შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყოველ წამს გითმობ (8)


6-03-2015, 11:00
ავტორი kesoo
ნანახია 2 354

-წაუგიათ –მოწყენილი შემოვიდა ლიზა ოთახში –პროსტა ჟურნალისტები ისე ლანძღავენ მათეს არ ვიცი რაა. გირჩევ არც მოუსმინო
–რაო?
–რბილად რომ ვთქვათ ასე ცუდად არასოდეს უთამაშიაო
–ჩემი ბრალია ხო?
–ხოო.
–ლიზუ რა მექნაა?
–ნუც ხო იცი როგორ მიყვარხარ? პროსტა სიმართლეს გეტყვი. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ მაგ თემის განხილვა არ იყო კარგი იდეა. თავისთვის ძალა უნდა დაგეტანეებინა და გვერდში დადგომოდი
–აუუ რა იდიოტი ვაარ –ბალიშში ჩარგო თავი და სასაცილოდ ააფართხალა ფეხები –ვაიმეე მათეაა –დააშტერდა ტელეფონს
–მერე უპასუხეე
–მეშინიაა
–გოგო აიღე ყურმილიი

–გისმენ
–სად ხარ?
–სახლში
–ჩამოდი
–სად?
–სადარბაზოსთან ვარ და ჩამოდი საქმე მაქვს
–მე არ მაქვს საქმე
–ნუცა ნუ მებავშვები და 5 წუთში დაბლა იყავი! მალეე!

მანქანაში ისე დაჯდა არც ერთს არ შეუხედავთ ერთმანეთისთვის.
ისეთი სისწრაფით დაძრა ახვლედიანმა ნუცამ კინაღამ თავი მიარტყა ინერციით წინ წამოსულმა
–მათე ნელა ატარე –შიში ვეღარ დამალა მაისურაძემ
პასუხად სიჩქარის უფრო მატება მიიღო
–მათე რამეეს დავეჯახებით –უკვე ყვიროდა –მათე გააჩერეე!!!
–შეგეშინდა? –კითხა უკვე დაწყნარებულმა ახვლედიანმა, ნუცას ყვირილის შემდეგ მანქანა რო გააჩერა
–სულ გაგიჟდიი?
–აი ეგრე შემეშინდა მეც შენი რეაქციის უკრაინის ამბავი რომ არ გითხარი. არ ვიცი რა უნდა ვქნა დარწმუნებული არ ვარ რომ მინდა წასვლა. არ ვიცი რა მოხდება თუ წავედი. არ ვიცი რა ეშველება ჩვენს ურთიერთობას. არ ვიცოდი როგორ მიიღებდი შენ ამ ამბავს. გესმიის?
–უნდა გეთქვა. შენგან უნდა გამეგო და არა ვიღაც ...
–ვიღაც ვისგაან?
–რა მნიშვნელობა ააქვს?
–მითხარი ვინ გითხრააა?
–ვიკამ
–ვიკა სად ნახე?
–თამაშზე იყო გუშინ... ჩემი ბრალია ხო? –კითხა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ
–რა არის შენი ბრალი?
–გუშინ კარგად რომ ვერ ითამაშე
–დაიკიდე
–არ მინდოდა ეგრე გამოსულიყო, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი მატჩი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე.
–დაიკიდე–მეთქი
–ახლა რა იქნება?
–არ ვიცი
–გინდა რომ წახვიდე? ვიცი რომ ეს შენი შანსია და მე არანაირი უფლება არ მაქვს ხელი შეგიშალო.
–შენი დატოვებაც არ მინდა, მაგრამ ეს მართლა შანსია და შეიძლება არც აღარასდროს მომეცეს
–უნდა წახვიდე
–ჩამეხუტე რაა –უხმოდ მოეხვია სასურველ სხეულს და ხარბად შეისუნთქა საყვარელი სურნელი
–მაპატიე რაა. დებილი ვარ. იმაზე კი არ გავბრაზდი, რომ მიდიხარ, პირიქით, ძალიან გამეხარდა, უბრალოდ მაშინვე უნდა გეთქვა როგორც კი გაიგე
–ვიციი, ჩემი გოგო ხარ შენ ხო იცი?
–ვიციი
–ყოველ დღე დაგელაპარაკები სკაიპით. როგორც კი მოვახერხებ მაშინვე გამოვფრინდები ხოლმე. ხო იცი რომ მეც ვერ გავძლებ უშენოდ.
–როდის წახვალ?
–ჯერ არ ვიცი. ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოვაწერო და მერე შევთანხმდებით. ერთ–თვეში ალბათ –ამ სიტყვების გაგონებაზე უფრო მიეწება მამაკაცის სხეულს
–არ იტირო ხო?
–მათე ბავშვი ხო არ ვარ?
–მარტო ასაკით –ისეთი მუშტი ჩაარტყა ახვლედიანმა ყვრილი დაიწყო
–მეტკინა გოგო
–უნდა გტკენოდა აბა მოფერება სხვანაირი ვიცი –სიცილით უთხრა გოგონამ
–არ მაჩვენებ როგორი მოფერება იცი?
–შეიძლება, თუ ჭკვიანად მოიქცევი –ნელა დაუბრუნდა თავის ადგილს –ახლა სახლში წამიყვანე, ლიზა მელოდება
–ჩემთან რო წამოხვიდე არ გინდა?
–ნწ. ჯერ არაა
ხმაურიანად აკოცა ლოყაზე მაისურაძემ და მანქანიდან გადასვლა დააპირა მკლავზე მათეს ძლიერი ხელი რომ იგრძნო. ხმის ამოღების საშუალება არ მისცა გოგონას ისე დააცხრა ბაგეებზე. დენდარტყმულივით დაუარათ სიამოვნების ჟრუანტელმა ორივეს.

–სად ხარ დედა აქამდე? –ქოთქოთით შეეგება ლიაკო შვილს –ეს სტუმარი ბავშვი რო მიმიტოვე და გავარდი ზრდილობა არ იცი?
–კარგი რა დეე, მართლა სტუმარი ხო არაა ?
–სად იყავი?
–მათე ვნახე ლიაკო, რა იყო?
–რა მოხდა გუშინ თამაშზე?
–წააგო
–უი, რატო დედი? –ლიაკოს გაოცებაზე სიცილი აუტყდათ ორივეს
–ჩემი ბრალია დეე –კისკისით უთხრა მაისურაძემ
–შენ რა შუაში ხარ?
–კარგი, კარგი მოგიყვები. –დაწვრილებით უამბო ყველაფერი. ნუცა არასოდეს მიეკუთნებოდა იმ შვილების კატეგორიას მშობლებისგან რამეს მალულად რომ აკეთებდეს და არაფერს უყვებოდეს. ყოველთვის აყენებს საქმის კურსში, რომ შემდეგ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. არც ახლა იყო გამონაკლისი, თან მათი ურთიერთობის შესახებ აქამდეც ყველაფერი იცოდა ლიამ და ახლა ამ ამბების დამლვასაც რა აზრი ქონდა?
–ანუ უნდა წავიდეს დედიი?
–კიი, მიდის.
–მერე დეე?
–რა მერე ლიაკო? მეც არ ვიცი. ასე სკაიპით გვექნება კავშირი და ხშირადაც ჩამოვა ხოლმე –შვილის მოწყენილი ხმა არ გამორჩენია
–არაუშავს დედი, ცოტა ხანს ეგრეც გაუძლებთ და მერე ყველაფერი დალაგდება.
–დალაგდება, დალაგდება –ღიმილით გაიმეორა მაისურაძემ და ლიზასთან ერთად ოთახში შევიდა.

–ლიზუუ, ის ხო არ გამოჩენილა?
–ვიინ?
–ირაკლი
–არაა, არ გამოჩენილა.
–შენ კიდე ნერვიულობ მერე მაგაზე?
–არა. აუუ იცი გუშინ ვინ დამირეკაა?
–ვიინ?
–გიორგიმ
–ვინ გიორგიმ?
–ფირცხალავამ
–მათეს გუნდელმა?
–ხო, მაგან
–რაო?
–თუ გცალია შენი ნახვა მინდაო
–მერე?
–რა მერე ნუცა ? არ მეცალა
–ოჰოჰო, რითი იყავი დაკავებული?
–შენი დამშვიდებით
–აუუ. ნეტა რატო უნდოდა ნახვა?
–არ ვიცი, ალბათ თქვენზე უნდოდა რამის თქმა
–რაღაც არამგონია. მერე მათეს ვკითხავ და გავარკვევ
–კარგიი



№1 სტუმარი vaxo_123

ძაან კაიაა გააგრძელეე love

 


№2  offline წევრი kesoo

vaxo_123
ძაან კაიაა გააგრძელეე love

მადლობა love :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent