შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები სიყვარულს მეტყველებენ 8


3-03-2015, 00:36
ავტორი blackboss
ნანახია 3 218

მათი მყუდროება ტელეფონის ზარმა დაარღვია.
ელენეს ტელეფონი იყო.
-..........................................
-დიახ ვიცნობ დემეტრე არაბულს
-............................................
ელენე გაშეშდა, გალურჯდა, გამწვანდა... სახეზე ცისარტყელას ფერები გადაუვიდა. ბერდიას ძალიან შეეშინდა. ასეთი ელენე ჯერ არასდროს ენახა. ვერაფერს ვერ ამბობდა გახევებული იდგა. ბოლოს ბერდიამ ერთი გემრიელად რომ აჯანჯღარა მერეღა გამოფხიზლდა.
-ელენეე-უკვე აფეთქების პირას მყოფი ბერდია მთელ ხმაზე ღრიალებდა
-ბერდია...... ბერდია..... დემეტრე... ის... ის
ბერდიას დემეტრეს ხსენებისას თვალები გაუფართოვდა. აღარაფრის თქმა აღარ დააცადა ელენეს ხელი ჩასჭიდა და მანქანისკენ გაქანდნენ. როგორც კი მათ ადგილებზე მოთავსდნენ ეგრევე მოსწყდნენ ადგილს. სხვა დროს თუ გზას 15 წუთს მოანდომებდნენ ახლა 3 წუთში ადგილზე იყვნენ....
ელვის უსწრაფესად შევარდნენ საავადმყოფოში. მიმღებში იკითხეს დემეტრეს პალატა. წამებში გაჩნდნენ მეოთხე სართულზე. დერეფანში დემეტრეს ძმაკაცები იდგნენ.
ელენე უკვე უკონტროლო იყო. ერთ-ერთ ბიჭს თუ არ ვცდები ვატოს მივარდა ამ სიფრიფანა გოგომ იმხელა აყლაყუდა ისე აჯანჯღარა მგონი ტვინი გამოულაყა. ვატოს რეაქცია არ ჰქონდა. უცებ ელენეს ერთი ბიჭი მიუახლოვდა
-ელენე შენ ხარ?-ინტერესით ჰკითხა
ელენემ მუდარით აღსავსე მზერა მიაპყრო
-გთხოვ მითხარი გთხოვ შენ მაინც ამიხსენი რა ხდება!-თვალებამღვრეულმა კიარ უთხრა ფაქტიურად უღრიალა ელენემ
ბიჭიც არანაკლებ აღელვებული ჩანდა.
-წამოდი გარეთ და ყველაფერს მოგიყვები
ელენე უხმოდ გაჰყვა.
-მე და დემეტრე ბავშვობიდან ერთად მოვდივართ-ეგრევე შეატყობდით თუ როგორ უჭირდა საუბარი-ისე გავიზარდეთ რომ ერთმანეთის ტკივილს, დარდს და ბედნიერებას ვიზიარებდით. ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ვერც კი გამოვხატავ სიტყვებით მის გადატანილ ტკივილს და დარდს. ცხოვრებამ დაუმსახურებლად დასაჯა ასე. არ მესმის ღმერთმა ასე რატომ გაწირა... სწორედ მაშინ, მაშინ როცა ცოტა ამოისუნთქა... სწორედ მაშინ როცა უკვე გულწრფელად ღიმილი ისწავლა და ცხოვრებით ტკბებოდა ძალიან ცუდად გახდა... ჯერ თბილისის მერე კი მთელი ევროპის საავადმყოფოები მოიარა... მაგრამ საშველი არსაიდან იყო. -უკვე ცრემლები ახრჩობდა - მას ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა....
თავიდან ეს რომ უთხრეს იცი რა თქვა? -მწარედ ჩაეცინა- ჩემს ძმას რა ეშველება ცოდოა მარტოობისთვისო... მან იმდენი გადაიტანა და მაინც წმინდა გული შერჩა. ეგ მიკვირდა მუდამ და მაგას ვაფასებდი მასში ყველაზე მეტად... მოკლედ გავიგეთ რომ დაახლოებით 6 თვეღა ჰქონდა დარჩენილი. ამ ამბის შესახებ არავინ იცოდა. მისი გარეგნობის გამო გოგოები არ აკლდა, მაგრამ ის გულს ვერცერთს უდებდა... მერე... მერე კი... შენ გამოჩნდი... ალბათ ერთადერთიც იყავი ყურადღებას რომ არ აქცევდი და სწორედ მაგით მიიპყარი მისი ყურადღება. მაშინ როცა შენ მისი ვინაობაც არ იცოდი მან ისიც კი იცოდა ყავაში რამდენ კოვზ შაქარს იყრიდი, როდის იძინებდი ან როდის სად მიდიოდი. ის შენით ცოცხლობდა. შენს სახლთან ათენებდა ხოლმე რომ უბრალოდ ეყურებინა შენი ფანჯრისთვის. შენ აჩუქე ეს 1 წელი. არადა ერთი წლის მკვდარი უნდა იყოს ახლა გესმის?-შეშლილი სახით შეხედა ელენეს.-შენ რომ გაგიცნო ეგეთი ბედნიერი არასდროს მინახავს... გეგონება თავიდან დაიბადაო... უხაროდა, რომ სულით ათასჯერ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე გარეგნულად... უფრო შეუყვარდი. მაგრამ მაგის და ვერ იმის თქმას ვერ ბედავდა რომ ეთქვა მის დაავადებაზე... უბრალოდ ვერ შეძლო... ამბობდა ვერ ვუყურებ სევდიანსო... ის შენ სევდაზე ღელავდა როცა ტკივილისგან გული მისდიოდა...-უკვე ცრემლები ნიაღვრად მოდიოდნენ მის ლოყებზე- უბრალოდ მეტს ვეღარაფერს გეტყვი... ყველაფერი ამ წერილშია...
და ელენეს კონვერტი მიაწოდა, რომელიც ეტყობოდა როგორ სათუთად იყო გამზადებული მკითხველისთვის.
ელენე? ელენე ადგილზე მიყინულიყო... დემეტრე... ჩემი სევდიანი დემეტრე... დემე... მარტო ამას იმეორებდა-კარგად იქნები დემე... დილით ისევ მომწერ ხოლმე დილამშვიდობისას და ღამით ისევ მისურვებ ტკბილ ძილს...
შეშლილივით ლაპარაკობდა ელენე... ბოლოს თითქოს გამოერკვა...
-ახლა? ახლა მითხარი რომ მალევე გამოწერენ და რომ ისევ ჩემს გვერდით იქნება... მითხარი...
ბიჭს სივრცეში გაეყინა მზერა...
-მე მხოლოდ იმას გეტყვი რომ ის სულ შენს გვერდით იქნება და განსაცდელის ჟამს არასდროს მიგატოვებს... ის ადამიანი კი არა ანგელოზი იყო. მასსავით წმინდა არავინაა და ვერც ვერავინ იქნება. ის... ელენე დემეტრე აღარაა...
ამის თქმა იყო და ადგილიდან წამოხტა ბიჭი და ხეს მთელი ძალით მიარტყა ხელი...
ელენე კი ადგილზე გახევებული დატოვა... ,,აღარ არის“ მხოლოდ ეს ჩაესმოდა გონებაში... მხოლოდ ეგ სიტყვები მეორდებოდა... აღარც ფიქრი შეეძლო და აღარც აზროვნება...
მგონი უკვე ვთქვი რომ ყოველთვის კარგს ცუდი და ცუდს კარგი მოყვება... რამდენადაც კარგად ხარ იმდენად ცუდი რამ შეგემთხვევა...
როგორც იყო ელენემ ცხოვრებას გემო გაუგო, როგორც იქნა ის ნამდვილად ბედნიერი იყო რომ ეს ამბავი მოხდა... დემეტრეზე ვერ იტყოდა რომ მასზე შეყვარებული იყო... უბრალოდ ის ადამიანი ბევრს ნიშნავდა ელენესთვის. პოზიტივს ასხივებდა. არავის აჩვენებდა რა სტკიოდა და რა არ უხაროდა. ის.... ის უბრალოდ ყველა არ იყო... ის დემეტრე არაბული იყო..!

ელენეს ნაცნობი სურნელი ეცა. უცებ გამოფხიზლდა აიხედა და ბერდია იყო... გვერძე მიუჯდა და წერილზე გააჩერა მზერა. მერე ელენეს მიაპყრო მზერა. ელენე უხმოდ მიუხვდა წადილს და წერილი გაუწოდა. ბერდიამ კი ხმადაბლა დაიყო კითხვა...
,,ელენე...
არც კი იცი ახლა როგორ მიმძიმს ამ წერილის დაწერა, მაგრამ თავს ძალა დავატანე. უბრალოდ არ შემეძლო შენთვის ეს ყველაფერი პირისპირ მეთქვა, მაგრამ არც ის შემეძლო დაუმშვიდობებლად წავსულიყავი... ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში მზის სხივი ხარ. შენ გაანათე ჩემი შავ-თეთრი ცხოვრება და ნეტავ იცოდე როგორი მადლიერი ვარ შენი. შენი ერთი ღიმილი ჩემი გახანგრძლივებული სიცოცხლე იყო და ამიტომაც გთხოვდი რომ ხშირაად გაგეღიმა. ახლაც შენი სახე მიდგას წინ და ვიტირო თუ გავიღიმო აღარ ვიცი. მაგრამ მაინც ვიღიმი... ღმერთს ვერ განვსჯი რატომ მომივლინე ამდენი განსაცდელი-თქო. პირიქით... მისი უზომოდ მადლიერი ვარ, მაინც არ დაიშურა ჩემთვის შენი ღიმილი, შენი აგმოხედვა და ცოტახნით, თუმცა მაინც გამომიგზავნა შენი თავი... მთელი გულით მინდა რომ ბედნიერი იყო. იმედია, ცხოვრება შენ მაინც დაგინდობს. ბოლოს რომ შეგხვდი გახსოვს რა გთხოვე? რომ არ დაგევიწყებინე და ჩვენს ადგილასაც ხშირად მისულიყავი.... მე შენგან მხოლოდ ამას ვითხოვ. მე შენთვის არასდროს მითხოვია რომ შეგეყვარებინე. ამდენად ეგოისტი არ ვარ, რომ შენთვის თავი შემეყვარებინა და მერე უბედური დამეტოვე... უბრალოდ გახსოვდე... ეს ჩემთვის საკმარისია... იცოდე, რომ შენ ჩემი ბედნიერება ხარ!!!
შენი დემეტრე არაბული...“

.........

მთელი თბილისი შეძრა დემეტრეს სიკვდილმა. ადამიანს ვერ ნახავდით რომ მასზე ცუდი დასცდენოდა რამე. ის ყველას უყვარდა. მალევე დაკრძალეს და გულზე სამუდამოდ დააყარეს მიწა...
ადამიანი რაა? მიწა ვართ და მიწად ვიქცევით.არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვიცხოვრებთ. ორი დღეც რომ იცოცხლო მთავარია ისე გარდაიცვალო რომ შენი სახელი მუდამ თბილად მოისენიონ. მთავარია შენი ღირსება არასდროს დაკარგო თორემ დანარჩენი მეასე ხარისხოვანია...
ზუსტად ორი კვირა ათენებდა და აღამებდა ელენე სასაფლაოზე... იქიდან ვერავის მოჰყავდა. ორი კვირის შემდეგ ბერდია ავიდა მოთმინებადაკარგული
-ელენე ახლა კარგად მომისმინე... ვიცი რომ გიჭირს... დემეტრეს მეც კარგად ვიცნობდი და დამიჯერე გული მეც დაფლეთილი მაქვს. მაგრამ დაფიქრდი გოგო იქნებ ახლა სადაცაა იქ უკეთესად არის? ისე იცხოვრა რომ სამოთხეში ვიზადარტყმული დაწიდა... განა იქ უკეთესი არაა? დაფიქრდი და ცოტა მოტვინე. ახლა მან იქ ის იპოვა რასაც აქ მთელი 23 წელი ეძებდა. მან იქ სიმშვიდე და ბედნიერება იპოვა. ახლაც ჩვენ გვხედავს და დარწმუნებული ვარ მისი ერთადერთი დასტკივარი შენ ხარ. მას შენ სტკივხარ რომ ასე იუბედურებ თავს. ადამიანი საერთოდ ორჯერ კვდება. პირველად მაშინ როცა ამქვეყნიდან სხვა განზომილებაში გადადის და მეორეჯერ მაშინ როცა ივიწყებენ... ვიცი, რომ დემეტრეს მეორე სიკვდილი არ მოუწევს რადგან ის აქ-და ბერდიამ გულზე ხელი მიიდო-აი აქ მუდამ იცოცხლებს. ახლა კი ცოტა დაფიქრდი რას აკეთებ. ელენე!!! ადექი ახლავე სახლში მივდივართ!

ელენე ერთხანს გაოცებული უყურებდა. მერე საფლავს მიუბრუნდა და მიწაზე დაწვა თან მიწას ხელებს უსვამდა და თავისთვის ჩუმათ ბუტბუტებდა ასე დაახლოებით 10-15 წუთი იყო. მერე ადგა ბერდიას შეხედა ოდნავ თუმცა მაინც შესამჩნევად გაუღიმა და სასაფლაოდან წამოვიდა... სახლში შედარებით დაწყნარებული მივიდა. მართალია დემეტრეს დაკარგვა ჯერ არ მოუშუშებია, მაგრამ ბერდიას სიტყვებმა ცოტა მხნეობა შეჰმატეს.
სააბაზანოში შევიდა და იქიდან კარგა ხანი არ გამოსულა. ცხოვრების რაობაზე ფიქრობდა მთელი 3 საათი. არა აშკარად ისე არ აზროვნებდა როგორც 17 წლის გოგო უნდა აზროვნებდეს... ის ისე ფიქრობდა როგორც ალბათ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანიც კი ვერ იფიქრებს. ასე ფიქრი კი უბრალოდ ცხოვრებამ ასწავლა.

წყალი როცა გაცივდა მერეღა გამოერკვა. გამოვიდა, პიჟამოებში გამოეწყო და საწოლში შეწვა. ამ მთელი დროის განმავლობაში ლომისა საზღვარგარეთ იყო შეხვედრებზე და ამიტომაც ელენეს სახლში მარტო ყოფნა უწევდა. რაც უკვე გაუსაძლისიც კი იყო. სწორედ ამ დროს ბერდიასგან მესიჯი მოუვიდა
-ელე მიდი კარები გამიღე
-შემოდი ღიაა

ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გაეხარდა ბერდიას მესიჯი. მარტო ყოფნა უკვე ზარავდა და ახლა გვერდში ვინმე სჭირდებოდა და ეს თუ ბერდია იქნებოდა ხო მთლად უკეთესი.

კარების ხმა გაიგონა და ადგა საწოლიდან. შემოსასვლელში გავიდა და უკვე შემოსული ბერდია დაინახა. ბერდიამ თვალები ჭყიტა. პირველად ხედავდა ელენეს ასეთ ზედმეტად გამომწვევ ფორმაში. ძალიან მოკლე შორტი და მოშვებული, ცოტათი გამჭვირვალე ტოპი ეცვა. როგორც კი შეხედავდით ეგრევე დაინახავდით რომ ელენე ულიფოდ იყო. რა ქნას უყვარს გოგოს კომფორტი. ელენე როცა ბერდიას მწველ მზერას წააწყდა ეგრევე გაახსენდა რა ფორმაშიც იდგა და ძაააააააალიან შერცხვა. ასეთი სირცხვილი არასდროს უჭამია. უთქმელად ეგრევე ავარდა ოთახში და მოსაცმელი მოიცვა. ოთახში დაბრუნდა და იგივე პოზაში მდგარი გაშტერებული ბერდია დაინახა. ცოტათი გაეცინა მარა მერე ისევ გაახსენდა თუ როგორ დახვდა და მთლიანი სახე გაუწითლდა და თავი სასაცილოდ ჩახარა.
ბერდია ელენეს სურნელზე გამოფხიზლდა, რომელიც ოთახში წამებში დატრიალდა. როცა დაინახა რომ ელენე ასე იყო გაწითლებული გულში ახარხარდა. მას მიუახლოვდა, ისე მიუახლოვდა რომ ელენეს სახეზე ბერდიას ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა. ელენემ გააზრებაც კი ვერ მოასწრო ისე დაუტოვა ბერდიამ სველი კოცნა ყელში. ამაზე შეკრთა პეპლები მონაგონი იყო. თითქოს ელენეს სხეული დინოზავრების ჯოგმა გადათელაო ისეთი გრძნობა ჰქონდა და ეგრევე უკან გახტა. ბერდიას ელენეს ქცევაზე გაეცინა. რა ქნას ამ პატარა გოგომ თუ ბიჭთან, მითუმეტეს მისთვის უკვე ძალიან საყვარელ ბიჭთან, ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ბრინჯივით იბნევა.
ბერდიამ ელენეს დაბნევა ცოტა ხნით გადადო და გამოფხიზლა
-აბაა ელე ფილმს ვუყუროთ?-და წარბები აათამაშა
-კარგი-სიმოვნებით დაეთანხმა ელეც
-მაშინ უკომენტაროდ! საშინელებათა ფილმს ვუყურებთ-და თითი ჰაერში სასაცილოდ ააფრიალა
ელენემ ერთი თვალები გადაატრიალა კარგი ჯანდაბასო და ორივე მოკალათდა დივანზე. პირველი ნახევარი საათი ისეთი არაფერი მაააგრამ მერე დაიწყო თუ დაიწყო. აღარ იცოდა სად გამქრალიყო ელენე და ბერდიას მთელი ტანით ეკვროდა და განსაკუთრებულად საშიშ მომენტებზე ერთს შეხტებოდა რაზეც ბერდია უფრო ხალისობდა. მაგრამ ელენე ისე შეუბღვერდა ხოლმე ბერდო ხელებს დანებების ნიშნად მაღლა წევდა.
როოოოგორც იქნა დდასრულდა ფილმი და ელენემაც ამოისუნთქა თუმცა სულ რამდენიმე წამით... რადგან მერე სულ ის საშინელი კადრები ეჩვენებოდა. ბერდიას სთხოვა რომ მასთან დარჩენილიყო. ლოგინი ლომისას საწოლზე გაუშალა. თვითონ კი თავის ოთახში გავიდა. შუაღამეს საკმაოდ იყო გადაცილებული წვიმა და ჭექა-ქუხილი რომ დაიწყო. ელენეს კი ჯერაც არ ეძინა. რა თქმა უნდა იმ საშინელებათა ფილმის ნახვის შემდეგ ვერ დაიძინებდა... სულ ის საშინელებები ელანდებოდა. ცაზე დიდად დაიკლაკნა ხაზი გაიელვა და იმხელაზე დაიგრუხუნა ელენე რამის საწოლიდან გადმოყირავდა. არა... მეტის გაძლება შეუძლებელი იყო. ადგა და ბერდიასკენ აიღო გეზი. კარებთან 5 წუთი იდგა ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. უცებ კიდევ დაიჭექა და დაკაკუნება მონაგონი იყო დაფეთებული შევარდა ოთახში.
-ბერდიაა ბერდია გაიღვიძე რა-სახე დაჭყანა და თან ისე ეძახდა. მერე მიუახლოვდა და სახეზე შეეხო. ბერდიას თავიდანვე გაეღვიძა მაგრამ თავი მოიმძინარუნა აინტერესებდა რას იზამდა.
-ოოხ ჯანდაბა რა გაგუდულს სძინავს. მაყურებინა რაღაც საშინელებებს თვითონ არხეინად სძინავს, მე კიდევ მთელი ღამე ეგრე გავათენე. -სასაცილოდ ბუტბუტებდა ელენე
კიდევ ერთხელ დაიქუხა და ქარი ძლიერად ამოვარდა, ხეების ტოტები სახურავს შეეხო და საშინელი ხმა გამოსცა. ელენემ ერთი შეჰკივლა და გაუთვითცნობიერებლად ბერდიას საწოლში შეუხტა და მთელი ტანით აეკრო.

ვერ გეტყვით ელენე ამ დროს რას გრძნობდა მაგრამ ბერდიას სიამოვნებისგან გააკანკალა. ელენე მიხვდა რომ არ ეძინა, მაგრამ ახლა ჩხუბისთვის არ სცხელოდა და უფრო აეკრო. ბერდია მიხვდა რომ თამაშს აზრი არ ჰქონდა და ელენეს თვითონაც ხელები მოჰხვია. როცა იგრძნო ელენეს სახეზე სისველე თვალებგაფართოებულმა დახედა. ელენე ტიროდა.
-ელე ჩემო პატარა რა გატირებს?-გაოგნებულგაოცებულმა შეხედა
-შენ... შენ... რომ... მაყურ ებ... ინე იმმ ფიილმს ძაძალლიან მეშინია-სასაცილოდ ლუღლუღებდა ელენე
ბერდიამ ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-კაი ელე დაწყნარდი მე შენთან ვარ.- კიდევ უნდა ეთქვა რაღაც რომ ელენეს მშვიდი ფშვინვა გაიგო.
რა უცებ დაეძინა ისევ პატარა ბავშვია-გულში სითბო ჩაეღვარა ბერდიას და ელენეს სურნელოვან თმებში ჩაერგო თავი.


ამ ღამით განსაკუთრებულად ტკბილად ეძინა ორივეს
დილით ელენეს ბერდიაზე მოკალათებულს გაეღვიძა ისე სიამოვნებდა მისი თანაბარი სუნთქვის და გულის რიტმული ცემის მოსმენა. ბერდიას მკერდზე თითებით უცნაური კონტურების ხაზვა დაიწყო და მალევე იგრძნო ბერდიას აჩქარებული გულის ცემა რაზეც თვითონაც აუჩქარდა გული.
-ვიცი რომ გაიღვიძე-ჩაიბურტყუნა ელენემ- და ეს შენი მარწუხებივით ხელები გასწიე თორემ ვეღარ ვსუნთქავ
-დილამშვიდობისა ელე -გაეკრიჭა ბერდია- ისე მეუბნები გეგონება მე შემოგივარდი წუხელ ოთახში და მე შემოგიხტი საწოლში. მმმ თან ისე ჩამეხუტეე-არ წწყვეტდა ბერდია ელენეს გაბრაზებას. ელენე კი უფროდაუფრო წითლდებოდა.
ელენე პლედს გადასწვდა შემოიხვია და ოთახიდან გავიდა. ორივემ გამოიცვალა. სანამ ბერდია შხაპს იღებდა ელენე საუზმეს ამზადებდა. ბერდია უკნიდან მიუახლოვდა ელენეს და მუცელზე ხელები შემოაჭდო
-იცი რომ ჩემს სამზარელოს უფრო მოუხდები?-და ცხვირი ელენეს თმაში ჩარგო და მისი სურნელით გაივსო ფილტვები
ელენეს სიამოვნებისგან გააკანკალა და კანი სულ დაეხორკლა. ბერდიას გაეცინა
-ჩემი ხორკლიანი გოგო და კისერში ხმაურიანად აკოცა
-კარგი გეყოოს ახლა-წაიბუზღუნა სასაცილოდ და მაგიდაზე ორი ყავის ჭიქა და შოკოლადმოსხმული ბლინები დადო
-მმმმმ რაკარგი სუნიაქვს- პირგამოტენილი ,,ლაპარაკობდა“ ბერდია რაზეც ელენესაც ეცინებოდა.
-ბერდიაა სამ დღეში ახალი წელი მოდის და რას ვაპირებთ იმედია აქ არ დავრჩებით-წარბაწევით გადახედა ბერდიას
-ახლა უნდა მეთქვა მეც. მოკლედ მე და ჩემი ძმაკაცები მივდივართ ბაკურიანში და შენც უნდა წამოხვიდე ჭამას რომ მოვრჩებით ბარგი ჩაალაგე და მივდივართ.
რა ჭამის დასრულებაზეა ლაპარაკი ელენემ იმხელაზე იკივლა ბერდიამ ყურებზე ხელები მიიფარა და სახე დამანჭა
-რა იყო გოგო რა გაწივლებს
-მააგარია ძალიან-აჟტირებულმა ამოიკისკისა და ოთახში რაკეტასავით ავარდა. მთლიანი გარდერობი ზუსტად 15 წუთში გადაიტანა ჩემოდნებში და დაბლა კმაყოფილი სახით ჩაიტანა და კარებთან დაალაგა. ბერდია პირგაღებული უყურებდა.
-ვაა ელე რა შუსტრი ხარ -მერე მოჭუტული თვალებით გადახედა-ალბათ პირველ ღამესაც ისე ჩაატარებ ქმარი გონს ვერ მოვა- ჩაიფხუკუნა ბერდიამ
ელენეს ყბა ჩამოუვარდა. არა ეს რა აკადრა? იქვე დაგდებული ჩუსტი აიღო და ბერდიას თავი მიზანში ამოიღო და ეგრევე გაარტყა.
-უიმეეე რა იყო გოგო რამ გაგამწარა- თან სასაცილოდ ისვამდა ხელს თავზე ბერდია
ელენემ თვალები დაუბრიალა და გაწითლდა თუმცა მერე თვითონაც გაეცინა.
ელენემ ჭურჭული გარეცხა, ქურთუკი მოიცვა და კიდევ ერთხელ გადაამოწმა ხომ არაფერი მრჩებაო. ამასობაში ბერდიამ ბარგი დააბინავა. ელენემ სახლი გამოკეტა და ბერდიას მანქანაში მოკალათდა.
-აბაააა გავგაზოთ ბაკურიანში- თითი საზეიმოდ ააფრიალა ჰაერში და ჩაიკისკისა.
მისი სიცილის შემხედვარეს თქვენც გაგეცინებათ აბა რა იქნება. რაღაცნაირი წკრიალა ხმით იცის კისკისი. ელენეს კისკისს ბერდიას ბოხი როხროხი მოჰყვა და უაზროდ სულ არაფერზე ჩაბჯირდნენ ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ. ბოლოს ცოტა დაწყნარდნენ. ელენემ მანქანაში ჩუმი სიმღერა ჩართო, თავი მინას მიადო და მალევე ჩაეძინა...
---

მგონი ცუდი თავი არ იყო ცუნცულებო <3 wink რას იტყვით? belay ეს თავი ემოციებით იყო დატვირთული და აღარ დავძაბე სიტუაცია. ჯერ ერთმანეთით დატკბნენ მერეც ეყოფათ ნერვიულობა ;დდდ (არა ხანდახან ძაან ბოროტი ვარ ;დდ ) am
თქვენი აზრი მაინტერესებს... მართალია ვიცი ბეეეევრი შეცდომა დავუშვი წერის დროს, ამ შუაღამისას დამეზარა გადახედვა, მაგრამ იმედია ვარგა ;დდ მოგწონთ ეს წყვილი? თუ რამე შენიშვნა გაქვთ აააააუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომ გავითვალისწინო შემდეგ თავში. bully
აიიიიი უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ როგორ მევსება სითბოთი გული თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ ხოლმე love love lol <3 ამ მცირე დროში მართლა ძალიან შემიყვარდით ყველა love და ერთი დღეც კი ვეღარ ვძლებ ისე რომ არ შემოვიდე და თქვენნი სითბო არ გავიზიარო <3 მაგრად შეგეჩვეთ და იცოდეთ ასე იოლად ვერ მომიშორებთ ;დდდ <3 ყველა ერთად და ცალცალკე მიხარიხართ <3 ლავ იუ ოლლ <3 love



№1  offline წევრი ucnobii

Dzaaaaaaaan nagari gogo xar shen sagol magrad shemiyvarda es wyvili <3 momentebshi gemrielad vicine :DD

 


№2  offline წევრი blackboss

ucnobii
Dzaaaaaaaan nagari gogo xar shen sagol magrad shemiyvarda es wyvili <3 momentebshi gemrielad vicine :DD

მიხარია თუ მოგეწონა <3 <3 მომდევნო თავს დიდს დავდებ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent