შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება-თავი მესამე


7-03-2015, 17:28
ავტორი undead
ნანახია 2 342

თავი მეხუთე-პირისპირ.

..ელენე..
მაღვიძარამ გამაყრუებელი რეკვა დილის ექვსი საათიდან დაიწყო. თავის წამოწევისთანავე ვიგრძენი საშინელი სიმძიმე, რომელიც ადგომის საშუალებას არ მაძლევდა.
-გამორთე ეგ დასაწვავი !-გვანცას ღრიალმა მაიძულა სწრაფად წამოვმდგარიყავი საწოლიდან და იატაკზე დაგდებული შარვლის ჯიბეში ტელეფონი მომეძებნა მაღვიძარის გასათიშად.
-გვანც, ადექი, ვერ მოვასწრებთ.
ვუთხარი, თუმცა ვიცოდი, რომ შვიდ საათამდე არ გაექანებოდა.
ორი პირსახოცი ავიღე, ერთი თავისთვის, მეორე - ტანისთვის და დასაბანად შევედი.
დუში მოვუშვი და ტემპერატურა ხელით შევამოწმე. როცა სიმხურვალე დავარეგულირე, დუშ კაბინაში ჯერ მარჯვენა ფეხი შევდგი, ხოლო მერე მარცხენა.
ვერ გეტყვით, რომ გუშინდელი ღამე კარგად მახსოვდა, მაგრამ კუნთების ტკივილით თუ ვისმჯელებთ, ბევრი უნდა მეცეკვა.
თავის ტკივილის გამო, რამდენიმე წუთი თვალდახუჭული ვიდექი წყლის ქვეშ, თან გონებაში გუშინდელი კადრების აღდგენას ვცდილობდი. თვალები სწრაფად გავახილე, სუნთქვა შემეკვრა და გავფითრდი კიდეც, როცა გონებაში უცნობი ამომიტივტივდა. გამახსენდა დიდი, ძლიერი მტევანი, რომელიც თითქოს თამამად, მაგრამ მაინც მორცხვად მიჭერდა. გამახსენდა თბილი თითები, რომლებიც მორიდებით დასრიალებდნენ გაყინულ კანზე. ღმერთო...
ფიქრების გასაფანტად თავი კიდევ ერთხელ შევუშვირე წყალს...
***

დაბანას რომ მოვრჩი, ერთი პირსახოცი თავზე მოვიხვიე, მეორე წელზე და ოთახში გავედი გვანცას გასაღვიძებლად. გამიკვირდა, როცა საწოლში ვერ დავინახე.
-გვანც?
დავიძახე ხმამაღლა.
-აქ ვარ.
ხელი საწოლის უკანა მხრიდან ამოყო, იატაკზე გადმოვარდნილა. თავიც წამოწია და დიდი მცდელობისდა მიუხედავად, მაინც ვერ შევძელი სიცილის შეკავება. თმები ჩიტის ბუდეს უგავდა, ტუში გადღაბვნოდა, პომადაც. მოკლეთ, საშინელი შესახედავი იყო.
-მალე გადაივლე, ერთი საათი გვაქვს.
გავაფრთხილე და მისი გარდერობი გამოვაღე ტანსაცმლის ასარჩევად.
თავს უცნაურად ვგრძნობდი, ვცდილობდი აზრები გამეფანტა, მაგრამ მანც მწვავდა გუშინდელი მოგონებები. როგორი თბილი იყო, როგორი ტკბილი, როგორი კარგი...
-ეე, დედამიწა მიმართავს ელენეს !
ახლაღა შევამჩნიე გვანცა, რომელიც ჩემს გვერდით იდგა ნახევრად შიშველი და ხელს მიქნევდა მოსაფხიზლებლად.
-რა დაგემართა?,-მკითხა სიცილით.
-ჩავფიქრდი.
-მმმ, ნიკა მოგენატრა?,- მკითხა ცუმარა ტონით
-ჰო,- მოვატყუე. თუმცა არ ვიცი... შეიძლება ეს საოცარი შეგრძნება, რომელიც უკვე რამდენიმე საათია არ მასვენებს, მისი კოცნისგან დამრჩა. მაგრამ რაღაც ძალიან, ძალიან ღრმა ჩემს ქვეცნობიერში მეუბნებოდა, რომ ის თბილი კანი, თბილი ტუჩები და გრძნობა, რომელიც მისი შეხებისას გადმოიღვარა ჩემში, ნიკას არ ეკუთვნოდა.
„წვერი“,- გამახსენდა და ერთიანად დამზრზინა. ნიკა არ ყოფილა...
***
სასადილოში ვიჯექი. რამდენიმე წუთი მქონდა მანამ, სანამ გამოსასწორებელ იდიოტს შევხვდებოდი. ნიკაც ჩემთან იყო, ქეთიც, გვანცაც, საბაც და გიორგიც.
-უკბინე, გაამწარე, წესიერად არ ასწავლო და თვითონ მოითხოვს შენს შეცვლას,- მირჩია საბამ, გამეცინა.
-თან შენ ეგ არ გაგიჭირდება,- გამამხნევა ქეთიმ და კოლა მოსვა.
-თავი ისევ გტკივა?,- მკითხა ნიკამ ყურში, გამეღიმა.
-არა,- მეც ჩუმად ვუპასუხე. კისერში მაკოცა და გეფიცებით, მთელი ძალის ხმევა ჩავდე იმაში, რომ ისევ ის მეგრძნო, რაც გუშინ. ამაოდ... ტუჩები... გუშინ სულ სხვა ტუჩები მეხებოდნენ. ის ხელი, რომელიც ახლა ჩემს წელზეა მოხვეული, ისეთი ძლიერი არ არის როგორც გუშინდელი, ისეთი თბილი არ არის როგორც ის. ნიკას სუნთქვა ვერ შეედრება იმ გავარვარებულ, ცხელ ჰაერს. ჯანდაბა ! თმები ყალყზე დამიდგა, როცა კიდევ ერთხელ გამახსენდა გუშინდელი.
-წვერის გაზრდაზე არ გიფიქრია?-ვკითხე მოულოდნელად, მასაც გაუკვირდა. ხელი სახეზე მოისვა,
-არა, რატომ მეკითხები?-სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-უბრალოდ... მოგიხდება...-ვუთხარი ხუმრობით და წამოვდექი.-აბა, წარმატება მისურვეთ !
-დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა დაგელოდო? -მკითხა ნიკამ, თავი გავაქანე,
-მერე ცურვაც მაქვს, ბევრი ლოდინი მოგიწევს.-გავუღიმე და ხელი ჩავჭიდე. ბავშვებს დავემშვიდობე, ნიკამ კლასამდე მიმაცილა.
-შემიძლია მოგწერო, არა მგონია შენი მოსწავლე წინააღმდეგი იყოს.
-სიტუაციას შევხედავ,- გავუცინე და ვაკოცე.
კლასში შევედი, ცარიელი იყო. საათს დავხედე. მშვენიერია ! ყველაფერ სიკეთესთან ერთად, აგვიანებს !
ფანჯარასთან მივედი, დავინახე როგორ ჩაჯდა ნიკა მანქანაში. *არ მინდა ტარებაში ხელი შევუშალო, მოგვიანებით მივწერ*,- გავიფიქრე და ზუსტად მაშინ, როცა ხელ მეორედ ვაპირებდი საათის შემოწმებას, ჩემს უკან კარი გაიღო.
-როგორც იქნ...
სიტყვა გამიწყდა, როცა ის დავინახე. მაღალი, შავებში ჩაცმული ბიჭი...
გაშეშებული ვუყურებდი. ჩანთა სკამზე მიაგდო და მაგიდაზე შემოჯდა.
-ბოდიში დაგვიანებისთვის, -ამაყად გამიღიმა. ისეთი საზიზღარი, ისეთი გამაღიზიანებელი ტონით მესაუბრებოდა, მინდოდა რაიმე მწარედ მეთქვა, მინდოდა მასაც ისე ეგრძნო თავი, როგორც მე ვგრძნობდი, მაგრამ როცა ბაგეები ერთმანეთს დავაშორე, ერთი ბგერის წარმოთქმაც ვერ მოვახერხე.
წაბლისფერი თვალებით სახეზე მოგზაურობდა და თითქოს, თითოეულ ნაკვთს შეისწავლიდა. ამ ქმედებით კიდევ უფრო მეტად მიბლოკავდა ლაპარაკის და უფრო მეტიც, აზროვნების უნარს !
-აღარ ვიწყებთ?
სიჩუმე დაარღვია და მეც დედამიწას დავუბრუნდი.
-რა თქმა უნდა,- მინდოდა დამცინავად ან სარკაზმულად მაინც გამომსვლოდა, მაგრამ ეს ლუღლუღს უფრო გავდა, ვიდრე სხვის დამამცირებლად წარმოთქმულ სიტყვას.
-რითი ვიწყებთ?-ამჯერად ნორმალური ტონით მკითხა, ჩანთა გახსნა და რამდენიმე წიგნი მაგიდაზე დაალაგა.
-შეგიძლია ხვალინდელი ცხრილი მაჩვენო?-თუ შეუძლია? ელენე, როგორ ლაპარაკობ?! ისე იქცევი, თოთქოს... თითქოს მისი გერიდება? გეშინია?
ეი, შენ ელენე ბურდული ხარ, გოგო, რომელსაც ყველა შურით უყურებს ! გოგო, რომელზეც ყველა ოცნებობს ! -საკუთარ თავს შემოვუძახე და გოგას ცხრილი გამოვართვი. ჩემდაუნებურად შევეხე ხელზე...
თბილი, რბილი კანი... ელექტროშოკები მთელს სხეულში...
შევეცადე რეაქცია არ შემემჩნია და გაკვეთილების ჩამონათვალს თვალი გადავავლე.
-და დავალებები?- ვკითხე და ბლოკნოტი მივაწოდე, გაეცინა.
-შენი აზრით ვიცი?- ამაყი ღიმილით მითხრა და ბლოკნოტი ჩანთაში დააბრუნა.
გაკვირვებული ვუყურებდი, ახლა რა უნდა მექნა? მეთხოვა, რომ ვინმე კლასელისთვის დაერეკა და გაეგო?
-რაიყო?- ისევ ისე დამცინავად მკითხა, როგორც ადრე.
-არაფერი.. უბრალოდ ვერ ვხვდები რა გინდა აქ თუ ისიც არ იცი რა უნდა ისწავლო.
ამაყი ტონი დამიბრუნდა, შიშიც თითქოს გავაქარწ..... საკუთარ თავს შევახსენე, რომ მასზე მაღლა ვიდექი.
-მომიტევეთ მემ, ახლავე.
თითქოს მხიარულად, მაგრამ მაინც დამცინავად წარმოთქვა და ოთახიდან გაუჩინარდა. სურნელი, რომელიც მან დატოვა სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. წამოვდექი და ფანჯარა გამოვაღე, ღრმად ჩავისუნთქე.
-ინებეთ მემ,- რამდენიმე წუთში დაბრუნდა და თეთრ ქაღალდზე ჩამოწერილი გაკვეთილების სია მომაწოდა.
-ძალიან კარგი, ფიზიკით დავიწყოთ,- ვუთხარი და მერხთან მის საპირისპირო მხარეს დავჯექი.
გაკვეთილი ავუხსენი და ჩემდა გასაკვირად, ახსნისას არანაირი მწარე კომენტარი არ გაუკეთებია. ყურადღებით მისმენდა და თავსაც კი მიქნევდა.
-კიდევ ერთხელ, რას უდრის ბრტყელი კონდესატორის ფორმულა?- ვკითხე, დაფიქრდა.
-ჯანდაბა.. -ჩაილაპარაკა და გაეცინა,- არ მახსოვს.

..გოგა..
ვიცოდი, მშვენივრად ვიცოდი პასუხი, მაგრამ მომწონდა, როცა გაღიზიანებული მიხსნიდა. უფრო ლამაზი, უფრო სექსუალური იყო. თვალის გუგები უფართოვდებოდა და როცა მესამედ ახსნის დროსაც ვეუბნებოდი, რომ ვერ გავიგე, გაღიზიანებისგან ლოყები უწითლდებოდა.
-ცე, ანუ ტევადობა უდრის, ეფსილონი გამრავლებული ეფსილონ ნულოვანზე...- ფორმულას ალბათ მეასედ იმეორებდა, მეც თავს ვუქნევდი ისე, თითქოს ვუსმენდი. არადა თავს ძვლივს ვიკავებდი რომ იმ ვარდისფერ ტუჩებზე არ მივწეპებოდი. წინა ღამის კადრები გონებაში დაცურავდნენ და ნორმალურად ფიქრის საშუალებას არ მაძლევდნენ. მისი კანი, მისი რბილი, ცივი კანი, რომელიც ჩემი ტუჩებით გავათბე...
-გაიმეორე,- ფიქრები გამწყვეტინა, გამეღიმა.
-კიდევ ერთხელ თუ იტყვი, რომ არ გახსოვს, გეფიცები მოგკლავ !
გამეცინა და ჩემდა გასაოცრად, მასაც შეეპარა ღიმილი სახეზე, რომელიც მალევე მოიშორა. რა თქმა უნდა, მას ხომ ყველასთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ უფრო ძლიერი, უფრო კარგი იყო.
-ეფსილონი გამრავლებული ეფსილონ ნულოვანზე, გამრავლებული ესზე, ანუ ფართობზე, შეფართებული დესთან.
-როგორც იქნა !
გაიცინა და ფურცელს შეხედა.
-ბიოლოგია,- მამცნობა შემდეგი საგანი.
-აჰ, ძალიან კარგი, საკმაოდ საინტერესო თემაა.

..ელენე..
სახეზე ამაყი ღიმილი დასთამაშებდა, ვერ მივხვდი რა იგულისხმა „საინტერესო თემის“ უკან. დაბნეული მზერა მივაბყარი, მან კი წიგნი გადამიშალა და მაგიდაზე გამოასრიალა- გამრავლება.
სათაური რამდენჯერმე გადავიკითხე და გოგას შევხედე, ღიმილით მელოდებოდა.
-აბა, არ ვიწყებთ?- მკითხა მოუსვენრად.
-ახლავე, გადავხედავ,- ვუპასუხე და არ შევიმჩნიე ის, რომ გოგასთან სექსზე მიწევდა საუბარი. ვლოცულობდი, რომ ლოყები არ ამწითლებოდა. მგონი ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა რადგან გოგას არანაირი უხეში კომენტარი არ გაუკეთებია.
-ესე იგი...- დავიწყე რამდენიმე წუთში, მაგრამ დავიბენი. დიდი ინტერესით მიყურებდა და ელოდებოდა როდის ვიტყოდი რამეს. მისმა თვალებმა ისიც კი მაფიქრებინეს, რომ ეს თემა მართლა აინტერესებდა. თუმცა, აინტერესებდა, ოღონდ სულ სხვა მხრივ...
-იცი, ელენე,- დაიწყო მან და გეფიცებით მუცელი რამდენიმე ნაწილად დამეგლიჯა, როცა მისი ბოხი, ხრინწიანი ხმით ჩემი სახელი წარმოთქვა,- მგონი ამ თემას ვერ გავიგებ...
თქვა მოწყენით და წიგნი მისკენ მიაბრუნა.
-არა, ასე ნამდვილად ვერ გავიგებ...
თავი გაიქნია და შემომხედა, დაბნეული ვუყურებდი, რის მიღწევას ცდილობდა?
-პრაქტიკა მჭირდება !
წარმოთქვა მოულოდნელად, თვალები გამიფართოვდა. სახეზე გამომეტყველება არ შეცვლია, სერიოზული მიყურებდა.
სკამიდან წამოდგა, მაგიდას ცალი იდაყვი დააყრდნო, მეორე კი ყელზე მომხვია. ახლოს მოჩოჩდა, უკვე ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას და ისევ ის, ისევ ის გრძნობა, რომელმაც მოსვენება დამიკარგა. მოიცა, რას ვაკეთებდი? გვიანღა გავიაზრე რომ თვალდახუჭული ველოდი მის კოცნას, მაგრამ არ გავწეულვარ, არც კი გავნძრეულვარ. თითქოს მინდოდა, მინდოდა რომ ეკოცნა. ეს საოცარი გრძნობა მთელს ონებას, მთელს სხეულს დაეპატრონა და უბრალოდ უარის თქმის საშუალებას არ მაძლევდა.
-აჰაჰაჰაჰაჰა,- გავიგე ხმამაღალი სიცილი და თვალები სწრაფად გავახილე.
გოგას თავი უკან ჰქონდა გადაწეული და მთელი ხმით ხარხარებდა, რა ჯანდაბა მოხდა?
-როგორ... როგორ შერცხვა...- სიცილი გამართულად ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა,- როგორ ეგონა.. ეგონა რომ ვაკოცებდი.
ხარხარებდა, დამცინოდა.
თავი ასე დამცირებულად არასდროს მიგრძვნია. მე, ელენე ბურდულს დამცინოდნენ? არა, არა. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქრო რამე და ყველაფერი ჩავუშხამო.
-საწყალი ბიჭი...-ჩავილაპარაკე ჩუმად, მაგრამ ისე, რომ მას გაეგო. სიცილი მომენტალურად შეწყვიტა.
-რა?-ხმაში თავის თავზე გაბრაზებას ვატყობდი, არ უნდოდა რომ ჩემი ნათქვამისგან გამოწვეული რეაქცია დატყობოდა.
-აჰ, მაპატიე, გაიგე? არ მინდოდა... დაივიწყე,- ვუთხარი ისე, თითქოს ვნანობდი. ქვედა ტუჩიც კი გადმოვაგდე დამცინავად.
-ელენე, ნუ მეთამაშები,- შემომიბღვირა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ის რაღაც, რაც მუცელს მიგლეჯდა მაშინ, როცა ჩემს სახელს წარმოთქვამდა.
-არაფერითქო. არ მინდა გული გეტკინოს, ხომ ხვდები,- ვაგრძელებდი თამაშით, თვალებში ვატყობდი, რომ სიბრაზე უფრო და უფრო ემატებოდა.
-გული მეტკინოს? მგონი ამ ოთახში მხოლოდ ერთი ადამიანია გულნატკენი და ეს შენ ხარ. ის, ვინც თვალდახუჭული ელოდა ჩემს ღვთაებრივ კოცნას. რა, არა?- მკითხა, როცა ცალი წარბი ავწიე.
-ეჰ, გოგა...
-რა?-კბილებში გამოსცრა, მომწონდა ნერვებს რომ ვუშლიდი.
-რადა... აჰ, იძულებულს მხდი რომ გითხრა !- სახე შევიწუხე და გავნაგრძე,- ისე გაინტერესებდა ეს თემა.. მოკლეთ, მივხვდი რომ ვაჟიშვილი ხარ... ვწუხვარ, მართლა. ვიფიქრე საწყალ ბიჭს გავაგებინებთქო, მაგრამ...
ლაპარაკი მისმა სიცილმა გამაწყვეტინა. ისევ ისე ხარხარებდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ.
-პატარავ, მისმინე- ჯანდაბა ! კიდევ ერთხელ დამიარა სხეულში უცნობმა გრძნობამ,- ნუ ცდილობ თავის გამართლებას, მშვენივრად ვიგრძენი როგორ ცახცახებდა შენი ქალიშვილი გოგონა, როცა გეგონა, რომ გაკოცებდი,- თვალები გამიფართოვდა. არ მეგონა ასე პირდაპირ და ურცხვად თუ მეტყოდა ამ სიტყვებს. მაგრამ მაინც, მაინც გაიარა სხეულში იმ უცხო გრძნობამ. არ მინდოდა ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი სახეზე დამტყობოდა, ამიტომ მეც მას მივბაძე და ხმამაღლა დავიწყე ხარხარი.
-ქალიშვილი? აჰჰაჰ, არა გოგა, არა,- დაუფიქრებლად ვუარყავი მისი სიტყვები. რაში მჭირდებოდა ეფიქრა, რომ ქალიშვილი არ ვიყავი?
-დამიმტკიცე.-ამ სიტყვის გაგონებისას სიცილი ავტომატურად შეწყდა.
-რა?-ვკითხე და წარბი ავწიე, სახეზე ისევ ის ამაყი ღიმილი შეუთამაშდა, რომელსაც ვერ ვიტან !
-არ მჯერა რომ ქალიშვილი არ ხარ, დამიმტკიცე,- ამაყად მესაუბრებოდა ისე, თითქოს ჩემი დღიური წაიკითხა, ისე, თითქოს ზეპირად იცოდა ყველაფერი ჩემზე, ისე, თითქოს... ჟანდაბა !
-არ გჯერა, შენი პრობლემაა,- სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. როგორ ახერხებს და ყოველთვის როგორ მირევს გონებას? როგორ მიკარგავს აზროვნების უნარს? ეს რომ სხვას ეთქვა, ალბათ სიცოცხლის სურვილს დავუკარგავდი ჩემი პასუხით, მასთან კი ყველაფერი პათეტიკურად ჟღერს.
-ქალიშვილი ხარ.-ჩაილაპარაკა ჩუმად, მაგრამ ისე, რომ გამეგო.
-როგორ დაგიმტკიცო?-ვეღარ გავუძელი, მისი დამცირებას ჭკუიდან გადავყავდი.
გაეღიმა.
-თუ ქალიშვილი არ ხარ, კიდევ ერთი სექსი არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს.
-რა?-ამას არ ველოდი, მთელი ხმით შევკივლე. როგორ ბედავდა? როგორ?!!! სექსს მთავაზობდა? ასე ძალიან ვგავარ ვიღაც ქუჩის ბოზს?
ახარხარდა, ჯანდაბა ! ისევ იცინოდა !
-დამშვიდდი ელენე, უბრალოდ და მორჩა,- ამჯერად სერიოზულად მითხრა. ღმერთო, როგორ მინდოდა სახეში გამერტყა. მინდოდა? რატომ არ ვარტყამდი? რა ჯანდაბას აკეთებ ელენე?!
სწრაფად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და გემრიელი სილა ვუთავაზე სახეში. რა გააკეთა? უფრო ხმამაღლა გაიცინა !
-ეგ არ უნდა გაგეკეთებინა, პატარავ.
მითხრა და სანამ მის სიტყვებს გავიაზრებდი, ხელი მსუბუქად მკრა. თავის შეკავება ძვლივს მოვახერხე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან. ისევ იგივე გაიმეორა და რამდენიმე წამში, გაყინულ კედელს ამაკრო. სუნთქვა გამიხშირდა, როცა მისი წაბლისფერი თვალები მთლიანად გაშავდა, მზერაში მის გეგმებს ვერ ვკითხულობდი, ვერ ვხვდებოდი რას აპირებდა. ჯერ მისი ფეხები აბლანდა ჩემსაში, შემდეგ კი მთლიანი სხეულით მომეკრო. ხელი უკან შეაცურა და წელი კედლისგან მომაშორებინა, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავი მასთან. ისევ ვცდილობდი წამეკითხა რას აპირებდა, რა სურდა, მაგრამ ამაოდ. გოგა ერთადერთი იყო, რომლის თვალებშიც ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს გარდა რაღაც უცხოსა, რომელიც არასდროს არავისში დამინახავს. სახე ყურთან მომიტანა, მისმა გავარვარებულმა სუნთქვამ ყური ამიწვა, ჰაერი მთლიანად მოეხვია ყელს და ახლა ყურთან ერთად კისერიც მიხურდა. მთელი შენობა დუმდა და მისი სუნთქვა ექოსავით ედებოდა ოთახის კედლებს, ეს კიდევ უფრო მიდუღებდა სხეულს. ტუჩები ყურიდან ყელზე გადაიტანა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, არ უკოცნია. არც ყურთან, არც კისერზე... უბრალოდ ცხვირს ასრიალებდა და ცხელი სუნთქვით მათბობდა. სიამოვნებისგან პირი გამეხსნა და ღრმა სუნთქვა ამოვუშვი პირიდან, როცა როგორც იქნა ეამბორა კანს. მსუბუქი, თბილი კოცნა დატოვა ყელზე და წვერი... ჯანდაბა, ის იყო ! ეს გრძნობა, ეს სითბო, ეს შეხება... ასეთი დამთხვევა უბრალოდ შეუძლებელი იყო, წარმოუდგენელი !
ხელი წელიდან წინ ჩააცურა. პანიკაში ჩავვარდი, როცა ქამარი შეიხსნა, მაგრამ არაფერი მომიმოქმედებია. გაშეშებული ავკვროდი კედელს და გოგას თვალებით ვევედრებოდი, რომ კიდევ ერთხელ ეკოცნა. არ მაინეტერესებდა სად, მთავარი მისი ტუჩების სითბოს შეგრძნობა იყო. არ მესიამოვნა, როცა მისი სუნთქვა კისერს მოშორდა. თვალები გავახილე, რომლებიც ვერც მივხვდი როდის დავხუჭე, მიყურებდა. თვალის გუგები გაფართოებოდა და თითქოს რაღაცის ეშინოდა. თითქოს რაღაც ძალიან, ძალიან არ სიამოვნებდა, მაგრამ ამავდროულად სიამოვნების ზენიტში იყო. ისევ ვერ ვახერხებდი მისი აზრების წაკიტხვას, ისევ ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა.
-ხომ გაგაფრთხილე,- მოულოდნელად თვალის გუგები დაპატარავდა, შეშინებული, ნასიამოვნები მზერა კი ცინიკურმა გამომეტყველებამ შეცვალა. ახლა ოთახს ხმამაღალი სუნთქვა კიარა, მისი ხარხარი ავსებდა, აზანზარებდა. არ ვიცი რა ვიგრძენი იმ წამს, მაგრამ თითქოს შენობის კედლებმა დაპატარავება დაიწყეს. სუნთქვა შემეკრა და ოთახში ტემპერატურა საგრძნობლად შეიცვალა.

..გოგა..
ვიცი, ვიცი რომ ქალიშვილია. ვიცი, რომ მე ვიქნები პირველი, ვინც მასში შევა, მაგრამ მაინც მღრღნის ეჭვი. იქნებ რამე გამომრჩა? იქნებ ჰქონდა სექსი და მე ვერ გავიგე? მაგრამ არა, შეუძლებელია, მე ხომ მასზე ყველაფერი ვიცი, ყველაფერი !
ჯანდაბა, ახლაც კი, როცა კედელსაა მიკრული, როცა მისი სიამაყე გადავთელე და ვაჩვენე, რომ მასზე ძლიერი ვარ, ახლაც ისეთი, ისეთი ლამაზია... ვერ ვხვდები როგორ მოვახერხე თავის შეკავება, როგორ არ დავეწაფე მის ტუჩებს და როგორ არ ვუთხარი, რომ სიგიჟემდე მიყვარს. თუმცა, ერთხელ შემეშალა... კისერში არ უნდა მეკოცნა და საერთოდ, დღეს არც არაფერს ვაპირებდი, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ! არ შემიძლია ვუყურო მის სრულყოფილ სხეულს, ვგრძნობდე მის ტკბილ, გამაბრუებელ სურნელს და არ შევეხო. მითუმეტეს მაშინ, როცა ვიცი, რომ უარს ვერ მეტყვის, არ მეტყვის. ამას მაშინ მივხვდი, როცა წვეულებაზე არ მომშორდა. ჩემი შეხება სიამოვნებას ანიჭებდა და ამ აზრს ჭკუიდან გადავყავდი !
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ?- ვკითხე, როცა სიგარეტს მოვუკიდე და გავაბოლე.
-რა აზრი აქვს, უკვე ეწევი,- მიპასუხა ცივად და გეფიცებით, ასეთი ტონი მკლავდა ! მინდოდა დრო უკან დაბრუნებულიყო, ისევ მასზე ვყოფილიყავი მიყრდნობილი და ჩემი გავლენის ქვეშ მყოფი ელენეს ხმამაღალი სუნთქვა გამეგონა.
-დრო ამოიწურა, ნახვამდის,- ისევ ისე ცივად მიპასუხა. სკამზე მიფენილი პიჯაკი შემოიცვა და ჩანთა აიღო.
-გმადლობ ელენე, ნამდვილად დამეხმარე,- ამაყი ღიმილით ვუპასუხე, თვალებში ზიზღი ჩაეღვარა. მან ხომ არ იცოდა რად მიჯდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ხომ მის გასაღიზიანებლად ვარ აქ? მე ხომ უნდა გავამწარო?

---
გამარჯობათ! ეს თავი წესით უფრო ადრე უნდა დამედო, მაგრამ ღამის 5 საათზე მოვრჩი წერას და შემდეგ შემდეგ გადავწყვიტე როგორც ყველა თავი ესეც გადამეკითხა და შეცხომები შემესწორებინა.. თითქმის დამთავრებული მქონდა, რომ ჩამეძინა.. ხოდა ჩემმა დამპალმა ძმამ, რომ დამინახა დაძინებული კომპიუტერი ამაცალა და ისე გამორთო არც შეუხედავს.. მოკლედ, თავი წაიშალა! და დღეს მომიწია თავიდან დაწერა:@ ისევ დიდი მადლობა deamedo-სა და Owl-ს, რომ სტიმულს მაძლევენ ვწერო და ასევე მადლობა თამოს რომლის ნიკი წინა თავზე არ შემიმჩნევია და ძალიან გამახარა მისმა კომენტარმა! წაიკითხეთ და შეაფასეთ.. მე კი ვეცდები თავები ყოველ დღე დავდო.. პ.ს სურათზე, რომ ყმაწვილია ის არის გოგას როლში.



№1  offline წევრი deamedo

გამოიჭირაააა wink რა საყვარლები არიან
რა კარგია ყოველ დღე რომ ამატებ love
წარმატებები კიდევ ერთხელ

 


№2  offline წევრი tata madridista

და ეს მოთხრობა უკვე დიდი ხანი როა რაც დაიწერა? შენ თავიდან წერ ოღონდ სახელებს უცვლი?

 


№3  offline წევრი EiLuL♥

იუჰუუუ ლამაზოოო ^.^ უკვეე მომწონხაარრ,,, ჩემი სეხნია რომ არისს გარეული შემოვირბინე იქნებ ღირდდეს წაკითხვათქო და დამხვდა სიურპრიზი,,,რა კარგიი გოგო ხარ,,,არ შეწყვიტო წერა სულ რომ გარავინ წაიკითხოს მე შენთან მიგულე ❤ პირველივე თავიდან "ფავორიტებში" აირტყი ადგილი :დდ გაწითლდი ბანანივითაა ? ^.^)))
--------------------
elene

 


№4  offline წევრი deamedo

tata madridista
და ეს მოთხრობა უკვე დიდი ხანი როა რაც დაიწერა? შენ თავიდან წერ ოღონდ სახელებს უცვლი?


ხოოო დარწმუნებული ხარ?! მემგონი ისტორია არ დამრჩენია, კარგიც ცუდიც და ისე რაც, წაუკითხავი, ამ საიტზე ყოველ შემთხვევაში, და არ მახსოვს ანალოგიური! fellow
დაწერე რა რომელი ისტორიაა მართლა მაინტერესებს

 


№5  offline წევრი tata madridista

deamedo
tata madridista
და ეს მოთხრობა უკვე დიდი ხანი როა რაც დაიწერა? შენ თავიდან წერ ოღონდ სახელებს უცვლი?


ხოოო დარწმუნებული ხარ?! მემგონი ისტორია არ დამრჩენია, კარგიც ცუდიც და ისე რაც, წაუკითხავი, ამ საიტზე ყოველ შემთხვევაში, და არ მახსოვს ანალოგიური! fellow
დაწერე რა რომელი ისტორიაა მართლა მაინტერესებს

აქ არ იდებოდა ის ისტორია ფეისბუქზე მაქ წაკითხული და იმ ისტორიისგან მხოლოდ იმით განსხვავდება რო აქ სახელებია შეცვლილი

 


№6  offline წევრი Anuuc^.^

რა კარგი იყო..ძალიან მომეწონა..მალე გააგრძელე არ შეწყვიტო წერა შენთან ვიქნები ბოლომდე❤რაღაცნაირი განსხვავებულია და უფრო ამიტომ წავიკითხე თავიდან...ეხლა კი ერთ-ერთი ფავორიტია❤❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№7  offline წევრი undead

და ფეისბუქზე ვინ დებდა შენი აზრით? თავიდან ლუის გვერდზე მინდოდა დამედო მაგრამ შემდეგ ადმინი ლიკას თხოვნით ლიამის ფან ფეიჯზე დავდე. რადგან ახალის დასაწერად დრო არ მყოფნის (ჩემი მეორე მოთხრობაც შევწყვიტე ჰარის გვერდზე).. გადავწყვიტე ეს ამეტვირთა მაგრამ გადაკეთებული ვერსია. ვეცდები შინაარსი უფრო განავრცო და თუ დააკვირდები რამოდენიმე რამე ამოღებულიც მაქვს. ასევე ვაპირებ რამოდენიმე თავის ჩამატებას და დირთი თავების ასე თუ ისე რაღაც ნაწილის წაშლას. დასასრულსაც ვცვლი. უბრალოდ წაიკითხე და წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებ.
tata madridista
deamedo
tata madridista
და ეს მოთხრობა უკვე დიდი ხანი როა რაც დაიწერა? შენ თავიდან წერ ოღონდ სახელებს უცვლი?


ხოოო დარწმუნებული ხარ?! მემგონი ისტორია არ დამრჩენია, კარგიც ცუდიც და ისე რაც, წაუკითხავი, ამ საიტზე ყოველ შემთხვევაში, და არ მახსოვს ანალოგიური! fellow
დაწერე რა რომელი ისტორიაა მართლა მაინტერესებს

აქ არ იდებოდა ის ისტორია ფეისბუქზე მაქ წაკითხული და იმ ისტორიისგან მხოლოდ იმით განსხვავდება რო აქ სახელებია შეცვლილი

 


№8  offline წევრი tata madridista

undead
და ფეისბუქზე ვინ დებდა შენი აზრით? თავიდან ლუის გვერდზე მინდოდა დამედო მაგრამ შემდეგ ადმინი ლიკას თხოვნით ლიამის ფან ფეიჯზე დავდე. რადგან ახალის დასაწერად დრო არ მყოფნის (ჩემი მეორე მოთხრობაც შევწყვიტე ჰარის გვერდზე).. გადავწყვიტე ეს ამეტვირთა მაგრამ გადაკეთებული ვერსია. ვეცდები შინაარსი უფრო განავრცო და თუ დააკვირდები რამოდენიმე რამე ამოღებულიც მაქვს. ასევე ვაპირებ რამოდენიმე თავის ჩამატებას და დირთი თავების ასე თუ ისე რაღაც ნაწილის წაშლას. დასასრულსაც ვცვლი. უბრალოდ წაიკითხე და წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებ.
tata madridista
deamedo
tata madridista
და ეს მოთხრობა უკვე დიდი ხანი როა რაც დაიწერა? შენ თავიდან წერ ოღონდ სახელებს უცვლი?


ხოოო დარწმუნებული ხარ?! მემგონი ისტორია არ დამრჩენია, კარგიც ცუდიც და ისე რაც, წაუკითხავი, ამ საიტზე ყოველ შემთხვევაში, და არ მახსოვს ანალოგიური! fellow
დაწერე რა რომელი ისტორიაა მართლა მაინტერესებს

აქ არ იდებოდა ის ისტორია ფეისბუქზე მაქ წაკითხული და იმ ისტორიისგან მხოლოდ იმით განსხვავდება რო აქ სახელებია შეცვლილი

სამწუხაროდ ღმერთს ჩემთვის არ მოუნიჭებია ნათელმხილველის შესაძლებლობები,რომ მცოდნოდა აქაც შენ იყავი :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent