შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნებას გილოცავ ეილინ (The End)


7-03-2015, 22:05
ავტორი ნინი-21
ნანახია 2 757

თვალები რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიწექი და ზემოდან ნათია და ლელა მადგნენ თავს.
-როგორ ხარ?
-ნირმალურად.
-რა დაგემართა?
-არვიცი, უბრალოდ უცებ ვიგრძენი რომ ფეხ ქვეშ მიწა გამომეცალა.
-რეზის გამო?
-არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი და საერთოდ დღეიდან მაგ ბიჭს ნუღარ ვახსენებთ რა, ასე უფრო ადვილი იქნება ჩემთვის.
ნათია და ლელა პირდაღებულები შემომცქეროდნენ.
-კი მაგრამ გუშინ ასეთი რა მოხდა?
-რაც მოსახსდენი იყო ყველაფერი.
ორაზროვანი პასუხი გავეცი და გვერდი ვიცვალე, მათაც აღარ შევუწუხებივარ კითხვებით ოთახი დატოვენ და გავიდნენ. ორი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ, არა იმიტომ რომ რეზის ,,ვგლოვობდი“ უბრალოდ ყველანაირი სურვილი ჩამიკვდა, ხომ შემეძლო თბილისში წავსულიყავი და რეზი დამებრუნებინა მაგრამ არც ამას ვაკეთებდი.
-საერთოდ რას ვითხოვ ამ ცხოვრებიდან?
საკუთარ თავს უაზრო შეკითხვა დავუსვი, ლოგინზე წამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. უცებ ტელეფონიც აწკრიალდა, სანდრო იყო მეც ყურმილი ავიღე
-როგორ ხარ?
-ნორმალურად
-რა ხმა გაქ?
აშკარად მეც მეხამუშა, გაბზარული, ხრიწიანი ხმა.
-არაფერია გამივლის.
-დღეს მინდა სადღაც წაგიყვანო, ხომ წამოხვალ?
-იცი არ მინდა სახლიდან გამოსვლა.
-კარგი რა ისედაც ორი დღეა სახლში ხარ, ხვალ მივდივარ და მინდა წასვლამდე გამოგემშვიდობო.
თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი, იქნებ ამან მიშველოს მეთქი და დავთანხმდი.
-კარგი წამოვალ, რომელ საათზე გამომივლი?
-ნახევარ საათში მანდ ვარ.
-კარგი.
ვუთხარი, ლოგინიდან წამოვდექი და თავის მოწესრიგებას შევუდექი, მალევე ძალიან გრილ სარაფანში გამოწყობილი ქვემოთ ჩავედი, სახლში არავინ იყო არც ლელა და არ ნათია.
-სად გაქრა ყველა ერთად?
მობეზრებულად ჩავილაპარაკე და ტოსტის მზადებას შევუდექი, დავამთავრე თუ არა ეზოდან ხმაური შემომესმა მივხვდი სანდრო იყო ჩანთას დავწვდი და გარეთ გავედი. ის ისევ ბაიკით იყო და თბილად მიღიმოდა.
-მიხარია რომ დამთანხმდი.
მე არაფერი მითქვამს, გავუღმე და ბაიკზე ჩემი ადგილი დავიკავე. სანდრომ იმ ადგილას წამიყვანა სადაც რეზიმ იმ ღამით. გული რაღაცნაირად შემეკუმშა, ტირილი მომინდა მაგრამ არ მიტირია, ყვირილი მომინდა მაგრამ არც ეს გამიკეთებია, ბაიკზე გავქვავდი.
-არ გადმოხვალ?
-აქ რატომ მომიყვანე?
-აქ..
დაფიქრდა სანდრო
-იმიტომ რომ მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანს, იმიტომ რომ სილამაზეა, შენ რა არ მოგწონს?
-საკმარისზე მეტად.
ვთქვი, ბაიკიდან გადმოვედი და სანდროსკენ გავემართე. მალე უკვე კლდის პირას ვიდექით, სანდრო გიტარას უკრავდა მე ვუსმენდი, თითქოს ყველაფერი იდიალურად იყო. მაგრამ ეს ,,თითქოს“ ყველაფერს აფუჭებდა.
-რეზის ადრეც იცნობდი?
არ ელოდა ამ შეკითხვას დაიბნა, გიტარა გვერძე გადადო და გამომცდელი მზერა შემავლო.
-სიმართლე რომ გითხრა, ზოგადად არა. ერთმანეთთან პირველად და უკანასკნელად მაშინ გვქონდა შეხება როცა ჩემ ძმაკაცს მისი შეყვარებული უყვარდა, ლელა თუ ლანა, იმ გოგოს გამო დიდი ჩხუბი მოგვივიდა, მე ნანახიც არ მყავს სიმართლე რომ გითხრა, შემდეგ მოხდა ისე რომ ამ გოგოს მშობლები მოუკვდა და თვითონაც კომაში ,,გაიჭედა“, აი სწორედ მაგიტომ გვქონდა ცოტა უთანხმოება სხვა არაფერი.
-იმ ბიჭს რა ერქვა ? შენ ძმაკაცს?
-დავითა.
უცებ...
უცებ ყველაფერი გამახსენდა, ყველა კადრმა თვალიწინ ჩამიარა, გამახსენდა ეს ადგილიც სადაც რეზიმ სიყვარული ამიხსნა 8 წლის უკან, შემდეგ კი გამახსენდა ავარია და გულ-მკერდში მარცხენა მხარეს ენით აუღწერელი ტკივილი ვიგრძენი, ბოლოს ვეღარ გავუძელი და ბოლო ხმაზე ავტირდი,
დავტიროდი ყველას და ყველაფერს. მშობლებს, რეზის, ოცნებებს, ჩემ ცხოვრებას ალბათ საკუთარ თავსაც დავტიროდი. სანდრო ვერ ხდებოდა ასე უცებ რა მოხდა.
ჩემში კი ასე უცებ ყველაფერი შეიცვალა. გამახსენდა, წარსული გამახსენდა, ავარია და ის საშინელი, სიბნელეში გახვეული წელიწად ნახევარი, რეზის ტკივილიანი სახე როცა ვუთხარი რომ არ მიყვარდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან წასულიყო. უცებ ასე ერთ წამში ყველაფერი ვიგრძენი, შემძულდა სამყარო და ამავდროულად შემიყვარდა. ერთად იმდენი ემოცია დამიგროვდა რომ აღარ ვიცოდი სად წამეღო, როცა ცრემლების მარაგი ამოვწურე და აღარც ტირილი შემეძლო მიწაზე გავწექი, ხელები გავშალე და ცას ავხედე. სანდრო ისევ გაშტერებული მიყურებდა, ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა. უცებ თავში რაღაცამ დამარტყა და ფეხზე წამოვფრინდი.
-უნდა წავიდე.
-რააა?
პირი გაოცებისგან იმხელა დააღო რომ შემეშინდა ყბა არ ჩამოუვარდეს მეთქი.
-მადლობა მინდა გადაგიხადო, შენ ვერც კი ხვდები როგორ დამეხმარე.
-მე მართლა ვერაფერს ვხვდები, ვერ ამიხსნი?
-ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ სასწრაფოდ თბილისში უნდა მოვხვდე.
-რა პრობლემაა წაგიყვან, მაგრამ...
-გპირდები როცა დრო მექნება აუცილებლად მოგიყვები.
ალბათ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა რა მინდოდა თბილისში?
ამ კითხვაზე პასუხს მალე გაიგებთ. :)
მე და სანდრო ბაიკზე დავჯექით და ნახევარ საათში უკვე თბილისში ვიყავით, ტელეფონი ამოვიღე და ნათიას დავურეკე.
-გოგო სად ხარ? რატო არ მპასუხობ.
ახლა გამახსენდა, რომ სახლიდან ისე წავედი არავისთვის არაფერი მითქვამს. (თვითონ არ ბრძანდებოდნენ სახლში და :3 )
-ყვეალაფერი გამახსენდა !
-რაააა?
-ხოო საერთოდ ყველაფერი, რეზის მისამართი იცი?
-ოფისის თუ სახლის ?
-ორივეს
- კი მოიცა შეტყობინებას გამოგიგზავნი.
-კაი მიდი.
ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე
-საით წავიდეთ უფროსო?
სანდრომ, აუხსნელად ხდებოდა რაღაცეებს და ხუმრობის ხასიათზეც დამდგარიყო.
-ჭავჭავაძეზე, რეზის ოფისში, ,,მოდელეანი“ იცი ეს საადვოკატო ფირმა?
-კი როგორ არა.
-ხო და აი მანდ მიმიყვანე.
სანდროს არაფერი უთქვამს, ზედმეტი შეკითხვების გარეშე ოფისისკენ გავემართეთ. თბილად დავემშვიდობე სანდროს და ოფისში ამაყად შევაბიჯე, აშკარად მიცნეს სახეზე და ყველა პირდაღებული მიყურებდა. გეზი რეზის კაბინეტისკენ ავიღე და მიმღებში მდივანს ვკითხე აქ თუ არის მეთქი.
-იცით ბატონი რეზი დღეს არ გამოსულა საერთოდ სამსახურში.
-მადლობთ.
ვუთხარი და ახლა სახლისკენ გავწიე, ჩემდა გასაკვირად სანდრო ისევ ქვემოთ მელოდებოდა.
-არ წასულხარ?
-ძმაკაცს ველაპარაკებოდი, ამასობაში შენც ჩამოდი როგორაა საქმეები?
-კიდევ უნდა დამეხმარო.
-თქვენს განკარგულებაში მიგულეთ, დღეს რაღაც ძაან კეთილი ვარ.
-რეზი ოფისში არ არის სახლშია, იქაც გამიყვანე და ვსო.
-დაბრძანდით.
მითხრა, რეზის სახლის მისამართი ვუკარნახე და წავედით. უკვე მეორეჯერ გამოვემშვიდობე სანდროს და სადარბაზოს კიბეებს ნელა ავუყევი, ფეხები მიკანკალებდა არვიცოდი რეზი როგორ მიმიღედა მაგრამ მაინც ამაყად მივაბიჯებდი. მესამე სართულის რუხ კარებთან შევჩერდი, სუნთქვა დავირეგულირე და ზარი დავრეკე. მალე კარებში რაღაც გაჩხრაკუნდა და გაიღო, წინ კი სიმპატიური, რაც მთავარია მონატრებული სილუეტი, გასაოგნებელი ღიმილით შემომცქეროდა, თითქოს მელოდა, თითქოს ზუსტად იცოდა ყველაფერი. წამსვე ამევსო თვალები მლაშე სითხით, მაგრამ ეს აღარ იყო ტკივილის და ტანჯვის ცრემლები ეს უკვე სიხარულის ცრემლები იყო.
-იცი მე ყველაფერი გამახსენდა... მე შენ მაშინაც მიყვარდი, როცა ყევალფერი დავიწყებული მქონდა.. მაგ... მაგრამ ვერ გიტყდებოდი, ის კიარა საკუთარ თავსცას ვერ ვუტყდებოდი...
ავბლუკუნდი, მაგრამ ვიცოდი აუცილებლად უნდა მეთქვა რამე თორემ ისტერიკული ტირილი დამეწყებოდა.
-ხომ მითხარი, მე სულ მეყვარებიო, მე მიყვარხარ შენ ხომ არ გადაგიყვარდი? ხომ ისევ ისე ძლიერად გიყვარვარ?
აწყლიანებული, ბავშვური თვალებით ავხედე. ამაზე სიცილი აუტყდა, თან ჩემ გაბრაზებულ და ამავდროულად დაბნეულ სახეს რომ აწყდებოდა ისევ აგრძელებდა. ბოლოს რპგპრც იქნა გაჩერდა, ხელები გაშალა და ღიმილიანი სახე მომაპყრო.
-დაბრუნებას გილოცავ ეილინ !
მეც აღარ დავაყოვნე და ამდენი ხნის შემდეგ, ისე როგორც არასდროს მთელი გულით, სულით, არსებით, გრძნობით ჩავეხუტე, მისმა სითბომ და სურნელმა ისე ამირია თავგზა ლამის მის ხელებში ჩავიღვენთე.
ამის შემდეგ იყო ბევრი დასამახსოვრებელი, სიყვარულითა და სითბოთ გაჟღენთილი მომენტები...
იყო ჩვენი პირველი შვილის ანასტასია დვალის დაბადება და ამას მოყოლი დიდი ბედნიერება...
შემდეგ მეორე შვილი, ჩვენი პატარა ბიჭუნა სანდრო დვალი და ამას მოყოლიილი ისევ დიდი ბედნიერება...
ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადოს ადამიანმა, წყენაც , დაღლაც, უუნარობაც, სასოწარკვეთილებაც, იმედგაცრუებაც, რადგან რომ არა ეს განცდები საკმარისად ვერ დავაფასებდით სიხარულის დროს მონიჭებულ ბედნიერებას.
ჩემ ცხოვრებაში ბევრი ,,ჩავარდნები“ იყო.. ბევრი წაქცევაც და იმედგაცრუებაც მახსოვს, მაგრამ ყველაფერი გადავიტანე, სიყვარულმა გადამატანინა. მე დავბრუნდი... ამდენი ხნის შემდეგ ,,ეილინი ისევ დავრუნდა“ .

დიდი მადლობა ჩემ ერთგულ მკითხველს, თბილი კომენტარებისათვის ♥
ძალიან მიყვარხართ ყველა.
იმედია დასასრული მოგეწონებათ.. love



№1 სტუმარი tikacho

ჩემო კარქო კაი იყო..მარა ასე მალეე რატო დამთავრეე?❤ მარა არაუშავს მაინც მქგარი იყო..მე ძაან მომეწონაა ❤

 


№2  offline წევრი CooLPlaYeR

ჩემი ნიჭიერი და ჩემი სიამაყე ხარ შენ!!! ესე მალე არ ველოდი დასასრულს, თუმცაა სათქმელი უკვე ითქვა!! <3 <3 <3 დაბრუნებას ვულოცავ ეილინს wink love

 


№3  offline წევრი Shore

Sheniii istoriebii iseee dzaaan momwons ro kideeev ro ar daiwyooo raime axaliii da asetii sasiamovnooo wasakitxii dzaaan mewyinebaaaa❤❤❤❤❤❤❤:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent