შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეორე მე" VII თავი


4-03-2015, 22:30
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 1 804

მეორე დილით ამ ამბის დეტალურად ახსნის მოსმენა მართლა არ მინდოდა, ამიტომ ამ თემაზე საუბარს ვერიდებოდი. შუადღით ერეკლემ გამოიარა.
-აი, მოდის შენი თეთრ პერანგიანი პრინცი.
-კარგი ეხლა-მითხრა ნინიმ.
-აბა, ნაბახუსევზე როგორ გრძნობ თავს?-ვკითხე მას.
-აუ, თავი მისკდება.
-მგონი გულიც, სიყვარულისგან.
-ყველაფერი მოგიყვა?-მკითხა და დაიჭყანა.
-კიი.
-კოცნაც?
-არა, კოცნა არ მოუყოლია.
-კიდევ კარგი-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-რამეს მიმალავთ?
-არაა-ლამის იყვირა ნინიმ.
-წამო რა კაფეში წავიდეთ-შემოგვთავაზა ერეკლემ.
-თქვენ წადით მე რაღაც საქმე მაქვს.-ვუთხარი და ჰამაკიდან წამოვდექი.
-კაი, მაშინ მალე მოვალთ.-მითხრა ნინიმ და ლოყაზე მაკოცა.
ყველაზე არარეალური არგუმენტი მოვიფიქრე, მათ რომ არ გავყოლოდი(აგარაკზე რა საქმე უნდა მქონოდა?) ავედი ჩემს ოთახში და დავიწყე ფიქრი, ფიქრი იმ რეალობაზე, რაც ჩემ თავს ხდებოდა.
მივხვდი, რომ ერეკლე უნდა დამევიწყებინა, თუმცა ძალიან რთული იქნებოდა მაინც. ისინი, როგორც ჩანს შეყვარებულები იყვნენ და ჩემს გრძნობებს აზრი აღარ ჰქონდა. არ არის მარტივი იმის აღქმა, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარს შენი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულია. ერთხანს ისიც კი ვიფიქრე საერთოდ წავალ მეთქი აქედან, თუმცა უმიზეზოდ არაფერი ხდება.
სამი საათის შემდეგ ხელი-ხელ ჩაკიდებულები დაბრუნდნენ. ფანჯრიდან ვუყუებდი მათ ბედნიერებას და გულში, რომელირაც კაპილარები წყდებოდა. ჩქარა მოვშორდი ფანჯარას, მაგრამ ქვემოთ ვეღარ ჩავედი, ფეხები არ მემორჩილებოდა. არც დამჭირდა ორ წუთში ნინი ჩემთან გაჩნდა.
-უკვე მოაგვარე შენი საქმეები?-მკითხა მან.
დავიბენი, უცებ დამავიწყდა რისთვისაც დავრჩი სახლში.
-კიი, დიდი და განსაკუთრებული არაფერი იყო. თქვენ რა ქენით?
-კარგი იქნებოდა შენც, რომ წამოსულიყავი.
-კაი, რა ნიი მე იქ რა მინდოდა?! სიმართლე გითხრა მაგიტომაც დავრჩი სახლში.
-რაა?როგორ თუ რა უნდა გეკეთებინა?! იცი ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალე. ძველებურად მხიარული აღარ ხარ, ცუდად ჭამ, თითქმის აღარ მელპარაკები. იქნებ რამე მოხდა და არ ვიცი, ლიი?
-ლექსო მიყვარს.-აი, ასე უნებურად წამოცდა ჩემს ბაგეებს. გულიდან ლოდი სულ არ მომხსნია. ცუდად გავხდი. მისმა რეაქციამ დამძაბა. უცებ წარმოვიდგინე რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. ნუთუ ჩვენი ამდენი ხნის ურთიერთობა ინგრეოდა? ან ამდენი ხნის საუკეთესო მეგობრები ერთად აღარ ვიქნებოდით? და ვის ? ვის გამო ხდებოდა ეს ყვეფაერი?. მაგრამ, რომ არ მეთქვა აღარ შემეძლო. ყველას ვატყუებდი, ცუდად ვიქცეოდი. ნინი ერთიანად გაშრა, გაფითრდა. პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა. ვინანე, რომ ყველაფერი ვუთხარი. არ მინდოდა, რომ "ვიღაც" ბიჭის გამო ჩვენი ურთიერთობა დანგრეულიყო. სანამ ის იქ იყო სამყარო გაჩერდა. მერჩივნა გაბრაზებულიყო, ეყვირა ვიდრე ასე უსიტყვოდ შესულიყო აბაზანაში. მოკლედ, წამოვწექი და დაველოდე დრო როდის ამოძრავდებოდა. ვინ თქვა, რომ დრო არ ჩერდება?!
გამოვიდა და გვერდით მომიწვა. ყველაფერს მოველოდი ამ შეკითხვის გარდა.
-რატომ არ მითხარი?
რა უნდა მეპასუხა? შემცხვა და მაგიტომ თუ არ მინდოდა, რომ გცოდნოდა-თქო.
-თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მიყვარდა. რადგან პირველი იყო არც კი ვიცოდი იყო ეს თუ არა სიყვარული. მაგრამ როდესაც ერთად დაგინახეთ მივხვდი, რომ მიყვარდა და არ შემეძლო მეყურებინა, თუ როგორ დადიოდა სხვასთან ერთად. ჩვენ შორის ჩადექი, მაგრამ ვიცი, რომ მეთქვა ახლოსაც კი არ...-ვეღარ დავამთავრე წინადადება, ხმა ამიკანკალდა. ავღელდი, მაგრამ არ მიტირია.
-უნდა გეთქვა.-მითხრა ოდნავ მკაცრად.
-ვიცი, მაგრამ ვერ გავბედე.
-უნდა გეთქვა-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-ახლა რა მოხდება?-ვკითხე მე.
-რას გულისხმობ?
-ერთმანეთს უნდა დავშორდეთ?
-რა სისულელეა.
-აბა, როგორ იქნება. გითხარი, როდესაც შენთან ვხდეავ ცუდად ვხდები-მეთქი, ვერ შევეგუები ამ სიტუაციას.
-რაღაცას მოვიფიქრებთ-მითხრა მშვიდად.
-გიყვარს?-ვკითხე ერთი ამოსუნთქვით.
-სიმართლე გითხრა?
-ხო.
-როგორც ყოველთვის.
არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა. რა უსამართლოა ცხოვრება.
ავდექი და პირსახოცს მოვკიდე ხელი ახლა მე მჭირდებოდა შხაპის მიღება.
_______________

დილით ნინიზე ადრე ავდექი, ვისაუზმე და ნინო დეიდასთან წავედი(ახლა შევამჩნიე სეხნიები ყოფილან). ვიცოდი, რომ ერეკლე სახლში არ იყო. კვირაობით საყიდლებზე დადის ხოლმე. ძალიან მჭირდებოდა მასთან საუბარი. რატომღაც ზუსტად ისეთი შეგრძნება მქონდა, სკოლიდან დაბრუნებულს დედისთვის რაღაც რომ მქონდა მოსაყოლი.
-გამარჯობა, ნინო დეიდა!როგორ ხართ?
-კარგად ლილე, შემოდი.
-ძალიან მინდოდა თქვენთან ლაპარაკი და მოგაკითხეთ.
-ძალიანაც კარგი. წამო სამზარეულოში გავიდეთ ყავა მოვადუღოთ. ერეკლე სახლში არაა.
-ვიცი და მაგიტომაც მოვედი დღეს.
ყავა მალე მოდუღდა და გარეთ გამოვედით.
-აბა, საიდან დავიწყოთ?-მკითხა მან.
-მოდი ჯერ ერთმანეთს გავეცნოთ-შევთავაზე მე.
-კარგი, გისმენ.
-მოსაყოლი ბევრი არაფერია, რადგან ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ, საიდანაც ექვსი წელი ღრმა ბავშვობა იყო. ჩემი "დიდობა" პირველივე კლაში დაიწყო. საკმაოდ მალე მომიწია გაზრდა და ეს დედას და მამას დამსახურებაა. ვარ ძალიან აქტიური და წიგნებზე უზომოდ შეყვარებული ბავშვი. ლირეტარურამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ზოგადად, ვიცოდი რა იყო სიყვარული, დედობა, მამობა, და ა.შ. მაგრამ მეგონა, რომ ვიცოდი, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალო თეორია აღმოჩნდა. მიყვარს სწავლა არ ნიშნავს მეგობრებისთვის ვერ ვიცლი. პირიქით! ნებისმიერი ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარს და ვცდილობ მათ დიდი დრო დავუთმო. ზოგჯერ, ვცანცარებ, ვხუმრობ და ჯაბაზადაც კი ვიქცევი, ოღონდ მათი გამხიარულება და კარგ ხასიათზე მოყვანა შევძლო. ხშირად ვაგრძნობინებ მათ ჩემს დამოკიდებულებას მათდამი. ჩემი და მათი ბედნიერებისათვის საკმაოდ ბევრს ვაკეთებ(მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია). უნებურად თუ რომელიმეს ვაწყენინე ძალიან ცუდად ვხდები, მაგრამ არცერთზე წამით გაბრაზება არ შემიძლია. "პაკლოვნიკები" არ მაკლია, თუმცა შეყვარებული არასდროს მყოლია. თითქოს, იმ "ერთადერთს" ველოდებოდი. და მგონი გამოჩნდა. გამოჩნდა მაგრამ სხვისია. და თან ვისი? ჩემი საუკეთესო მეგობრის. ვერც ერთს ვთმობ და ვერც მეორეს.
ავღელდი. მისი მოსმენა საერთოდ აღარ მინდოდა. მინდოდა წამოვსულიყავი, უფრო გამოვქცეულიყავი, მაგრამ ადგილიდანაც კი ვერ გავექანე. ვიჯექი და გაყინული შევცქეროდი მას.
-არც მე ვარ დიდი. მხოლოდ 41 წლის ვარ. მაგრამ რათქმა უნდა შემზე ბევრი მინახავს და გამომიცდია. მეც მიყვარდა სწავლა, მეგობრები მათთან ერთად გართობა. ამ ყველაფერმა კი სახე იცვალა მაშინ, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა გიორგი. ადამიანი, რომლის დანახვაზე მაჟრიალებდა და უზომოდ მიყვარდა. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიყვარული ამიხსნა და სადღაც 17 წლის ასაკში უკვე ვიქორწინეთ. გავიდა ორი წელი და ბავშვი არ გვიჩნდებოდა. წავეით ექმითან და აღმოჩნდა, რომ მე უნაყოფო ვიყავი(სახეზე არანაირი რექაცია არ აქვს). ბევრი ვიტირე, თან ძალიან. წამოიდგინე ყველა ბავშვი ოცნებობს ბავშვზე. პატარაზე, რომელსაც უყიდის, ჩააცმევს, აჭმევს ძუძუს, გაზრდის. მე კი ამ ყველაფრის გარეშე ვრჩებოდი. ვერც გიორგის მივნიჭებდი მამობის ტიტულს. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მაგრამ გიორგიმ ეს სიყვარული დაარღვია. ვირაც საყვარელი გაიჩინა. ვხვდებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ როგორ უნდა ამეკრძალა? მე ხომ მას იმას ვერ ვაძლევდი, რაც გულით უნდოდა. ამიტომ, მხოლოდ ღამით ვასველებდი ბალიშს... წავედი ექიმთან, დავიწყე მკურმალობა. მაგრამ გიორგიმ ყველაფრის რწმენა დაკაგა და დავშორდით ერთმანეთს. ხელის მოწერის დღეს წავედი ბარში. ბევრი დავლიე და დილით ვირაცის საწოლში გავიღვიძე... არაფერი მახსოვს რა და როგორ მოხდა. ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა. უცებ ჩავიცვი და გართ გამოვვარდი. ტაქსში ჩავჯექი და ვუთხარი პირდაპირ ევლო. წასასვლელი არსად მქონდა(ბინა, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ დაბნეული იყო). ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. სახლში, რომ მოვედი ვიფიქრე "ნაბი**არს" ხომ არ გავაჩენ-თქო. მაგრამ ერეკლე, რომ არ დაბადებულიყო საერთოდ მარტო ვრჩებოდი(ნათესავებთან ნაადრევი ქორწინების გამო უთანხმოება მოუვიდა). ამ ქვეყნად ორი არსება მყავდა: ქმარი, რომლემაც მიმატოვა და პატარა, რომლის მამის სახელიც კი არ ვიცოდი. თუმცა გადავწყვიტე, რომ ეს ბავშვი ყოფილიყო ჩემი და მხოლოდ ჩემი. ვიცოდი, როცა გაიზრდებოდა მკითხავდა მამაზე, მაგრამ თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა რომ სიმართლე უნდა მეთვა. თბილისიდან წამოვედი და ამ აგარაკზე გავაჩინე ერეკლე. ბავშვი, რომელიც მთეს სამყაროს მირჩევნია. ვასწავლე სიყვარული და მხოლოდ შემდეგ ვუთხარი, რომ მამა არ ყავდა. ერთხელაც კი არ უთქვამს ჩემთვის რატომ გამაჩინე, ან რატომ დაწექი მასთან. მიმიღო ისე, როგორც საჭირო იყო. და დღეს ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ ერთ დღეს ერეკლესაც ეყოლება ცოლი. ადამიანი, რომელიც ეყვარება. მინდა იყოს ისეთი ვინ დააფასებს ჩემმ შვილს მას შემდეგაც, როცა მისი დაბადების ისტორიას გაიგებს. როდესაც დაგინახე რატომღაც ვიგრძენი, რომ ძალიან შემიყვარდებოდი. ისიც ვიგრძენი, რომ ერეკლე ძალიან გიყვარს. დედის გული მაინც სხვაა. ერეკლე ნინიზე ბევრს მიყვება ხოლმე და თან თბილად და შენ მეგონე ნინი. მაგრამ, როდესაც შენ ლილე აღმოჩნი, მიუხედავად იმისა, რომ შენი მეგობარი ძალიან კარგი გოგოა და ცუდადაც არ გამიგო, მივხვდი, რომ ერეკლემ შეცდომა დაუშვა. ნინი არ არის გოგო, რომელიც მას გააბედნიერებს. მას შენნაირი ჭირდება და ამას გულით გეუბნები და არ გეპირფერები.
როდესაც დაასრულა ვიგრძენი, რომ სველი ვიყავი, რადგან ვტიროდი გამეტებით. არც შემძულდა, არც შემეცოდა მხოლოდ ორმაგად შემიყვარდა. მივხვდი, რომ ძალიან დიდი მეგობარი შევიძინე მისი სახით. და ისიც ამბობდა იმას, რომ ერეკლე ძალიან მიყვარდა. ამ სიტყვებით მითხრა მან, რომ სულმთლად ფარხმალი არ უნდა დამეყარა(მითუმეტეს ნინის ის არ უყვრდა), მაგრამ გრძნობა ეს ისეთი რამაა რაც თავისით მოდის და ვერაფრით ვერ შეიძენ. ადამიანს არსებობის გარდა ბევრი სხვა რამაც სჭირდება.
-ერეკლე ბრმაა, მაგრამ არაუშავს. შევეცდები დავანახო ის რეალობა რაც მის წინაშეა. ვერფერს ვერ დავაძალებთ, მაგრამ დამიჯერე ნინი გატაცებაა მხოლოდ. იყავი ის რაც ხარ და ნახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.ის ეძებს ისეთს, როგორიც ხარ შენ!
ჩემი წასვლის დროც დადგა. მადლობა გადავუხადე და წამოვედი, ასე უსიტყვოდ. გზაში რაღაც მოხდა. ერეკლე ისევ მიყვარდა, მაგრამ მე შევიცვალე.


______________
მგონი პატარა თავი არ გამოსულააა და კიდევ წინა თავში ყველას გეწყინათ, რომ ნინის აუხსნა ერეკლემ სიყვარული. ყოველთვის ერთნაირად ვერ წარიმართება ყველაფერი. მადლობაა ყველას ვინც ამ ისტორიას კითხულობთ!!!



№1 სტუმარი tako_tako

ვაიმეე ეს ნინო დეიდა შემიყვარდააა... როგორი მამაცი ქალიაა... სამწუხაროა, რომ ერეკლეს ლილე არ უყვარს (( მაგრამ ვნახოთ როგორც ავტორი გვპირდება რაღაც სასწაულს გვიმზადებს :D winked winked love

 


№2 სტუმარი qristo17

ჩემიი ნიჭიერიი რა კარგიაა wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent