შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აგვისტოს ხუთი დღე 4


27-02-2015, 21:34
ავტორი tiiik258
ნანახია 1 830

მამამ ხელი გადამხვია და გვერძე მიმიხუტა, მეც, განიერ წელზე ხელები შემოვჭიდე და ესე შევედით სახლში. დივანზე დავჯექი, ხელები დივანს მაგრად დავაჭირე, თავი დაბლა დავხარე და მუხლებს დავაცქერდი. ბიჭებიც მოვიდნენ, ბებომ გემრიელად უსაყვედურა გოგოების გარეშე რატომ წახვედითო. ამაზე გაეცინათ და ამაყად "კაცურად" მიუგეს გოგოებს რა უნდათ მდინარეზეო. არც გამკვირვებია სულ ასე ხდება, სიმწრით გამეცინა და თავი გვერდზე გადავქნიე. როგორც ყოველთვის, ტრადიციული "ვაჯკაცები". -მაგასაც ვნახავთ თუ არ წავალ. სულ არ მჭირდება თქვენი წაყვანა. გონებაში ვუპასუხე. ხმამაღლა თქმა არ მინდოდა, იმიტომ არა რომ ვერ ვეტყოდი, უბრალოდ ახლა კინკლაობის დრო არ იყო. დედამ შემომხედა ჩემი აჭარცლებული სახე რომ დაინახა მიხვდა რომ ახლა უკვე ცოცხალი ბომბი ვიყავი და მალე ავფეთქდეოდი, სასწრაფოდ ლაპარაკი წამოიწყო.
-ზვიადი გუშინ ჩვენი სახლი ვნახე სიზმარში.
-მეც
-ვითომ რუსები შემოიჭრენ ჩვენთან და ჩვენი პიანინო ნაჯახით დაჩეხეს.
ამის გაგებაზე გამაკანკალა, ვიგრძენი როგორ ამასხა სისხლმა. ხელზე ეკალმა დამაყარა და ნერვიულად დავისვი მეორე ხელი რომ უწინდებურ ფორმას დაბრუნებოდა. ეს დედას ყველაზე საყვარელი ნივთი იყო. შვიდი წლის იყო რომ მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს მშობლებმა და ეს პიანინო უყიდეს საჩუქრად, მთელი მისი ტკბილი ბავშობა ახსენდება მას უკავშირდება. როდესაც მამას ძმაკაცები ჩვენთან მოვიდოდნენ და კარგად შეზახორშდებოდნენ მამა, დედას ეძახდა და ეს ჩვენთვის იმის ნიშანი იყო რომ ჩვენც პიანინოს უნდა შემოვსხდომოდით დედაც უკრავდა, მთელი სიამოვნებით მღეროდა, ჩვენ კი გაბადრულები ჩევცქეროდით გაცისკროვნებული თვალებით. როდესაც ამთავრებდა მამას ძმაკაცები ტაშს უკრავდნენ მამა კი ამაყად იჯდა. დედა ადგებოდა თუ არა ჩვენც დროს ვიხელთებდით და უაზროდ ვუბარტყუნებდით პატარა თითებს კლავიშებს. მამა დაგვიტატანებდა მაგრამ ძმაკაცები გვიცავდნენ -რა გინდა გაერთონ ბავშვებიო. რომ გითხრათ რომ მუსიკაზე სიარული მინდოდა მოგატყუებთ, დედა და მამა მთხოვდა მიგიყვანთო მაგრამ მე მწარე უარზე ვიყავი, მერჩივნა ისევ ჩემ სამხატრო სკოლაში მეარა. მერე როცა წამოვიზარდე მინდოდა სიარული მაგრამ დარცხვენილი ვერაფერს ვამბობდი მხოლოდ თავს ვიმართლებდი რომ ვიცოდე დაკვრა მერე ჩემი ქმრის ძმაკაცები არ მომასვენებენთქო. მითუმეტეს ახლა "youtube" როცა გვაქვს მუსიკის სწავლა რა საჭიროა.მაგრამ ჩემი მეორე მე შემომძახებდა ცოცხლად მოსმენას რა ჯობიაო. მოკლედ ასე იყო თუ ისე დავრჩი მუსიკის სწავლის გარეშე. ჩემ ფიქრებში გართულს აღარც გამხსენებია ჩემს გვერძე მჯდომნი, მაიკომ მკლავზე იდაყვი მკრა და დაჭყეტილი თვალებით შევხედე.
-რა? ჰო, კი
-რა ჰო გოგო,მჰჰ რაზე ფიქრობდი?
-არაფერზე ისეთზე.
-წამო დავწყვეთ რა, მარიკო და თათია ავიდნენ უკვე.
-კაი
-უკვე შემიყვარდა ეს ლოგინი ხო იცი
-მაიკო, როგორ შეგიყვარდა სულ ერთი ღამე გეძინა. თუმცა რატო არა რაა, გაბარჯული წევხარ რამის გადმომაგდე გუშინ.
-აწუწუნდა ეხლა. ისე მარი რა კაი ტიპი იყო არაა?-სიცილით შემომხედა.
-ხოომ, მე რო არ გამეყვანეთ გარეთ. თვითნასიამოვნები სახით შევხედე.
-შეიძლება რამე ვთქვა და შენი თავის შესაქები არ მოძებნო?
-არამგონია ეგ მოახერხო. დაწექი ეხლა ნუღა ტლიკინებ.
-თიკო შეგახსენებ მე შენზე დიდი ვარ.
-მასე ზოგი ხეც მაღალია მაგრამ რა, მაყვლის ბუჩქს კი მაყვალი გამოაქვს. ენა გამოვუყავი, წარბები ავათამაშე და გავუკრიჭე.
-ვაი ეგეც არ იცი ჭადარი ქვია მაგ ხეს. უკვე საბან გადაფარებულმა მითხრა.
ჰომ, აგვისტოა მაგრამ აქ ისე ცივა საღამოს საბანი თუ არ დაიფარე გაიყინები.
-რა მნიშვნელობა აქვს, სათქმელს ხომ მიმიხვდი, თუმდაც ჭადარი იყოს.
-შენ ხომ თავს არ გაიმტყუნებ.
-არამც და არამც. საბანი დაგავხადე და მეც ლოგინში შევძვერი.
წინაღამისგან განსხვავებით გემრიელად მეძინა, როგორც ჩანს გოგოებსაც. საათს რომ დავხედე თორმეტი იყო. გემრიელად გავშალე ხელები მაღლა მერე განზე, გაისმა მაიკოს ყვირილიც.
- გოგო მეტკინა ყბა.
-ჰეჰე აბა რა გგონია ამ დრომდე რომ გძინავს, ადექი.
-შენზე საზიზღარი ბავშვი მეორე არ დადის დედამიწაზე.
-დიიახ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ.
ფრუტუნი ამოუშვა, საბანი თავზე გადაიფარა და კედლისკენ გადაბრუნდა. სიცილით ავდექი, თავხე დიდი კოსო დავიდგი, თხელი მაიკა და ჯინსის კომბინიზონი ჩავიცვი, კედებში ფეხი ჩავყავი და კიბეებზე ჩავირბინე. ენერგიით სავსე ვარ თითქოს, არ ვიცი რას მაგრამ რაღაც კარგს ველი.
-დილამშვიდობიის. ომახიანად შევძახე
-აჰაა, ჩემ გოგოს კარგად სძინებია. ჭინკებიანი თვალებით გამომხედა ბებომ.
-ჰოო რავიცი. დედა მაღაზიაში ჩავალ რაა ყავას ვიყიდი.
-აუ რა კარგი გოგო იქნები.
-ისინი არ ადგნენ?
-არა ძალო სძინავთ.
-იცი ბებო მერე მაღაზია სადა?
-არა მაგრამ გუშინ მარი გავიცანი აქვე რომ ცხოვრობს გავუვლი და გავიყოლებ.
-კაი ბებო.


-აუ მაიკო ადექით რაა, მე მაღაზიაშიც ვიყავი და მარიც ვნახე პირველისთვის გამოდითო ბავშვებსაც ვეტყვიო
-მმჰჰჰ ვდგები ჰო არ მომასვენო.
-მალე!
მოკლედ, გავედით გარეთ, დიდ ქვაზე დავსხედით თათიამ დამარიკომ წყალში აატყაპუნეს ფეხები, თან ერთმანეთს წუწავდნენ, ჩვენც ვერ გადავურჩით სახეზე რამოდენიმე წყლის წვეთი მოგვხვდა, ისე იცინოდნენ ცოტა მშურდა კიდეც. მარი გუგას და ნანას დასაძახებლად წავიდა. გუგა მეფიქრებოდა მაინტერესებდა როგორი იქნებოდა, მარისგან გარკვეული სთაბეჭდილება მქონდა უკვე მიღებული, ჰოდა ცოტა არ იყოს ავნერვიულდი, თუმცა რა მანერვიულებდა, თმა გავიშალე, ჩავიწანი, მაღლა ავიკეცე, გავიშალე. ბოლოს მაიკომ გამაჩერა ისევ.-ვაიმე შეეშვი მაგ თმებს. მოდი ჩაგიწნავ და ხელი აღარ ახლო-ო. მეც დავემორჩილე. რამდენიმე წუთში მარიც გამოჩნდა მომღიმარი სახით მოგვიახლოვდა, მალე მოვლენო გაგვაფრთხილა და გვერძე მომიჯდა. ქვას დავაჭდე ხელები და ფეხი ავათამაშე, რატომღაც გონებაში გეგმებს ვსახავდი როგორ წავსულიყავი ახლა აქედან, მაგრამ არა აი ისინიც, თვალებ გაფართოვებულმა შევხედე ბიჭს რომელიც ჩვენსკენ მოემართებოდა. "ბრაზილიის" მაისური ეცვა, ჯინსის შარვალი და კედები. ჩამეღიმა და მაიკოს გადავხედე ისიც ზუსტად ჩემნაირი სახით მიყურებდა. სანამ მოგვიახლოვდნენ გადავჩურჩულე.-შენც ის გაიფიქრე რაც მე? ღიმილით თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. მე გეტყვით რატომაც გამეღიმა, იმიტომ რომ ის ბევრად დიდი მეგონა დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის, მაგრამ ის სადღაც ცხრამეტი-ოცი წლის იქნებოდა. ყველანაირმა დაძაბულობამ გამიარა და მთლიანად მოვეშვი.
-გაიცანით ეს ნანაა. ხელი ცისფერთვალება გოგოს დაადო. -ეს კი ჩვენი სტუმრები, თიკო, მაიკო, მარი და თათია.
-მმ ყოჩაღ, დაგიმახსოვრებია ჩვენი სახელები.
სიცილით ვუთხარი მარის და მანსპინძლებს გავუღიმე.-სასიამოვნოა.
გოგას ვიღაც ბიჭმა დაუძახა, მოდი საქმე მაქვს შენთანო, და გოგაც წავიდა ცოტა ილაპარაკეს და სადღაც გაუჩინარდნენ. მარის ავხედე და თავი ცოტა მაღლა ავიქნიე მათი იმართულებით.
მაოცებს ეს ბავშვი ჯერ სულ ერთი დღეა რაც გავიცანი და უკვე ხვდება ჩემი მიმიკებით და თვალების მოძრობით რას ვეკითხები.
-არა, ის ბიჭი არაა ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა, ეგ თავისი ძმაკაცია.
ნანაც არანაკლებ ცუდი მოსაუბრე აღმოჩნდა ისე ვილაპარაკეთ თითქოს წლებია ერთმანეთს ვიცნობთ. სალაპარაკო თემაც რომ არ გველევა. სახლამდე მისასვლელ დიდ აღმართს დავადექით და გზის გასაყართან რომ მივედით მაიკომ იმ პატარა გორისკენ ჩაიხედა სადაც პატარა ბილიკს გადიოდა.
-თიიკ საღამოს აქ გამოვიდეთ, პლედი წამოვიღოთ გორაზე წამოვკოტრიალდეთ. ტუჩებ წინ გამოწეული და თვალებ ოდნავ მოჭუტული მიყრებს.
-ჰმმ არ გინდა ეგეთი მზერა ხომ იცი მე გარეთ გამოსვლის მომხრე ვარ! მგონი ჰაერი მოქმედებს შენზე ტვინი აგიმუშავდა.
-ჰომ რავცი ალბად. სიცილით მითხრა და მუჯლუგუნი მითავაზა.
სახლში მისულებმა მშვენივრად ვისადილეთ და ნასიამოვნები დავეხეთქე რბილ საწოლს.
-გოგა რო მოდიოდა რატო გაგეცინა?
-შენ?
-მაიკო პირველი მე გკითხე.
-ჰო კაი, უფრო ისეთ ტიპს ველოდი რა, რაღაცნაირ დიდს და სერიოზულს ეს კიდე
-შეხედავ დალაღანაა არა? აღარ დავამთავრებინე
-ზუსტად, ცქნაფოა რა.
ბებომ კარები შემოაღო, ხელში ყელამდე დაკეცილი ტანსაცმელი ეკავა, ლოდინზე ლამაზად დაალაგა და გაოცებულმა შემოგვხედა, -თქვენ აქ ხართო? მეგონა ბიჭებს გაყევით მდინარეზეო.ამსი გაგებაზე ავფქთქდი მაგრამ არ შევიმჩნიე ბებოს წინ ავეტუზე და დეტალურად ავახსნევინე სად იყო მდინარე. -აქვე ყოფილა, მივდივართ. ნასიამოვნებს აღმომხდა ხელის ანქვით გადავწყვიტე და გვერძე ოთახში შევედით გამოსაცვლელად. "შორტი" და "შლოპანცები" ჩავიჩვით და პირველ სართულზე ჩავედით. დედა და მამა მაგიდასთან ისხდნენ და მზესუმზირას აკნატუნებდნენ. ნელ-ნელა შევედი, ჩემსკენ არც გამოუხედავთ ისე მითხრეს -წადით, წადითო. როგორც ჩანს ბებომ ჩაგვიწყო. გამარჯვებული სახით გავედი გარეთ და ომახიანად შევსძახე, წავედით! გზას მივუყვებით და შეძახილებითურთ
-აი ის ვარდისფერი სახლი ბებომ რომ თქვა
-ეს დიდი ბლოკებიც
-ბეტონის ღობეც
-ეე, ბავშვების ხმა გესმით? ჩასასვლელი უნდა იყოს ეხლა აქ სადმე.
-აქ არის აქქ.
-მჰმ ასეც ვიცოდი. ამაყი სახით დაბლა ჩავედით, ხიდზე დაგავედით და ბვშვები ხმას დავუგდეთ ყური.
-მარჯვნიდან ისმის.
ხოო წავიდეთ, რაც უფრო ვიახლოვდებოდით მით უფრო მკვეთრად ისმოდა მადი ხმა, და აი ისინიც. ეს.. ეს მდინარე კი არა ჩანჩქერია! მე ჩანჩქერის წინ ვდგავარ, ღმერთო! მერე ბავშვებს გადავავლე თვალი და მარი, ნანა, გუგა, ბაჩო და ზურა. გოგოები ნაპირზე ისხდნენ, მივუახლოვდი და საყვედურით ვუთხარი რატო არ გამოგვიარეთ ჩვენც წამოვიდოდითქო. გაოცებულმა შემომხედა მარიმ, თქვენთან მოვდიოდი მაგრამ გზაში ბაშო და ზურა შეგვხვდნენ და გვითხრეს არ უნდათ წამოსვლაო. ჰაჰ როგორ არ მიკვირს. მერე გოგამ შემოგვხედა და იმედიანი ხმით გვითხრა.
-გოგოებო ხომ უნდა ჩამოხვიდეთ?
-ხო აბა აქ რისთვის ვარ. გაოცებულმა ვუპასუხე.
-რავი მარი და ნანა არ ჩამოდიან, ვერ ჩამოვიყვანე.
-რატო? ადექით აქ რას ზიხართ.
-უუფ თქვენ გენაცვალეთ რაა.
გოგას ნათქვამზე გამეცინა და წყალში შევედი.


აი ესეც მეოთხე თავი.. მადლობათ რომ კითხულობთ. თუ ვინმე ყოფილხართ ამ სოფელში შემეხმიანეთ :* სხვა რა გითხრათ. იმედი მაქვს რომ მოგწონთ :* :*



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა ძალიან.
რა კარგია,რომ მოახერხე დადება.

 


№2  offline მოდერი tiiik258

ნეტა იცოდე როგორი წვალებით :D :D
--------------------
T.sekhniashvili

 


№3  offline მოდერი ჰოლანდიელი

წამატებები

წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent