შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყოველ წამს გითმობ (5)


3-03-2015, 11:34
ავტორი kesoo
ნანახია 2 712

მეორე დღეს ისევ უნივერსიტეტის კიბეებთან ელოდებოდა გოგონებს, ამჯერად მათთან ერთად უნდა წასულიყო ნუცასთვის კაბის ასარჩევად. ესეც თავისივე სურვილით, თორმ მაისურაძეს სულაც არ უთხოვია ასე შეწუხება
–როგორ ხართ? –თბილად მოიკითხა ორივე. ნუცას ჯერ ლოყაზე აკოცა და შემდეგ უჩქმიტა. მამაკაცის ამ ქცევაზე ოდნავ გაბრაზებული სახე მიიღო, რაზეც ახვლედიანმა სიცილით უპასუხა და მანქანის კარი გაუღო.
ამჯერად დიდხანს აღარ უვლიათ კაბის ასარჩევად. ცოტა ეუხერხულებოდა კიდეც მათესთან ერთად საყიდლებზე სიარული, მაგრამ რა ქნას მამაკაცმა თვითონ გადაწყვიტა ასე. მოკლე, სადა წითელი კაბა აიღეს ახვლედიანის თხოვნით. ამ კაბაში სხულის ფორმები ყველაზე უფრო გამოკვეთილად უჩანდა მაისურაძეს თან მისი თქმითვე წითელი ფერი ძალიან უხდებოდა. იმავე მაღაზიაში იყიდეს კაბის შესაბამისი ფეხსაცმელიც, ამჯერად ნუცას არჩევანით და დაღლილები კაფეში წავიდნენ. ლიზამ ისევ ირაკლისთან შეხვედრა მოიმიზეზა, არადა გუშინდელის მერე საერთოდ აღარც დაურეკავს. უბრალოდ უნდოდა წყვილი მარტო დაეტოვებინა და მათთვის ხელი არ შეეშეალა.
ნუცაც შედარებით უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს მის გვერდით. ჯერ ვერ მიხვდა ასეთი რეაქციები მამაკაცის შეხებისას როგორ მოეშორებინა, ან როგორ დაეიგნორებინა. ყველაფერი თავის გამოუცდელობას დააბრალა.
მშვიდად დაიკავეს თავისუფალი ადგილი კაფეში.
ნუცას გაყინული სახე რომ დაინახა მის მზერას ახვლედიანმაც ნელა გააყოლა თვალი და კუთხეში მჯდარ ირაკლის მოკრა თვალი, რომელიც ვიღაც გოგოებთან ერთად გულიანად იცინოდა.
–ვინ არის? –ინტერესით კითხა მამაკაცმა
–იდიოტი –კბილებში გამოსცრა მაისურაძემ. –კიდევ კარგი ლიზა არ წამოვიდა
–ეს ის ირაკლია? ლიზა რომ უნდა შეხვედროდა
–იცნოობ? –ახლა გაახსენდა, რომ ლიზამ მათეზე ინფორმაცია სწორედ მას კითხრა
–შორიდან –მოკლედ მოუჭრა ახვლედიანმა –გინდა წავიდეეთ?
–არა, რატომ, თვითონ უნდა იგრძნოს თავი უხერხულად –მზერა მათეზე გადმოიტანა და მისი თვალებს შეეჩეხა
–იცი, არ ვიცი უნდა გითხრა თუ არა, მაგრამ ჯობია ლიზას ურჩიო ამ ბიჭისგან თავი შორს დაიჭიროს.
–ვიცი. ათასჯერ გავაფრთხილე, მაგრამ უყვარს და ყველაფერს პატიობს. ვერ ხვდება, რომ იყენებს. არაკაცი. დიდი სიამოვნებით ვცემდი –მაისურაძის სურვილებმა ღიმილი მოგვარა ახვლედიანს. ესიამოვნოა მეგობარზე ასე რომ ზრუნავდა.
–გინდა მაგ სურვილს მე აგისრულებ –თვალი ჩაუკრა გაბრაზებლ ნუცას
–რაა? არა, მაგაზე როგორ შეგაწუხებ. თვითონაც მოვახერხებ, მაგრამ აქ არა –სიცილით დაამატა მაისურაძემ და წვენი მოსვა
როგორც გაიგო მეორე დღეს მნიშვნელოვანი თამაში ქონდა ახვლედიანს და ნუცას სთხოვა თუ ეცლებოდა, უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო. სიხარულით დათანხმდა მაისურაძე. იგრძნო, რომ ჭირდებოდა და გული სითბოთი აევსო. აქამდეც არ ქონდა ცივი, მაგრამ ახლა რაღაცნაირად მიხვდა, რომ მისთვის ნამდვილად არ იყო სულერთი. მართალია ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრე იყო, მაგრამ იცოდა რომ გრძნობდა და ეს ყველა სიტყვაზე მეტი იყო. შეპირდა თამაშზე აუცილებლად მივიდოდა ოღონდ ლიზასთან ერთად.
მანქანიდან გადასვლისას ლოყაზე ისევ ხმაურით აკოცა და ცხვირზე ორი თითი მოუჭირა. ნუცას გაბუტულ სახეს რომ შეხედა სიცილი ვერ შეიკავა
–მოდი გამოვიცნობ. პატარა არ ხარ ხოო?
ლოყებშეფარკლულმა დაუქნია თავი და ამაზე ისტერიული სიცილი აუვარდა ახვლედიანს.
დარცხვენილი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სირბილით შევარდა სადარბაზოში.
მის ბავშვურ ქცევებზე უკვე ჭკუა ეკეტება ახლვედიანს.
სახლში ასვლისთანავე რა თქმა უნდა ლიზას დაურეკა. ირაკლიზე არაფერი უთქვამს, ან როგორ უნდა ეთქვა ახლა ასე პირდაპირ ხომ არ აჯახებდა? გადაწყვიტა მერე შეეპარებინა, თუმცა არ მოსწონს მოტყუება რომ უწევს დაქალის.
ხვალ თამაშზე წაყოლაზე მალევე დაითანხმა.
სანამ დასაძინებლად დაწვებოდა დედასთან სასაუბროდ გავიდა სამზარეულოში. დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი მათეზეც და ირაკლიზეც, დღეს კაფეში რომ დაინახა. ლიაკომ ურჩია ლიზასთვის არ დაემალა და მალევე ეთქვა, თორემ უფრო ცუდი იქნებოდა მეგობრისთვის.
უკვე თითქმის შუაღამე იყო ტელეფონის ზარმა, რომ გააღვიძა. ლიზას ხმამ სწრაფად მოიყვანა გონს
–რა გჭირს ტირი?
–გამოდი რა ჩეემთან ძაან გთხოოვ...
–რომელი საათია?
–აუ, არ ვიცი, გამოდიი რაა
–კარგი, კარგი მოვდივარ.
ამ შუაღამისას არც ტრანსპორტი იქნებოდა. თან გაახსენდა მათემ რომ უთხრა ღამე ჩემს გარშე სახლიდან არ გამოხვიდეო, რაც არ უნდა მოხდეს მე დამირეკეო. ეუხერხულებოდა ახლა მისი გაღვიძება, თან ხვალ თამაში ქონდა, მაგრამ მერე რომ გაეგო, მის ჩუმად წავიდა მაისურაძე უარესი მოხდებოდა. ტაქსით წასვლაც არ უნდოდა. ამიტომ სწრაფად აკრიფა ნომერი და დაელოდა სანამ უპასუხებდა.
ნახევარ საათში უკვე ნუცას სადარბაზოსთან იდგა ახვლედიანი
–აუუ, არ მინდოდა რომ გამეღვიძებინე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა რაა –მანქანაში დაჯდომისთანავე დაიწყო ნუცამ
–მე შენ რა გითხარი?
–რა მითხარი?
–რა დროსაც არ უნდა დაგჭირდე დამირეკეთქო და მე თვითონ გთხოვე ღამე არ გევლო უჩემოდ. ამიტომ კარგი გოგო ხარ რომ დარეკე. რა სჭირს ლიზას?
–აუ, არ ვიცი ტიროდა და მალე მოდიო.
–მე ვიცი
–რა იცი?
–სანამ ლიზა გეტყვის ჯობია ჩემგან გაიგო და მომზადებული ახვიდე. მოკლედ, ირაკლიმ დაურეკა დღეს და დაშორდა ლიზას. დანარჩენი არაფერი მკითხო ძაან გთხოვ
სწრაფად აირბინა კიბეები და ლიზას სახლის კარებთან მისულმა დაურეკა.
ასეთ დღეში არასოდეს ენახა მეგობარი.
–რა გითხრა იმ არაკაცმა? –კარებიდანვე დაიწყო ქოთქოთი ნუცამ
–ჩუმად ჩემები არ გააღვიძო –თითი პირთან მიუთანა გასვიანმა
–აღარ იტყვიი? –შედარებით დაბალ ტონზე დაიწყო საუბარი
–გვიან დამირეკა დღეს. პირდაპირ მაჯახა გშორდებიო, ნუ შენთან ჩემი მხრიდან სერიოზული ურთიერთობა არც მქონიაო, არც მყვარებიხარ და არც არაფერი უბრალოდ ვერთობოდიო და შენ თუ სხვა გრძნობები გაქ ჩემს მიმართ ეგ არ ვიცი. კიდე იმ ახვლედიანს გადაეცი რომ ამას არ შევარჩენო
–ნაბი*ვარი
სლუკუნს უმატა ლიზამ
–კარგი რა დაწყნარდი. ეგეთი ადამიანის გამო რატო იშლი ნერვებს გაფიცებ?
–ახვლედიანი რა შუაში იყო ვერ მივხვდი
–ნუ მე მივხვდი –დაწვრილებით უამბო კაფეში მომხდარი ამბავი და წეღანდელი საუბარი მათესთან
–აიი ბიჭი უნდა იყოს ეგეთიი –ორივეს ესიამოვნა მათეს საქციელი. იცოდა რამდენს ნიშნავდა ნუცასთვის ლიზა. არავინ იცის კონკრეტულად რაზე ელაპარაკა ახვლედიანი, მაგრამ ფაქტია ნუცას თვალში უფრო „კარგი“ გახდა.

ნუცას დაჟინებული თხოვნით მეორე დღეს სულ ძალით წაათრია თამაშზე ლიზა.
თვალს ვერ აშორებდა ფორმაში გამოწყობილ სასურველ მამაკაცს. რომელიც უფრო მიმზიდველი ეჩვენა.
მთელი ემოციებით ჩაერთო თამაშში, ისეთი შეძახილებით ამხნევებდა მოთამაშეაბს, ლიზა გასაქცევად ემზადებოდა. განსაკუთრებით მათეს გატანილ გოლზე ისეთი რეაქცია ქონდა მთელი სტადიონი მას უყურებდა. რა თქმა უნდა არც ახვლედიანს გამოპარვია მისი რეაქციები და შძლებისდაგვარად თვალსაც გამოაპარებდა ხოლმე მისკენ და ფეხზე წამომხტაარ გოგონას ღიმილით აჯილდოვებდა.
თამაშის შემდეგ ახვლედიანმა დაურეკა ცოტა ხანი დამელოდეთ მოვწესრიგდები და სადმე გავიდეთო, გამარჯვების აღსანიშნავად.
ნახევარი საათი ელოდნენ გოგონები და როგორც იქნა მეგობართან ერთად გამოვიდა მათე და გახარებული მოეხვია მაისურაძეს.
–ასეთი გულშემატკივრები თუ გვეყოლება ყოველ თამაშზე ჩვენი დამმარცხებელი არავინაა –სიცილით თქვა მათეს თანაგუნდელმა და ახლა მიხვდა მაისურაძე რა გიჟივით იქცეოდა სტადიონზე და ლოყები აუხურდა სირცხვილით.
მათემ გიორგი ფირცხალავა გააცნო გოგონებს და მანქანაში მოთავსდნენ. ლიზა და ნუცა ახვლედიანის, ხოლო გიორგის მარტო მოუწია თავის მანქანაში ჩაჯდომა.
ერთ–ერთ კაფეში შევიდნენ.
ლიზას რამოდენიმე საათით მაინც დაავიწყდა ირაკლიზე ფიქრი და გახარებულბი ცდილობდნენ მათეც და ნუცაც, მის კარგ ხასიატზე დაყენებას. უამრავი ანეგდოტი და ისტორიები მოყვნენ, რაზეც ოთხივე გულიანად იცინოდნენ და ყველას ყურადღებას იქცვდნენ.
საოცრად ბედნიერი და ემოციებით დატვირთული დღე გამოუვიდათ. არცერთს უნდოდა ამ დღის დასრულბა, მაგრამ უკვე გვიანი იყო და გოგონები სახლში უნდა მისულიყვნენ. ნუცას ბევრი თხოვნით ლიზა ამაღამ მასთან უნდა დარჩენილიყო, ამიტომ კაფეშივე დაემშვიდობნენ გიორგის და ახვლედიანმა ნუცას სახლისკენ აიღო გეზი.

___________
მგონი ცოტა პატარა თავიაა, ამიტომ შევეცდები სემდეგში გამოვასწორო love
ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს love love



№1 სტუმარი vaxo_123

კაიიააა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent