დაბრუნებას გილოცავ ეილინ (ნაწილი III)
შემდეგი ერთი კვირა სანდროსთან ერთად გავატარე. ძალიან მხიარული და კარგი მოსაუბრე ბიჭია. იუმორის გრძნობაც ზომის ფარგლებში აქვს ამიტომ მასთან ვერ მოიწყენ. ხან ტყეში ვსეირნობდით, ხან ტბაზე, ხან კიდე მდინარეზე დავდიოდით. ის თავის თავზე მიყვებოდა, ბავშვობაზე, მშობლებზე. მე კი არაფერი მქონდა მოსაყოლი, სულ ვუსმენდი ერთხელაც: -შენ ჩემზე იმდენი რამ იცი მე კი საერთოდ არაფერი ! ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და მზერა მომაპყრო. -მოსაყოლი არც არაფერი მაქვს. -დავიჯერო 20 წლის მანძილზე ისეთი არაფერი ყოფილა, რათქმაუნდა კარგს ვგულისხმობ, რომლის მოყოლაც ღირს. -ალბათ ასეთი თბილი მოგონებები ბევრი მქონდა, მაგრამ მე პირადად სიბნელის მეტი არაფერი მახსოვს. მივხვდი ჩემი სიტყვებით ძალიან გავაკვირვე. -ეგ როგორ? -აი ასე -არ მომიყვები ? -ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იქნებ სხვა დროს იყოს ?! -დაძალებას არ ვაპირებ ეილინ ... ყველაფერი შენ როგორც გინდა ისე იქნება. -მადლობა! -რა საყვარელი ხარ ეილინ... მითხრა და თბილი მზერა მომაპყრო, მისი კომპლიმენტი ძალიან მესიამოვნა. -მადლობა! -გოგო შენ სულ ყველაფერზე მადლობები უნდა იხადო? პასუხი აღარ გამიცია და სიცილში სანდროს მეც ავყევი. ამასობაში სახლსაც მივუახლოვდი. -აბა კარგად მე წავედი ! -დროებით ეილინ... მითხრა, ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. მისგან წამოსული სითბო გულში მეც ჩამეღვარა, და უნებურად გამეღიმა -დროებით. ვუთხარი და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი, მიუხედავად ამისა სახლში შესვლამდე ვგრძნობდი მის მწველ მზერას. -ეილინ საყვარელო არ გშია? სახლში შესვლისთანავე დაინტერესდა ლელა -არა მადლობთ -რაღაც უნდა გითხრა. -გისმენთ -ხვალ აქ რეზი, ჩამოდის შენი მეგობარი, დამირეკა და მითხრა თუ შეიძლება ჩამოვიდე ეილინის ნახვა მინდაო მე ვუთხარი ეგ ეილინის გადასაწყვეტია მეთქი, ეილინმა უკვე დამრთო ნებაო და დღეს მანდ ვარო. ყბა კინაღამ ჩამომივარდა იმ ,,ყეყეჩის“ ნამაიმუნარი, რომ გამომიმზეურა ლელამ თავისდა უნებურად. მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყიო. -შენ ნება არ დაგირთავს? თუ გინდა დავურეკავ და უკან დავაბრუნებ. მივხვდი ეს არც თუ ისე კარგი გამოსავალი იყო, თან რას დამაკლებს, ჩამოვიდეს ისეთ დღეში ჩავაგდებ, თვითონ გაიქცევა, ვფიქრობდი ჩემთვის და კმაყოფილებისგან მეცინებოდა. -არა ლელა დეიდა, მე მართლაც დავრთე ნება! ჩემი სიტყვები საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა (ჩემდა გასაკვირად) -ძალიანაც კარგი, ძალიან მომწონს ეს ბიჭი იმ სანდროს მაინც ჯობია. ,,ეს ღა მაკლდა, თურმე ლელას ფავორიტიც ყოფილაა!“ -სანდროს რას უწუნებ? ‘-რავიცი შვილო მე ვინ მკითხავს მაგრამ ძალიან განებივრებული და თავხედის შთაბეჭდილებას ტოვებს. ,,ჩემი შენ გითხარიო!!!“ ლელას სიტყვებს გამოექომაგა ლუციფერი. -რავიცი მე მსგავსი არაფერი შემიმჩნევია... -შენი საქმისა შენ იცი. მითხრა და ისევ სამზარეულოს ქურას მიუბრუნდა. მეც ჩემი ოთახისკენ გავწიე. საავადმყოფოს ფაქტის შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი რეზიზე, მინდოდა ანგარიში გამესწორებინა და ჭკუაზე მომეყვანა ეგ ,,ყეყეჩი ბიჭუკა“. თავში ბევრ გეგმას ვაწყობდი, ვიცოდი რეზი ჩემდამი გულგრილი არ იყო , (არც მე ვიყავი, მაგრამ ამას მერე მივხვდი). არ მსურდა გული მეტკინა მისთვის. სულ ესეთი დაუნდობელიც არ ვიყავი. ამ ფიქრებში ვიყავი გართული ჩემ ოთახში, აქოშინებული ნათია რომ შემოვარდა: -მშვიდობაა? -კი კი, ლელამ გამომაგზავნა სწრაფად ჩამოვიდეს მიჯნური ჩამოუვიდაო. -მიჯნური და ის კიდე. -ხო რავი... მიხვდა თავის შეწუხებას რომ არ ვაპირებდი და ჩემკენ გამოემართა -ლელამ შენ ჩასაყვანად გამომგზავნა და სანამ ამას არ გავაკეთებ არ მოგცილდები, ამიტომ შენ აირჩიე... -ჰო კარგი ! ვთქვი, მობერზრებულად წამოვდექი და ქვემოთა სართულისაკენ გავწიე სადაც ჩემი როგორც ნათია იტყოდა ,,მიჯნური“ მელოდებოდა. ოთახში შესვლისთანავე ვიგრძენი მამაკაცის სუნამოს სუნი, რომელმაც ცხვირი სასიამოვნოდ ამიწვა, შემდეგ კი იქვე მდგომი რეზი დავინახე რომელიც ლელასთან ლაპარაკში იყო გართუოლი, მაგრამ ჩემი შესვლისთანავე შემობრუნდა და ამათვალიერა. (სწორედ მაშინ მივხვდი რომ საკმაოდ მოკლე შორტი მეცვა და ფეხებზე უკმაყოფილოდ დავიხედე), ის ჩემკენ გამოემართა და ყოველგვარი მოსალმების გარეშე გულში ჩამიკრა. ამ ჩახუტებასთან ერთად თითქოს ყველანაირი გეგმა გაქრა და მის მკლავებში გავიტრუნე. მალევე მომშორდა და ახლა უკვე თვალებით დამიწყო მოფერება. -მომენატრე პაწუ... გამაღიზიანებლად ჟღერდა ეს ,,პაწუ“ და მეც ღრუბლებიდან რეალობაში დავბრუნდი. -მე იგივეს ვერ ვიტყოდი. ვინმეს რომ ეჭვი არ აეღო ტუჩები ყურთან ახლოს მივუტანე და ისე ჩავჩურჩულე ეს ,,სანატრელი“ სიტყვები. თითქოს სხვას არც ელოდაო საერთოდ არ გაჰკვირვებია ეს სიტყვები. -მეც ძალიან მიყვარხარ ! ჰმმ.. მისი ჭკუით დაგცინა... წამსვე გამოიღვიძა ლუციფერმა ,,მისი ჭკუით არა ... მართლა დამცინა ! პასუხი გავეცი ლუციფერს და აზრების განსადევნად თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე. -აბა რეზი შვილო რამდენ ხანს დარჩები? -იცით ეილინმა მთხოვა, ჩემ წასვლამდე დარჩი და ერთად წავიდეთ თბილისშიო, მაგრამ არვიცი სამსახური რამდენად შემიწყობს ხელს! შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ,,ამ ტყუილის გუდას დამიხედეთ“ გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ თქმით კი არაფერი მითქვამს. -რომელი ოთახიც გინდა ის აირჩიე. -ეილინ შენი ოთახი რომელია? არა რა ეს უკვე მართლა მეტისმეტია. -ჩემ ოთახში ვერ დაიძინებ! აშკარად ძალიან მკაცრად გამომივიდა ამით კი ლელას და ნათიას ეჭვნარევი მზერა დავიმსახურე, თუმცა მალევე მოვეგე გონს. -საწყენად არ მიიღო ძვირფასო მაგრამ, ძალიან ცუდად მძინავს ღამე და ჩემ თავს ვერ ვაპატიებ ჩემ გამო ძილი რომ მიგაკლდეს. ჩემი თეატრალური სპეკტაგლით თვითონაც გაოცებული დავრჩი. -ხო ჯობს სხვა ოთახში დაიძინო, მაგალითად ეილინის გვერძე ოთახი თავისუფალია, საკმაოდ მყუდროა, მოგეწონება წამოდი განახებ. უთხრა ლელამ და რეზი წაიყვანა. მეც სამშვიდობოს რომ დავიგულიე მშვიდად ჩავეშვი სავარძელში და წიგნის კითხვა დავიწყე. -რამე ხდება? არა რა, ხომ გეუბნებით ეს გოგო ძალიან დაკვირვებულია... პასუხის გაცემა ტელეფონის წკრიალმა არ მაცალა. სანდრო იყო.’ -როგორ ხარ? მეორე მხრიდან გაისმა, თბილი ბარიტონი -კარგად შენ? -მეც მშვენივრად. დღეს ისევ კოცონს ვანთებთ და ხომ წამოხვალთ შენ და ნათია? -დიდი სიამოვნებით, წამოვიდოდი მაგრამ სტუმარს მარტო ვერ დავტოვებ. -არ არის პრობლემა ისიც წამოიყვანე და წამოდი. -დარწმუნებული ხარ? -სავსებით... აბა თქვენ იცით ექვსზე დანიშნულების ადგილას გელოდებით, მოგაკითხოთ თუ თქვენით მოხვალთ? -ჩვენით იყოს... -კარგი მითხრა და ყურმილი დამიკიდა. -რა ხდება? როგორც ჩანს ნათია დიდი ინტერესით ისმენდა ჩემ სატელეფონო დიალოგს. -სანდრომ დამირეკა კოცონის ვანთებთ დღეს და თუ წამოხვლათო? -მერე შენ რა უთხარი -დავთანხმდი -რეზი? მითხრა და დაეჭვებით შემომხედა. -ვუთხარი და წამოიყვანეთ ეგეც არა პრობლემაო. -სად მივდივართ? ორივემ კარებში მდგარ რეზის გავხედეთ ! -კოცონზე გვეპატიჟებიან. -ძალიან კარგი, გავერთობით, რომელზე მივდივართ? არვიცი რატომ მაგრამ ნათიას რეზის ასეთი ლაპარაკი საერთოდ არ აღიზიანებდა რასაც ჩემზე ვერ ვიტყვით. -ექვსზე. -მშვენიერია მანამდე დავისვენებ, აბა კარგად გოგონებო ! გვითხრა და გამჭოლო მზერა მესროლა. -თავდაჯერებული იდიოტი. ჩემთვის ჩავილაპარაკე. არვიცი რატომ მაგრამ მისი ნებისმიერი სიტყვა გულთან ახლოს მიმქონდა, რაც სხვაზე შემეძლო გამეტარებინა მისთვის უპასუხოდ არ ვტოვებდი. -ნათი ადრე რეზისთან როგორი ურთიერთობა მქონდა? იმ მომენტში ძალიან მომენდა რეზისა და ჩემ ურთიერთობაზე ცოტა რამ მაინც გამეგო. -არვიცი რაგითხრა, მართლა ზღაპრული ურთიერთბა გქონდათ. -მაინც? -არვიცი როგორ გითხრა, სხვებს არ ჰგავდით ! მოკლედ რომ ვთქვა მის ხელში ხარ გაზრდილი, მშობლების შემდეგ ყველაზე კარგად გიცნობს. მახოსვ ერთხელ ამერიკაში რომ იყავი წასული ერთი თვით, იქიდან ჩამოსვლის შემდეგ აეროპორტში დაგხვდა და ბათუმში წაგიყვანა, ისიც მახსოვს შენი სახლის უკან მთელ კედელზე მიყვარხარ რომ დაგიწერა, ყოველ ზაფხულში რომ ერთი კვირით გონიოში დადიოდით დასასვენებლად ისიც მახსოვს. შენ რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდი, მაშინ მამიდაშენი რაღაც მიზეზების გამო აპარატიდან გამორთვას ითხოვდა მაგრამ დედაჩემის და რაც მთავარია რეზის ძალისხმევით ეს არ გამოუვიდა. თან ყოველდღე თუ არა ყოველ კვირაში შენ სანახავად მოდიოდა, არვიცი რა უნდა ვთქვა, შენ ის ყოველთვის გიყვარდა და შეუძლებელია ასეთი სიყვარული ასე უბრალოდ გამქრალიყო! -ანუ მას უნდა ვუმადლოდე ცოცხალი რომ ვარ? -დიდწილად კი... ახლა ყველაფერი გასაგები იყო, ლელას კეთილგანწყობაც, რეზის თავდაჯერებულობაც, ნათიას დამოკიდებულებაც და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ მის მიმართ რასაც ვგრძნობდი ეს არ იყო სიყვარული... (უფროსწორად მაშინ ვერ ვხდებოდი რომ ეს სწორედ ის იყო, ან მსურდა მიხვედრა) და რადგან ჩემი ჭკუით არ მიყვარდა, ანგარიშის გასწორებას შევუდექი. მადლობა ყველას ! როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.