შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები სიყვარულს მეტყველებენ 6


1-03-2015, 00:24
ავტორი blackboss
ნანახია 3 733

როგორი იყო ელენეს და ბერდიას დამოკიდებულება თბილისში გავრცელებულ ჭორებზე? მათი რეაქცია ნული იყო არცერთი არაფერს ამბობდა. ისე იქცეოდნენ თითქოს არც ესმოდათ ამბები მათი ერთად ყოფნის შესახებ. მათ ურთიერთობას უბრალოდ სახელს არ არქმევდნენ.

ერთმანეთს არც მეგობრებად მიიჩნევდნენ და არც შეყვარებულებლად. უბრალოდ უსახელო იყო მათი ურთიერთობა. არცერთს არ უნდოდა ნაბიჯი გადაედგა და ურთიერთობისთვის უფრო სერიოზული სახე მიეცა. არცერთი ჩქარობდა.


ყოველდღე აკითხავდა ბერდია უნივერსიტეტში. მიჰყავდა და მერე ისევ უკან მოჰყავდა. ყოველთვის ჰქონდა ელენესთვის დრო და დღეც ისე არ გავიდოდა ერთმანეთი რომ არ ენახათ.

ერთხელ საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე მოუწიათ მისვლა. იქ ერთად მივიდნენ კარგადაც მოილხინეს, გაერთნენ. ბერდია სასმელს არ მიეკარა, რასაც ელეზე ნამდვილად ვერ იტყოდით. კონიაკის ბოთლი ხელში ეჭირა და როგორც ლიმონათი ისე სვავდა. ბერდიამ ბევრჯერ სცადა მისი შეჩერება, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს ელენე უგონოდ მთვრალი იყო. აი ისეთი მთვრალი, რაც თავში აზრად მოგდის რომ ეგრევე როშავ. აი ისეთი მთვრალი იყო, ხმამაღლა რომ ფიქრობენ რა...
უკვე გვიანი იყო. ბერდიამ ელენეს მუდარით სთხოვა წავიდეთ სახლშიო და ელენეც უყოყმანოდ რომ დათანხმდა ძლივს ამოისუნთქა. გალეშილს მისი ქურთუკი მოაცვა ხელკავი ამოსდო და ნელა მიუყვებოდნენ გზას. ელენეს ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა, აი ბერდია კი გაორმაგებული ძალით ფიქრობდა, იმიტომ რომ უგონო ელენე ხელზე ჰყავდა ჩამოკიდებული. ახლა მისთვის რომც ეკოცნა ხვალ აღარ ემახსოვრებოდა...
მმმმ... თან რომ ახსენდება ის პირველი კოცნა, რომელიც მოპარა ჟრუანტელი უვლის ტანში. ფიქრების გასაფანტად თავი გაიქნია და ელენეს შეხედა. თითქოს ცოტა გამოფხიზლებულიყო... გამოფხიზლება რაა სიარული შეეძლო და ფიქრის უნარიც დაუბრუნდა. ისეთ ფაზაში იყო რომ რასაც ამბობდა არ უფიქრდებოდა... ამიტომაც პირველმა მან დაარღვია სიჩუმე...

-ბერდუუს- ამოიკნავლა ელენემ
ბერდია გულში ახარხარდა. მხოლოდ ელეს შეეძლო მისთვის ასე დაეძახა. ასე უცნაურად თბილად. ბერდიას საშინლად არ უყვარდა მის სახელს რომ ამახინჯებდნენ, მაგრამ ელენესგან ესეც კი სასიამოვნო იყო. ელენეც თამამად სარგებლობდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით.
-ხოო ბრადიაგ-ბერდიას ღიმილისგან ბაგე გაეპო
-შეიძლება რაღაც გკითხო?-და ელენემ ქვევიდან დამნაშავესავით შეხედა. აი ისეთი თვალებით, პატარები რაღაცას რომ დააშავებენ და მერე შერცხვენილები რომ გიყურებენ.
-რა თქმა უნდა მკითხე პატარავ- და სიგარეტს მოუკიდა
-შეყვარებული გყავს?-ამოიბლუყუნა ელენემ. კიდევ კაი სიბნელე იყო თორემ ელენეს სახეს პამიდვრისგან ვერ გაარჩევდით ისეთი წითელი იყო.

ბერდიას მის ბვშვურობაზე გაეცინა. არა რა ელენე მხოლოდდამხოლოდ მისი გოგო იყო! არავის ჰქონდა უფლება ბერდიას გარდა რომ მისთვის ,,სხვანაირად“ შეეხედა, რომ ელენეს თავი დაესაკუთრებინა, რომ მასზე ეფიქრა. ბერდია ამას არ დაუშვებდა. როცა საქმე ელენეს ეხებოდა ის საშინელი მესაკუთრე ხდებოდა.

ბერდიამ ერთი ღრმა ნაპასი ამოარტყა, კვამლი პირიდან გამოუშვა და უთხრა
-სიმართლე გითხრა არა... მაგრამ ერთია რაა და გაგიჯებით მიყვარს. აი ისე მიყვარს უიმისოდ ერთი წამიც რომ არ მინდა სიცოცხლე. უიმისოდ დედამიწაზე უბრალოდ ზედმეტი ტვირთი ვარ. ის ჩემი ანგელოზია. მხოლოდდამხოლოდ ჩემი მფარველი ანგელოზი...-ღიმილით, თბილი ბარიტონით თქვა ბერდიამ

ელენეს თვალებზე ცრემლი მოადგა. მთელი გულით უნდოდა რომ ბერდია მასზე ლაპარაკობდეს, მაგრამ ეს რატომღაც შეუძლებლად მიაჩნია. ყოველთვის ეგონა რომ ბერდიას გული უკვე სხვისთვის ეჩუქნა.
-ბედნიერი ის გოგო-ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ ბერდიას მახვილ სმენას მაინც მისწვდა გულდამწვარი ელენეს სიტყვები.
ოდესღაც ლომისას პირობა მისცა რომ ელენეს გულის ტკივილის მიზეზი არ გახდებოდა. რომ ამქვეყნის ამაობებისგან ყოველთვის დაიცავდა და მის გვერდით ელენეს ტირილის მიზეზი არ ექნებოდა... ლომისა იყო ელენეს დედაც მამაც და ძმაც. მშობლების გარდაცვალების შემდეგ არ უტირია და ეს ლომისას დამსახურება იყო. მან გადაატანინა ის მოუშუშებელი ტკივილი. ამიტომაც ლომისა არ დაუშვებდა მის პატარა ანგელოზს, მის ელენეს რომ პატარა გული სტკენოდა ვიღაც ახ**ის გამო. ყოველთვის იცავდა. მალე 18ის გახდებოდა და დღემდე შეყვარებული არ ჰყოლია. ეს ლომისას გამო... არ უნდოდა ელენეს რამის გამო ან ვინმეს გამო ელენეს მისი მარგალიტის ცრემლი გადმოეგო... ბერდიასაც ამის გამო ჩამოართვა პირობა. ბევრჯერ გამოსცადა ბერდია, რომ ელენეს გულს არ ატკენდა და რომ დარწმუნდა მის ელენესადმი გრძნობებში, მხოლოდ ამის შემდეგ დართო ნება, რომ ელენესთან ახლოს ყოფილიყო. პირობაც ჩამოართვა. ეს პირობა ბერდიამ ოქროს დუღაბში ამოავლო და გულში ჩაიბეჭდა. არასდროს იყო ამის დამრღვევი... მაგრამ... ახლა რა დაემართა? რატომ გადავიდა სიტყვას? რატომ დაუშვა რომ ელენეს გრძნობები გამოეყენებინა და მისთვის გული ეტკინა? იცოდა, ელენეს გულს ძლიერ დარტყმას აყენებდა, მაგრამ არცერთი წამით არ შეჩერებულა...

ბერდიამ რატომღაც გადაწყვიტა რომ... მოკლედ თავადაც ნახავთ რა მიქარა...


ელენეს მოჭუტული თვალებით გადახედა და თამამად ჰკითხა:
-გინდა გაგაცნობ იმ გოგოს-და კმაყოფილებით დაამატა-ძალიან გაუხარდება შენი გაცნობა. დაუახლოვდი და მერე მე დამეხმარე მასთან დაახლოებაში

ეს რა იყო? რა თქვა ახლა? ელენეს გონება ისევ ვერ ხარშავდა რა მოხდა... ვერ მიხვდა რა უთხრა... რამდენიმე წამი გონება გაეთიშა. ვეღარაფერზე ფიქრობდა მხოლოდ ბერდიას სიტყვები ჩაესმოდა ყურებში. ეს მისთვის იმდენად ძლიერი დარტყმა იყო რომ რამის გული გაუჩერდა. არ ელოდა... არ ელოდა რას ქვია ყველაზე საშინელ კოშმარშიც კიი ვერ წარმოედგინა ეს სიტყვები... მან კი ურცხვად მიახალა თითქოს არაფერიო... ბერდიამ ურცხვად გათელა ფეხქვეშ მათი ერთად გატარებული ყოველი ბედნიერი წამი. თუმცა მათ ერთმანეთთან სულ კარგი მოგონებები აკავშირებდათ... მაგრამ რა იყო ეს? სად ჯანდაბაში მოისროლა ბერდიამ ეს გრძნობა. ნუთუ მას არ უვლიდა ჟრუანტელი ელენეს შეხებისას... ნუთუ მას არ უჩქარდებოდა გული უბრალოდ ელენეს გახსენებაზეც კი... ნუთუ ამდენად დაბრმავდა...
ელენე ადგილზე მიეყინა და ამ ფიქრებმა ისე ჩაითრია ვეღარ გრძნობდა სად იყო... რეალობას მოწყდა და თითქოს ჯოჯოხეთში დადიოდა. ისე იყო სუნთქვაც კი დაავიწყდა.
რატომ მოექცა ასე? რა დააშავა ასეთი ცხოვრებამ ასე რომ გაიმეტა. ჯერ ნათესავები მიყოლებით დაეღუპნენ მერე მშობლები... ცხოვრებამ ის მუდმუვი უბედურებისთვის გაიმეტა. ელენეს უკვე ბედნიერების შიში დასჩემდა. მას ყოველთვის მოსდევდა დამანგრევლად ცუდი რამ. რამდენადაც კარგად იყო იმდენად ცუდი რამ ხდებოდა ელენეს თავს... მაგრამ მაინც... რა იყო ეს?

გონს ბერდიას ხმამ მოიყვანა

-ჰეიი ელე რა გჭირს-ბერდიას შეშფოთებულ სახეს მოკრა თვალი
-არაფერი. იცი? ხვალვე გამაცანი კარგი? ახლა კი სახლში ავალ
-კაი ღამემშვიდობის

კიბეები ისე აიარა ვერ გაიგო უბრალოდ ელენე ამ სამყაროში აღარ იყო. აი ისე იყო აღარც ცოცხლებში რომ არ ითვლებოდა და აღარც მკვდრებში. ლოგინზე მთელი ძალით დაეტყეპა. კიდევ ვერ გაიაზრა რა მოხდა.
ერთი ხელის მოსმით დაენგრა ცხოვრება... დაენგრა ის ცხოვრება მშობლების გარდაცვალების შემდეგ რომ ასე სათუთად აკოწიწებდა. ნუთუ ცოტათი მოინც არ შეებრალა ბერდიას... ნუთუ ასეთი უგულო ღორი იყო? ურცხვად გააღო ელენეს გულის კარები, იქ კომპორტულად მოეწყო და მერე შიგნიდან ისე გაბზარა ვითომც არაფერი... ნუთუ ასეთი არაკაცი იყო? ურცხვად აცნობდა გოგოს, მასთან დაახლოებას და მერე ბერდიასთვის ვერცხლის სინზე მიტანას სთხოვდა. უგულო!!!

ისე ჰქონდა გული დაფერფლილი რომ ტირილიც არ შეეძლო. გრძნობები გაეყინა.

არა!!! არამც და არამც! ელენე არ აპირებდა ცრემლების ღვრას არაკაცი მაჭავარიანის გამო! მის ძმას ასე არ გაუზრდია.
ხვალიდან... სწორედ ხვალიდან ელენე ხდება სულ სხვა! ხვალიდან ახალი ელენე იბადება... თუმცა მხოლოდ ბერდიასთვის რადგან მის მეგობრებს და ძმას მისთვის არაფერი დაუშავებიათ... ეს ბერდიაა გული რომ მოუკლა და სწორედ ბერდია გამოსცდის ელენეს ბოროტ ,,მეს“..! ეს მტკცედ გადაწყვიტა ელენემ.
იმის გამო რომ სასმელი ჯერ კიდევ უბინდავდა გონებას ჩაეძინა...




დილით ადრე გაიღვიძა. გუშინდლის გახსენებაზე კიდევ ერთხელ მოკვდა...
თუმცა თავისთვის იმის უფლებაა არასდოს მიუცია რომ სულიერად დაცემულიყო. რასაც არასდროს არანაირი მიზეზით არ გადააბიჯებდა ეს მისი თავმოყვარეობა და სიამაყე იყო...



წყალი გადაივლო თვალისმომჭრელად გამოეწყო. შემოსასვლელში ჩავიდა და ძმას უკნიდან მიეპარა და ლოყაზე კოცნით ამცნო მისი მისვლა.

-დილამშვიდობისა ძამიკო-თბილად უთხრა და გაუღიმა... და მაინც როგორ ახერხებს ამ ყველაფრის შემდეგ გულწრფელად გაღიმებას? არა რა... ეს გოგო ამოუცნობია. თავს დავდებ რომ მისი შინაგანი სიძლიერე იმაზე მეტია ვიდრე ნებისმიერი სსხვა ადამიანის. საოცრად ძლიერია!
-დილამშვიდობისა პრონცესა. წუხელ როგორი დრო გაატარეთ შენ და ბერდიამ?-კითხა და თან ყავა მოსვა მის კომპანიაში ეჩქარებოდა. (ეს კომპანია მამამისის გარდაცვალების შემდეგ ერგო... მისი წილი 50% იყო თუმცა ელენეს სრულწლოვნობამდე ელენეს წილსაც ის განაგებდა. დრო აღარაფრისთვის რჩებოდა. ამიტომაც იყო რომ 26 წლის თვილისში ყველაზე სასურველი სასიძო ისევ თავისუფალი იყო. სად ეცალა შეყვარებულისთვის... ცალკე კომპანია, ცალკე (მისთვის ჯერ კიდევ პატარა) და... მოკლედ პირადი ყველაზე უკაა პლანზე გადადო.
-რავი კარგი იყო.... აუ მიდი უნიში გამიყვანე რა
-კაი არაა პრობლემა ბაჭია წამო გავიდეთ უკვე თორემ დამაგვიანდა. ისე დღეს განსაკუთრებულად გამოპრანჭულხარ. რამე ხდება და მე მტეხავ?-სიცილით აუჩეჩა თმები
ელენესაც გაეცინა
-არა რა უნდა ხდებოდეს-სიცილით თქვა-უბრალოდ ჩემს კარადაში ბევრი ახალი ჩაუცმელი ტანსაცმელი ვნახე მიჭუჭყნული და გადავწყვიტე მზის სინათლეზე გამომემზეურებინა ;დდ

ელენეს გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. ის ისევ ისეთი ელენე იყო. თუმცა შინაგანად გაყინული იყო...
გზაში ფიქრობდა და მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ ბერდიას ,,გოგო“ დღეს უნდა გაეცნო....

უსიამოვნო ფიქრები აკრძალა და თავს შემოუძახა. დიახაც! გაიცნობდა იმ გოგოს და ბერდიასაც გააცნობდა. მისი გრძნობები კი საიდანაც მოვიდნენ ისევ იქ გაუშვებს... ბოლოსდაბოლოს ბიჭები ხომ არ ამოწყვეტილან... თანაც რამდენიმეა მართლაც ყურადღების ღირსნი რომ არიან, თუმცა აქამდე ელენე დაბრმავებულიიყო ბერდიათი და სხვას ვერავის ხედავდა. რატომაც არ უნდა მისცეს სხვებს შანსი?
თუნდაც დემეტრე არაბულს... უნივერსიტეტის მარგალიტი! მართლაც...
მაღალი, ზომიერად დაკუნთული, შავგვრემანი, ნაცრისფერი თვალებით, ზომაზე ოდნავ სქელი ტუჩებით, სწორი ცხვირით და საოცრად მამაკაცური ნაკვთებით. მოკლედ გოგოს ვერ ნახავდით რომ მისი დანახვისას არ დამდნარიყო ;დდდ
დემეტრეს თავში არასდროს ავარდნია თავში მისი პოპულარობა... პირიქით. მობეზრდა კიდეც გოგოები რომ აქეთ უხსნიან სიყვარულს. ამ უკანასკნელმა ერთადერთი გოგო შენიშნა რომელიც თავით იყო გადამხტარი წიგნებში და ვინ იყო, რას წარმოადგენდა დემეტრე არაბული სულ ცალ ფეხზე ე**და. სწორედ ამით მოხიბლა ამოუცნობმა გოგონამ.
მალევე გაარკვია რომ ეს გოგონა ელენე დვალი იყო!
ოჰოო თანაც პირველ კურსელი იყო სოლიოლოგიაზე სწავლობდა. თვითონ დემეტრეც სოციოლოგიაზე სწავლობდა ოღონდ უკვე ბოლო კურსზე იყო. ელენე ისეთი სუფთაა, ისეთი წმინდა მისთვის რომ როგორც გოგო და როგორც ქალი მხოლოდდამხოლოდ ელენე არსებობს მისთვის. უნდა მასთან გამოლაპარაკება თუმცა მას ერთი ბიჭი აცილებს მუდამ... და რატომღაც არ აქვს იმედი რომ ეს გოგონა მასთან ურთიერთობას მოინდომებს. სწორედ ხელისკვრის ეშინია და ამიტომ იკავებს თავს.
მაგრამ მოიცა... მოიცა... დღეს სხვა ბიჭმა მოაცილა და როგორც გაიგო ის მისი ძმა ყოფილა. და ეს შეიძლება მისი შანსიცაა.


ახლა ისე ელენეს დავუბრუნდეთ...
ელენემ იცოდა რომ დემეტრე არაბულს მოსწონდა. მაგრამ აქამდე ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია გზაში კი რატომღაც მის ტვინში მისი სახელი და გვარი ამოტივტივდა. დემეტრეზე ფიქრებმა გაიტაცეს. მის თითოეულ ღირსებას ბერდიას თვისებებს ადარებდა. და მინდა გითხრათ დემეტრე ბევრ რამეში ჯობდა.
რამდენადაც ძლიერი იყო ელენეს გრძნობები ბერდიას მიმართ იმაზე ორჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა იმედგაცრუება. სწორედ ამან დააპატარავა ბერდიას ადგილი ელენეს გულში.
მალევე მიიყავანა ლომისამ ელენე და ჩამოსვა წარმატებები უსურვა და მოწყდა ადგილს. ელენე კმაყოფილი გაემართა უნივერსიტეტის ეზოსკენ რომ მისი ტელეფონი აციმციმდა და ეკრანზე ბერდია დაეწერა. არ აპირებდა ბერდიას თვალში სუსტი გამოჩენილიყო... არ უნდოდა ბერდიას მისი გამარჯვება ეზეიმა რადგან ელენე დამარცხებული არასდროს ყოფილა. ამიტომაც უპასუხა...
-გისმენ- ვითომც საააერთოდ არაფერი მომხდარა ისე უპასუხა. ცოტა არ იყო ბერდიას უკვე უკვირდა ელენეს უმოქმედობა. გუშინაც ელოდა ან იტირებს ან მეჩხუბებაო მაგრამ შენც არ მომიკვდე! ;დდდ
-სად ხარ გოგო შენს სახლთან ვარ უნიში წაგიყვან
-იციი არაა საჭირო უკვე უნივერსიტეტში ვარ ჩემმა ძმამ მომიყვანა და დღეიდან მუდამ ასე იქნება ახლა კი ნახვამდის ლექცია მეწყება
ოპააააა... ესეც ასე! ბერდია პირდაღებული ელენე კი გამარკვებული დარჩა. ბერდია წარსულს უცრემლოდ მიაბარა, მშვიდობის მაჭავარიანო! და გამარჯობა არაბულო!!!


