ძვირფასი განძი [4]
დილით გაღვიძებულს თბილი სუნთქვა მიელამუნა სახეზე. თავიდან შეგრძნება ეუცხოვა, როცა გაიაზრა რა ხდებოდა, შეშინებულმა გადააბრუნდა თავი. გული აუფრიალდა როცა მიხვდა რამდენად ახლოს იწვა უფროს ზარანდიასთან. ჩუმად ადგა ლოგინიდან, იქვე მიფენილი მოკლე ხალათი შემოიცვა და აბურდული თმა კოსად შეიკრა. ფეხაკრეფით მივიდა კარადასთან, გამოაღო, ყურადღებით შეათვალიერა უკვე შევიწროებული საკუთარი მხარე. შავები აღარ ჭარბობდა მის ტანისამოსში. მეგობრების დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ ძაძები გაიხადა საბას გამო. მიხვდა რამდენად ცუდი იქნებოდა ბავშვისთვის ეს. ეცადა გარდერობი განეახლებინა, ხალისიანი, ნათელი ფერებით შეევსო. ასეც მოიქცა, საკუთარ თავს მოკლეების ჩაცმის უფლებაც მისცა, ერთადერთი რასაც ვერაფერი უშველა სევდიანი თვალებია. მუხლამდე სარაფანი გამოიღო და მაქსიმალურად შეეცადა ეხმაურა. თავისი გეგმა ნელ-ნელა უნდა შეესრულებინა და ხელოვნურად აუტანელი პირობები შეექმნა თომასთვის, ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივად გაუსაძლისი პირობები. კარადის კარები ხმაურით მიხურა, სარკესთან მდგარი სკამიც მთელი ძალით დაახეთქა, სავარცხელიც „დაუვარდა“. მისმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო, უკმაყოფილოდ გაახილა თომამ თვალები და გულედანის შეწუხებულ სახეს შეეჩეხა. - გაგაღვიძე? ბოდიში, არ მინდოდა _ დამწუხრებული ხმით ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. თვალი გააყოლა ზარანდიამ მის მიხვრა-მოხვრას, მოკლე ხალათი ვერ ფარავდა სწორ ფეხებს, კიდევ უფრო კვეთდა ისედაც გამოკვეთილ სხეულის ნაწილებს. მხოლოდ მაშინ დახუჭა თვალები, კარები რომ დახურა დინამ. გონებაში კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალის ტანი და საკუთარმა საქციელმა გააბრაზა. ვერ მიხვდა რატომ გამოიწვია ამ გოგონამ ინტერესი, ყურადღება. ტელეფონს დახედა: „ჯერ მხოლოდ რვა საათია“ - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, „ყოველ დილით ასეთ დროს უნდა გამაღვიძოს?“ - ფიქრებში იყო გართული კარები ისევ რომ გაიღო, თავზე პირსახოცშემოხვეული შევიდა ოთახში გულედანი. ამჯერად მოკლე, ჰაეროვანი სარაფანი ეცვა. ბრეტელებიან სარაფანში ლამაზად მოუჩანდა ლავიწის ძვლები, მადიანი მზერა გააყოლა ოთახიდან გამავალს და ნერწვი ხმაურიანად ჩაყლაპა. თითქოს მხოლოდ მას შემდეგ აღიქვა დინას ქალურობა, სილამაზე, სხულის მიმზიდველობა, რაც მის გვერდით ეძინა. ლოგინიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ გაეშურა. ნაბიჯების ხმა გაიგონა თუ არა, სამზარეულოდან გაიხედა გულედანმა. ოთახიდან გამოსული თომას დანახვისას კმაყოფილს ჩაეცინა, თავისი ოთახისკენ წავიდა, ლოგინი აალაგა. უკვე შემშრალი თმები შეიკრა და ის იყო კარები გამოაღო, რომ კინაღამ წელსზემოთ შიშველ და წელსქვემოთ პირსახოცშემოხვეულ თომას შეასკდა. თვალი შეავლო მის სხეულს და აჭარხლებულმა შეხედა ირონიულად მომღიმარ სახეზე. სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი, სამზარეულოს შეაფარა თავი. „ღმერთო ჩემო, რა ფორმაში იყო“ - აფორიაქებული დაყრდნობოდა სამზარეულოს მაგიდას. „თორემ წუხელ იგივე ფორმაში არ ეძინა შენს გვერდით“ - წაკბინა ეგომ. - ყავას დამალევინებ? _ უკვე ჩაცმული გამოეცხადა თომა. - კი _ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, მეორე ჭიქაშიც გაამზადა და წინ დაუდგა. მშვიდად გაუღიმა ზარანდიამ და თავი ოდნავ დაუქნია მადლობის ნიშნად. მოპირდაპირე მხარეს მოკალათდა გულედანი და ყავა მოსვა. - ყოველ დილით ასე ადრე იღვიძებ? - თითქმის. - და მეც ყოველ დილით უნდა გამაღვიძო? - ხომ გითხარი, შემთხვევით მომივიდა _ შეეცადა რაც შეიძლება გულწრფელად ეთქვა. - დღეს რა გეგმები გაქვს? - შეკვეთები მაქვს დასასრულებელი. - ბევრი? - არც ისე _ კარებზე კაკუნი გაისმა, დინჯი ნაბიჯით წავიდა დერეფნისკენ და გააღო _ გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა ქალს. - გამარჯობა შვილო, ბოდიში ასე ადრე რომ გაწუხებ, კაბა თუ გამიკეთე წავიღებ, გასასვლელი ვარ და მაგის ჩაცმა მინდა. - რას ლაპარაკობთ რა შეწუხებაა, გავაკეთე, მობრძანდით _ შეიპატიჟა _ ყავას ხომ არ მიირთმევთ, ან ჩაის? _ ღიმილით შესთავაზა. - არა შვილო, მადლობა, კაბას წავიღებ. - გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა სამზარეულოს კარებს მიყრდნობილი ზარანდია. - გაგიმარჯოს გენაცვალე _ დინამ კაბა მისცა _ მადლობა შვილო, აბა ნახვამდის _ გაუღიმა, კაკუნით გავიდა, გოგონამ გააცილა, უკან დაბრუნებულს წარბაწეული თომა დახვდა. - ყველა კლიენტი ასე მოდის სახლში? - კი. - და შენც ყველას ასე თავაზიანად იღებ? - აბა როგორ უნდა მივიღო? _ გაიკვირვა. - მოდი, დავსხდეთ, წინადადება მაქვს. _ მაგიდასთან მოკალათდნენ. - გისმენ. - ჩემთვის მიუღებელია რომ სახლში, სადაც ჩემი ძმის შვილი იზრდება, ამდენი უცხო ადამიანი დადიოდეს. - სხვათაშორის, სწორედ ამის საშუალებით ვცხოვრობდით ამდენ ხანს. - გასაგებია, მაგრამ მე არ მომწონს. ამიტომ გთავაზობ სამკერვალო სალონის გახსნას. - ვერ ხვდები რომ საშუალება არ არსებობს? მატერიალური შესაძლებლობა თუ მექნებოდა, აქამდეც გავხსნიდი. - მე გაგიხსნი საკუთარი სახსრებით. - არა! - რატომ? - იმიტომ, სულაც არ მსურს სამოწყალოდ გამიხსნა სალონი. - სამოწყალოდ არა, მეც ვწუხდები სიტუაციით და იმიტომ. - თუ გგონია ამ დახმარებით, ზრუნვით შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებ, ძალიან ცდები _ ცივი მზერით შეათვალიერა. - რატომ ფიქრობ ასე ღრმად, ასე ფილოსოფიურად, რატომ ეძებ ქვეტექსტებს და საიდუმლოებებს იქ, სადაც არ არსებობს? რატომ იგებ ასე რთულად? მე უბრალოდ გთავაზობ ორივე მხარისთვის მომგებიან წინადადებას, სხვათაშორის საქმიანს. კარგი, მაშინ ასე იყოს, ფულს გასესხებ სალონის გასახსნელად და როცა მოძლიერდები, მაშინ დამიბრუნე. დაფიქრდი, კარგი იდეაა. ყოველდღიურად ამდენი ხალხი აღარ ივლის სახლში. - კარგი, ვიფიქრებ _ ყოყმანით დაეთანხმა. - მანამდე სულ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი. მოკლედ, ბიჭებს ქალაქგარეთ წასვლა უნდათ, მეც მითხრეს, შენც დაგპატიჟეს. - მე რა უნდა ვაკეთო კაცების კამპანიაში მარტომ? საბას ხომ არ დავტოვებ, წადი შენ. - არა, მარტო არ იქნები, ალექსი ანის წამოიყვანს, თავის საცოლეს, ძალიან კარგი გოგოა, მოგეწონება. საბასაც თან წავიყვანთ. - არ ვიცი, არ ღირს ოჯახობანას თამაში და როლებში ასე ძლიერ შეჭრა. - ოჯახობანა არაფერ შუაშია, სულ რამდენიმე დღით გავიდოდით ქალაქიდან, საბაც გაერთობოდა, უკვე გამოზაფხულდა, ეთბილება, შენც დაისვენებ. - არ ვიცი, ვიფიქრებ _ ზარანდიას ჩაეცინა. - ყველაფერზე ფიქრს ვერ მოასწრებ, რამეზე დამთანხმდი ფიქრის გარეშე. - დეე _ ოთახიდან ფეხშიშველი, თმააბურდული საბა გამოვიდა. - დილამშვიდობის დე _ ღიმილით მიესალმა გულედანი. - დილამშვიდობის _ ორივეს გასაგონად ჩაილაპარაკა და დედის კალთაში მოთავსდა. - გამარჯობა. საბა სადმე წასვლა არ გინდა, სოფელში? _ გაუცინა ბიჭს. - მინდა _ გახარებული დაეთანხმა _ მაგრამ დედიკოც თუ წამოვა. - ჰო რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა დედიკო უნდა დავითანხმოთ. - დე წავიდეთ რა _ თვალები ააფახურა, დინას გაეცინა. - არ ვიცი _ მაინც თავის აზრზე იდგა. - დე გთხოვ რა, ხომ დავრჩებით? _ გადახედა თომას. - კი დავრჩებით. - აი დავრჩებითო დე, წავიდეთ რა, ბაღსაც გავაცდენ _ ეშმაკურად ჩაიცინა. - დედიკოს ეშმაკუნა _ გვერდებში მოუღუტუნა და ყელში აკოცა. - წავიდეთ რა დე, დედიკო _ ხვეწნას განაგრძობდა პატარა. - კარგი, ჰო კარგი _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა _ წავიდეთ. - რა კარგიაა _ გახარებულმა წამოიძახა და დედას ჩაეხუტა. _ როდის მივდივართ? _ ცნობისმოყვარედ იკითხა. - როცა გინდა, შეგვიძლია დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, ჩვენს გადაწყვეტილებას ელოდნენ, ყველაფერი მზად აქვთ. - სად მივდივართ? - თავიდან ახლოში უნდოდათ, მაგრამ ანდრომ სამეგრელოში წავიდეთ ჩემთანო და გადაწყდა. - კარგი. - წავიდეთ საღამოს? - ღამე გვიან სიარულს ჯობს დილით გავიდეთ ადრე, თუ შესაძლებელია. - კი, როგორ არა დავურეკავ და ვეტყვი. - მეც დავამთავრებ შეკვეთებს დღეს. - დედიკოს საქმე აქვს, ჩვენ როგორ გავერთოთ? _ გადახედა საბას. - საქანელებზე წავიდეთ _ იდეა გამოთქვა პატარამ. - კარგი წავიდეთ. - ჯერ ადრეა, შენ უნდა ჭამო ბიჭუნა _ გაუცინა დინამ უმცროს ზარანდიას და საუზმე გაუმზადა. გულში თითქოს ეშინოდა კიდეც, ვაი-და თომას მოეკიდა ხელი საბასთვის, წაეყვანა და უკან აღარ დაბრუნებულიყო? რა ქნას, მაინც ეშინია რომ წაართმევს, ვერ ენდობა. ასაუზმა, მოაწესრიგა და ძიასთან ერთად გაუშვა. თვითონ კი მაგიდას მიუჯდა და კერვა დაიწყო. გულში მაინც წიწკნიდა უსიამოვნო გრძნობა, ეჭვი, უნდობლობა. ან როგორ გინდა სრულიად უცხო ადამიანს ენდო? „წუხელაც უცხო იყო ლოგინში რომ ჩაუხტი, როგორ ენდე“ - ისევ წაკბინა ეგომ. „სხვადასხვა საკითხია“ - გაიფიქრა. თომას შემოთავაზებაზეც იფიქრა სალონთან დაკავშირებით, სულაც არ იყო ცუდი იდეა, უბრალოდ არ სურდა დამფინანსებელი ზარანდია ყოფილიყო, მაგრამ სხვა საშუალებაც არ არსებობდა. თვითონაც არ მოწონს სახლში ამდენი ხალხის სტუმრობა, თუმცა რა ქნას? თავი ამით გაჰქონდათ მას და საბას. სხვა გზა არ იყო. ახლა გამოჩნდა სხვა გზა, ალბათ დაფიქრებაც ღირს, დაფიქრება კი არა, თანხმობაც არ იქნება ურიგო. ახლა კიდევ ეს ქალაქგარეთ ექსკურსია, ესმის რომ საბასთან დაახლოვება უნდა, მაგრამ მისი წაყვანა რა საჭიროა ვერ ხვდება. „საბას გამო“ - უცებ მოძებნა პასუხი. არც ესაა ცუდი იდეა, რაც მართალია, მართალია- ცუდი იდეები არ აწუხებს ზარანდიას. ცოტათი დამშვიდდება, დაფიქრდება, უკეთ გაანალიზებს სიტუაციას. კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა, იფიქრა ზარანდიები დაბრუნდნენო, თუმცა შეცდა, ზღურბლიდან თიკო უღიმოდა. - თიკო, მოდი შემო _ გაუღიმა მეზობელს და შემოიპატიჟა. - როგორ ხარ? - კარგად, შენ? ყავას ხომ დალევ? - კი, თუ არ შეწუხდები. - რას ამბობ, მოდი სამზარეულოში _ ყავა სწრაფად გააკეთა და თიკოს წინ ჩამოჯდა. - გოგო ყველა შენს გათხოვებაზე ლაპარაკობს ეზოში და _ დაეჭვებულმა გადახედა, დინას გაეცინა. - ჰო, გავთხოვდი _ მტკიცედ დაეთანხმა და გულში ეღიმებოდა. - ასე ჩუმად? - ჰო, რა ვიცი, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, უხმაუროდ. - საბა როგორ შეეწყო? _ გულედანს ვერ გადაეწყვიტა რა ეთქვა, ბოლოდ მაინც ამჯობინა ლევანის და თომას ძმობაზე მოეყოლა, თიკო იცნობდა ლევანს, შესაბამისად როცა თომას ნახავდა, ყველაფერი ისედაც ცხადი იქნებოდა. - იცი.. თომა საბას ბიძაა, ლევანის ძმაა _ თიკოს გაოცებული სახის დანახვისას გაეღიმა. - ამას ნამდვილად არ ველოდი _ გაუცინა. - ჰო, ასე მოხდა. - კარგია, საბაც ადვილად შეეჩვევა, შენც ეღირსები ბედნიერებას, ძალიან გამიხარდა. - მადლობა. - გამაცანი, ძალიან მინდა ლევანის ძმას და მეგობრის ქმარს ვიცნობდე. - აუცილებლად, ახლა უბრალოდ პარკში არიან წასულები, მე საქმე მქონდა და საბა წაიყვანა გასართობად. - ძალიან კარგი, გავიქეცი ახლა მე თორემ ქეთი ბებოსთან დავტოვე და გადაწვავს სახლს _ გაუცინა და დაემშვიდობა. კარები ჩაკეტა გულედანმა, ღრმად ამოისუნთქა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა. მალე გამოჩნდნენ ზარანდიებიც. საბა უაღრესად კმაყოფილი იყო სეირნობით, მთელი ემოციებით უყვებოდა დედას და ძიას აქებდა. უხაროდა პატარას ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა, მაგრამ ვერაფრით დაძლია ეგოისტობა, ღიმილით უქნევდა ბიჭუნას თავს. - მიდი დე ხელები დაიბანე, კარტოფილს შევწვავ და ვჭამოთ. - კარგი _ მაშინვე დაეთანხმა და ხტუნვა-ხტუნვით წავიდა სააბაზანოსკენ. - ხომ შეჭამ შენც? _ იკითხა თომას მისამართით. - კი _ გაუღიმა _ ხვალ დილით რვაზე გავდივართ. - კარგი. _ სამზარეულოში გავიდა. კარტოფილი გათალა, გარეცხა, დაჭრა, შეწვა, სუფრა გაშალა და ბიჭები მიიწვია. მშვიდად მიირთვეს, მხოლოდ საბა ტიტინებდა გაუჩერებლივ. წინასწარ აწყობდა მომავალი დასვენების გეგმებს და თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა. ღიმილით ეთანხმებოდა „წყვილიც.“ როგორც კი ჭამა დაასრულა, თავი ოთახში წავიდა სათამაშოდ, დედა და ძია მარტო დატოვა. - დინა _ დაიწყო თომამ. - გისმენ. - ალექსის საცოლემ ანიმ, არაფერი იცის ჩვენი ცოლ-ქმრობის შესახებ, ანდროსთან სახლშიც მისი ბებია-ბაბუა ცხოვრობენ და.. _ ცოტა ხნით გაჩერდა. - გასაგებია, ისე უნდა მოვიქცეთ როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვარს, საბა უნდა იყოს ჩვენი ჯერ-ჯერობით ერთი საყვარელი შვილი, გამუდმებით უნდა ვუღიმოდეთ ერთურთს და ბოლოს ერთ ოთახში მოგვიწევს დაწოლა _ ამოსუნთქვის გარეშე ჩამოაყალიბა მოსაზრება, რომელზეც მთელი დღე ფიქრობდა. - იმედია თანახმა ხარ ამ ყველაფერზე. - სხვა გზა არ მაქვს _ ამოისუნთქა და მაგიდის ალაგება დაიწყო. - კარგი. - ოთახში პატარა ჩანთა დევს კარადაში და იქ ჩაალაგე შენი ნივთები, ჩემი და საბას რაღაცებსაც იქ ჩავალაგებ. - კარგი _ დაეთანხმა და ოთახისკენ წავიდა. ჭურჭელი დარეცხა გულედანმა, საბას ოთახში შევიდა, მოთამაშე პატარას თმებზე წაეთამაშა, მისი ტანსაცმელი გადმოალაგა და საკუთარ ოთახში გაიტანა. უფროს ზარანდიას უკვე დაემთავრებინა საკუთარი ნივთების ჩალაგება, თავიანთი ნივთებიც ჩაამატა დინამ და შეკრა. დარჩენილი დღე შვილთან თამაშში გაატარა გულედანმა, ცდილობდა დიდი დრო დაეთმო პატარასთვის, კარგად გაერთო, რომ ეჭვიანობა დაეძლია. ზარანდიაც რომ ჩაერთო, თავიდან უკმაყოფილოც უმზერდა, მაგრამ შემდეგ სამივე კარგად გაერთო ერთად. საღამოს ყველამ ერთად ივახშმა, თითქოს ოჯახური იდილია ჰქონდათ დღის მეორე ნახევარში. საბა დასაწოლად მოემზადა, ფეხშიშველი გამოვიდა ოთახიდან და დივანზე მოკალათებულ დედას გვერდით მიუსკუპდა. - დეე, თქვენთან დავწვები რა ცოტა ხნით _ გაუღიმა. გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს. - დაწექი საბა _ დედის ნაცვლად დაეთანხმა ძია და კმაყოფილების ამოძახილი აღმოხდა საბას. - წავედი მე და გელოდებით. _ მხიარულად მიაძახა და „მათ“ ოთახში შევარდა. ღრმად ამოისუნთქა გულედანმა და პატარას მიჰყვა. ოთახიდან საკუთარი ნივთები გამოტანა, სააბაზანოში მოწესრიგდა, უკან დაბრუნებულს ბიჭები უკვე ლოგინში დახვდნენ. თავისი მხრიდან შეწვა და მოცინარ საბას გაუღიმა. პატარა შუაში გაწოლილიყო, ხან ერთს გადახედავდა ღიმილით, ხან მეორეს. ცოტა ხანში წამოჯდა, ორივეს აკოცა და გაუცინა. - ახლა თქვენ აკოცეთ _ კისკისით თქვა. - კარგი რა დე. - ოო, ბაღში ბავშები მეუბნებიან რომ ასე იქცევიან, თქვენ არ გიკოცნიათ ჯერ ერთმანეთისთვის _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა. - დე ბაღში ბავშვები რასაც გეუბნებიან ყველაფერი არ უნდა დაიჯერო. - კარგი, წავალ მე _ აშკარად აწყენინეს პატარას. - დინა კარგი რა _ სულერთიას ტონით ჩაილაპარაკა ზარანდიამ და ლოყაზე აკოცა „მეუღლეს.“ აღფრთოვანებულმა პატარამ ტაში შემოსცხო. - ახლა შენი ჯერია დე _ მორცხვად მიიწია თომას მხარეს და სულ ოდნავ ოდნავ შეახო ლოყაზე ტუჩები. სწრაფად მოშორდა და საბას გაუღიმა. - შენი ძილის დროა პარაზიტო. - მე მაკოცეთ ორივემ და წავალ _ სურვილი მაშინვე შეუსრულეს და ისიც გაიქცა. ჯერ კიდევ უბჟუოდა ის ადგილი სადაც ზარანდია შეეხო და თავისი ტუჩებიც, ზარანდიას რომ შეახო. აწითლებულმა აქცია ზურგი და დაძინებას შეეცადა. ღიმილი მოჰგვარა თომას გულედანის ქმედებამ, ისევ მისი მოშიშვლებული ზურგის და კულულების ცქერა უწევდა, თუმცა წინააღმდეგი სულაც არ იყო. ისე ნაზად შეეხო რამდენიმე წუთის წინ, ისე სათუთად. „პირველი შეხება“ - არსებულმა გრძნობამ, უკვე მოგონებამ ამ სახელით დაიდო ზარანდიას გულში ბინა. სურვილი კი, გულედანის ზურგზე შეხება, მოფერება, ისევ სურვილად დარჩა ამ ღამეს.. _________________________ ესეც მეოთხე თავი შოკოლადებო.. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ, მათბობთ.. მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ ცოტა არ იყოსდა პასიურობთ, მგონი რაღარც ვერ დაგაინტერესეთ თუ არ მოგეწონათ? იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი, ბოდიში შეცდომებისთვის, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციები გაზიარებას.. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. პ.ს. გოგონებო, ქალბატონებო, საქალბატონეებო გილოცავთ ქალთა დღეს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, უფლის წყალობას და უდიდეს ბედნიერებას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.