შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{2}


25-02-2015, 21:42
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 958

-დიახ, ქმარმა მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა(უცხო)
-ეს უკვე დადასტურებულია?-ყურში შემზარავად ჩამესმა.
-დიახ.
ნუთუ ვინ? ღმერთო, დედა მამამ მოკლა? არ ვიცოდი, რა მეფიქრა მხოლოდ ვტიროდი.
პოლიციელი ჩემ ოთახში შემოვიდა.
-შეიძლება გაგესაუბროთ?(ის)
ტირილით უკან გავყევი.
-ბავშვს რა უნდა კითხოთ? ხომ ხედავთ გონზე ვერაა? ან რომელი ბავშვი შეეგუება ორივე მშობლის ერთდროულად დაკარგვას-მეზობელი ამბობდა და თან ცხვირსახოცს თვალებზე იფარებდა.
-თუ შეიძლება, ნება მოგვეცით, ჩვენი საქმე შევასრულოთ(პოლიციელი)
-შეგიმჩნევია მშობლების კონფლიქტი?-მან მე მომმართა.
-ისეთი სერიოზული არა, რომ მას მოეკლა(მე)
-წარმოუდგენელია, ასეთი უბედურება-მეზობელმა გამიყვანა გვერდითა ოთახში.
მთელი მეზობლობა ჩემს სახლში იყო.
-შეგიმჩნევიათ რამე უჩვეულო?(პოლიციელი)
-სიმართლე, რომ გითხრათ სერიოზული კონფლიქტი არასდროს შეგვიმჩნევია, მაგრამ მისი ქმარი რაღაც უცნაურად იქცეოდა ბოლო დროს(ერთ-ერთი მეზობელი)
-დიახ-სხვებმაც დაუდასტურეს.
-მაგრამ ასეთ რამემდე როგორ უნდა მისულიყო(ერთ-ერთი მათგანი)
-ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია.
-წარმოუდგენელია.
გავიდა რამდენიმე დღე.
-ადამიანთა გულში ვერავინ ჩაიხედავს. განსაკუთრებით ასეთ ადამიანის-მომესმა ხმა.
ამის მერე ყველაფერი შეიცვალა.
მეოთხე დღეს რაღაც ცვლილებას ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ეს სწორედ ის დღე იყო, როცა მშობლები სამუდამოდ დამტოვებნენ, მიმატოვებდნენ, მაგრამ განა ისინი თავიანთი ნებით მტოვებდნენ. მამაზე ამბობდნენ ფსიქიკური აშლილობის ფონზე დაატრიალა ოჯახში ტრაგედიაო. რაღაც ჩანაწერები და დოკუმენტები ჰქონდათ ამის დასამტკიცებლად. პატარა ვიყავი და ამას ვერ ვაცნობიერებდი და რაც არ უნდა ყოფილიყო მშობლების სიყვარულს გულიდან ვერავინ წაგაშლევინებს, რადგან ისინი იმათი გულის ნაწილნი არიან, ვინც შექმნეს და სიცოცხლე ჩაჰბერეს. განა შეიძლება ღმერთი გძულდეს?! ასევე, როგორც მას ვერ შეიძულებს, ვერ შეიძულებ მშობელსაც, მნიშვნელობა არ აქვს მამასა თუ დედას. ორივე ერთნაირი ძვირფასია.
მახსოვს ის დღე, როცა ისინი მიწას მიაბარეს. ბევრი ხალხი იყო სასაფლაოზე და უკანასკნელად ემშვიდობებოდნენ მას. არავის არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყოველივე მამაჩემის ბრალი იყო. საერთოდ ადამინს უჭირს სამწუხარო რეალობის დაჯერება. მართლაც, რომ ეს ასე იყო, რაც მუდამ გულს მიჭამს, მაგრამ ამისდა მიუხედავად ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება.
საერთოდ შეშლილ ადამინს ვერ განსჯი, რადგან ის ავადმყოფია და მისი სურვილი არ ყოფილა, რომ საკუთარი თავი დაეკარგა, გაეაქტიურებინა საკუთარი ბნელი, რომელიც მიმალული იყო მასში, გაემრავლებინა და სხვაგვარი გამხდარიყო.
ეს უსამართლობაა! უსამართლობაა, რომ ასეთი ადამიანი ასე წააქციო, რომ საკუთარი ბედნიერება, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეტრფოდა, თვითონვე გაანადგუროს. აი, ამიტომ არ მესმის სამყაროსი. ის ხომ დაუნდობელია. ნეტავ, შეეძლოს ჩვენნაირი სუსტი ადამიანების ოდნავ მაინც შებრალება.
მახსოვს, როგორ ვქვითინებდი.
-დედა..მამა..მომენატრებით...მშვიდობით..ჩემს გულში ყოველთვის იცოცხლებთ და ყოველთვის გაგიხსნებთ..მუდამ მეყვარებით!-ეს სიტყვები ისე ამაღელვებლად წარმოვთქვი, რომ ვინც არ ტიროდა ისიც ატირდა.
ხმამაღლა ვქვითინებდი.
დადგა ის მომენტი, როცა უნდა მიწა მიეყარათ მისი სამუდამო სახლისთვის, სასახლეს რომ ეძახიან. ყოველთვის მიკვირდა რატომ ჰქვია სასახლე. ადამიანს ამქვეყნად სახლი ძლივს აქვს, ზოგს ეგეც არ აქვს და იმქვეყნად სასახლე რად უნდა?! მაგრამ ამ სამყაროში ყველაფერი პირიქითაა. ღმერთო, რატომ ხდება ასე?!
დავიხარე. თან ცრემლებს ვიწმენდდი და თან ჩემს პატარა მუჭით ვიღებდი მიწას. ორივე ხელით თითო პეშვი მიწა მივაყარე. ამავდროულად თვალებიდან ცრემლები წვიმასავით მცვიოდა. გამახსენდა ლოცვა, რომელიც დედამ მასწავლა და წარმოვთქვი, თან პატარა ხელებით პირჯვარს ვიწერდი.
დასრულდა. ესეც დასრულდა და ისინიც დასრულდნენ. ან იქნებ, არ დასრულებულან, თუ იქაც არსებობს მეორე სამყარო, იქნებ იქ უფრო ბედნიერები არიან.
მეორე დღეს ეგრეთწოდებულ ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. ეს ჩემთვის ძნელი იყო. მშობლები და თბილი სახლი აღარ იარსებებდა.ამის წარმოდგენაც კი შემზარავი იყო.
-გამარჯობა-შუა ხნის ქალი მომესალმა და გამიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი არ იყო ნამდვილი, ეს მხოლოდ ნაძალადევი იყო.
-გამარჯობათ. ესაა ის?-ხმა ამაიკანკალდა. ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთი უცხო იყო, რომ ადრე ამას გონებაში ფიქრადაც კი ვერ გავივლებდი.
-დიახ, დარწმუნებული ვარ მოგეწონება(ის)
გავუღიმე, მაგრამ არც ეს იყო ალალი ღიმილი. თუმცა ამ სამყაროში ნამდვილი ძალიან ცოტა რამააა.
-წამომყევი, შენს ოთახს გაჩვენებ. დაბინავდი და მერე აქაურობასაც გაგაცნობ(ის)
-მადლობთ(მე)
უკან გავყევი. საშუალო სიდიდის ოთახი მიჩვენა. ერთი ლოგინი, კარადა, მაგიდა და თარო იყო. ეს ჩემს საყვარელ ოთახს არ გავდა.
-მოგწონს?(ის)
-ალბათ, ზრდილობისთვის მეკითხებით(მე)
ის გაშრა. ბავშვისგან ასეთ პასუხს არ ელოდა. არაფერი უპასუხია.
-შემოგიტან ბარგს(ის)
ის გავიდა. ცოტა ხანში ნაძვის ხესავით ახუნძლური დაბრუნდა. დაბინავებაში დამეხმარა. საღამოს ყველაფერს მოვრჩით.
-რა გქვია?-მხოლოდ ახლა მკითხა.
-მარია. თქვენ?(მე)
-თამარა მქვია. შენი მთავარი აღმზრდელი ვარ. აქ მასწავლებლებიც გეყოლება(ის)
-არაუშავს-ადამიანი ყველაფერს ეგუება. ამიტომ შეიძლება, რომ ყველგან და ყოველთვის ვიხმაროთ ეს უშინაარსო სიტყვა ან იქნებ შინაარსიანიც. ის ხომ ყოველ პრობლემას ჭრის(მე)
-ძალიან კარგი. წამოდი ბავშვებს გაგაცნობ(ის)
უკან გავყევი.
ბავშვები გამაცნო. ყველას სახელი მითხრა. ისე ჩანდა თითქოს ამის გაკეთება სიამოვნებდა. ისინი თბილად შემხვდნენ.
-ვითამაშოთ?-ქერა გოგონამ,რომელსაც ქეთი ერქვა, გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა.
-მეძინება. ძალიან დაღლილი ვარ. ბოდიში-ზრდილობიანად ვთქვი ჩემი სურვილი.
-ხვალამდე-გოგონა.
-ნახვამდის(მე)
მეორე სართულზე ძლივს ავედი. მაშინვე ლოგინზე დავეშვი და დამეძინა.
ნორმალურად მეძინა. დილას თამარა შემოვიდა:
-გამოდი.უკვე ყველა ადგა.
ჩავიცვი და გავედი. გრძელი მაგიდა იდგა, სადაც ყველასთვის ფაფა ელაგა. მივუჯექი და საჭმელს შევექეცი.
-გაკვეთილები ათ წუთში იწყება-გაისმა ბოხი ხმა.
შევტოკდი. მიჭირდა ამ ყოველივესთან შეგუება.
ავდექი. ხელ-პირი დავიბანე და საკლასო ოთახში შევედი.
დრო გადიოდა, მაგრამ ჩაკეტილი ვიყავი. ჩემს გულში არავის შემოშვება არ შემეძლო.ამის გაკეთება ერთ ნაწილს უნდოდა და მეორეს არა. ზოგჯერ ეს ძირიდან მღრღნიდა.
მახსოვს ერთ დღეს შინაგანმა სამყარომ ისე შემომიტია, რომ რაღაც რკინის საგანი ვისროლე და ჩემი ოთახის ფანჯარა ჩავამტვრიე. ამის გამო კი გამიჯავრდნენ.
გავიდა დრო, მაგრამ მე ისევ მარტო ვიყავი. იქნებ, არც არავის უნდოდა ჩემს სამყაროში შემოღწევა. იტყვიან ნუგეში ყოველთვის არისო. ჩემი ნუგეში კი წარმოდგენები იყო. დავხუჭავდი ხოლმე ძილის წინ თვალებს და ვფიქრობდი იმაზე, რაც ბედნიერებას მგრიდა. ვფიქრობდი, რომ არსებობდა ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმოდა და ჩემზე წუხდა.
შემოდგომა მიილია. მისი მათბობი მზე ქვეყნიერებას გამოესალმა ისე, როგორც ჩემი მშობლები. ჩვენ ზურგი მოგვაქცია და წავიდა. დადგა ზამთარი. გავიდა ერთი თვე და კარზე მოგვადგა ახალი წელი. ყველა სამზადისში იყო. რატომღაც გამზრდელს ვკითხე:
-რატომ ავღნიშნავთ ახალ წელს?
-იმიტომ რომ იწყება ახალი ბედნიერი წელი(ის)
-რა აღსანიშნავია ის, რომ ახალი წელი იწყება?! ეს არაფერია. უბრალოდ სხვა წელი იწყება(მე)
-ნუ ლაპარაკობ ასე. გაერთე-ასე ზედაპირულად მიპასუხა და წავიდა.
ამაზე შემდგომშიც ვფიქრობდი. თითქოს მეშინოდა დროს წარმავლობის. მეშინოდა, რომ მასთან ერთად წავიდოდა სხვა რამეც. ჩემ ოთახში ვიყავი და ბიბლიოთეკიდან მოტანილ წიგნებს ვკითხულობდი. ახალი წელი ჩემთვის წაშლილი იყო. უბედურებას ვგრძნობდი და ის მანადგურებდა.
დიდი ნაძვის ხე ანათებდა. ბავშვები მის გარშემო ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მე კი ჩაკეტილი ვიყავი ოთახში. არ შემეძლო მემხიარულა. ცხოვრება ჩემს გულს კლიტეს აბამდა და მისი გახსნა, ალბათ, შეუძლებელი იყო.
მხიარულება მესმოდა, მაგრამ არ გამჩენია სურვილი, რომ გარეთ გავსულიყავი. ვკითხულობდი წიგნს და გარეთ თოვას თვალს ვადევნებდი. გვერდები წამებივით მიფრინავდნენ.

რვა წლის შემდეგ.
უკვე ჩემს სახლში ვცხოვრობ. ისევ იმ ოთახში, სადაც ბავშვობა გავატარე. ობლის დახმარების თანხას ვიღებ და ვაგრძელებ ცხოვრებას.
საშუალო სიმაღლის, გამხდარი აღნაგობის შავგვრემანი გოგო ვარ. საკუთარ თავს რომ ვაკვირდები დედასთან მსგავსებას ვერ ვპოულობ.
ყოველ საღამოს ვათვალიერებ საოჯახო ალბომს.
სკოლაში დავდივარ, მაგრამ ცხრა კლიტე ადევს ჩემ გულს. მასში ვერავის ვერ ვუშვებ ან იქნებ თვითონ არავინ ინდომებს? არ ვიცი.
მიჭირს ასე ცხოვრება. ზოგჯერ საკუთარ თავს ველაპარაკები. ვხვდები, რომ მარტოობა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გამხდარა.
ქუჩაში ვსეირნობ. უბრალოდ წინ მივიწევ და არ ვიხედები სად მივდივარ. ვხედავ, როგორ მიდი მოდის ხალხი. ყველას სადღაც მიეჩქარება. ვხვდები, რომ ცხოვრება მირბის და მისთვის მოცდა არ შეიძლება.
გზაში ვიღაც მაშტერდება.



№1  offline მოდერი tiiik258

მოკლედ რამხელაც არ უნდა დაწერო მეპატარავება <3 ველი ახალ თავს სასწრაფოდ :D
--------------------
T.sekhniashvili

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

tiiik258
მოკლედ რამხელაც არ უნდა დაწერო მეპატარავება <3 ველი ახალ თავს სასწრაფოდ :D

მადლობ,რომ კითხულობ.
ხვალ დავდებ უფრო დიდ თავს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent