ჯერ ექსპერტიზის პასუხს ველოდები. - მამაკაცმა თავისკენ მიიზიდა და თვალები ისევ დახუჭა.
- მოგვიანებით იფიქრე. - ანა მის მკერდზე მოთავსდა და ცოტა ხანს გაუნძრევლად იწვა. შესაძლოა, მართლაც ღირდა ზოგიერთ საკითხზე მოგვიანებით დაფიქრება. მაგალითად, იმაზე, რატომ აღარ იზიდავდა სხვა მამაკაცებთან შეხვედრის პერსპექტივა, რატომ იყო ნოეს სახლში საკუთარი ნივთების დატოვება მისთვის სრულიად ბუნებრივი და რატომ გაუჩნდა გუშინ ისეთი შეკითხვის დასმის სურვილი, რომელიც საბოლოოდ მაინც ვერ დასვა. ხვდებოდა თუ არა ნოე მხოლოდ მას? აქამდე ამ საკითხზე არასოდეს უსაუბრიათ. ანას საკუთარი პასუხი უკვე ჰქონდა. მამაკაცის პასუხი კი არ იცოდა და, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა, მისი გაგების სურვილი გაუჩნდა. საწოლში წამოჯდა.
- ყავა გინდა?
- მინდა.
- გააკეთე. - ნოემ თვალები გაახილა და სიცილი აუტყდა.
- ამისთვის გამაღვიძე?
- არა. უბრალოდ მომინდა, ჩვენი ურთიერთობა ორმხრივ სარგებელზე დამყარებულიყო. - მამაკაცმა ბალიში აიღო და ქალს ესროლა. ანა სიცილით წამოხტა საწოლიდან და სამზარეულოსკენ გაიქცა. ზოგიერთ კითხვას პასუხი აუცილებლად სჭირდებოდა. თუმცა ყავამდე საკუთარი ემოციური მომავლის გარკვევას ნამდვილად არ აპირებდა. ადამიანს პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს.

ადამიანებს საკუთარი პრობლემების გადაჭრა გაცილებით ნაკლებად აინტერესებდათ, ვიდრე ამ პრობლემების არსებობისთვის დამაჯერებელი მიზეზების მოძებნა. ანა ლაშხი ამ დასკვნამდე მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკის შედეგად მივიდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავადაც საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა იმავე პროცესში.
სამშაბათს, შუადღის ოთხ საათზე, მის წინ ოცდაცხრა წლის ქალი იჯდა და უკვე ოცი წუთი იყო, საკუთარ მამაკაცთან ურთიერთობის შესახებ უყვებოდა. ქალი დარწმუნებული გახლდათ, რომ პარტნიორი მის მიმართ საკმარისად სერიოზულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა, თუმცა ამ საკითხზე მასთან საუბარი არასოდეს უცდია.
- მეშინია, რომ პასუხი არ მომეწონება. - ანა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
- პასუხის არცოდნა უფრო კომფორტულ მდგომარეობაში გამყოფებთ? - ქალი დაფიქრდა. ანა კი საკუთარი პროფესიული კომპეტენტურობით იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, წამიერად საკუთარი თავისთვის სახეში გარტყმის სურვილიც გაუჩნდა. შესანიშნავია, ლაშხო. იქნებ კონსულტაციის საფასურის ნახევარი საკუთარ თავს დაუბრუნო? უკვე მეხუთე დღე იყო, ნოე გელოვანთან ურთიერთობის ექსკლუზიურობის საკითხს სხვადასხვა ინტელექტუალური კუთხით განიხილავდა და ამ დროის განმავლობაში ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც არ უცდია, თავად ნოესთვის შეკითხვის დასმა იყო. მიზეზი საკმაოდ მარტივი გახლდათ. ანას არ უნდოდა, მამაკაცს ეფიქრა, რომ მისგან რაიმე კონკრეტულ ვალდებულებას მოითხოვდა. არ სურდა საკუთარი თავი იმ ქალების კატეგორიაში აღმოეჩინა, რომლებიც რამდენიმე კვირის ურთიერთობის შემდეგ მამაკაცის თავისუფალი დროის, სხეულისა და სამომავლო გეგმების ინვენტარიზაციას იწყებდნენ. თუმცა არც იმის წარმოდგენა სიამოვნებდა, რომ ნოეს თავისუფალი დროის გარკვეული ნაწილი შესაძლოა სხვა ქალის სხეულთან ყოფილიყო დაკავშირებული. განსაკუთრებით სხეულის საკითხი აწუხებდა. დროის განაწილებასთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისზე წასვლაც კი შეეძლო. ფროიდ, ძვირფასო, იმედი მაქვს, კუბოში კომფორტულად წევხარ. შენს თეორიებს აქ შესანიშნავად ვემსახურები.
კონსულტაციის დასრულების შემდეგ ანამ ჩანაწერები მოაწესრიგა, ყავა მოიმზადა და ფანჯარასთან დადგა. ნოეს დილით ჰქონდა მიწერილი, რომ საღამოს თავისთან ელოდებოდა. მამაკაცის შეტყობინება ჩვეულებრივზე მოკლე იყო, თუმცა ანას ამ გარემოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. იცოდა, რომ ბოლო დღეებში საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. საღამოს მისვლას აპირებდა, გზად ღვინოსა და საჭმელს იყიდდა, მამაკაცს აკოცებდა და, თუ საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემდა, საბოლოოდ იმ დაწყევლილ შეკითხვასაც დაუსვამდა.
გეგმა შესანიშნავი იყო. სამწუხაროდ, ანა ლაშხის ცხოვრების ყველაზე საინტერესო მოვლენები სწორედ მაშინ ხდებოდა, როდესაც შესანიშნავი გეგმა ჰქონდა.

ნოე გელოვანს იმ დილით მოთმინების მარაგი დაახლოებით თერთმეტი საათისთვის ამოეწურა. ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ენდობოდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლებაც ჰქონდა მიცემული, საკუთარი ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა. პრობლემა მხოლოდ თანხაში არ მდგომარეობდა. გაცილებით მეტად ის აღიზიანებდა, რომ მამაკაცმა მისი ნდობა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიად აღიქვა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას შეძლებდა. ნოეს მსგავსი შეცდომების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე ახასიათებდა. შუადღისთვის საჭირო დოკუმენტები უკვე მის მაგიდაზე იდო, იურისტებს შესაბამისი მითითებები ჰქონდათ მიღებული, თავად კი კაბინეტში იმ მამაკაცის მოპირდაპირედ იჯდა, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა შექმნილი მდგომარეობის ახსნას. ნოე უხმოდ უსმენდა. მის გამომეტყველებაში იმდენად ცოტა ემოცია ჩანდა, რომ მამაკაცი საუბრის გაგრძელებისას თანდათან უფრო ნერვიული ხდებოდა.
- გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გეფიქრა იმაზე, ვისთან გქონდა საქმე. -
ეს იყო ერთადერთი კომენტარი, რომელიც ნოემ მისი ხანგრძლივი განმარტების შემდეგ გააკეთა. მამაკაცის წასვლის შემდეგ დემეტრე კაბინეტში დარჩა. იცნობდა ნოეს და შესანიშნავად იცოდა, რომ მეგობრის ასეთი სიმშვიდე გაცილებით არასასიამოვნო შედეგებს მოასწავებდა, ვიდრე მისი ხმამაღალი გაბრაზება. ნოემ სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან მივიდა. საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული. ადამიანების შეფასების უნარს ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ახლა იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხში შეცდა. ღალატის პატიება შეეძლო, თუ ამის სურვილი ექნებოდა. საკუთარი შეცდომების პატიება გაცილებით უჭირდა.
საღამოს შვიდ საათზე ჯერ კიდევ სამსახურში იყო. დემეტრემ სახლში წასვლა შესთავაზა, თუმცა ნოემ დარჩენა გადაწყვიტა. არ უყვარდა მოუგვარებელი საქმეების მეორე დღისთვის გადადება და არც საკუთარი გაღიზიანების სხვისთვის გაზიარების განსაკუთრებული მოთხოვნილება ჰქონდა. რვის ნახევარზე ანას მისწერა, რომ სახლში მალე მივიდოდა. ქალთან შეხვედრა ნამდვილად უნდოდა. ბოლო პერიოდში ანას არსებობა მის ყოველდღიურობაში იმდენად ბუნებრივი გახდა, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მისი ნახვის სურვილი განსაკუთრებულ ახსნას აღარ საჭიროებდა. უბრალოდ, არ ჰქონდა განწყობა, საკუთარი დღის შესახებ ვინმესთვის დეტალურად მოეყოლა.
არც წარმოედგინა, რომ სწორედ ეს გარემოება გახდებოდა საღამოს მთავარი პრობლემა.

ანა ნოეს ბინაში მასზე ადრე მივიდა. მამაკაცის გასაღები უკვე რამდენიმე დღე იყო, ჩანთაში ედო და ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას ორივე წარმატებით ერიდებოდა. სამზარეულოში საჭმელი გააწყო, ღვინო გახსნა და მუსიკა ჩართო. შემდეგ ფეხსაცმელები გაიხადა, დივანზე მოთავსდა და წიგნის კითხვა დაიწყო. ნოე ცხრისთვის დაბრუნდა. მამაკაცის დანახვისთანავე მიხვდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, პერანგის საყელო შეხსნილი ჰქონდა და ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლებს ლაპარაკობდა. ანას აკოცა, პიჯაკი სავარძელზე დატოვა და სააბაზანოში შევიდა. ქალს ეს არ სწყენია. პირიქით, საკმაოდ კარგად ესმოდა ადამიანის მოთხოვნილება, ზოგჯერ დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციებისგან მარტო გათავისუფლებულიყო. თუმცა როდესაც ნოე სამზარეულოში დაბრუნდა, ტელეფონზე მორიგ ზარს უპასუხა და საუბრისას ვიღაცას საკმაოდ უხეშად მიმართა, ანას პროფესიულმა ცნობისმოყვარეობამ თავი იჩინა. მამაკაცმა ტელეფონი მაგიდაზე დადო და წყალი დაისხა.
- მძიმე დღე გქონდა?
- საკმაოდ. - ანა პასუხს დაელოდა, თუმცა ნოეს საუბრის გაგრძელების სურვილი არ გამოუჩენია. თავდაპირველად ქალი ამით დაკმაყოფილდა. საჭმელი თეფშებზე გადაიტანა, ღვინო დაისხა და მაგიდასთან ჩამოჯდა. მამაკაცის განწყობის გამოსაკეთებლად განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევას არ აპირებდა. არც მისი გართობა ევალებოდა და არც ემოციური მდგომარეობის რეგულირება. მიუხედავად ამისა, ნოეს დაძაბულობა იმდენად შესამჩნევი იყო, რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მიუბრუნდა საკითხს.
- სამსახურში მოხდა რამე?
- კი, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, ანა. - საკმარისად მკაფიო პასუხი იყო. ნებისმიერი სხვა ადამიანისგან მსგავსი პასუხის მიღების შემთხვევაში ანა საუბარს შეწყვეტდა. პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში პირადი საზღვრების პატივისცემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ადამიანებსაც ხშირად უხსნიდა, რომ ემოციური სიახლოვე სხვის შინაგან სამყაროში შეუზღუდავი გადაადგილების უფლებას არ გულისხმობდა. სამწუხაროდ, პირადი ინტერესი ზოგჯერ პროფესიულ განათლებაზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდებოდა. ნოეს სიჩუმემ ანას ბოლო დღეების განმავლობაში დაგროვილი შეკითხვები გაახსენა. მამაკაცთან ურთიერთობის დაწყებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რამ გაიგო მის შესახებ, თუმცა არსებობდა საკითხები, რომლებზეც ნოე თითქმის არასოდეს საუბრობდა. საკუთარ სისუსტეებზე, შიშებზე, იმედგაცრუებებზე. ქალს ზოგჯერ ისეთი განცდა ჰქონდა, რომ მამაკაცი მისთვის ცხოვრების მხოლოდ იმ ნაწილს ხდიდა ხელმისაწვდომს, რომლის გაზიარებაც თავად არავითარ დისკომფორტს არ უქმნიდა.
- საერთოდ არ გიყვარს იმაზე საუბარი, რაც გაწუხებს, ხომ? - ნოემ ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- დღეს ნამდვილად არა. - ანა გაჩუმდა, თუმცა უკვე დაწყებული აზროვნების პროცესის შეჩერება ვეღარ მოახერხა. მამაკაცის ქცევაში ნაცნობი მექანიზმების ამოცნობა დაიწყო და საკუთარ თავს უფლება მისცა, რამდენიმე ისეთი დასკვნა გამოეტანა, რომლისთვისაც საკმარისი საფუძველი არ ჰქონდა.
- მგონია, ზოგჯერ ადამიანებთან სიახლოვესაც ისე არეგულირებ, რომ სიტუაციაზე კონტროლი არ დაკარგო. - ნოემ შეხედა. მის სახეზე გაღიზიანება გამოჩნდა.
- ანა, არ დაიწყო. - სწორედ აქ უნდა გაჩერებულიყო. მოგვიანებით ამ მომენტს არაერთხელ გაიხსენებდა და ყოველ ჯერზე საკუთარი თავისთვის ერთი და იმავე შეკითხვის დასმა მოუნდებოდა: კონკრეტულად რა სახის ინტელექტუალური დეფიციტი განუვითარდა იმ საღამოს, რომ მამაკაცის ასეთი პირდაპირი გაფრთხილება ვერ გაიგო? თუმცა იმ მომენტში ნოეს გაღიზიანებაც კი საკუთარი მოსაზრების სასარგებლო მტკიცებულებად აღიქვა.
- ფიზიკური სიახლოვე შენთვის გაცილებით მარტივია, ვიდრე ემოციური. სექსი არანაირ საფრთხეს არ გიქმნის, სანამ ურთიერთობის პირობებს თავად განსაზღვრავ. - მამაკაცმა დანაჩანგალი მაგიდაზე მიაგდო.
- და ეს დასკვნა იმიტომ გამოიტანე, რომ ჩემი სამუშაო დღის შესახებ მოყოლა არ მინდა?
- მხოლოდ ამის გამო არა.
- მაშინ რის გამო? - ანას შეეძლო პირდაპირ ეპასუხა. შეეძლო ეთქვა, რომ მათი ურთიერთობა მისთვის იმაზე მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა, და ახლა აინტერესებდა, ნოეც იმავეს გრძნობდა თუ არა. ამის ნაცვლად კიდევ უფრო ღრმად შეტოპა.
- შესაძლოა, სწორედ ამიტომაც გირჩევნია ურთიერთობები, რომლებშიც მკაფიო ემოციური ვალდებულებები არ არსებობს. ქალთან სიახლოვეს იღებ, მაგრამ საკუთარ თავისუფლებას საფრთხეს არ უქმნი. - ნოეს გამომეტყველება შეიცვალა.
- საკმარისია. - მამაკაცის ხმაში აღარაფერი იყო იმ ირონიული სიმსუბუქისგან, რომელსაც ანა ასე კარგად იცნობდა. არც ხუმრობას აპირებდა და არც კოცნით ცდილობდა საუბრის შეწყვეტას. - თუ ჩემთან დაკავშირებით რამე გაინტერესებს, მკითხე. მაგრამ ნუ ცდილობ, ჩემზე მეტი იცოდე იმის შესახებ, რას ვგრძნობ და რატომ ვიქცევი ასე. - ანა დაიძაბა.
- უბრალოდ გეუბნები, რასაც ვხედავ.
- არა. მეუბნები, რასაც შენ ფიქრობ, და ისე წარმოადგენ, თითქოს ფაქტია. - სიჩუმე ჩამოწვა. ნოე წამოდგა, სიგარეტის კოლოფი აიღო და აივნისკენ გაემართა, თუმცა კართან შეჩერდა. - შენთან ურთიერთობა იმიტომ დავიწყე, რომ როგორ ქალი მომეწონე და არა იმიტომ, რომ ფსიქოლოგი მჭირდებოდა. განსხვავება დაიმახსოვრე. - აივნის კარი გაიღო. ანა მაგიდასთან დარჩა. მამაკაცის სიტყვები შეურაცხმყოფელი არ ყოფილა, თუმცა იმაზე გაცილებით მტკივნეულად მოხვდა, ვიდრე ნებისმიერი უხეშობა მოხვდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნოემ რამდენიმე წინადადებით საკმაოდ ზუსტად მიუთითა იმაზე, რასაც თავად ანა მთელი საღამოს განმავლობაში გაურბოდა. ქალს არ უნდოდა ამის აღიარება. გაბრაზებული იყო. ნოეზე, საკუთარ თავზე, იმ დაწყევლილ შეკითხვაზე, რომლის დასმაც ვერ მოახერხა და ახლა სრულიად სხვა კონფლიქტად გარდაქმნა. ღვინის ჭიქა აიღო, თუმცა დალევის სურვილიც აღარ ჰქონდა. აივანზე გასულ ნოეს შეხედა. მამაკაცი ზურგით იდგა და ეწეოდა. ანას უნდოდა, მისულიყო, ხელი მოეხვია და საუბარი როგორმე დაესრულებინა, მაგრამ ამ სურვილს თითქმის იმავე სიმძლავრის წინააღმდეგობა შეხვდა. არ უყვარდა მდგომარეობა, რომელშიც საკუთარი შეცდომის აღიარება დაუყოვნებლივ უწევდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ემოციურად ჯერ კიდევ არ იყო მზად ამისთვის. საბოლოოდ ჩანთა აიღო, ფეხსაცმელები ჩაიცვა და აივნის კარი გამოაღო.
- სახლში წავალ. - ნოე მისკენ შებრუნდა.
- როგორც გინდა. არც შეჩერება უცდია.
ანა ამ პასუხმა იმაზე მეტად გააღიზიანა, ვიდრე გაღიზიანების მორალური უფლება ჰქონდა. სადღაც, საკუთარი საკმაოდ განათლებული ტვინის ყველაზე პრიმიტიულ ნაწილში, მაინც ელოდა, რომ მამაკაცი არ გაუშვებდა. შესაძლოა, ხელს მოჰკიდებდა, თავისკენ მიიზიდავდა და აიძულებდა, რამდენიმე წუთით მაინც დაევიწყებინა საკუთარი სიამაყე. თუმცა ნოე არ განძრეულა. ქალმა კარი მიხურა და წავიდა. ლიფტში საკუთარ ანარეკლს შეხედა. მშვენიერია. საღამოს დასაწყისში სექსს გეგმავდა, ახლა კი საკუთარი პიროვნების სტრუქტურული დეფექტების შესწავლა მოუწევდა. ფროიდ, შენი დედაც.

ნოე აივანზე კიდევ დიდხანს დარჩა. ანას წასვლამ შვება არ მოუტანა. პირიქით, ის გარემოება, რომ ქალი რამდენიმე წუთის წინ მის სამზარეულოში იჯდა და ახლა ბინა ცარიელი იყო, დამატებით გაღიზიანებას იწვევდა. არ მოსწონდა, როდესაც მისთვის ძვირფასი ადამიანები საკუთარ სიახლოვეს იმ უფლებად აღიქვამდნენ, რომლის ფარგლებშიც მისი პიროვნების ნებისმიერი ნაწილის ხელყოფა შეეძლოთ. ანა განსაკუთრებით ახლოს მიუშვა. იმაზე ახლოსაც კი, ვიდრე თავად ჰქონდა გაცნობიერებული. სწორედ ამიტომ გაუჭირდა მისი სიტყვების მოსმენა. სხვა ადამიანისგან მსგავსი შეფასება, სავარაუდოდ, მხოლოდ სიცილს გამოიწვევდა. ანასგან კი უსამართლოდ მოეჩვენა. ქალი, რომელსაც საკმაოდ კარგად იცნობდა და რომლის ინტელექტსაც პატივს სცემდა, იმ საღამოს მის მოსმენას საკუთარი ინტერპრეტაციები ამჯობინა. ნოეს არ ჰქონდა სურვილი, მისთვის ემტკიცებინა, რომ ემოციური სიახლოვის არ ეშინოდა. არც საკუთარი წარსულის ახსნა სურდა და არც იმ ურთიერთობის პირობების განხილვა, რომელშიც თავს აქამდე შესანიშნავად გრძნობდა. თუმცა ანას ნათქვამში ერთი რამ განსაკუთრებით აღიზიანებდა. თავისუფლების შენარჩუნების სურვილი. თვეები იყო, სხვა ქალთან შეხვედრის პერსპექტივაც კი არ განუხილავს. არა იმიტომ, რომ ანას წინაშე რაიმე ოფიციალური ვალდებულება ჰქონდა აღებული, არამედ იმიტომ, რომ სურვილი არ გასჩენია. სამუშაო დღის ბოლოს მისი ნახვა უნდოდა, თავისუფალ დროს მასთან ატარებდა და ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო ამბის მოყოლისასაც სწორედ ანა ახსენდებოდა. ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული სახელის დარქმევის აუცილებლობა არ დაუნახავს. როგორც ჩანდა, ქალს დაუნახავს. უბრალოდ, იმდენად რთული გზა შეარჩია საკითხის გასარკვევად, საბოლოოდ თავადაც დაიკარგა.
ნოემ სიგარეტი ჩააქრო და სახლში შევიდა. მაგიდაზე ანას ღვინის ჭიქა იდგა, სამზარეულოს ზედაპირზე კი მის მიერ მოტანილი შოკოლადი დარჩენილიყო.
მამაკაცმა შოკოლადი აიღო და კარადაში შეინახა. იმ ღამით მისთვის აღარ მიუწერია.

ოთხშაბათს დილით ანა მაღვიძარამდე ოცი წუთით ადრე გამოფხიზლდა და რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასახსენებლად, რატომ იყო გაბრაზებული. შემდეგ ყველაფერი გაახსენდა. სამწუხაროდ. საწოლიდან ადგა, ყავა მოიმზადა და ტელეფონს დახედა. ნოესგან შეტყობინება არ ჰქონდა. არც ელოდა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამის დაჯერებას ცდილობდა საკუთარი ტვინის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ გარკვეული ღირსების შენარჩუნებით იყო დაკავებული.
სამსახურში ჩვეულებრივზე ადრე მივიდა. ადმინისტრატორს მიესალმა, კაბინეტში ჩაიკეტა და დღის განრიგს გადახედა. შვიდი პაციენტი ჰყავდა.
შვიდი ადამიანი, რომელთა ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მაშინ როდესაც საკუთარი პირადი ცხოვრების მართვის შესაძლებლობები ამ ეტაპზე საეჭვოდ გამოიყურებოდა. პროფესიული ლიცენზიების გაცემის სისტემა, აშკარად, დახვეწას საჭიროებდა.
პირველი რამდენიმე კონსულტაცია ჩვეულებრივად ჩაატარა. სამუშაო ყოველთვის ეხმარებოდა საკუთარი პრობლემებისგან დისტანცირებაში. სხვა ადამიანის ფსიქიკურ სამყაროში შესვლა მისგან იმდენ ყურადღებას მოითხოვდა, რომ საკუთარი ცხოვრების შესახებ ფიქრისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩებოდა. თუმცა შესვენებების დროს ტელეფონს ამოწმებდა. ეს ჩვევა განსაკუთრებით აღიზიანებდა. ტელეფონს ხომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. სრულიად უდანაშაულო ელექტრონული მოწყობილობა იყო, რომელსაც ახლა ანა საკუთარი ემოციური კეთილდღეობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას აკისრებდა. შუადღისას მარიამმა დაურეკა და საღამოს შეხვედრა შესთავაზა. ანა დათანხმდა. მეგობარს საკუთარი კონფლიქტის შესახებ მხოლოდ მეორე ჭიქა ღვინის შემდეგ მოუყვა. ფაქტები მაქსიმალურად ობიექტურად გადმოსცა, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი, რომ მარიამი მის მხარეს დაიჭერდა. მარიამმა ყურადღებით მოუსმინა.
- ანუ კაცმა გითხრა, ამაზე საუბარი არ მინდაო, შენ კი მთელი მისი სექსუალური და ემოციური ცხოვრების ანალიზი ჩაუტარე? - ანა ჭიქას ჩააშტერდა.
- ასე რომ ამბობ, საშინლად ჟღერს.
- სხვანაირად როგორ უნდა ვთქვა? - ქალს გაეცინა. საკმაოდ არასასიამოვნო იყო ისეთი მეგობრების ყოლა, რომელთაც საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენება შენს წინააღმდეგაც შეეძლოთ. მარიამს დამატებითი რჩევები არ მიუცია. არც ნოესთან დარეკვა შეუთავაზებია და არც მათი შერიგების ორგანიზება უცდია. უბრალოდ, საღამო ერთად გაატარეს, სხვა საკითხებზე ისაუბრეს და მოგვიანებით ანა სახლში დაბრუნდა.
მარტო ყოფნა არ აშინებდა. წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა და საკუთარი თავისუფლება გულწრფელად სიამოვნებდა. შეეძლო შუაღამემდე ეკითხა, საწოლის ორივე მხარე დაეკავებინა, სამზარეულოში საცვლებით ევლო და კვირაობით არავისთან შეეთანხმებინა საკუთარი გეგმები. ახლაც ყველა ეს შესაძლებლობა ჰქონდა.
უბრალოდ, რატომღაც აღარ ანიჭებდა იმავე სიამოვნებას. გარდა ამისა, არსებობდა ფიზიკური ხასიათის პრობლემაც, რომლის მოგვარებაში არც მეგობრების მხარდაჭერა ეხმარებოდა და არც პროფესიული ლიტერატურა.
სექსი ენატრებოდა. თუმცა საკუთარ თავს ამ საკითხშიც საკმაოდ არასასიამოვნო სიმართლით უნდა გამოტყდომოდა. სექსი ზოგადად კი არ ენატრებოდა, კონკრეტულად ნოესთან უნდოდა. მამაკაცის ხმა, სურნელი, ხელები, მისი სხეულის სითბო და ის თავხედური ღიმილი, რომელიც ანას ზოგჯერ კოცნის სურვილს უჩენდა, ზოგჯერ კი მძიმე ბლაგვი საგნის მოძებნისას. ლიბი/დოს ასეთი შერჩევითობა ანას პიროვნული თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ შეთქმულებად მიაჩნდა.
ფროიდი ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ გვერდს მიუძღვნიდა.
ანა კი მზად იყო, მთელი საკითხი ერთი წინადადებით შეეჯამებინა.
ჯანდაბა, მენატრება ეს . ხუთშაბათსაც არ უნახავთ ერთმანეთი.
ნოე მუშაობდა. საღამოს დემეტრესთან ერთად ივახშმა, სახლში გვიან დაბრუნდა და რამდენიმე საათი წიგნის კითხვას დაუთმო. ანასთვის მიწერა რამდენჯერმე მოუნდა. არ იყო იმ მამაკაცების კატეგორიიდან, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ სიჩუმეს ქალის დასასჯელად იყენებდნენ. არც იმის დამტკიცებას ცდილობდა, ვის უფრო დიდხანს შეეძლო გაძლება. უბრალოდ, არ უნდოდა იმ საუბრის გაგრძელება, სანამ ორივეს არ ექნებოდა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის რეალურად მოესმინა.
მისი გაბრაზება თანდათან იკლებდა, თუმცა იმ საღამოს ნათქვამი სიტყვების მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლია.
ანა ჭკვიანი ქალი იყო. საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ საკუთარი შეცდომა თავადაც დაენახა. ნოეს არ სურდა, მისთვის ეს პროცესი გაემარტივებინა იმით, რომ მომხდარს უმნიშვნელო გაუგებრობად გამოაცხადებდა და ჩვეულებრივ ურთიერთობას დაუბრუნდებოდა. მოსწონდა ანას ხასიათი, მისი დამოუკიდებლობა და ისიც კი, რომ ზოგჯერ წარმოუდგენლად აუტანელი იყო.
მაგრამ მის მიმართ სიმპათია საკუთარი საზღვრების გაუქმებას არ ნიშნავდა.
პარასკევს დილით, სახლიდან გასვლისას, სააბაზანოში ანას კბილის ჯაგრისს მოჰკრა თვალი. გაეღიმა. სულ რამდენიმე კვირის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქალის კბილის ჯაგრისს ოდესმე მისი განწყობის შეცვლის შესაძლებლობა ექნებოდა.
როგორც ჩანდა, ცხოვრებას ჯერ კიდევ შეეძლო მისთვის საკმაოდ უცნაური სიურპრიზების მოწყობა.

პარასკევს ანამ უკანასკნელი პაციენტი ჩვეულებრივზე ადრე მიიღო და ექვსი საათისთვის სამუშაო დაასრულა. კაბინეტიდან წასვლას აპირებდა, როდესაც მაგიდაზე დადებულ პატარა ბლოკნოტს მოჰკრა თვალი. პერიოდულად მასში იმ საკითხებს ინიშნავდა, რომელთა განხილვაც საკუთარ სუპერვიზორთან სურდა. ბლოკნოტი გადაშალა, ცარიელ გვერდს დახედა და კალამი აიღო.
„რისი გაგება მინდოდა სინამდვილეში?“
შეკითხვას პასუხი თითქმის დაუფიქრებლად გასცა. უნდოდა სცოდნოდა, იყო თუ არა ნოესთვის ერთადერთი ქალი. უნდოდა გაეგო, მამაკაცისთვის მათი ურთიერთობაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო თუ არა, როგორიც მისთვის გახდა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ საკუთარი ემოციური ჩართულობა ცალმხრივი არ იყო. და ამ ყველაფრის პირდაპირ თქმის ნაცვლად ნოეს ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას შეუდგა. საკუთარი შიშები მამაკაცის სავარაუდო პრობლემებად გადააქცია და ამ გზით გაცილებით უსაფრთხო პოზიციაში აღმოჩნდა. თუ ნოეს ემოციური სიახლოვის ეშინოდა, მაშინ ანას აღარ მოუწევდა საკუთარი შიშის აღიარება. თუ მამაკაცი ურთიერთობებში კონტროლის შენარჩუნებას ცდილობდა, მაშინ ქალი თავად აღარ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაუცველობის განცდას გაურბოდა. ეს ყველაფერი იმდენად ნაცნობი ფსიქოლოგიური მექანიზმი იყო, ანას სიცილი აუტყდა.
პროექცია.
ინტელექტუალიზაცია.
თავდაცვა.
საკუთარი პროფესიული განათლების სრული დემონსტრირება ერთი მამაკაცის სამზარეულოში, რომლის ერთადერთი სურვილიც იმ საღამოს მშვიდად ვახშმობა იყო.
ანა კალამს თითებს შორის ატრიალებდა და საკუთარ ჩანაწერს უყურებდა. ნოეს არაფერი დაუშავებია იმით, რომ მძიმე დღის შესახებ საუბარი არ სურდა. არც ის იყო ვალდებული, ქალისთვის საკუთარი ემოციური მდგომარეობის ყველა დეტალი გაეზიარებინა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ერთმანეთთან სექსი ჰქონდათ.
ანას კი საკუთარი ინტერესი ჰქონდა და ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მამაკაცის პირად საზღვრებს გადააბიჯა.
აღიარება სასიამოვნო არ ყოფილა.
თუმცა შვების მომგვრელი აღმოჩნდა.
უცნაურია, რამდენად დიდი ენერგია შეიძლება დახარჯოს ადამიანმა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და რამდენად ცოტა დასჭირდეს იმის სათქმელად, რომ შეცდა.
ბლოკნოტი დახურა და ჩანთაში ჩადო.
სახლში დაბრუნებისას მაღაზიაში შეიარა, საჭმელი იყიდა და საღამო საკუთარ ბინაში გაატარა. ტელევიზორი ჩართო, თუმცა ფილმის შინაარსისთვის ყურადღება თითქმის არ მიუქცევია. ნოეს საათი ისევ კომოდზე იდო. ანა საძინებელში შევიდა, საათი აიღო და ხელისგულზე დაიდო. მძიმე, საკმაოდ ძვირადღირებული ნივთი იყო, რომელიც მამაკაცს, როგორც ჩანდა, საერთოდ აღარ გახსენებია. შეეძლო მიეწერა, რომ საათი დარჩა. შესანიშნავი საბაბი იქნებოდა. შეეძლო მისთვის ნივთის დაბრუნება შეეთავაზებინა, სრულიად შემთხვევით მის სახლთან აღმოჩენილიყო და საუბარი ისე დაეწყო, თითქოს სამი დღის წინ არაფერი მომხდარა. საკმაოდ მოხერხებული გამოსავალი იყო. და საკმაოდ მშიშარაც. საათი ისევ კომოდზე დადო. არ უნდოდა ნოესთან დაბრუნება საბაბით, შემთხვევითობით ან სექსუალური პროვოკაციით. მამაკაცი იმსახურებდა, რომ მის წინაშე საკუთარი შეცდომა ეღიარებინა, ხოლო თავად ანა იმსახურებდა, ერთხელ მაინც მოქცეულიყო იმ ემოციური სიმწიფის შესაბამისად, რომლის შესახებაც სხვებს ყოველდღიურად ელაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გამორიცხავდა შემდგომ სექსუალურ პროვოკაციებს. ადამიანს საკუთარი პიროვნების ყველა სასიამოვნო ასპექტზე უარის თქმა არ უნდა მოსთხოვო.
საწოლზე ჩამოჯდა და ტელეფონი აიღო. ნოეს ნომერი გახსნა, თუმცა დარეკვა გადაიფიქრა. ხვალ პირადად ნახავდა. ზოგიერთ ბოდიშს ადამიანის სახის დანახვა სჭირდებოდა. ტელეფონი გვერდით გადადო და საკუთარ თავზე გაეცინა. ძვირფასო ფროიდ, გილოცავ.
ოცდათხუთმეტი წლის ასაკში, მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკის შემდეგ, საკუთარი სასიყვარულო ცხოვრების გასაფუჭებლად მთელი ჩემი განათლება გამოვიყენე. იმედი მაქვს, ჯოჯოხეთში ამ ამბავს შამპანურით აღნიშნავ. თუმცა დიდხანს ნუ იზეიმებ, ბებერო. ხვალ ამ ყველაფრის გამოსწორებას ვაპირებ…

9

შაბათის დილას თბილისს ისეთი მზე ადგა, თითქოს ქალაქში არასოდეს არავის ჰქონოდა გული გატეხილი, გადასახადები გადაუხდელი ან საკუთარი სისულელის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაფუჭებული. ანა ლაშხი ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა და ბუნების ასეთი დემონსტრაციული ოპტიმიზმი პირად შეურაცხყოფადაც კი მიიღო. სარკის წინ იდგა და თმას ივარცხნიდა. განსაკუთრებულად გამოწყობას არ აპირებდა, თუმცა გარდერობიდან მესამე პერანგის გამოღების შემდეგ საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ მამაკაცთან ბოდიშის მოსახდელად მიმავალ ქალსაც ჰქონდა მიმზიდველად გამოყურების კონსტიტუციური უფლება. საბოლოოდ თეთრი პერანგი და ჯინსი შეარჩია, თმა თავისუფლად დაიტოვა და სახლიდან თერთმეტის ნახევარზე გავიდა. ნოესთვის არ დაურეკავს. მთელი გზა მუსიკას უსმენდა და ცდილობდა, წინასწარ არ წარმოედგინა მათი შეხვედრის შესაძლო სცენარები. ადამიანის წარმოსახვას განსაკუთრებით სახიფათო თვისება ჰქონდა - შეეძლო ჯერ არარსებული მოვლენებისთვის ისეთი ემოციური დატვირთვა მიენიჭებინა, რომ რეალობას მათთან კონკურენცია გასჭირვებოდა.
ანა კი დღეს რეალობასთან შეხვედრას აპირებდა. ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე. ნოეს კართან მისულმა ჩანთიდან გასაღები ამოიღო, დახედა და ისევ უკან ჩააბრუნა. რამდენიმე დღის წინ დაუფიქრებლად შევიდოდა, ახლა კი ზარის ღილაკს დააჭირა. კარი თავად ნოემ გაუღო. მუქი სპორტული შარვალი და ნაცრისფერი მაისური ეცვა, თმა ოდნავ არეული ჰქონდა და ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა. მამაკაცის დანახვისას ანას გულში რაღაც ისე სასიამოვნოდ შეირხა, წამიერად საკუთარი ვიზიტის თავდაპირველი მიზანიც კი დაავიწყდა. ნოეს მზერა მის სახეზე შეჩერდა.
- დილა მშვიდობისა.
- გამარჯობა. - მამაკაცი გვერდით გადგა და ანა სახლში შეუშვა. ბინაში ყავისა და თამბაქოს ნაცნობი სურნელი იდგა. მისაღებში, დივანთან, გადაშლილი წიგნი იდო, აივნის ღია კარიდან კი გაზაფხულის თბილი ჰაერი შემოდიოდა და თხელ ფარდებს ამოძრავებდა. ამ სივრცეში დაბრუნება იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ანა წარმოიდგენდა. ჩანთა სავარძელზე დადო და ნოესკენ შებრუნდა.
- ბოდიში. იმ საღამოს შენს ნაცვლად საკუთარ თავს უნდა დავლაპარაკებოდი. -
ნოემ ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
- სალხში რომ წახვედი შედეგიანად ისაუბრეთ?
- აუტანელი ქალი აღმოჩნდა. - მამაკაცს ტუჩის კუთხეში ღიმილი გამოესახა. ანასაც გაეღიმა, თუმცა ამჯერად ხუმრობის მიღმა დამალვას არ აპირებდა.
- მართლა ვწუხვარ, ნოე. უსამართლოდ მოვიქეცი. - მამაკაცი მიუახლოვდა სახეზე თითებით შეეხო. მის შეხებაში არც გამარჯვებულის კმაყოფილება იგრძნობოდა და არც ის დამამცირებელი დიდსულოვნება, რომლითაც ადამიანები ზოგჯერ სხვის ბოდიშს იღებდნენ. უბრალოდ მოეფერა.
- კარგი, ანა. - ქალმა თვალები დახუჭა და სახე მის ხელისგულს მიაყრდნო. რამდენიმე დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა სადღაც იმ პატარა, თბილ სივრცეში გაიფანტა, რომელიც მამაკაცის თითებსა და მის კანს შორის არსებობდა. საოცარი იყო, რამდენად ცოტა სიტყვა სჭირდებოდა ზოგჯერ ადამიანს იმის სათქმელად, რისთვისაც საკუთარ თავთან საუბრისას მთელი ღამეები არ ჰყოფნიდა. ნოემ შუბლზე აკოცა და სამზარეულოსკენ გაემართა. - ყავას დალევ?
- დავლევ. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს.
- იმედია, ბავშვობის ტრავმებს არ ეხება. -
ანას სიცილი აუტყდა.
- არა. სხვა ქალებსაც ხვდები? - ნოე შეჩერდა.
- არა. - ქალი პასუხის გაგრძელებას დაელოდა, თუმცა მამაკაცმა ყავის აპარატი ჩართო და კარადიდან მეორე ფინჯანი გამოიღო. სულ ეს იყო. ერთი სიტყვა ოთხდღიანი ემოციური დისკომფორტი, რამდენიმე საათის თვითანალიზი, პროფესიული თავმოყვარეობის შელახვა და ძილის წინ საკუთარი სექსუალური ცხოვრების ტრაგიკული შეფასება - ყველაფერი ერთი სიტყვის გამო. ანას სიცილი მოუნდა.
- არც მე ვხვდები სხვას.
- ძალიან კარგი. არც მომავალში შეხვდე. -
ქალმა თავი გვერდით გადახარა.
- ეს შეთანხმებაა თუ ბრძანება?
- შეთანხმება. ბრძანებები რომ მოგწონდეს, გაცილებით მარტივი ცხოვრება მექნებოდა. - ანას გაეცინა და მამაკაცს მიუახლოვდა. უცნაურია, როგორ იცვლება ზოგჯერ ადამიანის ცხოვრება ყოველგვარი საზეიმო გარემოებების გარეშე. არ ყოფილა არც განსაკუთრებული მუსიკა, არც ამაღელვებელი სიტყვები და არც დაპირებები მარადიულ ერთგულებაზე. მხოლოდ შაბათის დილა, ყავის ორი ფინჯანი და მამაკაცი, რომლის სამზარეულოშიც ანა ახლა გაცილებით მშვიდად იდგა, ვიდრე საკუთარ სახლში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში. ფროიდს, სავარაუდოდ, იმედები გაუცრუვდებოდა. ამდენი ფსიქიკური ენერგია და ასეთი პრიმიტიული გამოსავალი. ნოემ ყავა გაუწოდა, თუმცა ანას დალევა არ დასცალდა. მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. - კიდევ რამე გაქვს სათქმელი?
- ამ ეტაპზე სიტყვიერი კომუნიკაციის შესაძლებლობები ამოვწურე. - ნოეს გაეღიმა.
- როგორც იქნა. - ანამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. მამაკაცის ტუჩები მისას შეეხო და კოცნაში ისეთი მოუთმენლობა იგრძნო, რომლის არსებობასაც ნოეს მშვიდი გამომეტყველება რამდენიმე წამის წინ წარმატებით მალავდა. ქალს გაეღიმებოდა, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა. ოთხი დღე. საკმარისად მცირე დრო იმისთვის, რომ მონატრების აღიარება სასაცილოდ მოჩვენებოდა და საკმარისად ხანგრძლივი იმისთვის, რომ ახლა მამაკაცის მკლავებში მოქცეულს საკუთარი თავშეკავების არც ერთი არგუმენტი აღარ გახსენებოდა. ნოეს თითები მის თმაში აიხლართა. ანა მთელი სხეულით მიეკრო, ხელები კისერზე შემოხვია და კოცნას იმავე დაუფარავი სურვილით უპასუხა, რომლითაც ბოლო დღეების განმავლობაში მის გახსენებას ებრძოდა.
მამაკაცმა ოდნავ უკან დაიხია და შეხედა.
- მომენატრე. - ანა მის სახეს დააკვირდა. ამ ერთ სიტყვაში იმდენი უბრალოება იყო, რომ მათზე ირონიული კომენტარის გაკეთება თითქმის დანაშაულად მოეჩვენა. თითქმის.
- მეც. განსაკუთრებით საღამოობით. დილაობით შენზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი. - ნოეს გაეცინა და ისევ აკოცა. ყავა სამზარეულოში გაცივდა, აივნის კარი ღია დარჩა, საძინებელში კი მზის შუქი თეთრ ზეწრებზე ისე მშვიდად იწვა, თითქოს ადამიანური ვნებების მიმართ განსაკუთრებული გულგრილობა გამოემუშავებინა. იმ დილით მათ ერთმანეთისთვის კიდევ ბევრი რამის თქმა შეეძლოთ, თუმცა სიტყვები აღარ დასჭირვებიათ. ზოგიერთ სიჩუმეს საუბარზე გაცილებით მდიდარი შინაარსი ჰქონდა.
შუადღის ორ საათზე ანა ნოეს მკერდზე იწვა და ფანჯრის მიღმა მოჩანდა ცის პატარა, უღრუბლო მონაკვეთი. მამაკაცის თითები ზურგზე ნელა მოძრაობდა, ოთახში კი ისეთი სიმშვიდე სუფევდა, ქალს საკუთარი პროფესიის არსებობაც კი ზედმეტად მოეჩვენა. ადამიანის ფსიქიკური კეთილდღეობისთვის ზოგჯერ მართლაც ძალიან ცოტა იყო საჭირო.
კარგი სექსი, სუფთა ზეწრები და მამაკაცი, რომელიც მშვენიერი შერწყმის დასრულებისთანავე ტელეფონში არ ძვრებოდა. სამწუხაროდ, სამივე კომპონენტის ერთდროულად არსებობა თანამედროვე საზოგადოებაში გარკვეულ სტატისტიკურ იშვიათობას წარმოადგენდა.
- რაზე ფიქრობ? - ნოეს ხმაში ძილისგან შემორჩენილი სიზანტე იგრძნობოდა.
- კაცობრიობის მომავალზე.
- საწოლში?
- კაცობრიობის მომავალი ძირითადად საწოლში წყდება. - მამაკაცს გაეცინა.
ანა წამოჯდა, თმა მხრებიდან გადაიყარა და საწოლის გვერდით დაგდებულ ტანსაცმელს დახედა. საკუთარი პერანგის ნაცვლად ნოეს თეთრ პერანგს დასწვდა, ჩაიცვა და მხოლოდ რამდენიმე ღილი შეიკრა. შიოდა. ორგანიზმი, რომელმაც დილის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა გადაიტანა, ახლა ყოველგვარი რომანტიკული ილუზიის გარეშე კალორიებს ითხოვდა. სწორედ ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ნოემ საათს დახედა და საწოლიდან წამოდგა.
- დემეტრე იქნება. - ანამ წარბები შეკრა.
- სტუმრებს ელოდები?
- არა. დემეტრეს სტუმრობის კულტურა არ გააჩნია. - მამაკაცმა შარვალი ჩაიცვა და საძინებლიდან გავიდა. რამდენიმე წამში მისაღებიდან დემეტრეს ხმა მოესმა, რასაც მარიამის სიცილი მოჰყვა. ანამ საკუთარ გარეგნობას სარკეში შეხედა. არეული თმა, შიშველი ფეხები, მამაკაცის პერანგი და სახეზე ისეთი კმაყოფილება ჰქონდა აღბეჭდილი, რომლის ახსნაც მხოლოდ კარგი ძილით შეუძლებელი იქნებოდა. მარიამთან თავის მართლება არც უფიქრია. მეგობარს მისი ცხოვრების გაცილებით სამარცხვინო ეპიზოდებიც ჰქონდა ნანახი. მისაღებში გასულს დემეტრე დივანზე მოკალათებული დახვდა, მარიამი კი სამზარეულოში მათ მიერ მოტანილ პროდუქტებს ალაგებდა.
დემეტრემ ანას შეხედა, შემდეგ ნოესკენ გაიხედა და კმაყოფილმა გაიღიმა.
- როგორც ვხედავ, საერთაშორისო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
- კი. ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია. - ნოემ სიცილით გააქნია თავი. მარიამმა მეგობარს თავიდან ფეხებამდე შეავლო თვალი.
- ტანსაცმელი შემოგაკლდა?
- ჰუმანიტარული დახმარება მივიღე. -
დემეტრეს სიცილი აუტყდა. ანა სამზარეულოში შევიდა, მარიამის მოტანილი პარკიდან პური ამოიღო და ნაჭერი მოატეხა. მეგობარმა მხარზე ხელი მიადო და ჩუმად ჰკითხა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა.
ქალმა გაუღიმა.
- ყველაფერი კარგადაა. - მარიამს მეტი აღარაფერი უკითხავს. სწორედ ეს უყვარდა ანას მასში. შეეძლო სხვისი ბეხნიერება გახარებოდა ისე, რომ მისი შემადგენელი ნაწილების დეტალური შესწავლა არ მოეთხოვა. მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ოთხივემ სამზარეულოში მოიყარა თავი. დემეტრე საჭმლის მომზადებაში მონაწილეობას ხმამაღალი კომენტარებით იღებდა, ნოე ხორცს ამზადებდა, მარიამი ბოსტნეულს ჭრიდა, ანა კი ღვინოს სვამდა და დანარჩენების შრომით შექმნილი დოვლათის სამართლიან განაწილებაზე ზრუნავდა.
ბინაში სიცილის ხმა, ჭურჭლის წკარუნი და შემწვარი ხორცის სურნელი ერთმანეთში ირეოდა. ღია ფანჯრებიდან შემოსული მზის შუქი სამზარეულოს იატაკზე გრძელ, ოქროსფერ ზოლებად ეფინებოდა. ანა მაგიდის კიდეს მიყრდნობილი იდგა და ნოეს უყურებდა.
მამაკაცი დემეტრეს რაღაცაზე ეკამათებოდა, თან საჭმელს ამზადებდა. პერიოდულად იცინოდა, მარიამის კომენტარებს პასუხობდა და ისე ბუნებრივად მოძრაობდა ამ ყოველდღიურ, არაფრით გამორჩეულ გარემოში, ქალს გაუჭირდა მისი დაკავშირება იმ მკაცრ და კატეგორიულ ადამიანთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი სამზარეულოდან თითქმის გააძევა. თუმცა ორივე ნოე იყო. სწორედ ეს მოსწონდა მასში. მამაკაცი არ ცდილობდა, ანასთვის საკუთარი ხასიათის მხოლოდ სასიამოვნო მხარეები ეჩვენებინა. შეეძლო ყოფილიყო უხეში, მზრუნველი, ჯიუტი, თავხედი და საოცრად ყურადღებიანი ისე, რომ ამ თვისებებს შორის განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ვერ ხედავდა. ანა კი თანდათან სწავლობდა, რომ ადამიანის სიყვარული მისი ხასიათის რედაქტირებას არ გულისხმობდა. სიყვარული? ქალმა ღვინო მოსვა. მოიცადე, ლაშხო. სად მიექანები, შე უბედურო? ფროიდის წარმოსახვითი აჩრდილი სადღაც მისი ცნობიერების სიღრმეში კმაყოფილი სახით წამოიმართა. ანა გულწრფელად იმედოვნებდა, რომ ჯოჯოხეთში ავსტრიულ სიგარებზე დეფიციტი იყო.
სადილის შემდეგ დემეტრემ ნოეს ძველი ფოტოალბომი აღმოაჩინა, რომელიც წიგნების თაროზე რამდენიმე სხვა ნივთთან ერთად იდო. ანა დივანზე მოკალათდა და ინტერესით შეუდგა მამაკაცის ახალგაზრდობის ამსახველი დოკუმენტური მასალის შესწავლას.
ერთ-ერთ ფოტოზე ნოე და დემეტრე ზღვის სანაპიროზე იდგნენ. ორივე გაცილებით ახალგაზრდა იყო, მზისგან გარუჯული და ისეთი თავდაჯერებული გამომეტყველებით უყურებდნენ კამერას, როგორიც მამაკაცებს ცხოვრების იმ პერიოდში ახასიათებთ, როდესაც ჯერ კიდევ დარწმუნებულები არიან საკუთარ უკვდავებაში.
- რამდენი წლის ხარ აქ? - ჰკითხა ანამ.
- ოცდასამის.
- რა საყვარელი ხარ. სახეზე გაწერია, რომ ქალების ცხოვრებაში პრობლემების შექმნას აპირებ.
- წარმატებული პროგნოზია. - ჩაერთო დემეტრე. ნოემ ქალს ალბომი გამოართვა.
- საკმარისია.
- რატომ? მინდოდა შენი პიროვნების ფორმირების ადრეული ეტაპები შემესწავლა. - მამაკაცმა ალბომი თაროზე დააბრუნა და ანას შეხედა.
- ისევ იწყებ? - ქალმა სიცილი ვერ შეიკავა.
- არა, ძვირფასო. ახლა უკვე ფასიანია. -
ნოე მის გვერდით ჩამოჯდა, ხელი მხარზე მოხვია და აკოცა. დემეტრე და მარიამი საღამოს ხუთი საათისთვის წავიდნენ. მათ შემდეგ ბინაში უცნაური სიჩუმე დარჩა, თუმცა ამჯერად სიცარიელის განცდა არ ახლდა. მაგიდაზე ღვინის ნახევრად დაცლილი ბოთლი იდგა, სამზარეულოში გასარეცხი ჭურჭელი დაგროვილიყო, ანას კი დივანზე, ნოეს ფეხებთან მოკალათებულს, წამოდგომის არავითარი სურვილი არ ჰქონდა.
მამაკაცი ტელეფონში რაღაცას კითხულობდა და თავისუფალი ხელით ქალის თმას ეფერებოდა. ანა ფიქრობდა, რომ ადამიანებს ბედნიერების შესახებ ზედმეტად ამბიციური წარმოდგენები ჰქონდათ. ელოდნენ გრანდიოზულ მოვლენებს, განსაკუთრებულ თარიღებს, ხმამაღალ აღიარებებსა და ისეთ დღეებს, რომელთა გახსენებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლებოდა. სინამდვილეში კი ბედნიერებას ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველი გარეგნობა ჰქონდა. შეიძლებოდა ყოფილიყო სხვისი პერანგი, მზით გამთბარი ოთახი, დაურეცხავი ჭურჭელი და ადამიანის ხელი შენს თმაში, რომელიც არაფერს გთხოვდა და არც არაფრის დამტკიცებას ცდილობდა. ნოეს ტელეფონი აწკრიალდა. მამაკაცმა ეკრანს დახედა და ზარს უპასუხა.
- ხო, დედა. - ანამ თვალები დახუჭა. საუბრის მოსმენას არ აპირებდა, თუმცა ნოესთან ასეთი სიახლოვის პირობებში ეს ფიზიკურად თითქმის შეუძლებელი იყო. - მოვალ... რომელ საათზე?.. კარგი, სამზე მანდ ვიქნები. - ქალი უკვე თვლემდა, როდესაც მამაკაცის მომდევნო სიტყვებმა ძილი მთლიანად გაუფანტა. - მარტო არ მოვალ. ანასაც წამოვიყვან. - თვალები გაახილა. ნოე ისევ მშვიდად საუბრობდა, თითქოს რამდენიმე წამის წინ ქალის სოციალურ და ემოციურ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის გადაწყვეტილება არ მიეღო. - ხო, გაგაცნობ. ხვალამდე. - ტელეფონი გათიშა და ანას შეხედა. ქალი გაუნძრევლად იწვა.
- ვის გააცნობ?
- შენ.
- ვის?
- დედაჩემს. - ანამ ჭერს ახედა. ღმერთო დიდებულო. დილით ამ კაცთან სექსუალური ექსკლუზიურობის საკითხის გასარკვევად მოვიდა, ხვალ კი უკვე დედამისთან სადილზე მიდიოდა.
მოვლენების განვითარების ასეთი ტემპით, სამშაბათს შესაძლოა საერთო იპოთეკური სესხიც ჰქონოდათ.
- იქნებ ხვალ დაკავებული ვარ?
- ხარ?
- არა, მაგრამ თეორიულად ხომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი? - ნოეს გაეღიმა.
- გინდა წამოსვლა? - ანამ მამაკაცს შეხედა. შეეძლო უარი ეთქვა და დარწმუნებული იყო, ნოე გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. თუმცა საკუთარ თავში წინააღმდეგობის რეალური მიზეზი ვერ აღმოაჩინა. უფრო მეტიც, აინტერესებდა ქალი, რომელმაც ეს თავხედი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ზოგჯერ წარმოუდგენლად მომხიბვლელი მამაკაცი გაზარდა.
- მინდა. უბრალოდ, იმედი მაქვს, დედაშენს სუსტი ნერვული სისტემა არ აქვს.
- შენზე უარესებს გაუძლო.
- მაგალითად?
- მე გამზარდა. - ანას გაეცინა. ნოემ თავისკენ მიიზიდა და აკოცა. ქალი ისევ მის მკერდზე მოთავსდა. გარეთ თანდათან ბინდდებოდა, ოთახის კედლებზე მზის უკანასკნელი ანარეკლები ქრებოდა და თბილისი საღამოსთვის დამახასიათებელ ხმაურში იძირებოდა. ხვალ ნოეს დედას გაიცნობდა. ამ ფაქტს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თუ არა, მოგვიანებით გაარკვევდა. დღეს კი აღარ უნდოდა არც მომავლის ანალიზი, არც საკუთარი ემოციების კლასიფიკაცია და მით უმეტეს, გარდაცვლილი ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსის მოსაზრებების გათვალისწინება. თავი ასწია და ნოეს ნიკაპზე აკოცა.
- საძინებელში წავიდეთ?
- ისევ?
- თუ ასაკთან დაკავშირებული პრობლემები გაქვს, შეგიძლია გულწრფელად მითხრა. - მამაკაცმა სიცილით გადადო ტელეფონი. ანა წამოდგა და ხელი გაუწოდა.
ძვირფასო ფროიდ, დღევანდელი სეანსი დასრულებულია. დანარჩენი შენი საქმე არ არის.

კვირა დილით ანა ლაშხმა აღმოაჩინა, რომ ოცდათხუთმეტი წლის ასაკშიც შეიძლებოდა ადამიანს გარდერობის წინ მდგარს სრულიად დაეკარგა საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობის განცდა. არასოდეს მოსწონდა ქალები, რომლებიც მამაკაცის დედასთან შეხვედრას სახელმწიფო მნიშვნელობის გამოცდად აღიქვამდნენ. ადამიანის პიროვნული ღირებულება, საბედნიეროდ, არ განისაზღვრებოდა იმით, რამდენად წარმატებით მოახერხებდა სხვისი დედისთვის თავის მოწონებას, თუმცა ამ მშვენიერი პრინციპის არსებობამ ხელი ვერ შეუშალა, ორჯერ გამოეცვალა კაბა და საბოლოოდ საკუთარი გადაწყვეტილებით მაინც უკმაყოფილო დარჩენილიყო. ნოე საძინებლის კართან იდგა და მის სამზადისს აშკარა სიამოვნებით ადევნებდა თვალს.
- ნერვიულობ?
- არა. უბრალოდ, მინდა დედაშენს ჩემზე მცდარი წარმოდგენა შეექმნას.
- როგორი?
- რომ ნორმალური ქალი ვარ. - ნოეს გაეცინა, მიუახლოვდა და მხარზე აკოცა.
- მაგის გარანტიას ვერ მოგცემ. -
საბოლოოდ ანამ მუხლს ოდნავ ქვემოთ ჩამოშვებული შავი კაბა შეარჩია, თმა მსუბუქად აიწია და ყელზე პატარა ოქროს ჯაჭვი გაიკეთა. სარკეში საკუთარ თავს რომ შეხედა, კმაყოფილებით აღმოაჩინა, რომ გარეგნულად საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გარეგნობა მართლაც საოცარი სოციალური ინსტრუმენტი იყო. შეეძლო ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე სრული ანარქია რამდენიმე გემოვნებით შერჩეული აქსესუარით დაეფარა. ნოეს დედისთვის გზად ყვავილები იყიდეს. მამაკაცმა თეთრი ტიტები შეარჩია და ანას უთხრა, რომ დედამისს განსაკუთრებით უყვარდა. ქალს ეს პატარა დეტალი მოეწონა. ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, როგორ იმახსოვრებდნენ ადამიანები საყვარელი ადამიანების უმნიშვნელო სურვილებს. ზოგჯერ სწორედ ამ წვრილმანებში გაცილებით მეტი სიყვარული იმალებოდა, ვიდრე ყველაზე შთამბეჭდავ ჟესტებში.
ნოეს დედა ქალაქის შედარებით მშვიდ უბანში, ორსართულიან სახლში ცხოვრობდა. ეზოში გაზაფხულს უკვე მოესწრო ხეების გამწვანება, ქვის ბილიკის ორივე მხარეს იასამნის ბუჩქები ყვაოდა, ღია ფანჯრებიდან კი ახლად გამომცხვარი პურის სურნელი გამოდიოდა. სახლს ისეთი იერი ჰქონდა, როგორსაც წლების განმავლობაში დაგროვილი მოგონებები აძლევდა სივრცეს. აქ არაფერი გამოიყურებოდა საგანგებოდ სტუმრის შთაბეჭდილების მოსახდენად. ყველაფერი ცხოვრობდა, ძველდებოდა და საკუთარ ადგილს ინარჩუნებდა. კარი მაღალი, ჭაღარაშერეული თმის მქონე ქალმა გაუღოთ. ელეგანტური იყო, თუმცა მის გარეგნობაში გაცილებით მეტად თვალები იქცევდა ყურადღებას, ცოცხალი, დაკვირვებული და ოდნავ ირონიული. ანას მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ნოეს ხასიათის გარკვეული თავისებურებების წარმოშობის საკითხი ნაწილობრივ უკვე გარკვეული იყო.
- დედა, ანა. - ქალმა გაიღიმა და ანას გადაეხვია.
- როგორც იქნა. ამ კაცისგან ინფორმაციის მიღება სახელმწიფო საიდუმლოების მოპოვებაზე რთულია.
- მესმის თქვენი. გარკვეული პროფესიული გამოცდილებაც დამიგროვდა ამ მიმართულებით. -
ნოემ ორივეს შეხედა.
- მშვენიერი დასაწყისია. - დედამისს გაეცინა.
- შემოდი, ანა. მე ნატალია ვარ. - ნატალიამ ყვავილები გამოართვა და სახლში შეუძღვა. მისაღებში ნოეს და, სალომე, დახვდათ, რომელიც დივანზე იჯდა და ტელეფონში რაღაცას კითხულობდა. ძმის დანახვისას წამოდგა, ანას თბილად მიესალმა და ისეთი ბუნებრივი უშუალობით ჩაერთო საუბარში, ქალს თავდაპირველი უხერხულობისთვის დიდი დრო აღარ დარჩენია. ნატალია იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთაც ასაკი სილამაზეს კი არ ართმევდა, არამედ ხასიათს მატებდა. საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, არ ცდილობდა ახალგაზრდობის ხელოვნურად შენარჩუნებას და არც სხვების ცხოვრებით იმ დოზით ინტერესდებოდა, რომ საკუთარი ცხოვრების ნაკლებობა შესამჩნევი გამხდარიყო. ანას ასეთი ქალები ყოველთვის მოსწონდა. სადილის დაწყებამდე ნატალიამ ბაღი დაათვალიერებინა. ყვავილებზე საუბრისას ისეთი გულწრფელი ენთუზიაზმი ჰქონდა, როგორსაც ანა ადამიანებში იშვიათად ხედავდა, როდესაც ისინი საკუთარი შვილების მიღწევების გარდა სხვა რამეზე საუბრობდნენ. ნოე ტერასაზე იდგა, დას ესაუბრებოდა და პერიოდულად მათკენ იყურებოდა. მამაკაცის მზერაში რაღაც განსაკუთრებული სიმშვიდე იყო. თითქოს ორი ადამიანი, რომელთა არსებობასაც მის ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა, ახლა ერთ სივრცეში აღმოჩნდა და ეს გარემოება ბუნებრივ კმაყოფილებას ანიჭებდა. ანას არ გამოჰპარვია ეს მზერა.
არც მისთვის რაიმე ფსიქოლოგიური განმარტების მოძებნა უცდია. გარკვეული პროგრესი აშკარად არსებობდა. სადილისას საუბარი თავისუფლად მიედინებოდა. ნატალიას ლიტერატურა უყვარდა, პოლიტიკაზე საკმაოდ მკვეთრი შეხედულებები ჰქონდა და ადამიანების მიმართ იმ სასიამოვნო სკეპტიციზმით გამოირჩეოდა, რომელსაც ანა საკუთარ თავშიც განსაკუთრებულად აფასებდა.
როდესაც მისი პროფესიის შესახებ შეიტყო, ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა და ინტერესით შეხედა.
- ფსიქოლოგი ხარ?
- დიახ. - ნატალიამ შვილს გახედა.
- საინტერესოა. მე მთელი ცხოვრება უფასოდ ვცდილობდი ამის გამოსწორებას. - ანას სიცილი აუტყდა.
- სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის პროგნოზი არასახარბიელოა. - ნოემ მშვიდად განაგრძო სადილობა.
- ორივეს შესანიშნავად გესმით, რომ აქ ვზივარ, ხომ?
- სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ასე თავშეკავებულად. - უპასუხა დედამისმა.
სალომეს სიცილი აუტყდა და ანამ იმ წამს საბოლოოდ დაკარგა ნატალიასთვის განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილების შექმნის სურვილი. გაცილებით სასიამოვნო აღმოჩნდა შესაძლებლობა, უბრალოდ საკუთარი თავი ყოფილიყო. მოგვიანებით საუბარი ნოეს ბავშვობას შეეხო. აღმოჩნდა, რომ თორმეტი წლის ასაკში სკოლიდან რამდენიმე დღით გაუშვეს, რადგან მასწავლებელს მთელი კლასის წინაშე საკმაოდ საფუძვლიანად აუხსნა, რატომ არ მიაჩნდა მის მიერ დაწერილი შეფასება სამართლიანად.
- ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. - იხსენებდა ნატალია. - ამან კი დირექტორს წერილობითი განმარტება წარუდგინა. - ანამ მამაკაცს შეხედა.
- თორმეტი წლის ასაკში?
- შეფასება არასწორი იყო. - ქალს გაეცინა.
საოცარია. პიროვნული აშლილობის ნიშნები საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოვლენილა. ძვირფასო ფროიდ, დღეს შესანიშნავ მასალას ვაგროვებ. სამწუხაროდ, პაციენტთან სექსუალური ურთიერთობა მაქვს და ეთიკური კომიტეტი, სავარაუდოდ, კვლევის გამოქვეყნების უფლებას არ მომცემს.
სადილის შემდეგ სალომემ ყავა მოამზადა, ნოე კი დედას ეზოში რაღაცის შეკეთებაში დაეხმარა. ანა მისაღების ფანჯარასთან იდგა და მამაკაცს უყურებდა. პერანგის სახელოები იდაყვებამდე აეკეცა, დედის მითითებებს მოთმინებით უსმენდა და პერიოდულად რაღაცაზე ეცინებოდა. ნატალია მის გვერდით იდგა, ხელში პატარა ბაღის მაკრატელი ეჭირა და აშკარად არ ენდობოდა შვილის მებაღეობის შესაძლებლობებს. ამ სცენაში არაფერი იყო განსაკუთრებული, თუმცა ანა თვალს ვერ წყვეტდა. ადამიანის შესახებ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ მაშინ ხდებოდა ხელმისაწვდომი, როდესაც ის არაფრის დემონსტრირებას არ ცდილობდა. ნოეს არ ჰქონდა მოთხოვნილება, საკუთარი მზრუნველობა ხმამაღალი სიტყვებით გამოეხატა. უბრალოდ იმახსოვრებდა, რომ დედას ტიტები უყვარდა, კვირაობით მის სანახავად მიდიოდა და ეზოში გაფუჭებულ ნივთებს უკეთებდა. ანა ყოველთვის ეჭვით უყურებდა სიყვარულის ხმაურიან ფორმებს. ზედმეტად ხშირად ენახა ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისთვის მთელ სამყაროს იმეტებდნენ სიტყვებით და ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთი საათის გამონახვაც კი უჭირდათ. ნოე სხვაგვარად არსებობდა. მისი ყურადღება ზოგჯერ იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენდი, რამდენად ბევრი რამ იცოდა შენ შესახებ. იცოდა, როგორ ყავას სვამდა ანა, რომელ მხარეს ეძინა, რა დროს უმთავრდებოდა ყველაზე მძიმე სამუშაო დღე, რომელ საკითხებზე არ უყვარდა საუბარი დაღლილს და ისიც კი, რომ წიგნის კითხვისას მუსიკა აღიზიანებდა. ამ ყველაფერს რაიმე განსაკუთრებლად არ აღიქვამდა. უბრალოდ იცოდა.
- კარგი კაცია. - ანას გვერდით სალომე აღმოჩნდა. ისიც ფანჯრიდან იყურებოდა.
- ვიცი. - უპასუხა ქალმა. საკუთარი ხმის სიმშვიდემ გააკვირვა. არც ირონიული კომენტარის დამატება მოუნდა და არც ნათქვამის მნიშვნელობის შემცირება.
სალომეს გაეღიმა და ყავის ფინჯანი გაუწოდა.
საღამოსთვის ჰაერი აგრილდა. ნატალიამ ტერასაზე თხელი პლედები გამოიტანა და ოთხივემ კიდევ დიდხანს ისაუბრა. ანას სასიამოვნოდ აოცებდა ამ ოჯახში არსებული თავისუფლება. ერთმანეთს ეკამათებოდნენ, ზოგჯერ საკმაოდ დაუნდობლად დასცინოდნენ, თუმცა განსხვავებული აზრი არც ერთისთვის არ წარმოადგენდა პირად შეურაცხყოფას. ნატალიას არ სჭირდებოდა შვილის ცხოვრების ყველა დეტალის ცოდნა იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში საკუთარი ადგილის არსებობაში დარწმუნებული ყოფილიყო.
არც ნოეს სჭირდებოდა დედისგან დისტანცირება საკუთარი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად.
ანა ამ ყველაფერს ხედავდა და სადღაც გულის სიღრმეში გრძნობდა, როგორ უჩნდებოდა ამ ადამიანების მიმართ სიმპათია, რომელსაც მხოლოდ ნოესთან კავშირით ვეღარ ხსნიდა. წასვლისას ნატალია გადაეხვია.
- კიდევ მოდი, ანა. შემდეგში ამის გარეშეც შეგიძლია.
- სიამოვნებით. - ნოემ მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოიღო.
- ჩემი თანდასწრებით მაინც შეიკავეთ თავი შეთქმულებებისგან. - ნატალიამ შვილს ლოყაზე აკოცა და სახლში შებრუნდა. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ ანამ ღვედი შეიკრა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. საღამოს ქალაქი ფანჯრის მიღმა ნელა იშლებოდა, ქუჩის განათებები უკვე აენთოთ და ცაზე გაზაფხულის მზის უკანასკნელი კვალი რჩებოდა.
- დედაშენი მომწონს.
- მასაც მოეწონე.
- დარწმუნებული ხარ?
- სახლში საჭმელი გამოგატანა. ამაზე მაღალი შეფასება არ არსებობს. -
ანას გაეცინა და უკანა სავარძელზე მოთავსებულ კონტეინერებს გახედა.
სასიამოვნო დაღლილობას გრძნობდა. მთელი დღის განმავლობაში ერთხელაც არ უფიქრია იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ნოეს ოჯახის თვალში. არც საკუთარი ქცევის კონტროლი დასჭირვებია და არც ისეთი შთაბეჭდილების შექმნა უცდია, რომელიც მოგვიანებით აუცილებლად შესანარჩუნებელი გაუხდებოდა.
თავისუფლად იყო. ეს განცდა ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად უჩნდებოდა ნოეს გვერდით. მამაკაცთან შეეძლო ყოფილიყო ჭკვიანი და სულელი, სერიოზული და უხამსი, თავდაჯერებული და ზოგჯერ დაუცველიც. არც ერთ მდგომარეობაში არ ეჩვენებოდა, რომ საკუთარი მიმზიდველობის შენარჩუნებისთვის სხვა ქალის როლის შესრულება სჭირდებოდა. ნოეს ხელი მუხლზე ედო. პერიოდულად ცერა თითით მსუბუქად ეფერებოდა, მზერა კი გზისკენ ჰქონდა მიმართული. ანამ მის ხელს დახედა და საკუთარი თითები ზემოდან მოათავსა. ზოგჯერ სიახლოვეს იმდენად უბრალო ფორმა ჰქონდა, ადამიანი ვერც კი ამჩნევდა, როდის იქცა იგი აუცილებლობად.
სახლში დაბრუნებისას ნოემ ღვინო გახსნა, ანამ კი აივნის კარი გამოაღო. ღამის ჰაერში გაზაფხულის სურნელი იდგა, ქალაქის განათებები შორიდან მოციმციმე წერტილებად მოჩანდა და სადღაც მეზობელი შენობიდან მუსიკის ხმა აღწევდა. ქალი მოაჯირს მიეყრდნო. ნოე უკან ამოუდგა, წელზე ხელები შემოხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოადო.
- დაიღალე?
- სასიამოვნოდ. - მამაკაცმა ყელთან აკოცა. ანა მისკენ შებრუნდა და სახეზე ხელები ჩაავლო. უყვარდა ნოეს სახის ახლოდან ყურება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამაკაცი არ იღიმოდა და მის თვალებში ის მშვიდი, ოდნავ მძიმე მზერა ჩნდებოდა, რომელიც ქალს ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა. აკოცა.
კოცნა ნელი იყო, ყოველგვარი მოუთმენლობის გარეშე, თითქოს მთელი საღამო მხოლოდ ამ ერთი მომენტისთვის არსებობდა და არც ერთს მისი დასრულების აუცილებლობა არ ჰქონდა.
ნოემ ქალი უფრო ახლოს მიიზიდა. ანას თითები მის კეფაზე შეჩერდა და იმ წამს საკუთარ თავში ისეთი სინაზე აღმოაჩინა, რომლის არსებობაც გაცილებით მეტად აშინებდა, ვიდრე ნებისმიერი ვნება.
სურვილთან ურთიერთობა ყოველთვის მარტივი იყო. სურვილს ჰქონდა დასაწყისი, ფიზიკური გამოხატულება და გარკვეულწილად პროგნოზირებადი დასასრული. სინაზე კი გაცილებით სახიფათო რამ აღმოჩნდა. მას შეეძლო ადამიანის ყოველდღიურობაში შეუმჩნევლად შეღწევა, მის ჩვევებში, მოგონებებსა და მომავალზე ფიქრში დაბინავება. და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენდი, რომ სხვისი არსებობა შენი ბედნიერების განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო. ნოემ მსუბუქად უკბინა ტუჩზე.
- გაცივდები.
- შენთან ურთიერთობის გაცილებით სერიოზული გვერდითი მოვლენები აღმოვაჩინე.
- მაგალითად? - ანას გაეღიმა.
- ჯერ კვლევის პროცესში ვარ. - მამაკაცმა სიცილით შეიყვანა სახლში. იმ ღამით დიდხანს არ დაუძინიათ. ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ იმ მშვიდი თავისუფლებით, რომელიც ადამიანებს მაშინ უჩნდებათ, როდესაც სურვილს აღარ ახლავს ეჭვი, ხოლო შეხებას, საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების აუცილებლობა. მოგვიანებით ნოეს ჩაეძინა. ანა მის გვერდით იწვა და სიბნელეში მამაკაცის სახის კონტურებს არჩევდა. ხელი მის მკერდზე ედო, გულის თანაბარ ფეთქვას გრძნობდა და ფიქრობდა, რამდენად უცნაური იყო ადამიანის ემოციური ბუნება. მთელი ცხოვრება ცდილობდა, საკუთარი ბედნიერება მხოლოდ საკუთარ თავზე ყოფილიყო დამოკიდებული. ეს დამოუკიდებლობა საშინლად ეძვირფასებოდა და არც ახლა აპირებდა მასზე უარის თქმას. თუმცა ნოეს არსებობას მისთვის თავისუფლება არ შეუმცირებია. პირიქით, მის ცხოვრებაში გაჩნდა კიდევ ერთი სივრცე, სადაც საკუთარი თავის ყოფნის უფლება ჰქონდა.
არ სურდა მამაკაცის დასაკუთრება, მისი ხასიათის შეცვლა ან საკუთარი წარმოდგენების შესაბამისად მოწყობა.
უნდოდა, დილით მის გვერდით გაეღვიძა.
უნდოდა, მოესმინა მისი სიცილი, ეკამათა მასთან სისულელეებზე, ზოგჯერ გაბრაზებულიყო, ზოგჯერ მისი სიჯიუტით აღფრთოვანებულიყო და წლების შემდეგაც ჰქონოდა სურვილი, მისთვის წიგნიდან ამოკითხული საინტერესო წინადადება გაეზიარებინა. უნდოდა ნოე თავისი არასრულყოფილი, თავხედი, ზოგჯერ გამაღიზიანებელი და საოცრად მიმზიდველი ბუნებით. არა რომელიმე უკეთესი ვერსია. სწორედ ეს კაცი. ანა ლაშხს ნოე გელოვანი უყვარდა. ამ აზრს არც განსაკუთრებული შიში მოჰყოლია და არც სამყაროს აღქმის რადიკალური ცვლილება. გარეთ ქალაქი ისევ ხმაურობდა, ოთახში ისევ სიბნელე იდგა და მის გვერდით მამაკაცს მშვიდად ეძინა. მხოლოდ ერთი სიმართლე დაემატა მის ცხოვრებას. ანა ოდნავ წამოიწია და ნოეს ლოყაზე აკოცა. მამაკაცმა ძილში ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
ქალს გაეღიმა.
ძვირფასო ფროიდ, როგორც ჩანს, მდგომარეობა სერიოზულია. პაციენტს მკურნალობის სურვილი აღარ აქვს.
უფრო მეტიც, დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლის გულწრფელი იმედი აქვს.

10

ოქტომბრის დასაწყისში თბილისს ის განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა, რომელსაც ზაფხულისგან დაღლილი ქალაქები შემოდგომის პირველ გრილ დღეებში იძენენ. ქუჩებში ჯერ კიდევ იგრძნობოდა მზის სითბო, თუმცა საღამოობით ჰაერს უკვე ჩამოცვენილი ფოთლებისა და მოახლოებული წვიმის სურნელი დაჰყვებოდა.
ანა ლაშხის ცხოვრებაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რომელთა შორის ყველაზე საგულისხმო ის იყო, რომ ქალი საკუთარი ბინის მისამართზე გაცილებით იშვიათად იმყოფებოდა, ვიდრე ამ მისამართზე რეგისტრირებულ ადამიანს მოეთხოვებოდა. ნოეს გარდერობში მის ტანსაცმელს უკვე დამოუკიდებელი ტერიტორია ეკავა, სააბაზანოში ქალის კოსმეტიკური საშუალებების რაოდენობა მამაკაცის წარმოდგენას გონივრულ მოხმარებაზე მნიშვნელოვნად აღემატებოდა, წიგნების თაროზე კი ფროიდის რამდენიმე ტომი გაჩნდა, რომელთა არსებობასაც ნოე პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა. ოფიციალურად ერთად არ ცხოვრობდნენ.
არაოფიციალურად კი ანას საკუთარ ბინაში გაფუჭებული რძე დახვდა, ნოეს მაცივარში კი ზუსტად იცოდა, რომელ თაროზე იდო კარაქი. ადამიანური ურთიერთობების განსაზღვრისთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სიტყვები, ვიდრე რძის პროდუქტების ვარგისიანობის ვადა. იმ დილით ანა ნოეს საწოლში იწვა, წიგნს კითხულობდა და პერიოდულად მამაკაცს გახედავდა, რომელიც სარკის წინ ჰალსტუხს იკეთებდა. ნოეს დილით განსაკუთრებულად მომხიბვლელი გარეგნობა ჰქონდა. ანას ყოველთვის მოსწონდა მამაკაცები კლასიკურ სამოსში, თუმცა ნოე გელოვანის შემთხვევაში ტანსაცმლის მიმართ მისი ესთეტიკური დამოკიდებულება, როგორც წესი, მისი გახდის სურვილით სრულდებოდა.
- საღამოს რომელ საათზე დაბრუნდები?
- შვიდისთვის. რატომ?
- შენი სხეულის ექსპლუატაციის გრაფიკს ვადგენ. - ნოემ სარკიდან გამოხედა.
- შაბათ-კვირას დასვენება მეკუთვნის?
- პროფკავშირს მიმართე. - მამაკაცს გაეცინა, საწოლთან მივიდა და ტუჩებში აკოცა. ანამ ჰალსტუხზე მოქაჩა, თუმცა ნოემ მისი განზრახვა დროულად ამოიცნო.
- არ გაბედო. შეხვედრაზე მაგვიანდება.
- საშინელი დამოკიდებულება გაქვს ქალის ბუნებრივი მოთხოვნილებების მიმართ.
- დილით ექვს საათზე სხვა აზრის იყავი. -
ანა წიგნის მიღმა დაიმალა.
ძვირფასო ფროიდ, არსებობს მამაკაცები, რომელთა მეხსიერების შერჩევით გაუარესებასაც კაცობრიობის სასიკეთოდ მივიჩნევდი. ნოეს წასვლის შემდეგ საწოლიდან ადგა, ყავა მოიმზადა და სამუშაოდ გაემზადა. ფანჯრის რაფაზე მისი წიგნი იდო, სამზარეულოში მამაკაცის ყავის ფინჯანი დარჩენილიყო, შემოსასვლელში კი მათი ფეხსაცმელები ერთმანეთის გვერდით ეწყო. უცნაური იყო, როგორ შეეძლო ცხოვრებას ორი დამოუკიდებელი ადამიანის ჩვევების ერთმანეთში ისე გადახლართვა, რომ არც ერთს საკუთარი თავისუფლების დაკარგვის განცდა არ გასჩენოდა. ზოგჯერ ანა საკუთარ ბინაში მიდიოდა და მთელ საღამოს მარტო ატარებდა. ნოე მეგობრებთან ერთად სადილობდა, მუშაობდა ან უბრალოდ კითხულობდა. ერთმანეთისგან დასვენების საჭიროებას არც ერთი აღიქვამდა გრძნობების განელების ნიშნად. ჰქონდათ განსხვავებული ინტერესები, საკუთარი საქმეები და დღეები, როდესაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ. ნოეს კვლავ აღიზიანებდა ანას ჩვევა, წიგნები საწოლში დაეტოვებინა, ანას კი მამაკაცის უნარი, დილის რვა საათზე ადამიანურად ეფუნქციონირა, ბუნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მიაჩნდა. მიუხედავად ამისა, ყოველ საღამოს, როდესაც ერთმანეთის ნახვას ახერხებდნენ, ანას ისევ ის სასიამოვნო მღელვარება ეუფლებოდა, რომელიც მათი ურთიერთობის დასაწყისში ჰქონდა.
მხოლოდ ახლა ამ მღელვარებას სიმშვიდეც ახლდა. იცოდა, რომ ნოესთან ყოფნა სურდა და აღარ ცდილობდა ამ სურვილისთვის უფრო ინტელექტუალური სახელის მოძებნას. თუმცა სიყვარული ჯერ არც ერთს უხსენებია. სიტყვა, რომლის არსებობაც ანამ საკუთარ თავთან რამდენიმე თვის წინ აღიარა, მათ შორის ხმამაღლა არასოდეს გაჟღერებულა. ზოგჯერ ქალს მისი თქმა უნდოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნოე ძილში თავისკენ იზიდავდა ან სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამო აცინებდა. თუმცა სიტყვები ტუჩებამდე მისული ჩერდებოდა და ანა ისევ კოცნით ან ხუმრობით გამოხატავდა იმას, რასაც სინამდვილეში გრძნობდა. არა იმიტომ, რომ პასუხის ეშინოდა. უბრალოდ, ზოგიერთ გრძნობას იმდენად ბუნებრივად ატარებდა საკუთარ თავში, მისი სიტყვებად გარდაქმნის საჭიროებას ვეღარ ხედავდა.
შუადღისას ეკა ჯაფარიძეს შეხვდა. ქალები პატარა კაფეში ისხდნენ, რომლის ფანჯრებსაც შემოდგომის წვიმის პირველი წვეთები ეცემოდა. ეკა ანას რამდენიმე პროფესიულ საკითხზე ესაუბრა, შემდეგ კი სათვალე მოიხსნა და დაკვირვებით შეხედა.
- კარგად გამოიყურები.
- ვცდილობ, ასაკთან დაკავშირებული დეგრადაცია ღირსეულად გადავიტანო.
- ისევ იმ კაცთან ხარ?
- ჰო.
- და? - ანამ ყავას მოსვა.
- ჯერჯერობით არც ერთი არ მოგვიკლავს ერთმანეთი. - ეკას გაეცინა.
- გიყვარს? - ქალმა ფინჯანი თეფშზე დადგა და ფანჯრის მიღმა წვიმაში გახვეულ ქუჩას გახედა.
- ძალიან. - პასუხი იმდენად მშვიდად გასცა, თავადაც გაუკვირდა. ეკას სახეზე ღიმილი გაჩნდა, თუმცა ანას მდგომარეობისთვის არც პროფესიული შეფასება მიუცია და არც დამატებითი შეკითხვებით შეუწუხებია.
- მიხარია, ანა. - ქალმა გაუღიმა. ამ ორ სიტყვაში იგრძნობოდა იმ ადამიანის გულწრფელობა, რომელიც წლების განმავლობაში იცნობდა ანას, იცოდა მისი ხასიათის ყველაზე რთული მხარეები და შესანიშნავად ესმოდა, რამდენად ძვირფასი იყო მისთვის შესაძლებლობა, ვინმესთან საკუთარი დამოუკიდებლობის დათმობის გარეშე ყოფილიყო ბედნიერი. - თავად იცის? - მოგვიანებით ჰკითხა ეკამ.
- პირდაპირ არ მითქვამს.
- რატომ? - ანა დაფიქრდა.
- შესაძლოა, ფროიდის მიმართ უკანასკნელი ერთგულების გამოვლინებაა. მინდა, ერთი გადაუჭრელი საკითხი მაინც დავუტოვო. -
ეკას სიცილი აუტყდა.
- საწყალი კაცი.
- საწყალი? ქალის სექსუალობის შესახებ იმდენი სისულელე დაწერა, კიდევ რამდენიმე საუკუნე უნდა იწვეს და იფიქროს საკუთარ საქციელზე. - ბარიდან გამოსვლისას ანა კარგ ხასიათზე იყო. წვიმას გადაეღო, ასფალტზე შემოდგომის ცა ირეკლებოდა და ჰაერში ის სასიამოვნო სიგრილე იდგა, რომელიც ადამიანს სიარულის სურვილს უჩენდა.
ნოემ ცოტა ხანში დაურეკა. აღმოჩნდა, რომ საღამოს შეხვედრა გადაედო და სამუშაოს ჩვეულებრივზე ადრე ამთავრებდა. ანას მის ოფისამდე მისვლა შესთავაზა, საიდანაც ერთად წავიდოდნენ დემეტრესა და მარიამთან.
ქალი დათანხმდა. ნოეს კომპანიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი. მამაკაცის საქმიანობის მიმართ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა არასოდეს გამოუჩენია. საკმარისი იყო იმის ცოდნა, რომ საკუთარ საქმეში წარმატებული გახლდათ, პასუხისმგებლობას არ გაურბოდა და ზოგჯერ ადამიანებს ისეთი ტონით ესაუბრებოდა, ანას მათთვის ფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზების სურვილი უჩნდებოდა.
შენობაში შესვლისას საათი ექვსს უახლოვდებოდა. თანამშრომლების ნაწილი უკვე წასულიყო, დერეფნებში კი სამუშაო დღის მიწურულისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე იგრძნობოდა. ნოეს კაბინეტში შესულს მამაკაცი ფანჯარასთან დახვდა. ტელეფონზე საუბრობდა, პიჯაკი სავარძელზე ჰქონდა გადაკიდებული, პერანგის სახელოები კი იდაყვებამდე აეკეცა. ანას დანახვისას გაუღიმა და თავისუფალი ხელით თავისკენ უხმო.
ქალი მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა და ფანჯრიდან ქალაქს გადახედა. ნოემ საუბარი დაასრულა.
- ათი წუთი მჭირდება და წავიდეთ. - ანამ კაბინეტს ინტერესით მოავლო მზერა. მუქი ხის ავეჯი, ფართო მაგიდა, რამდენიმე აბსტრაქტული ნახატი და უზარმაზარი ფანჯრები სივრცეს იმ თავშეკავებულ ელეგანტურობას ანიჭებდა, რომელიც მამაკაცის ხასიათსაც შეეფერებოდა.
- აქ საკმაოდ სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.
- ვარ კიდეც. - ქალმა მის სავარძელში დაიკავა ადგილი და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- საინტერესოა. სახლში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ შემხვედრია. - ნოემ მაგიდაზე დადებული დოკუმენტები მოაწესრიგა და კომპიუტერი გამორთო. ანას მზერა მამაკაცის ხელებზე შეჩერდა. მოსწონდა მისი მოძრაობების თავდაჯერებულობა, ის ბუნებრივი სიმტკიცე, რომელიც ნოეს ყველაზე ჩვეულებრივ მოქმედებებშიც კი იგრძნობოდა. მოულოდნელად გაუჩნდა სურვილი, მამაკაცისთვის ხელი შეეშალა.
არა რაიმე განსაკუთრებული მიზეზით.
უბრალოდ, ზოგჯერ ადამიანის მიმართ ძლიერი მიზიდულობა სრულიად შეუფერებელ დროს იჩენდა თავს და ანა არასოდეს გამოირჩეოდა მსგავსი იმპულსების მიმართ განსაკუთრებული მორალური სიმკაცრით. წამოდგა, მაგიდას შემოუარა და ნოეს პერანგის საყელოს თითებით შეეხო. - იცი, რომ ამ გარემოში განსაკუთრებით მიმზიდველი ხარ? - მამაკაცმა შეხედა.
- ანა.
- რა?
- გიცნობ. - ქალს გაეღიმა.
- სამწუხაროდ, ზედაპირულად. - ნოემ სიცილი ვერ შეიკავა. ანა ფეხის წვერებზე აიწია და აკოცა. თავდაპირველად მხოლოდ მსუბუქად შეეხო ტუჩებით, შემდეგ კი მამაკაცის ქვედა ტუჩს ოდნავ უკბინა და უკან დაიხია. ნოეს მზერა შეიცვალა.
- აქ ხალხი მუშაობს.
- შესანიშნავია. ქვეყანაში უმუშევრობის დონე ისედაც საგანგაშოა. - მამაკაცს გაეცინა, თუმცა ანას წასვლის შესაძლებლობა აღარ მისცა. წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. კოცნაში სწრაფად გაქრა ის უწყინარი ირონია, რომლითაც ქალმა ყველაფერი დაიწყო. ნოეს ხელის სითბო ზურგზე იგრძნო და სიამოვნებით აღმოაჩინა, რომ რამდენიმე თვის შემდეგაც შეეძლო მამაკაცის სიმშვიდის ასე მარტივად დარღვევა.
საღამოს შუქი კაბინეტის ფანჯრებიდან იატაკზე ეფინებოდა. მაგიდაზე ძვირადღირებული კალამი, დოკუმენტები და ნოეს სამუშაო ტელეფონი იდო, მოწესრიგებული, საქმიანი სამყაროს ნივთები, რომელთა არსებობაც იმ მომენტში ორივესთვის მნიშვნელობას კარგავდა. ნოე კარს მიუახლოვდა და საკეტი გადაატრიალა. ანას გაეცინა.
- ბატონო ნოე, თქვენი პროფესიული რეპუტაცია სერიოზული საფრთხის წინაშეა.
- გაჩუმდი!
- სიამოვნებით. - მამაკაცმა ისევ აკოცა. ანა მაგიდის კიდეს მიეყრდნო, ხელები კისერზე შემოხვია და წამიერად თვალები დახუჭა. ნოეს სიახლოვეს ყოველთვის ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც ქალის გონებაში მიმდინარე მრავალრიცხოვან პროცესებს ერთდროულად აჩერებდა. ახლა ამ განცდას გარემოს შეუსაბამობაც ემატებოდა, დერეფნის მიღმა დარჩენილი საქმიანი სამყარო, ჩაკეტილი კარი და მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სრულიად სხვა საკითხებით იყო დაკავებული. ნოეს ხელები ისე უეცრად გაიჭრნენ ქალის მკერდზე, ანას ბაგეებს უნებურად კვნესა მოსწყდა. კანზე გრძნობდა გელოვანის ირონიულ ღიმილს. კაბის ქვეშ რომ იგრძნო მამაკაცის თითები, კოცნა შეწყვიტა, თავი უკან გადააგდო და მთელი სხეულით აეკრო სასურველ მამაკაცს.
- იცი რა? - სახეში ჩავლო ნოემ თითები. ანამ მზერა გაუსწორა, სახეზე ირონია უთრთოდა. - გასაგიჟებელი ქალი ხარ. - ამოიჩურჩულა ქალის ტუჩებთან, მერე სწრაფად დააკარგვინა პოზიცია, მაგიდის ზედაპირს მკერდით ააკრა, კაბა ნაზად აუწია, ერთი ხელით ქალის სხეული მაგიდაზე დატოვა, მეორე ხელი კი ნაზად გადაატარა მკვრივ უკანალზე.
- ნოე. - წამოდგომას ეცადა ანა, მაგრამ არ დაანება ნოემ.
- მოდუნდი საყვარელო... - იმ საღამოს კაბინეტმა დროებით დაკარგა თავისი თავდაპირველი დანიშნულება. მათი სითამამე ზოგჯერ თავად ანასაც აოცებდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორივე საკმაოდ ზრდასრული, საზოგადოებაში პატივსაცემი ადამიანი იყო და ნებისმიერ სხვა გარემოებაში საკუთარი ქცევის შედეგების შეფასების შესანიშნავი უნარი გააჩნდა. როგორც ჩანდა, ინტელექტი სექსუალური თავხედობისგან დაცვის ეფექტიან საშუალებას არ წარმოადგენდა.
მოგვიანებით, როდესაც ანა სარკის წინ თმას ისწორებდა, ნოე მაგიდაზე მიმოფანტულ დოკუმენტებს აგროვებდა.
ქალმა იატაკიდან ერთი ფურცელი აიღო და მამაკაცს გაუწოდა.
- იმედია, მნიშვნელოვანი ხელშეკრულება არ იყო.
- შენს გამო კომპანიის შიდა რეგულაციების გადახედვა მომიწევს.
- შეგიძლია თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობის პროგრამის ფარგლებში გაატარო. - ნოეს სიცილი აუტყდა. ანამ ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა, თუმცა გასვლამდე უკან მოიხედა. - სხვათაშორის, შესანიშნავი კაბინეტი გაქვს.
- აღარ მოგიყვან აქ.
- მაგას დილითაც ამბობდი საწოლთან დაკავშირებით. - ნოემ თავი გააქნია და ქალს კარი გაუღო. დერეფანში სრულიად ღირსეული გამომეტყველებით გავიდნენ. ანამ ადმინისტრატორს თავაზიანად გაუღიმა, ნოე დაცვის თანამშრომელს დაემშვიდობა და მხოლოდ მანქანაში ჩასხდომის შემდეგ გაბედეს ერთმანეთისთვის შეხედვა. ორივეს სიცილი აუტყდა.
ძვირფასო ფროიდ, გულწრფელად ვწუხვარ, რომ თანამედროვე კორპორაციული კულტურის შესწავლის შესაძლებლობა არ მოგეცა. საკმაოდ საინტერესო დაკვირვებებს გაგიზიარებდი.
დემეტრესა და მარიამთან ერთი საათის დაგვიანებით მივიდნენ. მარიამმა კარი გაუღო და უკმაყოფილოდ შეხედა.
- სად ხართ ამდენ ხანს?
- ნოე სამსახურში შერჩა. ცოტა საქმე გაუგძელდა. - მამაკაცმა ანას გახედა.
ქალმა სრულიად უდანაშაულოდ გაუღიმა.
დემეტრე მისაღებში ღვინოს ასხამდა. მაგიდაზე საჭმელი უკვე გაეწყოთ, მუსიკა ჩაერთოთ და ბინაში ის ნაცნობი, თბილი ატმოსფერო იდგა, რომელიც ოთხივეს ერთად ყოფნას ყოველთვის განსაკუთრებულ სიამოვნებად აქცევდა.
გასული თვეების განმავლობაში მათი მეგობრობაც შეიცვალა. მარიამი და დემეტრე ერთმანეთის მიმართ იმაზე სერიოზულად განეწყვნენ, ვიდრე თავდაპირველად რომელიმე აღიარებდა, თუმცა დემეტრე კვლავ განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა საკუთარი რომანტიკული ბუნების დამალვას.
საკმაოდ უშედეგოდ. ანა ინტერესით აკვირდებოდა, როგორ უსხამდა მეგობარს ღვინოს, როგორ იმახსოვრებდა მის სურვილებს და როგორ ეძებდა ოთახში შესვლისას ინსტინქტურად მის მზერას.
სიყვარული ადამიანებს ზოგჯერ სასაცილოდ გამჭვირვალეს ხდიდა.
საბედნიეროდ, საკუთარ თავთან დაკავშირებით ამ დაკვირვების გამოყენებას აღარ აპირებდა. საღამოს დემეტრემ კახეთში წასვლა შესთავაზათ. შემოდგომა იყო, ქალაქგარეთ ჯერ კიდევ სასიამოვნო ამინდები იდგა და ოთხივეს რამდენიმე თავისუფალი დღის ერთად გატარების შესაძლებლობა ჰქონდა.
ანა მაშინვე დათანხმდა. ნოემ ქალს გახედა.
- იმედია, ამჯერად ცალკე ოთახები არ დაგვჭირდება. - მარიამს გაეცინა.
- თქვენი ცალკე ოთახების ისტორია ისედაც კარგად გვახსოვს. - ანამ ღვინო მოსვა და გაიღიმა. რამდენი რამ შეცვლილიყო იმ პირველი მოგზაურობის შემდეგ. მაშინ ნოე ჯერ კიდევ მამაკაცი იყო, რომლის მიმართ საკუთარ მიზიდულობასაც გარკვეული სიფრთხილით ეკიდებოდა. ახლა კი მის გვერდით იჯდა, ფეხი მამაკაცის მუხლზე ედო და სრულიად ბუნებრივად განიხილავდა მომდევნო შაბათ-კვირის გეგმებს. არასოდეს წარმოედგინა, რომ ვინმესთან ასეთი სიმარტივით შეძლებდა საკუთარი მომავლის გაზიარებას.
მოგვიანებით, როდესაც ნოე და დემეტრე აივანზე გავიდნენ, მარიამი ანას გვერდით ჩამოჯდა.
- ბედნიერი ხარ? - ქალმა მეგობარს შეხედა.
- კი. - მარიამს გაეღიმა და თითებზე ხელი მოუჭირა.
- გეტყობა. - ანამ აივნისკენ გაიხედა. ნოე დემეტრეს რაღაცას უყვებოდა და იცინოდა. მამაკაცის სახეზე ოთახიდან გასული თბილი შუქი ეცემოდა, ხელში სიგარეტი ეჭირა და საუბრისას პერიოდულად ანასკენ აპარებდა მზერას.
ქალს გულში უცნაური სითბო ჩაეღვარა.
- იცი, ყველაზე საშინელი რა არის?
- რა?
- მგონი, ეგ თავხედი კაცი კიდევ დიდი ხნით მომიწევს ავიტანო. - მარიამს სიცილი აუტყდა.
შუაღამეს გადასცდა, როდესაც სახლში დაბრუნდნენ. ანა დაღლილი იყო, ფეხსაცმელები შემოსასვლელშივე გაიხადა და საძინებლისკენ გაემართა, თუმცა ნოემ სამზარეულოდან დაუძახა.
მამაკაცი ჩაის ამზადებდა. ანა მაგიდასთან ჩამოჯდა, თმა შეიკრა და ფანჯარას გახედა. წვიმა ისევ დაწყებულიყო. წვეთები მინაზე ჩამოდიოდა და ქალაქის შორეულ განათებებს ბუნდოვან, ფერად ლაქებად აქცევდა. ნოემ ფინჯანი წინ დაუდგა.
- შაქრის გარეშე.
- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შესანიშნავი შენაძენი ხარ.
- გარანტიის ვადა გასულია.
- სამწუხაროა. რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი აღმოგაჩნდა. - მამაკაცმა გაიღიმა და მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში მშვიდად სვამდნენ ჩაის. ანამ ეკასთან შეხვედრის შესახებ მოუყვა, შემდეგ ერთ-ერთ წიგნზე დაიწყო საუბარი, რომელიც ბოლო დღეებში წაიკითხა. ნოე უსმენდა, პერიოდულად საკუთარ მოსაზრებასაც გამოთქვამდა და როდესაც ქალი ავტორის ერთ-ერთ თეორიაზე განსაკუთრებით აღშფოთდა, სიცილი ვერ შეიკავა. - რა გაცინებს?
- შენ.
- ძალიან დამაჯერებელი არგუმენტი მოვიყვანე.
- ვიცი. - ნოემ ხელი გაუწოდა და ქალის თითები თავის ხელისგულში მოიქცია. - მიყვარხარ, ანა. - ქალი გაჩუმდა.
სიტყვები იმდენად მოულოდნელად გაისმა, წამიერად საუბრის წინა თემასთან მათი დაკავშირებაც კი სცადა.
ნოე მშვიდად უყურებდა. არც განსაკუთრებულ პასუხს ელოდა და არც ნათქვამს ამიძიმებდა დამატებითი განმარტებებით. ანა მის სახეს დააკვირდა. რამდენჯერ წარმოედგინა ეს მომენტი? რამდენჯერ უფიქრია, როგორ ეტყოდა მამაკაცი, რას იგრძნობდა თავად და როგორი იქნებოდა მისი პასუხი?
საბოლოოდ კი ყველაფერი შუაღამისას, სამზარეულოში მოხდა, ორი ფინჯანი ჩაისა და წვიმის ხმის თანხლებით, სრულიად ჩვეულებრივი საუბრის დროს.
და ამაზე ლამაზი გარემოება ანას ვერ წარმოედგინა.
- დარწმუნებული ხარ? იქნებ უბრალოდ სექსუალური დამოკიდებულება გაქვს? - ნოეს გაეცინა.
- ორივე მაქვს. ნუ მიშლი ხელს. -
ქალმა სიცილი ვერ შეიკავა. მაგიდას შემოუარა, მამაკაცის მუხლებზე ჩამოჯდა და სახეზე ხელები ჩაავლო.
- მეც მიყვარხარ, ნოე. - მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია და აკოცა. ანა თვალდახუჭული გრძნობდა მის სიახლოვეს და ფიქრობდა, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადებები ზოგჯერ მართლაც საოცრად მოკლე იყო. არც ახსნა სჭირდებოდა, არც დასაბუთება და არც იმ გარემოებების ჩამოთვლა, რომელთა ერთობლიობამაც ამ გრძნობის არსებობა შესაძლებელი გახადა. უყვარდა. და ეს საკმარისი იყო. ნოემ შუბლზე აკოცა.
- დარჩი ჩემთან. - ანას გაეღიმა.
- ისედაც აქ ვარ.
- არა მხოლოდ დღეს. - ქალი მამაკაცს დააკვირდა. მის ხმაში განსაკუთრებული საზეიმო განწყობა არ იგრძნობოდა, თუმცა ანამ მშვენივრად გაიგო, რას სთავაზობდა. საერთო დილებს, დაღლილ საღამოებს, კამათს, შერიგებას, ერთმანეთის ჩვევების ატანას და იმ უამრავ ჩვეულებრივ დღეს, რომელთა ერთობლიობასაც ადამიანები ცხოვრებას უწოდებდნენ.
- კარგი. ოღონდ წიგნებისთვის კიდევ ერთი თარო დამჭირდება.
- რამდენიც გინდა.
- და ფროიდის ტომებს ხელს არ ახლებ.
- მაგ კაცს ცალკე ოთახსაც კი გამოვუყოფ, ოღონდ ჩვენს საძინებელში აღარ შემოათრიო. - ანას სიცილი აუტყდა და მამაკაცს კისერზე მოეხვია. ზოგჯერ ბედნიერება სწორედ ასეთი იყო - მოკლებული ყოველგვარ სრულყოფილებას, ადამიანური სისუსტეებით, უადგილო ხუმრობებითა და დაუგეგმავი გადაწყვეტილებებით სავსე.
ანა არასოდეს დაიჯერებდა, რომ სიყვარული ადამიანს უკეთეს არსებად გარდაქმნიდა. სიყვარული ვერ გააქრობდა ხასიათის ნაკლოვანებებს, ვერ განკურნავდა ყველა ძველ ჭრილობას და ვერც მომავალში მოსალოდნელი ტკივილისგან დაიცავდა.
მაგრამ შეეძლო, ადამიანის არსებობისთვის კიდევ ერთი მშვენიერი მიზეზი მიეცა. ნოესთან ყოფნისას ანა არ გამხდარა სხვა ქალი. ისევ უყვარდა მარტოობა, ისევ შეეძლო საკუთარი აზრის გამო დაუნდობლად ეკამათა, ისევ დასცინოდა ადამიანურ სისულელეებს და საკუთარ თავსაც იმავე დაუნდობლობით ეპყრობოდა. უბრალოდ, ახლა არსებობდა მამაკაცი, რომლისთვისაც მისი ყველა ეს თვისება საყვარელი ქალის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მოგვიანებით საძინებელში შესულმა ანამ საწოლის გვერდით დადებული წიგნები მოაწესრიგა. მათ შორის ფროიდის ძველი, გაცრეცილი გამოცემაც აღმოჩნდა, რომლის ფურცლებზეც წლების წინ გაკეთებული ჩანაწერები ჯერ კიდევ შემორჩენილიყო. წიგნი ხელში აიღო და რამდენიმე გვერდი გადაშალა. რამდენი წელი გაატარა ადამიანის სურვილების, შიშების, თავდაცვითი მექანიზმებისა და ქვეცნობიერი იმპულსების შესწავლაში. რამდენჯერ უცდია საკუთარი გრძნობებისთვის სახელების დარქმევა, მათი წარმოშობის დადგენა და იმ უხილავი მიზეზების მოძებნა, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთისკენ უბიძგებდა.
ფროიდი მისთვის ყოველთვის საინტერესო თანამოსაუბრე იყო. ზოგჯერ აღაფრთოვანებდა, ზოგჯერ აღიზიანებდა, ხშირად კი წარმოსახვაში იმდენად უხეშად მიმართავდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, თავად დასჭირდებოდა ფსიქოლოგიური დახმარება.
- ანა, მოდიხარ? - ნოეს ხმა საწოლიდან მოესმა. ქალმა მამაკაცს გახედა. ბალიშზე მიყრდნობილი იწვა, მისკენ გაწვდილი ხელი ჰქონდა და იმ თავხედური ღიმილით უყურებდა, რომლის მიმართაც ანას წინააღმდეგობის უნარი, როგორც ჩანდა, საბოლოოდ განადგურებულიყო.
წიგნი დახურა და მაგიდაზე დადო.
- მოვდივარ. - საწოლში შეწვა, მამაკაცის მკლავებში მოთავსდა და ტუჩებში აკოცა. გარეთ წვიმდა, ფანჯრის მიღმა ქალაქი ნელ-ნელა იძინებდა და ანას იმ მომენტში სხვაგან არსად ყოფნა არ სურდა. აღარც საკუთარი ბედნიერების მიზეზების კვლევის მოთხოვნილება ჰქონდა. ზოგიერთ სიმართლეს ახსნა კი არ სჭირდებოდა, არამედ გამბედაობა, რომ მისით გეცხოვრა. ქალმა შუქი ჩააქრო.
ძვირფასო ფროიდ, მთელი ცხოვრება ადამიანის სულის შესწავლას შევალიე, საბოლოოდ კი ერთი თავხედი მამაკაცი შემიყვარდა და, წარმოიდგინე, ამის გამო მკურნალობასაც არ ვაპირებ.
შეგიძლია, ეს ჩემი პროფესიული მარცხის უკანასკნელ მტკიცებულებად მიიჩნიო. ამჯერად საკუთარ თავს უფლებას მივცემ, თეორიას პრაქტიკა ვამჯობინო.
იმედი მაქვს, მაპატიებ ამ პატარა პროფესიულ ღალატს. თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, არც შენი პატიება მჭირდება. სიყვარულის ბუნებაზე კამათს სიამოვნებით გავაგრძელებდი, მაგრამ ჩემს საწოლში გაცილებით საინტერესო კვლევის ობიექტი წევს და, შენგან განსხვავებით, თეორიული მსჯელობით არ შემოიფარგლება. იმედი მაქვს, საუკუნოვანი განსვენების შემდეგ მაინც მოახერხე პროფესიული ცნობისმოყვარეობის დაძლევა.
რაც შეეხება ჩემს აშლილობებს, მათი განკურნების სურვილი საბოლოოდ დავკარგე. ამიერიდან ჩემს ქვეცნობიერზე გაცილებით საინტერესო ადგილებში შეღწევით ვიქნები დაკავებული.
სეანსი დასრულებულია.
და, ღვთის გულისათვის, ამ ერთხელ მაინც ნუ ეცდები ყველაფრის სექსთან დაკავშირებას.
თუმცა ვის ვატყუებ...
სრულიად მართალი იქნები.

დასაარული…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent