შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 4


27-02-2015, 21:26
ავტორი northern light
ნანახია 3 175

დღეს ხუთშაბათია , როგორ მიყვარს ეს დღე, ჩემთვის როიალზე დაკვრაზე საუკეთესო ცხოვრებაში არაფერია, მიყვარს წუთები სადაც მხოლოდ მე , როიალი და ნაზი მუსიკის ჰანგებია. ასე მგონია სულს ვაქსოვ თითოეულ ნოტში და ლამაზ ქსოვილს ვქარგავ. სწორედ ამ დროს ვგრძნობ სულიერ ბედნიერებას და ბედნიერი ვარ ! . ჩანთაში რვეული და კალამი ჩავაგდე. ქუდი დავიფარე , სქელი ჟაკეტი მოვიცვი და სახლიდან გავედი. კიბეებზე სულ ღიღინით მივდიოდი , სადარბაზოდან გავედი თუ არა სისხლი გამეყინა და ყელში ბურთი გამეჩხირა. ხელებს ვეღარ ვგრძნობდი ისე მეყინებოდა. მხოლოდ ერთი ხმა ჩამესმოდა ყურებში..."გაიქეცი..." მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი, ირონიული ღიმილით მომიხლოვდა და ჩემს წინ გაჩერდა, მისი დანახვისას საშინელი ზიზღის გრძნობა მიჩნდებოდა და მინდოდა საკუთარი ხელით მომეკლა ისე რომ ხლიც არ ამიკანკალდებოდა.
-არ მელოდი ფისო? -ამ ხმის გაგონებაზე სხეული გამიქვავდა და შიშმა დაისადგურა ჩემს სულში . ჩემს წინ ნამდვილი სისაძაგლე იდგა , ეშმაკზე უარესი ! საზიზღარი ადამიანი . დათო ... შარშან მითხრა რომ ვუყვარდი და მის მერე თავს არ მანებებდა... ერთ დღეს ეზოდან გვიან ავედი სახლში ...სადარბაზოსთან დამხვდა და არ მიშვებდა, ნასვამი იყო და რომ არა მეზობელი შეიძლებოდა ჩემზე ძალა ეხარა ... მალევე მოვიდა პოლიციაც და დააპატიმრეს , მას მერე არ მინახავს , საშინელებაა როცა გძულს და გინდა მისი თითოეული შეხება მოიშორო, გამიმართლა რომ მეზობელმა ჩემი კივილი გაიგო, გამიმართლა რომ მომისწრო და განადგურებისგან მიხსნა , მაგრამ ახლა? ახლ რა ვქნა? ის ხომ ციხეში აღარაა? ხომ ვიცოდი, რომ ოდესღაც გაოვიდოდა, ოდესღაც ისევ მომაკითხავდა და შურს იძიებდა , აი ის საზარელი დღეც რომელსაც სიკვდილივით ველოდებოდი .
-რაიყო ხომ არ გეშინია ჩემი?-ისევ ირონიით ნათქვამი სიტყვები და საშინელი ზიზღის გრზნობა ჩემში . როგორც იქნა სისხლის მიმოქცევა აღდგა ჩემს სხეულსი და მეც ფეხის გადადგმა მოვახერხე . არ შემიხედავს გვერდის ავლა დავაპირე და წასვლა რომ მკლავში ხელი მტაცა და მთელი ძალით მომიჭირა,
-დათო გამიშვი- აცრემლებული თვალებით ჩამისისინე და ხელის გაშვება ვცადე . ახლოს მოვიდა და თავი ყურთან მომიტანა . ცრემლები ვეღარ შევიკავე და ნიაღვრად ამედინა ლოყებზე .
-მისმინე ფისო , მაინც ვერსად გამექცევი ! და ნუ ცდილობ ის გამაკეთებინო რაც ასე ძლიერად მინდა . წესიერად მოიქეცი და ტრ*** ნუ ათამაშებ . -ყურთან მიჩურჩულა და გამშორდა . თითქოს სულიც გამეყინა და ვეღარ ვსუნთქავდი. ცრემლები კი არ ჩერდებოდა . როგორც იქნა ფეხები ავამოძრავე და წავედი. ისე სწარაფად მივდიოდი ვერ ვხედავდი ჩემს გარშემო ხალხს . ის საშინელი დრო გამახსენდა , ის წუთები და უფრო ბევრი ცრემლი წამომცვივდა თვალებიდან . ამარა მასწავლებელთან გიჟივით მივედი . როგორც კი დამინახა დაჯექიო მანიშნა და ერთი ჭიქა წყალი მომიტანა . მეც ფეხები დივანზე ავიკეცე და წვლის ჭიქ ბოლომდე გამოვცალე . როგორ მიყვრს ეს ქალი, ასე მგონია ჩემი ნათესავი და დიდი ხნის მეგობარია . როგორც თანატოლს ყოველთვის ისე მექცეოდა, 3 წელია მასთან დავდივარ , მართალია სწავლება აღარ მჭირდება მაგრამ აქ წყვილებში ვუკრავთ რაც უფრო მიღრმავებს ცოდნას. თუმეტეს როცა ასეთი მასწავლებელი მყავს .
-მაშო რა მოგივიდა?-შეშინებულმა დამისვა თმაზე ხელი და ჭიქა გამომართვა .
-დათო იყო ...- მხოლოდ ეს ორი სიტყვ ვთქვი და დავინახე როგორ შეეცვალა სახე . მთელს სახეზე შიშმა გადაურბინა .
-კიდევ რამე დაგიშავა? -აშკარად გაბრაზებულმა მკითხა და ფეხზე წამოდგა
-არა მას კარგად ვარ მაგრამ სიკვდილივით არ მინდოდა ამ დღის დადგომა . -ისევ ხმამაღლა ავქვითინდი და მუხლებს მოვხვიე ხელები .
-ლამარა მას შეიძლება? -გუკას ხმა რომ გავიგე ვის ახსოვდა ცრემლები და დათო , ისე შევხტი ლამის დივნიდან გადავვარდი. ჩემი ცრემლიანი თვალები რომ დაინახა თვალებში საშინელი სიბრაზე ჩაუდგა და ისევ თვალებით დაიწყო ჩემი ბურღვა . მე თავი დავხარე და ამ გაურკვეველი სიტუაციის გდახარშვა ვცადე. 3 წელია აქ დავდივარ, რაღა ახლა შემოაღო კარი ამ დემონმა? ისედაც შეშინებულს მისი თვალებიღა მაკლდა . ვიღაც პატარა ბავშვთნ ერთად შემოვიდა ოთახში და მზერა ჩემიდან მასწავლებელზე გადაიტანა .
-კი გუკა შემოდი - მანაც ღიმილით მიიღო და დაჯექიო უთხრა . -ესაა ის ლამაზი პრინცესა თავისი თლილი თითებით როიალზე რო უნდა დაუკრას? -ღიმილით უთხრა პატარა გოგოს რომლის თვალებიც ძალიან მეცნობოდა მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან . პატარა გოგომაც გაუღიმა და გუკას აეკრო. ისეთი თბილი თვალებით უყურებდა გუკა რომ წარმოუდგენელი მეგონა ეს ყველაფერი . მე ისევ ჩემს სტიქიაში ვიყავი და მუხლებზე ჩახუტებული ახლა უკვე ჩუმად ვიწმენდდი ცრემლებს .
-დღეიდანვე შეძლებთ დაწყებას თუ შემდეგი გაკვეთილიდან მოვიყვანო? -თავაზიანად კითხა გუკამ და პატარა გოგონა გვერდით მოისვა . შავგვრემანი გოგო რომელსაც დემონის ცხვირი და წყლიანი მწვანე თვალები ჰქონდა . მის სილამაზეს აწყლიანებული თვალებით და დაბურული მხედველობითაც კარგად ვხედავდი . ლამარა მასწავლებლის ტელეფონი აწკრიალდა და ისიც ბოდიშის მხდით გავიდა ოთახიდან . ყველა ჩემს წინააღმდეგაა. ჯერ მანიაკი , ახლა დემონი... აშკარად მარცხენა ფეხზე ადექი მაშო... მაგრამ დემონი მანიაკთან შედარებიტ ზრვაში წვეთია... . პატარა გოგო ჩემსკენ წამოვიდა და ჩემს წინ გაჩერდა . შავი თვალები მზერიტ მწვავნენ და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდნენ .
-რატო ტირიხარ? -საყვარელი წკრიალა ხმით მკითხა და მსვენიერი თვალებით მომაჩერდა . თვი ავწიე და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიყარე.
-გამაბრაზეს - ღიმილით ვუთხარი მუხლები ხელებიდან გავათავისუფლე .
-ვინ გაგაბრაზა? -ისევ ცნობისმოყვარე თვალები მომაპყრო და ახლა ჩემს გვერდით მოკალათდა .
-ცუდმა ადამიანმა - ისევ გავუღიმე და ლამაზ ცხვირზე წავეთამაშე.
-ნუ ტირიხარ დედიკომ თქვა ტირილით თვალები დაგიწითლდება და ვამპირს დაემსგავსებიო . -ახლა უკვე გამიღიმა და მეც გამაცინა . ძეგლივით მჯდარ დემონს გავხედე და გაოცება ვერ დავმალე , იღიმოდა ... ვაიმე ღმერთო არაამქვეყნიურად ლამაზი იყო, ისე საყვარლად იღიმოდა მომინდა იმ ლოყაზე მეკოცნა ასე საყვარლად რომ ეჩუტებოდა... ჩემს ფიქრებს რომ ჩავუღრმავდი ჩემს თავს გავუბრაზდი და ისევ პატარას დავუწყე ყურება , მაგრამ კარგად ვიცოდი რომ ამ ღიმილს ვერასოდეს დავივიწყებდი.
-მაშინ აღარ ვიტირებ . -მეც გავუღიმე და ფეხები ისევ იატაკზე დავაბრუნე . -რა გქვია ლამაზო ქალბატონო?
-კეკე- ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა .
-მე მაშო - მეც ხლი გავუწოდე და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე .
-შენ დაკვრა იცი? -როიალზე მიმითითა და ისევ ინტერესით შემომხედა. მწვავდა გუკას მზერა და ვნატრობდი ლამარა მალე შემოსულიყო ოთახში .
-კი ვიცი - უკვე შედარებით დაწყნარებულმა ვუთხარი და შრჩენილი ცრემლები მოვიწმინდე.
-ვინ გასწავლა? -ამ კითხვაზე ლუკა გამახსენდა და ისედაც ანერვიულებულს კიდევ უფრო მომანდომა ტირილი ,მაგრამ არა ! მოითმინე მაშო ამ დემონის წინ ნუ იტირებ ! სახლშიმიდი და მთელი ღამე ღვარე ცრემლები თუ გინდა .
-მე ნამდვილად არ მისწავლებია -ღიმილით შემოვიდა ლამარა და გულში დიდი მადლობა გდავუხადე . -ჩემთან რო მოვიდა უკვე იცოდა რაღაცეები მაგრამ დამარება მაინც სჭირდებოდა. აი კეკე შენ ხომ იცი ცოტა დაკვრა? -ღიმილით მიუახლოვდა კეკეს და თმზე მოეფერა .
-ცოტა ვიცი , მაშომაც ჩემსავით იცოდა? -დამორცხვილმა გამომხედა და ამ ლაპარაკით ისევ დაიწყო ჩემი ჭრილობის გახსნა . მეც ხელები ისევ გადავაჯვარედინე ერთმანეთზე და გულზე მაგრად მივიჭირე.მასწავლებელმა გამომხედა და იხვდა რაც მჭირდა .
-მოდი მაშოს ნუღარ ვატირებთ ისედაც ბევრი იტირა -ღიმილით გაუძღვა წინ მაშოს და როიალთან დასვა . დემონი გაკვირვებული იყურებოდა და აშკარად გაურკვევლობაში იყო ჩვენი ლაპარაკის მოსმენით . მის გაკვირვებულ თვალებზე გმეღიმა და რომშეამჩნია მზერა კეკეზე გადაიტანა .
-მას დღეს რომარ დავრჩე შეიძლება? -თავი მოვისაწ.... და ხვეწნით შევხედე.
-შეიძლება , თან მეც კეკეს მივხედავ და ტყუილად არ მოგიწევს ლოდინი - ღიმილით დახედა პატარა გოგოს და თმაზე მოეფერა . -ორონდ მამაშენს დაურეკე გაგიყვანოს , გთხოვ და რომ მიხვალ დამირეკე . -შეწუხებულმა მითხრა და ტელეფონზე მიანიშნა .
-ხომ მშვიდობაა? -საუბარში დადუმებული დემონი ჩაერია .
-ეჰ გუკა არაა მშვიდობა ჩემო ბიჭო არა. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ნოტების რვეულში დაიწყო ყურება .
-რამით რომ დაგეხმაროთ შემიძლია?- ახლა ჩემზე გადმოიტანა მზერა . ღმერთს ვთხოვე ახლა ლამარას სიტყვა არ დასცდენოდა თორემ მიკრო ინფაქტი გარანტირებული მქონდა .
-არა -მკავხედ მივახალე და გაკვირვებულ ლამარაზე გადავიტანე მზერა - მამაჩემს დავურეკავ . -თავი დამიქნია და ისევ კეკეს მიუბრუნდა . სამი გაბმული ზარის შემდეგ მამაჩემმა ყურმილი აიღო .
-მაშო თათბირზე ვარ მერე დამირეკე მამი - ჩუღცულით მითხრა და სიტყვა პირზე შემეყინა . ლამარა გაკვირვებული მიყურებდა . მეც აღარ დავაყოვნე და შეწუხებულმა შევჩივლე .
-თათბირზეა- დანანებით ჩავილაპარაკე და ონებაში დავიწყე ფიქრი ვისთვის შიქძლებოდა დამერეკა ...რომ ვერავინ მოვიფიქრე ისევ მასწავლებელს მივუბრუნდი - მარტო წავალ , ჯერ არ ბნელა ძაან და ვერაფერს გამიბედავს - ახლა უკვე ორი ძალიან გაკვირვებული თვალი მიყურებდა და თითქოს ჩემი პირიდან სიტყვების გამოძალვას ცდილობდა .
-ვერ წახვალ, მე გაგაცილებ აშკარაც რაღაც ცუდი ხდება და სულ არ მაქ სურვილი დღეს ვიღაცის სიკვდილი გამოაცხადონ ტელევიზორში . - გამოკვეთით წარმოთქვა სიტყვები და პრდაპირ თვალებში შემომხედა . ღმერთო რამე დაგიშავე? რაღა დღეს გამოჩნდა ეს დემონი აქ დარაღა ახლა აქვს მამაჩემს თათბირი? ... ბედი არ გაქვს მაშო .
-არა მარტოც კარგად წავალ - ჩანთას ხელი დავავლე და ლამარა მასწავლებელს დავემშვიდობე . -მას დაგირეკავთ რომ მივალ , არ ინერვიულოთ - ნაზად გავუღიმე და კეკეს ხელი დავუქნიე . კარიდან არ ვიყავი გასული ჩემს გვერდით რომ გაჩნდა და ფეხი ამიწყო .
-ხომ გითხარი არ მინდათქო?-გაბრაზებულმა შევხედე და ჩანთაში ყურსასმენებს დავუწყე ძებნა .
-ჩათვალე რომ არ გაცილებ , მე უბრალოდ მოვდივარ და ვერვინ დამიშლის იქ ვიარო სადაც მინდა . - თვალი ჩამიკრა და გვერდით ამომიდგა. ვეღარაფერი ვუთხარი ახლა ნამდვილად მჭირდებოდა "მცველი". მე ყურსასმენებიმოვირგე და ხანდახან ვაპარებდი გასუსული დემონისკენ თვალს .
-ჰეი რას აკეთებ? -გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე და ისევ ყურზე მოვირგე ყურსასმენი .
-მისმინე , ძალიანაც ნუ გეხვეწები თავს , უბრალოდ დავინახე როგორ ნერვიულობდა ბიცოლაჩემი შენზე და მაგიტომ გამოგყევი , რა ხდება არ მეტყვი? -ერთმანეთს მიაყარა სიტყვები და შემომხედა
-არაფერი ,უბრალოდ ვიღაც ავიკიდე და ლამარა მასწავლებელიც მაგიტომ იყო შეშინებული , თავში ასავარდნი არაფერია და ის რომ ახლა ვითომ თავაზიანობას იჩენს სულაც არ ნიშნავს იმას რომ აუცილებელია რამე იცოდე. მე არ მითქვამს გამაცილეთქო .
-უზრდელთან ერთად უმადურიც ყოფილხარ მაშო - მის მიერ ნათქვამი სიტყვები ყურში მომხვდა და გულის სიღმეში რაღაც ნაწილი გამითბო .
-გეხვეწები რა სულაც არ მაქვს შენი ნერვები , მომაცილე ,მადლობა ახლაკი კარგად -სატითაოდ გამოვკვეთე სიტვები და სადარბაზოში შევედი. სამი სართული სირბილით ავიარე და მაშინვე ფანჯარასთან მივვარდი . დავინახე როგორ გავიდა ჩემი სადარბაზოდან და გეზი ისევ იმ ქუჩისკენ აიღო საიდანაც მოვედით . ვერ გავუიგე რა სჭირს, ჯერ ასე იქცევა და ჩემზე ვითომ ღელავს , შემდეგ კი ასე მეუხეშება , ძალიან მაბნევს და მაოცებს ეს ამოუცნობი ადამიანი , მაგრამ ვერ ვხვდები რატომ მაბნევს ასე და რატომ მიღრმავდება მის მიმართ ინტერესი ...

აბა როგორია შემიფასეთ <3 მეტის დაწერას ვეღარ ვასწრებ , მითხარით რას ფიქობთ თორემ ასე მგონია არ მოგწონთ ...



№1  offline წევრი ანა დევიძე

ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი eelleeniko

უმაგრესია wink ვერ ავგჭერ ძალიან ძალიან მომოწნს და არანაირი შესწორება არ მაქვს winked [right][/right] love wink

 


№3  offline წევრი tamooo

kargiaaa gaagrdzelee :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent