სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 5
მეორე დილას გახარებულმა გავიღვიძე, მიხაროდა რომ მალფოისთან სიტუაცია გავრკვიე და მასთან დაპირისპირება აღარ მომიწევდა. პირველი შხამ წამლები მქონდა,წიგნები ავიღე და სწრაფად გავემართე საკლასო ოთახისკენ.ჯერ ადრე იყო მაგრამ საერთო ოთახში ვეღარ გავჩერდი...დერეფანში მხოლოდ სლიზერინელები იდგნენ,მაგრამ დრაკო არსად ჩანდა. ოთახში შევედი. მალფოი უკვე წამოსკუპებულიყო მერხზე_გამიკვირდა ადრე თითქმის არ დადიოდა გაკვეთილებზე, ახლა კი ნეტა რამ წამოუფრინა,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ რაგაც ვერ იყოო მთლად ჯანმრთელი_ჩემივე თეორიაზე გამეცინა_ხმაურზე მალფოიმ გამოიხედა და თავისი იდიოტური საფირმო ღიმილით მომესალმა_ზანტად გავეშურე მერხისკენ, შეთანხმების მიუხედავად მასთან ყოფნა მაინც მაღიზიანებდა...... _გვერდით მივუჯექი წიგნი გადავშალე და ფურცლებს უაზროდ ჩავაშტერდი, ვგრძნობდი რომ მალფოი მოურიდებლად მათვალიერებდა_გავბრაზდი. _რას მომშტერებიხარ_მივუბრუნდი დრაკოს_პასუხი არ გამცა, წიგნს ჩააშტერდა... _მისმინე ყოველთვის ასეთი არაკომუნიკაბელური ხარ ? გაეცინა _რაო ახალი სიტყვები ისწავლე? _მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა,ისევ წიგნს მივუბრუნდი და უაზროდ დავუწყე თვალიერება..... კლასი ნელ_ნელა გაივსო.დღეს რაღაც ელექ უნდა მოგვემზადებინა, რომლის სახელსაც კი ვერ წარმოვთქვამდი სწორად, სწორედ ამის გამო დავიმსახურე მთელი კლასისი დაცინვა, არ მჯერა ჯინიც კი დამცინოდა უკმაყოფილოდ გავხედე მეგობარს მან კი სიცილი განაგრძო, მაგარია მთელი კლასის წინ შევრცხვი... ელექს კეთებას შევუდექით. დრაკოს ბევრი რამე ეშლებოდა ვცდილობდი შემესწორებინა, მაგრამ ისე ბრაზობდა, აღარაფერი მითქვამს... ჰარიმ და ჯინიმ გაიმარჯვეს , სიხარულით მივულოცე მეგობრებს, მალფოი ჩემმა ჟესტმა გადარია. ისედაც ვიცოდი მისი ჰარისდმი დამოკიდებულება , მაგრამ მე რას მერჩოდა ვერ მივხვდი. _ნამდვილი დებილი ხარ , შენი ბრალია რო წავაგეთ. _რაა? სიბრაზისგან ლამის თვალები გადმომცვივდა . _შენთან წესიერად მუშაობაც კი არ შეიძლება,პატარა ბავშვივით მარიგებ ჭკუას,დებილი და შტერი გოგო ხარ_მთელ ხმით ღრიალებდა მალფოი. ის მე მთელი კლასისი წინაშე მხოლოდ 5 ქულის გამომ მამცირებდა _თავი ვეღარ შევიკავე და სილა გავაწანი, ბიჭი გაცეცხლა და ხელში ჯოხი მოიმარჯვა, არც მე ჩამოვრჩი და ჯოხი მოვუღერე, ჰარი და რონი დასახმარებლად წამოვიდნენ, მაგრამ ხელის ერთი მოძრაობით შევაჩერე.პროფესორიც უშედეგოდ ცდილობდა ჩვენს შეჩერებას.. _ექსპელიარმუს ვიღრიალე მთელი ხმით. _მხოლოდ ეს შეგიძლია? დამცინავად მკითხა მალფოიმ_კრუციო მთელი ხმით იყვირა ბიჭმა, შელოცვა ავიცილე და საპასუხო დარტყმისთვის მოვემზადე_ავადა კე.......შელოცვის დასრულება მაგგონაგელის ყვირილმა არ დამაცადა, პროფესორი გაბრაზებული მოიკვლებდა გზას სტუდენტებს შორის.ეტყობა იკვე ეცნობებინათ მისთვის ჩვენი „დუელის“ შესახებ. _ეს რა მასკარადია? ახლავე ორივე ჩემს კაბინეტში წამობრძანდებით ამიხსნით რა მოხდა. მე და მალფოი გაშეშებულები ვიდექით.იმ წამს ორივემ გავაცნობიერეთ, რომ ყველა ზღვარს გადავედით . მთელი სხეული მიკანკალებდა. ის დღე დავწყევლე, როცა აქ გადმოსვლა მოვინდომე. მორჩილად გავყევით უკან მაგგონაგელს ალბათ ორივეს გაგვრიცხავდენენ........... _მაგგონაგელმა კაბინეტში შეგვიყვანა, თავისი ადგილი დაიკავა და გვიბრძანა მის წინ მდგომ სკამებზე დავმჯდარიყავით. _ალბათ გესმით რომ თქვენი საქციელი ყოველგვარ საზღვარს ცდება მისტერ მალფოი, მისს ბლექ? არ მეთანხმებით?_უხმოდ დავუქნიე თავი_მისტერ მალფოი თქვენ არ ამიხსნით რა მოხდა ?_რატომ ხართ ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში? ნუთუ ძველმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ? _მალფოი ერთ წერთილს მიშტერებოდა და მძიმედ სუნთქავდა _მაგგონაგელმა აშკარად გადააჭარბა. _პასუხს რატომ არ მცემთ მისტერ მალფოი?_დრაკოს ხელები აუკანკალდა , არ მეგონა ოდესმე მისდამი სუბრალულს თუ ვიგრძნობდი...... _უბრალოდ რაღაცაზე შევკამათდით _ამოვილუღლუღე მე. კიდევ რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ მაგგონაგელმა შემაწყეტინა. _როგორც ჩანს ორივე აცნობიერებთ თქვენს დანაშაულს. წესით ამ საქციელის გამო სკოლიდან უნდა გაგრიცხოთ,მაგრამ ამ ეტაპზე თვალს დავხუჭავ და მხოლოდ ორ კვირიანი სასჯელით დავკმაყოფილდები, მოგიწევთ ერთმანეთს შეეგუოთ. იმედი მაქვს მსგავს ინციდენტებს ადგილი აღარ ექნება . ხოლო რაც შეეხება სასჯელს საღამოს ეზოს დასუფთავებით დაიწყებთ.........ხოლო ყოველ ცუდად და უპასუხისმგებლოდ შესრულებულ საქმეზე ერთი დღე დაგემეტებათ_გასაპროტესტებლად ორივემ პირი დავაღეთ მაგრამ მინერვამ ხმის ამოღების უფლება არ მოგვცა....მე პირდაღებული მივჩერებიდი მასწავლებეს, მალფოი კი ელდა ნაკრავივით წამოვარდა და კარი ჯახუნით გაიხურა... ანა ესღა მაკლდა. მე და მალფოიმ, ლამის დავხოცეთ ერთმანეთი და ახლა ერთად უნდა გვემუშავა ეს ხომ თითქმის წარმოუდგენელი იყო. _ოთახში რომშევედი ჯინი მომმვარდა და უამრავი შეკითხვა დამაყარა მეც ზანტად ვუპასუხე ყველაფერზე.კიდევ კარგი ჯინი რომ მაინც მყავდა თორემ რა მეშველებოდა, ჰერმიონთანაც ვცადე დამეგობრება, მაგრამ რაგაც ვერ გავუგე... _ ისე შემეცოდა მალფოი როცა კი რამეს დააშავებს მაშინვე ყველა წარსულს უხსენებს. _ჯინიმ ავად დააკვესა თვალები_მან კინაღამ მოგკლა შენ კიდე გეცოდება,არა ნამდვილად ვერ გაქვს თავში რაღაც კარგად. ორივემ სიცილი ავტეხეთ. _ნეტა საერთოდ რა მაცინებს, დღეს საღამოს მე და მალფოიმ ეზო უნდა დავალაგოთ. _გინდა მე და ჰარიც წამოვალთ, კიდევ რამე, რომ დაგიშაოს? _არა სანამ წავალთ ჯოხები ფილჩს უნდა ჩავაბაროთ, იმედი მაქვს არ მცემს. _რა იცი, რა წამოუვლის,_წამით სიჩუმე ჩამოვარდა _მისმინე შაბათ_კვირას ჰოგსმიდში ხომ არ წავსულიყავით? _კარგი აზრია. გავერთობით,მაგრამ არ ვიცი სასჯელი მაქვს.....დღე მშვიდად მიილია არ მინდოდა მალფოის ნახვა, რატომღაც მრცხვენოდა მისი, ისიც კი ვიფიქრე ბოდიში ხომ არ მოვუხადოთქო, მაგრამ ეს სულელური აზრი მალევე ამოვიგდე გონებიდან........ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.