შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{6}


1-03-2015, 17:38
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 526

საათი თორმეტს მიუახლოვდა და გაისმა ჩვეული ხმაური. ფეიევერკები ჩემი ფანქრიდან მკაფიოდ ჩანდა. ქუჩას სიმშვიდე დაეკარგა. მე კი ვცდილობდი ონცენტრაცია ფილმზე გადამეტანა.
ბედობა დღე იყო. მგონი, ამგვარი რამ აქამდე არასდროს დამბედებია. ეს ისე, თორემ დაბედების არც არასდროს მჯეროდა.
ერთი ფილმი დავასრულე და მეორეზე გადავინაცვლე. თან ჩაის ვწრუპავდი და ვცდილობდი არაფერს მეფიქრა. მეორეს მესამე საშინელებათა ფილმიც მოჰყვა. მეოთხეც. გამოძინებული ვიყავი და მთელი რამე ფილმების ყურებაში გავატარე ისე, რომ თავლიც არ მომიხუჭავს.
დილას ისევ ნინის ზარმა გამაღვიძა. კარი გავუღე. ახლა უკვე ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა. სახლიც და საკუთარი თავი დამებრუნებინა.
-აბა, როგორ გაატარე დრო?-ნინის გადავეხვიე თითქოს არაფერი ომხდარიყო.
-კარგად, შენ?-მის საუბარში ირონია შეიპარა.
-დღეს უკეთ ვარ-გავუღიმე.
-რას გულისხმობ?დეპრესიაში იყავი?(ნინი)
-ეს რიტორიკული კითხვაა?-გავუღიმე.
-კი, მაგრამ ახლა კარგად ხარ(ნინი)
-ვერც კი წარმოიდგენ-ნინის მოვუყევი გასული ღამეების შესახებ.ის შორკში იყო და თან დამცინოდა.
-ნუ დამცინი.ნუთუ,არ შეგიძლია ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედო?(მე)
-არ დაელაპარაკები? როგორი თვალით?(ის)
-სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანის თვალით.არა და საერთოდ ყველაფერი იქით იყოს და ტელეფონი მჭირდება. მას კარტაზე მივანიშნე.
-ეგ არაფერია. მთავარი, შენ ხარ კარგად-ნინის სიცილი აუტყდა.
-ეგ მხოლოდ გარეგულად, თორემ გულში უარესი ხდება(მე)
-თვითონაც ვერ ხვდები როგორ გაკარგვინებს თავს სიყვარული(ნინი)
არაფერი მიპასუხია.
-ჩემთან ვიკრიბებით და ხომ არ წამოხვალ(ნინი)
-ვეცდები, რომ არ ჩაგიშხამოთ-ირონიულად შევხედე.
-ოღონდ ალკოჰოლიკი არ გახდე-ნინიმ იცინოდა.
-კარგი, რა. სულ ნუ იცინი. ყველა შენნაირი ვერ იქნება-მაცდურად შევხედე.
-ხალათით ხარ-ნინი სიცილით კვდებოდა მას მხოლოდ ახლა შეენიშნა, რომ ხალათის ანაბარა ვიყავი.
-ასე შევხვდი ბედობას-მეც გამეცინა.
-გამოიცვალე. ის კაბები ჩავიცვათ საახალწლოდ, რომ ვიყიდეთ(ნინი)
ერთ საათში ნინის სახლში ვიყავით. ვცდილობდი, რომ გული გამეთავისუფლებინა და მათ გართობას შევერთებოდი, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან ჩანდა. მე მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და გამოსავალს ვერ ვხედავდი.
დილას ნინის ტახტზე გამაღვიძა. თავი ისევ მტკიოდა.
-ალკოჰოლის სუნად..-ნინის გავაწყვეტინე:
-არ გინდა(მე)
-ცუდად ხარ ვიცი, მაგრამ..(ნინი)
-თავს კონტროლი ვერ გავუწიე. ხომ იცი როგორც ხდება?(მე)
ნინი გვერდითა ოთახისკენ წავიდა
-შხაპს მივიღებ(ის)
სიყვარულიც ალკოჰოლს შევადარე. მასში თუ შეტოპე, თუნდაც სულ მცირედით შეხვედი, თავს ვეღარასდროს დააღწევ და მუდამ უფრო და უფრო წინ წახვალ. ვერ დაანებებ თავს იმას, ვინც გიყვარს. შენთვის არანაირი მიზეზი არ იარსებებ, რაც ხელს შეგიშლის და წინააღმდეგობას გაგიწევს.
ალკოჰოლი რა მოსატანია, ან თუნდაც ძლიერი ნარკოტიკი იმასთან, რასაც სიყვარული ჰქვია. ყველაზე აზარტული და ჩამთრევი ეს გრძნობაა.
ნინი სააბაზანოდან გამოვიდადა გევრდით მომიჯდა:
-კიდევ არ დაურეკავს?(ის)
-ის უკვე წაიშალა ჩემს თვალში(მე)
-ახლა ამბობ, თორემ რომ დაინახავ ჭკუას დაკარგას(ის)
ამაზე მხოლოდ გამეცინა.
ნინის სახლის მილაგებაში დავეხმარე და მერე შინ დავბრუნდი. გადავწყვიტე ტელეფნოთ ცოტა ხნით არ მესარგებლა, თანაც მასთან საუბარი აღარ მინდოდა. მან ხომ სრულიად გამანადგურა. ყველაფერს დრო აქვს და უდროო ზარი მხოლოდ დეპრესიას დამიბრუნებდა და გინდაც ასე არ ყოფილიყო, არ მინდოა. ის თავს მარიდებდა, თუ რა ხდებოდა არ ვიცოდი. ათასი რამ ვიეჭვე. მას ყოველივე შემთხვევისთვის ყველა სოციალური ქსელის „ჩათი“ გამოვურთე.იქნებ ის მირთავდა, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიცოდი, ამიტომ ზომები წინასწარ მივიღე.
ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა და კონცენტრაცია მუდამ სხვა რამეზე მქონოდა გადატანალი, მაგრამ ამას არც ისე კარგად ვახერხებდი.
ნინის კინოშიც გავყევი და ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა, მაგრამ ეს ძნელი იყო. ის ხომ ჩემს თითოეულ უჯრედს დაპატრონებოდა.
მივხვდი, რომ სიყვარული ეს ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია. ვფიქრობდი, რომ ამას სჯობდა „ჰეროინზე“ დავმჯდარიყავი. ნარკომანს რეაბილიტაციის ცენტრში დაეხმარებიან, მაგრამ უიმედოდ შეყვარებული კი განწირულია.
ასე გავიდა რამდენიმე დღე. ნინი ყველაფრის გატანაში მეხმარებოდა და ვაცნობიერებდი, რომ ის ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო.
ცალმხრივ სიყვარულზე უარესს მდგომარეობაში ვიყავიდა. ამი სიტყვებით აღწერა არ შემეძლო.სიყვარულის გაურკვევლობას თავიდან ფეხის თითამდე მოვეცვი და ეს ბოლოს მიღებდა.
5 იანვარი იყო. საღამო. ოთახის ფანჯარასთნ ვიჯექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი. გამახსენდა, როგორ მჯეროდა პატარაობაში, რომ ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილს თუ ჩავიფიქრებდი, ამიხდებოდა. ბავშვთა სახლში ათსჯერ მაინც მიცდია, მაგრამ ამაოდ სრულდებოდა. მერე ამის რწმენაც დავკარგე.
ათას რამეზე ვფიქრობდი და ცას ვუყურებდი. ფიქრებს ერთმანეთზე ვერ ვაწყობდი. ღამის ორი საათი შესრულდა. უნებურად ფეისბუქში შევედი. მაშინვე თვალები ამიჭრელდა და თითქოს გულის დამბლა დამემართა. პირველივე “new feed”-ში ვნახე სურათი, რომელმაც გული საბოლოოდ გამიტეხა. ჩანდა ანთებული გიგანტური ბურთი,კოშკზე უკვე ერთიანიი ეწერა. მის წინ კი ალბერტი ვიღაც გოგონას ვნებიანად კოცნიდა. ვიღაც Jessie დებდა ამ სურათს. მისხვდი რატომ მარიდებდა ის თავს. თურმე ნიუ იურკში გულაობდა და ამან ის ჩემს თვალში წაშალა.
ძნელად გავაცნობიერე ეს. ცრემლები აღარ მომდიოდა, რადგან გატეხილ გულს ამის თავიც აღარ ჰქონდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მას ჩემთან მხოლოდ ფილტრი ხომ არ ჰქონია, ეს მეტი იყო, მიყვარხარო მეუბნებოდა. გამახსენდა ის ყველა წამი, როგორ მიხსნიდა სიყვარულს, როგორ მექცეოდა. ზოგჯერ კი ვფიქრობდი ხომ არ მსახიობობსო, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მეგონა. ბოლოს კი მისი მჯეროდა და ვენდობოდი.
შემძულდა ის და მისი ბილწი ტუჩებიც. ჩემ ტუჩებს ვიკვნეტდი და ისინი მძულდა, რადგან მისი ამაზრზენი ტუჩებით იყო შებღალული. საკუთარი ხელიც მძულდა, რომელიც ასე თრთოდა მის თითოეულ შეხებაზე.
მთელი ღამე არ მეძინა. გაბრაზებულზე გონებითაც ვფიქრობდი, მაგრამ გული მას ადგილს კი არ უთმობს. დილას უფრო ცუდად ვიყავი.
მასზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, რატომ გამომიყენა. იქნებ, მორიგ სათმაშოდ აღმიქვამდა. იქნებ ყველა მამაკაცი მხოლოდ მექალთანეა და მეტი არაფერი. იქნებ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სიყვარული არ შეუძლიათა ან უბრალოდ არ უნდათ, რადგან უსიყვარულოდ ყველაფერი ადვილია. მის გარეშე ცხოვრება იოლდება, მაგრამ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სიყვარულის გარეშე ცხოვრება ელფერს კარგავს.
დილას ნინი მოვიდა. კარის გაღება დავაგვიანე.
-რა ხდება?(ის)
-მაგათი... ყველაფერი დასრულდა(მე)
-რა მოხდა?!(ნინი)
სურათი ვუჩვენე.
-ტფუი(ნინი)
-მისთვის მხოლოდ ერთგვარი სათამაშო ვყოფილვარ. შესაძლოა, ცოტათი განსხვავებული. ის მხოლოდ ჩემს დაპყრობას ცდილობდა. თითქოს სპორტული შეჯიბრი ყოფილიყო. იქნებ, მამაკაცებს ქალებთან მიმართებაში მხოლოდ სპორტული ინტერესი ამოძრავებთ. მათ არ უნდათ და ან არ შეუძლიათ, უყვარდეთ. ამით ისინი გაურბიან პრობლემებს(მე)
-კარგი მსახიობი ყოფილა(ის)
-როგორ მეგონა, რომ ვუყვარდი. იცი, სიყვარულზე მეტი მეგონა. ჩემი ბრალია..(მე)
ნინი გადამეხვია.
ამ დროს კარზე ზარი გავიგე.
-ვინმეს ელოდები?(ნინი)
-არა-მხრები ავიჩეჩე გაკვირვებულმა.
-მე გავაღებ(ნინი)
ნინიმ გაიხედა და სახე შეეცვალა. მანიშნა, რომ ის იყო.
ალბერტი ბედნიერი სახით შემოვიდა. ხელში ლამაზად შეფუთული რაღაც ეჭირა.
-გამარჯობათ-გაიღიმა და ჩემკენ წამოვიდა.
ხელი ვკარი:
-არ მომეკარო.
-რა ხდება,მარია?(ის)
ლეპტოპი გავხსენი და სურათი ავაკარი. მას სახეზე გაკვირვება დაეტყო. ალბათ, არ იცოდა, რომ მისმა გოგომ სურათი ატვირთა.
-ყველაფერს აგიხსნი.
ნინის მარტო დავეტოვებინეთ და გვერდითა ოთახში გასულიყო, ამიტომ უფრო თამამად დავიწყე საუბარი:
-საჭირო არაა. ყველაფერ ცხადი. მე შენთვის მორიგი სათმაშო ვიყავი. Jessie მომიკითხე-ირონიული ღიმილით შევხედე.
ის საკოცნელად წამოიწია და სილა გავაწენი.
-გაეთრიე ჩემი სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდანაც(მე)
-არ გინდა(ის)
-მატყუარა ხარ(მე)
-მიყვარხარ(ის)
-ეს სიტყვები უკვე ფუჭია და ფასი დაკარგა. მე სულელმა როგორ დაგიჯერე?!აღიარებაც არ შეგიძლია, არაკაცო-ბოლო სიტყვა ხმამაღლა წარმოვთქვი.
-მარია..(ის)
-ვიცი, ყველაფერი ვიცი. ასე რომ. გეყოფა. ვეღარ მაცდუნებ(მე)
ის გავიდა. კარები მშვიდად დავკეტე და მერე ტირილი ამიტყდა.
-ნ********(ნინი)
გადავწყვიტე ის დამევიწყებინა, მაგრამ მიჭირდა.სიზმრებში ვხედავდი, რაც მზარავდა. მათზეც კი ვცდილობდი კონტროლის დამყარებას.
ფსიქოლოგთან თითქმის ყოველ დღე დავდიოდი. სწავლას დიდ დროს ვუთმობდი და მის გარეშე ცხოვრებას ვეჩვეოდი.
მინდოდა თავი ძლიერად წარმომეჩინა მინდოდა საკუთარ თავში დამემსხვრია თეორია, რომ სიყვარული ყველაზე დიდი ნარკოტიკია, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, მაგრამ ადამიანს მუდამ ღელავს, მუდამ რაღაცაზე შფოთავს და რაც უფრო დიდია ამის კოეფიციენტი, მით უფრო უმკლავდები საკუთარ თავსა და გრძნობებს, განსაკუთრებით სიყვარულს.
გავიდა დრო. შესაძლოა, მასზე უფრო ნაკლებად ვფიქრობდი, უფრო იშვიათად მესიზმრებოდა, მაგრამ ისევ მიყვარდა. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ამის არ მჯერა და, რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარული არადროს არ ქრებადა თუ ქრება გულში მაინც რჩება მისი ნაშთი ისევე, როგორ ცეცხლი ტოვებს ნახშირს.
რაც არ უნდა იყოს, სიყვარული რომ სულელია ეს ვიცით, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ და მის გამო თავი არ უნდა დავიღუპოთ. რაც არ უნდა იყო, ადამიანები ვართ და ყველაფერს ვეჩვევით. ამას დადებითიც აქვს და უარყოფითიც, ჩემში ორი არსება ცხოვრობს. ერთი „მე“ პირველს ემხრობა და მეორე „მე“ მეორეს. თუმცა ეს არა გასაკვირი, რადგან ორივე „მე“ ერთმანეთისგან განსხვავდება და ამიტომ სრულიადს სხვაგვარად ვიქცევი ერთსა და იმავე სიტუაციაში.
ახლა 5 იანვარია. მას შემდეგ 1 წელიი გავიდა. ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მას საბოლოოდ დავშორდი. მას შემდეგ, რაც გავიგე სიმართლე. მას შემდეგ, როცა მან გული დანით დამიჭრა. თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ამაზე უარესი რა უნდა გააკეთეთოს მამაკაცმა. მას შემდეგ იგი არაკაცი გახდა ჩემს თვალში და საბოლოოდ წაბილწა ის ტუჩები, რომელიც ერთ დროს ჩემსას ეხებოდა.
ყველაზე დიდი უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ გონებით ვფიქრობ ამას, მაგრამ ყოველივე ეს არ ესმის გულს.ის დაჭრილია, კინაღამ მოკვდა, მაგრამ მაინც არ ესმის. ღმერთო, როგორ შეუძლია მას იყოს ასეთი გულუბრყვილო. არ მესმის! ალბათ, ეს ადამიანთა სასჯელია და ყველაზე, ყველაზე, დიდი სასჯელი, რაც მოგვყვება მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა. ხშირად მებადება კითხვა: „უყვარდათ მათ ერთმანეთი?“ ღმერთო, როგორი სულელური კითხვაა. ალაბათ, გეცინება ჩემნაირი უსუსური ადამიანის ბჟუტურზე, მაგრამ ეს მართლა მაინტერესებს.
ახლა ვდგვარ ფანჯარასთან, ვუყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ვხედავ როგორ ვარდება ვარსკვლავი და ვამბობ:
-მხოლოდ სიყვარული მაჩუქე...
ამ დროს ნინი შემოდის და მეხვევა.
-რაც არ უნდა იყოს, შენ გიპოვე(მე)
-მიყვარხარ(ის)
ასე დაიწყო ეს წელი. უკვე აბიტურიენტი ვარ. ისევ ჟურნალისტობას ვაპირებ და არ გადამიფიქრებია.ნინი პირველი კურსის სტუდენტია, სამედიცინოზე სწავლობს.. ის კვლავ მარტოა. ალბათ, იმიტომ რომ სიყვარულს მხოლოდ ქიმიური რეაქციებით აფასებს. რაც არ უნდა იყოს, სიყვარული ყველაზე ძნელი გადმოსაცემია. ის უნდა არსებობდეს, როგორც ნივთი, სუბსტანცია, რომელსაც ადამინი ფლობს.
სამყაროს ხშირად ვხედავ სხვადასხვა თვალით. ზოგი ამბობს, ბედნიერებაა, როცა მას ფერადი ფერებით ხედავო, მაგრამ მე მგონია, რომ ეს უაზრობაა, რადგან ასე მხოლოდ სულელები ხედავენ. მხოლოდ ისინი, ვისაც არ აქვს აზროვნების უნარია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent