შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები სიყვარულს მეტყველებენ 10


7-03-2015, 02:00
ავტორი blackboss
ნანახია 3 358

ელენე უნიდან სიცილით დამოვიდა, თუმცა ღიმილი სახეზე შეახმა, როცა საბა დაინახა მანქანაზე მიყუდებული... ყველზე მეტად ახლა მისი ნახვა არ უნდოდა... არა რა ერთხელ და სამუდამოდ რით ვერ მოიშორა ეს ბიჭი?! უბრალოდ ლომისას არ გადააბიჯებს, რასაც მისი ძმა საჭიროდ ჩათვლის იმას გააკეთებს. აპირებდა საბასთვის შეუმჩნევლად წასულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა... არადა ყველაზე მეტად ეგ არ აწყობდა. ბერდიამ ხომ უთხრა თუ მას საბასთან დაინახავდა არ დაადგებოდა კარგი დღე ამ არაკაცსო... საბამ ელენე როგორც კი დაინახა ამაზრზენი ღიმილით გაუღიმა და ხელით თავისკენ იხმო. ელენესაც სხვა რა გზა ჰქონდა

-ვაა როგორ ხარ ელე? რამდენი ხანია არ მინახიხარ-და გადაკოცნა. ელენეს ზიზღის ჟრუანტელმა დაუარა. ცოტაც და პირდაპირ საბას სახეზე ამოირეცხდა კუჭს ისე ეზიზღებოდა-დღითიდღე მშვენდები-დამშეული მზერა ააყოლა ელენეს
-კარგად არამიშავს შენ?-ისევ ზრდილობა აიკერა სახეზე
-რავი მაგრად... წამო მანქანაში რაღაც სერიოზული სალაპარაკო მაქვს-დაუსერიოზულა საბამ

ელენეს სხეული უსიამოვნების შეგრძნებამ მოიცვა. ეგრევე თავის დასაძვრენ მიზეზებს ,,გადახედა“ ტვინში.
-იციი საბა ძალიან მეჩქარება მართლა. ახლა მითხარი არაა პრობლემა
-მე გითხარი წამოდი-თქო -ბოლო სიტყვა აშკარად დაუმარცვლა
ელენეც ფეხათრეული გაედევნა უკან... ნუ სხვა გზა არ დაუტოვა და...
როგორც კი ორივემ ადგილები დაიკავა მაშინვე გაისმა კარის ჩამკეტის ხმა. საბამ კი მთელი სისწრაფით დაძრა მანქანა.
ელენეს ფერები გადასდიოდა სახეზე...
-საბა! ან ამიხსნი სად მივდივართ და რა საქმე გაქვს ან აქვე ჩამოვალ
ამაზე სამამ ამაზრზენი სიცილი დაიწყო
-აბა შენთვითონ დაუკვირდი რას ამბობ ლამაზო
-ლამაზოს სახელი აქვს ახლავე გააჩერე მანქანა!
-მოგიტაცე ლამაზო-ლამაზო განსაკუთრებით სასტიკად გამოკვეთა-
მო-გი-ტა-ცე... ახლა გაიგე?

ელენეც ციებცხელებიანივით აუტყდა კანკალი, მისი შუბლი ცივმა ოფლმა დაცვარა
-შენთვითონვე თუ იცი რას ამბობ არაკაცო! როგორ გაბედე! ან საერთოდ თავი ვინ გგონია! მეზიზღები! პირველივე დანახვიდან მძულხარ მაგრამ ჩემი ძმის გამო ვიკავებდი თავს! მეზიზღები არაკაცო! ნაძირალა... მძულ...
საბამ სიტყვის დამთავრება არ აცადა ისე დაამუხრუჭა. ელენემ თავი ტორპედოს ძლიერად დაარტყა და შუბლიდან სისხლი წასკდა. იმ არაკაცმა ესეც არ აკმარა ისე გაარტყა რომ თვალებიდან ნაპერწკლები გადმოცვივდა. ელენეს ყელში ბურთი გაეჩხირა მაგრამ არა! ლომისას ისე არ გაუზრდია რომ ,,მარგალიტები“ არაკაცებისთვის გაიმეტოს!!
ზიზღნარევი მზერით შეხედა. ამ დროს ელენეს თვალებისთვის რომ ჩაგეხედათ შეგეშინდებოდათ. თვალებს, რომლებმაც ისეთ ბედნიერებას, სიხარულს და უმანკოებას გამოხატავდნენ ახლა სიძულვილით და ზიზღით იყო სავსე.
რამდენიმე წამი უყურა საბას მერე კი შეაფურთხა და კიდევ ერთხელ უთხრა მძულხარ, მთელი გულით მძულხარო!
მაინც თქვა მაინც ეყო გამბედაობა! მაგრამ ამ სიტყვების მერე აღარაფერი ახსოვს...


*ბერდო*

ელენეს რამდენჯერმე დაურეკა, თუმცა გამორთული ჰქონდა. შემდეგ მის მეგობრებს: სალოს, ლექსოს, გიგას და თათას სათითაოდ დაურეკა, მაგრამ არც მათ იცოდნენ რამე...
აი აქ უკვე გადაეკეტა... შემდეგ ლომისას დაურეკა სახლში ხომ არ მოსულაო უარყოფითი პასუხი როცა მიიღო აი მანდ გაჭედა... მერე თავის ძმაკაცებს დაურეკა ყველას ერთად და მხოლოდ იმის თქმა მოახერხა -ჩვენს ადგილას!!! სასწრაფოდ!!

ბერდია უკვე ადამიანს აღარ გავდა... განა ელენეს ტელეფონი არ დამჯდარა და არ დაუგვიანია სახლში? უბრალოდ გული საშინლად ცუდს უგრძნობდა, შინაგანად გრძნობდა რომ ელენეს რაღაც უჭირდა!!!

მათ ადგილას ბერდია პირველი მივიდა და განადგურებული სახით დაჯდა. ადამიანისა აღარაფერი ეტყობოდა. სახეზე მკვდრის ფერი ედო. მთლიანად გაფითრებული იყო. თვალები სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა და უკვე მეორე კოლოფს ეწეოდა...
ბერდიას დანახვისას ბიჭებმა ერთამნეთს გადახედეს და ეგრევე მივარდნენ
-ბერდო ძმა რა ხდება?
-ბერდია რა ხდება-თქო ამოღერღე
-მაჭავარიანი!!!

ბერდია კი ხმას ვეღარ იღებდა... უცებ მას სანდრო მიუხლოვდა და სახეში მაგრად გაარტყა
-ახლავე თქვი ბიჭო რა ხდება თორემ შემომაკვდები! რა სახე გაქვს რა ხდება მალე დაფქვი!
ბერდიამ განწირული მზერით შეხედა...
-ძმებო... ელენე....
-ელენე რა?
-რა მოუვიდა?
-ტელეფონზე არ მპასუხობს... არავინ არ იცის სადაა და რას აკეთებს... უბრალოდ აორთქლდა ჩემი ელენე...
ბიჭებს მზერა გაეყინათ... მათთვის ელენე უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა და ყველას საკუთარი დასავით შეუყვარდა. უელენეობას ვერცერთი ვერ გადაიტანდა...

უცებ ერეკლე გამოფხიზლდა
-სანდრო შენ უნიში წახვალ ყველას გამოკითხავ ნახეს თუ არა, იო შენ ელენეს უბანში ნახე, ლაზარე ძმა მიდი შენ ის კაფე ნახე ელენე რომ ხშირად დადის ხოლმე, ლუკა შენ კი მ პარკში წახვალ ელენეს რომ უყვარს სეირნობა! არცერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება! დროზე! ბერდია შენ კი ტრა*ი გაანძრიე! თუ ასე აპირებ ჯდომას. წამოდი შენც მალე!

ერეკლეს ნათქვამზე ყველა გამოერკვა და რამდენიმე წამში გაისმა 6 მანქანის გამაყრუებელი ხმა.


ბერდიამ აღარ იცოდა სად წასულიყო... ყოველ მეორე წუთს რეკავდა ელენესთან ეგონა ჩართავდა ტელეფონს... იმედი მაინც რაა არა?! ყველაზე ბოლოს რომ კვდება... იმედის ერთი ნაპერწკალიც კი ბევრს ნიშნავს. ზუსტად ამ ერთი ნაპერწკლის გაქრობის ეშინოდა ბერდიას... ლომისასთან ავიდა... ან რა უნდა უნდა ეთქვა დაზე გაგიჟებულად შეყვარებული დისთვის, უბრალოდ აორთქლდაო? შეიძლება ბერდია შემოჰკვდომოდა ხელებში. ლომისას მხოლოდ ელენეღა დარჩენოდა და მის დაკარგვასაც ვერ გდაიტანდა! მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა! ორ წამში უკვე ლომისას სახლის კარებთან იდგა და კიდევ ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა... მაგრამ ახლა არც ერთი წამი დასაკარგავი არ იყო. შეიძლება ლომისამ იცის დის საყვარელი ადგილები სადაც შეიძლეებოდა ყოფილიყო. ხელის კანკალით დარეკა ზარი. ლომისამ მალევე გაუღო კარები და როცა გაფითრებული არაადამიანური სახით მდგარი ბერდია დაინახა დაიძაბა და მთელი ტანი დაეჭიმა.
-შემოდი-ძლივს ამოღერღა ლომისამ
ბერდია შევიდა და ანერვიულებულმა კიდევ მოუკიდა სიგარეტს
-ელენე კიდევ არ მოსულა?-მისი ხმა ვეღარც ბერდიამ იცნო
ლომისას სახეზე ფერები გადაუვიდა... თვალი სივრცეში გაუშტერდა...
-სად არის?-გამყინავად გაისმა უკვე ნადირად ქცეული ლომისას ხმა

თვით ბერდიასაც კი შიშის ჟრუანტელმა დაუარა. ლომისა ალბათ მოკლავდა. სწორედ მან ჩააბარა ელენეს თავი და მის დაკარგვას არ შეარჩენდა და ეს მშვენივრად იცოდა!
-დიდი ხანია ვურეკავ დ გათიშული აქვს...-ჯლოყინით ლაპარაკობდა ბერდია
-დროზე ამოღერღე-დაუღრიალა თვალებჩასისხლიანებულმა ლომისამ.
ბერდიას ტანში გაცრა...
-მის მეგობრებსაც ყველას დვურეკეთ მაგრამ არავინ იცის სადაა. უკვე ოთხი საათის მოსული უნდა იყოს. არ ვიცით სადაა
ამ დროს ლომისას სახისთვის შეხედვას სიკვდილი ჯობდა... შეშლილივით აცეცებდა განრისხებულ თვალებს. მისი მდგომარეობიდან გამოყვანა 27 წელია ვერაფერმა ვერ შეძლო. პატარაობიდანვე ელენე იყო მისთვის ყველაზე დელიკატური თემა. მისი სახელის ხსენებისას ძალაუნებურად ყოველთვის იძაბებოდა. არავის, არცერთ სულიერს არ აპატიებდა არაფერს როცა საქმე ელენეზე მიდგებოდა! ასეთი იყო ლომისა და ეს ყველამ კარგად იცოდა. ყველა, სულ ყველა ასჯერ ზომავდა სანამ რამეს იტყოდა ელენეზე. იმიტომ რომ იცოდნენ თუ ამას არ გააკეთებდნენ კარგი დღე არავის დაადგებოდა. უწყინარ, ყოველთვის გაწონასწორებულ ლომისას რამდენჯერმე სიკვდილამდე ყავს ნაცემი ადამიანები მხოლოდ იმის გამო რომ ელენეზე ნათქვამი ვერ მოზომეს...
ახლა.... ახლა კი მას ეუბნებიან რომ ელენე აორთქლა... მისი სიცოცხლე გაქრა, მისი სხივი, მისი იმედი გაქრა! ის გაქრა ვისაც მთელი ცხოვრება ასე სათუთად უვლიდა. გაგიჯდებოდა აბა რა იქნებოდა. აბა ფეხს ფეხზე ხომ არ გადაიდებდა და ყავას ხომ არ დაუწყებდა წრუპვას.
ლომისა ბერდიას მივარდა და საყელოში ჩაავლო მისი უზარმაზარი, დაძარღვული ტორები, რომლებიც ნერვიულობისგან უფრო დაძარღვოდა
-მე შენ რა გითხარი!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა ლომისა-არ გითხარი თვალის ჩინივით გაუფრთხილდითქო?! რას მეუბნები თუ ხვდები შე სი*ო! მეუბნები რომ ელენე გაქრა? 27 წლის მერე ცოტა ამოვისუნთქე მეგონა შენ ადევნებდი თვალყურს და ახლა რა ისეთი დედააფეთქებული საქმე გამოგიჩნდა ელენეზე მნიშვნელოვანი! დაგავიწყდა რამდენჯერ უცდიათ მოტაცება? დაგავიწყდა რამდენჯერ მიცემია მის გამო ა*ვრები? თურმე არ უნდა მენდო შენთვის! -უნდა დაერტყა მუშტი, მაგრამ ჰაერში გაუშეშდა- მუშტსაც კი ვერ ვიმეტებ შენთვის! ვიცი ახლა ელენე რომ მხედავდეს არ მოეწონებოდა!

შეშლილი სახით საჯდა სავარძელში და ხელებში თავი ჩარგო
-სად ხარ ჩემო სინათლევ, ჩემო სხივო, ჩემო ბედნიერებავ! უშენოდ ეს გული არ ცემს-თავისთვის ბუტბუტებდა ლომისა. ბერდია კი გახევებული იდგა
უცებ ლომისა წამოვარდა და პოლიციის განყოფილებაში გავარდა და განაცხადა ელენეს დაკარგვის თაობაზე. ანკეტის შევსებს დროს რამის შემოაკვდა ოფიცერი მაგრამ ისევ ელენე!!! ისევ ელენეს ნაწყენი სახე ედგა თვალწინ და თავს იკავებდა.



ახლა კი ელენეს მივუბრუნდეთ....

საშინელმა თვის ტკივილმა და სისხლის საშინელმა გემომ გააღვიძა. თვალები რომ გაახილა ყველაფერი ტრიალებდა. თავზე მოისვა ხელი თვალები მოატარა ოთახს და რომ გაასხენდა ყველაფერი სივრცეში გაუშტერდა თვალები. ნაძირალა საბამ, სწორედ იმ საბამ მოიტაცა ასე მთელი გულით რომ სძულს. ცრემლებიც რომ აღარ მოსდიოდა! გაუშრა მარგალიტები!
როცა გაახსენდა რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ახლა ბერდია, თათა, ლექსო, გიგა, სალო, სანდრო... და ღმერთო ჩემო ლომისა!!! ლომისა არაადამიანად იქცეოდა ამას რომ გაიგებდა! მაგრამ როგორ გაიგებდა რა მოხდა. ეგ უარესი. გაურკვევლობაზე ყოველთვის ჭედავდა ლომისა და ახლა.... წარმოდგენაც აღარ უნდა ძალაგამოცლილ ელენეს. ადგილზე გაქვავდა და ფიქრებს გადაქანი მისცა...
ახლა რა უნდა გააკეთოს?! სე ხომ არ გაჩერდება? საბას ცოლობას სიკვდილი ურჩევნია ისევ!
ადგა და ძალიან პატარა ფანჯარას ახედა, საიდანაც ოთახში ერთადერთი სხივი შემოდიოდა. გასვლა აშკარად შეძლებელი იყო! სასოწრკვეთილებაში ჩავარდა ელენე შეურაცხადივით ისვამდა ნერვლად ხელებს თმებზე. რა უნდა გაეკეთებინა? ტელეფონი! უცებ მონახა სასწაულებრივად გადარჩენილი ტელეფონი უკანა ჯიბეში. მგრამ ბედიც რომ ზურგს შეგაქცევს! დამჯდარი იყო...

სწოლზე დაჯდა და მუხლები მკერდზე მიიხუტა. რა უნდა გააკეთოს ახლა?

უცებ კიბეზე ხმა გაიგონა და მთლიანად დაიძაბა.
ოთახის ,,მყუდროება“ ამაზრზენად მომღიმარე საბამ დაარღვია.
-ოჰო ელესაც გაუღვიძია-ბოროტულად ჩიქირქილა. შემდეგ კი თვალები ელენეს გაუსწორა.
ელენეს ტანში გაცრა. ალბათ ფილმებიდან მაინც გინახავთ გველის ცივი, არაფრის მთქმელი, ბოროტი, დაბურული და დანისლლი თვალები აი ზუსტად ასეთი თვალები ჰქონდა საბას... ელენემ უცებ წარმოიდგინა ბერდიას სიყვარულით მანათობელი ზღვისფერი თვალები და ყელში ბურთი გადააგორა.
-რა იყო ლამაზო ხმას აღარ სცემ შენს ქმარს?!-ბოლო სიტყვა აშკარად გამოკვეთა
ელენემ ზიზღით შეხედა. დამიჯერეთ კიდევ რამდენიმე წამი რომ ეყურებინა საბასთვი ალბათ მზერით გახვრეტავდა და შეაფურთხებდა მაგრამ მზერა აარიდაა. აღარ უნდოდა მეტი ჩალურჯება
-იცი რომ ჩემი ძმა გიპოვის და არ გაპატიებს!
ამაზე საბამ ამაზრზენად გაიცინა, მერე დასერიოზულდა და ელენეს მიუახლოვდა და ყურში უჩურჩულა
-მაგ დროისთვის უკვე ჩემი გახდები!
-ახლა კარგად მომისმინე! მე შენი არასდროს გავხდები! თუ გეყოფა არაკაცობა და ჩემზე ძალას იხმარებ ეგ სხვა საქმეა მაგრამ იცოდე რომ ამ თვალებიდან ზიზღის მეტს ვერაფერს დაინახავ და ამ გულიდან სიცივეს... ეს კარგად დაიხსომე, იმიტომ რომ ეს თვალებიც და ეს გულიც სხვისაა უკვე! ადრეც მძულდი, ახლა უფო მეტად მძულხარ და დარწმუნებული ვარ მომავალში უფრო შემძულდები!-ამ სიტყვების დასრულება და ელენეზე კიდევ ერთხელ აღმართულიხელი ერთი იყო. ამჯერად უფრო ძკიერი აღმოჩნდა გარტყმა, იმდენად ძლიერი რომ ელენემ წონასწორობა დაკარგა, თავი საწოლის კიდეს ჩამოარტყა და დაბლა უგონოდ დავარდა. თავი გატეხილი ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა, თუმცა უგონოდ ეგდო. საბამ უყურა, უყურა მერე კი ოთახის კარები გაიჯახუნა...



*ბერდია*
ამ დროს ბერდია ცალკე იტანჯებოდა... და არა მარტო ბერდია... თქვენ ლომისა უნდა გენხათ! პოლიციიდანაც არაფერი ისმოდა, და საერთოდ თბილისი დუმდა! ელენე აორთქლდა, უკვე 2 დღე იყო რაც გაუჩინარდა. მაგრამ იმედი და ხსნა არსაიდან იყო.
ორი დღე მკვდარი დადიოდა, ბოლოს კი ისევ სანდრომ გამოაფხიზლა
-შენ გგონია ელეს ეგრე ეშველება ხო? მაშინ იარე ეგრე ბანძი როჟით ! როცა არ ვიცით ელენეს შია სწყურია თუ სტკივა... შენ კი ტრა*ს არ ანძრევ მის მოსაძებნად ყოჩაღ!-და კარები ძლიერად გაიჯახუნა. ამ სიტყვებზე მართლაც გამოფხიზლდა ბერდია. ვერ იჯდებოდა ასე, როცა ელენეს უჭირდა.უბრალოდ ადგა და ელენეს მეგობრებს დააგდა.
მათ ბერდიას დანახვა კი გაუკვირდათ მაგრამ არ შემჩნევიათ. ბერდია ღერს ღერზე ეწეოდა ბოლოს კი ამოღერღა
-ახლა კი ყველამ დაფქვით ბოლოს როდის ნახეთ ან ელაპარაკეთ ელენეს!
ოთხივემ ერთმანეთს გადახედა და საუბრაი თათამ დაიწყო
-ზუსტად ოთხს ეკლდა წუთები რომ დავურეკე სად ხართქო მან კი მიპასუხა ახლა გამოვედი უნიდან და მერე შეგეხმიანები ვიღაც დეგენერატი მელოდებაო

ამაზე ბერდიამ თავი მოიქექა და დანარჩენაბსაც მოუსმინა... თითქოს ხელჩასაჭიდი არაფერი.... როცა ბერდიას თავში ნათურა აენთო!!!

გრიგალივით დატრიალდა. ადგა და მანქანით ადგილს მოწყდა. ორ წუთში უნის გვერძე მდებარე კაფეში შედიოდა უკვე.

-გამარჯობა, მეპატრონის ნახვა მინდა
-ზევით, მესამე სართულზე ნახეთ ბოლოდან მეორე ოთახი-გაუღიმა კონსულტანტმა

ბერდიამ თვალები გადაატრიალა და შურდულივით ავარდა მესამე სართულზე
-უკაცრავად, მეპატრონე თქვენ ბრძანდებით?
-დიახ, რა გნებავთ?-მამა-შვილური სითბოთი ჰკითხა
-ბოდიში შეწუხებისთვის მაგრამ მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ შეგაწუხებდით... ვიდეოთვალი გიყენიათ როგორც ვიცი გარეთ, რომელიც უნივერსიტეტსაც უყურებს და შეგიძლიათ გუშინწინდელი ჩანაწერი მაჩვენოთ ოთხის ნახევრიდან მოყოლებული?-და მავედრებელი მზერით განგმირა მომღიმარე მოხუცი.
-რა თქმა უნდა!
ერთი-ორი ჩააწკაპუნა კომპიუტერში და ამოუგდო ჩანაწერი
ბერიამ თვალებზე ძარღვები ამოიყრევინა ისეთი დაძაბული უყურებდა. რამდენიმე წუთი არაფერი, მაგრამ მერე გამოჩნდა ელენე, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა (სავარაუდოდ თათას ელაპარაკებოდა მაშინ)
კადრში აშკარად ჩანდა ელენეს უკმაყოფილო სახე. და აიი აქ უკვე გული შეეკუმშა ბერდიას როცა ელენეს წინ მდგარი ამაზრზენროჟამიკერებული საბა დაინახა... ეგრევე, ეგრევე მიხვდა ყველაფერს. ის კადრი გადმოიწერა, კეთილ მოხუცს მადლობა გადაუხადა და ლომისასკენ აიღო გეზი, რომელიც უკვე ადამიანად აღარ ვარგოდა...

როდესაც ლომისამ ნახა კადრი სულ გაგიჯდა, გადაირია. ასე მაშინაც კი არ გაგიჟებულა როცა ელენეს დაკარგვის ამბავი ,,ახარეს“. რაც ხელში მოხვდა ყველაფერი დალეწა. თან გულიანად ,,ილოცებოდა“ საბას მისამართით. ნოლოს გონს მოეგო და ტელეფონი მოიმარჯვა
-ხო დათა. კაროჩე საბა ნუცუბიძეზე ყველაფერი გმირკვიე სად რა უძრავი ქონება აქვს, ნავიგატორით დამიდგინე ახლა სადაა... დროზე წამები არ იცდის...

მოუსვენრად დადიოდნენ ოთახში ლომისა და ბერდია. მერე იმედისმომცემი ზარის ხმაც გაიგეს...
-ხო
-...............
-კარგი გასაგებია მადლობ არ დაგივიწყებ ამას!

ტელეფონი გათიშა და ბერდიას მიუბრუნდა...
-დროზე!!! სვანეთში!!!

უკვე დილის 6-7 საათი იყო, მაგრამ მაინც წავიდნენ დრო არ იცდიდა...



*ელენე*

გათენებული არ იყო თვალები რომ გაახილა და ტანი წამში გაუნგმირა ძლიერმა ტკივილებმა.
თავი ძლივს წამოწია. ბევრი სისხლი დაუკარგავს და ძალიან სუსტადაა. თავბრუც ეხვევა. ადგა და გაყინული სხეული საწოლზე ,,დადო“. აღარც სისხლდენა ახსოვდა, აღარც ჩალურჯებები. ახსოვდა მხოლოს მისი დანგრეული აწმყო და მომავალი. მასში ყველანაირი იმედი ჩამკვდარიყო... იჯდა და ტირილის კი არა ფიქრის თავიც აღარ ქონდა. უნრალოდ გახევებული იჯდა. ამ დროს ოთახში საბამ შემოალაჯა. ხელზე გადაკიდებული ჰქონდა თეთრი კაბა, ,,ცოლს“ უხმოდ მიუგდო და კვლავ დატოვა ოთახი. ელენემ ზიზღით გადახედა კაბას მაგრამ მაინც წამოიზლაზნა ჩასაცმელად. ბედს უკვე ვეღარ გაექცეოდა. ნელა იხდიდა ისედაც უკვე შემოხეულ ტანსაცმელს. უკვე საცვლების ამარა იყო საბა კვლავ რომ შემობრუნდა ელენეს შესამოწმებლად მზად იყო თუ არა....

ვაი ამ შემოსვლას...

საბა ნადირივით დაეძგერა ელენეს. უკოცნიდა ყელს, წელზე ხვევდა ხელებს და კვლავ ვერ იჯერებდა რომ ელენეს სხეული ახლა მისთვის ასეთი ხელმისაწვდომი იყო.
ელენეს რეაქციები 0ზე ჰქონდა დაყვანილი. აღარ აინტერესებდა არაფერი მაგრამ როცა ლიფის სალტისკენ წაიღო ხელი მანდ უკვე ელენეს გონებაში განგაში ჩაირთო!!! საბას ხელი ძლივს შეკოწიწებული ძალით კრა. საბამ ვერ აიტანა ელეს წინააღმდეგობა. მთელი ხმით უღრიალა
-შენ უკვე ჩემი ხარ! შეეგუე ამას!
და კვლავ გაარტყა! ორი დღის ნაშიმშილარ-ნანერვიულებელმა გონება ისევ დაკარგა და ძირს დაეცა. ძლივს შეჩერებული სისხლდენა კვლავ დაეწო თავიდან და ახლა უფრო უარესად.
საბა კი მას დაკყურებდა და ავადმყოფურად უღიმოდა. ელენეს მიახლოვდა. ლიფი უნდა გაეხსნა როცა კარები ფაქტიურად შემოიტანა ბერდამ.........

რანაირ სცენას აღარ ელოდა მაჭავარიანი... მაგრამ როცა ჩალურჯებულ-დასისხლიანებული ელენე დაინახა, რომელიც უგონოდ ეგდო, მანდ უკვე ტვინში რაღაც გადაეკეტა! საბას გამგელეებული ეცა და მთელი ძალით დაუწყო რტყმა. ლომისაც ბერდიას მიყვა. ელენეს დანახვა გაუხარდა, მაგრამ არა ამ მდგომარეობაში! სწრაფად მივარდა დაიკოს, (საბას მერე კარგად ,,მიხედავდა“), ხელში აიტაცა დალურჯებული ელენე და საბა კი ბერდიას შეატოვა. რატომღაც მაჭავარიანი აღარ გაუჩერებია. იმ არაკაცს საკადრისი პასუხი უნდა მიეღო!
აბა ელენე ვიღაც უპატრონო ხომ არ ეგონა? ეგონა რომ არავინ მიაკითხავდა და ასე უბრძოლველად მისი გახდებოდა? ბოდიში ბატონო საბა!
დის ნერვიულობისგან და უჭმელობისგან დამჩატებული სხეული ჰაერში სათუთად აიტაცა და იქაურობას მოაშორა. როგორ ეტყობოდა საბრალო გოგოს ამ ორდღეში როგორ ჩამოდვნოდა სახე. ლომისას გული მოუკვდა და თუ ნუცუბიძეს ჰგონია რომ ელენეს ძმა მას უპასუხოდ დატოვებდა ძალიან ცდება! ლომისა არავის შეარჩენს ელენეს ამ ზომამდე მიყვანას... ელენეს ცრემლს არავის პატიობს და მასზე აღმართულ ხელს აპატიებს ვიღაც ცინგლიან ნუცუბიძეს? არ გამაცინოთ!!!


მალე ბერდიამ ლომისას ხებენაკანკალებულმა დაურეკა. ელენე წაიყვანე აქედან მე კი ამას მივხედავო.

ლომისაც მოწყდა ადგილს და გაორებული ბერდია დატოვა!
ბერდიას ერთი მე ექაჩებოდა რომ საბა პოლიციისთვის ჩაებარებინა და ციხეში ამოელპო, მეორე მე კი გონებას უბინდავდა და მის მოკვლას ჩასჩიჩინებდა.

დიდ ხანს იდგა ბერდია და საკუთარ გადატყავებულ ხელებს უყურებდა.

არა ის საბას არ მოკლავდა. იმიტომ კი არა რომ გამბედაობა არ ეყოფოდა.. არა! უბრალოდ ამას ელენეს ვერ გაუკეთებდა და ციხეში ვიღაც არაკაცის სისხლზე გასვრილი ხელებით არ ჩაჯდებოდა. სწორედ ელენეს სახიერებამ იხსნა შეცდომისგან და პოლიციას დარეკა.

ბაიყუში ,,სამართალდამცავები“ მალევე მოვიდნენ და უკვე მოგვარებული საქმე, თვითონ ,,დაასრულეს“..... საბას დამიჯერეთ დღის სინათლის ნახვა აღარ ეღირსებოდა!

მაგრამ რჩებოდა ერთი პრობლემა... ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი... ელენე... მისი გადარჩენა არ გადარჩენა ჯერ კიდევ საკითხავი იყო...




როგორ ხართ ჩემო ტკბილებო და საყვარლებო? სიტუაცია დაიძაბა... არ ვიცი რამდენად მოგეოწნათ ეს თავი მაგრამ ამ თავი წერის დროს იმდენად დავიძაბე რომ წერის დროს ხელებზე ძარღვები ამომაჯდა და მგონი ნერვოზიც აკივიდე ;დდდ



მომწონს თქვენი შემართება და კომენტარებიც უფრო მამხნვებს! ყველაზე თბილი და საყვარელი მკითხველი მყავს მე <3 მაგრად შემაყვარეთ თავი სუუულ ყველამ და უზომოდ შეგეჩვიეთ

შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი ლავ იუ ოლლ <33
კომენტარებს ველი ჩემო ცუნცულებო <3



№1  offline წევრი ucnobii

ვაიმეეეეე შენ ახლა გამოაჩინე შენი ნიჭი, სიყვარული და რავიცი ყველაფერი ამ ისტორიასთან დაკავშირებით... მეც ისე დავიძაბე კითხვის დროს ლამის მუშტი ვკარი კომპის ეკრანს ;დდ შენ ხარ უძალიანმაგრესი გოგო! <3 ასე გააგრძელე და მალე არ დაამთავრო რაა ;დდ აბაჰე ველი შემდეგს რაც შეიძლება მალე თორე ვეღარ ვითმენ :(( <33

 


№2  offline წევრი blackboss

ucnobii
ვაიმეეეეე შენ ახლა გამოაჩინე შენი ნიჭი, სიყვარული და რავიცი ყველაფერი ამ ისტორიასთან დაკავშირებით... მეც ისე დავიძაბე კითხვის დროს ლამის მუშტი ვკარი კომპის ეკრანს ;დდ შენ ხარ უძალიანმაგრესი გოგო! <3 ასე გააგრძელე და მალე არ დაამთავრო რაა ;დდ აბაჰე ველი შემდეგს რაც შეიძლება მალე თორე ვეღარ ვითმენ :(( <33

verc ki warmoidgen rogor gamaxare chemo tkbilo <3 sheni tbili damokidebulebit shemayvare tavi ♥ uuuuuudidesi madloba shen imistvis rom ase aqtiurob da guls mitbob ♥
shen warmoidgine da mec vegar vitmen :Dd erti suli maqvs rodis davdeb <3 vecdebi movlenebi kargad, tanmimdevrobit davalago da cotac gavwelo ^^ rogorc ki davasruleb axal istorias daviwyeb ♥
dzaaalian miyvarxar <333

 


№3  offline წევრი ucnobii

აიმეეე მეც მიყვარხააარ <3 აბაა შენ იციი <3 შენგან ცუდს არც მოველი ისეთი მაგარი გოგოხარ <3 პირადში როვერ გწერ მერე შენი ფბ მითხარი და დაგამატებ გოჭოო <3 ;დდ

 


№4  offline წევრი vighaca

Aii yvelaze magari gogo xar dzalian momwons es istoria

 


№5  offline წევრი blackboss

vighaca
Aii yvelaze magari gogo xar dzalian momwons es istoria

madlobb ♥♥ martla dzalian mixaria tu mogwons ^^

ucnobii
აიმეეე მეც მიყვარხააარ <3 აბაა შენ იციი <3 შენგან ცუდს არც მოველი ისეთი მაგარი გოგოხარ <3 პირადში როვერ გწერ მერე შენი ფბ მითხარი და დაგამატებ გოჭოო <3 ;დდ

sheni saxit me myavs suulsuuul yvelqze magari sayvareli da tbili mkitxveli ♥♥♥♥

 


№6 სტუმარი elee♥♥♥

vaimee :D dzlaian seriozuli da ragacnairi taviaa :D dzlaian avidzbe :* dzaan magaria :*

 


№7  offline წევრი blackboss

elee♥♥♥
vaimee :D dzlaian seriozuli da ragacnairi taviaa :D dzlaian avidzbe :* dzaan magaria :*

xo ragacnairi strani tavia :Ddd damijere arc momdevno tavia uketesi :Dd weris survili miatmagdeba roca tqven komentareb vkitxulob da chkuaze ar var ise mixaria ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent