შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეხუთე)


5-03-2015, 00:00
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 5 590

***
ალბათ საშინელი შესახედავი ვიქნებოდი.რამის ყბა ჩამომივარდა .
ამ დროს რა უნდოდა ჩემ კარებთან .
მე კიდევ ასეთ ფორმაში ვუყურებდი და ვერ გამერკვია რა ხდებოდა .
ახლავე მოვალთქო ვუთხარი და კარები მივუხურე.
ოთახში ისეთი სისწრაფით შევვარდი „მოსახვევში“ ლამის ფეხი ამისრიალდა.
კიდევ კარგი დროზე ადრე „დავატორმუზე“
პირსახოცი ერთი ხელის მოსმით მოვიცილე სხეულიდან და იქვე მიგდებული სქელი და გრძელი ჯემპრი გადავიცვი ტანზე.
ჯინსის „ელასტიკი“ ამოვიცვი და თმა ისევ ზევით ავიწიე.
ისევ ისეთი სისწრაფით გავიქეცი შემოსასვლელისკენ და კარები უცბათ გავაღე.
გაოგნებული გაბრიელის დანახვისას ახლა მე მინდოდა მეცინა ,მაგრამ სახე დავისერიოზულე და საქმიანად ვკითხე
-რამე მოხდა ბატონო გაბრიელ ?
-არ შემომიშვებ ?-თვალით მოზომა ჩემს უკან მდებარე ტერიტორია.
„დიახ მობრძანდითქო“ ვუთხარი და მისაღებისკენ გავუძეხი.
-რამე მოხდა ?-კვლავ დავსვი კითხვა და მოპირდაპირე “კრესლოზე” ჩამოვჯექი.
-საბუთები მოგიტანე.ხვალისთვის უნდა მოამზადო.დამავიწყდა სამსახურში მოცემა ,როცა გამახსენდა წასული დამხვდი.
-კარგით ხვალისთვის მზად იქნება -ვუთხარი და მაგიდაზე ჩამოდებულ საბუთებს ხელი დავავლე.
-მასეთ ფორმაში კარები,რომ არ უნდა გააღო არ იცი ?-გადაიტანა უცბათ საუბარი
-როგორ ფორმაში?-დამაინტერესდა მე
-ნახევრადშიშველ მდგომარეობაში
-და თქვენ არ იცით ახალგაზრდა გოგოს საღამოს ათ საათზე დაუკითხავათ სახლში ,რომ არ უნდა მიადგეთ ?
-გირეკავდი ,მაგრამ მგონი ტელეფონის დანიშნულებას უნდა გაეცნო.
-კიდევ რამე საქმე გაქვთ ?-გამომივიდა უზრდელურად . ჩემი მშობლები ,რომ მისმენდნენ უეჭველად კუთხეში დამამყენებდნენ.
-უფროსს როგორ უნდა ელაპარაკო ისიც არ იცი -ჩაილაპარაკა ცინიკურად
-აქ თქვენ ჩემი უფროსი არ ხართ .სამუშაო დრო კარგა ხანია დასრულდა -გავილექსე მე და კედელზე ჩამოკიდულ საათს ავხედე.
ისე ჩაეცინა , უფროსწორად გაეცინა ,რომ უფროსის შემხედვარე რამის მეც ამიტყდა სიცილი.
„ხვალ ათ საათზე იყავი ტასო სამსახურშიო“ დამიბარა და კარებისკენ წავიდა.მეც უკან მივყევი და კარების გაღებაში დავეხმარე.
კარებში თანუ იდგა და გაკვირვებული სახით შემომყურებდა.
„გამარჯობა და ნახვამდისო“ უთხრა გაბრიელმა და კიბეებს სირბილით ჩაუყვა.


***
იმ საღამოს ჩემი საყვარელი ნამცხვარი „მიკი“ მივირთვი ყავასთან ერთად.
ბევრი ვილაპარაკე და ჩემი კაბა ,რომელიც დიდი ხანია უკვე თანუსთან იყო და დღეს მომიტანა ტანზე მოვირგე.
მუქი მწვანე მუხლს ოდნავ ზემოთ კაბა , გულდახურული და ჩემი ონდავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
ისეთი ნაზავი იყო მეთვითონ პირი დამრჩა და სარკეში არეკლილ „მეს“ გაკვირვებულმა შევხედე.
„შენ უფრო გიხდებაო“-აწუწუნდა თამუ .
მე სიცილით ლამის იატაკზე გავწექი და კაბა უცბათ გავიხადე.
იქვე მდებარე სკამზე მივკიდე და ოთახში „ნახევრადშიშველმა“ ტანტალი დავიწყე.
მერე რო გავცივდები ვიწუწუნებ რამ გამაცივათქო.
და ვივლი ცხვირგაბერილი და თვალებდასიებული.


***
მეორე დილას ზუსტად ისე გამოვეწყი როგორც ღამით სარკის წინ.
„არა ერთი რა შემატყო ბავშვობის ?“ ჩავილაპარაკე წარბაწევით და თმა უკან გადავიწიე.
გასაღები ხელში მოვიმარჯვე და კარები გადავკეტე .
ნელი სვლით ჩავუყევი კიბეებს და უკვე ნაცნობ ქუჩებზე გავედი.
ტრანსპორტი არ ჩანდა მე კი მაგვიანდებოდა.
„არა რა .მთელი ხელფასი აქეთ-იქით სიარულში დამეხარჯება“ დავიწუწუნე მე და სასწრაფოდ ავუქნიე ხელი ტაქსს.


***
სამსახურში ახალი მისული ვიყავი მარიამი ,რომ გამომეცხადა პატარა ხუჭუჭთმიან ბიჭთან ერთად .
ისეთი საყვარელი იყო.ყვითელ კულულებიანი და წითელ ტუჩებიანი პატარა ბიჭი.
დაახლოებით 4-5 წლის იქნებოდა.მათი დანახვისას სახე გამებადრა და მთელი სახით გავიცინე.
-ვინაა ეს სიმპატიური ბიჭუნა ? -ჩავილაპარაკე მარიამის გასაგონად და ბავშვს ლოყაზე ოდნავ ვუჩქმიტე.
-ვაიმე ტასო .რა საყვარელი ,ისეთი ცელქია.ჩემი დიშვილია და დამღალა.არადა სამუშაო მაქვს .-შემჩივლა მან
-თუ ბატონი გაბრიელი არაფერს იტყვის დამიტოვე მე მეყოლება.მაინც საბუთების მოწესრიგებას მოვრჩი უკვე.
-ვაიმე ტასო , რა გოგო ხარ -სიხარულით გადამეხვია „ღიმილა“.-ძალიან მალე მოვალ .-მითხრა ისევ ღიმილით.
სანამ გავიდოდა ბავშვს თითი დაუქნია „ტასო დეიდა არ გააბრაზოო“.
„დეიდა არა ბებიათქო“ ჩავილაპარაკე სიცილით და იქვე მდგარი ბავშვი კალთაში ჩავისვი.
-რა გქვია პატარა ?
-მე დემეტრე მქვია-ამაყად ჩაილაპარაქა ოქროსკულულებიანმა
-დემეტრე რა სიმპატიური ბიჭი ხარ შენ
-ვიცი , დედამ მითხრა.-ჩაილაპარაკა თვალებაციმციმებულმა
მე მხოლოდ გავუღიმე და კულულები ოდნავ „ჩამოვუწელე“.
უცბათ სწრაფი მოძრაობით,რომ შემოვიდა ქალბატონი ნატალია და უფროსის კარებს მიადგა ხმამაღლა დავუძახე.
-ერთი წუთით ვეტყივი,რომ მოხვედით -ვუთხარი და ხელის მოძრაობით ვანიშნე გაჩერებულიყო
-შენი შეტყობინება არ უნდა , მელოდება-ჩაილაპარაკა გაწელვით და კურტუმის ქნევით შევიდა კაბინეტში.
ამრეზით ავათვალიერე უფროსის კარი და „თქო“ უმისამართოთ ჩავილაპარაკე.
-რა არის ?- ცისფერი თვალები შემომანათა დემეტრემ
-საიდან მოიტანე ? -გავიკვირვე მე
-წეღან შენ ხომ თქვი-ჩაილაპარაკა გულიბყვილოდ
- შვილო..-დავიწყე დიდი ქალივით.- აი ის დეიდაა წეღან ,რომ შევიდა კაბინეტში
-.. ბუზი..-დაიწყო სასაცილოდ და სიცილი ატეხა
„ტასო რა ცუდი გოგო ხარ , ბავშვის წინაშე რეებს ლაპარაკობ“ -გავკიცხე საკუთარი თავი


***
ვიჯექი და ბავშვს ვართობდი .. ფურცლებზე ათას სასაცილო ნახატებს ვხატავდით.
არა რა მართლა ბავშვი ვარ .
უკვე ორმოცი წუთი იქნება რაც ოთახში შეიკეტნენ და გარეთ არცერთს გამოუყიათ ცხვირი .
მე კიდე ვზივარ და ვერ ვხვდები ბავშვის გამრთობი ვარ თუ გაბრიელის მდივანი .
არა ესე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ,მაგრამ რა წესია ოთახში შეკეტვები და ერთმანეთის ალერსით დატკბობა.
კარები,რომ გაიღო მეც და დემეტრემაც ორივემ ერთდროულად გავიხედეთ კარისკენ.
ნატალიამ ისევ ძველი მანერით დატოვა იქაურობა .
გაბრიელიც აპირებდა კაბინეტში შებრუნებას უცბათ ბავშვმა ხელი წინ ,რომ გაიწია და ხმამაღლა წამოიძახა „ო“ და გადაიხარხარა.
ნერწვი სასულეში გადამცდა და ხველება ამიტყდა ..
გაბრიელის მზერა ,რომ დავიჭირე თვალები დამიპატარავდა და ვითომ აქაც არაფერი გამიგონია ისე გავიხედე წინ.
-რათქვი პატარა ვაჟკაცო ?-ჩაიმუხლა გაბრიელი და ბავშვს კულულებზე წაეთამაშა.
-ის დეიდა , -გაიმეორა თავისთვის გაურკვეველი წინადადება და სიცილით აათამაშა ხელები
-რას ამბობ დემეტრე -ვითომ დავტუქსე მე და ნეტა მეხი დამეცესთქო ვინატრე.
-ვინ გითხრა ეგ ? -გამაწყვეტინა ღიმილით გაბრიელმა
-ტასომ -ჩამიშვა უცებ
-დემეტრე რეებს იგონებ.-უხერხულად ჩავილაპარაკე და ნერვიულად ავათამაშე თითები
-რაო როგორ გითხრა ? -არ ჩერდებოდა უფროსი
- .. ბუზიო.ის დეიდა აო-ისე სასაცილოდ ლაპარაკობდა ოქროსკულულებიანი ,რომ არა ჩემი ამ მდგომარეობაში ყოფნა აუცილებლად ავხარხარდებოდი.
-შვილო როდის გითხარი ეგრე -გამომივიდა დიდი ქალივით და ხელის გულით შუბლი მოვიწმინდე
-როგორ აარა მითხარი-გამიპროტესტა დემეტრემ
-ბატონო გაბრიელ ბავშვია.-დავიწყე თავის გამართლების მიზნით.-არც იცის რას ამბობს -ვუთხარი სიცილით და ხელი ჰაერში ავათამაშე
-ანასტასია კაბინეტში გელოდები
-მე ? -ისე გავიკვირვე გეგონება ჩემ გარდა ყველა ანასტასია ყოფილიყოს
-ხუთ წუთში იქ გაჩნდი -ჩაილაპარაკა მკაცრად და კარები ხმაურით მიიკეტა.
„დემეტრე, დამღუპე დემეტრე“-ჩავილაპარაკე ტირილამდე მისულმა და კაბის ბოლოებს ნერვიულად მოვუჭირე ხელები.


მგონი სახალისო თავი გამოვიდა. იმედია ისიამოვნებთ.



№1  offline წევრი NA NO

wink wink კაი იყოოოოო love

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ნამდვილად ვისიამოვნე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი ელე

მომკალით და ვერ გავიგე რა დაუძახა ტასომ იმ გოგოს, რა ბუზი რის თქო?! დებილი ვარ ანუ???

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

სუპერ გოგო ხარ, რომ დღეს ისევ დადე. მზრუნველი ავტორი ხარ:*.

 


№5  offline მოდერი ლილიანა

ელე
მომკალით და ვერ გავიგე რა დაუძახა ტასომ იმ გოგოს, რა ბუზი რის თქო?! დებილი ვარ ანუ???

ანუ : )
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6 სტუმარი katie katush

მაგარიაააააააააააააააააააააააააააააააა მომეწონააააააააააააააააააააააააა

 


№7  offline წევრი NA NO

მალე დადეეე შემდეგიიი winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent