შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეორე მე" VI თავი


3-03-2015, 21:36
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 264

მეორე დილით, როდესაც თვალები გავახილე ერეკლე და ნინი დავინახე ვარდებით ხელში. ულამაზესი ასი ვარდით თაიგული შეეკრათ და ყურებამდე გაღიმებულები შემომცქეროდნენ.
-იმედია "სიურპრიზს" მიიღებ და გვაპატიებ ბუტია.-ბუტია აქამდე არ დაუძახია ერეკლეს და იმდე მაქვს ამ სახელს სიმბოლური დათვირთვა ჰქონდა. რაც შეეხება საჩუქარს მართლა ძალიან მომეწონა.
-ხო, აი საჩუქარს მაშინ მივიღებ თუ მაგ სისულელეს მეორედ აღარ დამიძახებთ.
-შენ ოღონდ მიიღე დაა...-ეშმაკურად ჩაიღიმა ერეკლემ.
-ისე შოკოლადიც, რომ მოგეყოლებინათ ურიგო არ იქნებოდა.
-უმადური ნახე რააა. აიღე ეხა ეს ყვავილები, თორემ დავაბრუნეთ უკან--მითხრა ნინიმ.
-შენ მაგას მართლა იზავ და ჯობია გამოგართვა.-ყვავილები ავიღე, დავყნოსე და იქვე მაგიდაზე დავდე(ლარნაკი არ მქონდა).
-აბა დღეს რა გეგმები გვაქვს?-იკითხა ერეკლემ.
-დღეს აქაურობა უნდა დამათვალიერებინოთ-თქვა ნინიმ.
-კარგი დიდი სიამოვნებით.
მათთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ თავიდანვე ვხვდებოდი, რომ გიდი ერეკლე იქნებოდა და მე როგორც მურმანის ეკალი ისე ვიქნებოდი. სახლში ვერანაირად ვერ დავრჩებოდი, რადგან მათი მარტო დატოვება გამორიცხული იყო.
-კარგი ჩავიცვამთ და ჩამოვალთ-ვუთხარი ერეკლეს და ნინის კარადის კარების გამოღება ვთხოვე(ერეკლეს ქვემოთ, რომ არ ჩაყოლოდა მაგიტომ).. ერეკლე, რომ გავიდა ლამაზი კაბის მოძებნა დავიწყე. ოღონდ ისეთის არა თვალში, რომ მოხვედროდათ. ამიტომ მოკრძალებული, ყვავილებით გაწყობილი კაბა ჩავიცვი. ეს კაბა დედამ დაბადების დღეზე მაჩუქა და მხოლოდ ერთხელ მეცვა, ნინის წვეულებაზეე. იმ დღეს ძალიან მაგრად გავერთეთ, მაგრამ ალკოჰოლს არ მივკარებივარ. ბავშვები "გამოილეწნენ" და კლუბში გადაწყვიტეს წასვლა. მე ძაან დამეზარა და აღარ გავყევი. იმ დღეს ავარია მოუვიდათ. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ასე, რომ საკმაოდ იღბლიანი კაბაა და იმედი მაქვს დღესაც გამიმართლებს.
-ეს კაბა საიდანღაც მეცნობა-შემათვალიერა ნინიმ.
-იმ დღეს ისეთი მთვრალი იყავი, შენ თუ ცემი კაბა დაგამახსოვრდა ესეიგი საკმაოდ ლამაზია.-ვუთხარი ოდნავ ირონიით.
-ხო ლამაზია და ძალიანაც გიხდება. მოდი მე შორტებს ჩავიცვავ.
ნინი ისეთი ლამაზია, რომ შორტებშიც კი საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა.
ჩავედით ქვემოთ. ერეკლე, დედა და საპიკნიკე ჩანთა უკვე მზად იყო. დედასაც ჩვენთან ერთად უნდოდა წამოსვლა. ჩემთვის სულერთი იყო წამოვიდოდა თუ არა, მაგრამ უცებ გადაიფიქრა. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა, რადგან დედა არასდროს ცვლის ხოლმე აზრს.
სასეირნოდ ფეხით წავედით. ექსკურსია იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც მე და ერეკლემ ერთად გავატარეთ პირველი საღამო. როცა იმ ადგილს მივუახლოვდით ის დრო გამახსენდა და მინდოდა ყველაფერი ცოტა ხნით მაინც უკან დაბრუნებულიყო.
-აი ნინი, ეს არის ადგილი სადაც მთელი ქალაქი ხელის გულივით თუ არა მაინც კარგად ჩანს და ადგილი, სადაც ლილე ამოვიყვანე პირველად. ის გიტარაზე უკრავდა მე ვუსმენდი, გახსოვს ლილე?
-რა დამავიწყებს ყინულივით ცივ წყალს.-ვუთხარი და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-რა გაცინებთ?-იკითხა გაკვირვებულმა ნინიმ.
-როდესაც ლილე...
-არგინდა მე მოვუყვები.-შევაჩეერე ერეკლე. არ მინდოდა ის რაც მხოლოდ ჩემი და ერეკლესი იყო მისთვის გამეყო. -წამო ეხა ტბაზე წავიყვანოთ.
თანდათანობით ვხვდებოდი, რომ ნინის ძალიან ვშორდებოდი. აღარაფერს ვუყვებოდი, ვატყუებდი და საეთოდ ვნანობდი წლევანდელ
არდადეგებს.
-აჰაა, ტბასაც მოვადექით-თქვა ერეკლემ და გადმომხედა.
-გინდა დაგიმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგარი და გიჟი მეგობარი გყავთ-ვუთხარი ორივეს.
-იზავს ეხა რაღაც სასწაულს-თქვა ნინიმ.
არ ვიცი, რატომ მაგრამ პირდაპირ კაბით გადავეშვი ტბაში. როდესაც წყალს შევეხე ნეტარება ვიგძენი და მივხვდი, რომ ყველა ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი. მთავარია მოტივი. თავი, რომ ზემოთ ამოვყავი გაოცებული და "გამოშტერებული" ორი სახე დავინახე.
-ჰო რა იყო მთელი დღე მანდ უნდა იდგეთ თუ მოგიპატიჟოთ?!ხვალ იმის შეყვარებაც შეიძლება რაც დღეს ზედაპირულად მოგწონს!(ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ!!!)
-მე მაოცებეეენ-წაიმღერა ერეკლემ.
-ამდენი ხანია გიცნობ. ვიცი, რომ ყველაფერზე ხარ წამსვლელი, მაგრამ წყალზე შენით თუ წახვიდოდი არ მეგონა.-მითხრა კვლავ "შოკში" მყოფმა ნინიმ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობთ და ჩამოდით.
"ბავშვობა" გამახსენდა. ცურვას ვინ ამბობს სხვადასხვა ტრიუკებს ვაკეთებდით. მართლა ზალიან მაგრად გავერთეთ. ორი წლის ბავშვებივით ვჭყუმპალაობდით. გასაშრობად, რომ ამოვედით ერეკლეს "ფლოსტები" და მაიკა დავუმალეთ. ბევრი ეძება ბოლოს შეგვეცოდა და მივეცით.
-აუ, წავიდეთ რაა-ვუთხარი ბავშვებს.
-რატომ?
-ტანსაცმელი სველი მაქვს და კიდე ავად გავხდები. შენ რა გიჭირს კი გაცვია მშრალი შორტი.
-ჯობია წავიდეთ, თორე ეს თუ ავად გახდა მთელი დღე ამის საწოლთან მოგვიწევს "ყურყუტი"-თქვა ერეკლემ.
სახლში შესვლისას ერეკლემ თავისთან დაგვპატიჟა. რათქმა უნდა დავთანხმდით. სანამ წავიდოდით სამი საათი ვარჩევდით რა ჩაგვეცვა. ბოლოს ისე დავიღალეთ წასვლაც აღარ გვინდოდა. საბოლოოდ როგორც იქნა გამოვეწყვეთ. ნინი-- მოკლე შავი ქვედაბოლო და თეთრი, მოტკეცილი მაიკა. თმები გაიშალა და ნამდვილ პრინცესას გავდა.
-უმშვენიერესი ხარ, ნიიი
-შენზე ლამაზი მაინც ვერ ვარ-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
მე შავი მაღალ წელიანი შარვალი, თეთრი მაისური მეცვა და თმები მაღლა ავიწიე. სახეზე არაფერი, ფეხზე დაბლები. ეს ჩემი და ნინის უცველი ატრიბუტია.
მოკლედ, როგორც იქნა "გამოვიპრანჭეთ" და ერეკლემაც მოგვაკითხა.
-როგორი ლამაზი მეგობრებიი მყავს-გვითხრა და ჯერ ერთს გვაკოცა მერე მეორეს.
-გმადლობთ-უთხრა ნინიმ და მანქანაში ჩავჯექით.
არც ისე შორს იყო ერეკლეს სახლი, თუმცა მან ჯელტმენობა გამოიჩინა. მის დანახვაზე ვარსკვლავები უფრო აკაშკაშდნენ და მთვარეც ცაცხლივიც აგიზგიზდა. მოტმასნილი თეთრი პერანგი ეცვა და მუქი ჯინსი. სულ, რომ შლაქსები ჩააცვა და თავზე მეშოკი წამოაცვა, მაინც სიმპათიური იქნება.
მყუდრო სახლი და თბილი გარემო. აი, რა დამხვდა ერეკლესთან. ვიცოდი, რომ კარგი დედა ჰყავდა, მაგრამ ვერცერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ იმას რაც ამ ქალში დავინახე. საქსოვით ხელში, იჯდა ბუხართან და ფიქრებში იყო გართული. როცა შევედით საქსოვი გვერდით გადადო და მოგვესალმა. როცა გაიღიმა მივხვდი ვის გავდა ერეკლე გაღიმებაში. აი, თურმე რატომ ეჩქარებოდა ერეკლეს მუდამ შინისაკენ.
სუფრა გარეთ იყო გაშლილი.
-ეხლა კი დავიწყოთ ვახშმობა-თქვა ერკლემ და სუფრასთან მიგვიპატიჟა.
-რა საყვარელი დედა გყოლია. აქამდე, რომ არ მოვედით ვნანობ. აუცილებლად უნდა გვესტუმრო დედასთან ერთად.
-რათქმაუნდა, პატარა-მითხრა ერეკლემ.
ეს "პატარა" ისე თქვა, რომ ჟრუანტელმა დამიარა. ისეთი სითბოთი იყო ნათქვამი.ნათელი იყო, რომ მისდამი გრძნობა არასოდეს გამიქრებოდა.
-გინდათ დავლიოთ?-იკითხა ერეკლემ.
-კი, როგორ არა-ეგრევე დაეთანხმა ნინი
-შენნ არ დალევ?-მე მომიბრუნდა ერეკლე.
"პატარა" აღარ დაუყოლებია.
-მე.. არ ვიცი..
-კაი, რაა ცოტა დალიე.-მთხოვა ნინიმ.
-კარგი.. ოღონდ ცოტა.
ერეკლე სასმელის გამოსატანად შევიდა.
-რატომ ჩამაგდე უხერხულ მდგომარეობაში??
-აბა არ უნდა დალიოოო?!!!- ჩურჩულით ვუყვიროდით ერთმანეთს.
-უუუფ ნინი.
მე მართლა ცოტა დავლიე, რასაც ვერ ვიტყვი ნინიზე და ერეკლეზე. გამოილეწნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უცებ მოხდა ის რისიც ამდენი ხანი მეშინოდა. ერეკლე ნინის გვერდით დაჯდა და წელზე ხელი მოხვია. ნინი ოდნავ შეკრთა, თუმცა არაფერი უთქვამს. ასე მიხუტებულებმა სიყვარულის სადღეგრძელო დალიეს. ცუდად გავხდი, მინდოდა მეყვირა, ორივესთვის სახეში სილა გამწნა, თუმცა მხოლოდ საჭირო ოთახში გავალ-თქო ვუთხარი მათ და გამოვედი. როდესაც აბაზანაში შევედი ტირილი დავიწყე. არ იყო რთული იმის მოთმენა და იმის ყურება თუ როგორ ეხუტება შენი საუკეთესო მეგობარი ადამიანს, რომელიც გიყვარს. ცოტა ხნისშემდეგ დედამისმა დამიკაკუნა როგორ ხარო. ვეღარ მოვითმინე, გავაღე კარები და ჩავეხუტე. აშკარად ძალიან გაუკვირდა, როდესაც ატირებული დამინახა. გულში ჩამიკრა და დამშვიდებას ცდილობდა.
როდესაც ცოტათი დავმშვიდდი მკითხა:
-რა მოხდა?
-მას... იცით... მას ნინი უყვარს.-ვთქვი სლუკუნით.
მიხვდა რაშიც იყო საქმე, აღარაფერი უკითხავს და გულში ჩამიკრა. ნინო დეიდა, რომ არ ყოფილიყო ალბათ რაღაც ცუდს გავაკეთებდი(თავის მოკლვას არ ვგულისხმობ).მართლა ძალიან დამეხმარა მისი ჩახუტება.
-ბოდიშს გიხდით, ნინო დეიდა-ვუთხარი, როცა თავი მოვიწესრიგე.
-არაუშავს. ერთ დღეს, როცა მოიცლი მოდი ჩემთან, შენთვის რაღაც მაქვს მოსაყოლი.
-კარგი. უღრმესი მადლობა-ვუთხარი და ისევ ჩავეხუტე.
ისინი ისევ ერთად ისხდნენ. ჩემი ამდენი ხნის გაუჩინარება არც კი შეუმჩნევიათ.
-მოხვედი?-მკითხა ნიინიმ.
იმ წუთს არცერთის დანახვა არ მინდოდა(თუმცა ან ერთს რას ვერჩი ან მეორეს?).
-ნიი, დედამ დარეკა უკვე გვიანიაო და წამოდითო.
-აუ ცოტა ხანიც რაა-შემეხვეწა ერეკლე.
-მაშინ შენ დარჩი და მე წავალ. ხომ იცი არ მიყვარს, როდესაც მამას ვანერვიულებ. -ძლივს ამოვილუღლუღე.
-არა, არა მმეც წამოვალ. მარტო ხომ არ გაგიშვებ. დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ.
შეეძლო დარჩენილიყო, მაგრამ არ დარჩა. ნეტა თვითონ რას გრძნობს.
-კარგი, ახლავე მიგიყვანთ.
-არააა , ფეხით წავალთ. თან ნინიც მოფხიზლდება-შემეშინდა მანქანით წასვლა.
-კარგი.
როცა დედამ დარეკა წამოსვლაზე არაფერუ უთქვამს. უბრალოდ მათი ყურება აღარ შემეძლო. სახლში, რომ მივედით ერეკლემ ძილი ნებისა გვისურვა, ორივე გადაგვკოცნა და ნინის ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
-რა გითხრა?-ვკითხე ოთახში შესვლისას.
-არაფერი.
-როგორ თუ არაფერი. გავიგონე, რომ რაღაც გითხრა.
-ძილი ნებისა მისურვა პირადად.
-და მე, რომ არ ვიყავი რაზე ლაპარაკობდით.
-ლილე არაფერზე განსაკუთრებულზე.
-ვეღარ გცნობ.
-იგივე მეთქმის.
მითხრა და შუქი ჩააქრო. ვიფიქრე მთვრალია და მაგიტომ არ მიყვება არაფერს მეთქი(სიმთვრალეში ლაპარაკი ეჯავრება), თუმცა მე მისგან რა უნდა მომეთხოვა თვითონ ფხიზელზე არ ვუყვებოდი არაფერს.
დიდხანს არ დამეძინა. ბოლოს როგორც იქნა თვალები დავხუჭე და ძილიც მეწვა, მაგრამ ეგრევე გამომაძღვიძა წყურვილმა. საკმაოდ მთვარიანი ღამე იყო. ოთახში მიმოვიხედე და ნინის საწოლი ცარიელი დამხვდა. თავიდან ძალიან შემეშინდა, მაგრამ მერე მივხვდი რაც ხდებოდა და სუნთქვა შემეკრა. ტირილი მომინდა და არ მიტირია. აღარ ვიცოდი უნდა გავბრაზებულიყავი თუ არა.
აღარ დამეძინა. ნინის მოსვლაც გავიგე. ფანჯრიდან ამოძვრა. კაბა დასვრილი ჰქონდა . ბუნებაში გაუსეირნებიათ.ძალიან ჩუმად შემოძვრა და როცა იხდიდა მისთვის მოულოდნელად ვკითხე:
-სად იყავი?
-შენ რა არ გძინავს?
-მიპასუხე.
-ერეკლემ მომწერა შემხვდიო და...
-ნორმალური ხაარ?! მე მგონია და საერთოდ ყველას, რო გძინავს და ამ დროს ერეკლესთან ერთად დადიხარ ღამით სადღაც!
-რა ისტერიკებს მიმართავ და ბებიაჩემივით მელაპარაკები?!
მივხვდი, რომ მართლა ზედმეტი მომივიდა. დავმშვიდდი და ვკითხე:
-რა უნდოდა ერეკლეს?
-სიყვარული ამიხსნა.
-რაა?
-ხო, სიყვარული ამიხსნა.
ალბათ მოწყვეტილი ლოდი, რომ დამცემოდა ისე არ მეტკინებოდა როგორც ეს სიტყვები. გავქვავდი,გავშრი. ვერ წარმოიდგენთ როგორ მციოდა. ნინი ცხოვრებაში პირველად შემძულდა!
-როგორ აგიხსნა?-ვკითხე, როგორც შემეძლო მხიარულად.რამდენად გამომივიდა არ ვიცი.
-გუშინ პირველად სადაც ვიყავით იქ ამიყვანა და მითხრა, რომ მთელ სამყაროს მჩუქნის და რომ მთელი არსებით ვუყვარვარ.
-იმაზე ბევრად უფრო რომანტიული ყოფილა ვიდრე მეგონა.
-ხო, ძალიან.
-კარგი ეხლა დაიძინე და დანარჩენიხვალ მომიყევი.
ოფლში ვცურავდი, ნერწყვა გამიშრა და ცუდად გავხდი. არ მეგონა ესეთი მტკივნეული თუ იყო სიყვარული.



№1 სტუმარი tako_tako

ვაიმეეეე ლილე როგორ მეცოდებაააა ... ისე ნინისგან რა უნდა ? მისთვის ხომ არ უთქვამს რომ უყვარდაა? feel ავტორრ ძააან მაგარი ხარ ! love love

 


№2 სტუმარი Tiko

ეეე რა ცუდია :D ცოდოა ლიზა... სიტუაცია გამოსწორდება ? :D

 


№3  offline წევრი CooLPlaYeR

tako_tako
ვაიმეეეე ლილე როგორ მეცოდებაააა ... ისე ნინისგან რა უნდა ? მისთვის ხომ არ უთქვამს რომ უყვარდაა? feel ავტორრ ძააან მაგარი ხარ ! love love

Tiko
ეეე რა ცუდია :D ცოდოა ლიზა... სიტუაცია გამოსწორდება ? :D

ნუუ წუხართ ყველაფერი კარგად იქნება!! ალბათ ეგრე იყო საჭიროო <3 <3 <3

 


№4  offline წევრი BusaMariami

ოოო აქ რახდება ?? belay შენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ მაგრაm აიი რავქნა რო ლილე უფრო მომწონს :დ request ველოდები შემდეგ თავს love
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent