შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მესამე)


3-03-2015, 13:48
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 5 699

***
ყავით ხელში ვაპირებდი შესვლა მარიამი ,რომ დავინახე ჩემკენ მომავალი.
ყავა მაგიდაზე დავდე და ინტერესით მივაჩერდი ნამცხვრით ხელში მომავალ „ღიმილას“
-აბა რა ხდება როგორ შეეჩვიე მუშაობას ?
-რავიცი ჯერ რამოდენიმე წუთია რაც დავიწყე მუშაობა და ვნახოთ -ვუთხარი სიცილით
-ეს ნამცხვარი მოგიტანე კაფეტერიიდან
-რისია ? -ვკითხე ინტერესით
-ჟოლოსი
-მე ჟოლოსი არ მიყვარს . უფროსს შევუტან -მომივიდა ახალი იდეა
-კარგი-მითხრა ღიმილით და გაბრუნება დააპირა უცბათ რაღაც ,რომ გამახსენდა
-რა ქვია ჩვენს უფროსს?
-გაბრიელი-მითხრა ღიმილით
ერთ ხელში ყავა დავიჭირე მეორეში ნამცხვარი.მერე ღიმილით ჩავილაპარაკე უფროსის სახელი და კარებთან გავჩერდი .
„როგორ დავაკაკუნო?“ გავიფიქრე ჩემთვის
„არავინ არ ყავს რა საჭიროა დაკაკუნება.თანაც ხელები დაკავებული მაქვს“ გავიმართლე თავი და მხრით ოდნავ მივაწექი კარებს.
გაღება,რომ ვერ მოვახერხე ეხლა ხელის გვერდით ვცადე სახელურის ჩამოწევა .
ბოლოს როგორც იქნა შევძელე და ისე ,რომ ყავა არ დამქცეოდა ზურგით მდგომი და ტელეფონზე მოლაპარაკე უფროსის მაგიდისკენ წავედი .
„ოღონდ ეხლა მაინც არ დამექცეს ყავათქო“ ვიმეორებდი გულში და ჩემს წინა „კრახებს“ ვიხსენებდი ყავასთან დაკავშირებით.
უკვე მაგიდასთან მისული ვიყავი სწრაფი მოძრაობით ,რომ მომიწია ყავიანი ხელის გვერდზე გაწევა.
თვალები უნებურად მაგრად დამეჭირა ერთმანეთს იმის შიშით ,რომ ცხელი ყავა ჩემ გულ-მკერდზე არ აღმოჩენილიყო.
თვალები,რომ გავახილე ჩემ წინ აღმართული უფროსი დავინახე,რომელმაც ორი წუთის წინ რამის „დამწვა“
-ყავა გამომართვით თუ შეიძლება-ვუთხარი გაპარული ხმით და უფროსის სასიამოვნო სუნამოს სუნის დაიგნორება ვცადე.
უცბათ გამომართვა ყავა და მაგიდაზე დადო.
-შენთვის არ უსწავლებიათ ,რომ კარზე უნდა დააკაკუნო?-მკითხა მკაცრად
-მე უბრალოდ ორივე ხელი დაკავებული მქონდა და ვერ შევძელი-ვუთხარი საშინლად არეული წინადადება
-ეს რა არის ?-თვალით მანიშნა ნამცხვრისკენ
-ნამცხვარი-ვუთხარი სრულიად გაუაზრებლად.“ვერ ხედავს ხო ტასო ნამცხვარი როა?“ შემომიტია ალტერეგრომ
-მაგას ვხედავ.ჩემს კაბინეტში რა უნდა მაგას ვერ ვხვდები-გააგრძელა ისევ მკაცრად
-ვიფიქრე...-დავიწყე მაგრამ დაწყებული წინადადება შემაწყვეტინა
-არ უნდა იფიქრო ანასტასია,არა!მე შენთვის ნამცხვარი არ მითხოვია.
-ბოდიშით ბატონო გაბიელ.-ჩავილაპარაკე საშინლად გაპარული ხმით
-შემიძლია გავიდე ?-გავაგრძელე ისევ მე
-გადი
ნამცხვარი წინ წავწიე და კარებისკენ გავემართე.
„მეტიჩარა გოგო ხარ ტასო.მ ე ტ ი ჩ ა რ ა“ დავუმარცვლე ჩემ თავს
-მოიცა-შემაჩერა უკვე კართან მისული გაბრიელის ცივმა ხმამ
-გისმენთ
-წინა სამსახურიდან რატომ წამოხვედი?-ისეთი დოზით იყო ცინიკურობა მის კითხვაში,რომ ათასჯერ გავიფიქრე ნეტა სადმე მართლა ხომ არ ვმუშაობდითქო.
-ეს ჩემი პირველი სამსახურია
-ყვავილებს ხომ ყიდიდი-გააგრძელა ისევ ცინუკურად
ესეიგი ვახსოვარ. თავიდანვე რატომ არ მითხრა ,რომ ვახსოვდი?
-დიახ
-რამხელა ნაბიჯია ყვავილების გამყიდველობიდან ჩემს მდივნობამდე-დამცინა კვლავ
მინდოდა მეთქვა არ ვყიდიდი თქო.
მაგრამ თუნდაც ვყოფილიყავი ყვავილების გამყიდველი მერე ?
რამე სათაკილოს გავაკეთებდი?
-მე ისევ ვმუშაობ იქ -მოვიტყუე უცებ
-რატომ ხელფასი არ გყოფნის?
-თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-ყელში ამომივიდა მისი ცინიკურობა.
-სულ ასე ატყუებ კლიენტებს ? -არ ჩერდებოდა ის
-რას გულისხმობთ ?-ავფეთქდი მე
-გვირილების ფასს-გამახსენა ორმაგ ფასში მიყიდული გვირილები
-ის გვირილები ჩემთვის ასე ღირდა და ასე გავყიდე .
-რატომ გადაწყვიტე ,რომ შენთვის შესაფერისი სამუშაო იყო მდივნობა ?
-თქვენ მე შეურაწყოფას მაყენებთ -ვეღარ მოვითმინე და ძლივს „შეკავებული ჩემი თავი“ ვერ გავაჩუმე.-თუნდაც კვლავ ვმუშაობდე იქ მერე რა ? ამაში სათაკილოს რას ხედავთ ? ყვავილებს ვყიდი . ამაში რამე ცუდია ?
-გეტყობა გეთაკილებოდა .იმ დღის მერე იქ აღარ მინახიხარ.
-ვერ ვიცლი და დამატებით შაბათ-კვირას ვმუშაობ-ვიცრუე კვლავ და დაველოდე მეხი როდის დამეცემოდა თავში.
რატო ართულებ ყველაფერს ტასო . გეთქვა ,რომ არც მუშაობდი და არც მუშაობ ყვავილების გამყიდველად.რატომ დგამ სპეკტაკლებს.
მიმეორებდა საკუთარი თავი ,მაგრამ ვერ ან არ ვუსმენდი.
-ხელფასი არ გყოფნის ? -გამიმეორა უკვე ნათქვამი
-რა შუაშია ? მე მომწონს იქ მუშაობა.ეხლა კი დაგტოვებთ თუ არაფერი გნებავთ
-შეგიძლია წახვიდე-მითხრა კმაყოფილი ღიმილით



***
კაბინეტიდან გამოსულს მეგონა ცეცხლი მეკიდა...
ან კი არ მეგონა მართლა მეკიდა .იმ წუთში საერთოდ ვერაფერს ვერ ვარჩევდი.
მარტო გაბრიელის ცინიკური კითხვები ჩამესმოდა ყურში .
რატომ არ ვუთხარი ,რომ იქ არ ვმუშაობდი არ ვიცი.. მაგრამ ფაქტია თამაში წამოვიწყე .
და ეს თამაში ან დამაზარალებდა ან არა


***
ვიჯექი და ვმუშაობდი.აღარ გამოსულა კაბინეტიდან და მიხაროდა კიდევაც.
რა მინდოდა .ისევ ყვავილების გამყიდველი ვყოფილიყავი მერჩივნა.
ფიქრებში ვიყავი და თან რაღაც საბუთებს ვალაგებდი კარები ,რომ გაიღო და კარებში თავგამოყოფილი უფროსი დავინახე
-მიპოვე რაც დაგავალე?
-აქ არ არის ბატონო გაბრიელ
-ვიცი
„ვიციო“ .. რაღაც მაძებნინა ამდენი . არაა ეხლა ღირსი ავდგე და თავში ვურტყა ყველა საბუთი ?
„კიბატონო ღირსია ,მაგრმა მერე სამსახურს დაემშვიდობები ასე რომ იჯექი ადგილზე“-შემოვუძახე თავს
-სახლში მაქვს-გააგრძელა კვლავ მან .-გამომყევი და გამოგატან.მე უკან ვეღარ დავბრუნდები,საქმე მაქვს.
მართლა გავგიჟდები.გაგიჟდები კი არა გამაგიჟებს.
ჩემს ნერვებზე მოქმედებს.ჯერ ერთი საათი მაძებნინა საბუთები.დაძაბული ვიყავი და ყველა წინადადებას ვკითხულობდი .
მერე კიდე გამოდის და სახლში მაქვსო .
„თითონ საქმე აქვს თურმე“ ამაზე დიდი საქმე რაღა უნდა იყოს .
აჰ .. ქერა ნატალია..
„ტასო რა არის რეებზე ფიქრობ ? რა შენი საქმე ნატალიასთან იქნება თუ ბატალიასთან“ დავიჭირე ჩემი თავი .
-გაემზადე გავალთ.მერე იქიდან ტაქსით დაბრუნება მოგიწევს-გამომიყვანა ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ
-კარგით - ვთქვი სრულიად საწინააღმდეგო იმისა რასაც ვფიქრობდი
იქვე გადაკიდებული მანტო ჩავიცვი და მხარზე პატარა ჩანთა გადავიკიდე.
ეხლა როდის გამოვათქო გავიფიქრე და მაგიდას მივეყუდე.
ჩემი მაგიდაზე მიყუდება და მისი გამოსვლა ერთი იყო.
„ხედავ რა სწრაფი ყოფილა“ ჩავიქირქილე გულში და წინ წასულ უფროსს უკან ავედევნე.
პირველ სართულზე ჩასულმა მარიამს ხელი დავუქნიე და მანქანაში მოთავსებულ უფროსს თვალი გავაყოლე.
„ნაცნობი მანქანა“ გამახსენდა პირვალად ნახვის დღე.
მეც მივბაძე გაბრიელს და მანქანაში მოვთავსდი.
მთელი სალონი მისი სუნამოს სუნით იყო გაჟღენთილი.ვერ გეტყვით ჩემი საყვარელი მუსიკა ჩართთქო ან რამე ..
არაფერი ეგეთი.
მთელი გზა ჩუმად ვიჯექით ორივე .მე ფანჯარაში ვიყურებოდი და გზას გავყურებდით.
მანქანა ,რომ გაჩერდა და „მოვედითო“ რო გავიგონე მარტო მაშინ გამოვერკვიე.
მაღალი შენობის წინ ვიდექი და წინ მიმავალ ჩემ უფროსს ვუყურებდი.
-არ მოდიხარ ? -მკითხა როცა მიხვდა ,რო უკან არ მივყვებოდი
-გარეთ დაგელოდებით
-ცივა გარეთ . წამოდი -მანიშნა ხელით და მეც დასჯილი ბავშვივით უკან მივყევით.
ლიფტის ღილაკს ,რომ მიაჭირა ხელი მაშინ რამის ცუდად გავხდი.
-მე ფეხით ავალ -ვუთხარი შეპარვით
-მერვე სართულზე ? -მკითხა დაცინვით
„ღმერთო მიშველეთქო“ ვიმეორებდი გულში.
ლიფტის კარი რო გაიღო იძულებული გავხდი მეც უკან გავყოლოდი . კარები როგორც კი დაიკეტა მაშინვე დავიწყე ჩემ თავთან ჭიდილი .
ღრმად ამოვისუნთქე და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.
„რვა სართული ტასო.რვა სართული“ ვიმეორებდი გულში განწირული.
ხელი უნებურად მაგრად ჩავჭიდე ჩემ გვერდზე მდგარ გაბრიელს .
ჩემ თავს ისევ ვუმეორებდი დაწყნარდი ტასოთქო .
-რა გჭირს ?-მომესმა შეშინებული ხმა
-მე.. მე ცუდად ვარ. მეშინია-ამოვიკნავლე ჩუმად და სუნთქვის დარეგულირება ვცადე.
-რისი გეშინია? -ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი
-კლაუსტორფობია..დახურული სივრცის შიში მაქვს-ჩავილაპარაკე ჩუმად და აკანკალებული ხელები უკან დავმალე


თქვენი კომენტარები მახარებს.ვცდილობ ბარბარიზმები არ გამოვიყენო მოთხრობაში ,მაგრამ სისწრაფე თავისას შვრება.
ჰო გილოცავთ დედის დღეს (ვინც დედა ხართ)
ვულოცავ თქვენს დედიკოებსაც <3
ველოდები თქვენს შეფასებას



№1 სტუმარი კატო

უუუ მართლა ძაან მაგარიაააა love

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ui,exla shemtxvevit shemomexsna es istoria da es ra kargi rame yofila. ogond,shen rogori avtori xar,kargi dasasrulebi mogwons tu cudi?

 


№3  offline წევრი Girlfromlondon

grafo
ui,exla shemtxvevit shemomexsna es istoria da es ra kargi rame yofila. ogond,shen rogori avtori xar,kargi dasasrulebi mogwons tu cudi?

საერთოდ გააჩნია ისტორიას.
მაგალითად ჩემი წინა ისტორია რეალური იყო და როგორც იყო ისე უნდა დამეწერა .
ეს მოგონილი და ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ცხოვრებაშიც გვეყოფა ცუდი დასასრულები.
არ მინდა ამ ისტორიით კიდე დავამძიმო ვინმე . ასე ,რომ ცუდი დასასრულები არ მიზიდავს.

 


№4  offline წევრი londoner

წინა თავისგან განსხვავებული იყო(მიხვდები შენ, რასაც ვგულისხმობ) გვირილებია ორმაგ კიარა ასმაგ ფასში უნდა მოგეცა...:დ რა ვქნა ძალიან მიყვარს და..:დ შენ ჩემი ბარტყი ხარ დქ ცუდს რომ არ დაწერ ეგ ისედაც ვიცი. მოკლედ ველოდები შემდეგ თავს და წინასწარ შემატყობინე ხოლმე, ასე შემთხვევით,რომ არ აღმოვაჩინო <3

 


№5  offline მოდერი MyLove

საშინლად უბრალო ისსტორიაა და ძალიან მომწონს.. ახლაც ინფორმაცია მჭირდებოდა და ახალ თავს რომ მოვკარი თვალი წავიკითხე..
მომწონს რომ ბარბარიზმებს აღარ იყენებ, ასე უკეთესია..
სხვას ვერაფერს დაგიჩივლებ გარდა ერთისა, ძაალიან ხშირად ჯაჯღანებს ეს ალტერეგო და გააჩუმე რა იქნება.. ღიმილში მიშლის ხელს!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6 სტუმარი ღამურა

Girlfromlondon
grafo
ui,exla shemtxvevit shemomexsna es istoria da es ra kargi rame yofila. ogond,shen rogori avtori xar,kargi dasasrulebi mogwons tu cudi?

საერთოდ გააჩნია ისტორიას.
მაგალითად ჩემი წინა ისტორია რეალური იყო და როგორც იყო ისე უნდა დამეწერა .
ეს მოგონილი და ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ცხოვრებაშიც გვეყოფა ცუდი დასასრულები.
არ მინდა ამ ისტორიით კიდე დავამძიმო ვინმე . ასე ,რომ ცუდი დასასრულები არ მიზიდავს.

რა კარგია მიყვარს კარგი დასასრულები,

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

Girlfromlondon
grafo
ui,exla shemtxvevit shemomexsna es istoria da es ra kargi rame yofila. ogond,shen rogori avtori xar,kargi dasasrulebi mogwons tu cudi?

საერთოდ გააჩნია ისტორიას.
მაგალითად ჩემი წინა ისტორია რეალური იყო და როგორც იყო ისე უნდა დამეწერა .
ეს მოგონილი და ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ცხოვრებაშიც გვეყოფა ცუდი დასასრულები.
არ მინდა ამ ისტორიით კიდე დავამძიმო ვინმე . ასე ,რომ ცუდი დასასრულები არ მიზიდავს.



შენ გაიხარეე რაა. ა,ასეთი ავტორები მიყვარს მე:)). წარმატებები და ეცადე ხშირად დადო.

 


№8 სტუმარი Ann

კარგია ძალიან *_* საყვარელი ისტორია კიდევ უფრო საყვარელი ავტორით request love

 


№9  offline წევრი Unnamed

Mepatarava :(

 


№10  offline წევრი Mariami_MariamOo

კიდევ ერთი კარგი ავტორი აღმოვაჩინე, ასევე კარგი ისტორიით <3 ძალიან მომეწონა.. ჩათვალე, რომ ჩემი სახით ერთით მეტი მკითხველი გყავს! :*

 


№11  offline წევრი salomee

Ra dzalian kargiaaa!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent