შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები სიყვარულს მეტყველებენ 9


5-03-2015, 23:14
ავტორი blackboss
ნანახია 3 400

ელენეს უკვე ნომერში გაეღვიძა. თვალები როგორც კი გაახილა სახეზე ეგრევე ღიმილი გადაეფინა. ბიჭებს კოტეჯი ექირავებინათ. მისაღებიდან ბიჭების სიცილი ისმოდა. გამოიცვალა თავი მოიწესრიგა და ისიც ბიჭებს შეუერთდა. თავიდან ვერავინ შენიშნა მერე კი ყველამ ერთდროულად მოაბრუნეს თავი და თვალებგაფართოებულებმა დაუწყეს ყურება. ელენე კი ჭარხალივით გაწითლდა, არ უყვარდა როცა ასე დაჟინებით უყურებდნენ თან ერთი კი არა რამდენიმე ბიჭი ერთად. ბერდიას ხმამ გამოარკვია
-რას დამდგარხარ სტუმარივით მოდი გოგო აქეთ-და თან თავს ძლივს იკავებდა რომ არ ახარხარებულიყო ელენეს დაბნეულ სახეზე
ელენე გაუბედავად მიუახლოვდა და ბერდიას გვერდით ამოუდგა
-გაიცანი ეს ლუკაა, ეს ერეკლე, ეს ლაზარე ეს კი იოანე სანდროს ხო ისედაც იცნობ. ბიჭებო ეს კი ელენეა. ზედმეტი სიტყვა და - ბერდიამ საჩვენებელი თითი ყელში გამოივლა და თვალები სასაცილოდ ააბრიალა. ბიჭები ერთმანეთზე უფრო მხიარულები აღმოჩნდნენ და ელენეც მალევე გაუშინაურდა.
დაახლოებით ნახევარი საათი ისე ილაპარაკეს
-ჰე აბა არავის გშიათ თუ ნამუსი უნდა მაწუხებდეს ყველა რომ შემწვარ ბარკლებად მელანდებით-ამოიკისკისა ელენემ
ამაზე ყველას გაეცინა და ერეკლემ დაამატა
-ვაახ მე კიდევ მეგონა მარტო ჩემი კუჭი ასრულებდა სონატებს
მოკლედ ასე მხიარულად ატარებდნენ დროს. ელენე მათ გარემოცვაში არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს. ცოტაც იცანცარეს და მერე ელენე სამზარეულოსკენ გაემართა.
რამე იოლი და გემრიელი უნდა გაემზადებინა, თანაც ისეთი რომ ამ დამშეულ მგლებს ჰყოფნოდა.
მოკლედ ელენემ ელვის უსწრაფესად დაჭრა პიცის მასალა, ცომიც მოზილა... სანამ პიცა გაზქურაში იყო მანამ ცეზარი და რაღაც სალათები გაამზადა. მმმმ და ესეც ასე!!! ყველაფერი მზადაა. ელენემ კმაყოფილმა გადაავლო თვალი მის ,,შედევრს“, ცერა, საჩვენებელი და შუა თითები შეაერთა და აკოცა როგორც ამას დიდებული კულინარები აკეთებდნენ. ელენეც რა მათზე ნაკლები იყო. პიცა გამოიღო, თანაბარ ნაწილებად დაჭრა. სუფრა გააწყო, მერე გაალამაზა. უნდოდა რომ ყველაფერი კარგად გამოსვლოდა და ყველაფერს საგულდაგულოდ აკეთებდა. როცა ყველაფერს მორჩა მერეღა მიხვდა რომ ოთახიდან ხმაური აღარ ისმოდა. გავიდა მისაღებში და გაკვირვებისგან თვალები კეფაზე აუვიდა. ბიჭებს ერთმანეთში გადახლართულებს ეძინათ. ელენემ ბოროტულად გაიცინა, სამზარეულოში გავიდა ქვაბი და კოვზი აიღო და მთელი სახლი აიკლო. ბიჭები დაფეთებულები წამოვარდნენ
-რა ხდება-ფერწასული ლაზარე პიველი წამოვარდა ის-ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა რომ იქვე დაბღუჯებულ სანდროს წამოკრა ფეხი, რომელიც ბერდიაზე იყო გაწოლილი. ბერდიას ფეხი კი ლუკს მუცელზე იდო.
ელენეს ისტერიული სიცილი აუვარდა. ამაზე კი ყველამ თვალები წყიტა და ბიჭებსაც გულიანად ეცინებოდათ. ელენეს ჰქონდა მიზეზი სასაცილოდ ასე ახვლანჯული ბიჭები რომ ნახა მაგრამ ბიჭებს რაღა აცინებდათ?
აუუ ისე სასაცილოდ იცინოდა ელენე რომ მოდი და არ გაიცინო. პატარა ბავშვები რომ დაიწყებენ ხოლმე კისკისს აი ეგრე იცინოდა.
მერე კი როგორც იყო დაწყნარდნენ. და ელენემ ყველას თვალები გადაუბრიალა და ერთი უწივლა ადექით დროზეო
-აუუ რა სუნია ტოო-ბერდიამ სასაცილოდ დაძაბა ყნოსვა.
-აუუ ხოო ფეხზე ძლივს ვდგავარ ისე მშიაა-ამოიდუდღუნა იოანემაც
ელენემ ყველას წარბი აუწია
-თქვენ აქ რომ გაიგუდეთ ძილისგან მე საჭმელები გავაკეთე
-ვააააა აუ ელე რა ჯიგარი ხარ-თმები აუჩეჩა ერეკლემ
ელენე ყველას სამზარეულოში შეუძღვა. როცა ყველა შელაგდა სამზარეულოში მათი სახეები უნდა გენახათ
-ელენე ახლა არ თქვა რომ ეს ყველაფერი შენ გააკეთე-თვალები გადმოკარკლა ლუკამ
-რა იყო რა გაგიკვირდათ-შეიცხადა ელენემ-ოოო გეყოთ ახლა მივუსხდეთ სუფრას

ზუსტად ხუთ წუთს ყველა თეფში მოსუფთავებული, ბავშვები კი მისავათებულები იყვნენ
-არა რაა რძალიც ასეთი უნდა-წამოსცდა ერეკლეს რაზეც ბერდიამ თვალები იმხელაზე დაუქაჩა რამის მაგიდაზე გადმოყარა.
ელენეს ,,რძალი“ ყურში მოხვდა მაგრამ გაატარა
-აბა აბა რა და ვეზრდები ჩემს ძმას-შეიფერა ელენემაც
ამაზე ყველამ გაიცინა თუმცა ბიჭებს უფრო სიმწრისგან გაეცინათ, კიდევ კაი ელემ არ გაჭედაო.
ბერდიამაც ამოისუნთქა, მერე კი ელენე გვერდიდან მიიხუტა და თმაზე აკოცა.

31 დეკემბერზე გადავალ იმიტომ რომ მანამდე ისეთი არაფერი მომხდარა. ეს დღეები მაინც სულ სიცილ-ხარხარში გავიდა. ბიჭები ყოველდღე უფრო ოცდებოდნენ ელენეს კულინარიული ნიჭით და უფროდაუფრო აქებდნენ. ელენეც იფერებდა და ყოველჯერზე უფროდაუფრო მაგარ საჭმელებს აკეთებდა.
31ში დილიდანვე დაიფანტა ყველა. ბიჭები სადღაც გაშპნენ, ელენე კი სარდაფში ჩავიდა. ბერდიას პორტრეტი ჰქონდა წამოღებული და გადაწყვეტილი ჰქონდა დაემთავრებინა და ეს ესახსოვრებინა ახალ წელს. მთელი 4 საათი მხოლოდ დარჩენილ თვალებს ხატავდა, რომელიც ადრე დაუხატავი დატოვა. როგორც იქნა მორჩა. ასეთი სრულყოფილი პორტრეტი ჯერ არ გამოსვლია. სიხარულისგან თვალები აუციმციმდა. სურათი შეფუთა და საბოლოო შტრიხებიც დაამატა. მერე ქალაქში გავიდა. ბიჭებს სათითაოდ ყველას საჩუქრები უყიდა, პროდუქტებიც იყიდა და სახლში დაბრუნდა. ბიჭების საჩუქრებიც შეფუთა და ბერდიას საჩუქარს მიუწყო. 8 საათი იყო დაწყებული ყველაფრის გაკეთებას რომ მორჩა. დასვენება უნდოდა მაგრამ ელენე რის ელენე იყო საქმეს თუ ბოლომდე არ მიიყვანდა?! სახლი მიაწკრიალა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს დასვენების უფლება ასე ხუთ წუთიანი დასვენების შემდეგ ბიჭებმაც შემოალაჯეს ოთახში. ყველა კვდებოდა სიცილისგან ელენე კი წარბაწეული უყურებდა. მაგრამ მოდი და მათი შემყურე არ გაგეცინოს ;დდ ელენეს აკისკისდა, რასაც ბიჭების უფრო აჟიტირება გამოიწვია. ბერდია აღარ იცინოდა უბრალოდ ელენეს ამაყი, გაბადრული სახით უყურებდა. ეს გოგო ხომ უკვე დაესაკუთრებინა. როგორც იქნა დაწყნარდნენ. სანდრომ ბუხარი აანთო და ყველა შემოუსხდა. ბერდიამ გიტარა გამოაცუნცულა და ისიც მოკალათდა მოგიზგიზე ცეცხლთან.
საოცრად მყუდრო გარემო იყო. ელენე ენითაღუწერელ ბედნიერებას განიცდიდა. პირველ რიგში ბერდია უხაროდა. უბრალოდ უხაროდა ეს ადამიანი რომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მერე ისიც აბედნიერებდა რომ ბიჭების სახით ასეთი კარგი მეგობრები შეიძინა. მოკლედ ასე ეგონა ცოტაც და ბედნიერრებისგან გული გაუსკდებოდა. ითმინა, ითმინა და ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა. ბედნიერების ერთმა კურცხამა ლოყაზე გზა გაიკვლია. ყველა გაკვირვებული უყურებდა. ელენეს უბრალოდ მლაშე სითხით კი არა მარგალიტებით ტიროდა თან იღიმოდა. ჯერ ელენე როგორი ლამაზი იყო და ამ ცრემლებმა ხომ ღვთაებას დაამსგავსა. რაღაც არაადამიანური სილამაზის პატრონი იყო. წრფელი, მეტყველი თვალები, რომლებიც ბედნიერებას ასხივებდნენ და ისეთი წმინდა და სარკესავით იყო რომ საკუთარ ანარეკლს დაინახავდი, ბუხრის სიმხურვალისგან ოდნავ შეფაკლული ლოყები, სისხლისფერი ტუჩები, აპრეხილი ცხვირი და მარგლიტებივით გაწყობილი კბილები. ბიჭები მონუსხულები უყურებდნენ ელეს. ბოლოს ისევ ელენე გამოერკვა ცრემლები მოიწმინდა და ყველას სათითაოდ წამოარტყა წკლიპურტი. ყველას სასიამოვნოდ გაეღიმა.
თორმეტის ნახევრი იყო. ყველა თავის ოთახში შეიმალა. ელენემ წყალი გადაივლო და მისი ახალი, მუქი ლურჯი კაბა გადაიცვა. მაკიაჟი ძალიან მსუბუქად წაისვა სუნამო იპკურა. მერე დიდ, წითელ გუდაში საჩუქრები ჩაალაგა მისაღებში შეიპარა, სადაც არავინ იყო. გუდა სავარძლის უკან დამალა. როგორც კი წელში გაიმართა ეგრევე გამოგლიჯა კარები ერეკლემ და მას ყველა გამოჰყვა. ელენემ თვალები ჭყიტა...
ბოოჟე მოი... ეს რა ბიჭეეებიიიიი... ყველა ერთმანეთზე უკეთეს შემოდიოდა ოთახში. ბოლოს კი ბერდიამ შემოანათა. ელეს რამის მუხლები მოეკვეთა და ენა გადაყლაპა... ძალია, ძალიან, ძალიან მოკლეედ ძააააალიან სიმპათიური იყო. ელენეს დანახვაზე წკააპ და ისე გაიღიმა ელენე რომ გიჯდება. ჟრუანტელმა დაუარა ორივეს და ორივე ერთმანეთზე მიშტერებული იყო.
-ოეეოე ჩვენც აქ ვართ ეგ სხვა დროისთვის გადადეთ-ჩაიფხუკუნა იოანემ
ელენემ წარბი აუწია
-ბერდია ამან იცის ჩემს მიზანზე თუ ჯობს პირადად გამოსცადოს-და წრბები სასაცილოდ აწკიპა
ბერდიას ამაზე გაეცინა. თუმცა მერე ხელი თავზე მოისვა და დრამატულად მიუბრუნდა იოანეს
-შენ რომ იცოდე რა მწარე ხელი აქვს ამდენს არ იჩიკჭიკებდიო- და სახე სასაცილოდ დამანჭა.
-ოოხ რა მასხარა ხარ-თავი მოჩვენებითი გაბრაზებით გააქნია.

-კაიკაი ახლა ჩვენი რომ ვიცი ლაპარაკში ისე შევყვებით რომ ახალ წლის დადგომას ვერც გავიგებთ- ძლივს დასერიოზულებული სახით თქვა ლუკამ

3.... 2.... 1....
-გიიილოოოოოოცააააააააააავთ-პირველმა წამოიკივლა ელენემ
-გილოცავთ-თქვა სანდრომ და მისი განიერი მკლავები გაშალა და ყველა გულში ჩაიკრა.
ცოტა ხანი ასეიყვნენ მერე ელენე გაუსხლტა ხელებიდან
-აააბა საჩუქრების დროა-წარბები აათამაშა

სავარძლიდან უცებ გამოაძვრინა წითელი საყვარელი ტომარა.
ყველას მიაწოდა შეფუთელი საჩუქარი. ჯერი ბერდიაზე რომ მიდგა. ელენე მაცდურად მიუახლოვდა ბერდიას და ლოყა მიუშვირა ჯერ ლოყაზე მაკოცეო. ოოოხ რა მაინმუნია ეს გოგო... ბერდია მაგაზე ახვეწნინებდა? წამში შეახო გახურებული ტუჩები
ორივეს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა. ელენემ ჭინკებათამაშებული თვალები შეანათა და ტომრიდან დიიდი ოთხკუთხედი შეფუთული საჩუქარი ამოიღო. ყველას გაუკვირდა. ყველამ ერთდროულად გახსნა საჩუქარი.
ლუკას მაჯის საათი, სანდროს ანალი სუნამო, ერეკლეს სანთებელა, იოანეს სათამაშო მანქანა მისი კოლექციისთვის, ლაზარეს კი მისი საყვარელი მუსიკალური ბენდის ზედა აჩუქა. ჯერი ბერდიაზე იყო ყველა თვალებდაქაჩული უყურებდა. ბერდია მათგან ზურგით შებრუნდა და იყო გახსნა საჩუქარი. საჩუქრისთვის ქაღალდის ბოლო ნაგლეჯის მოცილება და ბერდიას ადგილზე მიყინვა ერთი იყო. აღარც ბიჭების ყვირილი ესმოდა აღარც ხელის შეხება.
ის ფაქტიურად მის თავს უყურებდა. თითქოს სარკეში იყურებაო. ნახატის თითოეულ დეტალს სწავლობდა. თვალები სითბოთი ჰქონდა სავსე და ისე იყო დახატული, ცოტა ვნაბა ცოტაც სევდა... მოკლედ ბერდიას სულის სარკე იყო ნახატი. ეს არამარტო ფიზიკური არამედ სულიერი პორტრეტიც იყო. თვალები ცრემლებით აევსო შებრუნდა, ნახატი იქვე მიაგდო, ელენეს მივარდა და ტუჩებზე დაეძგერა. წყალსმოწყურებული ნადირივით უკოცნიდა ბაგეებს. ორივეს სისხლი აუდუღდათ ძარღვებში და ეკლებმა დააყარეს. ღრუბლებიდან ელენე დაეშვა პირველი და როცა გაიაზრა რა ხდებოდა, თანაც ბიჭების თვალწინ უკან გახტა. თავი ჩახარა და სახეზე სისხლი მოაწვა. სულ მთლიანად აუჭარხლდა სახე. ბიჭებს გაეღიმათ. ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყვნენ. უცებ ლაზარე მივარდა ნახატს და რომ დახედა ნახატი ხელიდან გაუვარდა და გვერძე გახტა. ყველას იგვე რეაქცია ჰქონდა. აქამდე არავის ენახა, ნამდვილი ადამიანის და ნახატის ამგვარი მსგავსება. ელენე კუთხეში დამნაშავესავით იდგა და თვალს ვერცერთს უსწორებდა. კიდევ კოცნაში იყო ჩარჩენილი და საშინლად სცხვენოდა ბიჭების თვალწინ რომ აკოცა ბერდიამ.
ბერდია მიხვდა ელენე რასაც გრძნობდა. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ელენეს მიუახლოვდა. გულზე მიიხუტა და თავზე აკოცა მერე კი თმებში ცხვირი ჩარგო. რამდენიმე წამში თავი მოაშორა ელენეც მოიშორა, ხელი ნიკაპზე მოჰკიდა და ააწევინა. ელენე თვალებში ვერ უყურებდა.
ღმერთო ჩემო რა ბავშვია-ფიქრობდა ბერდია და თან აღტაცებული უყურებდა
-ელე... ჩემო პატარა რისი გრცხვენია? შენ ჩემი პატარა დედოფალი ხარ უკვე და ბიჭებმა კიდევ იმაზე ადრე იცოდნენ ჩვენი ამბავი ვიდრე ეს შენ გგონია. არ უნდა გრცხვენოდეს ჩემო პატარა. ახლა მიდი წყალი დალიე და მერე მე და შენ სადღაც უნდა წავიდეთ.
ელენე ფეხათრევით შევიდა სამზარეულოში წყალი დალია, სუფრაც გააწყო და ბიჭებს დაუძახა.
სუფრის დანახვისას ბიჭებს თვალები გაუბრწყინდათ
-ოჰოო ჩვენი ელე მუდამ ფორმშია- ლოყაზე უჩქმიტა სანდრომ
-არა რა ოქრო ხარ ელენე ოქრო-პირგამოტენილი ბლუყუნებდა ერეკლე
ბერდია გაბადრული იყო. ახლა ხომ თავის გოგოზე ლაპარაკობდნენ. გაუხარდა ასე კარგად რომ გაუგეს ერთმანეთ მისთვის მნიშვნელოვანმა ადამიანებმა.
ელენე გვერძე მიიკრო და ყურში ვნებიანად ჩაჩურჩულა
-ცოტაც მოიცადე და საჭმელების კეთება მხოლოდ ჩემთვის მოგიწევს პატარავ
ელენეს სიამოვნებისგან გააკანკალა. ბერდიამ კი ჭინკებათამაშებული თვალები მოატარა ძმაკაცებს.
მალევე ადგნენ. ბერდიამ უცებ მოიტანა ელენეს ქურთუკი ჩააცვა. ელვა შესაკრავიც შეუკრა და წელზე ხელი შემოხვია. ელენე კიდევ არაა მიჩვეული ასეთ თამამ მოქმედებებს და მისი ტანის სიმხურვალე ქურთუკის გარედანაც კი აღწევდა.
ბერდიამ თვალებზე წითელი ლენტი ააფარა და უკნიდან შეუკრა. მერე წელზე ხელი შემოჰხვია, რაზეც ელენეს გააკანკალა ბერდიას კი გაეციმა. ხელა მიჰყავდა. ორივეს გული ამოვარდნას ჰქონდა. ბოლოს ბერდიამ გააჩერა და თვალებიდან სახვევი მოხსნა.ელენემ ნელ-ნელა გაახილა თვალი და ადგილზე მიყინა.
კლდის კიდეზე იდგნენ მათ წინ კი უზარმაზარი ჩანჩქერი იყო. ელენე და ბერდია კი სანთლებს შორის იდგნენ. შუა ზამთარში გვირილებისა და ვარდების გარემოცვაში იდგნენ. ელენემ უბრალოდ ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა და მისი ლოყა კვლავ დასველდა ,,მარგალიტებით“. ბერდიამ ჯერ გულზე მიიხუტა მერე კი ცოტათი მოიშორა. რამდენიმე წამი თვალებშ უყურა მეერე კი დაშაქრულ მარწყვს კვლავ გაუსინჯა გემო...
სიამოვნებისგან ორივეს გააკანკალა. კოცნაში გამოუცდელი ელენე სასაცილოდ ცდილობდა ბერდიას აყოლოდა. ბერდიამ იმაზე მეტი სიამოვნება მიიღო სრულიად გამოუცდელ ელენესთან კოცნის დროს, ვიდრე კოცნაში სტაჟირებული ქალებისგან იღებს ხოლმე. ეს რაღაც სრულიად ამოცნობი იყო. რაღაც სულ სხვა... სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ. უბრალოდ ლექსიკური მარაგი რომ არ გყოფნის განცდილის გადმოსაცემად. ბერდიამ ტუჩები მაშინ მოაცილა როცა უკვე უჰაერობისგან ორივე იხრჩობოდა.
ცოტა ხანიც იყვნენ. ძალიან ციოდა, თუმცა არა მათთვის. ისინი ერთამნეთით თბებოდნენ. მალევე წამოვიდნენ ისევ უკან გზაში მოდიოდნენ და სიჩუმეს მხოლოდ თოვლის ხრაშუნი არღვევდა. სახლამდე უხმოდ მივიდნენ. ბერდიამ ელენე თვალებით მიაცილა საძინებლამდე. კიდევ კი უნდოდა მისი ტუჩებისთვის დაეგემოვნებინა, მაგრამ თავი შეიკავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს!!!

კიდევ 3 დღე იყვნენ იმ კოტეჯში ბოლოს კი წამოვიდნენ ისევ თბილისში.
თბილისში ჩასვლის მეორე დღესვე ელენე კოჯორში წავიდა ნათესავთან. უნდოდა რომ ბერდიასგან მოშორებით გაეტარებინა დარჩენილი არდადეგები, საბოლოოდ რომ გარკვეულიყო გრძნობებში. ბერდიასაც აუხსნა ეს ყველაფერი... მართალია დიდად არ ეჭაშნიკა ვაჟბატონს ელენეს ნათქვამი მაგრამ სხვა გზა ჰქონდა? მისი შანსი 0 იყო.

დარჩენილი არდადეგები სრულ მონატრებაში გაატარა მაჭავარიანის გოგომ. კვდებოდა ენატრებოდა, მაგრამ მაინც არ ტყდებოდა.
უუუუჰჰჰ.... როგორც იქნა დადგა თბილისში წასვლის დღეც...
ნახვამდის კოჯორო და გამარჯობა თბილისო!!!
უნის დაწყების წინა დღეს ჩავიდა... სახლში ბარგი აიტანა მერე კი ეგრევე მაღაზიებში გაქანდა... დიდი ხანი იყო გარდერობი არ განუახლებია. რაც რამე მოეწონა ყველაფერი წამოხვეტა და მაღაზიები გაამდიდრა. არა მე მარტო ის მიკვირს სად ტევს ეს გოგო ამდენ ტანსაცმელს.
დარჩენილი დღე მთლიანად ტანსაცმელების დალაგებას მოუნდა. როცა მორჩა თერთმეტი იყო. დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე დაიძინა. დილით უჩვეულოდ ენერგიულად დაიწყო. ექვსზე წამოვარდა. დილით ყავა დალია, ირბინა. მერე სახლში დაბრუნდა წყალი გადაივლო და სახლიდან გავიდა. სახლის კარებთან ბერდია ელოდებოდა მანქანაზე მიყუდებული. ... ... ... ... ... ...
ბერდიას დანახვისას გულმა ძიუდოს ილეთები შეასრულა. ისე აუჩქარდა ასე ეგონა ცოტაც და ამოუვარდებოდა. ადგილზე მიიყინა და ბერდიას მიაშტერდა. ბერდიამ ელენეს დანახვისას სიგარეტი გადააგდო და ელენეს რეაქციაზე ეცინებოდა. ბოლოს ისევ თვითონ ითავა გამოფხიზლება, ელენეს მიუახლოვდა და მონატრებულს ჩაეხუტა.... ეს ჩახუტება მრავლის მთქმელი იყო... ,,მიყვარხარ“, ,,გაღმერთებ“, ,,მაბედნერებ“... მოკლედ ესენი და ამის მსგავსი ბევრი ფრაზა ითქვა ამ ჩახუტებით... მერე მანქანაში ჩასხდნენ და უნიში გასქურეს. გზაში ელენემ სიმღერები ჩართო და წკრიალა ხმით აყოლებდა ხმას. ბოლოს ბერდიაც კი აიყოლია და ორივე სიმღერ-სიმღერით მივიდნენ. მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ელენეს გაუღო კარები...
ოოხხ ისევ ეს მწველი მზერა რომელიც წყვილს ,,ჭამდა“. მაგრამ ამით ბერდიას და ელენეს არც არაფერი ემატებოდათ და არც არაფერი აკლდებოდათ. როგორც კი ელენე მანქანიდან გადმოვიდა უნისკენ გაემართა. უკვე შენობაში უნდა შესულიყო ბერდიამ რომ მისი სახელი ხმამაღლა დაიძახა. ელენე თვალებგაფართოებული მიტრიალდა. ბერდია ელენეს ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა ყურში უჩურჩულა -რაღაც დაგავიწყდა პატარავ
ელენეს მთელ ტანში ცხელმა ტალღამ დაუარა. ბერდიამ რამდენიმე წამი უყურა თვალებში და მწყურვალივით დაეძგერა ტუჩებზე... თან მომთხოვნად, თუმცა მაინც ნაზად კოცნიდა მაჭავარიანი. გამოუცდელი ელენეც ცდილობდა აყოლას და აშკარად პროგრესი შეიმჩნეოდა. როცა ერთმანეთის ბაგეებს მოწყდნენ ერთმანეთს ძლიერად ჩაეხუტნენ, მერე კი ბერდიამ ელენეს თავზე აკოცა და წარმატებული დღე უსურვა.

ამ ყველაფერს მთელი უნივერსიტეტი თვალებგაფართოებული და სუნთქვაშეკრული უყურებდა. ბოლოს კი თითქოს გამოერკვნენო და ყველა ტაშს უკრავდა. უმეტესობა თბილად უმზერდა წყვილს, მაგრამ ბოღმიანებს რა გამოლევს? ჰმმ... ნუ მაინც იყო ტაში, ბედნიერი შეძახილები, ელენეს დარცხვენილი და ბერდიას მხიარული სახე... რა იყო შემდეგ? შემდეგ სკოლის დიდი ავტობუსი გაჩერდა და იქიდან დაახლოებით 30 ბავშვი გადმოვიდა და ყველას ვარდების თაიგული ეჭირა, სათითაოდ მიდიოდნენ ელენესთან, აძლევდნენ და ლოყაზე კოცნიდნენ. ელენეც აბრდღვიალებული თვალებით უწითლებდა ლოყებს პატარებს და ბერდიას გაბადრული და უუბედნიერესი სახით უყურებდა. როცა მთელი ეს სიურპრიზი დასრულდა ელენე ბერდიას მიუახლოვდა და უჩურჩულა -მარტო ჩემი ბიჭი ხარ! მიყვარხარ ბერდია!

ბერდიამ თვალები ჭყიტა! ეს ელენეს ნათქვამი პირველი მიყვარხარ იყო! ხელში აიყვანა და ჰაერში დააბზრიალა, ელენეც პატარა ბავშვივით კისკისებდა. აღარცერთს ახსოვდა მათზე მიბჯენილი ამდენი მწველი მზერა. უბრალოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ.
ზარიც დაირეკა და ძლივძლიობით მოშორდა ელენე ბერდიას და ფეხათრეული შევიდა შენობაში. აუდიტორიაში მისი ბავშვები დაინახა
-ელეეეე-იწივლა სალომ
-ოჰოო მოვიდა ჯულიეტა-გაიკრიჭა ლექსოც
-როგორ ხართ ბავშვებო?
-ჩვენ რა საკითხავები ვართ ისე გიბრწყინავს თვალები უკვე ვეჭვობ სვაროვსკები ხოარ შემოგაპარეს-დაეჭვებული სახით იკითხა გიგამ
ელენემ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. ისე სასაცილოდ უსმენდნენ პოპკორნიღა აკლდათ ისე ჩაერთვნენ მოსმენაში.

-კაი კაი გვეყოს მოვუსმინოთ თორე გაგვყრის უკვე-ამოისუნთქა ელენემ

ლექციების შემდეგ იქვე კაფეში წავიდნენ. საღამომდე იქ იყვნენ. ბოლოს ბერდია შემოვიდა. ელენეს ,,მკვლელი“ ღიმილით გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. მათ მიუახლოვდა სათითაოდ მიესალმა ყველას. მოიკითხა და ბოლოს სიცილით თქვა
-ახლა რომ ჩემი დედოფალი მოგტაცოთ წესით არ უნდა გეწყინოთო
ყველას გაეცნა ელენე კი გაწითლდა და ტუჩი სასაცილოდ მობრიცა. ამაზე ბერდიამ მისი ხარბ მზერა ელენეს ტუჩზე დაასო. როცა მიხვდა ელენე რასაც აპირებდა ეგრევე შეისრუტა ტუჩები. ამათი გამოსწორება ხომ არ იქნება რაა ;დდდ

ბერდიამ ელენე სახლში მიაცილა და თვითონაც აჰყვა.
დიდ ხანს ილაპარაკეს, ბოლოს ბერდიამ უთხრა
-სანამ ლომისა მივლინებაშია მე შენთან დავრჩები ხოლმე. მარტო ვერ დაგტოვებ
ელენეს თან უნდოდა თან არა მაგრამ მაინც აღარ შეწინააღმდეგებია მხოლოდ გაუღიმა.
-მაშ მე წავალ დავიძინებ-ტუჩის კუთხეში აკოცა ბერდიას და საძინებლისკენ კუნკულით წავიდა.
გამოიცვალა და ლოგინში დაწვა. მმმმ... რა მაგარია როცა მთელი დღის დაღლილი დაწვები. უკვე თვალები ელულებოდა როცა საწოლში ვიღაც იგრძნო. ელენემ თვალები ჭყიტა და წამში გადაბრუნდა. ოოხხხ რა არ გასვენებდა დვალო? ეგრევე ბერდიას შეეჩეხა... ბერდია ჩუმათ შემოპარულა სანამ ელენე წყალს ივლებდა და ელენეს საწოლის ნახევარი ოკუპირებულ ტერიტორიად გამოაცხადა ;დდ ელენე როგორც კი გადმობრნდა ბერდიასთან საკმარისზე ახლოს აღმოჩნდა. ერთმანეთის სუნთქვა სახეზე ეცემოდათ და ორივეს ჟრუანტელი უვლიდა. ბერდიამ ცდუნებას სძლია!! თორემ ახლა ელენესთვის რომ ეკოცნა თავს ვეღარ გააკონტროლებდა. გულზე მიიკრა ელენე და ასე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაეძინათ.

ზუსტად ორი თვე იყვნენ ასე. ყოველდღე აცილებდა ბერდია უნიში და უამრავ სიურპროზს უკეთებდა. მთელი სოციალური ქსელი ხომ მათი სურათებით იყო აჭრელებული. ელენეს და ბერდიას 1 სურათიც კი უკვე ათიათასჯერ ტრიალდებოდა და მთელი თბილისი განიხილავდა ამ წყვილს. დამიჯერეთ ძალიან ბევრჯერაც უცდიათ ბოღმანებს მათი დაშორება თუმცა მაინც ვერაფერი დააკლეს ამ წყვილს.

ამასობაში ლომისაც ჩამოვიდა. ელენემ ყველაფერი მოუყვა. ძამიკომაც გულზე მიიხუტა და ბედნიერება უსურვა. თითქოს ელენეს ტვირთი მოხსნესო და ამოისუნთქა.
ერთ დღეს ელენეს გაყვანა ვერც ბერდიამ და ვერც ლომისამ ვერ მოახერხა. ელენე სანდრომ მიაცილა. ელენეს ცოტა გული კი დაწყდა მაგრამ ვერ მოახერხა და ხომ არ გაწურავდა მაჭავარიანსაც არა?! დღემ ცოტა მოსაწყენად ჩაირა მაგრამ ბოლო ლექციაზე მეგობრებმა მაინც მოახერხეს ელენეს გამხიარულება და მასაც აღარ ახსოვდა რატომ იყო დილით დაგრუზული.
ბოლო ლექციიდან სიცილით გამოვიდა, თუმცა ადგილზე მიიყინა როცა ეზოში მანქანაზე მიყუდებული ნაცნობი სილუეტი დაინახა.......






პირველ რიგში დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ აქამდე რომ ვერ დავდე ახალი თავი. მინდოდა დიდი თავი დამედო და ამ სკოლის გადამკიდეც ვერ მოვიხელთე ლეპტოპი wink

როგორ მოგეწონათ ეს თავი? წინა თვზე არ გიაქტიურიათ და ცოტა გლი დამწყდა მაგრამ როდის იყო რაც ძალიან მსიამოვნებს იმაზე გული მიცრუვდებოდეს love
ძალიან მიყვარხართ ყველა, იმედია მოგეწონებათ.
და ხოო შეცდომებისთვის ბოდიში ახლა მოვრჩი სწავლას და ისედაც ტვნგამოლაყებული ვარ wink wink
ველი კომენტარებს ჩემო ტკბილებო love



№1  offline წევრი vighaca

Dzalian kargia

 


№2  offline წევრი S.likuna

Araa raa radros icit xolme gawkvetaaa gaagrdzele umagresiaaa :D <3

 


№3 სტუმარი ;DDD

კარგი თავია მაგრამ ეცადე ცოტა გაზარდო ;)))

 


№4  offline წევრი Banu

love love love რადროოს გაწწკვიიტე :( უფროო დიდი თავიიიი დადე რაა :*

 


№5  offline წევრი EiLuL♥

კარგიაა ❤ დემეტრეზე გული დამწყდა წინა თავში არ დამიწეერია ^^ საბა დახვდა მანქანასთან ? ჰმმ... ინტრიგაა ^.^))))
--------------------
elene

 


№6 სტუმარი elee ^_^

dzAan magriaa sixarulo :* :*

 


№7  offline წევრი ucnobii

ჰოიიი შენ რაა ოქრო გოგო ხარ ნეტა იცოდე რაა :* ძაან მაგარი ისტორიის ყველაზე მაგარი ავტორი ხაარ <3 იცოდე რამე ინტრიგა არ შემოიტანო თორე მოგკლავ ;დდ მიყვარხარ <3 გააგრძელე მალე არ მალოდინო ცუნცულ <3 ;დ

 


№8  offline წევრი blackboss

ucnobii
ჰოიიი შენ რაა ოქრო გოგო ხარ ნეტა იცოდე რაა :* ძაან მაგარი ისტორიის ყველაზე მაგარი ავტორი ხაარ <3 იცოდე რამე ინტრიგა არ შემოიტანო თორე მოგკლავ ;დდ მიყვარხარ <3 გააგრძელე მალე არ მალოდინო ცუნცულ <3 ;დ

;დდ მდლობაა ტკბილოო <3 ძალიან შემაყვარე თავი ^^ სიმართლე გითხრა უკვე ველოდები ხოლმე შენს თბილ კომენტარს და გული მითბება ხოლმე <3 არა რა დროს ლოდინია ;დდ მეც ვეღარ ვითმენ ;დ <3 ძალიან ძალიან მიყვარხარ <3

elee ^_^
dzAan magriaa sixarulo :* :*

მადლობაა შიკოლადო <3

ele ^.^
კარგიაა ❤ დემეტრეზე გული დამწყდა წინა თავში არ დამიწეერია ^^ საბა დახვდა მანქანასთან ? ჰმმ... ინტრიგაა ^.^))))

შენ ჩემს გულში ხარ ხო? ;დდდ თუ ფიქრებს კითხულობ ვირტუალურად ;დდ <3 <3 მეც კი დამწყდა გული მაგრამ სხვა გზა არ იყო ან თავისით უნდა მომკვდარიყო ან ბერდია მოკლავდა ;დდდ მაგრად მახარებ აქტიურობით <3

Banu
love love love რადროოს გაწწკვიიტე :( უფროო დიდი თავიიიი დადე რაა :*

რაღა დიდი თავიი what wink რამხელა თავია ;დდდ მაგრამ მაინც ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ <3

S.likuna
Araa raa radros icit xolme gawkvetaaa gaagrdzele umagresiaaa :D <3

ხოო ;დდ რავიცი ეს ინტრიგა ჩემშია და ვერ მოვიშორე რაა ;დდდ იმედია მოგეწონა <3

;DDD
კარგი თავია მაგრამ ეცადე ცოტა გაზარდო ;)))

ამაზე მეტად როგორღა გავზარდო ტვინს ხომ არ დავასხავ ;დდდ სკოლის გადამკიდე ვერ ვახერხებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent