შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები სიყვარულს მეტყველებენ 5


27-02-2015, 23:12
ავტორი blackboss
ნანახია 3 412

-უიიიი გოგო გაიგე დეკანოიძემ რა თქვა?-უცებ წამოიყვირა სალომემ
-რაა გოგო - თვალებგაფართოებულმა შეხედა ელემ
-რააო და დღეს უნის დაწყების აღსანიშნავად წვეულება იმართება და ყველა თავის მეწყვილესთან ერთად უნადა მოვიდეს- თათამ გაბადრულმა ჩამოარაკრაკა და თან თვალებანთებულმა შეხედა ლექსოს. არც ლექსომ დააყოვნა და თვალი ჩაუკრა და საყვარლად გაუღიმა

-ოეოეე გვრიტებო ეგ სხვა დროს- სიცილით ჩაილაპარაკა ელენემ და იქვე დამწუხრებულმა მიამატა- მაგრამ მე ვერ წამოვალ იმ წვეულებაზე
-რატო გოგოო-შეიცხადა გიგამ
-რატო და მეწყვილე არ მყავს მითუმეტეს არც შეყვარებული- საცოდავად ამოხედა ბავშვებს

ამაზე ოტხივე გაჩუმდა თითქოს თავიდან ვერ გადახარშეს რა თქვაო. მერე ერთმანეთს გადახედეს და ოტხივემ დედამიწის დამანგრეველი ხარხარი დაიწყეს. მათ შემხედვარე ელენე თვალებგაფართოებული იყურებოდა...
ნუთუ რა თქვა ეგეთი გასაკვირი? არც შეყვარებული ჰყავს და არც მეწყვილე რაა ამაში გასაკვირი მეგობრებს დააცადა სანამ დაწყნარდებოდნენ
-შენ რაა გვეღადავები ხო?-ძლივს თქვა ლექსომ და თან სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა

-არაა რა ამ გოგოს მაგარი იუმორის გრძნობა აქვს-აქვე მიამატა გიგამაც
-რას გულისხმობთ ხალხო არც შეყვარებული მყავს და არც მეწყვილე-თქო ამაში რაა გასაკვირი?
-გოგო შენ რა სულ გაუბერე? ვერ ხედავ შენს წინ ბიჭს? ყოველდგე რომ გაკითხავს? ან ვაბშე ყურები დახუჭული გაქვს და არ გესმის შენზე და ბერდიაზე რაამბებია? ყველა გოგო შენშემოგნატრის და შენ ამბობ არ მყავს მეწყვილეო?! კაააი რაა...- ერთ ამოსუნთქვაზე ამოაყოლა სალომემ და თან თვალებმოჭუტულმა გადახედა ელენეს
-რაა? რასამბობენ გოგო არაფერი არ გამიგია მე-გაკვირვებით ამოილუღლუღა ელემ
-არა რაა გამაგიჟებ შენ რანაირი გოგო ხარ რა-ქოთქოთებდა თათა- მაგას რა გაგება უნდა ვერ ხედავ როგორ გიყურებს? მოკლედ აღარ გვინდა ახლა აქ ასეთი ლაპარაკი ნუ დააყუდე რომეო-და თან ჩაიხითხითა- მიდი წადი და იცოდეე წვეულებაზე მოდიხარ!-და თვალები გადაუბრიალა

ელენემ თვალები გადაატრიალა
-კარგიით ხოო რამეს მოვიფიქრებ აბაა დროებით გვრიტებო- და თვალი ჩაუკრა და თან ჩაიკისკისა

ბერდია სერიოზული სახით იდგა მანქანაზე მიყუდებული და ელენეს უყურებდა. ელენეს სიცილზე თვითონაც ტუჩის კუთხე ეტეხებოდა. არა რა მაინც რას უშვრებოდა ეს გოგო? თავგზას უბნევდა
როოოოგორც იქნა დაამთავრა მეგობრებთან გამომშვიდობება და ბერდიასთან ახუნტრუცებული მივიდა
-ბერდოო
,,ღმერთო ჩემო ასე ხომ მხოლოდ მას შეუძლია დამიძახოს“- გულში ბედნიერებისგან ხარხარებდა ბერდია
-როგორ ხარ ცუნცულ?
-ააარაჩვეულებრივად ვიქნები თუ ახლა თხოვნაზე დამთანხმდები
ბერდიას მის ბავშვურობაზე გაეცინა
-გისმენ შენ მარტო თქვი შენი მონა მორჩილი ბერდია მუდამ შენს სამსახურშია-ამაზე ორივეს გაეცინა
-რაა და დღეს წვეულება იმართება უნის დაწყებასთან დაკავშირებით და ყველა წყვილში უნდა მივიდეს და მე არავინ მყავს წყვილში და...
-აუაუ ელე ვერ მოვიცლი და არ გაგიტყდეს კაი? სამსახურში უნდა გადარდე სხვა ვინმე მონახე

,,რაიოოოოო???? ანუ უარი მითხრა? უთავმოყვარეო, უნამუსო, არაკაცი, დეგენერატი, ჭაობის გომბეშო თავი ვინ ჰგონია იდიოტი!!!“-გულში ლანძღავდა ბერდიას
-კააი რა გაეწყობა არაუშავს- ვითომ ,,ფეხებზე“ როჟადაკერილმა ჩაილაპარაკა და ბერდიას მანქანაში მიუსკუპდა.

5 წუთში უკვე სახლში იყო და ლომისას ელოდებოდა. როოგორც იქნა აღირსა და სახლის კარები ღიღინ-ღიღინით შემოაღო
-ვაა ელეე ჩემი ბრატი აბა როგორი იყო პირველი დღე?
-აარაჩვეულებრივი სისტრა. -თვალებგაბრწყინებულმა წამოიკივლა- მაგარი ბავშვები გავიცანი დავუმეგობრდი კიდეც მერე გაგაცნობ აუცილებლად. ახლა კი შენთან ერთი თხოვნა მაქვს-და ჯემალას კატის თვალები მოიმარჯვა ;დდ - დღეს წვეულებაზე უმეწყვილოდ დავრჩი და შენ უნდა მოიცალო ჩემთვის იცოდე!!!
-ოჰოო ამას რას მოვესწარი თვით ელენე დვალი უმეწყვილოდ დარჩა-დასცინა ელეს- გეთქვა ნებისმიერი ბიჭისთვის და უარს გეტყოდნენ?
-არა ჩემნაირი სიმპატიური ძმა არავის ჰყავს და ვიფიქრე მსოფლიოში საუკეთესო მეწყვილეს როგორ გავმაზავთქო და აუუუ არ გამიტეხო რაა-და თითებით ყელი გამოიწია
-ეეეეე რამაგრად გიკლია ვაახ-გლიანად გაეცინა ლომისას-აბა ეგრე დაგტოვებს შენი ძამიკო? წამოვალ აბა რას ვიზამ
-იუუუუუჰუუუუუუუუუუუუუ -სიხარულისგან რამის ჭერს თავი აარტყა ელემ
-მადლობამადლობამადლობა ჩემი ძამიკოოოოოო-და დაუწყო თმების ჩეჩვა
-კაიკაი ჰოო აღარ გვინდა ეს აფერისტობები-წადი გაემზადე არ დაგვაგვიანდეს

ელენემ რომ იცოდა მის მომზადებას ძააააალიან ,,ცოტა“ ხანი რომ ჭირდებოდა ახლავე დაიწყო მზადება.
პირველი რეისი რათქმა უნდა სააბაზანო. იქ დიდი ხანი ნებივრობდა მერე გამოვიდა უცებ აარჩია რაოცარი კაბა რომელიც უცხოელმა მეგობარმა გამოუგზავნა. გრძელი კაბა იყო ზურგი მთლიანად ამოღებული, შავი და ფეხზე, გვერძე მთლიანად შეხსნილი იყო. მის ტანს კი ისე ერგებოდა გეგონება ზედ შეაკერესო.

მერე მსუბუქი მაკიაჟი, თმები ფეხსაცმელები... მოკლედ 1-2 საათში მზად იყო. შემოსასვლელში ჩავიდა და რას ხედავს ელენეს თვალები?
ვიღაც გასაგიჟებლად სიმპათიური ბიღი მიყუდებული იყო ელენეს სამზარეულოზე და წყნარად აბოლებდა. სმოკინგიც როგორ უხებოდა? ცოტათი დაკუნთული სხეული და........
მოიცა, მოიცა მოიცა მოიცა.... აქ სტოპ!!!! ეს ხომ ლომისაა ვაიმეე რა სიმპატიურია შემომეკბიჩება ეს ბიჭი! -გულში სიმაყით ჩაიროხროხა ელენემ ;დდდ
-ნუთუ ეს შენ ხარ ძმაო?
-დიახ, დიახ ჩემო ლამაზო შენთვის გამოვეწყე ასე აბა ხომ გინდა შესაფერისი მეწყვილე?
-ძალიან ძალიან მიყვარხარ- გულწრფელად უთხრა ელენემ- შენ რომ არ მყოლოდი რა მეშველებოდა- ნიკაპი აუკანკალდა ელეს
-ოოოო აქ უკვე სტოპ! შენი ცრემლები არ დამანახო მერე კიდევ 2 საათი არ მაცდევინო სანამ მაკიაჟს გაიკეთებ.
გულში ჩაიკრა ელენე. მერე ერთი-ორი წაუღიტინა. ელენეს ისტერიული სიცილი აუვარდა
-კაიკაი ვსოოო რა ცრემლები კაცო გამიშვი ხელი ჩაგაკვდები იცოდე ნუ მიჭუტუუნეებ ნადიროო
-აიი ასეთი ახტაჯანა ელენე მიყვარს მე! ახლა კი მოვასხეთ ჩემს ბე ემ ვე რაშს და გავქუსლოთ სასახლისაკენ- ცერემონიულად თქვა ლომისამ და ხელკავი ამოსდო ელეს
ელენემაც ერთი გულიანად ამოიკისკისა და ჩასხდნენ ლომისას ,,რაშში“.
მალევე მივიდნენ. სიცილ-კისკისით შევიდნენ და მალევე დაიმსახურეს ბოღმით გაჟღენთილი ბეეეეევრი მზერა. ელენეს შურით გოგონები შეჰყურებდნენ ასეთი მეწყვილე რომ ჰყავდა, ლომისას კი ბიჭები ხანჯლავდნენ მზერით ამაზე ორივე კარგად ხალისობდა
-ელენეეეე-შორიდანვე იწივლა თათამ
-დაიწყოო-ელენემ მხიარულად ჩაილაპარაკა
-ელენე?! გაკვირვებულმა ახედა სალომემ ჯერ ელენეს მერე ლომისას. ყველა ელოდა ელენეს მეწყვილე რომ ბერდია იქნებოდა არ ელოდნენ ელენეს გვერდით სხვას...
-ხო რაიყოთ ხალხო რა გიკვირთ მე ვარ-სიცილით ჩაილაპარაკა- ეს კი გაიცანით ჩემი ძმაა ლომისა. ეს კი ჩემი მეგობრები არიან თათა ლექსო გიგა და სალომე
თითქოს ოთხივემ ამოისუნთქაო. ელენეს მათ შემხედვარეს გაეცინა მიხვდა მათი მოწყენის მიზეზს.
-სასიამოვნოა- გაისმა ლომისას ბოხი ბარიტონი და ყველას სათითაოდ მიესალმა მისი ქამელეონი თვალებით

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ბევრი ილაპარაკეს კარგადაც გაერთვნენ. მანამდე სიტუაციაც გახურდა. დაიწყო ცეკვები ყველამ თავის მეწყვილეს დაავლო ხელი და ცეკვავდნენ. ზუსტად ამ დროს რომ გაქრა ლომისა ბედის ირონიაა არა? არა ნამდვილად ბედისწერაა- გულში უკვე ვულკანი ეფრქვეოდა ელენეს. სად დაიკარგა ის ბიჭი...
სიმწრისგან აღარ იცოდა სად წასულიყო ყველა ცეკვავდა თავის მეწყვილესთან ის კი იდგა უკანასკნელი ჩლუნგივით გახევებული.
უცებ უკნიდან ვიღაც მოეკრო, მუცელზე ხელები შემოჰხვია და კისერში სველი კოცნაც იგრძნო.....
მთელს ტანში რაგაც სასიამოვნო ტალღამ დაუარა. ყველა თვალებგაფართოებული უყურებდა ელენეს. ელენე კი ახლაც გონზე არ იყო ვინ მიეკრო ტკიპასავით.

ელენე რაღას აღარ იფიქრა ბოლოს მეტს რომ ვეღარ გაუძლო შემოტრიალდა და ვააააახხხხხ...... ვინ უყურებდა ყურებამდე გაღიმებული თუ გამოიცნობთ?! ააარა ვერ გამოიცნობთ :3

ელენეს რაღაც საოცრად ,,მკვლელი“ ღიმილით ბერდია უღიმოდა...

, არა რატომ არ ვიცოდი ეს გომბეშო ასეთი სიმპათიური თუ იყო?’- გულში დათბა მაგრამ ბერდიას ცივი მზერა სტყორცნა

-აქ რას აკეთებ ან ჩემი ძმა არ გინახავს?-უემოციოდ დატოვა ბერდიას მოელვარე თვალები
-მე ერთ საოცრად ლამაზ გოგოს ვახლავარ აი შენი ძმა კი ახლა სახლშია და დარწმუნებული ვარშუა ძილშია-სასიამოვნოდ ჩურჩულებდა ბერდია ელენეს ყურთან.

ელენემ მთელი ძალა გამოიყენა იმისთვის რომ თავი ხელში აეყვანა
-მერე წადი იმ საოცრად ლამაზ გოგოსთან ჩემთან რა გინდა თანაც სამსახურის საქმეებიც გექნება- ირონია არ დააკლო ელენემ

ბერდიამ ამაზე ერთი კარგად გაიცინა და ელენეს ყურთან დაიხარა
-სამსახური მიზეზი იყო... მინდოდა ცოტა გამეწვალებინე პატარავ... აი მე კი არსად წასვლას არ ვაპირებ უკვე ჩემს მეწყვილესთან ერთად ვარ.- და ელენე მთელი ტანით ტკიპასავით აიკრო

ორივე სიამოვნებისგან ბურუსში ეხვეოდა რომ ერთმა, ორივესთვის უსიამოვნო ხმამ გამმოაფხიზლა

-ვა ელეე როგორ ხარ?- რა თქმა უნდა ეს ბიჭი ყველგან უნდა ეჩხირებოდეს... ეს საბა იყო. ხო, ხო როგორც მიხვდით ის საბა აგარაკიდან.

ალბათ ახლა ელენეს ან ბერდიას რამე რომ სჭეროდათ ხელში ამ საცოდავ არსებას გადაარტყავდნენ უეჭველი.
-კარგად შენ?-ოოხ ეს ზრდილობის გამო მოკითხვები...
-რახან ჩემმა თვალებმა შენ დაგინახეს უკვე კარგად ხომ არ გვეცეკვა? -ურცხვად შესთავაზა ელეს

ელენეს გაკვირვებისგან თვალები კეფაზე აუვიდა. არ ელოდა ასეთ სითავხედეს. იგრძნო მის წელზე ბერდიას დაჭიმული ხელი. ელენე კვე გრძნობდა, კიკიი გრძნობდა და არა ხედავდა ბერდიას სიბრაზისგან წამონთებულ სხეულს. სანამ ბერდია წაისისინებდა მან დაასწრო

-როგორც ხედავ მეწყვილესთან ერთად ვარ-უემოციოდ უთხრა თუმცა მის ხმაში სუსხი შეიმჩნეოდა.

თითქოს ამ სიტყვებმა გამოაფხიზლაო ბერდია და ცოტა მოეშვა. ელენემაც იგრძნო ეს და ცოტა დამშვიდდა.
-ჰოო?- ირონიულად ჩაილაპარაკა ისე რომ ელესთვის თვალი არ მოუშორებია- მეკი ვფიქრობ რომ ერთი ცეკვით არაფერი დაშავდება
ელენეს სიტყვის თქმა არ დააცადა საცეკვაოდ ფაქტიურად რომ გაათრია.

ბერდიასთვის ეს ბოლო ნაპერწკალი იყო! ცოტაც და ამ არსებას აფხრეწავდა შუაზე.

ხალხი ამ სცენას თვალებგაფართოებული უყურებდა. ბერდიაც გრძნობდა რომ ყურადღების ეპიცენტრში იყვნენ და სწორედ ამიტომ შეიკავა თავი არ უნდოდა სკანდალები ტორემ ამ ბიჭს ვიზას ჩაურტყავდა ტრავმატოლოგიურში.
მოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მოცეკვავეებს და საოცრად ცივი ხმით ჩაილაპარაკა
-ჩემს მეწყვილესთან უნდა ვიცეკვო!- და უსიტყვოდ აგრძნობინა ბიჭს რომ თუ ახლა ელეს არ დათმობდა ცუდად წავიდოდა მისი საქმე.

-თუ ახლა ვთმობ ელენეს არ გეგონოს რომ ეს მუდმივი იქნება -წაისისინა საბამ და მოშორდა იქაურობას

ბერდიამ მისი ძლიერი ხელები წელზე შეუცრა ელენეს და ნაძალადევად გაუღიმა. ელენემ იგრძნო მისი აღელვება

-ბერდო წამო ცოტა ხნით ჰაერზე დავწყნარდეთ რა

ბერდიამ მას მადლიერი თვალებით შეხედა და ვერანდისკენ გაემართნენ. ორივეს ესიამოვნა გრილი ჰაერი.

-შენს გამო შევიკავე თავი და მინდა გითხრა მაგ ახ**რს კიდევ ვნახავ და ძვლებში გადავამტვრევ-ისეთი სიმტკიცით ჩაილაპარაკა რომ ელენეს არცერთი წამით ეჭვი არ შეპარვია მის ნათქვამში

-არც მე მეხატება გულზე. პატარაობიდანვე მაწვალებდა, მაგრამ იმის გამო ვიკავებდი თავს ვითომ ლომისას ბავშვობის ძმაკაცი რომ იყო. ტორემ აქამდე ჯანდაბაში მოვისვრიდი.- უკვე გაბრაზებულმა ამოილაპარაკა ელენემ

ბერდიას გულზე ლოდი მოეხსნა დაძაბულობაც სადღაც გამქრალიყო.
ვერანდაზე სუსტად აღწევდა მუსიკის სასიამოვნო ჰანგები. ახლა ბერდიასთვის და ელენესთვის მხოლოდდამხოლოდ იყო ღამე, მთვარე და ერთმანეთი. ვალსის ცეკვა დაიწყეს. იყო უთქმელი გრძნობა, გრძნობა რომელსაც უაზროდ სიტყვების რახა რუხი არ სჭირდება როცა თვალები მეტყველებენ ამ გრძონობის შესახებ. მართლაც... სიტყვები მხოლოდ უაზრო კორიანტელია რომელიც იმდენად გულწრფელად არ საუბრობენამ გრძნობაზე როგორც თვალები... ელენესი და ბერდიასი... ბერდიასი და ელენეს... მათი თვალები მაშინ სიყვარულს მეტყველებდნენ. და ვერანდაზე იყვნენ მხოლოდ ელენე ბერდია და ღამე...




დიდი ხნის ცეკვის შემდეგ ორივე გაჩერდა თუმცა ერთმანეთისთვის თვალი არ მოუშორებიათ. ბერდიამ დისტანცია დაარღვია და გულზე მიიკრა სუსტი გოგონა. ელენეს თავი ნიიკაპამდე სწვდებოდა. ელენეს კი მის გულზე ჰქონდა თვალი მიდებული და ბერდიას აცეკვებულ გულის ცემას უგდებდა ყურს. ბერდიამ ცხელი კოცნა დაუტოვა საფეთქელზე და სიჩუმე დაარღვია

-ელე წავიდეთ უკვე ხო?! იშლებიან-ორივემ იცოდა რომ არ იყო ახლა წასვლის დრო თუმცა უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ...

ბერდიამ მანქანის კარები გამოუღო ელენეს ჩაჯდომაში დაეხმარა მერე თვითონ მოუარა მეორე მხრარეს მოთავსდა და მალევე მივიდნენ სახლში. ერთმანეთს თვალებით გამოემშვიდობნენ და თავიანთ სახლებში განაწილდნენ.


იცით ეს რა დღე იყო? მათი პირველი შეხვედრის დღე... როცა სულ პირველად, წვიმაში შეხვდნენ. არ ვიტყვი რომ სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ მათი ისტორია ზეცაში უკვე გადაწყვეტილი იყო. ეს უბრალოდ ბედისწერა იყო რომელსაც ვერცერთი გაექცეოდა. და 3 წლის შემდეგ მათი თვალები სიყვარულზე მეტყველებდნენ.

ეს მთელმა თბილისმა გაიგო...

********************************
-გაიგე გოგო? მაჩავარიანი და დვალი ერთად არიან
-რაა? არარსებობს
*************************************
-ელენე მაჭავარიანის გოგოა. ზედმეტი სიტყვა მასზე და ბერდია ამას არავინ აპატიებს

ასეთ, და ამის მსგავს ბევრ პრაზას გაიგონებდით თბილისში მთელი თბილისი მათ სიყვარულზე ლაპარაკობდა.... მათ ჯერ კიდევ უთქმელ სიყვარულზე.

ააააააბა როგორ მოგეწონათ ეს თავი? ღირს გაგრძელება თუ არა? რას იტყვით...
შევეცადე მოვლენები ძალიან აღარ გამეწელა... გვრიტები ასე დავტოვოთ მაგრამ თქვენ ხომ ჯერ არ იცით შემდეგ რა ელით... (არა რა ჩემში ინტრიგანი ბუდობს 3:დდდ )
მოკლედ ველი შტაბეჭდილებებს და შენიშვნებს...
ძალიან ძალიან მაგრად მიყვარხართ და სტიმულს მაძლევთ <333



№1  offline წევრი vighaca

Dzalian momewona ratqmaunda ghirs

 


№2  offline წევრი S.likuna

Dzaan dzaan kaia

 


№3 სტუმარი nini

Gaagrdzele magas kitxva rad unda imena shokia to vkitxulob xolme tanshi jruanteli mivlis magaria gaagrdzele

 


№4  offline წევრი blackboss

vighaca
Dzalian momewona ratqmaunda ghirs


madloba didi <3 actiuri mkitxveli xar sul akomentareb xolme swored es madzlevs stimuls <3 shemdeg tavs diiids davdeb :D <3

nini
Gaagrdzele magas kitxva rad unda imena shokia to vkitxulob xolme tanshi jruanteli mivlis magaria gaagrdzele

madlobaa <3 aucileblad gavagrdzeleb <3 martla magrad mixaria ase tu mogwons ^^

S.likuna
Dzaan dzaan kaia

madloob <3 kargia tu mogwons <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent