ჩემი ცხოვრების ყოველ წამს გითმობ (7)
რამდენიმე კვირა გავიდა იმ ორიგინალური სიყვარულის ახსნის შემდეგ. ყველაფერი იმაზე უკეთ მიდიოდა, ვიდრე ნუცა და მათე წარმოიდგენდნენ. თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ მათი დაწყებული ურთიერთობა (ალბათ გახსოვთ როგორ „ორიგინალურადაც“ დაიწყო) აქამდე თუ მივიდოდა. ვერც იმას წარმოიდგენდნენ ასე კარგად თუ გაუგებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ხშირად ხდება ისეთი რაღაცეები, რაზეც არც კი გვიფიქრია. იმ დღის შემდეგ რაც ერთმანეთი გაიცნეს არც ერთი თამაში არ გამოუტოვებია. ფიქრობდა, რომ თუ მასთან ახლოს იქნებოდა და ტრიბუნიდან გაამხნევებდა უფრო მეტს შეძლებდა და ასეც ხდებოდა ხოლმე. ახლაც თამაშზე წასასვლელად ემზადება. ამ დღისთვის მათე განსაკუთრებულად ნერვიულობდა და უნდა თამაშის დაწყებამდე ადრე, მივიდეს, რომ მისი ნახვა და ჩახუტება შეძლოს. –ლიზუ მალე რაა, ერთ საათში იქყება უკვე –მოვედიი, შენი სახლის წინ ვარ და ჩამოდიი. ტაქსით ვარ და ბარემ გავიდეთ –მოვრბივარ სწრაფად აიღო მოსაცმელი და სირბილით დაეშვა კიბეებზე რამდენიმე წუთში უკვე სტადიონთან იყვნენ და გოგას დაურეკა ცოტა ხნით გამოპარულიყო, რომ ენახა. როგორც ყოველთვის სასურველ მამაკაცს ჩაეხუტა, წარმატება უსურვა და ადგილის მოსაძენად წავიდა, რომელიც ლიზას უკვე მიეგნო და მეგობარს უცდიდა. მის წინ იმ „მაწაკა“ ქალის დანახვამ ძალიან უსიამოვნო შეგრძნება დაუუფლა. რატომღაც ცუდ შეგრძნებებს უტოვებს მაისურაძეს. ქალის ვითომ გახარებული სახე რომ დაინახა ძალაუნებურად გაუღიმა –როგორ ხარ საყვარელო? –„აფერისტი –თავი შეახსენა ალტერეგომ –ისე გულიანად მომიკითხა გეგონება ჩემი მეგობარი იყოს „მაწაკა“ –კარგად შენ? –ოდნავ „გაჭიმა“ ტუჩები. რაღაც ღიმილის მსგავსი რომ გამოსვლოდა –მართლა გილოცავ მათესთან ურთერთობას. ძალიან გამეხარდა –„სილიკონიანი მახინჯი –ისევ თავი შეახსენა ალტერეგომ“ –დიდი მადლობა –მათე რომ წავა რას აპირებ? –ირონიული ღიმილი აუთამაშდა ქალს სახეზე –სად წავა? –ინსტინქტურად დაებერა ძარღვები. როგორ უნდოდა თმით ეთრია ეს გადატყლარწული ქალი, მაგრამ ასეთი სიველურით არ გამოირჩეოდა. –მოიცა შენ რა არ იცი? –რაც საჭიროა ყველაფერი ვიცი –ისევ „გაჭიმა“ ტუჩები –ანუ უკრაინაში, რომ წავა შენც მიყვები? –ისევ თავისთვის სისინებდა „სილიკონიანი მახინჯი“ (არა ეს გოგო სახელბის შერქმევაში ნამდვილი გენიოსია) –რა სისულელეა. რა უკრაინა საიდან მოიტანე? –ღმერთო ჩემო, შენთვის არაფერი უთქვამს? –სისულელეა –არა საყვარელო, მალე ჩვენი ნიჭიერი სპორცმენი უკრაინის ერთ–ერთ გუნდში ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ მიიღო შემოთავაზება –მართლა სიამოვნებით ითრევდა თმით, მაგრამ არა ამდენი ხალხის წინაშე. პირველ რიგში საკუთარ თავს მიაყენებდა ამით დიდ შეურაწყოფას და შემდეგ მათე –წამოდი, იქით გადავჯდეეთ –საუბარში ჩაერია ლიზა, რომელიც აქამდე მშვიდად უსმენდა მათ საუბარს და მეგობრის დაძაბული გამომეტყველება არ გამოპარვია –მზეა და კარგად არ ჩანს –ხელი მოკიდა და სწრაფად გადავიდნენ სხვა ადგილის მოსაძებნად –არა დაუჯერებელია. რატომ უნდა ვიგებდე ამ ამბავს მე ამ სგან? –უკვე გაბრაზების პიკში იყო მაისურაძე. –დაწყნარდი, ალბათ ტყუილია რაღაც. მოიგონებდა. ვერ ხედავ რა სახე ქონდა –მეგობრის დამშვიდებას ეცადა გასვიანი –იმედია ტყუილია, თორემ ამას მათეს არ ვაპატიებ. გამოდის რომ არ მენდობა და არაფერს მიყვება –დაწყნარდი და თამაშს უყურე. მერე დაელაპარაკები მათეს მთელი პირველი ტაიმი ხმა არ ამოუღია მაისურაძეს. არც ჩვეული შემართებით გულშემატკივრობდა ახვლედიანს და საერთოდ უემოციოდ ადევნებდა მის ყველა მოქმედებას თვალს. გონებაში კი იმ „მაწაკას“ სიტყვებს აანალიზებდა. ნუცას ეს განწყობა არც მათეს გამოპარვია. მოედნიდა ხშირად გადმოხედავდა საყვარელ ქალს და მისმა ასე უემოციოდ ჯდომამ აანერვიულა კიდეც. შესვენებაზე ნუცასთან ერთი ბიჭი მოვიდა და თხოვა გაჰყოლოად, რადგან ახვლედიანს სურდა მისი ნახვა. ჩუმად შეეაპარა გასახდელში, სადაც მოთმინებით ელოდა ახვლედიანი –რა გჭირს? –შეეცადა ჩახუტბოდა, მაგრამ ნუცამ ხელით ანიშნა გაჩერებულიყო –არაფერი –როგორ არაფერი. აშკარად რაღაც მოხდა და თქვი ახლა –თამაშის მერე ვილაპარაკოთ –ნუცა! –სიმკაცრე დაეტყო ხმაში –რა გჭირს?! –როდის აპირებდი ჩემთვის იმის თქმას, რომ უკრაინაში მიდიხარ? –ვინ გითხრა? –აა, ესეიგი სიმართლეა არაა? –ვინ გითხრა–მეთქი? –რა იყო არ უნდა გამეგო? ჩუმად უნდა წასულიყავი თუ რა ხდება? –ნუცა, მორჩი სისულელეებს. ვინ გითხრა მეთქი მითხარი –რა მნიშვნელობა აქვს? –უკრაინიდან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავთანხმდი –და ჩემთვის არ უნდა გეთქვა? თუ არ მენდობი? –რა შუაშია ნდობა? –თავშია!!! რატო უნდა ვიგებდე მე შენს ცხოვრებაში ყვლეაზე მნიშვნელოვან ცვლილებას ყველაზე ბოლოს? –იმიტომ რო ვერ მოვახერხე თქმა –ხმას აუწია ახვლედიანმა –თან არ ვიცი წავალ თუ არა და ტყუილად რატომ უნდა მენერვიულებინე? –გავდივართ –ოთახში შემოვიდა მათეს თანაგუნდელი და იძულებული გახდა მას გაყოლოდა –მერე ვილაპარაკოთ –ანერვიულეებულმა გადახედა ნუცას და უკან გაჰყვა თაანაგუნდელს. –ლიზა ადექი მივდივართ! –გაბრაზებული გამოვარდა ნუცაც და გასასვლელისკენ წავიდა –რა გჭირს გაგიჟდი? ვერ გეწევი? რა მოხდა? –მართალი ყოფილა –აცრემლიანებული თვალებით შეხედა გასვიანს და ჩაეხუტა –რა გითხრა? –არ ვიცი რას გადავწყვიტავ და არ გითხარი რომ არ მენერვიულებინეო –ანუ არ იცის მიდის თუ არა –ლიზა რა მნიშვნელობა აქვს მაგას? არ უნდა ეთქვა? –თქმით უნდა ეთქვა, მაგრამ.. ასე გიჟივითაც არ უნდა გამოვარდნილიყავი და მითუმეტეს ახალ არ უნდა გეთქვა მისთვის არაფერი. ხომ იცი როგორ ნერვიულობდა ისედაც? –ვიცი, მაგრამ რა ვქნა? თავი ვეღარ შევიკავე ! ძალიან გაბრაზებული ვარ ტაქსი გააჩერეს და ნუცას სახლისკენ წავიდენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.