შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის ქურდი ხარ 14


4-03-2015, 20:15
ავტორი cinderella12
ნანახია 4 024

სანამ ეს სიტყვები ხმამაღლა არ წარმოვთქვი, მანამ ვერ გავიაზრე რაზე ვაპირებდი წასვლას.მშობლები, რა თქმა უნდა ,სიხარულით დამთანხმდნენ ,ოღონდ მომდევნო დღეს არა,სამ დღეში გავფრინდებოდი,რადგან ბილეთები უკვე ყველა დაჯავშნილიყო.იმის გამო, რომ ყველაფერი გაბრაზებულ ხასიათზე გადავწყვიტე ,გასაანალიზებელი დრო არ მქონია.ახლა კი დარჩენილი დრო საკმარისი იყო იმისათვის,რომ საკიუთარი თავი უფრო და უფრო შემზიზღებოდა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმის გამო.მაგრამ ამ წუთას ჩემთვის მნიშვნელობა არაფერს ქონდა.დროს უკან ვერ დავაბრუნებდი და ჩემს ნათქვამ სიტყვებსაც უკან ვერ წავიღებდი.ვერც დანის გაოცებულმა და დანაღვლიანებულმა სახემ მიშველა და ვერც იმ აზრმა, რომ მაკუნას დატოვება მომიწევდა.მე დაჩიზე ვფიქრობდი და თუ მას არ ვჭირდებოდი,მაშინ საქართველოში თუ არა ,სხვა ქვეყანაში ახალ მეგობრებსაც შევიძენდი და ახალ შეყვარებულსაც ვიპოვიდი.ყოველ შემთხვევაში ამის იმედი ქონდა დედაჩემს!!

888

-შენ სულ გააფრინე ხო?-უხეშად მივმართე დაჩის, როცა უკვე უკანასკნელი მოთმინების ძაფიც გამიწყდა.
-რა გინდა ბიჭო ,დამანებე თავი-ჩაიბუზღუნა თავისი ჩვეული რეპლიკა და ზურგი მაქცია.
-საერთოდ აზრზე თუ ხარ რას აკეთებ?მიდის ადამიანო სოფი,სამ დღეში საერთოდ გაქრება და ვეღარ ნახავ და არაფრის გაკეთებას აპირებ?-ძმაკაცი იყო,მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებდი მის დანდობას.
-ბექა ,შენც ხომ იცი ჩემი ხასიათი?მომატყუა,ყველაფერი იცოდა და მიმალავდა.იძახის მიყვარხარო და დამცინოდა.ეგ კი არა, შენი დის სანახავადაც ყოფილა საავადმყოფოში.როგორ გაბედა საერთოდ?-მშვიდი ტონით დაწყებული ლაპარაკი ყვირილით დააამთავრა ,მე კიდევ ნამდვილად ვერ მოვისვენებდი მისთვის ჭკუა რომ არ მესწავლებინა ,ჰო და უცებ წამოვდექი და მაისურის სახელოში ხელები ჩავავლე.
-მითხარი,გიყვარს ეგ გოგო?-დაჟინებით ვუყურებდი თვალებში.
-ხომ იცი არა-ჩაიბურდღუნა და თავი გვერდზე გაატრიალა.
-მერე, სხვა რა გინდა ბიჭო .მაგ გოგოსაც უყვარხარ და ეგაა რა.დამიჯერე დაჩი,სოფისნაირ გოგოს ვეღარ შეხვდები ცხოვრებაში და როცა დაკარგავ, იცოდე, მაგრად ინანებ-უკანასკნელ ხერხებს მივამრთე.სოფის რომ მოეცა უფლება ვეტყოდი, რომ ანუკას დონორი ის იყო,მაგრამ რაღაცაში მასაც ვეთანხმებოდი , სიყვარულს უნდა მიეყვანა დაჩი სოფიმდე და არა მადლიერების გრძნობას.
-წავედი მე, მარტო ყოფნა მინდა-უკვე შეტრიალებულმა მომაძახა და კარი ძლიერად გაიჯახუნა.


888

-რა მოწიე?თავში მოგხვდა რამე, თუ მწარედ დაეცი?არა უკეთესი,ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ხარ და ვერ აზროვნებ-ანერვიულებული ლაქლაქებდა მაკუნა და სკამზე დამჯდარს კრუგებს მირტყამდა.-ჰეი,შენ,ბატონო დანიელ,აწამეს ეს მშობლებმა და მიტო დათანხმდა ჰო?თუ დააშანტაჟეს?-სასოწარკვეთილებაში გადავარდნილი ახლა დანის მიადგა.
-მორჩი მაკუნა ბოდვას და დაჯექი ერთ ადგილას თავბრუ დამეხვა უკვე.-მობეზრებულმა ჩავილაპარაკე და საწოლზე ჩამოვაჯინე.
-დანი, წვენი მოუტანე ამას გამოაფხიზლებს ცოტა-სიცილით ვუთხარი და მუდარის თვალებით გავხედე.
-კარგი სოფი-უცებ მიპასუხა მანაც და ჩემი ოთახიდან გავიდა.
-რა მოხდა მეთქი?-თვალებჩაწითლებულმა გამომხედა ახლა მაკუნამ და ისეთი სახე მიიღო ,რომ თავისუფლად წაიკითხავდით ყველაფერს რასაც ამწუთას ფიქრობდა.
-რა გინდა ჩემგან?-მობეზრებულმა ჩავილაპარაკე.
-როგორ თუ რა მინდა?ამერიკაში აპირებ წასვლას და მე აქ მტოვებ? ან საერთოდ რატომ მიდიხარ ,რა უაზრო რაღაცეებს იმიზეზებ . აზროვნებ, თუ გონება გადაგეკეტა?-თანდათან უწევდა ხმას ,რაც აუტანელი ხდებოდა.
-მორჩა,მარტო ყოფნა მინდა,წავედი მე-შევტრიალდი და კარი ისე გამოვიხურე ,რომ მაკუნას პასუხი არ მომისმენია.ქვედა სართულზე ჩასვლისას დანი შემხვდა წვენით ხელში ,რომელიც სავარაუდოდ მაკუნასთვის იყო განკუთვნილი.შემომთავაზა, რომ მანქანით გამიყვანდა ,მაგრამ ახლა მართლა მჭრდებოდა მარტო ყოფნა და ფიქრი, თორემ მალე გავაფრენდი.უკეთესი ვარიანტი ალბათ საერთოდ დაჩის ნახვა იქნებოდა,მაგრამ რომც მეთხოვა არ გაოვიდოდა… ასე რომ მარტოობასაც დავჯერდებოდი.მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საკმაოდ თბილოდა,ცა მოღრუბლული იყო და მალე გაწვიმდა კიდეც.მიყვარდა წვიმაში სიარული.რომანტიკოსი ნამდვილად არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა წვიმაში სერინობა შვებას მგვრიდა ხოლმე.თითქოს ჩემს უსიამოვნო ფიქრებს,უარყოფით ემოციებს და სიმძიმეს ჩამომრეცხავდა სხეულიდან.
Rain,rain,wash away
All the pain of yesterday….
ადრე სადღაც ამოვიკითხე:“მიყვარს წვიმაში სეირნობა ,რადგან ვერავინ ამჩნევს, რომ ვტირი“.
ჰო და ახლა მეც ტირილის ხასიათზე ვიყავი.გული შემეკუმშა იმაზე ფიქრით , რომ მალე ამ ყველაფერს უკან მოვიტოვებდი.ოდნავ შემაცივნა და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.მგონი ტემპერატურა მქონდა.თავზე კაპიშონი წამოვიფარე ,მაგრამ ისიც გვარიანად დასველებულიყო.მილიონჯერ გამოვლანძღე გონებაში საკუთარი თავი სახლიდან მხოლოდ შორტებით რომ გამოვედი, მაგრამ ახლა ეს ლანძღვა ნამდვილად ვერ გამათბობდა.ახლოს კაფეც არ ჩანდა რომ შევსულიყავი მაინც ,თუმცა სკვერს მოვკარი თვალი და იქეთ გავემართე.ერთ რიგად ჩამწკრივებული ხეების წინ პატარა სკამი იდგა.მართალია, თითქმის ბოლომდე იყო სველი,მაგრამ ახლა მხოლოდ დასვენება მჭირდებოდა.ჩამოვჯექი და ღრმად ამოვისუნთქე.ხეების ტოტები არ აძლევდნენ უფლებას წვიმის წვეთებს ჩემამდე მოეღწიათ,რაც ჩემს მდგომარეობას ამსუბუქებდა.მიმოვიხედე ,მაგრამ თვალი ვერავის მოვკარი,ამიტომ გემრიელად მოვკაალთდი და საზურგეს მივეყრდენი.
წვეთების შხაპუნი მესმოდა მხოლოდ და ეს მართობდა კიდეც.მერე ღიღინიც დავიწყე და განწყობა თითქოს გამომიკეთდა.
-სოფი?-ნაცნობი ხმა რომ მიწვდა ყურთასმენას,სხეულმა ეგრევე რეაგირება მოახდინა,რობოტივით გავშეშდი ერთ მდგომარეობაში და ვიგრძენი როგორ დამაყარა ტანზე ეკალმა.თვალები დახუჭული მქონდა და ვერც მოვიფიქრე, რომ გამეხილა.
-თუ ცდილობ თავი მძინარედ მომაჩვენო ,ტყუილად ცდილობ,გავიგონე რომ მღეროდი.-ან სიცხემ იმხელაზე ამიწია ,რომ მეჩვეენებოდა დაჩი თბილად მელააპრაკებოდა, ან საქმე თვითონ დაჩიში იყო.
-აქ რა გინდა?-ისეთი ტონით ვიკითხე ,თითქოს მისი ნახვა არ მესიამოვნა, მაგრამ კარგად ვხვდებოდი, რომ ჩემი თვალები საპირისპიროს ამტკიცებდნენ.
-უმიზნოდ სიარული დავიწყე და ფეხებმა მომიყვანეს აქ-ჩემს გვერდით ჩამოჯდა და გაეღიმა-ხომ იცი,პლიუსი და მინუსი იზიდავენ ერთმანეთს.-ჩემი სიტყვები გამიმეორა, რაც ადრე მაკუნას და ბექას შესახებ ვთქვი.
-საინტერესოა-გამეცინა-მახოსვრობა კარგი გაქვს ,თუმცა ერთი რამაა დასაზუსტებელი:პლიუსი მე ვარ ,თუ შენ?-წარბაწეულმა გავხედე და მის პასუხს დაველოდე.
-რა თქმა უნდა ,მე - ეგრევე მომიჭრა და კმაყოფილმა გამომხედა.
-თვითკმაყოფილი იდიოტი-ჩავიბუზღუნე და მის კითხვისნიშნიან სახეს რომ გადავაწყდი, ჩავიქირქილე.
- და შენ რას აკეთებ აქ?-ახლა იგივე კითხვა დამისვა მეც.
-ვგრძნობდი, რომ აქ შენ გნახავდი-სარკასტულად ვუპასუხე და წამოვდექი-მაგრამ ახლა ვგრძნობ ,რომ რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე-იგივე ტონით დავაყოლე და შევტრიალდი.
-გიხდება ირონია , სწერვობაც შენს ხასიათში ჯდება-ჩაიცინა და მივხვდი ,რომ ისიც წამოდგა.
-შენ ხომ გიჟდები სწერვებზე-ირონიულად ვუთხარი და მისი ადრინდელი ნათქვამი გავახსენე.
-არც შენ გქონია ცუდი მეხსიერება-ადგილზე შევხტი, როცა მისი სიტყვები ასე გარკვევით გავიგონე.აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომქონდა:ჩემს უკან იდგა.თან იმდენად ახლოს ,რომ მოშიშვლებულ კისერზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი.მიუხედავად იმისა ,რომ მასთან ზურგშექცევით ვიდექი,მაინც მოვახერხე მისი განსაკუტრებული , „დაჩისეული“ სურნელის შესუნთქვა, რასაც ალკოჰოლის მსუბუქი სუნიც ემატებოდა.აი თუმე რა იყო მისი ნორმალური ქცევის მიზეზი,ხმას რომ ჩვეული სიუხეშე დაკარგვოდა.
წასვლა დავაპირე და წინ ნაბიჯის გადავდგი, მაგრამ მკლავში ხელი ძლიერად ჩამავლო და მისკენ შემატრიალა.
-რას აკეთებ?-ხმადაბლა უღონოდ ამოვიჩურჩულე.მისმა შეხებამ საღი აზროვნება დამაკრგვინა და თითქოს რეალობასაც გამომთიშა.ნუთუ იმ დონემდე მენატრებოდა დაჩის ძლიერი მკლავების შეხება, რომ მისი გავლენის ქვეშ ასე მარტივად მოვექეცი?არ ვიცი,ნამდვილად არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი ,მაგრამ ერთი რამ ფაქტია...ლაპარაკის უნარი დავკარგე,მოძრაობის სურვილიც გამიქრა.წასვლაზე, ან გაქცევაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.მისით ვიყვი მოცული და სურვილი არ მქონდა ეს მომენტები შემეწყვიტა.
დაჩის თბილ ,თაფლისფერ თვალებში კი იმწუთასვე ჩავიძირე, როგორც კი მისკენ შემატრიალა.
-მიდიხარ სოფი?-მისი კითხვა მრავლისმომცველად მეჩვენა, მაგრამ მე ახლანდელ სიტუაციაზე გადავიტანე და პასუხი ისე მივეცი.
-გავცივდები,სიცხე მაქვს მგონი, ამიტომ აჯობებს წავიდე-რას ვბურდღუნებდი თვითონაც არ მესმოდა.შიგნით რომ ყველაფერი მიდუღდა, მაგას აშკარად ვგრძნობდი.სახე კი ალბათ საერთოდ წითელი მქონდა.
-მიდიხარ სოფი?-ისევ გამიმეორა დაჩიმ და ახლა მივხვდი, რომ ამერიკაზე მეკითხებოდა.არ ვიცოდი რა მეპასუხა. მე ხომ იმიტომ მივდიოდი,რომ მას ჩემი დანახვაც არ უნდოდა.
-კი რომ გითხრა,შემაჩერებ?-იმედგადაწურულმა ვკითხე და ვოცნებობდი პასუხი დადებით ყოფილიყო.
-ასე იმიტომ იქცევი, რომ შეგაჩერო?-უემოციოდ მკითხა და ხელები ახლა ბეჭებზე შემომაწყო.
-არა,ვიცი რომ არ შემაჩერებ-ნაღვლიანად გავუღიმე და ცრემლები ყელში ბურთად მომაწვა.
-თუ იცი,მაშინ შეწყვიტე ეს უაზრობა-დაჟინებით მიყურებდა და უფლებას არ მაძლევდა სხვა მხარეს გამეხედა.
-რა გინდა ჩემგან დაჩი?-უღონოდ ამოვილაპარაკე და დანებების ნიშნად თავი დავხარე.
-შენ რას ითხოვ ჩემგან სოფი?-ისევ შემომიტრიალა კითხვა და მგონი მალე მოთმინების უკანასკნელი ძაფები გამიწყდებოდა.
-მიიღე გადაწყვეტილება.-ახლა კი პირდაპირ ვეტყოდი-ან შემაჩერე,ან უფლება მომეცი, რომ წავიდე.
-მე შენზე ისევ გაბრაზებული ვარ , ჯერ არ მიპატიებია შენი საქციელი-ყრუდ წარმოთქვა სიტყვები. თითქოს თავისთვის ლაპარაკობსო.-მაგრამ არ მინდა ,რომ წახვიდე.
-ასე არაფერი გამოვა.ან დამტოვე, ან გამიშვი-სასოწარკვეთილმა ახლა ხმამაღლა წამოვიყვირე.არ შემეძლო ამდენის მოთმენა-ნასვამი ხარ დაჩი,ასე არაფერი გამოვა.-ბოლო სიტყვები დამშვიდობებასავით ჟღერდნენ.უკან დავიხიე და ხელები ჩემი მხრებიდან ჩამოვააღებიინე.
-სოფი-დამიძახა როცა შევტრიალდი და საპირისპირო მხარეს წავედი.ახლა ვეღარ შემხედავდა სახეზე, ჰოდა თავს უფლება მივეცი მეტირა.ცრემლები აღარ შემიკავებია, მაგრამ ხმას ვაკონტროლებდი.წვიმა კი ისევ გრძელდებოდა.სკვერს ოდნავ რომ გამოვცილდი, კაპიშონი გადავიძრე და სახე წვიმას მივუშვირე.ცრემლებს წვეთებს ვატანდი და ახლა ნამდვილად ვერავინ შეამჩნევდა, რომ ვტიროდი.რომ მცოდნოდა ახლოს დაჩი აღარ იყო ,მაშინ ადგილზე ჩავიკეეცებოდი და გულიდან წამოსულ ტკივილს პირიდან ამოვუშვებდი ყვირილის სახით,მაგრამ ჯერ ისევ იქ იქნებოდა და გაიგონებდა, მე კი მისი დანახვა უკვე აღარ მინდოდა.
სასაცილოა, არა?..ცოტა ხნის წინ მის დანახვაზე ვოცნებობდი, ახლა კი საერთოდ გაქრობა მინდოდა.
-დავიღალე უკვე,ყველაფერმა დამღალა უკვე...-სვენებ-სვენებით წარომვთქვამდი სიტყვებს და თან წონასწორობის შენარჩუნებას ვცდილობდი.ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი ,რომ მაღალი ტემპერატურა მქონდა.თავი ლამის მისკდებოდა ისე მტკიოდა.ამ ყველაფერს კი გულისრევის შეგრძნებაც ემატებოდა, რაც სიმხურვალემ გამოიწვია ალბათ.
იმდენი მანძილი მქონდა გამოვლილი უკვე, რომ ტრასასაც მივადექი.სახლამდე რომ მივსულიყავი ,გზაჯვარედინი უნდა გადამეკვეთა .ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში კი ეს არც თუ ისე სახარბიელო გამოსავალი იყო...თუმცა სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა.მზერის დაწმენდას შევეცადე და შუქნიშანი რომ შევათვალიერე, წინ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
მერე კი....მერე....მერე დაჩის ხმა გავიგონე, რომელიც მაფრთხილებდა გაჩერდიო.ყველაფერი რამოდენიმე წამში მოხდა, მაგრამ რაღაც სასწაულმა დეტალურად დამამახსოვრა.ჩემსკენ სირბილით წამოსული დაჩი....მისი ხმა, რომელიც ერთოდრულად სითბოს , მღელვარების,შიშის და სიფრთხილის შემცველი იყო.ბოლო კადრი კი მანქანა...მსუბუქი ავტომობილი.მაღალი სიჩქარით მომავალი მერსედესი,რომლის მძღოლიც ალბათ შერეკილი იყო,ან საერთოდ ის კაცი ვერ იყო დალაგებული ,ვინც მაგ მძღოლს მართვის მოწმობა მისცა.ვიფიქრე ალბათ ყველაფერი დამთავრდა და მეც ისე დამემართება ,როგორც ტრაგიკულ ფილმებში ან რომანებშიამეთქი,როცა ვიგრძენი როგორ ჩამავლესს ხელი მარჯვენა მტევანზე და მთელი ძალით გადამისროლეს უკან.მე გადავრჩი!ეს მიტრიალებდა მხოლოდ გონებაში და ალბათ მალე აზროვნებასაც შევწყვეტდი.
-ჰეი,სოფი კარგად ხარ?-მხოლოდ ამ ხმამ გამომიყვანა მსუბუქი შოკიდან და მეც გამოსაფხიზლებალდ თავი რამდენჯერმე გადავაქნიე.
-კი,მგონი-ლუღლუღით წარმოვთქვი და წამოვდექი.დაჩი შემეშველა და წამომაყენა.მის წინ ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა..
-შენ არ ხაარ ხო ნორმალური?არ გესმოდა, რომ გეძახდი?-ეტყობა დაჩიმ კონტროლი დაკარგა, ამიტომ ახლა კი არ მელაპარაკებოდა,მიყვიროდა.რამოდენიმე წამის წინანდელ ამბავს ახლა დაჩის მაღალი ნათქვამიც დაემატა და თავი ვეღარ შევიკავე.ავტირდი...დაჩის წინაშე მგონი პირველად ვტიროდი, ამიტომ გაიგონა თუ არა ჩემი გამტყდარი ხმა, ეგრევე გაჩუმდა და მდუმარედ დამიწყო ყურება.
-მაპატიე...არ მინდოდა...მეგონა გზა თავისუფალი იყო და ამიტომ...-ბლუკუნით დავიწყე ახსნა და ლაპარაკი მალევე შემაწყვეტინეს.სწრაფად მომიახლოვდა დაჩი და ჩვენს შორის მანძლი იმ მინიმუმამდე დავიდა, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.
-ეს საშინელება იყო სოფ,წამით ვიფიქრე ,რომ დაგკარგე.ვერც კი წარმოიდგენ, როგორ შემეშინდა...-ხმა უკანკალებდა,სიტყვებსაც ძლივს აბამდა თავს-მადლობა ღმერთს,რომ კარგად ხარ-მოახლოვებულმა ყურში ხმადაბლა ჩამჩურჩულა ,მისკენ დამქაჩა და მეც დაბარბაცებული მის მკლავებში ჩავესვენე.
მეხუტებოდა...ისე მეხუტებოდა, თითქოს პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს...მის გულისცემას რომ დავუგდე ყური,სადაც იყო მკერდიდან ამოხტებოდა და ალბათ ამავე მდგომარეობაში ვიყავი მეც.ძლიერი ხელების ზურგზე სრიალი ჟრუანტელს მგვრიდა.ამას ემატებოდა ისიც ,რომ თავის მის გულმკერდზე მედო.ფეხისწვერებზე წამოვიწიე და ცხვირი მის კისერში ჩავრგე.ლავიწთან გავჩერდი და დაჩის სურნელი მთელი ძალით შევისუნთქე... თითქოს ჩემს ფილტვებს სასუნთქ წყაროს აწვდიანო.მერე მეც შემოვხვიე ხელები და ასე ლავიწში თავჩარგული გავირინდე.
-მხოლოდ შენ შეგიძლია კონტროლი დამაკარგვინო-დახშული ხმა სასიამოვნოდ ჩამესმა და ინსტინქტურად თავი ავწიე.პირდაპირ მის თვალებს შევხვდი და რეალობას იმწუთასვე გამოვეთიშე.დაჩიმ მისკენ მიმიზიდა და ჯერ ფრთხილად ქვედა ტუჩზე დამიტოვა კოცნა,შემდეგ კი ბაგეებზე ნაზად შემეხო.




თავი მუზის გარეშე დავწერე ამიტომ არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა...: ( მაპატიეთ ამის გამო...ბოდიშI დაგვიანებისთვის ... ფიქრობთ რომ დროა დავამთავრო? მგონი ცოტა გაიწელა ჰო?



№1 სტუმარი auf

ვერ ვხვდები რა ჭირს სოფის საპატიებელი??? იმის მაგივრად, რომ ბოდიში იქეთ მოუხადოს ქურდობის გამო(არააქვს მიზეზს მნიშვნელობა) ადანაშაულებს! სოტა არ იყოს სულელია ეგ სოფი, დეგენერატ ბიჭს რომ უყადრებს თავს!!! დაცინვა არა ტოროლა!
ავტორ, კარგი გოგო ხარ!

 


№2  offline წევრი † mariami †

muzis gareshea dawerili magram mainc dzalian magaria:* male gagdzele ra :( da dasrulebas rac sheexeba es sheni gadasawyvetia magram isec nu izam rom male damtavro da uazrod....es yvelaze magari istoria racki wamikitxavs da yvelaze metad momwons :*:*

 


№3  offline წევრი ანა დევიძე

მუზის გარეშეც ძალიან მაგარია.ჯერ არ დაამთავროო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent