შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყოველ წამს გითმობ (4)


2-03-2015, 14:37
ავტორი kesoo
ნანახია 2 715

იმ საღამოსაც და მეორე დღესაც ტელეფონზე მოკითხვით შემოიფარგლენ. ნახვა არ უთხოვია ახვლედიანს. არა, რომ ეთხოვა მაისურაძე მაინც არ ნახავდა, მაგრამ მაინც ესიამოვნებოდა ბიჭისგან ეს ინიციატივა
სამაგიეროდ მესამე დღეს, უნივერსიტეტიდან გამოსული, კიბეებზე პირდაპირ მათეს რომ შეეჯახადა პირი დააღო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
–როგორ ხარ? –ლოყაზე თბილად აკოცა მამაკაცმა
–კარგად შენ? –ლიზას მუშტმა გამოაფხიზლა მაისურაძე. ბიჭისგან შეუმჩნევლად რომ აჯახა „დადებილებულ“ მეგობარს
–მეც კარგად.
–აქ რას აკეთებ?
–შენ გელოდები –მისი გაღიმება და ნუცას მეორედ დადებილება ერთი იყო
–მეე? რატომ? –გულიბრყვილოდ იკითხა გოგონამ
–სასეირნოდ რომ დამეპატიჟე
–მეგობართან ერთად რომ ვარ? –მის უკან მდგომ ლიზაზე მიანიშნა მაისურაძემ –ეს ლიზაა, გაიცანი. ეს მათე
–სასიამოვნოა, –ღიმილით გაუწოდა ხელი ნუცას წარდგენის შემდეგ
–ჩემთვისაც –ასევე ღიმილით უპასუხა გასვიანმა
–შენც ხომ არ წამოხვიდოდი? –„რა თავაზიანია –აღფრთოვანება არ დაამალა ალტერეგომ“
–არა, სამწუხაროდ არ მცალია. ირაკლი უნდა ვნახო –ნუცას მიმართულებით თქვა ბოლო წინადადება და მარტო დატოვა –ნახვამდის
–აბა, ჩვენ არ წავიდეეთ? –ღიმილით მიუბრუნდა მაისურაძეს
–კარგი წავიდეთ –აბა როგორ გინდა ასეთ ბიჭს უარი უთხრა რამეზე.
ერთ–ერთ კაფეში შევიდნენ და თავისუფალ ადგილას დასხდნენ
–რა შვუკვეთოთ? –„ასე ხშირად რატომ იღიმის ეს ბიჭიი –მისით აღფრთოვანების ზენიტში იყო ალტერეგო“
–ნაყინი. შოკოლადის –ღიმილით დაამატა გოგონამ
ორი შოკოლადის ნაყინი აიღო და ღიმილით დაუბრუნდა მაგიდას.
რა სჭირს ამ გოგოს ახვლედიანან ვერ ხვდება. არა არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი, რომელიც მისით ინტერესდებ, მაგრამ სხვა ბიჭების მიმართ ასეთი თბილი გრძნობა არასდროს ჰქონია. არასდროს დაუვლია ტანში ჟრუანტელს მისი ხმის გაგონებისას ან მისი შეხებისას. თითქოს აჰიპნოზებს ეს ბიჭი. უნდა რომ სულ მის ღიმილს უყუროს.
–რა იცოდი სად ვსწავლობდი და ლექციები როდის მიმთავრდებოდა?
ახვლედიანმა ღიმილით მიიტანა პირთან ნაყინი.
–ბიჭებს ეგეთ კითხვებს არ უსვამენ –თვალი ჩაუკრა და ცივი ნაყინი დააგემოვნა –გასინჯეე ძაან გემრიეელია
ღიმილით დაემორჩინა მაისურაძე
არა, უნდა ვაღიაროთ არც ეს ბიჭი გრძნობს ნაკლებს მის მიმართ. ხო ბევრი გოგო ყოლია, მაგრამ ქუჩაში ადევნების სურვილი არავის მიმართ გასჩენია. არავის მოუხიბლავს შუაღამისას თავისი უბრალოებით. ამ დროს სულ სხვა რამეზე ფიქრობს ხოლმე ახვლედიანი. თვითონაც არ იცის რატომ გამოეკიდა იმ ღამით და როგორ ერთიანად შეცვალა მისი შეხედულება გოგონებზე. ადრე თუ ქალებისს მხოლოდ საწოლში შეთრევაზე ფიქრობდა ახლა მართლა გულით უნდა გოგონას გაღიმება. რომელიც მის ტანშიც ისეთივე ჟრუანტელს იწვევს, როგორც ნუცას.
–გიხდება ღიმილი
ლოყებშეფარკლულმა გადაუხადა მადლობა და ნაყინის ჭამა განაგრძო
–შეყვარებული რატომ არ გყავს?
–უნდა მყავდეეს?
–ცუდად არ გამიგო, მაგრამ ისეთი გოგო ხარ არამგონია შენი შემხედვარე ბიჭები არ დებილდებოდნენ
–შენ დებილდები? –გამომწვევად იკითხა მაისურაძემ და პასუხის მოლოდინში გაინაბა
–დაახლოებით. –კმაყოფილებით ჩაიღიმა გოგონამ. არა, იცოდა რომ ბიჭებზე არც ისე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენდა, მაგრამ მასზე თუ დებილდებოდნენ არ ეგონა –არ გყვარებიაა? –ისევ იგივე თემაზე განაგრძო საუბარი ახვლედიანმა
–არა. შეენ?
–არაა, მაგრამ შეყვარებული არ მყოლიათქო რო გითხრა მოგატყუეებ
–უსიყვარულოდ ვერავისთან ვერ ვიქნები. –მისი პასუხით კმაყოფილმა ჩაიღიმა ახვლედიანმა
ისევ დიდხანს ისაუბრეს. ძალიან ადვილად გამონახეს საერთო ენა. ბევრი იცინეს, იმხიარულეს და ბოლოს სახლამდეც მიიყვანა მამაკაცმა. ხმაურიანად აკოცა ლოყაზე და დაემშვიდობა

ამდენი ეემოციების შემდეგ ვინმეს რომ არ დალაპარაკებოდა და თავისი სიხარული გაეზიარებინა გააფრენდა.
ტელეფონზე ლიზას 5 გამოტოვებული ზარი რომ ნახა სწრაფად გადაურეკა
–გოგო სად ხარ რომ გირეკაავ? –ყურმილისაღებისთანავე შენიშვნით დაიწყო გასვიანმა
–არ მესმოდა, ხმა მქონდა გამორთული. რა იყოო?
–შოკში ვაარ. რა ბიჭიაააა –აღფრთოვანება ვერ დამალა გასვიანა –ახლა მესმის შენი.. არა, შენ რომ არ მოგწონდეს ახლავე დავშორდებოდი ირაკლის მაგის გამო
–შენ ირაკლის ისეც უნდა დაშორდე, მაგრამ შენადე ვერ დავიყვანე ეს ფაქტი
–კარგი, ვიცი უკვე შენი აზრი ამაზე. შენ ის მითხარი როგორი დრო გაატარე. ხმაზე კი გეტყობა, მაგრამ დაწვრილებით მაინტერესებს.
ყველაფერი დეტალურად მოუყვა მაისურაძემ და ბოლოს რჩევაც კითხა
–არა, ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახიხარ, მგონი უკვე დაიწყოო შენი ფრთების მომტვრევა –კისკისით მიაყარა ლიზამ –პროსტა მაგას რო გოგოები ალბათ კისერზე ეკიდებიან მაგას ხო ხვდები?
–ხოო, ვიცი
–აწვალე ცოტა
–მგონი მე უფრო ვწვალდები მისი ღიმილის დანახვისას, ისე ვკანკალებ ვერ წარმოიდგენ
–გესტუმრენ ჭიანჭველები და პეპლები?
–რა პეპლები?
–მუცელში?
–პეპლები კი არა დინოზავრები არიან უკვე
–გოგო მართლა გიყვარდება ეგ ხო იცი?
–ვაიმეე, არ არსებობსს
–არსებობს, არსებოობს. ხვალაც უნდა ნახოო?
–არ ვიციი , დღეს არაფერი უთქვამს
ლიზასთან საუბრის შემდეგ სამზარეულოში გავიდა მოფუსფუსე დედასთან.
–რას შვები დეე?
–სადილს ვაკეთებ. რა იყო? ლიზასთან გინდა წასვლა?
–არაა, არ მინდა.
–აბა რა გჭირს?
–რავიი, არფერი რა უნდა მჭირდეს?
–რამდენიმე დღეა სახეზე ღიმილი არ მოგიშორებია
–ხოო?
–რა ჰქვია?
–ვის?
–მაგ ღიმილს?
–მათე –კისკისით წარმოთქვა მისი სახელი და დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი

საღამოს სოციალურ ქსელში იმესიჯეს. რამდენიმე საერთო მეგობარიც აღმოაჩინეს. ნუცას ჯგუფელი მისი მეგობარი აღმოჩნდა.
როგორც უთხრა რამდენიმე დღეში მისი მეგობრის დაბადების დღე იყო და ნუცას სთხოვა მასთან ერთად წასულიყო. თავიდან უარი უთხრა უხერხული იქნებაო, მაგრამ ბიჭის დაჟინებული მოთხოვნით ბოლოს მაინც დათანხმდა
მეორე დღეს მათეს ვარჯიშის გამო შეხვედრას ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ დილით ესაუბრა წასვლამდე და მშვიდობიანი დღე უსურვა.
უნივერსიტეტის შემდეგ ლიზამ და ნუცამ ჯერ კაფეში შეიარეს. ლიზას ირაკლიზე ახალი ამბები ჰქონდა სათქმელი და შემდეგ ნუცასთვის დაბადებისდღეზე წასასვლელად შესაბამისი კაბა უნდა ეყიდათ. ერთი კოცნით მოულბო მამამისს გული და კაბის და ფეხსაცმლის ფული გამოართვა
–რაო იმ ვაჟბატონმა? –შეკვეთის მიღების შემდეგ დაიწო ირაკლიზე საუბარი ნუცამ
–იმ ვაჟბატონმა კიდევ ერთი სისულელე ჩაიდინა
–რაოო?
–გუშინ სახლში რო მივდიოდი ჩვენი კლასელი შემხვდა საბა და იმას ველაპარაკებოდი გიჟივით რომ მომვარდა და ყვირილი დამიწყო.
–ეგ გიჟი ხო არაა?
–ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი საბასთან სულ ბოდიშები ვუხადე
–ირაკლიმ რაო?
–არაფერი, მერე საბამ გამომართვა ნომერი მაგას მე დაველაპრაკებიო და ახლა არ ვიციი არც ირაკლის დაურეკია ჩემთან და არც მე საბასთან
–პროსტა მითხარი რა გინდა მაგ ბიჭთან? ვერ ხედავ რო გიჟია?
–შენ რა გინდა მათესთან?
–რატო ადარებ? თან მე და მათეს ჯერ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, მოწონების პირველ სტადიაზე ვართ
–ხო მაგრამ, ყოველ დღე რომ არ დაელაპარაკო უკვე ხო „ჭედავ“? ხო გენატრება? ეგრ ევარ მეეც
–უნდა ღირდეს ამ „გაჭედვად“ მერე. რამდენჯერ უნდა აპატიო ეგეთი უაზრო გამოხტომები?
–არ ვიცი ნუუც რაა...
–ნეტა ისე ცემდეს საბა სულ გაუერთიანებდეს ძვალ–რბილს
–რა სურვილები გაქვს?
–რასაც იმსახურებს
მთელი დღე იბოდიალეს მაღაზიებში. რამდენიმე კაბაც შეარჩიეს, მაგრამ მაინც ვერაფერი იყიდა მაისურაძემ. ბოლოს ძალიან რომ გადაიღალნენ ნორმალური კაბის არჩევა მეორე დღისთვის გადადეს.


_______________
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას



№1 სტუმარი vaxo_123

დზაან კაიაააა ^_^ გააგრძელეე love

 


№2  offline წევრი kesoo

vaxo_123
დზაან კაიაააა ^_^ გააგრძელეე love

Madlobaaa :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent