ჩემი გულის ქურდი ხარ 13
ვერაფერზე ვფიქრობდი.თავი ყველაზე მარტოდ ვიგრძენი იმ მომენტში.ჩემს წინ ხუთი ადამიანი იდგა და თითოეული მათგანი კითხვით სავსე მზერით მომჩერებოდა.ვერ ვიტანდი ამ მდგომარეობას.გაქცევა მინდოდა, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ.გულისცემა ისე გამიხშირდა , რომ ვიფიქრე ყველას ესმისთქო. -სოფი,სოფი...-ბუნდოვნად ვხედავდი ჩემსკენ გამოშვერილ ხელს და ანუკას ხმაც სადღაც შორიდან ჩამესმოდა. -იქნებ ვინმემ ამიხსნას აქ რა ხდება?-ახლა გაოცებული ბექა ალაპარაკდა, ვერც ამან გამომაფხიზლა. ალბათ ასე ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დიდხანს ვიქნებოდი ,რომ არა ძლიერი შეხება ,რომლის შედეგადაც ტანზე ეკლებმა დამაყარა.ბოლოს დაჩის გამწარებული სახეც გამოიკვეთა დაბურულ რეალობაში და ბოლომდე გონზე რომ მოვედი, მას ხელი ჩაეკიდა ჩემთვის და სავარაუდოდ უნივერსიტეტის ეზოს უკანა მხარეს მივყავდი.ეს არ მინდოდა ყველაზე მეტად,მაგრამ როგორც ჩანს დიდხანს ამ ამბავს დამალვა არ ეწერა.ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თავი როგორ დამეძვრინა ამ სიტუაციიდან, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავდი.არ მინდოდა,საშინლად არ მინდოდა დაჩისთვის სიმართლის თქმა და ამის მიზეზებიც მქონდა, თუმცა კიდევ ერთი ტყუილის თქმის ძალაც ნამდვილად არ მქონდა.დილემის წინაშე ვიდექი და ვგრძნობდი მალე ამდენი ფიქრებისა დანერვიულობისგან სუნთქვაც გამიჭრდებოდა.ხელისგულები ცივი ოფლით დამეცვარა და ნაბიჯებიც მებლანდებოდა უკვე... -სწრაფად იარე-საზარლად ჩამესმა დაჩის ხმა და ახლა უფრო განწირულად ვიგრძენი თავი.მივხვდი,რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. -ახლა შენი ლაპარაკის ჯერია,მე მოგისმენ-ცივად შემიშვა ხელი, როცა ირგვლივ ვერავინ დაინახა და ხელებგადაჯვარედინებული წინ დამიდგა. -არაფერი მაქვს შენთვის სათქმელი-უკანასკნელად მივმართე თავდაცვის ხერხს მიუხედავად იმისა ,რომ ვხვდებოდი უკვე ვეღარაფერი მიშველიდა. -სოფი, არ მოგბეზრდა?კიდევ რამდენ რამეს მიმალავ გამაგებინე,დავიღალე უკვე გესმის....აღარ შემიძლია...-ხმა გაუწყდა დაჩის და ნერვიულად აიფარა ხელები სახეზე.-მითხარი,სანამ მოთმინების ბოლო ძაფიც არ გამწყდომია.-ჩუმად ამოილაპარაკა და შენობის კედელს მიეყრდნო. -შემთხვევით გავიგე ანუკას შესახებ.მისი ექიმი ქეთი იცი ალბათ,დეიდაჩემია.ასე მოხდა რა,მერე სანახავადაც წავედი,სანამ თქვენ არ იყავით და მარტო იყო.მეტი არაფერი-ძლივს მოვაბი სიტყვებს თავი და ღრმად ამოვისუნთქე. -ძნელი იყო ამის თქმა? ესე იგი ყველაფერი იცოდი ანას მდგომარეობის შესახებ და არ მეუბნებოდი? თუ მიზეზებს ეძებდი ,რომ ჩემი ცუდი საქციელები გაგემართლებინა? ბოროტმოქმედად მთვლი ხო?-თვითონაც არ იცოდა რას ლაპარაკობდა და მისი დამშვიდება ვცადე. -ეგ რა შუაშია? მე უბრალოდ...-მაგრამ მისი დამშვიდება ნამდვილად არ გამომივიდა და პირიქით გავაბრაზე. -მორჩა-გამაწყვეტინა-მეტი არაფერი თქვა , გეხვეწები.არაფრის მოსმენა არ მინდა შენგან.-უემოციოდ ჩაილაპარაკა ,შეტრიალდა და წავიდა. -დაჩი, მოიცადე რა ,მომისმინე გეხვეწები-უიმედოდ მივაძახე.იქნებ მობრუნებულიყო,მაშინ ვეტყოდი ყველაფერს, რადგან საშინლად არ მომწონდა დაჩისთან რომ ვკამათობდი მითუმეტეს იმ დროს ,როცა ამერიკაში ძალით მგზავნიდნენ და შესაძლოა დდიხანს ვერ ვნახავდი.მაგრამ დამთავრდა ყველაფერი.არ შემოტრიალებულა,უბრალოდ წავიდა. რამოდენიმე წუთი გამოთიშული ერთ ადგილას ვიყავი დაყუდებული. როცა მოვტვინე იქ ბექა და ანუკა იცდიდნენ, ეგრევე მათკენ გავიქეცი.შორიდანვე შევხედე დაჩი და ბექა რომ ლაპარაკობდნენ.მაკუნა, ანუკა და დანი კი გვერდით იდგნენ. -რა მოხდა?ბექას უთხარი რამე? ანუკას მეტი ხომ არაფერი უთქვამს?-ანერვიულებულმა რამდენჯერმე ვკითხე მაკუნას და ისიც დასამშვიდებლად მეხუტებოდა და ხელებს მაგრად მიჭერდა. -ანუკას არაფერი უთქვამს.ბექამ მკითხა რაღაცეები ,მაგრამ არაფერი ამიხსნია.დანის რაც შეეხება, ეგ ვაფშე გარტყმაში არაა რა ხდება - ბოლო რეპლიკა ბოროტულად დააყოლა და დანისგან საპასუხო ღრენაც მიიღო. -წამოდი რა სახლში წავიდეთ.არ მინდა არაფერი,წავალ ამერიკაში.ოღონდ ახლა ამ ადგილს მომაშორე რა.-საცოდავად ამოვილუღლუღე და დავბარბაცდი. -ეი, სოფი ,კარგად ხარ?-ეტყობა ბექამ შეამჩნია რა მდგომარეობაში ვიყავი და ჩემსკენ გამოიქცა.თავი ვერ შევიმაგრე და ფეხებ დაბლანდული ბექას ჩავუვარდი ხელებში. -დაჩი, ანუკა წაიყვანე,გაასეირნე და მოვალ მეც მალე.აქვე პარკში დამელოდე.მაკუნა და დანი, თქვენ ჯობია წახვიდეთ, სოფისთან სალაპარაკო მაქვს, თან მივხედავ სანამ არ გამოფხიზლდება.-ვა,საღო ბექა.ასეთი მამაცი განაცხადი მე ჯერ შენგან არ მომისმენია!!თან სანამ მე და დაჩი გასულები ვიყვით, ეტყობა დანიც გაიცნო ,რადგან მისი სახელი იცოდა. -არ დააგვიანო-მოკლედ უპასუხა დაჩიმ ,ანუკას ხელი ჩაკიდა და გასასვლელისკენ წავიდა.მაკუნამ და დანიმ უხმოდ დაგვტოვეს,ბექამ კი სკამზე ჩამომაჯინა და მოსასულიერებლად წყალი მომაწოდა. -მადლობა-დამნაშავეს ხმით ვუპასუხე და რამდენიმე ყლუპი მოვსვი. -დამშვიდდი?-თბილად მკითხა და თავზე ხელი გადამისვა.არა,ბექა აშკარად კარგი ადამიანი იყო,ზოგიერთებივით მოუთმენელი და უხეში კი არა!!! -კი-გავუღიმე-მომიწევს ხო ყველაფრის მოყოლა-გამეცინა და კარგად მოვკალათდი. -არ მინდა დაგაძალო,მაგრამ ანუკა ფერიას ასე მარტივად არ გიწოდებდა.ესე იგი რაღაც გააკეთე მისთვის და ასე ამიტომ მოგმართა.-ჰმ,კარგად იცნობდა მის დას ეტყობა ! -შეიძლება ასეც ითქვას-ამოვიხვნეშე და გადავწვყვიტე მოკლე მონახაზი გამენდო მისთვის. -ანუკას დონორი მე ვიყავი-პირდაპირ მივახალე და მის რეაქციას დაველოდე.ეტყობა საკმაოდ მძიმე გადასახარში იყო ეს ბექას ტვინისთვის,ან საკმაოდ მოულოდნელი, რადგან უახლოესი ათი წუთის გნამავლობაში ხმა არ ამოუღია,შემდეგ წარბები შეჭმუხნა და თვალები ჩაუწითლდა.გეგონებოდათ უცრემლოდ ტირისო,თუმცა მოგვიანებით ცრემლებმაც იჩინეს თავი. -ანუ შენ..-გამტყდარი ხმით ამოილაპარაკა. -ბექა, კარგად ხარ?-შემეშინდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა.ნამდვილად არ მინდოდა ჩემს გამო რამე დამართნოდა. -კი მაგრამ სოფი,ეს რატომ გააკეთე ,ან საერთოდ როგორ გააკეთე.-სიტყვებს ძლივს აბამდა თავს და დაჟინებით მიყურებდა. -თქვენი ვინაობა რომ გავარკვიე და პლიუს ახლოს რომ გაგიცანით,მივხვდი , თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი არ გქონდათ, ისე ძარცვაზე არ წახვიდოდით-ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ გადავწვყიტე მოკლედ მომეყოლა ყველაფერი-ჰო და მოვინდომე ამ მიზეზის გარკვევა.მერე ისე მოხდა,რომ ქეთასგან,ანუკას ექიმისგან გავიგე, რომ შენ და გყოლია მძიმე დაავადებით საავადმყოფოში მოთავსებული.გეცოდინება ალბათ ქეთა დეიდაჩემი როა.. -კი , მაკუნადან ვიცი-სწრაფად მიპასუხა და ყურადღებით განაგრძო მოსმენა. -ბევრჯერ მინდოდა ანუკას მონახულება,მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გაუარესებულა და თქვენ და ბიჭები ერთი წამითაც არ ტოვებდით,ამიტომ მერიდებოდა ასეთ სიტუაციაში მოსვლა.შემდეგ ქეთამ შემატყობინა, რომ დონორს ვერ პოულობდნენ და მეც გამიჩნდა აზრი, რომ შესაძლებელი იყო ჩემი სისხლი გამოეყენებინათ და არც შევმცდარვარ.დედასგან გავიგე ,რომ განსაკუთრებული ვარ-გამეცინა-ანუ ჩემი სისხლი ნებისმიერი ჯგუფის მქონე ადამიანს შეიძლება გადაესხას-მოკლედ ავხსენი ჩემი „განსაკუთრებულობა“-და ანალიზები გავიკეთე....ერთი კვირა დეიდამ სააავადმყოფოში დამტოვა ,რომ მოვძლიერებულიყავი, ამიტომაც არ ვჩანდი და გამოწერიდან წინა დღეს ანუკაც მოვინახულე.მეგონა არ დავამახსოვრდებოდი ,მაგრამ როგორც ხედავ ასაკის მიუხედავად კარგად გამიხსენა-გამეცინა. -ჰო მაგრამ,შენ არ იცნობდი ანუკას,ნანახიც არ გყავდა.ან მე,ან საერთოდ ჩვენ...ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა შენთან სოფი.შენ ვალდებული არ იყავი,რატომ გააკეთე,არ მესმის უბრალოდ,ასე რატომ იქცევი?-დაბნეულად მკითხა ბექამ. -იმიტომ. რომ ძალიან მიყვარხართ.იმიტომ ,რომ თქვენნაირ კარგ ადამიანებს ჯერ არ შევხვედრილვარ და ალბათ ვერც ვერასოდეს შევხვდები.იმიტომ ,რომ შენ ხარ კარგი ბექა და იმ პატივისცემამ, რომელიც შენს მიმართ გამაჩნია, უფლება არ მომცა დახმარებაზე უარი მეთქვა.მითუმეტეს ,რომ მე ეს შემეძლო და ამით არც არავინ დაშავდებოდა,პირიქით გადარჩებოდა კიდეც.-როგორც ჩანს ჩემმა პასუხმა უფრო იმოქმედა.კიდევ ერთი გამოპარული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა და გამიღიმა. -შენ ვერც კი წარმოდიგენ სოფი რამხელა რამე გააკეთე ანუკასთვის და საერთოდ ჩემთვის.აი,არ ვიცი რა გითხრა.მადლობის თქმაც კი მრცხვენია,მადლობა აქ საკმარისი არ არის. ეს უბრალო სიტყვაა და მეტი არაფერი. -არაფერი არ უნდა მითხრა,ეს ის არის, რისი გაკეთებაც მე მინდოდა და გავაკეთე კიდეც,ამიტომ მოვრჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს-ხელის აწევით გავაჩერე.ნამდვილად არ მინდოდა ეფიქრა, რომ ჩემთან ამით ვალში იყო. -დაჩიმ იცის?-ჩუმად მკითხა და ფრთხილად გამომხედა. -არა,მხოლოდ ის ვუთხარი, რომ უბრალოდ მოვინახულე ანუკა და მეტი არაფერი. და გეხვეწები, არც შენ უთხრა რა, ძალიან გთხოვ.-მუდარის თვალებით მივაშტერდი და საცოდავი სახით დავიწყე ყურება. -როგორც შენ გინდა სოფი,მაგრამ არ მესმის რატომ არ უთხარი? ან საერთოდ რატომ გვიმალავდი?რატომ არ გინდოდა გამჟღავნებულიყო-არა ეს ბიჭი ძალიან ცნობისმოყვარე იყო! -აი იმის გამო, რასაც ახლა შენ აკეთებ-ხმამაღლა გამეცინა, როცა მის გაკვრივებულ სახეს შევხედე-მადლიერების გრძნობა,ამაშია პრობლემა.გიმალავდით იმიტომ, რომ არ მინდოდა გეფიქრათ თითქოს ჩემთან ვალში იყავით ,ან რაიმე მსგავსი.რაც შეეხება დაჩის,ხომ იცი, რომ ადრე ვიკამათეთ,მე მისკენ გადავდგი პირველი ნაბიჯი,მაგრამ თვითონ ვერ მაპატია ის ,რომ მისი ვინაობის შესახებ ყველაფერი ვიცოდი და ვუმალავდი.გონია, რომ დავცინი და არ ჯერა ,რომ მიყვარს-ამოვიხვნეშე-ამ ამბავს რომ გაიგებს თავს დამნაშავედ იგრძნობს და ისე მოვა ჩემამდე.მე კი არ მინდა პირველი ნაბიჯი მას მადლიერების გრძNობამ გადაადგმევინოს . -ანუ ,გინდა რომ დაჩი შენამდე სიყვარულმა მოიყვანოს,და არა მადლიერების გრძნობამ?-ჩაფიქრებულმა მკითხა. -ჰო.-ნაღვლიანად გავუღიმე და თავი ჩავხარე. -გითხარი,რომ საოცრება ხარ სოფი?-მეგობრულად დამკრა ბეჭზე ხელი და წამოდგა.-კარგი,დაჩის არაფერს არ ვეტყვი,მაგრამ ხომ იცი, რომ მისი ჯიუტი ხასიათიდან გამომდინარე შენამდე მოსასვლელად დიდი დრო დაჭირდება. -სამწუხაროდ მე ბევრი დრო არ მაქვს დარჩენილი.-მშობლები და ამერიკა გამახსენდა-თუმცა, იმედი მაქვს ეს იმაზე ადრე მოხდება,სანამ ჩემი დრო ამოიწურება-მეც წამოვდექი და ჩანთა ბეჭზე გადავიკიდე. -არ ვიცი რას გულისხმობ ,მაგრამ არც ჩაგეძიები,როცა მოგინდება თვითონ მომიყევი,ასე ჯობია.-საათს დახედა და ისევ მე ამომხედა-ჯოია წავიდე,თორე ერთი საათით დავაგვიანე უკვე და ...-გაეცინა. -კარგად ბექა-გავუღიმე და ხელი დავუქნიე. -მადლობა ,რომ ანუკას ფერია გახდი-თბილად გამომხედა და წავიდა. ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც გავიმეორებ:საოცარი ადამიანია ბექა! მომენტში მაკუნას ხელში შემეცოდა კიდეც. უნივერსიტეტის ეზოდან რომ გავედი, დანის მანქანა დავინახე.მის წინ კი დანი და მაკუნა რაღაცაზე გაცხარებულები კამათობდნენ. -მე მელოდებოდით?-ორივეს ხელი გადავხვიე და კისერზე ჩამოვეკიდე. -რა მოხდა სოფი, რა კარგ ხასიათზე დადექი უცებ?-მკითხა მაკუნამ და თან მანქანის კარი გამოაღო. -ეჰ მაკუ,რა კარგი ადამინი გყავს ბექას სახით გვერდით ვერც წარმოიდგენ,გაუფრთხილდი იცოდე-გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი და წინა სავარძელზე მოვკალათდი. -დაჩი?-ნაღვლიანად მკითხა და თავი ჩემს მხარეს გადმოყო. -დაეტიე შენს ადგილას, ეს ჩემი ტერიტორიაა-ავბუზღუნდი როცა წინა მხარეს გადმოიზნიქა-ან ამ დღეებში დაველაპარაკები,ან...მერე მე ვიცი რასაც გავაკეთებ-მოკლედ მოვუჭერი მაკუნას და ისიც გაჩუმდა. დანის ხმა არ ამოუღია,ეტყობა მაკუნამ ყველაფერი მოუყვა და ამიტომაც არ მისვამდა ზედმეტ შეკითხვებს. ჩემი ისეdაც მოლეწილი ხასიათი საბოლოოდ მამას და დედას სიტყვებმა გამიფუჭეს სიტყვებით:“დრო ერთი კვირა გაქვს,მოემზადე ამერიკაში წასასვლელად“. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი.;ნამდვილად არ მიდნოდა დაჩისგან შორს ყოფნა, მაგრამ ყველაფერი იგივე ტემპში თუ გაგრძელდებოდა, მას ნადმვიალდ დავკარგავდი და მართლა ქვეყნიდან წასვლის გარდა სხვა გზა აღარ დარჩებოდა.მერე რა, რომ მაკუნას მაშორებდნენ? დედამ თქვა ,რომ მასთან ერთად ხშირად ჩამომაკიტხავდა ხოლმე.არ აინტერესებდა იმმ წყეულ ქვეყანაში თავს ჯერ უცხოდ რომ ვიგრძნობდი.ალბათ ფიქრობს ,რომ რადგან დანი მეყოლება იქ და პლიუს ადრე იმ ქვეყანაში ნაცხოვრები ვარ,ესე იგი ყველაფერის მარტივად შევეჩვევი ან საერთოდ შეჩვევა არც დამჭირდება. არა , ამ ოჯახში უეჭველი გავაფრენდი!!! მეორე დილით საწოლიდან თავი ძლივს ავწიე,იმიტომ კი არა, რომ ადგომა გამიჭირდა. არა !! იმიტომ , რომ დღეს დაჩის ვნახავდი და მასთან დალაპარაკება მომიწევდა.შეიძლება თვითონ ხმა არც გაეცა ,მაგრამ სამუდამოდ ასე ხომ ვერ დავტოვებდი ყველაფერს?! ჰოდა იმ ხისთავიანს თუ არა ,მე მაინც უნდა მემოქმედა !! დანის ვთხოვე უნივერსიტეტში წაყვანა და სანამ ჩავიცვამდი ,კარგადაც ვალოდინე. -გამოაღწიე სოფიააა დროზეე,დავიღალე გოგო-სიმწრის სიცილით მეძახდა და მეც ვხარხარებდი მის რეაქციებზე, რადგან ვიცოდი ყველაზე მეტად ლოდინს ვერ იტანდა. -მოიცა, რაღაც დამავიწყდა და მოვალ-ძლივს შეკავებული სიცილით ამოვილაპარაკე და სახლიდან თითქმის გამოსული ისევ უკან შევბრუნდი. -შენ ჩემი სიკვდილი გინდა ხო?რასაც ვერ ვიტან სულ იმას რატომ აკეთებ?-საწყლად მკითხა და ახლად გამოჩენილ ნინოს მიუბრუნდა. -მართალი უთქვამთ ნინო დეიდა რომ მეგობრები პოტენციური მტრები არიანო.-ფილოსოფიური ტონით ალაპარაკდა ბიჭი. -მაგას რაზე ამბობ?-სიცილით კითხა დედამ. -აჰა,იცის ჩემი ყველა სისუსტე და მათ შორის ლოდინე რომ ვერ ვიტან,და ზუსტად იმას აკეთებს-ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და ბავშვივით აბუზღუნდა. -მორჩი ხო ,მოვდივარ რა იყო, გეხუმრე წეღან-სიცილით გამოვაღე მანქანის წინა კარი და ჩაჯდომას ვაპირებდი ,როცა გამაწყვეტინა. -იხუმრე ხო?დასჯილი ხარ,არ ჩაჯდე მანდ,უკან დაბრძანდი-სწრაფად ჩახტა მანქანაში და წინა კარები ჩაკეტა. -კარგი რა,ხო იცი რომ უკან ჯდომას ვერ ვიტან?-თავის მოსაწ....ბა მინდოდა, მაგრამ არ გაჭრა. -ახლა მე ვითამაშებ შენს ერთერთ სისუსტეზე,ტყუილად ხომ არ ვართ საუკეთესო მეგობრები-წარბაწეულმა გამომხედა წინა სავარძლიდან და მანიშნა დაჯექიო. -ვერ გიტან-ცივად გავძახე და კარი ძლიერად მოვაჯახუნე. -მე ვერ მიტან მანქანას რაღას ერჩი?ერთი კვირა არცაა რაც ვიყიდე-გამკიცხავად გამომხედა და მკვლელი თვალებით მომაჩერდა. -გვაგვიანდება -ყურადღება არ მივაქციე მის განმგმირავ მზერას და წასვლაზე ვანიშნე. გზაშi კიდევ ბევრ უაზრო თემაზე ვილააპრაკეთ და ვიკამათეთ კიდეც.მამხიარულებდა დანი და მიყვარდა მასთან ლაპარაკი.გუნებას წამში მიკეთებდა ხოლმე.ასეთ მხიარულ გუნებაზე გადმოვედი მანქანიდან, როცა დანიმ მითხრა მოვედით უნუივერსიტეტშიო და ასე კარგადვე ჩამეფუშა მთელი განწყობა, როცა დავინახე დაჩი და მასზე ჩამოკონწიალებული ის ბო*ი მარიამი.ვიფიქრე ამას ჩემს გასამწარებლად აკეთებსთქო ,მაგრამ რომ დამინახა ეგრევე მოიშორა.მაშინ რა ხდებოდა?რატომ იყო აქ ეს ნაგავი გოგო?დაჩისთან ბექა იდგა და როცა დამინახა ,ხელი დამიქნია და ჩემსკენ წამოვიდა.დანის დავემშვიდობე და ვუთხარი წასულიყო, თვითნ კი ჩემსკენ მომავალ ბექას შევეგებე. -ალბათ გაინტერესებს ხო?-ეშმაკურად ჩაიცინა, როცა ჩემს გამწარებულ მზერას გააყოლა თვალი. -საიდან მოიტანე?-თავის გასულელება დავიწყე და შენობის შესასვლელისკენ ავიღე გეზი. -შენ ერთი შეხედვით იცნობ ადამიანს , მე კი ეჭვიანი გოგოს მზერას-გაიცინა და გაბრაზებულმა გავხედე. -კარგი ,კარგი,დღეს სახლში ბრუნდება მარიამი და დასამშვიდობებლად შემოიარა-ხელები აწია და ისე ამიხსნა. -მეგონა უკვე წასული იყო-კბილებს შორის გამოვცერი და გვერძე გავიხედე მათკენ თვალი რომ არ გამქცეოდა. -დღეს არ უნდა დაელაპარაკო დაჩის?-მოულოდნელად თემა შეცვალა. -და შენ საიდან...-გამიკვირდა ეს რომ მკითხა. -მაკუნამ მითხრა, რომ ამერიაკში გიშვებენ-სევდიანად ამოილაპარაკა. -ჩამოგახრჩობ მაკუნა-ჩუმად დავიმუქრე.-ჰო უნდა ველაპარაკო ,მაგრამ არა მგონია მომისმინოს-დავამატე ნაღვლიანად. -ცადე,იქნებ დღეს მაინც დაგიჯეროს-გამიცინა ბექამ და მანიშნა მე ამ კაბინეტში უნდა შევიდეო. დავრჩი ასე მარტო.გრძელ დერეფანში არეული ნაბიჯებით მივდიოდი, მაგრამ შემეზარა ლექციაზე შესვლა და შემოვბრუნდი.ისევ გასასვლელისკენ დავიძარი და ამჯერად წინ არც ვიყურებოდი,ამიტომაც ვიღაცას ძალიან მწარედ შევასკდი . -ვაი-ამოვიკვნესე, როცა იატაკზე რამდენიმე სისხლის წვეთს მოვკარი თვალი და წარბის ტკივილიც ვიგრძენი. -რამე იტკინე?-ნაცნობი ხმა მომესმა და ტკივილმა გამიარა კი არა ,ერთიანად დავდნი.არა იმიტომ ,რომ ეს დაჩის ხმა იყო,არამედ იმიტომ, რომ ასე მზრუნველად და თბილად ნათქვამი მისგან დიდი ხანია არ გამიგია ჩემი მისამართით.კარგად რომ შევათვალიერე,ეკლებიანი შავი ტყავის კურტკა ეცვა და მეც ერთერთი ასეთი რკინის მსხვერპლი გავხდი, რამაც წარბი გამიხეთქა კიდეც.თუმცა ვერაფერს ვიტყვი. ამ ბიჭის სტილზე ვგიჟდებოდი და უხდებოდა კიდეც. -არაუშავს,კარგად ვარ-ამოვილუღლუღე და გარეთ ძლივს გამოვაღწიე. -ნუ მეწინააღმდეგები და წამომყევი-ჯიტად გამიმეორა და სკამზე ჩამომაჯინა.თვითონ სადღაც გავიდა და მალე პარკით ხელში დაბრუნდა. -შენ რა ასეთებიც გეხერხება ?- გაოცებულმა დავხედე სამედიცინო სპირტს ბამბას და პლასტერს. -ამდენი რამე იცი ჩემზე სოფი და ჯერ კარგად ვერ გამიცანი?-ახლა უკვე ირონიულად ალაპარაკდა და თან ჩემს წინ ჩაიმუხლა. -მეტკინაააა-ამოვიტირე როცა ჭრილობას ცივი სითხე მოხვდა და სასტიკად ამეწვა. -ნუ ფართხალ;ებ და არ გეტკინება -მკაცრად გამაფრთხილა და ბოლო ეტაპიც შეასრულა,პლასტირი დამაკრა წარბის ზემოთ. -ნორმალურად რომ ჩაგეცვა ,ამ ყველაფერს ავიცილებდი-ჩავიბუზღუნე და წამოვდექი. -არ მიხდება ? - ჩაიცინა და გამომწვვად დატრიალდა. -გაკვდება-სარკასტულად ვუპასუხე, მაგრამ მართლა რომ უხდებოდა მაგ ფაქტს ვერ ვუარყოფდი. -იმედია მეტს არაფერ დაიშავებ-შებრუნებულმა ხელი დამიქნია და კარისკენ წავიდა. -მოიცადე ,უნდა გელააპარაკო-მივაძახე, მაგრამ არ შემობრუნებულა ისე მიპასუხა. -მაგ თემაზე შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ და შემეშვი თუ შეიძლება. -ჯიუტი,ხისთავიანი,იდიოტი,ხეპრე,ნაგლი!!!!!!-და სხვა მრავალი.იმდენად გავბრაზდი ,რომ რამოდენიმე წუთის წინანდელი ზრუნვა გადამავიწყდა.მერე კი გული ტკივილისგან შემეკუმშა , ცხვირი ამეწვა და თვალებიც ამიცრემლიანდა.ავტირდი...მას ჩემი მოსმენა არ უნდოდა,მე არ მინდოდა სიმართლე გაეგო,ჩემები კი ქვეყნიდან მგზავნიდნენ.შესანიშნავი იყო,უკეთესს ვერც ვინატრებდი. ტაქსი გავაჩერე და გაბრაზებულმა ჩანთა შიგნით შევაგდე.მძღოლს ჩემი მისამართი ვუკარნახე და და გემრიელად მოვკალათდი სავარძელზე.დანი მალე ქვეყნიდან უნდა წასულიყო ,რადგან დიდი ხნით აქ ვერ გაჩერდებოდა.მაკუნა სულ მხიარულია და ამიტომ იოლად გადაიტანდა ჩემს გადაწყვეტილებას.დაჩის არ ვჭირდებოდი, რადგან ჩემი მოსმენა არ უნდოდა.ბექასთვის რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე.სხვა აქ არაფერი მაკავებდა.ჩემი ვალი ამ ქვეყანაში მოხდილი მქონდა და რადგან დარჩენის მიზეზები გამოილია, გადაწყვეტილებაც უკვე მიღებული მქონდა.შეიძლება ამას გაბრაზბულ გულზე ვაკეთებდი და ამიტომ სწორად ვერ ჩაითვლებოდა,მაგრამ ახლა სხვა გამოსავლას ნადმვილად ვერ ვხედავდი.დედას მივწერე და გავიგე ,რომ მამასთან ერთად სახლში იყო და ჯერ არსად წასვლას არ აპირებდნნენ ,რაც ძლაინ მაწყობდა.ამ ფიქრებში გართულმა მალე მივაღწიე სახლამდე და ისე გადმოვედი , მანქანაში ჩანთაც დამავიწყდა.კეთილმა მძღოლმა გამახსენა და მეც მადლობებით და ბოდიშებით მივბრუნდი.ამოუსუნთქავად გავირბინე სახლამდე მისასვლელი ბილიკი და სახლის კარი იმხელაზე შევგლიჯე ,მეც შემეშინდა.დანი მისაღებში იჯდა ,ამიტომ გაკვირვებულმა და ცოტა არ იყოს დამფრთხალმაც გამომხედა. -წამოდი-მკაცრად მივამრთე და ხელი ჩავავლე.-მშობლები მამას კაბინეტში არიან ხო?-ვკითხე და დასტურის შემდეგ იმ ოთაისკენ ავიღე გეზი. -სოფი რამე მოხდა?უნივერსიტეტში არ უნდა იყო ?-მკითხა შეშნიებულმა დედამ და ჩემსკენ წამოვიდა. -გადაწყვეტილება მივიღე,არ დამჭირდება ერთი კვირა,ახლავე დამიჯავშნეთ ბილეთები.ხვალ მე და დანი ამერიკაში მივდივართ! ბოდიში დაგვიანებისთვის,ჩაქოლვის ღირსი ვარ ვიცი :დ დრო არ მრჩება ბოლო დღეებში და ამიტომ მალმალ ატვირთვას ვერ ვახერხებ მაპატიეთ :დ იმედია ახალი თავით ისიამოვნებთ^^მადლობა რომ კითხულობთ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.