შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეექვსე)


7-03-2015, 22:56
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 5 069

***
უფროსის კარებზე ოდნავ მივაკაკუნე და კარები ფრთხილად შევაღე .
რომ შევედი არც შემობრუნებულა , ზურგით იდგა ჩემგან და ფანჯარაში იყურებოდა.
თავი წინასწარ გამოვიგლოვე სანამ რამეს მეტყოდა.
ისე მოულოდნელად შემობრუნდა რამის კედელზე ავეკარი.
მოდიო ხელის მოძრაობით მანიშნა.
მეც რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ვარჩიე თავიდანანვე მე დამეწყო საუბარი
-ბატონო გაბრიელ ბავშმა იხუმრა
-იხუმრა ჰო ანასტასია ? -ისევ ისეთი მკაცრი იყო უფროსის ხმა
-მე მაგ სიტყვას ქალბატონ ნატალიას როგორ ვაკადრებდი.ეტყობა ბუზი დაინახა დემეტრემ და აერია უ და ო ერთმანეთში.
-ანასტასია..-გაწელა ჩემი სახელი.-შენი აზრით პატარა ბავშვი ვარ ,რო ეგ სიტყვები დავიჯერო ?
-არა როგორ გეკადრებათ .-დავიწყე მოკრძალებულად.-ჩვენი კომპანიის უფროსის შვილზე მაგას როგორ ვიტყოდი
-ხომ იცი ,რომ ესეთი რამ მეორეჯერ,რომ განმეორდეს აქ ფეხს ვეღარ შემოდგამ.
ღმერთო.იმ უწესი ქალის გამო შეუძლია სამსახურიდან გამაგდოს.
-აწი ასეთი რაღაც აღარ განმეორდება.
-რითი დავიჯერო , როგორ გენდო?
-სიტყვაზე არ მენდობით ?-ავღშფოთდი მე
-სასაცილო ბავშვი ხარ ანასტასია
-წავალ მე , თუ საქმე არ გაქვთ -გავბრაზდი და ალბათ სახეზეც ავწითლდი
-უნივერსიტეტს როდის ამთავრებ ?-გადამიტანა საუბარი და ისე დავიბენი რამის თვალები გადმოვკარკლე
-წელს
-დიდი გოგო გაზრდილხარ-იმდენი ცინიკურობა ჩააქსოვა სიტყვებში რამე ბლაგვი საგანი,რომ მქონოდა არც დავფიქრდებოდი ისე ჩავარტყამდი
-თქვენ ბავშვად გეკუთვნით ალბათ -ენა ვერ დავიმოკლე მე და რო გავიაზრე რა ვთქვი გული შემეკუმშა ნერვიულობით.
ცინიკური სახით დაიძრა ჩემკენ და ისევ ნერვიულად ჩავჭიდე ხელები კაბის ბოლოებს.
რომ მომიახლოვდა ისე ამათვალ -ჩამათვალიერა ვინანე ,რომ გადავწყვიტე ჩემი „დიდობა“ დამემტკიცებინა გაბრიელისთვის .
მისმა სუნამოს სუნმა ცხვირი ამიწვა.
-28 წლის .-ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა ,მაგრამ იმ წამს რო გეკითხათ რა გითხრაო ვერ გიპასუხებდით
ვიყავი აადგილზე მიყინული და „რაღაცისფერ“ თვალებში ჩავყურებდი.
წელზე გაბრიელის ხელი ვიგრძენი და არ მეგონა იქვე თუ არ ჩავიკეცებოდი .
მერე ორი თითით ყურზე თმა გადამიწია და გაწევას ვაპირებდი მისი სიტყვები ჩემ ყურთასმენას ,რო მისწვდა
-პატარა სექსუალური ბავშვი ხარ ტასო
ხელის ოდნავ კვრით მოვიშორე გაბრიელის სხეული და ჩაწითლებული თვალებით ავხედე.
„აი ეს პატარა სექსუალური ბავშვი რას გიზამს ნახავ“
შურისძიების გეგმები დავხაზე გონებაში
უკანსვლით წავედი კარისკენ და სახელური სწრაფად ჩამოვწიე.



***
მთელი დღე გაბრუებული ვიჯექი სკამზე და ვლოცულობდი კაბინეტიდან არ გამოსულიყო გაბრიელი.
„ასე ყველაფერი ამიხდეს“. მართლაც მთელი დღით დაიკარგა კაბინეტში.
საათს ნერვიულად დავხედე და როგორც კი მივხვდი სამუშაო დრო ამოწურულიყო მაგიდის მილაგებას შევუდექი.
მერე მანტოს ხელი მოვკიდე და კაკუნით ჩავიარე კიბეები .
მარიამს ხელის მოძრაობით დავემშვიდობე და გარეთ გავედი.
„ჯანდაბა წვიმა“ -გავიფიქრე ზიზღით მაშინვე ,როცა მანტოს წვიმის წვეთები დაეცა.
მაინცდამაინც დღეს მოუნდა ეწვიმა ასე ,რომ წამოვედი.
ფეხაჩქარებულმა გავიარე გაჩერებამდე გზა და ხელით დავიფერთხე ჩემს მანტოზე მოკალათებული წვიმის წვეთები.
არც ავტობუსი ჩანს , არც „მარშუტკა“.ეს ტაქსებიც სულ დაკავებულები არიან.
„აი ბედი არ მაქვსო შენ უნდა თქვა ტასუნა“-ვუთხარი ჩემ თავს და ზიზღით მოვავლე თვალი გარემოს.
წვიმამ ჩემს უფროსთან პირველად შეხვედრის დღე გამახსენა.
რა ცინიკოსი იყო მაშინაც და ახლაც .
„ანდა რა შეცვლიდა ?“
„შეცვლიდა კი არა ვერც ვერაფერი ვერ შეცვლის .“-თავად გავეცი პასუხი ჩემ კითხვას .
თმაზე ოდნავ წამოფარებული მანტოს ქუდი გადავწიე და თვალით მოვზომე ტერიტორია „რამე ხო არ მოდისთქო“
ვერაფერიც ვერ დავინახე და გარდა მოპირდაპირე მხარეს გაჩერებული ტაქსისა.
მეორე მხარეს სირბილით გადავწყვიტე გადასვლა ,უცბათ შავ ფეხსაცმელთან შავმა ჯიპმა ,რო დაატორმუზა.


***
გაბრიელი

კარები ,რომ გავაღე მოთამაშე ანასტასია და ხუჭუჭთმიანი ბიჭუნა დავინახე.
ჩვენი დანახვისას მაშინვე წამოხტა ფეხზე ანასტასია
იმ წამსვე შევნიშნე „სექსუალურად“ გამოწყობილი ჩემი მდივანი და არაფერი ,რომ არ წამომცდენოდა კაბინეტში შებრუნება გადავწყვიტე.
სახელურს ვწევდი ბავშვის სიტყვები ,რომ გავიგონე .
შანსი ,რომ მქონოდა იქვე გადავიხარხარებდი ,მაგრამ ანასტასიას სახე ,რომ დავინახე მაშინვე მივხვდი კარგი შანსი მეძლეოდა.
ბავშვის სიტყვები ,რომ გაიგო „შენ არ მითხარი მაგ დეიდაზე ეგ სიტყვაო“ მწვანე ფერი დაედო ტასოს .
თავის მართლებას ენის ბორძიკით მოყვა.იმ ბავშვს გავდა რამეს რო დააშავებს და არ იცის როგორ გაიმართლოს თავი.
ცოტა ვანერვიულებთქო გავიფიქრე და კაბინეტში დავიბარე .
კაბინეტში შესულს მაშინვე გავიგონე ანასტასიას აქეთ-იქით „გაქცევა-გამოქცევა“.
ფეხსაცმლის ხმამ გაყიდა.
ღიმილით ველოდებოდი როდის შემოვიდოდა კაბინეტში და როგორც კი ოდნავი მოკაკუნების ხმა გავიგე კარებზე მაშინვე ზურგით დავდექი და ფანჯარაში უმისამართოთ ყურება დავიწყე.
ერთი სული მქონდა მივბრუნებულიყავი და ტასოს სახე დამენახა.
რომ შევბრუნდი სახეზე გათეთრებული „გრძელენიანი“ გოგონა დავინახე.
არა ნამდვილად გავიცინებდი, მაგრამ რავქნა მსიამოვნეს „ბავშვების წვალება“
თავს ისე საყვარლად და დამაჯერებლად იმართლებდა ,რომ არ მცოდნონა ამ გოგო ენის ამბავი ,მართლა დავიჯერებდი ბავშვს ასოები ,რომ აერია.
„თქვენთვის ალბათ ბავშვი ვარო“ რომ მითხრა სიცილით რამის გავიგუდე.
გაკაპასებული ბავშვის სახე ქონდა.
რომ დამინახა მისკენ მივდიოდი ნერვიულად ჩაჭიდა ხელი კაბის ბოლოებს.
მისი გულისცემა ჩემ სხეულზე ვიგრძენი და ცხოვრებაში ალბათ პირვალად მომინდა „შემომეჭამა“ ეს ათრთოლებული სხეული.
ჩემმა სიტყვებმა „თავქუდმოგლეჯილი“ გააქცია კაბინეტიდან .
მე კი ღიმილით გადავწექი სავარძელზე და ხელში ტელეფონი მოვიმარჯვე.

***
მთელი დღე კაბინეტიდან არ გავსულვარ და არც ანასტასია შემიწუხებია.
როგორც კი ფეხის ხმა გავიგონე მაშინვე მივხვდი სამუშაო დრო ,რომ ამოეწურა.
„აშკარად გაზრდა მოგიწევს გაბრიელთქო“ -დავცინე საკუთარ თავს და მეც რამოდენიმე წუთში უკან მივყევი.
წვიმის წვეთები,რომ დავინახე თავზე კაპიშონ წამომხებული ყვავილების გამყიდველი გამახსენდა.
აწითლებული ცხვირით და დაბნეული თვალებით .
მანქანაში დავქოქე და აწკრიალებულ ტელეფონს ვუპასუხე
-ხო ვატო
-სად ხარ
-ეხლა გამოვედი ,დამელოდეთ მოვალ
-დროზე თორე ჩაგვეძინა შენ ლოდინში
-კაი კაი მოვდივარ
ტელეფონი სავარძელზე გადავაგდე.
მერე უცბათ წინ ვიღაცამ გადამირბინა და მთელი ძალით დავატორმუზე.
ჩემ წინ „თვალებდაჭყეტილი“ ანასტასია დავლანდე.

გუშინ მინდოდა დადება ,მაგრამ ისე ცუდათ ვიყავი ვერ მოვახერხე .დღე კიდე მთელი დღეა მძინავს .მოკლედ როგორც კი შევძელი დავდე. იმედია მოგეწონებათ .
თუ შევძელი დღე თორმეტის მერე დავდებ და თუ არადა ხვალ შუადღეს უეჭველი.



№1  offline წევრი teona))

sad dagvekarge ici rogor gelodi awi agar daagvian da cota kide gazarde tavebi armyofnis)) warmatebebi

 


№2  offline მოდერი ლილიანა

გელოდი.გამიხარდა.აბა შენ იცი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი NA NO

ძაან კაი იყოოოო ,მაგრამ არ მეყოო ეს თავიიიი, ყოველდღე დადე რაა love

 


№4  offline წევრი Unnamed

Mepatarava :(

 


№5  offline წევრი ტასიკო

კარგი იყო ძაან , აღარ დააგვიანო რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent