მე ორმაგი ტყვე ვარ-11 თავი
რომ გავახილე ფანჯრებიდან მზის სხივი აღარ შემოდიოდა,საკმაოდ ბნელოდა.მე ისევ ვბუტბუტებდი -დათა,დათა,დათამერე?მერე აღარაფერი მახსოვს ,არც ის მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი კიდე ასე უგონოდ,თვალი ჩემს ხმაზე დედა გამომეპასუხა,თვალებით მოვძებნე,იქვე სავარძელში ჩასძინებია,საბრალო,როგორ დაიტანჯა -ლილიანა აქ ვარ ჩემო გოგო,დამშვიდდი კარგი-თავზე თბილი ხელი გადამისვა -დე,ხო არ დაგირეკავთ? -არა დედიკო,ჯერ არა შენს გამოფხიზლებას ველოდით,ხო მართლა დერეფანში იცი ვინ გელოდება? -ვინ? -აბა ვი მოგენატრა? -ირინა-კმაყოფილი გამეღიმა იმის წარმოდგენით რომ ჩემ საუკეტესო მეგობარს ვნახავდი დედამ ფრთხილად გააღო პალატის კარი და ირინას ანიშნა ხელით შემოსულიყო.ჩემი გოგო ისევ ისეთი ცოტა მოწყენილი ცრემლიანი თვალებით წამოვიდა ჩემკენ და მთელი ძალით ჩამიხუტა,მეც მჭიდროდ მოვხვიე ხელები და არ ვიცი რატომ მის გვერდით საშინლად მომინდა ტირილი,ლამის გული ამომივარდა -კარგი ლილიკო ნუ ტირი ყველაფერი კარგად იქნება,ცუდი უკან დარჩა -არა ირ,ყველაზე ცუდი წინ მელოდება ,არ ვიცი დათა სადაა -ხო ვიცი ჩემო კარგო მითხრეს გოგოებმა,არ ინერვიულო,ხომ იცნობ ჩემს ბიძაშვილს ნუცას? -ჰო მერე? -ეგ გერმანულებზე სწავლობს,მოდი მას დავარეკინოთ საავადმყოფოში, -მართლა?რა მაგარი გოგო ხარ-კიდევ ერთხელ მივიხუტე გულძე ბედნიერმა-და როდის მოხერხდება ირ ეგ? -დღესვე ლილი -ახლავე? -კი დერეფანში ზის გველოდება -ვაიმე-სიხარულისაგან და ბედნიერებისაგან გაოგნებულმა ხელები სახეზე ავიფარე და თან მეღიმებოდა თან მეტირებოდა -მიდი შემოიყვანე მაშინვე გავიდა დერეფანში ჩემი მეგობარი და ნუციკო შემოიყვანა,როგორი სიფრიფანა და საყვარელი იყო -მიხარია ისევ,რომ გხედავ ლილი,გამოჯამრთელებას გისურვებ -მადლობა საყვარელო -დავრეკოთ? -რათქმაუნდა,მომეცი ნომრები მეც ჩემი ტელეფონი და ფურცელი, რომელზეც საავადმყოფოს ნომერი მეწერა გავუწოდე და გულის ფანცქალით მივაცქერდი მის თითებს რომელიც სასურველ ნომერს კრიბავდა,ირგვლივ მიმოვიხედე ყველა ჩემ დრეში იყო,ყველა გარინდული და მოლოდინით დაძაბული. -ზარი გავიდა-წაიჩურჩულა ნუციკომ და სმენად იქცა,ჩვენც მას მივბაძეთ ვიღაცამ უპასუხა,ნუციკო გერმანულად მიესალმა,შემდეგ კითხვების დასმა დაიწყო,ინტონაციით მივხვდით თორე გერმანული მის გარდა იქ არცერთმა არ ვიცოდით უბრალოდ გუმანით ვხვდებოდით რა დიალოგი იმართებოდა მათ შორის,დაახლოებით სამი წუთი ისაუბრა,მე მის სახელს ვაკვირდებოდი გულისფანცქალით,მინდოდა მის ემოციებში ამომეკითხა პასუხის დადებითოდა ან უარყოფითობა.დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.ყველანი მას მივაცქერდით -რაო ნუც?-გულისკანკალით ვკითე -დამიდასტურეს რომ საქართველოდან მართლაც ელოდნენ პაციენტს სახელად დათა ბერიძეს მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პაციენტი ჩვენს საავადმყოფოში არ მოუთავსებიათო,ისევ გერმანიაში ყავთ მაგრამ რომელ ქალაქში ან საავდმყოფოში ეგ არ ვიცით,ვწუხვართო-და მძიმედ ამოისუნთქა -არააააააა-უკვე ძალა გამოცლილმა ამოვიგმინე და სათუმალს მივესვენე ცრემლები ნიაღვარად მდიოდა,ჩემთვის ვლუღლუღებდი გაურკვევლად -დედიკო გთხოვ არ ინერვიულო,კიდე არ წაგივიდეს გული-დედა დამეზაფრა -ნუ გეშინია დედიკო,ფხიზლად ვარ-დავამშვიდე,არ მინდოდა დაენახა თუ როგორ გაუსაძლისად მტკიოდა ყველაფერი.თითქოს ცხვირწინ კარი მომიჯახუნეს და დავრჩი გარიყული,გაურკვეველი და დაბნეული,უკვე აღარაფერი ვიცოდი სად ვიყავი,რატომ ვიყავი,რისთვის ვიყავი ან საერთოდ ვინ ვიყავი.იმ წამს დავკარგე ყველანაირი სურვილი უბრალოდ ვყოფილიყავი და მეარსება,მაგრამ ჩემები?მათ ვერ ვუღალატებ. ჩუმად უხმოდ გადავიფარე თავზე საბანი და გავიტრუნე არავის დანახვა აღრ მინდოდა -ლილიკო,მაპატიე მეტი ვერაფრით დაგეხმარე -არ ინერვიულოთ გოგოებო ყველაფერი კარგადაა -ვიცი როგორიც ხარ ლილი,გთხოვ გამოგვხედე -ირ მარტო მინდა გამიგე -კარგი ლილიანა ხვალ მოვალ-იცოდა ჩემი ხასიათი,რომასეთ დროს არავის დანახვა და მოსმენა აღრ მინდოდა -მარინა დეიდა ჩვენ წავალთ დედამ გოგონები გააცილა,მერე სავარძელი ჩემ საწოლთან ახლოს მოაჩოჩა და იქვე ჩამომიჯდა,ჩემი ხელი მის ხელის მთევნებში მოაქცია და როგორც ბავშვობაში თბილი სასიამოვნო ხმით ამღერდა,როგორ მესიამოვნა,ყველა ტკივილი დამიამა,ბედნიერი და თან უბედური ვიყავი იმ დროს,სიმწრით დავხუჭე თვალები და დედის ტკბილ ჰანგებში ჩამეძინა. ერთმა კვირამ უცებ განვლო,ვიცექი კუნძივით,არც არავის დანახვა და არც არავის გაგონება არ მინდოდა,თითქოს სამყაროს გამოვეთიშე.ჩემმა დაიკოებმა დათას მისამართი გაიგეს სახლშიც მიაკითეს მაგრამ არავინ დახვდათ,მეზობლებმაც მხოლოდ ის იცოდნენ რაც ჩვენ,ახალი არაფერი.მხოლოდ ერთი დრე მახსოვს ამ ერთკვირიანი საავადმყოფოს სტუმრობისას ბედნიერი,როცა ჩემმა“თანატყვეებმა“ რომ მომინახულეს,მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი,ძალიან,მტელი პალატა გაივსო,ახმაურნდენ აჯრიამულდნენ,ჩემი შობლები და დები გახარებულები მიყურებდნენ მე რომ გაღიმებული დამინახეს. -ლიზი გაზრდილხარ საყვარელო-ჩემ საწოლზე ჩამოსკუპებულს კულულებზე ვეფერებოდი -ჰოო?რა კარგია -კიდე უფრო ლამაზი ხარ -მადლობა ლილიანა დეიდა,ხომ მართლა დათა სადაა?მე რომ თოჯინა შემპირდა ჯერ არ მოუტანია ბავშვის ამ გულუბრყვილო კითვამ თითქოს იარაზე მარილი დამაყარა,სახე დამეჭმუხვნა ტირილისაგან და ტკივილისაგან -დედიკო დათა ძია ახლა აქ არაა და,შენ თოჯინას მალე მოგიტანს-ეცადა სიტუაცია განემუხტა -აბა სადაა?ის ხომ ყოველთვის ლილი დეიდას გვერდით იყო ჩემებმა ერთმანეთს გადახედეს. -ლიზიკუნა ალბათ ის ბარბის თოჯინა რომელსაც დათა ძია შეგპირდა ძალიან მძიმეა და ნელნელა მოაქვს რომ არ გატეხოს და დაიღალოს-დაამშვიდა ტემომ ყველას გაგვეღიმა. -ლილ არაფერი ისმინს?-მოწყენილი სახით მკითხა ლაშამ -არაფერი ,საერთოდ არაფერი,აღარ ვიცი რა გავაკეთო -მე და თემოც ვიყავით მისულები მის სახლში მაგრამ არაფერი არავინაა. -ხო ჩემი დებიც იყვნენ მისულები,ბავშვებო თაზო და ნინი მოინახულეთ? -კი ჯერ იქ ვიყავით და მერე აქ გამოვედით,კარგად არიან მათაც ხვალ გაწერენ. -შენ სად იქნები ლილ ? -ლილის ცოტა ხნით რამოდენი თვით სოფელში,მამის სოფელში წავიყვანთ გურიაში,იქ სიმშვიდეა,სიწყნარე,ეხლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მე ეს არ ვიცოდი და გაკვირვებული გავხედე მშობლებს -ჩვენც მოვდივართ დედიკო,არ ინერვიულო,ჩვენ მტელი ოჯახი სენთან ერთად ვიქნებით,ახლა სიმშვიდე და მზრუნველობა გჭირდება,-დამიყვავა დედამ მესიამოვნა ეს სიახლე,აქ სადაც ათსი არამკითხე ჩამეძიება ყველას ავარიდებ თვს ვიქნები ჩემთვის ჩემიანებთანერთად,წყნარ და მშვიდ სოფელში,დაზამთრებამდე მაინც. -კარგო რომ მოგვენატრები იქ მოგაკიტავთ და ხომ იცი მერე უფრო ძვირი დაგიჯდება,ქათამი ხაჭაპურები-იკრიჭებოდა თემო -შვილო თქვენ მოდით და თვს არაფერზე შევირცხვენთ-მამა გამომესარჩლა ბევრი ვილაპარაკეთ,გავიხსენეთ ძველი,ახალიც დავგეგმეთ და წავიდნენ.მე კი მაინც ამდენ ხალხში მარტო ვიყავი,ჩემი მეორე მე მაკლდა,ჩემი ნახევარი ჩემი სულის და გულის ნაწილი. მეორე დრეს გამწერეს,დაპირებისამებრ სოფელს გავეშურეთ,სახლში არც გამატარეს ისე,დედამ ჭორიკანა მეზობლები მოგესევიან და ამ თვის ტკივილს ჯობია პირდაპირ წავიდეთ სოფელშიო,ეს აზრი მეც მომეწონა და დავეთანხმე.მართლაც მე ჩემი მშობლები და დები წავედით გურიის ლამაზ სოფელ შრომაში და ჩემი წარსული აქ დავტოვე ქალაქში,წავედით სიმშვიდისკენ გაურკვეველი ვადით. შეგპირდით და შევასრულე,ცოტა პატარაა მაგრამ მთავარია არ დავაგვიანე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.