ყველა ფერი {2}
ოცდახუთი წლის დინა დაშნიანი ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა,სადაც თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე საყვედურს იღებდა,რა თქმა უნდა დაგვიანებაზე თორემ ისე სანიმუშო თანამშრომელი ბრძანდებოდა ქალბატონი დაშნიანი.რა ქნას სადაც არ უნდა მივიდეს ხუთი წუთით სულ აგვიანდება,როგორ ადრეც არ უნდა დაიწყოს მზადება,ნელნელა ყველა მიეჩვია მის ამ ჩვევას მაგრამ ზოგჯერ მაინც კარგად შეჯორავენ ხოლმე იქნებ ჭკუა ისწავლოსო. სამსახურში მისულს როგორც ყოველთვის ზურაბმა გაუღო კარები თავისი იდიოტური ღიმილით და დაჟინებული მზერით,ვერ იტანს ამ კაცს დინა,ლამის შვილად ეკუთვნის ეს კი ორი წელია უკვე მასთან ფლირტის გაბმას ცდილობს.რომ დაუკვირდეს არც ისეთი დიდია,მხოლოდ თერთმეტი წლითაა მასზე უფროსი,თან სიმპატიურიცაა,შეიძლება დარაჯად მუშაობს მაგრამ დინა ფინანსურ მდგომარეობას არასდროს ანიჭებდა უპირატესობას,მთლიანობაში არ იყო ცუდი კაცი,მაგრამ სვანის თვალში მას ერთი დიდი მინუსი ჰქონდა,რომელსაც ვერაფრით შეცვლიდა ზურაბი- ის ქერა იყო ! ზოგისთვის ეს შეიძლება მხოლოდ თმის ფერი იყოს,მაგრამ დინა ვერ იტანდა ქერა კაცებს,არასდროს მოსწონებია გარეგნულად ქერა ბიჭი, ასეთი საშინელი წიკი ჰქონდა ბავშვობიდან და რა ქნას. ოთახში შევიდა და გოგოები საერთო სალმით მოიკიტხა. ერთ კაბინეტში სამნი მუშაობდნენ, დინა, ნინო და მარიამი.ადრე ოთხნი იყვნენ ,მაგრამ რაც ნატაც მათთან ერთად მუშაობდა,მაგრამ ცოტა ხნის წინ გათხოვდა ქალბატონი და ახლა უკვე პატარას ელოდება ასე რომ დააწვა ქმარს კისერზე როგორ ნინო იტყოდა.დინასთვის ეს სამი ადამიანი იყო ყველაზე ახლობელი მშობლების შემდეგ და მათი მეორე ნახევრები, რომელთან ერთადაც ატარებდნენ ლანჩის დროს ყველთვის გოგოები,მიუხედავად იმისა რომ დინას მეწყვილე არ ყავდა და მეცამეტე გოჭივით არასდროს უგრძვნია მათთან ერთად თავი,რადგან ბიჭებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვიდივე ერთად ოჯახივით იყვნენ. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მარიამმა გოგონები ფეხზე წამოაგდო - აბა სწრაფად უფროსის კაბინეტში რაღაც საქმე აქვსო -ოჰ იმედია ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით გვეძახის, სიცილით ჩაილაპარაკა ნინომ -როგორ არა, იმედი არ დაკარგო შენ - სიცილითვე გამოეპასუხა დინა და ფრთხილად დააკაკუნა უფროსის კარზე - შემოდით გოგოებო- გაისმა ლელას მკაცრი ხმა ოთახიდან. ერთი დაიჯღანეს ერთდროულად და შევიდნენ უფროსის კაბინეტში სადაც ერთი უცხო პიროვნება დახვდათ,თანაც ძალიან სიმპათიური, ნინომ დინას მკლავი გაკრა და მხოლოდ მაშინღა მოაშორა ქალბატონმა მზერა თავის თაბახის ფურცლებს რომელიც მოუხერხებლობის გამო შემოსვლისას დაუვარდა. თაბახიც დაავიწყდა და მგონი ისიც სად იმყოფებოდა. მხოლოდ უცნობის შავ თვალებს ხედავდა რომელიც სათითაოდ ათვალიერებდა ოთახში შემოსულ გოგოებს . ახლა მარიამმა უჯიკა დინას გამოსაფხიზლებლად და ისიც სასწრაფოდ დაიხარა ფურცლების ასაღებად თან თავის თავს წყევლიდა გონებაში: -ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა .. რამ გამომაშტერა კი მაგრამ ასე,იმედია იმ ბიჭს არ შეუმჩნევია. ისე კაი უზრდელი ვინემ კი იქნება, არ შეიძლებოდა მომხმარებოდა იდიოტი?! როგორც იქნა ლელამ ხმა ამოიღო და ერთმანეთს წაურდგინა ოთახში მყოფნი- გაიცანით გიგა ავალიანი, ის დაიკავებს ნატას ადგილს,ერთ ოთახში მოგიწევთ მუშაობა ასე რომ იმედი მაქვს კარგად გაუგებთ ერთმანეთს დაკსირებულ მოვალეობას ოთხივე ერთად სანაქებოდ შეასრულებთ. -სასიამოვნოა, მარიამ გოცირიძე, გაეცნო მარიამი და ხელი ჩამოართვა ღიმილით მომზირალ გიგას,შემდეგ კი ლელას მიუბრუნდა- რა თქმა უნდა ქალბატონო ლელა ჩვენ თავს არ დავზოგავთ. -ნინო ამაშუკელი,სასიამოვნოა ,ასევე ხელი ჩამოართვა ნინომაც და ახლა აშკარად დინას ჯერი დადგა,რომელიც ისე ანერვიულდა გეგონება გასაცნობად კი არ მიდის ცოლად მიყვებაო,ისე მაგაზეც არ იტყოდი უარსო წაისისინა ალტერეგომ და დინა საგრნობლად წამოხარდა,თან დილით გაკეთებულ სულ მცირე მაკიაჟს მადლობას უხდიდა,რადგან ნაკლებად შესამჩნევი გახდა მისი სიწითლე. მაინც თავდაჯერებულად წარმოსთქვა და როდესაც ხელის ჩამორთმევის ჯერი დადგა ერთი გააკანკალა გიგას დიდი და დაძარღვული ხელების დანახვისას, სწორედ ისეთია როგორიც დინას მოსწონს მამაკაცში,ვერ იტანს როდესაც კაცს ქალივით პატარა და ნაზი ხელი აქვს. დინას ხელი საერთოდ ჩაიკარგა გიგას ტორში,თანაც ეს კანკალი ვერაფრით მოიშორა სვანმა,რა ჯანდაბა მეტაკაო კიდევ ერთხელ გაიფიქრა და სასწრაფოდ დაიხსნა თავისი ხელი რომელიც საგრძნობლად გაოფლიანებოდა ნერვიულობისგან,თუმცა რომ გეკითხათ რა განერვიულებდაო ხმას ვერ გაგცემდათ. ფიქრებიდან ისევ ლელას ხმამ გამოიყვანა და დინამ გონებაში მადლობა გადაუხოდა მის პატრონს,რადგან მასზე მომზირალი მამაკაცის მზერამ ლელასკენ გადაინაცვლა და შვებით ამოისუნთქა დაშნიანმა. -ნატა როგორც იცით თქვენს ჯგუფში უფროსი იყო, ასევე იქნება გიგაც. ის გადაგინაწილებთ საქმეს და საბოლოოდაც მასთან მოგიწევთ ყველაფრის შეთანხმება, მოკლედ წარმატებები და დაუბრუნდით სამუშაოს,ხო გიგასაც აჩვენეთ თავისი მაგიდა თუ შეიძლება,ღიმილით დაასრულა საუბარი ლელამ და ყველას ანიშნა შეხვედრა დამთავრებულიაო. ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს კაბინეტი და თავიაანთ ოთახში შეიყუჟნენ. -მოკლედ გიგა ეს არის შენი მაგიდა, კომპიუტერი საბუთები,ყველაფერი ადგილზეა. გიგას დაბინავება ნინომ ითავა- თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს,თუმცა შენ ხომ უფროსი ხარ ფაქტობრივად რისი უნდა მოგერიდოს,გაიცინა ნინომ და თავის მაგიდას დაუბრუნდა - უფროსი და მზგავსი მიმართვები არ არის მგონი საჭირო ჩვენში,ჩვეულებრივად სახელით მომმართეთ გოგოებო,ღიმილით თქვა გიგამ,თუმცა მაინც იგრძნობოდა მასში სიმკაცრის თუ თავდაჭერილობის ნოტები,ჯერ ვერ გაარკვია დინამ,რომელიც არაფრის დიდებით არ სწევდა თავს საბუთებიდან ,აშკარად არ უნდოდა მამაკაცისთვის შეეხედა,რაც გოგოებმაც იგრძნეს და გაოცებულები ზვერავდნენ დაშნიანს. „მოვა ქალბატონო ლანჩის დრო და მოგიწევს აჭიკჭიკება იცოდე“ ტელეფონზე სმს გაუგზავნა მარიამმა დინას თან თვალი ჩაუკრა ეშმაკურად მომღიმარ ნინოს. დინამ ერთი დაუბღვირა ორივეს და ისევ თავის საბუთებს მიუბრუნდა. ლანჩის დრო რომ მოვიდა გიგასაც შესთავაზა მარიამმა მათთან ერთად გასვლა,თუმცა მან უარი განაცხადა,უკვე შეთანხმებული ვარ,აუცილებლად უნდა ვნახო მეგობარიო,რაც სამივეს გაუხარდა,მშიდად გამოკითხავდნენ დინას თუ რა ჯანდაბა დაეტაკა ცოტა ხნის წინ. იქვე მყოფ კაფეში დასხდნენ და შეკვეთის მიცემის შემდეგ ორივე დინას მიუბრუნდა: - აბა დაშნიანო დაფქვი ყველაფერი ახლა სანამ ბიჭები მოსულან, შეტევა დაიწყო ნინომ -ოჰ ბიჭებთან რას ამბობ გრცხვენია შენ ლაპარაკი რა, ყურადღების გადატანას ცდილობდა დინა რადგან თვითონაც არ იცოდა რა მოხდა ცოტა ხნის წინ - ნუ ცდილობ ქალბატონო თემის გადატანას მიდი ახლა გისმენთ, ახლა მარიამმა დაიწყო გამოკითხვა -არ ვიცი,დარცხვენით ჩაილაპარაკა დინამ ნინოს და მარიამს გაეღიმათ და თითქმის ერთდროულად შესძახეს - მოგეწონა ხო? -მგონი ხო, არა უბრალოდ კი არ მომეწონა,არ ავერ აგიხსნით ამას, თითქოს ჩავიკარგე მის თვალებში, ყველაფერი დამავიწყდა როცა მას შევხედე და აი შეხებისას საერთოდ კანკალი ვერ შევიკავე რა ჯანდაბაა ეს ? შეიძლება უცნობ ადამიანთან ასეთი რამე დაგემართოს? იმედიანი თვალებით შეხედა გოგოებს და პასხუს მათგან ელოდა რომელმაც არ დააყოვნა და შეაშინა კდიეც ქალბატონი დაშნიანი ნინომ ერთი დაუსტვინა და განაჩენი გამოუტანა მეგობარს - ერთი ნახვით შეგიყვარდა მგონიო დინას გაოცებული სახის დანახვისას მარიამიც მიეშველა მეგობარს -რა გითხრათ აბა სხვა დინა, მე მასეთი რეაქციები მარტო ლაშას დანახვისას მაქვს და სხვა რა უნდა იყოს შენი აზრით? -ვინმემ ლაშა ახსენა აქ? ღიმილით დაიხარა და შუბლზე აკოცა მარიამს საქმრომ ერთმანეთი გადაკოცნეს და ყველა თავის ადგილზე მოთავსდა -აბა რაზე ჭორაობთ გაგვიმხილეთ- ინტერესით შეხედა ბექამ გოგოებს,თან ცალი ხელი ნინოს მხარზე მოათავსა ინსტიქტურად -მგონი დინა შეყვარებულია- სიცილით ამცნო მარიამმა მეგობარს რასაც ბიჭების გაოცებული სახეები მოყვა -მოიცა ის ახვ*** ვაკო შეგიყვარდა? სკამზე წამოიწია ლაშა -რა ვაკო რა სისულელეა,მაგას დღეს უნდა ვუთხრა რომ არაფერი გამოგვივა,უპასუხა დინამ -კიდევ კაი ტო გამისკდა გული,სიცილით თქვა ბექამ,აბა ვინ არის ის ბედნიერი შენი გულის გალღვობა რომ მოახერხა დედოფალო?,ხუმრობის ხასიათზე დადგა ბექა -ვინ და დღეს ნატას ადგილზე ლელამ ვიღაც გიგა ავალიანი დანიშნა და მან ერთი ნახვით მოგვიჯადოვა სვანი ,მზეთუნახავი,სიცილითვე ამცნო ნინომ ახალი ამბავი ბიჭებს -ორი სვანი ერთად წარმომიდგენია,დაუსტვინა ლაშამ და ყველას სიცილი აუტყდა. მეგობრებმა მოახერხეს დაშნიანის ამქვეყანაზე დაბრუნება,თუმცა კაბინეტში დაბრუნებისას ისევ ისე დაიმორცხვა დინამ და ექვს საათამდე თავი არ აუღია სამუშაო მაგიდიდან. სამსახურის მერე ვაკო ნახა ერთ-ერთ კაფეში,ყველანაირად ეცადა ისე აეხსნა ყველაფერი რომ გული არ ტკენოდა და თავაზიანად დაემშვიდობა მამაკაცს,რომელიც აშკარად არ ელოდა რომ დინა უარს ეტყოდა ურთიერთობაზე და ჯერ კიდევ გაოცებული იჯდ მაგიდასთან თბილი საღამო იყო და ფეხით დაუყვა სახლის გზას,თან გიგაზე ფიქრები აეკვიატა და ვეღარაფრით მოიშორა. სახლში მისულმა სააბაზანოს მიაშურა და რომ არა თავისი ჩვევა გაუხდელადვე მიწვებპდა ალბათ ლოგინზე. თუმცა როგრც ყოველთვის მაინც გადაივლო წყალი,შემდეგ კი დაღლილი გადაეშვა საწოლში, დღეს აშკარად განსაკუთრებულად დაიღალა და ეცადა მაშინვე დაეძინა. ასე თუ გავაგრძელებ ალბათ საერთოდ ჩამოვხმებიო გაიფიქრა ძილ-ბურანში მყოფმა დინამ, რომელსაც ახლაღა გაახსენდა რომ საღამოს საერთოდ არაფერი უჭამია,თუმცა ფიქრი ფიქრადვე დარჩა და მალევე გადაეშვა სიზმრებში სადაც ავალიანის შავი თვალები მოსვენებას არ აძლევდნენ. ესეც მეორე თავი,იმედი მაქვს ისიამოვნებთ სიყვარულით თქვენი მალაიზია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.