,,არა მაინც არტომ ვერ ვამჩნევდი აქამდე?“ გაიფიქრა როცა მოცინარ დემეტრეს მოჰკრა თვალი.
,,რას მოჰკრავდი თვალს ბერდიათი იყავი შეპყრობილი“-დღეს რაღაც მეორე მე ძალიან ბოროტია.
,,მეორე მევ, გაჩერდი სანამ მთელი ხარ“-შეუღრინა პირველმა და მეორე მეც გაჩუმდა.



დემეტრემ დაინახა მარტოდ მოსირულე ელენე,რომელიც ის-ის იყო უნდა შესულიყო შენობაში როცა გადაწყვიტა სიტუაცია მისკენ შეეტრიალებინა...
ელენეს მიაუახლოვდა თანაც მისი ,,მკვლელი“ ღიმილი მოიმარჯვა. აბა ისე როგორ... ;დ

ელენეს ,,შემთხვევით“ თუმცა ძალიან ბუნებრივად დაეჯახა. ელეს მთელი ქაღალდები ძირს დაეყარა.

-უი უკაცრავად შემთვევით მომივიდა-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ელენეს სურნელით მთვრალმა
-არაფერია ნუ ღელავ-და ელენემაც გაუღიმა. არა ნუ გგონიათ რომ საფირმო ღიმილი მხოლოდ ბიჭებს გაქვთ. ელენეს ღიმილის შემყურე გულგრილი ვერ გადარჩებით.
-არ შეწუხდე მე ავკრეფ ქაღალდებს
-არა არაა საჭ...
ორივე ერთდროულად დაიხარა და თავები მიარტყეს ერთმანეთს. არა განა დაგეგმილი და რამე მართლა შემთხვევით მოხდა. ;დდ
ორივემ თავზე იტაცა ხელი და ერთმანეთის შემყურე გაეცინათ

-დემეტრე არაბული-ხელი გაუწოდა დემემ
-ელენე დვალი-არც ელენე ჩამორჩა და დემეტრეს ხელს მისი ხელი შეაგება
-სასიამოვნოა-ორივემ ერთდროულად თქვა. არა რა ერთმანეთს იმაზე კარგად შეეწყვნენ ვიდრე ამას რომელიმე მათგანი იფიქრებდა. ამაზე კი ორივეს გულიანად გაეცინა.
-ლექციაზე ხომ არ გაგვიანდება?-უხერხული სიჩუმე დაარღვია დემეტრემ
-არაა ადრე მოვედი
-მაააშ თავს ნებას დავრთავ აქვე რომ კაფეა იქ დავპატიჟო ერთი მშვენიერი გოგონა-და წკააპ მისი საფირმო ღიმილი რომელიც ელენეს ასე უცებ შეუყვარდა
-აი მე კი ვფიქრობ იმ მშვენიერმა გოგონამ უარი არ უნდა გითხრათ
დემეტრემ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ლოყაც საყვარლად ჩაეჩუტა. ელენეს ამაზე გაეცინა და ელენესაც ჩაეჩუტა ლოყები. მოკლედ ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ არაფერზე... უბრალოდ არაფერზე...

-არა რა ერთმანეთს იმაზე მეტად ვგავართ ვიდრე წარმომედგინა
-ხოო ლოყები ზუსტად ჩემნაირად გეჩუტება
-არა შენ ჩემზე საყვარლად გეჩხვლიტება-უცებ შემოედავა დემეტრე

ელენე რატომღაც გაწითლდა. ბერდიას ხომ მისთვის დღემდე არ უთქვამს კონპლიმეტი. დემეტრემ კი მოახრხა და ლაპარაკში ისე შეიყოლია ასე ჰგონია მთელი ცხოვრებაა უკვე იცნობს. ნომრები და მათზე ზოგადი ინფორმაცია გაცვალეს. გაერთვნენ ლაპარაკში. მალევე გამოვიდნენ და ერთმანეთს უნის ეზოში დაემშვიდობნენ. ელენე შენიბაში შევიდა დემეტრე კი ეზოში დარჩა..


რა სიურპრიზებითაა ცხოვრება სავსე...გართმევს კარგს რომ მოგცეს საუკეთესო ელენეს შემთხვევაშიც ასე მოხდა... ბერდიას გარეშე ერტი წამიც კი რომ შეუძლებელი ეგონა ახლა მისი გახსნებაც აღარ უნდა. დემეტრეს გულთან ახლოს მიშვებაა არ უნდა... არ უნდა იმიტომ რომ გულის ტკივილის ეშინია... ეშინია რომ კვლავ ეტკინება მფეთქავი ორგანო და იცის რომ ეს ტკივილი წინანდელზე ძლიერი იქნება.

ლექციები დემეტრეზე ფიქრში საკმაოდ მალე გავიდა. ეზოში მხიარულად გამოვიდა. თუმცა იქვე გაშეშდა იქვე მდგარი ბერდია რომ დაინახა. არაფერი არ უგვრძნია მისი დანახვისას. არც აჩქარებული გულისცემა, არც შინაგანი თრთოლვა... უბრალოდ სიცარიელე იგრძნო. უემოციოდ მივიდა და ჩაჯდა მანქანაში.
ბერდიამაც მალევე დაიკავა მისი ადგილი
-როგორ ხარ ელე?-სიჩუმე დაარღვია ბერდიამ
-არაჩვეულებრივად-თვალები გაუბრწყინდა დემეტრეს გახსენებისას და ლოყები ოდნავ შეეფაკლა

ბერდია თვალებგაფართოებული უყურებდა ელენეს ვერ მიმხვდარიყო ელენეს ცვლილებას... ანდაც რას მიხვდებოდა თავი უკვე ელენეს მომავლად მიაჩნდა. ვერც კი ხვდებოდა როგორ გამოეცალა ხელებიდან. მისი უაზრობით
-ოჰოო მაგას რაჯობს. მაგრამ დღეს რას მივაწერო შენი ასეთი აჟიტირება?-ღიმილისგან რამის აეხა ტუჩები ბერდიას
რატომაც არა? მეც მაქვს უფლება ბედნიერების... გაიფიქრა ელენემ და ხმამაღლა კი ეს თქვა
-დღეს ერთი ბიჭი გავიცანი... აშკარად სხვებს არ ჰგავს... რაღაც სლ სხვაა მასში. პოზიტივს ასხივებს

,,რაოო? ერტი ბიჭიო? ხოარ უფრენს?“-სიმწრისგან გაიფიქრა ბერდიამ. მასში მესაკუთრეობამ გაიღვიძა.
-ოჰოო... -ჩაილაპარაკა მრავალმნიშვნელოვნად- ვიღაცა იმ ერთ ბიჭზე ძალიან აჟიტირებული ლაპარაკობს-ბარიტონი აშკარად გამკაცრებული ჰქონდა

ელენეს ბერდიას ნათქვამისთვის აღარ მიუქცევია ყურადღება. ეს ბიჭი უკვე საოცრად აღიზიანებდა.
-იციი აღარ შეწუხდე ხოლმე ლომისა მატარებს ხოლმე უნივერსიტეტში.-მიუგდო სიტყვა ბერდიას.
არა ამ გგოგოს დღეს აშკარად რაღაც სჭირს...
-ელენე არ მეტყვი რა მოხდა? დღეს რაღაცნაირად მელაპარაკები.
-რაიყო რა არ მოგწონთ ბატონო ბერდია?-ირონიულად ჩაილაპარაკა
-ელენე უკვე ძალიან მაღიზიანებ!!
-მართლა? სიმართლე გითხრა არც მე მეხარები გულზე-შუქნიშანზე წითელი იყო და როგორც კი გაა/ცერა მანქანა ბერდიამ ელენე ეგრეგე გადმოხტა, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. ბერდია პირღია უყურებდა. ბოლოსღა გამოერკვა მანქანების გაბმული სიგნალი რომ მისწვდა მის სმენას.

ელენე საოცრად დამშვიდებული მივიდა სახლში. პროექტს საბოლოო სახე მისცა. დაღლილი შევიდა სააბაზანოში დაღლილობა წყალს გაატანა. გამოვიდა პიჟამოები გადაიცვა და ფილმს უყურა. მაგარი ფილმი აღმოჩნდა. დაწვა უკვე ბურანში იყო აბჟუილებულმა ტელეფონმა რომ გამოაფხიზლა. მესიჯი იყო დემეტრესგან
-ააბა რას აკეთებ ელე?
-რავიცი ახლა დავწექი შენ?
-მეც. დილით რომ გამოგიარო და უნიში ერთად წავიდეთ რას იტყვი?
- არაა ცუდი აზრი. კარგი იქნება
-კარგი... ძალიან კარგი... მოკლედ ხვალამდე. ახლა კი ტკბილინებისა პატარავ
-ჰაჰაჰჰ ტკბილინებისა რამე ახალია?
-ხოო შენთვის არის ექსპრომტად. ახლა კი დაიძინე ხვალამდე
ხვალამდე.

ტელეფონი იქვე ტუმბოზე გადადო. არ ვიცი ასე ძალიან რამ იმოქმედა მაგრა მალევე ჩაეძინა...


რასაც ბერდიაზე ვერ ვიტყვი.... მთელი ღამე ელენეზე ფიქრში დაათენდა....


აბაა რას იტყვით ფიიიიიიფფფფფლლლ ;დდდ მოგეწონათ? შევეცადე თავი უფრო გამეზარდა. მოვლენებიც უფრო ჩავხლართე.
არა მაინც რაეგონა ბერდიას ვიღაც გოგოს რომ აცნობდა? ღირსია! უყაროს ახლა კაკალი.. თუ თხილი... ;დდ ნუ ხოო როგორცააა ეგ გამოთქმა რა...

ბოდიში შეცდომებისთვის ვცდილობ ნელ-ნელა გამოვასწორო ხარისხი.
და ხოო დიიიიიდი მადლობა მათ ვინც ერთგულად კითხულობს და შტაბეჭდილების გაზიარებას არ იზარებს. თქვენ მაძლევთ სტიმულს.
-



№1 სტუმარი hihihi

ვაიმე ;DDD საცოდავი ბერდია;DD ცოტა კიდე გააწვალე მეც ვხალისობ იე wink

 


№2  offline წევრი vighaca

Dzalian kargia berdias echvianoba momwons

 


№3  offline წევრი blackboss

hihihi
ვაიმე ;DDD საცოდავი ბერდია;DD ცოტა კიდე გააწვალე მეც ვხალისობ იე wink

vnaxoot vnaxoot 3:) :D :D elenes isetebs vuwyob verc ki warmoidgent :Dddd aii bolos vin shercheba eg ki nagdad ar momifiqrebia jer :D

vighaca
Dzalian kargia berdias echvianoba momwons

madloba <3 vcdilob ufro davxvewo :3 <3

 


№4 სტუმარი taso

Aiiii udzalian magresiaa. Dzaan momwons. Mara berdiastan minda me ro darches ^_^ male gaagrdzele

 


№5  offline წევრი blackboss

madloba diidi <3
sanam sabolood vinmestan darchebodes manamde kidev bevri ram moxdeba :3 mokled mxolod imas vityvi rom elenes ubrdzolvelad vercerti chaigdebs xelshi elenes gamo bevri ramis gadatana mouxdebat yvelas :3
opaa esec ase :D intrigac gamomcxvaria :D


tqvens tbil komentarebs rom vkitxulob xolme guli mitbeba da weris survili miormagdeba <3 didi madloba rom mogwont da stimuls madzlevt <3 yvela ukve dzalian shemiyvardit <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent