შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ღიმილიანი ბიჭი... ჰალსტუხით [19]


4-03-2015, 20:37
ავტორი prettygirl
ნანახია 5 192

- მომიყევი ბებია აბა შენზე.. ღიმილით დაუსვა მოხუცმა თებეას მუხლზე ხელი...
- რაგაინტერესბთ, მკითხეთ და გეტყვით.. მორიდებით უთხრა თებეამ და გაუღიმა
- ახლა ჩემი ტატო რომ ცუდ გოგოს არ მოიწონებდა ვიცი მე მაი ამბავი.. ჩაილაპარაკა ამაყად და თებეა აათვალიერა..
ვერ მიხვდა თებეა ეს კომპლიმენტი იყო თუ რაიყო.. ამიტომ მხოლოდ უხერხული ღიმილით უპასუხა
- ნუ ხარ ბებია ასე შებოჭილი, თვარა ჩემი თავი ურჩხული მგონია.. ამოილაპარაკა გაბრზებით და კაბის კალთა შეისწორა...
- წამოდი, სანამ ტატო მოვა, სურათებს დაგათვალიერებიებ.. უთხრა და ფეხზე წამოდგა
- დიდი სიამოვნებით.. უთხრა თებეამ და კიბეზე ამავალს უკან გაჰყვა.
მეორე სართულის სასტუმრო ოთახში ავიდნენ. ლიანამ ძველი , ხის კარადიდან მუქი შინდისფერი ალბომი გადმოიღო და თებეას გვერდით მიუჯდა.. ღიმილით გადაშალა პირველი გვერდი და თებეას უთხრა:
- აი მე ვარ ბებია.. ხედავ ახალგაზრდობაში რამფერი კოხტა ვიყავი ? დამსდევდნენ სოფლის ბიჭები წყვეტაზე... ჩაილაპარაკა ამაყად და მომღიმარ თებეას წყრომით ახედა
- მართლა ბები.. მართლა... სულ ასეთი დაჯღვანკული კი არ ვიყავი.. სიცილით უთხრა და შემდეგ გვერძე გადაშალა...
- აი ახალი სურათია.. რა უნდა ამ ალბომში.. გაკვირვებულმა ამოილაპარაკა და სურათის ალბომის უკან ჩადებას აპირებდა,რომ თებეამ გამოართვა:
- ძალიან კარგად გამოიყურებით.. ზოგადად.. და ამ სურათში ხომ საერთოდ... აღფრთოვანებით ჩაილაპარაკა და სურათი ხელიდან გამოართვა
ჩემი ღიმილიანი ბიჭი... ჰალსტუხით [19]

- მადლობა ბებია... უთხრა და ღიმილით დაუსვა თებეას ხელს თავისი...
- ჩემი დის შვილიშვილის ქორწილშია მაი გადაღებული... ტატომ ამამიბეჭდა და მემიტანა.. მაგას ენაცვალა ბებია....
ამოილაპარაკა ღიმილით და თებეას გახედა...
ნუ ყველა ბებიას ხომ ძალიან უყვარს თავისი შვილიშვილი, მაგრამ ლიანა აშკარად ირევა ტატოზე და გადამეტებულად უყვარს.. თავისი " ვარსკვლავივით ბიჭი"... თითქოს თებეას ფიქრებს მიუხვდაო.. გაუღიმა და უთხრა:
- იცი თიბა რამხელა ამაგი მაქვს ამ ბოვშვზე?
- თებეა.. სიცილით შეახსენა თებეამ თავისი სახელი..
- რაცხა უცნაური სახელი აგქ ბებია და ვერ დევიმახსოვრე.. თქვა ლიანამ და მხრები აიჩეჩა.. თებეა რაღაცის თქმას აპირებდა, რომ დაბლიდან ტატომ ამოიძახა:
- გეყოთ ახლა ჭორაობა.. ჩამოდით...
- მოსულა ტატო.. წამოი ახლა ბები.. უთხრა თებეას , ალბომი ისევ კარადაში შეინახა და დაბლა წავიდა...თებეაც უკან მიჰყვა..
ტატო ბუხარში შეშას ალაგებდა .. საქმეს რომ მორჩა ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ბუხარს მიუშვირა.. კიბეზე ჩამომავლების ხმა რომ გაიგო ბუხართან ჩაცუცქული ფეხზე წამოდგა და ღიმილით მიეგება ჩამოსულებს...
- გავალ ახლა მე მოვამთავრებ ჩემს საქმეს...თქვენ იჭუკჭუკეთ მანამდე... უთხრა ლიანამ ტატოს როცა გევრდით ჩაუარა და ეშმაკურად გაუღიმა.. ტატომ სიცილით გადააქნია თავი და დივანზე ჩამომჯდარ თებეას, რომელსაც უკვე ყოველგვარი შებოჭილობა მოხსნიდა გვერდით მიუჯდა...
- სანამ ლიანა ხაჭაპურებს გამოაცხობს , წამო გავისეირნოთ .. უთხრა და ხელი ცაკიდა.. ტებეაც ფინია ძაღლივით აედევნა უკან ჩქარი ნაბიჯებით... ეზოში სიწყნარე იყო... აქა იქ ისმოდა ძაღლების ყეფა..და ჭრიჭინების ხმა...ხანდახან წყაროს ჩუხჩუხიც მისწვდებოდა ყურთა სმენას.. მთვარიანი რამე იყო.. ციოდა...
თებეამ ციფრული ამოიღო და წინ გადაშლილ ხედს სურათი გადაუღო...კამერა გათიშა და ტატო რომ ვერსად დაინახა შეეშინდა
- თებე. აქვარ..
მოესმა ხმა წინიდან და სრულ სიბნელეში, სადაც მთვარე მხოლოდ ბილიკს და ოდნავ ხეებსაც ანათებდა გზა განაგრძო
ტატოს მიუახლოვდა, " პადრუჩკი" გაუყარა და ჰკითხა:
- სად მივდივართ?
- არსად.. ცოტა გავისეირნოთ და შევიდეთ.. უთხრა ტატომ და თავზე აკოცა
- კარგი.. მხრები აიჩეჩა თებეამ და გზა გააგრძელა...
ნაცნობ ადგილებს რომ მიდგებოდა ტატო თებეას სიცილით უყვებოდა აქ გატარებული ზაფხულების შესახებ, უყვებოდა სახალისო ისტორიებს და ესეც კისკისებდა წკრიალა ხმით...
- ხოდა დამტოვეს ასე ტრუსების ამარა მდინარეზე.. სიცილით დაასრულა ისტორიის მოყოლა.. თებეა ჯერ კიდევ ტატოს " სევდიან " ისტორიაზე იცინოდა, რომელიც კარხით დასრულდა,რომ ახლოდან ავი ძაღლის ღრენის ხმა შემოესმათ.. თებეას ღიმილი სახეზე შეაშრა და ტატოს ახედა შეშინებული თვალებით.. ადგილზე მიიყინა
- რაიყო, ძაღლების გეშინია? სიცილით ამოილაპარაკა ტატომ
- ეს ძაღლი აშკარად ავი ჩანს.. შუბლშეკრულმა თქვა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება , რომ დაედგინა სად იყო ძაღლი , ტან ტატოს ხელს ჩაფრენოდა მთელი ძალით..
- სად იყურები, აი ძაღლი... თავი მოატრიალებინა ტატომ წინ და თითით დიდი , ყავისფერი ძაღლისაკენ მიუთითა, რომელიც მათ უღრენდა და სადაც იყო ეძგერებოდა ..
- აუ ქენი რამე.. ტირილნარევი ხმით ამოილაპარაკა ტებეამ და ტატოს საწყალი ტვალებით ახედა...
- ნუგეშინია. მოიცა.. უთხრა და თებეას ჩაფრენილი ხელი მოიშორა..ძაღლს ნელა მიუახლოვდა მის წინ ჩაიკუზა, ღიმილით გადაუსვა ტავზე ხელი და ხმადაბლა უთხრა :
- ჩუუუ.. კარგი ძაღლი.. და თავზე მოფერება დაუწყო ძაღლს..
გაავებული არსება წამში მოლბა... ყურები ცქვიტა და ტატოს მკლავებში გაიტრუნა... ტატოც თავზე და ყურებზე უსვამდა ხელებს და უღიმოდა
თებეა კი მათწინ გაშტერებული იდგა და გაკვირვებული შესცქეროდა ტატოს.. ბოლოს ძაღლი კუდის ქიცინით წამოდგა მიწიდან და თავისი სამყოფელისაკენ გაემართა ...
- ძაღლებსაც აქვთ ფსიქოლოგია და მათზეც შეიძლება ზეწოლის მოხდენა .. აუხსნა სიტუაცია ტატომ და გვერდით ამოუდგა მოსეირნეს
- ხელები ამიწევია... ჰაერში ააფრიალა გაკვირვებულმა თებეამ ხელები და ტუჩები გაკვირვებულმა გამობურცა
ტატომ ხელი მხარზე მოხვია
- ოოო გაწიე ძაღლიანი ხელი .. ზიზღით უთხრა თებეამ და მის მხარზე ჩამოდებულ ხელს დაეჯაჯგურა ბუზღუნით...
ტატომ ჩაიცინა და უფრო მაგრად მოუჭირა ხელი მხარზე
- ნწ.. გადაიბანე მაშინ.. შუბლშეკრულმა უთხრა ტებეამ.. რა ქნას... ტატო კი არა სულ რო ბრედ პიტი მოეხვიოს ზიზღი აქ ამ ძაღლის, კატის ბეწვზე და რაქნას.. თუ ადამიანი ცხოველს შეეხო ვერ ეკარება მერე.. ასეთი ზიზღიანია და რაქნას.. თანაც ალერგიული..
- კარგი... სიცილით უთხრა ტატომ და წყაროსაკენ გაემართა... გაყინული წყლით მალევე გადაიბანა ხელები და შერჩენილი წვეთები თებეას მიაწუწა სახეზე...თებეა გათამამდა და წვეთები კი არა მთელი პეშვი წყალი შეასხა ტატოს სახეზე...
- ოო ეგ არ უნდა გექნა .. ამოიბურტყუნა ტატომ და თან სველ სახეს იწმენდდა.. საქმეს რომ მორცა წყაროს ორივე მუჭა შეუშვირა და თავზე გადაავლო თებეას... თებეამ ჯერ შეჰკივლა ცივი წყლის შეხებაზე, შემდეგ კი გაბარზებულმა მაგრად მიჰკრა ტატოს ხელი.. ტტაომ სწონასწორობა ვერ შეინარჩუნა უცებ, სველ ქვაზე ფეხი აუსხლტა და ტალახში მოადინა ტყლაპანი .. თებეამ ტალახში ჩაგორებულს სიცილ-ხარხარი დააყოლა.. ტატო გაბრაზებული სახით წამოდგა ...ტალახები ჩამოიფერთხა.. მთვარის შუქმა გაუნათა სახე, რომელზეც წამში მაცდურმა ღიმილმა გადაურბინა.. ტალახში ამოგანგლული მკლავები თებეას მოხვია.. მისი წივილ- კივილისათვის ყურადღება არ მოიქცევია,, დიდ ტალახში ჩაააგორა და , ბაგეებზე, რომელიც მისდა საბედნიეროდ სუფთა იყო მთელი ძალით დაეწაფა...თებეამ ჯერ მასზე გადაწოლილი, გატალახიანებული ტატოს მოშორება სცადა,, მერე კი ხელით ტალახი მოძებნა, მუჭაში შეიგროვა , ტატოს ბაგეებს მოსწყდა და ხარხარით გაადაუსვა სახეზე მუჭა ტალახი ...მერე კი ადგილს მოსწყდა, ტატოს რეაქციამ არ დააყოვნა და ბილიკზე გაქცეულს გაეკიდა, დაიჭირა.. უკნიდან მაგრად მოხვია ხელები, რომ არ გაქცეოდა... მისკენ მაოტრიალა , სახე ახლოს მიუტანა.. ვითომ საკოცნელად გადაიწია და ... მთელი მუჭა ტაალახი ნაზად შეაზილა სახეზე...
- იდიოტო... ამოილაპარაკა თებეამ და გაქცეულ ტატოს გაეკიდა.. სახლი ახლოს იყო.. ნაწვიმარის გამო ტალახი ნამდვილად არ იყო გარშემო ძNელი საშოვნელი და ესენიც პაარა ბავშვებივით ამოიგუნგლნენ... არიქა და აბრემ დასვრილები ვართო სულ დაისვარნენ ტალახში... ისმოდა თებეას წივილ- კივილი.. ტატოს მხიარული ხარხარი.. თებეას " მორჩა, გვეყოფა ", ტატოს " დაიცა სამაგიერო მაქვს გადასახდელი " და ასე მივიდნენ სახლამდე...
- ახლა რა ვქნათ..ამოილაპარაკა თებეამ და გატალახიანებულ ტანსაცმელს დახედა ...
- რავქნათ და შევიდეთ და ვიბანაოთ.. სიცილით ამოილაპარაკა ტატომ და სახლის კარი შეაღო...
- ასე ტალახიანებმა ? მოიცა.. მკლავეში წაავლო ხელი თებეამ და გააჩერა.. ფანჯარაში შეიხედეს... ლიანა სამზარეულოში ფუსფუსებდა.. ხაჭაპურის ცხობა მოემთავრებინა და დასვრილ ჭUრჭელს მისდგომოდა ახლა.. სახლის კარი შეაღეს.. სიტუაცია " დაზვერეს" და ქურდებივით შეიპარნენ..მეორე სართულზე წავიდნენ აბაზანისაკენ ...ლიანას რა გამორჩებოდა... განზრახ არ გაიხედა კარის ხმაზე შემოსასვლელში და დაელოდა როდის ავიდოდნენ.. მიხვდა ამ მაიმუნმა ბავშვებმა რომ " იმაიმუნეს ... " ხმა რომ მიწყდა ღიმილით გამოყო თავი სამზარეულოს კარიდან, ჯერ ტალახიან ნაფეხურებს დახედა.. რომლებიც მეორე სართულისაკენ მიდიოდა კიბეზე... მერე თავი გადააქნია.. სამზარეულოში შეტრიალდა და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო.. ცოტა ხანი ფიქრობდა.. ეღიმებოდა და უხაროდა მის შვილიშვილს ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა.. თებეაც თვალში მოუვიდა და მოეწონა ...მერე ისევ ტალახიანი ნაფეხურები გაახსენდა და ღიმილით ჩაილაპარაკა :
- უპოვია თავისნაირი დანთხეული და ეგ არის.. სიცილით გადააქნია თავი და საქმე მოთავებულმა ონკანი გადაკეტა.. სუფრა გააწყო და დაელოდა მაიმუნი ბავშვები როდის ინებებდნენ ჩამოსვლას ...
- ჯერ მე შევდივარ...ჩქარი ნაბიჯებით წავიდა თებეა სააბაზანოსაკენ
- და მე სად წავიდე ამდენ ხანს ასე ტალახიანი ? თქვა ტატომ და ცალი წარბი მაღლა აწია ...
- შანსი არაა..ამოილაპარაკა თებეამ როცა ტატოს ფიქრებს მიუხვდა . და ხელები ჰაერში ააფრიალა უარყოფის ნიშნად...
- არის.. უთხრა დარწმუნებით ტატომ და სააბაზანოში შევიდა...
- არ მიყურო... გამაფრთხილებლად აუწია საჩვენებელი თითი თებეამ ტატოს, სააბაზანოს კარი გადაკეტა და ტატო კარისაკენ მიატრიალა, რომ მობანავე თებეა არ დაენახა...
- ტანსაცმელი არ გამიხდია შენთვის თუ?! სიცილით ამოილაპარაკა კარისაკენ შეტრიალებულმა და ხელები გადააჯვარედინა ერთმანეთში..
- გაჩუმდი ეხლა თორე გაგიშვი ეგ გატალახიანებული ლიანასთან.....
თქვა და ზედა გადაიძრო... მერე შარვალი .. ტრუსი და ლიფი კი აშკარად არ ჩანდა სკამზე..
- შენ რა ტრუსით და ლიფით აპირებ ბანაობას ?! სიცილით ამოილაპარაკა ტატომ და ოდნავ გაიხედა უკან
- რა გარანტია მაქვს რომ არ გამოიხედავ.. მოესმა თებეას , შემდეგ კი ონკანის გახსნისა და წყლის ჩხრიალის ხმა..
- არც არანაირი... ამოილაპარაკა თებეას შეთვალიერების სურვილით შეპყრობილმა და უკან მიტრიალდა... თავით ფეხებამდე აათვალიერა მადის აღმძვრელი, თლილი, ნახევრად შიშველი სხეული და მისკენ წავიდა
- ტატო.. თვალები დაუბრიალა თებეამ და ისე გაავებული სახე მიიღო გეგონებოდათ სადაცაა გადმოხტება დუშკაბინიდან და ტატოს შუაზე გახევსო ...
- მაცადე შენ, ჩემი მოფერება თუ სანატრელი არ გაგიხადო.. გაბრაზებით ამოილაპარაკა ტატომ და ისევ კარისკენ გატრიალდა დოინჯშემორტყმული...სკამზე გადაფენილი ლიფი და ტრუსი რომ დაინახა მძიმე ნერწყვი გადაუშვა და ცოტაცდა ალბათ გასკდებოდა თებეას " მოფერების " სურვილისაგან...
***
- ჩამოხვედით ბები? ღიმილით უთხრა სამზარეულოში ახლად შემოსულ, აწ უკვე გასუფთავებულ წყვილს და ორი მიტყუპებული სკამისაკენ მიუთითა დაჯექითო...
თებეას სრულიდ მოხსნილი ჰქონდა ყველანირი დაძაბულობა, იმდენ პოზიტივს ავლენდა ლიანას მის მიმართ , მერე როგორც აღმოჩნდა კარგი იუმორიც ჰქონია და ტატო და თებეა კარგად აცინა ვახშმობისას... ლიანას გაკეთებული ხაჭაპურები გემრიელად მიირთვეს მოშიებულებმა და ოთახისაკენ გაემართნენ ...თებეა ლოგნზე დაჯდა და სველ ტმებს დაწვნა დაუწყო. ვერ იტანს ამ პროცესს.. მკლავები სტკივა, რადგან დიდი ხანია არ უვარჯიშია და ახლა ახალი დაწყებული რომ აქვს ყველა კუნთი ეწვის.. თან რაც ამან დღეს ირბინა...
- მოგეშველო? სიცილით უთხრა ტატომ და წიგნი, რომელსაც ინტერესით ჩაჰკირკიტებდა გვერძე გადადდო
- რა, თმებს ჩამიწნავ ? ეჭვნარევი მზერით აათვალიერა ტებეამ მის დასახმარებლად წამოსული " თავდადებული "ყმაწვილი"
- შენ რა, ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება ? " ნაწყენმა" უთხრა ტატომ და ზურგს უკან ჩამოუჯდა, ხელები კარგი პროფესიონალივით აიკაპიწა და თებეას უთხრა "
- მიბოძეთ თქვენი რიჟა კულულები მადამ... და სიცილით ამოასრიალა თმები თებეას ხელებიდან.. თებეამ ღრმად ამოისუნთქა და ტატოს " შედევრის " მოლოდინში გაიტრუნა...
15 წუთის შემდეგ..
- დავამთავრე.. ამოთქვა ტატომ და ნაწნავის ბოლოში რეზინა მოუჭირა
ჩემი ღიმილიანი ბიჭი... ჰალსტუხით [19]

თებეა წამოდგა, სარკეში შეათვლიერა გრძელი ნაწნავი და ტატოს სიცილით უთხრა :- რაიყო, "საპარიკმახერო " კურსებს გადიდოდი ? და მკაყოფილმა შეთვალიერა ნაწნავი..
- უბრალოდ ხშირად მიტოვებდნენ პატარა დას, რომლსაც თმებს თუ არ შევუკრავდი, შემდეგ მის ჭამაზე და ლოკვაზე გადადიოდა... სიცილით უთხრა და უკნიდან ამოუდგა სარკის წინ მოტრიალეს.. სველი კოცნა დაუტოვა ყელში და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია.. თებეა ღიმილით შეტრიალდა მისკენ და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე ... შემდეგ კი ფანჯრისაკენ წავიდა, რაფას ხელებით დაეყრდნო და სოფლის სტადიონს, რომელიც საკმაოდ ახლოს იყო სახლტან ღიმილით გადახედა..
- აუუ რამდენი ხანია ფეხბურთი არ მითამაშია.. აღარც ტმაშები იმართება სხვადასხვა გუნდებთან ხშირად.. ამოილაპარაკა მოწყენილმა და უკან მიტრიალდა,გაკვირვებით მიაჩერდა ტატოს, რომელიც მონდომებით იქექებოდა კარადაში და რაღაცას ეძებდა.. სასურველ ნივთებს რომ მიაგნო თებეასაკენ მტრიალდა, ორი საფეხბურთო მაისური ხელში აათამაშა და ერთი თებეას გადაუგდო ...თებეამ თბილ სვიტერზე გადაიცვა ტატოს განიერი მაისური.. აბა ზაფხული კი არ იყო ფორმით და მოკლემკლავიანები რომ ეთამაშათ.. მაგრამ იმდნად იყვნენ ფორმით თამაშს ორივე მიჩვეული, ისე ვერ თამაშობდნენ , ამიტომ სქელ სვიტრებზე გადაიცვეს მაისურები და ერთმანეთს "მტრული" მზერით გადახედეს.. ტატომ უსიტყვოდ გამოაგორა საწოლის ქვეშიდან ბურთი, იღლიაში ამოიჩარა და კარისაკენ წავიდა... უხომოდ გავიდნენ მთვარის შუქით განათებულ სტადიონზე...
- ჩადექი ერთი გამოგცადო როგორი მეკარე ხარ.. ამაყად უთხრა თებეამ და მეკარის პოზაში მდგომ ტატოს ცინიკურად გაუღიმა.. ესეც ამაყად გაიჯგიმა და .. ტებეა ოდნავ უკან დაიწია.. მოემზადა და ბურთს ფეხი დაარტყა.. ცუდად ისროლაო ვერ იტყვით, მაგრამ ჩვენს ტატოს რას გაუტანდა ბურთს?! ტატომ კარისაკენ გამოსროლილი ბურთი მოიგერია , ხელებით აიღო, თებეას გადაუგდო და უთხრა:
- უფრო ძლიერად პატარავ.. და თვალი ჩაუკრა...
თებეას რაღაცა იდეამ დაარტყა თავში, ბურთი ძალიან ახლოს მიიტანა კართან, ტატოს პირისპირ დადგა, ფეხი ბურთძე ედგა... სახე ახლოს მიუტანაა ტატოს და მოწყვეტით აკოცა ბაგეზე.. და ამავდროს ბურთი ფეხის ნელი მოძრაობით შეაგდო კარში...
- წესებს არღვევ.. თითი დაუქნია ტატომ და ცერა თითით თებეას ტუჩის კონტური მოხაზა
- სულაც არა .... ამოილაპარაკა თებეამ და ცხვირი გაუხახუნა...
- აი როგორ უნდა წესების დარღვევა.... უთხრა ტატომ და მთელი დღის მოწყუერბულ ბაგეებს გემრიელად წაეტანა.. თებეას სახე ხელებით ეჭირა... ბურთს მძლავრად ამოკრა ფეხი და იქითა , მოცარელებული კარის ცენტრშI შეაგდო.. სიმოვნების მორევში გადასულ ტებეას ბაგეები მოსწყვიტა, რომელიც ტატოსა ხის გარდა ვერაფერს ხედავდა,ისიც ვერ დაინახა როგორ გაიატანა ტატომ ამხელა მანძილიდან მის კარში ბურთი.. ტატომ გოგონას მხრებში მკლავები მოსჭიდა, წინ შეატრიალა. წელზე მოხვია ხელები.. შემდეგ კი იქითა კარისაკენ საჩვენებელი თითი გაიშვირა და მასზე აკრულს ყურში უჩურჩულა :
- აიი ესაა გოლი პატარავ.. შემდეგ კი ხმაურიანად დაუკოცნა წაგების გამო გაბუსხული სახე......
--------------
მოზრდილი თავია მგონი ეს და არ უნდა დამრჩეთ უკმაყოფილოები...უფრო დიდს დავწერდი, რომ არა ეს სკოლის გაკვეთილები < შემიფასეთ ახალი თავი...
მოთხრობა მალე დასრულდება.. სულ რამდენიმე თავიც და გაგეცლებით მე-ცანცარა ავტორი, ჩემი ჰალსტუხიანი ბიჭი და რიჟა გოგონა



№1  offline წევრი crazy baby

ვაიმე რა გადარეული მყავხარ love მომეწონა ძაან fellow იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა wink

 


№2  offline წევრი prettygirl

crazy baby
ვაიმე რა გადარეული მყავხარ love მომეწონა ძაან fellow იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა wink

Xoda axla madlobis nishnad modi fb ze da chamanishnine Ra gvaq qartulshi :D madloba ise didi natushkebi <3

 


№3  offline წევრი S.likuna

Dzaaan dzaaandzaaan kaiaaaaa velodebi axal tavs

 


№4  offline წევრი MariBal

ვაიმე როგორ მომწონს.
ტატოზე ვგიჟდები რა, ასე დიდი ხანია არ მომწონებია პერსონაჟი. ყველანაირად სრულყოფილია. სუპერ წყვილია და სუპერ ისტორიაა. არ მინდა,რომ მალე დამთავრდეს. სრულ პოზიტივზე თითოეული თავის კითხვისას. ყოჩაღ <3

 


№5 სტუმარი bu

kargia, ubralod rachashi imfer, amfer da rafer ar ician :)))))
bosho da qve shenichirime safirmoa :)))))

 


№6  offline წევრი Unnamed

Mmm.. Ra kargia..velodebi shemdegss :*

 


№7  offline წევრი prettygirl

Madloba yvelas<3
S.likuna
Dzaaan dzaaandzaaan kaiaaaaa velodebi axal tavs

MariBal
ვაიმე როგორ მომწონს.
ტატოზე ვგიჟდები რა, ასე დიდი ხანია არ მომწონებია პერსონაჟი. ყველანაირად სრულყოფილია. სუპერ წყვილია და სუპერ ისტორიაა. არ მინდა,რომ მალე დამთავრდეს. სრულ პოზიტივზე თითოეული თავის კითხვისას. ყოჩაღ <3

bu
kargia, ubralod rachashi imfer, amfer da rafer ar ician :)))))
bosho da qve shenichirime safirmoa :)))))

Unnamed
Mmm.. Ra kargia..velodebi shemdegss :*

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Wavikitxe. .. winac... wina tavzec davtove komentari magram ar aitvirta da imxela sityvas tavidan vegar davwerdi ra am tavshi orives ertad. .. gaglanzgav da shegaqeb... რა იყო ის წინა თავი ჰა? აქაოდა მკოთხველი გავტანჯო და გავაწამოვო? რომ ამბობდი დიდი თავია და ისიამოვნეთო ვიფიქრე ვეფხისტყაოსანი დაწერა და ეგაათქო... ეს თავი მომეწონა. მართლა. წინაც მაგრამ შენგან უფრო მეტს მოველი. იცი რატომ? შეგიძლია და მაგიტომ.ვინც არ წერს იმას ვერ მოვთხოვ. შემდეგო დიდი და საინტერესო... აბა შენ იცი. ♥♥♥ წარმატება და ბევრი სხვა საინტერესო ამბები

 


№9 სტუმარი elenkaa

Ra gitxra arvici erti amosuntqvit wavikitxe yvela tavii

Dzalian magari xar

 


№10  offline წევრი prettygirl

elenkaa
Ra gitxra arvici erti amosuntqvit wavikitxe yvela tavii

Dzalian magari xar

Madloba <3

Shen Ra Sul mlandzgav da ukanyofilo xar Gogo ? :D
terooo
Wavikitxe. .. winac... wina tavzec davtove komentari magram ar aitvirta da imxela sityvas tavidan vegar davwerdi ra am tavshi orives ertad. .. gaglanzgav da shegaqeb... რა იყო ის წინა თავი ჰა? აქაოდა მკოთხველი გავტანჯო და გავაწამოვო? რომ ამბობდი დიდი თავია და ისიამოვნეთო ვიფიქრე ვეფხისტყაოსანი დაწერა და ეგაათქო... ეს თავი მომეწონა. მართლა. წინაც მაგრამ შენგან უფრო მეტს მოველი. იცი რატომ? შეგიძლია და მაგიტომ.ვინც არ წერს იმას ვერ მოვთხოვ. შემდეგო დიდი და საინტერესო... აბა შენ იცი. ♥♥♥ წარმატება და ბევრი სხვა საინტერესო ამბები

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

სულ რატოოო?
ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent